შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 2}

21-06-2021, 11:01
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 291

შინაგანი ფორიაქი მმართავდა. მტკვრის სანაპიროს გავუყევი. ქურთუკი ვერ მათბობდა, ვერც ღუმელი. ვერაფერი... არ ვიცი, ამინდი რა შუაში იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ხელს მიწყობდა. დეკემბრის ცამეტში წვიმდა. დღეს დაბრუნებულის კვალობაზე, კარგად ვიყავი. ხო აბა, მგზავრობის დაღლას არ ვიმჩნევდი და ფიქრებით ისევ დეასა და აკას სარეცელს ვეტმასნებოდი.ცოტაც და გული ამერეოდა ჩემს თავზე. გადასასვლელთან მივედი. ჰაერში დავაბოტებდი. ამ ქვეყნად არ ვიყავი. მანქანის გაბმულ სიგნალზე შევკივლე და გავშეშდი. ჩემი ბავშვობის ფობია იყო ეს. ავარიის გამო სიკვდილი. ახლა ყველაფერი ნათლად დამიდგა თვალწინ. როგორ გადამივლიდა ეს შავი ავტომობილი. როგორ გადმოვიდოდა იქიდან მძღოლი ჩემი გინებით. უი მძღოლი... ახლაღა გავხედე შუბლშეკრულ ,,სანდრიკას" და გამეღიმა. არ იყო დადიანი, მაგრამ იყო კიდეც. ყველგან მახსენებდა საკუთარ არსებობას. გიჟივით გამოგლიჯა კარი და წინ გადამიდგა. ყელიანი ზედა ეცვა, ჩემი თვალებისფერი. მეც მომიხდებოდა სხვათაშორის.
-ბრმა ხარ?-ხელი ამიქნია და რომ დარწმუნდა არ ვიყავი, უფრო გაავდა.
-თუ სიკვდილი გინდა სხვა ადგილი მონახე.-ეს ხეპრე. გავგუდავდი ახლა ამას და ყველას ჯავრს მასზე ამოვიყრიდი.
-ტარება ისწავლე.-რას გავუთამამდი? ახლა რომ ამიღოს და გადამაგდოს მტკვარში, ხომ ვარ ღირსი. ხარ სესილია, ნამდვილად ხარ.
-შენნაირ გოგოებს ვერ ვიტან!-კიდევ ერთხელ მომავლო მზერა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა ავტომობილამდე.
-გამატარებ?-ნაგლი. უეჭველი დეას ტყუპია. უკან გავდგი ერთი ნაბიჯი.
-გაირე!-ორივე მნიშვნელობით ვუთხარი. გაბრაზებულმა გამომხედა და საბურავების ღრჭიალით დატოვა ტერიტორია. ამოვისუნთქე. ახლა უკვე ფრთხილად გადავჭერი გადასასვლელი და ცუცას კორპუსთან შევჩერდი. მობილური მოვიმარჯვე, ნაცნობ ციფრებს დავხედე და დარეკვის ღილაკს დავაჭირე.
-ხოო სეს!-ამოიკნავლ და მივხვდი, ვერ იყო კარგად.
-ამოვიდე?-უთქმელად მივხვდი, რა უნდოდა.
-კი რაა!-საცოდავად ამოილაპარაკა და მე რამდენიმე წამში გავჩნდი მის რძისფერ კართან. ზარი დავრეკე. კარს იქიდანაც კი ვგრძნობდი, რომ ცუდად იყო. მერე დავინახე კიდეც.
-დეპრესია.
-სანდრო გელოვანმა საგანი ჩამიტოვა.
-რა?-ცუცა და საგნის ჩატოვება იცით რას ნიშნავდა? აპოკალიფსს.
-იდიოტი.-პირდაპირ გავულანძღე ლექტორი.
-ერთი სემესტრია მოვიდა და გაგვამწარა სეს.-მომეხვია.
-რა ვუთხრა მამას?-მძიმე არტილერია იყო ცუცის მამა.
-დამშვიდდი, მოვიფიქრებთ რამეს.
-ლიკა ტალახაძემ ჩააბარა, მე ვერ.-ცოტაც და გასკდებოდა.
-დაველაპარაკები.-დიდი ,,საქმეების მომგვარებელი" ვიყავი რაა.
-ვის?
-გელოვანს.-კიდევ ერთხელ გააკანკალა ამ კაცის გვარზე.
-ნომერი მომწერე.-გზიდან მივაძახე და გაავებული ჩავედი ქვემოთ. მერე ჩემს თავზე გამებრაზა, თითქოს კანონიერი ქურდი ვყოფილიყავი. ღმერთო, ერთი დღისთვის ძალიან ბევრი იყო. მობილურმა დაიწრიპინა და მაშინვე დავრეკე გელოვანთან. მიპასუხა.
-ალო.-ნაცნობი ხმა იყო? საიდან მეცნობოდა, აე ვიცოდი.
-სანდრო გელოვანი ბრძანდებით?-დავიძაბე.
-დიახ.-გავიგე, როგორ გადაყლაპა რაღაც.
-თქვენი ნახვა სად შეიძლება?-თვალები ავატრიალე და ტაქსს დავუქნიე ხელი.
-უკაცრავად?-გაეღიმა. დებილი.
-თქვენს დასაკერად არ მოვდივარ. საქმე მაქვს, სად გნახოთ?-ამოვიოხრე.
-თარხნიშვილის ორში. ახალგახსნილი კაფეა.-გათიშა.
გაბრაზებულმა ტაქსის მძღოლს ვუკარნახე მისამართი და თავი მინას მივაბჯინე. მიყვარდა ეს ქალაქი ყველაფრით. ხალხიც კი მიყვარდა და საერთოდ ყველაზე კარგად აქ ვიყავი. შენობების თვალიერებაში ისე გავერთე, რომ ბოლოს მძღოლის ხმამაღალმა ნათქვამმა მომიყვანა აზრზე.
-უკაცრავად.-უხერხულად შევიშმუშნე და თანხა გავუწოდე. გადავედი. გარემოს თვალი მოვავლე და ახლად გახსნილ კაფესაც მივაგენი. წვიმამ იმატა. სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე ქუჩა და რასაც ქვია, შევვარდი კაფეში. რამდენი წყვილი თვალი მიყურებდა, არ ვიცი, მაგრამ შემრცხვა.
,,აქ რას აკეთებ სესილია?"-საკუთარი თავი დავტუქსე და თავისუფალ ადგილზე დავჯექი. მობილური ამოვიღე და დავრეკე ლექტორთან. გვერდით მჯდართან აწკრიალდა ტელეფონი და რომ გადავხედე, გავშრი. სამი მუშკეტერი:დეა, აკა და ის სანდრიკა. ღმერთო, ოღონდ ეს არა. ოღონდ ეს არ იყოს ლექტორი... მიტკლის ფერი დამედო, ერთი-ერთში რომ დაემთვხა იმის პასუხი ლექტორისას. ავიწურე.
-ჯანდაბა.-ამოვიოხრე და მაქსიმალურად გავსწორდი.
-გვერდით მაგიდასთან ვარ!-უცბად მივაყარე და დავინახე, როგორ გამოესახა გაოცება. დიდებულად ადგა და თანაბარი ნაბიჯით მოვიდა ჩემამდე.
-წყევლა.-ამოიფრუტუნა და პირისპირ დაჯდა.
-ბატონო სანდრო!-უხერხულად გავიღიმე და იმ წამს მოტანილი წყალი მოვსვი.
-რა საქმე უნდა გქონდეს შენ ჩემთან?
-ჯერ ერთი, რამდენიმე სიტყვა თქვით და უკვე დამაკნინეთ, მეორე მე არ მაქვს. ჩემს დაქალს აქვს, რომელსაც საგანი შეტენეთ. ცოტა მეტად ლოიალური უნდა ბრძანდებოდეთ, მითუმეტეს არ იცით, რა ხდებოდა მის თავს.-ყელი გამიშრა. ვკანკალებდი. გვანცას ამბავი ჩემი ბრალი იყო.
-უკაცრავად?-შუბლი შეჭმუხნა.
-გვანცა ბერიძეზე გელაპარაკებით.
-ჩემს სტუდენტებზე უცხოებთან არ ვსაუბრობ.
-სესო ორჯონიკიძე. სამართლის სკოლა დამთავრებული. მიყვარს ზღარბები და არ მიყვარს შტერი ადამიანები. გამიცანით?-თვალები ავატრიალე და ძროხასავით მოცინარ ლომიძეს გავხედე. ლოგოკური კითხვა დამებადა. ,,ეს რატომ უყვარს დადიანს?" და სანამ პასუხს მივიღებდი გელოვანი ალაპარაკდა.
-სესილია, მისმინე.-მაჯის საათს დახედა.-მეჩქარება. გვანცას რაც შეეხება ქულა დაწერილია.-კუბო მომიტანეთ. თავად ჩავაწვენ.
-მანამ სანამ ვინმეს ნაშრომს გაანულებთ და ადამიანს გულს ატკენთ, დაფიქრდით. არავინ ხართ თავს ამდენის უფლებას რომ აძლევთ. გათამამებული ბავშვი, რომელსაც მამიკომ ყველა სურვილი შეუსრულა. სამწუხაროა, საქართველო ამდენ ნაგავს რომ იტევს-თვალი დეასკენ გავაპარე და ფეხზე წამოვდექი. არ მინდოდა საუბარი. ასეთი ადამიანები... ღმერთო, არ მითხოვია. მოვითხოვე. თავში ხელის წამორტყმის ემოჯი მინდა. ცოტაც და პატარა ბავშვივით ავტირდებოდი. ლომიძის ძახილი არაფრად ჩამიგდია. იქიდან მოვკურცხლე.
წვიმაში აბუზული მივაბიჯებდი და ვბრაზობდი. ყველაფერზე ერთად, მაგრამ ამავდროულად ჩემს თავზე. როგორ შეიძლებოდა? ღმერთო, ისე ქაჯურად მოვთხოვე, ჩემს დაქალს ქულა დაუწერეთქო... არ მაინტერესებდა, როგორი ადამიანი ვეგონებოდი, მაგრამ მე ხომ მქონდა ჩემი შეგნება. თანაც ვერც ქულა დავაწერინე. მეგობრის გამო ყველაფერს ვიზამდი. მითუმეტეს ვიცოდი, რომ ჩემ გამო იყო ასე.
სახლისკენ გავუხვიე. მეძიენებოდა. ცუცას ხვალ ვნახავდი. კიბეები ავირბინე და ზარი დავრეკე. დედამ გამიღო. დაფეთებული იყო ისევ.
-მოხვედი დე?-ცდილობდა დაემალა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი.
-სულ მოვალ ხოლმე.-გავეკრიჭე და მოვეხვიე. მერე ოთახში შევედი. ზედმეტი ნაჭრისგან გავთავისუფლდი და როგორც მჩვეოდა, საცვლისამარა დავიძინე.
დილით სიცივემ გამაღვიძა. თვალდახუჭული წამოვდექი და ძირს დავარდნილ საბანში გავეხვიე. დიდხანს გაგრძელდებოდა ჩემი ,,ნეტარება" ტელეფონის წკრიალი, რომ არა.
-ჯანდაბა ყველას!-ამოვიზმუილე და ხელი ტუმბოსკენ ავწიე. მობილურს სანამ მივაგნებდი, ფოტო, ჭიქა და სანათი ძირს გადმოვყარე. ბოლოს მობილურსაც დავწვდი და სახესთან ახლოს მივიტანე, რომ შუქს გამოვეფხიზლებინე. ცალი თვალი გავახილე, როგორც იქნა. სენსორს თითი გადავუსვი და შეტყობინების წაკითხვისას მარტო მეორე თვალი კი არა, მთელი სხეული გამოფხიზლა.
-,,რა უთხარი ესეთი გელოვანს, რომ განმეორებითს მინიშნავს?!"-გვანცა (ცუცა) მწერდა.
მეც დამაინტერესა, რა ვუთხარი ასეთი? დავფიქრდი. არაფერი ისეთი, რაც ამ ნაბიჯამდე მიგვიყვანდა.
ცოტა გაურკვევლობაში ჩავვარდი, მაგრამ მთავარია, ცუცა იყო ბედნიერი.
-,,ეგეთები შემიშინებია"-შეტყობინებაში კი გავიჯგიმე, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რაც მოხდა? ხოდა საიდუმლოდ შემინახეთ.
ვერ გამეგო რა უნდა მექნა. მადლობა მომეხადა?- ცოტა გოიმობა იყო. უყურადღებოდ დამეტოვებინა?- უნამუსობა. ვერ გამეგო. ბოლოს უბრალოდ ფეხზე წამოდგომა და ყავის დალევა გადავწყვიტე. ჯანდაბას ლექტორი. მე არაფერ შუაში ვიყავი ამ საქმესთან. ხელები ავწიე და სააბაზანოში შევიკეტე...
დიდხანს გავაგრძელებდი ნებივრობას, დედაჩემის მომზადებულ ყავის სურნელს რომ არ შემოეღწია. სწრაფად ჩავიცვი თბილი ხალათი და ჩუსტები. ღიმილიანი სახით გავაჭერი მისაღებში და დივანზე ჩაძინებულ მამას ვაკოცე. შეიშმუშნა, ცალი თვალით გადმომხედა, ხელი ამიწია და ისევ განაგრძო მორფეოსის სამყაროში მოგზაურობა.
-დილამშვიდობისა დე.-სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დილამშვიდობისა სესო.-ყავის ფინჯანი გამომიწოდა და თავადაც ჩემ წინ მოკალათდა. როგორ მიყვარდა ეს ყველაფერი და რა სულელი ვიყავი, როდესაც ხაზს ვუსვამდი ბედნიერებას.
-სესი, დიდი ხანია მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნებოდი.-დაძაბული საუბრობდა.
-მითხარი.-მეც დავიძაბე.
-აკა ჩვენ წინ ცხოვრობს.-შვებით ამოვისუნთქე. მეთქი რამე სერიოზული... რა? ჩემი თავი დავიჭირე. აკა ვერ აღვიქვი სერიოზულად? ღმერთო, კარგად ვიყავი? შუბლზე ხელი დავიდე. სიცხე ნამდვილდ არ მქონდა.
-კორპუსი მარტო ჩემი ხომ არაა. არაუშავს.-გულწრფელად გავუღიმე და ფანჯარას გავხედე. თოთხმეტ დეკემბერს ისევ წვიმდა.
ოხ, ეს ამინდი...
--
ბედნიერი დღე ყველას.

ფოტოზე მე:სესილია.

№1 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან კარგია. ველოდები შემდეგს❤️

№2  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თათა
ძალიან კარგია. ველოდები შემდეგს❤️

მადლობა.

№3  offline წევრი ნენეე

სესო ძლიერი გოგოა. შენ შეუდარებელი ხარ.
მომწონს მისი საუბარი, სუსტი არ არის. შესაბიშნავად გადმოსცემ და საერთოდ, უნდა წერო. წარმატებები.
--------------------
ნენე გასვიანი

№4  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
სესო ძლიერი გოგოა. შენ შეუდარებელი ხარ.
მომწონს მისი საუბარი, სუსტი არ არის. შესაბიშნავად გადმოსცემ და საერთოდ, უნდა წერო. წარმატებები.

სესოს უყვარხარ და მეც, რა თქმა უნდა, ენნე. ❤️

№5 სტუმარი Ana-maria

აშკარად არ მყოფნის, კიდევ მინდოდა.სესო მაგარი გოგოა და ისტორია კი ძალიან კარგი. ველოდები მოუთმენლად ახალ თავს

№6 სტუმარი სტუმარი Tekla

Ai zalian kargi iko magram patala❤ taviiko zan mainteresebs rogor gagrdzeldebaa ❤❤❤

№7  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
აშკარად არ მყოფნის, კიდევ მინდოდა.სესო მაგარი გოგოა და ისტორია კი ძალიან კარგი. ველოდები მოუთმენლად ახალ თავს

მადლობა. ❤️

სტუმარი Tekla
Ai zalian kargi iko magram patala❤ taviiko zan mainteresebs rogor gagrdzeldebaa ❤❤❤

მადლობა❤️

№8  offline წევრი Life is beautiful

ვაიმე ახლა გული გამისკდებააა.
მოკლედ არ დაგღლი დ
ა რაზე გადავფიჩინდი იცი?)))
მიყვარს ზღარბები, ვერ ვიტან შტერ ხალხს..
აიი მართლა რა კარგი თქმა იყო.. ♥️
ისე გემრიელად ვიცინე.. ნუ პირობები მქინდა მარა ეს სიტყვებიც დაემთხვა და..
მოკლედ მადლობა..
საინტერესო ამბავია..
ერთი სული მაქვს როდის გაგრძელდება.. ♥️

№9  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
ვაიმე ახლა გული გამისკდებააა.
მოკლედ არ დაგღლი დ
ა რაზე გადავფიჩინდი იცი?)))
მიყვარს ზღარბები, ვერ ვიტან შტერ ხალხს..
აიი მართლა რა კარგი თქმა იყო.. ♥️
ისე გემრიელად ვიცინე.. ნუ პირობები მქინდა მარა ეს სიტყვებიც დაემთხვა და..
მოკლედ მადლობა..
საინტერესო ამბავია..
ერთი სული მაქვს როდის გაგრძელდება.. ♥️

მადლობა დიდი. მიხარიხარ❤️

№10 სტუმარი Qeti qimucadze

სანდრო გელოვანი ჹყუილა არ გამოჩნდა . ველი ვაგრძელებასს

№11  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარი იყო მალე დაამატე შემდეგი თავი საინტერესოდ ვითარდება მოვლენები გელოდებით <3

№12  offline წევრი ქეთათო4

Qeti qimucadze
სანდრო გელოვანი ჹყუილა არ გამოჩნდა . ველი ვაგრძელებასს

რა თქმა უნდა, არა.ყველასა და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ❤️

《Sunshine》
ძალიან მაგარი იყო მალე დაამატე შემდეგი თავი საინტერესოდ ვითარდება მოვლენები გელოდებით <3

ძალიან დიდი მადლობა❤️

№13 სტუმარი ნი

სანდროს წინა თავიდან ვქრაშავ რაღაც განსაკუთრებით მომწონს და ვგრძნობ რომ სესოსაც გააგიჟებს და მგონია რომ მიახვედრებს საერთოდ სიყვარულზე წარმოდგენა აქამდე საერთოდ რომ არ ქონიაა, იმედია ეგრე იქნებაა, უკვეე სხვანაირი ძაფები გაიბა სანდროსა და სესოს შორის.

№14 სტუმარი სტუმარი თიკო

მგონი ახლა მივხვდი რაღაცას, ოღონდ არასერიოზულად არ მიმიღო :დ აკა დეასთვის არ მემეტება, სესო კი მისთვის. ნუ სანდროსთან მაგარი ქიმია აქვს, ვგრძნობ. თან ბოლოს სერიოზულად არ აღვიქვიო რომ თქვა, უკვე ვიცი სანდროსგან უნდა ველოდო ,,იმ დიდ გეგმებს"(?). თუმცა აკასაც ვერ ,,ვტოვებ". დეა ავითვალწუნე, მართლა წარმომიდგა თვალწინ ძორახასავით რომ ,,იცინის", ბღავილს უფრო რომ ჰგავს ისე და ლამის ავყირავდი. მიყვარს სესოს შემართება, ჯიუტობა, თავდაჯერებილობა, ოდნავ ბავშვურობა...
,,-სესო ორჯონიკიძე. სამართლის სკოლა დამთავრებული. მიყვარს ზღარბები და არ მიყვარს შტერი ადამიანები. გამიცანით?-თვალები ავატრიალე და ძროხასავით მოცინარ ლომიძეს გავხედე. ლოგოკური კითხვა დამებადა. ,,ეს რატომ უყვარს დადიანს?" ამაზე მაგრად ვიცინე. საინტერესოა და წარმატებები!❤❤❤

№15 სტუმარი სტუმარი ....

წინა თავზე მინდოდა დაკომენტარება, მაგრამ ახლა დავწერ.
არ მომწონს აკა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ აკასთან ურთიერთობა სესილიასთვის ვერ იქნება სასიამოვნო. აკას ტიპაჟი არ ვიცით, მაგრამ რადგან "ის"/ისეთი მოიყვანა ცოლად, მგონია, სესილია უკეთესს გრძნობებს და ემოციებს იმსახურებს აკა აკვიატებას უფრო ჰგავს, არარეალურ გრძნობები აკავშირებს თითქოს.
ეს თავიც ჩემს ფიქრებს ამართლებს.
ვნახოთ..

№16  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თიკო

დიდი მადლობა❤️

სტუმარი ....
წინა თავზე მინდოდა დაკომენტარება, მაგრამ ახლა დავწერ.
არ მომწონს აკა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ აკასთან ურთიერთობა სესილიასთვის ვერ იქნება სასიამოვნო. აკას ტიპაჟი არ ვიცით, მაგრამ რადგან "ის"/ისეთი მოიყვანა ცოლად, მგონია, სესილია უკეთესს გრძნობებს და ემოციებს იმსახურებს აკა აკვიატებას უფრო ჰგავს, არარეალურ გრძნობები აკავშირებს თითქოს.
ეს თავიც ჩემს ფიქრებს ამართლებს.
ვნახოთ..

ვნახოოთ❤️

№17  offline წევრი OKI ME

რომ არ ვთქვა არ შემიძლია. ეს აკა კი არის ღირს სესის სხვა შეუყვარდეს და თითონ ბრძანდებოდეს დეასთან. აკამ რა დამიშავა არ ვიცი მაგრამ დეაზე მეტის ღირსი არააა. :დდდ ეს ხუნრობით რა თქმა უნდა. ისე,, აკას პიროვნებას არ ვიცნობ და არ ვიცი მომწონს, არ მომწონს, თუ რა ხდება.

ისიც ვერ გავიგე, სესოსთვის ვისთან ყოფნა ჯობია? აკა თუ სხვა ვინმე? ნუ რეალურად სანდრიკასთან რომ გამოუვიდეს რამე არც ეს იქნება მთლად მარტივი სესოსთვის. მიდი და თითქმის ყოველ დღე იურთიერთე აკასთან და იმ ვიღაც დეასთან. ნუ ახლაც კი უწევს ურთიერთობა მაგრამ ასე თუ ისე შესაძლებელია თავის არიდება.

მოკლედ სულ ავირიე. უმჯობესია დაველოდო კიდევ რამდენიმე თავს და ამის შემდეგ უფრო ჩამოყალიბებული აზრი მექნება, ვისთვის რა სჯობს.

წარმატებები შენ ♥️♥️

№18  offline წევრი ქეთათო4

Megioki

მადლობა დიდი. ვნახოთ რა იქნება❤️❤️

Mirabell
კარგია... ძალიან კარგი.
კარგად წერ, ამ თავით უფრო ნათელი გახდა რაღაცეები. ჯერ-ჯერობით წინასწარ დასკვნებს არ გამივიტან, თუმცა მაქვს საკუთარი მოსაზრებები უკვე )
ველოდები შემდეგ თავს.

მადლობაა❤️

ნი
სანდროს წინა თავიდან ვქრაშავ რაღაც განსაკუთრებით მომწონს და ვგრძნობ რომ სესოსაც გააგიჟებს და მგონია რომ მიახვედრებს საერთოდ სიყვარულზე წარმოდგენა აქამდე საერთოდ რომ არ ქონიაა, იმედია ეგრე იქნებაა, უკვეე სხვანაირი ძაფები გაიბა სანდროსა და სესოს შორის.

რაღა დაგიმალო და მეც ვქრაშავ :დდ მადლობა, რომ აქ ხარ. ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent