შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გავთხოვდი


17-06-2021, 13:20
ავტორი gabi du
ნანახია 3 111

ნინა, ჩემო სიცოცხლევ... არა... ეს რა ჩაიდინე? ახლავე შეწყვიტეთ! არ გაბედოთ! არ გაბედოთ! იცოდეთ სიკვდილს მოგანატრებთ მას, რომ რამე მოუვიდეს. - ვყვიროდი ხმის ჩახლეჩვამდე. ხან ნინას უგრძნობ სხეულს ვეფერობოდი ხან ექიმს ვწვდებოდი საყელოში და გამეტებით ვურტყამდი.
- უკვე გვიანაა. ინექცია ეს ესაა შევუყვანე. - გაუბედავად მომიახლოვდა ექთანი. ახლა მას მივადექი და კედელს ავაკარი.
- სათითაოდ დაგხოცათ ყველას. რამე გააკეთეთ. ახლავე! დროზე! - ვყვიროდი შეშლილი სახით. - გთხოვთ... არ მომიკლათ, გადამირჩინეთ... გევედრებით. - მუდარაზე გადავედი და მუხლებზე დავეშვი. ავქვითინდი... ქალივით, მოთქმით. მაგრამ ვაი, რომ ვერც ყვირილიტ და ვერც მუდარით ვშველოდი.
- შოკის აპარატი მოიტანეთ! ახლავე! - მისწვდა ჩემს ყურთასმენას ექიმის სიტყვები.
- ექიმო, ხომ იცით, რომ აზრი არა აქვს. - უთხრა ერთ-ერთმა თეთრხალათიანმა, მგონი ასისტენტუ უნდა ყოფილიყო.
- როცა ორ ადამიანს ასე უყვარს ერთმანეთი აზრი ყველაფერს აქვს. - უპასუხა ექიიმა და ელექტროშოკი მოქმედებაში მოიყვანა. არ მახსოვს მე სად ვიყავი, ოთახში თუ, გარეთ გამიყვანეს. არც ის მახსოვს რამდენი დრო გავიდა, რას ვაკეთებდი, რას ვგრძნობდი... თუმცა რა უნდა მეგრძნო, გარდა სიცარიელისა, როდესაც ჩემი ცხოვრების სიხარული ხელიდან მეცლებოდა. ჩცემი ცნობიერება ათვლას იმ წერტილიდან იწყებს, როცა ექიმი მხარზე ხელს მირტყამს და მეუბნება სიტყვას - გილოცავთ.
ერთიანად დავმშვიდდი, თავიდან დავიბადე. ხელახლა ვისწავლე სუნთქვა...
მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ზუსტად ორი წელია სახლიდან ფეხი არ გამიდგამს. უფრო სწორედ, ზუსტად სამჯერ გავედი. ერთხელ, როცა ვლადი მოვიყვანე სახლში. მეორედ 4 თვის წინ ლანა, რომ სამშობიაროდან გამოვიყვანეთ და მესამედ დღეს. დღეს, რატომღაც ძალიან მომინდა ჩემი სახლის მიმდებარედ მოფანტული გვირილები დამეკრიფა. ჩემი ,,პოსტი" რმდენიმე ხნით ჩემი ქცევით გაოცებულ ვლადს გდავაბარე და შევისრულე კიდეც სურვილი. დაკრეფილი ყვავილების ნაწილი ლარნაკში ჩავდე, ნაწილით კი გვირგვინი შევკარი და ნინას დავადგი თავზე. მერე რაა, რომ ვერ ხედავს ვიცი იგრძნობს. მას ხომ ძალიან უყვარს გვირილები... გვირილები და მე... მე, რომელსაც ეგოისტურად მაბედნიერებს ჩემს საძინებელში მოწყობილ პალატაში გაბმული აპარატის წრიპინი. ამაზე საამო ჩემთვის არაფერია, რადგან სანამ ის წრიპინებს ვიცი, რომ იმედი ჯერ კიდევ არის. ჩემი ნინა ჯერ კიდევ სუნთქავს და არ შეერთებია მარადისობას. მე და ვლადი ყოველ წამს ვდარაჯობთ მის სუნთქვას. ვლადი ის ექიმია, რომელმაც ნინა გადაარჩინა. სწორედ მისი გადარჩენისთვის დაითხოვეს სამსახურიდან ,,უპასუხისმგებლო" გადაწყვეტილებისთვის. მას შემდეგ აქ მყავს, მასზე კარგს და საიმედოს ვის ვნახვდი ნინას სიცოცხლის მოდარაჯედ. ამასობაში მეგობრები გავხდით. მეგობრები რა, მასზე ყველაფერი ვიცი მან ჩემზე - არაფერი. დღემდე კლავს ინტერესი რამ მიიყვანა ნინა ამ ნაბიჯამდე. რატომ სწირავდა თავს ლანას გამო. ან ლანა რატომ მყავს სახლში, ოღონდ სხვა სახლში. რატომ არასდროს მივდივარ მასთან და თვითონ რატომ მოდის კვირაში ორჯერ ჩემს სანახავად და არასდროს ნახულობს ნინას. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იცის - ნინა მიყვარს. რაც არ უნდა ბანალური და უსახო იყოს ეს სიტყვა, მინც მხოლოდ ამით შეიძლება გამოითქვას ის რასაც მთელი არსებით ვგრძნობ. რაც ერთდროულად მკლავს და მაცოცხლებს.
- ნინა, გეყოფა ჩემი წვალება. ასე ნუ მსჯი. თვალები გაახილე გთხოვ. - მივუახლოვდი და ბალიშზე მიმობნეულ თმებზე დავუწყე ფერება. ინსიქტურად გამექცა ხელი თმებიდან მისი ლამაზი სახის ნაკვთებისკენ. სათითაოდ დავუკოცნე შუბლი, თვალები, ცხვირი და ბოლოს... ბოლოს ტუჩები. ამ ხნის მანძილზე პირველად გავბედე და შევეხე. თითქოს გულში სარი ჩამარჭვეს და შუაზე გამიპეს. ცხადად ვიგრძენი გულიდან გადმოსული და მთელს სხეულში განაწილებული მდუღარე სითხე. შუბლზე შუბლი მივადე, მის მკლავს ხელი ჩავაყოლე, თხელი და ცივი მტევანი ტორებში მოვიქციე და კიედევ ერთხელ ძალაწართმეულმა შევევედრე. - გაიღვიძე, გთხოოვ. უშენოდ ვეღარ ვძლებ. - მომეჩვენა, რომ ხელზე თითები მომიჭირა. იქვე გამეთიშა გონება. გონს აპარატების კივილმა და ვლადის ხელებმა მომიყვანა.
- მუშაობა მაცადე გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება.
- ხომ...ხომ არაფერი... - ვერ წარმოვთქვი საშინელი სიტყვა, რომელიც გონერბაში მიტრიალებდა.
- ყველაფერი კარგად იქნება. ხმა გაიმკაცრა და კარისკენ მიბიძგა. კართან არ მისული მონატრებულმა ხმამ ადგილზე გამაშეშა.
- ი..რა....კლი. იკა... ირაკლი. - ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შემდეგ კი სუფთად იძახდა ჩემი გოგო ჩემს სახელს.
- აქ ვარ. აქვარ ძვირფასო. - მივვარდი მაშინათვე. გაოცებული მომაჩერდა. ჯერ დავიბენი, მერე მივხვდი, რომ 2 წლის გაუპარსავ, იმამივით წვერში ჩემი ცნობა გაუჭირდა.
- გარეთ დამელოდე ირაკლი, ხომ ხედავ უკვე ღვიძავს. 10 წუთიც მოითმინე და მერე ეალერსე რამდენიც გინდა. - გამიბრაზდა ვლადი და ჯიკავით გამაგდო გარეთ. ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი, სულელივით ვიკრიჭებოდი და მაინც ჩემი ეს მდგომარეობა ყველაზე ჭკვიანურ და თავშეკავებულ ღიმილს მერჩია.
- მისი უკანასკნელი სიტყვაც შენი სახელი უყო და პირველადაც ირაკლი წარმოთქვა. გთხოვ მოაგვარე ეს არეულობა. - მიტხრა ვლადმა და ისწე გამეცალა არც კი მომისმინა. მაშინვე ნინასთან შევედი.
