რომელი? (II)
გიორგიმ არ ისურვა ალექსთან დაყოვნება და წასვლა გადაწყვიტა. ალექსთან კი შაკო მივიდა. აი, ზუსტად მასთან არ უნდოდა საუბარი. შაკო ძალიან ცუდი მოსაუბრე იყო. ლაპარაკის დროს, უაზროდ იცინოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ახლაც, დამდგარიყო და ბიჭს სიცილით უცქერდა. ალექსმა კი, თავი მოაჩვენა ვითომ მოხარული იყო. -გამარჯობა, შაკო! შეუდარებელი წვეულება, ბევრი გართობა.-მაგრამ, იცოდა, რომ ეს სიტყვები ყალბი იყო. -ჰო, ყველაზე მაგარი კლასის წვეულებაა.-თქვა და გაიკრიჭა. -კარგია, მაგრამ კლასის წვეულებას რაღაც არ გავს. ვაიმე! არც არის. ჩვენ ეს სპეციალურად გავითამაშეთ მშობლებთან. გართობა ახლა იწყება!-შაკომ კიდევ გაუღიმა და საცეკვაოდ გაიჭრა. რაღაც არაადამიანურ ცეკვას ცეკვავდა. ხელებს და ფეხებს ერთდროულად იქნევდა და ტრიალებდა. ალექსმა კი ვეღარ გაუძლო ამის წვალებას და გაერიდა. იქ თავის ძველი ნაცნობები და მეგობრებიც მონახა. მაგრამ, ვერცერთმა ვერ იცნო. ამის შემდეგ, ძალიან მოიწყინა. ,,ერთობოდა" უინტერესო ადამიანების წვეულებაზე და გიომაც მიატოვა. ერთი წამით იფიქრა, რომ ასე თავისი საქციელის გამო ექცეოდნენ, მაგრამ ასეთად მოსწონდა ყოფნა და სხვისი შეხედულებების გამო, რატომ უნდა შეცვლილიყო? წვეულებაზე თვალი მოჰკრა თავის ბიძაშვილს, ირაკლის და მაშინვე მასთან მიიჭრა. საბედნიეროდ, მხოლოდ ირაკლის გაახსენდა. ისიც მარტოსულად გრძნობდა თავს. ალექსიც ხშირად დასცინოდა ხოლმე, სათვალეზე და წითურ თმაზე. მაგრამ, ახლა მისი დანახვაც კი გაუხარდა. მივიდა, ხელი ჩამოართვა და გულითადად მიესალმა. -ალ, როგორ ხარ?-ჰკითხა დაღვრემილმა.-დიდი ხანია არ მინახავხარ. -მე კარგად ვარ, მაგრამ შენ რა გჭირს? -დედამ სახლიდან გამომაგდო. იმის გამო, რომ მისი თქმით, ვარცხვენ. ვიცი, რომ კარგი შვილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მე ამის გამოსწორება მინდოდა. დედა მე არასოდეს არ მიგდებდა ყურს. ეჰ, ძნელია ცხოვრება...-დიდი ფილოსოფოსივით გააქნია თავი ირაკლიმ. -მაგაზე ნერვიულობ, იკა?-მხარზე ისე, ენერგიულად დაუტყაპუნა ხელი ალექსმა, რომ ირაკლიმ ძლივს შეიკავა თავი ყვირილისგან,-მე მოვაგვარებ ყველაფერს. -არ არსებობს. ვერაფრით ვერ მიშველი... -ჰმ,-წარბი შეუკრა ბიძაშვილმა,-მე არ მაქვს სახლი? ჩემთან იცხოვრებ. -არა... დეიდა ბელა შეწუხდება...-უხერხულად მოიკუნტა ირაკლი, მაგრამ ძალიან კი გაუხარდა. იმ დღეს ღრუბლებში დაფრინავდა. ალექსთან ერთად ერთობოდა და ცეკვავდა. ისინი ბავშვობაშიც ასე იყვნენ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო უთანხმოება მოუვიდათ. ირაკლის მამა, რამდენიმე წელი ძმასთან ცხოვრობდა, მაგრამ სხვაგან გადავიდა. ალექსს და ირაკლის განშორება ძალიან გაუჭირდათ, სულ ერთმანეთს კითხულობდნენ და ერთად თამაში უნდოდათ. ირაკლი ბიძაშვილის გვერდით რომ ყოფილიყო, მნიშვნელოვნად შეცვლიდა. მაგრამ, ალექსს ამის გაგონებაც არ სურდა. რაც წლები გადიოდა, უფრო ივიწყებდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდში, სულ ერთხელ ჩამოვიდა მასთან, მაგრამ იჩხუბეს. მერე სულ აღარ აინტერესებდათ ერთმანეთი და ერთმანეთის ატანაც არ ჰქონდათ. ახლა კი, ნამდვილი ძმებივით იყვნენ. გიორგი დიდხანს დაეხეტებოდა და ტყუპების სახლს ათვალიერებდა. სახლი უშველებელი და ნათელი იყო. მაღალი ფანჯრებით, მდიდრული ავეჯით და სამზარეულოთი. მაგრამ, ეს გარემოება თითქოს უხერხულობას უქმნიდა, რადგან იქ არცერთი უფროსი ადამიანი არ ჩანდა. შეიძლებოდა, რაიმე ცუდი მომხდარიყო... არა, მაინც რა ნეგატიური ფიქრები აწუხებს? ის აქ გასართობად მოვიდა და ასეთ რამეებზე ფიქრისთვის არ ეცალა. ამასობაში, სახლის მეორე სართულიც დაათვალიერა და დაბლა ჩამოსვლა გადაწყვიტა, როცა კიბეებზე ვიღაც დაეჯახა. გიორგიმ თავი ასწია და მშვენიერება დაინახა. მაღალი, გამხდარი, სიფრიფანა გოგონა, თავისი უძირო მწვანე თვალებით. უნდოდა დიდხანს ეყურა მისთვის, მაგრამ არ დასცალდა. გოგონამ სწრაფად აირბინა კიბეები და გაუჩინარდა ყვავილივით. მართლაც რომ, ყვავილს ჰგავდა. რატომღაც, ბიჭს ძალიან დააინტერესა მისი ვინაობა. მაგრამ, უცებ დათო მივიდა. დათომ ყველაფერი იცოდა კლაში და კლასის გარეთაც. რათქმაუნდა, იმ გოგოს ვინაობაც ეცოდინებოდა. ბიჭი მაგიდასთან მიიყვანა და გამოკითხვა დაუწყო: -ის გოგო ვინა არის? რომელ კლასშია? მითხარი რა! -დამაცადე. ყველაფერს გეტყვი.-გაკვირვებულმა შეხედა დათომ,-ის გოგო ჩვენი პარალელური კლასელია. მგონი, ანა ჰქვია. არა, მარიამი. ააა, ელენე! 100%-ით დარწმუნებული ვარ. თუმცა გიორგის რაში აინტერესებდა ეს გოგო. მაგრამ, რაღაცით მიიზიდა. ნუთუ, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება? არა, ადამიანი ხომ ჯერ კარგად უნდა გაიცნო და ისე შეიყვარო. გიორგიმ თითქოს, მის მწვანე თვალებში ამოიკითხა ყველაფერი. მისი წაბლისფერი, აბრეშუმივით თმა. მისი მზერა გულს უჩქარებდა და ცუდად ხდებოდა. მაგრამ, თავი უნდა შეემაგრებინა. თითქოს, იმ წამიდან მისი ტყვე იყო. ასეთი ლამაზი გოგონა ჯერ არსად ენახა. ელენე... რა ლამაზი სახელია! ზუსტადაც რომ, მის სილამაზეს და თვალებს უხდება. მგონი, გიორგი შეყვარებულია! არადა, ორი წუთის წინ ფიქრობდა, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს. ახლა ამაშც თითონ დარწმუნდა. ამ ფიქრებში იყო, როდესაც ესემესი მოუვიდა. ეგონა დედა იქნებოდა, მაგრამ მისი უფროსი და, ანი იყო. მგონი, დედამ ისიც მისნაირი გახადა. გიორგის სწერდა, რომ ათ წუთში სახლში უნდა ყოფილიყო. მან სწრაფად გაირბინა დიდი დერეფანი, რომელიც არადა არ მთავრდებოდა. გაკვრით დაინახა ალექსი და ხელი დაუქნია. ის კი, ჯერაც ვერ მიმხვდარიყო სად გარბოდა. მალე, სახლშიც მივიდა. ეგონა დედა გაბრაზებული დახვდებოდა, მაგრამ მოცინარი დახვდა. გიორგის თავზე ხელი გადაუსვა და სასტუმრო ოთახში შეიწვია. იქ სუფრა იყო გაშლილი და მაგიდასთან მამა, ანი, ნიკა და ვიღაც გოგო ისხდნენ. გიორგი წამით ვერ მიხვდა ვინ იყო გოგო მაგრამ, გაახსენდა და იცნო ნიკას საცოლე. გოგონა შავგვრემანი და სუსუტი აგებულების იყო. უხერხულად იღიმოდა და თვალებს ინტერესით აცეცებდა. ნიკამ ძმას მიმართა: -გიორგი, ეს ჩემი საცოლე, სალომეა. რაა?! დედა ხომ მისი მოყვანის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. გაკვირვებულმა ჯერ სალომეს შეხედა, მერე დედას. დედა როგორც ჩანს, მიხვდა და გიოს უთხრა: -ნიკამ დამარწმუნა, თუ როგორ უყვარს სალომე. სიყვარულზე ძლიერი არაფერია. მთავარია ის რწფელი იყოს. ვისურვებ, რომ შენც ასეთი სიყვარული გქონდეს საყვარელო. ადრე, როცა დედამისი სიყვარულზე დაიწყებდა ლაპარაკს, ოთახიდან გარბოდა. მაგრამ, ახლა სურდა უსასრულოდ მოესმინა მისი დარიგებები. რაღაც ემართებოდა მის სხეულს, ოღონ სიამოვნებისგან. მგონი, პირველად შეიგრძნო გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.