რომელი? (VI)
ალექსმა ფბ-ზე ვიღაც გოგო დაიმეგობრა. დიდხანს ელოდებოდა მისგან პასუხს და როგორც იქნა, მეგობრობაზე დასთანხმდა. გოგონა სურათებში დანახვისთავე მოეწონა. ნეტავ, სინამდვილეშიც ასეთი იყო? ალბათ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მას ელენე ერქვა. დიდი ხნის განმავლობაში, არცერთს არაფერი მიუწერიათ ერთმანეთისთვის. ელენეც საიტზე დიდხანს აღარ ჩანდა. ალექსმა არ იცოდა, თუ რა ექნა. ერთ დღეს, გოგო როგორც იქნა გამოჩნდა და პირველმა მისწერა ალექსს. ბიჭი ამას ნამდვილად არ ელოდებოდა. გაუგია, რომ გოგოს ყოველთვის ბიჭი სწერს, მაგრამ ეს ხომ ოცდამეერთე საუკუნეა. -გამარჯობა.-ეს მისწერა ალექსს,-მე ელენე მქვია. -გამარჯობა. ხომ ვერ მეტყვი, თუ რომელ სკოლაში სწავლობ? -თბილისის #156 საჯარო სკოლაში, 11 კლასში. -მე შენი პარალელური კლასელი ვარ. მაგარია არა? ალექსს უფრო გაუხარდა, რადგან ეს გარემოება უფრო გაადვილებდა მასთან კომუნიკაციას. ამ დროს, პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა. გიორგისთან ერთად შეიმუშავებდა გეგმას, თუ როგორ მოეწონებინა თავი. საცოდავმა გიორგიმ კი, არ იცოდა ეს ყველაფერი. ამის მიზეზი მისი მორცხვობა იყო. ელენეს ვერაფერს ვერ ეუბნებოდა გრძნობების შესახებ, როდესაც ის გვერდით კლასში სწავლობდა. ალექსმა კი, თითქმის უკვე გაიცნო ელენე. ძმამაც ურჩია, რომ ყველაფერი დროზე ადრე ეთქვა, თორემ გვიანი იქნებოდა. მაგრამ, როდის დადგებოდა ეს დღე?! ბევრჯერ გაიარა რეპეტიცია და რათქმაუნდა, უკან იხევდა. მეორე დღეს, დასვენებაზე ალექსმა გიორგი თავისთან იხმო. თვალები უბრწყინავდა და სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა. -გიო, -უთხრა მოუთმნელად,-ვიღაც გოგონა დავიმეგობრე და მომწერა. -ვინ?-დაინტერესდა გიორგი. -ანუ, მე იცი... მერე თუ ვიპოვე ფოტო განახებ. მალე ზარიც დაირეკა. ალექსი ისე იყო ოცნებებში გართული, რომ მასწავლებელიც კი გააკვირვა. ის ხომ ცელქი და აბეზარი ბავშვი იყო? დასვენებაზე კიდევ შეაწუხა გიო. -მოვწონვარ? მითხარი, მითხარი!-ხტუნვა დიწყო ბიჭმა. -მოიცა, მე წინასწარმეტყველი არ ვარ. მხოლოდ, ორადორი მესიჯი მოგწერა. მაშინ, ვინც ორ სიტყვას გეტყვის, აუცილებლად მოსწონხარ? აზვიადებ რა! ალექსიც მიხვდა ამას. იქნებ, საერთოდ არ მოსწონდა და თხოვნის ხათრით დაიმეგობრა? მაგრამ, ეჭვები მალე გაეფანტა. ტელეფონში ელენეს სურათი იპოვა და გიორგის დაანახა. ბიჭი იმწამსვე გაშეშდა და ელდა ეცა. ეს ხომ ელენე იყო? იფიქრა, თვალი ხომ არ მატყუებსო, მაგრამ ეს ელენე იყო. უჯობდა, რომ მიწა იქვე გასკდომოდა, ან დაბრმავებულიყო. ცივად გაუღიმა მეგობარს, საპირფარეშოში გაბრაზებული შევარდა და იქ მაოანთხია მთელი ბრაზი. ბოლოს, მუშტები შეკრა და ხმამაღლა, გარკვევით წარმოთქვა: -ბატონო ალექს, ვფიცავ, რომ დღეის იქით ჩემი მოსისხლე მტერი იქნებით! იმ დღეს, აღარაფრის ხალისი ჰქონდა. გაითამაშა, რომ ვითომ ცუდად იყო და სახლისკკენ გასწია. საბედნიეროდ, სახლშ ნიკა იყო და მხოლოდ მისი რჩევა უშველიდა. მაშინვე შეიყვანა ოთახში და ნერვიულად დაიწყო: -ნიკა, დავუშვათ, რომ შეგიყვარდა გოგო და გრცხვენია მისთვის შენი გრძნობების გამხელა. ამ დროს, კი შენმა მეგობარმა მასთან კომუნიკაცია დაამყარა. და კიდევაც მოეწონა. შენ რას იზამდი ასეთ სიტუაციაში? -მე?!-გაეცინა ნიკას,-ეს რატომ დაგაინტერესა? -ისე რა, მითხარი.-ვეღარ ითმენდა გიორგი. -ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ. ასეთ შემთხვევაში, სისხლის ღვრის თავიდან ასარიდებლად, ერთ-ერთი უნდა წავიდეს დათმობაზე. ადრე ერთმანეთსაც კი კლავდნენ ამის გამო. ახლა, დათმობაა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. მე არავისაც არ დავთმობ, გაიფიქრა გიორგიმ. ელენე გულწრფელად უყვარდა და რატომ უნდა დაეთმო? ალექსი მისი მეგობარი იყო და ალბათ, გაუგებდა. ან, იქნებ მარტოს ემოქმედა? ბოლოს, ეს არჩია. საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა. ალექსი ცოტა დააეჭვა მეგობრის ასეთმა საქციელმა. ნეტავ, რამე ხომ არ ვაწყენინეო, გაიფიქრა კიდევაც. მაგრამ, თავისი თავი დამნაშავე ვერ გამონახა. ხვალ აუცილებლად დაეკითხებოდა ამის მიზეზს. დილით, გიორგიმ თავი შეიმაგრა და ჩვეულებრივ, ღიმილით შეეგება ალექსს. მაგრამ ამ ღიმილის უკან დიდი შუღლი იმალებოდა. როცა დერეფანში იდგნენ, ელენემ ჩამოიარა და ალექსს თბილად მიესალმა. გიორგის მის დანახვაზე ლამის სუნთქვა გაუჩრედა, მაგრამ ალექსისთვის ეს არ უნდა დაენახვებინა. ელენემ იცნო გიორგის ლურჯი თვალები, უკვე ორჯერ რომ გადაუღობა გზა. ახლაღა დააკვირდა მის გარეგნობას: მაღალი, გამხდარი და ქერა. თითქოს, მოეწონა. მაგრამ, მერე მიხვდა, რომ სულელობა გაივლო გულში. ახლა, მხოლოდ ბარბარეზე ფიქრობდა. მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონა სასუნთქ აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და უგონოდ იყო. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყო. ერთ დღეს, როგორც იქნა გამოფხიზლდა. საავადმყოფოდან ჯერ ვერ გამოწერდნენ, რადგან მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო. ბარბარე ცოტა მოფერიანდა თითქოს, და ორ კვირაში გამოწერეს. ცხოვრება გაფერადდა. მშობლებს ენატრებოდათ მისი კისკისი და დანახვა. დედამისი სულ სიხარულის ცრემლებით ტიროდა, რადგან ერთადერთი შვილის დაკარგვას ვეღარ აიტანდა. ექვსი წლის წინ, ბარბარეს უფროსი ძმა ავარიაში დაიღუპა. იმ დღის შემდეგ, მშობლებისთვის ბარბარე ძალიან ძვირფასი გახდა. ერთ დღეს, ელენე მარტო იჯდა სკოლაში. გიორგიმაც დაინახა და მომენტით ისარგებლა. მივიდა გოგონასთან და ფრთხილად მოუჯდა გვერდით. -გამარჯობა.-ფრთხილადვე მიმართა. -გამარჯობა. შენ ალექსის მეგობარი ხარ არა? -კი. ამ დროს, ალექსიც წამოადგათ თავზე. გვერდზე კი ვაკო და შაკო ედგა, ანგელოზებივით. მხიარული ჩანდა. -კიდევ ერთი წვეულება იქნება!-შეხტა ვაკო. -თქვენ აწყობთ ისევ?-გაუკვირდა გიოს. -არა, არა სულელო.-სასტიკად იუარა შაკომ,-ბოლო ზარი დაგავიწყდა? მართლაც, ამ გადატვირთული კვირის შემდეგ აღარც გახსენებია ეს დღე. სხვები კი, გაფაციცებით ელოდებოდნენ 20 მაისს. აი, უკვე დადგა ეს დღეც. ბავშვები თეთრი პერანგებით და ბუშტებით სკოლის ეზოში იკრიბებოდნენ და უამრავ მილოცვას იღებდნენ. თან გული სწყდებოდათ, თან უხაროდათ. გიორგი ბავშვებმა დატანჯეს. დასდევდნენ და მაისურზე რაღაცეებს აწერდნენ. მალე ალექსიც მოვიდა თავისი ,,ანგელოზების" თანხლებით. ამ დღეს, დაიწყო დიდი ბედნიერება. ისინი ცხოვრების ახლა ეტაპზე გადავიდნენ. სკოლასთან განშორება, თვით ოროსნებსაც კი არ უხაროდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.