შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (თავი 11)


26-06-2021, 09:48
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 239

***
მთელი დღე მოუსვენრად გავატარე. რომელ ერთზე უნდა იფიქროო, რომ იტყვიან - ხოლმე; როგორი ზუსტია.
ნომერში ასვლის შემდეგაც კი არაფერი უკითხავს ნიცას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, აინტერესებს მაინც..
ჩუმადაა. ჰგონია, რომ მომატყუებს, მაგრამ როგორ.
მე არ ვარ კარგი დედა, არც არასდროს ვყოფილვარ. მითქვამს და კიდევ ვიტყვი. ათასჯერ ვიტყვი. ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და უკვე ისიც შევძელი, დანით ხელში, გაგიჟებული დამენახებინა მისთვის საკუთარი თავი.
ვერ ვიჯერებ.. არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს მის თვალწინ გავაკეთე. ასე რა ჯანდაბამ გამაგიჟა, რამ დამაბრმავა, რამ გამაკეთებინა.
ღმერთო..
ზრდასრულის ფსიქიკას რას უშვება და ბავშვისას რას დამართებს.
არც კი ვიცი, როგორ უნდა ავუხსნა ეს ნიცას. არ მეკითხება - მეთქი, ვამბობ. მაგრამ რომ მკითხოს რა, გეგონება უკვე მომზადებული მაქვს პასუხი.
ცხადია, რაღაც ტყუილი უნდა იყოს, მაგრამ ოდესმე, ხომ მომიწევს, რომ სიმართლე ვუთხრა? ხომ გაიგებს, რომ მამამისია? მართალია არ მინდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ დავუმალავ. ოდესმე მომიწევს თქმა, მოყოლა და მერე, რა თქმა უნდა, ამას დღევანდელის გახსენებაც მოჰყვება.
როგორც სცადა დედამ მამას მოკვლა..
შოკი.
აი შოკი.
ხანდახან მართლა ვერ ვხვდები, ასეთი რა დავაშავე, ან მე, ან ნიცამ ამის გამოვლა რომ გვიწევს. მე ჯანდაბას, კარგი. ალბათ იყო რაღაც და არ მახსოვს, მაგრამ ნიცა?
სულ 6 წლისაა და უკვე უმამოდ ცხოვრებაც გამოსცადა.
ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვსო. თავის დროზე, მეც ვერ ვაფასებდი მშობლების სოყვარულს. ადე მეგონა, სულ ასე იქნებოდა.. მთელი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს დასრულდებოდა მათი სიყვარული ჩემს მიმართ, ჩემი სიყვარული მათ მიმართ, მაგრამ...
დრომ ყველაფერს დაღი დაასვა.
დამთავრდა. ასე, ყველაფრის გარეშე.
თავიდან ვნატრობდი, ნეტავ წინასწარ მცოდნოდა - მეთქი. დავტკბებოდი იმ დღეებით, გამოვემშვიდობებოდი, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მძულს ჩემი ეს ოცნება. მართალია წარსულია, მაგრამ მაინც.. გონებაშია და ვერ ვაქრობ. ასე, ფიქრს შეყოლილ მეს, სრულიად უდროოდ დამატყდება ხოლმე თავზე და მახსენებს.
უცნაურია. მაშინ, ჯერ კიდევ მეგონა, რომ მათ ვუყვარდი, მჯეროდა, რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი. ყველანაირი, ყველაფრით.. მაგრამ თურმე არსებობენ გამონაკლისებიც.
ათასში თუ ორიათასში ერთი, რომელიც მე ვარ..
***
მთელი საღამო ვეთამაშებოდი ნიცას, თუმცა გული და ფიქრები, მაინც გიორგისთან იყო და არის. გარეთ არ გავდივარ, უფროსწორად ვერ. ასე მგონია, ზურა ან სანდრო რომ ვნახო, შემომაკვდება და ვჩერდები.
აღარ მინდა, ასეთი ელენე ნახონ. ხომ ვიცი, თავს ვერ შევიკავებ და შეიძლება, მერე მართლა გავგიჟდე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცი, ხვალ მაინც მომიწევს ეს აუტანელი და საძულველი შეხვედრა, თან სინქრონში - ორივესთან ერთად , მაგრამ ხვალ, ხვალ არის. იქნებ, როგორღაც შევცვალო ფიქრები, რომ მერე მეც შევიცვალო. ვიპოვო ეს არარსებული სიმშვიდე, თუ არა და შევქმნა მაინც. სხვა გზა არ მაქვს. ვერ გავიქცევი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა მაინც.
- დედა, გიორგი არ მოვა?-
მოულოდნელად მახებს ხელს ნიცა და ჩემი ფიქრებიც წამში ქრება.
- არ ვიცი, ალბათ მოვა.
- რომ არ მოვიდეს? - უცებ იწყენს. ვერ გავიგე, ასე მოკლე დროში, ასე ძალიან როგორ შეუყვარდა. ან საერთოდ რა არის ეს.. მესმის, რომ პატარაობიდან ძალიან მეგობრული და თავისუფალია, მაგრამ მეზედმეტება. კარგი, გიორგის ვიცნობ და ვენდობი, მაგრამ სხვებთანაც ასე იქცევა. ერთს გაუღიმებენ და უკვე 'წამოდი ვითამაშოთ' ყველას ასე გულუბრყვილოდ ენდობა.
მიამიტი. მას არ ეშინია, მაგრამ მე?
ამაზე კარგად უნდა ველაპარაკო. მარტო ამაზე არა, ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა არ შემიძლია. არც ფიზიკურად მაქვს რაიმე ძალა და არც სულიერად.
- დაურეკე. - კიდევ მეჭრება ფიქრებში, ოღონდ, ამჯერად უფრო კატეგორიულად.
ნერვები მეშლება. მიბრძანებს და ეს, საერთოდ არ მომწონს.
- რატომ უნდა დავურეკო? თუ მოსვლა არ უნდა, არ ვაძალებთ. მე შენ ხომ გითხარი, არავის, არასდროს არაფერი შეეხვეწო - მეთქი?
- მაგრამ მინდა, რომ მოვიდეს..
- მეც ბევრი რამე მინდა, ნიცა.
წარბებს კრავს და თვალებს ხრის. ეწყინა. ზედმეტი მომივიდა, მაგრამ აბა რანაირად მეთქვა?
- მაინც ის უფრო კარგი მსახიობია, ინც. - ხელებს პატარა ქალივით იკრეფს და კვლავ წარბშეკრული მიყურებს.
- კარგი ერთი, საიდან იცი?
- მისი თამაში უფრო მომოწონა და იქიდან. შენ მარტო დანას იქნევდი.
- დაიცა, რა.. - თვალები მიფართოვდება. არარსებობს..
მართლა წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რასაც ვისმენ. თამაში ეგონა.. მართლა თამაში ეგონა. ღმერთო.. აქამდე ეს რატომ არ მომივიდა თავში აზრად.
- არ მომეწონა. საერთოდ არავინ და არაფერი არ მომეწონა გიორგის გარდა. შემაშინეთ. ცუდი სერიალი გაქვთ, რომელიც ბავშვებს ატირებს .
- ანუ.. - უნებურად მცდება ბაგეებიდან.
- ანუ არ მომეწონა. - სწრაფად აბოლოებს ნიცა - და იცი რაა? ახლა მე წავალ და თიკო დეიდასთან დავიძინებ. გიორგი თუ მოვა, უთხარი რომ დღეს არ დამენახოს - საჩვენებელ თითს სწევს მაღლა - ამ წუთიდან, მასზეც ნაწყენი ვარ.
- ნიცა
- არ გამომყვე. - არც ბრუნდება, ისე მპასუხობს და განგებ, უფრო სწრაფად მირბის კარისკენ.
ღრმად ვსუნთქავ. არა, ეს უკვე მართლა შვების სუნთქვაა.
მან არ იცის.. არ იცის, რომ ელენე, დანით ხელში რეალური იყო.
აი, თურმე რატომ არ მეკითხებოდა არაფერს.. რატომ არ მაგრძნობინებდა მაინც. მე კი ვიფიქრე, რომ მიმალავდა.
ყოჩაღ, მე.. აი ასე ვიცნობ საკუთარ შვილს. გამოუალი მდგომარეობიდან, ისევ მისმა გულუბრყვილობამ გამომიყვანა. ვინ იცის, კარგიც არის, ასე რომ მოხდა.. ყველაზე სწორი, მაინც ასე იყო.
კარზე კაკუნის ხმა, წამით მაწყვეტინებს ფიქრებს. თავიდან ვფიქრობ, რომ ნიცაა - მაგრამ აქ კი ზედმეტად მგავს იმისთვის, რომ მალე მოლბეს.
ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ და გაღების წინ, კიდევ ერთხელ, ღრმად ვსუნთქავ. მერე, გაუბედავად ვკიდებ სახელურს ხელს და სანამ კიდევ უაზრო ფიქრები წამომსვლია, იქამდე ვაღებ.
ჰო.. რა თქმა უნდა. გიორგი და ტყუილი რომ არ იქნებოდა, ეგ ისედაც ვიცოდი. აი ამხელა დაგვიანების მიზეზი კი, სახეც აწერია. კვლავინდებურად ჩაწითლებული თვალებით, სრულიად არაფრისმთქმელი მზერით მიყურებს და თითქოს მაიძულებს, მასში რამე ამოვიკითხო.
- რა მდგომარეობაში ხარ.. - კვლავ მექანიკურად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
- დაიკიდ,ე. ნუცა სადაა? - ჩემს გაწევას არც ელოდება, ისე შემოდის და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ, თავადვე ხურავს ზურგს უკან კარს.
- ვინ? - წამიერად ვიბნევი, თუმცა მალევე ვხვდები, ვინც იგულისხმა - ალბათ ნიცა გინდოდა, რომ გეთქვა.
- არა, მე ნუცას ვუძახი. - კედელს ეყრდნობა და შუბლზე ისვამს ხელს.
- კაიფშ,ი ხარ? - მხოლოდ ახლა მკრავს თავში - თუ უგონოდ მთვრალი..
- რაებს ამბობ, ელ. მეკადრება? -ძლივს ახელს თვალებს.
- არ გეკადრება, მაგრამ იკადრებ. ისიც ხომ იკადრე, ამ მდგომარეობაში ბავშვთან რომ მოსულიყავი. ღმერთს მადლობა, არაა და ვერ გნახა. - ნერვები მეშლება. თან იმდენად ძლიერ, რომ არც კი ვიცი, როგორ ვიკავებ ტონს, რომ ხმას არ ავუწიო.
- ანუ არაა? - მოჩვენებითი წუხილი ეხატება სახეზე - რა მექნა, დავპირდი და უნდა მოვსულიყავი.
- და ცოტა უკეთეს მდგომარეობაში რომ მოსულიყავი, არა?! მე შენ რა გთხოვე.. - თვითნებურად, მაინც ვუწევ ტონს.
- რაც მთხოვე, ის შევასრულე. ნუღარ ართულებ, ახლა.
- კიდევ მე ვართულებ?! - არა, ჩემი გაგიჟება უნდა. ჯერ ისედაც, თითქოს არ მეყო, რაც დღეს გამოვიარე, ზედ მიმატებს. - წადი - ხელითაც ვანიშნებ კარისკენ - ასე იგი, მე ვართულებ. შენ საერთოდ არაფერ შუაში არ ხარ, ელენე გაგიჟდა და არარსებულზე გეჩხუბება. ამიტომ წადი, რომ ვეღარ მოისმინო.
წამიერად გადააქვს მზერა კარზე, მერე ისევ მე მიბრუნდება. არ ვუყურებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ თვითონ მიყურებს. ნელა შორდება კედელს და იმის მაგივრად, რომ კარისკენ წავიდეს, მე მიახლოვდება. ისედაც სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს და იმასაც მთლიანად ფარავს. ნიკაპქვეშ მიცურებს თითებს და თავს მაწევინებს.
ჩვენი თვალები, კვლავ ერთმანეთს ხვდება, თუმცა ვერაფრის ამოკითხვას ვერ ვასწრებ მასში. იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მაცხრება ბაგეებზე, სუნთქვა მეკვრის. ინსტიქტურად ვადებ ხელს მკერდზე და მის გახშირებულ გულისცემასაც ვგრძნობ.
- ბოდიში მიღებულია? - მხოლოდ წამით მშორდება და ისევ თვალს მისწორებს.
არ ვიცი, რისთვის მეკითხებოდა, თუ მაინც არ დამაცდიდა პასუხს. კვლავ ტუჩებს უბრუნდება და თავისუფალი ხელს, ფრთხილად მიცურებს წელზე.
ვკრთები.. ვგრძნობ, რომ ისიც გრძნობს. ყოველთვის ამიტომ ცდილობს ხოლმე ფრთხილად მოქმედებას. ისედაც ნახევრად ჩამოშლილი თმიდან, თმისამაგრს მაცლის და ტუჩებიდან, ყელში ინაცვლებს. ჰაერი არ მყოფნის, არ ვიცი რატომ.. მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები. გონება მიმეორებს, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ ვერ ვუსმენ. ალბათ, მართლა ცხოვრებაში პირველად ვერ ვუსმენ.
წელიდან, ფრთხილად მიცურებს მაისურის შიგნიდან ხელს და უარესი მემართება.. გული იმდენად სწრაფად მიცემს, მაისურსაც თავისუფლად ამოძრავებს. ვგრძნობ, რომ გრძნობს. ყელიდან, მეორე მხარეს, ზუსტად გულთან ინაცვლებს და მხარზე მახებს ტუჩებს.