- როგორ ხარ?/ - ძლივს ამოვთქვი არადა რამდენი რამის თქმა მქონდა გადაწყვეტილი.
- ასეთი არ მომწონხარ. შენს თავს რა უქენი? - ხმ აუთრთოლდა.
- იგივე, რაც შენ შენს თავს დამართე. - ბრზმა მომიცვა უცებ. - ასე რატომ მოიქეცი?
- მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი. - თვალი ამარიდა მაგრამ მის სიტყვებს სიმტკიცე ნამდვილად არ აკლდა.
-მერე?
- რა მერე?
- შენი აზრით გამაბედნიერე? - გამმომცდელად მივაჩერდი.
- ლანა?.. - სიტყვა ბანზე ამიგდო თან გაუბედავად მოიკითხა ჩვენი ტრაგედიის მთაქვარი მიზეზი.
- ლანა? რა ლანა ნინა. რა ლანა. ჩვენ ახლა შენზე და ჩემზე ვსაუბრობთ. შენ ისევ ლანას გაიძახი. მშვენივრადაა, ძალიან კარგად, შენგან განსხვავებით ცხოვრებით ტკბება და უკვე 4 თვის ბიჭის დედაცაა. როგორც ჩანს შენი მსხვერპლის გარეშეც ადვილად გამოძვრა. შენ? შენ რა დამართე შენს თავს და მე რა დამმართე ნინა? როგორ იფიქრე, რომ შენი სიცოცხლის ხარჯზე ბედნიერი ვიქნებოდი. ნუთუ ესეთი გგონივარ? - უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და სიტყვებს.
- რამდენი ხანია რაც მძინავს? - შეშფოთებული მომაჩერდა.
- 2 წელი გავიდა დღეს. - შედარებით დაწყნარებულმა ვუპასუხე.
- როგორ გაიგე?
- შენმა ანდერძმა გადაგარჩინა. ნოტარიუსს ერთ ფურცელზე დაავიწყდა ხელმოწერა. სადაც შენი ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო. ამიტომაც შენ რომ ვერ დაგიკავშირდა ტატას დაურეკა. მადლობა ღმერთს... მადლობა ღმერთს რომ მოგისწარი. ღმერთო ჩემო, რომ დამეგვიანა რა უნდა მექნა? -ისევ მეწყებოდა ნერვული შეტევა.
- ირაკლი! - თვალები დამიბრიალა ოთახში შემოსულმა ვლადმა. - პაციენტს დასვენება სჭირდება. შეგიძლია ისტერიკები ორ კვრაში მოუწყო. მანამდე დროც გექნება სამეცადინოდ. - ხმით გაეცინა ნინას, რამაც მეც ღიმილი მომგვარა.
- ექიმო, როდის შევძლებ სახლში წასვლას? -ჰკითხა ნინამ.
- ისედაც სახლში ხარ ძვირფასო. შენმა გიჟმა ქმარმა მთელი საფრანგეთი ფეხზე დააყენა სანამ პალატის მის სახლში მოწყობის ნებაართა არ მიიღო. ორგანიზმი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული გაქვს. მხოლოდ ესაა კიდურების ფუნქციის აღდგენას დასჭირდება ცოტა დრო. ამასაც სწრაფად დაძლევ, მჯერა, ყოჩაღი გოგო ხარ.
- საავადმყოფოში არ ვარ? - გაოცებულმა შემომხედა.
- ჩვენი საძინებელი გადავაკეთე ნინა. აქ ხარ, შინ, ჩემთან.
- და ფრრენას? - გაოცებულებმა რომ შევხედეთ დააკონკრეტა. - საქართველოში წასვლას ვგულისხმობ.
- 2-3 თვე მაინც მოგიწევს თავი შეიკავო. სხვა ყველაფერი წესრიგშია. უთხრა ვლადმა დაყვავებით. შემდეგ კი მე მომიბრუნდა. - თუ ჭკვიანად იქნები მოგცემ უფლებას დარჩე, თუ არადა აგიკრძალავ მის ნახვას სანამ არ გამოჯანმრთელდება. - რაღას ვეტყოდი, პირში წყალი ჩავიგუბე და ლოდინი დავიწყე.
ორი კვირის შემდეგ, მე და ნინა ვერანდაზე ვისხედით. უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო. 2 დღეში მასაჟების კურსს ამთავრებდა და უხაროდა. ამ ხნის მანძილზე მარტო ვერ მოვიხელთე. ვლადი კუდში დაგვყვებოდა. რამდენჯერაც ვთხოვე დალაპარაკების საშუალება მომეცითქო თვალებს მიბრიალებდა ჯერ პრობლემები მოიგვარეო. ვერაფერით მივხვდი რა პრობლემა ჰქონდა მხედველობაში. იმ დღეს სამინისტროში გამოიძახეს და მოუწია მარტო დავეტოვებინეთ.
- ამდენი ხანია და ტატას არ დაურეკავს, არც დედაშენს. ალბათ გაბრაზებულები არიან ჩემზე. - მითხრა და ცრემლჩამდგარი თვალები ამარიდა.
- არ მითქვამს, რომ გაიღვიძე. ტვენახევარში საქართველოში ჩავალთ და სიურპრიზს მოვუწყობთ.
- ჩავალთ? შენც აპირებ წამოსვლას?
- რატომ არ უნდა ვაპირებდე?
- რა თქმა უნდა მე ვერაფერს აგიკრძალავ, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტია ირაკლი. ამ ხნის მანძილზე იმდენი რამ გააკეთე ჩემთვის საკმარისზე მეტია. ორი კვირაა სახლიდან არ გასულხარ. სამსახურში რატომ არ დადიხარ?
- მე გადავწყვეტ რამდენია საკმარისი და რამდენი არა. სამსახურს რაც შეეხება უკვე დიდი ხანია ონლაინ ვაგვარებ ყველაფერს. ასე, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვს.
- ხომ ხედავ, რომ უკვე კარგად ვარ. ასე არ შეიძლება. დროა სახლში წახვიდე. - გამომიცხადა კატეგორიულად.
- აბა ახლა სად ვარ? - ვკითხე გაოცებულმა.
- მართალი ხარ, ეს მე ვარ სტუმარი მაგრამ ჯერ ფრენის უფლებას არ მაძლევს ვლადი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს დრო ჩემს გვერდით უნდა გაატარეო. საკმარისია. შერნ არაფერშიუ ხარ დამნაშავე მე ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით გადავდგი. გთხოვ, სახლში წადი. ბავშვს მამა სჭირდება, მითუმეტეს ახლა ისეთ ასაკშია არცერთი წუთი, რომ არ უნდა გამოტოვო დაუმახსოვრებელი. - გაოცებული ვუყურებდი, ვერ გავაცნობიერე რას მეუბნებოდა. როგორც იქნა გონებამ მისი ნათქვამი გადახარშა და ავფეთქდი.
- რას ბოდავ ნინა? რას ბოდავ? - ყელის ჩახლეჩამდე ვყვიროდი ის კითვალებგაფართოებული მიყურებდა. - ანუ რა გაწუხებს თურმე. მე, ირაკლი სიჭინავა ორი წლის მანძილზე ვით ვზივარ და გელოდები თვალს როდის გაახელ. ცხოვრება, სუნქვა შევწყვიტე უშენოდ. ყველა და ყველაფერი ფეხზე დავიკიდე შენთან ერთად დავასამარე საკუთარი თავი. ახლა, როც გონს მოხვედი და სიხარულით ძლივს ვახერხებ, რომ მიწაზე დავეტიო. ხელებს ძლივს ვიმორჩილობ არ შეგეხო, კოცნით არ დაგახრჩო მაგრამ მეშინია, მეშინია არ გატკინო, არ დაგაბნიო... თურმე სად ვბანაობ. შენს