ჟღალთმიანი ლამაზმანი
თუ, ჩემს მეგობრებს დავუჯერებთ, ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავს ახდენილი ოცნებებით და სურვილებით: მამა, მართალია "უსინდისო" პოლიტიკოსი მყავს, როგორც ამას მე ვუწოდებ, მაგრამ მაღალანაზღაურებადი ხელფასით. რაც ჩემზეც აისახებოდა მუდამ: ყველაზე ბრენდული ტანსაცმელი, ტრენდული მობილური, ყველაზე ძვირადღირებული ბაიკი თუ მანქანა. საზღვარგარეთ კურორტები, უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი. ახლა კი ვხვდები მათი არსებობის მიზეზს ჩემს გვერდით, მაგრამ თავიდან ყველას ისე მოჰქონდა თავი, თითქოს მართლაც მე ვიყავი მთავარი და მერე დანარჩენი: მაგალითად, ჩემი ქონება და ცნობადობა. ცნობილი მამის მხრიდან მეც რომ ცნობილი ბიჭი ვიყავი, ეს მომწონდა. თუმცა, სახელით არავინ მომიხსენიებდა, ყველა ავთანდილის ბიჭს მეძახდა. მამაჩემის მხრიდან მიცნობდა ყველა და პატივსაც მამაჩემის გამო მცემდნენ. მე მაინც მომწონდა ასეთი პოპულარობა. თან, მშვენიერი გოგონები გიჟდებოდნენ ჩემზე. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ შეხედულებით დიდი ვერაფერი ვარ: საშუალოზე ოდნავ მაღალი, მომეტებულად შავგვრემანიც კი, ოდნავ კეხიანი კავკასიური ცხვირით და პროტეინებით დაყენებული მუსკულატურით. (აბა, სპორტდარბაზში ყოველდღე სასიარულოდ მე არ მცალია და...) ჩემი ოქროსფერი პორშედან ჟიგულიში რომ გადავმჯდარიყავი, ბრენდული ტანსაცმელიც იაფფასიანით შემეცვალა და ჯიბეშიც კაპიკები ჩამეყარა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ შემნიშნავდა. თუმცა, ამის აღიარება არ მინდოდა რატომღაც. მამიკოს ფულებით გაბლატავებულ ბიჭს თავში მიქროდა, მეც კარგად ვგულაობდი, მეგობრებსაც ვაგულავებდი და "ნაშებსაც" ძვირადღირებულ რესტორნებში დავატარებდი, მერე კი სასტუმროს ლუქსებში ვნებივრობდით და მოჭარბებულ ვნებებს ვიცხრობდით. ...ექვსი წლის ვიყავი, დედაჩემმა პირადი ნივთები პატარა ჩემოდანში რომ ჩაილაგა და სახლიდან წავიდა. ვეღარ გაუძლო ერთ დროს საყვარელი ქმრის აღვირახსნილი ცხოვრების სტილს. (ახალგაზრდობაში მამაჩემიც ჩემსავით მექალთანე იყო, თუმცა, არც ახლა იკლებდა ახალგაზრდა საყვარლებს.) მე, რა თქმა უნდა, მამაჩემის მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი მისი წყალობით მასთან დავრჩი. ჩემი უმცროსი და კი, რომელიც შვიდი თვის შემდეგ დაიბადა, რაც დედაჩემი ჩვენგან წავიდა, მას ერგო წილად. მამაჩემმა გვარიც კი არ გაიმეტა მისთვის და დღემდე დედის გვარს ატარებს ჩემი უცნაური დაიკო. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ნორმალურად არც კი ვიცნობდი. ან, სად მეცალა მისთვის? არც მამაჩემი იწუხებდა დიდად თავს მისი ყურადღებით. ხო და რაც მამა, ის შვილიც. სანამ პატარა ვიყავი, უდედობა რომ არ მეგრძნო, ბატონმა ავთანდილმა, ანუ მამაჩემმა, ძიძა ამიყვანა. მართა ძალიან კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქალი გამოდგა. ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც საკუთარი დედა და მალევე შემაყვარა კიდეც თავი. მისი ზღაპრების გარეშე ღამე ვეღარ ვიძინებდი უკვე. ვერც მისი საუზმის, სადილის თუ ვახშამის გარეშე ვძლებდი. ბოლოს, ისე მივეჩვიეთ მეც და მამაჩემიც ამ სათნო და საყვარელ მოხუცს, რომ დღემდე ჩემი შეუცვლელი ძიძაა და ჩვენთან ცხოვრობს ისევ. მართლა დედასავით მივლის, ზრუნავს და ვუყვარვარ კიდეც. თუმცა, რა ძალიან შესაყვარებელიც მე ვარ? უსაქმური, თავნება, მექალთანე და ძმაბიჭებს აყოლილი. თვეში ორჯერ ადრენალინის გამოყოფასაც კი ვუწყობ ხელს: ექსტრემალურ რბოლებში ვიღებ მოტოციკლით მონაწილეობას. ეს ისე, მოყვარულის დონეზე, თორემ გადაკლული მრბოლელი ნამდვილად არ ვარ. ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ თუ მართას დავუჯერებთ, გულში სიბოროტის ნასახიც კი არ მიდევს. უხეში და უზრდელიც არ ვარ, რაც დიდად დასაფასებელია თურმე ახლანდელ თაობაში. უბრალოდ, ჯერ დუღილის პროცესში ვარ და ამიტომ ვარ ასეთი დაუდეგარი და ირაო. მოვა დრო, დავღვინდები და არაჩვეულებრივი კაცი დავდგები. მაგრამ ჩემი დაღვინების და დაკაცების იმედი არც მე მაქვს და არც მამაჩემს რატომღაც. ოცდაექვსი წელი თუ ისევ მაჭრობის პერიოდია, დანარჩენს როდისღა მოვესწრები, არ ვიცი. მაგრამ ჩემი ძვირფასი მართა იმედს არ კარგავს და მეც მარწმუნებს იმაში, რომ ოდესღაც დავდინჯდები და დავბრძენდები, მანამდე კი ისევ ვაგრძელებ ჩემს უდარდელ და ქარაფშუტულ ცხოვრებას... ჩემი ამბის მოყოლას იმ დღიდან დავიწყებ, როცა ოფიციალურად გადაიკვეთა ჩემი და ჩემი დის ცხოვრების გზები. არა, მანამდეც კი ვიყავით უხილავი ჯაჭვებით დაკავშირებულები, მაგრამ როცა პირადად გავიცანი, როცა პირველად გავიაზრე, რომ დედმამიშვილები ვიყავით, სურვილიც მალევე გამიჩნდა, რომ მისი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გულითადი და-ძმური ურთიერთობა გვქონოდა. ...წინა ღამის ნაბახუსევს თავი საშინლად მტკიოდა. ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან, სადაც პირქვე ვეგდე გათხლეშილი და ბალიში გვარიანად მქონდა ჩემივე დორბლით დასველებული. (არა და რამდენი გოგოს ღამის ოცნება ვარ მგონი?) საკუთარი თავი თვითონვე შემზიზღდა. ერთხანს უაზროდ ვიჯექი საწოლზე. აზრზე მოსვლას ვცდილობდი. ცოტა რამ გამახსენდა კიდეც: მე, რატი, სპარტაკი და ილო ჩემს პირველობას ავღნიშნავდით რესტორანში. რბოლაში პირველი ადგილი ავიღე და სახუმარო თემა ხომ არ იყო?.. ჯერ ადგილზევე დავლიეთ შამპანური. (უხდება მოტოციკლს რომ ასველებ მაგ დროს.) დაჯილდოების ცერემონიალზეც დავრჩი, პრიზი გადმომცეს თუ არა, მაშინ კი თბილისში დავბრუნდით. რესტორანში მოვსხედით და ცხოვრებაში ამდენი რომ არ დამელია, ვიღორე და ისე გავილეშე, სახლში როგორ მოვედი, ეგ უკვე აღარ მახსოვს. საწოლიდან ფრთხილად წამოვიზლაზნე. თუმცა, გვარიანად შემაქანა მაინც. ვივაჟკაცე და თავის შემაგრება შევძელი. მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე, მერე კი ისევ თავბრუდამხვევი სიჩქარით დატრიალდა ყველაფერი. თავიდან დაწოლა და გამოძინება გადავწყვიტე. დავუბრუნდი კიდეც საწოლს, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ დღეს რატი თურქეთში მიდიოდა სამსახურის მოსაძებნად და ბიჭებს უნდა გაგვეცილებინა. (ბიჭებს რაა, მე უნდა გამეყვანა სადგურზე და მისი მგზავრობის ხარჯებიც მე დამეფარა. აბა, ძმაკაცს გაჭირვებაში ხომ არ მივატოვებდი?) რის ვაი-ვაგლახით გამოვედი ჩემი საძინებლიდან და გეზი აბაზანისკენ ავიღე, რათა ნაცადი ხერხით, გრილი შხაპით, ცოტა აზრზე მოვსულიყავი და როგორც მართა მეტყოდა, ადამიანის სახე დამებრუნებინა. ის იყო აბაზანასაც მივუახლოვდი, რომ მართამაც გამოყო სამზარეულოდან თავისი ჭაღარა თავი. _ექვსი წლის პატარა ბავშვი აღარ ხარ, ტრუსიკით რომ დატანტალებ ისევ. შეიგნე, გაიზარდე და კაცი ხარ უკვე. თან, ამ სახლში ხომ მეც ვცხოვრობ, არა? ცოტა მორიდება იქონიე!_დამტუქსა კი, მაგრამ მაინც საყვარლად. უანგაროდ ვუყვარდი ამ ქალს და ხანდახან ვსარგებლობდი კიდეც ამით. _უი, მართა, შენც აქ ხარ?_ვითომ ძალიან გავიოცე. _სანამ გამოხვალ, წვნიანს მოგიმზადებ, თორემ ადამიანის სახე სულ დაკარგე._ბუზღუნით შებრუნდა სამზარეულოში. მე კი აბაზანაში შევედი. ათი-თხუთმეტი წუთი დავყავი ალბათ და იქიდან კი პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე. ჩემს დანახვაზე ისევ საავდრო ღრუბლებივით შეჰყარა მართამ წარბები. _"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო," ჩაიცვი ადამიანო, მაუგლივით როდემდე უნდა იარო? _რა არ მოგწონს მართუშკები?_მხრებზე ძლიერად მოვხვიე ხელი და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე._პირსაწმენდი ხომ მაქვს შემოხვეული?_თავის მართლებას შევეცადე._აბა, ჩემი წვნიანი? _ფრთხილად ველურო, ჩემს ბებრულ ძვლებს მეტიც კი არ უნდა._ჩემი მკლავიდან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ არ გავუშვი. _შენთან სიბერეს რა უნდა მართუშკები? მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი უნდა იყო ჩემს საიმედოდ. _ტყუილად მიქონავ თავს, მაინც გეტყვი საყვედურს. წუხელ ის რა იყო? _წუხელ?_ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი და შიშით მივაჩერდი სათვალის მიღმიდან მომზირალ მის ცისფერ თვალებს._შენთან ჩავიჭერი რამეში? _გადახევებული მთვრალიც რომ იყო, ჩემთან არ იჭრები არაფერში, დაწყნარდი. მაგრამ, ახალგაზრდა ბიჭს, ტომარასავით რომ მოგათრევენ, არ გრცხვენია? რამდენმა გასათხოვარმა გოგომ დაგინახა და ვინ იცის რა სისაძაგლეები გაიფიქრა შენზე? დასანიშნი ბიჭი ხარ, არ გინდა ვინმემ ყურადღება მოგაქციოს და შეგიყვაროს? _დამიწყნარდი ძვირფასო._ისევ მივიზიდე და ლოყაზე ვაკოცე._თუ შეყვარება უნდათ, ასეთსაც მშვენივრად შემიყვარებენ. ახლა კი შენი საფირმო წვნიანი მაჭამე და უნდა გავიქცე. სამზარეულოს მაგიდას რომ მივუჯექი, მართამ მაშინვე გამილიცლიცა ცხელი წვნიანით თეფში და წინ დამიდგა. კიტრის მარინადი და კოკა კოლაც მომაშველა. მართალია ბოლომდე არ მომეხსნა ნაბახუსევი, მაგრამ მაინც მიშველა. მართას ლოყაზე კოცნით გადავუხადე მადლობა. მერე ჩემს საძინებელში შევედი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ეზოში გავედი. შავმა როტვეილერმა მაშინვე შემნიშნა, დაბმული არ იყო და ჩემსკენ გამოქანდა. _ბობი, სდექ!!! არ მომეკარო!!! შენი დასვრა არაფერში მჭირდება!_მკაცრად გავაფრთხილე და ისიც მაშინვე გაშეშდა ერთ ადგილზე._ბოდიში, შენთვის არ მცალია, მეჩქარება._თავზე მოვუთათუნე ხელი და ფარეხში შევედი. ჩემი ოქროსფერი პორშე იქ მელოდა. ფრთხილად გამოვიყვანე ეზოში, რკინის ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და ქუჩაში გავიჭერი. გიჟური რბოლით შევუერთდი მანქანების ნაკადს. ბიჭებს რომ დავურეკე, რატისთან იყვნენ და მეც იქით გავწიე. აშკარად მთვრალი ვიყავი ისევ. ბოლომდე მაინც ვერ მიშველა ვერც მართას შინაურმა წამლებმა და ვერც გრილმა შხაპმა. სალონში ჩემივე ამონასუნთქი ალკოჰოლის სუნი მე თვითონ მაწუხებდა და მინები ჩავუწიე. თვალებზეც თითქოს ბინდი მქონდა გადაკრული და თავიც ისევ მტკიოდა. შუქნიშანთან რომ მივედი, მწვანეც აინთო. ცოტა კი შევანელე სვლა, მაგრამ ისევ განვაგრძე გზა. მოულოდნელად საიდანღაც ქალმა გადმომიჭრა. დამუხრუჭება მოვასწარი, მაგრამ მაინც დავეჯახე. დავინახე, ინერციით როგორ გადავარდა ქალი. წამიერად შიშმა შემიპყრო, ნუთუ მოვკალი? მაშინვე ჩავაქრე ძრავა და მანქანიდან კი არ გადავედი, გადავფრინდი. ასფალტზე მწოლიარე ქალთან წამებში გავჩნდი, რომელიც საცოდავად კვნესოდა. _რა გტკივათ?... სასწრაფოს ახლავე გამოვიძახებ..._ქალის წინ ჩავიმუხლე და გულდასმით შევათვალიერე. შევათვალიერე და ელდა მეცა. მანაც მალევე მიცნო. _ლექსო, შვილო..._ეს "შვილო" ისე ამოიჩურჩულა, გული შემიქანდა. _დედა?_ჩუმი ხავილი აღმომხდა მხოლოდ._კარგად ხარ? დედაჩემმა მხოლოდ შემომღიმა და თვალები დახუჭა. ნათლად ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში. ოცი წელი ასე პირისპირ არ მყავდა დედა ნანახი და ახლაც იმიტომ შევხვდით, რომ ჩემი მიზეზით მომკვდარიყო? სანამ მე გონს მოვეგებოდი, ვიღაც ღვთისნიერმა 112-ში დარეკა და მანქანა სირენების გაბმული კივილით რომ მოქანდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი ცოტა. სასწრაფო ბრიგადის წევრებმა ადგილზევე ჩაუტარეს დედაჩემს პირველადი დახმარება, მერე საკაცეზე დააწვინეს ფრთხილად და უახლოეს საავადმყოფოში გააქანეს. პოლიციასთან პრობლემები არასდროს მქონია და არც ახლა დავუკავებივარ ვინმეს. მითუმეტეს, რომ რამოდენიმე თვითმხილველი არსებობდა. მათ ნათლად დაინახეს, როგორ გადმომიჭრა ქალმა გზა და წითელზე გადმოირბინა. პოლიციელმა საბუთები რომ დამიბრუნა, მაშინვე საჭეს მივუჯექი და სასწრაფოდ ავედევნე დედაჩემს. ასეთი გულნატკენი და შეშინებული მას მერე აღარ ვყოფილვარ, რაც დედამ მიმატოვა. კინოკადრებივით ჩამირბინა ჩემი ბავშვობის სევდიანმა წლებმა. ნათლად შევიგრძენი ის ტკივილიც, რასაც უდედობა ერქვა... საავადმყოფოს ეზოში გასაჩერებელი ადგილი ვერსად ვნახე და ამიტომ მოშორებით გავჩერდი. რაც შემეძლო მთელი სისწრაფით გადავჭერი ეზო და მიმღებში ქაქანით შევვარდი. _ახლახანს სასწრაფომ ქალი რომ შემოიყვანა, სად არის?_ახალგაზრდა, ზედმეტად გადაპრანჭულ გოგონას მივეჭერი. გოგონამ, რომლის ბეიჯზეც ლიზი ამოვიკითხე, ინტერესით შემათვალიერა და პირის გაღება და რამის თქმა დაეზარა თითქოს. _მისმინე ლიზი,_ცოტა ხმა დავიტკბე._წეღან ქალი შემოიყვანეს აქ, რომელსაც მანქანა დაეჯახა. მისი მკურნალობის ხარჯებს მე ვფარავ და უფლება მაქვს ვიცოდე როგორ არის, სად გყავთ და რა პროცედურები უტარდება. ალბათ, იმის გააზრებამ, რომ მოსაბეზრებელი სადაზღვევო საბუთების შევსება აღარ მოუწევდა, გვარიანად გამოაცოცხლა ლიზი. მომხიბვლელადაც კი შემომღიმა და სხაპასხუპით მომახსენა, რომ რადიოლოგიაში ყავდათ და იქიდან კი ტრავმატოლოგიურში აიყვანდნენ. მისი მკურნალი ექიმი გრიგალაშვილი იყო და მისთვის მიმეკითხებინა მესამე სართულზე. _მადლობა._მომხიბვლელად ავუჟუჟუნე ლიზის ჩემი შავი თვალები, ასე პოპულარობით რომ სარგებლობდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში და მაშინვე კიბეებს ვეცი. ექიმის კაბინეტს ადვილად კი მივაკვლიე, მაგრამ თვითონ იქ არ დამიხვდა და ვერც ვერავინ გამცა პასუხი, სად ბრძანდებოდა. ის იყო, ისევ დაბლა ჩასვლა დავაპირე, რომ კიბეზე ამომავალ შუახნის კაცს შევეფეთე. შემთხვევით გამექცა მისი ბეიჯისკენ თვალი და გურამ გრიგალაშვილი რომ ამოვიკითხე, გამიხარდა. _ბატონო გურამ, თქვენ გეძებდით. კაცმა ინტერესით შემათვალიერა. _ახლახანს ორმოცდაათი წლის პაციენტი რომ შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა მაინტერესებს. _თქვენ ვინ ბრძანდებით მისი? _ახლობელი._რატომღაც შვილის თქმა ვერ გავბედე. _ქალბატონის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა._მშვიდად წამოიწყო კაცმა._რენტგენმა აჩვენა, რომ მენჯ-ბარძაყის ძვალი აქვს დაზიანებული. ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ მისი სადაზღვეო პოლისი სრულად არ ანაზღაურებს ხარჯებს._თითქოს ვაჭრობა დამიწყო კაცმა. _გაუკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა და რაც უკეთესი. მისი მკურნალობის ხარჯებს მე დავფარავ._ომახიანად რომ გამოვუცხადე, ესეც გამოცოცხლდა თითქოს. _კარგით, ახლა ანალიზებს უღებენ და ერთ საათში საოპერაციოში გადავიყვანთ._სხვა აღარაფერი უთქვია. სათვალე შეისწორა და თავისი კაბინეტისკენ რაც შეეძლო ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა. სანამ დედაჩემს ოპერაციისთვის ამზადებდნენ, მე უაზრო ბოლთისცემას მოვყევი გრძელ დერეფანში და დროის გაყვანის მცდელობით ყველა კაბინეტის კარზე აკრული აბრა გადავიკითხე. დავიზეპირე კიდეც, რომელი ექიმი რომელ კაბინეტში იჯდა და ვის რამდენი პაციენტი ელოდა დერეფანში. მაინც ისე გაიწელა დრო და ისე ნელა მიიწევდა საათის ისრები წინ, რომ რამდენჯერმე ჩემი ძვირადღირებული მაჯის საათი ყურზეც კი მივიდე, შემთხვევით ხომ არ გაჩერდა-მეთქი. გვიან გამახსენდა, რომ ტელეფონი მანქანაში დამრჩა და მის ასაღებად ჩავირბინე. მგონი, ბიჭები გაგიჟებულები მირეკავდნენ მათთან მისვლა რომ დავაგვიანე. წეღან აღელვებულმა სად შევაჩერე ჩემი მანქანა ძლივს გავიხსენე და იქით გავეშურე. ოქროსფრად მბზინავი ჩემი პორშე შორიდანვე გამოირჩეოდა და თვალს სჭრიდა ყველას. (არა რაა, ეს მანქანა რაღაც განსაკუთრებულად მიყვარდა.) წეღან არ მეცალა მისთვის და ახლა შევნიშნე, რომ მარცხენა ფარი გატეხილი მქონდა. ალბათ, დარტყმისას დაზიანდა. ცოტა კი მეწყინა, მაგრამ ეშველებოდა. თავი დავიიმედე და საჭეს მივუჯექი. ჩემი ამღერებული ტელეფონისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, ძრავა ავამუშავე და საავადმყოფოს ეზოში თავისუფალი ადგილი მოვძებნე. ის იყო, ტელეფონისთვის მოვიცალე და ხელი წავატანე, რომ ისევ გაისმა mikey-ს ჩემი საყვარელი კომპოზიცია "чужая." რატი იყო. ასეც ვფიქრობდი. გავაგონე თუ არა, მისმა აღშფოთებულმა ხმამ ლამის ყურის ბარაბანი გამიხვრიტა. _ნორმალური ხარ ბიჭო შენ? სად ხარ? არ იცი, რომ დღეს თურქეთში მივდივარ? _როგორ არა, მაგრამ საავადმყოფოში ვარ. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ისევ გაისმა მისი უნდობელი ხმა. _მეკაიფები? _საკაიფოდ არ მცალია._ცოტა შევუღრინე ცოფიანი ძაღლივით._ქალს დავეჯახე, ახლა ოპერაციას უკეთებენ და აქ ვარ. _გადარჩება?_ახლა უკვე შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში. _იმედია... კარგი, უნდა წავიდე. ბოდიში რომ ვერ გაცილებ. _არც მივდივარ. _მართლა?_გამიკვირდა. _შენს გამო დამაგვიანდა და გადამედო წასვლა. _არაუშავს, სხვა დროს იყოს._დავაიმედე და ტელეფონი გავუთიშე. შენობის წინ პანდუსზე შეუსვენებლივ ავირბინე. კართან ერთხანს შევისვენე და მიმღებში ცოტა დამშვიდებული სუნთქვით შევედი. რეგისტრატურასთან კლასიკურ სტილში გამოწყობილი გოგონა მომხვდა თვალში. შავი ბლუზა და შავი შარვალი ეცვა, ფორთოხლისფერი თხელი პიჯაკი და ასეთივე ფერის ჩანთა ეკავა ხელში. ქერა თმა ჯეფაზე აეკეცა და ლიზის უკმაყოფილო ტონით ელაპარაკებოდა. დიდად არ დავინტერესებულვარ რას ემართლებოდა ამ ზედმეტად გადაპრანჭულ გოგოს და პირდაპირ გრიგალაშვილის კაბინეტს მივაშურე. ექიმი ის-ის იყო ოპერაციაზე შესულიყო და იქიდან ახლა საოპერაციოს წინ გადავინაცვლე. _ოღონდაც ყველაფერმა კარგად ჩაიაროს._ცოტა ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება და სკამზე აფორიაქებული ჩამოვჯექი. სულ მალე კი მაღალი ქუსლების კაკუნით ის მშვენიერი გოგონაც მომიახლოვდა, წუთის წინ მიმღებში რომ ვნახე. შორიდანვე უნდობლად შემათვალიერა. _შეენ?_თითქოს გაუკვირდა ჩემი დანახვა, მაგრამ მალევე მოირგო სახეზე მკაცრი გამომეტყველება._აქ რას აკეთებ? _ოპერაციის დასრულებას ველი._ცოტა გაოცებულმა ვუთხარი და ინტერესით შევათვალიერე. დედაჩემს გავდა რაღაცით. ჩემი მსგავსი შავი თვალებიც ქონდა. ეს რომ გავაცნობიერე, გული ამიჩქარდა. _ლეა?_აღელვებულმა ძლივს ამოვუშვი პირიდან ბგერები. _ჩემი სახელი მაინც რომ იცი, არაუშავს._ამრეზით ამათვალიერ-ჩამათვალიერა გამჭოლი მზერით._აქ საიდან გაჩნდი? იმის თქმა, რომ მე დავეჯახე და ჩემს გამო იყო დედა ახლა ამ მდგომარეობაში, რატომღაც არ მომინდა. _ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი... სასწრაფოს მოვყევი უკან. _დამნაშავე დააკავეს?_ახლა ამით დაინტერესდა. _დამნაშავე დამნაშავე არ ყოფილა. ამან გადმოუჭრა მოულოდნელად. _ამან?_მწარედ ჩაეცინა._დედას თუ ვერ ეძახი, სახელი მაინც ხომ აქვს? _სწორი შენიშვნაა, არ გამტყუნებ, მაგრამ სხვა დროისთვის რომ გადავდოთ ეს კამათი, არ გინდა?_ცოტა წყენით ვკითხე. _ბატონ ავთანდილსაც უნდა ველოდოთ წუთი-წუთზე და ტელე-ჟურნალისტებსაც, რათა ფართო მასშტაბით გააშუქონ, რომ ქველმოქმედებას ეწევით და საცოდავ ქალს მკურნალობის ხარჯებს უფარავთ?_გესლი მაინც გაურია ხმაში. _აქ ამის დრო არ არის მგონი!_ცოტა მეც გავუშვი სუსხი ხმაში. ჩემმა დამ ერთხელ კიდევ შემათვალიერა უსიტყვოდ და დერეფნის ბოლოს გავიდა. ჩემგან მოშორებით დაჯდა, ალბათ კიდევ რამე რომ არ ეთქვა უმადური ძმისთვის. ოპერაციამ კარგა ხანს გასტანა. ან, მე მომეჩვენა ასე. ხან ბოლთას ვცემდი, ხან სკამზე ვიჯექი და ტელეფონს ჩავკირკიტებდი. ხანაც კედელს ვიყავი შპალერივით აკრული. მოკლეთ, როგორც იქნა გამოვიდა ექიმიც და დაგვამშვიდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. _მადლობა ღმერთს._სიხარულის სხივი რომ გაუკრთა ლეას სახეზე, მეც გამიხარდა. დედა ჯერ რეანიმაციაში გამოიყვანეს საოპერაციოდან. მერე კი მისთვის განკუთვნილ ერთკაციან პალატაში. (ეს ერთკაციანი პალატა ჩემი მოთხოვნით იყო რაღა თქმა უნდა, რომ არავის შეეწუხებინა.) ნარკოზიდან გამოვიდა თუ არა, ჯერ ლეა შევიდა მის სანახავად. მერე კი მე. მოწიწებით მივუახლოვდი მის საწოლს და დამნაშავესავით ავეწურე წინ. _როგორ ხარ?_ძლივს გავუბედე ამის კითხვა. _კარგად, ნუ ღელავ._გულთბილად შემომღიმა და შევატყე, რომ თვალები აუწყლიანდა. _მაპატიე, არ მინდოდა._მოვუბოდიშე. _შენ რატო იხდი ბოდიშს? ჩემი ბრალი იყო. მეჩქარებოდა. თუმცა "მოჩქარეს მოუგვიანდესო..."_ერთხანს გაჩუმდა და ისე მიმზერდა, თითქოს თვალით მზომავდა._როგორ დაკაცებულხარ და დამშვენებულხარ._ეს რომ თქვა, ცრემლი ვეღარ შეიკავა და ლოყაზე ჩამოუსრიალდა._რამდენი ხანია არ მინახიხარ... მაპატიე შენი მიტოვება არ მინდოდა... მამაშენმა არ დამითმო შენი თავი... მე კი მასთან აღარ შემეძლო ცხოვრება..._ბოლო სიტყვა თითქოს ყელში გაუწყდა და აქვითინდა. _ნუ ტირი, დამშვიდდი. შენი ნერვიულობა არ შეიძლება._მივუახლოვდი, მის საწოლთან ჩავიმუხლე და თავზე გადავუსვი ხელი. რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა. თითქოს რაღაც სინაზის მსგავსი. ვაღიარებ, გული მეც ამიჩუყდა, მაგრამ მასავით თვალები არ ამწყლიანებია. _ექიმმა თქვა, მალე გამოჯანმრთელდებაო, რამოდენიმე დღეში დადგები ფეხზე. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა._მის ხელს დავწვდი, ჩემს მუჭში მოვიმწყვდეე და მერე კი ნაზად ვაკოცე. დავინახე როგორ აუთრთოლდა ბაგე. ალბათ, ატირდებოდა კიდეც, ექიმი რომ არ შემოსულიყო ამ დროს. _დიდი ბოდიში, მაგრამ პაციენტს დასვენება სჭირდება. ჯობია მარტო დატოვოთ და მოასვენოთ. დედაჩემს დავემშვიდობე, შევპირდი, რომ ხვალაც მოვინახულებდი და პალატიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი. არ ვიცი, ლეა მე მელოდა თუ არა, მაგრამ ისევ იქ იყო. ღიმილით მივუახლოვდი. _ექიმმა მოასვენეთო და მე მივდივარ. გინდა, სახლში გაგიყვანო? ეს რომ ვკითხე, ისეთი ირონიული ღიმილი გაუკრთა სახეზე, დავიბენი. _შენი აზრით, ვსაჭიროებ შენს დახმარებას? როგორც აქამდე ვმოძრაობდი, ახლაც ისე ვიმოძრავებ, ნუ სწუხხარ, დაიმშვიდე სინდისი. ზურგი რომ მაქცია, მეწყინა და აღარ გავკიდებივარ. ხვეწნა აღარ დამიწყია მისთვის. საავადმყოფოს შენობა გაგულისებულმაც კი დავტოვე და პირდაპირ სახლში წავედი. წუხანდელ ნამთვრალევს, ნაბახუსევს და დღევანდელი თავგადასავლებით დაღლილს აღარსად წასვლის სურვილი არ მქონია. მართასაც ძალიან გაუკვირდა, დროულად რომ მივედი სახლში. გამომკითხა კიდეც, ცუდად ხომ არ ხარო, მაგრამ მალევე მოვიშორე თავიდან და ჩემს საძინებელში გამოვიკეტე. ტანსაცმლიანი პირქვე მივწექი საწოლზე და მაშინვე ფშვინვა ამოვუშვი. დილამდე ასე მეძინა. მართას ეზრუნა და პლედი მოეფარებინა ჩემთვის. ავდექი თუ არა, აბაზანას მივაშურე ღიღინით. მერე, მართას ნახელავით დავნაყრდი, გამოვიპრანჭე და საავადმყოფოში წავედი დედაჩემის მოსანახულებლად. გზად მარკეტში შევიარე, ცოტა წასახემსებელი ვუყიდე. ვივარაუდე, რომ მშიერი იქნებოდა და გულისფანცქალით, მაგრამ მაინც ბედნიერების განცდით ავედი მის პალატაში. პალატის კართან კი წუთიერად შევყოვნდი რატომღაც. ვერ ვხვდებოდი ჩემი მღელვარების მიზეზს. ცოტა დავმშვიდდი, კარზე ფრთხილად მივუკაკუნე და შესვლის ნებართვა რომ მომცეს, მობრძანდითო, ღიმილით შევედი მეც. _ლექსო?!_სიხარულით გადაებადრა დედაჩემს სახე._როგორ შეგაწუხე. _სულაც არ ვწუხდები._დავამშვიდე._გშია? _არა, მადლობა, ახლახანს მასაუზმა ლეამ... _ლეამ?_გამიკვირდა, რადგან მეგონა, რომ მე მივასწარი მისვლა. _ხო. კაფეტერიაში ჩავიდა ახლა, ყავას დავლეო. დაიტანჯა ისიც მთელი ღამე სკამზე ჯდომით... _ღამით აქ დარჩა?_გამიკვირდა. _ხო... ვერ დავიყოლიე სახლში წასულიყო. საშინლად ჯიუტია... შენ ის მითხარი, როგორ ხარ._საწოლში შეძლებისდაგვარად შესწორდა._დაოჯახებას არ აპირებ? არ გყავს მეგობარი გოგო?_გულთბილად შემომღიმა და მანიშნა, რომ მის საწოლთან სკამზე ჩამოვმჯდარიყავი. პარკები ტუმბოზე დავაწყე და მართლაც ჩამოვჯექი მის წინ. _აბა, გისმენ, მომიყევი შენს შესახებ._შემაგულიანა. _მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. დანიშვნას ჯერ არ ვაპირებ... არც არავინ მყავს. _რატო, მამაშენივით მექალთანეობა გირჩევნია?_ცოტა წყენით შემომხედა. _არ ვიცი, ჯერ არავინ შემყვარებია._ვაღიარე. ჩემს გულწრფელობაზე დედაჩემს კი ალალად გაეღიმა. _ამ ხნის მანძილზე მართლა არავინ შეგყვარებია?_ლეას ხმამ შემაკრთო. როდის შემოვიდა პალატაში, ვერ გავიგე. დედას ყავა მიაწოდა და ეჭვით შემომხედა._საერთოდ იცი, სიყვარული რა არის? _და შენ იცი?_ნაწყენმა შევხედე. _შენზე მეტი მაინც მეცოდინება._ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ისე მომაჩერდა._შენ, მხოლოდ მამაშენის მხრიდან პოპულარობის და ფულების სიყვარული იცი, თავში გაქვს ავარდნილი... _პირველად მხედავ და რა იცი როგორი ვარ?_თავის მართლებას შევეცადე. _ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ. ინტერნეტით ნებისმიერი ადამიანის მოძებნა და მის შესახებ ცნობების მოძიებაა შესაძლებელი. თანაც, საქართველოში ყველა ყველას ცნობს და ადვილად ვრცელდება ამბები. _ცდები. შენს შესახებ მე არაფერი ვიცი. _იმიტომ, რომ არ გაინტერესებს._ისე მოწრუპა ყავა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. _გამოდის, გაინტერესებ და ჩემს შესახებ იმიტომაც ეცნობი ინფორმაციას?_კმაყოფილს გამეღიმა. დაიბნა. თუმცა წამიერად. _მინდა არ მინდა სოციალური ქსელები შენზე ღაღადებენ. მართლაც პოპულარული ქარაფშუტა ხარ... _ლეა, გეყოფა!_მკაცრად გააჩუმა დედამ. _მე კი გავჩუმდები, მაგრამ ფაქტს სად დაემალებით? აქამდე ვფიქრობდი, რომ მართლაც ჯიგარმა წამოუარა ამ ვაჟბატონს, ყურადღებას გაქცევს-მეთქი და თურმე აღმოჩნდა, რომ თვითონ ეს დაგჯახებია და ვალდებულიც კი ყოფილა. სინდისმა რომ არ შეაწუხოს ალბათ, იმიტომაც იხარჯება მამიკოს ფულებით... _ლეა!_ისევ აუწია დედაჩემმა ხმას. _მირჩევნია გავიდე, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, ენას მაინც ვერ გავაჩუმებ._რაფიდან ჩამოხტა და მართლაც დერეფანში გავიდა ყავის წრუპვით. თვალი სინანულით გავაყოლე ამაყი ნაბიჯებით მიმავალ ჩემს დას. _ბოდიში. ზოგადად ასეთი არ არის, მაგრამ რაც გულში აქვს ალბათ უნდა რომ ამოთქვას. _არაუშავს... მესმის მისი._დედაჩემი კი დავამშვიდე, მაგრამ სულაც არმესმოდა ამ ენამწარე ლეასი. რა უნდოდა, რაზე ბრაზობდა ჩემზე? მამაჩემის მემკვიდრე მე რომ ვიყავი და არა ეგ? მერე და, რა ჩემი ბრალი იყო? ნახევარი საათი კიდევ დავრჩი პალატაში და დედაჩემს ვუსმენდი, რომელიც რას მელაპარაკებოდა ნახევარზე მეტი არ მესმოდა. თუმცა ზრდილობის გულისთვის კი ვუქნევდი ასკილივით თავს და ვუღიმოდი. მერე, რომ დავემშვიდობე და გამოვედი, ლეას მივუახლოვდი, რომელიც დერეფანში იჯდა სკამზე და აშკარად ჩემს გამო აღარ შემოდიოდა პალატაში. _შეგიძლია შეხვიდე, მე გამოვედი უკვე... _ვხედავ. ჯერჯერობით მხედველობას არ ვუჩივი. _ეს ჩემი ნომერია._სავიზიტო ბარათი გავუწოდე._თუ რამე დაგჭირდათ, დამირეკე. _არაფერი დაგვჭირდება._თავდაჯერებულად მითხრა და ფეხზე წამოდგა._თუ დამჭირდა კიდე, მყავს ვისაც უნდა მივმართო._სავიზიტო ბარათი არ გამომართვა და პალატაში ისე შევიდა, ზედაც არ შემოუხედია ჩემთვის. გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზავდი. გაგულისებულმა დავტოვე შენობა და მაშინვე ბიჭებს დავურეკე. მარტო სპარტაკს ეცალა ჩემთვის და მაშინვე მასთან გავჭენდი. იქიდან ბარში წავედით და მადიანად გამოვთვერი. მაშინდელივით არა, რბოლის დღეს რომ ჩავიხრჩე სასმელში თავი. იმდენი მაინც შემეძლო, რომ ჩემივე მანქანით მე თვითონ მივედი სახლში. ეზოში ჩემი როტვეილერი დამეტაკა და წამაქცია კიდეც. მტვერში ამოგანგლული რომ გამოვეცხადე მართას, შეიცხადა. მერე კი, სიმთვრალე რომ შემატყო, აქაქანდა. _კიდევ დალიე? რატო არ გეყურება შენ ადამიანის საუბარი?_წელზე ხელი მომხვია და საძინებელში რის ვაი-ვაგლახით შემიყვანა._შენი ლოთობა სისტემურ სახეს რატო იღებს?_საწოლზე ჩამომსვა და ფეხსაცმელები დამხადა. _შენ გგონია, რომ ჩამოყალიბებული ლოთი ვარ?_ნაწყენმა შევხედე ცისფერ თვალებში, ცოტა წყრომით რომ მიმზერდა. _ჯერ არა, მაგრამ ნელ-ნელა რომ ხდები, ძალიან მწყინს. ვერ გარკვეულხარ რა გინდა ცხოვრებისგან... _გინდა, საიდუმლო გითხრა, რატო დავთვერი?_გულახდილობის ხასიათზე დავდექი და ბლუყუნ-ბლუყუნით ვკითხე. ინტერესით რომ მომაჩერდა, მეც ვაღიარე: _ერთმა გოგომ გამაბრაზა. ჯერ ეგონა, რომ ვეხუმრებოდი, მაგრამ რომ შემატყო, სიმთვრალის მიუხედავად სერიოზული ვიყავი, ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. _ფეხი შენ არ გაკლია და ხელი, მშვენიერი ბიჭი ხარ, დამშვიდდი. მოვა ალბათ გონზე და შეგირიგდება.... _მეც მაგის იმედი მაქვს, რომ წარსულში ჩადენილ უგუნურ საქციელს და დანაშაულს მაპატიებს, ჩვენს ურთიერთობას გავამყარებთ და ახალ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. _შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ ჩემო ლექსო, რომ გაპატიებს. მე მჯერა ამის... ალბათ, ჯეროვნად არ გიცნობს და იმიტომაც ვერ გაფასებს... მოვა დრო, გაგიცნობს და შეგირიგდება... _მაშინაც კი, თუ ეს გაბუტვა ოცი წელია რაც გრძელდება?_დავეჭვდი. _ოცი წელი გრძელდება?_ამაზე კი შეფიქრიანდა ჩემი მართა, მაგრამ ისევ დამამშვიდა._ყველაფრის მიუხედავად გაპატიებს._მერე თავზე გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა._ახლა კი შეეცადე რომ დაიძინო და როცა გაიღვიძებ, ცხელ წვნიანს დაგახვედრებ. _წინააღმდეგობის გაწევას აზრი აქვს ვითომ?_უშნოდ გავიღრიჭე. _ხო და მითუმეტეს. დაიძინე ჩემო მზეჭაბუკო, მეც არ მცალია ახლა და რომ გაიღვიძებ, მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი._მზრუნველად შემისწორა პლედი, კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე და ჩემი ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა. კარი არ გაუხურია. ალბათ, რამე რომ დამჭირვებოდა, ადვილად რომ გაეგო და მაშინვე ჩემთან გაჩენილიყო. მართალია, მთვრალი ვიყავი და გონებაც ისე არ მიჭრიდა, როგორც ფხიზელს, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა ლეაზე. მართლაც რომ ყეყეჩი და დებილი ვიყავი. ოცი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ჩემი და მომენახულებინა, გამეცნო და და-ძმური ურთიერთობა დამემყარებინა. სანამ პატარა ვიყავი და დედა მინდოდა, მამაჩემს არ მივყავდი მის სანახავად. დედაჩემსაც აკრძალული ქონდა ჩემთან მოახლოება. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, კი შემეძლო მასთან მამაჩემის უჩუმრად მისვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ვერ ვახერხებდი კი არა, არ მინდოდა. მამიკოს ბიჭმა ფულს, პოპულარობას და გართობას გავუგე გემო და დედა და ჩემი და რაღად მინდოდა? სულ ბოლო პლანზე იყვნენ გადანაცვლებულები უკვე და აღარც კი მეფიქრებოდა მათზე. გამოდის, ლეა მიცნობდა, თანაც ძალიანაც კარგად, სოციალურ ქსელში მადევნებდა თვალყურს. მე კი, იმდენად დავივიწყე, რომ თუ მათთან ვერ მივდიოდი, ტელეფონით მაინც მეურთიერთა. ოდნავადაც არ ვამტყუნებდი ლეას ჩემზე რომ ბრაზობდა და მსაყვედურობდა. ოცი წელი ოცი დღე ხომ არ იყო, რომ თვალი დაეხუჭა ყველაფერზე? იმ დღესაც, დედაჩემს რომ არ დავჯახებოდი მანქანით, ხომ ვერ გავიცნობდი ჩემს ღვიძლ დას?.. დიდხანს ვიფიქრე ლეაზე და იმაზე, თუ როგორ ამომევსო ჩვენს შორის გაჩენილი უფსკრული და როგორ გამომესწორებინა ჩვენი ურთიერთობა. მთვრალი გონებითაც კი ვაცნობიერებდი იმას, რომ აქამდე არასდროს მადარდებდა და მაფიქრებდა ეს. მათთან პირისპირ შეხვედრამ დამაწყებინა სულ სხვაგვარად ფიქრიც და აზროვნებაც. რა მოხდა ვითომ ახლა? ნუთუ, სისხლის ყივილი იყო? ჯიგარი ჯიგარს ცნობდა და მასთან მიტომაც მომინდა მოულოდნელად და-ძმური და დედა-შვილური ურთიერთობა? აქამდეც რომ შევხვედროდით ასე ერთმანეთს, ახლა ხომ ყველაფერი უკვე კარგად იქნებოდა? ამ ფიქრებში ისე ამომხდა სული, ვერც კი გავიგე. მთელი ღამე გადავაბი და გამთენიისას გავაჭყიტე თვალები. ჯერ მეგონა, რომ საღამო იყო, მაგრამ ნელ-ნელა რომ ნათელი მძლავრობდა და თენდებოდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. შიმშილის გრძნობას წავუყრუე, მაგრამ ისე ამიმხედრდა მუცელი, მაღალ ხმაზე უცნაური კომპოზიციებიც კი შეასრულა და იძულებული გავხდი დილაუთენია სამზარეულო დამელაშქრა. რაც შემეძლო ფრთხილად ვმოძრაობდი, რომ ან მართას და ან მამაჩემს არ გაეგოთ ჩემი მსუნაგობის ამბავი. პირველ რიგში ერთი ბოთლი ბორჯომი ჩამოვცალე. მერე ქვაბებში ჩავიჭყიტე და გამიხარდა, მართას ქათმის ბულიონი რომ ქონდა მომზადებული. ისე გემრიელად მოვულხინე და ამოვივსე კუჭი, თითქოს ერთი თვის მშიერი მაინც ვყოფილიყავი. მერე ყავა დავიდგი. დესერტად ისიც დავაყოლე და აბაზანაში შხაპის მისაღებად შევცუნცულდი. აბაზანის სარკეში ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი, გამიკვირდა, შუბლი მქონდა გვარიანად გაკაწრული. გონება დავძაბე, ნუთუ ვინმესთან ჩხუბი მომიხდა-მეთქი, მაგრამ მალევე გამახსენდა ონავარმა ბობიმ რომ წამაქცია. ძალიან ხშირად ეხერხებოდა ასეთი რაღაცეები. მითუმეტეს, როცა მთვრალი ვიყავი, გვარიანად მკბენდა მეტისმეტი სიყვარულით. აბაზანიდან გამოსულს მართა სამზარეულოში მოფუსფუსე დამხვდა. _რა ადრე ამდგარხარ?_გაუკვირდა._ისაუზმე უკვე? _მგელივით მშიოდა. გემრიელი ბულიონი მოგიმზადებია როგორც ყოველთვის. მადლობა._ლოყაზე ვაკოცე._სანამ მოვწესრიგდები, ყავას ვერ გამიკეთებ? _როგორ არა._მაშინვე ყავის პრიპასებს მიუტრიალდა._დღესაც ნასვამი ხომ არ უნდა დაბრუნდე?_თან გამომძახა. _არ მგონია._დავამშვიდე. _არ გგონია თუ არა?_ხმა რომ გაიმკაცრა, გამეღიმა. სარკის წინ კარგა ხანს ვიტრიალე, მერე მართას მომზადებული ყავაც დავყლურწე და საავადმყოფოსკენ გავწიე. ლეა ამჯერად პალატაში დამხვდა, დედას ასაუზმებდა. თითქოს, არც გაჰკვირვებია ჩემი მისვლა. მიეჩვია ალბათ ჩემს ხშირ გამოჩენას იქ. _ყავა და ტკბილეული მოგიტანეთ._ნავაჭრით პარკი ისე დავდე ტუმბოზე, ზედაც არ შეუხედია. _ყავას მართლაც დავლევდი._დედამ ეს რომ თქვა, დავინახე როგორ უკმაყოფილოდ შეეცვალა ლეას სახე. იძულებით წამოდგა და პარკიდან ქილით ყავა ამოუღო. _შენთვისაც არის._ამაყად გამოვუცხადე. _და შენ რა იცი მე როგორ ყავას ვსვამ?_ირონიული ღიმილით გამომხედა. _რომ არ ვიცი ამიტომაც ყველანაირი წამოვიღე._მე კი გამარჯვებულის იერით შევღიმე. _საზრიანი ბიჭი ყოფილხარ._ისევ ირონია გაურია ხმაში._მაგრამ მე უკვე დავლიე და მეტი აღარ მინდა._მაინც გადამასხა ცივი წყალი და ღიმილი შემაყინა სახეზე. _არაუშავს, ტკბილეული მიირთვი._უკან მაინც არ დამიხევია. _ესეც ყველანაირი წამოიღე?_თავისი შავი მწველი თვალები ისე შემომანათა, დავიბენი. _კარგით ეხლა, კინკლაობას მორჩით._ორივეს გაგვიბრაზდა დედა. _მე საკინკლაო არაფერი მაქვს._თავი რომ ვიმართლე, ლეამ წყრომით გადმომხედა, მაგრამ მივხვდი დედა აღარ გაანაწყენა და იმიტომ არ დამიბრუნა ხურდა. მერე, მალევე წამოდგა. _ეს მაინც აქ არის და მე სახლში წავალ. ერთ საათში დავბრუნდები. _ან ეს რად მინდა?_დედას გაუკვირდა._მშვენივრად მივლიან. საჭირო არ არის თქვენი აქ ყოფნა. თქვენ თქვენი საქმე გაქვთ და ჩემს გამო რამდენ რამეში გეშლებათ ხელი. _ხომ იცი, რომ ვერ მოვისვენებ და გულს ვერ დავუდებ ვერაფერს როცა ვიცი, რომ აქ წევხარ? აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. სანამ აქ იწვები, გითხარი, რომ მეც აქ ვიქნები._დაიხარა, დედას ლოყაზე აკოცა და დროებითო, დაემშვიდობა. პალატიდან ისე გავიდა, ზედაც არ შემოუხედია ჩემთვის. _მესამე დღეა აქ არის. ჩემზე მეტად ეგ იტანჯება აქ. ვერ ვაგებინებ, რომ ღამე მაინც დარჩეს სახლში... ისე, შენ რომ გაგეყვანა?_შეფარვით რომ მკითხა, მეც ჭკუაში დამიჯდა ეგ აზრი. _შენ მარტო როგორ იქნები აქ?_ცოტა შევყოყმანდი მაინც. _მარტო არ ვარ, ექიმები და ექთნები აქ არიან, არაფერს გამიჭირვებენ. წადი, გაყევი და სახლში გაიყვანე. დრო დაეზოგება უფრო. _კარგი._გახარებული წამოვხტი, დროებით დავემშვიდობე და დერეფანში გავვარდი. სულ სირბილით გავიარე გრძელი დერეფანი, კიბეებზეც კისრისტეხით დავეშვი და ისეთ დროს გავედი რეგისტრატურაში, რომ ლეა უკვე შენობიდან გადიოდა. ქაქანით რომ დავეწიე და გვერდით ამოვუდექი, შეშფოთებულმა შემომხედა. _დედას რამე სჭირს? _დედა კარგადაა, შენს სახლში გასაყვანად გამომიშვა. დავინახე შეშფოთებული მზერა რომ შეეცვალა და ჩვეულებრივ დაიქრუშა. _და რატო გგონია, რომ შენს ამ შემოთავაზებას დავთანხმდები? _ძალიან გთხოვ, ნუ ბავშვობ._წელზე ხელი მოვხვიე და ჩემი მანქანისკენ დავუპირე წაყვანა. გამიძალიანდა და ხელი გამაშვებინა. _დაიმახსოვრე, რომ შენგან არაფერი მჭირდება. როგორც აქამდე ვარსებობდი შენს გარეშე, ისე ამის მერეც ვიარსებებ! დედასთან ვერ დაგიშლი ურთიერთობას, მაგრამ ჩემგან თავი შორს დაიჭირე!_ისეთი რისხვით სავსე მხერა მომაპყრო, შემაცია თითქოს._გგონია, ოცი წლის მერე რომ გამომეცხადე, გაპატიებ ყველაფერს და სულსა და გულს გადაგიშლი? _არა, მაგის იმედი არც მაქვს._ამოვიოხრე. _კარგია, ფუჭ ილუზიებს რომ არ ასდევ. _იცი, მეც გამიჭირდა. ექვსი წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა... _ცნობისთვის, დედას არ მიუტოვებიხარ. ის მამაშენმა აიძულა. _მამაჩემმა, რომელიც მამაშენიცაა. _მამაჩემი?_ნაძალადევად გადაიხარხარა._მამაჩემი, რომელმაც გვარიც კი არ გაიმეტა ჩემთვის... თუმცა არც ვნანობ. უკეთესიცაა. შენსავით მის ჩრდილში არ ვცხოვრობ... _თუ მამაზე ხარ ნაწყენი, ჩემზე რატო ყრილობ ჯავრს?_გამიკვირდა. _შენც მისნაირი ხარ და იმიტომ! დავუშვათ, პატარა იყავი და მამას არ მოყავდი ჩვენთან. მერე, რომ გაიზარდე და ხელგაშვებულმა დაიწყე სიარული, რატო ერთხელ მაინც არ დაინტერესდი ჩვენით? საზღვარგარეთის ქვეყნები თითქმის ყველა შემოვლილი გაქვს და თბილისის გარეუბანში გაგიჭირდა მოსვლა? თუმცა, იქ ხომ შენი დონის ხალხი არ ცხოვრობს არა?_გატრიალდა და გზა განაგრძო. _მოიცა!_წამოვეწიე და ისევ შევაჩერე. _რა გინდა? _მინდა თავიდან დავიწყოთ ჩვენი და-ძმური ცხოვრება... _წარსულის ფურცლები ისე ამოვხიოთ, ვითომ არც არაფერი ყოფილა? _ამოხევა არ არის საჭირო, ახალი ფურცელი გადავშალოთ. შეიძლება იდეალური ურთიერთობა არ გვქონდეს, მაგრამ მაინც ვცადოთ. მცირეხნიანი პაუზა გააკეთა. ისეთი გამჭოლი მზერა ქონდა, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა. _ახლა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რომ დაინტერესდი ჩვენით? მინდა გითხრა, რომ მე შენ ძმად არ მიმაჩნიხარ. უცხო ხარ ჩემთვის. ტყუილად დაკარგავ ჩემს დევნაში შენს ძვირფას დროს. ჯობია წახვიდე და შენს ძმაბიჭებს და ნაშებს მიხედო. მე არ მჭირდება შენი კუდში დევნა._გატრიალდა და წავიდა. გულზე მწარედ მომხვდა მისი თითოეული სიტყვა. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და თვალმოუშორებლად შევყურებდი ამაყი ნაბიჯებით მიმავალ ლეას. ვძულდი და დამსახურებულადაც, არ ვამტყუნებდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ნორმალურად მაინც დამელაპარაკებოდა. ეზოდან რომ გავიდა და თვალს მიეფარა, მაშინვე მოვეგე გონს, შორიახლოს მდგარ ჩემს მანქანაში ჩავხტი და ნელი სვლით გავყევი უკან. მერე კი წინ შევუჩერე. _უარის თქმას ნაჩვევი არ ხარ არა?_ნაძალადევად შემომიღიმა. _როგორ არა, ბევრი უარი მიმიღია და ფარ-ხმალიც ადვილად დამიყრია. უბრალოდ, ახლა მინდა რომ ბოლომდე ვიბრძოლო. გთხოვ, ჩაჯექი._გადავიწიე და კარი გავუღე. არ ვიცი შერცხვა, ხალხის მოერიდა, თუ ჩემმა თხოვნამ გაჭრა, ყოყმანით მომიახლოვდა და მოხდენილად ჩამიჯდა მანქანაში. ეს უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალე და შინაგანი მღელვარებით დავძარი მანქანა ადგილიდან. ბებიას მისამართი ზუსტად აღარ მახსოვდა, მაგრამ მიახლოებით მაინც ვიცოდი და იქითკენ ავიღე გეზი. თითქმის ისნამდე ვიყავით გასულები, რომ ისევ ირონიული ღიმილით გადმომხედა. _ისიც კი არ იცი, სად ვცხოვრობთ არა? გაოცებულმა შევხედე. _ბებია რომ გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდეთ და სამასებზე გადავედით. ბებიას ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ არც ამის აღიარება მინდოდა. უსიტყვოდ დავკრუგე მეტროსთან და ისევ უკან დავბრუნდი. _შერატონთან შემიჩერე. აქედან ფეხით მივალ უკვე. _ბარემ მიგიყვან._მისი ნათქვამის გაპროტესტება ვცადე. _არ არის საჭირო. ამაზეც მადლობა. _არ გინდა რომ შენი მისამართი გავიგო?_გამეღიმა. _ეგ რა შუაშია?_გაუკვირდა._უბრალოდ, აქ არავინ იცის ვისი შვილიც ვარ. არ მინდა, რომ მეზობლებმა შენს გვერდით მნახონ? _რატო?_ალალად გამიკვირდა. _შენ მოგწონს მამაშენის დიდების ხარჯზე ცხოვრება. მე კი არა. არ მინდა შენსავით ავთანდილის ნაშიერი ვიყო და მხოლოდ ამის გამო მცემდნენ პატივს. მე, რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, ჩემით მივაღწიე და ძალიან ვამაყობ ამით. წეღან მითხარი, ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალოთ და დავიწყოთ ჩვენი და-ძმური ურთიერთობაო. კარგი, თანახმა ვარ, ვცადოთ რა გამოგვივა. ოღონდ ერთი პირობით. ჩემთან ურთიერთობის აწყობაზე თანახმა იყო და მეც თანახმა ვიყავი ნებისმიერ პირობაზე. მანქანა შევაჩერე და ინტერესით შევხედე რა პირობას წამომიყენებდა. _როცა ჩემთან მოხვალ, შეელიე შენი ფუფუნების საგნებს. მაგალითად მაგ ძვირადღირებულ საათს მაჯაზე, ბაჯაღლოს ჯაჭვს, კისერს რომ გიმძიმებს, ბოლო მოდის აიფონს და ამ ოქროს ჯართს... _რაა?_ყურებს არ დავუჯერე. მეგონა მეხუმრებოდა. _არ მინდა ისე მოხვიდე ჩემთან, როგორც ავთანდილის ბიჭი. მინდა რომ უბრალოდ ლექსო იყო. თუ შეელევი ამ ყველაფერს ჩემს გამო, ჩავთვლი, რომ მართლაც კარგი ბიჭი ხარ და საუკეთესო ძმად გაღიარებ. თუ ვერა და, დამივიწყე. მინდა გითხრა, რომ უშენოდაც ძალიან კარგად ვცხოვრობ. მანქანიდან რომ გადავიდა, თვალი გავაყოლე. ღირდა კი ამ უცნაური გოგოს გამო ამ კომპრომისზე წასვლა? ფულს, პოპულარობას და ფუფუნების საგნებს შეველეოდი ვითომ? გაოგნებული გამოვტრიალდი იქიდან. დედაჩემთან აღარ ავსულვარ. თუმცა, არც ძმაკაცებისთვის მიმიკითხებია. ჩემდა გასაოცრად სახლში მივედი და მართაც გავაოცე. _ზურგის ქარმა დაუბერა?_შემომღიმა. _ხანდახან ასეც ხდება ხოლმე._მეც გავუღიმე, ოღონდ ნაძალადევად. _ეს ბოლო ორი-სამი დღეა, ვეღარ გცნობ. ცუდად ხომ არ ხარ?_შეფიქრიანებულმა შუბლზე რომ მომადო ხელი, ცოტა უხეშად მოვიშორე. _დასვენება მინდა და კარგს იზამ, თუ არ შემაწუხებ. გაოცებული და ცოტა ნაწყენი მართა ჩემი ოთახის ზღურბლს შევაყინე და კარი მართალია გამეტებით არა, მაგრამ მაინც უზრდელურად მივუხურე ცხვირწინ. ასე არასდროს მოვქცევივარ, მართლა არ ვარ უზრდელი და ხეპრე, მაგრამ ახლა ლეაზე ვბრაზობდი და მასზე ვიყარე ჯავრი. იმ ჭირვეული და ტუტუცი გოგოს გამო ვითომ მიღირდა, თუნდაც ერთი საათით მაინც ჩემი უდარდელი ცხოვრების სტილის და ჩვეული რიტმის შეცვლა? მისი ულტიმატუმი ყოვლად მიუღებლად მეჩვენებოდა რატომღაც. ნუთუ იმის გამო იყო ასე გაბოროტებული, რომ მე ფუფუნება მერგო მამაჩვენისგან წილად და მას კი არაფერი, გვარის ჩათვლით?.. კარგა ხანს ვიყავი ჩემს ოთახში გამოკეტილი და გალიაში გამომწყვდეული ლომივით ვბრდღვინავდი. კერძოდ, რა მაცოფებდა ასე, იმას ვერ ვხვდებოდი: ის, რომ მამაჩემის ნაშიერი მიწოდა ლეამ და მაგრძნობინა, რომ მისი დამსახურებით ვიყავი ასეთი პოპულარული, თუ ის, რომ ჩემგან უდიდეს მსხვერპლთშეწირვას მოითხოვდა მასთან დაახლოების სანაცვლოდ? ისე, სადღაც გულის კუნჭულში კი ვხვდებოდი, რომ ეს უცნაური გოგო მართალი იყო და მე მამაჩემის და მისი ფულების გარეშე არაფერი ვიყავი. ისე მქონდა ნერვები მოშლილი ამ ყველაფრის გამო, რომ მიზეზი მინდოდა საფითილე ბომბივით და მეც ავსკდებოდი და ავფეთქდებოდი. ჩემს ბედზე კი ამ მიზეზმაც არ დააყოვნა: რატიმ დამირეკა, შეჩემისა სად დაიკარგეო და მეტიც არ მინდოდა. ახლა არ მახსოვს რა სიტყვებით შევამკე და გაგულისებულმა საერთოდ გავთიშე ჩემი ტელეფონი. ამ ამბიდან დაახლოებით ნახევარ საათში კი ჩემი ოთახის კარზე ფრთხილად რომ მომიკაკუნა მართამ, ახლა მასზე ავენთე. ხომ ვუთხარი, რომ არ შევეწუხებინე? გაავებული ვეცი კარს, კი არ გამოვაღე, გამოვგლიჯე, მაგრამ მართას უკან რატი, სპარტაკი და ილო რომ იდგნენ ჩამწკრივებულები, წამიერად დავიბენი. _რა გჭირს ? რას ღრიალებ მოტ....ი დათვივით?_მართასიც კი არ მოერიდა, ისე შემამკო ცენზურის გარეშე რატიმ. თვითონ მართას შერცხვა, ბიჭები იქვე კარის ზღურბლთან დამიტოვა და უკმაყოფილო სახით გატრიალდა სამზარეულოში. _აზრზე მოდი ბიჭო, რეებს ლაპარაკობ!_მე საჩემოდ ავენთე. _ისევ მე მოვიდე აზრზე? რა გჭირს ტო, ეს დღეები ვეღარ მოგიხელთეთ ბიჭებმა, გირეკავთ, ნორმალურ პასუხს არ გვცემ... მოიცა._მოულოდნელად ხმას დაუწია, მაგრამ არც ისე, რომ სამზარეულოში მყოფ მართას არ გაეგო._ის ქალი, შენ რომ დაეჯახე, მოკვდა? მის კითხვას უმალ მოყვა სამზარეულოდან რაღაცის მსხვრევის ხმა. _რა მოკვდა, შენ გიჟი ხომ არ ხარ?_შევიცხადე და გულისყური სამზარეულოზე გადავიტანე. მართას მივაყურადე. მაინტერესებდა, უბრალოდ რამე გაუტყდა თუ თვითონაც დაეცა. ჩამი-ჩუმი რომ აღარ შემომესმა, ცოტა შევშფოთდი, ჩემი ოთახის კარის ზღურბლთან დავტოვე ბიჭები და სამზარეულოში შევვარდი. მართა ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული. შიშისგან თავისი ცისფერი თვალები ისე ქონდა გაფართოებული, თითქოს საცაა ბუდიდან ამოუცვივდებაო. მის წინ ფაიფურის ნამსხვრევები ეყარა. _მართა, რა გჭირს?_შემაშინდა მისი ამ პოზაში ხილვამ. _ქალი მოკვდა?_საცოდავად ამოიკვნესა. _არა, დაწყნარდი, რატი რაღაცას ამლაშებს როგორც ყოველთვის. არ იცი მაგის უჯიშო საქციელი?_გახუმრებაც კი შევძელი, მაგრამ მართა ისევ შეშინებული თვალებით მომჩერებოდა. _რა დაგიფიცო, რომ დამიჯერო, არაფერი მომხდარა და არც არავინ დაზარალებულა._მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე ბოთლით, ჭიქაში ჩამოვუსხი და მივაწოდე._დალიე. მექანიკურად გამომართვა და სვენებ-სვენებით დალია. _არ მატყუებ?_მაინც მკითხა გაუბედავად. _გეფიცები, არავინ მომიკლავს. საშიში არაფერია. ფეხი მოსტყდა მხოლოდ და საავადმყოფოში წევს. მისი მკურნალობის ხარჯებს მე ვიხდი. მამაჩემმა არაფერი იცის და გთხოვ, ამის შესახებ არაფერი უთხრა. არ დამპირებია, მაგრამ ვიცოდი, რომ არაფერს ეტყოდა. სიჩუმის სანაცვლოდ კი იმ ქალის ნახვას მომთხოვდა. ამაზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ახლა ბიჭებთან უნდა დავბრუნებულიყავი, რომ ისინიც არ გამოსულიყვნენ სამზარეულოში. _გპირდები, მოვიცლი თუ არა, საავადმყოფოში წაგიყვან და შენი თვალით გაჩვენებ იმ ქალს, რომ საშიში არაფერი სჭირს._ლოყაზე ვაკოცე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი ბიჭებთან. სახლში ჩურჩულით ლაპარაკს ისევ გარეთ გასვლა ვარჩიეთ და ჩვეულებისამებრ ბარში წავედით. თითქმის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი იმის გამოკლებით, რომ ჩემი მსხვერპლის ვინაობა არ გამიმხელია. _კარგია რომ არ გიჩივის და პრობლემებს არ გიქმნის._მომიწონა სპარტაკმა და ქაფიანი ლუდით სავსე მოზრდილი კათხა მოიყუდა. ლამის ნახევრამდე დაიყვანა და ხმაურით დადგა მაგიდაზე._შენ რატო არ სვამ?_ინტერესით მომაჩერდა თან. _არ მინდა, შეიძლება საავადმყოფოში მომიწიოს მისვლა... _მერე და, როდის აქეთ აღარ ჯდები ნასვამი საჭესთან?_გაუკვირდა რატის._გადახევებული მთვრალიც კი ილოზე კარგად მართავ მანქანას. თან, არც პატრული გაჩერებს... ნეტა შენ._მანაც ნახევრამდე დაცალა კათხა ერთ მოყუდებაზე. _შეეშვი. კარგია რომ არ სვამს. _ვითომ რატომ?_გაუკვირდა რატის. _დღეს სამ საათზე რუსთავის ავტოდრომზე დრაგი იმართება... _მერე?.. _რაა მერე?_ცოტა ნერვებმა უმტყუნეს ილოს._ერთი კვირის წინ ხომ ვილაპარაკეთ, რომ მონაწილეობას მიიღებდა? ხო და მეც გაგზავნილი მაქვს უკვე ამის მონაცემები._მერე მე მომიბრუნდა მაცდური ღიმილით._მართალია ავტომრბოლელი არ ხარ, მაგრამ იქნებ გეცადა ბედი? მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია ვისაც საკუთარი თავის და ავტომობილის იმედი აქვს. სხვა შემთხვევაში დაუფიქრებლად ვეტყოდი უარს, თან გემოზე გამოვლანძღავდი, ჩემს ზურგს უკან რა საქმეებს ხლართავ-მეთქი, მაგრამ დღეს ისეთ ხასიათზე ვიყავი, მაშინვე დავთანხმდი. _მართლა?_მარტო ილოს კი არა, რატისაც კი პირი ღია დარჩა გაოცებისგან._მერე, ამ პორშეს მაგდენი შეუძლია? ეს სილამაზისთვის არაა? _ვინ გითხრა, რომ პორშეთი მივიღებ მონაწილეობას?_გამიკვირდა._ბეემვე რას მიკეთებს ფარეხში? _ვაა, რაღაც ცვლილებებს კი გატყობ, მაგრამ რას მივაწერო შენი ესოდენ შეცვლა, ჯერ არ ვიცი. ქალის ამბავი ხომ არ არის ნეტა?_ეჭვით შემათვალიერა და თან მუშტი წამკრა მხარზე._სიყვარულობანა ხომ იცი, ვაჟკაცის საქმე არაა. ქალი ერთი ღამისაა მარტო. ჩემმა მტერმა გაუძლოს მის წუწუნსა და კაპრიზებს მთელი ცხოვრება. პასუხი რომ არ დავუბრუნე, უფრო დაეჭვდა. _მართლა შეგიყვარდა ვინმე? მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე და ილოს რბოლის შესახებ გამოვკითხე ყველაფერი. პირობები მისაღებად ჩავთვალე, ბიჭები ბარში დავტოვე და მანქანის შესაცვლელად გამოვედი. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ რბოლები იმიტომ მიყვარდა, რომ იქ მართლაც მე ვიყავი და ჩემი დამსახურება. მამაჩემის პოპულარობის ხაზი იქამდე არ ჭრიდა. დამსახურებულად ვიღებდი იქ ჯილდოს. დღეს კი, თითქოს ლეასთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ცდებოდა და ჩემზე არასწორი წარმოდგენა ქონდა. სახლში დაბრუნებულმა მართა მოვინახულე. შედარებით კარგად დამხვდა ქალი. დავუბარე, რომ ამაღამ დამაგვიანდებოდა და ფარეხს მივაშურე. _მაპატიე მეგობარო, არ დამვიწყნიხარ._მეგობრულად გადავუსვი ხელი ჩემს ვერცხლისფერ ბეემვეს._უბრალოდ, თბილისის ქუჩებისთვის ზედმეტად ფიცხი ხარ. დღევანდელი დღისთვის დაგაზოგინე ძალები. ახლა გამოჩნდება შენი ერთგულება. არ უნდა შემარცხვინო იცოდე._ძრავა ავამუშავე და ფრთხილად გავედი ჯერ ფარეხიდან და მერე კი ეზოდან. ბიჭები ისევ ბარში ისხდნენ, ლუდს მიირთმევდნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. უფრო ზუსტად, ილო უხსნიდათ და უმტკიცებდათ: _ვერ მოგართვით... მერე რა, რომ ტონანახევარზე მეტს იწონის? ზატო 493 ცხენის ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ მთელ რვა მეათედ წამში შეუძლია ას კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება. ამ შეჯიბრის მიზანიც ეს არის, რომელი უფრო მალე აჩქარდება და რომელი გადაკვეთს ფინიშის ხაზს პირველი. ასე რომ ამას უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვებისთვის. თანაც, მძღოლზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე მჯერა, რომ ლექსო პირველ ადგილზე თუ ვერა, სამეულში მაინც მოხვდება. მესიამოვნა ძმაკაცის შექება და იმის მოსმენა, რომ ჩემი იმედი ქონდა. _აბა, წავედით?_დამინახა თუ არა, ფეხზე წამოდგა რატი._დღეს შენზე ვდებ მთელ თანხას და იცოდე არ წამაგებინო, თორემ ათმაგად გაზღვევინებ._ცალყბად გაიღრიჭა, მერე მხრებზე მომხვია ხელი და ბარიდან გამომიყვანა. სპარტაკი და ილოც უკან მოგვყვნენ. ცოტა კი ვღელავდი, რადგან პირველად ვიღებდი ავტორბოლაში მონაწილეობას, მაგრამ არც ისე, რომ შემშინებოდა და გასვლა გადამეფიქრებინა. ეს შინაგანი ჩუმი მღელვარება ნორმალურიც კი იყო სტარტის წინ და მგონი აუცილებელიც. აბა, რობოტი ხომ არ ვიყავი, რომ გრძნობების და ემოციის გარეშე მივჯდომოდი საჭეს? სტარტის დაწყებამდე ჩემი მანქანა გულდასმით შეამოწმეს ჩემმა ძმაკაცებმა. უფრო ილომ, თორემ რატის და სპარტაკს ბევრი არაფერი ესმოდათ და გაეგებოდათ. მოკლეთ, საბურავები, ძრავა, საწვავის ავზი_ ყველაფერში წაყო თავი და დამითვალიერა. _კარგია, ყველაფერი რიგზეა. ასე რომ რამე გაუთვალისწინებელს არაფერს არ უნდა ველოდოთ. იმედია, ხუთეულში მაინც მოხვდები. _დამცინი?_მეწყინა ილოს ნათქვამი._რატო ხუთეულში და არა სამეულში? _ქებას ნახვა ჯობიაო და ვნახოთ ერთი რა ვაჟკაციც ხარ._მეგობრულად ჩამიკრა თვალი. დრაგში ორმოცი მანქანა იღებდა მონაწილეობას. თითქმის ყველა მოდელის და კლასის ავტომანქანას მოეყარა აქ თავი. ჩემს მერანზე შედარებით ფიცხი მანქანებიც კი იყვნენ, მაგრამ მე მაინც ჩემი მანქანის იმედი მქონდა. მჯეროდა, რომ არ დამაღალატებდა. ასაკშიც არ გვქონია შეზღუდვა და თითქმის ყველა ასაკის მრბოლელები იღებდნენ მონაწილეობას. პირველ ჯერზე აუდთან მომიწია დაჯიბრება. სტარტის ხაზზე რომ დავდექით, უმალ გაქრა მღელვარება და ოდნავადაც კი აღარ ვღელავდი. მე ჩემს ამპლუაში ვიყავი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. სტარტის დაწყების ნიშანზე კი მოტორის ღმუილითა და საბურავების გამაყრუებელი ღრჭიალით დავიძარით ადგილიდან. უკანა ხედვის სარკეში ნათლად დავინახე როგორი კორიანტელიც დავაყენეთ. _არ შემარცხვინო იცოდე, თავი არ დაზოგო._ადამიანივით შევაგულიანე ჩემი მანქანა და საგრძნობი უპირატესობით გავიჭერი წინ. ილო მართალი იყო, ჩემი მანქანა წამებში ავითარებდა სისწრაფეს და ჩემი უპირატესობაც ეს იყო. ავტომობილების ძრავის ღმუილის ფონზე გულშემატკივრების ღრიანცელი და გამამხნევებელი შეძახილები მაინც სწვდებოდა ჩემს ყურს და აზარტსაც მმატებდა. მითუმეტეს, რომ ამ რბოლას ლეას ვუძღვნიდი. მისთვის თუ ვერა, ჩემთვის მაინც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არც მთლად უუნარო და არც მთლად მამაჩემზე დამოკიდებული ვიყავი. აქ ყოველთვის ჩემით ვაღწევდი წარმატებას და პირველ ჯერზევე მინდოდა, რომ მესამე ადგილზე მაინც გავსულიყავი. მახსოვს, ისეთი სიამოვნება მომგვარა ჩემი მანქანის ძრავის ხმამ, რომელიც საათივით მუშაობდა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი გაქრა. მხოლოდ ჩემს გვერდოთ მომავალ შავი ფერის აუდს ვამჩნევდი, რომელიც მალევე ჩამოვიტოვე უკან. _აკი ვერაო?_მანქანიდან გადასულს კმაყოფილმა ილომ მეგობრული მუშტი მაჯახა მხარში. _საღოლ, საღოლ._სიხარულით გადაიბადრა რატიც. _ახლა რა იქნება?_დაინტერესდა სპარტაკი. _კიდევ რამოდენიმე წყვილი შეეჯიბრება ერთმანეთს და მერე ახლა გამარჯვებულები დაეჯიბრებიან. _მე მჯერა, რომ ყველას ლექსო გადაასწრებს._დარწმუნებით თქვა სპარტაკმა. _მხოლოდ ერთია მისთვის ძლიერი და სერიოზული კონკურენტი._ილომ აღიარა და ბუგატზე ანიშნა ბიჭებს. _ვითომ?_დაეჭვდა სპარტაკი. _მსოფლიოში უსწრაფესი მანქანაა და... _ზატო, ჩვენი მძღოლია მაგარი._რატიმ, რომ იტყვიან, თავი მომიქონა და გამეღიმა. წყვილთა შორის შეჯიბრმა არც ისე დიდხანს გასტანა. ვიდექი და გულდასმით ვადევნებდი თვალ-ყურს ამ გიჟურ რბოლას. ჯეროვნად ვაფასებდი ყველა მანქანის თუ მძღოლის შესაძლებლობებს. ილო მართალი იყო, ჩემთვის სერიოზულ მოწინააღმდეგედ მეც შავ ბუგატს ვთვლიდი. მისი მძღოლიც გამოცდილი მრბოლელი ჩანდა. კარგად მოეხსენებოდა, რომ ძლიერი და სწრაფი მანქანა ყავდა და ამიტომ თავდაჯერებულიც კი იყო დღევანდელ გამარჯვებაში. მძღოლიც და მანქანაც სერიოზული მოწინააღმდეგე იყო ჩემთვის. წითელი მერსედესის მძღოლიც მომეტებულად ბლატაობდა, თუმცა მე ის სერიოზულ მოწინააღმდეგედ მართლა ვერ აღვიქვი. მართალია, მას ჩემს მანქანაზე მეტი სიმძლავრე ქონდა, მაგრამ ოთხას მეტრიან დისტანციაზე მაინც მე ვაჯობებდი. კიდევ იყო ნისანი, მაგრამ ეს უფრო დრიფტისთვის იყო კარგი. ტოიოტა და ოპელიც კი... პირველი შერჩევითი ტური რომ დასრულდა, ახლა გამარჯვებულებს შორის დაიწყო შეჯიბრი. ამჯერად ლექსუსთან მომიწია დაჯიბრება. აზარტში შესული ადრენალინის გამოყოფას ნათლად ვგრძნობდი. არც მისი უკან ჩამოტოვება გამჭირვებია. მეც ვიყოჩაღე, ჩემმა მანქანამაც არ დაზოგა თავი და საგრძნობი უპირატესობით გავიჭერი წინ. ეს ტური შედარებით მალე დასრულდა, რადგან მონაწილეთა რაოდენობა ნელ-ნელა იკლებდა. ბოლოს ხუთეულში ჩემი ბეემვე, შავი ბუგატი, წითელი მერსედესი, თეთრი ჰონდა და ვერცხლისფერი სუბარუ დავრჩით. ჩემი პირველობისთვის ბრძოლა კრახით დასრულდა. ბუგატმა გადამასწრო. მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მან გადაკვეთა ფინიშის ხაზი. აი, მეორე ადგილი კი აღარავის დავუთმე. მოკლეთ, ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი ბუგატის მძღოლს, მეორე დამსახურებული ადგილი მე და მესამე წითელი მერსედესის მძღოლს. ასე რომ, მაინც ვიყოჩაღეთ. _შენი რბოლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა._გახარებული ილო ადგილზე ცქმუტავდა._ნამდვილ რბოლაში რომ შემოგთავაზონ მონაწილეობის მიღება, არ დათანხმდები? _იმდენად მომეწონა ავტომობილით რბოლა, მართლა არ ვიტყოდი უარს._გამეცინა._ვცდიდი მაინც. _ხო და, ძალიანაც კარგი, ერთ კვირაში ზუგდიდში წყვილთაშორის შეჯიბრი იმართება სხვადასხვა კლასის და მარკის ავტომობილებში, იქაც ხომ არ სცდიდი ბედს?_ეშმაკურად შემომღიმა. _რატომაც არა?_არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი და ისევ მომხვდა მეგობრული მუშტი მხარში. ამჯერად აღარ დამილევია. ჩემი სამეულში მოხვედრა მხოლოდ ბიჭებმა აღნიშნეს. მე უბრალოდ ხმისამოუღებლად ვიჯექი მათთან ერთად რესტორანში და მოთმინებით ველოდი ამ უაზრო ღრეობის დასრულებას. ვაღიარებ, საშინელება ყოფილა მთვრალი კაცის ყურება. მაგარი გაძლება ქონია მართას ჩემს ხელში. მეგონა, თბილისში ისეთ დროს დავბრუნდებოდით, დედაჩემს მოვინახულებდი, მაგრამ შევცდი. სანამ გვარიანად არ გაილეშნენ რატი და სპარტაკი, მანამ ვერ გვეღირსა რუსთავიდან გამოსვლა. ორის ნახევარი იყო სახლში რომ მივედი. მართალია, მართას ეძინა, მაგრამ მაინც გაიგო ჩემი მისვლა და შესასვლელშივე შემომეგება. _მთვრალი არ ვარ._ღიმილით რომ ვაუწყე, შევატყე გაუხარდა._ბატონი ავთანდილი არ მობრძანებულა? მისი მანქანა ვერ შევნიშნე რატომღაც... _კი, როგორ არა, ტაქსით მოვიდა. _რატო?_გამიკვირდა. _არ ვიცი, არაფერი უთქვია... გშია? _არა, რესტორნიდან მოვდივარ. მადლობა რომ ზრუნავ ჩემზე._მხრებზე მოვხვიე ხელი და ლოყაზე ვაკოცე._არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. შენ ჩემი შეუცვლელი მართა ხარ. _ის ქალი როგორაა?_რატომღაც ჩურჩულით მკითხა. მივხვდი, დედაჩემზე მეკითხებოდა, მაგრამ მაინც გავიოცე: _ვინ ქალი? _შენ რომ დაეჯახე მანქანით._ისევ ჩურჩულით მითხრა. _აა, დილით მშვენივრად იყო და იმედია ახლაც ასე იქნება. _შენი პირობა ხომ არ დაგვიწყნია? იქნებ ხვალ წამიყვანო და მაჩვენო... _კარგი, დილითვე წაგიყვან._ისევ ვაკოცე ლოყაზე და ჩემს ოთახში შევედი. დავწექი კი, მაგრამ ვერ დავიძინე. ჯერ ისევ დღევანდელი რბოლის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. მერე ლეაც გამახსენდა და მისი წაყენებული პირობაც. "მაინც ვინ ჰგონია თავი? მის გამო რატომ უნდა ვთქვა ყველაფერზე უარი? თვითონ ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყო, დათმობდა? რა თქვა, ჩემით მივაღწიე ყველაფერსო? ნეტა რას მიაღწია?"_ მაინც ვერ ვიძინებდი და მის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე. თვითონ ხომ ასე მადევნებდა თურმე თვალ-ყურს? ძალიანაც არ გამჭირვებია მისი პოვნა. თუმცა, მეგობრების გარდა არავის შეეძლო მისი ფოტოების თუ მეგობრების სიის ნახვა. დახურული პროფილი ქონდა და ცოტა მეწყინა. გავბრაზდი კიდეც: რაღატო მემდუროდა, თუ კი გასაიდუმლოებული ქონდა ყველაფერი? მაინც ხომ ვერაფერს შევიტყობდი მის შესახებ? თუმცა, ეს რომ არ ამართლებდა, მაგასაც ვხვდებოდი. გამთენიისას ძლივს ჩამეძინა და ამის გამო გაღვიძება დამაგვიანდა. მამაჩემი ისევ წასული დამიხვდა. მართაც არ ჩანდა თითქოს სახლში და გამიკვირდა. დავიჯერო, ადგომა რომ დამაგვიანდა, თვითონ მოიძია ინფორმაცია და წავიდა დედაჩემის სანახავად? ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ მაინც აფორიაქებულმა დავიარე სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული და როგორც იქნა მივაგენი კიდეც ეზოში. _ბოდიში მართუშკები, წუხელ გვიან დამეძინა._მოვუბოდიშე. _არაუშავს. მთავარია, რომ წავალთ და ხელზე არ დამიხვევ. _როგორ გეკადრება. ახლავე გავემზადები და წავიდეთ. ნახევარი საათი დამჭირდა მომზადებაში და მართლაც წავედით. გზაშივე მინდოდა მისთვის კარტების გახსნა, მინდოდა მეთქვა, რომ ის ქალი, ვისაც მე დავეჯახე, დედაჩემი იყო, მაგრამ რატომღაც ვერ ვუთხარი და საავადმყოფოში მისვლისთვის გადავდე. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. მერე, მარკეტთან მთხოვა, რომ შემეჩერებინა და მეც მაშინვე შევუჩერე. მართა გადავიდა თუ არა, ჩემი ტელეფონიც ამღერდა ჯიბეში. რატი იყო. ისევ მთვრალი იყო და მასთან მისვლას მთხოვდა. უარი რომ ვუთხარი, ახლა არ მცალია-მეთქი, ძალიან ეწყინა, იცოდე ხელს ავიღებ შენს მეგობრობაზეო. სხვა დროს წამოვეგებოდი ამ პროვოკაციაზე, მაგრამ ახლა მართას შუა ქალაქში ვერ მივატოვებდი. თან, რატომღაც მისი მთვრალი სიფათის ყურების პერსპექტივაც არ მხიბლავდა. მართა მალევე დაბრუნდა. მაღაზიიდან გამოსული დავინახე თუ არა, მანქანიდან მარდად გადავედი და ნავაჭრი პარკები გამოვართვი და უკან სალონში ჩავალაგე. ასეთად აღმზარდა ამ ქალბატონმა, მისი დამსახურება იყო ჩემში ზრდილობა რომ იდო. საავადმყოფოს ეზოში რომ შევედი, შესასვლელთანვე შევნიშნე ცარიელი ადგილი და იქ გავჩერდი. კიდევ ვერ გავბედე მეთქვა მართასთვის, რომ დედაჩემის სანახავად მივდიოდით. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიჭირდა ამის თქმა. გადავწყვიტე, ასე დამეტოვებინა ყველაფერი და მანქანიდან პარკები გადმოვიღე. მართა მოთმინებით დამელოდა, სანამ მანქანას ჩავკეტავდი და შენობაში ერთად შევედით. კიბეზე ასვლა არ შევკადრე ჩემს საყვარელ მოხუცს და ლიფტი გამოვიძახე. დედაჩემის პალატაში ექიმი დაგვიხვდა და ცოტა ხანს დერეფანში მოგვიწია ლოდინი. მერე კი, რომ შევედით, დედაჩემსაც და მართასაც გაოცებისგან ისე გაუფართოვდათ თვალები, მივხვდი, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა არაფერი შეიმჩნიეს და მოწიწებით მოიკითხა მართამ ჩემი მხრიდან დაზარალებული ქალი. _მისი ბრალი არ ყოფილა._მაშინვე გამამართლა დედაჩემმა. კი, არ იყო ჩემი ბრალი, მაგრამ მე რომ ისევ მთვრალი არ ვყოფილიყავი, ასე არც მოხდებოდა, ადვილად დავიმორჩილებდი ჩემს მანქანას. ჩვეულებრივი დიალოგი გაიმართა მათ შორის, მაგრამ ის განცდა, რომ ეს ქალბატონები ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, მოსვენებას მიკარგავდა ნელ-ნელა. მერე, დედაჩემმა თავისი სახლის მისამართი მომცა. რატომღაც ლეას დღეს ცოტა შეაგვიანდა და იქნებ მიაკითხოვო, მოწიწებით მთხოვა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თავიდან მიშორებდნენ. ეჭვის ჭია რახან ჩამიბუდდა სულში, ვეღარ მოვიშორე. ზოგადად ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ახლა სულს მიღრღნიდა. თუმცა, უარი არ მითქვია. მაინც გამიხარდა ჩემით უკმაყოფილო დაიკოს სანახავად გაქუსვლა. მანქანა გზის მეორე მხარეს შორიახლოს შევაჩერე. (ალბათ, მაინც გავითვალისწინე მისი სურვილი, ამ ოქროს ჯართით აქ ნუ მომაკითხავო, რომ გამომიცხადა). სირბილით გადავჭერი ქუჩა და ჩიხში შევედი. კარებებზე აკრულ ნომრების მანიშნებლებს დავაკვირდი და მათ სახლსაც ადვილად მივაგენი. ცისფრად შეღებილი რკინის კართან შევჩერდი და სული მოვითქვი: ჯერ ერთი, თითქმის დავრბოდი და დავიღალე და მეორეც, ძალიან ვღელავდი ლეას სანახავად მოსული.. ცოტა რომ დავმშვიდდი თითქოს, კედლის კუთხეში ზარის ღილაკს მივაჭირე თითი და საკუთარ გულის ხმას მივაყურადე. რამდენი დრო გავიდა სანამ კარს გამიღებდნენ არ ვიცი, მაგრამ მე კი საკმაოდ დიდი დრო მეჩვენა. როგორც იქნა ეზოდან ფრთხილი ნაბიჯების ხმა გავიგე, საკეტის გაჩხაკუნებისაც და კარი რომ გაიღო, გაოცებულ ლეას თვალებს მალევე წავაწყდი. საშინაო ფორმით იყო. ხელში ფუმფულა თეთრბეწვიანი ლამის მინიატურული შპიცი ეჭირა. მანაც გაოცებით შემომხედა თავისი პატარა შავი თვალებით. მერე კი შემიღრინა. _შენ აქ რას აკეთებ?_თითქოს ეწყინა ლეას ჩემი იქ გამოჩენა. _დაწყნარდი, ფეხით მოვედი._შევღიმე და ძაღლს წავატანე ხელი მოსაფერებლად._ეს რა საყვარელი ცუგა გყოლია. შპიცის რეაქციამაც არ დააყოვნა, ჩუმი ღრენიდან ხმამაღალ ღრენაზე გადავიდა. მერე მოულოდნელად ხელში მწვდა გაავებული და თავისი ნემსივით კბილები ხორცში მტკივნეულად ჩამასო. ხელი კი ადვილად გამოვგლიჯე მისი ნამცეცა პირიდან, მაგრამ ხორცი მაინც ამომგლიჯა და სისხლმაც არ დააყოვნა განოჟონვა. გაავდა და რა გაავდა ეს ნამცეცა ძაღლი, წვრილი ხმით ყეფულობდა და ლეას ხელებიდან დასხლტომას ლამობდა. _ფეფო, დაწყნარდი, რა გჭირს?_გაოცებული და ამავე დროს შეშინებული ლეა ვეღარ აწყნარებდა ამ კაპას ძაღლს._ასე არასდროს მოქცეულა, რა დაეტაკა? ძალიან გტკივა?_ნაკბენზე მანიშნა და თან გზა დამითმო, რომ ეზოში შევსულიყავი._მოდი, დაჯექი._ეზოს შუაგულში პადონის მაგიდასთან სკამზე მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი._ახლავე მოვალ. დამჯერი ბავშვივით ჩამოვჯექი სკამზე და ეზო გულდასმით მოვათვალიერე. მართალია პატარა იყო, მაგრამ სუფთა და ლამაზი, ედემის ბაღს გავდა ყვავილებით მოჩითული და სურნელიც არაჩვეულებრივი იდგა. ლეა მალევე დაბრუნდა ბინტით და სპირტით ხელში. გაავებული შპიცი ოთახში დაეტოვებინა, რომელიც იქიდანაც კი მიყეფდა გაავებული. _რა დაეტაკა არ ვიცი, ასე არასდროს მოქცეულა. ცოფზე კი აცრილია მაგრამ, საავადმყოფოში რომ მისულიყავი და ტეტანუსის აცრა გაგეკეთებინა, კარგი იქნებოდა._თან მომიახლოვდა და ფრთხილად შემიმოწმა ფეფოს ნახელავი. სისხლი ისევ მდიოდა. სპირტით მომბანა ჭრილობა და მჭიდროდ გადამიხვია. _მადლობა._მადლიერი თვალებით რომ ავხედე, გაეღიმა. მივხვდი, უმადური ვეგონე და არ მოელოდა ჩემგან ამ სიტყვას. ალბათ, არ ეგონა თუ ჩემს ლექსიკონში მოიძებნებოდა საერთოდ. _ყავის გაკეთებას ვაპირებდი და შენც ხომ არ დამეწვეოდი?_მოულოდნელად მკითხა. _დიდი სიამოვნებით._ გამიხარდა მისი შემოთავაზება. ოთახში რომ შებრუნდა, ცუგა გარეთ გამოვარდა და ისევ ყეფით მომვარდა. _დღეს რა გადარეულია ეს ძაღლი?_ლეაც უკან მოჰყვა და სანამ ისევ კბილებს ჩამიჭერდა, ოღონდ ამ ჯერად ფეხში, ხელი სტაცა და ისევ აიყვანა. _უყურე შენ, ცარიელი გულია._გამეცინა._პატრონს გავს, გულადი და მამაცი... _ჩემი არ არის._"დამამშვიდა"._პეპისია. _პეპისი?_გამიკვირდა. _ხო, ჩემი მეგობარია. დესპინე ქვია და პეპის ვეძახი. _დესპინე?_ახლა ეს გავიოცე._პეპა ჯობია. _პეპა არა, პეპი._შემისწორა გაღიმებულმა ლეამ. _რა განსხვავებაა პეპი თუ პეპა?_გავიოცე. _პეპა გოჭია, პეპი კი გრძელწინდა. პეპი გრძელწინდა ძილის წინ მართას მონაყოლიდან გამახსენდა. თვალწინაც კი დამიდგა ცალ-ცალ წინდიანი წითური ონავარი გოგო და გამეღიმა. _როცა გასვლითი კონცერტები აქვს, ყოველთვის მე მიტოვებს ფეფოს. ნახევრად ჩემი გაზრდილია, მაგრამ ასეთი სიგიჟე არასდროს ჩაუდენია. აშკარად არ მოეწონე... _ისევე, როგორც შენ._გამეღიმა. _ხო, სიმართლე თუ გინდა, მართლა არ მომწონხარ... მაგრამ მეგობრებისგან განსხვავებით დედმამიშვილებს ჩვენ არ ვირჩევთ._გატრიალდა და ისევ მომარიდა გაკაპასებული ძაღლი. ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა ლანგრით ხელში, რომელზეც ყავის ჭიქები და ტკბილეული ეწყო. პადონის მაგიდაზე ფრთხილად დადო და ჩემს პირისპირ ჩამოჯდა. _ისე შემაშფოთა წეღან ფეფომ და გონება ამირია, ვეღარ გკითხე, აქ საიდან, როგორ მომაგენი? _ვისაც აინტერესებს ყველაფერს გებულობს._გამეღიმა და ცივი ყავის ჭიქას გადავწვდი, გვარიანად რომ იყო დათრთვილული. ოდნავშესამჩნევლად ჩაეღიმა, ალბათ მისი სიტყვები რომ მოვიშველიე, იმიტომ. _გატყობ, ჩემი რჩევა გაგითვალისწინებია, ნაწილობრივ ოღონდ. საწრუპი მილით ყავის ამოწრუპვას შევეშვი და გაოცებულმა შევხედე. _შენი ოქროს ჯართი აქ არ შემინიშნავს. _ხო, ქუჩის მეორე მხარეს გავაჩერე. _მადლობა. თუმცა, შენი აღკაზმულობა და ბრენდული ტანსაცმელი მაინც არ მოგიშორებია. ბოლომდე ვერ ელევი ალბათ... მართლა არ მინდა, რომ თვალში მოხვდე ვინმეს. არავინ იცის ვისი შვილი ვარ და არც მინდა რომ გაიგონ. შენ ალბათ გსიამოვნებს ავთანდილის ბიჭს რომ გეძახიან და მისი მხრიდან გცემენ პატივს. მე კი ეს არ მინდა. მინდა, ჩემს მიზნებს და ოცნებებს ჩემით მივაღწიო ვისიმე დახმარების გარეშე. _რას საქმიანობ?_სერიოზულად დავინტერესდი._შენს შესახებ სოციალურ ქსელში მინდოდა რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვნახე იქ. გაეღიმა და ორივე ლოყაზე ლამაზი ფოსოები გაუჩნდა. მართალია მკაცრი, ბუზღუნა და აბეზარი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ რაღაც ძალიან საყვარელი იყო. ვატყობდი, მართალია სულ მებუზღუნებოდა ეს დღეები და მაკრიტიკებდა, მაგრამ მაინც ვუყვარდი თავისებურად. მე ხომ მისი სისხლისმიერი ნათესავი ვიყავი, მისი სისხლი და ხორცი. _დიზაინერობაზე ვოცნებობ._აღიარა._პატარა ატელიე მაქვს. მართალია, ჯერჯერობით პეპისთან ვთანამშრომლობ, მის მოცაკვავეებს ვუკერავ ფორმებს, მაგრამ გუშინ საღამოს კაბის შეკვეთაც მივიღე... _ვაა, მაგარია... _და მინდა გითხრა, რომ ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე. შენ რას შვრები, რას საქმიანობ? _მეე?_დავიბენი. _ხო, შენ... როგორც ვიცი, გულაობ, უხვად ხარჯავ მამაშენის ნაშოვნ ფულს და რაც ყველაზე მთავარია, უაზროდ ფლანგავ შენს ძვირფას დროს, რასაც ვერასდროს ვერ გააჩერებ ან დააბრუნებ უკან... ოცდაექვსი წლის ხარ, წესით წარმატებული უნდა იყო ნებისმიერ სფეროში, რასაც კი მოისურვებ, მაგრამ ქალები გირჩევნია._სევდიანად შემომღიმა. _რბოლებში ვიღებ მონაწილეობას. მრბოლელი ვარ._თავი მოვიწონე. _მოყვარული მრბოლელი, რომელიც არც მას არ აღიქვამს სერიოზულად. უბრალოდ ერთობი. _ბოლო დროს სერიოზულად დავიწყე პროფესიონალ მრბოლელობაზე ფიქრი. _თუ სერიოზულად დაიწყე ფიქრი, კარგია._მომიწონა. ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ისე მკითხა._ მე დედასთან უნდა გავიდე. შენ რას იზავ? _შენს იქ წასაყვანად მოვედი ზუსტად. _კაი, ახლავე გამოვალ._მითხრა და მარდად წამოხტა. დიდი დრო არ დასჭირვებია, მართლაც მალევე დაბრუნდა. ერთ ხელში პარკი ეჭირა, ალბათ დედასთან მოქონდა საჭირო ნივთები და მეორე ხელში ფეფო, რომელიც აშკარად ისევ ალმაცერად მიყურებდა თავისი შავი თვალებით და მიღრენდა კიდეც. პარკი გამოვართვი და ეზოდან პირველი მე გავედი. ლეამ ფეფო ეზოში დასვა და მალევე მოუხურა კარი, რომ გარეთ არ გამოვარდნილიყო და ისევ არ მცემოდა. ჭიშკარი გასაღებით ჩარაზა და წავედითო, შემომღიმა. უხმოდ მივაბიჯებდით გვერდიგვერდ. სათქმელიც და მოსაყოლიც ბევრი მქონდა, მაგრამ თავს ვერ ვუყრიდი ვერაფერს. ჩემი მანქანა რომ გამოჩნდა და მისკენ ავიღე გეზი, შემაჩერა. _ფეხით ზუსტად რვა წუთი მინდა იქამდე მისასვლელად. _კარგი, ფეხით წავიდეთ._ადვილად რომ მივუხვდი ჩანაფიქრს და დავთანხმდი, გაუხარდა. ხელკავი გამომდო და ასე განვაგრძეთ გზა. რაღაც სასწაულ სინაზეს ვგრძნობდი მის მიმართ, ჩემი უმცროსი დის მიმართ, რომელთან ურთიერთობისთვის ცხოვრება მეორე შანსს მაძლევდა და ამ შანსის გამოყენებას მთელი სულით და გულით ვცდილობდი. მთელი გზა ღიმილმოფენილი სახით მივყვებოდი ჩემს უმცროს დაიკოს და სიამაყის გრძნობით ვივსებოდი. ძალიანაც ვცდილობდი სულელური გამომეტყველება არ მქონოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა: ვიტრინის მინებში არეკლილ ჩემს ორეულს რომ ვხედავდი, ამაზე ცალკე მეღიმებოდა, ლამის ყურებამდე მქონდა პირი გადახსნილი. სულ სხვა გრძნობებით და განცდებით მავსებდა ამ სიფრიფანა გოგოს ყოველი შემოხედვა, ეშმაკური ღიმილი თუ თითოეული სიტყვა. მართალია, ბევრი არ გვილაპარაკია, მაგრამ ეს დუმილიც ბევრის მთქმელი იყო ჩემთვის. მართლაც და, სად ვიყავი ნეტა აქამდე? რისთვის გავფლანგე ამდენი წლები მის გარეშე? დედმამიშვილის სიყვარულს მგონი ვერანაირი სიყვარული ვერ შეედრება ამ ქვეყნაზე... საავადმყოფოში რომ შევედით, მაშინ კი მკაცრი გამომეტყველება მიიღო ლეამ და ისე მომთხოვა აცრის გაკეთება. ბავშვობიდან რაღაც სასწაულად მეშინია ნემსის გაკეთების და არ მინდა-მეთქი ავუბუზღუნდი, მაგრამ არ მომეშვა. _ჩემი მიზეზით რამე მოგივიდეს, შენი აზრით მინდა? _შენ რა შუაში ხარ? ძაღლიც კი არ არის შენი._დავამშვიდე. _სამაგიეროდ ძაღლის პატრონია ჩემი დაქალი._ისე ამაყად განმიცხადა, შემშურდა კიდეც._თან, არ შეიძლება. მგონი ნაკერსაც დაგადებენ. _მითუმეტეს, არ მინდა, შემეშვი. _შენ რა, ნემსის გაკეთების გეშინია?_უმალ მიმიხვდა უარის თქმის მიზეზს და გულიანად გადაიკისკისა._ჩემნაირო. _ამაზე უარესები გადამხდენია. მოდი არ მინდა რა._ახლა მუდარაზე გადავედი. _წამოდი, ექიმს მაინც უნდა ეჩვენო. ჩემი ახლობელია და ვეტყვი, რომ ძალიან არ გატკინოს. მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და ისე დამიპირა კაბინეტში შეყვანა. გული აფრთხიალებული მტრედივით შემიქანდა საგულეში. მესიამოვნა დის ჩახუტება და სულ გადამავიწყდა ექიმის და ნემსის შიშიც, მაშინვე ჩემი ნებით დავყევი მის სურვილს. იყო ამ გოგოში რაღაც ისეთი, რაც თავის ჭკუაზე მატარებდა და მაპორწიალებდა. ახალგაზრდა ექიმი მართლაც მისი ნაცნობი გამოდგა. ჯერ ჩემი და მოიკითხა გულთბილად, მერე კი ჩემსკენ გამოაპარა მზერა. _რა გაგჭირვებიათ? _ფეფომ უკბინა და მინდა რომ ნახო. თან, აცრაც გაუკეთო. საგულდაგულოდ გადახვეული ხელი ექიმმა ფრთხილად შემიხსნა და გულდასმით შემიმოწმა. ლეა მართალი იყო, ნაკერის დადება მართლაც დამჭირდა, რადგან ღრმად მქონდა ხორცი ამოგლეჯილი. ნაკერის დადება რომ ახსენა ექიმმა, ისევ შემიპყრო შიშმამა. გოგოების რომ არ შემრცხვენოდა, თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი კაბინეტიდან. მაგრამ ვაღიარებ, რომ ისეთი საშიში და მტკივნეულიც არ ყოფილა, როგორც რომ გული მისკდებოდა. აცრაც გამიკეთეს. გამაფრთხილეს, რომ სამი თვე ალკოჰოლისგან თავი უნდა შემეკავებინა და როგორც იქნა გამოვედით იქიდან. _რა აუცილებელი იყო ახლა ეს?_ჩემი დაბინტული ხელი თვალწინ ავუთამაშე კმაყოფილ ლეას. _ჯერ ერთი, თავი დავიზღვიე და მეორე, სამი თვე ფხიზელი იქნები._თან ენა გამომიყო საყვარლად. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. _ისედაც აღარ ვსვამ, კაცს ავტომრბოლელობაზე მაქვს ამბიციები..._უკმაყოფილომ ჩავიბუტბუტე და აშკარად გახალისებულ ლეას უკან მივყევი. პალატაში შესულებს მართა დედაჩემის საწოლთან ახლოს ჩამომჯდარი დაგვხვდა. ისევ გამიმძაფრდა ის ეჭვი, რომ ერთმანეთს იცნობდნენ და თან ძალიანაც კარგად. ლეამ მართა რომ დაინახა, დავინახე გაოცებისგან როგორ გაუფართოვდა მასაც თვალები, მაგრამ დედაჩემმა "გააცნო", ლექსოს ძიძააო და მანაც ზრდილობიანად მოიკითხა მოხუცი. _შენ რაღა მოგივიდა?_დედაჩემმაც და მართამაც ერთდროულად შეიცხადეს ჩემს დანახვაზე. _ისეთი არაფერი, ძაღლმა დამკბინა. _რაო?_უარესად შეიცხადეს, თანაც ერთდროულად. _ჩვენს ფეფოს აშკარად არ მოეწონა და გაავებული ეცა. _ფეფომ მაგდენი შეძლო?_ეს კი თქვა, მართამ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა და მაშინვე გაჩუმდა. _მერე?_უარესად შეშფოთდა დედაჩემი. _რა მერე?_ცოტა ავბუზღუნდი._ლეამ მაიძულა აცრაც გამეკეთებინა და ერთი ნაკერიც დაედოთ... _ახლა როგორ ხარ, გტკივა?_მართა ფეხზე წამოდგა და შეშფოთებული სახით მომიახლოვდა. _არაფერია, ქორწილამდე გაუვლის._ღიმილით დააიმედა ლეამ. _იქნებ, ქორწილი საერთოდ არ მაქვს და გამოდის, არასდროს გამივლის?_გამეღიმა და დაბინტული ხელი ჰაერში შევათამაშე. _შენ თუ არ შეიცვლი ცხოვრების სტილს, მგონი მართლაც მასე მოგიწევს._არ დამინდო ლეამ. მეწყინა. რატო არ მოსწონდა ამ გოგოს ჩემი ცხოვრების სტილი, არ მინდოდა რომ გამეგო, თორემ რომ ჩავღრმავებოდი ყველაფერს, ძალიანაც კარგად გავიგებდი. ცოტა მოვიწყინე. მართალია არ შემიმჩნევია და ნაძალადევად ვხუმრობდი კიდეც, მაგრამ მგონი არ გამომდიოდა. ცოტა ხნით დავრჩი პალატაში და მერე კი დერეფანში გამოვედი. ყველაზე შორეულ ფანჯარას მივაშურე და იქიდან დავიწყე მიდამოს მოთვალიერება, თითქოს ძალიან მაინტერესებდა. სულ მალე კი გვერდით ვიღაც რომ ამომიდგა, გამიკვირდა. უფრო იმიტომ, რომ ლეა იყო. _ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა._წელზე მომხვია ხელი და მორიდებით მომეხუტა. შეიძლება ვინმეს სისულელედაც კი მოეჩვენოს, მაგრამ მე ჩემი და უკვე მიყვარდა, თანაც ჩემებურად. მართალია, აქამდე არ ვიცნობდი და ნორმალურად არც ახლა ვცნობდი, მაგრამ სისხლი და გენი თავისას შვრებოდა. მეც მოვხვიე მხრებზე ხელი და უფრო მჭიდროდ მივიხუტე. _ვიცი, განა არ ვიცი, რომ შენც ჩემსავით იტანჯებოდი მშობლების დაშორებით. მე თუ მამაზე ვბრაზობ, შენ დედაზე ხარ ნაწყენი. დედა მაინც დედაა და არ უნდა მიეტოვებინე..._წამიერად გაჩუმდა და ამოიოხრა._სანამ თხუთმეტი წელი არ შემისრულდა, მანამ მქონდა იმის იმედი, რომ შენ ჩემს გასაცნობად მოხვიდოდი... _მაპატიე იმედები რომ გაგიცრუე._ინსტიქტურად თავი მივაბრუნე და ლოყაზე ვაკოცე._ძალიან ბევრ რამეში ვტყუივარ პირადად შენთან. ვერანაირი ბოდიში ვერ დაგვიბრუნებს ბავშვობის წლებს, მაგრამ არც ახლაა დაგვიანებული. ის საბედისწერო შემთხვევა ალბათ აუცილებელიც კი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ შენ გამეცანი. მართალია, დედას ტკივილი მივაყენე, მაგრამ მგონი ღირდა... მართალი ხარ, ფუფუნების და გართობის მოყვარული ვარ, გამიჭირდება ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ადამიანური გრძნობები მეც გამაჩნია. გპირდები, შენს გამო შევეცდები შეცვლას. იმას ვერ შეგპირდები, რომ ერთი ხელის მოსმით ვიტყვი ყველაფერზე უარს, მაგრამ მაინც... _ესეც საკმარისია, რომ ცდილობ._ეშმაკურად შემომღიმა._იცი, დღეს ფეფოს რომ არ დაეკბინე და არ შემშინებოდა, კიდევ დიდხანს მოგიწევდა ჩემი მკაცრი და გულცივი როლის ყურება. გაოცებულმა შევხედე. გამოდის, არც მას ვძულდი და უბრალოდ ჩემს გასაბრაზებლად თამაშობდა? ალბათ, ჩემი ფიქრები ამოიკითხა ჩემს სახეზე და ისევ დასერიოზულდა. _ხო, მაგრამ თავში არ აგივარდეს, მართლა არ მომწონს შენი ცხოვრების სტილი. თან, ის მოთხოვნა ისევ ძალაშია: შენი ძვირადღირებული მანქანით არ მომაკითხავ სახლში, რომ მეზობლების ყურადღება არ მიიქციო. _აბა, რა ვქნა, ტაქსით ვიარო?_ცოტა მეწყინა მისი ახირება ჩემს მანქანასთან დაკავშირებით. რატო არ მოსწონდა ვერ ვხვდებოდი. _არ ვიცი, როგორც გინდა. გინდ ავტობუსით, გინდ მარშუტკით, გინდ მეტროთი, გინდაც ფეხით, ისე როგორც სხვები დადიან. მართლა არ მინდა რომ თვალში მოხვდე ვინმეს როცა ჩემს გვერდით იქნები და პრესამ ან ტელევიზიამ ერთად გაგვაშუქოს. შენსავით ამბიციური არ ვარ. არ მინდა პოპულარულობა სხვის ხარჯზე._ფეხის წვერებზე აიწია და გასაპარს ლოყაზე ნაზად მაკოცა._ამ ჯაგარის მოშორებაც არ გაწყენდა. რამდენი დღეა არ გაგიპარსავს? ისე მესიამოვნა მისი ეს გულთბილი და ჯიგრული კოცნა, ვერ აღვწერ. რაღაც სასიკეთო ძვრებს ახდენდა ეს გოგო ჩემში. ისეთმა აღფრთოვანებულმა შევხედე, გაეღიმა. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით საავადმყოფოში. მერე მე მანქანის მოსაყვანად გავედი და დავბრუნდი თუ არა, მართაც გამოვიდა, სახლში წავიდეთო. მანქანაში რომ ჩამიჯდა, თავი ვეღარ შევიკავე და ეჭვით შევხედე. _იმ ქალს იცნობ არა?_დედაჩემზე ვკითხე. მართალია, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შეკრთა. თუმცა თავი ბოლომდე მაინც არ გაუყიდია. _რა თქმა უნდა, შენს ალბომში უხვადაა მისი ფოტოები. _ვითომ მარტო ფოტოებიდან იცნობ?_უარესად დავეჭვდი. _აბა, სხვა საიდან უნდა ვიცნობდე?_"გაიკვირვა." _არ ვიცი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ დიდი ხანია იცნობ, თანაც პირადად და ძალიან კარგადაც. მხოლოდ ღიმილით შემომხედა მართამ და დავრწმუნდი, რომ ეს ასე იყო. ლეასაც იცნობდა და იმ გაავებულ ფეფოსაც, ასე მტრულად რომ იყო ჩემს მიმართ განწყობილი რატომღაც. იმიტომაც მიცნო ლეამ ასე ადვილად საავადმყოფოში და იმიტომაც იცოდა ჩემს შესახებ ყველაფერი. მამაჩემს ეს ამბავი არ ეცოდინებოდა, თორემ მართას ჩვენს სახლში ფეხს არ დაადგმევინებდა. სახლში მისულებმა მართა ჩამოვსვი თუ არა მანქანიდან, რატიმ დამირეკა ისევ. სიმართლე რომ ვთქვა, მისი მოსმენის თავი არ მქონდა და ორჯერ დავარეკინე. მეგონა, რომ არ ვუპასუხებდი, მომეშვებოდა, მაგრამ შევცდი. ბოლოს მაინც მომიწია გაპასუხება. _სად ტრ..ში გაქვს ეგ ტელეფონი?! _რა იყო შე ჩემა, საჭესთან ვარ და ვერ გიპასუხე._აქეთ შევუტიე. _ჩვენს ბარში მოდი._მხოლოდ ეს მიბრძანა და მაშინვე გამითიშა. მგონი ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა მის მიმართ პროტესტის გრძნობა, მაგრამ მაინც შემოვაბრუნე მანქანა და ჩვენს ამოჩემებულ ბარში მივედი. რატი მარტო იჯდა და ეტყობოდა, რომ გვარიანად იყო გამომთვრალი. დამინახა თუ არა, ირონიულად გამიცინა. _ყოჩაღ, არ მეგონა თუ მოხვიდოდი. მთლად დაკარგულიც არ ყოფილხარ. დაჯე._ცარიელ სკამზე მანიშნა და რომ შემატყო არ ვაპირებდი, მკლავზე მომკიდა ხელი და მომქაჩა. აღარ გავძალიანებულვარ. უკმაყოფილო სახით მივუჯექი მაგიდას და ინტერესით შევხედე. _აბა, რა ხდება, არ იტყვი? ლუდით სავსე კათხა მოითხოვა და რომ მოუტანეს, წინ დამიდგა. _არ ვსვამ, აცრილი ვარ._ჩემი დაბინტული ხელი დავანახე. _რა მოგივიდა?_დიდად კი არ შეწუხებულა, მაგრამ მაინც რომ მკითხა, თითქოს გული დამედო. _ახლობლის ძაღლმა დამამშვენა. _ყოჩაღ ახლობლის ძაღლს._უშნოდ გაიღრიჭა._საჩემოდ უმუშავია, ამასაც მე დავლევ._ის კათხაც თვითონ მიიცურა და გემრიელად გადაყლურწა. მოთმინებით ველოდი, როდის ამოღერღავდა რაც სურდა. თუმცა, წინდაწინ ვხვდებოდი, რომ ფულს მთხოვდა და თანაც გვარიან თანხას. _მართალია შენ არ დაგილევია, მაგრამ ანგარიში რომ გაასწორო ძველი მეგობრობის ხათრით, არ გინდა?_ბოლო ყლუპი რომ გამოყლურწა და კათხა ხმაურით დადგა მაგიდაზე, ისევ შემომღიმა. _ოდესმე ყოფილა შემთხვევა, რომ არ გადამეხადოს?_ვითაკილე მისი ნათქვამი და ჯიბეზე ვიტაცე ხელი. რატი ადგა და ბარიდან ბარბაცით გავიდა. თვალი სინანულით გავაყოლე. ალბათ, არაყიც დალია, თორემ მარტო ლუდი ასე არ დაათრობდა. ანგარიში გავასწორე და მეც უკან მივყევი. _აბა, ახლა საით?_საჭეს მივუჯექი თუ არა, უწადინოდ ვკითხე, რადგან ვიცოდი ამის ხასიათი, კარგა განს მაწანწალებდა აქეთ-იქით და მერე მიმაყვანინებდა სახლში თავს. _სახლში._ეს რომ მითხრა გაოცებულმა შევხედე. ერთხანს უხმოდ ვუყურებდი, არ მეჯერა პირდაპირ სახლში რომ უნდოდა მისვლა. მერე კი, იმის შიშით, არ გადაიფიქროს-მეთქი, გიჟივით მოვწყდი ადგილს და მისი სახლისკენ გავეშურე. აშკარად ვერ იყო გუნებაზე. ჩვეულებისამებრ არც ბოლო ხმაზე ჩაურთია მაგნიტოფონი და არც ჩემი თავი გაუკრიტიკებია და შეუმკია ათასი სალანძღავი სიტყვებით. მართალია, ყოველთვის მწყინდა მისი ცენზურის გარეშე ლაპარაკი, მაგრამ ახლა არ მომეწონა მისი ეს სიჩუმე. _რა გჭირს ტო, რა თავ-პირი ჩამოგტირის?_მის კორპუსთან რომ შევჩერდი და გადასვლა დააპირა, მკლავში წავატანე ხელი და შევაჩერე._არ მომწონხარ. _მაინც რა არ მოგწონს?_ნაძალადევად შემომღიმა. _რა ვიცი... მთელი გზა ხმა არ ამოგიღია. _იქნებ გამომელია სალაპარაკო?_ისეთი სახით შემომხედა, დავიბენი. _ვინ შენ და სალაპარაკოს გამოლევა?_გავიოცე. _ოდესღაც ყველაფერს აქვს დასასრული._სევდიანად შემომღიმა და მანქანიდან ისე ჩავიდა. მართლა არ მომეწონა ჩემი ძმაკაცი. მერჩივნა, გაუჩერებლად ელაქლაქა, ტვინი აეხადა ჩემთვის ჭკუის სწავლებებით და ყველა სალანძღავი სიტყვით შევემკე, ვიდრე ასე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ყოფილიყო. აშკარა იყო, რომ რაღაც სჭირდა, მაგრამ რა? სანამ სადარბაზოში არ გაუჩინარდა, მანამ არ დავძრულვარ ადგილიდან. სპარტაკისთან ვაპირებდი მისვლას, იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე, მაგრამ ილომ დამირეკა, ჩემთან მოდიო და მის ავტოსახელოსნოს მივაშურე მაშინვე. გარეთ იჯდა ჩაცუცქული და სიგარეტს ეწეოდა. თან, აშკარად ემჩნეოდა, რომ მე მელოდა მოუთმენლად. დამინახა თუ არა, წამოდგა, მოზრდილი ნამწვი წკიპურტით მოისროლა ურნაში და ჩემსკენ გამოეშურა ჩქარი ნაბიჯებით. სახეზევე ეტყობოდა, რომ ღელავდა. _დღეს შენ და რატის რა გჭირთ ტო?_გაოცებით შევათვალიერე სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი ძმაკაცი, რომელმაც მაშინვე ტაოტის სუნი შემოიტანა მანქანაში._რა მოჟამული სიფათებით მხვდებით, რა ხდება? _რატის რამე სჭირს?_ ისე გაიოცა, ძმაკაცის უგუნებობის მიზეზი ნამდვილად არ ეცოდინებოდა._ბოლო დროს დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ, სახელოსნოდან არ გამომიყვია თავი, რამე შეემთხვა? _არ ვიცი, დღეს ვნახე და არ მომეწონა... შენ რა საქმე გქონდა? _ცოტა რომ გავიაროთ?_კითხვაზე კითხვით მიპასუხა და ღვედი შეიკრა. _მაინც სად?_გამიკვირდა. _რა ვიცი, სადაც გინდა. უბრალოდ აქედან წავიდეთ. _აქ რამე ხდება?_ეჭვით შევხედე და ისე დავძარი მანქანა ადგილიდან. ბევრი არ გვივლია. მოფარებულ ჩიხში შემაყენებინა მანქანა და ისევ გაუკიდა ნერვიულად სიგარეტს. _ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი რა გჭირს?_ცოტა უკმეხად ვკითხე და დაჟინებით მივაშტერდი თვალებში. _მამაშენი როგორაა?_ღრმა ნაფაზის შემდეგ მკითხა. _როგორ უნდა იყოს?_საჩემოდ გავიკვირვე. _მისი მანქანა მოიყვანეს გასაკეთებლად და... _და რა?!_მცირეხნიანი პაუზა რომ გააკეთა, ცოტა ავღელდი. _ნატყვიარი აღმოვაჩინე, ვიღაცამ ესროლა. მაგრამ არც პრესა და არც ტელევიზია ამის შესახებ არაფერს იტყობინება. _რაა?!_მოულოდნელობისგან თვალები ვჭყიტე._ნატყვიარი?.. ეგ როდის? _რუსთავში რომ ვიყავით... ნერვიულად მოვიქექე კეფა. _იმ დღეს ტაქსით მოვიდაო მართამ და ნეტა რა მოხდა? _უკმაყოფილო ამომრჩეველი რომ ყოფილიყო, ტელევიზია ფართო სპექტრით გააშუქებდა ამას. არც პრესა დარჩებოდა გულხელდაკრეფილი. _მაგით რა გინდა, რომ თქვა? _რახან არსად არაფერი ისმის, თვითონ მამაშენს აწყობს საიდუმლოდ შენახვა. _შენ ფიქრობ, პოლიტიკას არ უკავშირდება ეს ამბავი?_გაოცებულმა შევხედე. _თვითონ იფიქრე, პოლიტიკა ბინძური თემაა და ერთმანეთს არ ინდობენ პოლიტიკოსები. რამე მაგის მსგავსი რომ ყოფილიყო, მამაშენი სათავისოდ გამოიყენებდა ამ ამბავს. ჩუმად არის? ზნაჩიტ, რაღაც შარშია და არ აწყობს ამ ამბის გახმაურება. აზრს მოკლებული არ იყო ილოს ვერსია, მაგრამ რა შარში იყო ვითომ მამაჩემი? ეს ორი დღე არც მენახა და მართლა არ ვიცოდი როგორ იყო. _რამდენი ნატყვიარია?_დავინტერესდი. _ერთი საბურავში აქვს მოხვედრილი, მეორე კი შიტოკში. _უკან? ილომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. _გამოდის, ვიღაცას გაურბოდა, მაგრამ ვის?_ისევ მოვიქექე კეფა. _არ ვიცი. ვიფიქრე, რომ უნდა გცოდნოდა. ახლა კი, ისევ სამსახურში დამაბრუნე. ეს ორი დღე თავის მოგიჟიანება მმართებს... _რატო?_გამიკვირდა. _ზუგდიდში ჩასვლა-ჩამოსვლას ეხუმრები შენ? თან, იქ ჩასულებმა ანაკლია და მისი სანაპირო არ მოვინახულოთ? ან, კაზანტიპს არ დავესწროთ?_ისეთი სახით შემომხედა, შემრცხვა ჩემი გულმავიწყობის._ზეგ მივდივართ, ხომ იცი? _თავიდან ამომივარდა, მაგრამ კარგია, რომ შემახსენე._დამნაშავის იერით შევღიმე და მანქანა შემოვაბრუნე მისი სამსახურისკენ. _მოიცა, ხელზე რა გჭირს?_მხოლოდ ახლა შემნიშნა დაბინტული ხელი. _ძაღლმა მიკბინა. _შენმა?_გაუკვირდა. _ჩემი მთლიანად შემჭამდა რომ მოეწადინებინა. ისეთმა მინიატურულმა ძაღლმა დამგლიჯა, სირცხვილით ვერც ვამბობ._გამეცინა. _მერე, რბოლაში ხელს ხომ არ შეგიშლის?_ცოტა შეშფოთდა თითქოს. _სულაც არა._დავაიმედე და მისი სამსახურის წინაც შევაჩერე მანქანა._მადლობა, რომ მამაჩემის შესახებ მითხარი. შევეცდები გავარკვიო ეგ ამბავი. ბიჭებს არ უთხრა ოღონდ._რატი და სპარტაკი ვიგულისხმე. _რა სისულელეა, რატო უნდა ვუთხრა._ითაკილა ჩემი თხოვნა._კაი, აბა._მანქანიდან გადავიდა და კარი ფრთხილად მომიხურა._კიდევაც შეგეხმიანები, მაგრამ იცოდე, ზეგ დილითვე უნდა წავიდეთ, რომ სანაპიროზეც მოვასწროთ გავლა. ამხელა მანძილი მარტო რბოლაში მონაწილეობისთვის ხომ არ უნდა გავიაროთ არა?_თვალი ჩამიკრა და თავის სახელოსნოს მიაშურა. მოულოდნელად ისევ შემობრუნდა. _ჩემს ახლობელს მანქანა ყავს გასაყიდი. სასწრაფოდ სჭირდება ფული და თითქმის მუქთად აგდებს. ვიფიქრე, ხომ არ იყიდიდი? _მეე?_გამიკვირდა._რად მინდა? სახლში ოთხი მანქანა მყავს. _მაზდაა, RX7. უკანა წამყვან თვლებიანი. უარესად გავვოცდი. ვითომ და მისი აზრით რად მინდოდა? _დრიფტისთვის._თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა._მერსედესით მაინც აღარ დადიხარ, კარგა ხანია ჩამოწერე. გაყიდე და მაზდა იყიდე. გამოგადგება. მე რომ შენი შესაძლებლობები მქონდეს, გინდ ფინანსური და გინდ ფიზიკური, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. შენში მრბოლელობის დიდი პოტენციალია. რუსთავის დრაგშიც შეგნიშნეს უკვე რომ იცოდე. დროა, მოყვარული მრბოლელიდან სერიოზულ მრბოლელად გადაიქცე. ის მაზდა კი მართლა მაგარია, არაფერი სჭირს. დრიფტისთვის საუკეთესოა. _ვნახოთ, მოვიფიქრებ._არც დავპირებივარ არაფერს და არც ცივი უარი მითქვია. მრბოლელობა მართლაც რომ ჩემი მოწოდება იყო, მაგრამ ჯერჯერობით მოყვარულის დონეზე. ლეა მართალი იყო, სერიოზულად არაფერს ვეკიდებოდი. ოცდაექვსი წელი აღარ იყო ქარაფშუტული ასაკი. დაფიქრება და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ მაწყენდა. თუმცა, ჯერ მამაჩემზე მეფიქრებოდა. რა შარში იყო გახვეული იმის გარკვევა მინდოდა. მისი ოფისის წინ ძლივს ვნახე თავისუფალი ადგილი, რომ მანქანა შემეჩერებინა. სარკეში თავი მოვიწესრიგე და ისე გადავედი. ათიოდე საფეხური მარდად ავირბინე და შენობაში შევედი. ფიქრიას, მამაჩემის მდივანს არ გამოჰპარვია ჩემი შესვლა და კეკლუცად შემომღიმა. _ლექსო? რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? _მამაჩემი კაბინეტშია?_ვითომ ვერ მივუხვდი გამომწვევად თვალების ჟუჟუნს და საქმიანი იერით ვკითხე. _არა, სხდომაზეა. შეაგვიანდება ალბათ. ცუდი ხომ არაფერია? იშვიათად ვაკითხავდი მამაჩემს აქ და ალბათ იმიტომაც დაებადა ასეთი აზრი ჩვენს შინაბერა მდივანს. _დაელოდები თუ რამე გადავცე? _არაფერი. იყოს, სახლში ვნახავ._ისე ვუთხარი, არ შემიხედია. ყოველთვის ღაღანა წითელ პომადას ხმარობდა. თან, ისე სქლად ისმევდა, კბილებიც კი ეღებებოდა და ღიმილის დროს საშინელი შესახედი იყო. ზუსტად ამის გამო ავარიდე ახლაც მზერა და ისევ გარეთ გამოვედი. არა და აშკარად ვგრძნობდი, რომ მოვწონდი. ყოველთვის მეპრანჭებოდა. მაგის ამბიცია ქონდა თუ არა, რომ ცოლად გამომყოლოდა, არ ვიცი, მაგრამ საყვარლობაზე კი არ მეტყოდა უარს. მაგრამ მე ისეთი ჩიტი ვიყავი, რომ თითქმის ორი ჩემხელა წლოვანების ქალი ჩამეგორებინა საწოლში? მექალთანე კი ვიყავი, მაგრამ არც ისეთი მსუნაგი და გაუმაძღარი, რომ ასაკში დიდი სხვაობა არ გამეთვალისწინებინა. ისევ საჭეს მივუჯექი და სახლში დავბრუნდი. პირდაპირ მამაჩემის კაბინეტს მივაშურე. იქ რისი პოვნის იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ მაინც ქურდივით შევიპარე. არ მინდოდა მართას ან მოსამსახურეს დავენახე. (ვისი რა საქმე იყო მამაჩემის კაბინეტში რა მინდოდა, მაგრამ მაინც). კარის ზღურბლიდანვე მოვავლე ოთახს თვალი, მაგრამ როგორც ვიმედოვნებდი, საეჭვო ვერაფერი დავლანდე. მერე მის საწერ მაგიდას მივუახლოვდი და ტყავის მბრუნავ სავარძელში მოხერხებულად ჩავჯექი. კომპიუტერი კი ჩავრთე, მაგრამ პაროლი ედო. რამდენჯერმე ვცადე მისი გამოცნობა, მაგრამ უშედეგოდ. მერე უჯრებში ჩავიჭყიტე. ეს ალბათ ინსტინქტები იყო, თორემ იმ თავდასხმასთან დაკავშირებით აქ რა უნდა მენახა, ვერ ვხვდებოდი. მაგიდაზე დაწყობილ საქაღალდეებსაც გადავავლე თვალი, მაგრამ ვერც იქ ვნახე ვერაფერი. მერე ყველაფერი გავასწორე, თავის ადგილს დავუბრუნე რასაც კი ხელი მოვკიდე და ისევ ქურდივით გამოვიპარე. გადავწყვიტე, სახლში დაბრუნდებოდა თუ არა, დავლაპარაკებოდი, იქნებ ეთქვა რამე, მაგრამ შუადღის მერე რიტამ დამირეკა, რატის დამ და იმ საღამოს კი არა, მეორე საღამოსაც კი ვეღარ ვნახე მამაჩემი. რიტა არასდროს მირეკავდა და ახლა რომ დამირეკა, გულმა რეჩხი მიყო და არც თუ უსაბუძვლოდ. მისი ნამტირალევი ხმა გავიგე თუ არა, მაშინვე მათთან გავჩნდი. _რა მოხდა? _აქოშინებული შევედი ბინაში. _რატის ალბათ რამე შეემთხვა, რამდენი დღეა სახლში აღარ გაუთენებია. ვურეკავ და არ მპასუხობს._ამოისლუკუნა გოგომ. ორი ღამე?_გამიკვირდა._გუშინ რუსთავში ვიყავით და სახლამდე მოვიყვანე. დღესაც ბარში ვნახე და სადარბაზოსთან ჩამოვსვი. _მართლა?_ისე გაუხარდა რიტას, გადამეხვია კიდეც._ვიფიქრე რამე შეემთხვა... მაგრამ რომ არ მპასუხობს? _აბა მე ვცდი._ჯიბიდან ჩემი ტელეფონი დავაძრე და დავურეკე. მართალია პირველ ჯერზე არ მიპასუხა, მაგრამ ბოლოს რომ გამაგონა, რიტას ვანიშნე, ყველაფერი კარგადაა-მეთქი. _ბიჭო, სადხარ? შენთან საქმე მაქვს. _სად ვიქნები? სახლში._ისე დამაჯერებლად მითხრა, ცოტა დავეჭვდი კიდეც._რა ხდება? _შენთან ვარ და სახლში არ ხარ. _ჩემთან?_გაუკვირდა._დამელოდე, ხუთ წუთში მოვალ. რიტა გულისყურით გვისმენდა და ნათლად გაიგონა რაც მითხრა მისმა ძმამ. _აქვე ახლოა ალბათ._დავაიმედე. _ახალი მეზობლები გვყავს მეცხრეზე და დავიჯერო იქ არის?_ცოტა შეშფოთდა._ვიღაც ნაციხარი და ავარდნილი ბიჭია. თუ მასთან ატარებს დროს, კარგად ჰქონია საქმე._ამოიოხრა. _შენ არაფერი შეიმჩნიო. ხომ იცი, ეწყინება, მე დაველაპარაკები. მანამდე კი ყავას თუ გამიკეთებ, კარგს იზავ. სანამ რიტა ყავას მოადუღებდა, რატიც მოვიდა. ცოტა კი გამოფხიზლებული იყო, მაგრამ მაინც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. _რას მივაწერო შენი ჩემს სახლში გამოჩენა?_უშნოდ გაიღრიჭა._როგორც ვიცი, ძველი მეგობრები აღარაფერში გჭირდება, ვეღარ იცლი მათთვის და რა ქარმა გადმოგაგდო? _რიტა ყავას მომიდუღებს, დავლევ და წავიდეთ, საქმე მაქვს. ჩემს წინ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და გამომცდელად შემათვალიერა. _ძლევამოსილ, სახელგანთქმულ და პოპულარულ ავთანდილის ბიჭს რა ჩემი დახმარება სჭირდება ნეტა? _გაიგებ._რიტას ფინჯანი ჩამოვართვი, რომელიც ისის იყო შემოვიდა ოთახში და იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მომეფიქრებინა და რით გამემართლებინა მართლაც ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. რატი მოთმინებით მელოდა როდის "დავცეცხლავდი" ყავას, რომელსაც მეც კი ვგრძნობდი, რომ ნამეტანი ნელ-ნელა ვწრუპავდი. ბოლოს, რომ ჩავაცარიელე, რიტას დიდი მადლობა გადავუხადე და რატისთან ერთად დავტოვე მათი ბინა. _აბა, აღარ მეტყვი რა საქმე გაქვს?_შევატყე, რომ ნერვებიც და მოთმინებაც ნელ-ნელა ღალატობდა უკვე ჩემს მეგობარს. _ახლახანს ილოსთან ვიყავი სახელოსნოში და იქიდან მოვდივარ. _სახელოსნოში იყავი?_თითქოს შეკრთა წამიერად, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში. სიმართლე ვთქვა, მაშინ დიდადაც არ მიმიქცევია მისი ამ მდგომარეობისთვის ყურადღება. _ზეგ ზუგდიდში მივდივართ, ხომ არ დაგავიწყდა? _გამახსენე რისთვის? _როგორ თუ რისთვის?_"ავღშფოთდი",_ავტორბოლაზე. _მერე? _რა მერე?_უარესად "ავღშფოთდი",_შენ რა, ჩემთან ერთად არ მოდიხარ? _რბოლაში შენ იღებ მონაწილეობას, მე რა უნდა გავაკეთო იქ? თან, ილო ხომ მოგყვება? _შენ ხომ არ უბერავ? დილითვე წავალთ, რომ ანაკლიის სანაპიროზე გავინავარდოთ, გოგოები ავაგდოთ, კაზანტიპი ეწყობაო, იმასაც დავესწროთ. რბოლაზეც გულშემატკივრები და მხარდამჭერები მჭირდება... _მეც არ ვთქვი სერიოზული საქმე გქონდა? _არასერიოზული რატოა ვითომ?_ლამის ნახევარი ტანით მივუბრუნდი და თვალებში ჩავხედე. _წინ იყურე, არსად გადამჩეხო!_საკმაოდ უხეშად დამყვირა. _რაღაც ვეღარ გცნობ ხო იცი._მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიყვანე და შევაჩერე._პრობლემები გაქვს? _პრობლემა ყველას აქვს._პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და სიგარეტს გაუკიდა. შევატყე, ხელები საგრძნობლად უცახცახებდა. _წამალზე შეჯექი? _რა სისულელეა?_გაოცებულმა შემომხედა. _აბა?_მოულოდნელად მაჯაში ვწვდი, ხელი გავუკავე და სახელო ავუკაპიწე. სამი ჩალურჯებული ნაჩხვლეტი მართლაც ემჩნეოდა ვენაში. _ეს რა არის?_ისეთი ხმით ვუღრიალე, მე თვითონ შემეშინდა ჩემივე ხმის._იმიტომაც დადიხარ ამ სიცხეში გრძელსახელოებიანი მაისურით? გაგიჟდი?! დალევა, ქალები, გულაობა მესმის, მაგრამ წამალი?_თავი ძლივს შევიკავე, რომ პირდაპირ ცხვირ-პირში არ მეთავაზებინა მუშტი._რა გინდა, რა არ გაკმაყოფილებს ამ ცხოვრებაში? რის მიღწევას ცდილობ?! _ეს არაფერია. უბრალოდ გავსინჯე._ხელი ციებიანივით გამომგლიჯა და სახელო ისევ ჩამოიწია. _გასინჯე?! სამჯერ მერე?! მეორე ხელიც მაჩვენე._ახლა მის მარჯვენას წავატანე, მაგრამ არ დამნებდა._გიჟი ხარ? დიდი ხანია იკეთებ? _შემეშვი რა! ცხოვრება ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მანქანიდან რომ გადავიდა, მეც უკან მივყევი ._შემეშვი-მეთქი!_ისევ მიყვირა._ და წადი შენს გზაზე! არავისგან ჭკუის დარიგებები არ მჭირდება, მითუმეტეს შენგან._ფეხს აუჩქარა და ტრასა უკანმოუხედავად გადაჭრა. აღშფოთებული მძღოლების გაბმული სიგნალი და გინებაც კი დაიმსახურა. თუმცა აინუნშიც კი არ ჩაუგდია. სანამ მე მანქანაში დავბრუნდი, ჩავჯექი და ცოტა გავიარე, რათა მომებრუნებინა და უკან დავბრუნდი, რატი ვეღარსად ვნახე. ისე უცბად სად გაქრა, ვერ გავიგე. ცალკე გაოცებული და ცალკე გაბრაზებული კარგა ხანს დავეძებდი, მაგრამ მის კვალს ვეღარსად ვერ მივაკვლიე. რამ შეცვალა და რაზე იყო ჩემზე აკრეფილი, ვერ ვხვდებოდი. საღამოს, კარგად რომ შებინდდა, ისევ მივაკითხე სახლში. არ კი მქონდა იმედი, მაგრამ რიტამ რომ მითხრა თავის ოთახშიაო, გამიხარდა. ჯიქურ შევუღე კარი და შევეჭერი. მომეჩვენა, რომ არ გაჰკვირვებია ჩემი გამოჩენა, მაგრამ მაინც გაიოცა ნაძალადევად. _ისევ შენ? რატო თავს არ დამანებებ? _ადგები ახლავე და ჩემთან წამოხვალ!_მკაცრად რომ ვუთხარი, გაეცინა. _და რატო გგონია, რომ დაგიჯერებ? _იმიტომ, რომ იცი, თუ არ დამიჯერებ, მაგრად გცემ._მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტებიც კი მოვმუჭე. ერთხანს ირონიული მზერით მომჩერებოდა რაც ასე ძალიან მაღიზიანებდა. _ადე-მეთქი._ქეჩოში ვწვდი და საწოლიდან წამოვაგდე._ამაღამ ჩემთან დარჩები და ვილაპარაკებთ._რიტას გასაგონად ვუთხარი და ლამის კისრისტეხით ჩავიყვანე კიბეებზე. არ გამძალიანებია. რომც გამძალიანებოდა, იცოდა რომ, ვერ გამიმკლავდებოდა და უფრო ამის გამო დაჰყვა ალბათ ჩემს ნებას. სადარბაზოდან ახალი გასულები ვიყავით, რომ ტაქსი გაჩერდა და შუახანს მიტანებული კაცი მარდად გადმოვიდა. შვილი წინ რომ შეეფეთა, არც კი დაფიქრებულა, მადიანი სილა გააწნა. რატი მოულოდნელმა სილამ წააბარბაცა და რომ არ წაქცეულიყო, ხელი შევაშველე. _როგორ გაბედე?! მთლად დაკარგე ნამუსი?!_არაადამიანური ხმით უღრიალა და მეორედაც დაუნაცვლა ხელი._მე წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ოჯახი ვარჩინო როგორმე და შენ ასე ხელაღებით ანიავებ ჩემი ოფლით ნაშოვნ ქონებას? ხვალიდან ღია ცის ქვეშ მოგვიწევს ცხოვრება, იცი? თვალით აღარ დამენახო, გაეთრიე აქედან! სადაც გინდა იქ ათენე და აღამე!_ასეთი გაბრაზებული ეს კაცი ცხოვრებაში არ მენახა. _რა მოხდა?_გაოგნებულმა ვიკითხე. _ვაჟბატონმა ბინის გარეშე დაგვტოვა. _რაა?_თითქოს ყურებს არ დავუჯერე. _ბიზნესის წამოწყება მინდოდა, იპოთეკური სესხი ავიღე, მაგრამ არ გაამართლა._ნაძალადევი უდარდელობით შემომღიმა რატიმ. _სამსახური მაქვს, ყოველთვიური შემოსავალი და მე ვერ ვბედავ ბანკიდან სესხის აღებას და შენ როგორ გაბედე?_კი არ ყვიროდა, ჩახლეჩილი ხმით ხაოდა უკვე კაცი._ან იმ დედ..........მა, (ალბათ, ბანკის თანამშრომლები იგულისხმა), როგორ განდეს ორმოცი ათასი? _ორმოცი ათასი?_გავიოცე, საკმაოდ სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი. ამდენის გაფლანგვას თვით მეც კი ვერ გავბედავდი. _დაწყნარდით ბატონო ნუგზარ._ახლა მის დამშვიდებას შევეცადე._იქნებ, არ გემუქრებათ სახლიდან გასახლება? მასე იციან ბანკის თანამშრომლებმა შეშინება. ხვალ გამოგყვებით და დაველაპარაკოთ. ან, სულაც, გადავადება გავაკეთებინოთ. _დღეს მაგ საქმეზე ვირბინე, ვიწვალე და მართლაც გავაკეთე გადავადება. მაგრამ ეგ ვაჟბატონი ჩემს სახლში ფეხს ვეღარ დაადგამს!_რატიზე მანიშნა გაცეცხლებულმა კაცმა._წაიყვანე სადაც გინდა და რაც გინდა ის უყავი, ეგ ჩემი შვილი აღარაა!_მართლაც შებრუნდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ცნობისმოყვარე მეზობლების თვალს რომ მოვრიდებოდით, მანქანაში მექანიკურად ჩავისვი რატი და სწრაფად გამოვედით იქიდან. გაოგნებული ვიყავი. თვით მეც კი, რომელსაც სასწაული მფლანგველის სახელი მქონდა ქალაქში გავარდნილი, ნამდვილად არ ჩავდებდი სახლს ბანკში და ამდენ თანხას არ გავანიავებდი. რა ბიზნესის წამოწყება უნდოდა ნეტა? ინტერესით შევხედე ჩაფიქრებული რომ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. ჩემს ნაქირავებ ბინაში მივიყვანე, რასაც საიდუმლო შტაბად ვიყენებდით ბიჭები და ხანდახან ქალები აგვყავდა იქ. _ახლა დაჯდები და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები იცოდე. არაფერს გადაამლაშებ და არც არაფერს მოაკლებ._დივანზე დავსვი და მე წინ ჩამოვუჯექი._დიდი ხანია წამალზე ზიხარ? _წამალზე არ ვზივარ... უბრალოდ, ფულის ამბავმა იმოქმედა ჩემზე და შვება იმაში ვნახე._დამნაშავის იერით შემომხედა. _ერთხელ მესმის, მაგრამ სამი ნაჩხვლეტი დაგითვალე._ხმა გავიმკაცრე და თვალებიც დავუბრიალე. _უბრალოდ, ცუდი ვენები მაქვს და გაკეთებაში ვიწვალე. უნდობლად რომ შევხედე, ამოიოხრა. _დედის სულს ვფიცავარ, მხოლოდ ერთხელ მოვსინჯე. დედის სულს იშვიათად იფიცებდა და მივხვდი, რომ მართალი იყო. _რაში დაგჭირდა მაგდენი ფული? პირველ ჯერზე უპასუხოდ დატოვა ჩემი კითხვა. მეორედ რომ გავუმეორე, ამჯერად უფრო მკაცრად, მწარედ გაეცინა. _გოგოს ამბავია... _გოგოს ამბავი?_გაოცებისგან პირი ღია დამრჩა._შენ სხვას არიგებ ჭკუაზე, ქალებს არ ენდოთო და... _ნდობა არაფერ შუაშია, მგონი შემიყვარდა. _მერე, იმდენად გამო....დი, რომ მაგხელა თანგა გამოუტანე? ოქროსი აბია? _ის გოგო მე სერიოზულად მომწონს და არ მოგცემ მასზე ბინძური სიტყვებით ლაპარაკის უფლებას._პატარა მაგიდაზე მუშტი გამეტებით დაარტყა და ისე შემომხედა. რომ იტყვიან, გავშრი. რატი და სიყვარული? ერთხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. მე გაოგნებული და გაოცებული რატის ამბით და ის კი ალბათ ბოლომდე არ მენდობოდა. ბოლოს გულმა მაინც ვერ მომითმინა. _ფული გამოგცინცლა და მიგაგდო? _ის გოგო მაგ ფულთან არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჩემით გამოვიტანე. მისი ოცნებების ასრულება მინდოდა და რაღაც დანადგარები გამოვიწერე მისთვის. მან არც კი იცის. ტუპტა საიტი აღმოჩნდა. ვიფიქრე, ცოტა შედარებით იაფში გავაკეთებდი და სულ ისე კი დავრჩი ამოგდებული. კარგა ხანს ისევ გაოგნებული მივჩერებოდი. მართლა არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე, რიტას შეშფოთება გამახსენდა, ნციხარ მეზობელზე და მისი მონაყოლი ზღაპრად მივიჩნიე. ვინ სულელი ფლანგავს ამდენ ფულს უბრალოდ იმისთვის, რომ გოგოს მოაწონოს თავი? _ვითომ უნდა დაგიჯერო?_ეჭვით მოვწკურე თვალები._შენს ზემოთ ნაციხარ ძმაკაცს რომ დასდევ, იქნებ იმას უკავშირდება ის ამბავი. _ვალერის?_გაუკვირდა მისი არსებობა რომ ვიცოდი, მაგრამ დიდად არ ჩამძიებია საიდან მქონდა ეს ინფორმაცია._ვალერი ქურდია, ბევრ ქურდსაც იცნობს და მისი დახმარებით ვაპირებ იმ ფულის ამოღებას. _მერე? _მესამედს შევპირდი და მომიგვარებენ. _ვინ გოგოა მაგისთანა, რომ ასეთ შარში გაყავი მის გამო თავი. ღირს მაინც? წყრომით შემომხედა. _ხო, რა იყო?! არ შეიძლება ვიცოდე? ქალებს გადაყოლილმა დონჟუანმა ვის დაადგი მაგეთსას თვალი? _ვერ იცნობ... არაჩვეულებრივი გოგოა. მართალია, ძალიან მკაცრია და კაპრიზიანი, მაგრამ ის კაპრიზებიც უხდება და ძალიან, ძალიან საყვარელია... შემთხვევით შევხვდი და მას მერე დამიკარგა მოსვენება. მისი შავი თვალების შემონათებაზე ერთნაირად ვიბნევი და ვდნები. იცი, ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებ როცა მის წინ ვდგავარ. სხვას რომ ეთქვა, საცინლად არ მეყოფოდა. ალბათ, ამიტომაც ვისჯები ასე... ვინმე თუ შემიყვარდებოდა, მართლა არ მეგონა, მაგრამ ასეა, ყურებამდე ვარ იმ უკარება გოგოზე შეყვარებული._ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._ქალებში პოპულარულ ბიჭს მეგონა, რომ უარს არც ერთი გოგო არ მეტყოდა, მაგრამ შევცდი... უქნარა და ქარაფშუტა ბიჭები არ მოსწონს, იმიტომ რომ თვითონ ენერგიული და მიზანსწრაფული გოგოა... მისმა აღიარებამ ისე გამაოგნა, კარგა ხანს ხმა ვეღარ ამოვიღე.სხვა ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შეყვარებულ რატის ნამდვილად ვერა. _რა თქვი, რისთვის დაგჭირდა ის ფული?_ცოტა აზრზე რომ მოვედი, მერე ვკითხე. _იმ გოგომ არც კი იცის, რომ მისი სურვილების ასასრულებლად დამედო ამდენი ვალი. ის არაფერ შუაშია!_მკაცრად გამომიცხადა და მალევე გამაჩუმა. _იმ შენმა ქურდმა, ფულს როდის დაგიბრუნებთო?_ახლა ამით დავინტერესდი. _ერთ კვირაში დამიბრუნებენ, ოღონდ მესამედს ვაძლევ მათ გაწეული შრომისთვის. მაინც არ მეყოფა ბინის დასახსნელად._ისევ ამოიოხრა._მართლა რამე ბიზნესი რომ წამომეწყო, კარგი იქნებოდა, ცოტა მოგებას ვნახავდი... _წამოვიწყოთ მერე, რა პრობლემაა?_მოულოდნელი აზრი დამებადა._მეც ჩამოვალ ფულს და მანქანებზე ვიჩალიჩოთ. შედარებით იაფად ვიყიდოთ, ილოს მოვახოდინოთ და ძვირში გავყიდოთ. დღეს მეუბნებოდა, ჩემს ახლობელს მაზდა ყავს გასაყიდიო. ფული სჭირდება თურმე და მუქთად აგდებს. მასეთი ვარიანტი ბევრი გამოჩნდება... სულაც, სახელოსნო ავიღოთ, ილოც ჩვენთან გადმოვიყვანოთ და ვიმუშაოთ. მეც მომწყინდა მამაჩემის კისერზე ჯდომა. გამოგიტყდები და, მეც გავიცანი ერთი გოგო, ვინც სხვა თვალით დამანახა ეს ცხოვრება და მეც მის გამო ვაპირებ ცხოვრების სტილის შეცვლას. _დამცინი?_ეჭვით შემომხედა. _რატო გგონია რომ დაგცინი? თუ კი შენ ცდილობ იმ გოგოს გამო გამოსწორებას, მე ვერავინ ამომდებდა ლაგამს ვითომ? თან, მე უფრო რთულ სიტუაციაში ვარ. იცის ვინ ვარ, ვისი შვილი ვარ და ამის გამო არ მოვწონვარ. თუ მასთან ურთიერთობა მინდა, უნდა შეველიო ჩემს ოქროს ჯართს, ბრენდულ ტანსაცმელს და ყველაფერს, რაც ფუფუნებასთანაა დაკავშირებული. არ უნდა მის გვერდით ვინმემ მიცნოს და ჩემს გამო ყურადღების ცენტრში მოექცეს. მოკლეთ, ასეა ჩემო რატი ჩემი საქმე. ჯერ უნდობლად მიყურა. მერე კი, გულიანად გადაიხარხარა და თავისი ერთად მიჯრილი თეთრი კბილები გამოაჩინა. ვიფიქრე, გაგიჟდა-მეთქი, მაგრამ რომ მივხვდი გულწრფელად ხალისობდა ჩემს ისტორიაზე, მეც გამეცინა. _ტყუილად კი არ ეძახის ქალს საწოლის ეშმაკებს ბებიაჩემი. მართალია, ჯერ საწოლამდე არ მისულა საქმე და დარწმუნებულიც ვარ, გვარიანად მაწრუწუნებს კიდევ კარგა ხანი, მაგრამ ასეა. გადაუტრიალებს კაცს ტვინს, თანაც ისე მიამიტურად, დანაშაული მას რომ არ დაბრალდეს... ჭაკად არის ჩვენი საქმე ძმაო _ამიტომაც გეუბნები, მანქანების ბიზნესი წამოვიწყოთ, რომ რაღაცას მაინც წარმოვადგენდეთ. რას იტყვი? _რა უნდა გითხრა? ვცადოთ._ხალისით არა, მაგრამ არც მთლად უწადინოდ დამთანხმდა. _დილით ვნახავ ილოს და დაველაპარაკები. რაღა სხვისი მოსამსახურე იყოს, ჩვენით ავიღოთ სახელოსნო და სამივე წილში ჩავსხდეთ. მაგაზე ხადავჩიკი ქლაქში არავინ მეგულება. წავალ, საჭმელს ამოვიტან რამეს, თორემ კუჭი დედას მაგინებს უკვე. ლუდსაც ამოვაყოლებ, ოღონდ ცოტას. ხვალ კი, მართლა მივხედოთ ამ საქმეს. ცოტა ხანში მამაშენსაც მოულბება შენზე გული. რიტაც დაელაპარაკება და დაგაბრუნებს სახლში, მაგაზე ნუ იდარდებ._მეგობრულად წამოვარტყი ბეჭებზე ხელი და მართლაც მაღაზიაში ჩავირბინე. მალევე დავბრუნდი სურსათით დატვირთული და გემოზე მოვულხინეთ. რატის ამბავმა რომ მეც დამაფიქრა ამ ცხოვრებაზე და რაღაც იდეები გამიჩნდა, მე ის მიხაროდა. გვიანობამდე ვისხედით და ვლაპარაკობდით, სამომავლო გეგმებს ვაწყობდით. დალევით ბევრი არ დაგვილევია. რატიმ რომ ისევ ცენზურის გარეშე დაიწყო ლაპარაკი, ეს უკვე მესიამოვნა, რადგან ძველი ძმაკაცი დამიბრუნდა უკვე. დილით მართლაც მოვინახულეთ ილო და ჩვენი გეგმები გავანდეთ. სხვათაშორის, როგორც ვვარაუდობდი, რომ მისი დაყოლიება გაგვიჭირდებოდა, შევცდი. ჭკუაში დაუჯდა ჩვენი "გონივრული" გადაწყვეტილება და მალევე დაგვთანხმდა ამ საქმის წამოწყებაზე. მისი ახლობლის მაზდაც ვნახეთ. გულდასმით დათვალიერების შემდეგ კი ჩემი ანგარიშიდან ფული მოვხსენი და ვიყიდე. მერე მთელი დღე ფართის გამონახვას მოვანდომეთ, სადაც ჩვენი სახელოსნო უნდა გაგვეხსნა. ერთობ რთული გამოდგა ეს მისია ჩვენთვის. ბევრი სირბილისა და ძებნის მერე, უკვე რომ გვარიანად დავიქანცენით და იმედიც საბოლოოდ გადაგვეწურა, როგორც იქნა მივაკვლიეთ. მოზრდილი ფართი იყო. მართალია, ქალაქის ცენტრში არ ყოფილა, მაგრამ რას დავეძებდით? მეორე დღეს დილაუთენია კი ზუგდიდისკენ დავადექით გზას. მე, რატი და ილო, წავედით. სპარტაკი არ გამოგვყოლია, არ მცალიაო. რატი წინ მეჯდა და მთელი გზა თავი ამხადა უხამსი ანეგდოტების მოყოლით. ერთი პირობა გაჩერება და გადაგდებაც კი დავუპირე, მაგრამ ბოლომდე მაინ ვერ ვინამუსე და ვერ გავწირე. როცა რამე სადარდებელი ქონდა, ჩუმად იყო, მაგრამ ვერც მის სიჩუმეს ვიტანდი. მისი ლაქლაქიც ყელში მქონდა უკვე ამოსული. მაგრამ მგონი ასეთი რატი უფრო მომწონდა და იმიტომაც არ გადავაგდე მანქანიდან და მთელი ის ოთხსაათნახევარი ვაჟკაცურად ვუძლებდი. ჯერ ზუგდიდში ჩავედით. დაწვრილებით გავარკვიეთ სად და რა დროს ტარდებოდა რბოლა. ინგირის აეროპორტიც მოვინახულეთ და ოთხი საათი იყო ანაკლიაში რომ ჩავედით. კაზანტიპის გამო უამრავი ტურისტი და დამსვენებელი იყო და სასტუმროები გადაჭედილი იყო ხალხით. თავისუფალი ნომერი ძლივს ვიშოვეთ, დავბინავდით და სანაპიროზე გასვლას ისევ აკვაპარკში გასეირნება ვარჩიეთ, სადაც კაზანტიპის დაწყებამდე ძველი და ახალის სინთეზი იყო. ისეთ დროს მივედით, ათიდან თხუთმეტ წლამდე გოგო-ბიჭები ქართულ ეროვნულ ცეკვებს ასრულებდნენ. _აი, ასეთი სამოთხე მესმის._ილომ სახელდახელოდ გაიძრო შარვალი, პერანგიც ერთი ხელის მოსმით შემოიძრო და ღრმა ბიკინებში გამოწყობილი გოგოებისკენ გაეშურა. მათ მოსაწონებლად კი მოხდენილად გადაეშვა თავით აუზში. მე და რატი ქოლგის ქვეშ მოვსხედით და ხმამაღალი მუსიკის ფონზე ცივი სასმელები შევუკვეთეთ. თან ჩვენს ძმაკაცს არ ვაშორებდით თვალს, თევზივით რომ ცურავდა კამკამა წყალში. აშკარად იქცევდა აკისკისებული გოგოების ყურადღებას. _რა სიამოვნებაზე თქვა სპარტაკიმ უარი._გამეცინა._წარმოდგენა არ ქონდა აქ რა ხდებოდა, თორემ ხომ ყველა საქმეს გადადებდა და ჩვენზე წინ ის გამოიქცეოდა? ნახე, რა გოგოები არიან?_ღიმილით მოვავლე ნახევრად შიშველ გოგოებს თვალი._ამათზე რომ კაცი უარს იტყვის, სულელი არ იქნება?_გამაგრილებელი სასმელი ბოლომდე გამოვცალე და მეც გავიძრე ხელის ერთი მოსმით მაისური და ჩემი დაკუნთული სხეული გამოვამზეურე. _მარტო სულელი კაცები ამბობენ ქალებზე უარს?_რაღაცნაირად შემომღიმა რატიმ. _იმპოტენტებიც, გეთანხმები._გამეცინა და შარვალიც გავიძრე. _შეყვარებულები?_ისე სერიოზულად მკითხა, მეც დავსერიოზულდი წამით. _იმ შენი ჭირვეული და უკადრისი გოგოს გამო უარს იტყვი იმ გოგოზე, თვალს რომ არ გაშორებს?_ქერა გოგოზე ვანიშნე თვალით, რომელიც მართლაც კარგა ხანი იყო რაც რატის დაჟინებით და კეკლუცი ღიმილით უმზერდა. _დღეს არა, მაგრამ, ვატყობ რომ ნელ-ნელა ქალებში სიარულის სურვილი მიქრება მის გამო._მომხიბვლელად შემომღიმა რატიმ, მანაც მარდად გაიძრო ტანსაცმელი და აუზს ერთად მივაშურეთ სირბილით. როგორც მჩვეოდა, ჰაერში სალტო გავაკეთე, (წავიმარიაჟე ასე ვთქვათ) და ისე გადავეშვი თავით აუზში. გოგოების მოხიბვლა არასდოს მიჭირდა და არც ახლა გამჭირვებია, მაგრამ ყველაზე წინ მაინც ილომ შეაბა რუსი ქალი და სადღაც წააცუნცულა კიდეც. რატიმაც მალე დაითრია წეღანდელი დაჟინებით მომზირალი გოგო და თვალსა და ხელს-შუა ისინიც ამიორთქლდნენ. მე კი კარგა ხანს დავრჩი აუზში. გული ვიჯერე ცურვით და ლამაზი გოგოების თვალიერებით და როდის-როდის ამოვედი. ისევ ცივი სასმელი ავიღე და ჩემთვის მყუდროდ მოვჯექი ქოლგის ქვეშ. თან, პროფესიული მზერა მოვატარე გოგოებს, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, რომელზე შემეჩერებინა არჩევანი, არ ვიცოდი. საცურაო კოსტიუმებში ყველა მშვენიერი იყო. ჭიქა ნახევრად არ მქონდა ჯერ დაცლილი, რომ ერთმა გოგომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. უფრო ზუსტად მისი თმის ფერმა. ისეთი ალისფერი თმა ქონდა, თითქოს ცეცხლი ეკიდა თავზე და ვულკანის ლავა ეღვრებოდა მხრებზე. თეთრი მოკლე შორტები და შავი მაისური ეცვა, რომელზეც მოცეკვავე ქალ-ვაჟი ეხატა და "მზეკაბანი" ეწერა. გამართული ამაყი ნაბიჯებით ჩამიარა წინ. ერთი კი შემომხედა და დამატყვევა მისმა მწვანე თვალების შემოფეთებამ, მაგრამ მას მგონი არც კი შევუმჩნევივარ. თითქოს ვიღაცას ეძებდა. ძალიან სასიამოვნო არომატი ჩაატარა რომელიღაც ყვავილისა, რომელმაც სასწაულად გამაბრუა. ერთხანს მოჯადოებულივით ვიჯექი და თვალმოუშორებლად შევყურებდი მის წელამდე ზამბარებივით ალისფერ თმას. კარგად რომ გამცდა, მერე მოვეგე გონს, სასწრაფოდ ამოვიცვი შარვალი, მაისურიც ძლივს გადავიცვი, რომელიც გამიძალიანდა რატომღაც და უკან ავედევნე. ხალხის ბრბოს ძლივს ვარღვევდი და ისე მივიწევდი წინ. რამოდენიმემ უხაშადაც კი მისაყვედურა, თვალებიდან ვერ იხედებიო, მაგრამ ზერელე ბოდიშებით ვცდილობდი მათგან მალე თავის დაღწევას და ჟღალთმიან გოგოს, რომლის თმაც ალექსანდრიის შუქურასავით მინათებდა გზას და თავისკენ მიზიდავდა, ენაგადმოგდებული ძაღლივით მივყვებოდი ქაქანით უკან. კარგა ხანს ვსდიე. ბევრი ხელისშემშლელი წინაღობა შემხვდა და ცოტა მომეტებულადაც კი ჩამოვრჩი უკან, მაგრამ მისი თმა კილომეტრებიდანაც კი ჩანდა. ასე, რომ თვალთახედვის არედან არ დამიკარგავს და იმედიანად ვიყავი. ბულვარზე რომ გავიდა, იქ შედარებით იკლო ხალხის ნაკადმა. სულ ცოტათი წამოვეწიე კიდეც. ის იყო, ორმოცდაათ მეტრში მივუახლოვდი, რომ საიდანღაც ათიოდე წლის გოგონა გამოვარდა ყვირილით. _მასწავლებელო!!! მასწავლებელო!!! ანდრო და ვაკო სანაპიროზე ვიპოვეთ!!! ჟღალთმიანი გოგონა მაშინვე სირბილით გაეშურა სანაპიროსკენ და მეც უკან მივყევი. რაღა თქმა უნდა, მეც სირბილით. სანაპიროზე ისევ აირია ხალხი და ცოტა არ იყოს ისევ ჩამოვრჩი. მერე კი, საიდანღაც მამაჩემის თანაპარტიელი და ძველი მეგობარი მევლუდი გამომიხტა კაკო ყაჩაღივით და გზა გადამიღობა. შემაჩერა. მომიკითხა, მამაჩემიც მოიკითხა. მართას რომ არ ესწავლებინა ჩემთვის ზრდილობა და პატივისცემა, ხომ იქვე მივატოვებდი იმ დაბალ, მსუქან და მელოტ კაცს, რომელიც სავარაუდოდ ახალგაზრდა საყვარელთან ერთად ერთობოდა შავი ზღვის სანაპიროზე და მე ხომ ისევ იმ ჟღალთმიანს გავეკიდებოდი? მომეშალა და რა მომეშალა ნერვები, მაგრამ ხმამაღლა და ცხადად ამას როგორ ვაღიარებდი? კარგა ხანს მელაპარაკა ბატონი მევლუდი. ანაკლიის ინფრასტრუქტურაზეც კი ჩამომიგდო ეშმაკქაჯურად საუბარი. არად აგდებდა იმას, გიჟივით რომ ვაცეცებდი თვალებს და აშკარად მეტყობოდა, რომ ვიღაცას ვეძებდი. ბოლოს, ქაქანით რომ დაიღალა, კი დამემშვიდობა ღიმილით, მაგრამ ჩემი წითური მასწავლებელი ვეღარსად ვიპოვე. ლამის მთლიანი სანაპირო შემოვირბინე და ყოველი კუთხე-კუნჭული გადავჩხრიკე, მაგრამ ამაოდ, მისი ალისფერი თმისთვის აღარსად მომიკრავს თვალი. გაბოროტებული და გაგულისებული დავბრუნდი აკვაპარკში. ილოს და რატის მოძებნა არ მიცდია. გაცეცხლებული გულის გაგრილებას ცივი სასმელებით შევეცადე და შევუკვეთე კიდეც ბარმენს ლამაზ ბუნგალოში, მაგრამ დროულად გამახსენდა რბოლა. ამიტომ მალევე მოვეგე გონს და წავატორმუზე. თუმცა, ცოტა მაინც გამაბრუა სასმელმა. მერე, ხმამაღალმა ელექტრონულმა მუსიკამ თავი ამატკია. სასწაულად მოცეკვავე ახალგაზრდებმაც მომიშხამეს ისედაც მოშხამული გუნება-განწყობა და ისევ ბულვარში გავისეირნე. იქიდან სანაპიროზე გავწიე და პირველად მოხდა, რომ ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით დავტკბი. კარგა ხანს ვიხეტიალე იქაც და მერე კი დაღლილ-დაქანცული პირდაპირ სასტუმროში წავედი. ბიჭებმა ტელეფონით რომ მომიკითხეს და მათთან მისვლა მთხოვეს, დამეზარა იმ ღრიანცელში დაბრუნება და სახვალიოდ ძალების აღსადგენად უნდა გამოვიძინო-მეთქი, გამოვუცხადე. დიდად აღარ ჩამომკიდებიან და ძალიანაც გამიხარდა. გვიანობამდე ღრეობდნენ და შუაღამე გადასული იქნებოდა, ნომერში რომ შემოიძურწნენ. ისევ მეღვიძა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. არ მინდოდა ლაქლაქი გაებათ და თავი მოებეზრებინათ ჩემთვის. თავად ჯერ ისევ მევლუდზე ვბრაზობდი, ხელი რომ შემიშალა იმ ჟღალთმიანის გაცნობაში. დაწოლისთანავე მალე ამოუშვეს ფშვინვა. ცალკე ალკოჰოლმა და ცალკე დაღლამ იმოქმედა ალბათ. მე კი ვეღარა და ვერ მოვხუჭე თვალი. (ჩემზე არაფერი მოქნედებდა). წოლით ისე დავიღალე, თითქოს დილიდან დაღამებამდე ტრენაჟორებზე ვიდექი და ვვარჯიშობდი. ამიტომ, ინათა თუ არა, ავდექი კიდეც. ქურდივით უხმაუროდ გამოვიპარე ნომრიდან, რომ ბიჭები არ გამეღვიძებინა და პირდაპირ სანაპიროსკენ ავიღე გეზი. იქ რა მიმარბენინებდა არ ვიცი, მაგრამ გაუცნობიერებლად მივაბიჯებდი. თან, კმაყოფილების შეგრძნება არ მტოვებდა. გვიან აღმოვაჩინე, რომ პირსის მონუმენტისკენ მივდიოდი. ხიდზე არ გავსულვარ. მის ძირ-ძირ გავიარე და ბოლო წერტილს რომ მივაღწიე, ზღვას გავხედე, რომელიც საოცრად ღელავდა. სასწაული სანახავი იყო და მოჯადოებულივით შევყურებდი. სუსტი ნიავი ნელ-ნელა მძლავრობდა და შავ ქოჩორს გვარიანად მიწეწავდა. თუმცა არაფრად ვაგდებდი. კარგა ხანს ვუმზირე ჰორიზონტს და გამობრუნება რომ დავაპირე, ზემოდან გოგოების კისკისი შემომესმა. _იქეთ გაიხედე... აი ასე... უფრო ბუნებრივი და ლამაზია.... მივხვდი, ფოტოებს იღებდნენ. მერე, ჩუმი შეკივლებაც შემომესმა, რასაც ისევ მშვენიერი კისკისი მოჰყვა და სულ მალე ჩემს წინ ნარ-ნარით დაეშვა თხელი შარფი. ინსტიქტურად ავიხედე ზემოთ და მოაჯირზე თითქმის ნახევარი წელით გადმოყუდებული გოგონა დავინახე. ამომავალი მზის სხივები მის გაშლილ თმაში სასწაულად კიაფობდა და თითქოს ვულკანი იღვრებოდა მის მხრებზე. წამიერად დავმუნჯდი. ის ჟღალთმიანი გოგო იყო, გუშინ რომ ვდიე და ვერ დავეწიე. მის დანახვაზე გული გამიჩერდა თითქოს. ღვთაებრივი სილამაზის ღიმილით უმზერდა შარფს, რომელიც ნიავმა მოშორებით გააქროლა და ზღვაში გაშლით ჩააგდო. ჩემს დაჟინებულ მზერაზე რომ შემომხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს გადააწყდა, გული გამალებით ამიჩქროლა. მერე მის გვერდით თხუთმეტიოდე წლის გოგონაც გადმოეყუდა და მანაც სინანულით გახედა შარფს, რომელიც ნელ-ნელა სველდებოდა და იძირებოდა წყალში. ინსტიქტურად გავიხადე ფეხსაცმელები, მაისურიც ხელის ერთი მოსმით გადავიძრე, ტელეფონიც ზედ მივაგდე და მოხდენილად გადავეშვი თავით. ჟიურის რომ დავენახე, აუცილებლად უმაღლესი ქულით შემიფასებდა ნახტომს. მალევე ამოვყურყუმელავდი და ოციოდე მეტრის გაცურვა მომიწია. ძლივს მივაგენი შარფს, რომელიც ის-ის იყო იძირებოდა და გახარებულმა შემოვიხვიე კისერზე. მაგრამ რომ შემოვბრუნდი, გოგოები ხიდზე გარბოდნენ უკვე სიცილ-კისკისით. გული დამწყდა. მეგონა, მადლობას მაინც დავიმსახურებდი დილაუთენია ამ შარფის გამო გაყინულ წყალში რომ გადავეშვი სულელივით. მართალია, ეს ჩემი სიგიჟე არავის დაუძალებია, მაგრამ მაინც გამოყენებულად ვიგრძენი თავი. გაწბილებული ამოვედი ზღვიდან. მაისური და ფეხსაცმელები სასწრაფო წესით ჩავიცვი და მეც გავიქეცი. სველი შარვალი ხელს მიშლიდა სირბილში, მაგრამ მაინც რაც შემეძლო სწრაფად მივრბოდი, რომ იქნებ იმ ჟღალთმიან გოგოს დავწეოდი, გუშინდელს აქეთ მოსვენება რომ დამაკარგვინა. კარგა გვარიანად დაქანცულმა გავაღწიე სანაპირომდე, მაგრამ ისე უცბად სად აორთქლდნენ გოგოები, ვერ გავიგე. სანაპიროც და ბულვარიც ქაქანით შემოვირბინე და გულდასმით გადავჩხრიკე ყოველი კუთხე-კუნჭული, მაგრამ სულ ტყუილად, მათ ასავალ-დასავალს ვეღარსად მივაკვლიე. ყელზე შემოხვეულ შარფს ზუსტად ის სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, გუშინ ჩემს წინ ჩავლისას რომ დამიტოვა იმ ჟღალთმიანმა და ამით მაინც ვიმშვიდებდი აფორიაქებულ გულს. სასტუმროში რომ დავბრუნდი და ნომერში ისევ ქურდივით შევიპარე, ილოს უკვე ეღვიძა და გაოცებულმა შემათვალიერა. _რა გჭირს, ტო? ჩემს შარვალს გზადაგზა წვეთები კი აღარ გასდიოდა, მაგრამ მაინც აშკარად მემჩნეოდა, რომ სველი მეცვა. _ისეთი არაფერი, ფეხი დამიცდა და ზღვაში მოვადინე ტყაპანი._დავუმალე სინამდვილეში რაც მოხდა და ტანსაცმლის გამოცვლას შევუდექი. _რატი ადგება თუ არა, წავიხემსოთ და ზუგდიდშიც წავიდეთ._ეს ისეთი ტონით გამომიცხადა ძმაკაცმა, რომ უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო და ჩემგან გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა. _ასე მალე?_მაინც გავიოცე._სანაპიროზე ან ბულვარში გაგვევლო. ან, სულაც, აკვაპარკში... _წუხელ არ ინებე, როცა სანახაობა და გასართობი უხვად იყო და ახლა რაღა გინდა იქ?_გაუკვირდა. მერე რატის მიუბრუნდა და გვარიანად შეანჯღრია._ადე, როდემდე უნდა იძინო? ისეთი შეშფოთებული სახით წამოჯდა რატი და ისე საცოდავად ააფახულა შიშისგან გაფართოებული თავისი მომაჯადოებელი ცისფერი თვალები, გულწრფელად შემეცოდა. _ნუ ზარმაცობთ, დროზე! თავი მოიწესრიგეთ, წავიხემსოთ და წავიდეთ!_მოულოდნელად ისე დაგვჭექა ილომ, გვარიანად შევკრთი. წასვლა არ მინდოდა. ჩემი ჟღალთმიანის მოძებნა მწყუროდა ყველაზე მეტად, მაგრამ... მის სურვილს დავყევით ორივენი, ნომერი დავცალეთ ჩვენი ავლადიდებით, იქვე სასადილოში "წავიხემსეთ" ასე ვთქვათ და ზუგდიდისკენ გავწიეთ. _ჯერ რბოლაში არ იღებ მონაწილეობას და ნელა რომ გვატარო, არ გინდა?_ილოს ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. მართლაც მთელი სისწრაფით მივქროდი გაუცნობიერებლად._რა გჭირთ ტო, გინდა შენ და გინდა რატის? რაღაც ვეღარ მიცვნიხართ. რა ხდება თქვენს თავს? _ლექსოსი რა გითხრა, მაგრამ მე კი აშკარად საბანი გადამეხადა და ცუდი სიზმარი ვნახე._გახუმრება სცადა რატიმ და თავისებურად გაიღრიჭა კიდეც. მე კი ისევ საჭეს ვიყავი ჩაფრენილი და მაინც მთელი სისწრაფით მივქროდი წინ. _დეპეშა მიგაქვს?!_ისევ მისაყვედურა ილომ._არც ერთი მანქანა არ გაუშვა ერთი წინ, ყველას გადაასწარი... იმ შობელძაღლს, სავარცხელი მაინც არ აქვს, რომ გადმოგვიგდოს და ტყე აღიმართოს წინ?._ჩვენს წინ მიმავალ სპრინტერზე თქვა, რომელსაც ნელ-ნელა ვეწეოდი და საცაა გადავასწრებდი კიდეც. _რაო, გეშინია?_გამეღიმა._მაშ, მე რომ მიკადებ რბოლებში მონაწილეობაზე? _აქ სარბოლო ტრასაა მერე? წინ იყურე, არაფერს შეასკდე!_ისევ მისაყვედურა. იმის მაგივრად, რომ მეგობრის რჩევა გამეთვალისწინებინა, უფრო ბოლომდე მივაჭირე სიჩქარის სატერფულს ფეხი და ჩვენს წინ მიმავალ მერსედესის თეთრ სპრინტერს წამებში წამოვეწიე. უწყვეტი ზოლი იყო, წინ შემხვედრი მანქანებიც მოდიოდნენ, მაგრამ მაინც გადავასწარი და კმაყოფილმა შევხედე ილოს, შიშისგან გაფართოებული თვალებით რომ იჯდა ჩემს გვერდით. შემთხვევით, სპრინტერისკენაც გამექცა თვალი, სანამ ბოლომდე გადავასწრებდი და მის ფანჯარასთან ჟღალთმიან გოგოს მოვკარი თვალი. ჯერ თვალებს არ დავუჯერე თითქოს. მერე, რომ დავრწმუნდი ის იყო, ილოსთან ერთად რატიმაც ატეხა ისტერიული ყვირილი და აზრზე რომ მოვედი, წინ შემხვედრ მანქანას ჩემს სავალ ნაწილზე ძლივს შევასწარი შესვლა. _გაგიჟდი?! რეებს აკეთებ?!_ისევ ამიყვირდა ილო._უნდა ამოვიხოცოთ, ნელა არ შეგიძლია! მისი თქმა აღარ მინდოდა, სწრაფადვე დავაგდე სიჩქარე, რომ სპრინტერი არ ჩამომრჩენოდა უკან, მაგრამ ჩემს ბედზე პატრულიც გამოჩნდა, ვისაც ჩემი გიჟური რბოლა შეუმჩნეველი არ დარჩენია და მაშინვე ჩასძახა მეგაფონში, რომ გამეჩერებინა. _ახლა ამის დროა?_ნერვიულად გავაღრჭიალე კბილები და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი. მანქანა რომ შევაჩერე, მალევე ჩამიქროლა სპრინტერმა გვერდით. მოვახერხე და ნომერი ჩავიმახსოვრე გონებაში და პატრულის თანამშრომელს, რომელიც მალევე მომიახლოვდა, საბუთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გავუწოდე. მამაჩემის შვილს თბილისში და მის შემოგარენში ადვილად მცნობდნენ, აქ კი ცოტა დიდხანს მაყურყუტეს. ბოლოს, ორმოცდაათლარიანი ჯარიმა მაინც გამომიწერეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის და როცა გაგვიშვეს კი, მაშინაც გიჟივით გავიჭერი წინ. ალბათ, სადმე გადაუხვია იმ მერსედესმა, თორემ ვერსად გამასწრებდა. ვითომ შემთხვევით გავცდი აეროპორტსაც, სადაც რბოლა ტარდებოდა, მაგრამ ილომ მალევე "შემახსენა" სადაც მივდიოდით და უკმაყოფილო სახით შემოვაბრუნე მანქანა. ეს უკვე მესამედ დავინახე ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი და ამჯერადაც დამეკარგა. ალბათ, არ მეწერა მისი გაცნობა. უარესად მომეშხამა გუნება. ვერც მოწყობილი სარბოლო ტრასის ხილვამ და ნაირ-ნაირი ავტომობილების თვალიერებამ მომიყვანა ხასიათზე. სულ ის ჟღალთმიანი გოგონა მედგა თვალწინ და მასზე მეფიქრებოდა. მერე, მისი შარფი გამახსენდა, ჯიბეში რომ მქონდა ჩაჭყუნული. ისევ კისერზე მოვიხვიე და გადავწყვიტე, რომ დღევანდელი გამარჯვება მისთვის მიმეძღვნა. თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი. ყველანაირად დავწყნარდი, დავმშვიდდი და კონცენტრაცია მხოლოდ დღევანდელ რბოლაზე გადავიტანე. ვერ ვიტყვი, საუკეთესო მძღოლი და მრბოლელი ვარ-მეთქი, ან ყველაზე მაგარი მანქანა მე მყავდა, მაგრამ ეს რბოლა მართლაც მე მოვიგე. ვფიქრობ, უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ იმ ჟღალთმიანს რომ მივუძღვენი დღევანდელი დღე, მიხაროდა. მისი შარფი ფაქიზად მეხვეოდა კისერზე და სურნელიც თავბრუს მახვევდა. ასეთი ბედნიერი და თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. ჯილდოდ ხუთასი ლარი და ასი ლიტრი საწვავი მერგო. ჩემი პირველობა მარტო მე კი არა, ჩემს ძმაკაცებსაც უზომოდ გაუხარდათ. უცნობმა მოყვარულმა მრბოლელმა, პირველობა რომ არავის დავუთმე, ნამდვილად არ დარჩენილა უყურადღებოდ. ილოს იმედებიც გამართლდა და რამოდენიმე სერიოზულ რბოლაში შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. ისეთი გახარებული ვიყავი, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. რბოლის დასასრულს კარგა ხანს დავრჩით ზუგდიდში და საღამო იყო უკვე, თბილისისკენ რომ დავიძარით. წვიმას აპირებდა და საკმაოდ გრილოდა. ავტობანზე მანქანების სიმცირე შეინიშნებოდა და ამიტომ რაც შემეძლო მთელი სისწრაფით მოვქროდი სახლისკენ. ლეაზე და იმ უცნობ ჟღალთმიანზე მეფიქრებოდა რატომღაც. ილოს ეძინა, რატი კი ჩუმად იჯდა და მგონი ისიც თავის შეყვარებულ გოგონაზე ფიქრობდა... ზუსტად პირველის ნახევარი იყო, ეზოში რომ შევიყვანე მანქანა. ბობი, როგორც ყოველთვის, ახლაც აშვებული იყო და მხიარული ყეფით შემომეგება. _რაო, ჩემი ყოჩაღი ბიჭი, მოგენატრე?_სიყვარულით მივეფერე და თავზე გადავუსვი ხელი. მასაც მეტი აღარ უნდოდა, ისეთი ინერციით შემომახტა და შემომაბობღდა, ლამის წამაქცია. კარგა ხანს ვეთამაშე და მერე, მამაჩემის კაბინეტიდან გამომავალი შუქი რომ შევნიშნე, მასთან გავეშურე. კარზე ფრთხილად მივუკაკუნე და თანხმობა რომ მივიღე, მხოლოდ ამის მერე შევედი. თავის საწერ მაგიდასღან იჯდა და საბუთებში იყო ჩავჩარგული. ალბათ მართა ვეგონე, რადგან მე რომ შევედი, გაუკვირდა. _როდის მოხვედი, ვერ გავიგე._თითქოს მომიბოდიშა და სათვალეებს ზემოდან ამომხედა._მეგონა ზუგდიდში დარჩებოდი. მოკლეთ, ამ კაცისთვის არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯი გაუგებელი არ რჩებოდა. ან, საიდან და როგორ იგებდა, ვერ ვხვდებოდი. ნეტავ რამდენი ინფორმატორი ყავდა ჩემს გარშემო მიმოფანტული? ერთადერთი, დედაჩემის ამბავი არ იცოდა მგონი, თორემ რამეს აუცილებლად მეტყოდა. _რა ხდებოდა ზუგდიდში?_ეჭვით მკითხა _ანაკლიაში ვიყავი კაზანტიპზე ბიჭებთან ერთად._რბოლის ამბავი დავუმალე, რადგან ყოველთვის აგდებით უყურებდა ამ ჩემს "ახირებას." _ცოტა რომ მოეშვა მაგ შენს გართობას და ღრეობას, ხომ შეიძლება? არჩევნები ახლოვდება, შენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა არ მაწყენდა. სხვის შვილებს რომ ვუყურებ, მშობლებს გვერდში უდგანან და სულ მალე მათ ადგილებსაც დაიკავებენ, შენ კი, რა ხარ ამისთანა არ ვიცი, არასდროს გაინტერესებს ჩემი საქმიანობა._წყენით შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე._ამომრჩევლებთან შეხვედრები მაქვს დანიშნული სხვადასხვა რეგიონებში და მინდა, რომ გვერდით მყავდე. _ეგ თხოვნაა თუ მოთხოვნა?_უნდილად გავიღრიჭე და მის წინ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი. _შენ როგორც გინდა ისე მიიღე, მე კი მოვითხოვ, რომ გვერდში მედგე._საკმაოდ მკაცრი ხმით მითხრა და ისევ საბუთებს დაუბრუნდა._ორ-სამ დღეში მარნეულის მოსახლეობას უნდა შევხვდეთ და აქედანვე გეუბნები, რომ ჩემთვისაც გამონახო დრო და გვერდში დამიდგე. ამომრჩეველთა წინ აფერისტული ღიმილით და ცრუ დაპირებებით წარდგომა არანაირად არ მხიბლავდა. მაგის ნიჭი და უნარიც უნდა გქონდეს ალბათ კაცს, რომ ისე დაპირდე და ისე ოსტატურად დააჯერო ამომრჩეველი, რომ ამ ვადაში მაინც გაუკეთებ იმ ყველაფერს რასაც დაპირდები, ოღონდ შენ აგირჩიოს და ისევ შენ მოგცეს არჩევნებზე ხმა. ალბათ მამაჩემმა შემატყო უკმაყოფილება, რადგან ისევ შემომხედა და მკაცრად გამომიცხადა. _არ დამიდგები ამ წინასაარჩევნოდ გვერდში და დაემშვიდობე შენს ფუფუნების საგნებს და განცხრომით ცხოვრებას. ანგარიშებსაც დაგიბლოკავ და კაპიკიანის ღირსს არ გაგხდი! უფულობა ახლა ნამდვილად არ მაწყობდა, მე ჩემი ბიზნესის წამოწყება მინდოდა და ეს კაცი თუ კი შემიწყვეტდა დაფინანსებას, რა უნდა გამეკეთებინა? რატისაც ერთ კვირაში ექნებოდა თანხა, ასე რომ მინდოდა თუ არ მინდოდა რამოდენიმე დღე მაინც ამ კაცის გულის დამწველი და გვერდში მდგომი უნდა ვყოფილიყავი. _დაგიდგები, როგორ არ დაგიდგები, უბრალოდ ჩავფიქრდი, რამე ისეთი მნიშვნელოვანი ხომ არ მქონდა ჩანიშნული, რომ გადამედო?_მეც მისნაირი აფერისტობით მოვუქონე თავი. ირონიული ღიმილით რომ ამომხედა, მეც ნაძალადევად გავუღიმე. _ჩემი იმედი გქონდეს, არ არის პრობლემა, ახლა კი წავალ დავისვენებ, თორემ მგზავრობამ ძალიან დამღალა._ეს ვთქვი და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მისმა მზერამ ერთ ადგილს მიმალურსმა თითქოს. _იმ ქალის ამბავი როგორ მოგვარდა, შენ რომ დაეჯახე? ეჭვით შევხედე. ნეტავ იცოდა რამე და მცდიდა? _არაუშავს, კარგადაა, მისი მკურნალობის ხარჯები დავფარე. ორ-სამ დღეში გაწერენ კიდეც საავადმყოფოდან. _კარგია, რომ მსხვერპლით არ დასრულდა ამ წინასაარჩევნოდ. ისიც კარგია, რომ ყურადღება გამოიჩინე და უპატრონე. ცუდი კი ის არის, რომ არც პრესას გააგებინე და არც ტელევიზიას... შექება კი მესიამოვნა და გავიბადრე კიდეც, მაგრამ პრესა და ტელევიზია რომ ახსენა, შევკრთი. ისე ხომ არ მებუზღუნებოდა ლეა და ახლა ჟურნალისტები დამეხვივნა თავზე, ხომ მეტიც არ უნდოდა? _რომელ საავადმყოფოში წევს, მითხარი და მივალ, მოვინახულებ. ოჰო, აქ კი დამცხა. ნერწყვიც კი გადამცდა სასულეში და ხველა ამიტყდა. _ხვალ შუადღის მერე უნდა წავიდე სანახავად, გამოგივლი და ერთად მივიდეთ..._როგორც იქნა მოვუყარე სათქმელს თავი. _ეგ მთლად უკეთესი._ისე გაუხარდა მამაჩემს, ვინ იცის რას შევპირდი._კარგი, წადი, დაისვენე. ხვალ არა მაგრამ მგონი ზეგ უკვე დამჭირდები. უფლება დამრთა თუ არა, მაშინვე გამოვვარდი მისი კაბინეტიდან. რაღაც უნდა მომეფიქრებინა. სახვალიოდ სერიოზული გეგმა მჭირდებოდა, თორემ მამაჩემის რისხვას დავიმსახურებდი. მაგრამ ისე მქონდა ტვინი გათიშული, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. იქნებ, არც არაფერი ეთქვა, მაგრამ მე პანიკურმა შიშმა შემიპყრო რატომღაც. მითუმეტეს, ახლა იმას თუ გაიგებდა, რომ ლეასთან ურთიერთობის აწყობას ვცდილობდი... მოკლეთ, ისევ დაძინება ვარჩიე. დასვენებული ტვინით დილით უფრო მოვიფიქრებდი რამეს და ორი ღამის უძილოს ტკბილად ჩამეძინა. დილაუთენია კი რატი და ილო დამადგნენ სახლში, მაგარი ნივაა გასაყიდი, მუქთად აგდებს პატრონი და ვიყიდოთო, ილომ. _ნივა?_გავიკვირვე. _ხო, რა იყო?_თვითონ უარესად გაიკვირვა._მრავალფეროვნებისთვის ნივაც დავითრიოთ კაპიკებში. _ნივა ვის რა ჩემ ყ..დ უნდა თუ ძმა ხარ რა._რატიმ თავისი ლექსიკონი გამოიყენა. _როგორ გეტყობათ, რომ არაფრის აზრზე არ ხართ რაა._ორივე ერთად ერთ დიდ უცოდინარობის ქვაბში ჩაგვყარა და მოგვხარშა კიდეც ჩვენმა გათვითცნობიერებულმა ძმაკაცმა._სავეცკი მანქანებიდან ნივა ერთ-ერთია, რომელიც ისევ კარგად იყიდება. მთიან ადგილებში და სოფელში ნივას მაგარი ხოდი აქვს. შეიძლება თბილისში არ იყიდოს არავინ, მაგრამ წადი ძმაო თიანეთში, სვანეთში, ყაზბეგში, ბაკურიანში. რაღა ნივა და რაღა ბენტლი ბენტაიგა. _ღადაობ?_გულიანად გადაიხარხარა რატიმ. _სულაც არა._ეწყინა ილოს._გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" ნივა და ბენტაიგა გვერდიგვერდ დააყენა. იმიტომ ძმაო, რომ ორივეს ბევრი რამ აქვს საერთო... _მაგალითად?_სიცილი ძლივს შევიკავე და ისე შევხედე დასერიოზულებულ ძმაკაცს. _ორივე ოთხი ოთხზეა, ორივეს ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. მართალია ერთი ბენტლის ფასად ოცი ნივა მოგივა, მაგრამ გლეხ კაცს, ვისაც ამდენი თანხა არ აქვს, ტყე-ღრეში სასიარულოდ ისევ იაფი და იორღა ურჩევნია. _რა გინდა, უმუშავებს ტვინი, ჰა?!_რატიმ კეფაში წამოარტყა ხელი._სავეცკი მანქანებიც ვცადოთ, ჩვენი რაღა მიდის? ცოტა რომ დავფიქრდი, მეც ჭკუაში დამიჯდა. უფრო იმიტომ, რომ სანამ იმ ნივას გავყიდიდი, ლეასთან ვიზიტებისთვის გამომადგებოდა. სასწრაფოდ მოვიწესრიგე თავი და ძმაკაცებს გავყევი ნივის შესაძენად. ადგილზე მისულებს გასაოცარი რამ დაგვხვდა: ასეთი მოვლილი, გაწკეპილი და შენახული მანქანა, თანაც სავეცკი, მგონი პირველად ვნახე. ვიდზე ხომ იყო და იყო, და ახლა შიგნეულობა რაღაც სასწაული ქონდა. კარგა ხანს იყო ახდილ კაპოტში ილო წაყირავებული და გულდასმით ამოწმებდა და ათვალიერებდა ყველაფერს. მერე, იმდენი ებაზრა გამყიდველს, ისედაც მართლა მუქთად აგდებდა და კიდევაც დააკლებინა. ჩემი ბეემვე ილოს და რატის გავატანე ჩვენს სახელოსნოში. _ტესტდრაივს ჩავუტარებ, ცოტას გავივლი ქალაქში და მოვალ._სასწრაფო წესით მივუჯექი ნივის საჭეს და გეზი პირდაპირ ლეას სახლისკენ ავიღე. შეიძლება სულაც საავადმყოფოში ყოფილიყო დედასთან, მაგრამ მაინც იქით გავწიე რატომღაც. არ მისული მის სახლამდე, ჩემს წინ მიმავალ მანქანას საბურავი მოსძვრა და გადაასწრო კიდეც. ამის დანახვაზე ღიმილი კი მომეფინა სახეზე, მაგრამ წამიერად. მერე კი გავიაზრე, რა სახიფათო იყო და ავტომანქანა რომ გაჩერდა მეც მის უკან შევაჩერე მანქანა. მძღოლი ახალგაზრდა პატარა გოგო იყო, ასე 18-19 წლისა. ისეთი შეშინებული იყო, შემეცოდა. გაქცეული ბორბალი მოვუტანე. აღმოჩნდა, რომ მანქანაში დომკრატი არ ქონდა, ჩემი გამოვიყენე და დავუყენე. მოკლეთ, კეთილი საქმე გავაკეთე და გვარიანადაც გავიზუნთე ჩემი თეთრი მაისური. გოგომ, რომელსაც ლიკა ერქვა და როგორც ვივარაუდე, ახალბედა მძღოლი იყო, უთვალავი მადლობა მიხადა, ფულიც კი შემომთავაზა გაწეული შრომისთვის, მაგრამ მე ისეთი კაცი ვიყავი, გაჭირვებაში გოგოს დავხმარებოდი და ფული გამომერთმია? მერე ნომერი ჩამაწერინა, ვაკეში ვცხოვრობ და თუ იქით მოხვდით და რამე გაგიჭირდეს, დამირეკე და დაგეხმარებიო. გოგოს რომ დავემშვიდობე და საჭეს მივუჯექი, ისეთი ჭუჭყიანი ხელები მქონდა, საჭესთვის ხელის მოკიდება არ მინდოდა, ჩემი მაისური ისედაც საშინელი შესახედი იყო და ჩემი ხელების ანაბეჭდებიც ზედ დავატყე. მერე კი პირდაპირ ლეას სახლისკენ გავწიე და ზედ მის ჭიშკართან შევაჩერე ჩემი თეთრი ნივა. ამით იმის დამტკიცება მინდოდა ჩემი დაიკოსთვის, რომ მისი რჩევები გავითვალისწინე და ფუფუნების საგნების გარეშეც შემეძლო მშვენივრად ცხოვრება. გასაღებების აცმის ტრიალით გადავედი მანქანიდან და ზარი დავრეკე. თვალნათლივ დავინახე მისი გაოცებულ სახე ასეთ ფორმაში რომ დამინახავდა და გამეღიმა. ამასობაში თითიდან გასაღებების აცმა გამძვრა და პირდაპირ კარების წინ დამივარდა. ის იყო დავიხარე ასაღებად, რომ კარიც გაიღო და ზუსტად ჩემს ცხვირ წინ ვიღაცის ფეხები დავლანდე. შავ-თეთრში დაზოლილი წინდები ეცვა. თვალი ნელ-ნელა ავაყოლე მშვენიერ ფეხებს, რომლებსაც ზოლიანი წინდები მუხლს ზემოთ სწვდებოდა. მოკლე შორტები ეცვა. ღრენის ხმა რომ შემომესმა, ჩემი ძველი ნაცნობი ფეფოც დავინახე, ვიღაცის ხელებიდან დასხლტომას რომ ლამობდა და გაავებული მიყეფდა. მერე მხრებზე გადმოყრილ წითურ ნაწნავებს მოვკარი თვალი და მომაჯადოებელ მწვანე თვალებსაც. გაოცებული გავიმართე წელში და ქუჩის აღმნიშვნელ აბრას და სახლის ნომერს გაოცებულმა შევხედე, მისამართი ხომ არ მეშლება-მეთქი, მაგრამ ფეფოც ნაცნობი იყო და ზუსტ მისამართზეც ვიყავი მოსული. ეს კი ჩემი ანაკლიელი წითური ლამაზმანი იყო. გონებაში მაშინვე პეპი გრძელწინდამ გამიელვა. მე აღტაცებული ვიყავი მისი ხილვით, ის კი გაოცებული მომჩერებოდა. აშკარად მიცნო და უკვირდა, აქ რა მინდოდა. კარგა ხანს შევყურებდით ერთმანეთს. მერე ლეამაც გამოიხედა. _აა, ლექსო, შენ ხარ? მოდი, მოდი._სახლში შემიპატიჟა, რადგან წითური გოგო აშკარად დაბნეული იყო. ლეამ გვიან შემნიშნა ტურტლიანი რომ ვიყავი. _უი, ეგ რას გავხარ, რა დაგეტაკა?_გაოცება აღებეჭდა ლამაზ სახეზე. _ვიღაც გოგოს საბურავის მიყენებაში მივეხმარე._სიამაყით განვაცხადე და ეზოში ისე შევედი. თან ჩემს გასაღებების აცმას ვატრიალებდი ისევ. ფეფო კი ისევ მყეფდა და მყეფდა. მისი პატრონი პეპი კი ძლივს იმორჩილებდა. ალბათ რომ გაეშვა, თავ-ფეხიანად შემჭამდა. _რატომ არ მოგწონს ჩვენი ლექსო, ნეტა?_წყენით კითხა ლეამ ძაღლს, გოგონას ჩამოართვა და ოთახში შეამწყვდია._ისედაც შენი დამშვენებული ხელით დადის და მეტი აღარ უნდა._თან გულიანად გადაიკისკისა. მე პადონის მაგიდასთან მივედი შინაურულად და ძალიან თამამად ჩამოვჯექი სკამზე. თან, ჟღალთმიან ლამაზმანს არ ვაშორებდი თვალს, რაღაც ღვთაებრივად ლამაზი რომ იყო. _ეს ჩემი მეგობარია დესპინე._ როგორც იქნა გამაცნო ლეამ ჩემი ფიქრების და გულის ამფორიაქებელი ჟღალთმიანი ქალღმერთი._ეს კი._ჯერი ჩემზე რომ დადგა, წამიერად შეყოვნდა. ალბათ, როგორ უნდა წარვედგინე, იმას ფიქრობდა._ასე ვთქვათ, ჩემი ძმაა, ლექსო. ფეხზე რომ წამოვდექი, დესპინემ მორიდებით გამომიწოდა ხელი ჩამოსართმევად. წამიერად შევყოვნდი. არ მინდოდა ჩემი ტურტლიანი ხელი ჩამომერმია, მაგრამ ისეთი დიდი სურვილი მქონდა მისი შეხებისა, სიხარულით ჩამოვართვი და მისი ნატიფი, თლილი და ლამაზი თითები ენერგიულად მოვიმწყვდიე მუჭში. თან, მისი თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია. ვგრძნობდი, რომ აშკარად ვაბნევდი ამ გოგოს, რომელიც უხერხულად იდგა და ჩემთვის თვალის გასწორებას ცდილობდა, მაგრამ ისეთი გახარებული ვიყავი მისი პოვნით, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ასეთი რამ არასდროს არავისთან არ მქონია. ხო, ვაღიარებ, განსხვავებული ფერის თმა ქონდა და იმან მიიქცია ჩემი ყურადღებაც, მაგრამ მთლიანობაში იყო განსხვავებული და ჩემს თვალებს ვერაფერს ვუხერხებდი, მისთვის რომ დაჟინებით არ მემზირნა. თითქოს, თვალებით ვჭამდი. _ყავას ხომ დალევ?_ინტერესით მკითხა ლეამ, თუმცა პასუხს არც დალოდებია._წავალ, მოვამზადებ. _იყოს, მე წავალ._მორიდებით თქვა დესპინემ და ჩემი ხელიდან ძლივს გაინთავისუფლა ხელი._შენ შენს მეგობარს მიხედე. სახლისკენ რომ გაეშურა, თვალი გავაყოლე. _მისმინე._ლამის ძალით დამაგდო ლეამ სკამზე და თვითონაც წინ ჩამომიჯდა, რომელსაც ჩემი ამ გოგოს მიმართ დაინტერესება შეუმჩნეველი არ დარჩენია და საკმაოდ მკაცრად და სერიოზულად გამომიცხადა._ეგ გოგო ჩემი დაქალია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ფაქტიურად ჩემი დაა, რომელიც არც არასდროს მყოლია და იცოდე, ზომიერების ფარგლებში მოექეცი. შენ ჩემი ალალი და ღვიძლი ძმა ხარ, რომელიც მართალია მიყვარხარ და პატივს გცემ, მაგრამ არ მოგცემ იმის უფლებას, რომ პეპი შენს მორიგ გასართობად და თავგადასავლად აქციო! ჯერ ისევ იქით ვიყურებოდი, საითაც დესპინე წანარნარდა თითქოს ზედმეტად გაჭიმული და ამაყი ნაბიჯები, როგორც ეს ქორეოგრაფებს სჩვეოდათ. ლეამ თვალწინ ამიფრიალა ხელი და უფრო გაიმკაცრა ხმა. _არ გესმის შენ რასაც გელაპარაკები? _რაა?.. ხო, როგორ არა._ძლივს დავუბრუნდი ლეას. _არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებ, თორემ მე მას ავირჩევ იცოდე და ნუ გეწყინება. სულელური გამომეტყველებით შევღიმე ჩემს ზედმეტად სერიოზულ და მკაცრ დაიკოს. _ხელი როგორ გაქვს?_საკმაოდ გაჭუჭყულ და ფერშეცვლილ დაბინტულ ხელზე მანიშნა ახლა._რას გიგავს? ინფექცია არ შეგეჭრას. _ხომ გითხარი, ვიღაც გოგოს საბურავის დაყენებაში მივეხმარე. არაფერია, სახლში მივალ და მართა გამომიცვლის. _ბინტი მეც მაქვს და გადახვევა მეც შემიძლია._თითქოს წყენა გაკრთა მის ხმაში._თან, მაისურიც დასვრილი გაქვს და ჩემს შეკერილ პერანგს მოგცემ, თუ მოგერგო მაგ გარშემოწერილობაზე ოღონდ._ჩემი კუნთები იგულისხმა. მაშინვე წამოხტა და სახლში შევიდა. შესული არ მეგონა, რომ ისევ მალევე დაბრუნდა ჩემთან. პირველ რიგში მაისურის გახდა მომთხოვა. გავიხადე კიდეც და სანამ პერანგს მოვიცმევდი, დაჟინებული მზერა ვიგრძენი. მივხვდი ვინც იყო და რომ ავიხედე, არც შევმცდარვარ. მართალია, მალევე ამარიდა მზერა და ისე მოგვიახლოვდა და ყავა მაგიდაზე დაგვიწყო, მაგრამ ის წამებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გული ამფორიაქებოდა და ამჩქარებოდა. _მართალია, შენი კუნთებისთვის არ არის გათვლილი, მაგრამ მაინც კარგად გაქვს._ლეამ თითებით მომისინჯა ჩემი სტეროიდებით აფუებული კუნთები და მესიამოვნა. მერე, ჩემი ხელი შეხსნა, ჭრილობა შემიმოწმა, რომელიც საერთოდ აღარ მტკიოდა და თითქმის მორჩენილიც კი მქონდა, მაგრამ მაინც დამიმუშავა ქაფურით, მერე ბეტადინით და ფაქიზად გადამიხვია. _იცი, დღეს დედას წერენ დღის მეორე ნახევარში._ისევ ჩემს წინ ჩამოჯდა ლეა და შემომღიმა. _მართლა?_გამიხარდა. რადგან მამაჩემს მოგვიანებით მივიყვანდი საავადმყოფოში და ქალი გაწერილი რომ დაგვხვდებოდა, ვითომ ძალიან შევწუხდებოდი. თავისთავად ეწყობოდა ყველაფერი. _ჩემი დახმარება თუ დაგჭირდეს, არ მოგერიდოს._მედიდურად ჩავილაპარაკე და თან დესპინეს მოტანილ ყავას გადავწვდი. საშინლად მწარე კი იყო, მაგრამ ისე სიამოვნებით დავლიე, თითქოს ამაზე უკეთესი არაფერი დამელიოს ცხოვრებაში. (რატო უყვართ ამ გოგოებს ეს მწარე ყავა, ნამდვილად ვერ ვხვდები). _შენ ისედაც ბევრი გააკეთე ჩვენთვის და შენი დავალიანება აღარ მინდა. დემეტრე შემპირდა და ის გამომაყვანინებს. _დემეტრე? ეგ ვინღაა, ჩემს დავალიანებას მისი დავალიანება გირჩევნია?_ცოტა ავიჯაგრე. _დესპინეს ძმაა. დესპინეს ძმაო? გამოდის, ცოლის ძმა მყოლია, გუნებაში გამეღიმა. (ცოლის ძმა, თითქოს გადაწყვეტილი საქმე ყოფილიყოს.) მოულოდნელად კი რაღაც აზრმა გამიელვა თავში და გუნება მალევე წამიხდა. ლეა შეფარვით და დაკვირვებით შევათვალიერე, იმ ბიჭის მიმართ რამე გრძნობები ხომ არ ქონდა შემთხვევით? _დემეტრე მართალია ჩემი სისხლისმიერი ნათესავი არაა, მაგრამ ჩემი ძმაა!_ისე ამაყად და მედიდურად გამომიცხადა ლეამ, ჩემი თავი გამახსენა ამ სიამაყემ. ამაში უდაოდ მე მგავდა და თან ის გამიხარდა, რომ დესპინესთან მისაახლოებლად გზა ხსნილი მქონდა. _ხო, მაგრამ, ჩემი მიზეზით მოხდა იქ და, სხვა რატო უნდა აწვალო?_მაინც გავბედე შეწინააღმდეგება. _დემეტრე სხვა არ არის! _კარგი, ნება შენია._მალევე დავყარე ფარ-ხმალი._იმედია, მის სანახავად მაინც მომიშვებ საღამოს. _რომ გითხრა, არ მოგიშვებ-მეთქი, დამიჯერებ?_ცალაწეული წარბით გადმომხედა ლეამ._შენთვის შეზღუდვები და აკრძალვები არსებობს ვითომ? გამეღიმა და რაღაცის თქმა დავაპირე კიდევ, მაგრამ ჟღალთმიანის ტელეფონი სასიამოვნო თუშური მელოდიებით რომ ამღერდა, მაშინვე გავჩუმდი. ჯიბიდან ღაღანა წითელი ტელეფონი ამოიღო, ნომერს დახედა და ბოდიშის მოხდით წამოდგა, მოშორებით გავიდა რომ იქ გაპასუხებოდა. არ ვიცი, მე მეჩვენებოდა, თუ მართლაც სასწაული გოგო იყო, ყველაფერი მშვენიერი ქონდა, ხმაც კი ჟღერადი და იავნანასავით თბილი და ტკბილი. თვალი რომ გავაყოლე, ისევ დამტუქსა ლეამ. _მაგ გოგოს თვალებით ჭამას მოეშვი! გითხარი და არ გამაბრაზო! შენს მორიგ გასართობად არ გაქცევინებ. _და ვინ გითხრა, რომ მორიგი გასართობია?_სერიოზული გამომეტყველებით რომ შევხედე, ცოტა დაიბნა._ერთი ნახვითვე დამატყვევა და მის ძებნაში ვარ გუშინწინდელს აქეთ. _შანსი არაა, რატო მატყუებ?_ეწყინა._ეს ერთი კვირა თბილისში არ იყო და როგორ ნახე გუშინწინ? _და ვინ გითხრა, რომ თბილისში ვნახე?_მე საჩემოდ მეწყინა. ერთხანს ხმისამოუღებლად მომჩერებოდა. არ ვიცი, არ ეჯერა რასაც ვეუბნებოდი, თუ გადახარშვა უჭირდა. _ანაკლიაში ვნახე, კაზანტიპის გახსნამდე. სამჯერ ვნახე და სამჯერვე დამეკარგა თვალთახედვის არედან და ვეღარ მივაკვლიე მის ასავალ-დასავალს. დღეს კი გამიმართლა. როგორ ფიქრობ, უარს ვიტყვი მის ყურებაზე მაინც? ერთხანს უხმოდ მომჩერებოდა. თითქოს ჩემს თავში შემოღწევას და ჩემი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა. _მოიცა, ის სულელი იდიოტი შემთხვევით შენ ხომ არ ხარ, დილაუთენია შარფის გამო რომ გადაეშვა გაყინულ წყალში თავით?_აქ კი მხიარულად გადაიკისკისა ლეამ. გამოდის, ჩემზე ფიქრობდა დესპინე, თორემ რასთან დაკავშირებით მოუყვებოდა ამ ისტორიას ლეას? ამის გაფიქრებაზე გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა და ისევ გავხედე, რომელსაც ლაპარაკი მოემთავრებინა და ჩვენსკენ მოემართებოდა უკვე წელში გამართული და ამაყი ნაბიჯებით. _ბოდიში, რაღაც გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, ხვალ გამოგივლი და ფატი დეიდასაც ხვალ მოვინახულებ. ჩემს მაგივრად მოუბოდიშე. ახლა კი უნდა წავიდე. ფეფოს ისევ შენ გიტოვებ._მერე ჩემს გვერდით სკამზე შავ ნაჭრის ჩანთას დასწვდა მორიდებით, აიღო და ღიმილით დაგვემშვიდობა ორივეს. _თუ გინდა გაგიყვან._მაშინვე წამოვხტი ფეხზე. _დიდი მადლობა, არ მინდა._კატეგორიული უარი რომ მთხლიშა, მეწყინა. ლეა მართალი იყო, უარს არ ვიყავი ნაჩვევი. _არ მოგერიდოს, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს... _გითხრა, არ მინდაო და დამშვიდდი რა._სიმკაცრე გაურია ლეამ ხმაში. დაჟინებული და ღიმილიანი მზერით გავაცილე ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი. _ნამდვილად დიდ სადარდებელს გამიჩენ. თავის ტკივილი იქნები ჩემთვის._წყენით ჩაიბუტბუტა ლეამ. _არანაირი თავის ტკივილი. გპირდები, არანაირ სადარდებელს არ გაგიჩენ._დარწმუნებით ვუთხარი და ყავის ფინჯანი ბოლომდე გამოვცალე._ახლა კი წავალ, თუ არ გეწყინება და დედას რა დროს გამოიყვან, გამაგებინე, კაი? _კაი._უწადინოდ დამთანხმდა. იმის თქმა, რომ მამაჩვენთან ერთად ვაპირებდი იმ სავადმყოფოში მისვლას და თავის გამოჩენას, მართლა არ ღირდა მისთვის. ღიმილით დავემშვიდობე და პირდაპირ ჩვენს სახელოსნოში გავწიე, სადაც რატი, ილო და სპარტაკიც კი მოუთმენლად მელოდნენ. იმის გაგება და გაცნობიერება, რომ ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი ჩემი დის დაქალი იყო და ვეღარსად დამემალებოდა, ენით აუღწერელი ნეტარებით მავსებდა. ახლა იმის გააზრება, რომ ხშირად მომიწევდა მასთან შეხვედრა, ბედნიერებით მავსებდა. მართალია, ლეა მასთან მისასვლელ გზას მიღობავდა, მაგრამ არც გაემტყუნებოდა, მე ხომ ქარაფშუტა, ფუფუნების მოყვარული და მექალთანე ვიყავი, მაგრამ ეს გოგო სულ სხვა იყო. ვხვდებოდი, რომ ერთჯერადი რომანი მასთან არ დამაკმაყოფილებდა და უფრო მეტი მენდომებოდა. _გამოჩნდი?_დამინახა თუ არა, მაშინვე გამომეგება ილო._არ თქვა ახლა, რომ გზაში გაგიჯიუტდა და მიტომ შეგაგვიანდა. _არა, დამშვიდდი, მშვენივრად მუშაობს და მინდა გითხრა, რომ საუკეთესოა. მოდი, ჩემი პორშე გავყიდოთ და ცოტა ხნით ამით ვივლი. _სერიოზულად?_გაოცებისგან ლამის ბუდიდან ამოუცვივდა თვალები._ჯერ სკეპტიკურად მიყურებდით, მისი ყიდვა არ გინდოდა და ახლა გაყიდვა არ გინდა? მეღადავები? _სულაც არა. რაღაც მრავალფეროვნებისთვის მომინდა. იყოს. ჩემს პორშეს შეველევი. თანაც მის ფასში ორ სხვა მანქანას თავისუფლად ვიყიდით. ბიზნესისთვის დავატრიალოდ თანხა რა. მგონი, სულელადაც ჩამთვალეს ჩემმა ძმაკაცებმა. ნუ, სახეზე აშკარად კი ეწერათ, მაგრამ არაფერი აღარ უთქვიათ. რომც ეთქვათ, ამ იღბლიან ნივას არაფრის დიდებით არ დავთმობდი მაინც, მან ხომ ჩემი ჟღალთმიანი მაპოვნინა? შუა დღისით ლეამ შეტყობინება მომწერა, რომ დედა უკვე სახლში გამოვიყვანეო. ბიჭები სახელოსნოში დავტოვე. ბეემვეთი სახლში გავიქეცი, მოვწესრიგდი და მამაჩემის ოფისისკენ გავქანდი. ბედად იქ არ დამიხვდა. ქალაქგარეთ იყო გასული. ვითომ და ძალიან შეწუხებულმა დავურეკე, არა და სახეზე ისეთი კმაყოფილი ღიმილი მეწერა, მანქანის სარკეში ჩემს ორეულს ვეღარ ვცნობდი. _რა ხდება?_ცოტა შეშფოთებული ხმა ქონდა, რადგან იშვიათად ვურეკავდი. _იმ ქალის მოსანახულებლად მივდივარ და სამსახურში გამოგიარე, მეგონა შენც წამოხვიდოდი. _დიდი სურვილი კი მაქვს, მაგრამ დაუგეგმავი საქმე გამომიჩნდა. ხვალ რომ მოვინახულოთ? _არ არის პრობლემა, ხვალ იყოს._მე საჩემოდ გამიხარდა საქმის ასე შემობრუნება და ტელეფონი გავუთიშე თუ არა, ისევ სახელოსნოში დავბრუნდი. ბიჭები ისე იყვნენ საქმეში გართულები, ჩემი მისვლა არც კი გაუგიათ. ილო გამოწერილ დანადგარებს და ხელსაწყოებს ადგილს უჩენდა და სპარტაკს და რატის ქანცს აძრობდა: ხან ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაჰქონდათ და ხან პირიქით. _მოდი რა, თორემ მოგვკლა ამ გადარეულმა. თვითონაც არ იცის სად რა უნდა დაგვადგმევინოს და დაგვარახრახებინებს აქეთ-იქით ამ ჯართებს._უკმაყოფილება გამოთქვა სპარტაკმა. მერე იქვე რაღაც რკინაზე ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა._იქნებ შენ მაინც დაარიგო ჭკუაზე, ჩვენი არაფერი ესმის. ილო კი ისე იყო აჟიტირებული თავისი საკუთარი სახელოსნოს გახსნით, რომ მარტო ჩვენ კი არა, ზეციდან ქრისტე ღმერთიც რომ ჩამოსულიყო, მაინც თავისას გაიტანდა. მეც კარგა გვარიანად დამქანცა მძიმე ხარა-ხურის თრევით ხან იქით და ხან აქეთ. ახალი შებინდებული იყო, კმაყოფილი მზერა რომ მოავლო თავისი სურვილით მოწყობილ სახელოსნოს და სახლებშიც წამოვედით. გვიანი იყო და დედაჩემის სანახავად აღარ მივსულვარ, სახვალიოდ გადავდე მისი მონახულება და ბიჭები დავარიგე თუ არა, მეც პირდაპირ სახლში მივედი. მართამ გემრიელი ვახშმით დამანაყრა და ჩემს ოთახში რომ შევბინავდი, ჟღალთმიანის შესახებ ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე. დესპინეს სახელზე ვერანაირი პროფილი ვერ მოვიძიე და ყურები ჩამოვყარე. მერე კი, "მზეკაბანი"გამახსენდა, მაისურზე რომ ეწერა და საძიებო გრაფაში რომ ჩავწერე, ჰოი საოცრებავ, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი აღმოჩნდა. მისი ქორეოგრაფი კი ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი, დესპინე ნაჭყებია. ამ ჯგუფში უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა მოვიძიე. გვიანობამდე ვიჯექი და ვუყურებდი მის მშვენიერ ცეკვებს. არაჩვეულებრივად ცეკვავდა. მისი ანსამბლი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. მათი ცეკვის სტუდიაც მოვიძიე და ამ ინფორმაციების წყალობით ბედნიერმა დავიძინე უკვე. დილით ადრევე წამოვდექი და მზადებას შევუდექი, რომ დედაჩემის მოსანახულებლად წავსულიყავი, მაგრამ მამაჩემმა შემომხედა, პირობაზე როგორ ხარ, მარნეულში გამომყვეო. ძალიანაც კი არ მინდოდა მასთან ერთად წასვლა, მაგრამ მეტი გზა და გამოსავალი არ მქონდა. საგანგებოდ შარვალ-კოსტუმში გამოწყობა მიბრძანა და ადრიანადვე დავადექით მარნეულის გზასაც. მანქანით შორ მანძილზე მგზავრობა არასდროს ყოფილა ჩემთვის დამღლელი და აუტანელი, ახლა კი გაძლებაზე ვიყავი რატომღაც. თან, ახლა, ამომრჩეველთა წინ წარდგენა, ნაძალადევი ღიმილი და ცრუ დაპირებების მოსმენა ხომ ჭკუიდან მშლიდა უკვე. მერე, სტუმარ-მასპინძლობის თვალსაჩინოებისთვის რესტორანში დაგვპატიჟეს და გემრიელადაც გვაქეიფეს. ზოგადად, გართობის, ჭამა-სმის და ქალების მოყვარულს არც ეს ღრეობა მხიბლავდა და არც ქალების გამომწვევი კისკისი, ჩვენს საამებლად რომ მოეყვანათ. ყველა მელოტი, ხანში შესული და არც თუ ისე სახარბიელო კაცუნები იყვნენ. ერთადერთი მე ვიყავი ამ შეხვედრაზე ახალგაზრდა და ჩემს მოსახიბვლად ბოლომდე ირჯებოდნენ ქალები. თუმცა, მე რატომღაც არც ერთს არ ვუყურებდი. (განა რამე დაეწუნებოდათ ჩემგან, მაგრამ)... რატი მართალი იყო, სხვა ქალზე შეყვარებული კაციც იტყვის უარსო. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დესპინე ნამდვილად მიყვარდა, მაგრამ მის გამო რომ სხვა ქალისკენ გახედვის სურვილი არ მქონდა, ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო. გვიანი იყო უკვე, თბილისში რომ დავბრუნდით. ვერც იმ დღეს ვეღარ მოვინახულე დედაჩემი. გადამიყოლა მამაჩემის წინასაარჩევნო შეხვედრების მოწყობამ. ვეღარც ბიჭები მოვინახულე სახელოსნოში. მოკლეთ მთელი დღე მამაჩემს მივუძღვენი. ეგ კი არა, მეორე დღეს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის მოსანახულებლადაც წამიყვანა. თუ არ გავჭედავდი უკვე, არ მეგონა, მაგრამ ვაჟკაცურად ავიტანე მაინც ყველაფერი. იქიდან შედარებით ადრე დავბრუნდით და მაშინვე ბიჭებთან გავქანდი სახელოსნოში. იქიდან კი დედაჩემის მოსანახულებლად. გზად მარკეტში შევიარე, ტკბილეულით დავიზურტე და ჩემი თეთრი ნივით მივადექი მათ სახლს. კარი ამჯერად ლეამ გამიღო. ფეფოს ხმა რომ ვერ გავიგონე, გული დამწყდა, დესპინე უკვე ნამყოფი იქნებოდა აქ და წაიყვანდა. დედაჩემს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. მეც გამიხარდა, მითუმეტეს რომ უკეთესად იყო და მაშინდელივით ავადმყოფური იერი აღარ ედო. კარგა ხანს შემოვრჩი მათთან. ბევრი ვილაპარაკეთ და გვარიანადაც ვიცინეთ წარსულ კურიოზებზე. მე ერთი სული მქონდა დესპინეს შესახებ წამოეწყო ლეას საუბარი, მაგრამ ჩემი მკაცრი დაიკო დუმდა ჩემს ნერვების მოსასშლელად. ბოლოს, ისევ დედაჩემს წამოსცდა და სხვათაშორის ახსენა, რომ ხვალ დესპინე ლეას უნდა სტუმრობოდა ატელიეში საცეკვავო ფორმების წასაღებად. _იმდენი ფორმა რითი უნდა წაიღოს იმ გოგომ?_თან მე გადმომხედა იმის მანიშნებლად, რომ შენ ვერ დაეხმარებიო.. დედა მაინც რომ დედაა. აშკარად მოსწონდა ლეას დაქალი და ჩემთვის უნდოდა ეს არაჩვეულებრივი გოგო. _თუ ვერავინ ნახა, ლექსოსთვის რომ გეთქვათ, უარს გეტყოდათ?_ბოლოს მაინც თქვა გულისნადები. _აქამდე ლექსო რომ არ გვყავდა, როგორ ვაკეთებდით საქმეს?_ დედის ნათქვამი ძალიან ეწყინა ლეას._ძმა ყავს, მეგობრები ყავს. თუ არა და ტაქსები დადიან ბოლოსდაბოლოს..._მერე მე მომიბრუნდა მოულოდნელად. აშკარად ნაწყენი იყო ჩემზე._ტელევიზორში გნახე ვაჟბატონო. მამაშენთან ერთად აბოლებთ იმ საწყალ ამომრჩევლებს, არა? მართალია, სიმპატიურად გამოიყურებოდი იმ შარვალ-კოსტიუმში, მაგრამ... არ მომეწონე. ახალგაზრდა ბიჭს მართლა არ გიხდება ეგ ბინძური პოლიტიკა. _შენ რაც მთხოვე, იმას ვასრულებ: შენთან არც ჩემი ოქროს ჯართით მოვდივარ და არც ბრენდული ტანსაცმლით. მამაჩემმაც მთხოვა გვერდში დგომა და რა მექნა, არ გავყოლოდი? _მერე და, ორი კურდღლის მადევარის ამბავი არ იცი შენ?_ნაწყენმა შემომხედა. _კარგი ლეა, შენც ზედმეტები მოგდის უკვე!_მკაცრად გააფრთხილა დედამ._ოცდაექვსი წელი იმ კაცის გვერდით იზრდება და უნდა არ უნდა მის ნება-სურვილებსაც უნდა დაემორჩილოს. აქ ხომ, როგორც სთხოვე, ისე მოდის არა? მეტს ნუღარ მოსთხოვ. მის მდგომარეობაშიც შედი, ესეც ცოდოა. _ისევ მე მომდის ზედმეტები?_თითქოს გაიბუტა ჩემი ფხუკიანი დაიკო._კარგი, გავჩუმდები... მაგრამ ვერ ხვდები მაინც, რომ ჩემმა მოთხოვნებმა შეცვალა ასე? ისიც, გარეგანად და დროებით, თორემ შინაგანად რაც არის, ამას ვერავინ შეცვლის. ერთი-ორი საათი უწევს აქ ყოფნა და გავარდება თუ არა აქედან, ისევ ძველ ცხოვრებას უბრუნდება... თავის საყვარელ მამიკოსთან ერთად რამდენ ამომრჩეველს აბოლებს და მათთვის განკუთვნილ თანხებს იჯიბავს? ამომრჩევლები მხოლოდ არჩევნების წინ რომ ახსენდებათ ორივეს და მერე მათ ხარჯზე ცხოვრობენ უდარდელად, მეჩვენება?! ან, ამ ვაჟბატონის სინდისზე რამდენი გატეხილი გულია თუ იცი? ორს მაგალითად პირადად ვიცნობ, საწოლში შეიტყუა, თავისი გაინაღდა და მიაგდო. რამდენ გოგოს აურიე თავგზა?_ახლა მე მომიბრუნდა._შენი თავგადასავლები ყველა ზეპირად ვიცი. დაინტერესებულხარ, შენი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოყენებული ქალების ბედით? _არავის არაფერს დავპირებივარ. ჩემთან ურთიერთობას, რომ სერიოზული სახე არ ექნებოდა, ეგ ყველამ მშვენივრად იცოდა... შენ მათ მაგივრად რატო ლაპარაკობ?_ნელ-ნელა მეც მომერია სიბრაზე და ცოტა მეც ავყვირდი. _იმიტომ, რომ მათ სოლიდარობას ვუცხადებ! _რატო, დედა ტერეზა ხარ? _კარგით ეხლა!_საკმაოდ ხმამაღლა დაგვყვირა დედაჩემმა._ჩემი თანდასწრებით მაინც ნუ ჩხუბობთ! _მე საჩხუბი არაფერი მაქვს!_ხელები ავწიე მაღლა._ეგ ამას უთხარი._ლეაზე ვანიშნე, რომელსაც სიბრაზისგან ისე უელავდა შავი თვალები, როგორც სიბნელეში კატას უელავს ხოლმე. _შეგამჩნიე რა თვალებით უმზერდი დესპინეს! არ მინდა, რომ მასაც აურიო თავგზა და გამოიყენო! გესმის, არ მინდა!... _რაღაც არაადამიანური ხმით მიყვირა._ორივენი ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის და ვერც ერთის დაკარგვას შევეგუები!.._ბოლო სიტყვებზე კი შევატყე, როგორ აუკანკალდა ხმა. მერე ეზოში გავარდა და საკმაოდ ძლიერად გაიჯახუნა კარი. ერთხანს გაოცებულ-გაოგნებული ვიდექი და ვაჟკაცურად ვიტანდი დედაჩემის გამომცელ მზერას, რომელიც თითქოს და ოდნავშესამჩნევი ღიმილით მომჩერებოდა, თანაც კმაყოფილი. _ლეა მართალია?_ბოლოს გაბედა და ჩურჩულით მკითხა._მართლა მოგწონს დესპინე? დავიბენი. ამ კითხვას მართლა არ მოველოდი მისგან. უფრო იმიტომ, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი, უბრალოდ მომწონდა ეს გოგო და ახირება იყო, თუ მიყვარდა... _დესპინე მოგწონს?_ცოტა აუწია ხმას. ალბათ, იფიქრა რომ ვერ გავიგე. _არ ვიცი._ალალად ვაღიარე._მომწონს და თავგზას მირევს. მართლა არ ვიცი მიყვარს თუ არა... _კარგი გოგოა. მასზე უკეთესს შენ ვერავის იშოვი. გამოგიტყდები და გაცნობის დღიდან მინდა შენთვის, მაგრამ თუ ლეა მართალია და მხოლოდ გასართობად გინდა, ცოდოა ის გოგო. მართლაც ნუ აურევ ცხოვრებას... მაგრამ თუ მართლა მოგწონს და სერიოზულად ფიქრობ მასზე, მე მივესალმები შენს გადაწყვეტილებას... ობოლი გოგოა, დედა არ ყავს, მისი ძმის მშობიარობას გადაჰყვა. მამამისმა დედინაცვალს არ დააჩაგვრინა შვილები და მარტოხელა კაცმა დაზარდა. ისიც ისევე მიყვარს, როგორც შენ და ლეა, საკუთარ შვილებში არ ვარჩევ, ამიტომ არც მე მოგცემ იმის უფლებას, რომ აწყენინო... მაგრამ წეღანაც გითხარი, თუ სერიოზულად ფიქრობ მასზე, პირადად მე დაგეხმარები მასთან დაახლოებაში._ბოლო წინადადება რაღაცნაირად იდუმალი ხმით მიჩურჩულა. რომ შევხედე, მივხვდი, სერიოზულად მეუბნებოდა და მივხვდი, რომ მისი იმედი ნამდვილად მექნებოდა მომავალში. გამიხარდა, თანამზრახველი რომ მყავდა. მაგრამ ლეა? რაო, ორივე ძვირფასები ხართ ჩემთვის და ვერც ერთს ვერ დაგკარგავთო? ამის გააზრებამ უარესად ამიჩქარა გული. მაშინვე გავვარდი მეც გარეთ და პადონის მაგიდასთან სკამზე ჩამომჯდარი ვიპოვე. ფრთხილად მივუახლოვდი, ისე რომ ვერც კი გაიგო ჩემი მისვლა. მის გვერდით რომ ჩამოვჯექი, გაოცებულმა ამომხედა. მერე მხრებზე მოვხვიე მკლავი და ჩავიხუტე. _შეიძლება ცუდი ვარ და ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ მეგობრის და ახლობლის გვერდში დგომა ვიცი. არასდროს გაგაწბილებ და გაგიცრუებ იმედს. შეგპირდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ როგორც მართლა დედმამიშვილებს შეეფერებათ და ასეც იქნება._გადავიხარე და თავზე ვაკოცე._დამიჯერე, არასდროს გაწყენინებ და არც შენს დაქალს დავუშავებ რამეს... გამოგიტყდები და არ ვიცი სიყვარული როგორია. მაგრამ დესპინე დავინახე თუ არა, თითქოს სამყარო გაჩერდა და მის გარდა ვეღარავის და ვეღარაფერს ვხედავდი. ყოველი მისი გახსენება სიამით მავსებს და მრავალ საქმეშიც სტიმულს მაძლევს. მართალია, შენ შემცვალე, მაგრამ მის გამოც შევიცვალე, მე ვგრძნობ ამას... მთლიანი ანაკლია გადავჩხრიკე და ვერსად ვიპოვე. აქ რომ დავინახე, თანაც ასე ახლოდან და პირისპირ, გული გამიჩერდა. არასდროს მივაყენებ ტკივილს, დამიჯერე. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. სივრცეში ერთ წერტილს მისჩერებოდა და გარინდული იჯდა. მერე მანაც გაბედა და წელზე სუროსავით შემომხვია თავისი მკლავები. _შენთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ. შორიდან გიცნობდი და ვგებულობდი შენს შესახებ ყველაფერს. ვიცი, პოლიტიკა არ გიზიდავს და მამაშენს არ გავხარ, მაგრამ გუშინ ტელევიზორში რომ გნახე მის გვერდით, გავბრაზდი. იმედიც გამიცრუვდა. შენი მექალთანეობის შესახებ ლეგენდები ყველამ იცის და არც მე ვარ გამონაკლისი. დესპინე მართლაც უზომოდ მიყვარს და არ მინდა, რომ ისიც მორიგი გასართობი იყოს, გამიგე. _ჩემს შესახებ ინფორმაციას მართა გაწვდიდა?_ეს რომ ვკითხე, ვიგრძენი, როგორ შეკრთა. _მართა?_ვითომ გაიოცა._რასთან დაკავშირებით ვითომ? _არ ვიცი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ დედა და მართა ძველი ნაცნობები არიან. ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. შენც კი იცნობ. და არა მარტო თქვენ, ფეფოსაც კი სცნობს ჩემი ძიძა. ტყუილებს მოეშვი და სიმართლე მითხარი. უთქმელად გაეღიმა. _მართალი ვარ ხომ? _შენი აზრით, ქალს, რომელსაც შვილი წაართვეს და აუკრძალეს მისი ნახვა, როგორ შეეგუებოდა ამ ამბავს?_გამომცდელად შემომხედა._ძიძა გჭირდებოდა და ამანაც ისეთ ქალს ანდო შენი გაზრდა და აღზრდა, ვისაც იცნობდა და ანდობდა ექვსი წლის შვილს. რას იზავ ახლა, მამაშენს ეტყვი, რომ შენი ძიძა დედაშენის ახლობელია და შენს შესახებ ყველაფერს უყვებოდა ამ ხნის მანძილზე? _ჯერ ერთი, არავის არაფერს არ ვეტყვი, მე ენატანიობა არ მჩვევია და მეორე, ის კაცი, ვისაც მამაჩემად მოიხსენიებ, მამაშენიცაა. _მამაჩემი?_მწარედ ჩაეღიმა._მამაჩემი, ვისაც ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, თავისი შვილი ენახა? მამაჩემი, ვისაც საკუთარი გვარიც კი არ გაემეტა თავისი სისხლი და ხორცისთვის? არა, ძმაო, მე იმ კაცს მამად ნამდვილად ვერასდროს აღვიქვამ და ვერც ვერასდროს დავუძახებ. მამები სულ სხვანაირები არიან საკუთარი შვილებისთვის. მე გამიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა მყავს და მის გვერდით ვცხოვრობ. მისი დამსახურებით ვარ ახლა როგორიც ვარ. გგონია, არასდროს გაგვჭირვებია? მაგრამ ჩვენ არასდროს გვიქურდია და მოგვიტყუებია ვინმე._ეს ისე ამაყად გამომიცხადა, გამეღიმა._შენ რა გგონია, ვისი დამსახურებაა შენში ნათელი მხარეები რომ არსებობს? დედას რომ არ ემარჯვა და მართა არ გამოეგზავნა შენთან ძიძად, მამაშენი მთლად თავის კოპიოდ გაგზრდიდა და თავის გაგრძელებად გაქცევდა. მიხარია, რომ მთლად მისნაირი არ ხარ და პოლიტიკისგანაც შორს ხარ. თუმცა, ბევრი რამე არ მომწონს შენში. _გპირდები, შენს გამო შევიცვლები. არ ვიცი გჯერა თუ არა, მაგრამ სულ რაღაც ერთ კვირაში მართლაც შემაყვარე თავი. _მე კი, მიუხედავად ყველაფრისა, იმ თავიდან ამ თავამდე მაინც ძალიან მიყვარხარ... თუმცა, საშინლად ვარ ნაწყენი, ამ ხნის მანძილზე ერთხელ მაინც რომ არ დაგაინტერესა შენი დის არსებობამ და არასდროს გაგჩენია მისი ნახვის ან გაცნობის სურვილი. მართალი იყო ეს გოგო. არც მთლად მამაჩემის ბრალი არ იყო ჩვენი ეს გულგრილი დამოკიდებულება. მის გარეშე ათას საქმეს ვხლართავდი და ჩემი და რომ გამეცნო, რამე დაშავდებოდა ვითომ? არ მქონდა რატომღაც სურვილი. მართალია, დედაჩემს მუდამ აუგად მოიხსენიებდა, მაგრამ მე ხომ არ ვუსმენდი მაინც? ამ ოცი წლის მანძილზე თავისუფლად შემეძლო ერთხელ მაინც მენახა გინდ დედა და გინდ ჩემი და, მაგრამ არ ვწადინობდი... არ ვიცი რამდენ ხანს ვისხდებოდით ისევ ასე გვრიტებივით ეზოში, ჭიშკარზე ზარი რომ არ დაერეკათ. რატო შემიფრთხიალდა გული არ ვიცი, მაგრამ ვიგრძენი რომ მართალია გამალებით, მაგრამ სასიამოვნოდ მიცემდა. _მიხვდი ვინც არის, ხომ?_ეშმაკურად შემომღიმა ლეამ და მარდად წამოხტა._შენებურად ნუ მიაშტერდები და ნუ დააბნევ იცოდე._თითით დამტუქსა და სტუმრის შემოსაპატიჟებლად გაიქცა. ლეამ ეჭვები რომ დამიდასტურა, უარესად შემიქანდა გული. ერთი სული მქონდა იქ დავხვედროდი და მენახა, მაგრამ მოულოდნელად წამოვხტი მეც და დედაჩემთან შევედი ოთახში. სულ მალე ეზოში დესპინეს ჟღერადი ხმა და ფეფოს წიკვინა ყეფის ხმაც შემომესმა. ნელ-ნელა ეს ხმა ოთახსაც მოუახლოვდა და ჩემმა ჟღალთმიანმაც გადმოაბიჯა ზღურბლზე. ჩემს დანახვაზე ცოტა შეცბა. ფეფო კი უარესად აყეფდა, მაგრამ შეძლო ამ გაავებული მინიატურული ძაღლის დაჭერა. მორიდებით მომესალმა. ძაღლი ეზოში გადასვა და კარი მალევე მიუხურა ცხვირწინ. _როგორ ხარ ფატი დეიდა, ხომ უკეთესად?_პარკით ტკბილეული მაგიდაზე დადო და დედაჩემს სასთუმალთან ჩამოუჯდა._ბოდიში, ეს დღეები დაკავებული ვიყავი და ვერ მოგინახულე. სამაგიეროდ ახლა ხშირად შემოგივლით. _არაუშავს ჩემო გოგო, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ. სამაგიეროდ, დემეტრემ არ დამანება თავი. შენსავით ყოჩაღი ბიჭია. არაჩვეულებრივები ხართ... შენ ლექსოს იცნობ ხომ?_მოულოდნელად ჩემზე რომ გადმოერთო დედაჩემი, უარესად ამიფორიაქა გული. არა, მართლაც თავგზას მირევდა ეს გოგო. არ მახსოვს, ქალთან ურთიერთობაში რამე გამჭირვებოდა: ან კომპლიმენტის თქმა გამჭირვებოდა, ან საუბარი ვერ წამომეწყო, ან გული ისე ამფორიაქებოდა, რომ თავგზა ამრეოდეს. დესპინესთან შეხვედრისას კი ყველაფერი ერთნაირად მჭირდა. ეს იყო ნუთუ სიყვარული? სასიამოვნოდ კი მაბნევდა მისი მწვანე თვალების შემონათება. _ლექსოს?_მორიდებით გამომხედა და თავი დაიქნია._წინა ჯერზე, აქ რომ ვიყავი, ლეამ გამაცნო, კი. _ხო და გეცოდინება, რომ ლექსოც კარგი ბიჭია._შემთხვევა არ გაუშვა დედაჩემმა ხელიდან და ღიმილით ჩააგდო სიტყვა. _კარგი ადამიანების ცნობა ფეფოს არ ეშლება._გულღიად გადაიკისკია ლეამ, რომელიც ის ის იყო ოთახში შემოვიდა._დანახვისთანავე აგითვალწუნა რატომღაც, რაღაცაშია შენი საქმე. აშკარად, არ მოსდიხარ თვალში._ისევ გადაიკისკისა. _სახლში ძაღლი გყავთ?_მოულოდნელად დესპინე დაინტერესდა და თავისი მწვანე თვალები რომ შემომანათა, მართლა გამიჩერდა გული. _კი, როტვეილერი._ძლივს მოვახერხე პასუხის დაბრუნება. _ხო და მიტომაც._მომხიბვლელად შემომღიმა._სხვა ძაღლის სუნი სცემს და იმას უყეფს. მისი ძაღლის ათვალწუნების მიზეზი ღიმილით რომ მაუწყა, მეც გამეღიმა. გულწრფელად გამიხარდა ეს ამბავი, თორემ უკვე მაგიჟებდა იმაზე ფიქრი, რატომ არ ვევასებოდი მის კაპას შპიცს. კარგა ხანს დავრჩი მათთან. ლეა მოლბა ჩემს მიმართ. დედაჩემი ხომ ქებით ძირს მაგდებინებდა დესპინეს მოსაწონებლად. თვითონ დესპინე კი ინტერესით ისმენდა ჩემს შესახებ ყველაფერს და ხანდისხან შეფარვით და მომაჯადოვებელი ღიმილით მიმზერდა. (მართლაც რომ მაგიჟებდა ეს გოგო.) ალბათ კიდევაც დიდხანს დავრჩებოდი მათთან და დავტკბებოდი ჩემი ჟღალთმიანის მშვენიერების ცქერით და მისი ჟღერადი ხმის მოსმენით, სპარტაკის რომ არ დაერეკა და კატეგორიულად არ მოეთხოვა ჩემთან შეხვედრა. ძალიანაც არ მინდოდა მასთან მისვლა და ცოტა გზებიც კი დავუპრანჭე, მაგრამ ბოლოს მაინც დავემშვიდობე იქ მყოფებს და ძმაკაცის სანახავად გავწიე. ვარკეთილის ხიდებთან მელოდა. სანამ მის სიახლოვეს არ შევაჩერე მანქანა და ჩაწეული მინიდან არ გავძახე, მანამ არ მოსულა ჩემთან. _პორშეთი ან ბეემვეთი გელოდი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ მართლა სერიოზულად დაინტერესდებოდი ამ ჯართით._მანქანაში ჩაჯდომისთანევე უკმაყოფილო ხმით მითხრა._კოჯორში მინდოდა აყვანა და აბა, ეს ჯართი, იქამდე გაქაჩავს? _ჯართი შენ ხარ. რას უწუნებ ამ მანქანას ვერ ვხვდები?_აშკარად გამოვთქვი უკმაყოფილება მის მიმართ და რაც შეეძლო, მთელი სისწრაფით გავაქროლე მანქანა წინ._კოჯორში რა ჯანდაბა დაგრჩენია? _შენ და რატი უჩუმრად რომ დაძვრებით სადღაც, ვინმეს აგებინებთ? მე რაღაში უნდა გითხრა? გაოცებულმა რომ შევხედე, სად ჩემ ტრ..ში იყურები, წინ იყურე არსად გადამჩეხოვო, დამყვირა. ამის მოსმენაზე გზის სავალი ნაწილიდან გადავედი და საერთოდ შევაჩერე მანქანა. უარესად აენთო. ისეთი სიტყვებით შემამკო, რატის ლექსიკონშიც კი არ მოიძებნებოდა ასეთი ბილწი სიტყვები. ასეთი სპარტაკი მართლა არასდროს მენახა და ერთხანს ხმისამოუღებლად შევყურებდი ეჭვით მოწკურული თვალებით. ვადროვე, სანამ ამოთქვა ყველაფერი და მერე კი, უკვე ჩემი ჯერი რომ დადგა, საკმაოდ სერიოზულად და მკაცრად ვკითხე. _რა გჭირს , რა დაჭრილი ლომივით ღრიალებ?! მითხარი, მოდიო და მოვედი. თუმცა, ისეთ ადგილზე ვიყავი, შენ ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავი, ყურსაც არ შეიბერტყავდი მეგობრისთვის. მითხარი, კოჯორში წამიყვანეო და მიმყეხარ. სხვა რა გავაკეთო, რომ შენ მოგაწონო თავი? არ გინდა თქმა იქ რა ჯანდაბა გინდა და ნურც იტყვი, მოგ....ია პატრონი, რა გაახურე საქმე? ამ ბოლო დროს რეებს უბერავ შენ ვერ ხვდები? ჩემი დისპეჩერი ხარ, მე სად წავალ და სად არა, შენ უნდა მაკონტროლო? იმაზე ხარ გაგიჟებული, ჩემს ასავალ-დასავალს რომ ვერ იგებ?! დააბნია ჩემმა გაგიჟებამ. ნაუცბადევად ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა და რომ ვერ დამიბრუნა პასუხი, ამით ვისარგებლე და ისევ მე შევჯორე გემოზე. მერე კი, ძრავა ავამუშავე და კოჯრისკენ გავწიე მთელი სისწრაფით. სპარტაკი ისეთი იჯდა, შიშისგან გაფართოებული თვალები ქონდა. იმის თქმასაც კი ვერ მიბედავდა, ნელა იარეო. მთელი გზა უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. კოჯრის ცენტრში შევუჩერე მანქანა და ასე ვთქვათ, წუნკალი ძაღლივით გავუშვი უპატრონოდ. _კოჯორში ამომიყვანეო მითხარი და აჰა, ამოგიყვანე. იმედია, აქედან შენ თვითონ გაიგნებ გზას სადაც მიდიხარ. ამ ახლო მომავალში მე ნუღარ შემეხმიანები თბილისში დასაბრუნებლად, იცოდე, მაინც არ ამოგხედავ და პირს მაინც ნუღარ შეირცხვენ. ახლა კი, გადაიღე შენი აყროლებული ტრ... ჩემი მანქანიდან! ნირწამხდარი სპარტაკი უწადინოდ გადავიდა მანქანიდან, მადლობაც კი არ მოუხდია ჩემთვის, მისთვის რომ გავისარჯე და არეული ნაბიჯებით უკანმოუხედავად გაეშურა სადღაც. _გამო.....ული!_გაგულისებულმა მივაძახე და გიჟივით მოვწყვიტე მისგან დაწუნებული ჩემი ნივა ადგილს. თბილისში დაბრუნებულმა ერთხანს აღმა-დაღმა ვიქროლე მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში. თითქოს, ასე უფრო ვწყნარდებოდი. მსიამოვნებდა ექსტრემალური გადასწრებები და მძღოლების გაგულისებული შეძახილები თუ გაბმული სიგნალი. აშკარა იყო, რომ ამ ბოლო დროს რაღაც გვჭირდა ბიჭებს და ერთმანეთს გაგარეულებულივით და უცხოებით ვუცქერდით, მაგრამ სპარტაკი რომ ყელში ყიყინებდა უკვე, ეს ცხადი იყო. მარტო მას კი არა, არავის ვეუბნებოდი ჩემს დასთან რომ ვცდილობდი დაახლოებას და მასთან ურთიერთობის აღდგენას. ეს რატომღაც ყველაზე მტკივნეულად განიცდიდა ამ ამბავს. პირველად დამებადა რატომღაც ეჭვი, რომ მამაჩემის ინფორმატორი ზუსტად ეს იყო. მან არ იცოდა და აღარც მამაჩემმა იცოდა ჩემს შესახებ ბევრი აღარაფერი. იმიტომაც ბრაზობდა ასე და მემდუროდა, არაფერს რომ არ ვეუბნებიდი. ალბათ, ინფორმაციის სანაცვლოდ მამაჩემი გარკვეულ თანხას უხდიდა და ბოლო დროს შემოსავალი რომ შემოელია, იმან გააცოფა ასე. გადავწყვიტე, გამომეცადა და დავრწმუნებულიყავი ეს ასე იყო თუ არა. მხოლოდ მას ვეტყოდი რამე ისეთსას და თუ მამაჩემსაც ეცოდინებოდა, ესე იგი მართლაც ეს აწვდიდა ინფორმაციას. მერე კი უკვე სხვანაირად მივხედავდი. რბოლით გული რომ ვიჯერე, მერე სახლისკენ გავქუსლე. მართა, როგორც ყოველთვის, ახლაც ცალ წარბაწეული დამიხვდა, აქაოდა, სად დაეხეტები აღმა-დაღმა უთქმელად, შენი ასავალ-დასავალი რომ არ ვიციო. იმის გააზრებამ, რომ დედაჩემის ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და მართლაც დედასავით მზრდიდა, უფრო მეტად განმსჭვალა მის მიმართ სიყვარულითა და პატივისცემით. ლოყაზე რომ ვაკოცე დასამშვიდებლად და უხეშად მომიშორა, ნუ მდორბლიო, ხელში ავიტაცე და რამდენჯერმე შემოვაბზრიალე შიშისგან თვალებგაფართოებული და ისტერიულად აკივლებული ქალი. _გიჟო!.. გადარეულო!.. დამსვი ახლავე!.. რა გინდა, უნდა მომინელო და საიქიოს გამისტუმრო?!. ასე მოგბეზრდი უკვე?! მითხარი და ჩემი ნებით წავალ, რა გულს მიხეთქავ?! ჩემს ბებერ გულს მეტიც კი აღარ უნდა! რამ გადაგრია და გადაგიყვანა ჭკუიდან ასე? რომ დავსვი და ხელი გავუშვი, წაბარბაცდა. ალბათ თავბრუ დაეხვა და შეშინებულმა ისევ მოვხვიე ძლიერად მკლავები. კარგა ხანს მეჭირა ასე. შემეშინდა, არ წაქცეულიყო. თუმცა, წეღან ისე წამომიარა სიყვარულის ჟინმა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი რას ვაკეთებდი. მისი დამსახურება იყო, დედაჩემის დანაკლისს რომ მივსებდა და მიტომაც მიყვარდა ასე უზომოდ. _ხომ დამხვიე რეტი? დაისვენე?_გამიწყრა და ძალით გამაშვებინა მკლავები._მომაშორე შენი ტორები! შენი წყალობით, მერამდენედ ჩავხედე უკვე სიკვდილს თვალებში?!_აქოთქოთდა და რა აქოთქოთდა, ოღონდ ძალიან საყვარლად._ასეთ გიჟობებს თუ არ მოეშვები, მკაცრი ზომების მიღება მომიწევს იცოდე! _კარგი, დამიწყნარდი მართუშკები._ისევ მოვიმწყვდიე მკლავებში და ლოყაზე ვაკოცე. მერე, მოულოდნელად რაღაც აზრი დამებადა და ისევ ვაკოცე, ოღონდ ამჯერად შუბლზე._ეს კი, დესპინესგან, მომიკითხეო. _ჩემი წითურისგან?_კმაყოფილებისგან გადაიბადრა, მაგრამ ჩემი გამომცდელი მზერა რომ დაიჭირა, მოულოდნელად შეეცვალა სახე._ვინ დესპინესგან?_ისე გაიოცა, ოსკარზე რომ წარმედგინა, აუცილებლად დააჯილდოვებდნენ. მისი ლოყები ხელისგულებში მოვიმწყვდიე და ცოტა ძლიერად მოვუჭირე. აი ისე, რომ ტუჩები გამოებუშტა საყვარლად და ისევ ვაკოცე შუბლზე. _მართუშკები, არ გინდა ეგ რიჟა ბაზარი რა. ძალიანაც კარგად ხვდები, ვინ დესპინეზეც გეუბნები, მაგრამ თავს იკატუნებ რატომღაც. _პარანოიკი ხარ უკვე! მომაშორე შენი ტორები! გაიბრძოლა, მაგრამ არ გავუშვი. უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები და გულში ჩავიხუტე. _გამოგიტყდები და ამაფორიაქა იმ წითურმა გოგომ._რაღაც იდუმალი ხმით რომ ვუთხარი, ვიგრძენი როგორ გაიტრუნა._მოსვენება დამაკარგინა. თვალებს რომ ვხუჭავ, მისი ალისფერი თმა მელანდება და მისი მწვანე მომაჯადოებელი თვალები... მგონი, შეყვარებული ვარ... ერთხანს გასუსული მისმენდა მართა. მერე კი ისევ გაიბრძოლა და თავი გაინთავისუფლა ჩემი მკლავებიდან. _თუ მართლა შეყვარებული ხარ, მაგაზე კარგი არაფერია, მაგრამ... არავითარ დესპინეს არ ვცნობ მე. გამეღიმა და აღარ შემიჩერებია სამზარეულოში რომ გავიდა. მივხვდი, რომ მართა, დედაჩემი, ლეა და დესპინე ერთ გუნდში იყვნენ და მესიამოვნა რატომღაც. როგორ თქვა დედაჩემმა, საშენოდ მომწონს ეგ გოგოვო? მართასაც როგორ გაუხარდა, ჩემი სავარაუდო შეყვარების ამბავი რომ გავუმხილე? ბედნიერი ღიმილით შევედი ჩემს ოთახში და ის იყო საწოლზე გავიშხლართე ჟღალთმიანზე ფიქრით, რომ მამაჩემმა დამირეკა. რატომღაც შევკრთი. ახლა ნომერს რომ დავხედე, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ სულ ტყუილად. ჩემმა მანქანამ რაღაც ხმა აიღო და იქნებ შენს ძმაკაცს გაუყვანო და აჩვენო, მე არ მცალიაო. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან, ოღონდ უწადინოდ და ჩემი ბეემვე მას გავუყვანე სამსახურში, იქიდნ კი მისი მერსედესი წამოვიყვანე და ილოს მივაკითხე სახლში. იქიდან კი სახელოსნოში გავედით. გულდასმით და ძირისძირობამდე შეამოწმა ილომ მამაჩემის თეთრი მერსედესის ჯიპი, მაგრამ არსად არაფერი სჭირდა. _მოკლეთ, ან მამაშენი ბერდება და ყურში შუილები ესმის, ან ისევ ახალგაზრდად გრძნობს თავს და ახალგაზრდული ფიცხი მანქანით მოუსურვა გამარიაჟება. რომ ჩავუფიქრდი, ილოს არც ერთი ვერსია არ იყო აზრს მოკლებული. უფრო მეორის ვარიანტი იყო, რადგან რომ დავურეკე, მანქანას არაფერი სჭირს და უნდა გამოგიყვანო-მეთქი, ახლა არ მცალია, შენი მანქანით ქალაქიდან გავედი და გვიან ღამით დავბრუნდებიო. _გითხარი?_ნიშნისმოგებით შემომღიმა ილომ და მადიანი მუშტი მაჯახა მხარში._ისე, არც ჩვენ გვაწყენდა უცხო მანქანით წამარიაჟება. წამო, ბიჭებიც ავიყოლიოთ და წვეულებაზე წავიდეთ... _რომელ წვეულებაზე?_გამიკვირდა. _რაგბისტი როა ლევანი, ხომ იცი? თავი დავუქნიე, ლევანს ვინ არ იცნობდა? _ხო და იმის დას აქვს დაბადების დღე და კიკეთის აგარაკზე აწყობს მაგარ წვეულებას. _ვის, ლიკას?_გამიკვირდა. ლიკა ფოტომოდელობაზე დებდა თავს და ძალიან ძერსკობდა. მართალია, ასეთი ტყლარჭია გოგოები პირადად მე არ მომწონდა, მაგრამ სპარტაკი და ილო გიჟდებოდნენ მათზე. თან, მართლა არ მაწყენდა გართობა. (ბუნება ხომ თავისას ითხოვდა და მოძალებულ ჰორმონებს თუ ვნებას სათავისო მკურნალობა სჭირდებოდა?) მომეწონა ძმაკაცის შემოგდებული იდეა და სიხარულით დავთანხმდი. მამაჩემის მანქანით წვეულებაზე წასვლა მართლაც მაგარი იქნებოდა. სპარტაკის რომ დავურეკეთ, თბილისში არ ვარო, გამოგვიცხადა. რატიმ კი, რაღაც ვერ ვარ წვეულების ხასიათზეო და ისევ მე და ილო წავედით მარტო. სახლში რომ მივედი და გამოპრანჭვას შევუდექი, (ლიკას ბევრი ლამაზი გოგო ეყოლებოდა სტუმრად და მათთვის ვირჯებოდი ასე.) მართას გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია ჩემი ესოდენ მზადება. შევატყე, ბედნიერი ღიმილით რომ გამომაცილა სახლიდან. ალბათ, ეგონა, პაემანზე მივდიოდი ჟღალთმიანთან და მოეწონები, ლამაზი ბიჭი ხარო, დამაიმედა. ილოც გვარიანად გარჯილიყო და ისე გამოპრანჭულიყო, ძლივს ვიცანი. მამაჩემის მერსედესი რომ გავაგიჟე, ლამის ოც წუთში ვიყავით ადგილზე. იმდენი მანქანა იდგა აგარაკის სიახლოვეს, მე ცოტა მოშორებით მომიწია გაჩერება და ფეხით ვიარეთ გარკვეული მანძილი. შორიდანვე ისმოდა ახალგაზრდების ღრიანცელი. სამსართულიანი აგარაკი მწვანეში იყო ჩაფლული. ვილას უფრო გავდა, ვიდრე აგარაკს. უზარმაზარი აუზის წინ ღრეობდნენ ახალგაზრდები. დიჯეიც ყავდათ და ბარმენიც. მართლა მაგარი წვეულება იყო. ელიტური საზოგადოების ნაშიერებს მოეყარათ აქ თავი. ბატონ-პატრონი არავინ ყავდათ და ზოგი ს აბოლებდა, ზოგიც გვარიანად იყო უკვე გამომთვრალი. ლიკას ჩვენი დანახვა დიდად არ გახარებია. (თავში ქონდა ამასაც ავარდნილი ჩემსავით პოპულარულობა და ქონება და ყველას ზემოდან დაგვყურებდა.) სამაგიეროდ ლიკას ერთ-ერთმა დაქალმა, ნუცამ შეგვამჩნია და გაუხარდა კიდეც. უფრო ჩემი დანახვა. აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემს მოსაწონებლად კეკლუცობდა და ყველანაირად ირჯებოდა, რომ ყურადღება მიმექცია. არც ჩემთვის იყო ურიგო ვარიანტი და მის შებმაზე ჩალიჩი არც კი დამიწყია. ასე ვთქვათ, თვითონვე ჩამომეკიდა კისერზე. არც ილო დარჩენილა ცალად, მანაც მალევე გამონახა ზედმეტად ვულგარული გოგო და ჩემი არსებობა სულ გადაავიწყდა კიდეც. ისე, ნუცასთან ღია ფლირტში მეც ისე გავერთე, რომ მეც გადამავიწყდა ჩემი ძმაკაცი. ერთი საათის მისულები ვიქნებოდით. ნუცა უკვე თანახმაც კი იყო, რომელიმე ოთახში ამომყოლოდა და ბობოქარი ვნებები ჩაგვეცხრო, რომ აგარაკის უკანა ეზოდან გასროლის ხმა გაისმა. სულ მალე ჩოჩქოლი და წივილ-კივილიც ატყდა. მხოლოდ მაშინ გამახსენდა ძმაკაცი და დავურეკე კიდეც, მაინტერესებდა სად იყო. არ მიპასუხა და ავღელდი. ნუცა აუზთან მივატოვე და იმ მიმართულებით გავიქეცი, სადანაც გასროლის ხმა შემომესმა. შეშინებული სტუმრები ჩემსკენ რომ გამორბოდნენ და მეჯახებოდნენ, მე იქით მივიწევდი ჯიქურ და ძლივს მივარღვევდი აწიოკებული გოგოების ბრბოს. ათასი საშინელება წარმოვიდგინე ილოზე, რა აღარ ვიფიქრე სანამ დანაშაულის ადგილამდე მივაღწევდი. გამიხარდა, მსხვერპლი ილო რომ არ აღმოჩნდა, მაგრამ, რაც იქ ვნახე, იმანაც საშინლად შემძრა. სტუმრებიდან ერთ-ერთი გოგო სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და უგონოდ ეგდო ძირს. იმის მაგივრად, რომ ვინმეს მასზე ეზრუნა, ან სასწრაფოში დაერეკა, მარტო მიეტოვებინათ მომაკვდავი. შორიდანვე შევაფასე მდგომარეობა და უფრო ავუჩქარე ფეხს. სამი-ოთხი ნახტომით გავჩნდი მასთან და მის წინ ჩავიცუცქე. მაშინვე საძილე არტერია შევუმოწმე. პულსი ქონდა, ოღონდ ძალიან სუსტი. უგონოდ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ცურავდა, ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ ლამაზი გოგო იყო. სავარაუდოდ, ფილტვი ქონდა დაზიანებული, რადგან პირიდანაც გადმოსდიოდა სისხლი. მაშინვე მოვიმარჯვე ტელეფონი და სასწრაფოში დავრეკე. სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები არ მოვიდნენ, მანამ არ დამინებებია თავი, მის გვერდით ვიყავი ჩაცუცქული და მალ-მალე ვუმოწმებდი პულსს. გვარიანად შემეღება ჩემი თეთრი მაისური მისი სისხლით, მაგრამ ვერც კი ვამჩნევდი. სასწრაფო და პოლიცია ერთდროულად მოვიდა. მოწმის სტატუსით დამკითხეს იქვე. გამაფრთხილეს, რომ ქალაქიდან არ გავსულიყავი, რადგან თუ კითხვები კიდევ გაუჩნდებოდათ, მომაკითხავდნენ. ილო კიდევ ვერ ვიპოვე ვერსად. ვერც გავაგონე ტელეფონზე. იმ აგარაკზე დარჩენას აზრი აღარ ქონდა, მითუმეტეს, რომ ჟურნალისტებით გადაიჭედა იქაურობა და მაშინვე სახლში წამოვედი. მამაჩემი ჯერ კიდევ არ იყო მოსული და გამიხარდა. ქურდივით შევიპარე, რომ მართას არ დავენახე ასე სისხლში ამოგანგლული, მაგრამ მაინც შემეფეთა წინ. _ვაიმე, ლექსო, ეგ რა მოგსვლია?_მხოლოდ ეს ამოილუღლუღა და იქვე ჩაიკეცებოდა, მე რომ არ მემარჯვა და ხელი არ შემეშველებინა მისთვის. ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე ქალი ხელში და მაშინვე ჩემს ოთახში შევარბენინე და ჩემს საწოლზე დავაწვინე ფრთხილად. _მართა! რა გჭირს?_მსუბუქად შემოვულაწუნე ლოყებზე ხელი. მერე სამზარეულოში გავვარდი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე. სახე მოვბანე და ყურის ბიბილოები დავუზილე._მართა! გულს ნუ მიხეთქავ, გონზე მოდი!_თან ვემუდარებოდი. როგორც იქნა გაახილა თვალები და ისევ შიშით შეათვალიერა სისხლით დასვრილი ჩემი მაისური. _დამშვიდდი, მე არაფერი მჭირს. უბრალოდ, ერთი გოგო დაშავდა და იმას ვპატრონობდი. _ვინ, პეპი?_უარესად გაუფართოვდა მართას შიშისგან თავისი ცისფერი თვალები._რა მოუვიდა? _არა, დამშვიდდი, არც დესპინეს სჭირს არაფერი. წვეულებაზე ვიყავი და ვიღაც უცხო გოგო იყო... _ცოცხალია?_შიშით ძლივს იკითხა. _იმედია... დილით მივალ საავადმყოფოში და გავიგებ. შენ როგორ ხარ? _არამიშავს._რის ვაი-ვაგლახით წამოჯდა კიდეც._შენ დაუშავე რამე? _არა, რა სისულელეა?!_მეწყინა მისი უნდობლობა._მასეთად გამზარდე, რომ ვინმეს დაჭრა ან მოკვლა შემიძლია? _ცუდს რომ ხედავ ადამიანი, კარგზე ვეღარ ფიქრობ. რა ვქნა, არც ჩემი ბრალი არაა. ასეა ადამიანის ბუნება მოწყობილი და არც მე ვარ გამონაკლისი._წამოდგა და ჩემი ოთახი ლასლასით დატოვა. _თუ ცუდად ხარ, მითხარი და საავადმყოფოში წაგიყვან._მეც უკან გავყევი. _არ მინდა. შენ ჯობია, სისხლით დასვრილი ტანსაცმელი გამოიცვალო, უარესად მიხეთქავს გულს შენი დანახვა. მართლაც, ჩემს ოთახში შევტრიალდი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. მერე ისევ ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ ილოსთვის დამერეკა და სანამ მე დავრეკავდი, მან დამასწრო. _სად ხარ შე ჩემა, რამდენს გირეკავ?_შეშფოთებულმა ჩავძახე ტელეფონში. _კიკეთში ვარ. შენ სად ხარ?_რატომღაც ჩურჩულით მკითხა. _ბევრი გეძებე და რომ ვერ გიპოვე, სახლში წამოვედი. _შეგიძლია ამომაკითხო? _სად? ისევ მაგ აგარაკზე? _არა, აქედან წამოვედი. რაღაც დიდი ეკლესიაა, ამის სიახლოვეს ვარ. _ვიცი, ხო. ახლავე გამოვდივარ. გავუთიშე თუ არა ტელეფონი, მართა მოვინახულე, გავაფრთხილე, რომ სახლიდან გავდიოდი და მალე დავბრუნდებოდი და მართლაც წავედი ილოს მოსაყვანად. მამაჩემის მანქანით წასვლა არ ღირდა, ჟურნალისტებს თვალში მოვხვდებოდი. ნივითაც არ მაწყობდა, არც ის მინდოდა, რომ ვინმეს მოხვედროდა თვალში. ამიტომ, სახელოსნოში გავიარე და მაზდაში გადავჯექი. ილო მართლაც ეკლესიასთან მელოდა. მაშინვე იცნო თავისი ახლობლის მანქანა და სანამ მე დავურეკავდი, აქ ვარ და შენ სად ხარ-მეთქი, რომ სიბნელეს გამოეყო მისი ლანდი და მანქანაში ჩამიჯდა. _სად იყავი? რამდენი გეძებე._მაშინვე ვეტაკე შეშინებული. _წადი და გზაში მოგიყვები. _რა მოხდა? _წადი!_რომ დამყვირა, მეც მაშინვე დავძარი მანქანა და გიჟივით გავიჭერი წინ. _არც მთლად მასე, რომ ყურადღება მიიქციო, ნორმალურად იარე. გავითვალისწინე მისი რჩევა და მართლაც ნორმალურად ვიარე. სანამ კიკეთიდან არ გამოვედით, ხმა არ ამოუღია. მერე კი... _მე დავინახე, ვინც ესროლა იმ გოგოს. _რაა?!_მოულოდნელად მკვეთრად დავამუხრუჭე ინტიქტურად._მერე? _რა მერე? არ იცის რომ დავინახე, თორემ მეც გამომასალმებდა სიცოცხლეს. _რა მოხდა, იცი? _რა და რისთვის მოხდა ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ როგორ მოხდა და ვინ არის დამნაშავე, ეგ კი ვიცი... ოღონდ ახლა წადი, გთხოვ. მეორედ აღარ დამჭირვებია მისი თხოვნა, მაშინვე დავიძარით ადგილიდან. _ჯერ ისევ შოკში ვარ._ხელების კანკალით გაუკიდა ილომ სიგარეტს და ნერვიულად დაარტყა ღრმა ნაფაზი._რომ ვაღიარო და გამოვაჭენო სააშკარაოზე დამნაშავე, მაინც არავინ დამიჯერებს. რომც დამიჯერონ, მალევე გააჩუმებს ყველას და მგონი მეც მომიღებს ბოლოს... _ვინ არის მაგისთანა, ასე რომ გეშინია? _შენც რომ არ გითხრა, გეწყინება?_ისე მიამიტურად მკითხა, შემეცოდა. _კარგი, ნუ იტყვი. ის მაინც მითხარი რა მოხდა? თუ, მაგის თქმისაც გეშინია? _ამ გოგოს სავარაუდოდ ბევრი მაკომპრიმენტებელი მასალა ქონდა დამნაშავეზე და აშანტაჟებდა. ეტყობოდა დიდძალ თანხას სძალავდა... _გამოდის, შეძლებული ოჯახიდანაა და ამავე დროს პოპულარული და ამიტომ არ უნდა მასზე რამე ნეგატიურმა ამბებმა გაიჟღეროს ან გააშუქონ ტელესივრცეში, არა?_ჩემი ვარაუდი გამოვთქვი. _ისე, არასდროს მითქვამს, რომ გამომძიებლური ნიჭი გაქვს და რომ ჩვენს სამშობლოს ერთი ძლიერი გამომძიებელი აკლია შენი სახით?_გაღიმება კი სცადა, მაგრამ ჯერ კიდევ ისე იყო შიშისგან დაზაფრული, უშნოდ გაეღრიჯა სახე._არა და, მგონი მარტო შეშინება უნდოდა, შეგნებულად დაგეგმილი არ ქონია მკვლელობა და შემთხვევით გაუვარდა იარაღი... _შენ რაღა გინდოდა იქ?_გამომცდელად რომ შევხედე, ისევ გაიღრიჭა. _მარიტა სექსზე დავიყოლიე, მაგრამ ოთახები ყველა დაკავებული იყო, უნდა გენახა როგორი ორგიები ტარდებოდა იქ. ხო და, უკანა ეზოში ჰამაკში გადავწყვიტეთ მოვსიყვარულებოდით ერთმანეთს. საპირფარეშოში რომ გავიდა, მეც ვიფიქრე, შარდის ბუშტს დავცლი-მეთქი და ბუჩქებში გადავედი. წამებში მოხდა ყველაფერი. ლაპარაკის ხმა რომ გავიგე, დავიმალე, არ დამინახონ, ვარდის ბუჩქებს რომ ვრწყავ-მეთქი. გოგო დაემუქრა, იცოდე ყველაფერს პრესას გადავცემო და მაგაზე შეკამათდნენ. დარწმუნებული ვარ, იარაღი შესაშინებლად დააძრო, თორემ არც ისეთი სულელია, ამდენი სტუმრების თვალწინ მკვლელობა ჩაედინა. გოგოს არ შეეშინდა და იარაღზე უტაცა ხელი. ხო და მაგ დროს გავარდა კიდეც. გოგო რომ დავარდა, მეც მაშინვე გავიშხლართე ძირს, რომ შემთხვევით არ დავენახე. კიდევ კარგი, თორემ, იქაურობა დაათვალიერა და რომ დარწმუნდა არავინ იყო, ისე გადაევლო გალავნის ღობეს ზედ, შემშურდა. ტყუილად ვართ ახალგაზრდები... _დიდი კაცი იყო?_ეჭვით გავხედე, მაგრამ არაფერი მითხრა._შენ როგორღა დააღწიე იქიდან თავი?_პირველი კითხვა რომ უპასუხოდ დატოვა, ახლა ეს ვკითხე. _ბაღჩის ყველაზე შორეული კუთხისკენ გავფოფხდი ისე, გეგონება სანგარში ვყოფილიყავი და იქიდან ღობეზე გადავძვერი... მე ღობიდან გადაძრომა გამიჭირდა და ის როგორ გადაევლო ახალგაზრდული სიმარდით იმ სიმაღლე გალავანს, მიკვირს... _მითხარი ვინ იყო, არავის ვეტყვი. ცოტა შენც მოგეშვება გულზე. ერთხანს უნდობლად მიმზერდა. მერე ჩაწეული მინიდან სიგარეტის ნამწვი მოისროლა და დარწმუნებით მითხრა: _შენთვისვე ჯობია არ იცოდე. _ვიცნობ? _არ მინდა, რომ შენც შარში გაგრიო._პირდაპირ პასუხს თავი აარიდა._სადმე ტაქსებთან გამიჩერე, სახლში ტაქსით წავალ. _რა სისულელეა, ქუჩაში მიგადდებ უპატრონოდ, როგორ გგონია? _რაც გითხარი, ის გააკეთე. ერთად არავინ არ უნდა დაგვინახოს იცოდე._ხმა რომ გაიმკაცრა, ინსტიქტურად დავამუხრუჭე ტაქსებთან._კარგი ქნეს რატიმ და სპარტაკიმ, რომ ჩვენთან ერთად არ წამოვიდნენ._მანქანიდან რომ გადავიდა, ფანჯრიდან შემომიყო თავი და ისევ გამაფრთხილა მკაცრად._ღობე-ყორეს არ მოედო ახლა შენებურად და პირდაპირ სახლში წადი იცოდე! სანამ რამეს ვეტყოდი, გატრიალდა და წავიდა. ცოტა არ იყოს შემაშფოთა მისმა საიდუმლოებებმა. ვითომ, რომ ეთქვა დამნაშავის ვინაობა, მეც საფრთხეში ჩამაგდებდა? მისი რჩევა გავითვალისწინე და მართლაც პირდაპირ სახლში წავედი. მართას დავხედე, ტკბილად რომ ეძინა უკვე და ფრთხილად ვაკოცე შუბლზე. საბანს რომ ვუსწორებდი, შეიშმუშნა, მაგრამ ისევ განაგრძო ძილი. მამაჩემი კიდევ არ იყო მოსული და გადავწყვიტე დავლოდებოდი. ხან ნარდი ვითამაშე ონლაინში, ხან ჯოკერი, რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ ისე დამეძინა, ვერც კი გავიაზრე, რომ მეძინებოდა. დილით, თვალები რომ გავაჭყიტე და ჩემს ოთახში შემოჭრილ მზის სხივებს მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ გვარიანად იყო გათენებული. სასწრაფოდ წამოვხტი და მამაჩემის ოთახს მივაშურე. ნახვა მინდოდა სანამ სახლიდან გავიდოდა, მაგრამ იქ არ დამიხვდა. მერე მართა მოვინახულე. გუშინდელთან შედარებით კარგად იყო ქალი და გამიხარდა. _მამაჩემი წავიდა უკვე ხომ არ იცი? _თავის კაბინეტში იყო._ეს რომ მითხრა, მეც იქით გავეშურე. მოღიავებულ კარში შევიჭყიტე, საწერ მაგიდასთან იჯდა საქაღალდეებში თავჩარგული. გულდასმით შევათვალიერე, საეჭვო ვერაფერი შევნიშნე და კარზე მივუკაკუნე. _შემოდი._ისე მითხრა, თავი არ აუწევია ქაღალდებიდან. მის წინ სავარძელში ხმაურით რომ ჩავესვენე, არც მაშინ გამხადა ყურადღების ღირსი. _შენს მანქანას არაფერი სჭირს, გულდასმით შეამოწმა ილომ, გავტესტე კიდეც და არანაირი ხმა არ აქვს. თუ ჩემი მანქანა გჭირდებოდა, ისე გეთქვა... _შენი აზრით, მორიდებულ კაცს ვგავარ, ვისაც შვილთან თხოვნა უჭირს?_ახლა კი გაბედა და ამომხედა თავისი გამჭოლი მზერით._გითხარი, რაღაც ხმა აიღო-მეთქი და ასეც იყო. _გასაბრაზებლად არ მითქვია. _გასაბრაზებლად არ გითქვია გასაბრაზებელი სიტყვები?_სათვალე შეისწორა და ისე დამაკვირდა, როგორც ექსპერტიზის ექიმი აკვირდება ხოლმე დაზარალებულს. ისეთი გამჭოლი და ცივი მზერა ქონდა, დავიბენი, ინსტიქტურად მოვიქექე კეფა. _დღეს რა გეგმები გაქვს?_ეს რომ მკითხა, მივხვდი, რაღაც საქმეს გამომიჩენდა და არც შევმცდარვარ, მალევე დააყოლა._ორი საათისთვის ოფისში მომაკითხე, შენი გვერდში დგომა მჭირდება და არ დამაღალატო იცოდე._მერე კი ისევ საბუთებში ჩარგო თავი და ამით მანიშნა, რომ შენთან საუბარი დასრულებულიაო. უწადინოდ წამოვდექი და უკანმოუხედავად დავტოვე მისი კაბინეტი. თუმცა, ვგრძნობდი რომ გამჭოლი მზერით მომაცილებდა, რადგან ზურგი საშინლად მეწვოდა. მაფრთხობდა და მაფორიაქებდა მისი ეს გამოხედვა და ვცდილობდი, ფეხი არ ამრეოდა. სამსახურში უკვე თავისი მანქანით წავიდა. ვიდროვე და მეც გავენთე, ოღონდ დედაჩემის და ლეას სანახავად. იმედი მქონდა ჩემს ჟღალთმიანსაც ვნახავდი, მაგრამ სულ ტყუილად, არც ლეა დამიხვდა სახლში და მითუმეტეს, არც დესპინე. დედაჩემთან ცოტა წავიჭორავე და მერე კი იმ გოგოს სანახავად წავედი საავადმყოფოში, წუხელ რომ დაჭრეს. ნახვის უფლება არ მომცეს და არც დამიჟინია. გავიგე რომ ცოცხალი იყო და სტაბილურად. ამის გაგებამაც დამაკმაყოფილა. მერე კი სახელოსნოში გამოვიარე. ილო და რატი თავისთვის რაღაცას საქმობდნენ. მეც კი მოვისურვე მივხმარებოდი, მაგრამ მამაჩემმა დამირეკა. მართალია, პირველი არ იყო ჯერ, მაგრამ მაინც თავისთან მიმიხმო. ისევ მომაბეზრებელი შეხვედრა ქონდა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან და ჩემი გვერდში დგომით იწონებდა კაცი თავს. სხვებისა რა ვთქვა, მაგრამ მე ნამდვილად არ მხიბლავდა ასეთი სიტუაციები. საჩემო საქმე არ იყო ხალხის წინ გამოსვლა და ლაქლაქი. ორატორული ნიჭით ალბათ დაბადებიდანვე უნდა იყო ადამიანი დაჯილდოვებული. აფერისტობაც უნდა შეგეძლოს და იმის მტკიცება და ხალხისთვის თავის მოჩვენება, რომ მათი გასაჭირი გულთან ახლოს მიგაქვს და გესმის მათი. მართალია, ლეა სულ იმას მსაყვედურობდა, რომ მამას გავხარო, მაგრამ ტყუილია, უბრალოდ აზვიადებდა, რომ მართლაც მას არ დავმსგავსებოდი. ბევრი რამე დედის გენეტიკიდან მქონდა და მე თვითონ მახარებდა და მაბედნიერებდა ეს ამბავი. მაგრამ არც იმას ვუარყოფ, რომ მამაჩემივით მექალთანე და ქალების მუსუსი ვარ. თუმცა, რაც დესპინე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ქალების მიმართაც შევიცვალე ცოტათი მაინც დამოკიდებულება. ყოველ საღამოს რომ მათ მკლავებში ვნებივრობდი, ახლა თითქოს დიდადაც აღარ მქონდა ამის სურვილი. ********************* ორი-სამი დღე კიდევ გადაბმულად ვიყავი მამაჩემის დამქაში და მას ვუმშვენებდი გვერდს ნაძალადევი ღიმილითა და კმაყოფილი იერით. ვერც დედაჩემთან მოვახერხე მისვლა და მონახულება, ვერც ბიჭებთან და ვეღარც იმ უცნობი გოგოს ამბავი გავიგე. ქალაქგარეთ დავყვებოდი შეხვედრებზე. არ გავყვებოდი და დაფინანსებას შემიწყვეტდა. უეჭველი იყო ამის გამკეთებელი. არა და ფული ყველაზე მეტად ახლა მჭირდებოდა. მართალია გასართობად არ მინდოდა, მაგრამ რაშიც მჭირდებოდა, ის უკეთესი იყო ჩემთვის. ჩემს გარეშე გაყიდეს ბიჭებმა მაზდა და სხვა ორი მანქანა იყიდეს. თუ სპარტაკის დავუჯერებდი, ჯართები იყო, მაგრამ თუ ილოს, მაგარ მოგებას ვნახავდით. რატიც კარგად ჩაერთა ამ საქმეში. ქურდებმა ფული რომ დაუბრუნეს, ნაწილი მანქანებისთვის ახალი ნაწილების საყიდლად გამოიყენა და ნაწილით გოლფი იყიდა. ასე რომ ჩვენი წამოწყებული ბიზნესი მართლაც ხეირიანი გამოდგა. მამაჩემის დამქაშობის პერიოდი რომ დამიმთავრდა, მაშინვე დედაჩემის სანახავად გავწიე. გამიკვირდა, ყავარჯნებით რომ დადიოდა უკვე. მართალია, ეზოში გამოსვლას ჯერ ვერ ბედავდა ისევ, მაგრამ ოთახიდან ოთახში თავისუფლად "დასეირნობდა", მისივე ლექსიკონიდან რომ მოვიშველიო. ლეას მისი ავადმყოფობის გამო შეკვეთები ქონდა დაქუჩებული და დილიდან დაღამებამდე ატელიეში იჯდა თურმე. დესპინე კი ხშირად აკითხავდა ხოლმე, მაგრამ იმ წუთის წასული დამიხვდა მე რომ მივედი და გული ძალიან დამწყდა. არ ვიცი, ალბათ ეს იყო ის ნამდვილი სიყვარული, რომელზეც ამდენს საუბრობდნენ ფილმებსა თუ წიგნებში. რომელზეც უამრავი ლეგენდა მქონდა მოსმენილი. მეც ხომ ყოველი მისი გახსენება სიხარულს მგვრიდა და ნეტარებით მავსებდა? თან, სულ სხვანაირად მიცემდა გულიც. იმ დღე კი, როცა ვერ ვნახულობდი, უკმარისობის შეგრძნება მქონდა და ცუდადაც ვიყავი აშკარად. მის გარეშე მართლაც ვერ წარმომედგინა ცხოვრება. ხანდახან ვცდილობდი, რომ მასზე არ მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მეტასტაზებივით ედებოდა ჩემს შინაგან სამყაროს მისი სურვილი. სურვილი კი დიდი არაფერი მქონდა. მინდოდა მთელი დღე ვმჯდარიყავი მის სიახლოვეს და გულდასმით მესმინა მისი ჟღერადი ხმა და მისთვის თვალმოუშორებლად მეყურებინა. ხო, ხანდახან ჩახუტებაც მინდოდა, ოღონდ მარტო ჩახუტება. აქამდე ქალს ვნების ჩასაქრობ ობიექტად ვხედავდი მარტო. სხვა ქალში არც არაფერი მაინტერესებდა. მაგრამ დესპინე სულ სხვა იყო. ჩემს ფიქრებშიც კი მის ტუჩებზეც ვერ ვბედავდი შეხებას. არა, მართლა მაღელვებდა, მადარდებდა და ბედნიერებით მავსებდა ეს ლამაზი და საყვარელი გოგო. არჩევნებამდე რამოდენიმე დღე თავისუფალი მქონდა მამაჩემისგან. სახელოსნიში ბიჭებისთვისაც მოვიცალე და დედაჩემის სანახავადაც ვიყავი რამდენჯერმე. დესპინეც ვნახე. რომ მაბნევდა, ეს უდავო იყო. ჩემს თვალებსაც ვერ ვუხერხებდი ვერაფერს და ღიმილით ვუმზერდი. თითქოს ყველა მისი ნაკვთის შესწავლა მსურდა, რომ ღამღამობით ნათლად წარმომედგინა ჩემს ფიქრებში. მართალია ჩემი ამ სულელური გამომეტყველებით და დაჟინებული მზერით ძალიან ვაბნევდი და უხერხულშიც ვაგდებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიამოვნებდა. იმასაც ვგრძნობდი, რომ მასაც მოვწონდი და ჩემი გამოლაპარაკება ღაწვებს უვარდისფრებდა. ამ დროს ხომ მართლაც ღვთიურად ლამაზი და საყვარელი იყო. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ფიქრებშიც კი არ შევხებივარ ზედმეტად და არასდროს მიფიქრია მასზე უხამსად. მართალია, როცა ჩემს სიახლოვეს იყო, სურვილი მქონდა, რომ გულში ჩამეხუტებინა და ასე ვმდგარიყავი თუნდაც უსასრულოდ, მაგრამ ვერ ვუბედავდი. ერთხელ კი, ერთად მივედით დედაჩემის სანახავად. მახსოვს, ეზოში ჩემს წინ რომ მიაბიჯებდა გამართული ნაბიჯებით, მე უკან მივყვებოდი და ხარბად ვისუნთქავდი მის სასიამოვნო სურნელს. ახალი ნაწვიმი იყო და გრილოდა. თუმცა, შილიფად იყო ჩაცმული. ნიავმა რომ წამოუქროლა, ნათლად დავინახე ტაომ რომ დააყარა. დაუფიქრებლად გავიძრე ჩემი სპორტული ზედა და მხრებზე მოვახურე. მის შიშველ მხრებზე შეხებამ რაღაც სასწაული განცდა მომგვარა. რომ გაჩერდა და გაოცებულმა შემომხედა, დამნაშავის იერით შევღიმე. თვითონაც რომ შემომღიმა, გული გამიჩერდა. _მადლობა. დილით რომ გამოვედი სახლიდან, არ ციოდა._მომიბოდიშასავით. მერე მკლავები გაუყარა ჩემს სპორტულში და საგულდაგულოდ გაეხვია შიგ. დედაჩემის თვალს არ გამოჰპარვია ეს ფაქტი და მე კი ის, რომ ჩვენს დანახვაზე კმაყოფილს ჩაეღიმა. ლეა ისევ არ იყო სახლში. შეკვეთების დასრულება უნდოდა და გვიანობამდე მუშაობდა. ყავა ჩემმა ჟღალთმიანმა მომამზადა. ისევ ისეთი მწარე იყო დარიშხანივით, მაგრამ ისე მეგემრიელა და ისეთი სიამოვნებით დავლიე, თითქოს ამაზე გემრიელი ცხოვრებაში არაფერი დამელიოს. კარგახანს დავრჩით იქ. ათას სისულელეზეც კი ვისაუბრეთ და მერე დესპინემ ლეასთან შევლა გადაწყვიტა და ფეხზე წამოდგა. დედაჩემმა თვალით მანიშნა, გაყევიო და მეც სიხარულით წამოვიმართე. ჩემი შეთავაზება, რომ მე გავიყვანდი ლეასთან, არ გაუპროტესტებია. დედაჩემს დავემშვიდობეთ და ლეას ატელიისკენ გავწიეთ. (ჩემს ნივაში წინ ჩამიჯდა რაღა თქმა უნდა). ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში მგონი არც ვყოფილვარ. ახალი შებინდებული იყო ლეას ატელიეს წინ რომ შევჩერდით. მეც მინდოდა გადასვლა და ჩემი დის მონახულება, მაგრამ მართამ დამირეკა, მალე მოხვალო? ისეთი ხმა ქონდა, მივხვდი ცუდად იყო. არ კი უთქვია არაფერი, (გულს არ მიხეთქავდა არასდროს), მაგრამ შევატყე, ვერ იყო კარგად. დესპინეს იქვე დავემშვიდობე და სახლში გავეშურე. ვერსად რომ ვერ მივაგენი სადაც სავარაუდოდ საქმიანობდა ხოლმე, მერე ფეთიანივით შევვარდი მის ოთახში. _რაო, მართუშკები, რა გჭირს?_მის საწოლთან ჩავიცუცქე და შუბლზე დავადე მზრუნველად ხელი._ცუდად ხარ? არ კი უნდოდა აღიარება, მაგრამ მართლაც ვერ იყო კარგად. სასწრაფოში არ დამირეკია, სანამ ისინი გამოძახებაზე მოვიდოდნენ, რისთვის უნდა დამეკარგა დრო? პატარა ბავშვივით ავიტაცე ხელში და სულ სირბილით ჩავიყვანე მანქანამდე. იქ კი ფრთხილად ჩავსვი და საავადმყოფოში რაც შემეძლო სწრაფად გავაქროლე ჩემი მერანი. იქაც ხელში აყვანილი გადმოვიყვანე და ისე შევიყვანე შენობაში. ეს ქალი რაღაც სასწაულად მიყვარდა და ვერ გადავიტანდი რამე რომ მოსვლოდა. _თავი არ დაზოგოთ, არაფერი გაუჭირვოთ იცოდეთ, ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვარ, ოღონდაც გამოაჯანმრთელეთ!_თავს ვერ ვაკონტროლებდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი უკვე და ისე ვემუდარებოდი ექიმებს. _დაწყნარდით ახალგაზრდავ, საშიში არაფერია. გვაცადეთ ექიმებს, რომ პაციენტს მივხედოთ. დაწყნარდი კარგი იყო, ვწყნარდებოდი? მართა ჩემთვის მეორე დედასავით იყო. არ ვიცი მის გარეშე როგორ პიროვნებად ჩამოვყალიბდებოდი. რაც კი რამ გამაჩნდა ადამიანობაში კარგი, მისი დამსახურება იყო. უანგაროდ მიყვარდა ეს სათნო მოხუცი. სანამ გამოკვლევებზე ყავდათ შეყვანილი, ვრცელ დერეფანში ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი და საათს დავყურებდი წარა-მარა. მეჩვენებოდა, რომ დრო იყო გაჩერებული. ზუსტად ასე ვინერვიულე მაშინ, დედაჩემს რომ დავეჯახე და ოპერაციას უკეთებდნენ და ახლა მართა მედარდებოდა და მასზე მენერვიულებოდა. ვიცოდი, ქმარ-შვილი არ ყავდა. შინაბერად იყო დარჩენილი. ჯერ ძმიშვილებს მიუძღვნა თავი, მერე ძმის შვილიშვილებს, მერე კი ჩემს გაზრდა-აღზრდაში დახარჯა დრო, ენერგია და სიყვარული. მის ძმას კი ვცნობდი, მაგრამ ძმიშვილებს და შვილიშვილებს ვერა. რამე რომ მოსვლოდა ამ ქალს, ვისთვის უნდა დამერეკა არ ვიცოდი. თუმცა, ვიმედოვნებდი, რომ არაფერი მოუვიდოდა. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ექთანმა მართას ტელეფონი გამომიტანა, ვიღაც ურეკავს და იქნებ გეპასუხათო. ნომერს რომ დავხედე, "ჩემი კუსკუსა" ეწერა. ღიმილი მომერია ამ ფსევდონიმზე. უნდა მეპასუხა, რომ ზარიც დასრულდა, მაგრამ ისევე მალე გადმორეკა. ხმა დავიმშვიდე, რომ მღელვარება არ შეემჩნია და კუსკუსას ვუპასუხე. _გისმენთ. _უი._მართას მაგივრად ჩემი ხმა რომ გაიგო, გოგონას სასიამოვნო ხმამ ჯერ დაიმორცხვა._პაპიდას ვურეკავდი და მგონი ნომერი შემეშალა._მაგრამ მერე ალბათ გადასამოწმებლად დახედა და უკვე ოდნავ შეშფოთებული ხმით მკითხა._მართა სად არის? _მართას ამ წუთას არ სცალია... _რა სჭირს, ცუდად არის?_შიში რომ ვიგრძენი მის ხმაში, შემეცოდა და დამშვიდება ვცადე. _ცოტა შეუძლოდაა და საავადმყოფოში წამოვიყვანე. ახლა ექიმთანაა შესული, რომ გამოვა დაგალაპარაკებთ. _რომელ საავადმყოფოში ხართ?_მაშინვე ეს მკითხა. მისამართი რომ ვუთხარი, არც კი უკითხია ვინ ვიყავი, მაშინვე გამითიშა ტელეფონი და ვივარაუდე, რომ აქეთ გამოეშურებოდა. და მართლაც, ნახევარი საათი არც კი იყო გასული. თან, ჯერ ექიმებსაც კი არ ქონდათ ჩემთვის პასუხი გაცემული, რა სჭირდა ჩემს საყვარელ ძიძას, რომ დერეფნის ბოლოდანვე შევნიშნე ჩემსკენ ლამის სირბილით მომავალი მართას კუსკუსა, იგივე ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი. დავიბენი. კი ვხვდებოდი, რომ მართას და დესპინეს რაღაც აკავშირებდათ ერთმანეთთან, მაგრამ თუ მისი ძმის შვილიშვილი იქნებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დესპინეს უკან კი ჩემი და მოყვა, ისიც ჩქარი ნაბიჯებით. _პაპიდას რა სჭირს?_მომიახლოვდა თუ არა, სასოწარკვეთილი ხმით მკითხა დესპინემ და თავისი ცრემლიანი თვალები შემომანათა. _ექიმი ჯერ არ გამოსულა. მეც არ ვიცი._ეს რომ ვაღიარე, დავინახე კურცხალი ცრემლი რომ ჩამოუგორდა ლოყაზე. _ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება._გავბედე და ცრემლი მოვუმშრალე. თანაგრძნობის გამოხატვას თურმე დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მოულოდნელად ჩამეხუტა, თავი მკერდზე მომადო და უარესად ასლუკუნდა. წეღან რომ დავიბენი მისი გამოჩენით, ის დაბნევა არაფერი იყო ამ დაბნევასთან. ჯერ ერთი, რომ გული გამიჩერდა და სუნთქვაც შემეკრა. მუცელში პეპლების არსებობა რომ მითი მეგონა, მის რეალობაშიც დავრწმუნდი. გვიან მოვახერხე მეც მომეხვია მისთვის მკლავები და ნუგეში მეცა. ისე სლუკუნებდა, გული მეც ამიჩუყდა და რომ არ მევაჟკაცა, ალბათ მეც მასთან ერთად ავღრიალდებოდი საძაგელი ბავშვივით. _რა მოხდა?_გაოცებული ლეა რომ მოგვიახლოვდა, შიშით მკითხა. _არ ვიცი, ჯერ ექიმი არ გამოსულა. _დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება._მანაც მოხვია დესპინეს მკლავები და ორივეს ჩაგვეხუტა._მართა ბებია ძლიერი ქალია და მჯერა, მალე გამოჯანმრთელდება. ალბათ, უსასრულოდ რომ მყოლოდა ჩემი ჟღალთმიანი ჩახუტებული, არ მომწყინდებოდა. ენით აუწერელ სინაზეს ვგრძნობდი მის მიმართ. თავბრუს მახვევდა მისი სურნელი და რაღაც ამოუხსნელი ნეტარებით მავსებდა მისი შეხება. მკვრივი სხეული ქონდა, მაგრამ ამავე დროს თოთო ბავშვივით ნაზი კანი. დავრწმუნდი, რომ მის გარდა სხვა ქალი მე აღარ მჭირდებოდა. ექიმი რომ გამოვიდა და პაციენტის ახლობლები მოიკითხა, სამივენი წინ გამოვეჭიმეთ. მართალია, ბიოლოგიურად მხოლოდ დესპინე იყო მისი ახლობელი, მაგრამ არც მე ვიყავი შორეული. _რა ხდება ექიმო, მართა როგორ არის?_ყველას მე დავასწარი კითხვა. _არტერიული ჰიპერტენზიაა... _საშიშია?_ახლა დესპინემ კითხა და შევატყე როგორ დაიძაბა პასუხის მოლოდინში. _დიდად საშიში არ არის, მაგრამ საყურადღებოა გართულებების განვითარების თვალსაზრისით. მედიკამენტურ მკურნალობას დავუნიშნავთ. კარგია, რომ პრეპარატთა კომბინაცია არ სჭირდება და მხოლოდ ერთი პრეპარატს დავუნიშნავ. სამაგიეროდ უნდა ამოიღოს რაციონიდან სუფრის მარილი და ცხოველური ცხიმები. ასევე, თავი უნდა აარიდოს სტრესულ სიტუაციებს... ამაღამ აქ დავტოვებთ და ხვალ შეგიძლიათ წაიყვანოთ._ბოლო წინადადებაზე გულთბილად გაგვიღიმა. _შეიძლება რომ მოვინახულოთ?_ახლა მე დავინტერესდი. _კი, ოღონდ არ გადაღალოთ, დასვენება ჭირდება. თან, ყველა ერთად არ შეხვიდეთ. პირველი, რაღა თქმა უნდა, დესპინე შევიდა. კარგა ხანს დარჩა იქ. შედარებით დამშვიდებული გამოვიდა და ახლა ლეა შევიდა. _შენ როგორ ხარ?_წინ მორიდებით ავესვეტე და ლამის ჩურჩულით ვკითხე. მადლიერი თვალებით შემომხედა. _მადლობა, რომ ყურადღება მიაქციე და იზრუნე პაპიდაზე... დედასავით მიყვარს. _შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მეც მასე ვარ. უზომოდ მიყვარს ჩემი მართა. _ვიცი._მან კი მართლა ჩურჩულით მითხრა, მაგრამ მე მაინც გავიგონე მისი ნათქვამი. გამოდის, მართა ბევრს ლაპარაკობდა ჩემზე მასთან. სიხარულისგან გული უარესად ამითრთოლდა. ჩემი მართუშკები რომ ჩემზე ცუდს არ იტყოდა, ამას აღარ უნდოდა ბევრი ლაპარაკი. ხო და, ალბათ ჩემზე კარგი წარმოდგენა ქონდა დესპინეს. ახლა კი ის იყო საჭირო, რომ ეს წარმოდგენა არ დამეკარდა მის თვალში. ლეა რომ გამოვიდა, ახლა მე შევედი მის სანახავად. დამინახა თუ არა, უზომოდ გაუხარდა. მეც ძალიან გამიხარდა მისი ხილვა. მის საწოლთან ჩავიცუცქე და ჩავეხუტე. _ხომ კარგად ხარ ჩემო მართუშკები? გვარიანად კი შემაშინე. ათრთოლებული ხელი თავზე გადამისვა დიდი სიყვარულით. _მადლობა, რომ იზრუნე ჩემზე... _სხვანაირად არც შემეძლო, შენ ხომ ჩემი უძვირფასესი მართა ხარ?_წამოვიწიე და ლოყაზე ვაკოცე._მიყვარხარ და ვერ გადავიტან შენ რომ რამე მოგივიდეს. ჩემი ოჯახის წევრი ხარ. რაც თავი მახსოვს, სულ ჩემს გვერდით ხარ და ზრუნავ ჩემზე. ბევრი შრომა ჩადე ჩემში, რომ კარგ ადამიანად აღგეზარდე. ვაფასებ მე ამას. შენი დამსახურებაა რასაც ახლა წარმოვადგენ._დავიხარე და კიდევ ვაკოცე._ახლა კი ჩემი ჯერია და ვალდებულიც კი ვარ, რომ მოგხედო და ვიზრუნო შენზე. არ ვაჭარბებ, ძალიან მიყვარხარ._ისევ ჩავეხუტე და კარგა ხანს გავიტრუნე ასე. მერე კი, მისი პალატა რომ დავტოვე, დესპინე და ლეა იქვე იდგნენ და მოთმინებით მელოდნენ. _ახლა როგორ მოვიქცეთ იცით? უკვე გვიანია, მეტჯერ მისი ნახვის საშუალებას არ მოგვცემენ. თქვენ გაგიყვანთ სახლში და მე კი ისევ აქ ამოვალ. _შენ რატო უნდა შეწუხდე?_თავისი მწვანე თვალები რომ შემომანათა დესპინემ, მუხლებში ნათლად ვიგრძენი სისუსტე._აქ მე დავრჩები და თქვენ წადით. _მართას გამო მე არასდროს ვწუხდები. მე დავრჩები აქ, თუ რამე დასჭირდება, ყურადღებას მივაქცევ. _არაფერიც არ მოხდება. ექიმმა ხომ თქვა, საშიში არაფერიაო?_აქამდე ჩუმად მყოფმა ლეამაც ამოიღო ხმა._ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ და მერე წავიდეთ, აქ შენი ყოფნა საჭირო არ არის._დაქალს მოხვია მხრებზე ხელი და დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა და სკამზე ჩამოსვა._აქ ლექსო დარჩება და გპირდები, ყურადღებას არ მოაკლებს. შენზე ნაკლებად არ მიხედავს თავის ძიძას. შენზე ნაკლებად არც მას უყვარს პაპიდაშენი. ლეას სიტყვები გულზე მალამოსავით დამეფინა. აქამდე თუ კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდა, ახლა დამარწმუნა იმაში, რომ ვუყვარდი, პატივს მცემდა და ჩემი იმედი ქონდა ყოველთვის. გოგოები სკამზე რომ ჩამოსხდნენ, მე მოგვიანებით მივედი მათთან. ცოტა ხანს იქ გავჩერდი და მერე დაბლა ჩავედი და შენობიდან გარეთ გავედი. მესიამოვნა გრილი სიო. შორიახლოს მარკეტში შევირბინე და ქილებით მწარე ყავა ვიყიდე ცოტა ჯანზე მოსასვლელად. გოგოებთან რომ დავბრუნდი, იქ არ დამიხვდნენ და ცოტა შევშფოთდი, რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხომ არ მოხდა-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად, ექიმთან იყვნენ შესულები და მას ელაპარაკებოდნენ. შედარებით მშვიდად გამოვიდა დესპინე იქიდან. _დარჩენა საჭირო არ არისო ექიმმა, არც მოგვცემენ იმის უფლებას, რომ აქ ვიდგეთ მთელი ღამე. ჩემი ნომერი დავუტოვე და თუ რამეა დამირეკავენ. ახლა სძინავს უკვე პაპიდას და დილამდე ეძინებაო. დილით კი ადრე ამოვაკითხავ. _კარგი, წამოდით, მე წაგიყვანთ._ჩემი ნავაჭრი ლეას გადავეცი და მართლაც გამოვედით საავადმყოფოდან. ჯერ დესპინე მივიყვანე სახლში. რომ ვვარაუდობდი, ლეას მეზობელი იყო, შევცდი. _მადლობა._მანქანიდან ჩასვლისას გულთბილადაც შემომღიმა და ისევ გამიჩერა გული მისმა ამ მომაჯადოებელმა ღიმილმა. _დესპინეზე მართლაც სერიოზულად ფიქრობ?._დავიძარით თუ არა ადგილიდან, ლეამ სავარძლებს შორის გამოყო თავი და მხარზე ჩამომეყრდნო ნიკაპით._არ თქვა ახლა, რომ მის საამებლად დასტრიალებდი შენს ძიძას. _რა სისულელეა? მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ მისი შვილიშვილი იყო. მე მართა მართლაც დედასავით მიყვარს. მაგრამ მაგაში არ ცდები, დესპინეზეც სერიოზულად ვფიქრობ. ძალიან მომწონს, კარგი გოგოა. ლეა გაიტრუნა და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია. მისი ნიკაპი ისევ მხარზე მედო და მსიამოვნებდა... დედას სანახავად აღარ შევსულვარ. მანქანაშივე დამემშვიდობა ჩემი და და მე ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი, გული არ მისვენებდა მაინც. დერეფანში მართლაც არ მომცეს დარჩენის უფლება და ფოიეში მოვკალათდი. ერთხანს იქ ვიჯექი. მერე მამაჩემმაც დამირეკა, სად ხართ ყველანი, სახლში სიცარიელეაო. რომ ვუთხარი რაც ხდებოდა, მომეჩვენა, რომ დიდადაც არ მოუხვედრებია გულზე მართას ამბავი. პირიქით, მგონი ხელი შეუშალა მისმა ავადმყოფობამ. აღიარა კიდე, რომ ხვალ შენი თავი მჭირდება და არ დამეკარგოვო. მაგისი არჩევნები სულ ცალ ფეხზე მეკიდა, მე მართასთან ვიქნებოდი და რაც უნდოდა ის ექნა ამის შემდეგ. მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე. ხან ფოიეში ვიჯექი და მორიგე ექთნების სიცილ-კისკისს ვისმენდი. ხან ეზოში ვცემდი ბოლთას და ხანაც ჩემს მანქანაში მეძინა საჭეზე თავჩამოდებულს. დილაუთენია კი ილომ და რატიმაც მომაკითხეს. მათაც თავისებურად უყვარდათ ჩემი სათნო ძიძა. გამიხარდა და მესიამოვნა მათი მხარში დგომა. ალბათ, სანამ სამსახურში წავიდოდა, მამაჩემმაც შემოირბინა ხალხის დასანახად, თორემ მას მკერდში გული რომ არ უძგერდა, დიდი ხანია ვიცოდი. მამაჩემი მოვიდა თუ არა, ბიჭები წავიდნენ. მისი მოსვლიდან სულ მალე ჟურნალუსტებიც გამოჩნდნენ. (სხვანაირად არ შეეძლო ამ კაცს და რა ექნა?) _ამათ საიდანღა გაიგეს?_ვითომ გაბრაზდა კიდეც._ნაბიჯი ვერ გადამიდგია, რომ არ ამედევნენ._უკმაყოფილო ტონით კი თქვა, მაგრამ კამერების წინ სიამოვნებით ილაქლაქა. ყველაფერში სათავისო სარგებელს ეძებდა. ოღონდაც, ყველას თვალში კარგი გამოჩენილიყო და ეშმაკსაც კი მიჰყიდდა სულს. კიდევ კარგი მალე წავიდა, თორემ რაღაც ათ წუთში ლეა, დესპინე და აქამდე ჩემთვის უცნობი დემეტრეც მოვიდნენ. სულაც არ გვანდნენ და-ძმანი ერთმანეთს. არც ლეა იქნებოდა დემეტრეს შეყვარებული, რადგან აშკარად პატარა იყო წლოვანებით. ალბათ, თექვსმეტი წლისა თუ იქნებოდა. ეს ამბავი მართლაც ძალიან გამიხარდა. დემეტრე რომ გამაცნეს, მომეწონა, კარგი ბიჭი ჩანდა. მართა რომ გამოწერეს საავადმყოფოდან, მათ წაიყვანეს თავისთან. კი შევთავაზე, ჩემთან წავიყვან და არაფერს მოვაკლებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს და-ძმამ. არც მართამ მოიწადინა ჩემთან წამოსვლა, თორემ მართლაც მე წამოვიყვანდი. _იყოს, რამოდენიმე დღე ამათთან დავრჩები და მერე ისევ დაგიბრუნდები. ჯერ ისევ საავადმყოფოში ვიყავით, რომ მამაჩემმაც დამირეკა. ლეამ თანაგრძნობით გადმომხედა, მისგან მორიგი ბრძანება რომ მივიღე. იქვე დავემშვიდობე მათ, სახლში წავედი, მოვწესრიგდი და "ბოსს" ოფისში მივაკითხე. ისევ ქალაქგარეთ გასვლები, უაზრო ლაქლაქები და ბოლოს სტუმრების საამებლად გაშლილი სუფრა. გვიან ღამით დავბრუნდი დაღლილ-დაქანცული სახლში. ფიზიკურად ისე არ ვიღლებოდი, როგორც ემოციურად და სულიერად. ტანსაცმლის გახდაზე არც კი მიზრუნია, პირდაპირ გავიშხლართე საწოლზე და მადიანი ფშვინვა ამოვუშვი. ვერც მეორე დღეს მეცალა მეგობრებისთვის, დედაჩემისთვის და მართასთვის. მესამე დღეს კი გამოვნახე მცირეოდენი ფანჯარა და მაშინაც ბიჭებს დავჭირდი სახელოსნოში. მეოთხე დღეს დილიდან დაღამებამდე მამაჩემის დამქაში ვიყავი ისევ. არჩევნების დღეს ხომ არც დღე მქონდა მოსვენება და არც ღამე. როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ მამაჩემის პარტიამ მოიგო ეს არჩევნებიც საგრძნობი უპირატესობით და მერე კი ამოვისუნთქე ცოტა. მომავალ არჩევნებამდე მამაჩემს ისევ გარანტირებული ქონდა თავისი სავარძელი და ძველებურ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით ყველანი. მართა ერთ კვირაში დაბრუნდა ჩვენთან. კი იძახდა, აღარ მინდა მუშაობა, აღარ შემიძლია, დავბერდიო, მაგრამ მე ჩემი მაინც გავიტანე და დავაბრუნე. სულ არ მჭირდებოდა მისი გაკეთებული საქმე, მთავარია ჩემს გვერდით ყოფილიყო და მისი ზრუნვა და სიყვარული მეგრძნო. თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. დედაჩემის რეაბილიტაციის პერიოდმაც დროზე ადრე ჩაიარა და მართაც მალე გამოკეთდა. მეც თავისუფალი დრო ბევრი გამიჩნდა არჩევნების შემდეგ და ნახევარ დღეს თუ სახელოსნოში ვატარებდი, ნახევარს ლეასთან და დესპინესთან. ეს გოგო ჩემს მიმართ რომ გულგრილი არ იყო, ამაში დღითიდღე ვრწმუნდებოდი. მეც უფრო და უფრო მიყვარდებოდა და ისე ვეჩვეოდი, მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმომედგინა. რატიც ძალიან შეიცვალა. აშკარად კარგად მოქმედებდა მასზე მისი შეყვარებული. მამამისსაც მოულბა მასზე გული და სახლში დააბრუნა. ილო ძველებურზე მეტი მონდომებით იყო მანქანებში წაყირავებული. სპარტაკი კი... სპარტაკი ნამეტანი გაგვიგარეულდა. აშკარად საეჭვოდ იქცეოდა, მაგრამ მისი დევნის და თვალთვალის არც დრო მქონდა და არც სურვილი. სახელოსნოში დიდი მონდომებით ვითხუპნებოდი ილოსთან ერთად, იქიდან სახლში გავრბოდი, ვიპრანჭებოდი და ლეასთან მივრბოდი ჩემი ჟღალთმიანის სანახავად. ერთ დღეს კი, ცოტა გაბრაზებული დამიხვდა ლეა. მიზეზი რომ ვკითხე, არ მითხრა. საღამოს კი არც რატი მეჩვენა კარგ თვალზე. რომ ჩამოვაცივდი, აღიარა, რომ თავის შეყვარებულს კოცნა გაუბედა. _მერე?_გამეღიმა, რადგან წარმოვიდგინე როგორ მადიან სილას გააწნავდა ის გოგო მოსაჩვენებლად მაინც. _მეჩხუბა, შენ მე ვინ გგონივარო. გამებუტა და მისი შემორიგება მიჭირს ახლა. მგონი, ვერც კი შემოვირიგებ. არა და ისეთი საყვარელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე. რა მეშველება არ ვიცი. მის გარეშე მოვკვდები ნამდვილად._ისეთი დარდიანი იყო, გულწრფელად შემეცოდა. _რა გიყო, რითი დაგეხმარო?_აშკარად შევწუხდი._თუ რამე შემიძლია, მითხარი და დაგეხმარები... როგორი მკაცრი და გულცივი უნდა იყოს, რომ ვერ მოვულბოთ ორმა გიჟმა მეგობარმა გული? _ეეე, არ იცი, თორემ მასე არ ილაპარაკებდი._ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._სუფთა ყინულის დედოფალია. ჯერ ხომ გაცნობაზე მაწრუწუნა კარგა ხანს. ერთ თვემდე სახელი არ ვიცოდი რა ერქვა და ისიც შემთხვევით გავიგე. როგორი ლამაზიც თვითონ არის, ისეთი ლამაზი სახელიც ქვია._ისეთი მეოცნებე სახით შემომხედა, გამეღიმა._ახლოს არ მიკარებდა. ძლივს დავუახლოვდი და ახლაც გავაფუჭე საქმე. რა ჯანდაბამ ამირია თავგზა, არ ვიცი... მაგრამ ისეთი საყვარელია, მის სიახლოვეს ვერ ვტვინავ რას ვაკეთებ და როგორ ვიქცევი, თავს ვერ ვაკონტროლებ. ისე საყვარლად ქონდა ტუჩები გამობუშტული, დავიხარე და ვაკოცე. სხვა ქალებს არ გავს, კოცნას კოცნითვე რომ მპასუხობენ და ერთი ღამის სიამოვნებაზე ფულის სანაცვლოდ მეკიდებიან კისერზე. მივხვდი, რომ ესიამოვნა ჩემი კოცნა, მაგრამ გაიბუტა. ეწყინა და რა ეწყინა, ეს როგორ გამიბედეო. ასე მგონია, პირველი ვიყავი მის ცხოვრებაში, ვინც გავბედე მისი კოცნა. _შენ გიკოცნია მაინც და მე კი, ხელის შეხებასაც ვერ ვუბედავ._ახლა მე ამოვიოხრე უიმედოდ._მისი სიახლოვე თავბრუს მახვევს და თავგზას მაკარგვინებს... მისი ხმა რომ მესმის, სასიამოვნოდ მცრის ტანში. მას რომ ვუყურებ, ვიბნევი და სათქმელს ვეღარ ვუყრი თავს... _"ერთ ბედს ქვეშავართ ლაბავ მე და შენ."_წაიღიღინა და მხრებზე მეგობრულად მომხვია ხელი._გიჟური აზრი დამებადა, გინდა, სერენადები მოვუწყოთ? გაოცებულმა შევხედე, მაინტერესებდა სერიოზულად ამბობდა თუ მეკაიფებოდა. ისეთი თვალებით მიმზერდა, მართლაც ეგ ქონდა ჩაფიქრებული. _მხოლოდ ერთი სირთულეა,_ისევ ამოიოხრა._არ ვიცი სად ცხოვრობს. მისი სამსახურის წინ რომ მოვაწყო ვითომ, მოხდება რამე? _შენი სმენისა და ნიჭიერების ამბავი რომ ვიცი, მოხდება._გამეცინა._სულ დააფრთხობ იმ გოგოს. მაგას სჯობია ფერადი ბუშტებით მიადგე. _ისე, კარგი აზრია, ხომ იცი._ჭკუაში დაუჯდა._ჰელიუმის ფერად ბუშტებს გავუშვებ ცაში. ვარდების დიდი თაიგულიც კარგი იქნება. ეს რა მაგარი აზრი მომაწოდე._ისე გაუხარდა და აღფრთოვანდა, ვერ აღვწერ._ჯერ ჩემი ლეა შემოვირიგო და მერე შენს გოგოსაც მივხედოთ. _ვინ?_ყურებს არ დავუჯერე, მეგონა მომესმა. _ლეა... არის ასეთი სახელი გოგოსი. _ვიცი და სად მუშაობს ეგ შენი ლეა?_დავინტერესდი. _ერთ-ერთ ატელიეში, მომავალი დიზაინერია. ამის გაგონებაზე მოწყვეტით დავეშვი სკამზე. _ლეა? _ხო... მაგრამ არ მითხრა, რომ შენც ის გოგო გიყვარს. _მიყვარს, მაგრამ არა ისე, როგორც შენ გგონია... ლეა ჩემი დაა... _შენი და?_ახლა რატი დაეშვა მოწყვეტით. საჯდომი ვერ დაუმიზნა სკამს და ლამის გადაყირავდა. მართლა სასაცილო სიტუაცია იყო, მაგრამ საცინლად ვის ეცალა? წუთის წინ ამ ბიჭმა აღიარა, რომ ჩემს დას აკოცა და სურვილი მიჩნდებოდა, რომ გემოზე მიმენაყა თავ-ყბა. არ ვიცი, როგორ შევიკავე მაშინ თავი. სხვა ქალებივით ესეც გასართობად რომ არ უნდოდა და მართლა უყვარდა, დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ... _შენი ნახევარ დაა?_მხოლოდ ესღა მკითხა გაოცებულმა. _არა... დედაჩემი და მამაჩემი რომ დაშორდნენ, მე მის საკუთრებაში დავრჩი, ლეა კი დედაჩემისა. ერთმანეთთან ურთიერთობა არც კი გვქონია. ერთი თვის წინ დავუახლოვდი მასაც და დედაჩემსაც. ნაწილობრივ მან შემცვალა. მასთან ურთიერთობის სანაცვლოდ რიგი შეზღუდვები დამიწესა... _მეც... ბევრი რამე არ მოსწონს ჩემში და ხმამაღლა მიმითითებს. მის გამო მართლაც ბევრ რამეზე ვთქვი უარი. სიგარეტსაც კი დავანებე თავი. ქალებშიც აღარ დავდივარ. _ქალებში სიარულიც მან აგიკრძალა?_ეჭვით შევხედე. _არა, რა სისულელეა,_შეიცხადა._მაგის თქმას როგორ გამიბედავდა? უბრალოდ, მე აღარ მაქვს სურვილი. კარგა ხანს გაოგნებულები ვისხედით და ერთმანეთს უაზროდ შევყურებდით. მერე როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი. _ეს ერთხელ გაპატიებ მის კოცნას, მეორე ჯერზე კი ცხვირ-პირს დაგინაყავ იცოდე._საკმაოდ მკაცრად ვუთხარი და თან, მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტებიც კი მოვმუშტე._და მეორე, დაიმახსოვრე იცოდე, თუ ჩემ დას არ მოსწონხარ, არ შეაწუხებ, გასაგებია? _შენ დას?_გაოცებული სპარტაკი როდის წამოგვადგა თავს, ვერ გავიგე. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა ახლა, რომ მას გაეგო რამე. პასუხი რომ არ დავუბრუნე, ახლა რატის მიუბრუნდა. _ამ ს..რს მართლა ყავს და? არც რატიმ რომ არ დაუბრუნა პასუხი, ზედმეტად გახალისდა. _ესე იგი, ეს გამოს..ებული ამ გამოს..ებულის დაზეა შეყვარებული? საინტერესოა, სანინტერესო. შენი და შენნაირი გამოთაყვანებულია?_ისევ მე მომიბრუნდა. ამაზე კი მართლა ავენთე და მადიანი მუშტი ვგლიჯე ცხვირ-პირში. _მეორედ ჩემი და აღარ ახსენო, შე მართლა გამოს..ებულო თორემ ჩემი ხელით აგიგებ წერას!!! არ ვიცი, შეეშინდა თუ არა სპარტაკის ჩემი მუქარის, მაგრამ ცხადია, რომ იმ შემთხვევის მერე მართლაც აღარ უხსენებია ლეა. თითქოს დაივიწყა კიდეც. მაგრამ მე საეჭვოდ მეჩვენებოდა მისი ეს გაჩუმება. ერთი პერიოდი ვუთვალთვალებდი კიდეც, ჩემს ზურგს უკან რამეს ხომ არ ხლართავდა, მაგრამ ვერაფერში გამოვიჭირე. ვერც მამაჩემს შევატყე რამე ცვლილება. ერთხელაც არ უსაყვედურია არაფერი. ერთხელ, დედაჩემის სანახავად რომ მივედი, მერე იქიდან ლეას გავუარე სამსახურში. ელდა მეცა, ნაფრონტალ ველს გავდა მისი სალონი. ვიტრინები ჩამსხვრეული იყო, საკერავი მანქანებიც დამტვრეული. ლეა კი გაცეცხლებული. _რა მოხდა? კარგად ხარ?_მაშინვე მას მივვარდი. _მე კი კარგად ვარ მაგრამ ჩემი ატელიე დაარბიეს._ამოუსლუკუნა. _ვინ, ხომ არ იცი? _არ ვიცი, ორი ნიღბოსანი იყო. ერთ ერთს კი ბორჯომის ბოთლი ვდრუზე თავში და გავუჩეხე. ტვინი უნდა გამესხმევინებინა მისთვის, მაგრამ გაიქცნენ. _შენ რამე ხომ არ დაგიშავეს? _მაგის მცდელობა ნამდვილად არ ქონიათ. როგორც მივხვდი, ჩემი შეშინება უნდოდათ, მაგრამ მე რომ ვერ შემაშინებენ, არ იციან?_რომ იტყვიან ცოფებს ყრიდა ჩემი და._დღისით, მზისით ასეთ რამეს რომ ბედავენ, თავზე ხელაღებულები უნდა იყვნენ. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი შემომეჭრებოდა ასე? _პოლიცია გამოიძახე. _კი, მაგრამ ისინი ცალკე მიშლიან ნერვებს, გეგონება ცხრა მთას იქიდან მოდიოდნენ, ვეღარ მოაღწიეს აქამდე. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ პოლიციის ეკიპაჟიც მოადგა ლეას სალონს. მომეჩვენა, რომ ზერელედ დაათვალიერეს და შეაფასეს გარემოება. ლეაც თითქოს უწადინოდ დაჰკითხეს. მის მიერ ნახსენები ბორჯომის მინის ბოთლი, უფრო ზუსტად რაც ბოთლისგან იყო დარჩენილი, ნივთმტკიცებად და გამოსაკვლევად წაიღეს, მასზე ხომ დამნაშავის სისხლი იყო დარჩენილი? იქაურობა ყვითელი ლენტით გადაღობეს, შესვლა აკრძალულიაო და ჩვენც გამოგვისტუმრეს იქიდან. _მაინც ვინ იყო, ეჭვი არ გაქვს?_მანქანაში ჩავისვი თუ არა, მაშინ ვკითხე. უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია. _რამე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ შენიშნე რომელიმეს? ისევ გაიქნია თავი. _იქნებ დაფიქრებულიყავი? _ნიღბები ეკეთათ ორივეს და წინაც რომ შემხვდნენ, ვერ ვიცნობ. ხელთათმანები ეცვათ და ანაბეჭდებსაც ვერ დატოვებდნენ. ერთადერთი, იმ სისხლის იმედი მაქვს, ბოთლზე რომ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქმის მასალებში არც კი გამოიყენებენ. _ვითომ რატომ?_გამიკვირდა. _ვერ დაინახე როგორ გულგრილად, თითქოს მოვალეობის მოსახდელად და ვიღაცისთვის თვალის ასახვევად ათვალიერებდნენ ყველაფერს? ჩემი აზრით, ვიღაცას გადავეღობე ჩემი საქმიანობით, დიდი კონკურენცია გავუწიე და იმიტომაც მომინგრიეს ყველაფერი. ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ... _ამ საქმეს პირადად მე მივხედავ, გპირდები. სულ მალე ყურებით მოგითრევ დამნაშავეებს და შენს წინ მუხლებზე დავაყენებ. ზარალსაც ავანაზღაურებინებ და საქვეყნოდ ბოდიშსაც მოვახდევინებ. პირველად ვიგრძენი ის, რომ ლეას სჯეროდა ჩემი და ჩემი იმედი ქონდა. ამან ისე გამახარა და მხნეობა და თავდაჯერებულობა შემმატა, რომ ქვეყანასაც კი გადავაბრუნებდი და დამნაშავეს აუცილებლად მოვძებნიდი, დარწმუნებული ვიყავი. სახლში რომ მივიყვანე, ცოტა ხანს იქ დავრჩი. დედასთვის არ გვითქვია არაფერი, არ გვინდოდა გვენერვიულებინა ქალი. იქიდან სახელისნოში წავედი, მაგრამ ილოს გარდა არავინ დამიხვდა. სპარტაკი დიდად არ იწუხებდა იქ მოსვლით თავს და დიდად არც გამკვირვებია. რატი კი მეუცნაურა იქ რომ არ დამიხვდა. _რა მარტო საქმიანობ?_კაპოტში წაყირავებულ ილოს ისე მივუახლოვდი, ვერ გაიგო და გვარიანად შეხტა მოულოდნელობისგან. _რა გული გამიხეთქე შე ჩემა, რა იყო? _მარტო რატო ხარ? _ეგ შენ უნდა გკითხო._გაშავებული ხელები გაზინთულ ტილოზე შეიწმინდა და ისე შემომხედა._ამ ბოლო დროს რა გჭირს, სად დაიარები? _რაღაც საქმე მქონდა. რატი სადღაა? _რატი დაზარალებულია... _რა მოუვიდა?_გამიკვირდა. _დაბდური რომ იქნება კაცი._წყრომა გაკრთა მის ხმაში._ჭალზე დაკიდული მოტორი არ მოერიდა და უტვინო თავი შეარტყა. _რაა?_გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომვარდა. _დილაუთენია გამოსულა ბიჭი, ჩემზე ყოჩაღია ვითომ... ხო და აგერ იმას შეარტყა თავი და გაიჩეხა. თანაც ისე, რომ ნაკერების დადება დასჭირდა... _ახლა სადაა? _სად იქნება? სახლში გდია და ნებივრობს. მეორედ რომ აღარ დამავალოთ საქმეო. ეს ამბავი მართლაც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ცოტა ხანს სახელოსნოში დავრჩი, ილოს ჩემი მიხმარება სჭირდებოდა და მერე კი რატის სანახავად გავეშურე. კარი შეწუხებულმა რიტამ გამიღო. რატის მართლაც ნაკერები ედო თავზე და დაბინტული ქონდა. რიტაზე მეტად იმას ქონდა შეწუხებული სახე. _რა გჭირს ტო?_მის წინ სკამზე უკუღმა ჩამოვჯექი, საზურგეს დავეყრდენი და ეჭვით და დაკვირვებით შევათვალიერე. ნაძალადევად შემომღიმა. _სულ იმას მსაყვედურობს ილო, მარტო მე ვმუშაობ ამ სახელოსნოშიო. ამ დილით გადავწყვიტე ცოტა რამ მეც გამეკეთებინა. დამავიწყდა, რომ იქ მოტორი ეკიდა და ქვემოდან ავარტყი თავი. თვალებში რომ გამინათდა, მერე გამინათდა ტვინიც... _როდის მოხდა ეგ? _ამ დილით. _ვინმემ დაგინახა სახელოსნოში რომ იყავი? _არ მგონია... რა იყო, რა დაკითხვას მიტარებ?_ეჭვით შემომხედა. ეჭვი კი მართლაც მქონდა, ლეას მსხვერპლი ეს ხომ არ იყო შემთხვევით ბოთლი რომ ჩაარტყა თავში? _საავადმყოფოში ვინ წაგიყვანა?_მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე და ისევ მე დავუსვი მორიგი კითხვა. _მე თვითონ წავედი... რასთან დაკავშირებით მიწყობ ამ გამოკითხვას-მეთქი?_საწოლში წამოჯდა და ისე მომაშტერდა. _უბრალოდ მაინტერესებს... ლეა როდის ნახე ბოლო დროს? _ლეას რამე სჭირს?_აშკარად შეშფოთდა. _არა. როდის ნახე-მეთქი ბოლო დროს!_ხმა რომ გავიმკაცრე, შეშფოთდა. _გუშინ საღამოს. რა ხდება?_მთლიანად წამოჯდა საწოლზე და ფეხები იატაკზე ჩამოკიდა._გული ნუ გამიხეთქე, რა სჭირს ლეას? _მაინტერესებს, როგორი რეაქცია ქონდა ლეას შენთან შეხვედრისას. ისევ გაბრაზებული იყო შენზე? ერთხანს გაოცებულმა მიყურა. _როგორ შეგხვდა-მეთქი?!_ლამის ბოლო ხმაზე ვუღრიალე. _ჩვეულებრივ... ნაწყენი იყო, არც კი დამელაპარაკა... ამას რა მნიშვნელობა აქვს? _რომ გითხარი, ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი, ვერ გაიგე?_მადიანი მუშტი ვუთავაზე ცხვირ-პირში. წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საწოლზე გადავარდა. დავინახე, როგორ შეეღება სახე წითლად. გაოცებული ძლივს წამოჯდა ისევ და იქვე დაგდებულ თავის მაისურს გადასწვდა, რომ სისხლი მოეწმინდა. _საბოლოოდ გაფრთხილებ, ჩემს დას ახლოს აღარ გაეკარო შე ნაგავო! მოგკლავ იცოდე._გაგულისებული წამოვხტი ფეხზე და კარისკენ გავეშურე. ოთახიდან გასვლა მინდოდა, თორემ ისე ვიყავი გაბრაზებული, თუ არ გავერიდებოდი, შემომაკვდებოდა ალბათ ცემაში. რატის ოთახიდან გამოსულს წინ რიტა შემეფეთა გაოცებული სახით. _რამე მოხდა? ჩხუბობდით? _ისეთი არაფერი, დამშვიდდი._უხეიროდ მივუგდე და გაგულისებულმა გამოვიჯახუნე მათი ბინის კარი. კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეას ატელიე რატის დარბეული იყო. ვერ შეეგუა ვაჟბატონი ჩემი დის სიცივეს და უარს და ჯავრი ასე იყარა. ფაქტი სახეზე იყო, თავი გატეხილი ქონდა. მართალია ამბობდა, რომ სახელოსნოში დავშავდიო, მაგრამ იქ რომ არავის დაუნახია? უდავო იყო, ლეამ რომ მინის ბოთლი სთხლიშა, იმან გაუტეხა. მართლა, რატო ტვინი არ გაასხმევინა ამ ნაგავს? ისეთი გაბრაზებული და გაგულისებული ვიყავი, ჯავრი ვისზე ან რაზე მეყარა არ ვიცოდი. კარგა ხანს აღმა-დაღმა ვიქროლე ქუჩებში. ეს გიჟური რბოლა თითქოს ნერვებს მიმშვიდებდა და ვწყნარდებიდი. თუმცა, იმის წარმოდგენა, რომ რატიმ ლეას აკოცა, ისევ ხელახლა მაცოფებდა. ბოლოს, გადავწყვიტე, ლეას გამოვლაპარაკებიდი რატიზე. თუ ოდნავ მაინც მოსწონდა და უაზრო კაპრიზები იყო მისი მხრიდან, მართლა არ ჩავერეოდი მის ცხოვრებაში და წინ არ აღვუდგებოდი მათ სიყვარულს, მაგრამ, თუ კი არ მოსწონდა და აწუხებდა ეს ვაჟბატონი, ვერ გადამირჩებოდა. მეორე დღეს ჯერ ისევ სახლში ვიყავი და სახელოსნოში ვაპირებდი წასვლას, რომ რატიმ მომაკითხა. ცხვირი გვარიანად ქონდა დასიებული. _რა გინდა, რისთვის მოხვედი?_საკმაოდ უკმეხად და უხეშად ვკითხე. _რას მემართლები ის მინდა გავიგო. რომ ვცდილობ გოგოს თავი მოვაწონო, მაგაში მადანაშაულებ? შენ მასე არ იქცევი ვითომ? ყველა თავისას ცდილობს ძმაო. მე მიყვარს ის გოგო და რამდენიც არ უნდა მირტყა, ვერ გადამაყვარებ. ბოდიში, თუ ზედმეტი მომივიდა და ვაკოცე. _ჩემ დას თუ კი არ უყვარხარ, ძალით შეაყვარებ თავს? _ეგ მან გითხრა, რომ არ ვუყვარვარ?_შევატყე როგორ დაიძაბა ჩემი პასუხის მოლოდინში. _მაგაზე დღეს დაველაპარაკები და გავარკვევ... _აბა, გუშინ ეს რის გამო მომხვდა?_თავის დაზიანებულ ცხვირზე მანიშნა თითით გაოცებულმა. _ვერ ხვდები? სხვა დანაშაული არ გაქვს? _რა დანაშაული?_გულწრფელად გაიკვირვა. _არ გინდა ეგ სიაფანდური გამოხედვა. გოგომ უარი გითხრა და მის ატელიეზე იყარე ჯავრი... _რაა?! რა ჯავრი, რა ატელიე?! ნორმალური ხარ შენ? _კიდევ მე ვარ არანორმალური?_გაგულისებულმა ვუღრიალე._ქალისგან უარს ნაჩვევი არ ხარ და ატელიე თავდაყირა დაუყენე, სულ დაულეწე ყველაფერი. იმან კი შუშის ბოთლი გთხლიშა მაგ უტვინო თავში. _რა თქვი? ლეას რამე დაუშავეს?_ისეთი არაადამიანური ხმით მკითხა, ცოტა შემეშინდა კიდეც. _ვითომ არ იცი? მომვარდა, მხრებში ჩამაფრინდა და შემაჯანჯღარა. _ლეას რამე ხომ არ დაუშავეს-მეთქი?_ისეთი იყო, თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა თითქოს. _გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემს ძმაკაცობაზე ხელი აიღე იცოდე. არც ლეას არ გაეკარო ახლოს, თორემ ცემაში ამოგხდი სულს! გასაგებია? _მე კი წავალ, მაგრამ დაიმახსოვრე, მე არაფერ შუაში არ ვარ ლეას ატელიეს დარბევასთან. და დაგიმტკიცებ ამას! ახლა მან გაიჯახუნა ჩემი ოთახის კარი გაგულისებულმა და ეზოში გავარდა. გავიგე მართა რომ გამოელაპარაკა, თავზე რა მოგსვლიაო. მართალია გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც ზრდილობიანად გასცა პასუხი და ისე გავიდა ქუჩაში. დავიჯერო, მეშლებოდა რამე და ეს მართლაც არაფერ შუაში არ იყო? მაგრამ მისი გატეხილი თავი მაეჭვებდა და მაფიქრებდა. უფრო ის, რომ დამნახავი არავინ ყავდა სახელოსნოში რომ იყო. მართალია, სახელოსნოში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადავიფიქრე და ლეას მივაკითხე სახლში. დედას რომ არაფერი გაეგო, სასეირნოდ დავპატიჟე, რომ სერიოზულად მელაპარაკა მასთან. ადვილად დამთანხმდა და ერთ-ერთ კაფეში დავსხედით. _რამე გაარკვიე დარბევასთან დაკავშირებით?_მაშინვე ეს მკითხა. _ნაწილობრივ კი, მაგრამ შენთან სხვა რამეზე მინდა საუბარი. გაოცებულმა შემომანათა შავი თვალები. _ახლახანს გავიგე, რომ ერთი ბიჭი მოსვენებას არ გაძლევს და სულ კუდში დაგყვება. უარესად გაუფართოვდა გაოცებისგან ბრიალა შავი თვალები. _მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, რას ფიქრობ მასზე? ოდნავადაც თუ არ მოგწონს, შემიძლია მოვსვა თავის ადგილზე, მაგრამ თუ მოგწონს..._გავჩუმდი და ინტერესით დავაკვირდი._გავიგე, რომ უკოცნია შენთვის. დავინახე, როგორ აუვარდისფრდა ღაწვები. _არ განგსჯი. თუ შენც მოგწონს, მე არ ჩავერევი შენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ არ მოგწონს და გაბეზრებს თავს, სხვანაირად მივხედავ. ერთხანს გაჩუმებული მიმზერდა, მერე კი, ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და სიტყვა ბანზე ამიგდო. _რა თქვი, ნაწილობრივ გავარკვიე სალონის დარბევის ამბავიო? ვინ იყო, გაიგე? _ვინ და რატი._არც ვაციე და არც ვაცხელე._შენგან გაჩეხილ თავზე ნაკერები ადევს და სახლში წევს. მე კი ცხვირიც გავულამაზე. _რატი? რა სისულელეა?!_გაიოცა._ის ამას არ ჩაიდენდა._უარესად აღელდა და აუვარდისფრდა ღაწვები._ძალიან სცემე?_თან, შეფარული მღელვარებით მკითხა. _გედარდება?_ეჭვით რომ ვკითხე, ერთ ადგილზე აწრიალდა თითქოს. _უდანაშაულოდ რომ სცემ ადამიანს, სადარდებელი არ არის? _რომ გაკოცა, დანაშაული არ არის? _შენ ვინ გითხრა ეგ ამბავი?_უარესად შეშფოთებულმა რომ მკითხა, ნათლად დავინახე მღელვარების დასაფარავად ყავის ფინჯანს რომ გადასწვდა და ცხელივე მოხვრიპა. _ჩიტმა მომიტანა ამბავი. _ჩიტებმა ლაპარაკი არ იციან. _ასე ვთქვათ, შემთხვევით გავიგე. ხო და მაინტერესებს, რას ფიქრობ მასზე? სიმართლე უნდა მითხრა ოღონდ._კატეგორიულად რომ მოვთხოვე, უარესად აწრიალდა. _რა ვიცი, ცუდი ბიჭი არ არის. ვაღიარებ, ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ნამდვილად არ ღირდა ცხვირ-პირის გალამაზება მისთვის. რაც შეეხება სალონის დარბევის გეგმას, ეგ გამორიცხულია. _ვითომ რატომ?_გამიკვირდა. _იმიტომ, რომ ცუდი ბიჭი არ არის... _თავი აქვს გატეხილი. _ისევ გავამახვილე ამაზე ყურადღება. _მერე რა?_გაუკვირდა._თვითონ რით ხსნის ამ ამბავს? _სახელოსნოში გავიტეხეო... _ხო და მასეც იქნება. უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი. _რატო ხარ ასე დარწმუნებული?_ახლა მე გავიოცე. _იმიტომ, რომ რატი ის კაცი არაა, ქალის დაშინების მიზნით მისი სამსახური დაარბიოს... _მე შენსავით დარწმუნებული არ ვარ. არ მჯერა მისი პატიოსნების... მაგრამ აქ ამის სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. შენ მოგწონს თუ არა ის ბიჭი. შენგან გულახდილ პასუხს ველი იცოდე. ისევ აწრიალდა. ისევ შეეფაკლა ღაწვები. აშკარა იყო, რომ რატის მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ მე მისი პირიდან მაინტერესებდა რას იტყოდა. _მართალია არ მიყვარს, მაგრამ... _რა მაგრამ?_დავინტერესდი რომ გაჩუმდა და ხმა აღარ ამოიღო. _მაგრამ არ მძულს და არ მეჯავრება._როგორც იქნა აღიარა._თან, იმ ბიჭს, ვისაც თავში ბოთლი ჩავარტყი, ცისფერი თვალები არ ქონდა. ძალიან საზიზღარი ჭროღა და წვრილი თვალები ქონდა. კბილებიც ძალიან ჩაყვითლებული და არასასიამო შესახედი. წინ ორი კბილი ნახევრად მომტვრეულიც კი ქონდა. _არ გინდა რატის დაბრალდეს რამე და საშინლად აღწერ თავდამსხმელს თუ? _რა სისულელეა?_აღშფოთდა._მეკითხები რაღაცას და პასუხს გცემ. გითხარი, რატი არ იყო, იმიტომ რომ მართლა არ იყო. თუ ვიცნობდი და ოდნავ მაინც შემეპარებოდა ეჭვი, ნამდვილად ვიტყოდი და არ დავმალავდი!_ფეხზე წამოხტა და შევატყე, რომ წავიდოდა კიდეც, ხელი რომ არ მეტაცა და არ შემეჩერებინა. _დამშვიდდი, ხო, მე გამოძიებას ვცდილობ და ყველა ვარიანტს ვამოწმებ. ესეიგი, თავდამსხმელს ჭროღა წვრილი თვალები ქონდა და წინ ორი კბილი მოტეხილი? ერთხანს უნდობლად მიყურა. მერე კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. _გასაბრაზებლად არ გეუბნები, მინდა რომ მეც დავრწმუნდე ამაში. რატის მონაწილეობას მაგ დარბევაში უარყოფ? _კი, რა სისულელეა, რატი მაგის ჩამდენი რომ არ არის, შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს... _გამოდის, იცი რომ ჩემი მეგობარია?_მართლა გამიკვირდა. _თბილისი პატარა ქალაქია, აქ ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის და არც მე ვარ გამონაკლისი, ჩემი გულგრილი ძამიკოს შესახებ ინფორმაციებს ვაგროვებდი და ასე თუ ისე, მეტ ნაკლებად ვიცი ყველაფერი... ისიც კი ვიცი ვინ და რამდენი ხნით მოგწონდა... რას საქმიანობ, სად დადიხარ. მოკლეთ, ყველაფერი, რაც შენს შესახებ მაინტერესებდა. რატიზე მართლა ნუ გექნება ძვირი გული, ის მართლა არაფერ შუაში არ არის. თან, სიმართლე გითხრა, დიდადაც არ მაწუხებს, ასე რომ მის ცემა-ტყეპასაც შეეშვი._ხელი გამომიწოდა ჩასარტყმელად და მეც მაშინვე ჩავურტყი._ძალიანაც კარგი._გაუხარდა. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით კაფეში და მერე სახლში მივიყვანე. იქიდან კი პოლიციაში გამოვიარე, ახალი ხომ არაფერი იყო ატელიეს დარბევასთან დაკავშირებით, მაგრამ ახალი და სახარბიელო ვერაფერი მითხრეს. იქიდან კი რატის მივაკითხე სახლში. ბოდიშის მოხდა კი მინდოდა ცილისწამებისთვის, მაგრამ გარტყმისთვის არა. იმ გარტყმას იმსახურებდა ჩემი დის კოცნის გამო. რიტამ რომ დამინახა, ცოტა აღელდა. _საჩხუბრად არ მოვსულვარ._მაშინვე ეს ვუთხარი და რატის ოთახისკენ დაუკითხავად გავეშურე. რატიმ ალბათ ხმაური გაიგო ბინაში და თავისი ოთახიდან გამოვიდა. მე რომ დამინახა, შეცბა. _ახლა რაო? კიდევ რამეში მადანაშაულებ?_ირონიული ღიმილით მკითხა. _არა, ბოდიშის მოსახდელად მოვედი. _ბოდიშის მოსახდელად? გაუკვირდა._შენ ხომ ერთი სიტყვაც არ გჯერა ჩემი? _სამაგიეროდ ჩემი დის მჯერა. მას კი სჯერა, რომ შენ ამის ჩამდენი არ ხარ. შევატყე როგორ გაუხარდა ლეას ხსენება. _ტყუილა გიხარია, მისგან თავი მაინც შორს უნდა დაიჭირო. მას არ უყვარხარ და ნუ შეაწუხებ... _მოიცა, მას სჯერა, რომ მე დამნაშავე არ ვარ? ეს თვითონ გითხრა? _მან დამნაშავის თვალები დაინახა და ასევე ჩამტვრეული წინა კბილები. შენი სიფათის აღწერილობას ოდნავადაც არ ემთხვევა მისი აღწერილობა. მაგ გატეხილი თავის გარდა რაღა თქმა უნდა. ძალიან მინდა დამნაშავე ვიპოვო და საკადრისად ვაზღვევინო რასაც იმსახურებს. _ჩამტვრეული კბილები?_კეფა ძლიერად რომ მოიქექა, ჭრილობა ეტკინა და შუბლი სასაცილოდ შეჭმუხნა._ამას წინათ მგონი სადღაც შემხვდა მასეთი პიროვნება. საზიზღარი წვრილი თვალები ქონდა და წინა ორი დიდი კბილი ნახევრად მომტვრეული... _რაო?_მხრებში ჩავაფრინდი და გვარიანად შევაჯანჯღარე._გაიხსენე ვინ იყო და სად ნახე! _მოიცა შე ჩემა, იქნებ ყინწი მომაძრო!_გამიძალიანდა და ხელები გამაშვებინა._ისე მაჯანჯღარებ, რაც მაქვს თავში, ესეც უნდა ამომიფრინო? ხელები კი გავუშვი, მაგრამ ერთი სული მქონდა გახსენებოდა სად და როდის ნახა ის დამპალი, ლეას ატელიე რომ დაურბია და დაუმტვრია. თუმცა ვერაფრის დიდებით ვერ გაიხსენა. _თვალი მოვკარი მახსოვს, შეხება არ მქონია მასთან... ვერ ვიხსენებ ოღონდ სად გადაიკვეთა ჩვენი გზები... _რა ჩლუნგი ხარ რა!_გავბრაზდი._როგორ არ უნდა დაგემახსოვრებინა? _შენ შიგ ხომ არა გაქ ტო, მე რა ვიცოდი თუ დამნაშავე იყო? წამიერად მოვკარი სადღაც თვალი. უბრალოდ დამამახსოვრდა მისი არასასიამოვნო როჟა!_რატიც გაბრაზდა ჩემზე._შენ დაგამახსოვრდებოდა ვითომ? რამდენი მაგისთანა გხვდება და იმახსოვრებ ყველას? რომ მცოდნოდა კი მომავალში რასაც მოიმოქმედებდა, ხომ გამოვახრჩობდი კატასავით? ვბრაზობდი კი რატიზე, მაგრამ ესეც მართალი იყო. იქნებ მეც კი შემხვედრია სადმე და ყურადღება სულაც არ მიმიქცევია? ამას ის მაინც ახსოვდა, რომ ნახა და იმედი ქონდა, რომ გაიხსენებდა კიდეც სად. მასთან კიდევ კარგა ხანს დავრჩი. მერე კი სახელოსნოში წავედი. ილო მარტო იყო და წვალობდა და ნამუსიც კარგი საქონელი იყო, ცოტა მაინც არ მივხმარებოდი მეც. ამ ცოტა ცოტაობაში კი შემოგვაღამდა კიდეც. _"ქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანს, სისხლს დაიდენსო", შენი საქმე ისეა. კარგი, გეყო._შემომღიმა ილომ და ლამის ძალით გამომაგდო სახელოსნოდან._შეგძლებია ბიჭს დაშლა-აწყობა და მარტო ჩემზე კი აქცევთ შენ და რატი ამ ყველაფერს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ იმ დაჩმეხილ რატისგან განსხვავებით ზედმეტი ნაწილები არ გრჩება. _მას ზედმეტი ნაწილები რჩება?_გამეცინა. _იმ გამო.....ულს ხან რჩება და ხანაც აკლდება. წარმოვიდგინე მართლაც ხან დაკლებული და ხანაც ზედმეტი ნაწილები და გვარიანად გადავიხარხარე. სახელოსნოდან ახალი გამოსულები ვიყავით, რატიმ რომ დამირეკა, სასწრაფოდ ჩემთან მოდიო და მეც მაშინვე იქით ავიღე გეზი. _გამახსენდა._სიხარულით მაუწყა მის ოთახში შევედი თუ არა. _რა გაგახსენდა?_მივხვდი კი რასაც გულისხმობდა, მაგრამ გადასამოწმებლად ვკითხე და პასუხის მოლოდინში ისე დავიძაბე, ლამის გული გამისკდა. სუნთქვაშეკრული ველოდი როდის დამიდასტურებდა იმ ნაძირალას გახსენების ფაქტს. _ის ბიჭი, წინა კბილები რომ ქონდა ჩამტვრეული, სპარტაკისთან ერთად ვნახე... _სპარტაკისთან ერთად?_მოწყვეტით დავეშვი სკამზე._იმ სირთან მეგობრობს? _ხო, მაგრამ ერთმანეთს არც კი გამოლაპარაკებიან. თითქოს არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, თვალებით ანიშნებდნენ რაღაცას. ესეიგი სპარტაკი? ჩემი ეჭვები იმის შესახებ, რომ მამაჩემის ინფორმატორი იყო, უფრო და უფრო მიღრმავდებოდა. ჩემი დის არსებობის შესახებ გაიგო თუ არა, მისი შეშინების ბრძანებაც მიიღო. ახლა, მთავარი ის იყო, არაფერი შემშლოდა და მამაჩემის ბრალეულობა დამემტკიცებინა ლეას ამბავში. თუ ჩემი ვარაუდები გამართლდებოდა, მერე როგორ მოვიქცეოდი, ეგ უკვე აღარ ვიცოდი. ეჭვი სხვაა და ეჭვის დადასტურება სხვა. არ ვიცოდი, რატო არ უყვარდა მამაჩემს დედაჩემი, ან თავისი შვილი. ამის გარკვევა უფრო უპრიანი იქნებოდა. ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს და საკუთარი შვილის სიძულვილსაც ექნებოდა გასასამართლებელი თუ არა, სულელური მიზეზი მაინც. მამაჩემისთვის კითხვას აზრი არ ქონდა, ის მაინც არაფერს მეტყოდა. თუ მეტყოდა, სათავისო ვერსიას და ამ ვერსიაში ცამდე მართალი ეს კაცი იქნებოდა. დედაჩემისთვის კითხვაც არ მეჩვენებოდა ნორმალურად, ამიტომ ისევ ჩემი ძალებით ვამჯობინე ყველაფრის გარკვევა. თუმცა, ვაღიარებ, რომ არაფრის იმედი არ მქონდა. ცალკე, სპარტაკის უცნობი საშინელი მეგობარიც მაფიქრებდა. მოკლეთ, ყველაფრის გარკვევა თავად გადავწყვიტე. პირველ რიგში მაინც სპარტაკის თვალთვალი ვამჯობინე. ერთი სული მქონდა, ის თავგაჩეხილი მენახა და უარესად გადამეხეჩა მისთვის თავი. რომ ვთქვა, დიდი დრო დამჭირდა-მეთქი მის მოსაძებნად, მოვიტყუები, მაგრამ არც მთლად მალე მიპოვია. ერთ დღეს სპარტაკის ავედევნე სახელოსნოდან რომ გავიდა. მარკეტში შეიარა, სურსათი იყი და და სადღაც წავიდა. ხო და მეც უკან მივყევი ახალი მანქანით, რომ მანქანა არ ეცნო. ბევრი არ უვლია, გარეუბანში ერთ ერთ იტალიურ ეზოში შევიდა. ისე დავდექი, დამენახა სად შევიდოდა და რომ დავინახე, მეც მალევე მივყევი უკან. კარი გიჟივით შევგლიჯე და ოთახში შევვარდი. მათი გაოცებული სახეები არ დამავიწყდება, მითუმეტეს სპარტაკისა, მე რომ დამინახა. _გაგიჟდი? რა გჭირს?_თითქოს გამიწყრა კიდეც. _მე რა მჭირს? შე ნაგავო, ამ ახვართან ერთად დაარბიე ჩემი დის ატელიე?_მაშინვე ყანყრატოში ვწვდი და მეორე ბიჭს გადავხედე, რომელიც წვრილი ჭროღა თვალებით მომჩერებოდა. აშკარად დაძაბული და მზადყოფნაში იყო, რომ ჩემთვის რამე დაერტყა. _ვინ შენი და, რა ატელიე? შენ შიგ ხომ არა გაქ?_გაიბრძოლა სპარტაკიმ, მაგრამ ისე ძლიერად ვუჭერდი ხელებს, არ გავუშვი. თან, ცალი თვალით უცნობს მივჩერებოდი კობრის პოზიციაში რომ იყო. ტყუილა არ ვყოფილვარ დაძაბული, მოულოდნელად ჯიბიდან დანა დააძრო და ჩემსკენ გამოიწია. _ხელი უშვი, შე ნაგავო!_მიღრიალა ბოლო ხმაზე. _მაგ კბილის საჩიჩქნით აპირებ ჩემს შეშინებას?_სპარტაკი მოვაბზრიალე და მას ვესროლე. დაიბნა, საქმის ასე შეცვლას ნამდვილად არ ელოდა. სპარტაკს რამე რომ არ დაშავებოდა დანამომარჯვებული ხელი გვერდით გაწია. მეც ამით ვისარგებლე, მივვარდი და ხელში ვწვდი. მკლავი გამეტებით რომ გადავუგრიხე, ტკივილისგან შეჰყვირა. ამ დროს სპარტაკმა სკამი მესროლა ზურგიდან. ამაზე გავბრაზდი და რა გავბრაზდი. გადამეკეტა და ისე უმოწყალოდ ვცემე ორივე, ცოტა აზრზე რომ მოვედი, ცოტა არ იყოს შემეშინდა ჩემი სადისტური ქმედებისა. ოთახი ბრძოლის ველს დავამსგავსეთ და თითქმის ყველაფერი დავლეწეთ. ალბათ, ყვირილისა და მტვრევის ხმაზე მეზობლებმა პატრული გამოიძახეს და მათი ცემის ფაქტზე დამაკავეს. ისე ვიყავი გაცეცხლებული, რამდენჯერმე პატრულის თანამშრომლებს გავეშვი ხელიდან და ისევ მათზე გავიწიე. იმ ნაძირალას ახალი ნაჭრილობევი რომ შევნიშნე თავზე და დავრწმუნდი, რომ ლეას ამბავში დამნაშავე ზუსტად ის და სპარტაკი იყვნენ, ვეღარაფერი მაწყნარებდა უკვე. მამაჩემმა მალევე კი გაიგო ჩემი ამბავი. შეეძლო მალევე დავეხსენი საკნიდან, მაგრამ ასე არ მოიქცა, ერთი ღამე მაინც გამათენებინა იქ. ალბათ, ჭკუა რომ მესწავლა, იმიტომ. დილით ადრე გამანთავისუფლეს, მაგრამ მამაჩემი იქ არ დამხვედრია. რატის დავურეკე და იმან მომაკითხა. პირდაპირ სახლში წავაყვანინე თავი, რომ სისხლით დასვრილი ტანსაცმელი გამეხადა და შხაპი მიმეღო. მეც კარგად ვიყავი ჩალურჯებულ-ჩასინიაკებული. მართას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, ვინ იცის წლობით ვიჯექი ციხეში. აბაზანიდან გამოსულს მამაჩემი უკვე სახლში მოსული დამხვდა და თავისი ჩვეული სიმკაცრით კაბინეტში გამომიძახა. ლექციას წამიკითხავდა იმ ჩხუბთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვიყავი და ამიტომ წინდაწინ მოვემზადე მასთან შესახვედრად. არც შევმცდარვარ, მის კაბინეტში შევდგი თუ არა ფეხი, მაშინვე დამეტაკა. _რა არ გაკმაყოფილებს, რა გინდა?! რისთვის ეჩხუბე იმ ბიჭებს?! _ღირსები იყვნენ._ძალიან მშვიდად რომ მივუგე, უარესად აენთო. _შენც ღირსი იყავი მიმეტოვებინე იქ და რამოდენიმე წელში გამოსულიყავი, ჭკუას მაინც ისწავლიდი. _მერე და რატო არ დამტოვე?_რომ შევეპასუხე, ძალიან გაუკვირდა. არ იყო ნაჩვევი ჩემგან შეპასუხებებს. _მინდა გითხრა, რომ ჩემი სურვილით არ ხარ ახლა თავისუფალი. ჩვენი პარტიის წევრებს უმადლოდე. _საჭირო არ იყო, რატო წუხდებოდნენ? _შენ ძალიან წაგიგრძელებია ენა! ვხვდები, ვისი გავლენაც იგრძნობა შენში! _მეორე ჯერზე ასეთ სიტუაციაში დამტოვე იქ. ნუ გეშინია ძვირი გული არ მექნება შენზე._აგდებულად მივუგდე და კაბინეტიდან გამოსვლა დავაპირე. თვითონვე მიკვირდა ამდენი გამბედაობა სად მქონდა, რომ ამ კაცს ვუპირისპირდებოდი. _ვინ გითხრა წადიო?! მე ჯერ არ დამიმთავრებია!_იმხელა ხმაზე მიყვირა, ერთ ადგილზე გავშეშდი. თუმცა, მაინც არაფერი შევიმჩნიე. წინ გამომწვევად ავესვეტე და ისე შევხედე. _იმ ბიჭების მკურნალობის ხარჯებს დაფარავ, შენ რომ სადისტურად ცემე! _მეტი საქმე არ მაქვს!_თითქოს მართლაც ეშმაკი იყო ჩაბუდებული ჩემში და ის ლაპარაკობდა ჩემს მაგივრად._ის მიიღეს რაც დაიმსახურეს. კიდევაც ადვილად გადამირჩნენ. _უფიქრდები შენს საქციელს? რა დაგიშავეს ამისთანა? _პირადად მე არაფერი, მაგრამ ვისაც დაუშავეს, ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მისი გულისთვის მთებსაც კი გადავატრიალებ._ამაყად რომ გამოვუცხადე, ირონიულად გაეღიმა. _და ვისი იმედით და ფულებით აპირებ მთების გადატრიალებას? _შენი არა, რაც მთავარია... _კარგი. პირველ რიგში იმ ბიჭების მკურნალობის ხარჯები დაფარე და მერე დანარჩენზე ისე ვილაპარაკოთ. _ჯერ ერთი, აქეთ თვითონ აანაზღაურონ რაც გააფუჭეს და მეორე, ყველაზე მთავარი, იმან გადაიხადოს მათი ხარჯები, ვისთანაც მუშაობენ! ამის გაგონებაზე მთლად არა, მაგრამ მაინც გაფითრდა. _შენი დავალებით მოქმედებდნენ, შენ გგონია არ ვიცი? შენ შვილს რას ემართლები და რატო ვერ იტან?_ჯიქურ რომ მივაშტერდი, წამიერად დაიბნა. _ის ჩემი შვილი არ არის! ბოზმა დედაშენმა გადაგირია ტვინი? მსხვერპლისა და დაზარალებულის როლი მოირგო? და შენ, ცალტვინაც, მალევე გაები მის ხაფანგში? უმადურო ღორო! გაგზარდე, აღგზარდე და რითი მიხდი სამაგიეროს? ჩემს მტრებს შეეკარი?! დიახ, მე დავარბევინე იმ გოგოს ატელიე, მერე? სპროსს მომთხოვ ახლა? ჩემი შვილი არ არის! ბოზმა დედაშენმა ჩემი ახლო მეგობრისგან გააჩინა! ჩემი მივლინებით ისარგებლა და პირველ ჯერზევე, როცა კაცის ალერსი მოუნდა, მის მკლავებში ამოყო თავი! ამის შესახებ არაფერს მოგიყვებოდა, გიჟია, თავი დამნაშავედ გამოიყვანოს? _რა სისულელეა?_მართლა სასტიკად აღმაშფოთა მამაჩემის ამ ვერსიამ._ოღონდაც პასუხისმგებლობა მოგეხსნა კისრიდან და ეგ სისულელე გამოიგონე და მაგით გინდა დააკნინო ჩემს თვალში დედაჩემი? _სისულელე სულაც არ არის! _დამამტკიცებელი საბუთი გაქვს? ეგ ბრალდება სერიოზულია... _შენი აზრით, ნაურაზე ვდებ ბრალს?_აენთო და რა აენთო. _მაჩვენე დეენემის ტესტი! _არ მაქვს... _არ გაქვს დამამტკიცებელი საბუთი და ისე ყვირიხარ? შენ ნორმალური ხარ საერთოდ?_ახლა მე ავენთე._რის საფუცველზე ასკვნი, რომ ცოლმა გიღალატა და ლეა შენი შვილი არ არის? _ეგ შენი საქმე სულაც არ არის!_მაგიდაზე გამეტებით დამირტყა მუშტი._შენ რასაც გეუბნები ის გააკეთე. პირველ რიგში ბოდიში მოუხადე იმ ბიჭებს და მათი მკურნალობის ხარჯები დაფარე! _შანსი არ არის!_მეც გავჯიქდი._დააშავეს და დაისაჯნენ კიდეც. ჩემ დას რომ ატელიე დაურბიეს, იმის ხარჯებს ისინი თუ ვერ გაწვდებიან, მათი ბოსი უეჭველი გასწვდება. ხო და კეთილი ინებოს და ზარალი აანაზღაუროს! ახლა კი მართლა გამოვტრიალდი და გამოვედი. თითქოს, გულზე მომეშვა, ყველაფერი პირში რომ მივახალე. ასე ნამდვილად არასდროს შევბმივარ პირში. შეიძლება მეშინოდა, შეიძლება მართას დამსახურება იყო მშობლის მიმართ პატივისცემის გამოვლინება. ახლა კი, ისე გადამრია იმ ამბავმა, რომ ლეას იმის გამო ვერ იტანდა ეს კაცი, ეჭვები ქონდა თავისი არ იყო. ჯერ ერთი, მექალთანე კაცის ცოლი თუ სხვა კაცისკენ გაიხედება, ღირსიც არის მისი ქმარი, მაგრამ... დეენემის პასუხი რომ არ ჩაუტარებია და ისე ასკვნის, ჩემი არ არისო, ვითომ ნორმალურია ეს? შეიძლება მართლაც ასე იყო, მაგრამ მე რატომღაც არ მინდოდა ამის დაჯერება. სხვა ყველაფერს დავიჯერებდი და იმას კი არა, რომ დედაჩემმა მამაჩემს უღალატა და სხვისგან გააჩინა შვილი. ჩემს ოთახში რომ გამოვიკეტე, ნერვიულ ბოლთისცემას მოვყევი. ბევრი ფიქრის შემდეგ იმ აზრზე დავდექი, რომ ლეასი და მამაჩემის დეენემი ერთმანეთისთვის შემედარებინა. ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში ლეა მაინც ჩემს დად დარჩებოდა, მაგრამ მამაჩემის სიძულვილის მიზეზისთვის მინდოდა მომეღო ბოლო. კაცს ამდენი ქონება და ძალაუფლება ქონდა და ერთი ანალიზის გაკეთება გაუჭირდა ვითომ? ჯერ გადავწყვიტე რომ ფარულად მომემოქმედებინა ყველაფერი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ამ აზრმა გამიელვა თუ არა, მაშინვე დედაჩემთან გავწიე. გადავწყვიტე გულახდილად მესაუბრა მასთან და ყველაფერი ისე გამერკვია. თუმცა, არ დამცალდა. ჩემს ჟღალთმიან ლამაზმანს ქუჩაში შემთხვევით გადავაწყდი. დავინახე თუ არა, სულ დამავიწყდა სად და რისთვის გავრბოდი გიჟივით. წვიმას იწყებდა და ტროტუარს ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა. ლეა რომ მის გვერდით არ იყო, საჩემოდ გამიხარდა კიდეც. განმარტოების საშუალება მექნებოდა მასთან. _დესპინე!_მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე და ფანჯრიდან ლამის ნახევარი ტანით წამოვიმართე._სად მიდიხარ? მოდი, წაგიყვანო. ჯერ დაიმორცხვა თითქოს. მერე მოვიდა და მართლაც ჩამიჯდა მანქანაში. მთელ სალონში მისი სასიამოვნო სუნამოს სურნელი დატრიალდა და მაშინ კი მართლაც დამავიწყდა ყველაფერი. _გამარჯობა._მორიდებით რომ მომესალმა, შევატყე როგორ შეეცვალა ღაწვებზე ფერი. _გაგიმარჯოს... საით გაგიწევია?_ღიმილით რომ ვკითხე, მანაც შემომღიმა. _სახლში. _თუ გცალია, აქვე კარგი კაფე ვიცი და ცოტა ხნით დავმსხდარიყავით... _დიდადაც არ მეჩქარება. მართალია პირდაპირ თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ ესეც თანხმობად მივიღე. მაშინვე შემოვაბრუნე მანქანა და მართლაც ახლომდებარე კაფეში გავეშურეთ. ბედნიერი ვიყავი და თანაც როგორ. რაც კარგი და კარგი იყო, ყველა ტკბილეული შევუკვეთე მის საამებლად. რატომღაც, მაინც ასეა ცხოვრება აწყობილი, რომ ქალის მოსახიბლად კაცს ფულის დახარჯვა ჰგონია პრიორიტეტი. მეც, ოღონდაც დესპინესთვის მომეწონებინა თავი და, ნემსის ყუნწში ვძვრებოდი თითქოს. თვითონ კი მორიდებით იჯდა და ჩემთვის თვალებში შემოხედვისაც კი ერიდებოდა. ლაპარაკის წამოწყებას მეც ვერ ვახერხებდი. სულ სხვანაირად მოქმედებდა ეს გოგო ჩემზე. მისი ჟღალი თმა რაღაც სასწაულად მიზიდავდა მისკენ. რაღაც სასწაულ არომატს აფრქვევდა და თავბრუს მახვევდა. პაჭუა ცხვირზე, სადაც მკრთალი ჭორფლი ეყარა, დიდი სურვილი მქონდა რატომღაც რომ მეკოცნა. მისი მწვანე თვალები თავგზას მირევდნენ და რაღაც სასიამოვნო ბურუსში მახვევდნენ. ლაპარაკის წამოწყება გამიჭირდა, თანაც ძალიან, მაგრამ ერთი რომ გავბედე და ავლაპარაკდი, ენა აღარც გამიჩერებია. აფსოლიტურად ყველაფერზე ვილაპარაკე, ათასი სისულელეც მოვუყევი და გულღიად ვაცინე კიდეც. მისი სიცილი თუ ოდნავ გაღიმებაც რაღაც სასწაულად მომწონდა. ვგრძნობდი, რომ სუნთქვაშეკრული შევყურებდი ხარბად და მისი სახის თითოეულ ნაკვთს გულდასმით ვსწავლობდი. კარგა ხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით. უფრო სწორად, მე ვლაქლაქებდი და ჩემს საყვარელ ჟღალთმიანს ვახალისებდი. არის გოგოების კატეგორია, ტკბილეული კი უყვართ, მაგრამ გასუქების ეშინიათ და პირს არ აკარებენ. ჩემი კუსკუსა გოგო კი ამ კატეგორიას არ ეკუთვნოდა. სულაც არ ეშინოდა ფორმების შეცვლის. მართალია მორიდებით, მაგრამ მაინც სიამოვნებით მიირთმევდა ჩემს შეკვეთილ შოკოლადებსა თუ ხილს. თავის მოწონება რომ გამომივიდა, ამას მივხვდი. თუმცა, არც უამისოდ იყო ჩემს მიმართ გულგრილი. გვიანობამდე დავრჩით კაფეში. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, კიდევაც ვიჯდებოდი იქ მის წინ და ხარბად შევისუნთქავდი მის სასიამოვნო სურნელს, მაგრამ მორიდებით რომ მითხრა, ჩემი წასვლის დროაო, აღარ დამიკავებია. მაშინვე მოვითხოვე ანგარიში და რომ გავასწორე, გამოვედით შენობიდან. გვარიანად წვიმდა. მანქანა ოდნავ მოშორებით მედგა და სანამ მასთან მივიდოდით, გვარიანად დავსველდებოდით. გადავწყვიტე, მარტო მე დავსველებულიყავი და მის მოსაყვანად გავიქეცი, თუმცა დესპინეც უკან მომყვა მხიარული კისკისით. ჩემი ონავარი ბავშვობა გამახსენდა, მართას რომ გავეშვებოდი ხოლმე და წვიმაში და გუბეებში უზომოდ ბედნიერი დავატყაპუნებდი. მაშინდელი ბედნიერება ამ ბედნიერებასთან მოსატანი არც კი იყო. შორიდანვე გავაღე პულტით კარები, რომ ახლო მისულებს დრო არ დაგვეკარგა და მხიარული სიცილით ჩავსხედით მანქანაში. _მართალია, მანქანა დაგისველე, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს წვიმაში სირბილი, ცდუნებას ვეღარ გავუძელი._ღიმილით აღიარა და ისეთი დამნაშავის იერით შემომხედა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკოცნა. ალბათ, ზუსტად ეს სიტუაცია ქონდა რატისაც ლეასთან და მასავით საქმის გაფუჭებას მოვერიდე. მართალია, მის სახეზეც იგივე სურვილს ვკითხულობდი, რა სურვილიც მე მიტრიალებდა ამ უტვინო თავში, მაგრამ მაინც შევძელი და შევიკავე თავი. მისი სილის გაწვნის კი არ შემეშინდა, არამედ მისი გაბრაზების და გაბუტვის. _პატარა რომ ვიყავი, მეც მიყვარდა წვიმაში სირბილი._ღიმილით ვაღიარე._მართას ვაბრაზებდი ძალიან. დროს ვიხელთებდი თუ არა, ეზოში გავრბოდი და გიჟივით დავრბოდი. მიხაროდა, რომ ვსველდებოდი და გუბეებში ვაჭყაპუნებდი. _იმიტომაც მსაყვედურობდა, რა ლექსოსავით დარბიხარო? ამის გაგონებაზე სიამოვნებით გავიბადრე. მართა ალბათ ხშირად უყვებოდა ჩემს შესახებ და რა თქმა უნდა პოზიტიურ და კარგ ამბებს. მე რომ ცუდად არასდროს არ დამახასიეთებდა ჩემი მართუშკები, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. ჩემზე ძალიან კარგი წარმოდგენა ექნებოდა ამ გოგოს და ამ წარმოდგენის გაფუჭება არამც და არამც არ მინდოდა. თუმცა, ისეთი თვალებით მიმზერდა გაღიმებული, თავს მართლაც ძლივს ვიკავებდი, რომ არ შევხებოდი და არ მეკოცნა. სასწაულად საყვარელი იყო. თავს გვარიანად შემოვუძახე, უბრალოდ ერთი კოცნის გამო რომ არ ღირდა ამ შესანიშნავი მომენტის გაფუჭება და სახლში წავიყვანე. მანქანიდან გადასვლისას ღიმილით მომიხადა მადლობა და ასევე ღიმილით დამემშვიდობა. ყურებამდე ვიყავი ამ გოგოზე შეყვარებული. მის გარდა არც არავისზე აღარ ვფიქრობდი და არც აღარავინ აღარ მინდოდა. თვალი გავაყოლე ბედნიერი ღიმილით თითქმის სირბილით რომ მიდიოდა კორპუსისკენ და სანამ სადარბაზოში არ გაუჩინარდა, ადგილიდან არ დავძრულვარ. ბინდდებოდა. სახლში წასვლა გადავიფიქრე და დედაჩემთან გავწიე. ლეამ ჩემი ჩალურჯებები რომ შენიშნა, მეც მაშინ გამახსენდა როგორი გალამაზებულიც ვიყავი და გამეღიმა, რას იფიქრებდა ნეტა დესპინე? ლეამ კი ისე შეიცხადა, დედას აღარ აცდიდა შეცხადებას. _უი, ეს რა მოგსვლია?.. რა მოგივიდა, ვინ დაგამშვენა ასე სასტიკად?.. გტკივა?.. _შენ ისინი უნდა ნახო, როგორ სასტიკადაც არიან დამშვენებულები._ამაყად მოვიწონე თავი. _ისინი?.. ბევრნი იყვნენ? რა დაგიშავეს?_ახლოს მოვიდა და ისე შემათვალიერა. _შენი ატელიეს დარბევისა და შეშინებისთვის მოხვდათ._დამავიწყდა დედამ რომ არაფერი იცოდა და წამოვაყრანტალე. _ატელიე დაგირბიეს?_ახლა იმან შეიცხადა და რა შეიცხადა._რისთვის? _გაქურდვა უნდოდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ._დაამშვიდა ლეამ._თან, ლექსო არ იცი რა ტიპია? ყველაფერს აზვიადბს. არ იცი, რომ დედას ყველაფრის ეშინია და ედარდება, რატო უხეთქავ გულს?_ახლა მე მომიბრუნდა და გამიწყრა._შენი ბაქიაობებით ვიღაცას გულს გაუხეთქავ როცა იქნება._ისე დამიბრიალა თვალები, ღიმილი ვეღარ შევიკავე. _მიჩვეულზე ხომ იცი არა?_მეც თავი ვიმართლე._ბიჭებთან ყოველთვის ასე ვლაპარაკობ და... _ახლა რომ ბიჭებთან არ ხარ, ნუ გავიწყდება. არ ვიცი რამდენად დაგვიჯერა დედაჩემმა, მაგრამ ფაქტია რომ აღარაფერი უკითხია. დიდხანს აღარ გავჩერებულვარ იქ. რაც მაინტერესებდა იმ თემაზე სიტყვაც კი ვერ დავძარი და ათას სხვა წვრილმანზე ვისაუბრეთ. ლეა ისეთი თვალებით მიმზერდა, საერთოდ როგორ დავძრავდი დედაჩემთან იმაზე კრინტს, ლეა მართლაც მამაჩემის ძმაკაცისგან ყავდა თუ არა? ბოლოს, ისევ იმ დასკვნამდე მივედი, ჩემით გამერკვია ყველაფერი. იმ დღეს ვერა, მაგრამ მდევნო დღეებში აბაზანიდან მისი ჯაგრისი მოვიპარე. მართალია მალევე აღმოაჩინა და გაკვირვებულიც კი იყო, სად გაქრა ასე თვალსა და ხელ შუაო, მაგრამ გასუსული ვიჯექი და მეც გაოცებული სიფათით შევყურებდი, მართლაც და სად უნდა გადავარდნილიყო მისი ჯაგრისი. სახლში დაბრუნებულმა კი მამაჩემის ჯაგრისი ავცქნაპე. ეს კი დიდ გამოძიებას მოაწყობდა ვიცოდი და ამიტომ ზუსტად ისეთივე ვუყიდე, რამდენჯერმე კბილის პასტა წავუსვი და გადავრეცხე, რომ ნახმარობის ეფექტი ქონოდა და ლაბორატორიაში წავიღე. 3200 ლარი გადავიხადე, რომ ერთი თვე არ მეცადა და დაჩქარებული წესით ხუთ დღეში მცოდნოდა პასუხი. ეს ხუთი დღე კი ისე გაიწელა ჩემთვის, მეგონა ხუთი წელი გავიდა. ვერაფერს ვუდებდი გულს. მთელი გულისყური იმ პასუხისკენ მქონდა მიმართული. თუ მამაჩემი მართალი აღმოჩნდებოდა და ჩემი და მისი შვილი არ აღმოჩნდებოდა, საერთოდ გავჩუმდებოდი, არც არავის გავაგებინებდი ამ ამბავს. ლეა ხომ მაინც ჩემ დად დარჩებოდა? მაგრამ თუ მამაჩემის შვილი აღმოჩნდებოდა, მაშინ კი მაჩემთან მომიწევდა დიდი დაპირისპირება, რომ ეჭვის და ვარაუდების საფუძველზე გააძევა ცოლი და უარი თქვა საკუთარ შვილზე. სანამ პასუხი მოვიდოდა, ერთხელ კიდევ შევხვდი დესპინეს. დესპინე ხომ ჩემი ცხოვრების ნათელი მხარე იყო? ამჯერად ცოტა მოშორებულ კაფეში დავსხედით და უფრო მეტი დროც გავატარეთ ერთად. მის წინ ვიჯექი და მოჯადოებულივით შევყურებდი მის ღიმილს, დამორცხვებას თუ ეშმაკურად თვალების ჟუჟუნს. ვგრძნობდი, რომ არც ეს გოგო იყო ჩემს მიმართ გულგრილი და ამაზე ფიქრი მართლაც ბედნიერებით მავსებდა. იმ დღეს კი, როცა პასუხი უნდა ყოფილიყო, დილაუთენია გამეღვიძა და ვეღარა და ვეღარ მოვისვენე. ერთი სული მქონდა ცხრა საათი გამხდარიყო, რომ ლაბორატორიაში გავქცეულიყავი. ხან უაზროდ ვცემდი ოთახში ბოლთას. ხანაც ვიწექი და თავი მისკდებოდა უკვე ფიქრით. ბოლოს, როგორც იქნა მოვიდა ის დრო, რომ ლაბორატორიაში გავქანებულიყავი. ცოტა ხანი იქაც მომიწია ლოდინი და უკვე აფეთქების ზღვარზე რომ ვიყავი, პასუხებიც ავიღე. ახლა მისი გახსნა და წაკითხვა გამიჭირდა. შენობაშივე ვერ გავხსენი. არ ვიცოდი, რას მოვიმოქმედებდი იქ დაწერილი პასუხის წაკითხვისას. კარგა ხანს მანქანაში ვიჯექი და რატომღაც შიშით დავყურებდი კონვერტს. რამდენ ხანს ვიჯექი ასე, არ ვიცი. ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე, მხნეობა მოვიკრიფე და მაინც ხელების აშკარა კანკალით მოვახიე კონვერტს გვერდი. რომ გავშალე ქაღალდი და პასუხი წავიკითხე, ახლა იმას დავყურებდი გაოგნებული. მამობის ალბათობა 99.99 პროცენტი იყო. ისე გავცეცხლდი მამაჩემზე, გვერდით რომ მყოლოდა, გვარიანად დავუმშვენებდი ალბათ თავპირს. მოულოდნელად გიჟივით მოვწყდი ადგილს და მისი სამსახურისკენ გავწიე. კაბინეტში მარტო იჯდა. შლეგივით რომ შევეჭერი ოთახში, ჯერ გაოცებულმა ამომხედა, მერე კი რისხვით აენთო თვალები. _რამდენს ბედავ შენ?! გამწარებულმა კონვერტი რომ დავუხეთქე წინ, ჯერ ჯონვერტს დახედა, მერე კი ისევ მე ამომხედა სიბრაზით. _არ გაინტერესებს რა არის?_რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე._გახსენი და წაიკითხე. _არ მინდა. შენ მითხარი, გენდობი. მის წინ დადებული კონვერტი ავიღე, ფურცელი ამოვაძვრინე, გავშალე და თვალწინ ავუფრიალე. _ოცი წელი სირაქლემას პოზიციაში მყოფმა გაატარე. ეჭვის საფუძველზე ცოლიც სახლიდან გააგდე და საკუთარ შვილზეც თქვი უარი. გვარიც კი არ მიეცი.! გგონია, გაპატიებ, დედის გარეშე რომ გამზარდე? შევატყე, როგორ შეეცვალა სახე. ჯერ მე მისმენდა. მერე მართლაც შიშით დახედა პასუხს. ერთხანს გაოგნებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა. _ამ ოცი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგსვლია აზრად, რომ გაგერკვია მაინც შენი შვილის წარმომავლობა?! ეჭვებში ცხოვრება გერჩია სიმართლის დადგენას?! ნაგავი ხარ! ჩემს თვალში გაუფასურდი!_ქაღალდი ზედ მივაგდე და მისი კაბინეტიდან გიჟივით გამოვვარდი. _მოიცა... მე ეჭვებში ცხოვრება მერჩია იმის შიშს, მართლაც რომ ჩემი არ ყოფილიყო!_ეს მომაძახა კარში გასულს, მაგრამ არ გავჩერებულვარ. სულ სირბილით ჩავირბინე კიბეზე. რამოდენიმე მის თანამშრომელს კი გადავაწყდი და უხეშადაც გავკარი მხარი, მაგრამ ისე ვიყავი გაცეცხლებული არავინ და არაფერი მადარდებდა. ჩემს მანქანამდე რომ მივაღწიე და მაღლა ავიხედე ინსტიქტურად, მამაჩემი ფანჯრიდან მიმზერდა. მართლაც რომ გაუფასურდა ჩემს თვალში ეს კაცი. ისედაც უსინდისო პოლიტიკოსს ვეძახდი და დიდად არ მიყვარდა, მხოლოდ მართას ნასწავლი პატივისცემით ვეპყრობოდი და ახლა ხომ საერთოდ, ეს პატივისცემაც გამქრალიყო სადღაც. ვითომ, მართლაც იმის შიში ქონდა, რომ თავისი არ აღმოჩნდებოდა ლეა? უნამუსო იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა! დავიჯერო, ახლა სინდისი არ აწუხებდა იმ უსამართლო ოცი წლის ცხოვრებისა, გინდ მე და გინდ ჩემს დას რომ მოგვექცა? ვთქვათ, დედაჩემი ღალატობდა, მაგრამ ამ ღალატსაც ხომ ექნებოდა მიზეზი? უმიზეზოდ ამ ქვეყნად რა ხდება? ალბათ, ამოუვიდა ქალს ყელში მექალთანე ქმარი, მის გარეშე გატარებული ღამეები და ნუგეში სხვის მკლავებში პოვა. მე არავის განვსჯი. იქნებ, სულაც, თვითონ მიიყვანა ამ ზომამდე? ლეა მაინც არაღიარებული შვილი იყო მისთვის. რომ დამტკიცებულიყო მისი სხვა კაცისგან შექმნა, ამით რა შეიცვლებოდა? ეჭვის საფუძველზე მაინც არ უყვარდა და შვილად არ აღიარებდა. უფრო იმისი შეეშინდა, თავისი რომ აღმოჩენილიყო გამტყუნდებოდა. დიდხანს ვიქროლე აღმა-დაღმა გაგიჟებულმა. ჯერ, მე ხომ ვტყუოდი და ვტყუოდი ლეასთან, ამ ხნის მანძილზე მისი გაცნობა რომ არ მოვინდომე? ამ საზიზღარმა კაცმა კი, მისი ატელიე ისე დაარბევინა ვიღაც ნაძირალა ახვრებს, რომ ამაში ფულიც კი გადაიხადა. იმის მაგივრად, რომ სიმართლე გაერკვია, ამდენი წელი ეჭვიანობით იბოღმებოდა და გულზე სკდებოდა... სახლში რომ მივედი იქ დამიხვდა. უჩვეულო იყო მისი ამ დროს სახლში ყოფნა, მაგრამ არ გამკვირვებია. დამინახა თუ არა, თავის კაბინეტში გამომიძახა, მაგრამ ყურიც კი არ ვათხოვე და ჩემს ოთახს მივაშურე. სულ მალე კი იქ მომაკითხა. ისეთი გაცეცხლებული იყო, მომეჩვენა რომ დრაკონივით პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. _შენ ვინ გითხრა, რომ ჩემს დაუკითხავად ჩაატარე ანალიზი?!_იმხელა ხმაზე მიღრიალა, ცოტა არ იყოს შევკრთი, მაგრამ მეც გავბრაზდი. _გამოდის, იცოდი რომ შენი შვილი იყო და დამამტკიცებელი საბუთი არ გინდოდა გქონოდა? ნაძირალა ხარ და მშიშარა, არ გინდოდა პასუხიმგებლობის აღება! _ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია! არ გქონდა უფლება ამ ანალიზის გაკეთების! _შენ გქონდა იმის უფლება, საკუთარი შვილი რომ მიაგდე? გქონდა იმის უფლება ჩემთვის დედა ჩამოგეშორებინა? რა უფლებით მელაპარაკები ჩემს უფლებებზე, როცა შენ არ გქონდა იმის უფლება, რასაც აკეთებდი და სწორად მიგაჩნდა? ოცი წელი დედის გარეშე დამტოვე შენი პარანოიული ეჭვების გამო! რასაც ახლა გიყურებ, ახალგაზრდობაში უარესი იყავი, თუ რქები დაგადგა შენმა ცოლმა, ალბათ იმსახურებდი კიდეც! მოულოდნელად ისეთი ძლიერი სილა გამაწნა სახეში, დავიბენი და წავბარბაცდი. _უმადური ღორი ხარ! გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს! ნუ გექნება იმის იმედი, რომ ჩვეულებრივ გააგრძელებ ჩემი ფულების ხარჯვას! აღარც ჩემი ავტორიტეტი დაგიცავს არსად! მომწყდი თავიდან! _არც ვაპირებ აქ დარჩენას! შენი ფულებიც არ მჭირდება! თუ გგონია შენს ავტორიტეტს ვარ ამოფარებული ყოველთვის და ეს მხიბლავს, ძალიან ცდები! შენგან არაფერი მჭირდება!_ძლიერად გამოვიჯახუნე ჩემი ოთახის კარი და გარეთ გამოვვარდი. წინ მართა შემეფეთა შიშისგან გაფართოებული თვალებით. ასეთი ჩხუბი ჩვენთან იშვიათობა იყო, თითქმის არასდროს ვეპასუხებოდი და ვებმებოდი პირში მამაჩემს. ხმის ამოღება ვერ გაბედა და თვალებით მკითხა რა ხდებაო. _ამ სახლიდან მივდივარ, ჩემი ადგილი აქ არ არის. ამ კაცს მარტოობაში უნდა ამოხდეს სული და წყლის მიმწვდელიც კი არ უნდა ყავდეს. საკუთარი თავის გარდა არავინ არ აინტერესებს. ხო და იჯდეს მარტო ამ უშველებელ ციხესიმაგრეში! სანამ ეზოდან გავიდოდი, აივანზე გადმოყუდებულ მამაჩემს მოვკარი თვალი. მართალია აღარაფერს მეუბნებოდა, მაგრამ სახეზე აშკარად ეწერა, რომ ჩემს ამ საქციელს მართლა არ მოელოდებოდა. არ ეგონა თუ ასე ადვილად და მალე დავთმობდი გინდ მის ქონებას და გინდ მის ავტორიტეტს. ქუჩაში გასულმა ტაქსი გავაჩერე და სახელოსნოში გავედი. ბიჭებისთვის არ მითქვია არაფერი. კი შემატყეს, რომ ხასიათზე ვერ ვიყავი და გაცეცხლებული ვიყავი, მაგრამ კითხვაზე რომ არ ვუპასუხე, აღარც ჩამაცივდნენ. ცოტა იქ წავიმუშავე და მერე ნივით წავედი იმ ბინაში, ერთ დროს რატის რომ დავუთმე მამამისმა რომ გამოაგდო სახლიდან. ახლა ჩემი ჯერი იყო, მე უნდა მეცხოვრა იქ. *********************** ახალი ცხოვრების დაწყება რომ ვთქვა, დიდად არც კი გამჭირვებია. ლეასთან შეხვედრამ და მისმა მოთხოვნებმა დიდი ხანია მიმახვედრა იმას, რომ იაფფასიანი ტანსაცმლით და მანქანითაც შეიძლება ადამიანმა ბედნიერებით იცხოვროს. ბედნიერება რომ ფუფუნებაში არ არის, ამას გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. ჩემი და რატის წამოწყებული ბიზნესი იმდენ მოგებას გვაძლევდა, უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვყოფილვართ. დაშლილ ან გაფუჭებულ მანქანებს ვყიდულობდით იაფში, ილო აწყობდა, ჩვენც ვეხმარებოდით და მერე კი ლამის ორმაგად ვყიდდით. მართალია, გვარიანად ვიზუნთებოდი და ვიღლებოდი, მაგრამ ისე მივეჩვიე, თითქოს მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი. რატიც აშკარად შეცვალა ჩემმა დამ და მეც. ქალებში სიარულს და მუქთად ნაშოვნი ფულის უდარდელად განიავებას თუ მოვეშვებოდი, ერთ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. შემოდგომის დასაწყისში კი ფორმულა ერთიდან მომივიდა შემოთავაზება, რომ იქ მიმეღო მონაწილეობა. მოსაფიქრებლად დრო რომ მოვითხოვე, ილო გაგიჟდა. _საფიქრალი რაღა გაქვს? რამდენი ადამიანი ოცნებობს რალში მონაწილეობაზე და შენ კი ფიქრი გჭირდება? შენი შესაძლებლობები რომ მქონდეს, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავთანხმდებოდი... ნათლადაც კი ვხედავ გამარჯვების მწვერვალებს თავისუფლად რომ დაიპყრობ. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული შენს გამარჯვებაში. რაღა გაფერხებს და რა გატორმუზებს ვერ ვხვდები. დმიჯერე და არ წააგებ, დიდებას ჰპოვებ. აქამდე თუ ავთანდილის ბიჭს გეძახდნენ, ამის შემდეგ ლექსო ქაჯაია იქნები შენი თავის ბატონ-პატრონი. ეს აზრი მეც კი მომწონდა, რომ მამაჩემის ჩრდილს გამოვეყოფოდი, მაგრამ ილოსავით ჩემს პირველობაში რატომღაც დარწმუნებული არ ვიყავი. დიდხანს დამჭირდა ფიქრი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი. რბოლა მიყვარდა, არ ვუარყოფ. მანქანის საჭესთან მართლაც სულ სხვა ლექსო ვიჯექი სხვა შეგრძნებებით და მოზღვავებული ადრენალინით. ჩემი ცალკე ცხოვრება ძალიანაც კარგად წამადგა. მამაჩემის ფულებზე დამოკიდებული რომ აღარ ვიყავი და ჩემი ჯაფით ვშოულობდი კაპიკებს, მისი ყაირათიანად დახარჯვაც ვისწავლე. ქალებში აღარ დავდიოდი. ეს დესპინეს დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ჩემი. ყოველი მისი გახსენება სიამით მავსებდა და ნებისმიერი ქალის სურვილს სამუდამოდ მაკარგვინებდა. ძვირადღირებულ ტანსაცმელსაც შეველიე და იაფფასიანითაც ძალიან მშვენივრად დავდიოდი. ფუფუნების საგნები საერთოდ მოვიშორე და ადამიანის ადამიანობით დაფასება ვისწავლე... რბოლის წინა დღეს ისევ შევხვდი დესპინეს. შემთხვევით გადავეყარე ქუჩაში. ასე მომეჩვენა, თითქოს ტიროდა და არც შევმცდარვარ. მანქანა რომ მკვეთრად დავამუხრუჭე მის დანახვაზე, გიჟივით გადავხტი და წინ ავესვეტე შეშფოთებული, ჯერ გაოცებულმა შემომანათა მართლაც ნამტირალევი თვალები. მერე კი, მოერიდა და თავი ძირს დახარა. მის თვალზე ცრემლი რომ შევნიშნე, გავგიჟდი. _რა მოხდა? ვინ გაწყენინა?_ერთი ხელი მკლავზე მოვკიდე და მეორეთი თავი ავაწევინე._ვინმემ რამე დაგიშავა? არ მახსოვს ასე ძალიან ცხოვრებაში რამე განმეცადოს. ბევრ რამეს განვიცდიდი, მაგრამ ასე? მართლა ლამის გავაფრინე მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას. _არავის არაფერი დაუშავებია... უბრალოდ დღევანდელი დღე თან მიყვარს და თან მძულს._ოდნავი ხმის კანკალით მითხრა და ისევ დახარა თვალები. _რა?_ისევ ავაწევინე თავი და თვალებში ჩავხედე. _ჩემი ძმის დაბადების დღეა... თან, დედაჩემის გარდაცვალების... დედა გამახსენდა._უარესად აუწყლიანდა თვალები და ტუჩებიც აუკანკალდა. რა დამემართა არ ვიცი, მოულოდნელად მკლავები მოვხვიე და გულში ჩავიხუტე დასამშვიდებლად. არანაირი ბინძური ფიქრები არ გამივლია თავში. მხოლოდ და მხოლოდ ვუთანაგძნობდი, მეტი არაფერი. თვითონაც გაირინდა ჩემს მკლავებში. მერე, ჟღალთმიანი თავი მკერდზე რომ მომადო, გული გამიჩერდა. მართლა არანაირი ბინძური ფიქრები არ მიტრიალებდა თავში. წრფელი გულით მიყვარდა და ამ სიყვარულზე ყვირილი მინდოდა. კარგა ხანს ვიდექით ასე შუა ქუჩაში ჩახუტებულები და ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ვერ ვგრძნობდით. სულ არ მედარდებოდა გამვლელ-გამომვლელი რომ გვხედავდა და ვინ იცის რას ფიქრობდნენ ჩვენზე. იქნებ, ნაცნობებმაც კი შეგვნიშნეს, მაგრამ რატის ლექსიკონიდან რომ მოვიშველიო, სულ ცალ ფეხზე მეკიდა ყველაფერი. ცოტა რომ დამშვიდდა და თავი აიღო ჩემი მკერდიდან, ოდნავ შევუშვი მეც მკლავები და თვალებში ჩავხედე. _ბოდიში... არ მინდოდა, თავისთავად მოხდა... _არაფერია, მერე რა, ნუგეში ყველას გვჭირდება. მესმის, უდედოდ გაზრდა რასაც ნიშნავს... მართალია, დედაჩემი სულების სამყაროში არ გადასულა, მაგრამ მაინც ჩემგან შორს იყო და მეც უზომოდ მენატრებოდა. ხშირად ვტიროდი. მამაჩემი რომ მეჩხუბებოდა და დამცინოდა, კაცი ხარ და რა გატირებსო, ხან სარდაფში ვიმალებიდი, ხანაც სხვენში და იქ ვღრიალებდი მოთქმით... გინდა, სადმე გავისეირნოთ? ცოტა გულს გადააყოლებ. იმედი არ მქონდა,რომ დამთანხმდებოდა, მაგრამ მალევე დამთანხმდა. ალბათ, მართლაც თრგუნავდა დღევანდელი დღე და განტვირთვა უნდოდა. მანქანაში რომ ჩავსხედით, სასწრაფო წესით ავამუშავე ტვინი და ქალაქგარეთ გავედით. მთელი გზა ჩაფიქრებული იჯდა. ჩაწეული მინიდან შემოჭრილი სიო ურჩად უწეწავდა ჟღალ კულულებს და საოცრად ლამაზი სანახავი იყო. თვალს ვეღარ ვწყვეტდი. რამდენჯერმე გამოველაპარაკე კი, მაგრამ, რომ შვატყე სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა, გავჩუმდი. მისი სიჩუმეც რაღაც სასწაულად სასიამოვნო იყო ჩემთვის. მცხეთაში, ერთ ერთ რესტორანში მივედით და ვერანდაზე დავსხედით. არასდროს დაუმორცხვია ჩემთან და არც ახლა მორცხვობდა. თავიდან კი მოწყენილი იყო თითქოს, მაგრამ მერე და მერე გამხიარულდადა მისი გულღია სიცილი და წკრიალა ხმა სიამოვნებით მავსებდა. ლაპარაკ-ლაპარაკში შემთხვევით ისიც ვახსენე, რომ ხვალ რბოლაში ვიღებდი მონაწილეობას. _მართლა?_გაუკვირდა და თან გაუხარდა._ტელევიზორის გარდა არსად არასდროს მინახია რბოლა. გამოგიტყდები და ძალიან მომწონს სპორტის ეგ სახეობა._გამიღიმა._გოგოებისთვის ალბათ მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სისწრაფე და ექსტრემალური სიტუაციები. ალბათ, როგორც პაპიდა მეტყვის ხოლმე, ქალი კი არა ქაჯი ვარ... _ხვალ რომ წამომყვე და მიგულშემატკივრო, არ გინდა?_შეფარვით რომ ვკითხე, ძალიან გაუხარდა. _მართლა?! მაშინ ლეას ვეტყვი, თუ წინააღმდეგი არ იქნები და შენი გულშემატკივრები ვიქნებით. ეს აზრი მართლაც ძალიან მომეწონა. მართალია, ოთხი დღით მივდიოდი ქუთაისში ამ შეჯიბრის გამო, მაგრამ თუ ლეა წამოვიდოდა, დესპინესაც თავისუფლად შეეძლო წამოსვლა. მე გოგოებს წავიყვანდი, ილო და რატი კი ცალკე წამოვიდოდნენ. მოკლეთ, ჩემთვის რომ დავაწყე გეგმები გუნებაში, მას მერე მკითხა დესპინემ, თუ სად ტარდებოდა ეს რალი. _ქუთაისში... _ქუთაისში? მასე შორს?_გაუკვირდა და ცოტა გუნებაც კი წაუხდა._მეგონა ახლოს იყო სადმე. _არაუშავს, სასტუმროს დავჯავშნი წინასწარ... ჩვიდმეტ სექტემბერს იწყება და ცხრამეტში მთავრდება ეს რბოლა... მართლა ძალიან გამახარებ, თუ წამოხვალ... რატის და ილოს მეტი სხვა გულშემატკივარი არასდროს მყოლია._ამოვიოხრე._ყოველთვის მოყვარულის დონეზე ვიღებდი მონაწილეობას. ახლა სერიოზულად ვფიქრობ. მართალია, მთლად ფორმულა ერთის მრბოლელი არ ვარ, მაგრამ მაინც... კარგი იქნება შენ და ლეა რომ წამოსულიყავით. თექვსმეტში მივდივარ და ოცში ვბრუნდები უკან... _მაცდური შემოთავაზება კია, მაგრამ დასაფიქრებელიც... ამდენი ხნით წამოსვლა, ცოტა არ იყოს საქმეს გამირთულებს..._ეშმაკურად შემომღიმა._ ისე, შეგიძლია მომიყვე, რა ხდება მაგ ავტორბოლაში? მეც გამეღიმა. _მთლად უვიციც არ ვარ, ცოტ-ცოტა რაღაცეები მეც გამეგება._საყვარლად შემომცინა._როგორც მახსოვს, რალი საყოველთაო მოხმარების გზებზე ტარდება, არა? გამიკვირდა მართლა რომ იცოდა. _გიკვირს ხომ?_მომაჯადოებლად შემომღიმა ახლა. _სიმართლე რომ გითხრა, მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, რბოლა თუ გიყვარდა. _იცოდე, თუ წამოვედი, ჩქაროსნულ მონაკვეთს ავირჩევ. იქ დავდგები შენს გასამხნევებლად... _გადასაადგილებელ მონაკვეთს რას უწუნებ ვითომ?_სერიოზულის დაჭერა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი და მივხვდი, რომ ათის ათი წუთივით გადამეხსნა პირი. _საგზაო მოძრაობის წესებს რომ იცავ და არაფერი გეშლება, ეგ უკვე ვიცი. მირჩევნია, ექსტრემალურ სიტუაციებში გიხილო._ისევ შემომღიმა და ისე საოცრად მომინდა მისი კოცნა, რომ ლამის გადავიხარე და მის ვარდისფერ ტუჩებს მწყურვალივით დავეწაფე. კარგა ხანს ვებრძოდი ცდუნებას. თავს ომახიანადაც კი შემოვუძახე, რომ ეს დიდებული მომენტი არ გამეფუჭებინა და სურვილს როგორღაც მოვერიე. _ხვალ რომელ საათზე აპირებ წასვლას?_ეს ისე მკითხა, მივხვდი, რომ წამოვიდოდა. სიხარულისგან დავიბენი. ენა ისე დამება, ძლივს ამოვღერღე, სამი-ოთხი საათისთვის ვაპირებ-მეთქი წასვლას. ისე დავაბრუნე სახლში და ისე დავშორდით, რომ ზუსტი პასუხი არ მოუცია ჩემთვის. მე კი, სახლში მივიყვანე თუ არა, მაშინვე ლეას გადავურეკე. _ძალიან გთხოვ, დესპინესთან ერთად ქუთაისში გამომყევი ხვალ ოთხი-ხუთი დღით._მუდარით ვთხოვე. _სად? როდის? შენ სულელი ხომ არ ხარ?_გაუკვირდა. _ზეგ რალში ვიღებ ქუთაისში მონაწილეობას. სერიოზულად ვფიქრობ უკვე სპორტის ამ სახეობაზე. ხო და, ხვალ მივდივართ... მინდა, რომ შენ და დესპინეც წამოხვიდეთ და მიგულშემატკივროთ... _ჯერ ერთი, მაგდენი ხნით? და ახლა, გამზადება არ მინდა? _გთხოვ რა, გთხოვ... შეიძლება, არ მაქვს უფლება რამე გთხოვო, მაგრამ მაინც გთხოვ. მინდა, ჩემი საყვარელი დაიკო და უძვირფასესი გოგო ჩემს გვერდით იყვნენ... _რაო, რა თქვი, მივდივართო?_ჩემს წინანდელ ნათქვამს დაუბრუნდა._ვინ და ვინ მიდიხართ? _ილო და.. რატი. ჩემს ნათქვამს მცირეხნიანი პაუზა რომ მოყვა, მივხვდი, რატის ხსენებამ გამოიწვია ეს. _მერე, სად უნდა ვიყოთ? _ჩვენთვის სასტუმროს ნომრები გვაქვს დაჯავშნილი, მაგრამ თქვენ დაგითმობთ და ჩვენ სხვას ვნახავთ... გეხვეწები რა, წამოდით. სანამ პასუხს დამიბრუნებდა, მე ჩემი დამემართა. თუმცა, პასუხი ისეთი იყო, უარესად გავხდი. _კარგი, შეგისრულებ ამ თხოვნას და წამოვალთ... უი, პეპი მირეკავს, უნდა გაგითიშო. ახლოს რომ მყოლოდა, მადიანად ჩავპროშნიდი. ორივეს წამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემზე ბედნიერი ამ დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებოდა. მერე ილოს დავურეკე და ვაუწყე, რომ ახლობელი გოგოების წამოყვანას ვგეგმავდი ქუთაისში და მას და რატის სხვა მანქანით მოუწევდათ წამოსვლა. ცოტა კი დაეჭვდა, ვინ გოგოებიო, მაგრამ მალევე დამთანხმდა, რომ პრობლემა არ იყო და ასეც მოიქცეოდნენ. დილით რატიმ მომაკითხა ბინაში. _რა ხდება ? ილომ მაუწყა ჩვენი გეგმების შეცვლის შესახებ, ვინ გოგოები მოგყავს? _ჩემი ახლობლები არიან... კარგა ხანს ეჭვით და უნდობლად მიმზერდა. _იცოდე, ახლბლები არიან და ზედმეტი არავის არაფერი არ უნდა მოუვიდეს... შენ და ილო ცალკე წახვალთ... _მოიცა, ერთადაც არ მივდივართ? _რა საჭიროა ერთმანეთს ვეგონკაოთ? თქვენ ადრევე წადით, სასტუმროს ამბებიც მოაგვარეთ. დაჯავშნილში გოგოები დაბინავდებიან და ჩვენთვის მონახეთ რამე. შევატყე, დიდად არ მოწონებია ჩემი ნათქვამი, მაგრამ აღარ შემპასუხებია. მართლაც, ილო და რატი ადრევე წავიდნენ და მე კი, სამი ხდებოდა ლეას რომ მივაკითხე. დესპინეც იქ დამხვდა თავისი პატარა სამგზავრო ჩემოდნით. უზომოდ ბედნიერი კაცი ვიყავი. შეფარვით ვუმზერდი როგორ ფუსფუსებდნენ წამოსვლის წინ. დედაჩემი მესაუბრებოდა, მაგრამ ნახევარზე მეტი არ მესმოდა. ბოლოს, ჩვენც დავადექით ქუთაისისკენ გზას. დესპინე და ლეა უკან მესხდნენ. ისე გავასწორე უკანა ხედვის სარკე, რომ ჩემი ჟღალთმიანისთვის მემზირა. მზის სათვალე მეკეთა და თავისუფლად და თამამად შევყურებდი. ლეა მხიარულობდა და დესპინესაც ამხიარულებდა. მოწყურებულვით მივჩერებოდი მის მშვენიერ ღიმილს. რიკოთამდე მშვენიერი მზიანი ამინდი იყო. გვირაბიდან რომ გავედით იქ კი მობუდული იყო და გვარიანადაც წვიმდა. _ძალიან მიყვარს წვიმიან ამინდში მანქანით მგზავრობა._ჩურჩულით უთხრა დესპინემ ლეას, მაგრამ მე ისე მქონდა ყურები მხრების სიგანეზე, მაინც გავიგე._უსასრულოდ რომ ვიმგზავრო, არ მომწყინდება. ზიხარ შენთვის, სასიამოვნო მელოდიებს უსმენ და შრიალით მიიწევ წინ... სიმართლე ვთქვა, მეც მიყვარდა წვიმიან ამინდში გიჟური რბოლა. სახიფათო კი იყო, მაგრამ უფრო მსიამოვნებდა. მართლაც, ისე გიჟურად ვიქროლე, ლამის ერთ საათში ჩავედით სასტუმრომდე. რატი და ილო ფოიეში გველოდნენ. არ დამავიწყდება რატის გაოცებული მზერა, ლეა რომ დაინახა ჩემს გვერდით. მერე კი, აშკარად ბედნიერებისგან აუციმციმდა თვალები. ლეამ არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მაინც შევატყე მასაც მღელვარება. ილომ ერთი კი შეათვალიერა კმაყოფილი მზერით ჩემი თანმხლები გოგოები, მაგრამ წინდაწინ გაფრთხილებულები მყავდნენ, ახლობლები არიან-მეთქი და მალევე გადმოიტანა მათიდან მზერა ჩემზე. _ამავე სასტუმროში ავიღეთ ნომერი._სიხარულით მაუწყა. _ხო და, ძალიან კარგი. ახლა დავბინავდეთ და მერე გემრიელად ვივახშმოთ. ჩვენო ნომერი გოგოების ნომრისგან მოშორებით იყო. თანაც სხვა სართულზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ შენობაში ვიყავით, ძალიან მაბედნიერებდა. რატისაც ვატყობდი, რომ ჩემს დღეში იყო. მართლაც, დავბინავდით თუ არა, სასტუმროს სასადილოში შევუკვეთეთ ვახშამი და თავისუფალ მაგიდას შემოვუსხედით ბიჭები. მოთმინებით დაველოდეთ გოგოების გამოჩენას. დიდხანს არ ვულოდინებივართ. კიბის მხრიდან კარი რომ გაიღო და ლეა და დესპინე შემოვიდნენ, თვალი ვეღარ მოვწყვიტე ჩემს ჟღალთმიანს, ისეთი ლამაზი იყო. ამაყი, მედიდური ნაბიჯებით მოდიოდა და თან მომაჯადოებლად მიღიმოდა. უზომოდ მიყვარდა ეს გოგო და არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი. ამის გაცნობიერება კი უზომოდ მაბედნიერებდა. ასე გემრიელად ცხოვრებაში მგონი არ მივახშმია. მადიანად ვილუკმებოდი და თან ჩემს ჟღალთმიან ლამაზმანს შევყურებდი თვალებგაბრწყინებული, რომელიც ჩემს პირისპირ იჯდა და ყოველგვარი დამორცხვებისა და მორიდების გარეშე თვითონაც გემრიელად მიიეთმევდა საჭმელს. გვიანობამდე გაგვიგრძელდა ვახშამი. მართალია, რატი ჩუმად იჯდა და შეფარვით უმზერდა ჩემს დას, სამაგიეროდ, ილო იყო ენაწყლიანი. ხუმრობდა და რას ხუმრობდა, გულიანად აკისკისებდა გოგოებს. საღამოს კი, (რაღა საღამო, ღამე იყო უკვე,) წვიმამ რომ გადაიღო, ნაწვიმარი ქუთაისი დავათვალიერეთ. ფეხით გავისეირნეთ მის ქუჩებში. თბილისთან შედარებით აქ მაღალი ჰაერი და მეტი სიგრილე რომ იყო, მალევე დავბრუნდით უკან, რადგან გოგოებს შესცივდათ და არც ჩვენ გვქონდა არაფერი, რომ მათთვის მოგვეხურებინა მხრებზე. მაინც ბედნიერმა მივაცილე ნომრის კარებამდე ლეა და დესპინე და ჩვენს ნომერში ღიღინით დავბრუნდი. მთელი ღამე არ მეძინა. ვეღარა და ვეღარ მოვისვენე. ჯერ ის, რომ ხვალ რბოლა მქონდა, ის მაფიქრებდა და ახლა ის, რომ ჩემთან ერთად ჩემი ოცნების ქალი იყო. მართალია, სხვადასხვა ნომრებში გვეძინა, მაგრამ მაინც მახარებდა და მაბედნიერებდა ეს ფაქტი. ჩემი ჟღალთმიანი ჩემი გულშემატკივარი იყო, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა მინდოდა? ამ დონჟუან და ქარაფშუტა კაცს ასე თუ შემცვლიდა და ჭკუაზე მომაბრახუნებდა სიყვარული, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გამთენიისას ძლივს ჩამეძინა. მაშინაც სულ ვშფოთავდი რატომღაც და ვბორგავდი. ილო და რატი ისე ამდგარიყვნენ, ვერაფერი გავიგე. გამიკვირდა, თავისებური სიგიჟეების მოწყობით რომ არ გამაღვიძეს. თუმცა, კაცი რალში ვიღებდი მონაწილეობას და რატო უნდა დაეცათ ჩემთვის ბნედა? დღევანდელი რალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჯერ ერთი, რომ დესპინე მგულშემატკივრობდა და მისთვის თავის მოწონება მინდოდა და მეორე, სერიოზულად ვფიქრობდი სპორტის ამ სახეობაზე. მოყვარული ავტომრბოლელიდან, სულ მცირე საქართველოს ჩემპიონობაზე მქონდა დიდი ამბიციები. დილით გოგოებთან ერთად ვისაუზმეთ და მერე იმ გზის შესწავლა-დათვალიერებას შევუდექი, სადაც უნდა ჩატარებულიყო რალი. ჩემი ჟღალთმიანი მართალი იყო, ეს შეჯიბრი საყოველთაო მოხმარების გზებზე ტარდებოდა, რომელიც გზის ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: ჩქაროსნული, ანუ სარბოლო მონაკვეთისგან და იმ მონაკვეთისგან, რომელიც ჩქაროსნულ მონაკვეთებს შორის გადასაადგილებლად გამოიყენებოდა. ჩქაროსნულ მონაკვეთებს მსაჯები აკონტროლებდნენ. ჩვენი, ანუ მრბოლელების მიზანი ის იყო, რაც შეიძლება ნაკლებ დროში დაგვეფარა ეს მონაკვეთი. ხოლო გადასაადგილებელ მონაკვეთებზე ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა საგზაო მოძრაობის წესები, რათა რიგით მძღოლებთან ერთად გვიწევდა უკვე მოძრაობა. რომ ვთქვა, ვღელავდი რბოლის გამო, მოვიტყუები. მე ის უფრო მაღელვებდა, თავი არ შემერცხვინა ჩემს ჟალთმიანთან. რბოლა დღის სამ საათზე დაიწყო. პირველ რიგში ჩქაროსნული მონაკვეთი გვქონდა გასავლელი, სადაც პირველობა არავის დავუთმე და საგრძნობი უპირატესობით გავიჭერი წინ. მერე უკვე მოძრაობის წესების დაცვისას ვერცხლისფერი ბეემვე მომადგა უკანიდან. შევატყე, გადასწრებას ცდილობდა, თუმცა უწყვეტი ზოლი იყო და თავს იკავებდა. ჩემს წინ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს ისე ახლოს მივყევი, რომ ლამის ზედ შევასკდი. არ მინდოდა ჩემ წინ ჩამდგარიყო ვინმე. შორიდანვე შევნიშნე უწყვეტი ზოლი და მაშინვე ჩავრთე მარცხენა მაჭუტი, რათა ჩემზე წინ არ გასულიყო ბეემვე. სულ მალე კი გადავასწარი კიდეც სამარშრუტო ტაქსს და ისევ გავიჭერი წინ გიჟივით. ბეემვეც მალევე მომყვა უკან. შუქნიშნებთან რომ შევჩერდი, მაშინ კი ამომიდგა გვერდით და მივხვდი, მწვანე რომ აინთებოდა უკვე ის გადამასწრებდა. ასეც მოხდა. თუმცა, მალევე ვიყოჩაღე და მოსახვევიდან გავედით თუ არა, წესების დაცვით გადავასწარი. ერთ-ერთ ჩქაროსნულ მონაკვეთზე კი დესპინეს ჟღალ თმასაც მოვკარი თვალი. უამრავ გულშემატკივართა შეძახილებში მისი და ლეას ხმაც გავარჩიე თითქოს, ჩემს გასამხნევებლად რომ ყვიროდნენ... იმ დღის შეჯიბრი ჩემი გამარჯვებით დასრულდა და არა მარტო იმ დღეს. მეც ვიყოჩაღე, ჩემმა მანქანამაც არ დაზოგა თავი და ფინალში მოხვედრილებიდან ოცდახუთ კაცში ყველაზე საუკეთესო შედეგი ჩემი იყო. ფინალი კი უკვე თბილისში გაიმართებოდა და იქ გამოვლინდებოდა გამარჯვებულიც. როგორც ჩემს წარმოსახვებში წარმომედგინა, გამომაცხადეს თუ არა ფინალში, თანაც ყველაზე მაღალი რეიტინგით, დესპინე მართლაც გახარებული გამოექანა და კისერზე ჩამომეკიდა. _გილოცავ, საუკეთესო იყავი. მას ლეაც მოყვა და ორივეს ერთნაირად მოვხვიე გახარებულმა მკლავები. _ჩემი ჩემპიონი ძამიკო! ყოჩაღ, მართლაც რომ ვამაყობ შენით! მიყვარხარ!_მადიანად რომ მაკოცა ლოყაზე, ბედნიერს გამეღიმა. მარტო ბიჭებთან ერთად რომ ვყოფილიყავი, სავარაუდოდ ჩემს გამარჯვებას ავღნიშნავდით და ბიჭებთან ერთად გვარიანად თუ ვერა, მაინც გემოზე გამოვთვრებოდით. იმ საღამოს კი, გოგოების დაჟინებული თხოვნით სულ ცოტა შევიკირკნეთ სასადილოში და თბილისისკენ დავადექით გზას. ღამით შედარებით თავისუფალი იყო ტრასა და რაც შემეძლო, სწრაფად მიმყავდა მანქანა. გოგოების შეშფოთებული შეძახილები არ მესმოდა. პირიქით, მგონი მათაც მოსწონდათ ეს სისწრაფე და მეც უფრო ვიწონებდი თავს. ჯერ დესპინე მივიყვანე სახლში, რომელიც მე და ჩემს დას ღიმილით დაგვემშვიდობა, მადლობა მომიხადა არაჩვეულებრივი უქმეებისთვის და მერე ლეა მივიყვანე სახლში. დიდხანს არც იქ გავჩერებულვარ, დედა მოვიკითხე, ცოტა წავიჭორავეთ და მერე კი პირდაპირ ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი. თან ბიჭებს დავურეკე, მაინტერესებდა სად იყვნენ. რომ მითხრეს მცხეთაში ეხლა შემოვედითო, უკვე სააქაოს ხათ-მეთქი გამიხარდა და გულდამშვიდებული წავედი ჩემს საცხოვრებელ ბინაში. ისე გემრიელად წავპირქვავდი და გამოვიძინე, მეტი რომ არ შეიძლებოდა. დილით ადრე კი სახელოსნოს მივაშურე. ამ დღეებში საქმე კარგად გვქონდა დაქუჩებული და გვარიანად გადავიღალე. ილოც მალევე მოვიდა. ცოტა რატის შეაგვიანდა, მაგრამ დიდად არ გამოგვიძიებია სად დაეხეტებოდა სამსახურში რომ აგვიანებდა და შეხმატკბილებულად ვიშრომეთ. საღამოს უკვე სახლში ვაპირებდი წასვლას, რომ მამაჩემმა მომაკითხა. უფრო ზუსტად, ახლო-მახლო დამტრიალებდა ალბათ სვავივით და ჩემს ბინაში რომ წავედი, უკან ამედევნა. ის იყო ბინაში შევედი, გაზინთული ტანსაცმელი გავიძრე და აბაზანას მივაშურე, რომ ვიღაცამ მომიკაკუნა კარზე. ილო და რატი რომ არ იქნებოდნენ, ამას მივხვდი. მაშინვე სპარტაკისკენ გამექცა ფიქრი და გაგულისებულმა გამოვაღე კარები. მამაჩემის შიკრიკი მინდოდა გემოზე გამომელანძღა და თუ ერთ ადგილს არ დააყენებდა, მიმეჟეჟა კიდეც. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა კარის ზღურბლთან მამაჩემი შემრჩა ხელთ. _შიგნით არ შემომიპატიჟებ?_კარგა ხანს ხმის ამოუღებლად რომ შევყურებდი პირღია, ნაძალადევად შემომღიმა _რისთვის? შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. _სამაგიეროდ მე მაქვს._ჩემს შემოპატიჟებას არ დალოდებია, გვერდი ამიქცია და ამაყად შემოაბიჯა ბინაში._აი, თურმე სად ცხოვრობ... კარგად მოწყობილხარ, არაუშავს... ჩაის თუ დამალევინებ, კარგი იქნება._გამომწვევად მითხრა, სავარძელში ჩაესვენა და ფეხი ფეხზე გადაიდო. _ჩაის არ ვსვამ და არ მაქვს._ამრეზით რომ ვუთხარი, გაეღიმა. _ვიცოდი, ამას მეტყოდი და მე თვითონ მოვიტანე._პიჯაკის შიდა ჯიბიდან გვირილის ჩაის რამოდენიმე პაკეტი ამოიღო და გამომიწოდა._იმედია წყალი, შაქარი და ფინჯნები მაინც გაქვს. _მაქვს, მაგრამ აბაზანაში შევდიოდი უკვე. დროის დაკარგვას არ ვაპირებ. დროზე მითხარი რა გაქვს სათქმელი და წადი._საკმაოდ უკმეხად რომ ვუთხარი, ისევ ჩაეღიმა. _მინდა, რომ სახლში დაბრუნდე._მბრძანებლური ტონით მითხრა. _სურვილი თუ არ მაქვს, რა ვქნათ?_ირონიული ღიმილით შევხედე მეც. _უნდა გქონდეს... _არ ვაპირებ შენთან დაბრუნებას. მშვენივრად ავაწყე ცხოვრება და ძველ ცხოვრებას აღარ დავუბრუნდები!_საკმაოდ მკაცრად და მტკიცედ გამოვუცხადე._ახლა კი წადი, არ მცალია. _რაცარუნდა უარმყო, შენ მაინც ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გენები გაქვს... _მასე მეორე შვილიც გყავს, მაგრამ იმას რატომღაც არ აღიარებ შენს სისხლად და ხორცად. იმას არ აქვს შენი გენები ვითომ? _ხო და დამეხმარე მასთან ურთიერთობის ასაწყობად... _რაო?.. გგონია დაველაპარაკები ლეას და ის სიხარულით მიგიღებს? გაპატიებს ამ ოც წელს, რაც შენს გარეშე გაატარა? _ჩემი ქონების ნახევარს მას დავუმტკიცებ... _მინდა გითხრა, რომ ლეა ვერც შენ გიტანს და ვერც შენს ფულებს. ტყუილად შეირცხვენ პირს. რჩევას მოგცემ: მასთან დასალაპარაკებლად რომ მიხვალ, ქონება არ ახსენო. შენ გგონია, შენს ქონებას დახარბდება? შენს შვილს ვერ სცნობ! ახლა კი წადი, არ მცალია._კარისკენ მივუთითე. ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე კი ადგა და ხმისამოუღებლად დატოვა ჩემი ბინა. მისი წასვლის შემდეგ კარგა ხანს ვიდექი შუა ოთახში გაშეშებული ნახევრად შიშველი და ნელ-ნელა სიბრაზე მერეოდა ჩემი უსინდისო მამის ნათქვამზე. ფუფუნებაში გაზრდილმა ბიჭმა შევძელი და მის ქონებაზე უარი ვთქვი და ვითომ ლეა დახარბდებოდა მის ქონებას? ეგ ხომ ზღაპარი იყო? იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა, ქონების დამტკიცებით ცდილობდა თავისი დანაშაულის დაფარვას? მართლაც უნამუსო კაცი იყო. მის ლექსიკონში არასდროს მოიძებნებოდა სიტყვები: ვტყუივარ, ბოდიში, მაპატიე... მოკლეთ, თავს დამნაშავედ არასდროს გრძნობდა. ყველასთან და ყველგან მართალი ეგ იყო. აქეთ სხვას უნდა მოეხადა მისთვის ბოდიში. სიბრაზისგან ისე ძლიერად მოვუჭირე ყბებს, რომ კბილებმა საშინელი ღრჭიალი გაიღეს. რამდენ ხანს ვიბობოქრე და ვყარე ცოფები, მართლა არ ვიცი. ბოლოს, ძლივს შევედი აბაზანაში. იქაც, თბილი ჭავლის ქვეშ დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად. ძლივს მოვახერხე შხაპის მიღება. მერე, გამოვიპრანჭე და ლეასთან ვაპირებდი წასვლას, სპარტაკი რომ მომადგა კარზე. _დღეს რა ძალიან დათარსული დღე მაქვს, არასასიამოვნო სტუმრებს ვიღებ._მის გასაგონად წავიბურტყუნე. _სალაპარაკო მაქვს შენთან... _თუ რამის სათხოვნელად მოხვედი, ტყუილად შეირცხვენ პირს. დიდიხანია ჩემი მეგობრების სიიდან ამოგშალე. და არა მარტო სიიდან, აი აქედანაც._გულზე რამდენჯერმე მივირტყი მჯიღი. _არაფრის სათხოვნელად არ მოვსულვარ. ბოდიში მინდა მოგიხადო... _ბოდიში? _გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომვარდა._ვინ სპარტაკი და ბოდიშის მოხდა? თუ, ესეც შენი გეგმის ნაწილია? _არა, სერიოზულად ვნანობ ჩემს დანაშაულს. მინდა რომ მაპატიო._მომეჩვენა თითქოს, რომ გულწრფელი იყო. ცოტა ხანს გაოგნებული ვიდექი კარში გაჭედილი და ექსმეგობარს არც კი ვეპატიჟებოდი შიგნით. მართლაც გასაოცარი იყო სპარტაკისგან ბოდიშები. დავიჯერო, მართლაც ნანობდა? იქნებ, რაიმე გეგმის ნაწილი იყო? _ვიცი, არ გჯერა ჩემი გულწრფელობის, მაგრამ მართლა გულწრფელად ვნანობ... გამაბრიყვა მამაშენმა... არ გეგონოს, რომ მთლად მას ვადანაშაულებდე ყველაფერში. მე თვითონ ვარ ყ.. და ვის რა დავაბრალო? ფულის ხურუშიანი ვარ, მის გარეშე წუთითაც ვერ ვძლებ. გვიან მივხვდი, რომ ფულზე ძვირფასი და ფასეული მეგობრობაა. ბევრი უმსგავსო საქციელი ჩამადენინა მისმა სიყვარულმა. მკვლელობაზეც კი წავედი... მართალია, ვინც შემიკვეთა ისიც მკვლელია, მაგრამ მე ხომ ჩემი ხელით მოვუსწრაფე იმ უბედურს სიცოცხლე? დღემდე სინდისი მტანჯავს. ყოველ ღამე მისი მუდარა ჩამესმის ყურებში._მოულოდნელად ჩემს წინ ჩაიმუხლა და აქვითინდა._შენ მაინც მაპატიე, რომ ცოდვებით აღარ მქონდეს უფრო მეტად დამძიმებული სული. მისმა აღიარებამ გვარიანად გამაოგნა. აშკარად გულწრფელი იყო. ცოტა ნასვამიც ჩანდა, ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. ალბათ, სიმთვრალემ უფრო შემატა გამბედაობა, თორემ მკვლელობას როგორ აღიარებდა? მხრებზე მოვხვიე ხელი, წამოვაყენე და ბინაში შევიყვანე. სავარძელში რომ ჩავსვი, რაც შემეძლო მკაცრი ხმით ვკითხე. _ვისი მკვლელობა შეგაკვეთინა მამაჩემმა? _მამაშენმა?_გაოცდა._მამაშენს არავისი მკვლელობა არ შეუკვეთია ჩემთვის... სხვა მრავალი ბინძური საქმე კი დაუვალებია, მაგრამ მკვლელობა არა... _აჰა, მისი მოგზავნილი ხარ ხომ?_მწარედ ჩამეცინა._ანგელოზიც ხომ არ გინდა რომ გამოიყვანო ის უნამუსო? _დაშინება, ცემა, ქურდობა, თვალთვალი, შპიონობა, ყველაფერი ეს შეუკვეთია, მაგრამ მკვლელობა მართლა არა... ვიყო თუ გატყუებდე. სანამ მამაშენის მარიონეტი გავხდებიდი, მის კონკურენტებთან ვმუშაობდი... _მერე, მამაჩემმა უფრო მეტი შემოგთავაზა და მოგისყიდა არა?_ისევ გამეცინა მწარედ, რადგან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. _ფული მიყვარს... მის გამო ბევრ შარში და უსიამოვნებებში ვეხვევი... _ახლა რა მოხდა, მამაჩემს გაუდექი? ალბათ ისეთი რამ დაგავალა, რაც შენს ძალებს აღემატება, არა? _არა, ერთი გოგო შემიყვარდა... მის გამო მინდა შეცვლა... მივხვდი, ლეაზე იყო საუბარი და უცბად ავენთე. _იმ გოგოს ახლოს არ გაეკარო, თორემ ჩემი ხელით მიგახრჩობ იცოდე!_ლამის ბოლო ხმაზე ვუღრიალე და თან მეტი დამაჯერებლბისთვის ხელები მოვმუშტე და ცხვირწინ დავუტრიალე. _გეფიცები, არაფერს დავუშავებ. მართლა მიყვარს... არ მეგონა თუ ვინმე შემიყვარდებოდა ცხოვრებაში და თავს დამაკარგვინებდა. ვგიჟდები მასზე... ვიცი, სხვა უყვარს. ისიც ვიცი ვინ უყვარს და მე მასთან ვერასდროს ვერ მოვალ, მაგრამ ამ გულს ვერაფერს ვუხერხებ. თვალებს დავხუჭავ თუ არა, მისი ჟღალი თმა და მწვანე თვალები მელანდება... _რაო, რა თქვი?_თითქოს მომესმა და ყურებს არ დავუჯერე რაც მითხრა. _ამ გულს ვერაფერს ვუხერხებ... _ეგ არ მაინტერესებს! მაგის მერე რა თქვი, რა გელანდება? ჩემი დესპინე გიყვარს შე ახვარო?_მოულოდნელად საყელოში ვწვდი და ზეზე წამოვაგდე._რამეს თუ დაუშავებ იცოდე, მართლა არ გაცოცხლებ! თაგვივით შეშინებული თვალებით ამომხედა. _გეფიცები, არაფერს დავუშავებ... მე ის მართლა მიყვარს... ვიცი, შენც გიყვარს და მასაც უყვარხარ, თქვენს შორის ნამდვილად არ ჩავდგები... სამაგიეროდ, ვიცი ვინც აპირებს თქვენს დაშორებას... საყელოს შევეშვი და ხელი პირდაპირ მის ყელს წავატანე. _ამოღერღე დროზე, ვის უნდა ჩვენი დაშორება! _საჭირო არაა ჩემი ცემა, ისედაც ამის სათქმელად მოვედი... ილოა... _ვიინ?!_უფრო ძლიერად მოვუჭირე ყელში ხელი. მე მამაჩემზე მქონდა ეჭვი და ამან ილო რომ ახსენა, ჯერ კი გავოგნდი, მაგრამ მერე გავცეცხლდი._შე ახვარო, ისე ვერ ახერხებ ჩემსა და ილოს შორის ჩორტის ჩაგდებას და ცილს სწამებ?! _გეფიცები, სიმართლეა... _სხვა ყველაფერს დავიჯერებ და ილოს ღალატს ნამდვილად ვერა! მოშორდი აქედან, ჩემმა თვალებმა აქ აღარ დაგინახონ იცოდე!_კარისკენ მოვისროლე და მადიანი პანჩურიც კი ვუთავაზე წაბარბაცებულს. ალბათ, ბოღმა აღრჩობდა იმის გამო, რატისთან და ილოსთან რომ ვმეგობრობდი და მასთან აღარ. რატიზე უფრო ვიფიქრებდი ჩემს ღალატს და სპარტაკიზე ხომ ვიფიქრებდი და ვიფიქრებდი. ილო? ილოს საკუთარი თავივით ვენდობოდი. რატომღაც, მეგონა, რომ ქვეყანას რომ ექცია ზურგი, ილო არასდროს მაქცევდა ზურგს და არც არასდროს მიღალატებდა. ამ ნაგავმაც იცოდა ეს და ეჭვის გაღვივებით ცდილობდა ჩვენს დაშორებას. "დაშალე და იბატონეო" ზუსტად ეს უნდოდა ალბათ. ვინ იცის, ილოსთან კიდევ რას ლაპარაკობდა ჩემს შესახებ ეს ნაგავი?.. დესპინე მიყვარსო? მადლობა მომიხადოს ამ აღიარებაზე ცოცხალი რომ გადამირჩა. სურვილი კი მქონდა, რომ გამომეხრჩო კატასავით, მაგრამ თავი შევიკავე... მთელი ღამე ვეღარ მოვისვენე. მართალია არ მჯეროდა ილოს ღალატი, მაგრამ ნელ-ნელა ეჭვის ნაპერწკალი მაინც ღვივდებოდა ჩემში და როცა იქნებოდა ხანძრადაც იქცეოდა და მთლიანად გადამბუგავდა. რასაც ემსახურებოდა სპარტაკის ნათქვამი, მგონი აღწევდა კიდეც მიზანს. საწოლში რომ ვეღარ მოვისვენე, დილაუთენია წამოვდექი და სარბენად გავედი ქუჩაში. რამდენი კილომეტრი ვირბინე არ ვიცი, ენერგია გამოცლილი დავბრუნდი სახლში. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და არც კი მისაუზმია ისე წავედი სახელოსნოში. სულ მალე ილოც მოვიდა. _მე და შენ პიონერები ვართ?_თავისებურად რომ გაიღრიჭა, მეც გავუღიმე ნაძალადევად. სპარტაკის ჩაწვეთებული ეჭვი მაინც თავისას შვრებოდა._დღეს შედარებით ადრე მინდა გასვლა. მგონი, უჩემობით არაფერი დაშავდება აქ. _გასვლა გინდა?_ყურები ვცქვიტე._რა ხდება, ხომ მშვიდობაა? _მშვიდობა და თანაც როგორი?_ისევ გაიღრიჭა თავისებურად._პაემანზე მივდივარ... _პაემანზე?_ვატყობდი ნელ-ნელა როგორ ვიძაბებოდი უკვე და სიბრაზე მეპარებოდა._არ მითხრა ახლა, რომ შენც რატისავით სიყვარულმა დაგამონა._მაინც შევძელი და ნაძალადევად შევღიმე. _დარწმუნებული არ ვარ, რომ მიყვარს, მაგრამ მაინც... _გასართობად გინდა?_აქ კი მართლა მიმტყუნეს ნერვებმა. _რა გაღრიალებს ნეტა ვიცოდე?_გაუკვირდა._როდის აქეთ ზრუნავ ქალების პატიოსნებაზე? მინდა სერიოზულად ვიფიქრებ მასზე, მინდა გავერთობი. როდიდან გახდი ქალების დამცველი? ხო და მართლა, რა მაყვირებდა? სპარტაკის მონაჩმახზე ვეჭვიანობდი და სცენებს ვუწყობდი? თავი ხელში ავიყვანე და გაღიმებაც კი ვცადე. _გეხუმრე, შე ჩემა, რა სერიოზულში მიიღე? _მეც არ ვთქვი, ლექსომ გაუბერა?_თითი შუბლზე მიიდო და სტვენით გადაატრიალ-გადმოატრიალა. ცოტა ხანს უხმოდ იმუშავა, მერე კი მართლაც წავიდა სახლში გამოსაპრანჭად. გული ვერაფერს დავუდე, ფიქრებით ილოსთან ვიყავი. მერე რატომღაც დესპინე გამახსენდა და მას დავურეკე გადასამოწმებლად. ამ საღამოს შევხვდეთ-მეთქი მოვიმიზეზე. უარი რომ მითხრა, არ მცალიაო, აქ კი მართლაც იმძლავრა ჩემმა ეჭვიანობის ცეცხლმა. სახელოსნო გაკვირვებულ რატის შევატოვე. მაშინვე ტაქსი გავაჩერე და ილოს სახლთან მივედი. კარგა ხანს ველოდე. ტაქსის მძღოლიც შეწუხდა, როდემდე უნდა ვიდგეთო და ის იყო წამოსვლა დავაპირეთ, ალბათ უკვე გამასწრო-მეთქი, რომ გამოვიდა კიდეც. მძღოლს ვუბრძანე ისე გაყოლოდა, არ შევემჩნიეთ და მართლაც ასე მოიქცა. ყვავილების მაღაზიასთან შეჩერდა ილო, წითელი ვარდები იყიდა და ისევ წავიდა. ყველაზე პრესტიჟულ კაფესთან გაჩერდა. მერე ვიღაცას დაურეკა, ღიმილით ესაუბრა. აქ ვარ უკვე და გელოდებიო, ეს გარკვევით გავიგონე. ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. შიშით გავიხედე იმ მიმართულებით, საითაც ილო იყურებოდა გაღიმებული და ცოტა დავმშვიდდი. რატომღაც დესპინეს ველოდი ქვეცნობიერად და ვიღაც შავგვრემანი გოგო რომ მიუახლოვდა ღიმილით, ყვავილების თაიგული გამოართვა და გადაკოცნა ჩემი ძმაკაცი, შვებით ამოვისუნთქე. ცოტა ხანს კიდევ ვიდექი კაფის წინ და ხელკავით რომ შევიდნენ შიგნით, მეც მაშინვე წამოვედი იქიდან და ისევ პირდაპირ სახელოსნოში მივედი. იმის გაგებამ, რომ არც დესპინე და არც ილო ჩემს ზურგსუკან არაფერს ხლართავდნენ, გუნებაზე მომიყვანა. სულ ღიღინით ვიმუშავე საღამომდე.საღამოს ბინაში მისულს კი ისევ სპარტაკი მეწვია. _რა გინდა, რატო თავს არ დამანებებ?_მგონი ბოლო ხმაზე ვუღრიალე._მომშორდი აქედან, ჩემს გარდა საქმე არაფერი გაქვს? _მინდა, რომ ჩემი გჯეროდეს და ილოს არ ენდობოდე. იცოდე, რაღაცას ხლართავს შენს წინააღმდეგ. _მომწყდი თავიდან! შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა! შენზე წინ სხვას რომ ვაყენებ ის ვერ აგიტანია და ალალ-მართალ კაცს ცილს სწამებ?! _იცოდე, გვიანი იქნება როცა გაიგებ სინამდვილეში რაც არის ილო... ეჭვი მაქვს, რომ მამაშენთანაც თანამშრომლობს. შენს შესახებ ყველაფერს უყვება დაწვრილებით... _მომწყდი თავიდან!_საზარლად რომ ვუღრიალე, მუშტი ვაჯახე ცხვირპირში._მოშორდი და აქ მოთრეული აღარ დაგინახო იცოდე! შენი ზღაპრებით სხვები დააბოლე. კიდევ კარგი გაჭრა ჩემმა მუქარამ და მალევე წავიდა, თორემ ისე ვცემდი, ალბათ შემომაკვდებოდა კიდეც. ******************** იმ დღის მერე აღარ გამოჩენილა სპარტაკი ჩემთან. მამაჩემი კი, იცოცხლე, ორჯერ მესტუმრა კიდევ. ორჯერვე ჩემი დაყოლიება სცადა, სახლში დაბრუნდიო. ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ ცოტას თითქოს ნანობდა. მაგრამ არ იყო ეს კაცი სანდო და ძალი იყო? პირადად მე ძალიან კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ თუ პირადად არ წაადგებოდა რამე, ისე არასდრის არაფერს მოიმოქმედებდა. ჩემი სახლში დაბრუნება რაღაცის გამო უნდოდა და ამიტომაც იწუხებდა თავს, თორემ სხვის სურვილებს ის არასდროს არაფრად აგდებდა. მეც კერკეტი კაკალი აღმოვჩნდი და მტკიცე უარით გავისტუმრე ორჯერვე. თბილისის რალის დაწყებამდე რამდენჯერმე შევხვდით მე და დესპინე ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა პლატონურ სიყვარულს უფრო გავდა, შორიდან ვეტრფოდით ერთმანეთს. გაუბედავი და მორცხვი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მასთან მიმართებაში ზედმეტობებში არასდროს გადავსულვარ.. მითუმეტეს, ვატყობდი, რომ მასაც მოვწონდი და წინააღმდეგი არ იქნებოდა ჩემი კოცნისა. ან სად მქონდა ამდენი მოთმინების უნარი და ნებისყოფა, რომ მის გარდა სხვა ქალისკენ არ გამიხედია და მასთანაც არასდროს დაუმონებივარ ვნებას. რალის წინა საღამოს კი მთლად მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს. შევხვდით რა, შევასკდით. შემოდგომის წვიმიანი საღამო იყო. მარკეტის წინ შევაჩერე მანქანა და სირბილით გავეშურე, რომ არ დავსველებულიყავი. მაგ დროს თურმე ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი გამოდიოდა გარეთ და გამეტებით შევასკდი. დავინახე, რომ წაბარბაცდა, მაგრამ ვიმარჯვე და მკლავები შევაშველე. _ბოდიში, ვერ დაგინახე._მართლა შემრცხვა ჩემი საქციელის გამო. _არაფერია._დამამშვიდა, თუმცა ნავაჭრი პარკები რომ დაუცვივდა, შევატყე რომ შეწუხდა. მალევე შევუშვი დესპინეს ხელები და პარკები წამოვუკრიფე. _რამე გასაფუჭებელი იყო? წამო გიყიდი... _არა, ისეთი არაფერია..._პარკები ღიმილით რომ ჩამომართვა, გარეთ გავიდა. სულ დამავიწყდა რისთვის შევრბოდი ასე ფეთიანივით მაღაზიაში და უკან მივყევი. წვიმა უფრო მძლავრობდა. _სახლში მიდიხარ? წამო მე გაგიყვან._ხელი მოვკიდე და ჩემი მანქანისკენ წავიყვანე, რომ უარი არ ეთქვა. წინ ჩავისვი და მეც მივუჯექი საჭეს. _სახლში არ მივდივარ._სანამ ძრავას ავამუშავებდი ღიმილით მითხრა._შენთან მოვდიოდი. მინდოდა რალის წინ ცოტა ტკბილეულით დამესაჩუქრებინე. _ჩემთან მოდიოდი?_ყურებს არ დავუჯერე რატომღაც და სასიამოვნოდ გაოცებულმა შევხედე. საღამოს ჩემთან სტუმრობა გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. დაჟინებით რომ მივჩერებოდი, ცოტა დაიმორცხვა და მორიდებით შემომღიმა. მე კი რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელისმაგვარმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში. მივხვდი, მიხვდა რა აზრებიც მიტრიალებდა ამ უტვინო თავში და უარესად დაიმორცხვა. _უბრალოდ, რალის დაწყებამდე წარმატებები მინდოდა მესურვებინა. ისე მოხდა, რომ ხვალ ჩემი მოცეკვავეები საგურამოში მიმყავს და შენს შეჯიბრს ვერ დავესწრები. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე შევკრთი და გამაკანკალა. გამოდის, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გულშემატკივარი გვერდით არ მეყოლებოდა? _ხვალ საღამოს დავბრუნდები და უკვე გამარჯვებულს მოგილოცავ. პირადად ვერ ვიხილავ შენს რბოლას, მაგრამ ინტერნეტში მიგადევნებ თვალს._"დამამშვიდა" ღიმილით. წამიერად დავიბენი. მერე კი მოვახერხე და ძრავა ავამუშავე. _კარგი, მე თვითონვე მიგიყვან ჩემთან._გავუღიმე და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გადავხრილიყავი და რაღაცნაირად აციმციმებული თვალები არ დამეკოცნა._აქედანვე მინდა გაგაფრთხილო, რომ ცოტა მოუწესრიგებელი ვარ და ჩემს ბინაში ისეთი ამბავია, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს._თავი მოვისაწ.... წინდაწინ. მართალია, მთლად მასეთი სიტუაციაც არ მქონდა, ჩემი საწოლის ალაგება და ჭურჭლის რეცხვა ვიცოდი, მაგრამ მტვრით იყო იქაურობა სავსე. _არაუშავს, მე დაგილაგებ._ღიმილით რომ მითხრა, გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილს. უხმოდ ვიმგზავრეთ. ზედ სადარბაზოს წინ შევაჩერე მანქანა, რომ არ დავსველებულიყავით და მხიარული კისკისით შევცვივდით შიგნით. ჯიბიდან გასაღები რომ ამოვიღე, რატომღაც გამიჯიუტდა და ჭრილში ძლივს მოვარგე. აშკარად ვღელავდი. თითქოს, წინდაწინ ვხვდებოდი ეს ღამე რითიც დამთავრდებოდა და ეს მაღელვებდა. როგორც იქნა შევძელი და გავაღე კარი. _ესეც ჩემი ბუნაგი._ღიმილით შევიპატიჟე შიგნით. _კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბუნაგში._შემომღიმა და უცბადვე შეავლო ყველაფერს თვალი._არც ისე საშინლად გამოიყურება, როგორი წარმოდგენაც შემიქმენი წინ და წინ. ალბათ ჩემი შეშინება გინდოდა?_მისი ნავაჭრი პარკები მე რომ მეჭირა ხელში, ჩამომართვა და სამზარეულოში გავიდა. მეც უკან მივყევი ტუზარიკივით. _ჭურჭელიც დარეცხილი გაქვს... ყოჩაღ. მისმა შექებამ ფრთები შემასხა თითქოს. _ისე წუწუნებდი, ვიფიქრე, მართლაც ყირაზე გექნებოდა ყველაფერი._თან, თავისი მოტანილი ტკბილეული და ხილი ამოალაგა პარკიდან. ერთი ბოთლი შამპანურიც._ვიცი, რომ გაიმარჯვებ. ხვალ ვერ ვიქნები შენს გვერდით, ამიტომ ნაადრევად ვიზეიმებ შენს წარმატებებს._თან, ბოთლი მე გამომიწოდა გასახსნელად. _აჰა, თუ მასეა, გამარჯვებას შამპანურით გაწუწვა უხდება._ბოთლი ჩამოვართვი, ოდნავ შევანჯღრიე ძალიან რომ არ მეწუწავა ოთახში და ხმაურით გავხსენი. ბოთლის პირიდან წამოსულმა თეთრმა ქაფმა მაინც გვარიანად იფეთქა და ორივე გადაგვწუწა. თითო ბოკალი ძლივს გამოგვივიდა. დესპინემ წინდაწინ მომილოცა გამარჯვება, დამლოცა, ჭიქა მომიჭახუნა და სითხე ბოლომდე გამოცალა. მეც მას მივბაძე. ჯერ ერთი ჭიქა რა არის, და ახლა შამპანური. საერთოდ არ მიგვრძვნია სიმთვრალე. არც დესპინე დათვრებოდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ისე თამამად და მხიარულად იქცეოდა, საერთოდ არ მორცხვობდა და არ ერიდებოდა ჩემი. ტკბილეულიც რომ მივირთვით, მერე კი თავი ვეღარ შევიკავე და მკლავებში მოვიმწყვდიე. ისე გაიტრუნა, მივხვდი, ამას ელოდა ზუსტად. გრძნობით დავუკოცნე თვალები. მერე კი მის ტუჩებს რომ მივწვდი, ვიგრძენი ჩემთან ერთად მასაც როგორ აუჩქარდა გული. მის ტუჩებს ქოქოსის სასიამოვნო გემო ქონდა და ძლივს მოვწყდი. უფრო იმიტომ, რომ მანაც კოცნაზე კოცნით მიპასუხა. მერე კი, მაისურის შიგნიდან რომ შემიცურა ხელები, აქ კი მთლად დავკარგე თავი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ხელში ავიტაცე და საძინებელში შევიყვანე. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა. მისი მკვრივი სხეულის შეხება მაგიჟებდა. მოკლეთ, მოჯადოებული ვიყავი ჩემი ჟღალთმიანით... დილით, ჩემს მკლავზე რომ ედო თავი და მშვიდად ეძინა, სუნთქვაშეკრული ვისმენდი მისი გულის ცემას და ვნატრობდი, რომ ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელებულიყო ჩემთვის. ტელეფონზე მაღვიძარამ რომ დამირეკა, ფრთხილად კი გადავწვდი, რომ არ გაღვიძებოდა, მაგრამ მაინც გაეღვიძა. _ბოდიში. აღარც კი მახსოვდა ეს მაღვიძარა. _რომელი საათია?_ეს რომ მკითხა, თან საყვარლად გაიზმორა. _ჯერ შვიდია._შეწუხებული ხმით ვუთხარი. ვიგრძენი, რომ გაეღიმა. _მალე უნდა წავიდე, გასამგზავრებლად მოვემზადო. თვალები აახამხამა და მკერდზე სასიამოვნოდ მომეღიტინა. სასწაულად საყვარელი გოგო იყო და მის გარეშე ნამდვილად აღარ მინდოდა უკვე ცხოვრება. ვაღიარებ, ცოტა დამთრგუნა იმ ამბავმა, რომ დონჟუან კაცს გოგომ დამასწრო და ჩვენს ურთიერთობაში მან გადმოდგა პირველი, თანაც გაბედული ნაბიჯი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ამაზე საერთოდ აღარც კი ვფიქრობდი. _მინდა გითხრა, რომ ნებისმიერ შემხვედრთან ასეთი თამამი არ ვარ._თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა, იდაყვებით დამეყრდნო მკერდზე და ისე დამხედა მორიდებით._უბრალოდ, დიდი ხანია დაუსწრებლად გიცნობ და..._გაჩუმდა. ერთხანს ასე მიყურა. მერე თითქოს შერცხვა, მოულოდნელად წამოიწია და საწოლიდან ადგომა დააპირა. _მოიცა._მოხერხებულად გავაკავე, საწოლზე დავაწვინე და ახლა მე დავხედე ბედნიერი ღიმილით ზემოდან._მერე, რომ მცნობ? არ დაგისრულებია._მივხვდი, რასაც მეტყოდა, მაგრამ მისი პირით ნათქვამს სულ სხვა ბედნიერების განცდა ექნებოდა. პასუხი აღარ გაუცია. უბრალოდ მიყურებდა და ეშმაკურად და მაცდურად მიღიმოდა. საკოცნელად რომ დავიხარე, ერთხანს გაიტრუნა სიამოვნებით. მერე კი გაიბრძოლა და საწოლიდან ნახევრად შიშველი წამომიხტა. _ახლა მეჩქარება, ხვალ დილით შემოგივლი. ისე დამაჯერებლად მითხრა, აღარც წამოვმდგარვარ. სიამოვნებით ვუმზერდი, როგორ მორცხვად და მორიდებით იცვამდა ტანსაცმელს. _ხვალ უკვე ნამდვილ ჩემპიონს მოგინახულებ._ღიმილით მომიახლოვდა, მაკოცა და დამემშვიდობა. კარამდე მივაცილე. იქაც მოვიმწყვდიე მკლავებში და დამშვიდობებისას სიამოვნებით ვაკოცე. არ კი მეთმობოდა, მაგრამ არც მას ეცალა დღეს და არც მე. მართალია, დესპინე დარწმუნებული იყო ჩემს გამარჯვებაში და წუხელვე ავღნიშნეთ, მაგრამ ნამდვილ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე საათი იყო დარჩენილი და ყველაფერი წინ იყო. გავაცილე თუ არა ჩემი ჟღალთმიანი, მაშინვე აბაზანას მივაშურე. იქიდან გამოსულმა კი, სასწრაფო წესით ვისაუზმე და სახელოსნოს მივაშურე. ილო უკვე იქ დამიხვდა და ჩემი მანქანის კაპოტში, რომლითაც რალში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, ლამის მთლიანი ტანით იყო გადაყუდებული. რატომღაც სპარტაკის ნათქვამი გამახსენდა, რაღაცას გიწყობსო და ეჭვის ჭიამ ჩაიბუდა ჩემში და ღრღნა დამიწყო. ფეხაკრებით მივეპარე და მეც შიგნით ჩავიჭყიტე, მაინტერესებდა რას აკეთებდა. მალევე შემნიშნა და შეკრთა. _რა გული გამიხეთქე ?_ მისაყვედურა. _შენ რომ სწორე სულის იყო, რა გაშინებს?_აქეთ შევუბღვირე._რა ხდება აბა ამ მანქანაში? _ყველაფერი რიგზეა, არანაირი შეფერხება და ხელის შემშლელი ფაქტორი მოსალოდნელი არ არის. ასე, რომ თავი არ უნდა დაზოგო და უნდა გაიმარჯვო იცოდე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის აზრი ამეკვიატა, რომ რაღაც გაუფუჭა ჩემს მანქანას და რბოლის დროს აუცილებლად დავშავდებოდი. მართალია, ხმამაღლა არაფერი მითქვია, მაგრამ მაინც გულდასმით შევამოწმე მოტორი, მუხრუჭები, საბურავები, მოკლეთ, რაც სახიფათოდ ჩავთვალე. _მე არ მენდობი?_ცოტა წყენით მკითხა ილომ და ეჭვით მოწკურული თვალებით თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა._ამ ბოლო დროს უნდობლად რომ მიმზერ, განა ვერ ვგრძნობ? _უნდობლად გიმზერ? ვითომ?_ნაძალადევად გავიოცე._შენ შემთხვევით თავი ხომ არაფრისთვის შეგირტყია?_მეტი დამაჯერებლობისთვის გადავიხარხარე კიდეც. _რაღაც არ მეჩვენები კარგ თვალზე და შენ რაც გინდა ის თქვი და იმართლე თავი... ეჭვის საბაბი მოგეცი? _უბერავ რაა._რაც შემეძლო ძველებურ ლექსოსავით ვთქვი და სხვა რომ აღარაფერი ეთქვა ან ეკითხა, საჭეს მივუჯექი. ძრავა რომ ავამუშავე, ლამის ბღუილით გავხეთქე. ილოს რომ გავხედე მალულად, ისევ ეჭვით მიმზერდა. სულ მალე რატიც მოვიდა და იმან განმუხტა ჩვენი ეს დაძაბულობა. მერე კი, სტარტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედით დანიშნულების ადგილამდე. რომ ვთქვა არ ვღელავდი-მეთქი, მოვიტყუები. ვღელავდი და თანაც როგორ. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ რბოლაში ილოს მიზეზით რაღაც უბედური შემთხვევა მეწეოდა. რატო მქონდა ეს აზრი თავში ჩაბეჭდილი არ ვიცი, მაგრამ ვერ კი ვიშორებდი თავიდან. გულს კი ვიმხნევებდი, მაგრამ მაინც არ გამომდიოდა. _ლექსო და რბოლის წინ მღელვარება რაღაც უჩვეულოდ მეჩვენება._რატიმაც შემატყო დაძაბულობა და მეგობრულად მომარტყა მხარზე მუშტი._რა გჭირს , რა თავპირი ჩამოგტირის? თუ ვერ გაიმარჯვე, დიდი ამბავი, მაგის გამო იცხვირები? _არა, რას მატყობ რომ ვღელავ?_ვითომ ძალიან ვითაკილე. _აშკარად გეტყობა ყველაფერზე და მალე შენ რამდენიც გინდა და უარყავი... ილოსაც დატენილი მაუზერივით უყურებ. რა ხდება თქვენს შორის? _რა უნდა ხდებოდეს? არაფერი. _ტყუილები რომ არ გამოგდის, პირველად გეუბნები? რაღაც ხდება შენს თავს და ვეღარ გცნობ. _ამ რბოლაში თუ რამე მომივიდა, იცოდე ყველაფერი გამოიძიე... _რა უნდა მოგივიდეს, შენ შიგ ხომ არ გაქვს?_ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა და ახლოო-მახლო რამოდენიმე მრბოლელმაც გაიგო._წუხელ საბანი ხომ არ გადაგეხადა შემთხვევით?_აქ კი ცოტა დაუწია ხმას. _არ ვიცი, გული ცუდს მიგრძნობს... _აუ, ნუ დაიწყე ახლა რაა._ისევ მაჯახა მუშტი მხარში._შენი მანქანა ქალაქში ყველაზე საუკეთესო ხადავჩიკის ხელშია და მას არაფერი გამოეპარება, გაუმართავი მანქანით სარბოლო ტრასაზე რომ არ გაგიშვებს, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. შენ კი, საუკეთესო მძღოლი ხარ და არაფერი გაგიჭირდება... მოკლეთ, მაგ შენს ცრურწმენულ ფიქრებს მოეშვი და გამარჯვებაზე იფიქრე. ძალიანაც მინდოდა პოზიტიურად მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სპარტაკის ნათქვამი სიტყვები ისე ღრმად იყო ჩემში უკვე ფესვგადგმული, რომ ვეღარ ვიგდებდი ჩემი უტვინო თავიდან. რამდენჯერაც ილოს გავხედე, იმდენჯერ მისი უნდობელი მზერა დავიჭირე და უფრო და უფრო გამიმძაფრდა ეჭვი. ცოტა მაშინ გადავერთე, სტარტის დაწყებამდე მძღოლები ჩვენს ჩვენ მანქანის საჭეებს რომ მივუსხედით და ნიშანზე წინ გავიჭერით კიდეც. პირველი ჩქაროსნული მონაკვეთი, სადაც გიჟური რბოლა მოვაწყეთ, ჩემი საგრძნობი უპირატესობით დასრულდა. მერე, რიგით მძღოლებთან ერთად გადავაადგილდებოდით საგზაო წესების სრული დაცვით. ეს მონაკვეთიც ჩემი გამარჯვებით დავფარე. მერე ისევ გიჟური რბოლა, სადაც პირველობას არავის ვუთმობდი. ბოლო მონაკვეთზე ისევ ამეკვიატა ის ფიქრი, რომ მანქანა ილოს წყალობით გაუმართავი იყო და სადღაცას გადავიჩხრიკებოდი, თუმცა სულ ტყუილად. რამოდენიმესაათიანი რალი ჩემი გამარჯვებით დასრულდა, თანაც საგრძნობი უპირატესობით. მანქანა რომ მწყობრში იყო და ილო არაფერშუაში არ იყო, ამას ძლივს მივხვდი ბოლოს და ბოლოს და ძმაკაცები რომ გადამეხვივნენ მოსალოცად, მეც გულწრფელად გადავეხვიე ილოს და მადლობა მოვუხადე ჩემს მანქანაზე ზრუნვისთვის. _ყველას ლექსო ქაჯაია აკერია პირზე, მაგარი ხარ._აღტაცებას ვერ მალავდა რატი და პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ერთ ადგილზე. დაჯილდოების ცერემონიალს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით სიხარულით დავესწარი. ტელევიზიაში პირდაპირი ეთერით სიტყვითაც კი გამოვედი და ვაღიარე, რომ ამ გამარჯვებას ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, ჟღალთმიან ლამაზმანს ვუძღვნიდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დესპინე თვალყურს მადევნებდა ინტერნეტით და ვიცოდი, რომ მიხვდებოდა ამ ჟღალთმიან ლამაზმანში ვისაც ვგულისხმობდი და ძალიან გაუხარდებოდა. საღამოს ბიჭები რესტორანში მოვსხედით და გვარიანად გამოვთვერი. მახსოვს, ტაქსი გამოვიძახეთ და ისე წავედი ჩემს ბინაში, რადგან საჭესთან დაჯდომის შნო აღარ მქონდა. ბუნდოვნად მახსოვს ბინაში შესულმა გზადაგზა რომ დავიხადე ტანსაცმელი და საწოლზე პირქვე წავპირქვავდი. ისე საშინლად ტრიალებდა ყველაფერი, თავის აწევაც კი არ შემეძლო. რომ ვთქვა ძალიან ბევრი დავლიეთ-მეთქი, მასე არ იყო, მაგრამ სამივეს კი კარგად მოგვეკიდა და ღორებივით დავილეშენით. დილით რაღაც შეკივლების ხმამ რომ გამაღვიძა, ძლივს მოვედი გონზე სად ვიყავი. გამახსენდა ბიჭებმა რომ დავლიეთ და სახლში ტაქსით წამოვედი, მაგრამ ვინ შეიკივლა და რატომ, ეს ვერ მივხვდი. ძლივს გავახილე ქუთუთოდამძიმებული თვალები და ჩემი საძინებლის კარში ატუზულ სილუეტს მოვკარი თვალი. მხედველობა დაბინდული მქონდა, მაგრამ ჟღალი თმით მივხვდი ვინც იყო და გაკვირვებულმა საწოლში წამოჯდომა ვცადე, რათა გამერკვია დესპინეს რა აკივლებდა. წამოვიწიე კი, მაგრამ რაღაცამ გამაკავა. გაოცებულმა რომ დავიხედე, ვიღაცის შიშველი მკლავი დავინახე, რომელიც სუროსავით მქონდა შემოხვეული. გავვოგნდი. მკლავის პატრონი ჯეროვნად შევათვალიერე. ისე იწვა, რომ შავი მბზინავი თმა სახეს უფარავდა. ალბათ ეძინა, მაგრამ ჩემს ბინაში და მითუმეტეს ჩემს საწოლში რა უნდოდა, ამას ვერ მივხვდი. მერე ისევ დესპინეს შევხდე და ნათლად გავარჩიე მის თვალებზე ცრემლი. პირუჩუმრა შეტრიალდა და გავიდა ჩემი საძინებლიდან. _მოიცა!_სასოწარკვეთილმა ვიყვირე. უცნობი შიშველი გოგო უხეშად მოვიშორე და საწოლიდან წამოვხტი. დედიშობილა რომ ვიწექი, უფრო გამიკვირდა. ვერც ჩემი ტრუსები ვნახე ვერსად და ვერც შარვალი. ამიტომ ქალს ზეწარი გადავხადე, ტანზე შემოვიხვიე და დესპინეს გავეკიდე, რომელიც კიბეებზე ჩარბოდა უკვე. ამ ამბავმა ისე გამომაფხიზლა, ვერც კი გავიაზრე ვერაფერი. დესპინეს იმ დროს წამოვეწიე და მკლავზე მაშინ ვტაცე ხელი შესაჩერებლად, სადარბაზოდან რომ გადიოდა უკვე. _მოიცა, ეს ის არაა, რასაც შენ ფიქრობ! _შიშველი წევხარ ქალთან ერთად ერთ საწოლში და ეს ის არაა, რასაც ვფიქრობ?_გაბრაზებულმა მომახალა._შენ რას იფიქრებდი ამ სიტუაციაში? წამიერად დავიბენი. ასეთ სიტუაციაში მე რას ვიფიქრებდი? ფიქრს საერთოდ არც კი დავიწყებდი და მადიანად მივჟეჟავდი მის პარტნიორს. _მესმის შენი, რომ ძნელია იმის დაჯერება, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ უდანაშაულო ვარ. მართალია, წუხელ დავლიეთ ბიჭებმა და დავთვერი, მაგრამ სახლში მარტო მოვედი და დავწექი, არავინ მყოლია. გაჩალიჩებული საქმეა, დამიჯერე. იმდენი იწვალა, ჩემი ტორებიდან თავი გაინთავისუფლა და გარეთ ტირილით გავარდა. არც კი დავფიქრებულვარ და მეც უკან მივყევი. _დესპინე, მოიცა, გთხოვ, დამიჯერე, ამ ამბავში უდანაშაულო ვარ, მსხვერპლი ვარ, ვიღაცამ მომიწყო იცოდე... _მართლა?_ირონიულად გაიღიმა._და ვინ მოგიწყო ვითომ? _ვისაც ჩვენი დაშორება უნდა! _ჩვენი დაშორება შენ გინდა აშკარად, რადგან შემთხვევას არ უშვებ ხელიდან, რომ ვინმე არ ჩაიგორო საწოლში... შეგიძლია დაბრუნდე და მიხედო შენს საყვარელს, მე კი დამივიწყე და აღარ ახსენო ჩემი სახელი!_გატრიალდა და სირბილით წავიდა. თან მივხვდი, რომ ტიროდა. _დესპინე, მიყვარხარ! გთხოვ, დარჩი! დამიჯერე, მე უდანაშაულო ვარ!_სასოწარკვეთილი მეც ავღრიალდი პატარა ბავშვივით. თუმცა ვეღარ გავეკიდე. შემრცხვა. ბერძნული მითოლოგიიდან გადმომხტარ შიშველ აპოლონს ვგავდი, ვისაც მეზობლები ზოგი ურცხვად და დაჟინებით და ზოგიც მორიდებით რომ უმზერდნენ. ერთხანს ისევ ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული. მერე კი სადარბაზოში შევვარდი და ჩემს ბინას მივაშურე. გამწარებული სულ ორ-ორ საფეხურს ვახტებოდი. საძინებელში რომ შევიჭერი გიჟივით, უცნობს უკვე ეღვიძა და გაოცებული მიმზერდა. _ვინ ხარ და ჩემს საწოლში რა გინდა?_მკაცრად ვკითხე. _შიშველ ქალს შიშველი კაცის საწოლში რაც უნდა მგონი უნდა იცოდე, რადგან პატარა აღარ ხარ._მქცდურად შემომღიმა. ვაღიარებ, მშვენიერი ქალი იყო. თან, თითქოს ნაცნობიც, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან მეცნობოდა. იმაში კი ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მე ის წუხელ არ მომიყვანია. სავარაუდოდ, უკან ამედევნა და მთვრალს შემომყვა ბინაში. რომ დამეძინა, მერე დამხადა და თვითონაც მომიწვა გვერდით. _როგორ მოხვდი ჩემს ბინაში? _შენ თვითონ მომიყვანე, დავიჯერო არ გახსოვს?_ვითომ ეწყინა._წუხელ კი მეუბნებოდი, რომ დაუვიწყარი ხარო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მატყუებდი... _სერიოზულად გეკითხები, საიდან მოხვდი ჩემს ბინაში?_უფრო ავუწიე ხმას. _უკვე მაშფოთებ. დავიჯერო, არაფერი გახსოვს?_საწოლზე მოურიდებლად წამოჯდა დედიშობილა და უზადო სხეულის სიშიშვლის დაფარვა არც კი უცდია. გარდირობიდან ჩემი ტანსაცმელი გამოვიღე, ჩავიცვი და ზეწარი მას გადავაფარე. _ჩემი სიშიშვლე ასე გაფრთხობს?_მაცდურად გადაიკისკისა._წუხელ კი მთლიანი სხეული დამიფარე კოცნით... _მოკეტე!_ვიუღრიალე გაგულისებულმა._იმ თესლმა მოგათრია აქ არა?_ილო ვიგულისხმე._ჩემი და დესპინეს დაშორებას ამ ბინძური ხრიკებით ცდილობს არა? _შენს აღვირახსნილ ვნებებს სხვებს რატო აბრალებ? მინდა გითხრა, რომ წუხელ არაჩვეულებრივი იყავი. დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი ისევ._ზეწარი გადაიძრო და დედიშობილა ამეავეტა წინ._დავიჯერო არ მოგწონვარ ან არ გინდივარ?_შარვლის სალტეზე რომ შემახო ხელები და ღილის გახსნას შეეცადა, სისხლმა ამასხა ტვინში. ისე ძლიერად მოვიქნიე მარჯვენა და ისეთი სილა ვტკიცე, წაბარბაცდა. _მხეცო! გიჟი ხარ! რა დაგეტაკა? წუხელ კარგად ხვნეშოდი და კვნესოდი ჩემს მკერდში თავჩარგული!... _წყვიტე ხმა! ეს საქმე რომ მოწყობილია, ამას წვეთი არ გაუვა! ახლავე ჩაიცვი ტანსაცმელი და მოშორდი ჩემი ბინიდან, სანამ გამოგახრჩე. იმ თესლს კი გადაეცი, რომ მოვკლავ სადაც შემხვდება?_ისეთი სერიოზული და დამაჯერებელი ვიყავი, შევატყე, რომ შეეშინდა. სწრაფად წამოკრიფა აქა-იქ მიმოფანტული თავისი ტანსაცმელი და აბაზანაში გავიდა ჩასაცმელად. მოთმინებით ველოდი, როდის გამოვიდოდა. მომეჩვენა, რომ შეაგვიანდა. იქიდან რომ გამოვიდა უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული, უფრო ნაცნობი მეჩვენა. გონება დავძაბე და მალევე გამახსენდა, ილო რომ შეხვდა წითელი ვარდების თაიგულით, ის გოგო იყო. ეჭვგარეშე იყო, სპარტაკი ამ ამბავს გულისხმობდა ილოსთან დაკავშირებით რომ მაფრთხილებდა. გავცეცხლდი და რა გავცეცხლდი. ქალი კისრისტეხით გავაგდე გარეთ და მეც მაშინვე იმ რესტორანში წავედი, სადაც მანქანა დავტოვე. იქიდან კი სახელოსნოში მივედი. ილო რომ იქ დამიხვდა, მთლად გადამეკეტა ჭკუა და წიხლქვეშ გავიგდე. გაუკვირდა, რა დაგიშავეო, მომიგერია კიდეც, მაგრამ ისე ვიყავი გაცეცხლებული, მისი მოკვლის სურვილი მქონდა. გვარიანად ვიცემავეთ. ახსნის გარეშე გავუერთიანე თავ-ყბა. ილო ჩემთან შედარებით სუსტი იყო, ცარიელი მუშტებით ვერ მომერეოდა და ამიტომ რაც კი რამ ხვდებოდა ხელში, ყველაფერს მირტყამდა დაუნდობლად. _რამ გაგაცოფა ? რა დაგიშავე, ის მაინც მითხარი! ცოტა აზრზე მოდი, თორემ გაგიხეთქე ეგ რეგვენი თავი!_ბოლო ხმაზე ღრიალებდა ილო და ხელში მოზრდილ მანტიროვკას ათამაშებდა. ვისი გამარჯვებით დასრულდებოდა ჩვენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ნამდვილად არ ვიცი, რადგან ძალები თითქმის გათანაბრებულები გვქონდა. რატი რომ მოვიდა, გვარიანად ვიყავით უკვე ორივენი დასისხლიანებულ-ჩალურჯებულები და ტანსაცმელიც კარგად გვქონდა შემოხეული. ძლივს გაგვაშველა. მასაც კი მოხვდა ჩემგანაც და ილოსგანაც აწყვეტილი მუშტები. _რამ გადაგრიათ და გაგაგიჟათ ასე?_ძალაყინ მომარჯვებული გადამეღობა წინ, როცა შემატყო, რომ ისევ ვიწევდი ილოსთან._შენი ზედმეტი მოძრაობა არ გავიგო, თორემ გაგასხმევინე ტვინი? რამ გამოგაყ...ათ, რა გჭირთ?_ახლა ილოს მიუბრუნდა._რა ვერ გაგიყვიათ? _მე რას მეჩხუბები? მაგის ბრალია, გაცოფებული მომვარდა, არც კი ამიხსნა არაფერი, ეგრევე მეტაკა. რას მემართლება არ ვიცი!_ილომ დასისხლიანებული თავ-პირი პერანგის სახელოთი მოიწმინდა და ისე შემომხედა._რამ გაგაცოფა ასე, ის მაინც მითხარი. _რისთვის იმეტებ ასე სასიკვდილოდ, რა გინდა? გიღირს ამად?_რატიმ ძალაყინი მომიღერა. _ჩემი და დესპინეს დაშორება უნდა, თავისი ხარჭა ჩამიწვინა წუხელ საწოლში... _შენ შიგ ხომ არა გაქვს?! ვინ ხარჭა, რა საწოლი, ხო არ გაჟრიალებს? შენ ნორმალური ხარ? წუხელ შენზე მთვრალი მე ვიყავი და სახლში წასვლის შნო რომ არ მქონდა, შენს მანქანაში მეძინა. ამ დილით ისევ მთვრალი ვიყავი და ტაქსით მოვედი აქამდე. შენ თუ გზაში მოხსენი ვინმე , მე რაშუაში ვარ?! _ის გოგო იყო, შენ რომ შეხვდი კაფესთან წითელი ვარდებით ხელში და შენი აზრით, მე თვითონ ჩავიწვინე ძალით? ის ფაქტი გამოგეპარა, რომ ქალთან დედიშობილას არასდროს მძინავს, ტრუსების გახდა საჭირო არ იყო, ისე უფრო დამარწმუნებდი შენს ჩათლახურ გეგმაში! _რაო, ვინ ჩაიწვინე ლოგინში შე ახვარო?!_ახლა ილო გაცეცხლდა და კელასავით გამოექანა ჩემსკენ._ლაურას გარდა სხვა ქალები დაილია, რომ მისთვის არ დაგედგა თვალი?!_წეღანდელი ჩემი გაცოფება ილოს გაცოფებასთან რა მოსატანი იყო? მოხერხებულად დაუსხლტა რატის ხელიდან და გაცეცხლებული მეცა. _შე ყ..ო, ლაურა როგორ ჩაიწვინე საწოლში თუ მითვალთვალებდი და იცოდი, რომ მე მომწონდა? შე გამო.....ულო, მოგკლავ იცოდე! მართლაც ისე იყო ილო გაცეცხლებული, რატის აღარ ეპუებოდა, რომელიც მის დაჭერას და შეჩერებას ცდილობდა და ორივეს ისე გვიგერიებდა, ცოტა არ იყოს, მიკვირდა კიდეც. _მე არ ჩამიწვენია შე მართლა ყ..ო, შენი დადგმული სცენაა!. მიაღწიე მიზანს, რა გინდა? დესპინემ გვნახა ერთად და დამშორდა! თუ დესპინეს ახლოს დაგინახე, მოგკლავ იცოდე! _ის შენი რიჟა სულაც არ მჭირდება! შენნაირი უშნო გემოვნება არ მაქვს, რომ წითური ქალები მომწონდეს! _რაო, ვინ არის უშნო?! შე ახვარო!_ისევ ავენთე და ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გავაჩაღეთ. რატი ვეღარ გვაშველებდა უკვე. პოლიცია ვინ გამოიძახა არ ვიცი, მაგრამ არც მათი მოსვლის მერე დავწყნარებულვართ. პოლიციას ძალის გამოყენება დასჭირდა ჩვენს გასაშველებლად. პირველ რიგში საავადმყოფოში წაგვიყვანეს, რათა სამედიცინო დახმარება ორივს გვჭირდებოდა. მე შუბლი მქონდა გატეხილი და ნაკერები რომ დამადეს, მერსედესის ემბლემა გამომესახა ზუსტად. გატეხილ ცხვირზე, გახეთქილ ტუჩზე და ჩაშავებულ თვალზეც მიწამლეს ცოტა. მოტეხილობა მე არაფერი მქონდა, სამაგიეროდ ილოს დასჭირდა მაჯაზე თაბაშირის დადება და გახეთქილი წარბის შეკოწიწება. საავადმყოფოდან პილიციაში გადაგვიყვანეს და დაგვკითხეს. ალბათ არც ილომ და არც მე სახარბიელო ჩვენება რომ არ მივეცით, ამიტომ სხვადასხვა იზოლატორში გამოგვამწყვდიეს და მთელი ღამის გატარება მოგვიხდა იქ. დრო საკმარისზე მეტიც კი მქონდა, მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი და ფიქრით ამასკდა თავი. სერიოზულად დამაფიქრა ილოს გაგიჟებამ. ასე რეალურად ვერ გაცოფდებოდა. ნუთუ, ილო ამ საქმეში ალალმართალი იყო? იქნებ, ყველაფერი სპარტაკის დადგმული იყო... მაგრამ ლაურა? იქნებ, ისიც სპარტაკის დაქირავებული ქალი იყო, რომელიც ილოსთანაც თამაშობდა რაღაცას და ჩემთანაც? მართლაც გამისკდა ფიქრით თავი. დილით კი რომ გამანთავისუფლეს და გარეთ მამაჩემი დამიხვდა, მივხვდი, მისი დამსახურებით ვიყავი თავისუფალი. მისი მანქანისკენ არც კი გამიხედია, თავჩაღუნულმა ავუარე გვერდი და ტაქსის გასაჩერებლად გზის მეორე მხარეს გადავედი. მამაჩემი ნელი სვლით მომყვა უკან. ჩემს წინ შეაჩერა მანქანა და ჩაწეული მინიდან გამომძახა. _ჩაჯექი, გაგიყვან. _არ მინდა... _შენს ბინაში მგიყვან, სალაპარაკო მაქვს შენთან. _არაფრის მოსმენა არ მინდა. _მასეთი თავ-პირით რომელი ტაქსისტი ჩაგისვამს მანქანაში? წამო, ჩაჯექი... მართლაც სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან. შენ და შენს დას გეხებათ. ჩემი დის ხსენებაზე აღარც კი დავფიქრებულვარ და ყოყმანის გარეშე ჩავუჯექი მანქანაში. _წინააღმდეგი თუ არ იქნები, ჯერ სახლში მივიდეთ და მერე გაგიყ ან შენს ბინაში... _წინააღმდეგი ვიქნები და თანაც ძალიან._მტკიცედ რომ ვუთხარი, ძრავა აამუშავა და მართლაც ჩემი ბინისკენ გაეშურა. _ლეასთან დაკავშირებით რა უნდა გეთქვა?_კარგახანს უხმოდ რომ ვიმგზავრეთ და ყელში ამომივიდა ეს აუტანელი ლოდინი, ცოტა უკმეხად ვკითხე. _შენთან რომ ამიპატიჟო და იქ დავილაპარაკოთ, არ გინდა? _ოდნავი სურვილიც არ მაქვს რომ იცოდე. გინდა? აქ მითხარი. არა და გამიჩერე, ტაქსითაც მშვენივრად წავალ, გზა არ ამერევა. _შენი და ძალიან უკარება და მკაცრია. დალაპარაკება მინდა მასთან და ახლოს არ მიკარებს. მინდა, რომ სიტყვა შემაწიო, იქნებ შემხვდეს და დავილაპარაკოთ. _შანსი არ არის, მე შენი მომრიგებელი ვერ ვიქნები. ძალიან გინდა მასთან დალაპარაკება? ხო და შეეცადე, ქვისა არ არის, მასაც აქვს გული და გრძნობები. გულწრფელი იყავი ყველაფერში და თვითონვე მიგიღებს. _რამდენჯერმე ვცადე და ჩემი დანახვაც კი არ უნდა._თითქოს ამოიოხრაო. _ალბათ, დაიმსახურე მასეთი მოპყრობა._"დავაიმედე". _ვითომ? რა ისეთი ვაწყენინე და დავუშავე, რომ ასე მსჯის? _შენ არ იყავი, მისი ატელიეს დარბევის ბრძანება რომ მიეცი სპარტაკის?_მკაცრად ვკითხე._თუ მეშლება რამე? შენ ის კაცი არ ხარ, ვინც მის მამობაზე თქვა უარი და გვარიც კი არ გაიმეტა მისთვის? _მეგონა, რომ ჩემი არ იყო... _ეგ გასასამართლებელი საბუთი არ არის. ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და დეენემის ტესტის ჩატარება ნებისმიერ დროს შეგეძლო. ასე, რომ თავს ნუ ისაწ....ბ. _რა მოხდა, რომ დაელაპარაკო?_თითქოს წყენა გაკრთა მის ხმაში. _ეგ ლეას გადასაწყვეტია გაპატიებს თუ არა და შეგირიგდება თუ არა, მე ვერავის დავაძალებ ვისიმე სიყვარულს. მაგის შესახებ ნუღარაფერს მეტყვი... აქ გამიჩერე, ცოტას ფეხით გავივლი. მეტჯერ აღარ მითქვია, მაშინვე გამიჩერა და მანქანიდან ჩამოვედი თუ არა, მაშინვე წავიდა. გამიკვირდა. მეგონა, კიდევ ჩამომეკიდებოდა და ხვეწნას დამიწყებდა. თუმცა, ამ კაცს ხვეწნა დიდად არ უყვარდა. ან, გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და იმიტომაც აღარ ჩამომეკიდა. ასე იყო თუ ისე, ადვილად კი შემეშვა. ჩვენი კორპუსის ეზოში მისულს რამოდენიმე მეზობელი გამომელაპარაკა. აშკარად ნაცემ-ნაბეგვი რომ ვიყავი, აინტერესებდათ ვისთან რა მომიხდა, მაგრამ არავისთვის არაფერი მითქვია. უკომენტაროდ დავტოვე ყველა და ჩემს ბინაში ავედი. სარკეში დაკვირვებით რომ შევათვალიერე ჩემი თავი, შემეშინდა ისეთი საშინელი შესახედი ვიყავი. ტანსაცმელიც კარგად მქონდა შემოფლეთილი. პირველ რიგში შხაპი მივიღე, ოღონდ თავი არ დამისველებია, ჭრილობის გაღიზიანებას მოვერიდე. მერე, გამოვიპრანჭე, მზის შავი სათვალეც მოვირგე, ცოტა მაინც რომ დაეფარა თვალის სილურჯეები და სახელოსნოში წავედი. რატი იქ იყო. დამინახა თუ არა, საქმეს თავი ანება. _შენ და ილოს რა შავმა კატამ გადაირბინათ წინ, რა გჭირთ ტო?_ჭუჭყიანი ხელები ტილოზე შეიწმინდა._არ მეტყვი რა გჭირთ? არაფერი დამიმალია და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი სპარტაკის ეჭვის ჩაწვეთებიდან, გუშინდელ ღამემდე. არაფერი დამიმალია. _ვითომ, ილომ მართლა იკადრა ის ჩათლახობა? მაგრამ ისე რეალური იყო იმ ამბის გაგება მისთვის, ლაურა რომ ახსენე, არ მგონია რამეს იგონებდეს. მე უფრო სპარტაკის ოინები მგონია ეგ. _თუ, მართლაც სპარტაკის მოწყობილია ყველაფერი, ცოცხალი ვერ გადამირჩება ეგ ახვარი! სადაც შემხვდება, იქვე უნდა დავკლა! ეგ ეგა! _სიმართლე გითხრა, იმას ვერ ვხვდები, რაში აწყობს სპარტაკს ამ ჩათლახური ოინების მოწყობა, ვითომ მართლა დესპინე უყვარს და თქვენი დაშორება აქვს განზრახული? თუ, მამაშენმა დაავალა თქვენი დაშორება?_კეფა ნერვიულად რომ მოიქექა, მერე გაახსენდა, რომ ხელები ჯეროვნად არ ქონდა გაწმენდილი და ისევ მაზუთიანი ქონდა._ფუი, შენი დედაც..._საკუთარ თავზე შეიგინა. _მეც მაგის გარკვევა მინდა ზუსტად, ვისი გეგმის ნაწილი ვარ... _გინდა, სპარტაკს ვუთვალთვალო? _შეგამჩნევს, ისეთი ჩათლახია._მაშინვე უარვყავი მისი მოწოდებული იდეა. _ვინმეს დავავალებ, არიან ისეთები, ცოტას გადავუხდი და ტუალეტში როდის შევა და გამოვა, იმასაც კი გაგვირკვევენ... ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ილოც მოვიდა. მე ხომ ვიყავი ჩასინიაკებული და ის ჩემზე მეტად. ხელიც თაბაშირში ქონდა და ფიქსატორით ეკიდა კისერზე. _ეხლა თქვენი ზედმეტი ხმა არ გავიგო!_მაშინვე მკაცრად გაგვაფეთხილა რატიმ._თორემ ორივეს გემოზე მოგცხებთ! რა გაჩხუბებთ ამხელა მუტრუკებს? ვიღაცის ჩათლახურ პროვოკაციაზე ეგებით და ერთმანეთს სასიკვდილოდ ურტყამთ? შეგირცხვათ კაცობა და ნამუსი!.. შერიგდით ეხლავე! სიმართლე რომ ვთქვა, შერიგებას არ ვაპირებდი, ისევ ეჭვით ვუმზერდი. მთლად დარწმუნებული არ ვიყავი მის უდანაშაულობაში. თვითონაც დაბღვეტილი მიმზერდა. _შერიგდით-მეთქი ეხლავე!_იმხელა ხმაზე დაგვყვირა რატიმ, გვარიანად შევხტი. ჩემს რეაქციაზე ილოს გაეღიმა, თუმცა მალევე დაიჭირა სერიოზული და ახლა მე გამეღიმა მის ამ საქციელზე. მართლა სასაცილო სანახავები ვიყავით გვარიანად ჩასინიაკებულები. ილომ კი ერთხანს იკავა თავი, მაგრამ ბოლოს ხმამაღლა რომ ახარხადა, მეც ავყევი და რატიმ ბანი მოგვცა. სულელებივით ერთმანეთს დავცინოდით. ბოლოს კი მუშტები დავაჯახეთ ერთმანეთს შერიგების ნიშნად. რატი ორივეს დაგვპირდა, რომ ამ საქმეს თვითონ მიხედავდა, ყველაფერს გაარკვევდა და დამნაშავესაც საკადრისად დავსჯიდით მერე. სახელოსნოში ცოტა კიდევ გავჩერდით მე და ილო და მერე ის სახლში გავიყვანე, მე კი დესპინეს ვესტუმრე სახლში, თუმცა იქ არ დამიხვდა. ლეას დავურეკე, მანდ ხომ არ არის-მეთქი და სტუდიაშია, ბავშვებს ცეკვას უტარებსო. ხო და მეც იქით გავეშურე. სტუდიის წინ მომლოდინე მშობლებმა ეჭვით შემათვალიერეს ნაცემ-ნაბეგვი და აქა-იქ აჩურჩულდნენ კიდეც. თუმცა მე მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია და გაბედულად შევედი შენობაში. ჯერ ბავშვებმა დამინახეს და ცოტა აურიეს ცეკვა. ყველაზე ბოლოს დესპინემ შემნიშნა და ჯერ გაოცებულმა შემათვალიერა თავიდან-ფეხებამდე, მერე კი მკაცრად გამომიცხადა, რომ სტუდია დამეტოვებინა. _არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ არ მომისმენ._ომახიანად რომ გამოვუცხადე მოცეკვავეებმა ცეკვა შეწყვიტეს და გასუსულებმა შემომხედეს. _არ ვაპირებ შენს მოსმენას და გადი აქედან, სანამ პოლიციას გამოვუძახე. _პოლიციიდან მოვდივარ ზუსტად, ერთი ღამე იქ ყოფნის ბედნიერება მქონდა. მინდა რომ მომისმინო._მკლავზე წავატანე ხელი, ძლიერად მოვუჭირე თითები და თან მწვანე თვალებში დაჟინებით მივაშტერდი. _გამიშვი!_გაიბრძოლა, მაგრამ ვერ გამეშვა. _არ გაგიშვებ. შენ ჩემი ხარ და არავის მივცემ უფლებას, რომ დაგვაშოროს! ის ამბავი მოწყობილი იყო... _აქ ამის დრო არ არის._თითქოს მუდარით შემომხედა. _კარგი, კარებში დაგელოდები. დაასრულებ თუ არა გაკვეთილს, ჩემთან ერთად წამოხვალ და დავილაპარაკებთ. _კარგი, ოღონდ ეხლა გადი. _გაიგეთ ბავშვებო?_მოცეკვავეებს მივუბრუნდი ახლა._თქვენი მასწავლებელი დამპირდა, რომ გაკვეთილის დასრულებისთანავე ჩემთან წამოვა. _დიახ... _კი... _გავიგეთ..._აქეთ-იქიდან რომ შემომძახეს, ღიმილით დავემშვიდობე ყველას და მართლაც გამოვედი გარეთ. პირდაპირ ჩემს მანქანას მივაშურე, რათა ცნობისმოყვარე თვალებს მოვრიდებოდი. მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩავირთე და მოთმინებით დაველოდე გაკვეთილის დასრულებას და ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანის გამოჩენას. ზუსტად ორმოცი წუთი ველოდე. ბავშვები და მშობლები რომ გამოვიდნენ, დესპინეს შეაგვიანდა ცოტა. შემეშინდა, სხვა გასასვლელი არ ქონოდა შენობას და გიჟივით შევვარდი შიგნით, მაგრამ დავმშვიდდი. დესპინეს ტანსაცმელი გამოეცვალა და გამოდიოდა უკვე. _პირობაზე როგორ ხარ?_შევღიმე. _პირობა პირობაა. მოგისმენ. მაინტერესებს ერთი რითი იმართლებ თავს? ჩემი მანქანის კარი ზრდილობიანად გამოვუღე და ჩაჯდომაში მივეხმარე კიდეც. _ასეთი სახით სად აპირებ ჩემს წაყვანას? აქედანვე გეუბნები, შენთან არ წამოვალ!_მკაცრად გამომიცხადა. _კარგი, ლეასთან მივიდეთ და იქ დავილაპარაკოთ. _ლეასთან?_ცოტა შეშფოთება შევატყე._ლეამ არაფერი იცის და არც მინდა რომ გაიგოს. არც იქ მინდა წამოსვლა. _მაშინ, შენ თვითონ მითხარი მარშრუტი._დათმობაზე წავედი. _მანქანაში რომ ვილაპარაკოთ? _თუ კი მომისმენ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვილაპარაკებთ... მყუდრო ადგილს შევარჩევ და იქ გავჩერდეთ._მის პასუხს არც კი დავლოდებივარ, მაშინვე ავამუშავე ძრავა და ქალაქგარეთ ავიღე გეზი. სულ რაღაც ოც წუთში კი ერთ-ერთ გზისპირა კაფეში ვისხედით უკვე. _ეგ ვინ გაგალამაზა ასე?_ვატყობდი, ჩემი დანახვის წუთიდან რომ აინტერესებდა ეს ამბავი და ძლივს მკთხა. _ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მინდა დრო არ დავკარგოთ და ჩვენზე ვისაუბროთ. _ჩვენზე?_ირონიულად გაეღიმა._მინდა გითხრა, რომ "ჩვენ" არ არსებობს. _მე კიდევ მინდა გითხრა, რომ უდანაშაულო ვარ, ის ამბავი მოწყობილი იყო. მე იმ ქალთან მართლა არაფერი მქონია. ხო, ვაღიარებ, რომ ერთ დროს მექალთანე ვიყავი, მაგრამ შენ შემცვალე. ანაკლიაში დანახვის დღიდან ჩამივარდი გულში. მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა. მინდა, რომ გჯეროდეს ჩემი. სიმართლეს გავარკვევ და ნახავ, რომ მართლაც უდანაშაულო ვარ! ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, რასაც მე გიმტკიცებ, მაგრამ ეს ასეა. _შენი აზრით, ვინ გემტერება ასე და ვის სჭირს შენი ჯავრი ვითომ? _ვისაც ჩვენი დაშორება უნდა._მაგიდაზე დაწყობილ მის ხელებს დავწვდი, ჩემს მუჭებში მოვიმწყვდიე, დავიხარე და ნაზად ვაკოცე._უშენობას ვერ ავიტან... მოვკვდები, შენ რომ უარმყო იცოდე... _ძალიან მინდა მჯეროდეს, მაგრამ იქ, შენს ბინაში ნანახი არ ამომდის მეხსიერებიდან._ჩემს მუჭში მომწყვდეული თავისი ხელის განთავისუფლებას შეეცადა, მაგრამ არ გავუშვი _ზოგჯერ არც თვალს და არც ყურს არ დაეჯერება. მე ეს მართამ მასწავლა და დავიჯერო შენთვის არ უთქვია არასდროს?_უფრო ძლიერად მოვუჭირე მის ხელს ჩემი ხელები. _მართა პაპიდა მე ბევრ რამეს მასწავლის ახლაც, მაგრამ მე თვითონ ვარ უნიჭო და ბევრს ვერაფერს ვსწავლობ. _არ ვიცი რით დაგაჯერო, რომ მე იმ ამბავში ალალ-მართალი ვარ, ვიღაცამ მომიწყო. გპირდები, გავარკვევ და ბოდიშს მოვახდევინებ შენთან. აშკარად ეტყობოდა, რომ არ ეჯერა ჩემი არც ერთი სიტყვის და უნდობლად მიმზერდა, მაგრამ აღარაფერი კი აღარ უთქვია. იქნებ, ესეც მიღწევა იყო ჩემი მხრიდან? კაფეში დიდხანს არ ვმსხდარვართ. საქმე მაქვსო და მალე წავიდა. ჩემი გაყვანა არ მოინდომა და ამიტომ ტაქსით გავაცილე. სურვილი დიდი მქონდა გავყოლოდი და გამერკვია სად მიდიოდა, ან რისთვის, მაგრამ თავს ვძლიე და სახელოსნოში წავედი. ჩემი წყალობით ერთი თვე მაინც ილო ვეღარ იმუშავებდა მანქანებზე და ამიტომ მე გადავწყვიტე მის მაგივრად ცოტ-ცოტა რაღაცეები მაინც გამეკეთებინა რაც ვიცოდი და რაშიც ვერკვეოდი. რატი როგორც ყოველთვის იქ დამიხვდა. აშკარად იგრძნობოდა ამ ბიჭში ცვლილებები და ეს ცვლილებები ჩემი დაიკოს დამსახურება იყო. _ჩემს დასთან რა ხდება, კიდევ გაბრაზებულია შენზე._შუა მუშაობის დროს ძლივს გავუბედე ამის კითხვა. გაეღიმა. _გაბრაზებული კი არის ისევ, მაგრამ ცოტა მოლბა... ამ საღამოს პაემანზე დავპატიჟე და დამთანხმდა. მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ ვერ გიბედავდი. კარგია, რომ შენ თვითონ ჩამოაგდე ამ თემაზე საუბარი. _პაემანზე მიგყავს ჩემი და?_მართლა ძალიან გამიკვირდა._თავისი სურვილით მოგყვება? _აბა, ძალით როგორ წავიყვან?_ეწყინა ჩემი ეს უაზროდ დასმული კითხვა. ვიცოდი კი, ვიცოდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეა ზედმეტად თითს არ დააკარებინებდა ამ ვაჟბატონს, მაგრამ როგორც უფროს ძმას შეეფერება, მაინც გავუშვი სუსხი. _იცოდე, ზედმეტი არაფერი მოგივიდეს. _რა უნდა მომივიდეს ზდმეტი? ერთი ვაკოცე და ძლივს მოვულბე გული. გამეცინა. _რა გაცინებს? წინ და წინ გამაფრთხილა, ბევრი ბევრი ერთი საათით გამოგყვები, ისიც ხალხმრავალ ადგილებშიო._გულიანად ამოიოხრა._მაინც არ მენდობა. _ჩემი ჭკვიანი სულელი._ლეას მისამართით რომ ჩავილაპარკე, რატიმ მაინც გაიგო. _გადამრევ, თუ ჭკვიანია, სულელი როგორღაა? _სულელია იმიტომ, რომ შენ მოგყვება პაემანზე. ჭკვიანი კი იმიტომ, რომ არ გენდობა. _შენც უნდობლად მიმზერ რატომღაც._ეწყინა. _ჩემს თავს არ ვენდობი და შენ გენდო? თანაც ვის, მომავალ სიძეს? სიძე ხომ ნათესავებშიც კი არ ითვლება? უნებურად სიძედ რომ მოვიხსენიე, ისე სასაცილოდ გადაებადრა სახე, თავი ვეღარ შევიკავე და გვარიანი ხარხარი ამიტყდა. ძლივს მოვითქვი სული. კარგად ვიხალისე. შუადღის მერე მართლაც წავიდა, უნდა გამოვიპრანჭო, იქნებ როგორმე მოვაწონო თავი შენს დასო. რა იცოდა, რომ ჩემს დას უკვე მოსწონდა და მიტომაც იყო მის მიმართ ასეთი მკაცრი? მე კიდევ გვიანობამდე დავრჩი სახელოსნოში. ბევრი საქმეც მოვამთავრე და ის იყო კარი ჩავრაზე და სახლში უნდა წავსულიყავი, რომ სპარტაკი გამომეცხადა. მგონი, შორიდან მითვალთვალებდ და იცოდა რომ მარტო ვიყავი. ერთი პირობა მისი მიჟეჟვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. ნდობის გამოცხადება ვამჯობინე მასთან, იქნებ ასე მაინც გამერკვია ყველაფერი. _ჯანდაბა, ეს რას გავხარ?_ნაცემ-ნაბეგვი რომ მნახა, "შეიცხადა"._ვინ დაგამშვენა ასე? _მე და ილომ ვიჩხუბეთ. _შენ და ილომ?_ვითომ არ იცოდა და გაუკვირდა. _ხო. მის შესახებ რომ მაფრთხილებდი, არ მეჯერა და მართალი კი აღმოჩნდი._"სინანული" გავურიე ხმაში._ნამდვილი მეგობარი შენ ყოფილხარ და მე კიდე არ გაფასებდი. ერთხანს უნდობლად მიმზერდა. მერე, ალბათ დაიჯერა ჩემი აფერისტული ლაქუცი, ეგონა გულწრფელი ვიყავი და გაუხარდა. _რა ხან მალევე გამოამზეურა თავისი სახე და შენც მალევე მიხვდი მის მზაკვრობებს, არაუშავს. მაინც რაზე იჩხუბეთ? _ჩემი და დესპინეს დაშორება მოახერხა. _რას ამბობ, შენ და დესპინე დაშორდით?_"შეიცხადა"._ეგ ნაგავი ეგა!_ილოს მისმართით გაცეცხლდა და რა გაცეცხლდა. _წამო, ბარში დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ._ეს რომ შევთავაზე, სიხარულით დამთანხმდა. ჩვენს ამოჩემებულ ბარში გნაპირა მაგიდასთან მოვკალათდით და სპარტაკის გამოთრობას შევუდექი. მე ვითომ ვსვამდი, არა და ვიტყუებოდი და მხოლოდ მას ვალევინებდი. მეგონა, მთვრალს წამოვაცდევინებდი რამეს, მაგრამ შევცდი. ისე დათვრა და გადახევდა, პირში ენას ვღარ ატრიალებდა, მაგრამ ზდმეტი არაფერი წამოსცდენია. სახლში გაყვანა რომ შევთავაზე, უარი მითხრა, შენც მთვრალი ხარ და ტაქსით წავალ, აღარ შეგაწუხებო. ასეც მოვიქეცით, ტაქსი დავუჭირე და გავაცილე. თვალს მიეფარა თუ არა, მეც გავაჩერე ტაქსი და იმ მიმართულებით წავედი, საითაც სპარტაკი წავიდა და მალევე წამოვეწიეთ. მძღოლს ვუბრძანე, რომ შორი დისტანციით მიჰყოლოდა, რათა ეჭვი არავის გასჩენოდა და არ შევემჩნიეთ. თავისი სახლისკენ რომ არ გადაუხვია და პირდაპირ გააგრძელა გზა, ავღელდი. მანქანაში ავწრიალდი. მივხვდი, რომ ისეთ ადგილზე მიდიოდა, თავს გასცემდა ჩემთან. თუმცა, ერთ-ერთ საბარდელოსთან რომ გაჩერდა, იმედი გადამეწურა. მაგრამ ტაქსი რომ იქვე ელოდა, ამან ისევ დამაეჭვა და მეც იქ დაველოდე. ცოტა ხანში რომ გამოვიდა და თან ქალი ახლდა, რომელშიც ლაურა ამოვიცანი, ილოს და მე ერთდროულად რომ გვატყუებდა, გავცეცხლდი. გამოდის, ამ ახვარის მოწყობილი იყო ყველაფერი. მანქანიდან გადასვლა და მისი ცემა დავაპირე, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე და ისევ უკან მიყოლვა ვამჯობინე. მაინტერესებდა, ახლა რაღას გეგმავდა? ერთ-ერთ სალონთან რომ გაჩერდნენ და იქ შვიდნენ, ტაქსი გაუშვეს. მეც გავუშვი, ოღონდ ახლა სხვა ტაქსი დავიჭირე და მათ გამოსვლას მოთმინებით დაველოდე. სკმაოდ კარგა ხანს დაყვეს შიგნით. აშკარად გალამაზებული და გასხვანაირებული გამოიყვანა სპარტაკიმ იქიდან ქალი. მალევე გააჩერეს ტაქსი და სადღაც წავიდნენ. მეც მივყევი უკან. ამჯერად, ბევრი აღარ გვივლია. რომელიღაც კაფესთან შეჩერდნენ. ქალი ჩამოსვა და თვითონ კი წავიდა. სპარტაკის გაყოლვას ამ ქალის თვალთვალი ვარჩიე და სპარტაკი თვალს მიეფარა თუ არა, მეც კაფეში შევედი. ქალს ვერსად ვერ მივაკვლიე. სამაგიეროდ რატის და ლეას მოვკარი თვალი და უმალ ამეხილა თვალები. საზიზღარი სპარტაკი ახლა რატის და ჩემი დის დაშორებას გეგმავდა. ისეთი თვალებით შეჰყურებდა რატი ლეას, აშკარად შეყვარებული იყო ბიჭი. არც ლეა ჩანდა მის მიმართ გულგრილი, მაგრამ სიმკაცრის განსახიერება იყო და საცოდავ რატის მასთან უბრალო შეხების უფლებასაც კი არ აძლევდა. ისე გავერთე მათი ცქერით, ლაურას გამოჩენა გამომეპარა. არა და ვაპირებდი, რომ დავინახავდი თუ არა, სანამ შეყვარებულებს მიუახლოვდებოდა, გზიდანვე შემეჩერებინა. ჩემმა წამიერმა უყურადღებობამ კი ყველაფერი გააფუჭა. ქალი გამომწვევად მიუახლოვდა რატის, კალთაში ჩაუჯდა და გაოცებულ ბიჭს ტუჩებში აკოცა. ერთი პირობა მათთან მისვლა და ამ ქალის თმებით გამოთრევა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. მაინტერესებდა რა მოხდებოდა და ისევ შორიახლოდან განვაგრძე თვალთვალი. სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მართალია რატიმ ელდანაკრავივით მოიშორა მიძალებული ვნებისაღმძვრელი ქალი, მაგრამ ლეა მაინც გაბრაზებული წამოხტა და გარეთ გავარდა. რატიც უკან მიყვა, მაგრამ ქალმა შეაჩერა და ამიტომ ჩემს დას მე ავედევნე უკან. ტაქსი რომ გააჩერა და ჩაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. _შენ?_ნამტირალევი თვალები რომ შემომანათა გაკვირვებულმა, შემეცოდა და გულში ჩავიკარი. _საზიზღარი რატი. მატყუებდა, შენს გარდა არავინ მიყვარსო, ქვეყანას მიმტკიცებდა და ჩვეულებრივი მექალთანე კი აღმოჩნდა._ჩემს მკერდში თავჩარგული მელაპარაკებოდა, მაგრამ ხმა რომ უკანკალებდა, ვხვდებოდი რომ ტიროდა. მძღოლმა გაოცებით გამოგვხედა უკანა ხედვის სარკიდან. _მისამართს არ მეტყვით სად მივდივართ? იმ კაფის მისამართი ვუთხარი, სადაც მე და დესპინე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ლეას დამშვიდებას შევეცადე. _დაწყნარდი, რატი კარგი ბიჭია, მას მართლა უყვარხარ. უბრალოდ, ერთი არაკაცის დაგებულ მახეში გაება ჩემსავით. ჩემი მკერდიდან თავი აიღო და გაოცებით ამომხედა. ისეთი საყვარელი იყო, ცხვირზე ვაკოცე. უხეშად მომიშორა. _რამე იცი და მიმალავ? _ყველაფერი ვიცი და არაფერსაც არ გიმალავ._კიდევ ერთხელ ვაკოცე პაჭუა ცხვირზე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. _გამოდის, სპარტაკის ოინებია? კი, მაგრამ რაში აწყობს? _ჩვენთან ვეღარ მეგობრობს და მაგაზე ცოფდება. უნდა სამივეს გაგვიმწაროს ცხოვრება._მამაჩვენის სავარაუდო არსებიბა ამ ამბავში დავუმალე. ისედაც სძულდა ის კაცი და უფრო არ გავუღვივე ეს სიძულვილი. თან, იქნებ ამ ამბავში მართლაც არაფერ შუაში არ იყო? მართალია, ამის ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ მაინც... კარგა ხანს დავყავით კაფეში მე და ლეამ და ათას წვრილმანზე ვისაუბრეთ. იმაში ადვილად დავარწმუნე, რომ რატი არ იყო ცუდი ბიჭი. მართალია თავისებური სიგიჟეები და სისულელეები მასაც სჭირდა, როგორც ეს ნებისმიერ ჩვენგანს, მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი ბიჭი იყო. ისე, მგონი ჩემი მტკიცებაც არ დასჭირვებია დიდად, რადგან თვითონვე იყო დარწმუნებული მის პატიოსნებაში და სიკარგეში. კაფედან გამოსულმა კი რატის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მასაც დაწვრილებით მოვუყევი სპარტაკის ოინები. _მაგ ნაბიჭვარმა ეს როგორ გამიბედა!_გაცეცხლდა და რა გაცეცხლდა ჩემი მომავალი სიძე._ეგ ეგა! სადაც ვნახავ იქვე ავუგებ წერას! _ეგ ვარიანტი მეც მომწონს, მაგრამ მე სხვა რამ მოვიფიქრე. გაოცებულმა შემომხედა. _ჩვენი დაშორება უნდა, ჩვენს შორის ჩორტს აგდებს და ასეც მოვიქცეთ. ვაჩვენოთ, რომ ერთმანეთს სამტროდ გადავეკიდეთ. ვნახოთ ერთი, რა გეგმები აქვს საბოლოოდ ჩვენთან მიმართებაში. _სამივეს ერთნაირად ვერ მოგვერევა, ვერ დაგვამარცხებს და ამიტომ უნდა ჩვენი დაყოფა და დანაწევრება. იცის, რომ ძალით ვერაფერს გახდება ჩვენთან და ერთმანეთს ასე უნდა რომ გადაგვკიდოს. _ხო და, ჩვენც ავყვეთ ამ თამაშში. ვნახოთ ერთი რა უნდა და რა აქვს ჩაფიქრებული. _მაგ ნაბიჭვრის გეგმები ნაკლებად მაინტერესებს. მე ის მადარდებს, ლეა რას ფიქრობს ჩემზე. მან რომ მიმატოვოს, მოვკვდები, ვერ გადავიტან. _ეგ მე მომანდე._დავაიმედე._ჩემი თვალით დავინახე რაც მოხდა და ჩემს დასთან სიტყვა შეგაწიე უკვე. ასე, რომ სანერვიულო არაფერი გაქვს. ჩემი მხარდაჭერა პატარა ბავშვივით გაუხარდა. მერე, ილოსაც დავურეკეთ და სამივმ ისეთი გეგმის მოფიქრება დავიწყეთ, სპარტაკი რომ ორივე ფეხით გაგვება მახეში. ჩემი და ილოს ამბავი უკვე იცოდა, ლაურას და დესპინეს გამო რომ ვიჩხუბეთ. ახლა რატის და ლეას ამბავი უნდა გაგვეზვარზვარებინა და მე და რატის დაპირისპირებაც უნდა დაგვეჯერებინებინა მისთვის. ხო და ასეც მოვიქეცით. ისე მოვაწყეთ, რომ ხალხმრავლბაში მე და რატიმაც ვიჩხუბეთ და ხელითაც კი შევეხეთ ერთმანეთს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვიღაც აუცილებლად მიუტანდა სპარტაკის ამბავს. ან, თვითონვე იქნებოდა შორიახლოს და ყველაფერს თავისი თვალით ნახავდა. იმ საღამოსვე გამომეცხადა ჩემს ბინაში, ვითომ არაფერი იცოდა და მე რომ მოვუყევი ყველაფერი გაბრაზებულმა, ვითომ ძალიან გაბრაზდა და გემოზე შეამკო რატი თავისივე სალანძღავი ლექსიკონით. _ეგ უნამუსო ეგა! ჩემი დის აბუჩად აგდების უფლებას არ მივცემ! ! _ძმაკაცის დას რომ მაგას გაუბედავს, სხვას რაღას უზავს? ეგ მართლა , ეგა!_რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთს მასხავდა._ეხლა, შენი და მგონი როგორი განადგურებულია, არა? მისი მხრიდან ჩემი დის ხსენება ცუდად მენიშნა. რატომღაც იმ აზრმა გამიელვა თავში, რომ მაშინ რომ გამომიტყდა, დსპინე მიყვარსო, მომატყუა და სინამდვილეში ლეა მოსწონდა. უნდოდა, შეცდომაში შევეყვანე, ლეას მხრიდან ყურადღება მომედუნებინა და სათავისოდ გამოეყენებინა ეს სიტუაცია. გული მეუბნებოდა, ვცემოდი და მადიანად მიმებეჟა მისთვისთვის ძვალი და რბილი, მაგამ მოთმინებას ვამჯობინებდი. ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის არასასურველ შდეგამდე მივყავართო, ამას ჩამჩიჩინებდა ყოველთვის ჩემი მართუშკები და მეც მისი რჩევა-დარიგებით ხელმძღვანელობა ვარჩიე. ის ცხადი იყო, რომ მამაჩემის შიკრიკი იყო ისევ, მაგრამ ლეა უკვ სათავისოდ უნდოდა და მამაჩემის ზურგსუკან მოქმედებდა ალბათ მის ხელში ჩასაგდებად. ჩემიდან რომ წავიდა, ისევ ავედევნე უკან ფარული აგენტივით. ამჯერად პირდაპირ სახლში მივიდა. მისი კორპუსის წინ შორიახლოს ვიწრიალე მაინც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ტანსაცმლის გამოსაცვლელად ავიდა და სადღაც აპირებდა წასვლას, მაგრამ ლოდინით რომ დავიღალე, უკან გამოვბრუნდი. გადავწყვიტე, ახლა მამაჩემს ვსტუმრებოდი. ესეც მართამ მასწავლა, რომ მეგობარი ახლოს გყავდეს, მაგრამ მტერი კიდევ უფრო ახლოსო. შერიგება და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, რომ ასე უფრო ფხიზლად ვყოფილიყავი და თვალყური მედევნებინა მისთვის. ეგ კი არა და, მის საქმიანობაში ჩახედვა და გვერდში დგომაც კი მოვიწადინე. თავიდან კი უნდობლად მიმზერდა მამაჩემი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ილომაც და რატიმაც "მიღალატეს", ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს. ხო და სულ მალე სახელოსნოს უბრალო მუშაკდან პოლიტიკოსი მამის გვერდით გამოვიჭიმე და მის საქმიანობებშიც წავყავი ცხვირი. ეტყობოდა რომ ფრთხილობდა და მაინც არ მენდობოდა ბოლომდე. ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოს კარს არ მიღებდა ბოლომდე და შიგ არ მაჭყიტებდა. მამაჩემთან დაბრუნებამ ლეა ძალიან გამინაწყენა. მისთვის არაფერი მითქვამს რა მიზანსაც ემსახურებოდა ჩემი უკან დაბრუნება, იმიტომ რომ რეალური განცდებიც მინდოდა რომ ვინმეს ქონოდა, რათა მამაჩემს ეჭვი არ აეღო. მხოლოდ მე, რატიმ და ილომ ვიცოდით ჩემი გეგმის შესახებ. თავიდან დიდად არ მენდობოდა მამაჩემი. არც მთლად ის ივარგებდა, საეჭვოდ რომ ჩავრეულიყავი მის საქმიანობაში, მაგრამ არც მთლად "გულგრილი" ვყოფილვარ. თითქმის ერთი თვე დამჭირდა, რომ ეჭვის გარეშე გავეგზავნე ქალაქგარეთ რაღაც საქმეზე თავისივე მანქანით, (რადგან ჯერ ისევ ნივა მყავდა. ახალი მანქანის ყიდვას კი ვაპირებდი, მაგრამ ვერ მომეხერხებინა). _ჩახვალ, რაღაც კონვერტს გადმოგცემენ და პირადად ჩემთან მოიტან._ისე გამაფრთხილა მამაჩემმა საჭეს რომ მივუჯექი, აშკარად მაგრძნობინა, რომ არ გახსნა და შიგ არ ჩაიჭყიტოვო. ქალაქიდან ნორმალურად გავედი. არ მინდოდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჭკვიან კამერებს დავეფიქსირებინე. მერე კი გიყვარდეს, კი არ მივდიოდი, მივქროდი. _შენს ბებერ მძღოლს ასეთი რაღაცეები არ შეუძლია არა?_თან მანქანას ვესაუბრებოდი ადამიანივით._შენს საჭესთან პროფესიონალი ზის რომ იცოდე. აი, ნახე._მოსახვევში მოვადრიფტავე და საბურავების საშინელი ღრჭიალით შევედი._ყოჩაღ, შენც შეგძლებია, დამჯერი ბიჭი ყოფილხარ. მეგონა, შენი პატრონივით შენც სიბერე გეპარებოდა._მოვუწონე მანევრირება და უფრო ვუმატე სიჩქარეს. დანიშნულების ადგილზე მთელი ოცი წუთით ადრე მივედი. ცოტა ხანს ლოდინი დამჭირდა, სანამ ვისაც უნდა შევხვედროდი ის არ მოვიდოდა. მეგონა, დოდოს რომ ახსენებდა მამაჩემი, ხნიერი ქალი იყო, მაგრამ შევცდი, ახალგაზრდა მშვენიერი ქალი იყო. მანაც ინტერესით შემათვალიერა კმაყოფილი ღიმილით თავიდან ფეხებამდე. აშკარად მოვეწონე. _ავთანდილის ბიჭი, ხომ?_დასაზუსტებლად მკითხა და მარჯვენა გამომიწოდა ჩამოსართმევად. _კი, ლექსო._ჩემს სახელს მკვეთრად გავუსვი ხაზი. აქამდე თუ ყურადღებას არ ვაქცევდი "ავთანდილის ბიჭს", ახლა ყურში ძალიან ცუდად მომხვდა რატომღაც ეს ეტიკეტი. _ძალიან კარგი. სასიამოვნოა._ჩემს გაწვდილ ხელს ნაზად შეეხო და ისე ჩამომართვა._მშვენიერი ბიჭი ყოლია ავთანდილს და ჩრდილში რატო ყავდი აქამდე, არ მესმის._აშკარად მიჟუჟუნებდა დოდო თვალებს. _ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკა ჩემი მოწოდება არაა._სერიოზული სახით რომ ვუთხარი, გაეღიმა. _პოლიტიკა ბინძური საქმეა. კარგია, რომ სიბინძურე შენი მოწოდება არაა._მომიწონა. თავისი ხელჩანთიდან მოზრდილი კონვერტი ამოიღო და გამომიწოდა._პირადად ავთანდილს გადაეცი ხელში. საკუთარი თავით აგებ იცოდე ამ კონვერტზე პასუხს._ვითომ ხუმრობით და ღიმილით მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ ოდნავადაც არ ხუმრობდა და ეს ოხერი კონვერტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. _რომ მცოდნოდა ასეთი რთული მისია მეკისრებოდა, ალბათ უარს ვიტყოდი ამაში მონაწილეობის მიღებაზე._მეც ვითომ გავიხუმრე და ნაძალადევად გავუღიმე. კონვერტი ისე ფრთხილად ჩამოვართვი, თითქოს ტროტილი ყოფილიყოს და ხელში აფეთქების მეშინოდა. საკმაოდ მძიმე იყო. უბრალო ქაღალდებს ასეთი წონა არ ექნებოდა. აშკარად რაღაც იდო შიგ, მაგრამ ისე საგულდაგულოდ იყო დალუქული და თან ბეჭედიც ედო, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყო. _თუ ძალიან არ გეჩქარება, შეგვეძლო ყავა დაგველია._ისევ ამიჟუჟუნა დოდომ თვალები. _მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ მართლა მეჩქარება._ისე მოვისაწ.... თავი, ჩემს სიმართლეში დავარწმუნე მგონი. _კარგი, რა გაეწყობა? დროებით. იმედია კიდევ შევხვდებით და ვითანამშრომლებთ._ღიმილით და ხელის ჩამორთმევით დამემშვიდობა დოდო. მანქანაში რომ ჩავჯექი და საჭეს მივუჯექი, ეჭვით შევათვალიერე კონვერტი. ერთი სული მქონდა გამეხსნა და მენახა რა იყო, მაგამ შეუძლებელი იყო. გვერდით სავარძელზე ფრთხილად დავდე და თბილისში ისევ ისეთი გიჟური რბოლით დავბრუნდი. პირდაპირ მამაჩემის ოფისში მივქანდი და კონვერტი გადავეცი. კმაყოფილმა ჩამომართვა. თვალის ერთი შევლებითვე მიხვდა, რომ გაუხსნელი იყო და არც მიცდია მისი გახსნა. მაგიდის უჯრაში ჩადო და უჯრა კი გასაღებით ჩაკეტა. _ძალიან კარგი. დღეს თავისუფალი ხარ ჩემგან, აღარ დამჭირდები, შეგიძლია შენს საქმეებსაც მიხედო. ჩემს საქმეებში რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ თავის მხრიდან თავისუფლება რომ მომანიჭა, თითქოს შვებით ამოვისუნთქე. მასთან დიდხანს არ გავჩერებულვარ. სახლში დავბრუნდი და მისი კაბინეტის შესწავლა-დათვალიერებას შევუდექი. თუმცა, საეჭვო ვერაფერი ვნახე. მაგიდის უჯრა, რომელშიც მნიშვნელოვანი რამ ექნებოდა სავარაუდოდ, ჩაკეტილი ქონდა. ბევრი არ მიწვალია მის გახსნაში, რადგან წვალების კვალი არ შეემჩნია დაკვირვებულ მამაჩემს და მალევე შევეშვი. ერთხანს უაზროდ და უსაქმოდ ვიწრიალე სახლში. მერე კი დესპინეს მივაკითხე სტუდიაში. ის იყო დასრულდა კიდეც ცეკვის გაკვეთილები და ბავშვები და მშობლები რომ წავიდ-წამოვიდნენ, მასთან შევედი. შევატყე, რომ გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია და ვითომ გაბრაზებულმა შემომხედა. _აქ რა გინდა? _შენი გატაცება._მკლავები ძლიერად მოვხვიე და ისე ჩავიხუტე გულში, განძრევის საშუალებაც კი არ მივეცი. გაინაბა. თავი გაიყიდა, რომ ვენატრებოდი. ხო და ამით გათამამებული მის ტუჩებს დავეწაფე. _მომენატრე._თან გრძნობით ვუჩურჩულე._ამ საღამოს ერთად ვივახშმოთ სადმე, თორემ უშენობას ვეღარ ვუძლებ და შენზე მოძალებულ ფიქრებს ვეღარ ვუმკლავდები... მართლა მიყვარხარ და უშენოდ მოვკვდები. დავიჯერო, სინდისი არ შეგაწუხებს, ჩემი შველა რომ შეგეძლო და ხელი მკარი? გინდა, რომ მკვლელი იყო? ჩემს მკერდში ქონდა თავი ჩარგული, მაგრამ მივხვდი, რომ გაიღიმა. ჯიბიდან მისი შარფი ამოვიღე, ანაკლიაში ზღვიდან რომ ამოვიღე და კისერზე შემოვახვიე. _ეს ისევ შენ გაქვს?_გაკვირვებულმა ამომხედა. _ხო... როცა მენატრები, ამას ვყნოსავ და შენს სურნელს რომ ვგრძნობ, ნათლად წარმოგიდგენ ხოლმე. _ახლა რატო შეელიე?_გაუკვირდა. _სურნელი აღარ აქვს._გამეღიმა._ცოტა ხნით გათხოვებ. შენს სურნელს აიღებს და ისევ ჩამოგართმევ, მუდმივად კი არ ველევი._პაჭუა ცხვირზე ვაკოცე._წამოდი, გავისეირნოთ. მერე სადმე დავსხდეთ და ვივახშმოთ. მართლა ძალიან მომენატრე. უარი არ უთქვია. სტუდია საგულდაგულოდ გამოკეტა და ღიმილით გამომყვა პაემანზე. ქალაქგარეთ გავედით. ყველაზე მყუდრო რესტორანი შევარჩიე და იქ დავსხედით. ისე გემრიელად მგონი ჩემს ცხოვრებაში არ მივახშმია. ჩემს წინ იჯდა ჩემი ოცნების ქალი, თვალებში შევციცინებდი, მის სურნელს ვგრძნობდი, მისი ხმა მესმოდა და მეტი არც არაფერი მინდოდა. თბილისში რომ ვბრუნდებოდით, მამაჩემმა დამირეკა. არ ვუპასუხე. მერე სპარტაკიმ დამირეკა. არც მას ვუპასუხე. მეორე ჯერზე რომ დამირეკა მამაჩემმა, მაშინ კი ვიკადრე გაპასუხება. სასწრაფოდ ოფისში მოდიო, მიბრძანა. _ქალაქიდან ვარ გასული, არ მცალია. _ნახევარ საათში აქ იყავი იცოდე, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ძალიანაც არ მინდოდა მის ბრძანებას დავმორჩილებოდი, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა? დესპინე სახლში რომ მივიყვანე, დამშვიდობებისას უდიდესი გრძნობით ვაკოცე და მამაჩემის ოფისის წინ გიჟივით მოვადრიფტავე მანქანა. შეუსვენებლივ ავირბინე სულ ორ-ორი საფეხური და მის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევედი. _ცოტა დაგაგვიანდა. _ხუთი წუთით?_გამკვირდა და თან მეწყინა წუთებს რომ მითვლიდა ვიღაც. _წამებსაც კი მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ, არა თუ წუთებს._დამმოძღვრა და რაღაც შეკვრა გადმომცა. ხელში რომ შევათამაშე, მემძიმა. ესეც ისე იყო შეფუთული, გახსნა შეუძლებელი იყო, მიხვდებოდნენ. _რა არის?_ეჭვით რომ შევხედე მამაჩემს, ჩაეღიმა. _მნიშვნელოვანი მასალებია. დანიშნულების ადგილზე მიხვალ, ჩააბარებ და დაბრუნდები. _მაინც რა არის? _არ მენდობი?_გამომცდელად შემომხდა. _ის მაინც მითხარი, რა ნივთიერებაა? იქნებ ნაზად უნდა მოპყრობა, რომ არ ავფეთქდე? გულიანად გადაიხარხარა. _ტერორისტი გგონივარ? _რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გადავამოწმე მაინც._ნაძალადევად შევღიმე. _კარგია სიფრთხილეს რომ იჩენ, მაგრამ ნუ გეშინია, ასაფეთქებელი ნივთიერება არაა. მასე მცნობ, რომ შვილი სამაგისოდ გავიმეტო?_ერთხანს დაჟინებით და გამომცდელად მიმზერდა, მერე კი დასერიოზულდა._კარგი, წადი, ნუღარ დაიგვიანებ. დღეს შენი გაგზავნა არ მინდოდა, მაგრამ გარემოებები შეიცვალა. ისევ იმ მისამართზე წახვალ და ისევ დოდოს ნახავ და მას გადასცემ. თუ ვერ ნახე, არავის დაუტოვო. დაელოდე. თუ არ მოვიდა, სახლში დაბრუნდი. _თავი ჯეიმს ბონდი მგონია. მაგარია._ვითომ ძალიან მომეწონა ეს ამბავი. გამოტრიალებას ვაპირებდი, რომ ისევ შემაჩერა. _აჰა, ახალი მანქანით წადი. თან გამოცდი. პარკინგზე აყენია. ახალი მანქანაო? ყურები ვცქვიტე. _ჯერ არ მინდოდა მომეცა, დაბადების დღისთვის გიყიდე, მაგრამ ხომ იცი სიურპრიზების მომწყობი ვერ ვარ. არ გამომდის და რა ვქნა?_გასაღები ხელში ჩამიდო ღიმილით._მშვიდობაში. სულ სიკეთის გზით გევლოს. მადლობა კი მოვუხადე, მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო ეს, ქრთამი თუ მართლაც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი, რომელიც ერთი თვის მერე უნდა მქონოდა? თუ, წინდახედული ნაბიჯი იყო? იქნებ, ერთი და იგივე მანქანის გამოჩენა არ უნდოდა დანიშნულების ადგილზე? გასაღების ემბლემით მივხვდი, რომ მიცუბიში იყო, მაგრამ პარკინგზე რომ გავედი და მანქანა ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ხასხასა წითელი მიცუბიშ პაჯერო იყო, ყველაზე სპორტული მანქანა მთელს მსოფლიოში. ფერი კი უხდებოდა, მაგრამ ვერსად დავიმალებოდი ამ მანქანით. ვინმეს რომ მოეწადინებინა, კოსმოსიდანაც კი შემნიშნავდა. დავჯერო, ყველას თვალში მოსახვედრად მიყიდა ამ კაცმა ეს მანქანა? თუმცა, ისეთი ახალი იყო, ისეთი ლამაზი და კომფორტული, ღირდა მისით გასეირნება. ყოყმანის გარეშე მივუჯექი საჭეს და ძრავა რომ ავამუშავე, მესიამოვნა, ისე სასწაულად მუშაობდა. მართალია ადგილიდან ნელა დავიძარი, მაგრამ ისეთი ძლიერი და სწრაფი იყო, ცოდო იყო ნელა სიარულისთვის. ქალაქის ქუჩებში რაც შემეძლო ნელა და წყნარად ვმოძრაობდი. მერე კი, გავედი თუ არა ქალაქიდან და ავტობანზე დავდექი, ლამის გავფრინდი. ზოგადად რბოლა და სპორტული მანქანები ჩემი სუსტი წერტილია და მგონი ამ ჯერზეც გამოუვიდა მამაჩემს ჩემი მოქრთამვა. ისე სიამოვნებით ჩავედი დანიშნულების ადგილზე, არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია ოდნავადაც კი. დოდო მართლაც არ დამიხვდა და ლოდინი დამჭირდა. (ალბათ, მე ვიარე ძალიან სწრაფად და იმიტომ.) რომ მოვიდა და მე დამინახა, გაუხარდა. აშკარა იყო, რომ მე არ მელოდა. _ამ მოუცლელ კაცს ასე რომ დაგაპორწიალებენ აქეთ-იქით, შეიძლება?_მაცდურად შემომღიმა და თვალები ამიჟუჟუნა._თუ, მოიცალე უკვე? _მოვიცალე თუ არ მოვიცალე, ბოსის ბრძანება ეს იყო. _რას ვიზამთ, ქვეშერდომებს მორჩილება გვმართებს._შეკვრა გამომართვა და მოულოდნელად ლოყაზე მაკოცა._არ მცალია, თორემ დიდი სიამოვნებით გამოვისეირნებდი შენთან ერთად. იმედია, ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით._ვნებიანად გამობუშტა ტუჩები და მაღალი ქუსლების კაკუნით წავიდა. მაგარი ქალი იყო, ვერაფერს დაუწუნებდი. თან, ბევრი ჩალიჩიც არ დამჭირდებოდა მის შებმაში. თვალი გავაყოლე გამომწვევად რომ მიარხევდა თეძოებს, მაგრამ ჩემი დესპინე ქვეყანას მერჩია. სახლში რომ დავბრუნდი, გვიანი იყო უკვე და მაშინვე დავწექი. თუმცა, მალევე არ დამძინებია. მამაჩემის საქმიანობა მაფიქრებდა. რა გადაზიდვის სერვისს აწყობდა, ვერ ვხვდებოდი. რა შარში მხვევდა ნეტა? გამთენიისას ჩამეძინა და შუადღემდე გამოვჭიმე კიდეც ძილი. არავის გავუღვიძებივარ, არავის შევუწუხებივარ. მამაჩემი ისე წასულიყო სამსახურში, ვერც გავიგე. მართა ჩვენთან აღარ მუშაობდა და მომაკლდა ძალიან. შუადღემდე არ გამაჩერებდა. გამაღვიძებდა, ისადილე მაინცო. პირველ რიგში აბაზანას მივაშურე. იქიდან კი ჩვეულებისამებრ პირსაწმენდშემოხვეულმა შევღრიჭე სამზარეულოში. ვიღაც ახალგაზრდა ქალი რომ დამიხვდა, გამიკვირდა. _ვინ ხარ? _თქვენი ახალი მზარეული._ისე მითხრა, საქმისთვის თავი არ დაუნებებია. არც კი შემოუხედია ჩემთვის. ძალიან მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებდა და მუცელმა შემახსენა თავი. ან, საშინლად რომ მშიოდა მე მეჩვენა მასე. _სადილი მალე იქნება?_დავინტერესდი. _ასე, 10-15 წუთში._"დამაიმედა" გულცივმა მზარეულმა. _კარგი, ჩემს ოთახში ვიქნები და რომ მორჩები, შემეხმიანე. _მოახლე არ ვარ, მე მზარეული ვარ._ისე გამომიცხადა, სამზარეულოს კარში გამავალი შევჩერდი და ინტერესით შევხედე. ქალს არც ამჯერად დაუნებებია საქმისთვის თავი. არც ამჯერად შემოუხედია ჩემთვის. არა და აშკარა იყო, რომ გრძნობდა ჩემს დაჟინებულ მზერას. _კარგი, ვიდროვებ და მე თვითონ გამოვალ._გავტრიალდი და უკმაყოფილო სახით დავტოვე სამზარეულო. თან მის გასგონად ჩავილაპარაკე._აფსუს ჩემი მართუშკები. მართლაც რომ აფსუს. კარგი ქალი იყო მართა, ბებიასავით მზრდიდა და მანებივრებდა. მამაჩემის სახლი რომ დავტოვე, ისიც მაშინ წავიდა, დავბერდი უკვე და აღარაფერი შემიძლიაო. მართალია, კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდა ყოველთვის, მაგრამ ჩემთვისვე იქცეოდა ასე. მართა რომ არ მყოლოდა გვერდით, ვინ იცის როგორ ურჩხულად ჩამოვყალიბდებოდი. ისე, არც ახლა ვიყავი ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ უარესიც ხომ შეიძლებოდა რომ ვყოფილიყავი. ჩემს ოთახში რომ ავედი, ტანსაცმელი ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და ცოტახანში სამზარეულოში დავბრუნდი. ჩვენი უცხვირ-პირო და უკადრისი მზარეული ისევ გაზქურასთან იდგა და საქმობდა. მგონი, არც გაუგია ჩემი შესვლა. უხმაუროდ ჩამოვჯექი სკამზე მაგიდასთან და ინტერესით შევათვალიერე. მშვენიერი აღნაგობა ქონდა, კაცისგან არ დაიწუნებოდა. უბრალო მზარეული ასე თუ იზრუნებდა საკუთარ გარეგნობაზე და მოუვლიდა თავს, მართლა არ მეგონა. იმ აზრმა გამიელვა ამ უტვინო თავში და ამეკვიატა ის ფიქრი, რომ მზარეულობა მისი მოწოდება არ იყო და იძულებით მუშაობდა აქ. მოუხერხებლად ჭრიდა მწვანილსაც კი. ფულის გამო რომ ყოფილიყო აქ, მაშინ ასეთ ძვირადღირებულ ტანსაცმელში არ იქნებოდა გამოწყობილი და აშკარად არ შეეტყობოდა კოსმეტოლოგის კვალი. თმაც საგულდაგულოდ ქონდა მოვლილი და ფრჩხილებიც. ქალებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უბრალო მშრომელ ხალხს რომ დრო არ რჩება საკუთარი თავის მისახედად, ეს ხომ ცხადია. თან, ამ ქალბატონს ძვირადღირებული სუნამოც ესხა და უფრო ამიტომ შემეპარა ეჭვი ამ ჩვენს მზარეულში. შემთხვევით რომ შემობრუნდა და შემნიშნა, შევატყე რომ შეკრთა. _რა ქურდივით დაიპარები?_წყენა ვიგრძენი მის ხმაში. _ჩემს სახლში მინდა ქურდივით ვივლი და მინდა ჯუნგლივით. შენ რა გაშინებს თუ სწორე სულის ხარ?_ეჭვით მივაშტერდი თვალებში. _უბრალოდ, არ გელოდი აქ... სადილი უკვე მზადაა და შეგიძლია ჭამო. ჩემი სამუშაო საათები ამოიწურა და უნდა წავიდე._წინსაფარი გრაციოზულად მოიხსნა, დაუდევრად ჩამოკიდა საკიდზე და მართლაც გავიდა სამზარეულოდან. ძალიანაც კი მშიოდა, მაგრამ მისი უკან გაყოლვა ვამჯობინე. ვადროვე, ქუჩაში რომ გავიდა და მეც გავიძურწე გარეთ. სანამ შემნიშნავდა, რომ უკან მივყვებოდი ფეხით, ტაქსი გავაჩერე და უკან ჩავიმალე. მეგონა, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით წავიდოდა, მაგრამ შევცდი. კარგა მანძილი გაიარა ფეხით. მოხდენილი ნაბიჯებით მიდიოდა მაღალი ქუსლების კაკუნით. თითქოს მოდელი ყოფილიყოს და პოდიუმზე დადიოდა. მერე, მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ჩავიდა, სანამ მე ტაქსს გადავუხადე ფული, რომლითაც ფარულად მივდევდი უკან და გადავედი, ხალხის ბრბოში დავკარგე. გულდაწყვეტილი დავბრუნდი სახლში. კუჭს რომ არ შეეხსენებინა თავი, რომ საშინლად მშიოდა, ალბათ არც დავბრუნდებოდი. მზარეულის თვალთვალი სხვა დროისთვის გადავდე და გემრიელად გეახელით მისი მომზადებული ოსტრი. რატო ამეკვიატა ის აზრი, რომ მზარეულის ნიღაბს ამოფარებული ვიღაც ფარული აგენტი იყო არვიცი, მაგრამ მოსვენება კი დამიკარგა. ჩემზე ინფორმაციის შესაგროვებლად რომ არ იქნებოდა ჩვენთან შემოგზავნილი ეს კი დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ მაინც მომინდა მის შსახებ რაიმე ინფორმაციის გაგება. მეორე დღეს უფრო წინდახედულად მოვიქეცი. სახლიდან სულ სხვა ტანსაცმლით გავედი, სანამ ჩვენი მზარეულიც გამოვიდოდა და შორიახლოს შეჩერებული ჩემი მანქანის უკან სალონში გამოვიცვალე. კაპიუშონი გადმოვიფარე და მზის სათვალეც მოვირგე. დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი. ის იყო მანქანიდან გადმოვდი, რომ ჩვენი ქუჩის კარებიც გაიღო და ისევ ისეთი მოხდენილი ნაბიჯებით გამოვიდა მზარეული. (რაღაც უცნაური სახელი ერქვა, ინეზა თუ იზოლდა.) ხო და მეც შორიახლოს მივყევი მალულად. ისეთი დისტანციით მივყვებოდი, რომ თვალთახედვის არედან არ გამომრჩენოდა, მაგრამ თან ისე, რომ მას არ შევემჩნიე. მომწონდა ეს ჯეიმს ბონდობანა. მეტროს მატარებელში რომ შევიდა, სანამ მე ექსკალატორიდან ჩავიდოდი, ფეხს ავუჩქარე, რომ მატარებელს არ გაესწრო და უკვე კარები იხურებოდა, მეორე ვაგონში რომ შევედი. ვნატრობდი, ვინმე ნაცნობი არ შემხვედროდა. ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა, როგორც მე ეს ნატვრა ამისრულდა. არავის გადავყრილვარ შორეულ ნაცნობსაც კი. ვიდექი და გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს ჩვენს მზარეულს, რომ რომელიმე სადგურზე არ ჩამპარვოდა. როგორც იქნა სადგურის მოედანზე ჩამოვიდა და მეც უკან მივყევი. მეორე ხაზზე გადაჯდა და წერეთელზე ამოვიდა. მეც მფარველი ანგელოზივით, ან უფრო, სულთამხუთავივით მივყევი უკან ისე, რომ არ შევემჩნიე. კაფეში რომ შევიდა, მეც შევყევი. განაპირა მაგიდასთან დაჯდა და ვიღაცას მოუთმენლად დაელოდა. ხუთი-ათი წუთი მაინც ველოდეთ მეც და ისიც ვიღაცას. ბოლოს ისიც გამოჩნდა. ნაცნობი სახე ქონდა, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან მეცნობოდა. ინტერესით შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე და გონებაც დავძაბე, სრული დატვირთვით ავამუშავე, რათა გამეხსენებინა ეს ლამაზი გოგო სად მყავდა ნანახი და საიდან მეცნობოდა. ძლივს გავიხსენე, წვეულებაზე დაჭრილ გოგოს მე რომ ვუპატრონე, ის იყო. რამდენჯერმე კი შემომხედა მე რომ დაჟინებით ვუმზერდი, მაგრამ მალევე მომარიდა მზერა. ცოტა კი შემეშინდა, არ ვეცნე, მაგრამ ნახევრადჩაბნელებულ კაფეში, თანაც კაპიუშონით, ალბათ გაუჭირდა ჩემი ცნობა. მზარეული ჩემგან ზურგით იჯდა და მას რომ არ გამოუხედია ჩემსკენ, კეთილად მენიშნა. გოგოები დიდხანს დარჩნენ კაფეში. მე ერთი ფინჯანი კაპუჩინო მივირთვი და მალევე დავტოვე იქაურობა. ისეთი ადგილი შევარჩიე, საიდანაც კაფის გამოსასვლელს თვალმოუშორებლად მივჩერებოდი, სამაგიეროდ მე შეუმჩნეველი ვიყავი. ნახევარი საათი გასტანა მათმა საუბარმა. ბოლოს რომ გამოვიდნენ, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდნენ. აღარ ვიცოდი რომელს გავყოლოდი. მცირე ყოყმანის შემდეგ მზარეული თავის გზაზე გავუშვი და დაჭრილ გოგონას ავედევნე. იმდენი ვდიე, აშკარად შემნიშნა. რამდენჯერმე შეშფოთებულმაც კი შემომხედა. სამარშრუტო ტაქსში მის გვერდით რომ მოვკალათდი თავისუფალ ადგილას, გაოცებულმა ცოტა შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა. _კარგა ხანია შეგამჩნიეთ, რომ უკან მომყვებით. ვიცნობთ ერთმანეთს. _არა და ზუსტად მაგიტომაც მოგყვები, რომ გავიცნოთ ერთმანეთი._ვუთხარი და მეტი დამაჯერებლობისთვის თვალებაჟუჟუნებულმა შევღიმე. _უცნობებს არ ველაპარაკები._ისე მიამიტურად მითხრა, გამეღიმა. _გავიცნოთ ერთმანეთი და უცნობიც აღარ ვიქნები._ისევ შევღიმე და ჩემი მარჯვენა გავუწოდე._მე ალექსანდრე მქვია, შენ? _ნინია._ალალად მიპასუხა, თუმცა მალევე მოეღრუბლა ისევ სახე._რასთან დაკავშირებით გინდათ ჩემი გაცნობა? _ლამაზი გოგოს გაცნობა დანაშაულია?_გავიოცე._დაგინახე თუ არა, მოსვენება დამაკარგვინე. არ ვიცი რატომ, მაგრამ უკან გამოყოლა გადავწყვიტე. თუ შეგაშინე, დიდი ბოდიში. მანიაკი ან ჯიბგირი არ ვარ. სილამაზის და მშვენების მოტრფიალე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. _როგორ მოგმართოთ?_მეგონა სახელი ვერ გაიგო და იმიტომ მკითხა. _ალექსანდრე._გავუმეორე და მაცდურად შევღიმე. _მასე ვრცლად, ალექსანდრე?_გაუკვირდა._მეგობრებიც მასე მოგმართავენ? _ალე... ალეკო... სანდრო... შენ რომელიც მოგეწონება, ნეკრისივით ყველაფერს ვიღებ._ისევ შევღიმე. _ლექსოს რას უწუნებთ ვითომ?_გამომცდელად მომაშტერდა თვალებში. _აჰა, გასაგებია.__მივხვდი, რომ მიცნო და ახლა უკვე ნირწამხდარმა შევღიმე. _ასეთი ცნობილი მრბოლელი ჩემნაირი ჩვეულებრივი და უბრალო გოგოთი რატო დაინტერესდით? _რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოს, ძალიან მომეწონე. ჩემი კომპლიმენტი და აღიარება შევატყე რომ ესიამოვნა და გაეღიმა. მშვენიერი ღიმილი ქონდა. _მერე, მასე საიდუმლო აგენტივით გამოწყობილი რატო მომყვებოდით უკან?_წამოფარებულ კაპიუშონზე და მუქ მზის სათვალეზე მანიშნა._ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, მსხვერპლს მისდევდით. თან, სახელი დამიმალეთ... _სულაც არა._პირადობა დავაძრე ჯიბიდან._ალექსანდრე მქვია. ჩემს პირადობას წამიერად დახედა და მალევე გაიხედა გვერდით, ვითომ არ აინტერესებდა. _მაინც მოტყუებულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ყველა ლექსოთი გცნობს. _ვითომ?_"გავიოცე". _უკაცრავად, ჩემი გაჩერებაა და გამატარეთ. მძღოლმა რომ შეაჩერა, მაშინვე წამოვდექი, ჯერ ნინია გავატარე, მეუკან მივყევი. გზის ფული გადავუხადე და მეც თან ჩავყევი. _როდემდე უნდა მდიოთ?_გაოცებულმა შემომხედა. _სანამ ტელეფონის ნომერს არ მომცემ. ან, კაფეში არ გამომყვები... _მგონი კარგად შემამჩნიე, რომ კაფეში უკვე ვიყავი. _ძალიან დაკვირვებული თვალი გქონია._ნაძალადევად შევღიმე. თუმცა გუნება წამიხდინა იმის გაგებამ, რომ ფარული აგენტობა არ გამომივიდა._მაშინ, ნომერი მომეცი შენი, რომ სხვა დროს წავიდეთ კაფეში. _ამის საჭიროებას ვერ ვხედავ._ისევ გაიმკაცრა ხმა და წარბებიც კუშტად შეჰყარა საავდრო ღრუბელივით._კარგად ბრძანდებოდეთ._ისე შეტრიალდა და წავიდა, ერთი აღარ გამოუხედია ჩემსკენ. კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშებული და გავყურებდი, როგორ მიაბიჯებდა თავდაჯერებული და ამაყი ნაბიჯებით. მისია რომ ჩამივარდა და თავი გამოვააშკარავე, ეს იმდენად არ მადარდებდა, როგორც ის, რომ მზარეული და ნინია რაღაცას გეგმავდნენ ერთად. რატო გამიჩნდა ეს უსაფუძვლო ეჭვი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ერთად რაღაცას ხლართავდნენ და დიდ თავსატეხსაც გამიჩენდნენ. ვისთვის მიმემართა არ ვიცოდი, რომ მათი თვალთვალი დამევალებინა. კერძო დეტექტივი არ მაწყენდა, მაგრამ ისეთი ვინ, რომ ან მამაჩემს არ გაეგო რამე და ან თვითონ ამ საეჭვო გოგოებს? ნინია რომ თვალს მიეფარა, მხოლოდ მაშინ ვიკადრე და გამოვბრუნდი. ბევრი ფიქრის შემდეგ შემთხვევით ჩემი კლასელი გიგი გამახსენდა. კლასში გოგოები არ სწავლობდნენ ისე, ეს რომ სწავლობდა და ამიტომ ყოველთვის ჩვენი დაცინვის ობიექტი იყო. ბებიკოს ბიჭს ვეძახდით, რადგან დედა არ ყავდა და ბებია ზრდიდა. შატალოზე არასდროს დადიოდა. ბეჯითი კომუნისტი იყო. კარგად სწავლობდა და ამ სწავლის გამო დავცინოდით. თუმცა, თავისი ნიჭით და ნასწავლობით მგონი ყველაზე კარგად მან აიწყო ცხოვრება. იურიდიულზე ჩააბარა დაახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადვოკატი იყო მთელს ქალაქში. მისი საადვოკატო ბიურო ვიცოდი და იქ მივაკითხე. _ბატონი გიორგი გასულია. რა გადავცე? თუ დაელოდებით?_მისმა მდივანმა ინტერესით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს. _თუ ძალიან არ დააგვიანდება დაველოდები. _უმაღლესი ერთი საათი. შეიძლება, ნახევარ საათშიც მოვიდეს. ერთ საათში სახლში გასვლას და ჩემი მანქანით გამოსვლას კი მოვასწრებდი. ამიტომ ახალგაზრდა, ზედმეტად კონსერვატიულ მდივანს დროებით დავემშვიდობე და სახლისკენ გამოვეშურე. ჩემი მიცუბიში ფრთხილად გამოვიყვანე ეზოდან და მერე კი გიჟივით მოვწყდი ადგილს. გიგი მოსული დამიხვდა უკვე და თავის კაბინეტში მელოდა. ისე გაუკვირდა ჩემი დანახვა, თავიდან თვალებს არ უჯერებდა. მგონი, მოჩვენება ვეგონე. _ვაა, რა პატივია._ბოლოს თავისი სავარძლიდან მკვირცხლად წამოდგა და წლების უნახავ კლასელს, რომელიც ყველაზე მეტად დავცინოდი სკოლის პერიოდში, მაინც მეგობრულად გადამეხვია._თვით ავთანდილის ბიჭი მესტუმრა თავისი ფეხით. როგორ შეცვლილხარ, ცნობა მართლაც რომ გამიჭირდა. რას საქმიანობ, საით მოღვაწეობ? _ავტოსახელოსნო მაქვს. ისეთი არაფერი, რომ ვთქვა... _მართლა?_სერიოზულად გაუკვირდა._არ მითხრა ახლა, რომ მანქანების ქვეშ გიწევს ძრომიალი... მაინც ვერ დავიჯერებ. _დაუჯერებელი რატოა ვითომ?_მე საჩემოდ გამიკვირდა._ვინც სწავლობდა, კი ზის ახლა კაბინეტში და ვინც არა, ჩემსავით მაზუთიანი დადის. _კარგი რაა, ვის აბოლებ? ავთანდილის ბიჭი და შრომა?_გაეცინა._უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკოს შრომა ვის გაუგია, ვის? _იცინე, იცინე, ადრე თუ მე დაგცინოდი, ახლა შენი ჯერია. დაგელოდები როდის მოამთავრებ ჩემს დაცინვას._მის წინ სავარძელში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე. _არა, სერიოზულად, არ მეკაიფები და მართლა მუშაობ?_უმალ დასერიოზულდა გიგი. _ხო, მართლა ვმუშაობ, მაგრამ აქ ამის გასარჩევად არ მოვსულვარ, საქმე მაქვს შენთან და მერე არც მე დაგრჩები ვალში... მანქანაზე თუ დაგჭირდა რამე, მომაკითხე._ჯიბიდან ჩემი სავიზიტო ბარათი ამოვიღე და გავუწოდე. ინტერესით ჩამომართვა. კარგა ხანს ატრიალა ხელში და დაკვირვებით ათვალიერა. მერე კი ჯიბეში ჩაიდო. _აბა, რა გაგჭირვებია?_როგორც იქნა სერიოზულად აღიქვა ჩემი მასთან ვიზიტი და ძლივს მკითხა. _მოკლეთ, ასეა საქმე, შენს საახლობლოში და სამეგობროში ვინმე კერძო დეტექტივი არ გეგულება, ვისი ნდობაც შემეძლება? _კერძო დეტექტივი?_კეფა ძლიერად მოიქექა._რამე შარში ხარ? _არა, რა სისულელეა. ერთი პიროვნების თვალთვალი და მის შესახებ ინფორმაციის მოძიება მინდა. _ქალია?_მხოლოდ ამით დაინტერესდა. თავი რომ დავუქნიე, გაეღიმა. ალბათ, ეგონა რომ იმ გოგოს დათრევა მინდოდა და აღარაფერს ჩამძიებია. არც მე მითქვია არაფერი, ისე დავტოვე, როგორც იფიქრა. ასე ვამჯობინე რატომღაც. _კარგი. ვიცნობ ერთ კარგ კერძო დეტექტივს. ოღონდ, დღეს ქალაქში არაა. ხვალ ჩამოვა, ვეტყვი და მოგაკითხავს. _სახლში ან სამსახურში მოკითება არ მინდა. ჯობია, ნომერი მომცე, ან იმას მისცე ჩემი და შეხვედრაზე ჩვენ თვითონ შევთანხმდებით. _კარგი, მასე იყოს... ოხ, შე ცუღლუტო, არ იშლი შენს მექალთანეობას არა?_თითი რომ დამიქნია, გამეღიმა. ერთხანს მასთან დავრჩი. გავიხსენეთ სკოლის ამბები. მერე მეგობრულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და იმედიანად გამოვედი მისი კაბინეტიდან. მეორე დღეს, ახალი მოსაღამოებული იყო უცხო ნომერმა რომ დამირეკა, გულისფანცქალით გავეპასუხე. მართლაც დეტექტივი იყო. ყველაზე მიყრუებულ ბარში შევხვდით ერთმანეთს. ნინიას შსახებ ინფორმაციის მოძიება და მისი თვალთვალი დავავალე. ნახევარი თანხა წინასწარ გადავუხადე. ნახევარს კი მაშინ მივცემდი, როცა საქმეს დაასრულებდა. დამაიმედა, ორ-სამ დღეში ნინიას გენიოლოგიური ხეც კი გეცოდინება სრულადო და გულდამშვიდებულმა დავტოვე ბარი. ორ-სამ დღეში არა, მაგრამ ხუთ დღეში კი დამიკავშირდა ჩემი დეტექტივი. ამ ხუთი დღის მანძილზე ისეთი აჟიტირებული ვიყავი, გულს ვერაფერს ვუდებდი. ეს დროც ისე საშინლად გაიწელა, მეგონა საუკუნეები გავიდა. რომ დამირეკა და ისევ იმ ბარში შეხვედრა მთხოვა, ზუსტადაც რომ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი მასთან. თან, გზაში იმას ვფიქრობდი, რას გაარკვევდა გიგის ნაქები დეტექტივი. ტრადიციული მიკითხვ-მოკითხვის მერე, რომლის ნერვი ნამდვილად არ მქონდა, როგორც იქნა დაფქვა დავითმა ყველაფერი. ნინია მამაჩემის ერთ-ერთი თანაპარტიელის საყვარელი აღმოჩნდა. არა და იმ კაცს შვილად ერგებოდა მგონი. რამდენ სისულელეს სჩადიან ეს ლამაზი პატარა გოგოები ფულის გამო. აბა, დაბალ, ღიპიან და მელოტ კაცს სიყვარულის გამო რომ არ დაუწყებდა ეს მშვენიერი ნინია ალერსს, ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო? ბატონი მევლუდი თავის ცოლს აღარ უყვარდა და სხვა ვინ შეიყვარებდა? დავითმა ისიც მაუწყა, რომ ამ ზაფხულს წვეულებაზე ნინია დაჭრეს და სიცოცხლე ძლივს შეუნარჩუნესო. მიზეზი რა იყო იმ თავდასხმისა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. არც ის იყო ცნობილი, ვინ გაიმეტა ასე. მოკლეთ, მის გარშემო მაინც ბურუსი სუფევდა. საცხოვრებელი ბინის მისამართი კი დამიდგინა, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთი იყო, რაც მე მის შესახებ მაინტერესებდა. _სად მუშაობს, ვერც ის გაარკვიე?_უკმაყოფილო სახით რომ შევხედე, ცოტა დამამშვიდა თითქოს. _ამჟამად აღარსად მუშაობს. ისე კი, კაფეში მუშაობდა მიმტანად. _ალბათ, რაც მევლუდი გაიცნო, დაანება თავი._ვივარაუდე და მართალიც აღმოვჩნდი. _მევლუდის საყვარლობა კარგად დაუჯდა. თუმცა, ხანდისხან მამაშენსაც ხვდებოდა._ეს რომ მითხრა წამიერად დავიბენი. _მამაჩემს რაღატო ხვდებოდა? ერთი საყვარელი არ ყოფნიდა ვითომ?_გავიოცე. _მამაშენის ინფორმატორი იყო თან... და მარტო მამაშენისა კი არა, მგონი ორმაგ აგენტად მუშაობდა. ეტყობა ამის გამო დაჭრეს. _ხედავ შენ..._კეფა მოვიქექე._გარეგნობა მაცდურია ყოველთვისო და მართალიც ყოფილა. _ხოო, ლამაზ ქალს არ უნდა ენდო არასდროს._დამმოძღვრასავით დავითმა. ნინიას მისამართი მომცა და შემპირდა, რომ ისევ გააგძელებდა თვალთვალს. ისევ ცალცალკე გამოვდით ბარიდან და პირდაპირ სახლში წავედი. მივხვდი, რომ ნინიას ინეზა ყავდა ჩვენს სახლში იმფორმატორად შემოგზავნილი, მაგრამ რა ამოძრავებდა ამ გოგოს, მაგას ვერ ვხვდებოდი. მამაჩემის ინფორმატორი თუ იყო, ან ამ კაცმა ჯეროვნად არ გადაუხადა ფული, ან მასზე ბევრი მაკომპრომიტებელი მასალა ქონდა მოგროვილი და შანტაჟისთვის ემზადებოდა. ან, იქნებ... მამაჩემმა დაჭრა იმ წვეულებაზე და შურისაძიებლად შემოაძვრინა თავისი ახლობელი მზარეულად? დავითი კი დამპირდა, კიდევ გავაგრძელებ თვალთვალსო, მაგრამ არც მე მინდოდა გულხელდაკრეფილი ჯდომა და მე ჩემის მხრივ დავიწყე მის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძიება და შესწავლა. ილო შეესწრო ნინიას დაჭრას და დამნაშავეც დაინახა მაშინ. ხო და პირველი ნაბიჯი მისი გამოტეხვით დავიწყე. მახსოვს, რომ თქვა, შუახნის კაცი იყო და მოხერხებულად გადაევლო გალავანსო. თან, მაშინ არ მითხრა ვინ იყო. დარწმუნებული ვიყავი, არც ახლა მეტყოდა არაფერს, მაგრამ ვცადე მაინც. რომ დავურეკე და ქალაქგარეთ დავუთქვი შეხვედრა, ცოტა კი გაიკვირვა, მაგამ მაინც დამთანხმდა და საათნახევარში უკვე მის პირისპირ ვიჯექი. _რა მოხდა მაგისთანა, რომ რისკზე მიდიხარ და შეხვედრას მინიშნავ? გინდა, სპარტაკიმ დაგვინახოს? _დამშვიდდი, ვერ დაგვინახავს. შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და მინდა რომ გულახდილი იყო ჩემთან. _როდისმე მომიტყუებიხარ?_ეწყინა ჩემი წინდაწინ გაფრთხილება. _იმ წვეულების ამბები მინდა მომიყვე... _რომელი წვეულების?_გაიოცა კი, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიანაც კარგად მიხვდა, რომელ წვეულებაზეც ვეკითხებოდი. _ლიკას წვეულებაზე... _რომელი ლიკა?_ესეც რომ გაიოცა, შევატყე ჩემს თავს, რომ ნერვები მღალატობდა უკვე. _არ გინდა ეგ სიაფანდური ბაზარი რა._მკაცრად გავაფრთხილე._ის გოგო ვინც დაჭრა, მამაჩემი იყო, არა?_ბოლო წინადადება ჩურჩულით ვკითხე და თან გამომცდელად მივაშტერდი სახეში. შევატყე რომ შეკრთა. აღელდა კიდეც. ერთ ადგილზე რომ აწრიალდა, მივხვდი, სწორ კვალზე ვიდექი. _მასე რატო ფიქრობ?_გაიოცა._ვინმემ რამე გითხრა? _მოწმე შენ იყავი, არაფერი გითქვია და კიდევ ვის რა უნდა ეთქვა?_ეჭვით შევხედე. _მე რა ვიცი, იქნებ იმ გოგომ გითხრა რამე? _ესე იგი, მამაჩემი იყო, ხო?_დაჟინებით მივაშტერდი. _არ ვიცი, ბნელოდა და სიბნელეში კარგად ვერ გავარჩიე... _თუ კი ის დაინახე, რომ ახალგაზრდა არ იყო, ეგ როგორ გაარჩიე ვითომ?.. იცი, იმ გოგოს ახლობელი ჩვენთან მუშაობს მზარეულად. ეჭვი მაქვს, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული და თუ ერთ დღისითაც ამოვწყდით მე და მამაჩემი, იცოდე, რომ საკვებით მოგვწამლეს და ეგ შენი ბრალი იქნება! _მე რაშუაში ვარ?_გაიკვირვა._მე წესიერად არც არაფერი დამინახავს... შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. _მისმინე, თუ იმისი გეშინია, რომ მასთან ვარ შეკრული, ცდები. მე არ მომწონს მამაჩემის ბინძური თამაშები. უბრალოდ, იმის გაგება მინდა, რას ემართლებიან ნინია და მამაჩემი ერთმანეთს. რა მისია აკისრია ინეზას, ჩვენს სამზარეულოში რომ მუშაობს... საერთოდ რა ხდება, იმის დადგენა მინდა. ხო და, ამაში შენ დამეხმარები. _მეე?_გაოცებისგან ისე გაუფართოვდა თვალები, ლამის ბუდიდან ამოუცვივდა._ამ ამბავში ნუ გამრევ რა, გთხოვ. _ისეთი არაფერი, დამშვიდდი. მშვენიერი ქალია ჩვენი მზარეული, მოდელი გეგონება. აი, ნახე,თუ არ მოგეწონება. ხო და "შემთხვევით" შეხვდი, შენც მოაწონე თავი, გამოელაპარაკე. იქნებ გამირკვიო რამე. მე მცნობს, თორემ შენ არ გაგრევდი ამ ამბავში. დამიჯერე, ლამაზი ქალია, არ ინანებ. _ლამაზი ქალები ყოველთვის სახიფათოები და საბდისწეროები რომ არიან?_ოდნავი შეშფოთება მაინც ვიგრძენი ილოს ხმაში. მხრებზე მეგობრულად მოვუთათუნე ხელი და დავამშვიდე. _ნუ გეშინია, მკვლელი კი არ არის. უბრალოდ, რაღაც ინფორმაციას აწვდის თავის დამკვეთს და რას, მე ეს მაინტერესებს. წუთიერად გაყუჩდა ჩვენი უშიშარი ილო. ჩვენს ოთხეულში ყოველთვის ეს იყო პოპულარული ქალებში და ადვილად კერავდა მათ. ახლა რატო ნაყიშობდა, არ ვიცი. რაღაც აშკარად აფრთხობდა, მაგრამ გადაჭრით უარსაც რომ არ მეუბნებოდა, ვგრძნობდი, რომ მისი დაყოლიება არ გამიჭირდებოდა. _და რატო გგონია, რომ შემთხვევით შეხვედრილს გამაცნობს თავის საიდუმლო გეგმებს?_ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა. _შენი საზრიანობის და მოხერხებულობის იმედი მაქვს და იმიტომ._ალალად შევაქე მეგობარი. ძალიან ბევრიც არ მიხვეწია, მაინც ადვილად დამთანხმდა და გამიხარდა. ინეზას კოორდინატები მივეცი რა დროს მოდიოდა და მიდიოდა ჩვენგან, ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და ერთმანეთს დავშორდით. მერე ჩემს ჟღალთმიანს მივაკითხე და პაემანზე გავიტაცე ასე ვთქვათ. ვითომ არ უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა, ფეხს ითრევდა და ცოტას მებუზღუნებოდა, მაგრამ მოვულბე გული და ის ღამე ჩემთან დარჩა. აშკარად, ორივეს მოგვწონდა და გვინდოდა ერთად ყოფნა. ქალი ზედმეტი თავის ტკვილიაო ბევრისგან გამიგია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი ჟღალთმიანი ჩემთვის სიმშვიდის, კომფორტის და ბდნიერების განცდით მავსებდა ყოველთვის და მის დაკარგვას არაფრის დიდებით არ დავუშვებდი. ******************** ილოს დაკისრებული მისიიდან სამი დღე იყო მგონი გასული, რომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა. ნახევარ საათში მივქანდი დანიშნულების ადგილზე და კუთხეში მიმჯდარი, აშკარად შენიღბული ილო ძლივს ვიცანი. _რა ხდება?_გამიკვირდა. _მაგ შენს მოდელ მზარეულს უფრთხილდი იცოდე. _რა ხდება, გაარკვიე რამე? _ისეთ ხალხთან აქვს საქმე, კეთილს არავის დააყრიან... ისე კი, მართლაც მაგარი ქალია, მაგრამ რად გინდა, მართლაც სახიფათოა. _რა ხდება, არ მეტყვი?_მოუთმენლობა რომ დამეტყო, ნაძალადევად გაეღიმა. _ისეთი ცივი გამოხედვა აქვს, დარწმუნებული ვარ, კაცის კვლა არ გაუჭირდება. _მეც არ ვთქვი, რამე გაარკვიე._მეწყინა მისი ვარაუდზე აგებული შეშფოთება. _მე სერიოზულად გეუბნები, ისეთ ხალხთან აქვს საქმე, ჯობია პოლიცია ჩააყენო საქმის კურსში. _ნინია და ეგ ერთად მოქმედებენ ვითომ? _არ არის გამორიცხული, რომ ნინიას უბრალოდ დაქირავებული ყავდეს ეგ ქალი. აშკარად, მამაშენს უთვალთვალებს. არ მგონია, შენ რამე დაგიშავოს, მაგრამ მაინც იფრთხილე. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. _ვინ ილო და ასე დუხზე დაცემა?_გახუმრება ვცადე, მაგრამ თვალებში რომ შევხედე, აშკარად შეშინებული იყო. _არ გეწყინოს, მაგრამ მე ამ საქმეში ნუ გამრევ. შეიძლება იდეალური ცხოვრება არ მაქვს, მაგრამ სიცოცხლე მწყურია და ახალგაზრდა ასაკში არ ვაპირებ შავი მიწის ქვეშ ლპობას. შენც კარგი იქნება თუ თავს შორს დაიჭერ. ან, პოლიციას შეატყობინე. _პოლიციას რა ვუთხრა, მამაჩემმა გოგო დაჭრა, სასიკვდილოდ გაიმეტა და ახლა შურისძიების მიზნით ვიღაც ქილერი დაიქირავა და ჩვენთან მზარეულად მუშაობს-მეთქი? _შეეშვი მაგ შენს გამომძიებლობანას, წამოდი მამაშენიდან და ისევ ერთად ვიმუშაოთ ჩვენს სახელსნოში. ჯანდაბამდე ქონია გზა სპარტაკსაც და მისნაირებსაც. ცოტა არ იყოს დამაფიქრა ილოს არეულმა საუბარმა. შიშით არ შემშინებია, მაგრამ სიფეთხილის ზომების მიღება კი გადავწყვიტე, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩემს ბინაში გადაბარგება მართლაც კი დავისახე მიზნად, მეორე დღეს ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ვერ მოვასწარი. ღამით ჩემს ბედზე ვერ დავიძინე. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. მერე საპირფარეშოში გავედი. იქიდან სამზარეულოში და ერთი ბოთლი ცივი ლუდი დავითრიე მაცივრიდან. არ ვიცი რატო, მაგრამ ჩემს ოთახში აღარ ავსულვარ, მისაღებში სავარძელში ჩავესვენე და სიამოვნებით მოვწრუპე ლუდი პირდაპირ ბოთლიდან. ბოთლი გავანახევრე, რომ მამაჩემის კაბინეტიდან რაღაც ფაჩუნი შემომესმა. მვაყურადე. რომ აღარ განმეორდა, ვიფიქრე მომეჩვენა, მაგრამ მაინც ავდექი და ფრთხილად შევედი. მამაჩემი სახლში არ იყო. ქალაქგარეთ იყო გასული და ღამეს სხვაგან ათევდა. კარები ფრთხილად შევაღე და ჩაბნელებული ოთახი შეძლებისდაგვარად დავზვერე. თითქოს უჩვეულო არაფერი იყო. გამობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ ეშმაკქაჯურად ჩამრთველი ავაჩხაკუნე და ოთახში შევედი. ფანჯარასთან ფარდა საეჭვოდ რომ შეირხა, ცოტა დავიზაფრე. მივხვდი, ვიღაც იყო მამაჩემის კაბინეტში, მაგრამ ვინ და რა მიზეზით ეს არ ვიცოდი. დაცვა უცხოს არავის შემოუშვებდა სახლში. გალავანზე თუ გადმოძვრა ვინმე, ჩემი როტვეილერი არ დაინდობდა. ალბათ, აქ მომუშავე იყო ვინმე. ხერხს მივმართე. შუქი ჩავაქრე და კარები მივხურე, ვითომ გავედი. არა და თვალებდაჭყეტილი და სულგანაბული დაველოდე, როდის გამოჩნდებოდა ქურდი. ისევ შემომესმა უჩვეულო ფაჩუნი და სულ მალე ფანჯრიდან შემოსულ მკრთალ სინათლეზე ნათლად დავინახე ვიღაცის ლანდი. ვადროვე, სანამ ცოტა ჩემსკენ გამოვიდოდა და მოულოდნელად ისევ გავაჩახჩახე ოთახი. ჩემს წინ შავებში ჩაცმული ნიღბოსანი იდგა. ერთი თვალის შევლებითვე მივხვდი, რომ ქალი იყო. გული მომეცა. შენ ვინღა ხარ, აქ რას აკეთებ-მეთქი და მის გასაკავებლად ავაზას ნახტომით ვისკუპე. ის იყო ჩემს მკლავებში უნდა მომემწყვდია კიდეც, რომ ფილმებში ნანახი მოხერხებული ნახტომით გაშლილი ფეხი გამეტებულად მომცხო სახეში. მოულოდნელობამ დამაბნია და ცალკე მისმა ძლიერმა დარტყმამ წამაბარბაცა. იხტიბარი არ გავიტეხე და ისევ გავიწიე მისკენ, მაგრამ იგივე განმეორდა. ისეთი მოქნილი და ძლიერი იყო, ვერ გავუმკლავდი. ძალიანაც არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ სუსტმა სქესის წარმომადგენელმა ისე უმოწყალოდ მცემა, ფეხზე ძლივს ვიდექი. მისი დაკავება და ნიღბის მოხსნა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. უფრო მეტიც, მამაჩემის საგულდაგულოდ ჩარაზული უჯრიდან რაღაც საბუთებს დაავლო ხელი და ფანჯრიდან გადახტა. იმედი მქონდა ჩემი ოთხფხა მეგობარი მაინც დაიჭერდა, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. არც დაცვას გაუგია არაფერი. სავარაუდოდ მათთან იყო შეკრული. ან, პროფესიონალი იყო. მოკლეთ, ასე იყო თუ ისე, ქალისგან სასტიკად ნაცემ-ნაბეგვმა ძლივს ავზიდე ძირს დაგდებული სხეული. რის ვაი-ვაგლახით გამოვედი მამაჩემის კაბინეტიდან და აბაზანაში შევედი დასისხლიანებული თავ-პირის მოსაბანად. გაოცებას ვიყავი. მაინც ვინ იყო ამისთანა, ასე რომ მიმბეგვა? ორი კაცის ცემა არასდროს მიჭირდა. ჰა, ჰა, მესამესაც მივაყოლებდი ზედ, მაგრამ ეს სადაური ქაჯი იყო ნეტა? აბაზანის სარკეში რომ ჩავიხედე, გვარიანად ვიყავი გალამაზებული: ცხვირი, თვალი, ტუჩი, ყველაფერი დამშვენებული მქონდა. მხარიც საშინლად მტკიოდა, მგონი ამოვარდნილი მქონდა, მარცხენა ხელს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. სასწრაფოში ან პოლიციაში დარეკვა არ მინდოდა. რატო ოღონდ მეც არ ვიცი. ამ შუაღამეზე ვისთვის დამერეკა არ ვიცოდი, რომ მოეხედა ჩემთვის. ილოს დავურეკე, ვერ გავაგონე, ალბათ ეძინა. რატის ტელეფონი ქონდა გათიშული. ლეაც გასული იყო მომსახურების ზონიდან. ისევ დესპინესთან ვცადე და მან მაშინვე რომ მიპასუხა ნამძინარევი ხმით, გვიან გავაცნობიერე, რომ შევცდი მასთან დარეკვით. _რა ხდება, კარგად ხარ?_მისი შეშფოთებული ხმა რომ გავიგე, ვინანე მასთან დარეკვა. _მომენატრე. შენი ხმის გაგონება მინდოდა._ვიცრუე. წამიერი დუმილი რომ ჩამოვარდა, მერე ისევ ჩემმა ჟღალთმიანმა მკითხა შეშფოთებული ხმით. _მართლა კარგად ხარ, არაფერს მიმალავ? _არა, რას უნდა გიმალავდე?_მხრის საშინელი ტკივილის მიუხდავად მაინც შევძელი გაცინება. _ცუდი ხმა გაქვს. სად ხარ? _ჩემს სახლში, სად უნდა ვიყო?_ჩუმი კვნესით ვუთხარი. _არ მატყუებ? ახლავე მოვდივარ._სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გამითიშა და თითქოს ნათლადაც კი დავინახე როგორი კისრისტეხით წამოხტა საწოლიდან და სასწრაფო წესით შეუდგა ტანსაცმლის ჩაცმას ჩემი ჟღალთმიანი. ზუსტად ოც წუთში გაჩერდა ჩვენს ჭიშკართან მანქანა. მივხვდი, დესპინე იქნებოდა და ძლივს-ძლიობით გავედი ეზოში. რის ვაი-ვაგლახით გავაღე კარი და ღიმილით გავხედე. დამინახა თუ არა, შეშფოთებულმა შეჰკივლა. _უი, ეგ რას გავხარ? წამოდი, ექიმთან წაგიყვან. _ექიმს მოვეწონები ვითომ?_გახუმრება ვცადე და უშნოდ გავიღრიჭე. თან, მარჯვენა ხელი მოვხვიე წელზე._ექიმი არ მინდა. თუ შეგიძლია დამეხმარე. მგონი, ამოვარდნილი მაქვს._მხარზე ვანიშნე._და შენ ჩამისვი... _მე? შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?_მანქანისკენ მიბიძგა._ჩაჯექი, საავადმყოფოში მიმყავხარ. _არ მინდა, რომ პოლიციამ გაიგოს რამე. _რა შარში ხარ?_ცოტა შეფიქრიანდა და უკან დაიხია. _მე არ ვარ შარში, მაგრამ არ მინდა რომ პოლიციამ გაიგოს. ერთხანს უნდობლად მიმზერდა. ალბათ, ეჭვი ღრღნიდა, არ იცოდა რა ხდებოდა ჩემს თავს და ტვინს იჭ....ტდა ფიქრით. ბოლოს, როგორც იქნა დამთანხმდა. _კარგი მაშინ და ჩემს ახლობელთან მიგიყვან სახლში, ის არავის არაფერს ეტყვის. მაგრამ მერე კი ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები იცოდე. ჩაჯექი._ეს "ჩაჯექი" ისე მკაცრად მითხრა, ცოტა შევკრთი. აღარ გავჯიუტებულვარ. ტკვილი გონებას მიბინდავდა უკვე და ჩემი ჟღალთმიანის ბრძანებას დავყევი. ზოგადად ტკივილის მიმართ სუსტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისე მაწუხებდა, ლამის გული წამივიდა. ბევრი არ გვივლია, დანიშნულების ადგილამდე მალე მივედით, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ახალბედა მძღოლი იყო ჩემი დესპინე და დაძაბული მართავდა საჭეს. რამდენჯერმე შიშითაც კი გადმომხედა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. მერე, როგორც იქნა ერთ-ერთი კორპუსის წინ შევჩერდით და მანქანიდან გადმოსვლაში მომეხმარა. ლიპტში შევედით და ისე ავედით სავარაუდოდ მეხუთე თუ მეექვსე სართულზე. გაბმული ზარის დარეკვა ორჯერ მოუხდა და უკვე ტელეფონზე დარეკვას აპირებდა, რომ ხალათში გახვეულმა, თმააბურძგნილმა ნამძინარევმა გოგომ გაგვიღო კარი. _დესპინე? რა ხდება? ეს ვინ არის, რა მოუვიდა?_კითხვების კორიანტელი დააყენა. _შეიძლება შემოვიდეთ?_საწყალობლად კითხა დესპინემ. უცნობმა მაშინვე დაგვითმო გზა და ბინაში შეგვიძღვა. _რა ხდება?_მაინც კითხვებით მოგვყვა მასპინძელი უკან._რა სჭირს? _მგონი მხარი აქვს ამოვარდნილი და შენ უნდა ჩაუსვა... _მეე?_ისე გაიოცა უცნობმა, მივხვდი, ამ სფეროში გამოუცდელი იყო. _ხო, რაღაც მიზეზების გამო საავადმყოფოში ვერ მივალთ. შენს იქით გზა აღარ გვაქვს, უნდა დაგვეხმარო._მუდარაზე გადავიდა ჩემი ჟღალთმიანი. _ეს ავთანდილის ბიჭი არაა?_ჩურჩულით კი კითხა, მაგრამ მე მაინც გავიგე. _რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? ესეც ადამიანია და მასაც სჭირდება დახმარება._დესპინემაც ჩურჩულით უთხრა, მაგრამ ჩემს ყურებს არც მისი ნათქვამი გამოჰპარვია. მერე სხვა ოთახში გავიდნენ. ცოტა ხანს იქ ილაპარაკეს და იდავეს კიდეც რაღაცაზე. მერე კი, როცა ჩემთან დაბრუნდნენ, სხვა ოთახში გამიყვანეს და რაღაც მაგიდისმაგვარზე დამაწვინეს. მივხვდი, საოპერაციო მაგიდა იყო, მაგრამ იმდენად პატარა, რომ ძლივს დავეტიე. ბოლოს კი ტკივილმა დამჯაბნა და გავითიშე. გონზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, მხრის ტკივილი აღარ მაწუხებდა. ოთახში მარტო ვიყავი. წამოვჯექი კიდც. თავიდან მეგონა ყველაფერი დამესიზმრა, მაგრამ უცხო გარემოში რომ ვიყავი, მალევე გამოვფხიზლდი. მაღალი მაგიდიდან ჩამოვხტი კიდეც და რაღაც გადმოვაგდე. ხმაურზე დესპინემ შემომხდა. _უკვე გამოფხიზლდი?_გაუკვირდა. _გამოსაფხიზლებელი რა მჭირდა? _აბა, მხარს ისე ვერ ჩაგისვამდა, რომ არ გტკენოდა და მსუბუქი ანესთეზია გაგიკეთა. _მართლა? მეგონა წამიერად გავითიშე მხოლოდ._მხარი გაბედულად რომ ავამუშავე, იმ წუთას შემოსულმა ჩემმა ექიმმა მკაცრად მისაყვდურა. _რას შვრებით? მასე როგორ შეიძლება. შეიძლება ხელმეორედ ამოგვარდეს. ფიქსატორი უნდა იხმარო ოცდაათი დღე თუ ვერა, სამი კვირა მაინც. უნდა მოუფრთხილდეთ. ხელს ძალა არ უნდა დაატანოთ. _საერთოდ არ მტკივა და._ისევ ავამოძრავე მკლავი. _მე ჩემი ვუთხარი და._უკმაყოფილო სახით მიუბრუნდა უცნობი დსპინეს._მე რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ მოსალოდნელ გართულებებზე იცოდე რომ მე პასუხისმგებელი არ ვარ. _არ არის პრობლემა, დამშვიდდი._ჩემმა ჟღალთმიანმა ჩემი ექიმის დამშვიდება სცადა._შენ არავინ არაფერს დაგაბრალებს. დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის და დახმარებისთვის. მევალება._ლოყაზე აკოცა და ფიქსატორი გამოართვა. ახლა მე მომიბრუნდა._არ დამიჯერებ და შენს თავს დააბრალებ იცოდე!_ მკლავი საგულდაგულოდ შემიკრა. დამიფიქსირა ასე ვთქვათ და უცნაური კლინიკიდან რომ გამოვედით, მხოლოდ მაშინ დავინტერესდი რა დაწესებულება იყო ის. _დალი მოყვარული ვეტერინარია და უბნის, და არა მარტო უბნის ცხოველებს მკურნალობს. ჩემი მეგობარია და შენს შესახებ არავის არაფერს ეტყვის... _ვეტერინარია?_გამეცინა. _ხო, რა იყო? ძაღლებთან და კატებთანაც უწევს ამოვარდნილი სახსრის ჩასმა. ასე რომ გამოცდილია, ნუ გეშინია._დამაიმედა._შველას მე მთხოვდი და მე რა ვიცი რა უნდა გამეკეთებინა?_გაოცებულმა შემომხედა. _დიდი მადლობა._მარჯვენა მკლავი მოვხვიე და მჭიდროდ ჩავიკარი გულში ლიფტის კაბინაში შესული._არ გსაყვედურობ. კარგია, კარგად მოიფიქრე. უბრალოდ გამეცინა._დავიხარე და მის გაბუსხულ ტუჩებს დავეწაფე. გამიძალიანდა. _ჯერ შენთან არ დამისრულებია. რა მოგივიდა. ვინ გცემა ასე სასტიკად? _ამაღამ ჩემს ბინაში ავიდეთ და იქ მოგიყვები ყველაფერს._ისევ დავეწაფე მის ტუჩებს. ამჯერად ძალიანაც აღარ გამძალიანებია. ლიფტიდან რომ გამოვდით, მის მანქანაში ჩავსხედით და მართლაც ჩემს ბინაში ავედით. მაშინვე მისი ალერსი დავიწყე, მაგრამ შემაჩერა. _რამე შარში ხარ? ვისთან იჩხუბე? _სახლში მძარცველი იყო შემოსული და იმან მცემა._ისევ ჩავიხუტე, მაგრამ ხელი გამაშვებინა. _მეკაიფები? _არა, რას მატყობ? _აბა, რატო არ გინდა პოლიციას გააგებინო?_გაუკვირდა. _ვიცი ვინც არის და მე თვითონ მივხედავ._ისევ მოვიმწყვდიე თავისუფალ მკლავში და ვნებით დავეწაფე მის ტუჩებს. გაშვება კი სცადა, მაგრამ დავიჭყანე, ვითომ ძალიან მეტკინა მხარი და ერთ ადგილზე გაშეშდა, შეშფოთებულმა შემომხედა. მეც ამით ვისარგებლე და ისევ მოვხვიე მკლავი. ისევ დავეწაფე მის ტუჩებს. _მერე, მხარი? არ გტკივა?_ჩურჩულით მკითხა. _ჩემი ტკივილგამაყუჩებელი შენ ხარ. შენს გვერდით არაფერი მტკივა._მეორე ხელიც მოვიხმარიე და ფრთხილად დავუწყე ტანსაცმლის გახდა..._ჩემი ცხოვრება ხარ... უშენოდ როგორ ვცხოვრობდი აქამდე, არ ვიცი. მიყვარხარ..._თან ვეჩურჩულებოდი და თან სასიამოვნო ალერსის ბურუსში ვახვევდი. ******************** დილაუთენია მამაჩემი დაგვადგა თავზე. ვერ ვიტყვი, გაუკვირდა-მეთქი ქალი რომ მყავდა ბინაში, მაგრამ ინტერესით კი შეათვალიერა ჩემს პერანგში გამოწყობილი ცოტა არ იყოს დარცხვენილი და შეშფოთებული ჩემი ჟღალთმიანი ლამაზმანი. ერთხანს კმაყოფილი ათვალიერებდა. მერე კი, მისაღებში რომ გავიყვანე, ცოტა გამოერკვია თითქოს. ჩემი ამბავი ვინ უთხრა არ ვიცი, მაგრამ გაგიჟებული კი იყო, რა მოგივიდა, ვინ იყო, რა უნდოდაო. _არ ვიცი, ნიღაბი ეკეთა. პროფესიონალი მოჩხუბარი იყო, გემოზე მიმჟეჟა. _რა უნდოდა, რამე წაიღო?_ახლა ამით დაინტერესდა. _შენი უჯრიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო მხოლოდ... _ჩემი ჩაკეტილი უჯრიდან?_ისე გაუკვირდა, ვინ იცის რა ვუთხარი. ერთხანს უნდობლად მიმზერდა თითქოს. მერე კეფა მოიქექა. _შენ როგორ ხარ, რამე დაგიშავა? _ამაზე მეტი რაღა უნდა დაეშავებინა, დაბეგვილი ხორცივით ვარ. ძვალი და რბილი გამიერთიანა ერთნაირად... _ექიმთან იყავი?_ეს კი მკითხა, მაგრამ უფრო იმას გავდა, ხომ არ მიქარე და ექიმთან ხომ არ იყავიო. _არა, მეგობარი დამეხმარა მხრის ჩასმაში. არც პოლიციამ იცის არაფერი._დავამშვიდე. _კარგი, მე მივხედავ მაგ საქმეს, შენ განზე გადექი._გამაფრთხილა, გატრიალდა და წავიდა. მამაჩემი რომ გავაცილე, დესპინემაც დააპირა წასვლა. _სად მიდიხარ შენი აზრით?_დავიჭირე. _რატო არ გამაფრთხილე, რომ მამაშენი მოვიდა, ნახევრად შიშველი დავტანტალებდი. უხერხული არ იყო იმ კაცის? _დამიმშვიდდი ძვირფასო. მოდი, ერთად ვისაუზმოდ და მერე წადი. საშინლად მშია და მშიერს დამტოვებ ცალხელა კაცს? ალბათ, საცოდავი გამომეტყველება მქონდა, რადგან გაეღიმა. შევეცოდე კიდეც და მართლაც ერთად ვისაუზმეთ. დესპინე რომ წავიდა, რატი და ილო მესტუმრნენ ახლა. წუხელ შუაღამეზე რომ გვირეკავდი, რა პაჟარი გქონდაო, მაგრამ გალამაზებული რომ დამინახეს, ორივეს ერთდროულად ჩამოვარდა ყბა. _რა გჭირს ტო, ეგ ვინ დაგამშვენა მასე?_რატიმ ისე გულდასმით შეათვალიერა ჩემი ჩალურჯებები, თითქოს ექსპერტი ყოფილიყოს. _არ ვიცი, წუხელ ვიღაც იყო ჩვენთან და რაღაც საბუთები წაიღო მამაჩემის კაბინეტიდან. შეჩერება ვცადე და შედეგი სახეზეა._გამეღიმა. _რო იცინის კიდეც ეს გამოშტერებული?_აღშფოთდა რატი._რამდენნი იყვნენ? _ერთი და თანაც ქალი... _რაო?_ახლა ილომ ჭყიტა თვალები._ქალმა გცემა მასე? არ გამაგიჟო ახლა. _ძალიანაც არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ ასეა._ამოვიოხრე. _მოიცა, თქვენი მზარეული იყო?_ჩურჩულით და შიშჩამდგარი თვალებით მკითხა ილომ. ინეზაზე მეც კი ვფიქრობდი, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არაფერი მქონდა და ხელს ისე ვერ დავადებდი. _არ ვიცი, ქალი კი იყო და... კარგა ხანს დარჩნენ ბიჭები ჩემთან და წუხანდელი ჩხუბის ყველა დეტალი გამახსენებინეს. საეჭვოდ მაინც არაფერი მომჩვენებია. ილო მაინც იმ აზრზე იყო, რომ ჩვენი მზარეული იყო, მაგრამ მე მთლად ასი პროცენტით დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. ფრთხილად მოქმედება და დაზუსტება მინდოდა. ისიც მაინტერესებდა, რა საბუთები იყო ამისთანა მამაჩემის უჯრაში, რომ მოიპარა. ან, მამაჩემს რატო აღელვებდა ის ამბავი, პოლიცია გაიგებდა თუ არა ამ ამბავს. მოკლეთ, მიზნად დავისახე ამ ამბის ჩემეული გამოძიება. ბიჭებიც კი დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ მათი ამ ამბავში გარევა არ მინდოდა. საღამოს, მარტო რომ დამტოვეს, ჯერ ვფიქრობდი, რომ გეგმები დამესახა, მაგრამ ჩვილი ბავშვივით ამოვუშვი ფშვინვა და დილამდე მშვიდად მეძინა. დილით კი სახლში წავედი. მზარეული იქ დამხვდა რა თქმა უნდა და სამზარეულოში ჩვეულებისამებრ "ცოდვილობდა" რაღაცას. ამისთვის იმის გაგებინება, რომ რაღაცას ვეჭვობდი მასზე, ჩემი გემოზე მიმჟავების ტოლფასი იყო ისევ. ამიტომ დიდად არაფერი შემიმჩნევია. ჩემს ოთახში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ისე ჩავედი სამზარეულოში. მალევე გაიგო ჩემი შესვლა, მაგრამ არაფრად ჩავუგდივარ. ერთი კი შემომხედა გაზქურასთან ადგილი რომ დავიკავე. ცემის კვალი აშკარად მემჩნეოდა გინდ სახეზე და გინდ ხელზე, მაგრამ არც კი შესტოკებია წარბი. _ეგ სიმთვრალის ნაკვალევი გატყვია?_მხოლოდ ეს მკითხა. პასუხი რომ არ დავუბრუნე, ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. ცალი ხელით კი ვიჯახირე, მაგრამ მაინც მე მოვიდუღე ყავა. გაზქურიდან რომ გამოვბრუნდი და გვერდი უნდა ამექცივნა ინეზასთვის, მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა თავში და მის შესამოწმებლად ვითომ შემთხვევით გამეშვა ფინჯანი. მეგონა, რეფლექსებს ვერ დაიმორჩილებდა და ჰაერშივე დაიჭერდა ფინჯანს ჩვენი ნინძა მზარეული, მაგრამ შევცდი. ფაიფურის ფინჯანი ხმაურით დაეცა მარმარილოს იატაკზე და ნამსხვრევებად იქცა. ინეზა არც ახლა განძრეულა ადგილიდან, თუმცა ჩემს თვალს მაინც არ გამოჰპარვია მისი დაძაბულობა. _ფუი, შენი..._დაბალი ხმით შევუკურთხე ფინჯანს თუ ჩემს თავს არ ვიცი და მეორე ფინჯანი ყავის მოსადუღებლად მივტრიალდი. _ეს ვინ უნდა წამოკრიფოს?_გაოცებულ-გაბრაზებული მზერა მომაპყრო ინეზამ. _ხომ არ ფიქრობ, რომ მე?_ირონიულად რომ შევღიმე, იკადრა და მცირე ყოყმანის შემდეგ მაინც წამოკრიფა და ურნაში ჩაყარა. ისეთი უკმაყოფილო სახე ქონდა, აშკარად არ ხიბლავდა თავისი საქმიანობა. ხო და ეს სიტუაცია უფრო მიღრმავებდა მის მიმართ ეჭვს. ამჯერად მშვიდობიანად გავიტანე ჩემი ფინჯანი მისაღებში და იქ მივირთვი ნებიერად. ის იყო მოვრჩი და ადგომას ვაპირებდი სავარძლიდან, სადაც მადიანად ვიჯექი გაშხლართული, რომ მამაჩემი გამოვიდა თავისი კაბინეტიდან. _აქ ხარ? როდის მოხვედი?_გაუკვირდა ჩემი დანახვა._როგორ ხარ, რამე ხომ არ გაწუხებს? გინდა, ექიმთან წაგიყვანო? ვიუარე, რადგან ხელი მშვენივრად მქონდა. სახეზე სილურჯეებს კი რომელი ექიმი გამიქრობდა ვითომ? _კარგი, მე სამსახურში მივდივარ. დაცვა გაფრთხილებული მყავს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, თორემ საკუთარი თავით აგებენ პასუხს. მამაჩემი რომ წავიდა, საეჭვოდ რომ არ მოსჩვენებოდა ინეზას ჩემი მის შორიახლოს წრიალი და თვალთვალი, ეზოში გავედი და ჩემი როტვეილერი ავუშვი, მასთან დავიწყე თამაში. თუმცა, ცალი თვალი სამზარეულოს ფანჯარაში მქონდა. მაინტერესებდა რას აკეთებდა ის ქალბატონი. ბობიმ რამდენჯერმე კი მატკინა მხარი. თანაც ისე, მეგონა ისევ ამომივარდა, მაგრამ არა. შუადღისით კი ქალბატონი მზარეული ეზოში რომ გამოვიდა და სახლში დააპირა წასვლა, ბობის პლასტმასის ძვალი მისი მიმართულებით ვისროლე, ვითომ ძაღლს ვეთამაშებოდი ისევ. ინსტინქტებმა თავისი ქნა მაინც. ზურგიდან რანაირად იგრძნო, რომ რაღაც ხვდებოდა, არ ვიცი. მოხერხებულად აიცდინა და მე რომ შემომხედა, მოულოდნელად მოვარიდე მზერა, ვითომ ვერ დავინახე ვერაფერი. _ოხ, შე ცუღლუტო ბობი._ძაღლს მივეფერე ისე, ვითომ ინეზა ვერც კი დავინახე._ძვალი რომ გადაგიგდე, რატო ვერ დაინახე?_მის წინ ჩავიცუცქე და ჩემი ოთხფეხა მეგობარი მადიანად ჩავპროშნე. ინეზას არ ვუყურებდი, მაგრამ ვგრძნობდი უნდობლად რომ მიმზერდა ერთ ხანს. მერე, შებრუნდა და გზა განაგრძო. კარგად გაწრთვნილი მოჩხუბარი ბრძანდებოდა ეს ქალბატონი. ალბათ, ნინიაზე რამე მაკომპრომინტებელი მასალა ქონდა მამაჩემს და მის მოსაპარად შემოგზავნა იმ გოგომაც. მაგრამ წუხელ ხომ წაიღო რაღაც და დღეს ისევ აგძელებდა მუშაობას. საქმე სხვა რაღაცაშიც იქნებოდა. ან, ამ ნინძას არ უნდოდა თავი გაეცა და ასე უცბად ამიტომაც არ წავიდა. ინეზა გავიდა თუ არა ეზოდან, მაშინვე ვანებე ძაღლს თავი, რომელსაც აშკარად არ მოეწონა თამაშის შეწყვეტა და ფარეხიდან ჩემი "წიქარა" გამოვიყვანე. (ცნობისთვის, წიქარა ჩემი წითელი მიცუბიშია.) ინეზამაც შემნიშნა რომ ქუჩაში გავედი, მაგრამ მის საწინააღმდეგო მიმართულებით წავედი. იქ, თვალს მივეფარე თუ არა, შევჩერდი, ტაქსიში გადავჯექი და ჩვენს საეჭვო მზარეულს ავედევნე. ამჯერად ავტობუსით წაბრძანდა ქალბატონი. მესამე გაჩერებაზე ჩამოვიდა და ისევ ფეხით განაგრძო გზა. მერე, ერთ-ერთ სალონში შევიდა და ნახევარ საათში ისეთი შეცვლილი და გალამაზებული გამოვიდა, პირი ღია დამრჩა. თავიდან ვერც კი ვიცანი. მერე კი, ჰოი საოცრებავ, ვიღაცამ მოაკითხა მანქანით და სადღაც წაიყვანა. ეს ვიღაც რომ ილო იყო, გაოგნებული დავრჩი. კაფემდე მაინც ვდიე უკან. აშკარად ეკეკლუცებოდა ჩვენი მზარეული ჩემს ძმაკაცს. ილომ რომ მასთან შეხვედრა და პაემანი გაბედა, ეს მაკვირვებდა. კაფეში რომ შევიდნენ, მე აღარ შევყოლილვარ შიგნით, ტაქსი მოვაბრუნე და ჩემს მანქანასთან დავბრუნდი. ჩემს გამო ასეთ რისკზე მიდიოდა ჩემი ძმაკაცი და როგორ არ დამეფასებინა მისი თავდადება? რატის შევეხმიანე. ერთ-ერთი მანქანა გამოვიყვანეთ სახელოსნოდან და ისევ იმ კაფეში წავედით, სადაც ილო და ინაზა იყვნენ. შორიახლოდან დავუწყეთ თვალთვალი. თან ისე, რომ ინეზას გამოცდილ თვალს არ შევემჩნიეთ. კარგა ხანს ისხდნენ კაფეში "შეყვარებულები" და მხიარულად ატარებდნენ დროს. მერე კი, სავარაუდოდ, ღამის ერთად გასათევად წავიდნენ. ილოს რომ ნებისმიერი ქალის მოხიბვლა და დაკერვა შეეძლო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ ჩემს უჩუმრად რომ მოქმედებდა და თავს საფრთხეში იგდებდა, ეს არ მომწონდა. იქნებ, იმ ნინძამ იცოდა კიდეც, რომ ეს შტერი ჩემი ძმაკაცი იყო და აქეთ ის კერავდა ამ საცოდავს? რატომღაც ეს აზრი მიტრიალებდა თავში და მის გადასარჩენად მივყვებოდით უკან. აბანოთუბანში რომ მივედით და კლდეზე გადმოკიდებულ აივნიან სახლში შევიდნენ, დავრწმუნდი, რომანტიკული ღამე ელოდა ჩვენს მექალთანე ილოს ერთჯერადად ნაქირავებ სახლში. _დავიჯერო, მართლაც შეუყვარდა იმ გამოს...ბულს ის ქაჯი?_გაოცებას და აღშფოთებას ვერ მალავდა რატი._უხ, მაგათი სექსი კი იქნება რაც იქნება._ჩაეცინა._ ჰაერში რომ ააგდებს და გამოკვანძავს ამ ბოთეს, ხომ გაიგებს მერე? მთელი ღამე მანქანაში ვისხედით და რიგრიგობით ვფხიზლობდით. მართალია, რატი მამშვიდებდა და სახლში წასვლას ცდილობდა, მაგრამ მე რატომღაც მეშინოდა და ვღელავდი ილოზე. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოდა იმ ქალბატონმა ჩემი ძმაკაცი რომ იყო და სათავისოთ იყენებდა. დილაადრიან მართლაც გამოვიდა ჩვენი ნინძა ქალი სახლიდან, ილოს მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა. _დაინახე?_რატის ბნედა დავეცი და ისე გავაღვიძე._ჩქარა, ილოსთან. ფეთიანებივით გადმოვცვივდით მანქანიდან და გიჟებივით გავცვივდით მათი სასიყვარულო ბუნაგისკენ. ისე ვიყავი აღელვებული, დაბეჟილ-დაჩეჩქვილ სხეულს, წუთის წინ რომ მიჭირდა მოძრაობა, ყველა კუნთით და სახსარით უმტკივნეულოდ ვამოძრავებდი. _იმ ბოზმა მგონი მოკლა!.. უხ შენი!... ვაიმე, ილო!.._ერთმანეთს არ ვაცდიდით ისე მივრბოდით. ხან მე ვიყავი წინ და ხან რატი. სახლშიც გიჟებივით შევცვივდით. არც აქ ვაცდიდით ერთმანეთს არაფერს. კარში შესვლა გაგვიჭირდა და ორივე ერთად ძლივს შევეტიენით. შეშფოთებულებმა მოვავლეთ ოთახებს თვალი. ილოს კვალი ვერსად რომ ვერ ვნახეთ, აბაზანას მივაშურეთ, საიდანაც უცნაური ხმაბი გამოდიოდა. _იქ გამოახრჩობდა ის ისა!_ბოლო ხმაზე იყვირა რატიმაც და ორივენი ერთდროულად დავეჯაჯგურეთ აბაზანის კარს. გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა მაინც მოვახერხეთ გაღება, მაგრამ რაც იქ ვნახეთ, ნამდვილად არ მოველოდით. ერთხანს გაოგნებულებიც კი ვიდექით და პირღიები შევყურებდით დედიშობილა ილოს. გვარიანად იყო გასაპნული. ჩვენსკენ ზურგით იდგა, თავის უკანალს აქეთ-იქით აქნევდა, (ვითომ ცეკვავდა), ხელში სავარცხელი ეჭირა, რომელიც მიკროფონის როლს ასრულებდა ამ შემთხვევაში და საშინელ ხმაზე მღეროდა: "შენ, შენ ჩემი გოგოო, მე, მე შენი ბიჭიი და არ გვინდა მეტი სხვააა!!!"_მოულოდნელად ცეკვაცეკვით შემობზგრიალდა და პირღიები რომ დაგვინახა, დაიბნა. მერე შერცხვა, იქვე პირსაწმენდს გადმოსწვდა, მაგრამ ტრაპზე ფეხი აუსრიალდა და გულაღმა გაიშოტა ჩვენი შიშველი მომღერალი. ერთხანს ასე დავყურებდით დარცხვენილ და გასაპნულ ჩვენს ძმაკაცს. მერე კი, რომ ამოიკვნესა, გონს მოვეგეთ, მივცვივდით და რის ვაი-ვაგლახით წამოვაყენეთ. საცოდავმა ძლივს ამოისუნთქა. პირსაწმენდი საკიდიდან ჩამოვხსენი და მივაწოდე, რომ თავისი მამაკაცური ღირსება დაეფარა. _აქ რას აკეთებთ?_შემოიხვია თუ არა პირსაწმენდი, მაშინვე დაგვყვირა და დაგვიბრიალა თვალები. _ვიფიქრეთ, იმ ნაბოზარმა გამოგახრჩო და საშველად შემოვცვივდით._თავი ვიმართლე. _თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ?_აშკარად აღშფოთდა_რატო უნდა გამოვეხრჩვე ვითომ? _კიდე ჩვენ გვაქ შიგ?_გაბრაზდა რატი._მთელ ღამეს გდარაჯობდით და ამ დილით შენი მანქანით რომ წავიდა, რა უნდა გვეფიქრა შენი აზრით? _მთელი ღამე აქ იყავით?_ალბათ სახლი იგულისხმა და უარესად აღშფოთდა. _გარეთ მანქანაში ვისხედით, რა გჭირს? მე მცემა, ლამის სიკვდილის პირას მიმიყვანა და შენ რას გიზავდა? შგვეშინდა. _დროზე ახლა, აუდეთ აქედან!.. მალე დაბრუნდება და აქ არ გნახოთ, თორემ მართლაც მიგვამჟავებს სამივეს. ნელ-ნელა ყინულს ვალღობ და რომანტიკული საუზმე არ ჩამიშალოთ, თორემ ვერ გადამირჩებით იცოდეთ! მკაცრად კი გაგვაფრთხილა, მაგრამ არც მე და არც რატი არ დავძრულვართ ადგილიდან. _ვერ გაიგეთ?! მალე მოვა და დროზე დაახვიეთ აქედან!_თან ტაში მოგვაყოლა._მეორედ მასეთი სირობა აღარ მოგივიდეთ, გადამიტრიალეთ გული. დროზე, დროზე... მე და რატიც დავფაცურდით და სასწრაფო წესით გამოვედით იმ სახლიდან. მანქანაში რომ ჩავსხედით და ცოტა აზრზე მოვდით, გიჟური ხარხარი აგვიტყდა ორივეს. მე, მაგალითად, ტიტლიკანა მოცეკვავე და მომღერალი ილო მახსენდებოდა და იმაზე ვხახარებდი. ანალგიურად ალბათ რატიც. გვარიანად რომ ვიხარხარეთ და ასე ვთქვათ, დავიღალენით სიცილით და წამოსვლა დავაპირეთ, ზუსტად მაშინ მოქანდა ილოს მანქანით ინეზა და რაღაც პარკები გადმოიღო მანქანიდან. _"რომანტიკული საუზმე",_ჩაიფხუკუნა რატიმ და თავი ძლივს შევიკავე, რომ ისევ არ ავხარხარებულიყავი და ინეზას ინტერესის ობიექტი არ გავმხდარიყავი. ვადროვეთ, შეიბარგა თუ არა ჩვენი ქალბატონი, ჩვენც მაშინვე გამოვბრუნდით იქიდან და პირდაპირ სახელოსნოში მივედით. კარგა ხანს ვიკავეთ თავი. შეგნებულად ვარიდებდით ერთმანეთს მზერას. ბოლოს კი, რატიმ ვეღარ მოითმინა, ილო როგორც ცეკვავდა, ზუსტად ისე დაიწყო ცეკვა და თან ამღერდა ბოლო ხმაზე. რასაც ქვია, დავწყდით სიცილით. მართლა ვიგორავე ძირს, იმდენი ვიცინე. _ამდენი მგონი ჩემს ცხოვრებაში არ მიცინია._აცრემლებული თვალები ხელსახოცით ამოიმშრალა რატიმ და ისევ მადიანად გადაიხარხარა._არა, მაინც საიდან მოიტანე, რომ მოკლავდა? _რავი, სხვა რა უნდა მეფიქრა, მარტო რომ გამობაკუნდა ის ქალბატონი და ილოს მანქანით წავიდა? _ჩურჩუტო, კაცი მოეკლა და მისი მანქანით წავიდოდა? მეც რომ დამაფეთე და ნამძინარევი წამომაგდე... თუმცა, სულაც არ ვნანობ. პირიქით, კიდევ კარგი არ გამამაზინე ის სანახაობა. _ალბათ, მთელ ცხოვრება მეხსომება ეს ამბავი. _რამე სერიოზულ სიტუაციაში რომ გამახსენდეს და ხარხარი ამიტყდეს, მერე?_ვითომ ძალიან შეშფოთდა._არა და, დარწმუნებული ვარ, სიცილს ვერ შევიკავებ. გვიანობამდე დავრჩით სახელოსნოში და გვარიანად ვიხალისეთ. რატიმ იმდენი იმაიმუნა და იმდენი მაცინა, მუცლის პრესი მტკიოდა უკვე. სახლში დაბრუნებულს კი მამაჩემი მოსული დამიხვდა უკვე. გამომკითხა ჩემი ჯანმრთელობის ამბები. ჩემი წუხანდელი და დღევანდელი საქმიანობითაც დაინტერესდა. რაღაცეები მოვუჩმახე. იმას ხომ არ ვეტყოდი, ინეზას და ილოს ვუთვალთვალებდით-მეთქი? ქალი რომ მყავდა, ეგ იცოდა უკვე და ვითომ მასთან ერთად გავატარე ღამეც. ეჭვი არაფერზე გასჩენია. ალბათ, დამაჯერებლად ვიცრუე. (ნამდვილად, ოსკარს ვიმსახურებდი.) მეორე დღესაც სახელოსნოში გავედი. ვერ ვიტყვი, რომ ვსაქმობდი იქ ჩემი ტრავმირებული ხელით, მაგრამ ყველაფერს ყურადღებას კი ვაქცევდი. მართალია, სპარტაკის თვალის ასახვევად ვითომ ნაჩხუბრები ვიყავით ბიჭები, მაგრამ მაგაზე უკვე ჩავიქნიეთ კიდეც ხელი. სპარტაკი წრუწუნა იყო, ჩვენ კი ვირთხების დაჭერა გვინდოდა. შუადღის მერე ილოც გვესტუმრა. კარგა ხანს ვიკავეთ მე და რატიმ თავი, რომ არ გაგვცინებოდა და გამოგვდიოდა კიდეც, რადგან ერთმანეთის მზერას გავურბოდით. რატისთვის რომ შემეხედა, დარწმუნებული ვიყავი, ისეთი ხარხარი ამიტყდებოდა, ვეღარავინ გამაჩერებდა. _ორი დღით ქალაქიდან გავდივარ და იცოდეთ._მთელი სერიოზულობით გამოგვიცხადა. _შენი ველური მიგყავს გასასეირნებლად?_დაინტერესდა რატი. _ველური სულაც არ არის._ეწყინა._ მშვენიერი ქალია. ყოველი შემთხვევისთვის მე და მან ძალიან კარგად გავუგეთ... _მარტოები მიდიხართ?_დავინტერესდი. _თქვენი დამქაშობა არ მჭირდება. ძლივს გავალღვე გოგო და ნუ დამიფრთხობთ ისევ. _სასარგებლო ინფორმაციას თუ იგებ მისგან?_ეჭვით მოვწკურე თვალები._თუ, უბრალოდ ჟიმაობთ? _პირველ ჯერზევე გინდა ბოლომდე გაიხსნას ჩემთან? მადროვე და ნახავ, თუ ეს საქმე არ გავხსნა, მე კაცი არ ვიყო. _თხა იყავ, ტყუპი მოიგე._ბეჭებზე გამეტებულად დასცხო რატიმ გაშლილი ხელისგული._თუმცა, კაცი კი უდავოდ ხარ._თან ჩაიფრუტუნა. _ეე, ვირო, თქვენი წყალობით გუშინდელს აქეთ ისევ მტკივა წელი და ხელები დაიმოკლე!.. შენ კი, ცოტა ჯიბის ფული გამოიმეტე, თორემ გამომელია. წუხანდელ ღამეში ათასი ლარი ისე დამეხარჯა, ვერც ვერაფერი გავიგე._ახლა მე მომიბრუნდა. _არ გინდა გვითხრა, სად მიდიხართ?_დავინტერესდი. _მაგაზე ვფიქრობ ზუსტად, რომ ისევ თავზე დამადგეთ და ჩამიშალოთ გეგმები... ჯიბეები მოვიქექე და ას ორმოცდაათი ლარი როგორც იქნა შევაკოწიწე. _მეტი არ მაქვს ნამდვილად._თან მოვიწუწუნე. _ეს ხომ გროშსებია?_უკმაყოფილო სახით ამართვა ხელიდან ფული და დინჯად და მწყობრისად ჩაილაგა საფულეში._მაგრამ შენი გულისთვის რამეს გავახერხებ, არაუშავს. _ოცდახუთი ლარი მეც მაქვს._რატიმაც მოიქექა ჯიბეები._ აჰა, გამომართვი. ოღონდ ის მითხარი, სექსში როგორია, ველურია? _რაში გაინტერესებს ჩვენი ინტიმური დეტალები?_ეწყინა. _ლექსოს რომ ვუყურებ როგორი ნაცემია, არ მინდა შენც ასეთი გნახო, თუ რამე შეგეშლება იმ ქალბატონთან. _მასეთი რაღაცეები არ მეშლება, დამიწყნარდი._ისე თავდაჯერებულმა თქვა, გემოზე გადახარხარების სურვილი სულ გამიქრო. იმ დღიდან მოყოლებული ოთხი დღე კი სულ დავკარგეთ ილო. არც ტელეფონზე გვპასუხობდა და სახლშიც ვერ ვიჭერდით. გვარიანად შეგვაფუცხუნა მე და რატი. მე უფრო, რადგან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ჩემს გამო რამე რომ მოსვლოდა იმ ქაჯთან. უფრო იმიტომ ვღელავდი, რომ ეს დღეები ინეზაც აღარ მუშაობდა ჩვენთან. მამაჩემს რომ ვკითხე, ჩვენი მზარეული სად არის, რატო აღარ მუშაობს-მეთქი, დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართვა თავი და ახალს ვეძებო. აქ კი მართლა დამცხა. სად უნდა მეძებნა ის ქაჯი, ილოსთვის რომ რამე დაეშავებინა, არ ვიცოდი. ჩვენთან რომ მუშაობდა, აქ მაინც გამოვიჭერდი, მაგრამ ახლა? ის დღეები საშინელ ნერვიულობაში და განცდებში გავატარე. რატომღაც იმის მოლოდინში ვიყავი, რომ სადმე თხრილში აღმოაჩენდნენ მის გვამს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ასე არასდროს გამხარებია ჩემი ვარაუდების არგამართლება. ერთ მშვენიერ საღამოს, როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი შეყვარებული რომეოც. შეყვარებული იმიტომ, რომ მართლაც აშკარად ეტყობოდა, რომ შეყვარებული იყო. არა, შეყვარებული კი არა, მოჯადოებული. თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა ინაზეს რომ ახსენებდა. თან, რაც ყველაზე მთავარია, მასზე ცუდის თქმის უფლებას არ გვაძლევდა. _ეე, ვერ არის შენი საქმე კარგად._უწადინოდ წამოარტყა რატიმ კეფაში ხელი._საქმეების გარკვევის ნაცვლად, ის ალქაჯი შეგიყვარდა? _ალქაჯი სულაც არ არის. _ეტყობა, თავისკენ გადაიბირა და ასე იმიტომაც ჭიკჭიკებს უკვე._დარწმუნებით მითხრა რატიმ და უნდობლად შეათვალიერა ჩვენი მეგობარი. _რაც საჭირო იყო გავარკვიე და რაღა გინდათ ჩემგან?_ეწყინა ილოს. _მაინც რა გაარკვიე?_ყურები ვცქვიტე. _ის, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატია ჩემი ინეზა... _შენი ინეზა?_გულიანად გადაიხარხარა რატიმ?_ასე დაგაშინა უკვე, რომ შენია? _შიში რა შუაშია?_ისევ ითაკილა._ მოგვწონს ერთმანეთი და ძალანაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს... მოკლეთ, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატია. ვრწმუნდები, რომ ზუსტად მან მიგამჟავა, მაგრამ ეპატიება, რადგან დაკისრებულ საქმეს ასრულებდა... ნინიამ დაიქირავა და იმაში გადაუხადა ფული, თქვენიდან საჭირო ინფორმაცია გამოეტანა. _შენი აზრით, დამნაშავე არ არის არა?_მეწყინა ილოს ნათქვამი._გამოდის, ვიმსახურებდი ქალის ცემას? _კარგი რაა, იმისი სამსახური ეგ არის, მაგაში იღებს ფულს. მოსთხოვეს? გააკეთა. რას წაემჭვიტე იქ? წაეღო ის საბუთები და წასულიყო. ძალით არ ჩაუვარდი ლომს ხახაში? _მაინც რა საბუთები იყო მაგისთანა?_დაინტერესდა რატი. _რავი აბა, რა გითხრა?_მხრები აიჩეჩა ილომ._რაღაც საქაღალდე ქონდა, თვალისჩინივით უფთხილდებოდა და სავარაუდოდ ნინიას გადასცა უკვე. ნახვა ვერ შვძელი, რა ვქნა? სხვა დროს უფრო ყურადღებით ვიქნები. _სხვა დრო აღარ იქნება. შენი ინეზა წავიდა ჩვენგან... _ვიცი, მითხრა, ჩემგან მზარეული ვერ დადგებაო. _რაც უფრო ვცდილობ ამ საქმის გახსნას, მით უფრო ბურუსითაა მოცული._ამოვიოხრე._მიახლოებით მაინც რომ ვიცოდე, რა საბუთები იყო იმ საქაღალდში, იქნებ გამერკვია რამე. _გავაკვევთ, გავარკვევთ, დაწყნარდი._ჩემს დამშვიდებას შეეცადა ილო. დაწყნარდი კარგი იყო, როგორ უნდა დავწყნარებულიყავი? მამაჩემს რაღაც ბინძური საიდუმლოებები ქონდა. მის გამო ქალმა მცემა. თვითონ ნინია დაჭრა. ადრე, ილომ მის მანქანაზე ნატყვიარი აღმოაჩინა. მოკლეთ, საიდუმლოებებით მოცული ცხოვრებით ცხოვრობდა ეს კაცი. აქამდე სულ არ მედარდებოდა რას და როგორ აკეთებდა. ახლა კი, წერას ვყავდი აყვანილი, როგორც ამას რატი მიწინასწარმეტყველებდა და არ ვისვენებდი. ძალიანაც ბევრი ვეცადე ყველაფერი გამერკვია, მაგრამ ვერაფერს გავხდი, სულ მცირე დეტალიც კი ვერ ამოვხსენი. ბოლს კი, რომ მომბეზრდა ყველაფერი, ხელი ჩავიქნიე და მშვიდად ცხოვრება გადავწყვიტე ყოველგვარი დაძაბულობისა და ფარული აგენტობის გარეშე. თუმცა, ზუსტად მაშინ აეხადა ყველაფერს ფარდა, თანაც შემთხვევით. მახსოვს, მე და ჩემი ჟღალთმიანი შობის შეხვედრას ერთად ვგეგმავდით გუდაურში და დილითვე სამზადისში ვიყავი გასამგზავრებლად. წინდაწინ შევიპირე მამაჩემი, რომ მისი ჯიპით უნდა წავსულიყავი, რადგან ჩემი სპორტული მიცუბიშით გუდაურის დიდთოვლიან გზებს ვერ დავლაშქრავდი. უარი არ უთქვია, ეგ იყო, რომ პირწმინდად ამოალაგა იქიდან რაც კი რამე იყო მისი. გასარეცხადაც თვითონ გაიყვანა და ზუსტ დროს დაბრუნდა სახლში და გასაღები გადმომცა. მაშინვე დესპინესკენ გავაქროლე მამაჩემის ბებრუხანა. დამჯერი კი იყო და ასე ვთქვათ, ჯანიც მოსდგამდა. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ გამახსენდა, ტელეფონი და ჩემი საბუთები ჩემს მანქანაში დამრჩა. იქვე ვერ მოვაბრუნე მანქანა, მეორე ხარისხოვან გზაზე გადავედი, იქიდან რაღაც პატარა ჩიხში შევედი და ის იყო გამოვბრუნდი კიდეც, რომ ვიღაც, ორმოციოდე წლის მამაკაცი გაავებული გამომიქანდა და საქარე მინა მოზრდილი ქვით ჩამიმტვრია. _გითხარი, შეგვეშვი, ფულზე არ ვიყიდებით!!! აქ როგორღა მოგვაგენი შე არაკაცო?!! ჭკუა კიდევ ვერ ისწავლე არა?! ახლა კი, ცოცხალს აღარ გაგიშვებ?! მე შენი დედა მო...ან!!! ჯერ, სანამ მინის ნამსხვრევებისგან ვიცავდი თავს და სახეზე მკლავებაფარებული ვიჯექი, მერე სანამ ღვედი შევიხსენი, მამაკაცი მომვარდა, ჩემს მხარეს კარები გამოაღო, მკლავში ჩამაფრინდა და მანქანიდან გადათრევა დამიპირა, თუმცა, სახეზე რომ შემხედა, წამიერად დაიბნა. _შენ ვინღა ჩემი ყ.. ხარ?! _შენ შიგ ხომ არა გაქვს ეე!!!_გაავებულმა ვუღრიალე მეც და გავუძალიანდი. მკლავი გავინთავისუფლე თუ არა, მადიანი მუშტი ვაჯახე გულყიაში. რომ წაბარბაცდა, ამით ვისარგებლე და ელვის უსწრაფესად გადმოვუხტი მანქანიდან. _ის მეგონე._თითქოს თავი იმართლა და ძლივს ამოისუნთქა. _ ვინ გეგონე და ვინ არა, ზარალს ამინაზღაურებ, თანაც სასწრაფო წესით. გუდაურში მივდივარ და შენს გამო რომ ჩამეშალოს დღევანდელი მარშრუტი, ცემაში ამოგხდი სულს. სტეროიდებით დაბერილ ჩემს კუნთებს რომ შეხედა, რომელიც თხელ სვიტერში მკაფიოდ მეტყობოდა და უფრო დაბერილებიც კი ჩანდა, ცოტა თითქოს მოჯდა. მანქანის ჩამუქებული მინის ანარეკლში ჩემი სახე შევათვალიერე. მართალია, მოვასწარი და მკლავები ავიფარე, მაგრამ მაინც გამკაწვროდა ლოყა და წითლად მოჟონავდა სისხლი. ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე და მოვიმშრალე, მაგრამ სულ ტყუილად, მალე ისევ გამოჟონა და თავი ვანებე. მერე, ჩამსხვრეული მინა დავათვალიერე გაბრაზებულმა აუკმაყოფილო სახით. მამაკაცს რომ შევხდე, რაღაცნაირი უნდობელი მზერით მომჩერებოდა. _მიყურე ახლა!_გაბრაზებულმა დავყვირე._გითხარი, მეჩქარება და დროს ნუღარ მაკარგვინებ. სანამ პოლიციას გამოვუძახე, გამიკეთე მანქანა! ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ორი ზორბა ტანის ახალგაზრდა მოგვიახლვდა. ჯერ მე შემათვალიერეს ინტერესით, მერე ჩემი მანქანა და მერე მამაკაცს შეხედეს. _რა ხდება ბიძაჩემო? _ის მეგონა._დამნაშავის იერით ჩაილაპარაკა კაცმა._ბამპერი ჩავუმტვრიე... _მერე?_ერთ-ერთი ახალგაზრდა თვალმოუშორებლად რომ მომჩერებოდა, თითქოს საფრთხე ვიგრძენი და დავიძაბე. _რა მერე? ზარალის ანაზღაურება მომიწევს. _ვის უნდა აუნაზღაურო ზარალი, ამ თესლს?_ავად გააკვესა ბიჭმა თვალები._ეს ხომ იმ ნაბიჭვრის ნაშიერია?! უხ შენი ....._მადიანი დამიკურთხა და მართალია მომზადებული ვიყავი, მაგამ მაინც მომწვდა ყბაში მისი ძლიერი მუშტი. _რაა?! ეს იმ ახვარის ა?!_თვალები საზარლად გააკვესა შუახნის კაცმა._მთლათ უკეთესი!_იქვე დაგდებულ რკინის საკმაოდ მსხვილ ძელს დასწვდა და მომიქნია. ვიყოჩაღე, ავიცილე და ხელი ვუტაცე. ის იყო წავართვი კიდეც და მე მოვუქნიე, რომ ახლა კეფაში ვიგრძენი ძლიერი დარტყმა. თვალთ დამიბნელდა. კეფის მიდამო რომ შემითბა, მივხვდი სისხლი მდიოდა. ჩემი მოქნეული ძელი მართალია მიზანს მოხვდა და კვნესაც კი შემომესმა, მაგრამ ვიღაცამ წამართვა და ნეკნებში გამეტებით მომცხო. ვერ გავარჩიე ვის, მაგამ მუშტი ცხვირ-პირში მეც ვუთავაზე და მივხვდი, რომ კბილიც ჩამოვუღე. ფერდში მწვავე ტკივილი რომ ვიგრძენი და დავიხედე, მხოლოდ დანის ტარიღა მოჩანდა ისე ღრმად მქონდა შერჭობილი. _გაგიჟდი?!_ვინ ვის უყვირა არ ვიცი, რადგან რომ არ წავქცეულიყავი, ჩავიმუხლე._ეს ცოცხალი უფრო გამოგვადგება, რას შვრები?!_მხრებში აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და რაღაც შენობისკენ წამათრიეს._შენ სისხლი გადარეცხე მანდ, სანამ პოლიცია მოსულა და მანქანაც მოაშორე!_რომელმა გასცა ბრძანება, ვერც ეგ გავიგე. ვეღარც ფერდში ვგრძნობდი ტკივილს. აღარც ფეხები მემორჩილებოდა. მხედველობაც დაბინდული მქონდა. შენობაში რომ შემათრიეს, მერე სადღაც ჩამათრიეს და იქ წამომაწვინეს ხმელ ტახტზე. _იმ ექიმს დაურეკე, მოხედოს. არ შემოგვაკვდეს ეს . _ექიმი არა კვახი! ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება! თუ არა და, ჩაძაღლდეს, ამ ჩემს ყ..ს. ეს მაინც ამის ღირსია! _ნუ სულელობ! დაურეკე-მეთქი! სულ მალე სიბნელეში ჩაიძირა ყველაფერი და გონიც დავკარგე. როდის გამოვფხიზლდი არ ვიცი, მაგრამ ისევ ჩხუბის ხმა ჩამესმა ყურში. _არ მაინტერესებს, აქ მიხედავ! _შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. სისხლიც ბევრი დაკარგა._გოგონას გაუბედავი ხმა რომ შემომესმა, მისკენ გავაპარე მზერა, თუმცა, შორს იდგა, თანაც ზურგით და ვერ დავინახე ვინ იყო. არა და თითქოს მეცნო მისი ხმა. _გითხარი, აქ მიხედავ და ძალიან კარგადაც._აშკარად იარაღის გადატენვის ხმა გავიგონე._იცოდე, შენი სიცოცხლით აგებ მასზე პასუხს! _მე ვერ შევძლებ._ხმაში შიში და სასოწარკვეთა გაუჩნდა გოგოს._თან, სათანადო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები არ მაქვს. მოკვდება. _ხო და, ეცადე, რომ არ მოკვდეს! _ინსტუმენტები და მედიკამენტები არ მაქვს, ვერ გაიგე შენ? ცარიელი ხელებით მე ვერაფერს გავაკეთებ!_ისევ შეეწინააღმდგა გოგო. _დამიწერე, რაც ყველაზე აუცილებელი და საჭიროა და მოგიტან, დროზე. გითხარი, ცოცხალი უნდა გადარჩეს! გონი ისევ დავკარგე. მალევე კი მოვედი აზრზე, მაგრამ თითქოს ძილ-ღვიძილში ვიყავი და ძალიან შორიდან ჩემესმოდა ლაპარაკის ხმა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი ოღონდ. ფერდში ისევ ვგრძნობდი რაღაც საშინელ ტკივილს. თითქოს, რაღაც მჯიჯგნიდა. დაყვირება კი მინდოდა, მაგრამ ვერ ვყვიროდი. ვერც თვალებს ვახელდი. განძრევითაც კი ვერ ვინძრეოდი. ეს საშინელება რამდენ ხანს გაგრძელდა არ ვიცი. ტკივილისგან ისევ დავკარგე გონი. რამდენ ხანში გამოვფხიზლდი, არც ეგ ვიცი, მაგრამ სიწყნარე რომ სუფევდა, გამიკვირდა. ფერდი კი მტკიოდა ისევ, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ მეყვირა. რაც მთავარია აღარავინ მჯიჯგნიდა. პირი ისე მქონდა გამომშრალი, ენას ვეღარ ვამოძრავებდი შიგ. _წყალი..._ძლივს ამოვიხავლე. ეს, მე რომ ვიცოდი რა მინდოდა, თორემ ვინ რას გაიგებდა ნეტა? მითუმეტეს რომ არავინ იყო ჩემს გვერდით. წამჯდომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. კუნთები ისე მქონდა მოდუნებული, საერთოდ ვერ ვმოძრაობდი. _წყალი..._უფრო ხმამაღლა და გარკვევით დავიძახე. გვიან შევნიშნე ჩემს გვერდით სავარძელში მჯდარი სილუეტი, რომელიც ნელ-ნელა წამოიმართა და შუბლზე დამადო თავისი გრილი ხელი. თვალები ისე მქონდა არეული და დაბინდული, სახეს ვერ ვარჩევდი. თუმცა მისი ნაზი ხელის კანით მივხვდი, რომ გოგო იყო, სავარაუდოდ ჩემი ექიმი. _წყალი..._ისევ რომ გავიმეორე, მაშინ კი ინება და საწრუპი მილით დამალევინა. ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. დაბუნდული მხედველობის გამო ვერ გავარჩიევინ იყო, მაგრამ ხმაზე ვიცანი, ყველაზე ბევრს რომ ყვიროდა. _აქ მოკვდება. საავადმყოფოში უნდა გადაყვანა._შედარებით გაბედულად უთხრა გოგომ._ალბათ, ინფექცია შეეჭრა, ისევ მაღალი სიცხე აქვს. მე არაფერი შემიძლია. _აქ წოლაც ფუფუნებაა მისთვის! ამასაც არ იმსახურებს ეგ ნაგავი! _თუ მამამისმა დაგიშავათ რამე, ეს რა შუაშია? იმ კაცზე ნაკლებები ხართ ვითომ?_აშკარად გაბრაზდა გოგო. _შენი აზრი შენთვის შეინახე, არავის უთხოვია გამოგთქვა. თუ რამე წამალი სჭირდება, დამიწერე და მოგიტან... _მე თვითონ წავალ... _დაეტიე მანდ!_მკაცრად შეუტია კაცმა._შენი აზრით, ამდენი რამის თვითმხილველს ქუჩაში თავისუფლად გასვლის უფლებას მოგცემ? _არავის არაფერს ვეტყვი, გპირდები. _არა და მორჩი ამაზე ლაპარაკს. მიხედე მაგ თესლს, მართლა არ მოკვდს, თორემ შენც ზედ დაგაკლავ! _მე მეტი არაფერი შემიძლია, გითხარი._ატირდა გოგო._ჩემი ბრალი არ არის თუ მოკვდება. რაც შემეძლო გავაკეთე. სისხლიც ძალიან ბევრი დაკარგა... _გადაუსხი მერე! _არ ვიცი რა ჯგუფის სისხლი აქვს და რანაირად გადავუსხა? თან, საიდან მოვიტანო მე აქ სისხლი? _რეზუსუარყოფით სისხლზე შენ არაფერი გსმენია? ხო და გაახერხე რამე! ისევ დამებინდა გონება და ისევ გავითიშე. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბუნდოვნად მახსოვს ყოველ ჯერზე მათი ჩხუბის ფრაგმენტები. ხმელა ტახტიდან წამოდგომა და იმ უტიფარი კაცის გემოზე ცემა მინდოდა, მაგრამ ისე ვიყავი დასუსტებული, თვალებსაც კი ვერ ვახელდი. ვატყობდი, რომ გულ-მკერდი მეწვოდა, ალბათ მაღალი სიცხის გამო. ფილტვებიდანაც ცხელი ჰაერი ამომდიოდა. გოგო კი ბევრს წუწუნებდა და წინასწარმეტყველებდა მოკვდებაო, მაგრამ მე სერიოზულად არ აღვიქვამდი ამ ამბავს. ოდნავადაც არ შემშინებია. ერთი სული მქონდა სულ ოდნავ მაინც გამოვკეთებულიყავი, რომ ფეხზე დავმდგარიყავი და მერე უკვე მე ვიცოდი და ჩემმა ვაჟკაცობამ. ბოლო ჯერზე რომ მოვედი გონს და თვალები გავახილე, შედარებით უკეთესად ვიგრძენი თავი. მხედველობაც თითქოს გაუმჯობესებული მქონდა და ინტერესით მოვავლე იქაურობას თვალი. პირველ რიგში ჩემს გვერდით სავარძელში მოკეცილი გოგო დავინახე, რომელსაც ქურთუკი ქონდა მიფარებული და მშვიდად ეძინა. ნაცნობი სახე ქონდა. დავაკვირდი, გონება დავძაბე და გამახსენდა ვეტერინარი გოგო, დესპინემ რომ მიმიყვანა მასთან და ამოვარდნილი მხარი ჩამისვა. გამოდის, ვეტერინარობას იყო ამოფარებული და არალეგალურად ეწეოდა ამ საქმიანობას. არ ვიცი, ჩემი მზერა იგრძნო, თუ დიდხანს ეძინა და გაეღვიძა. გონზე მყოფი რომ დამინახა, მაშინვე წამოდგა და შუბლზე დამადო ხელი. _სიცხეს დაუწევია, კარგია... თავს როგორ გრძნობ?_ინტერესით მკითხა და ქუთუთოები შემიმოწმა. _სად ვარ?_ეს ვკითხე და წამოვიწიე. _წარმოდგენა არ მაქვს, თვალებახვეული მომიყვანეს მეც. _მადლობა, რომ ზრუნავდი და ზრუნავ ჩემზე, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ასეთ ბინძურ ამბებში რატო ეხვევი? ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ფერდზე სახვევი ამხსნა. ჭრილობა გულდასმით შემიმოწმა, დამიმუშავა და ახალი საფენი დამადო. _რომ შემოვლენ, თავი მოიმძინარე, ვითომ ისევ უგონოდ ხარ. _ვითომ რატომ?_გამიკვირდა. _ასე დროს მოვიგებთ._ჩურჩულით მითხრა._მერე თავი გადამაწევინა და ახლა კეფაზე შემიმოწმა ჭრილობა. _მაინც არ გამეცი პასუხი, ამ ბინძურ საქმეში როგორ აღმოჩნდი? _ბავშვობიდან ქირურგობა ძალიან მხიბლავდა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ შევძელი სწავლა. მერე, ცხოველებზე ვატარებდი ცდებს და უნდა ვთქვა, რომ კარგად გამომდიოდა. ინტერნეტიდან ვისწავლე თეორია. უბანში ყველას ძაღლის თუ კატის მშველელი ვარ. ერთხელ, ასე არალეგალურად მომთხოვა ახლობელმა ტყვიის ამოღება და გვარიანი თანხაც გადამიხადეს. ხო და მას მერე ვარ ამ ბინძურ საქმეში ფულის სანაცვლოდ. _დესპინეს საიდან იცნობ? _დესპინეს?_გაუკვირდა. _ხო, იმ ჟღალთმიანს, შენთან რომ მომიყვანა და მხარი ჩამისვი. _აა, პეპის? საერთო ნაცნობი გვყავს და მასთან გავიცანი. რამდენჯერმე ფეფო მომიყვანა... შენ რას გემართლებიან ეს მხცები?_მოულოდნელად თემა შეცვალა. _არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს._დავმალე მამაჩემის კაი კაცობის ამბები._მგონი, ვიღაცაში ვეშლები. მოულოდნელად კარს იქიდან უჩვეულო ხმაური შემოგვესმა და გოგომაც მანიშნა, რომ თვალები დამეხუჭა. _რა ხდება?_ოთახში შემოსვლისთანავე ჩემით დაინტერესდა კაცი._ისევ ცუდადაა? _კი. _მერე და შენ რაღას აკეთებ, ვერ მიხედავ? _გითხარი, სათანადო მკურნალობა უნდა!_გაწიწმატდაგოგო._მე ქრისტე ღმერთი არ ვარ სასწაულები მოვახდინო! _რა სჭირს, კიდევ ვერ მოვიდა გონზე?_ოდნავი შეშფოთება მაინც ვიგრძენი კაცის ხმაში. _გითხარი, შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. გარეგანად კი გავკერე, მაგრამ შინაგანი სისხლდენა აქვს მგონი. გინდა, რომ შემოგვაკვდს და ერთ დანაშაულს მეორე დაუმატო? სხვა თუ არაფერი, წამლები მაინც მომიტანე, რომ ცოტა ხნით კიდევ გავუხანგრძლივო სიცოცხლე. _მართლა მოკვდება?_უფრო შეშფოთდა კაცი. _ტყუილი სიკვდილი გაგიგია?_გაუკვირდა გოგოს._ამას რომ რამე მოუვიდეს, იცოდე, მთელი ცხოვრება სინდისი დაგტანჯავს, რომ შველა შეგეძლო და არ შველოდი. _და რა შემიძლია რო?_ეჭვით კითხა კაცმა. _წამლები მაინც მომიტანე. _კარგი, ჩამომიწერე და მოვიტან. ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა. ერთი სული მქონდა თვალები გამეხილა და დამენახა რა ხდებოდა, მაგრამ არ ღირდა. მივხვდი, რომ ამ ერთიციდა გოგოს მართლაც ქონდა რაღაც გეგმა და არ მინდოდა, რომ ჩამეშალა. _აჰა, ოღონდ ახლა სხვა აფთიაქში მიდი, რომ ვინმე არ დააეჭვო ერთი და იგივე მედიკამენტების ყიდვით. კაცმა ეტყობა ფურცელი ჩამოართვა, გადაიკითხა და საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინა გარეთ გავიდა. _სულელი ხარ? რატო გააფრთხილე სხვა აფთიაქში მისულიყო?_ნაწყენი წამოვჯექი. სხვათაშორის არ გამჭირვებია, მაგრამ ისე ვიყავი ამ გოგოზე გაბრაზებული, ყურადღება არ მიმიქცევია ჩემი ამ მდგომარეობისთვის. _გეგმა მაქვს რაღაც, დაწყნარდი._რაღაც იდუმალი ხმით მითხრა._ამას წინათ, წამლები რომ მომიტანეს, ქვითარზე აფთიაქის მისამართი ამოვიკითხე. ვიცი ტერიტორიულად სადაცაა. ახლო-მახლო სხვა აფთიაქები არაა და ცოტა მოშორებით მოუწევს წასვლა. თუ გაგვიმართლა, ჩემს ნაცნობთან მივა. ჩემს ხელწერას სცნობს. დაფარული შეტყობინება გავუგზავნე და მოგვხედავენ. _თუ არ გაგვიმართლა?_დავეჭვდი. _მაშინ გეგმა ბეზე გადავალთ და ჩვენ თვითონ დავაღწევთ აქედან თავს. _ჩვენ თვითონ?_უნდობლად დავიხედე ჭრილობაზე._შევძლებ ვითომ? _განა მართლა ისე ცუდად ხარ, როგორც გამძიმებ?_ეშმაკურად აუციმციმდა თვალები._პირველი დღე კი გქონდა მაღალი სიცხე, არ ვუარყოფ და გვარიანადაც დამაფეთიანე, მაგრამ მალევე გაგიარა. შინაგანი ორგანოები არ გაქვს დაზიანებული. ზედაპირული ნაკერების დადება მომიხდა მარტო. უბრალოდ, დამამშვიდებელს ვუშვებდი გადასხმის სისტემაში და გეძინა. ძილში უფრო ადვილად ხდება გამოჯანმრთელება. თან, ამ სულელებს ვატყუებდი, რომ უგონოდ იყავი. კიდევაც მასე გავაგრძელებთ იცოდე._მკაცრად გამაფრთხილა._რიგრიგობით გვყარაულობენ. დღეს ეს იქნება. მიამიტია ძალიან და მისი მოტყუება ადვილად შეგვეძლება. თუმცა ფხიზელ ძილი აქვს. აი, მეორეს კი, ისე ჩაეძინება, რომ აზრზე მოსვლა უჭირს ხოლმე, მაგრამ ამაღამ გვირჩევნია გაპარვა. მამაშენმა რომც გადაიხადოს გამოსასყიდი, ესენი აქედან ცოცხლებს მანც არ გაგვიშვებენ. შენ სასტიკად ვერ გიტანენ მამაშენის გამო, მე კი მათი სახეები ვნახე და არ მაცოცხლებენ. მოკლეთ, ამაღამ მივდივართ. მთლად ჩემი ჭკუის იმედადაც ვერ ვიქნებით და შენი კუნთებიც დაგვჭირდება. დასვენებული და ჯანშენახული ხარ და ადვილად გაუმკლავდები, დარწმუნებული ვარ. ჭრილობის გახსნის ნუ შეგეშინდება, ისევ გაგიკერავ. გამაყუჩებლებს გაგიკეთებ და ტკივილი არ შეგაწუხებს. ეგ კი არა, ეპინეფრინიც მაქვს და წასვლისას იმასაც გაგიკეთებ ვენაში. _ადრენალინი?_გამიკვირდა. _ამ სულელებმა კიდევ მისი მეორე სახელწოდება არ იცოდნენ ისე მოვატანინე._ეშმაკურად ჩაეცინა. _რომ სცოდნოდათ, მერე? _ვეტყოდი, გული გაუჩერდა და მაგიტო მჭირდება-მეთქი. შენ რა გგონია, ასეთ სამსახურს რომ დავთანხმდი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებიდან თავის დაღწევა არ შემიძლია? პირველად კი არ ვარ ასეთ სიტუაციაში._თითქოს თავი მოიწონა კიდეც. გაკვირვებულმა ინტერესით შევათვალიერე ეს ერთი ციდა გოგო. აშკარად მოხერხებული და საზრიანი იყო. _ჯობია ისევ დაწვე, უცბად არ დაგვადგეს ის არამზადა თავზე და გეგმები არ ჩაგვიშალოს. თავს მოიმძინარებ ისევ და რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოიღვიძო იცოდე. ჩემს კოდურ სიტყვას დაელოდე. _შენს კოდურ სიტყვას? მძაფრსიუჟეტიან ფილმში მგონია თავი..._გამეღიმა._ და მაინც, რა კოდური სიტყვაა ამისთანა?_დავინტერესდი. _ჯერ არ მომიფიქრებია. ისეთი სიტყვა უნდა შევარჩიო, რომ არ დაეჭვდეს. რამეს მოვიფიქრებ. მანამდე კი დაწექი. რომ შემოვა, მერე ხომ არ გადავარდები? დამჯერი პაციენტივით ფრთხილად გადავწექი, რომ თავი არ მტკენოდა. _დიდი ხანია აქ ვართ?_ახლა ამით დავინტერესდი. _მეოთხე დღეა. _მართლა?_გამიკვირდა._არა და მეგონა მეორე დღე იქნებოდა. _ხო, შენ რა გენაღვლებოდა, გეძინა. მე მიწევდა ფხიზლად ყოფნა და მათი განრიგის შესწავლა. _იქნებ, რომ არ დაგეძინებინე, მეც გამერკვია რამე? _მეწყინა მისი საყვედური. _ასე რომ არ მოვქცეულიყავი, უარესად გცემდნენ და იქნებ მართლაც ამოეხადათ შენთვის ცემაში სული. ასე რომ მადლობა მითხარი, გადარჩენისთვის. ცოტა მაინც შევაფუცხუნე და სინდისი გამოვუღვიძე ამ მუტრუკებს... მოულოდნელად ჩარაზულ კარს მიღმა საეჭვო ფაჩუნი გაისმა. უმალ გავჩუმდით და მივაყურადეთ. მივხვდი, ვიღაც იყო და სანამ შემოვიდოდა თვალები დავხუჭე, უგონო მდგომარეობა მივიღე ისევ. სულ მალე კი ის ვიღაც მართლაც შემოვიდა. _რაო, შენს თავს ელაპარაკები._კაცის დამცინავი ხმა რომ გაისმა, დავიძაბე. _ამ მუტრუკს ვევედრები, რომ არ მოკვდეს, მის გამო ახალგაზრდობის საუკეთესო წლების ციხეში გატარება არ მინდა._არ დაიბნა ჩვენი მოხერხებული ვეტერინარი._რა ქენი, შენ მაინც მომიტანე ყველა წამალი, რაც ჩამოგიწერე? ქაღალდის პარკის ჭრაჭუნის ხმა გავიგე. ალბათ, ქვითარს ეძებდა, რომ გაერკვია რომელ აფთიაქში იყო გამტაცებელი. _ძვირი დაგიჯდა?_რატომღაც დაინტერესდა გოგო. მივხვდი, ქვითარი არ იყო პარკში და მიტომ დასვა ეს კითხვა. _ეგ შენი საქმე არაა. მიხედე, მართლაც არ მოკვდს ეს ახვარი._ვიგრძენი რომ მომიახლოვდა და დამაჩერდა. დავიძაბე. მგონი სუნთქვაც კი შემეკრა ინსტიქტურად და ყურებიც დავძაბე, რომ უმნიშვნელო ფაჩუნიც კი არ გამომპარვოდა და მზადყოფნაში ვყოფილიყავი._ისე, სიმართლე გითხრა, სულ ცალ ფეხზე მკდია განუტევებს თუ არა ეს ნაგავი სულს... _რა გულღრძო და ბოროტი ადამიანი ხარ!_უსაყვედურა გოგომ._მაინც რა დაგიშავათ ამისთანა? კაცმა პასუხი რომ არ დაუბრუნა, გოგოს გაეცინა. _ვიცი, რომ ცოცხალს არც მე გამიშვებთ. გეშინია, საიქიოში არ მოვყვე თქვენი ბინძური ამბები? _რას მატყობ, რომ მეშინია?_"ფინთი გოიმივით"ავადა კაცი._ეს საქმე შენ არ გეხება. _როგორ თუ არ მეხება? ყელამდე მის სისხლში ვარ გასვრილი. მის სიცოცხლეზე საკუთარი სიცოცხლით ვაგებ თქვენთან პასუხს. ზეციდან კი უფალი დამყურებს და ან სამოთხეში მიმიღებს, ან ჯოჯოხეთში მიკრავს თავს და სამუდამო გეენაში დამწვავს. რა მოხდა ცნობისმოყვარეობა რომ დამიკმაყოფილო მაინც? რას ემართლებით ამ გაზულუქებულ მამიკოს ბიჭს? _შენი საქმე არ არის და მოკეტე! რაც შენ გევალება, მხოლოდ ის გააკეთე, გადაარჩინე ეს , ჯერ ნუ მოკვდება. მანამ მაინც, სანამ გამოსასყიდს არ მივიღებთ, მერე კი ჯანდაბამდის გზა ქონია._კარების მიჯახუნების და გარედან ჩარაზვის ხმა გავიგე. მივხვდი, რომ გავიდა, მაგრამ მაინც გაუბედავად გავახილე თვალები. _ქვითარი აღარ ჩამიდო ამ ნაგავმა. მიხვდა ალბათ წინა ჯერზე, რომ მისამართი გავიგე. ნეტა რომელ აფთიაქში იყო?_კეფა მოიქექა ჩაფიქრებულმა._იმის იმედად ვერ ვიქნები, მიიღეს თუ არა ჩემი შეტყობინება, ამიტომ ამაღამ მივდივართ იცოდე._მტკიცედ და გადაჭრით მითხრა დალიმ. (როგორც იქნა გამახსენდა მისი სახელი.)._მოკლეთ, ჩვენი გეგმა ასეთია, შენ დაიწყებ ფართხალს, ვითომ შოკში ხარ, დავუძახებ, მიშველე, ნემსი უნდა გავუკეთო და დამიჭირე-მეთქი, აქ კი შენ იყოჩაღებ, გააკავებ და ნემსს მაგას გავუკეთებ, მალევე დაეძინება და მერე კი, ამ ჯურღმულიდან უკანმოუხდავად გავიქცევით. _მშვენიერი გეგმაა, მაგრამ ერთი მნუსი აქვს, ნახევრად შიშველი ვარ, თან ფეხზეც არ მაცვია, ჩემი ტანსაცმელი კარადაში ეკიდება ვითომ? გარეთ მგონი როგორ ყინავს. _ხოო, ცუდი ამინდია, მგონი წვიმს, წვეთები ეტყობოდა ქურთუკზე. მაგრამ ნუ გეშინია, მისი ტანსაცმელი მოგერგება. მთლად ზედაც ვერ დაგაკვდება, მაგრამ თბილად კი იქნები და სიცივე აღარ შეგაწუხებს. იქნებ აქვე მანქანაც ყავდეს და ფეხით არ მოგვიწიოს წანწალი. _ვაღიარებ, მაგარი გოგო ხარ._შევღიმე... _ჩემს დაკერვას ნუ ცდილობ, შეყვარებული მყავს. _შეყვარებული მეც მყავს, არ გკერავ. უბრალოდ, მართლა მაგარი გოგო ხარ და ვაღიარებ ამას, ჭკუა-გონება კარგად გიჭრის. _ცოტა ხმას დაუწიე._ჩურჩულით მისაყვედურა._არ გაიგოს და გეგმები არ ჩაგვიშალოს. მისი საყვედური გასათვალისწინებელი იყო და უმალ გავჩუმდი. გულისყურით ვადევნებდი თვალყურს წამლებს რომ ახარისხებდა. სავარაუდოდ, ჩემი ადრენალინი შპრიცში ამოიღო და ცალკე შეინახა. საძილე საშუალება კი, რომელიც იმ კაცისთვის იყო განკუთვნილი, ჯიბეში ჩაიდო. ცოტახანს კიდევ მოიცადა და გამაფთხილა, რომ ვიწყებთ იცოდეო და არაფერი შეგეშალოსო. დამანახა თვალები როგორ უნდა გადამეტრიალებინა და ციებიანივით თუ კრუნჩხვებში ჩავარდნილი ბავშვივით როგორ უნდა მეძაგძაგა. მოკლედ, რეპეტიციაც გავიარე, მოეწონა და მოულოდნელად ჩარაზულ კარს ბრახაბრუხი აუტეხა. _მიშველეთ!!! მიშველეთ!!! კვდება!!! ის იყო ავძაგძაგდი და სასაცილოდ დავიწყე მანჭვა-გრეხა, რომ კარიც გაიღო და შეშფოთებული ზორბა შემოვადა. _რა იყო, რა ხდება? _მიშველე, ეპილეფსიური შოკი აქვს და გააკავე როგორმე, ნემსი უნდა გავუკეთო! _რა ჯანდაბა მოუვიდა?_გაუკვირდა კაცს და ჩემსკენ გაუბედავად გამოეშურა, რომ გავეკავებინე. ის იყო მომიახლვდა, რომ მოულოდნელად მე ვტაცე ხლი და ჩემს მკლავებში ისე ძლიერად მოვიმწყვდიე, განძრევის საშუალება აღარ მივეცი. დალიმაც ამით ისარგებლა და დუნდულაში ლამის ძირამდე ჩაარჭო ხუთგრამანი შპრიცი. _ოხ, შე პატარა ! რა გამიკეთე?!_აყვირდა კაცი და უფრო აფართხალდა. ფერდზე ჭრილობა კი მატკინა, მაგრამ მაინც არ გავუშვი. _ისეთი არაფერი, მშვიდად დაძინებაში დაგეხმარება._ნიშნისმოგებით უთხრა და თვითონაც მომეხმარა მის გაკავებაში. დაახლოებით ხუთი წუთი მაინც იფართხალა და ძალს ჩვენ ვიყავით და ძალს ის. მერე კი, ნელ-ნელა შევატყე, რომ მოძრაობის უნარს კარგავდა და მალევე გაითიშა კიდეც. _ესეც ასე!_მოხერხებულმა ვეტერინარმა ხელები მოიფშვნიტა._ახლა შენი ჯერია, ადრენალინს გაგიკეთებ სწრაფი მოქმედებისთვის და აზროვნებისთვის და დავახვიეთ აქედან._მკლავზე ზონარი გადამიჭირა, ვენა რომ ამომიჯდა, ნემსიც გამიკეთა. იმ შეგრძნებას მართლა ვერ აღვწერ, რაც იმ ინექციამ გამოიწვია ჩემში. ძალა ხომ მომემატა ერთი-ორად კი არა, ერთი ათად, აზროვნებითაც ძალიან სწრაფად ვაზროვნებდი. ტკივილს ხომ საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ტახტიდან კი არ წამოვხტი, თითქოს წამოვფრინდი. უგონოდ მყოფი მუტრუკი ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე ხელში და ტახტზე დავაწვინე. ფეხსაცმელები და ქურთუკი გავხადე. მართლაც კარგად მქონდა და იმ ოთახიდან დიდი სიფრთხილით გამოვედით. ნახევრადჩაბნელებული ვიწრო დერეფანი ძუნძულით გავიარეთ და კიბით მაღლა ავედით. (იატაკქვეშა სარდაფში ვიყავით). იატაკიდან ამავალი კარი ღია დაგვიხვდა და სიფრთხილით ავედით განათებულ ოთახში. ერთი თვალის შევლებით შევათვალიერე იქაურობა და პირდაპირ გასასვლელ კარს მივადექით. შიგნიდან იყო ჩარაზული და გასაღები შიგნიდანვე ქონდა. გარეთ რომ გავედით, გვარიანად ბნელოდა და თან წვიმდა. _წვიმის ხომ არ გეშინია?_ჩემს თანმხლებს უცნაურად შევღიმე. (ეს უცნაურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ თავისუფლები ვიყავით უკვე და მიხაროდა.) _არა, რა შემატყე?_ითაკილა თითქოს და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. მეც უკან მივყევი. თითქოს სოფლის ორღობეში მივაბიჯებდით. სად ვიყავით წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ მაინც მივდიოდით. ახლა გაჩერება და იმაზე ფიქრი, საით წავსულიყავით, სიკვდილის ტოლფასი იყო. რამოდენიმე ჩიხის გავლა მოგვიწია. შორიდან მანქანის განათებულ ფარებს რომ ვხედავდით, ვიმალებოდით, რომ შემთხვევით თანამზრახველებს არ გადავყროდით. გვარიანადაც დავსველდით. თუმცა მე ვერც სისველეს ვგრძნობდი, ვერც სიცივეს და ვერც ვერანაირ ტკივილს. _ვიცი სადაც ვართ._მოულოდნელად სიხარულით შეჰყვირა გოგომ. _მართლა?_მეც გამიხადა, რადგან არანაირად არ მეცნობოდა ტერიტორია. ასეთ ჩიხებში არასდროს დავდიოდი. _ხო, მომყევი. ზეემკაზე ვართ. აქვე ახლოს ავტობუსების გაჩერებაა, მაგრამ რომელი საათია არც კი ვიცი. ფეხით მოგვიწევს კარგა მანძილის გავლა. _არაუშავს, მე შემიძლია. თუ დაიღლები ხელშიც აგიყვან. _ქუჩაში ვერ გავალთ, არავინ შეგვნიშნოს, სასაფლაოზე გადავიაროთ. გამოგიტყდები მეშინია, მაგრამ იმ არაკაცის უფრო მეშინია. სასაფლაოს ჩარაზულ კარსაც მალე მივადექით. დავეჯაჯგურე კი, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. ამიტომ ღობეზე გადავძვერი და დალიც გადავაძვრინე. _აქ არავინ დაგვიწყებს ძებნას და მოდი წვიმის გადაღებას დაველოდოთ._რატომღაც ჩურჩულით მითხრა დალიმ. ეკლესიის მაგვარ პატარა შენობაში შევედით. _ჩვენს ბედზე გაწვიმდა... როგორ მცივა._ხელის გულები ძლიერად გაუსვ-გამოუსვა ერთმანეთზე და გათბობას შეეცადა. ისეთი სველები ვიყავით, წურწურით გაგვდიოდა წყალი. დალი კბილს კბილზე აცემინებდა და ერთიანად ცახცახებდა, მაგრამ მე კი რატომღაც საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს. (ალბათ, ადრენალნის ბრალი იყო.) შემეცოდა, მკლავები მოვხვიე და მჭიდროდ ჩავიხუტე, რომ იქნებ გამეთბო როგორმე. არ გამძალიანებია. ვატყობდი, რომ გვარიანად სციოდა. დეკემბრის სუსხში, თანაც წვიმაში მართლაც საშინელება იყო. კარგა ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. მერე ისევ თვითონ მოისურვილა აქედან გაღწევა. _მგონი, გადაღებას არც აპირებს, ჯობია წავიდთ, თორემ შეიძლება მოგვაგნონ._თუმცა, ისე იყო გაყინული, მოძრაობა უჭირდა. ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე და ასე განვაგრძეთ გზა. სასაფლაოებიდან რომ გამოვედით მისი მითითებით განვაგრძე გზა. თავიდან კარგად მივდიოდი: არც სიცივე, არც ტკივილი. თუმცა, ნელ-ნელა სიცივესაც ვგრძნობდი და ტკივილსაც ფერდის არეში. დალიც ნელ-ნელა მიმძიმდებოდა, დავიღალე მისი ტარებით. მივხვდი, რომ ადრენალნიც და ტკივილგამაყუჩებლებიც ძალას კარგავდა უკვე. მაინც არ შევჩერებულვარ. წვიმამ ცოტა კი იკლო, მაგრამ სამაგიეროდ გვარიანად აცივდა. ბოლოს, ლიანდაგებზე ავედით და იქ ერთ-ერთ ძველისძველ ვაგონში შევედით. _აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, მაშინვე აქ დაგვიწყებენ ძებნას._გაყინული თითებით ქურთუკი გადამიწია და ფერდზე ჭრილობა შემიმოწმა._მართლაც გაგხსნია ნაკერები. მჭიდროდ უნდა გადაგიხვიო, თორემ ბევრ სისხლს დაკარგავ... ტკივილით გტკივა უკვე? _ხო, სულ ცოტათი._ვაღიარე. _არაუშავს, გაუძელი როგორმე. აქ ახლოს ჩემი ახლობელი ცხოვრობს და მასთან მივდივართ. ბევრი აღარ დარჩა. ეს რომ მითხრა, სველი სვიტერი გაიხადა და გაწურა. მერე მაისური გაიხადა, სვიტერი ისევ გადაიცვა. მაისური კი კბილებით გახია და ჭრილობა მჭიდროდ გადამიხვია. _ნეტა რომელი საათია? მალე გათენდება?_ვაგონის კარი გააღო და ცას ახედა._ცოტა კიდევ გადაიღო, კარგია._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. მერე მხარში ამომიდგა და ვაგონიც დავტოვეთ. დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ და რაღაც ჩიხში შევედით. ცოტა იქაც ვიარეთ მიხვეულ-მოხვეული გზებით და ბოლოს ერთ-ერთ რკინის კარზე მიაკაკუნა. მივხვდი, საიდუმლო პაროლი იყო ორი წყვეტილი მიკაკუნება, მერე ერთი და ისევ ორი. კარგა ხანს ვილოდეთ, სანამ კარს გაგვიღებდნენ. იმედიც კი გადამეწურა და იმას ვფიქრობდი, ამ საიცივეში სად უნდა გაგვეთენებინა, რომ ხმაურით გაგვიღეს კარი. ახალგაზრდა გოგო იყო, ასე თვრამეტ წლამდე, ფუმფულა ხალათში იყო გახვეული და აშკარად ნამძინარევი სახე ქონდა. გაკვირვებულმა შეგვათვალიერა. _წერტილა?.. რა გჭირს, სველი ხარ? ამ შუაღამეზე საიდან მოდიხარ, რა გაგჭირვებია? _შეიძლება შემოვიდეთ, გავთბეთ და მერე ვილაპარაკოთ?_მორიდებით კითხა "წერტილამ". _ხო, ხო, მოდით._კარი ფართოდ გაგვიღო და შიგნით შეგვიპატიჟა._გათბობასთან მიდით, მე მანამდე რამეს გინახავთ გამოსაცვლელებს და თან ჩაის დავადგამ._მაშინვე დაფაცურდა გოგო. დალი აქ ალბათ ხშირად მოდიოდა, რადგან ზედმიწევნით იცოდა სად რა იყო და თამამად გამატარა ოდნავ განათებული ვიწრო დერეფანი. მთლიან კედელზე გაკრული ნოხი გადაწია და კვადრატული ფორმის ოთახში შევედით, სადაც საგრძნობლად თბილოდა. ისე მივეფიცხენით, დამწვარი კანის სუნი რომ ვიგრძენით, იმით მივხვდით, რომ ვიწვოდით, თორემ სხვა ისევ ერაფერს ვგრძნობდით. ჩვენი მასპინძელი მალევე დაბრუნდა ტანსაცმლით ხელში. მე სპორტული ზედა-ქვედა გამომიწოდა, დალის კი ჯინსის შარვალი და ფუმფულა ყელიანი სვიტერი._მგონი მოგერგებათ. მართალია ჩემი ძმა ცოტა პატარაა ტანით შენთან შდარებით, მაგრამ მაინც მოგერგება. დალიმ იქვე დაიხადა სველი ტანსაცმელი, ჩემი არც კი მორიდებია და მშრალები ჩაიცვა. მეც მას მივბაძე. მასპინძელმა ჩემს ფერდზე გადახვეულ ჭრილობას რომ მოჰკრა თვალი, საიდანაც სისხლი ჟონავდა ისევ, ცოტა შეფოთდა. _გამტაცებლებმა ცივი იარაღით დაჭრეს. კი გავუკერე, მაგრამ გამოქცევისას ისევ გაეხსნა._დალიმ დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა._ცოტას მოვთბები, რომ თითები დავიმორჩილო და ისევ დავადებ ნაკერებს. აპტეჩკაში მოგეძებნება ალბათ საჭირო მასალა? _კი, როგორ არა._ჩვენი ტანსაცმელი წამოკრიფა და სავარაუდოდ აბაზანაში გაიტანა დასარეცხად. იქიდან მობრუნებულმა კი ლამის ნახევარლიტრიანი ფინჯნებით შემოგვიტანა ლიმნიანი ჩაი._დალიეთ, ცოტას ესეც მოგეხმარებათ გათბობაში. ცხელმა ჩაიმ პირადად მე მართლაც მიშველა. დალის რომ შევხედე, მასაც მოსვლოდა სახზე ფერი. ცოტა ხანს კიდევ შევთბით და მერე კი ჩემს ჭრილობასაც მიხედა. მართალია გამაყუჩებელი გამიკეთა, მაგრამ ალბათ სუსტი იყო და ჯეროვნად არ გამიყუჩდა. საშინლად მტკიოდა. მართალია, ხმამაღლა არ მიღიარებია, მაგრამ სახეზე მეწერა ალბათ. _გეტკინა არა?_საქმეს რომ მორჩა, თანაგრძნობით მკითხა დალიმ. _არაუშავს, გავუძელი. _ახლა ცოტა გამოვიძინოთ. ნუ, მე მჭირდება გამოძინება და მერე წავიდეთ აქედან. დიასახლისმა პლედები შემოგვიტანა. დალი დივანზე მოეწყო, მე კი სავარძელში. თუმცა არ მეძინებოდა. იმდენი მეძინა მისი წყალობით, მგონი გეგმასაც კი გადავაჭარბე. ხო და ფხიზლად მყოფს ფიქრისთვისაც ბევრი დრო მქონდა. ყოველი დეტალი გავიხსენე ჩემი გატაცებისა. მახსოვს, კაცი რომ მიყვიროდა, ფულზე არ ვიყიდებითო, მაგრამ ბოლო დროს გამოსასყიდს ახსენებდა ერთ-ერთი ზორბა. თუ ფულზე არ იყიდებოდნენ, გამოსასყიდს რაღატო ითხოვდნენ? ეგ კი არა, ნეტა, მისი უდიდებულესობა მამაჩემი აპირებდა ამ გამოსასყიდის გადახდას? ან, რა დანაშაული ქონდა ამისთანა, რომ მის გამო მეც ვერ მიტანდნენ და სასიკვდილოდაც კი მიმეტებდნენ? იმდენი ვიფიქრე, ტვინი ამტკივდა უკვე, მაგრამ ვერანაირი სავარაუდო მიზეზი ვერ მოვიფიქრე. ან, მე მქონდა ტვინი დახშული, ან არა და, თვითონ რომ არ ვიყავი რამე ისეთი საშინელების ჩამდენი, ვერც სხვაზე ვერ ვფიქრობდი. მოკლეთ, ამ ფიქრებთან ჭიდილში უფრო არ მომეკარა ძილი და დასვენების მაგივრად უფრო დავიტანჯე. დალის კი მშვიდად და უშფოთველად ეძინა. რამდენ ხანს ეძინა არ ვიცი, რადგან ოთახში საათი არ იყო. ფანჯრიდან შემოსული რიჟრაჟით მივხვდი მხოლოდ, რომ თენდებოდა. დალიმ რომ გაიღვიძა, ვისაუზმეთ. დიასახლისის მობილურითაც ვისარგებლეთ, (რომლის სახელიც რატომღაც არ თქვეს და არც მე ჩავძიებივარ.) დალიმ ვიღაცას დაურეკა, მანქანით მოსვლა სთხოვა. მე კი, მამაჩემთან დარეკვას ისევ დესპინესთან დარეკვა ვამჯობინე, რადგან მივხვდი, რომ მამაჩემის ტელეფონს მოსმენაზე აიყვანდნენ. ლეასაც არ გამოვრიცხავდი. ამიტომ დეპინე ვამჯობინე. ეს დღეები ალბათ ნერვიულობდა, რომ აღარ მვაკითხე. ნეტა, გაიგო, რომ გატაცებული ვიყავი? რატომღაც აბაზანაში გავედი და იქიდან დავურეკე. ეტყობა, რომ ხელში ეკავა ტელეფონი, რადგან მალევე გამაგონა. _დესი, საყვარელო._ძლივს ამოვთქვი ჩურჩულით. _შეენ?_ისე ძალიან გაუკვირდა, თითქოს ნათლადაც დავინახე მისი გაოცებულუ სახე. მაგრამ სახელით რომ არ მომიხსენია, მივხვდი, ვიღაცის თანდასწრებით არ უნდოდა ჩემი ვინაობის გამხელა. _მისმინე საყვარელო, გატაცებული ვიყავი და თავის დაღწევა მოვახერხეთ. მისამართი რომ გითხრა, მომაკითხავ? _კი, რა თქმა უნდა. ხომ კარგად ხარ?_ეს უკვე ჩურჩულით მკითხა. _ხო, არ ინერვიულო... მომენატრე. _მეეც... როგორ ვინერვიულე._შევატყე, ხმა რომ აუთრთოლდა._მართლა კარგად ხარ? შენი მანქანა, უფრო სწორად, მამაშენის მანქანა, მინაჩამტვრეული იპოვეს... _კარგად ვარ, არ ინერვიულო... პირველი პაემანი სადაც გვქონდა, გახსოვს? _კი._დაუფიქრებლად რომ მიპასუხა, გულში მეამა. _შეგიძლია იქ მომაკითხო? _კი, რატომაც არა? _კარგი მაშინ და ორ საათში გამოვალთ აქედან. სადღაც, ორსაათნახევარში მოდი იქ. დროებით. _დროებით._რომ გამითიშა, კარგა ხანს ერთ ადგილზე მილურსმულივით ვიდექი და თურმე ვიღიმოდი. ამ გოგოს მხოლოდ ხმის გაგონებაც კი მაბედნიერებდა და სასიამოვნო განცდებით მავსებდა. ისევ იმ ოთახში რომ დავბრუნდი, სადაც დალი და ჩვენი მასპინძელი მელოდნენ, ცოტა ეჭვითაც კი შემათვალიერეს. (ალბათ, ისევ ვიღიმოდი და იმიტომ). _სანდო ვინმე იშოვე, ვინც დანიშნულ ადგილზე მოგაკითხავს?_ცოტა ხნის დუმილის და უნდობელი მზერის მერე მკითხა დალიმ. _ხო, მომაკითხავენ._დავაიმედე. _ხო და ძალიან კარგი. ახლა ერთ მაგარ ყავას გეახლებით._მასპინძელს მიუბრუნდა "წერტილა" დალი,_ხომ მოგეპოვება პრიპასები? _კი. შენც ხომ დალევ?_ახლა მე მომიბრუნდა. თანხმობა რომ ვუთხარი, ოთახიდან გაცქრიალდა, მაგრამ ისევ შემოყო თავი._დამავიწყდა მეკითხა, როგორს მიურთმევ. _არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყავა იყოს. ყველანაირს ვსვამ. ყავამ გვარიანად მიშველა. გამომაფხიზლა და მოდუნებული სხეულიც გამიკაჟა თითქოს. სულ ოდნავ ფერდის ტკივილი კი მახსენებდა თავს, როცა უხერხულად ვმოძრაობდი, მაგრამ საგანგაშო არც არაფერი იყო. წუხანდელი გაციებიდან სურდოს ნიშნები ოდნავადაც რომ არ მქონდა, ეს ცალკე მახარებდა. თუმცა რაა, დალის თქმისა არ იყოს, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი მქონდა და ასე ადვილად ვერ მერეოდა უბრალო ავადმყოფობები. დათქმულ დროს მანქანამ რომ მოგვაკითხა და მძღოლი სახლში შემოვიდა, დალი კისერზე ჩამოეკიდა ბიჭს და მოურიდებლად ეძგერა ტუჩებში. _როგორ მომენატრე. ვიფიქრე, ვეღარასდროს გნახავდი._უსაყვედურა ბიჭმა._რომ შეეშვა ამ ყველაფერს, არ გინდა? ერთი სიკვდილი გამოვიარე..._მერე მე შემნიშნა სავარძელში რომ ვიჯექი და ეჭვით შემათვალიერა._ეს ვინღაა? _მის გამო წამიყვანეს, ჩემი მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა მივხვდით, რომ გამოშვებას აღარ გვიპირებდნენ და გამოვიპარეთ. ბიჭმა ერთხელ კიდევ შემათვალიერა. მართალია წვერი საკმაოდ მქონდა ამ დღეებში მოშვებული და ნაცემ-ნაბეგვი გვარიანად ვიყავი ჩალურჯებული, მაგრამ ეტყობა რომ მაინც მიცნო. _მოიცა, შენ ლექსო არ ხარ, ქაჯაია? ახალბედა მრბოლელი, რბოლის სამყარო რომ აალაპარაკე?_მოვიდა და ხელი ძლიერად ჩამომართვა._ვაა, რა მაგარია. შენი ფანი ვარ, პირადად გაცნობას ვნატრობდი და ეს ნატვრაც ამიხდა._აშკარად გახარებული იყო ჩემი ხილვით._მაინც რას გემართლებოდნენ ის ახვრები? _არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე. _პაპამ ტყემალი ჭამა, შვილიშვილს კბილი მოეჭრაო._გაეღიმა დალის._მამის ცოდვებს ედავებოდნენ... არ გეწყინოს, მაგრამ, კაი ჩათლახი ვინმეა ის მამაშენი... _პოლიტიკა ზოგადად ბინძური თემაა და მისი მიმდევრებიც უნდათ თუ არ უნდათ ამ ბინძურ საქმეში ეფლობიან._მომეჩვენა, რომ მამაჩემის გამართლება სცადა ჩვენმა დიასახლისმა. _რამე იცი და მიმალავ?_ეჭვით შევხედე დალის._მართლა არაფერი ვიცი და იქნებ გამარკვიო? _მე რა შუაში ვარ? პირადად თვითონ გითხრას მამაშენმა._თავი შორს დაიჭირა. _ნუ ხარ შენ დეტექტივის ამოხეული ბოლო ფურცელივით._გაუწყრა ბოიფრენდი._თუ არ გინდოდა თქმა, რაღას ლაპარაკობდი ქარაგმებით? წამოიწყე? კეთილი ინებე და გადი ბოლომდე, დროზე!_სიმკაცრე რომ გაურია ხმაში, დალი საცოდავად აიწურა._დროზე-მეთქი? ამ პატიოსან და ალალ-მართალ კაცს მაინც რას ემართლებიან? _როგორც ვიცი, ავთანდილმა ვიღაც გაწირა თავისი თანამდებობის შესანარჩუნებლად..._ეს თქვა და გაჩუმდა. _მერე?_ისევ სიმკაცრე გაურია ბიჭმა ხმაში. _რა მერე?_აბუზღუნდა დალი._იმ ვიღაცას პატრონი გამოუჩნდა და შური უნდა რომ იძიოს. _მერე, თვითონ ავთანდილს რატო არ ემტერებიან?_ალალად გაუკვირდა ბიჭს. _კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილო, არ გაგიგია შენ? მამამისმა მათი ახლობელი მოკლა... _მოკლა?_მღელვარებისგან გული ამიჩქარდა._ვინ მოკლა? რასთან დაკავშირებით? _მართლა არაფერი იცი?_თითქოს გაცხარდა დალი._თუ უცოდველ კრავად მოგაქვს თავი? _როგორ დაგარწმუნო, რომ არაფერი ვიცი?_მეც გავიმკაცრე ხმა._პატარა ბავშვი ხომ არვარ დედა დაგიფიცო? _რომ იცოდეს შენ დაგიწყებდა ლაპარაკს? უთხარი რაც იცი?_კიდევ უფრო გაიმკაცრა დალის ბოიფრენდმა ხმა. _მაღალი თანამდებობის პირები რომ საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად ათას სისასტიკეს სჩადიან, ეს ხომ მაინც მოგეხსენებათ ყველას? ამაზეც არ თქვათ რომ არ ვიცით არაფერიო, მაინც არ დაგიჯერებთ. ხო და მამაშენმაც თავისი მდგომარეობის და სკამის შესანარჩუნებლად თავისი კონკურენტი მოიშორა. მისმა ახლობლებმა გაჩუმება არ ინებეს, მაგრამ მამაშენმა ისინიც ძალმომრეობით გააჩუმა. ამის მტკიცებულებები ერთ-ერთ ჟურნალისტს ქონდა და მან რატომღაც იმის მაგივრად რომ სამართალდამცავებისთვის მიემართა, მამაშენი დააშანტაჟა და იმის მოშორებაც სცადა, თუმცა ის გოგო გადარჩა... _ვინ? ნინია? _ხო? იცნობ?_გაუკვირდა. _იმ წვეულებაზე მეც ვიყავი და მაგ ფაქტს შევესწარი... ის, ვინც მოიშორა მამაჩემმა, ვინ იყო, იცი? ან, ის გამტაცებლები ვინ იყვნენ? წუთიერი დუმილი, ისევ დალის ბოიფრენდმა დაარღვია, რადგან მიხვდა, რომ მისი შეყვარებული თქმას არ აპირებდა. _ამოღერღე! _გიგლა ნაჭყებია იყო... _ვინ?_ყურები ვცქვიტე. _გიგლა... _სახელი არა, გვარი რა თქვი? _ხო, არ მოგესმა, ნაჭყებია... დესპინეს ბიძაშვილი იყო. აი აქ კი რა დამემართა ვერ აღვწერ. სუნთქვა შემეკრა და გულიც გამიჩერდა თითქოს. _დესპინეს ბიძაშვილი?_ძლივს ამოვიჩურჩულე. _ხო, მაგრამ დესპინე შურისმაძიებელი სულაც არ არის. ბიძაშვილებს ყოველთვის უშლიდათ შურისძიებაზე ფიქრს. დარწმუნებული ვარ, მან არც კი იცის მათ რომ გაგიტაცეს. შენ რომ გხვდებოდა, მაგაზეც დიდი ფრონტი ქონდათ... _შენ რა იცი?_ახლა ამით დაინტერესდა მისი ბოიფრენდი. _მე და დესპინე გარე ბიძაშვილები ვართ..._ძლივს ამოღერღა სათქმელი. ამ ახალმა ამბავმა მართლაც გამაოგნა. თავზარდაცემული ვიყავი. გამოდის, დეპინეს ბიძაშვილის მკვლელი იყო მამაჩემი? იქნებ, დესპინეც შურისძიების მიზნით მხვდებოდა?... _პეპის მართლა უყვარხარ._თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო დალიმ, ჩემს დამშვიდებას შეეცადა._მამის და ბიძაშვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შენ აგირჩია და მერწმუნე, შენთან უანგაროდ და ყოველგვარი ფარული ზრახვების გარეშე იყო. ეჭვით რომ შევხედე, გამიღიმა. _ვიცი, ძნელი დასაჯერებელია ახლა ეს შენთვის, მაგრამ მერწმუნე, ასეა. პეპი კარგი გოგოა და სიბოროტე არასდროს უდევს გულში. ალბათ, არ იცოდა, რომ მისმა ბიძაშვილებმა გაგიტაცეს, თორემ არ დაინდობდათ და პოლიციაში განაცხადებდა. ან, უკან აედევნებოდა და გვიპოვიდა... დალი კი მარწმუნებდა, მაგრამ მე ვერ ვრწმუნდებოდი რატომღაც. ეჭვის ჭია მყავდა სულში ჩაბუდებული და ის მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა. იმაშიც კი შემეპარა ეჭვი, მას რომ დავურეკე და შეხვედრის ადგილი დავუთქვი, იმ მუტრუკებისთვის არ ეთქვა ყველაფერი. წასვლის დრო რომ მოგვივიდა, ერთი პირობა იქ მისვლა გადავიფიქრე, მაგრამ ბოლოს მაინც ჩავიქნიე ხელი, "მოხდეს რაც მოსახდენია". დალიმ და მისმა ბოიფრენდმა რომ ჩამომსვეს, დესპინე ჯერ არ იყო მოსული. ბიჭმა წასვლა გადაიფიქრა, მარტოს ხომ არ დაგტოვებ აქო, მაგრამ მე არ დავტოვე, წადით, არაფერი მომივა-მეთქი. ისინი რომ წავიდნენ, მალევე გაჩერდა ტაქსი და ჩემს ჟღალთმიანს მოვკარი თვალი. წუთით შევყოვნდი. მან ვერ შემნიშნა და გაფაციცებით დამიწყო ძებნა. ვერ გადამეწყვიტა მივსულიყავი თუ არა მასთან. ხუთი წუთი მაინც ვიორჭოფე. მერე კი მაინც დავენახე. _ლექსო!_გახარებულმა რომ იკივლა, მაშინვე გამოქანდა და ჩამეხუტა._როგორ შემეშინდა... მეგონა ვეღარასდროს გნახავდი... როგორ ხარ, ხომ კარგად ხარ?_აწყლიანებული თვალებით შემათვალიერა გულდასმით._ნაცემი ხარ?_მივხვდი ხმა რომ აუკანკალდა და სატირლად ემზადებოდა._გინდა, ექიმთან მიგიყვანო? _არ მინდა, კარგი ექიმი მყავდა გვერდით. ჩემს ბინაში მიმიყვანე, მე კაპიკიანი არ მიდევს ჯიბეში. მაშინვე ტაქსში ჩავსხედით და მართლაც ჩემს ბინაში წავედით. მეზობლები რომ ჩვეულებრივ შემხვდნენ, მივხვდი, ჩემი გატაცების ამბავი არავინ იცოდა. ასე აწყობდა ალბათ მამაჩემს. პირველ რიგში აბაზანაში შევედი, თბილი შხაპი მივიღე და წელზე პირსაწმენდშემოხვეული რომ გამოვედი როგორც მჩვეოდა, სამზარეულოს მივაშურე, საიდანაც უცნაური ხმები გამოდიოდა და სადაც დესპინე ფუსფუსებდა ალბათ. არც შევმცდარვარ. გაზქურასთან იდგა და რაღაცას აშიშხინებდა ტაფაზე. მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე. _ალბათ მშიერი ხარ. სანამ შენ აბაზანაში იყავი, მაღაზიაში ჩავედი და ცოტა რაღაცეები გიყიდე._შემომღიმა. _ჩემი საზრიანი გოგო, მართლაც რომ მგელივით მშია._ლოყაზე ვაკოცე._წავალ, მანამდე ტანსაცმელს ჩავიცმევ._ახლა ტუჩებში ვაკოცე და ჩემს საძინებელს მივაშურე. მალევე მოვიძიე ჩემი ტანსაცმელი, გადავიცვი და საძინებლდან გამოვედი თუ არა, კარზე მოგვიკაკუნეს კიდეც. გამიკვირდა, მაგრამ დეპინემ გამომძახა, კურიერი იქნება, რაღაცეები შევუკვეთეო და მეც იმედიანად გავაღე კარი. ყველაფერი კი თვალის დახამხამებაში მოხდა. რკინასავით მაგარი მუშტი მომხვდა ცხვირ-პირში და სანამ აზრზე მოვიდოდი, ის ორი ზორბა შემომეჭრა ბინაში. ჭრილობაშიც გამეტებით მომცხეს და ოსტატურად გამაკავეს. "ესე იგი, დესპინეც მათთანაა შეკრული."_მხოლოდ ამის გააზრება მოვასწარი და მისაღებში შემათრიეს კიდეც. ორივენი მე მეჯაჯგურებოდნენ, რომ ხელ-ფეხი გაეკრათ ჩემთვის, გვარიან წინააღმდეგობას კი ვუწევდი, მაგრამ ჩემს ფერდზე სუსტი წერტილი იცოდნენ და იმით მიმორჩილებდნენ. გვიან შევნიშნე დესპინე. ერთ-ერთ თავდამსხმელს ძლიერად რომ ჩასცხო მოზრდილი ტაფა თავში. მეორესაც მოუქნია, მაგრამ მან აცილება შესძლო და ისე გამეტებით შემოულაწუნა სახეში, რომ ეს უკანასკნელი წაიქცა. _შე ! შენი ბიძაშვილის მკვლელებს შეეკარი?_მერე მეორე თავდამსხმელს მიუბრუნდა, რომელიც აშკარად დარეტიანებული იყო თავში ძლიერი ჩარტყმით._მასთან რომ არ იჟიმაო,_ჩემზე ანიშნა._კაცები დალეულა ამ დუნიაზე? თუ მას ოქროსი აბია? ბიძაშვილებს გირჩევნია მისი თავი? _ლექსო რა შუაშია? მამამისს მოსთხოვეთ პასუხი._გაჭირვებით წამოდგა დესპინე და დავინახე, რომ ტუჩი გახეთქოდა და წითლად შეღებოდა ნიკაპი._თუ არა და, თქვენც კარგად იცით, რომ არც თქვენი ძმა იყო ფრთიანი ანგელოზი. ავთანდილმა დაასწრო და მან მოკლა. მას რომ არ დაესწრო, ხომ პირიქით მოხდებოდა? _შე გამყიდველო !_არაადამიანურად იღრიალა ისევ იმ ზორბამ და ის იყო მისკენ გაიწია, რომ ელვის უსწრაფესად წამოვხტი და ჩემს ჟღალთმიანს ზურგით გადავეფარე. _არ გაბედო თითის დაკარება, თორემ ჩემთან გექნება საქმე!_ვუღრიალე და მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტები მოვმუჭე. _რამე რომ შეგეძლოს, შენთვისაც კარგი იქნებოდა._ირონიული ღიმილით შემომხედა. მოულოდნელად ისე ძლიერად ამოვცხე ყბაში ქვემოდან მუშტი, რომ წაბარბაცდა. ამით ვისარგებლე და მეორე მუშტი ცხვირ-პირში ვაჯახე. ამასობაში მეორე ზორბა მოეგო გონს, მაგრამ ფეხზე წამოდგა თუ არა, დესპინემ ისევ თავისი ილეთი გამოიყენა და ახლა პირდაპირ სახეში სთხლიშა მოზრდილი ტაფა. _თქვე ველურებო!!! მხეცებო!!! პოლიციაში დარეკილი მაქვს იცოდეთ და სადაცაა მოვლენ!!! _ოხ შე !!! სანამ წავალ, ამას მაინც ჩავაძაღლებ!_საქამრედან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დააძრო და სანამ რამეს გავიაზრებდი, მესროლა. თუმცა დესპინემ მოასწრო და წინ გადამიდგა. მართლაც თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი. დესპინეს სხეული ჩემს წინ მოცელილივით რომ ჩაიკეცა, მე მას შევაშველე მკლავები, რომ ძირს დაცემის საშუალება არ მიმეცა. თავდამსხმელებმა ამით ისარგებლეს და ბინიდან კისრისტეხით გაცვივდნენ. _დესპინე!_არაადამიანური ხმით ვიღრიალე და მისი სხეული შევამოწმე. ლავიწის ძვალს ქვემოთ ქონდა ტყვია მოხვედრილი მარჯვენა მხარეს. გამავალი ჭრილობა არ ქონია. მისი ჯიბიდან მობილური ამოვიღე და 112-ზე დავრეკე. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მისი უსიცოცხლო სხეული ფრთხილად ავიყვანე და დივანზე დავაწვინე. მერე ბიჭებს დავურეკე, რომ მოსულიყვნენ ჩემთან. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. მასთან ერთად პოლიციაც. სასწრაფოდ გამომკითხეს რა მოხდა და მაშინვე საკაცეზე დააწვინეს. _ცოცხალია?_სასოწარკვეთილი მივვარდი საკაცეს. _დამშვიდდით ახალგაზრდავ, ხელს ნუ გვიშლით. ჯერ ცოცხალია. მოგვეცით იმის საშუალება, რომ გადავარჩინოთ. დესპინე რომ სასწრაფომ გააქროლა საავადმყოფოში, მე პოლიციამ წამიყვანა განყოფილებაში დასაკითხად. ერთი და იგივე კითხვას შვიდივე ბრუნვაში მისვამდნენ მგონი და ჩემს ნერვებზე თამაშობდნენ. ერთი სული მქონდა იქიდან დამეღწია თავი და ჩემი ჟღალთმიანის სნახავად წავსულიყავი. იმის გაფიქრებც კი არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო. _დამნაშავის ხელის დაფარება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია იცოდე და პასუხს აგებთ... რაც იცი ყველაფერი დაწვრილებით მოყევი იცოდე._მკაცრადგამაფრთხილა მელოტმა გამომძიებელმა. _რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევით. კურიერი მეგონა და კარი რომ გავუღე, მძარცველები შემრჩნენ ხელთ. _მძარცველები? და რა წაიღეს ბინიდან?_ეჭვით მოწკურა თვალები და ისე შემომხედა. _ვერ მოასწრეს. დესპინე დაესხა ერთ ერთ მძარცველს ტაფით და როგორც ვიცი, მანამდე ასთორმეტში დარეკა. _ასთორმეტში არანაირი ზარი არ შემოსულა იმ მისამართიდან შენი ზარის გარდა. _ალბათ, შესაშინებლად უთხრათ დავრეკეო, არ ვიცი და ისინიც დაფრთხნენ... _ცემის კვალი რატო გეტყობათ?_ეჭვით რომ მოჭუტა თვალები გამომძიებელმა, ნელ-ნელა სიბრაზე მომერია. _მცემეს და იმიტომ! _დღეს კაი, მძარცველები იყვნენ, მაგრამ ძველი კვალიც რომ აშკარად გეტყობათ. _ძველია თუ ახალი, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ახლა კი გამიშვით, რომ დესპინე ვნახო! არ მინდა ჩემს გამო მოკვდეს, გესმის ეს შენ? კი დამიქნია თავი მესმისო, მაგრამ რამდენად გაიგო არ ვიცი, ცოტა ხანს კიდევ ვყავდი განყოფილებაში გამოკეტილი და ნერვებმოსაშლელ დაკითხვას მიწყობდა. მერე, როგორც იქნა გამაფრთხილა, ქალაქიდან არ გახვიდე, კითხვები თუ გაგვიჩნდება ისევ დაგიბარებთო და გამომიშვეს. საავადმყოფოში რომ მივედი, სადაც დესპინეს ოპერაცია გაუკეთეს, მისი ძმა, ლეა და კიდევ ერთი ბიჭი დამხვდნენ. ლეამ დამინახა თუ არა, პატარა ბავშვივით აღრიალებული გამოქანდა და გულში ჩამეხუტა. _შენ მაინც როგორ ხარ? რამე ხომ არ დაგიშავეს იმ არამზადებმა? _მე რა საკითხავი ვარ, პეპი როგორ არის?_შიშით ვიკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე. _რთული მდგომარეობა აქვს, მაგრამ სტაბილურადაა. ტყვია ამოუღეს, დაზიანებული ძვლები იმპლანტით შეუცვალეს... ყოჩაღია, გამოძვრებაო. _ჩემმა დამ რომ ვერ გადაიტანოს, იცოდე, ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს!_ისე მკაცრად გამაფრთხილა მისმა ძმამ, ცოტა არ იყოს შევკრთი. _ლექსოს თავი დაანებე და იმ ნაძირალებს მიხედე!_არ დაუთმო ლეამაც და მანაც საკმაოდ მკაცრად გამოუცხადა დემეტრეს, თან წინ გადამეფარა, თითქოს მართლაც რამეს მიპირებდა ეს ლაწირაკი ბიჭი და ჩემი და ჩემს დაცვას ცდილობდა. _ახლა ამის დრო არ არის._უცნობმა ბიჭმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და დემეტრეს მკლავში მოკიდა ხელი._შენმა დამ თავისი არჩევანი თვითონ გააკეთა და პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას. დემეტრემ მხოლოდ ავად დამიბრიალა თვალები და უცნობს იძულებით გაყვა გვერდით. ვხედავდი, რომ რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ, მაგრამ რაზე, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. თუმცა, გუმანით ვხვდებოდი, რომ მათი კამათის მიზეზი მე ვიყავი. დესპინე გვიან მოვიდა გონზე, სადღაც ღამის სამი საათი იქნებოდა. პირველი ვინც მოიკითხა, მე ვიყავი და ისევ აიჯაგრა დემეტრე, თუმცა მისი დაშოშმინება ისევ შეძლო უცნობმა ბიჭმა და უნდოდა თუ არ უნდოდა, პირველი მე შემიშვეს მის სანახავად. პალატაში რომ შევედი, მუხლები საგრძნობლად მიკანკალებდა. ბავშვობის მერე რომ არ მეტირა, გადაფითრებული და ტკვილისგან ნატანჯი სახით რომ დავინახე, ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე. ხმამაღალი ღრიალისგან თავი შევიკავე, მის საწოლს გაუბედავად მვუახლოვდი, ჩავიმუხლე და საბნის ზემოდან მისვენებულ მის გაყინულ ხელს ჩავაფრინდი. _დეს, ჩემო სიხარულო, როგორ ხარ? თავისუფალი ხელი ქოჩორში შემიცურა და გაღიმება სცადა. _მინდა გითხრა, რომ ამ ასაკში არ ვაპირებ სიკვდილს... საიდუმლოს გეტყვი: ერთხელ ბოშამ მიწინასწარმეტყველა, რომ ღრმა სიბერემდე უნდა ვიცოცხლო, თანაც საყვარელი მამაკაცის გვერდით. ასე რომ ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან. გაოცებულმა ავხედე. _ხო, რა იყო?_გაეცინა._იმ ქალმა მითხრა, რომ ჩემი საბედო ჩემი გულისთვის თავით გადაეშვებოდა ზღვაში... პირველი ეტაპი გადალახულია. _მეორე რა არის?_მეც გამეღიმა. _შენგან სამი შვილის გაჩენა... დიდი ხანია მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ პირველი უკვე გზაშია... მაშინვე ვერ მივხვდი რაც მითხრა. ორი-სამი წუთი მაინც დამჭირდა გასააზრებლად. შეშფოთება რომ ჩაებუდა მწვანე თვალებში, მივხვდი, ეგონა, რომ მე მისგან შვილი არ მნდოდა. _რა თქვი? გაიმეორე. ხმა რომ ვეღარ ამოიღო, მის მუცელს ჩავეხუტე. იმის გაცნობიერება, რომ იქ ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი ბინადრობდა, მეც დამაკარგვინა მეტყველების უნარი და მხოლოდ გამალებით მიმუშავებდა ტვინი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ჟღალთმიანიც გადარჩა და ჩვენი შვილიც. ****************************** ორ კვირაში გამოწერეს ჩემი საყვარელი დესპინე საავადმყოფოდან. მისი ძმის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მე მაინც ჩემთან წავიყვანე სახლში და ოფიციალურად გამოვაცხადე ჩემს მეუღლედ. არც მამაჩემს გახარებია დიდად ეს ამბავი, დესპინე ხომ მისი კონკურენტის თუ მეტოქის ახლობელი იყო? მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე. ჩემი დესპინე ჩემს სიცოცხლესაც კი მერჩია და მის გამო მთებსაც გადავაადგილებდი. ერთთვიანი გამოძიების და გულის გამაწვრილებელი და გამაღიზიანებელი დაკითხვების მერე როგორც იქნა ჩვენზე თავდამსხმელებიც დააკავეს და პასუხისგებაშიც მისცეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ჩემი გატაცების შსახებ არც მე მითქვია არაფერი და არც მათ, სასჯელი არ დაიმატეს. მამაჩემი კი მოულოდნელად რომ გადადგა თანამდებობიდან, ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მისი ადგილი ნინიამ რომ დაიკავა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. ნამდვილად არ ვამაყობ იმით, რომ მამაჩემს მრავალი ბინძური საქმე და მკვლელობაც კი შერჩა, მაგრამ კი გავჩუმდი და არაფერი ვთქვი. შეიძლება, უფრო იმიტომ, რომ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა. ვერ ვიტყვი იქაც მთლად პატიოსნად იქცეოდა და საქველმოქმედო ფონდიდან არ იჯიბავდა ათასებს თუ მილიონებს, მაგრამ ავადმყოფებსაც რომ ეხმარებოდა და რამოდენიმე სრულად გამოაჯანმრთელა, ესეც დასაფასებელი იყო მისი მხრიდან. ივნისის დასაწყისში კი მე და დესპინეს ჟღალთმიანი ბიჭი შეგვეძინა. მართალია, დესპინემ იმშობიარა, მაგრამ არც მე განმიცდია ნაკლებად მისი ტკივილები. ჩვენი მჩხავანა ვაჟი მას რომ გავდა შხედულებით, ეს მთელმა მედპერსონალმა აღნიშნა. გამიგია, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება შესაძლებელია, მაგრამ კალიგრაფიას მაინც ვერ შეცვლიო. რატომაც არა? მე, მაგალითად, შევძელი: ქარაფშუტა მექალთანეობიდან ოჯახის ერთგულ კაცად გარდავიქმენი. სრულად მაკმაყოფილებდა ჩვენი სახელოსნოდან და მანქანების ბიზნესიდან შემოსული თანხა ოჯახის სარჩენად. ლეამ მასწავლა, რომ ძვირადღირებული და იაფფასიანი მანქანაც ორივე ერთსა და იმავე დანიშნულებამდე მშვენივრად გადააადგილდება, ძვირიანი და იაფფასიანი საათიც ერთი სიზუსტით აჩვენებს დროს. მოკლეთ, ფუფუნების საგნები სიცოცხლისთვის აუცილებელი სულაც არ არის. P.S. ხო, ის გამომრჩა, რომ ლეამ და რატიმაც დაუკავშირეს ერთმანეთს ბედი და ისინიც ბედნიერად ცხოვრობენ. ილო ჯერ ისევ ხალასტოი დაძვრება ქალებში. (ინეზასთან ვერ ააწყო რაღაც ურთიერთობა.) რაც შეეხება სპარტაკს კი, მამაჩემის მარჯვენა ხელობას გამოჰკრა კბილი. (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.