მერე, ისევ ბაგეებს უბრუნდება და უფრო გაშმაგებით მკოცნის..
ისევ ვერ ვეწინააღმდეგები, იმის მიუხედავად, რომ გულს აღარ შეუძლია, მაინც.
უკვე კედელთან მისული, მეორე ხელსაც წელზე მხვევს და მაისურს მიწევს.
- გიორგი..
- დაივიწყე. - ერთ სიტყვაში, ყველაფერს ატევს და საწოლთან მატრიალებს. თავს მხარზე ვადებ და ისე ვენდობი, როგორც არასდროს.
იმაზე ნაზად მოქმედებს, ვიდრე ოდესმე.. ფრთხილად მაწვენს და ზემოდან მექცევა.
შიში მიპყრობს. არ ვიცი რის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაცის იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე საჭიროა..
ხელები მიკანკალებს, მაგრამ მაინც ვახერხებ და კისერზე ვეხები.
აჟრჟოლებს. ვგრძნობ, რაღაც სხვანაირად. მთელს ყელს მიფხაჭნის წვერით, თუმცა მისი ეს შეხება, მაინც ყველაფერზე მეტად მსიამოვნებს. ისედაც ნახევრად აწეულ მაისურს, მთლიანად მიწევს და ერთი მარტივი მოძრაობით, სრულიად მაშორებს სხეულიდან.
ვწითლდები. ზუსტად ვიცი, განგებ არ მიყურებს და ისევ ყელში ინაცვლებს. მერე, თავად იხსნის პერანგის ღილებს და ასევე თავად იხდის. ვერ ვეხები.. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ შემიძლია. ნაზად მეხება წელზე თუმცა ფეხებზე არა..
ყოველ წამს მგონია, რომ ამასაც გააკეთებს, მაგრამ არა. ამაზე უფრო საოცარი ისაა, რომ კოცნას წყვეტს და ჩემს გვერდით წვება.
- მოხვალ? - ისევ ხელს შლის.
დაუფიქრებლად ვიწევი მისკენ და ვეხუტები. ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის.
- არ შეგეხები, ამაზე არ იფიქრო.
თავს ვწევ და მზერას ვუსწორებ, ისიც. სახეზე ჩამოშლილ თმას მიწევს და ახლა, საფეთქელზე მკოცნის.
- გიორგი..
- ჩემი მზის სხივი ხარ, ელენე.. -ოდნავ მიღიმის და მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე.
თვალები მეხუჭება. მართლა მინდა, რამე ვუპასუხო, თუმცა მისი სუნთქვა, მის მკლავებში ყოფნა.. იმდენად ახლოა სულთან, ალბათ მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ვგრძნობ თავს ასე მშვიდად და დაცულად.
ხელს მკიდებს და თითებს, ჩემს თითებში ხლართავს. თითქოს ამ ჟესტით მანიშნებს, რომ შემიძლია ბოლომდე ვენდო. არ წავა..
არ დამტოვებს და არ წავა, არც ახლა და არც არასდროს..
***
დილას, სრულიად მარტო მეღვიძება საწოლში. რომ ვთქვა, მიკვირს - მეთქი, ტყუილი იქნება. მთელი ღამე ჩემს გვერდით ყოფნისთვის მზად იყო, მაგრამ დილის საუბრისთვის, უკვე აღარ. საერთოდ, ჩვენს შემთხვევაში თვალებით და გრძნობებით საუბარი ბევრად უფრო მარტივია - ხოლმე. თითქოს რაღაც ზედმეტს ვიშორებთ და სრულიად თავისუფლად ვსაუბრობთ.
არ ვიცი როგორ, მაგრამ გუშინდელმა თითქოს წამით დამავიწყა აწ უკვე დღევანდელი დღე. ის, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, არაამქვეყნიური შეგრძნება იყო. რომ შემეძლოს, საერთოდ გავაქრობდი სანდროს, ზურასაც ზედ მოვაყოლებდი და საერთოდ ყველას, ვინც ,,ადამიანი" არაა და უბრალოდ იბრალებს.
წყალს ვივლებ და რაც ხელში პირველი მხვდება, იმას ვიცვამ. თითქოს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს, გადაღებისთვის, მაინც ხომ უნდა გამოვიცვალო.
ღმერთო, გადაღება.. გადაღება და ცისია და ნიკა..
არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე მართლა არსებობს და მართლა მომიწევს ამის გაკეთება.
ჩვეულებრივი კოშმარია.
ჯოჯოხეთი.
იმდენად მინდა, ცხოვრების ამ ნაწილს გადავახტე, ოღონდ ელენე არა და, მზად ვარ, ნებისმიერი სხვა ადამიანი ვიყო.
ღრმად ვოხრავ, კარს ვაღებ და უხმაუროდ გავდივარ დერეფანში.
იმის მიუხედავად, რომ მეეჭვება ასე ადრე ეღვიძოთ, მაინც უნდა დავხედო. ნიცას ნახვა, ახლა, ყველაზე მეტად მჭირდება.
ვცდილობ, გავიხსენო რომელი ნომერია და ზუსტად ამ დროს იღება ის კარი, რომლის წინაც, სრულიად შემთხვევით ვდგავარ.
შემთხვევით, მაგრამ როგორ გინდა, ეს ამას დააჯერო.
ხო, არც მეტი არც ნაკლები, თვით სანდრო. მისკენ გახედვაც კი არ მინდა, უკვე საშინლად მაღიზიანებს ეს საშინელი სუნამო, რომელშიც პირდაპირი მნიშვნელობით იბანავა.
- ელენეე?
- მოკეტე! - თითის ქნევით ვემუქრები და გვერდის ავლას ვაპირებ, მაგრამ ვინ გაცდის, მაშინვე წინ მეღობება.
- ვილაპარაკოთ?
- არა. - უფრო სიმწრით ვუღიმი და ამჯერად, წარმატებულად ვუვლი გვერდს, მაგრამ თვითონ რომ ვეღარ, ახლა სიტყვით მიჭერს.
- გიორგი გადაიბირე?
- რას ბოდავ.
- წახვედი და რაღაც *ლეობები ებოდიალე ჩემზე, ცოტა ყალბი ცრემლებიც შეუშვი და ი ვსოო, ბაზაარ!- ირონიულად, თავისი საფირმო, დაპლური ღიმილით, ცდილობს მდგომარეობიდან გამომიყვანოს.
- მართლა მაინტერესებს ეს დედამოტ*ნული, რა უთხარი ასეთი. ასე უცებ, ასე რომ გაცივდა ჩემს მიმართ.
- სიმართლე.
- შენი მოგონილი სიმართლე?- ისევ ირონიულად ეღიმება - მე საერთოდ, სხვა სიმართლე მაქვს. ლოგინში ჩაუგორდი, ხო?
- შენ ხომ არ დაგავიწყდა, როგორ კანკალებდი გუშინ დანის წინ? - იმის მიუხედავად, რომ შინაგანად ისევ ვინგრევი, სიმშვიდის შენარჩუნებას, როგორღაც მაინც ვახერხებ და ირონიაზე, ირონიითვე უპასუხობ. უკვირს. რა თქმა უნდა, ის, ისევ იმ გოგოს იცნობს, 6 წლის წინ რომ სიკვდილამდე სცემა.
- სიმართლე მწარეა? ვის ატყუებ, გუშინ ერთად ვიყავით დასალევად და ერთადაც დავბრუნდით. ის შენთან შემოვიდა, მე ჩემთან, ნომერში. დილასაც მშვენივრად დავინახე, როგორ გამოვიდა უკან.
ვშეშდები. მისი 'ერთად მოვედით' მანადგურებს, თუმცა ყველანაირად ვცდილობ არ შემემჩნეს.
- შეიძლება ჩემს მიმართ გააცივე, მაგრამ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, შენი ბო*ობით კი ვერ დაგვაშორებ და ჩვენს შორისაც ვერ ჩადგები. კარგად დაიმახსოვრე და ჩაიდე თავში. გაერთობა და მოგისვრის. აი ნახავ, როგორ დაინგრევა შენი ოცნების კოშკები სამუდამოდ, ქალბატონი ელენე.
- გაეთრიე.
- ისე, ძველი ნაცნობობის ხათრით, შემიძლია გიოს დაველაპარაკო და ცოტა ხანს, გაგიხანგრძლივებს.
მისი სიცილი, სიმწარეს მიღრმავებს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შემიძლია ამდენ ხანს ასე მშვიდად დგომა, მაგრამ ვგრძნობ, ვიცი, ეს აღიზიანებს და ამიტომ ცდილობს, უფრო და უფრო მეტი სიბინძურით გამაგიჟოს. არ გამოსდის და საბოლოოდ თვითონ გიჟდება, რაც სახეზეც მშვენივრად ეხატება.
ოდნავ ვუღიმი და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- მეცოდები, სანდრო. გულწრფელად, ღირსი არ ხარ, მაგრამ მაინც.
ეგ სიტყვები ყველამ ვიცით, მისი გამოყენება არაა კაცობა, ეგ ვერ გამოგაჩენს მაგარ ტიპად.
უყურე გიორგის, შენი მეგობარი ხომაა, შეხედე და ისწავლე, როგორია 'ადამიანი'. კაცი არა, ჯერ ადამიანი.
სიჩუმე. იაზრებს? არა. უბრალოდ შესაფერის სიტყვებს ეძებს, რომ კიდევ გამამწაროს. არ შეცვლილა.. ან კი რა შეცვლიდა. უკუსვლით ვიხევ უკან და მერე, ზურგს ვაქცევ.
- დღეს ერთი სცენა გვაქვს. ხომ არ დაგავიწყდა? - აჰა, მაინც. - თუმცა ჯერ დროს არის, ნერვიულობას და შფოთვას მოასწრებ.
- მე არაფერი მაქვს სანერვიულო, ეგ შენ მოემზადე. ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ, თავ ბედს იწყევლი აქ ჩამოსვლისთვის.
რა თქმა უნდა, ვერ მპასუხობს.
ყალბი ტვინიკოსი, რომელსაც თავში ბინ*ური ლექსიკის გარდა, არაფერი აქვს. რაც უნდა ის უქნია, მე არსად წავალ, ისევ თვითონ წავა - ოღონდ ერთი განსხვავებით. ადრე, ელენე შეაშინა, ახლა ელენე შეაშინებს.
***
მწვანედ შემოსილ ხეებს, თავმომწონედ დასცქერის მაღლიდან მზე. უცნაურია, ადრე არასოდეს მიფიქრია მის სითბოზე და იმაზე, თუ რამდენად სჭირდებოდათ მათ ერთმანეთი. რამდენად მნიშვნელოვანი იყვნენ და რას იწვევდა მათი განშორება.
ბუნება, ადამიანს ჰგავსო, იქნებ ადამიანი ჰგავს ბუნებას? ერთი შეხედვით, განსხვავება არაა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, შეიძლება რაღაც დაინახო. თითქოს, წელიწადის დროსა და ადამიანის ხასიათს შორისაც არის პარალელი. მაგალითად.. მე გიორგი ისეთი აღარასდროს მინახავს, როგორც მაშინ, შენოდგომაზე, სექტემბერს. რა თქმა უნდა, აქ კიდევ ძალიან ბევრი რამაა, რომლის მოყოლას არ დავიწყებ, ისედაც ნათელია. ასპარეზზე, დროც იყო გამოსული, არის და იქნება - რომელიც გინდა არ გინდა, გცვლის.
ჩემი ფიქრები, იმაზე მეტად უცნაურია, ვიდრე ჩვეულებრივ. ხანდახან მგონია, რომ ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულ რაღაცასაც კი ვაკავშირებ.
არ ვიცი.. როცა გიორგიზე ვფიქრობ, სხვანაირად ვირევი. ასე მგონია, შიგნიდან ვიცნობ. მის ფიქრებს, გრძნობებს, სათითაოდ, იმაზე კარგად, ვიდრე თავად. მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რასაც ბოლომდე არ მანახებს. ვთვლი, რომ რაც ვნახე, მხოლოდ ისაა, არ ვიცი რანაირად, მაგრამ ამას მაჯერებს. მერე.. მერე, თითქოს უნებურად, ნათელი ხდება რომ არაფერიც არ მცოდნია ბოლომდე.
მისი ეს მიმტევებლობა, მიამიტობა, არ მინდა იმის დაჯერება, რომ სანდროსაც მოუსმინა. იმიტომ არა, რომ უფლება არ ჰქონა - უბრალოდ მეშინია, რომ მასაც რაღაც დაუჯერა.
ვენდობი, საქმეც არც ამაშია, უბრალოდ რაღაც კიდევ არის, რაც შინაგანად ისევ მღრღნის. სანდროს ბოროტულ სიცილს მახსენებს და მის 'ერთად მივედით' -ს.
ღრმად ვსუნთქავ.. არ ვიცი, როგორ გავაქრო ეს ფიქრები.
შორიდან ვუყურებ ატრაქციონზე მყოფ ნიცას და მომენტებში ვნატრობ, რომ ისევ პატარა ვიყო.
მაგრამ მალევე მახსენდება, რომ თუ პატარა ვიქნები, გავიზრდები და მერე, ისევ ყველაფრის თავიდან გამოვლა მომიწევს - ამას კი, მეორედ ნამდვილად ვეღარ გადავიტან.
- ზურა გეძებს - ისე მოულოდნელად მიახლოვდება გიორგი, ინსტიქრურად ვხტები. ოდნავ ეღიმება. შორიდან, წამიერად ავლებს თვალს ნიცას და გვერდით მიჯდება.
არაფრის თქმა არ მინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ წამს, თითქოს ისიც კი არ მინდა, რომ გვერდით მეჯდეს.
- ვუთხარი მოვძებნი - თქო. - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - დაახლოებით ნახევარ საათში ვიწყებთ.
ნელა ვხუჭავ თვალებს. მერე, სწრაფად ვახელ და ღრმად ვსუნთქავ. მისი სიტყვები მესმის, მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობ, რაზეც მის მოსვლამდე.
- რა ჯანდაბამ დაგალევინა გუშინ სანდროსთან ერთად? - მაინც ვერ ვითმენ - მეწყვილე გჭირდებოდა და მეტი ვერავინ იპოვე? არა, მოიცადე.. გამახსენდა, თქვენ ხომ 'მეგობრები' ხართ.
სახე ეცვლება. ნამდვილად არ ელოდებოდა, ამას რომ ვეტყოდი და შესაბამისად, ალბათ შესაფერისი პასუხიც არ აქვს.
- ვერ ვიჯერებ, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოგიყევი.. მითუმეტეს იცოდი, როგორ მიჭირდა ამის თქმა და მაინც.. იმისთვის, რომ გცოდნოდა მისი ნამდვილი სახე, გითხარი. გითხარი და რა გააკეთე.. წახვედით და მეგობრულად დალიეთ, არა? ბავშვი დაგაფიცე. გთხოვე, არაფერი გაგეკეთებინა. არაფერში, არაფერი ვიგულისხმე. შენ კი.. ნამუსი გეყო, ჩემთან მოხვედი და..
- ერთი წუთი. - ხელის აწევითაც მანიშნებს - რაც არ იცი, იმას ნუ ამბობ.
- და რა ვიცი?
ღრმად სუნთქავს და მზერას მარიდებს.
- კარგი დრო იყო, ერთმანეთის უთქმელად რომ გვესმოდა.
კარგი, მომისმინე და მოგიყვები..
- არ მინდა.
- ვიცი. არც მე არ მინდა, მაგრამ საჭიროა. მოკლედ.. ჯერესერთი, დასალევად ერთად არ წავსულვართ. ბარში შემხვდა. ჩემთვის ვიჯექი და მომიჯდა. ხო, არაფერი არ მითქვამს - მაგრამ თვითონ დაიწყო და რაღაცნაირად ავყევი. არ გვიჩხუბია და არც მისი მოკვლა მიცდია. უბრალოდ შეამჩნია, რომ რაღაც მოხდა და გამოკითხვები დაიწყო. დაგინახე, ელენეს ელაპარაკებოდი და მითხარი, ჩემზე რაები მოგიყვაო. არაფერი არ მითქვამს. მოკლე პასუხებით რომ ვერ მოვიშორე, ავდექი და წამოვედი. გამომყვა. სასტუმრომდე ერთად მოვედით, სართულამდეც.
სიმართლე რომ გითხრა, შენც იცი, რომ მე უკვე ყველაფერი მაგრად მკიდი,ა. თან უგონოდ მთვრალი ვიყავი და ვერ ვიფიქრე, რომ შეიძლება შენთვის მომეყენებინა იმით ზიანი, რომ მის დასანახად მოგიკაკუნე კარზე. არც დროს, არც არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება..
ვიცი, რომ რაღაცას შეთხზავდა. ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ მე, განგებ არავის და მითუმეტეს შენ არ მოგაყენებ ზიანს.
უბრალოდ დასანანია, რომ ამის თქმა და მოყოლა მიწევს, მარტო იმიტომ, რომ ჩემში ეჭვი შეგეპარა.
დგება. ვერ ვითმენ და მეც ვდგები.
საშინელება მემართება შიგნიდან. ქარიშხალი, რომელიც იმ 'მე' - ს მოშორებას ცდილობს, ვინც ეს ჩაიდინა.
- გიორგი..
- მოდი ახლა არ ვილაპარაკოთ. ისედაც მესმის, რისი თქმაც გინდა. არ გიბრაზდები, ისედაც არ შემიძლია. ლოგიკური ნააზრევია, მაგრამ მისი 'ჩემი ელენესგან' მოსმენა იყო მტკივნეული, მეტი არაფერი.
მეტირება. პირველად მომიხსენია ასე და ისიც რა დროს..
წასვლას აპირებს, თუმცა ამჯერად, ნიცას მიერ დაძახებული 'გიორგი' აჩერებს. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს, უკვე მოახლოებულს და შეუმჩნევლად ვიწმენდ ცრემლებს.
- რომ დამინახე, მაგიტომ გინდოდა წასვლა? - თითქოს ნაწყენი მზერით უახლოვდება.
- აბა რას ამბობ, მეკადრება? - ოდნავ უღიმის და მის წინ იხრება.
- არ გეკადრება, მაგრამ იკადრებ. - ზუსტად ჩემსავით ეუბნება და ხელებს იკრეფს.
წამსვე ჩემზე გადმოაქვს მზერა გიორგის. მხოლოდ რამდენიმე წამით, თუმცა ახლა, მაინც რთულია. თითქოს გრძნობს, ისევ მაშორებს თვალს და მოახლოებულ თიკოს, რომელიც მხოლოდ ახლა შევამჩნიე თავის დაქნევით ესალმება.
- რატომ არ მოხვედი გუშინ?! - ჩაფიქრებულს, ისევ ნიცას ხმა აფხიზლებს.
- ხო, ცოტა დამაგვიანდა. მოვედი მაგრამ აღარ დამხვდი. ვფიქრობ, თუ ჩემს პატიებას მიიღებ, დღეს უეჭველად ვითამაშებთ. აბა რას იტყვის ქალბატონი ნუცა?
- ნუცა? - მაშინვე წარბებს კრავს - მაგრამ მე ნიცა ვარ.
- ვიცი, მაგრამ ნუცაც გიხდება. საერთოდ, შენ ყველაფერი გიხდება. თან მე ხომ რაღაც განსხვავებული უნდა დაგიძახო, არავისას რომ არ ჰგავდეს.
- არ ვიცი, არ მიფიქრია ნუცაზე - მხრებს იჩეჩავს.
- ფიქრი არც უნდა. უბრალოდ დაგიძახებ და მოგეწონოს, შეგიძლია?-სრული სერიოზულობით ეკითხება.
- რავიცი. - ისევ ჩემსავით აკეთებს.
ზუსტად ვიცი, ამ მომენტებში გიორგიც მე მხედავს.
- პატარა ელენე ხარ, მოკლედ. - აჰა, აი.. ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- მაშინ მოდი ვსინჯოთ. ითამაშებ ჩემთან ერთად, ნუცა?
- კი - თვალები უბრწყინდება. არა, უფრო სწორად ცდილობს, რომ გაუბრწყინდეს და განუწყვეტლივ აფახულებს. ამაზე ყველას გვეღიმება.
- მაშინ საღამოს უეჭველად.
- ოღონდ - საჩვენებელ თითს სწევს მაღლა - თუ ისევ მომატყუებ, აღარასდროს აღარ გაპატიებ და აღარც გეთამაშები.
- შევთანხმდით. ახლა შეიძლება ჩაგეხუტო?
არაფერს პასუხობს, თვითონ შლის ხელებს და პირველი ეხვევა. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ჟესტით მისი გაღიმება შეძლო.
რამდენიმე წუთს არიან ასე და მერე, სწრაფად სცილდებიან ერთმანეთს.
- დედიკო, მე და დეიდა მეორე პარკში მივდიოდით ახლა.
- მართლა? - მექანიკურად გადამაქვს მზერა თიკოზე.
- ჰო, სასტუმროში მოწყენილობაა. ცოტას გავივლით კიდევ და ამ პერიოდში თქვენც მორჩებით ალბათ.
თავს ვუქნევ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი როდის მოვრჩებით, მაინც.
- წავედი, თუ რამე დაგვირეკე. ფოტოებს გადავიღებთ - ნიცას უწვდის ხელს და ისიც მაშინვე ჰკიდებს.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერ გიორგის უქნევს ხელს და მხოლოდ მერე ვახსენდები მე.
ნერვები მეშლება. სულ ორი დღეა რაც იცნობს და მგონი, უკვე მოასწრო და ჩემზე მეტად შეიყვარა.. მეც კი არ მპატიობს ნიცა ასე ადვილად არაფერს.
ზურგს მაქცევს. ისევ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გზა გვაქვს, არა. როგორ შეუძლია პრინციპებს უღალატოს.
- გიორგი. - სწრაფი ნაბიჯებით ვეწევი - ერთი წუთით, შეგიძლია გაჩერდე?
უბრალოდ ღრმად სუნთქავს და ჩემსკენ ტრიალდება.
მზერას მისწორებს და ისევ, თვალებით მელაპარაკება.
სიმართლე რომ ვთქვა, სიტყვები არც მე მაქვს. ისედაც უამრავ პრობლემაზე, რა დავამატე და რა შევთხზე. წამით მაინც, გონებაში სანდროს როგორ დავუჯერე..
გეგონება, პრობლემები მაკლდა.
ვგრძნობ, რომ რასაც ვფიქრობ ესმის, მაგრამ მე არ მესმის მისი. მის თვალებში, იმხელა წყენაა - თითქოს ყველაფერს ფარავს.
ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები. რეაქცია არ აქვს. მელოდება.. ჰო, ის იმდენად კარგად მიცნობს, შეუძლია უსასრულოდაც მელოდოს, თუ იცის, რომ ბოლოს გავაკეთებ.
ხელს ვუწვდი. არ ვიცი, რატომ.. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თვითონ იცის.
თითები მიკანკალებს. ის უფრო გამიკვირდებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა და მერე, საერთოდ მარიდებს.
- ოხ, ელენე.. ნეტავ რატომ არ შემიძლია, რომ გაგიბრაზდე.
მეღიმება. ზუსტად ვიცი, ახლა ხელს მომკიდებს და აი..
მისი შეხება, წარმოუდგენლად სწრაფად მაწყნარებს. მისკენ მიზიდავს და ვგრძნობ, მთელი არსებით მეხუტება..
- ნუცა შენი ასლია.. წეღან მეგონა, რომ შენ გეხუტებოდი.
- ჰო?
- ჰო - შუბლზე მახებს ტუჩებს და სულ ოდნავ მიღიმის.
- იცოდე, ისე აღარ შემომხედო.. ლამის მოვკვდი.
არაფერს მეუბნება. მხოლოდ წამით მისწორებს თვალს და ხელის ზურგით, ნაზად მეფერება ლოყაზე.
- რომ გაკოცო, უადგილო იქნება?
მეღიმება.
არ ვიცი რანაირად ახერხებს, მაგრამ ყოველთვის ჩემი გულწრფელი ღიმილის მიზეზია.
ისევ მელოდება.. ზოგჯერ, ძალიან მეუცნაურება, რომ ამდენ ხანს, მშვიდად შეუძლია ლოდინი ისე, რომ არაფერი გააკეთოს.
არ ვპასუხობ, ფრთხილად ვადებ ყელზე ხელს და წამით, თითქმის არც კი ვეხები ბაგეებზე.
თვითონაც იგივეს იმეორებს.
ისევ სხეულზე მიკრავს, მაგრამ სიახლოვის მიუხედავად, მხოლოდ ტუჩის კუთხესთან მეხება.
თვალს ვუსწორებ, ისიც..
სიტყვები უფასურდება და ახლა, მოწყურებულივით მაცხრება ბაგეებზე.
ვითიშები. მგონია, რომ სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე, ერთნი ვართ.. ჩემი გულისცემა, მისას უერთდება და ერთმანეთისას ვგრძნობთ..
წამით, ყველა და ყველაფერი მავიწყდება და ეს, ყველაზე კარგი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.
მშორდება. ისევ შუბლზე მკოცნის და ისევ მიხუტებს..
- თუ ოდესმე... - იმხელა პაუზას აკეთებს, ლამის გავგიჟდე - შენს გვერდით არ ვიქნები, შეძლებ, რომ არ დამივიწყო?
- რას ამბობ. - წამში ვიშორებ მის ხელებს და მზერას ვუსწორებ.
- ნეტავ ადრე გამეცანი... შეიძლება მეტი დროც გვქონოდა..
- გიორგი, ნუ მაგიჟებ. რა აზრები გიტრიალებს. ჩვენ იმ დროს გავიცანით ერთმანეთი, როცა საჭირო იყო და კიდევ ძალიან ბევრი დრო გვექნება ერთმანეთისთვის.
თავს მიქნევს. არ ვიცი, ეს რისი ნიშანია, თუმცა ახლა თანხმობის ნამდვილად არაა.
წამიერი სიჩუმე. ისევ ვერაფერს ვხედავ მის თვალებში.
- წავიდეთ? ზურა გვეძებს, ალბათ. ტელეფონიც გამორთული მაქ. - მაჯაზე არსებულ საათზე იყურება და მერე, ვითომც არაფერიო, ისე მიღიმის.
შინაგანად, ნაწილებად ვიშლები.
მისი სიტყვები, ჯერ კიდევ გაუჩერებლად მიტრიალებს თავში და სხვა რამეზე, უბრალოდ ვეღარ ვფიქრობ.
გამოწვდილ ხელზე, მხოლოდ წამით ვავლებ თვალს და დაუფიქრებლად ვკიდებ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გული მიჩერდება, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ ვგრძნობ, ეს ბოლო არაა..
_____________________________________
სიყვარულებოო, დასასრულს რომ ვუახლოვდები, მაგას არ ვიცი, ხვდებით თუ არა, მაგრამ.. ჯერ არასდროს არ ყოფილა ასეთი ბუნდოვანი შემდეგი თავი ჩემთვის.
თქვენთვის?
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავდა გიორგის სიტყვები?
პ.ს გუშინ უნდა დამედო, მაგრამ რაღაცეები შევცვალე და ვეღარ მოხერხდა, მომიტევეთ.
სიყვარულით
ელა'ტრისი



№1 სტუმარი one

kargi raa ells))) vachuqod am gogos frtebii))))
chemo kargo , sheni gadasawyvetia rogor ganavitareb movlenebs, me getyvi rom yvela variamts siamovnebit wavikitkhav)))
vfiqrob rom dzalian ghma adamiani khar tavad, radgan sxva shemtxvebashi ver sheqmnidi am nawarmoebs))
shenneulo fiqris , analizis, chaghrmavebis diapazoni imdenad vrceliaa)) yvela adamianshi ar cxovrobs elene)))
miukhedavad imisa rom elene rtuli personajia, araadekvaturi-C khshirad, me dzalian momwons da vugeb ))
ra gitkhra, mogyvebi da dasrulebis shemdegac dagelodebi))
kargi khar ❤️

 


№2 სტუმარი Ana-maria

ნათელი ფერები დაემატა ისტორიას. იქნებ სიყვარულმა აჯობოს წარსულის შავ ფერს?მინდა ნიცას დედიკო გვერდით ყავდეს და აგრეთვე გიორგიც. ცუდ დასასრულზე ვერ ვფიქრობ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება

 


№3 სტუმარი ანუ

ბოლოში დავიძაბეეეეე, რა ხდებააააა.. რა წასვლააა გიორგი რა წასვლაააა ჭკუიდან არ ავიწიოოოოო.

ანუ რა, რა დასასრული არ შემშალო :(
ესენი რო ბოლოს ერთად არ იყვნენ მართლა გავგიჟდებიიიიი, სერიოზულად გავაფრენ :'(
აუ ძაან შემაშინე ახლა :(
მგონი შემდეგი თავის წაკითხვის სურვილიც არღარ მაქ :( :( :(

პ.ს ჯერ რა დროს დასასრული იყო.

 


№4  offline წევრი EllaTriss

one
kargi raa ells))) vachuqod am gogos frtebii))))
chemo kargo , sheni gadasawyvetia rogor ganavitareb movlenebs, me getyvi rom yvela variamts siamovnebit wavikitkhav)))
vfiqrob rom dzalian ghma adamiani khar tavad, radgan sxva shemtxvebashi ver sheqmnidi am nawarmoebs))
shenneulo fiqris , analizis, chaghrmavebis diapazoni imdenad vrceliaa)) yvela adamianshi ar cxovrobs elene)))
miukhedavad imisa rom elene rtuli personajia, araadekvaturi-C khshirad, me dzalian momwons da vugeb ))
ra gitkhra, mogyvebi da dasrulebis shemdegac dagelodebi))
kargi khar ❤️

ჩემო საყვარელო, ვერ წარმოიდგენ როგორ გამეხარდა, 'ვაჩუქოთ ამ გოგოს ფრთები'-ო , რომ დაწერე. მიზანი, თავიდანვე ეგ იყო. ძალიან მინდოდა, ვინმეს ეს გაეჟღერებინა.
კი, ელენეც და არა მარტო ელენე იმსახურებს ამ 'ფრთებს'... ახლა, ზუსტად ვიცი, რა იგრძენი როცა წაიკითხე . მიხარია, რომ არცერთი დეტალი არ გავიწყდება.
თქვენი აზრი მაინტერესებდა, არ მითქვამს, რომ ცუდად დავამთავრებ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი , თუმცა რომც ვიცოდე, წინასწარ მაინც ვერ ვიტყოდი. გამიგებ, ვიცი.
ყველას საკუთარი შეხედულება და აზრი აქვს. თუმცა ჰო.. რაღაც მომენტში, ზუსტად დამინახე.
მადლობა! ❤ ბევრ რამეზე, სხვანაირად დამაფიქრე.

Ana-maria
ნათელი ფერები დაემატა ისტორიას. იქნებ სიყვარულმა აჯობოს წარსულის შავ ფერს?მინდა ნიცას დედიკო გვერდით ყავდეს და აგრეთვე გიორგიც. ცუდ დასასრულზე ვერ ვფიქრობ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება

მეც იგივე მინდა, რაც თქვენ.
მიხარია, თუ ეს ფერები უკვე შესამჩნევია ❤
ვნახოთ, რა და როგორ იქნება..
პ.ს მადლობა,❤ თქვენი ერთი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის❤
რაღაცეები რომ შეიცვლება, მაგაზე ვთანხმდებით. აი თუ რა მხრივ, რა კუთხით, მაგას ერთად გავიგებთ ❤❤❤❤

ანუ
ბოლოში დავიძაბეეეეე, რა ხდებააააა.. რა წასვლააა გიორგი რა წასვლაააა ჭკუიდან არ ავიწიოოოოო.

ანუ რა, რა დასასრული არ შემშალო :(
ესენი რო ბოლოს ერთად არ იყვნენ მართლა გავგიჟდებიიიიი, სერიოზულად გავაფრენ :'(
აუ ძაან შემაშინე ახლა :(
მგონი შემდეგი თავის წაკითხვის სურვილიც არღარ მაქ :( :( :(

პ.ს ჯერ რა დროს დასასრული იყო.

ჩემო ძვირფასო, მომიტევე, თუ შეგაშინე.
ბოლომ დაგვძაბა ყველა. არ ვიცი, რა იქნება მერე.. ჯერ ჩემთვისაა ყოველი თავი სიურპრიზი. შეიძლება ფიქრობთ, რომ მე უკვე ცუდი დასასრული მაქვს მოფიქრებული და ამისთვის გამზადებთ, მაგრამ ასე მართლა არაა.
ყოველ წუთს და ყოველ წამს იცვლება ყველაფერი.
მარტო ის ვიცი, რომ სადღაც მალე უნდა დამთავრდეს და ეგ, კი ვთქვი უკვე.
მესმის, პერსონაჟებს რომ შეეჩვევი, რთულია. მაგრამ უსასრულოდ ვერაფერს გავწელავთ.
ვერ დაგაძალებ, გინდა თუ არა, შემდეგი თავი წაიკითხე - მეთქი, შენ როგორც გაგეხარდეს, ისე გააკეთე.
პ.ს რომ დამთავრდება, მერე მალევე დავბრუნდები. ერთად, კიდევ ძალიან ბევრ და ძალიან ლამაზ რაღაცეებს შევქმნით.
❤❤❤❤

 


№5  offline წევრი OKI ME

უუჰ, როგორ იქნა მოვედიიი. ❤️❤️ სიმართლე გითხრა არ მინდოდა დასრულებული ეს თავი. მიუხედავად საკმაოდ დიდი მოცულობის თავის, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️❤️

პირველ რიგში, იცოდე არ გაპატიებ ბედნიერად რო არ დაასრულო და გიორგის ეს სიტყვები აასრულო. თორემ პროტესტის ნიშნად რამეს მოვიფიქრებ :დდდდ ნუ კაი ჰააა, მისი ნათქვამი სიტყვები რომ "გავაპრავოთ" ))) ცოტა ნერვიულობა გიორგის გამო შეიძლება, ისიც თუ მშვიდობიანად და ბედნიერად დასრულდება ოღონდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიცასავით გაგებუტები :დდდდ როგორც ნიცასთვის და ელენესთვის არის გიორგი ახალი ცხოვრების დასაწყისი, ისევე გიორგისთვის არის ეს ორი. ერთმანეთს შველიან და გიორგის უფერულ ცხოვრებას აფერადებენ. ნუ ელენეს კი ყავს ნიცა, ვინც აძლოერებს მაგრამ გიოეგისთან ერთად უფრო მეტად თავდაჯერებული და ძლიერია.

უიმეე, ეს სანდრო რა არსებაა საერთოდ. დროც კი არ ცვლის. ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილებით ვერაფერს სწავლობს. ისევ ისეთ არაადამიანად დარჩა. ნიცას შემხედვარე როგორ არ ნანობს თავის საქციელებს მიკვირს. ან თოთონ ხომ იცის სიმართლე, როგორ დავიჯერო რომ საკუთარ თავთან მარტო როცა არის მაშინ მაინც არ გრძნობს დანაშაულს.

აი, შემდეგ თავში რა მოხდება ძალიან საინტერესოააა. ჰო მართლა, თიკოს ნუ მიჩაგრავ :დდდ დასასრულს რაც შეეხება, გული ნამდვილად დამწყდება და მე ყოველთვის ასე ვარ ჩემი საყვარელი მწერლების ისტორიებზე, მაგრამ რას ვიზამთ. იმედი მაქვს, რომ ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი EllaTriss

Megioki
უუჰ, როგორ იქნა მოვედიიი. ❤️❤️ სიმართლე გითხრა არ მინდოდა დასრულებული ეს თავი. მიუხედავად საკმაოდ დიდი მოცულობის თავის, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️❤️

პირველ რიგში, იცოდე არ გაპატიებ ბედნიერად რო არ დაასრულო და გიორგის ეს სიტყვები აასრულო. თორემ პროტესტის ნიშნად რამეს მოვიფიქრებ :დდდდ ნუ კაი ჰააა, მისი ნათქვამი სიტყვები რომ "გავაპრავოთ" ))) ცოტა ნერვიულობა გიორგის გამო შეიძლება, ისიც თუ მშვიდობიანად და ბედნიერად დასრულდება ოღონდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიცასავით გაგებუტები :დდდდ როგორც ნიცასთვის და ელენესთვის არის გიორგი ახალი ცხოვრების დასაწყისი, ისევე გიორგისთვის არის ეს ორი. ერთმანეთს შველიან და გიორგის უფერულ ცხოვრებას აფერადებენ. ნუ ელენეს კი ყავს ნიცა, ვინც აძლოერებს მაგრამ გიოეგისთან ერთად უფრო მეტად თავდაჯერებული და ძლიერია.

უიმეე, ეს სანდრო რა არსებაა საერთოდ. დროც კი არ ცვლის. ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილებით ვერაფერს სწავლობს. ისევ ისეთ არაადამიანად დარჩა. ნიცას შემხედვარე როგორ არ ნანობს თავის საქციელებს მიკვირს. ან თოთონ ხომ იცის სიმართლე, როგორ დავიჯერო რომ საკუთარ თავთან მარტო როცა არის მაშინ მაინც არ გრძნობს დანაშაულს.

აი, შემდეგ თავში რა მოხდება ძალიან საინტერესოააა. ჰო მართლა, თიკოს ნუ მიჩაგრავ :დდდ დასასრულს რაც შეეხება, გული ნამდვილად დამწყდება და მე ყოველთვის ასე ვარ ჩემი საყვარელი მწერლების ისტორიებზე, მაგრამ რას ვიზამთ. იმედი მაქვს, რომ ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები ❤️❤️❤️

ყველა რომ ავტომატურად ცუდი დასასრულისკენ წახვედით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს თუნდაც ერთ სიტყვას.
არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. მართლაც, ყველა და ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და აფერადებს^_^
სანდროზე... ჩვენ ხომ არ ვიცით, ის რას ფიქრობს. სავსებით შესაძლებელია, მან ის დაიჯერა, რაც მისთვის ყველაზე ლოგიკური იყო რომ ელენე, ბავშვს ვერ გააჩენდა. სრულიად მარტო, უსახლკაროდ..
აქედან გამომდინარე, ვერ ფიქრობს ნიცაზე სხვანაირად.
პ.ს თიკოს ავანაზღაურებ❤
ახალ ისტორიას რაც შეეხება, გეგმაშია, ვნახოთ.
❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent