ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 7)
*** იმედი როცა ქრება, ადამიანი მაშინ კვდება, ხომ არ მოგესმათ, კვდება და არა-გარდაიცვლება! იმედის უქონლობა ძალიან საშიშია. სასოწარკვეთილება შიგნიდან გჭამს, განადგურებს და სული სხეულთან ერთად სასწაულად იტანჯება. როცა ჩვენგან საყვარელი ადამიანები მიდიან იქ, მარადიულ სამყოფელში... ხვდები რაოდენ უსუსრი ხარ, რაოდენ უძლური და რაოდენ რთულია გაუმკლავდე ტკივილს, რომელიც გულში ძლიერად გაქვს... - ადა, უნდა გაძლიერდე, უნდა გაძლიერდე. - თვალცრემლიანი ალაგებდა ბაბუას ოთახს და თავის თავს ბუტბუტით ამხნევებდა. - ნელა ბაბუა, ნელა. - ოთახში ბიჭებმა ლამის ხელში ატატებული გიორგი ბაბუა შემოიყვანეს. - რა მოხდა? რა ჭირს გიორგი ბაბუს? - ადა შეხვეულ ფეხს დააშტერდა. - იღრძო. - რა? მოტეხილი ხომ არ ააქვს? - არა, გადავუღეთ სურათი, ხაბაზთან გვყავდა და გადაუხვია, თუმცა მინიმუმ ორი კვირა უნდა იწვეს და ფეხი არ უნდა დაძაბოს. - რა გამაჩერებს ორი კვირა დაწოლილი? - ჯუჯღურებდა. - არა, გიორგი ბაბუ, მე მოგივლით და დროც მალე გავა. მალე ხომ უნდა გამოკეთდეთ? - უღიმოდა ადა. - აჰ, იმიტომ არის კარგი გოგო ოჯახში. - ღიმილითვე უპასუხა ცხადაძეს. - ბაბუა ახლა ქონების დატოვებებს არ ვართ.- იომ ხელები უკამყოფილოდ გაშალა. - ამას სულ როგორ ადარდებს ქონების გაყოფა და ა.შ. - თვალები მკაცრად დაკვესა გიორგი ბაბუამ, - იო, სხვა რამ არ გადარდებს? - კაი ხო, ვხუმრობ, ხომ იცი „იუმორის მეფე“ვარ. - მერე გადი და იუმორინაში მიიღე მონაწილეობა. - იუმორინაში არა, მაგრამ TV რიონზე, ხომ არ გავხსნა ჩემი ღამის შოუ? - საიდან მოაქვს ასეთი იდეები? - უიმედოდ გახედა ბაბუამ შვილისშვილს. - ბაბუა, ფეხი ოდნავ მაღალზე უნდა გედოთ, - ცხადაძემ ფეხი ფრთხილად ასწია და ბალიში ქვეს ამოუდო. - ასე სისხლი უკეთესად იმოძრავებს. საღამოობით კუნთებზე მასაჟს გაგიკეთებთ, რომ ძალიან არ მოდუნდეს. წამლები არ გამოგიწერეს? - წამლები? - ხო, ანუ ტკივილგამაყუჩებელი. ნაღრძობმა ფეხმა ყრუ ტკივილი იცის და არ უთქვამს ექიმს? - შენ ამდენი საიდან იცი? - იო, რა მნიშვნელობა აქვს? - ადამ სახე უკმაყოიფლოდ დამანჭა. - ე.ი ყველა მე რატომ მჩაგრავს, დედაა. - იომ „ვითომ ტირილი“ მორთო. - იო გადი გარეთ, - საძინებლიდან გააგდო ძმამ ძმა. - მე დავურეკავ ექიმს და ვკითხავ, ბევრი ხალხი ჰყავდა და შეიძლება გამორჩა. - კარგი, ბატონო გეგა. საჭმელი ხომ არ გინდათ? - მიუბრუნდა გიორგი ბაბუს, - თქვენ ახლა ხაში, რომ ჭამოთ კარგი იქნება. - ხაში? - ხომ იცით ხრტილოვანი ძვლების აღსადგენად ძალიან სასარგებლოა, ასევე ხაჭო და მაწონი შეგვიძლია ავურიოთ ერთმანეთში და ისიც კარგია, წავალ მე და გაგიმზადებთ. - მამა, რა მოგივიდა? - ლევანი გაფითრებული სახით შემოვარდა. - რა სახე გაქვს, შვილო? - გაეცინა შვილის შეშინებულ სახეზე. - გეგა, რაო ექიმმა? ხომ არაფერია საშიში? საავადმყოფოში ხო არ ჯობია დავაწვინოთ? - მამა, შეგიძლია დამშვიდდე? - ბაია და თომაც გზაში არიან, ქეთიც მალე მოვა, ისე შეგვეშინდა ყველას. - ლევანმა წყალი ტუმბოდან აიღო და ერთი ამოსუნთქვით დალია. - მაშინ გამიყვანეთ მისაღებ ოთახში დივანზე, აქ ყველა ვერ დაეტევით. - გიორგი ბაბუ, აქ გამოხვედით? - ლანგარზე დადებული ჭიქა მიაწოდა. - იფ, რა გემრიელია, მოიცა თაფლის გემო რატომ აქვს? - ცოტა თაფლი დავუმატე. არ მოგწონთ? ალერგიული, ხომ არ ხართ? - არა, არა გემრიელია ძალიან. - ბაბუა, რა მოგივიდა? - გიჟივით შემოვარდა თომა, უკან ბაია და ქეთი მოყვებოდნენ. - კარგით, ხალხო, ძალიან ავღელდი, რომ აგაღელვეთ. - თმები აუქოჩრა ნაბოლარა შვილისშვილს, - არაფერი საგანგაშო არ არის, ფეხი გადამიბრუნდა, უმნიშნელო ნაღრძობია. - მამა, კიდევ კარგი ოპერაცია, რომ არ დაგჭირდა. - ქეთი ცრემლებს იწმენდდა. - ამდენს თუ იტირებთ და იჟივლებთ, გულზე შეიძლება დამჭირდეს. თავი მიცვალებული მგონია, ყველა თავზე რომ მადგახართ! - გაჩერდი, მამა! კარგი ენის იყავი! - გიორგი ბაბუ, თუ ჭამეთ წავიღებ ჭიქას. - მორიდებით იკითხა ადამ. - მოდი, შვილო. გემრიელი იყო, დილითაც გამიმზადე. - აუცილებლად. - სამზარეულოში გავიდა ცხადაძე, თან მობილურმა დაურეკა. - დიახ, დიახ ბატონო გელა... ჩამოვიდა უკვე ქვა? რა კარგია, მოხატვას, როდის დაიწყებთ? ... ხო, სამი წითელი გაშლილი ვარდი, რომ დაახატოთ, როგორც შევთანხმდით, კი დაბადების და გარდაცვალების წლებს მოგწერთ სამივესას და თანხას ნაწილს ჩაგირიცხავთ და ნაწილს მერე. კარგით, მადლობა... - რა ქვას აკეთებ, ადა? - ქეთი დეიდა, - თავი დახარა, - ჩემი მშობლების და ბებიის. - და ვარდებს რატომ ახატავ? - მათი სურათები არ მაქვს... ხომ, იცით პატარა ვიყავი, როცა მშობლები დამეღუპნენ, მათი არც სახეები მახსოვს და არაფერი, ბების სურათიც არ მაქვს, - სევდა ნარევი ღიმილი დასთამაშებდა ადას, ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, ზედასაც ნერვიულად იხვევდა თითზე - ამიტომ რადგან ვარდები ძალიან მიყვარს, ასე გადავწყვიტე... - მოდი აქ, - ქეთის გული აეწვა. - უკაცრავად? - ვერ მიხვდა ადა და დიდრონი ლურჯი თვალები შეანათა დიასახლისს. - მოდი აქ, ჩაგიხუტო, - ხელები გაშალა. - მე? - გული აუჩუყდა ადას, - შეიძლება? - ფრთხილად გადადგა ნაბიჯები. ქეთიმ ძლიერად ჩაიკრა გულში, ცრემლებს ვერცერთი ვერ იკავებდა, - ქეთი დეიდა დიდი მადლობა, მადლობა ამ სითბოსთვის, ალბათ ბოლო 15 წლის მანძილზე თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვინც გულში ჩამიხუტა. მადლობა, - უჩვეულო სითბოს გრძნობდა ადა სხეულში, ენით აღუწერელს, - რამოდენიმე ხნის წინ მეგონა, რომ მარტოსული ვიყავი, ადამიანი, რომელსაც არავინ ჰყავს, მაგრამ თქვენი წყალობით დღეს თავს ძალიან მდიდარ ადამიანად ვგრძნობ, მადლობა. ახლა გარეთ თუ არ გვედი ჰაერზე, გონება შეიძლება დავკარგო. - აცრემლებული თვალებით ეზოში გავარდა ცხადაძე, ქეთი კი ემოცია დაშრეტილი იდგა. - დე, - ღია კარებში თვალ ცრემლიანი გეგა იდგა. - რა იყო, დე? - მადლობა. - რისთვის? - რაც ადასთვის გააკეთე... მე ხშირად მინახავს, როგორ ეხუტება ხეებს, როგორ ადამიანს, ამიტომ მადლობა, ასეთი კეთილი გული, რომ გაქვს. შეიძლება მეც ჩაგეხუტო? - გეგა... - ფართოდ გაუშალა ქეთიმ შვილს ხელები. - ბოლოს როდის ჩაგეხუტე დე... - არაუშავს, დედი. - ქეთის ცრემლების ნაკადი ნიკაპთან ერთვოდა. - ეე, თქვენ ორნი უჩემოდ რას აკეთებთ? - შემოვარდა იო. - აუუ, მეც მინდა. - ე.ი რომ ვაკვირდები თომა უფროა 24 წლის, ვიდრე შენ. - იცინოდა ქეთი. - კარგით ახლა გავიდეთ მისაღებში, - ცრემლებს იმშრალებდა, - მივატოვეთ ბაია. - უცხო ხო არაა, კიდე ჩამეხუტე რაა. - იო წკმუტუნით მიჰყვებოდა უკან . - ბაი, როგორ ხარ? ეს დღეებია არ შეგხმიანებივარ. - რავი, ნორმალურად. მარწყვის სეზონი დასასრულს უახლოვდება, პომიდორი და კიტრი წელს მგონი საუკეთესო იქნება. - თომა, - გადასჩურჩულა იომ, - რას სჭირს დედაშენს? გეგასავით მონოტრულად რატომ ლაპარაკობს? - არ ვიცი, გუშინ მაგალითად, იჯდა ჩაფიქრებული, რძე გადმოსული, დაქცეული, გაზი ჩამქვრალი, ეს ვერც გაზის სუნს გრძნობდა და ვერც დამწვრობის სუნს. - ეე, თედო, რომ წავიდა, იმაზე ხომ არ დარდობს? - თედო? სად წავიდა? - თვალები გაუფართოვდა თომას. - რუსეთში, რესტორნისთვის რაღაცეები იქეთ უნდა ვიყიდოთ. - აა, თუ ეგაა მაგის მოწყენის მიზეზი, ე.ი მალე ქორწილი და რამე ჰა? - ხანდახან მგონია დედაზე კი არა უფროს დაზე ლაპარაკობ. - იომ ტუჩი აიბზუა. - ფაქტიურად, უფროსი დაცაა და დედაც. - ბიცო, რატომ ხარ ასეთი ჩაფიქრებული? - იო ბაიას მიუბრუნდა. - მე? აჰ, ეს დღეებია კარგად არ მძინავს, ზედა სართულზე ინდოელი სტუდენტები გადმოვიდნენ და მთელი საღამო ინდურ მუსიკებში ვარ. - მე რატომ არ მესმის? - თომამ თავი წამოყო. - შენ შვილო, შენი მუსიკებით მოძრაობ, სულ ყურსასმენები გიკეთია და რას გაიგებ? - გაეცინა ბაიკოს. - ააა! - ვაიმეე რა გამახსენდაა, - წამოხტა იო. - ხო, აბა. - ე.ი დღეს ჩემმა თანამშრომელმა მომიყვა, მეზობლის კაცი გარდაგვეცვალაო, მოვიდა სასწრაფოო და კიო, მკვდარიაო. კაცებმა, შევალთო, მოვაწესრიგებთო, არ არის ეგო ქალების საქმეო და გარეთ ვდგავართო, ვლაპარაკობთ „რა კარგი კაცი დაიღუპაო“, და არ გამოვარდა ეს მიცვალებულიო? ვინ ვის ასწრებდაო, ვერ გაიგებდიო. ამან გაირა- გამოიარა და შევიდა სახლში და იქ მყოფებს კითხა, რა ხდებაო? - ვაიმეე, რა შიშს ნახავდნენ, იმერული ესკიზებია. - იმერულ ესკიზებში მიცვალებული კი არ ცოცხლდება, ეს გაცოცხლდა. - იღრიჯებოდა იო. - მე ვიყავი ერთხელ სოფელში პანაშვიდეზე, - დაიწყო ქეთიმ, - ხოდა რატომღაც ყველა ჭიშკრები ღიაა, შემოდგომაა და მოსავალი შეაქვთ და აბინავებენ, ერთი ჩვენი თანამშრომელი წინსწრებით წავიდა და ერთ ეზოში იკითხა :“უკაცრავად, მკვდარი აქ ცხოვრობსო?“ უნდა გენახათ ჯერ იმ კაცის გაოგნებული სახე და მერე ჩვენი ხარხარი. - ეჰ... სიცოცხლე ასეთია, მიუხედავად, დიდი ტკივილისა, რასაც საყვარელი ადამიანების დაკარგვით ვიღებთ, ცხოვრება მაინც გრძელდება. - ამოიხორა ბატონმა გიორგიმ და სიყვარულით თვალი მოავლო ოჯახის წევრებს. *** არის მომენტები, როდესაც ვხვდებით, ჩვენს თავს რაღაც უცნაური ხდება, როცა მას ვხედავთ, გვეღიმება, სული კი სხვანაირად ფარფატებს. ცდილობ გაექცე შინაგან მეს, დამალო შენი ემოციები სხვებისგან, მისგან... სხეულის მიმიკებს მკაცრად აკონტროლებ, თუმცა როცა ხედავ, შენდაუნებურად ბაგის ერთი კუთხე ჩუმად ჩაიღიმებს, თვალები ბედნიერია, გული კი გამალებით ცემს. ზოგჯერ სიყვარული, ხომ ისე მოდის ჩვენ, გულის მფლობელები ვერც კი ვიაზრებთ, თუ როგორ ივსება ჩვენი სხეული ახალი მათრობელა და განუმეორებელი გრძნობით. გეგა აივნიდან თვალს არ აცილებდა ეზოში მოფუსფუსე ადას. - გამოფხიზლდი! - გეგამ მთელი ძალით თავში ჩაირტყა ხელი, - ვაიი, ბევრი მომივიდა, მეტკინა! - სახე დაემანჭა ტკივილისგან. - რას უყურებ? - ხელი მოხვია ძმამ. - ეს ჩახუტება რა საჭიროა? - მძიმე მკლავების მოშორება სცადა. - აა, ადას უყურებ? მოგწონს? - რრა? რრა თქვი? - კაი, რა იყო მერე? რა შეშფოთდი ევროპასავით! - არა, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადაზე უნდა ვიზრუნო. ეს კი ცოტა არ იყოს, მაღელვებს. - არ გეტყობა , რომ ღელავ. - არა? - გვერდულად გახედა იოს. - სულ არა, პირიქით, უფრო ბედნიერი ჩანხარ! - უფრო დაბნეული ვარ... - არ დაიბნე, მე მხარს გიჭერ. - რაში? - ყველაფერში. - გაუღიმა უფროს ძმას, - ეს ბავშვი ვინ არის? - ეზოში შემოსულ ბავშვს გახედა. - არ ვიცი. - ჩავედი მე ქვემოთ. - გამარჯობა, დეიდა. - ყვავილების მორწყვაში გართულ ადას პატარა გოგო მიუახლოვდა. - ვაი, შემაშინე. - ადა მოულოდნელად შეხტა, - ევა, აბა როგორ ხარ? ბებოს მოაკითხე? - ცხვირზე აკრა თითი. - აჰამ, სახლში მოვიწყინე და აქ მოვედი, შენთან. - ჩემთან? - ხო, წინა მოსვლაზე ბევრი ზღაპრები მომიყევით და კიდევ მინდოდა. - ეს პრინცესა ვინ არის? - იო? სახლში ხარ? - ადამ მზე ხელით მოიჩრდილა. - როგორც მხედავ, მეც სახლში ვარ, გეგაც და თომაც უნდა იყოს სადღაც. - მერე გიორგი ბაბუ გამოიყვანეთ გარეთ, კარგი ამინდია. - უკაცრავად, რატომ მბრძანებლობთ? - იომ წარბები გაბრაზებით შეყარა, - მე აქ ამ პრინცესას გასაცნობად მოვედი და არა შენი ბრძანებების მისაღებად. - რა ხდება? - სამეულს თომა მიუახლოვდა. ევა კი თავაწეული აკვირდებოდა ბიჭებს. - თქვენ ბევრი სტაფილო ჭამეთ ბავშვობაში? - იკითხა უცებ. - სტაფილო? - აბა ამხელები როგორ გაიზარდეთ? მეც მინდა. - აა, უკაცრავად, პრინცესავ, ჯერ თქვენი სახელი მიბოძეთ. - ევა. - ე.ი პრინცესა ევა, მარტო სტაფილო არ შველის ამ საკითხს, ჯანსაღად უნდა იკვებო, ხბოს ხორცი, თევზი, თაფლი, კვერცხი, და ა.შ. - იომ სია გასცა. - აა, ამიტომაა თამარა ბებო, მაგათ ჭამას, რომ მაძალებს? - ეე, შენ თამარა ბებოს საიდან იცნობ? - ჩემი ბებიაა. - შენი ბებია თუა ამდენხანს, რატომ არ გიცნობდი? - თბილისში ვცხოვრობდი, დედა საზღვარგარეთ წავიდა, ამიტომ ახლა ქუთაისში მომიწევს ცხოვრება თქვენს მეზობლად. - აა, ძალიან კარგი, მე იონა ვარ. - მე თომა. - მე კიდევ გეგა. - უხერხულად იღიმოდა უფროსი კალანდაძე. - როგორ უხდება ღიმილი, - თომამ გადაჩურჩლა იოს. - არ თქვა, მზე იმალება, ეგ რო იღიმის. - სერიოზულად, გელაპარაკები. - ვიცი ხო, უხდება და გულიც მითბება. - სიყვარულით სავსე თვალებით გახედა ძმას. - თქვენ კიდევ აქ ხართ? - დონჯებ შემორტყმული იდგა ადა. - დიახ, აბა სად უნდა ვიყოთ? - დაიბნა გეგა. - იო, ხომ გითხარი გიორგი ბაბუს დაეხმარეთ გარეთ გამოსვლაშითქო? მის სხეულს ახლა „D” ვიტამინი, მზის სხივები ძალიან სჭირდება, ამიტომ სწარაფად. - დედაა, ეს ვის ოჯახშიც შევაა. - თვალები სასაცილოდ გადაატრიალა იომ. - რა, რა რომ შევა? - დაინტერესდა ევა. - მტრისას, ყველას ფეხის წვერებზე ატრიალებს. - ვააა, მართლაა? ანუ ბალერინები გახდება ყველა? - გულუბრყვილოდ იკითხა ევამ. - აუუ, ბალერინები და ბალერონები გავხდებიით, ხა ხა ხა, - აუტყდა სიცილი იოს. - თომაა, შენ დაგხატავს „ელასწიკი“. - ჩემზე მეტად გეგას. - ნუ ღლაბუცობთ. - ეს ადას, რომ ხედავს მაშინ ხდება თაფლი და მურაბა? - მესმის! - ჩაიბურდღუნა გეგამ. - იო, - აეკრა თომა ბიძაშვილს, - მიშველე. - ოჰ, ბიჭებო, რამ შეგაწუხათ? - წიგნი გვერდით გადადო ბაბუამ. - ბრძანებაა, გარეთ მზის სხივებზე უნდა გაგიყვანოთ. - ვინ გასცა ბრძანება? იქნებ არ ვექვემდაბარები ან ჩემი ბრძანებით ვაუქმებ? - ნწ, არ გამოვა, ადამ ჩვენ გვიბრძანა და ჩვენ ვერ ვაუქმებთ, მხოლოდ ვემორჩილებით. - კარგით, კარგით, - წამოჯდა ბაბუა, შვილისშვილები გვერდი-გვერდ მიუსხდნენ და წამოყენებაში მიეხმარნენ. - მართლა, როგორი მზიანი ამინდია, - სავარძელში მოკალათდა ბაბუა. - ბალიში, არ გამოგიტანიათ? - სკამზე ფეხი ფრთხილად დაადებინა ადამ. - ხო მზის სხივები აუცილებელია და ქუდი? ქუდი უნდა დაიხუროთ, ან ისე მიწიეთ სავარძელი, რომ ჩრდილი კისრის ზემოთ გეცემოდეთ. - არის, უფროსო! - გაიჯგიმა იო. - კარგი, წავალ მე ყვავლინარს მივხედავ, ევა შენ აქ იყავი ან ბებოსთან შედი. - იყოს, აქ გავჩერდები. - პატარა სკამზე მოკალათდა პრინცესა. - ევა, სკოლაში დადიხარ? - კი, პირველი კლასი დავასრულე. - კარგია სკოლაში თუ ისე რა? - არაა, კარგია. - კითხვა გიყვარს? - სხვა თუ მიკითხავს ის უფრო მომწონს, მაგალითად, დედა როცა აქეთ იყო ხშირად მიკითხავდა. ახლა, ადამ წამიკითხა, ისეთი თბილია, მეგონა დედა ჩემს გვერდით იყო. - ორივე ხელებს ჩამოეყრდნო ევა და ადას უცქერდა. - თითქოს ჩემი შინაგანი ტყუპისცალია. - შინაგანი? - აა, იცით მე ტყუპები ვარ ზოდიაქოთი, მართალია უკვე მქონდა დაბადების დღე, მაგრამ საჩუქრის გაკეთება თუ მოგინდებათ, ნებისმიერ დროს ავიღებ. ადა, შემპირდა ლოლის თოჯინას, ხოდა ხელფასს მალე გადაუხდით ხომ? ხო, იმას ვამბობდი, რომ მე შინაგანი ტყუპისცალი მყავს და ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით. მასე რატომ მიყურებთ? - ხელებდაკრეფილმა ახედა ოთხივეს, - არა და არა, გიჟი არ ვარ, საღ აზრზე გესაუბრებით. - იო, ეს ბავშვი მართლა 7 წლისაა? - თომა პირდაღებული ბუტბუტებდა. - ისე, როგორი თბილია არა ადუნა? ასევე გულუბრყვილოც, არა? ამასწინ რაღაც მოვატყუე და იცით დაიჯერა. - ქვედა ტუჩი სასაცილოდ გადმოაბრუნა ევამ, - ისე, გიორგი ბაბუ თქვენ ყველაზე უფროსი ხართ და ხომ მართალი ვარ ადაზე? - კი, კარგი გოგოა. - თმები საყვარლად აუწეწა მოტიკტიკე ბავშვს. - ვაიმეე, გიორგი ბაბუუუ, არ გინდათ ჩემი თამარა ბებო ცოლად მოიყვანოთ? - ახალი აღმოჩენით გახარებული წამოხტა ევა. - რა თქვა? - გეგას მინერალური წყალი გადასცდა მოსმენილისგან, იო და თომა ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ, გიორგი ბაბუს კი ვითომ არ გაუგია ნათქვამი და მშვიდად ადევნდებდა თვალს ადას, რომელიც სათითაოდ წმენდდა ყვავილების ფოთლებს, ეჩურჩულებოდა და უღიმოდა. - ბაბუ, ქორწილი როდის დავნიშნოთ? - დამშვიდდით! - მკაცრად დაკვესა თვალები ბაბუამ, - ბავშვი რაღაცას იფანტაზიორებს, თქვენ ყველაფერში კი არ უნდა აყვეთ? ეს, რომ ქალბატონმა თამარმა გაიგოს, წარმოიდგინეთ როგორ უხერხულში ჩავარდება? მეტი დაკვირვება გმართებთ და მორჩით ღლაბუცს! ამ ოჯახში სამი კაცია დასაქორწინებელი და ჯობია ამაზე იფიქროთ, თქვენს ასაკში მე... - ცოლიანი იყავით და ამ სახლს აშენებდით, - იომ დაასრულა ბაბუას ნათქვამი. - დიახ! ამიტომ სერიოზულად! - ოჰ, ევა, შენი ტიკტიკის გამო, საყვედური მოგვხდა. - დაეჭყანა იო თამაშში გართულ ბავშვს. *** სევდები გულის, ათინათები სულის... ფიქრები წარსულსა და აწყმოში... არაფერია მარტივი... ირგვლივ მილიონი პრობლემაა, სული, გული სევდების ქარცეცხლშია... სულის ათინათები ციცინათელსავით ანათებენ ჩაღამებულ ფიქრებში და იმედის, პოზიტივის სხივებად გვეფინებიან... შეუძლებელს შესაძლებლად ხდიან, გულის სევდებს გაღიმების სურვილი უჩნდებათ და სულიც პერიოდულად სრულ სიმშვიდეს განიცდის... ჭრილობები შუშდება, მაგრამ იარები მუდამ თან გვრჩება და თითოეულთან შეხება კვლავ გვაფიქრებს და გვასევდიანებს... - ჩემო ხეო, აბა როგორ ხარ? როგორ ლამაზად გაფოთლილხარ? გიხდება! ალბათ მოგენატრე ხომ? მაგრამ მე იმდენი რამ გადამხდა თავს, იცი, რომ ძლივს გადავრჩი? აბა, ჩემი სახლში, სადაც ვცხოვრობდი დაიწვა, მაგრამ ახლა აქვე შენს მეზობლად გადმოვედი, ვეცდები უფრო ხშირად გნახო. იცი თავი ზღაპარში მგონია, თუმცა ჩემი თავი ვერცერთი ზღაპრის გმირს ვერ მივამგვანე. კონკიას ვგავარ, მასავით ვალაგებ, მაგრამ მას ბოროტი დედინაცვალი და დები ჰყავდა... რაპუნცელს მხოლოდ გრძელი თმებით ვგევარ... ფიფქიასავით ლამაზი კი არ ვარ... არც ბელა ვარ ურჩხული და მზეთუნახავიდან... ალბათ „ზღაპარი ადაზე“ უნდა დავწერო, ხომ? რა უნდა გითხრა იცი? იცოდე არ იეჭვიანო, შენი ჩახუტებაც ძალიან მათბობს, უბრალოდ ქეთი დეიდამ გულში, რომ ჩამიკრა, წამით სუნთქვა შემეკრა... ისეთი სითბო ჩამეღვარა სხეულში, მუხლები ლამის მომეკეცა... წარმოვიდგინე დედაჩემი ცოცხალი, რომ მყავდეს, სულ ჩავეხუტებოდი, სულ ვაკოცებდი, სულ მოვეფერებოდი... - გული აუჩუყდა ადას, მკლავები თავისივე მხრებზე მჭიდროდ შემოიხვია და ხეს მიეყრდნო. - ადა! - ცივად გაისმა დილის სიჩუმეში ბიჭის ხმა. - ბა ბა ბატონო... - შეშინებულმა თვალები დაჭყიტა. გეგა აცრემლებული თვალებით იდგა ერთ ადგილას, თითქოს ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა. - ბატონო გეგა, მყესი ხომ არ დაგეჭიმათ? - ადა მასთან მივარდა. - შეიძლება. - ძლივს ამოიბუტბუტა. - ჩამოჯექით სკამზე და ნელნელა დაიზილეთ ხელით. - კი, კი ... - იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა, ადაც გვერდით მიუჯდა. - გაგიარათ? - კი უკეთ ვარ, მადლობა ზრუნვისთვის. - გაუღიმა. - ღიმილი ძალიან გიხდებათ, ბატონო გეგა. მიხარია, რომ ისევ იღიმით... - ცას ახედა ადამ. - ამისთვის შენ უნდა გადაგიხადო მადლობა. - მე? - ერთ დღეს, როდესაც ჩემში ყველა ემოცია გაქრა და დავრჩი გამოფიტული არსება გრძნობებისა და ემოციების გარეშე, ადამიანი, რომელიც ვერც სიყვარულს, ვერც სიცარიელეს, ვერც სიძულვილს თუ სხვა ემოციას ვერ გამოხატავდა და მოხდა რა? ერთ მშენიერ დღეს, ვიგრძენი ჩემს სხეულში ნელნელა დაიწყეს ემოციებმა აფუთფუთება... იცი ამის მიზეზი ვინ არის? - ვინ? - ადამ აღელვებით წამოყვირა. - შენ... - გეგამ, თვალი თვალში გაუყარა აფორიაქებულ გოგოს. - მე? - ენა დაება და სახეზე აჭარხალდა, - მე, მე, მე რა შუაში ვარ? რაღაც გეშლებათ. - სკამის ბოლო კუთხეში მიიყუჟა, დამფრთხალი. - არც მე ვიცი რა შუაში ხარ. - ხელი გაუწოდა, - გთხოვ, ცუდად ნუ გაიგებ, ნუ აღელდები, უბრალოდ, მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ ჩემში გამქრალი ემოციები ისევ დააბრუნე... ისევ შემიძლია გავიღიმო, ვიცინო, ბრაზი გამოვხატო, ჩავეხუტო საყვარელ ადამიანებს და ა.შ. - მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა... - ადა უმწეოდ იღიმოდა. - არც არაფერი უნდა თქვა, შენ ხომ ... როგორ თქვი? „ადას ზღაპარი“ თუ „ზღაპარი ადაზე“ უნდა დაწერო? ზღაპრებში, ხომ პრინცები არჩენენ პრინცესებს, ჩათვალე, რომ შენს ზღაპარში პრინცესამ გადაარჩინა პრინცი. - თვალი ჩაუკრა. - მე უნდა წავიდე... - წამოხტა აფორიქაებული და აწითლებული ადა და ბილიკს სირბილით გაუყვა. - ღმერთო, რა საყვარელია... - სიყვარულით სავსე თვალებს არ აშორებდა გეგა. *** ცხოვრების ლაბირინთებში ახლართულები, ბევრჯერ დავადგებით სწორ გზას, თუმცა აფორიქებულები, თვალთბინდ გადაკრულები, ისევ ლაბირინთებში ვიხლართებით და ასე გრძელდება მანამ, სანამ ვინმე ხელს არ გამოგიწვდის და სწორ მიმართულებას არ გიჩვენებს. - თემუ... მითხარი აბა როგორ მოვიქცე? ამ ბოლო დროს სულ ის დღე მახსენედება, თედო, რომ გაგაცანი, შენ კი მას უთხარი „ აბა შენ იცი, ბაიას თავს გაბარებო!“... აჰ, როგორი რთულია... სადღაც შუაში გავეჭედე და გზას ვერ ვპოულობ... არც გული და არც გონება არანაირ მინიშნებას არ მაძლევს, 50-50-ზე გაიჭედა ორივე და არც ქვემოთ და არც ზემოთ მიდიან! რა უნდა ვქნა? - თავი მუხლებში ჩარგო ბაიამ. - დე, სახლში ხარ? ეე, რა სუნია? - სამზარეულოში შევარდა თომა და გაზი გამორთო, - დე, კარგად ხარ? ჩაგეძინა? - რა ხდება? - დაბნეული თვალებით იყურებოდა ებრალიძე. - ეგ მე უნდა გკითხო, - ხელები გულთან ჩაიხვია თომამ და გამომცდელი სახით დააკვირდა დედას. - რა გჭირს ეს ბოლო დღეებია? ამასწინ რძე გადმოგივიდა, ახლა საჭმელი ჩაწვი... აღარ მეტყვი? - არაფერია ისეთი, უბრალოდ ჩავფიქრდი... - ვიცი ვინც არის შენი ჩაფიქრების მიზეზი. - საიდან იცი? - შეშინებულმა წამოიყვირა. - დეე, ნუ ახლა პატარაც აღარ ვარ... რაღაცეებს ვხვდები უკვე და ზოგჯერ შენზე ადრეც კი... თედო გენატრება? - რაა? - წყალი პირიდან ფანტანივით გადმოუშვა ბაიამ. - კარგი რა დედა, ზაფხული კი მოვიდა, მაგრამ ასეთი წუწაობა არ მიყვარს. - სახე ხელსახოცით მოიწმინდა. - მოიცა, მე რა, ხმამაღლა ვფიქრობდი? - საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა. - რა მნიშვნელობა აქვს ხმამაღლა საუბრობდი თუ ჩუმად? ის, რომ თედოს უყვარხარ მეც, იომაც და გეგამაც ვიცით! ამიტომ, - ხელები ჩასჭიდა დედას შვილმა, - იმაზე ფიქრი თუ როგორ მოიქცე, ისე რომ სხვებმა არ გაგკიცხონ, რადგან ქვრივი ქალი ხარ, ასეთი დიდი შვილი გყავს და ა.შ თავიდან ამოიგდე. პირველ რიგში, იფიქრე შენს ბედნიერებაზე, რატომ? ხალხი ბრბოა, ცუდად თუ ხარ ის უხარიათ, კარგად თუ ხარ ძალიან ცოტაა შენს მხარეს გულწრფელი გულით. იმ ცოტა ხალხში კი მე ვარ და სხვები რას იფიქრებენ არ მაინტერესებს! მე მინდა შენ სახეზე ბედნიერ ღიმილს ვხედავდე. ის წლები რომლებსაც ოჯახს, შვილს, გარდაცვლილ მეუღლეს თუ სამსახურს უძღვნი, ისე გაქრება უკან, რომ მოიხედავ იტყვი, ეს დრო როგორ გასულა? ალბათ მეტყვი, მთავარია შენ ხომ სწორად გაგზარდე. დიახ, ყველა დედისთვის მთავარი ეს არის, მაგრამ მე როგორც შვილს ძალიან მინდა შენს სახეზე ქალურ ბედნიერებასაც ვხედავდე... რატომ თედო? იმიტომ, რომ ბევრი ის თვისება დავინახე, რაც ჩემს პრინციპებთან ახლოა, ამიტომაც როცა მე ჩემს კარიერას სადმე სხვაგან გავაგრძელებ, ვიცი, რომ აქ შენ კარგი ადამიანის გვერდით იქნები. ის შენ ახალგაზრდობიდან გიცნობს და მხარში მუდამ ამოგიდგება... სხვა ყველა, როცა დაინახავს შენს ბედნიერებას, მერე ამ ფაქტსაც მიიღებენ, შეეგუებიან და თუ არ მიიღებენ, იცოდე მე ვიქნები ის საყრდენი, რომელიც მუდამ შენს მხარეზე იქნება. - თომა... - ცრემლებს ვერ იკავებდა ბაია შვილის სიტყვებზე. - სუ. ნუ ტირი. - გულში ჩაიკრა დედა, - ჩემზე უკეთ არავინ იცის თუ როგორ გტკიოდა, როგორ ვტიროდით ერთად, თუ როგორი სევდით სავსე დღეები თუ წლები გამოვიარეთ ერთად. ახლა კი ძალიან მშია და რავიცი დამწვარი საჭმელით, როგორ მოიმადლიერებ ჩემს გულს. - მაშინ რამე გამოვიძახოთ. - აუუ, შაურმა რაა. - ხომ გითხრა მწვრთნელმა ბევრი არ ჭამოო? - კარგი რაა, იმ კვირაში ზბორებზე მივდივართ და იქაც მეყოფა ჯანსაღი კვება. - ოხ, რა ხარ. ეს უარის თქმა ხომ ვერ ვისწავლე. - აუ, იმდენი მოგება მე და წარმატება, რაც შენ ჩემთვის უარი გაქვს ნათქვამი. მკაცრი დედა! - როდის მოასწარი ასე გაზრდა? - იცინოდა ბაიკო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.