წარმოსახვაში ერთი ნაძირალა ვარ, რომელიც ქალს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს და მის გამო თავი გასწირა აპარატზე ჩართულს ვტოვებს და ყოფილ საყვარელთან ბავშვის კეთებითა ვარ გართული. რომელიც მხოლოდ სინდისის ქენჯნის გამო გევლება თავს. კი ბატონო ლანას შვილი ჩემი სისხლი და ხორცია, მაგრამ არა ჩემი შვილი. ის ჩეცმი ძმის შვილია, ლანა კი ჩემი რძალი. ამ კავშირს არ აღვუფრთოვანებივარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლანა მიყვარს და გული მწყდება. არამედ იმიტომ, რომ რძალი ისეთივე სუფთა უნდა იყოს შენს წარმოდგენაში როგორც საკუთარი და. მე კი ბევრჯერ საკუთარ თავზე მიგემია მისი აღვირახსნილი სექსუალობა. აი ეს არ მომწონს ზუსტად. მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა ასე გადაწყვიტა. მის სურვილს პატივს ვცემ. რაც შეეხება სიყვარულს... ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს თვალებში, ჩემს თითოეულ საქციელში და თუნდაც მომართვაში ვერ დაგანახე. ვერ დაგანახე თუ როგორი ძვირფასი, როგორი სუფთა ხარ ჩემთვის. როგორ ვერ ვსუნთქავ უშენოდ... - დამელოდე, რაღაც მინდა მოგცე. - ვუთხარი და სახლში შევედი. აკანკალებულმა ძლივს ვიპოვე მისი დღიური ,,მე გავთხოვდი", რომელიც ჩემი მეგზურიც იყო მთელი ეს დრო. გავიტანე და წინ დავუდე. - აქ არის ყველა სიმართლე. იმ კარის გასაღები, რომელიც შენ ჩემამდე მოსასვლელად გჭირდება. გადაწყვიტე გიღირვარ თუ არა. სამ დღეში დავბრუნდები. - ოთახში შევვარდი დასაწყნარებლად. ძლივს დავიმშვიდე აკანკალებული სხეული. ვიცოდი მართალი იყო და მაინც მას ვაბრალებდი გაამოუმჟღავნებელი, უთქმელი სიყვარული დაუნახაობას. რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჩავაგდე ჩანთაში, საკუთარ თავს თვალი მოვკარი გარდერობის სარკეში და წვერმა შემზარა. ჩანთა იქვე მივაგდე და სააბაზანოში შევედი.
- იმაში დასარწმუნებლად, მიღირხარ თუ არა სამი დღე არ მჭირდება. - საძინებელში დამხვდა ატირებული. არაფერი მითქვამს, ერთ ადგილას გავშეშდი და მოვლენების განვითარებას დაველოდე. - ძალიან მიყვარხარ. უშენოდ მოვკვდები. - მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ბედნიერებით ამევსო მთელი სხეული. თითქოს ყველა ტვირთი ერთიანად ჩამომხსნეს. გადაკეტილ მილებს გზა მისცეს ჰაერის ნაკადი ფილტვებამდე მიეტანად.
- მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო, ჩემო ერთადერთო. ვბუტბუტებდი და ხელს უფრო მეტად ვუჭერდი. შეშლილებივით ვკოცნიდით ერთმანერთს. ჩემმა სხეულმა ჟანგბადივით შეისუნთქა მისი სხეული. ჩვენ ერთნი გავხდით, სულით და ხორცით და ამქვეყნად არავის და არფერს მივცემდი უფლებას ჩემი ტანჯვითა და წვალებით მოპოვებული ბედნიერება დაენგრია.




დასასრული






მგონი კოვიდს მხოლოდ იმიტომ გადავურჩი, რომ ეს ისტორია დამესრულებინა. მადლობა მათ, ვინც მელოდებოდა. მათაც ვინც უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. თუმცა გასაკვირია დღეს, პანდემიის დროს ხალხი ყოველ წუთს იღუპება. მისი ისტორიის დაუსრულებლობის ერთადერთ მიზეზად უპასუხისმგებლობა და ფეხზე დაკიდება მოიაზრება. უკვდავები არა ვართ.

რაც შეეხება ,,სამი დღე" - ს თუ დაინტერესება ვნახე და მოტივაცია მექნება დავასრულებ.

ადმინ,გთხოვ უკვე მეორედ ვტვირთავ ფინალს და არ წამიშალოთ. შაბლონი არ მაქვს და მიჭირს სიუჟეტის აღდგენა.



№1 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ.მადლობა ისტორიის დასრულებისთვის.ძალიან საინტერესო ადგილზე შეწყდა ისტორია და ცოტა ავღელდით. მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა თქვენთანაც და ისგორიაშიც. ისტორია კარგი იყო და წარმატებები მომავალში. ველი ახალ ისტორიებს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანო

გამიხარდა დასრულებული რომ ვნახე,დასასრულიც გამიხარდა❤გამოჯანმრთელება თქვენ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

თვალებს არ ვუჯერებდი შენი ნიკი როცა ვნახე. ძალიან გამახარე, მაგრამ ასე უცებ რომ დამთავრდა გული დამწყდა. თუ "სამი გზა"-ს გააგრძელებ უფრო გამახარებ.
თურმე რა რთული პერიოდი გქონია, მალე სრულად გამოჯანმრთელებას გისურვებ და ბევრ წაემატებას❣❤

 


№4 სტუმარი სტუმარი maia

კარგია.სამი დღეც გააგრძელეთ რა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

უფალმა კარგად გამყოფოს, რა გადაგიტანია.ჯერ შენ და მერე დაუმთავრებილი ისტორია.აღარაფერი გტკენოდეს.ჩქარა გაგვახარე ახალი ისტორიით.

 


№6  offline წევრი gabi du

Ana-maria
პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ.მადლობა ისტორიის დასრულებისთვის.ძალიან საინტერესო ადგილზე შეწყდა ისტორია და ცოტა ავღელდით. მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა თქვენთანაც და ისგორიაშიც. ისტორია კარგი იყო და წარმატებები მომავალში. ველი ახალ ისტორიებს.


მადლობა საყვარელო. ვეცდები ხვალ არადა ზეგ ,,სამი დღე"-ის გაგრძზელება დავდო.

[quote=სტუმარი ანო]გამიხარდა დასრულებული რომ ვნახე,დასასრულიც გამიხარდა❤გამოჯანმრთელება თქვენ❤
მიხარია, რომ მოგეწონათ. პირველა რომ დავწერე ის ფინალი უფრო მომწონდა, მაგრამ საამწუხაროდ ვერ აღვიდგინე.

სტუმარი ქეთა
თვალებს არ ვუჯერებდი შენი ნიკი როცა ვნახე. ძალიან გამახარე, მაგრამ ასე უცებ რომ დამთავრდა გული დამწყდა. თუ "სამი გზა"-ს გააგრძელებ უფრო გამახარებ.
თურმე რა რთული პერიოდი გქონია, მალე სრულად გამოჯანმრთელებას გისურვებ და ბევრ წაემატებას❣❤

როგორ გამახარე არ იცი შენი კომენტარით. მაბედნიერებთ. ვფიქრობ, კვირას ავტვირთავ ,,სამი დღე'-ის გაგრძელებას.

სტუმარი maia
კარგია.სამი დღეც გააგრძელეთ რა.


მადლობა, რომ კითხულობთ. გავაგრძელებ აუცილებლად.

სტუმარი ლია
უფალმა კარგად გამყოფოს, რა გადაგიტანია.ჯერ შენ და მერე დაუმთავრებილი ისტორია.აღარაფერი გტკენოდეს.ჩქარა გაგვახარე ახალი ისტორიით.

გენაცვალე. ძალიან მახარებთ.

 


№7 სტუმარი სტუმარი qeto

პირველ რიგში, გილოცავთ რომ გაიმარჯვეთ ამ საზიზღარ ვირუსზე! მიხარია რომ დაბრუნდით, მე ვკითხულობდი დიდი ინტერესით თქვენს ორივე ისტორიას და ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებთ სამ დღესაც

 


№8  offline წევრი gabi du

სტუმარი qeto
პირველ რიგში, გილოცავთ რომ გაიმარჯვეთ ამ საზიზღარ ვირუსზე! მიხარია რომ დაბრუნდით, მე ვკითხულობდი დიდი ინტერესით თქვენს ორივე ისტორიას და ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებთ სამ დღესაც

მადლობა ძვირფასო. მოტივაცია მაქვს ანუ. აუცილებლად გავაგრძელებ.

 


№9  offline წევრი OKI ME

უჰ, გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა ❤️❤️ წავალ წავიკითხავ. იმდენ ხანს ველოდე და ახლა ამ შანს გავუშვებ ხელიდან? :დდდ ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

არცერთი დღე არ გასულა რომ არ შემემოწმებინა მოლოდინი მქონდა და დღეს რომ დავინახე ვერდავიჯერე მეგონა ასე მალე არ დაასრულებდი და გული ძალიან დამწყდა მაგრამ რას ვიზამთ. მთავარია ჯანმრთელად იყავი უფალი გფარავდეს და გისურვებ უამრავ წარმატებას და წინსვლას ❤❤❤

 


№11  offline წევრი gabi du

Megioki
უჰ, გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა ❤️❤️ წავალ წავიკითხავ. იმდენ ხანს ველოდე და ახლა ამ შანს გავუშვებ ხელიდან? :დდდ ❤️

ჩემი ერთგული მკითხველიც მოსულაა. იმედია მოგეწონებათ.

სტუმარი Tekla
არცერთი დღე არ გასულა რომ არ შემემოწმებინა მოლოდინი მქონდა და დღეს რომ დავინახე ვერდავიჯერე მეგონა ასე მალე არ დაასრულებდი და გული ძალიან დამწყდა მაგრამ რას ვიზამთ. მთავარია ჯანმრთელად იყავი უფალი გფარავდეს და გისურვებ უამრავ წარმატებას და წინსვლას ❤❤❤

ამ სიტყვებზე უფრო დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. დიდი მადლობა ძვირფასო.

 


№12 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან სᲘნტერესიო ისტორია იყო ძალიან მომეწონა. ასეთი ბევრი დაწერე საინტერესო ისტორიები❤❤❤❤❤❤????????????????????????????????????

 


№13  offline წევრი duchi_duchi

გამიხარდა რომ დაასრულე.გამოჯანმრთელებას გილოცავ❤️

 


№14 სტუმარი Nato Chubinidze

რამდენი ხანი ველოდე ამ ისტორიის დასრულებას მადლობა რომ დაასრულე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent