შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mr.DIOR • OH SEHUN


28-06-2021, 02:58
ავტორი სესო
ნანახია 10 943

ვერასდროს ვიფიქრებდი იმას რაც ჩემს ცხოვრებაში უცაბედად დატრიალდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი ჩემს პიარ მენეჯერთან ერთად რეგისტრაცია რომ გავიარე და სეულისკენ მიმავალ თვითმფრინავში ამოვყავი თავი. თავიდან გაოცებული ვიყავი, მერე აღტაცებული, მერე ვხტუნაობდი, საბოლოოდ ბარგი ჩავალაგე და ქალბატონ ლილისთან ერთად ავედი ბორტზე.
რა მინდოდა სეულში? კარგი კითხვაა.
მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, სულით ხორცამდე ქართველი ვარ თუმცა არა ჩვეულებრივი ქართველი. ჩემმა მშობლებმა როცა ნახეს რომ სილამაზე ხელს მიწყობდა ბავშვობიდანვე მიმაბარეს სამოდელო სააგენტოს, შემდგომში მუსიკალურ სკოლას, სამხატვრო აკადემიას და ჩემით ფულის შოვნა გადაწყვიტეს. თუმცა ეს იქამდე სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, 18 წელი ორი თვის წინ შემისრულდა და ყველა ანგარიში, რომელიც ჩემ სახელზე გაიხსნა მე გადმომეცა სამართავად. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი მაგრამ სეული, კორეა ჩემი საოცნებო ადგილი იყო ყოველთვის. ქალბატონი ლილი, ჩემთვის დედასავით იქცა, მასთან ერთად გადავედი საცხოვრებლად და იმაზე მშვიდი და ბედნიერი ვარ ახლა ვიდრე მშობლებთან ყოფნის დროს ვიყავი..
კორეაში ორი მიზეზით მივდიოდი. პირველი, ახალ სამოდელო კომპანიასთან ხელშეკრულებას ვაფორმებდი და სწორედ ჩემს საოცნებო ქვეყანას გავაგრძელებდი მოღვაწეობას და მეორე მიზეზი ჩემი იქ წასვლის ის იყო რომ კიმ ნამჯუნის ანუ ბითიესის არემის სოლო კლიპში მთავარ მოქმედ გმირს განვასახიერებ. სიამაყის გრძნობა მომემატა მაგრამ თან შიშმაც შემომიტია, აზიაში მივდიოდი, იქ სადაც ყველას ვისაც თვალის ქუთუთო გამოკვეთილი აქვს არასწორად უყურებენ და ცუდი ყოფაქცევის ჰგონიათ. სეულში 26 საათიანი ფრენის შემდეგ ჩავედით, უძილობისგან დასიებული თვალები სათვალით დავიფარე და ლილის უკან გავყევი.
-მოგესალმებით სამხრეთ კორეაში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი სეულში.-ბარგი მოგვაწოდეს, სწორედ იმ დროს დაფრინდა პარიზი-სეულის რეისი და ცოტა ხანში მთელი თავისი ამალით გამოანათა ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა მამაკაცმა სეჰუნმა. დიორის სათვალე მოიხსნა, ფანებს გაუღიმა მორცხვად, ყოველთვის მეგონა რომ იმ სიმორცხეში მალავდა რაღაც იდუმალს. ასე ღიმილით აეროპორტიდან გავიდა. მის უკან ჩვენი მანქანა გაჩერდა, მე და ლილის არ დაგვიყოვნებია, ჩავსხედით, დაღლილს ლამის გზაში ჩამომეძინა. სეჰუნის ნახვისგან გამოწვეული ეიფორია კი თან დამყვებოდა მთელი დღე. სასტუმროში მისულმა შავი ფარდები ჩამოვაფარე ფანჯრებს და საწოლზე გავიშხლართე, მეორე დღე ძალიან რთული იქნებოდა და ეს კარგად ვიცოდი.
კორეული ენა მაშინ ვისწავლე როცა პირველად მოვუსმინე EXOს სიმღერას და არანორმალური სურვილი გამიჩნდა იმის რომ მეც ავმეტყველებულიყავი მათ ენაზე. მაშინ 13 წლის ვიყავი და ჩემი პირველი სიყვარულიც სწორედ ექსოს წევრი, ზემოთ ნახსენები სეჰუნი იყო. იცით ამ ამბავში ყველაზე საშინელი რა არის? მე ფანის დონეზე კი არ შემიყვარდა ეს ადამიანი, არამედ ისე აღვიქვი ის როგორც მამაკაცი და როგორც შეიძლება აღიქვა შეყვარებული, ქმარი და მამაკაცის იდეალი.
......................................................................................................
კომპანიაში ფეხი შევდგი თუ არა ყველა ქალის ყურადღება მივიქციე უცხო გარეგნობით. წვრილი თვალები კი მქონდა მაგრამ ეს საერთოდაც არ მამსგავსებდა კორეელს. მისაღებშივე შემომეგება ჭრელ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-მოგესალმებით ჩვენს კომპანიაში, დიდი პატივია თქვენნაირი ადამიანის ამ შენობაში ნახვა.-ინგლისურად დაიწყო კაცმა, გამეღიმა.
-ბატონო ჩან, კორეული მშვენივრად ვიცი, გმადლობთ გულთბილი დახვედრისთვის.-გავუღიმე.
-აღფრთოვანებული ვარ. ლამაზიც ყოფილხართ და ჭკვიანიც.
-გმადლობთ.-ვგიჟდები კომპლიმენტებზე, ჩამეცინა.
-წამობრძანდით.-ხელით ლიფტისკენ მანიშნა და მეც ღიმილით დავიძარი იქეთ საითაც კაცმა მიმითითა. ლიფტით მეთორმეტე სართულზე ასულს ლამაზი ხედი გადამეშალა დიდი ფანჯრებიდან, სათათბირო ოთახისკენ წავედით, კაკუნის შემდეგ შეხსნა კარი და პირველი მე შემატარა.
-გამარჯობა.-თავი დავუხარე ფეხზე მდგარ დირექტორ, ქალბატონ კიმს. სავარძელში მჯდარის სხეულს ვერ ვხედავდი მაგრამ იქვე იატაკზე მჯდარი ფუმფულა თეთრი ძაღლის დანახვისას ტანში ჟრუანტელებმა დამიარა. სავარძლის თავიდან შავი, პრიალა და სწორი თმა მოჩანდა.
-როგორც ჩანს რეალურად უფრო ლამაზი ხართ ქალბატონო სესილია.-გამიღიმა კიმმა და ხელი ჩამომართვა.
-გმადლობთ ქალბატონო კიმ.-ფეხებთან მოსულ ფუმფულა ბამბის ქულას გავუღიმე და კიმს ხელი ჩამოვართვი.
-იმედია იცი რომ სარეკლამო რგოლი უნდა გადავიღოთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ეს ნაწილობრივ წარსულს და ისტორიასაც უნდა შეეხოს. მაგრამ ვერ მოვუძებნე საერთო ამ ორ ქვეყანას, ბალენსიაგას დირექტორი კი ყველაფერს თქვენ განდობთ.-კიმი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ძალიან მარტივია ქალბატონო კიმ საერთოს პოვნა. მეოცე საუკუნის და დღევანდელი რეალობის თემატიკა იქნება ორივეგან. როგორც თქვენთან გაიყო კორეა ორ ნაწილად ისევე, სამოქალაქო ომით გამოგვეყო ჩვენ ერთ-ერთი კუთხე თუმცა ჩვენ მაინც ახლაც და მომავალშიც ვაღიარებთ იმ კუთხეს ჩვენს ტერიტორიად.
-კარგია რომ თქვენი ჩამოსვლა საკურას ყვავილობას დაემთხვა, ეს იღბლის მომტანი იქნება. იმედი მაქვს თქვენს ცოდნას ბოლომდე გამოიყენებთ.-გამიღიმა კიმმა და პატარა ბამბის ქულას რომელიც გარს დამტრიალებდა უხერხულად შეხედა.-ბატონო სეჰუნ, თქვენი ძაღლი გოგონას მგონი აშინებს.
-როგორ უნდა შემაშინოს ვივიმ?-გავუღიმე, პატარამ თავისი სახელის გაგონებაზე ომახიანად დაყეფა და ფეხებზე ამომახტა.
-რამდენი წლის ხარ სესილია?-სკამი უეცრად შემოატრიალა სეჰუნმა და ჩუმი ხმით მკითხა. მის ნათქვამ ჩემს სახელზე ოდნავ ჩამეღიმა.
-თვრამეტის.-ჩუმადვე გავეცი პასუხი და ვივის მოვეფერე.
-იმედი მაქვს ასაკი თქვენს შემთხვევაში მხოლოდ რიცხვები იქნება და ჩემს ძვირფას დროს უაზრობაში არ დამაკარგვინებთ.-წამოდგა, ისეთი სიმპატიური იყო შავებში გამოწყობილი ლამის შევიმჩნიე რომ მასზე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული. მისი თვალები ახლა უფრო მეტად აფრქვევდა ცეცხლს ვიდრე ოდესმე.
-როდის დავიწყოთ სარეკლამო რგოლის გადაღება?-კიმმა სიტუაცია განმუხტა.
-ორშაბათიდან შეგვეძლება, სცენარი მაქვს, მუსიკაც დავწერე, მოლოდ კოსტუმების მოწესრიგება რჩება და იმედია ამაზე თქვენი კომპანია იზრუნებს.-გავუღიმე და სეჰუნისკენ გაქცეულ ვივის გავხედე.
-ძალიან კარგი, რაც მალე მოვრჩებით მით მეტ დროს გავატარებ ახალ ალბომზე მუშაობაში.-თავი დაგვიკრა და ვივი ხელში ბავშვივით დაიჭირა.-ორშაბათამდე, იმედია შაბათ-კვირას მაინც არ შემაწუხებთ.-წავიდა, ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა, თუმცა მისი სულის სიღრმეებში ჩასვლას მაინც ვაპირებდი.
.........................................................................
ბალენსიაგას გადაღებები ორშაბათს დაიწყო, კოსტუმები გულდასმით შევამოწმე, თერთმეტზე გადაღება უნდა დაწყებულიყო, უკვე თორმეტის 10 წუთი იყო და სეჰუნი ჯერ გადაღების ადგილასაც არ იყო მოსული, ნერვები ლამის დასკდომაზე მქონდა, ნახევარზე შემოაღო დარბაზის კარი და ვითომც არაფერიო ისე დაიძრა კოსტუმებისკენ.
-ვივი ვერავისთან დავტოვე და სუჰოს ველოდებოდი.-ჩემი შეკრული წარბების დანახვისას თქვა და თვალები აატრიალა. ისე წარმოთქვა სუჰოს სახელი თითქოს წყალი არ გაუვიდოდა იმას რომ მეცოდინებოდა ვინ იყო კონკრეტული ადამიანი.
ავუხსენი რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, რამდენჯერმე გაეცინა და კადრი ჩაშალა, საბოლოოდ მიხვდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა და უკვე ტანისამოსი უნდა შეგვეხამებინა. რევოლუციონერ ქალს რა შეიძლებოდა სცმოდა მეოცე საუკუნეში? ტანზე მომდგარი ქვედაბოლო, პულოვერი, არც თუ ისე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და პიჯაკი, თმა უბრალოდ გავიშალე, გულთან საქართველოს დროშა დავიმაგრე და მაკიაჟის გასაკეთებლად დავჯექი. სეჰუნის ჩაცმულობა ჩემს ჩაცმულობასთან იდეალურად იყო შეხამებული, მის გულთან კი კორეის სახელმწიფო დროშა ბრწყინავდა, ეს იყო ქართულ კორეული მჭიდრო კავშირი და ჩვენ ამ კავშირს ჯერ მხოლოდ საძირკველს ვუყრიდით. მისი თვალები, ეს იყო მიზეზი იმის რის გამოც შემიყვარდა. გმირულად ვებრძოდი მის შარმს და ვცდილობდი არ გამომეხატა ის ემოციები რაც ჩემს შიგნით იყო და გამოღწევას ყველანაირად ცდილობდა. გადაღება ახლა უკვე სერიოზულ ტემბრში მიდიოდა მანამ სანამ სეჰუნის მობილური არ ამღერდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ იძულებული გახდა სუჰოს ზარისთვის ეპასუხა.
-გადაღება მაქვს.-ეგრევე აჯახა და მერე გაჩუმდა, წარბები შეჭმუხნა და ამოიოხრა.-არ მცალია ჯერ, ჯონგინს წაუყვანე.-გათიშა და სარკესთან დადგა, თმა შეისწორა, გამომხედა და ისევ მწვანე სცენაზე დაბრუნდა.
-ხუთშაბათიდან რეპეტიციები მექნება, რვაში კონცერტია.
-ვიცი, მოვდივარ.-ტანსაცმლის თვალიერებას მოვრჩი და ისე გავხედე.
-ჩვენი ფანი ხარ?-ჩაეცინა
-ჩემი მენეჯერი თქვენი მენეჯერის კურსელია, თან კი, თქვენი სიმღერები მომწონს.-გამეღიმა,
-მეგონა მხოლოდ ერთი პროექტით შემოიფარგლებოდი კორეაში გავიგე ნამჯუნის და ჯი იონის(Gdragon) კოლაბორაციაშიც ყოფილხარ.-დიალოგი გვქონდა და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. მბურძგლავდა მის ხმაზე, მის შეხებაზე, იმის წარმოდგენაზე რომ ჩემი ოცნების მამაკაცთან ერთად ერთ ჰაერს ვსუნთქავდი.
-მაგის გარდა მე კიდევ ბევრი რამისთვის ჩამოვედი აქ.-სარკიდან გავხედე, ქვემოდან მიყურებდა და გვერდულად იღიმოდა.
-მაგალითად?-ჩაეცინა.
-დრო გვიჩვენებს სეჰუნ.-გავუღიმე.
-კორეული სად ისწავლე?
-ჩემით, შარშან კურსი დავასრულე და გამართულად ვმეტყველებ.
-ოთხშაბათს სანაპიროზე გვაქვს ფოტოსესია, ამინდს შეამოწმებ?-გამომხედა, ისე უცბათ გამიშინაურდა ძალიან მიკვირდა, თუმცა მაინც ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა, ნათელი იყო ბოლოს გულნატკენი მე დავრჩებოდი.
-დილით წვიმაა, ორის შემდეგ მზე იქნება.
-მშვენიერია.-გაიღიმა.-ვივისაც წამოვიყვან.
-გადაღებას ვაგრძელებთ.-კიმმა შემოგვძახა და ჩვენც მწვანე სცენისკენ დავიძარით.
.................................................
-ჩვენ რა სეჰუნს არ ველოდებით?-ვიკითხე როცა სანაპიროსკენ დავიძარით და სეჰუნი ჩვენთან ერთად არ იყო.
-სეჰუნი ბიჭებთან ერთად ღამე ჩავიდა იქ.
-კი მაგრამ სასტუმროც კი არ არის.-ჩამეცინა.
-კარვებით წავიდნენ.-მხრები აიჩეჩა კიმმა, მე კი პირი დამრჩა ღია. ექსო კარვებით? გასაოცარი იყო. პირველ საათზე ჯერ კიდევ თავსხმა წვიმა იყო სანაპიროზე, მანქანიდან არავინ გადადიოდა, მე კი ვიცოდი რომ წვიმაში ზღვა ყველაზე წყნარია, ამიტომ მანქანიდან გადავედი და ერთიანად გავილუმპე.
-ანო, გაცივდები და ყველაფერი ჩაიშლება.-ქოლგით გამომეკიდა ლილი.
-კარგი რა ლილი, მოდი ერთად ვიტოპაოთ აპრილის ზღვაში.-ხელები გავშალე.
-წყალი ცივია.-იცინოდა ისიც.
-არ მადარდებს, ჩემი თვეა, იქნებ ბოლო დღე იყოს, წამით უნდა დავტკბე.-გამეცინა და ნელ ტალღებს შიშველი ტერფები შევაგებე, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.
-ამით რამე სიამოვნებას იღებ?-გვერდით უეცრად მომდგარ სეჰუნს გავხედე, შარვლის ტოტები აეწია და სველ თმას უკან იყრიდა.
-ბავშვი ვარ სეჰუნ, ამით ვიღებ ყველაზე დიდ სიამოვნებას.-გამეცინა და წყალი შევაშხეფე.
-შენ ჭკუაში დამასველე?-გაეცინა, როცა იცინის თვალები ძალიან უწვრილდება და ეს განსხვავებულს აჩენს.
-არა, შეგწუწე.-გამეცინა, ქვიშაში მეფლობოდა ფეხები.-შენ რა დიორის ახალი კოლექციის პერანგი გაცვია?-ვერ ვაპატიე დიორის შეურაცხყოფა.
-კიდევ მაქვს.-გაეცინა.-უკვე ორია, მზე არ გამოდის.-ცას ახედა.
-მზე არ არის საჭირო იმისთვის რომ ფოტოები გადაგვიღონ.-ვანიშნე რომ პაპარაცები დაყვებოდნენ.
-მოდი ეს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
-სასიკეთოდ რისთვის?-ვერ გავაცნობიერე როგორ მომიახლოვდა.
-პიარისთვის.-თვალი ჩამიკრა და ხელი მომხვია. სეჰუნი... ის ჯერ კიდევ ამოუცნობად რჩებოდა ჩემთვის.
-სეჰუნ.-ხმისკენ გავიხედე და ჩემთვის მეორე ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს შევხედე, ეს იყო სეჰუნის თქმით კიმ ქაი. მოსიარულე შარმი და ექსოს ცეკვის მანქანა.-სველდებით.-ხელი დაგვიქნია, სეჰუნის ხელი ჩემს მხარს მოშორდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-გშია?-სეჰუნმა დამხედა და თვალი ჩამიკრა.
-გააჩნია რას მთავაზობ.
-რამიონს და კიმჩის.
-სოჯუც თუ გაქვს უარს არაფერზე გეტყვი.-ტუჩის მარცხენა კუთხე ოდნავ მოვიკვნიტე და მის თვალებში ჩაგუბებულ ცეცხლს დავაკვირდი. ვხვდებოდი რომ მოვწონდი, ოღონდ რა მხრივ ეგ არ ვიცოდი.
-დარწმუნებული ნუ იქნები, ბავშვო.-ჩაეცინა, ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და იმ მანქანისკენ წავიდა სადაც ლილი იჯდა.-ხუთამდე თავისუფლები ხართ, მზის ჩასვლის დროს გადავიღოთ ფოტოები.-მანქანის კარი როგორც გაუღო ისე დაუხურა, ხელი ჩამკიდა და სანაპიროზე აღმართული დიდი კარვისკენ წამიყვანა. შიგნით შევედით თუ არა მხრებზე პლედი მომახვია. 5 ჩემთვის ნაცნობ ადამიანს ვუყურებდი, ფეხებთან პატარა, თეთრი ბამბის ქულა მეთამაშებოდა. თავი დავუხარე და მივესალმე.
-მე ანო ვარ.-გავუღიმე.
-ჩვენ..
-ვიცი.-გავუღიმე. კარავი იმდენად დიდი იყო რომ ორ ოთახს მოიცავდა. სეჰუნი იქედან წელს ზემოთ შიშველი რომ გამოვიდა წარბები აუქაჩეს ბიჭებმა.
-მაკნეე, ზრდილობა არ გასწავლეთ?-ბექიმ თვალებზე ამაფარა ხელი და სეჰუნს დაუყვავა.
-შეგიძლია აქეთ მოხვიდე, მაისურს გათხოვებ.
-დიორზე ნაკლებს არ ჩავიცვამ.-გამეცინა.
-გუჩია. ვივი, გშია?-ძაღლმა სიტყვის გაგონებაზე უკანალი მომიშვირა და თავის ულუფასთან დადგა.-მამიკოს ჭკვიანი გოგო.-პედიგრი დაუყარა და თავზე აკოცა. სეჰუნის გუჩის სვიტრი ზედმეტად დიდი მქონდა, კაბად დამადგა, ამიტომ დიდად არ მაწუხებდა ის ფაქტი რომ შარვალი არ მეცვა. დიო საჭმელს აკეთებდა, დანარჩენები საუბრობდნენ, ისეთი უშუალოები იყვნენ მეც მალევე ამიყოლიეს და ბოლოს რამიონის და სოჯუს თანხლებით ისეთი ისტორიები მოვყევი ყველა ერთხმად ვხარხარებდით. მზე გამოვიდა, ოღონდ ხუთ საათზე, გარეთ სეჰუნთან ერთად გავედი, ჰაერი მჭირდებოდა რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი.
-ფოტოსესია გადაიდება, ვფიქრობ.-ზემოდან დამხედა და მერე ისევ აზვირთებულ ტალღებს გახედა.
-მინდა რომ ცოტა ხანს დავისვენო.-ქვიშაზე დავჯექი, ხელი მტევანზე ჩავავლე და ისიც გვერდით მივისვი. თავი მხარზე დავადე და თვალები დავხუჭე.-როგორ მიყვარხარ რომ იცოდე.-ქართულად ჩავიჩურჩულე, მივხვდი გაიგო რომ ვთქვი მაგრამ რა ვთქვი ის ვერა.
............................................................................................................
-ჩემს მხარზე კარგად დაისვენე?-თვალები რომ გავახილე ბნელოდა, ჩვენს წინ კოცონი ენთო, ტალღები ცოტა დაწყნარებული იყო ცაზე კი ლამაზად გამოჭედილი ვარსკვლავები და მისი აღმატებულება მთვარე იწონებდა თავს. ბიჭები კოცონის გარშემო ჩვენთან ერთად პლედებით ისხდნენ, მე და სეჰუნი ერთ პლედს ვიყოფდით. იქნებ სეულისკენ მომავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა და სამოთხეში ვიყავი? არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი იმას რაც ჩემს თავს ხდებოდა. ჩენიოლმა გიტარა მოიმარჯვა როცა გაღვიძებული დამიგულა და ლამაზი თითები სიმებს ჩამოჰკრა. შემაჟრჟოლა, ძალიან ციოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ, სეჰუნი იმაზე ცხელი იყო ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანი უნდა იყოს.
-სიცხე გაქვს?-ჩუმად ვკითხე და იდაყვში დავაცემინე.
-ჩშშ, არ გაიგონ.-ჩუმად მითხრა და პლედი უკეთ მომახვია.
-ხვალ რეპეტიციები გაქვს და სიცხიანი სცენაზე დადგები?-ჩამეცინა.
-ჩემს პირად თანაშემწედ ან ძიძად როდის აგიყვანე?-უემოციო სახით მკითხა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და ეს ცეცხლის ფონზეც კი ჩანდა.
-ბიჭებო, ჩაი გაქვთ?-გიტარის ხმა რომ მიწყნარდა მერე ვიკითხე და მკლავზე მსუბუქი ჩქმეტაც ვიგრძენი. ვივი ცეცხლის ირგვლივ დარბოდა და ხტუნაობდა.
-თერმოსშია.-ბექიმ თერმოსი გამომიწოდა და მეც გავუღიმე.
-მადლობა ბიონ.-თერმოსის თავსაფარში ჩამოვასხი ჩაი, რომელსაც საოცარი არომატი ჰქონდა და მოვსვი, შინაგანად გავთბი. სეჰუნსაც დავუსხი, ცალყბად ჩაეცინა და შეუმჩნევლად მოსვა სითხე.
-შენს ქვეყანაში ჩაით მკურნალობენ გაციების დროს?
-ჩემს ქვეყანაში გაციების დროს უამრავ რამეს აკეთებენ.-ბებიაჩემის მეთოდები მახსენდება და ვხითხითებ.
-იმედია ერთ დღეს ჩამოვალ, გიდობა გამიწიე.
-პრობლემა არ არის.-იმის წარმოდგენაზე რომ მალე კორეას დავტოვებდი და ისევ საქართველოში დავბრუნდებოდი მწარედ ჩამეცინა. ჩემი ქვეყანა ჩემთვის შეუცვლელი იყო, ვგიჟდებოდი ყველაფერზე რაც საქართველოს უკავშირდებოდა და ცხოვრებაში პირველად მომინდა რომ საქართველოს მაგივრად სხვაგან დავბადებულიყავი, ამან შემაშინა. ხომ არაფერი მაგრამ უცნაურად ვიგრძენი თავი.-დღეს აქ ვრჩებთ?
-არა, ჩენიოლი საფირმოს იმღერებს და დავიშლებით. კონცერტის წინ ასეთ განტვირთვას სულ ვაკეთებთ.-ჩაეცინა. მალე დაიწყო ისევ გიტარამ ჟღერადობა და ბიჭებიც აყვნენ, საოცარი იყო იმის დანახვა რომ იქ მღეროდნენ და ამას მხოლოდ შენ ხედავდი, შენ გესმოდა.
........................................................
დილის ცხრა საათზე რაღაცამ გამაყრუებელი ხმა გამოსცა და მივხვდი უნდა გამეღვიძა. ტელეფონს დავხედე, უცხო, დაფარული ნომერი განუწყვეტლივ გზავნიდა რაღაცებს და ყურადღება არ მივაქციე მანამ სანამ თავში არ დამარტყა რომ დღეს 8ზე ექსო რეპეტიციებს იწყებდა. სწრაფად მოვხენი ტელეფონს ბლოკი და შეტყობინებებში მოსულ ექსოს რეპეტიციების ვიდეოების ყურება დავიწყე. ჯანდაბა, ვერასდროს ვიფიქრებდი!
-წარმატებები.-მივწერე და საწოლიდან წამოვდექი, საქმეები მოვაგვარე, ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დავგეგმე სანამ ქუჩაში უეცრად საკუთარ თავს არ მოვკარი თვალი. გაზეთი სწრაფად ვიყიდე და სტატიის კითხვა დავიწყე. “k-pop-ის სკანდალი!” სათაურად ეწერა, სტატიაში კი არც მეტი არც ნაკლები ფარულად ნამჯუნთან და სეჰუნთან ორმაგ რომანს მდებდნენ ბრალს. ჯანდაბა, ხომ ვიცოდი რომ აქ მათ ვინც კორეელი არ არის ცუდად ხშირად მოიხსენიებენ? ხანდახან, წამიერად ვნანობდი კიდეც რომ კორეაში წამოვედი. სიცილი ამიტყდა და იმ დარბაზისკენ წავედი სადაც ვიცოდი ექსოს რეპეტიცია მიმდინარეობდა. დაცვამ შემიშვა მაგრამ მენეჯერი რეპეტიციაზე არ მიშვებდა, უცბათ ვკარი ხელი და დარბაზში შევაჭერი. ძირს ეყარნენ დაღლილები, გაოფლილები და ბოლომდე გაწურულები.
-სესილია?-სეჰუნმა თავი წამოყო და უცბათ წამოდგა. სარკეში ჩემ თავს შევხედე, სახე შეშლილი რატომ მქონდა?! ეს ხომ წესით არაფერს უნდა ნიშნავდეს ჩემთვის? მერე რა რომ ასე იფიქრეს? მაგრამ მაინც ექსოს სარეპეტიციო ოთახში სეჰუნის წინ ვდგავარ.
-ეს ნახე.-გაზეთი მივაწოდე და სუჰოს მოწოდებული წყალი დავლიე.
-ჯანდაბა.-ჩაეცინა ქაის და ტელეფონი ამოიღო.
-ვისი გაკეთებული იქნება?-ჩენიოლი და ქაი ბჭობდნენ. სეჰუნი მიყურებდა და არაფერს ამბობდა, მე კი უემოციო სახით ვუყურებდი ყველას, თითქოს ერთიანად გამომაცალეს ენერგია.
-მენეჯერს დაუძახეთ.-მაკნემ ჰიუნგებს გახედა და ბექიონმა სწრაფად მოიყვანა ოთახში მენეჯერი.-შენ გააკეთებინე?-კითხა სეჰუნმა და გაზეთი გაუწოდა.
-რაზე ამბობ?-ისე იკითხა მენეჯერმა აშკარად მივხვდი რაც ხდებოდა.
-გკითხე, დასკვნები გამოიტანე და პასუხი გამეცი.- ვხედავდი სეჰუნის ყელზე ცისფერი ძარღვების ფეთქვას, მის შეკრულ წარბებს და მინდოდა აქ საერთოდ არ მოვსულიყავი.
-მე ლილიმ და ნამჯუნის მენეჯერმა მოვილაპარაკეთ.-ამოთქვა ბოლოს და ამოისუნთქა.
-რა?-მწარედ გამეცინა.
-პიარისთვის ასე იყო საჭირო.
-უნდა გეკითხათ.-კბილებში გამოსცრა სეჰუნმა და ამოიოხრა, ქაის მოწოდებული ბოთლიდან წყალი დალია და ამოიოხრა..
-ყავას მოვატანინო?-ბექიონმა გამიღიმა და სათვალე გაიკეთა.
-შეხვედრა მაქვს ბექ, სხვა დროს იყოს.-გავუღიმე და თმაზე გადავისვი ხელი.
-საღამოს გნახავ.-სეჰუნმა მომაძახა და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. ბიგჰითში მივედი და ჰოლში მდგარი ლილისკენ გავემართე.
-უნდა გეთქვა ლილი.-ქართულად ვუთხარი და თვალები ვუბრიალე.
-მაპატიე.-ნამჯუნის მენეჯერმა დიდხანს არ გვალოდინა და სათათბირო ოთახისკენ წაგვიყვანა. შიგნით შესულს ერთმანეთის მოპირდაპირედ მჯდარი ორი მსოფლიო ვარსკვლავი დამხვდა, დიდად არ მოსწონდათ ერთმანეთი ვატყობდი, თუმცა მაინც თავაზიანობის გამო იტანდნენ ერთმანეთს.
-გამარჯობა.-გავუღიმე და თავი დავუკარი.
-მეგონა კორეელი იქნებოდა.-ჯიიონმა ამათვალიერა და შანელის სათვალე მაგიდაზე დადო, მისი მენეჯერი გაწამებული სახით იყურებოდა, ახალგაზრდა გოგო იყო და აშკარად ეტყობოდა რომ სამსახური სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხელით მიახრჩობდა გვერდით მჯდარ გატუტუცებულ რეპერს.
-პირადად შევარჩიე, პრობლემა იმედია არ იქნება.-ნამჯუნი წამოდგა, გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სესილია.
-ჩემთვისაც ნამჯუნ.-გავუღიმე. მაგიდის მესამე მხარეს მე დავჯექი და ხან ერთ ვუყურებდი ხან მეორეს.-მინდა ზუსტად ვიცოდე რას ვაპირებთ.
-მთავარი ნაწილი რეპს შეეხება თუმცა გვინდა ვოკალიც ჩავრთოთ.-ჯიიონმა გამაცნო სიტუაცია და წინ მდგარი ჭიქიდან წყალი მოსვა.
-შენი ჩანაწერი კომპანიამ გადმოგზავნა შენგან მალულად.-ნამჯუნმა ტელეფონში რაღაცის ძებნა დაიწყო.-ერთად მოვისმენთ და გადავწყვიტოთ საბოლოოდ, შემდეგ კონტრაქტზეღა იქნება ხელი მოსაწერი.
-კარგი.-ჩემი ხმა, არც კი ვიცი ეს რამდენად კარგი იქნებოდა, ამაზე არ მიფიქრია, ამაზე არ მოვრიგებულვართ, თუმცა მაინც, მინდა დინებას მივყვე, მინდა მაქსიმუმი გავაკეთო, საკუთარი თავი ბოლომდე დავხარჯო და ვფიქრობ ეს ყველაფერი ამის საუკეთესო საშუალებაა. ვიცოდი რომ იმ სიმღერას გამოგზავნიდა ლიკა რომელიც წამოსვლის წინა დღეს ძალით ჩამაწერინა, ახლა მივხვდი რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი. სიმღერა ისმოდა, მე გულში ვღიღინებდი, ნამჯუნი ჩაფიქრებული დაჰყურებდა ტელეფონს, ჯიიონი კი უინტერესოდ იჯდა და თვალებს აცეცებდა. სიმღერა რომ მორჩა, გამომხედეს, მე ტელეფონს ვუყურებდი.
-ტექსტის წერას როდის შევუდგეთ?-ჯიიონმა ამოიღო ხმა და წვრილი თვალები მომანათა, ეს კაცი ჩემში ყოველთვის უცნაურ განცდებს იწვევდა. ტელეფონზე სეჰუნის რამდენიმე მესიჯი მომივიდა, ჯანდაბა, მართლა სამოთხეში ვარ?!
-ამ დღეებში მცალია, შემდეგ გადაღებები მეწყება კომპანიაში. თემა რაზე იქნება?
-სასიყვარულო სამკუთხედზე.-ირონიულად ჩაეცინა ჯიიონს და ნამჯუნს გახედა რომელსაც ყბა დაჭიმვოდა.
-თემა იქნება საკუთარი თავის სიყვარულზე და არა სასიყვარულო სამკუთხედზე, ყოველ შემთხვევაში ასე გვითხრეს.-მენეჯერებს გახედა ნამჯუნმა.
-ვფიქრობ ჯიიონის იდეა უკეთესად ჟღერს ნამდვილი სკანდალი იქნება.
-თუმცა არ დავივიწყოთ სესილიას იდუმალი კავშირები ექსოს სეჰუნთან.-ჯიიონის ხმა უკვე ნერვებს მშლიდა მაგრამ სეჰუნის სახელის ხსენებაზე ტანში შემაჟრჟოლა. მსოფლიოში უსიმპატიურესი მამაკაციც რომ მეჯდეს წინ, სეჰუნი მაინც სეჰუნია, ჩემი პირველი და ერთდერთი სიყვარული. და საერთოდაც, სეჰუნი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური მამაკაცია.
-იდუმალი კავშირები არ მაქვს.-შევუღრინე.-საერთო ბრენდს ვანსახიერებთ რომლის ელჩიც კორეაში მე ვარ.-წარბები შევკარი.
-WOW, იმედია ბოლოს თეთრი კაბით არ დასრულდება ეგ ამბავი.-თვალი ჩამიკრა ოთახში ერთადერთმა გამაღიზიანებელმა ადამიანმა და სეჰუნის ზარისგან აწკმუტუნებულ ტელეფონს დავხედე, ბოდიშის მოხდით ვუპასუხე, ფანჯრიდან გადავხედე ბიგჰითის ეზოს და ბინგო! სეჰუნი ქვემოთ დგას, საკუთარ მანაქანაზეა მიყრდნობილი და ტელეფონი ყურზე აქვს მიდებული.
-გისმენ.-ვუპასუხე ჩუმად.
-დაბლა გელოდები, მალე მორჩები?-მკითხა და დავინახე როგორ დაუკრა თავი ვიღაცას.
-რეპეტიცია არ გაქვს?-ისევ ჩუმად ვკითხე.
-კარგად ვიქცეოდი და მალე გამომიშვეს.-წყნარად საუბრობდა, მისი ხმა მამშვიდებდა.
-ცოტა ხანში გამოვალ, დამელოდე.-გავუთიშე და ისევ საკუთარ ადგილს დავუბრუნდი.
-მოკლედ, ჯანქუქს და ჯიმინს ვესაუბრე და ხმის დახვეწაზე ისინი იმუშავებენ შემთან, უბრალოდ მანამდე ტექსტი უნდა დაწერო, ხვალ ჩემთან მოდით სახლში 12ზე და ერთად გადავწყვიტოთ.
-მართალია, ამ ფორმალურ გარემოში მალე თავი გამისკდება.-ჯიიონმა ჩაიცინა და წამოდგა.-დავიშალოთ თორემ დიორის პრინცი ქანდაკებად იქცევა.-მწარედ ჩამირტყა, რას მერჩოდა ვერ გავიგე, ლამის მამად მეკუთვნის.-ჩამეცინა ჩემს ფიქრებზე. ლილის საქმე ჰქონდა და კომპანიაში დარჩა მე კი გარეთ ნამჯუნთან ერთად გავედი და ისიც სეჰუნისკენ წამოვიდა. არ ვიცოდი ამდენად თბილი ურთიერთობა თუ ჰქონდათ, თითქოს ერთ კომპანიაში მუშაობდნენ და კონკურენტები საერთოდაც არ ერქვათ.
-ვიაიპი ადგილი გაამზადეთ კონცერტზე?-ნამჯუნი იცინოდა.
-როგორც ყოველთვის.-გაუღიმა სეჰუნმა და ანთებული თვალებით დამხედა, ვერ გავიგე რას ნიშნავდა მისი მზერა, წამით გავიყინე კიდეც.
-წავედი, ხვალ 12ზე მანქანა მოგაკითხავს სასტუმროსთან და წამოგიყვანს.
-სადმე მიდიხართ?
-ჩემთან სახლში ტექსტზე უნდა ვიმუშავოთ.
-მე მოვიყვან ნამჯუნ.-მანქანის კარი გამიღო და მეც ფრთხილად ცავჯექი მის აუდში.
-რეპეტიციები არ გაქვთ მისტერ სეჰუნ?-ღიმილით გადავხედე.
-მხოლოდ ახალ ცეკვაზე ვმუშაობთ, გენერალური რეპეტიცია შვიდში გვექნება სადაც ყველაფერს ვიცეკვებთ.-გაეცინა.-სასცენო პერფორმანსებიც დადგმულია.
-სოლო გექნება?-პირველად რომ მისი სოლო ვნახე, გახსენებაც კი მიჭირს რა მომივიდა. მოგონებებზე ჩამეცინა და ისე გავხედე.
-მე და ქაის.-სწრაფად ატარებდა მანქანას და მაინც, ვერ ვგრძნობდი შიშს, ან რატომ უნდა მეგრძნო? მის გვერდით ვიყავი დასაკარგი კი არაფერი მქონდა.
-ჯი იონი ასეთი უხეში რატომ არის? გამიჭრდება მასთან ურთიერთობა.
-გირჩევნია პაპა დაუძახო.-დამპლურად გაიცინა.-უხეში ტიპია მარა ცუდი ადამიანი არ არის.-კისერზე მოიკიდა ხელი.
-ჯენისთან კიდევ არის?
-კი.
-ქაი როგორ შეეგუა.
-ქაის არაფერი ადარდებს საკუთარი თავის, ექსოს და ცეკვის გარდა.-ჩაეცინა.-ჯენი უყვარდა თუმცა ძალიან არა.
-სიყვარულს დოზები აქვს?-ჩამეცინა.
-კი, აქვს.
-სად მივდივართ?-მინდოდა მეთქვა რომ ჩემი მისდამი სიყვარულს არათუ დოზა არამედ საზღავრიც კი არ აქვს თუმცა გავჩერდი.
-ჩენიოლის დედის რესტორანში, კონცერტის წინ იქ აუცილებლად მივდივართ.
-შენს მშობლებს რატომ არ აჩენ?
-რა საჭიროა? მე ვდგავარ სცენაზე და არა ჩემი მშობლები, განხილვის თემა მე უნდა ვიყო და არა ჩემი ოჯახი.
-ეს ეგოიზმია თუ მზრუნველობა?
-თავად გამოიტანე დასკვნა.-როგორც ყოველთვის, ოჰ სეჰუნი, ოჰ სეჰუნია.
-კარგი.-ჩამეცინა. მიკვირდა მისი ქცევები, მისი დამოკიდებულება ვინაიდან და რადგანაც ყველამ კარგად იცის რომ სეჰუნი ყველაზე არაკომუნიკაბელური წევრია ექსოში. საერთოდაც თავიდან მეგონა რომ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა, ემ და სეჰუნი როგორც დავიწყებდით ისე დავასრულებდით მაგგრამ ახლა ვხვდები რომ ცხოვრება რაღაც დიდს და რაღაც ახალს მიმზადებს. როცა ნათლიაჩემი, ბალნსიაგას დირექტორი კორეაში მიშვებდა ორივემ კარგად ვიცოდით რომ ეს ჩემი ჩვეულებრივი ვიზიტი ნამდვილად არ იქნებოდა, იმიტომ იქცეოდა უცნაურად და ერთი სული ჰქონდა როდის დავდგამდი ფეხს სეულში. ჩენიოლის დედის რესტორანსი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, აშკარად სპეციალურად დაჯავშნილი იყო, ამას თუ ჯავშანი ერქვა საერთოდ. ერთი კედელი ლამაზად, გრაფიკულ სტილში იყო მოხატული და უამრავი დასაკრავი ინსტრუმენტი ელაგა, რა თქმა უნდა ჩანიოლის იქნებოდა, ამას ზედმეტი ფიქრიც არ სჭირდებოდა. გრძელი მაგიდა 12 კაცზე იყო გაშლილი, ანუ ჩემს გარდა კიდევ ორი სხვა იქნებოდა. მაგიდის ნაცვლად ეზოსკენ აიღო გეზი სეჰუნმა და მეც უკან გავყევი, ეზოდან ბიჭების ხმები ისმოდა, სეჰუნმა გადმომხედა.
-ჩენის შეყვარებული იქნება, არ გაგიკვირდეს.-მაფრთხილებდა, ეზოს კარები გააღო და ყურადღების ცენტრშიც უეცრად მოვექციეთ. ბიჭებს მივესალმე, ვინც დილით ვერ ვნახე ვარჯიშზე იმათმა თბილად მომიკიხეს, განსაკუთრებით ჩენმა და იშინმა, ვივიც იქვე დახტოდა და ჩემს დანახვაზე მაშინვე გეზი ჩვენსკენ აიღო. ჯერ სეჰუნს მიესიყვარულა და შემდეგ ჩემთვისაც მოიცალა.
-იუნაჰი, ჩენის საცოლე.-სეჰუნმა გამაცნო მისი თავი.-სესილია, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი.-ჩაეცინა სეჰუნს, თავი დავუხარე გოგოს, ძალიან ლამაზი იყო, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა და ცნობილი სახეც არ იყო, საერთოდაც არ ვიცოდი ჩენს თუ საცოლე ჰყავდა.
-ვიღას ველოდებით?-ქაიმ იკითხა და ირგვლივ მიმოიხედა.
-მე.-გოგოს ხმა მომესმა, ნაზი ხმა ჰქონდა და მისკენ შებრუნება არაადამიანურად მომინდა. არც მეტი არც ნაკლები ჯიეუნი იგივე აიუ, ბექიონის მეგობარი და მე თუ მკითხავთ მომავალი შეყვარებული გვიღიმოდა და გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა ბექიონს რომელსაც გაკვირვების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-აიუ?-მისკენ წავიდა ბექი და თბილად გადაკოცნა, ეს ორი ძალიან მომწონდა ერთად ყოველთვის და სეჰუნს ეშმაკური ღიმილით ავხედე, თვალი ჩამიკრა. საჭმელად დავსხედით, კარგი იყო მათთან, განსაკუთრებით მაშინ როცა ასეთი უშუალოები და ნამდვილები იყვნენ. სახლში ისევ სეჰუნმა წამიყვანა. ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე რომ სეჰუნი ზედმეტად ახლოს მოდიოდა და ისიც კარგად ვიცოდი რომ ბოლოს გულნატკენი დავრჩებოდი, ძალიან, ძალიან გულნატკენი მაგრამ ღირდა ყველაფერ იმად რასაც ახლა ვგრძნობდი. მას გავხედე, სეჰუნს ლამაზი პროფილი ჰქონდა, ბასრი დანასავით ყბის ძვალი, მუდამ შეკრული წარბები და არაფრისმთქმელი გამოხედვა რომელშიც ხშირად დაინახავდით მთელ სამყაროს. შავი, მოზრდილი თმა უკან ჰქონდა გადაწეული და ლამაზ თითებს საჭეზე ისე ასრიალებდა ძალაუნებურად მოვიყოლე ქვედა ტუჩი კბილებს შორის.
-ალბათ ოდესმე წიგნს დავწერ იმაზე თუ როგორ ავიხდინე ოცნება.-ქართულად ჩავილაპარაკე და გამეღიმა მის გაკვირვებულ მზერაზე.
-ლამაზი ენა გაქვს.
-კი, ქართველებს ლამაზი ენა გვაქვს.-სეულის ქუჩებს გავხედე და მივხვდი, სუნთქვის შეკვრამდე მენატრებოდა ჩემი ქვეყანა.
-შენი ქვეყანა გიყვარს არა?-გაიღიმა.-ალბათ აქ დიდხანს ვერ გაძლებ.
-თავიდან ვფიქრობდი რომ ამდენად არ მომენატრებოდა თუმცა რეალობა განსხვავდება ფიქრებისგან როგორც ყოველთვის.
-ნიჭიერი და ახალგაზრდა ხარ, წინ ბევრი რამ გელის.
-ისე მესაუბრები თითქოს პაპაჩემი იყო.-პაპაჩემის ზედმეტად ბრძნული და სენტიმენტალური საუბრები მახსენდება.
-10 წლით ვარ შენზე უფროსი, წესით ზრდილობიანად უნდა მესაუბრებოდე.
-ოპა დაგიძახო?-ხმა გავინაზე და წამწამები ავუფახუნე.
-კარგი, აღარ გვინდა ასეთი სესილია.-გაეღიმა.
-კავკასიელი გოგონები ვერასდროს იქნებიან ისეთები როგორებიც კორეელები არიან.-ჩამეცინა.-ჩვენ ზედმეტად ბევრი ცუდი გამოვიარეთ იმისთვის რომ ასეთი სლაბები ვიყოთ.
-მაინც რა?
-მუდმივ ტყვეობაში ცხოვრება.-ფანჯარას ჩავუწიე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-თავისუფლება გიყვარს არა?-ჩაეცინა.
-თავისუფლება ყველას უყვარს.
-ვივის არა.
-შენ ახლა ვივის შემადარე?-ავკისკისდი.
-მასე გამოვიდა?-გაეცინა თავადაც.
-სეჰუნ იცი მგონი მენტალური პრობლემები გაქვს.-გამეცინა.
-სესილია, მოდი ნუ გამაბრაზებ.-თვალი ჩამიკრა, სეჰუნი და გაბრაზება? Არ არსებობდა, სეჰუნს მხოლოდ ცხოვრებიდან აღმოფხვრა შეეძლო. ასეთი იყო სეჰუნი, თავს არაფრის გამო აიტკიებდა. სასტუმროსთან გააჩერა მანქანა და მეც მისკენ გავიხედე.
-მადლობა რომ მომიყვანე, არ არის აუცილებელი ხვალ ნამჯუნის სახლში წამიყვანო. მინდა რომ კონცერტისთვის ბოლომდე დაიხარჯო, შენი მაქსიმუმი გააკეთო და სცენაზე მთელი შენი იდეალურობით წარსდგე.-გამეცინა, გამომხედა და წარბები ოდნავ შეკუმშა.
-მე ვარჯიშის გარეშეც იდეალური ვარ. მანქანიდან გადადი და დაისვენე, მერწმუნე ნამჯუნი ხვალ ტვინის მოდუნების საშუალებას არ მოგცემს.-ხელი დამიქნია და მეც მანქანიდან სწრაფად გადავედი. სასტუმროში შევედი, წყალი გადავივლე და ტკბილად დავიძინე, ჯერ კიდევ არ მეჯერა რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა.
..........................................................
Შოკოლადი ძალიან მიყვარდა თუმცა მშობლები მისი ჭამის უფლებას არასდროს მაძლევდნენ, მიმეორებდნენ გასუქდები და მერე აღარავის ენდომება შენი სახე, აღარავის ენდომება ის ხმა რომელიც გაქვს და ვეღარავინ დაინახავს შენს ნიჭსო. ყოველთვის როცა შოკოლადს ვხედავდი დედაჩემის ცივი თვალები მახსენდებოდა. ის თუ როგორ ცდილობდა ჩემს მაგივრად მიეღო გადაწყვეტილებები და როგორ მიმონებდა მანამ სანამ 16 წლის არ გავხდი და ნათლიაჩემმა პარიზიდან პიარ მენეჯერად ლილი არ გამომიგზავნა. უამრავი ბრენდი განმისახიერებია თუმცა ელჩი პირველად გავხდი, ბალენსიაგამ ბედნიერება მომიტანა, ან იქნებ ნათლიაჩემმა რომელსაც ამაში დიდი წვლილი მიუძღვის?
Მინდა სამოდელო სააგენტო გავხსნა, მინდა საკუთარი ბრენდი შევქმნა და მინდა მოდელებს შოკოლადის ჭამა კი არ ავუკრძალო, არამედ თვითშეფასება ავუმაღლო და ნებისმიერი პარამეტრების ადამიანს დავაჯერო რომ ის იდეალურია რადგან ეს მართლაც ასეა. მე მივეჩვიე იმას რომ ყველას ჩემი გარეგნული სილამაზე აინტერესებს და არა ის რაც შინაგანად მაქვს. ყველას ის ადარდებს რა შემიძლია და არა ის როგორ ვარ, არ ვიცი რა იქნება მომავალში მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ეს რამდენიმე თქვე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იქნება.
.........................................................................
Კონცერტზე შეშვება დაიწყეს თუ არა დაცვამ მაშნვე მიცნო და სცენასთან ახლოს დამაყენა.
-მთხოვეს ეს თქვენთვის გადმომეცა.-ხელში ექსოს ლაითსტიკი და ვივის მსგავსი სათამაშო მომცა დაცვამ და იქვე ჩემს შორიახლოს დადგა.
-მადლობა.-გავუღიმე დაცვას და დიდ ტერიტორიაზე შეკრებილ ხალხს შევხედე, უამრავი იყვნენ, იმდენად სწრაფად ივსებოდა ტერიტორია რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებდი. ზუსტად ცხრაზე დარბაზი ჩამუქდა, სცენაზე უზარმაზარი ეკრანი კი განათდა და კონცერტის წინ მოკლე ფილმი გაუშვეს. ის რომ უცხო, ექსო პლანეტიდან მოვიდნენ, ის რომ ჩვენ ერთნი ვართ და სხვა უამრავი რამ იყო იმ ფილმში გადმოცემული. სეჰუნის ყოველ დანახვაზე უცნაური ღიმილი მირბენდა სახეზე. სიმღერის ხმა გაისმა, რით დაიწყებდნენ თუ არა სადებიუტო სიმღერით? შავი კლასიკური შარვლები, შავი ერთნაირი მაისურები და სეჰუნი, ღმერთო წამითაც ვერ ვწყვეტდი თვალს. მისი გვერდულად ლამაზად გადავარცხნილი თმა და წყლიანი თვალები რომლებიც განათებაზე უცნაურად საყვარლად ჩანდა ჭკუას მაკარგვინებდა.
Ფანებთან საუბრის დროს ვუყურებდი, ჩუმად იდგა როგორც ყოველთვის და სხვებს აცდიდა საუბარს, მორცხვი იყო თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ბევრი უყურებდა, ისე ყველაზე “საძაგელი” ადამიანი იყო ვისაც ვიცნობდი. ერთ მომენტში ზუსტად ჩემს მხარეს მოვიდა, ჩამომხედა და დაიხარა, ვივის სათამაშო მივაწოდე და გავუღიმე, თვალი ჩამიკრა, სათამაშო ხელში აიღო დამანიშნა ტელეფონი მომეციო, ფანები ჩემს ირგვლივ წიოდნენ, უხაროდათ, მე კი ირგვლივ სამი შეუმჩნეველი დაცვა მედგა, ტელეფონი მივაწოდე, კამერა ჩართო და ფოტოების გადაღება დაიწყო, ჩემი კისკისი უფრო ხმამაღალი იყო იმ წამს ვიდრე ათასობით ფანის წივილი. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ლიდერთან მივიდა, გვერდით დაუდგა და თან ვივის სათამაშოს ცოცხალი თავით არ იშორებდა. ჩემი ტელეფონი მას ჰქონდა, გოგოები ჩემს ირგვლივ გაოცებულები იყვნენ მე კი ვფიქრობდი როგორ დამეწერა შუბლზე რომ მას ჩემთვის ტელეფონი არ წაურთმევია და უბრალოდ მას ვიცნობდი. სეჰუნი ბრწყინავდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ქაისთან ერთად სოლო შეასრულა და მთელი დარბაზი, ყველა, ანტიფანებიც და ფანებიც ზედმეტად მონუსხულები შესცქეროდნენ. გაჩერდა სეჰუნი, ცეკვას მორჩა და ჩემკენ გამოიხედა, თვალი ჩამიკრა და მის აშკარა ფლირტაობას არა მარტო მე არამედ იქვე მდგარი ფანების უმეტესობაც ხედავდა.
-იღბლიანი ხარ.-ვიღაც გოგომ გამიცინა და აღფრთოვანებით დაიხედა ტელეფონზე.-ეს გოგო შენ ხარ, არა?-ჩვენი ახლად დადებული ბალენსიაგას ფოტოები მანახა და მეც თავი დავუკარი თანხმობის ნიშნად.-კარგი წყვილი იქნებით.-თავი დამიკრა და ისევ მეგობრებისკენ წავიდა.
“Წყვილი” იმდენად მესიამოვნა ეს სიტყვა რომ მთლიან სხეულზე ბუსუსება დამაყარა, გამაჟრჟოლა და თვალები სეჰუნისკენ გამექცა.
Იდგა, მიკროფონს აწვალებდა და იღიმოდა. ისე მომწონდა იმ წამს მისი განათებული სახე და შუაზე გადაყოფილი შავი თმა, მზად ვიყავი სცენაზე ავსულიყავი და მაგრად მოვხვეოდი. თითებით შემესწავლა მისი სახის ყოველი კუთხე და მას ამაზე პროტესტი არ გამოეთქვა, მინდოდა მასთან იმაზე ახლოს ვყოფილიყავი ვიდრე აქამდე ვიყავი და ვიცოდი, უარს არაფერზე ვიტყოდი, არაფერზე დავიხევდი უკან.
Ფანების შუაგულში ვიდექი და ვაცნობიერებდი რომ ამ მამაკაცით შეპყრობილი ვიყავი, სხვაგვარად ვერ ვხსნიდი იმ გრძნობას რომელსაც განვიცდიდი მის მიმართ.
Მე მისით შეპყრობილი ვიყავი.
Მისი თმის სტილიც კი მომწონდა.
Მისი ტუჩები, თვალები, თითები რომლის შეხებაც სხვა სამყაროში გაგდებდა.
Მე მისი ყველაფერი მიყვარდა.
Ეს რამდენადაც სასიამოვნო იყო იმდენად სახიფათოც გახლდათ.
Მე არ ვიცოდი რა ხდებოდა კორეელი აიდოლის გულში და გონებაში.
Მე კარგად ვიცნობდი ქართველი კაცის ფსიქოლოგიას მაგრამ კორეელი სხვა განზომილება, სხვა გალაქტიკა იყო.
Ის ჩემთვის მოვიდა ამ დედამიწაზე.
Ექსო პლანეტიდან გადმოფრინდა და პირდაპირ ჩემს პლანეტაზე დაჯდა სადაც მხოლოდ მე და ის ვიყავით.
Მისი თვალები რომლებიც მძაფრი განათების შუქზე უცნაურად ბრწყინავდა გულში აქამდე არ არსებულ გრძნობებს მიჩენდა.
Მე მისით შეპყრობილი ვიყავი და ამას ვერაფერი შეცვლიდა.
............................................................................
-Კლიპის გადაღება ორშაბათიდან დაიწყება, სიმღერა იდეალურია, სამივე იდეალურები ხართ.-პროდიუსერი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ნამჯუნი საკუთარი თავით აშკარად კმაყოფილი იყო. ჯიიანი იდგა, იღიმოდა, თითქოს ამაში გასაკვირი არც არაფერი ყოფილიყოს და ვერავინ ახსნიდა ამ ქვეყნად იმ განცდას რასაც მე ვგრძნობდი იმ წამს. მინდოდა რომ მთელი ძალით მეყვირა, მე ეს გამომივიდა, მე ეს შევძელი მაგრამ ჩმად ვიჯექი და ცემში ვკლავდი იმ ემოციებს რადგან არავინ მყავდა ვისთანაც ამაზე ვისაუბრებდი და ბოლომდე გამოვუშვებდი დაგროვილ ემოციებს. ვიჯექი, სახე ოფლიანი მქონდა, გუშინ უნებართვოდ ნათხოვარი სეჰუნის ჰუდი მეცვა და მის სურნელს ვგრძნობდი ძალიან ახლოს რაც თავიდან ბოლომდე ჩემი სიმშვიდის წამალი იყო.
-კოსტუმებს იმედია VERSACE გზავნის.-ჯიიანი დაინტერესდა, ჩავახველე და პროდიუსერს გავხედე, ყელი ძალიან მტკიოდა გადაღლისგან, ნამჯუნმა წყალი მომაწოდა.
-მადლობა.-გავუღიმე.
-არა, ტანსაცმელს სამივეს სხვადასხვა ბრენდი გეცმევათ. ნამჯუნს FILA, სესილის BALENSIAGA შენ კი VERSACE.
-უხერხული იქნებოდა BALENSIAGAს ელჩს VERSACE მცმოდა.-გამეცინა.
-FENDIS ჰუდებს კარგად ირგებ ვატყობ.-წამკბინა და წარბები აათამაშა.
-კი ეს ბრენდი ძალიან მომწონს.-გავუღიმე მეც და წამოვდექი.-წასვლა შეიძლება? ძალიან დავიღალე.
-თუ სეჰუნის ნახვა გინდა?
-სეჰუნთან პრობლემები გაქვს ჯიიან?-ვკითხე და გავუღიმე.
-არანაირი.-თვითონაც გამიღიმა.
-აბა რატომ მიხსენებ ყოველთვის მის სახელს?
-სიტყვის მასალად ბავშვო.-წამოდგა და სათვალე გაიკეთა.-მე წავედი, ორშაბათს გადასაღებ მოედანზე მოვალ. სეჰუნი მომიკითხე ღლაპო.
-ნერვებს მიშლის.-აღმომხდა სასოწარკვეთილს და ჰუდის კაპიუშონი წამოვიხურე გაოფლილ თავზე.-წავალ მეც.-დავემშვიდობე საზოგადოებას და სტუდიის კარი გამოვიხურე. სასტუმროსკენ მიმავალ ავტობუსში ჩავჯექი და ყურსასმენები გავიკეთე, ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ვუყურებდი ჩემი და სეჰუნის ვიდეოს რომელიც ჩვენდაუნებურად გამოვიდა ქიმიის ბუმი. ღიმილით ვუყურებდი, ასევე ღიმილით ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და ფეხით გავუყევი გზას საოჯახო სასტუმრომდე რომელიც ჩანიოლის დედას ეკუთვნოდა და ბევრად უფრო კომფორტული იყო ვიდრე ის 5 ვარსკვლავიანი ჭიანჭველების ბუდე. ჩემი ოთახის კარი შევაღე და ლილის დავურეკე რომელიც იმ სასტუმროში დარჩა, ცოტა ხანს ვესაუბრე და მერე წყალი გადავივლე, ახლა ძილი ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა. საღამოს ცხრა იყო თავი რომ ავწიე და ტელეფონს დავხედე.
Ძალიან მეშინოდა რომ ჩემი და სეჰუნის თანამშრომლობის დასრულება ჩემი და სეჰუნის ურთიერთობასაც წერტილს დაუსვამდა თუმცა ასე არ მოხდა. ვიცოდი ეს ყველაფერი, ლამაზი სიზმარი და ოცნებების სამყარო მალე დასრულდებოდა და მინდოდა დასასრულამდე დრო მაქსიმალურად გამეწელა. 2 კვირის წინ ო სეჰუნი 28 წლის გახდა ეს იმას ნიშნავს რომ მისი ჯარში წასვლის დრო ზედმეტად მოახლოვდა და ამან ამაფორიაქა. ტელეფონზე მოსული მისი ესემესი დამხვდა.
-”გშია?”-მხოლოდ ერთი სიტყვა და ვივის ფოტო რომელიც მაშნვე შეხვედრისკენ მიმანიშნებდა.
-”ახლა გავიღვიძე და მშია.”
-”კიმჩი?”
-”რამიონი ან ლაფშა.”
-”იქნებ ბრინჯი ბოსტნეულით?”-საკუთარი ჩაფიქრებული გიფი გამომიგზავნა რომელიც ფანდომმა გააკეთა, გამეცინა, კარგია როცა ცნობილი ადამიანი ხარ, არა?
-”სად მოვიდე?”
-”როგორც ყოველთვის.”-ცოტა ხნის შემდეგ ახალი შეტყობინება მომივიდა.-”სეზამი თუ ჩილი?”
-”ორივე, რა კითხვებია?”-აღარაფერი მოუწერია, მაღიზიანებდა მისი ეს ჩვევა, არაფრის მთქმელი და ამავდროულად მრავლის მთქმელი სიჩუმე, სრული დუმილი. ავდექი, შავი კლასიკური შარვალი, ლურჯი გრძელ ნკლავიანი ზედა ჩავიცვი რომელიც ფომფლოდ მქონდა და შავი კეტები შევუხამე. არ მიყვარდა როცა ჩემი გარეგნობა და ჩაცმულობა სხვებისგან გამოირჩეოდა მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდა მას შემდეგ რაც სეჰუნთან ერთად გამოვჩნდი. პირბადე და ყურსასმენები გავიკეთე და სახლიდან გავედი. პირბადის ტარება აუცილებელი გახდა მას შემდეგ რაც სეულის მოსახლეობის 20 პროცენტს ჩემზე წარმოდგენა შეექმნა. გზაში ორი ცივი ამერიკანო ვიყიდე და იქვე, ქუჩის კუთხეში მდგარი სეჰუნისკენ წავედი.
-საერთოდ არ ფრთხილობ, იცი?-გავუღიმე, პირბადე ჩამოიწია წამიერად და ყავა მოსვა.
-მინდა ეს დღეები ისე გავატარო როგორც უბრალო ადამიანმა, სანამ ჯარში წავალ.-წუწუნით მითხრა და ყურსასმენის ერთი მხარე თავად გაიკეთ.-შენ ჩემზე დიდი ექსოელი ხარ.-ახითხითდა.
-მშია ბიძია სეჰუნ.
-ახლა ბიძია დამიძახე?-თვალები გაუფართოვდა, ვივი ცქმუტავდა და ფეხებზე მახტებოდა. რესტორანში შევედით და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავედით სადაც უკვე იდო შეკვეთა. ვივი გარეთ მდგარ დაცვას ჩააბარა და მშვიდად მოთავსდა ჩემს წინ. ლურჯი პერანგი ეცვა და მარცხენა ხელზე ვერცხლისფერი საათი ეკეთა, თმა როგორ ყოველთვის უკან ჰქონდა გადავარცხნილი, მისი სტილი მიყვარდა.
-ზუსტი რიცხვი იცი?-ვკითხე და ჭამა წამით შევწყვიტე.
-15 მაისი.-ლამის თვალები გადმომიცვივდა.-რა მოხდა.
-15 მაისს დაბადების დღე მაქვს.-გამეცინა.-ანუ ეს ორი კვირა გინდა რომ მშვიდად გაატარო?
-კი, 20 მაისს ჩემი სოლო ალბომი გამოვა.
-რამდენი ხნით მიდიხარ?
-18 თვით.-მისი ტელეფონი აწკრიალდა, დახედა და ბოდიშის მოხდით უპასუხა თან თითებით წარბებს შორის ადგილს ისრესდა, ვერ მოვითმინე და ფოტო ჩუმად გადავუღე. 18 თვე, ეს ისედაც ვიცოდი, თუმცა რეალურად თქმამ გულში ძლიერად გამკაწრა. 20 მაისს მე საქართველოში ვბრუნდები და ვინ იცის იქნებ ვეღარასდროს ვნახო ეს მამაკაცი ახლა რომ წინ მიზის? დროს მაქსიმალურად გამოყენება უნდა, ისევე როგორც შანსებს და შესაძლებლობებს, არ მინდა უკან დახევა, არ მინდა მისი სამუდამოდ გაშვება.-შენ რას აპირებ?
-მე?-გამეღიმა.-მე 20 მაისს ჩემს ქვეყანაში ვბრუნდები.
-აქ აღარ ჩამოხვალ?-ჩაეცინა უცნაურად.
-საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა.
-საჭიროება ყოველთვის იქნება მერწმუნე.-გაიღიმა და ჭამა განაგრძო.
........................................................
-მადლობა მოცილებისთვის.-მისკენ შევბრუნდი და გავუღიმე, პირბადე ეკეთა მაგრამ მისი დაწვრილებული თვალები იმაზე მიმანიშნებდა რომ იღიმოდა.
Მისი ღიმილი მიყვარდა.
-ხვალ გცალია?-საათზე დაიხედა და მერე მკითხა.
-შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს.
-რვაზე გამოგივლი, ბარში გავიდეთ.
-რომ გიცნონ?
-არის ბარი სადაც ვერ მიცნობენ, მეგობრის დაბადების დღეა, კომპანიონი მჭირდება.-უცნაურად ჩაიცინა და პირბადე ჩამოიწია.-მაწუხებს.
-არაუშავს.-გამეცინა. ცოტა ხანს მიყურა მერე უცბათ შევნიშნე რომ მიახლოვდებოდა, დაიხარა, სახე ჩემს სახეს გაუსწორა და თვალებში ჩამხედა, მარცხენა ლოყაზე, ზუსტად შუაში მომაკრო, გული ამოხტომას ლამობდა, მინდოდა იქვე მეყვირა რომ დიახ, მე ეს შევძელი, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ეს წამები დამდგარიყო ჩემს ცხოვრებაში. არარეალური რეალურად ვაქციე და თავი არ დამიზოგავს იმისთვის რომ საყვარელი მამაკაცის თვალებისთვის რეალურად შემეხედა. რომ მისი ტუჩები მეგრძნო ჩემს კანზე, მისი თითები ჩემს ხელებზე, მისი მზერა ჩემს სახეზე...
Მე ეს შევძელი..
Მე, გოგო რომელსაც 19 წელი 15 მაისს მისრულდება, შევძელი და სეჰუნის, გულცივი კორეელის გული მოვხიბლე, მისი ყურადღება მივიპყარი, მისი გრძნობები გავიზიარე. მიყვარდა, ყოველი ამოსუნთქვისას ვგრძნობდი რომ მომავალი ჩასუნთქვა მასთან ყოფნის იმედით იქნებოდა გაჟღენთილი.
Მე სეჰუნი მიყვარდა...
Მამაკაცი რომელიც ჩემზე 10 წლით იყო დიდი...
Მამაკაცი რომელზეც ჭორები დადიოდა რომ გეია.
Მამაკაცი რომლის შეყვარების გამოც გამკიცხავდნენ..
Მამაკაცი რომელიც ახლა ცერა თითს ჩემს აწითლებულ ლოყას უსვამს და უცნაურად იღიმის.
-მოდი ეს დღეები ბოლომდე გამოვიყენოთ, კარგი?-მკითხა.
-კარგი.-სიტყვა, თანხმობა რომელმაც თავიდან ბოლომდე შეცვალა და გააფერადა ჩემი ცხოვრება...
.........................................................................................................
დილით ვისეირნე და მერე ნათლიაჩემს ვესაუბრე, მშობლებთან კონტაქტი არ მქონდა და ნათლიაჩემის და ლილის სახით ნამდვილი ნავსაყუდელი, დასაყრდნობი მყავდა. სახლში რომ მივედი ისევ დავიძინე, საღამოს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო დაფარული ნომერი იყო.
-გისმენთ.-ვუპასუხე ბურტყუნით.
-ქალბატონო სესილია, ვერ მიცანით?-ნაცნობი ხმის გაგონებაზე საწოლში სწრაფად წამოვჯექი და თვალებ გაფართოებულმა შევეხედე წინ აღმართულ დიდ კედელს.
-ჯანდაბა, ლენა შენ ხარ?-ბავშვობის ერთადერთი მეგობრის ხმის გაგონებისას რას გრძნობენ ხოლმე ადამიანები? მით უმეტეს მაშინ როცა ეს მეგობარი ბოლოს 1 წლის წინ ნახე? ლანა ის ნათელი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში რომელიც არასდროს ჩამქრალა, რომლის სიკაშკაშეც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან, ავღანეთიდანაც კი არ შემცირებულა, არ ჩამქრალა. ლანა ის ადამიანი იყო ვინც შოკოლადებს ჩემთვის ინახავდა და ჩუმად მაჭმევდა მასთან სათამაშოდ ან სასწავლად მისულს.
-ასე მალე დაგავიწყდი?-ჩაიცინა.-იცი? 2 დღის წინ დავბრუნდი თბილისში, ყველა ის ადგილი მოვიარე რომელიც წარსულს მახსენებდა და მივხვდი რომ ყველა მოგონებაში რომელიც ამ დამპალ ქალაქთან მაკავშირებდა შენ ყველაზე კარგი რამ იყავი. შენთან სახლში მივედი, დედაშენმა უხეშად მომახალა არ ვიცი ის ქალბატონი სად ბრძანდებაო, მერე გიორგის დავურეკე და მომახსენა ჩემი ბრენდის ელჩი გახდა კორეაშიო. სოციალურ ქსელებს არ ვხმარობდი მაგრამ როგორც კი ვისარგებლე მაშინვე შენმა და ბატონი სეჰუნის ფოტოებმა მომჭრა თვალი. მაინც აისრულე ოცნება არა?-იცინოდა, ცრემლები დაუკითხავად წამომივიდა და მივხვდი რომ ტკივილამდე მენატრებოდა ეს ყინულის დედოფალი.
-მომენატრე ლან.-ტირილით ვუთხარი და ხმამაღლა ავტირდი.-მინდა ყველა ემოცია გამოვუშვა რომელიც დავაგროვე მაგრამ შენ აქ არ ხარ.-ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა.
-ბილეთი დავჯავშნე, მეც მინდა ჩემი ოცნების ასრულება, იცი?-გაიცინა.-მალე მანდ ვიქნები და მოემზადე, ბევრი გაქვს მოსაყოლი.-გათიშა. თითქოს დაქალს კი არა ქვეშევრდომს ესაუბრებოდა ისე გამითიშა ტელეფონი. ეს ტიპიური ლანა იყო, ცივი ადამიანი რომელიც ბევრს გრძნობდა თუმცა ვერაფერს გამოხატავდა. მხოლოდ მე ვიყავი ადამიანი რომელთანაც ემოციებისგან იცლებოდა. მაშინ როცა სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება მშობლები ამის წინააღმდეგ წავიდნენ, ბევრჯერ დაურტყავს მამამისს და შემდეგ მე ვცდილობდი კოსმეტიკით დამეფარა მისი სილურჯეები. მერე უბრალოდ სახლის კარი გაიხურა და აკადემიაში ჩააბარა, ახლა 21 წლისაა, უკვე იყო საწვრთნელ კურსებზე საფრანგეთში, დიდ სტიპენდიას იღებს და 20 წლის ასაკში გამოაცხადა რომ ავღანეთში მიდიოდა და მე უბრალოდ ვერ შევეწინააღმდეგე, ეს მისი ცხოვრება იყო მე კი ვერ დავუშვებდი ხელი შემეშალა მისი ოცნებებისთვის, თუნდაც ამას მისი სიცოცხლისთვის შეექმნა საფრთხე. Ყოველთვის ვამბობდი, მირჩევნია ბედნიერი მოვკვდე ვიდრე აზრის გარეშე განვაგრძო ცხოვრება დიდხანს, ვითომ ზღაპარში ვარ. ცოტა ხანს ვიჯექი და ვერაფერს ვაკეთებდი, მერე საათს გავხედე, უკვე რვა იყო, სეჰუნთან შესახვედრად მომზადება დავიწყე. შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, წვრილ ბრეტელებზე და მაღალ ქუსლიანებზე უარი ვთქვი, არასდროს ავიტკივებდი ძალით თავს იმ საზიზღარი ფეხსაცმლით. ჩემი ტალღოვანი თმა დავისწორე და მსუბუქად გავიკეთე მაკიაჟი. მეწვრილმანე ვარ, მიყვარს როცა ყველაფერს ვაწვრილმანებ, ყველაფერს ვყვები არცერთი დეტალის გამოკლებით და ჩემში ეს თვისება ბევრს აღიზიანებს. ცხრაზე სახლიდან გავედი და გარეთ მდგარ სეჰუნის გამოგზავნილ მანქანაში ჩავჯექი. მძღოლმა მანქანა დაძრა და მალე მიმიყვანა სეულის ერთ-ერთი ბრენდული კლუბის უკანა შესასვლელთან სადაც სეჰუნი იდგა ორ დაკუნთულ ტიპთან ერთად.
-მგონი მე ყურადღებას აღარავინ მომაქცევს.-ხელი მომხვია და ლოყა ლოყაზე მომადო, ის არასდროს მესალმებოდა ტრადიციულად. თითქოს ამით ცდილობდა ჩემთვის იმის გაკეთება დაეძალებინა რაც არ მინდოდა და ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანივით გადაკოცნით შემოიფარგლებოდა. არ ვიცოდი ეს მომწონდა თუ არა.
-ეს ისედაც ცხადი იყო რომ ყურადღება შენზე კი არა შენს პარტნიორზე გადავიდოდა.-გავუღიმე.-სიმპატიური ხარ, როგორ ყოველთვის.
-შენ კი გულახდილი.-კლუბში შევედით, პირდაპირ კიბეზე ავედით და გადაიშალა აიდოლთა სამყარო. ჩემთვის საინტერესო, სეჰუნისთვის კი დამღლელი. დაბადების დღის მთავარი გმირიც იქვე იდგა, რომ მივედით უცნაურად დამხედა და სეჰუნს გაუღიმა. ცოტა ხანში იქვე მდგარი ნამჯუნისკენ გავიძურწე და მივესალმე მასთან მდგარ ბიჭებს რომლებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი.-გამიღიმა ნამჯუნმა, ჯანდაბა, ეს მამაკაცი ზედმეტად თავაზიანი და ამავდროულად საშინლად სექსუალური ერთდროულად იყო.
-სეჰუნთან ერთად ვარ, მთხოვა წამოვყოლოდი.-გავუღიმე.
-ძალიან დაახლოვდით არა?-ეშმაკურად შემომღიმა და ჩუმად მკითხა.
-ძალაუნებურად.-გამეღიმა და ჩემკენ მომზირალ სეჰუნს გავხედე, ისევ ის არაფრის მთქმელი გამომეტყველება, არანაირი ღიმილი, არანაირი ემოცია, მხოლოდ მზერა რომელიც ხანდახან ზედმეტად მიქმნიდა დისკომფორტს.-წავალ კარგი? მგონი არასწორია მეწყვილის ამდენ ხანს დატოვება. გამიხარდა თქვენი ნახვა.-გავუღიმე და სეჰუნისკენ წავედი, გვერდით დავუდექი და გაქაბულ ჩანიოლს შევხედე რაღაცას რომ უხსნიდან წინ მდგარ მაკნეებს.
-ჩანიოლ, ხომ იცი გენერალური დირექტორი ამაზე არ დაგვთანხმდება, ტყუილად გავირჯებით.-ჩაიცინა ქაიმ.-მოდი ესემი ვიყიდოთ, ყველა ბედნიერები ვიქნებით.-გაეცინა და ჭიქაში მყოფი ალკოჰოლი მოსვა.
-მაგრამ თუ ჩვენი ლიდერი სთხოვს.-სეჰუნმა ჩაიცინა და ვისკი მოსვა, ეს პირველი იყო როცა მის ხელში მძიმე ალკოჰოლი შევნიშნე.
-ვთხოვ მაგრამ, თქვენი შეთავსება საეჭვოა.-სუჰომ სერიოზული სახე დაკერა და ნამდვილი ლიდერივით დაიწყო საუბარი, თუმცა ისედაც ნამდვილი ლიდერი იყო.
-იქამდე დიდი დროა, წინ მთელი 18 თვე გაქვს იმისთვის რომ დაითანხმო.-სეჰუნმა გაუღიმა და მე შემომხედა. ზედმეტად ორაზროვანი წინადადება და მზერა გამოუვიდა.
-სეჰუნ, 18 თვე ცოტა გგონია? ხარისხიანი კონტენტი უნდა დატოვო.
-ვტოვებ კიდეც.-ჩაეცინა და ისევ მე გადმომხედა.-ქაი, შენ ტოვებ?
-ჩემი ალბომი საკმარისი არ არის?-პიჯაკი შეისწორა. საქმეზე საუბარი ყველგან და ყოველთვის უცნაური და ცოტა მოსაბეზრებელი იყო.
-მალე წავიდეთ.-ყურთან ახლოს მოიწია და ისე ჩამჩურჩულა ტანზე ბუსუსებმა დამაყარა. თავი დავუქნიე და გავუღიმე. მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად მოფლირტავე მზერით და გამაბრუებელი სიტყვებით მიყურებდა წამით არ მიფიქრია ის რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის და ფლირტის საზღვრებს გასცდებოდა. მიუხედავად იმისა რომ უსაზღვროდ მიყვარდა, მაინც იყო უამრავი დაბრკოლება რის გადასალახადაც არც მე ვიყავი მზად და არც ის. ნახევარ საათში კლუბი დავტოვეთ.-სახლში არ მინდა.
-რისი გაკეთება გინდა სეჰუნ?-გავუღიმე.
-კოშკზე ავიდეთ.-გამიღიმა და მძღოლს გახედა.-მარკეტთან გააჩერე მარკ.-მძღოლს მხარზე დაადო ხელი და ჩემი ტელეფონის განათებულ ეკრანს დახედა.-გირეკავენ.
-ვიცი.
-არ უპასუხებ?-მკითხა, რა იცოდა იმ წამს სეჰუნმა ჩემს სულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.
-არ მინდა.-გავუღიმე. ტელეფონი საერთოდ გამოვრთე და პატარა ჩანთაში ჩავაგდე.
-ვინმე გაწუხებს სესილია?-მკითხა ისე როგორც ყველაზე ახლო ადამიანებს ეკითხებიან ხოლმე და ჩემი თითები გრძელ და ლამაზ თითებში მოიქცია.
-დედაჩემი იყო, მასთან საუბარი არ მინდა.-სიმართლე წამით არ დამიმალავს.
-პრობლემები გაქვს?-მკითხა, თავი თანხმობის ნიშნად დავუკარი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. წამით არ მიგრძვნია ის რომ ჩემი გულახდილობით მას ჩემს პრობლემებს ვახვევდი გარს. ასეთი იყო სეჰუნი, ყველაზე კომფორტული ადამიანი, ყველაზე სწორი არსება ჩემთვის.
.......................................................
Დედა, ქალი რომელმაც იმაზე მეტი ტკივილი მომაყენა ვიდრე ჩვეულებრივ უნდა მომხდარიყო. იმაზე მეტი გამოცდილება შემძინა ვიდრე თავად მოელოდა. საკუთარი დანგრეული ოცნებები ჩემს ხარჯზე აიშენა. Ბავშვობაში ძალიან მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი, ან მსახიობი, თუმცა დედამ ისე დამაყენა სცენისკენ მიმავალ გზაზე, არც მკითხა.
Დედა ქალია ჩემი უბედურების და ბედნიერების, ერთდროულად. მეოთხედ რომ დარეკა ღამის 2 საათზე, ვუპასუხე.
-გისმენ.
-1 კვირაა გირეკავ.-უცნაურად გატეხილი ჰქონდა ხმა.
-რამე მოხდა? აქამდე არ მირეკავდი.
-ხანდახან მეცინება შენზე სესილია.-ჩაიცინა სუსტად.-იქ სადაც ხარ, ჩემი დამსახურებით მიხვედი, მიუხედავად იმისა რომ მამაშენი მუდმივად გამოთქვამდა პროტესტს და გიცავდა, მაინც ჩემი გავიტანე და 18 წლის ასაკში უკვე შემდგარ ქალად გაქციე.
-შენ მაქციე დედა?-ჩამეცინა.
-შეიძლება ვერ ხვდები მაგრამ მე რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც შენ მთხოვდი, ახლა უბრალოდ 18 წლის თინეიჯერი იქნებოდი, დამსხვრეული ოცნებებით.-ამოიოხრა.-მამაშენი ცუდად არის, იმაზე ცუდად ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია. მხოლოდ 2 თვე დარჩა სიცოცხლის და მხოლოდ შენ სახელს იმეორებს რადიოსავით.-ხმა აუკანკალდა, არ ვიცოდი იმ დროს დედაჩემის მიმართ რას ვგრძნობდი. ის არასდროს გამოხატავდა გრძნობებს და ამიტომ მეგონა რომ უგრძნობი ურჩხული იყო თუმცა ახლა მის აკანკალებულ ხმას ვუსმენდი, ვხვდებოდი რომ ზედმეტად სტკიოდა რაღაც შიგნით და მინდოდა მასთან ვყოფილიყავი, ყველაფერი დამევიწყებინა და მისი გალეული სხეული გულზე მიმეკრა.
-დედა.-აღმომხდა ცოტა ხნის შემდეგ.
-არ მეგონა ამ სიტყვას კიდევ თუ გავიგებდი.
-მალე ჩამოვალ, კარგი?-სითბო, მხოლოდ სითბო და ტკივილი ჩანდა იმ დროს ჩემს ხმაში.
-კარგი.-კავშირი გაწყდა. ჩემი ცრემლები იმაზე სწრაფად გადმოვიდა თვალებიდან ვიდრე ველოდი. ლანას დავურეკე, უცბათ მიპასუხა, აშარად რაღაცისთვის ემზადებოდა.
-რახდება.-მკითხა როცა სრუტუნით ამოვაფრქვიე მისი სახელი. გული მტკიოდა იმ კაცის გამო რომელსაც მუდამ ვუყვარდი თუმცა ვერ გამოხატავდა.
-არ წამოხვიდე, ხვალ მანდ ვიქნები.
-რა მოხდა?-მკითხა და ხმა დაუსერიოზულდა.
-მამაჩემია ცუდად.
-კარგი, დაგხვდები.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.-ლენა ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარდა რომ არასდროს საუბრობდა ზედმეტს, მისთვის მთავარი მოქმედება იყო.
Სწრაფად ავდექი და ლალის დავურეკე, ჩემოდანში ტანსაცმელი ჩავყარე, ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი, არ შემეძლო რამის ლოდინი.
-რა ხდება რამ წამოგიარა ამ შუა ღამისას.
-ლალი, სასწრაფოდ მოითხოვე სპეც რეისი და საქართველოში დამაბრუნე.-სიტყვები ერთმანეთს მივაყარე, ხელებთან ერთად გულის მიკანკალებდა მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი გრძნობები დამეხშო, თავი ხელში ამეყვანა და ღრმად მესუნთქა საოცნებო ქვეყნის ჰაერი.
-გაგიჟდი? გადაღებები ხვალ დასრულდება, ვეღარ უნდა მოიცადო? სეჰუნს რას უშვრები? რამ შეგშალა? საერთოდ რა ხდება?-მიყვიროდა ლალი.
-მამაჩემია ცუდად და ფეხებზე მკი.დია ყველა გადაღება, სეჰუნთან მივდივარ, ავუხსნი ყველაფერს. სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე, გესმის? -სეჰუნი, მის ხსენებაზე გონს ოდნავ მოვედი, თითქოს არარეალურ რეალობაში დავბრუნდი.
-კარგი, დავრეკავ. არა მგონია ასე მალე რამე მოვახერხო.-ამოიოხრა და გამითიშა. ჩემოდანი გავიტანე, ჩანიოლის დედას დავემშვიდობე და ტაქსში ჩავჯექი. ექსოს საერთო საცხოვრებელი ვიცოდი სადაც იყო და ისიც ვიცოდი რომ სეჰუნი იქ იქნებოდა. მანქანიდან გადავედი, ბარგი გადავიღე და დაცვას შევხედე, იცოდნენ ვინ ვიყავი, ორი დღის წინ სეჰუნმა თავად მომიყვანა ამიტომ უპრობლემოდ შემიშვეს. ჩემოდანი მათთან დავტოვე და შიგნით შევირბინე, სახლის კარი შევაღე და მისაღებში მჯდარ სეჰუნს და სუჰოს შევხედე რომელთაც ჩემი დანახვა ისე გაუკვირდათ თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი.
-სესილია, რამე მოხდა?-სეჰუნი ჩემთან მოვიდა და ზემოდან დამხედა.
-მე.-ამოვიოხრე და ვეცადე საკუთარი თავი დამემშვიდებინა.
-მოდი, ჩამოჯექი.-დივანზე ჩამომსვა და ჩემს წინ მინის მაგიდაზე ჩამოჯდა.
-წყალი დალიე.-სუჰომ წყალი მომაწოდა და მოშორებით დადგა.
-მე ჩემს ქვეყანაში ვბრუნდები, სპეც რეისით წავალ, მინდოდა მანამდე მენახე.-წყალი მოვსვი, ვიცოდი სახე წაშლილი მქონდა, არ მეგონა მამაჩემის ეს მდგომარეობა ასე თუ მომშლიდა.
-პრობლემები გაქვს?-მკითხა და ჩემს თითებს თავისი მოუჭირა.
-მამაჩემია ცუდად.-თვალიდან ჩამოვარდნილი ეული წყლის წვეთი მოვიშორე და ჩემს საოცნებო მამაკაცს თვალი თვალში გავუყარე.-შენთან ერთად გატარებული ყველა წუთი სიზმარს გავდა სეჰუნ.-გავუღიმე, ლოყაზე ხელის გული მივადე და თვალებში ჩავხედე, როგორ მინდოდა ეს წამი გაყინულიყო, მამაჩემი ცუდად არ ყოფილიყო და შემძლებოდა ამ წამსვე დამეკოცნა მისთვის ეს გამომწვევი ტუჩები.
-ისე მესაუბრები თითქოს ვეღარასდროს მნახავ.-გაიღიმა, იმ ღიმილით მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. ჩემს მაჯას შემოხვია ლამაზი თითები და ცერი ოდნავ გადაუსვა ჩემს კანს, ჟრუანტელმა მთლიანი სხეული მოიცვა და კანზე დამბურძგლა.
-არ ვიცი რა მოხდება მომავალში, თუმცა მინდა იცოდე რომ სადღაც არსებობს ადამიანი რომლის სულშიც უამრავ გრძნობას იწვევ, რომელსაც აგიჟებ. მხოლოდ მე და ჩემმა გულმა ვიცით როგორ მინდა ამ თვალებს კიდევ შევხედე რეალობაში და ისევ შემეხოს შენი თითები მაჯაზე.-ცრემლი მომაშორა და გამიღიმა. ფაქტობრივად სიყვარულშ გამოვუტყდი, ვიცოდი მისთვის ჯერ ადრე იყო, ჯერ არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. შეიძლება იმის მეათასედსაც არ გრძნობდა ჩემს მიმართ რასაც მე მის მიმართ თუმცა არ მადარდებდა, არ ვიცოდი მომიწევდა თუ არა კიდევ მისი ნახვა, ამიტომ მინდოდა მეთქვა ყველაფერი რასაც განვიცდიდი იმ წამს.
-საუკეთესო 3 კვირა იყო სესი.-გამეცინა მის მიერ წარმქოთმულ ჩემს სახელზე. კარგად ვერ გამოკვეთდა “ს” ასოს და სახელიც სასაცილო გამოსდიოდა. ლილის ზარი შემოვიდა, სწრაფად ვუპასუხე და ცრემლი სეჰუნის ჰუდის სახელოთი გავიმშრალე, ნეტავ იცნო საკუთარი ჰუდი?
-რა ხდება?-ვკითხე და ამოვიოხრე.
-ხვალ საღამოს ექვსზე შეგეძლება წასვლა, იქამდე რაღაცებია მოსაწესრიგებელი, დილით გადაღებებზე მიდი, მერე გნახავ და აეროპორტში წავიდეთ.-მიაყარა უცებ.
-ჯანდაბა, რა გადაღებები ლილი, რანაირად უნდა გადამიღონ ასეთ მდგომარეობაში რამე?-ამოვიოხრე.
-სეჰუნთან ხარ?
-კი.
-დამალაპარაკე.-ტელეფონი სეჰუნს მივაწოდე და მანაც დაყოვნების გარეშე გამომართვა. ცოტა ხნის შემდეგ გასაგებიაო ჩაილაპარაკა და გათიშა.
-რა გითხრა?
-დღეს აქ რჩები.
-სეჰუნ, შემიძლია წავიდე.
-ბავშვო, გაჩუმდი, მინდა ეს ბოლო საათები შენთან ერთად გავატარო.-თვალები მობეზრებულად აატრიალა, ხელი ჩამავლო და სამზარეულოში მჯდარ სუჰოსთან მიმიყვანა.
-გასაგებია, მინსოკთან დავიძინებ.-არ ვიცი მზერით როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თუმცა ფაქტია სიტყვის უთქმელად მიხვდა ჯუნმიონი, რაში იყო საქმე. სეჰუნ მხარზე მიარტყა ხელი მადლობის ნიშნად და ჰუდის სახელოზე დამქაჩა, ოთახისკენ წამიყვანა და კიბეზე ასვლის შემდეგ მეორე კარში გავუჩინარდით.
-თეთრეული გამოცვლილია, ჩემს მაისურს გათხოვებ.-ზურგჩანთიდან ის მაისური ამოიღო მაშინ სანაპიროზე წვიმაში რომ ეცვა და გამომიწოდა. Თავი დავუკარი და სააბაზანოსკენ წავედი. უცბათ გამოვიცვალე, ტანსაცმელი გავიტანე და ოთახში გავედი. სეჰუ იწვა, ტელეფონი ეჭირა და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა.-ჩემი ჰუდების მოპარვას როდის ასწრებდი?-გამიცინა უცბათ. საბანი ავწიე და მის გვერდით დავწექი.
-გადაღებების შემდეგ.-მხრები ავიჩეჩე და თვალები დავხუჭე, ემოციებისგან ძალიან დაღლილი ვიყავი.
-დაიძინე, ხვალ გრძელი დღე გექნება.-ჩემსკენ გადმობრუნდა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
-იმედია ხვალ ბევრი რამ სანანებელი არ გამიხდება.-მისკენ მივიწიე, ხელი მოვხვიე და გულზე მივეკარი.
-ვივის ადგილი აითვისე.-გაიცინა და თავადაც მომხვია ხელი. თმაზე მეფერებოდა და თავე პერიოდულად მკოცნიდა.
-ტკბილი ძილი სეჰუნ.-ჩავიბურტყუნე და მისი გულის ძგერის ხმაში ჩამეძინა. სრულყოფილ ბედნიერებამდე მამაჩემი მიღობავდა გზას. ბოლოს შევიგრძენი მისი ტუჩები საფეთქელზე, თითები კეფასთან, თმაში და მერე მშვიდად დავიძინე, ვგრძნობდი რომ ეს ყველაზე მყუდრო სახლი იყო. ყველაზე მყუდრო გრძნობა და ყველაზე დასამახსოვრებელი რამ ჩემს ცხოვრებაში. მისი გულისცემა, ჩემთვის ყველაზე ლამაზი მელოდია იყო, მე ის მიყვარდა და ამას ახლა იმაზე მძაფრად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე.
.......................................................................
დილით ადრე გამეღვიძა, საათს რომ შევხედე ჯერ რვა იყო. ათზე გადაღებები მეწყებოდა. სეჰუნს მშვიდად ეძინა, თავი მის ხელზე მედო და აშკარად ეტყობოდა მოუსვენრად იწვა. ხელი ავაღებინე და ბალიშზე დავდე, მხარი იცვალა, ზურგზე დაწვა და თავი მარცხნივ გააბრუნა. მარჯვენა მხარეს ყბის ქვემოთ ხალი გამოუჩნდა.
Ვუყურებდი, ათასჯერ მაინც შემინიშნავს ის ხალი და ყოველ ჯერზე მკლავდა შეხების სურვილი. ვუყურებდი როგორ სუნთქავდა მშვიდად, როგორ უდარდელად ეძინა და მაინც რამდენ დარდს ინახავდა გულში ღმერთმა იცის. არასდროს ამბობდა რომ აინტერესებდა ის რასაც მასზე კრიტიკის დროს ამბობდნენ ან წერდნენ თუმცა ვიცი ამ ყველაფრისგან გამოწვეულ ტკივილს ღრმად ინახავდა გულში. გავბედე, წამოვიწიე და თითი ნაზად გადავუსვი მის ხალს, ჩაიღიმა, თავი გააქნია და ისევ მშვიდი სუნთქვა ამოუშვა. კარი უცბათ გაიღო, საბანი ყელამდე მქონდა აწეული, სუჰომ თავი შემოყო და გამეკრიჭა, ეს კაცი ხანდახან ჩემზე პატარა მეგონა. ოთახში შემოვარდნილ ვივის გავუღიმე და წამოვჯექი.
-დილამშვიდობის.-ოთახში შემოვიდა და სეჰუნს დაადგა თავზე. ცოტა ხანს უყურა, მერე თვალები აატრიალა და ბალიში გამოაცალა.
-რა ჯანდაბაა.-ამოიბურტყუნა და ჩემთან მოცუცნცულებულ ვივის შეხედა.-ვივი.-დაუძახა და ძაღლიც მისკენ მიიწია.
-ადექით, ლილიმ დარეკა სახლის ტელეფონზე 10ზე გადაღება აქვს არ დაავიწყდესო, დიო საუზმეს ამზადებს და სადაცაა ჩანიოლს მოკლავს. -გაეცინა და საბანი გადახადა სეჰუნს.
-გადაღებაზე წამოგყვები.-სეჰუნმა გამომხედა, დასიებული თვალები მოიფშვნიტა და ხელები გაშალა.
-საჭირო არ არის.
-კომენტარები არ მიიღება.-ტუჩებზე თითი მიიდო და მანიშნა მოკეტეო. ავდექი, შარვალი ჩავიცვი და სეჰუნის მაისურით შევედი სააბაზანოში, სარკესთან იდგა ბატონი ჰუნი და კბილებს ისეთი სახით იხეხავდა თითქოს ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინეს რომ გააღვიძეს. თვალებს ძლივს ახელდა და ზანტად ამოძრავებდა მტევნს. კარადა გამოაღო და ერთჯერადი კბილის ჯაგრისი მომაწოდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. პირი დავიბანე და სააბაზანო დავტოვე, მას უკვე ეცვა და თან საკმაოდ მოხდენილადაც. რათქმაუნდა ახლა კამერებთან მოუწევდა კონტაქტი და ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. სარკის წინ დავდექი და მისკენ გავიხედე საცოდავი სახით.-გეცვას.-თვალები აატრიალა და კარადიდან შავი ჟაკეტი გამოიღო, მხრებზე მომასხა და ჩემ თმას დააკვირდა. სარკის წინ დამაყენა და სავარცხელი აიღო.
-თმა მცვივა სეჰუნ.-გამეცინა და სარკიდან გავხედე ჩემს უკან მდგარს.
-არაუსავს, სავარცხელსაც გაჩუქებ.
-მაისური მაჩუქე?
-ჟაკეტიც, ჰუდიც, კიდევ კარგი ჩემი შარვლები და ფეხსაცმელები არ მოგდის თორემ ტანსაცმლის გარეშე დავრჩებოდი.
-შენი ტანსაცმელი მომწონს, გემოვნებიანად იცვამ.-გამეცინა, თმაზე ნაზად მატარებდა თითებს, ბოლოს თმის დაწვნა რომ დაიწყო გაოცება ვერ დავმალე.-სად ისწავლე?
-ადრე ბიჭები გრძელ თმას ატარებდნენ, იცოდი?-გაეცინა.
-ცისარტყელა გიხდებოდა სეჰუნ.-გამეცინა.
-ძალიან მკვეთრად მქონდა. ისე ბავშვობიდან სიმპატიური ვიყავი.-შეიფერა და საკუთარი მაჯიდან თმის რეზინი მოიხსნა, ნაწნავის ბოლო შეკრა და დამაკვირდა.-ლამაზი თმა გაქვს.
-უცნაურია ამას რომ გეუბნები მაგრამ შენც.-გავუღიმე და თმა გავუსწორე.-უცნაურად რბილი თმა ჰქონდა, ნაზი და პრიალა.
-ჩავიდეთ.-გამიღიმა და ხელი ჩამკიდა. მისი თავისუფლება მიყვარდა, მისი გულწრფელობა და ბავშვურობაც. 28 წლის იყო თუმცა მაინც ბავშვად გრძნობდა თავს ალბათ ეს იმანაც განაპირობა რომ ჯგუფში ყველაზე პატარა იყო. სეჰუნი ექსოს გარეშე თავის ნამდვილ მეს კარგავდა ეს ყველგან ჩანდა, ყველა გადაღებაზე, ყველა ხვდებოდა რომ თავისი უფროსი ძმების გარეშე სეჰუნი სეჰუნი არ იყო. ისინი ერთნი იყვნენ და როგორც ამბობდნენ ჩვენ ყველა ერთნი ვიყავით, ექსო და მისი ფანებიც. Მათი ფანობიდან მათ მეგობრამდე დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, ძალიან უშუალოები და თბილები იყვნენ. ქვემოთ ჩავედით, ჩანიოლი ხარხარებდა და გაბრაზებულ, აწითლებულ დიოს მხარზე ხელს უტყაპუნებდა, მისი ნაცრისფერი თმა ზედმეტად აჩეჩილი იყო, სახე აწითლებული და მაინც დიოს მზერის მიუხედავად სიცილს ვერ წყვეტდა. იქვე ქაი იჯდა, ზომაზე მეტად დამუხტული თმით, მრგვალი სათვალით და გაშტერებული მზერით, გეგონებოდათ ეძინაო თუმცა ტუჩებს აცმაცუნებდა, ანუ უბრალოდ გამოშტერებული იყო ძილისგან.
-დილამშვიდობის.-გავუღიმე ყველას, სეჰუნი მაცივრისკენ წავიდა წყლის ბოთლი გამოიღო და მომაწოდა.
-დილამშვიდობის ფიფქია.-მინსოკმა გამიცინა და მოხარხარე ჩანიოლი წყლის შესხმით გააჩერა.
-სესილია? Როდის მოხვედი?-გამორკვეულმა ქაიმ შემომხედა და ჩაახველა.
-გუშინ.-გამეღიმა, დარწმუნებული ვარ ლოყებიც სრულიად წითელი მქონდა, ყვერდით სეჰუნი მეჯდა და თეფშზე საჭმელს მილაგებდა.
-მაკნემ მაკნე იპოვა.-ბექიმ დამპლურად ჩაიცინა, სეჰუნს მხარზე უკბინა და თეფშიდან სოკო ააცალა.
-სეჰუნ.-მხარი გავკარი.
-უნდა ჭამო, ხმა არ გავიგო.
-სეჰუნ.-სიმწრით გავიცინე.
-სესილიაა.-წარბები აქაჩა.
-რაღაც უნდა გითხრა.-დავინახე როგორ გამოგვხედა 6 წყვილმა თვალმა.
-რა?-ლუკმა მძიმედ გადაყლაპა.
-სეჰუნ.-ჩამეცინა.-სოკო არ მიყვარს.-მზერა გაუშეშდა, ბიჭები ფხუკუნებდნენ.
-აქამდე ვერ მითხარი?-ამოიოხრა.
-დამაცადე?-გავუღიმე. დიო წამოდგა ქვაბიდან წვნიანი ამომიღო და წინ დამიდგა, ბებოს გაკეთებული ბორში გამახსენდა და ცრემლები მომადგა.
-რა გჭირს?-დიოს შეშფოთებულმა სახემ გამაღიმა.
-ბებიაჩემი ბოსტნეულის წვნიანს აკეთებს, ბორში ჰქვია, უკრაინული წვნიანია თუმცა ჩვენთანაც უგემრიელესს აკეთებენ. ბებო ხორცსაც უკეთებდა თუმცა მე ხორცი არ მიყვარს ამიტომ ჩემთვის ცალკე აკეთებდა სულ. იმას ძალიან ჰგავს.
-მერე გაგვიკეთებ?-მინსოკმა შემომხედა და თვალები ამიფახუნა.
-დღეს მივფრინავ, გაურკვეველი ვადით თუ ისევ შევხვდებით აუცილებლად.-უდარდელად შევუდექი წვნიანის ჭამას.
-მჯერა ისევ ჩამოხვალ და ამ მაგიდასთან ისევ დაჯდები.-ბექიონმა გამიღიმა და სეჰუნს უცნაური მზერით გახედა, მანაც თავი გააქნია.
-იმედია.-მიყვარდა მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ჩემს მიმართაც. საუზმის შემდეგ ბიჭებს დავემშვიდობე, ვცდილობდი არ მეტირა, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა და როგორც ყოველთვის ახლაც გამომივიდა. ეს ჩემი ძლიერი მხარე იყო, ყინულივით ვიდექი მაშინ როცა შიგნეულობა მენგრეოდა. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა ჩემს გულში მანამ სანამ თვალებში არ ჩამხედავდნენ. გადასაღებ მოედანზე მისი ამნქანით რომ მივედით სტაფის გაოცებული სახე არ გამომრჩენია. მანქანიდან გადმოვიდა ჩემთან ერთად და იქვე მდგარი ნამჯუნისკენ და ჩემდა გასაკვირად მასთან მდგარი თეჰიონისკენ დავიძარით. ჯიიონი სკამზე იჯდა, ცივ ამერიკანოს მიიღტმევდა და ისე ესაუბრებოდა ფეხზე მდგარ ნამჯუნს და თეჰიონს.
-დააგვიანე კონკია.-საათზე დაიხედა ჯიიონმა და სეჰუნს მიესალმა.
-თქვენ მოხვედით ზედმეტად ადრე.-ცხვირი ავიბზუე და ჩემი გამოსაცვლელი ფურგონისკენ წავედი, ახლა მისი ნერვები ნამდვილად არ მქონდა. სტაფი თავს დამტრიალებდა, ტანსაცმელი ისე ჩავიცვი არც შემიხედავს, სეჰუნის კომფორტული სამოსიდან ამ გამოწკეპილ ტანსაცმელშ გადანაცვლებამ ცოტა გამაღიზიანა, თმა უკან გადამიწიეს და კეფაზე კოსად დამიმაგრეს, წითლად შემიღებეს ტუჩები და თავს ცხოვრებაში პირველად თოჯინად ვგრძნობდი. აქამდე მსგავს გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი, ახლა არ მადარდებდა. სეჰუნმა თავი შემოყო და უცნაურად შემომხედა.
-მოიშორე ეგ პომადა.-მშვიდად მითხრა.
-სცენას ეს ფერი მოუხდება.-შეეპასუხა ვიზაჟისტი.
-ზედმეტად ხელოვნურია.-სეჰუნმაც შეუღრინა და ჩემსკენ წამოვიდა, ხელსახოცი აიღო პომადა მომაშორა, მერე კოსმეტიკის ყუთის თვალიერება დაიწყო და ვარდისფერი ტუჩსაცხი ამოიღო.-მისი წითელი ლოყებიც კი აღარ ჩანს.-თვალები აატრიალა. პომადას თავი მოხსნა და ოდნავი დადებით შემიფერადა ტუჩები. მთლიან ტანში გველივით იკლაკნებოდა ჟრუანტელი და ვგრძნობდი ეს დაკლაკნილი გველი მასაც არ ასვენებდა. გადასაღებ მოედანზე გავედით და გადაღებებიც დაიწყო. ბოლო ეპიზოდს ვიღებდით ამიტომ ბევრი მოგვეთხოვებოდა. საღამოს ხუთზე გადაღებას მოვრჩით ძლივს თუმცა ვხვდებოდი რომ სულაც არ მინდოდა დროის მალე გასვლა. ახლა სეჰუნს ვუყურებდი, ქოლგის ქვეშ იჯდა, ყავას სვამდა და თვალყურს ადევდნებდა ყველაფერს, ეს გრძნობა მომწონდა რასაც ვგრძნობდი იმ წამს და არ მინდოდა ეს გრძნობა ოდესმე გამნელებოდა.
-დავაგვიანე?-ვკითხე როცა მაღალქუსლიანი მოვიშორე და მკლავზე დავეყრდენი.
-თვითმფრინავი შენთვის არის, რამდენ ხანსაც ეტყვი იმდენ ხანს დაგელოდება.-ჩაიცინა და სათვალე მოიხსნა.
-არ მიყვარს დაგვიანება.
-გეტყობა.-ჯიიანმა ჩაიცინა და მომეჩვენა რომ ეს სიცილი ირონიული აღარ იყო.
-მეგონა აღვნიშნავდით.-ნამჯუნმა ჩაიცინა და დაღლილი თვალები მოისრისა.
-სახლში წადი და დაიძინე ნამჯუნ.-გამეღიმა.
-იქნებ ფანშეხვედრისას ჩამოხვიდე.-მითხრა ღიმილით.
-ვერ შეგპირდეპით.-ამოვიოხრე და ფურგონისკენ წავედი. ისევ სეჰუნის ტანსაცმელი ჩავიცვი და ნივთები ავკრიფე. გარეთ გავედი, ნელ-ნელა ყველა იშლებოდა. ნამჯუნს და ჯიიანს დავემშვიდობე, მათ მენეჯერებსაც და სეჰუნის მანქანაში მოვთავსდი. მის ტანსაცმელს სუნამოს სუნი არასდროს ჰქონდა, სეჰუნს არ უყვარდა სუნამოები მაგრამ მაინც განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა. მის მანქანაშიც მისი და საოცრად ჰარმონიული აურა ტრიალებდა, ეს სურნელი ჩემი ხსნა იყო.
-საუკეთესო დღეები გავატარე შენთან ერთად.-უცბათ მითხრა.-არ ვიცოდი ასე ადვილად თუ შევიდოდი ადამიანთან კონტაქტში თუმცა შენ ესეც მოახერხე.-გამიღიმა. მორცხვი იყო, ასეთ თემებზე ვერ საუბრობდა მაგრამ მაინც მე მომწონდა მისი ეს თვისება, ამით ძალიან ვგავდით ერთმანეთს.
-სეჰუნ.-გავხედე და გავუღიმე.
-მინდა ეს ღიმილი კიდევ ვნახო.-გამიღიმა თავადაც.-მინდა კიდევ ვნახო შენი ბედნიერი თვალები.
.................................................................................................................................................
-ცოტა ხანს დაჯექი კარგი?-დედას ნაზი ხელი შემეხო მაჯაზე და მისი მზერა ვიგრძენი.
-დედა სახლში წადი და დაისვენე.-ვუთხარი და მის წინ ჩავიმუხლე.
-მამაშენის და შენს გარეშე უფრო ვიღლები.-ამოიოხრა, ზედმეტად დაბერებული მეჩვენა იმ წამს დედაჩემი. მუდამ ახალგაზრდა დედაჩემი.
-დედა, მადლობა.-პირველად ვუთხარი ეს სიტყვები და დავინახე როგორ მოიწმინდა ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი.-მადლობა რომ ოცნებები ამასრულებინე. მადლობა რომ შენი წყალობით 18 წლის ასაკში საყვარელ მამაკაცს შევხვდი.-გავუღიმე. მამაჩემმა 2 თვეც იცოცხლა და აგერ უკვე 2 წელია მე კორეა დავტოვე. მალე 21 წელი შემისრულდება და 2 წელი გახდება რაც სეჰუნის ხმა არ გამიგია, მის სოლო ალბომიდან გაჟღერებულ ხმას თუ არ ჩავთვლით. მამა საფრანგეთში წავიყვანეთ და მას აქეთ შევეშვი სამოდელო კარიერას, წარსულს ჩავაბარე ყველაფერი თუმცა ვიცი ერთ დღეს ისევ დავდგები კამერების წინ. სეჰუნი, სეჰუნი რომ ისევ მიყვარს ამას კითხვა არ სჭირდება. მიყვარს უფრო ძლიერად ვიდრე აქამდე მიყვარდა.
-დამპირდი რომ ისევ დაბრუნდები.-მითხრა და ხელის ზურგზე თითი გადამატარა.-ისევ დაბრუნდები და იბრძოლებ მისთვის.
-დედა, ახლა მხოლოდ მამაზე უნდა ვიფიქროთ, კარგი?-ვერ მივეცი ვერაფრის იმედი მებრძოლ დედაჩემს.
-ვნანობ რომ დაგირეკე.-ამოიოხრა.-რამდენი კილო მოიმატე? 5?
-ისევ იწყებ?
-ნერვიულობის დროს ისევ იმატებ.-ამოიოხრა.
-პუტკუნების ხაზს შევქმნი ნუ ნერვიულობ.-გავუღიმე.
-გიხდება.-ჩაიცინა უცებ და გამიღიმა.
-ხო, როგორც იქნა ხორცები მაქვს, ბებოს მოეწონება.
-მაინც ბავშვი ხარ.-გამიცინა დედამ.
-ქალბატონო ნინო.-გამოვიდა ექიმი და ორივეს გაგვიღიმა.
-არის რამე შედეგი?
-ვწუხვარ, მაგრამ არანაირი. პირიქით, ქიმიამ და დასხივებამ უარესი შედეგი გამოიღო, სიმსივნე უფრო აგრესიული გახდა, მხედველობა დაუქვეითდა და არ ვიცი თუ გადაჩება ეს რის ფასად მოხდება. პაციენტს ესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.-ექიმი ჯორჯი არასდროს აბუქებდა და არც ალამაზებდა დაგნოზს, სულ იმას გვეუბნებოდა რაც რეალურად იყო და მე და დედასაც ნელ-ნელა იმედი გვეკარგებოდა.
-ახლა რა მოხდება?-ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან რკინის დედაჩემს.
-მე გირჩევთ რომ სამშობლოში დააბრუნოთ და მშვიდად სიკვდილის უფლება მისცეთ. ტკივილები გაუსაძლისი გახდება, გამაყუჩებლებს დავუნიშნავთ მაგრამ სიმსივნეს ვეღარ შევაჩერებთ, ამით სიცოცხლის უკანასკნელ კვირებსაც მოვუსპობთ.-ვიცოდი, დიდი იმედი არც მქონდა ამიტომ ტელეფონი ავიღე და ნათლიაჩემს მივწერე, ვერტმფრენი მჭირდებოდა.-ძალიან ვწუხვარ.
-მადლობა რომ ამდენ ხანს გამიხანგრძლივეთ მასთან ყოფნა.-დედას სიტყვები რომ გავიგე გული ტკივილისგან ისე შემეკუმშა მინდოდა ამომეგლიჯა და სანაგვეზე მომესროლა ყველა გრძნობა რომელიც შიგნიდან მჭამდა. მამასთან შევედი და გავუღიმე. მე მამას ვგავდი, მასსავით სწორი ცხვირი და ფერადი ლოყები მქონდა. თმითაც მას ვგავდი, მართალია ახლა თმა აღარ ჰქონდა თუმცა ადრე, ახალგაზრდობაში გრძელ კულულებს ატარებდა, თმა სწორი მაქვს მაგრამ მასსავით რბილი და ჰაეროვანი.
-სესილია.-გამომხედა და გამიღიმა, საწოლიდან წამოდგა, მომიახლოვდა, ხელი მომხვია და მიმიხუტა.-სახლში წავიდეთ, მამი.-მინდოდა მექვითინა, მინდოდა ავმდგარიყავი და მთელი ცრემლი ახლა დამეღვარა.
-წავიდეთ მამა.-გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და ჟაკეტის ჩაცმაში მივეხმარე. საქართველოში დავბრუნდით და პირდაპირ სახლში მივედით. მამა მისაღებში ჩამოჯდა, ხმას არ იღებდა, დედა გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო.
-კორეაში დაბრუნდები?-მკითხა მას შემდეგ რაც წინ დავუჯექი სეჰუნის ჰუდით და იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი.
-არ ვიცი.-კორეის ხსენებაზე მაშინვე სეჰუნის სახე დამიდგა წინ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი როცა ამ ქვეყნის სახელი მესმოდა. ნამჯუნთან და ჯიიანთან კოლაბორაციით ნაშოვნი ფულის ნაკადი არა და არ წყდება ჩემს საბანკო ანგარიშზე.
-მინდა რომ წახვიდე, მინდა იმ ბიჭზეც მომიყვე და მინდა რომ ცოცხლად მყოფს არ დამტიროდეთ.-გაბრაზდა, მამაჩემი ბრაზიანი, ჯიუტი და ჯმუხი კაცი იყო.
-იმ ბიჭზე ინფორმაცია თუ გაინტერესებს შეგიძლია დაგუგლო.-დედამ უთხრა და ენა გამომიყო. დედაჩემის შეცვლილ ხასიათს ვერ ვეგუებოდი, უცნაური იყო.
-მასეთი ვინ არის.-წარბები აქაჩა მამაჩემმა.
-ოჰ სეჰუნი.-დედაჩემს გაოცებულმა გავხედე. არასდროს მითქვამს მისთვის სეჰუნის სახელი სრულად.-რას მიყურებ მსუქანა.
-დედა.-თვალები ავატრიალე და ლენას ზარს ვუპასუხე.-გისმენ ლენა.
-გავისეირნოთ ჩემო მონატრებულ დაო?-მკითხა უცნაური ხმით და გავიგე როგორ ჩაიცინა.
-გამოვალ ახლავე.-წამოვდექი, კეტები ამოვიცვი და მისარებში მჯდარ მშობლებს შევხედე.-ცოტა ხნით გავალ, რამე წამოგიღოთ?
-გვებლატავება ჩვენზე მდიდარი რომ არის, არა?
-აშკარად.-გაიცინა დედამ. გარეთ გავედი, თბილისის ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩავუშვი და გარეთ მდგარი ლენასკენ გავიქეცი.
-გთხოვ დღეს მამაჩემზე ნუ დამელაპარაკები.-მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და დავმშვიდდი.
-არ ვაპირებდი.-გამიღიმა, ფეხით დავუყევით ქუჩას.
-მენატრება.-ჰუდის მკლავებით თითები დავიფარე და ცრემლი მოვიშორე.
-ლილიმ გამომიარეთო.-ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა. ლილის სახლისკენ წავედით, ჯერ საყიდლებზე წავედი, მინდოდა რამით განტვირთვა მომეწყო საკუთარი თავისთვის, რაღაცის ყიდვა მინდოდა და ახლაც, როგორც ყოველთვის დიორის მაღაზიისკენ ავიღე გეზი. ვიტრინას შევხედე და გავშეშდი, დიდი ხანია მისი სახე ასე ახლოდან არ მინახავს. მისი შავი თმა ისევ გაზრდილიყო, მისი თვალები, მისი უემოციო თვალები. ცრემლები თვალებშ ჩამიგუბდა და გავიაზრე როგორ გაუსაძლისად მენატრებოდა. უკვე დაბრუნდა, ისევ ისე განაგრძო ცხოვრება როგორც იქამდე ცხოვრობდა. თითქოს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ორმაგი ძალებით დაიწყო აქტიურობა.-მალე ალბომს გამოუშვებს.-ლენამ მკლავზე დამისვა ხელი და მკერდზე მიმიკრა.
-იცი როგორ მენატრება?-მწარედ ამოვიოხრე და თვალი მოვაშორე მის სახეს.
-დაახლოებით.-გამიღიმა, მაღაზიაში შევედით, დახვეწილი ინტერიერი, ყურადღებიანი და მოდური პერსონალი და ირგვლივ გაკეთებული სეჰუნის რეკლამები. ჯანდაბა, ახლა მგონია რომ ყველგან მისი თვალები მომედო, მთელ ტანზე. ტანსაცმლის თვალიერება ისე დავიწყე ვცდილობდი მისი ფოტოებისთვის არ შემეხედა, ზედმეტად რთული აღმოჩნდა....
Ბოლოს თვალში სათვალე მომხვდა, ლურჯი მინებით, ძალიან დახვეწილი იყო, შევაფუთინე და საკრედიტო ბარათი მივაწოდე. მაღაზიიდან გამოვდიოდი როცა ისევ სეჰუნის ფოტოებს მოვკარი თვალი და ლენას გავხედე.
-შეგვიძლია პრადაც მოვინახულოთ.-თვალი ჩამიკრა, ძალიან შეიცვალა, უფრო ლოიალური გახდა, ხშირად მიმღერის და ცდილობს რომ არ მოვიწყინო.
-იქ ჩანიოლს ვერ ნახავ.-ენა გამოვუყავი და ქუჩაში გავედით, ჰერი ღღმად ჩავუშვი ფილტვებში და ტელეფონზე მოსულ მესიჯს დავხედე.-ჯანდაბა, ეს სათვალე იაფი არ ღირდა.-გამეცინა და წინ წავედი სანამ არ ვიგრძენი რომ ჩემი დაქალი არ მომყვებოდა. უკან გავიხედე და დიორის მაღაზიის წინ გაშეშებულ ლენას გავხედე.-რა მოგივიდა?
-მითხარი რომ არ მეჩვენება.-მის მზერას თვალი გავაყოლე და დავინახე... ბილბორდზე, ქუჩაში, შუაგულ თბილისში დიდად იყო გამოსახული ექსოს პლაკატი. კონცერტი 1 კვირაში, საქართველოში ყველაზე დიდ დარბაზში გაიმართებოდა და ბიჭების სრული შემადგენლობა იქ იქნებოდა. ლილის ეცოდინებოდა რატომ აქ და არა სადმე ევროპის განვითარებულ ქვეყანაში. ლენას ხელი ჩავავლე და ტაქსში ჩავსვი, გვერდით მივუჯექი და ლილის სახლის მისამართი ვუკარნახე. ლილის სახლში გაგიჟებული შევვარდი, იქ კი სრული ალიაქოთი დამხვდა. ლილი მისაღებში იცინოდა მაგრამ მარტო არ იყო, ვიღაცის ხმაც გამოდიოდა მასთან ერთად, ვიღაც კარგად ნაცნობის.
......................................................................
-ლილი?-მისაღებში შევვარდი და ექსოს მენეჯერს გავხედე რომელიც ლილის მისაღებში მდგარ ტყავის სავარძელში მშვიდად იჯდა და სპორტულ ფორმაში გამოწყობილი წრუპავდა გურიაში მოკრეფილ ჩაის.
-მომენატრე სესი.-ლილიმ მის მკლავებში მომიმწყვდია, მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებდა რატომ იყო მენეჯერი ლილისთან.
-მეც მომენატრე.-გავუღიმე, ხელები მომაშორა და მენეჯერს გახედა.-გამარჯობა ბატონო ლი.-ხელი ჩამოვართვი და თავი დავუკარი.
-საოცარი ჩაი გაქვთ ქართველებს.-გამიცინა.-უფრო გაზრდილხარ და დახვეწილხარ.
-მადლობა.-თავი დავუკარი.-ცოტა ხანს შემოგირბინეთ, მაინტერესებდა მართლა აქ იყავით თუ არა.
-ხო, რუსეთის მაგივრად აქ ჩამოსვლა ვარჩიეთ პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისითაც.-წამოდგა მენეჯერი და ტელეფონში რაღაცის ძებნა დაიწყო.-ამ სასტუმროში არიან ბიჭები, თუ რა თქმა უნდა მათი ნახვა გინდა.
-ყველა აქ არის?
-არა, მხოლოდ ჩანიოლი, ჯონგინი, კიონსუ და ჯუნმიონი არიან. სხვებმა ვერ მოახერხეს, სეჰუნს აქტიური კარიერა აქვს, კანადაში მოუწია წასვლა.-ყველაზე მეტად მინდოდა სეჰუნის ნახვა და მაინც და მაინც ის არის ორი კონტინენტის მოშორებით, ცხრა მთას იქეთ.
-რომელ სასტუმროში არიან?-ლენას გავხედე, ტუჩებს იკვნეტდა.-ის ჩემი მეგობარია ლენა.
-ლამაზი მეგობრები გყოლია, ისეთი როგორიც ხარ.-მენეჯერმა ტელეფონში მისამართი მაჩვენა და მეც თავი დავუკარი.
-ლილი, მანქანა მიმყავს.-მანქანის გასაღები ავიღე, ხელი ავიქნიე და დავემშვიდობე. კაჭრეთში იყვნენ, ნაკლებს არც მოველოდი. ლილის აუდში ჩავჯექი და ლენას ღვედის შეკვრა არ ვაცადე ისე დავძარი მანქანა.
-შენ რა მართლა აპირებ მათთან წასვლას და ჩემს წაყვანას?
-ლენა, ბოლოს და ბოლოს ჩანიოლის გაცნობა არ გინდა? მომენატრნენ და მათი ნახვა მინდა.-კიდევ კარგი საცობები არ იყო, კახეთისკენ მიმავალ ავტობანზე სწრაფად გავიყვანე მანქანა და გული ამიჩქარდა ადრენალინისგან. სასტუმროს გამოჩენისას გული ამიფართხალდა.
-ერთი საათის სავალი გზა 40 წუთში დაფარე, სიცოცხლე მოგბეზრდა?-ლენამ მიყვირა როცა მანქანა გავაჩერე, ჩემსკენ დაცვა წამოვიდა.
-დაჯავშნილი გაქვთ?
-არა სტუმრად მოვედი.-ავხედე და გავღიმე.
-მობრძანდით.-მიცნო, სახეზე შევატყე, აშკარად მიცნობდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო, 25 წლამდე. მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე და მანქანიდან გადავედი, ტელეფონი ამრერდა, ლილი მირეკვდა.
-შენ გოგო შიგ ხო არ გაქვს? ჯარიმა ჯარიმაზე მომდის.
-არაუშავს, გადავიხდი.-გავუთიშე და რეგისტრატურისკენ წავედი, ყველა დაფეთებული იყო, ჩურჩულებდნენ და ცდილობდნენ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ სტუმრებს.
-რომ არ შეგვახვედრონ?-მკითხა ლენამ.
-სადაც დაცვამ მიცნო, ესენიც მიცნობენ.-გამეღიმა და რეგისტრატურასთან მდგარ გოგონებს მივუახლოვდი.-გამარჯობა.-2 საათის წინ ნაყიდი დიორის სათვალე მოვიხსენი და დახლზე დავდე.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ვილა კაჭრეთში, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-გამიღიმა წინ მდგარმა უნიფორმაში მდგარმა გოგომ.
-ექსოს მენეჯერს უნდა დაერეკა, მათთან შეხვედრა მინდა.-გავუღიმე.
-დიახ, აქეთ მობრძანდით.-მეორე გოგონა წამოდგა და ხელით მანიშნა საით უნდა წავსულიყავით. მას გავყევი და გარეთ აღმოვჩნდით, გოლფის მოედანზე. ბიჭები ისხდნენ, ჩანიოლი და სუჰო თამაშობდნენ.-იქ არიან.
-მადლობა.-გავუღიმე, თავი დამიკრა და წავიდა. ბიჭებისკენ გავიხედე, სათვალე გავიკეთე და მივუახლოვდი. ლენას გავხედე, გაოცებული იდგა და ვერ ინძრეოდა, მერე კიბეზე ჩამოჯდა და მანიშნა ჯერ შენ მიდიო, ის მიჩვეული არ იყო მსგავს რამეებს. პირველად რომ პარიზის მოდის კვირეულზე კრის ვუ დავინახე მეც არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა თუმცა მას შემდეგ მივეჩვიე.-მოგენატრეთ და ჩამომაკითხეთ?-კორეულად დავიწყე თუ არა საუბარი მაშინვე ოთხივეს მზერა მივიპყარი, ჯანდაბა გაოცებულები მიყურებდნენ.
-სესილია?-ჩანიოლმა ხმა ამოიღო, გაიცინა და ყურებიც კი გაათამაშა.
-ჩანიოლ?-გავუღიმე, გულწრფელად და მრავლისმთქმელად. ჩემსკენ დაიძრა გოლიათი და ყველანაირი ფორმალობის გარეშე მომეხვია.
-მომენატრე, მეგონა აქ არ იყავი. რომ გიკითხეთ გვითხრეს საფრანგეთშიაო.
-ხომ, ჯერ თურქეთში, მერე საფრანგეთში, ახლა აქ ვარ და გავიგე აქ ჩამოხვედით.-ბიჭებს სათითაოდ გადავეხვიე და ნოსტალგია შემომაწვა, რაღაც დიდი მაკლდა, რაღაც სეჰუნისეული.
-შეიცვალე, მგონი გამაღლდი და ცოტა მოიმატე.-ქაიმ შემათვალიერა და სახე გაუნათდა.-მომწონს.-გაიცინა, დათვია ჩამოყალიბებული.
-ის ლამაზი გოგო შენთან ხომ არ არის?-ჩანიოლმა მკითხა და ყურები კიდევ გაათამაშა.
-კი ჩემთან არის.-გავხედე, ისევ იქ იჯდა და საკუთარ ხელებს უყურებდა.-ლენ, მოდი.-წამოდგა, ძალიან დინჯად და ლენასეულად წამოდგა, წამით მომეჩვენა რომ ცუდად იყო.-გაიცანით ჩემი ბავშვობის მეგობარი ლენა.
-გამარჯობა ლენა.-ქაიმ თავი დაუკრა და ლენამაც იგივე გაიმეორა, კი, მანაც იცოდა ცოტა კორეული ჩემი წყალობით.
-გამარჯობა.-ხელი დაუქნია მორიდებულად ბიჭებს და ჩანიოლს ახედა.-შენი ყურები რეალურად უფრო პარტყუნა და საყვარელია.-ყურებზე ანიშნა და ჩანიოლმაც ოდნავ შეარხია ყურები.
-მადლობა.-თვალი ჩაუკრა. ლენას ხელმა ოდნავ მომიჭირა ხელზე და მთელი მისი ემოცია ჩემზე გადმოვიდა.
-მხოლოდ თქვენ იქნებით კონცერტზე?-ვკითხე ბიჭებს, მათთან ერთად ჩამოვჯექი და ცოტა მეუცნაურა ის რომ მხოლოდ 4 იყვნენ.
-არ ვიცით, შეიძლება ჩამოვიდნენ თუ მოიცლიან.-ეშმაკურად ჩაიცინა სუჰომ და მივხვდი რაღაცას ხლართავენ.
-ხო, დიდი ხანია სრულად არ ვყოფილვართ. სეჰუნიც დაბრუნდა ჯარიდან და ლეიც შეძლებს ჩვენთა ერთად ყოფნას, ისევ შევიკვრებით.-მომეჩვენა რომ ქაის ხმა ოდნავ სევდანი იყო, არ ვიცი რის გამო, იქნებ იმის რომ ისინი სრულყოფილად თავს ვერ გრძნობენ იმ სამი დაკარგული წევრის გამო?
-ხო, თქვენ ერთნი ხართ არა?-ლენამ ჩაიცინა, მომწონდა ის ფაქტი რომ აღარ ერიდებოდა და ემოციები ნორმლაურად შენიღბა.
-ჩვენ ვართ ერთნი.-ჩანიოლმა ჩაუსწორა და გაუღიმა, ეს მოფლირტავე გოლიათი.
-აქ დარჩებით?-მკითხა სასტუმროს პერსონალმა უეცრად.
-დიახ, ორ ადგილიანი ოთახი ერთი ღამით.-საკრედიტო ბარათი და პირადობა გავუწოდე და ისევ ბიჭებს მივუბრუნდი. მთელი საღამო ვსაუბრობდით სანამ ჯონგინმა ტელეფონი ამოიღო და მალე ტელეფონში სეჰუნის სახეც გამოჩნდა, მას დაურეკა, თან თვალი ჩამიკრა.
-როგორ ბრძანდებით ბატონო ო?-გაეკრიჭა და სეჰუნსაც დაღლილი ღიმილთ გაეხსნა ბაგეები.
-დავიღალე, ძალიან ბევრი საქმეა, მინდა მალე მოვაგვარო.-ხმა ჩახლჩილი ჰქონდა, ჩაახველა და თმა უკან გადაიწია.
-ჩვენ კიდევ აქ იცი ვინ ვნახეთ?-ჩანიოლმა შეყო თავი ელეფონში.
-ვინ, საქართველოში კორეის ელჩი?-ჩაეცინა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.
-არა, ბალენსიაგას ელჩი კორეაში.-კამერა ჩემსკენ მოაბრუნეს და მეც ყურებამდე გავწითლდი, ჩემი დანახვისას ოდნავ გაუფართოვდა თველბი და წამოიწია.
-სესილია?-წამრმოთქვა უცებ და მეც ხელი დავუქნიე.
-გამარჯობა სეჰუნ.
-კარგად ხარ?-მკითხა და ოდნავ გაიღიმა.
-ნორმალურად, შენ?-ვკითხე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი რომელშიც ნათლად ვიგრძენი ჩემი უსუსურობის არომატი.
-ძველებურად.-კამერა ისევ თავისკენ შეაბრუნა ქაიმ და მეც მომეშვა. ჯანდაბა 2 წლის წინ ბოლოს დამელაპარაკა, 2 წელი ცოტა არ არის. 2 წელი გავიდა და მაინც მიყვარს.
........................................................
Სეჰუნის pov.
2 წლის მერე მისი სახის დანახვა მესიამოვნა, ვაღიარებ მომენატრა კიდეც ეს ბავშვი თუმცა მაინც ვერ ვიგებ რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ მის მიმართ. ჯონგინს გავუთიშე, წამოვდექი და ჩაბნელებულ ქუჩებს გადავხედე ლამპიონები რომ მთელი ძალისხმევით ცდილბდნენ გაენათებინათ. მობილური ავიღე და მენეჯერს დავურეკე.
-ამ დროს რატომ მირეკავ, მშვიდობა გაქვს?-შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
-მენეჯერო ლი, 3 დღეში საქმეებს მოვაგვარებ, ვერტმფრენი გამომიგზავნეთ.
-ასე უცებ როგორ მოაგვარებ 2 კვირის საქმეს?
-მოვაგვარებ, უბრალოდ გააკეთეთ ის რაც გითხარით.-გავთიშე და საწოლზე დავეცი, მისი თვალების ნახვა ისევ მინდა, მისი კისკისი მომენატრა. მინდა რომ ის ლამაზი ტუჩები ერთხელ და სამუდამოდ დავისაკუთრო და ამისთვის 2 თვის საქმესაც გავაკეთებ 3 დღეში საჭირო რომ გახდეს.
...................................................................................................................................................
-მანქანა მჭირდება სესილია.-ლილიმ ჩამძახა ტელეფონში და იმ წამიერ სიჩუმეში მისი ქუსლიანების კაკუნი გავიგე.
-კაცები დაგელია? უთხარი და რომელიმე მძღოლს გამოგიყოფს.
-ახლა თავი კახ.პად მაგრძნობინე.
-კარგი რა, სადაცაა მეც გავიჩენ ნაშ.ებს.-გამეცინა და წვენი მოვსვი.
-რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ლიმ ყველა ფეხზე დააყენა, მგონი რომელიღაც ჩამოდის, მაგათიანი.
-არამგონია.-ტანში გამცრა.
-აეროპორტში მგზავრებს გაორმაგებულად მკაცრად ამოწმებენ, გასასვლელებთან დაცვებს აყენებენ. მთელი სახელმწიფო ჩართულია.-გაეცინა.
-მეორე მანქანაც ხომ გყავს?
-საღამოს ჩამოვალ და მაგას წამოვიყვან. აბა შენ იცი.-ტელეფონი გაითიშა, დედასთან დავრეკე და მითხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო. ლენა ჩემოდანში იქექებოდა რომელიც ჩემებმა გამოგზავნეს და რაიმე ისეთს ეძებდა მასაც რომ მოუხდებოდა.
-შენი ტანსაცმელი სად გაქვს.
-ტრ.აკში, გაჩვენო?-უკანალი მომიშვირა და მეც შუა თითი მადიანად ვატაკე.-შენს ორიენტაციაზე ზოგჯერ სერიოზულად ვფიქრობ.
-ისედაც მშვენივრად იცი რომ ბი ვარ.
-არ ხარ და ნუ შეგვე.ცი.-თვალები აატრიალა.-ერთი გოგო მაინც მითხარი რომელიც მოგწონდა ისე როგორც სეჰუნი.
-მასე არასდროს შემიყვარდება არავინ. -მხრები ავიჩეჩე.
-აბა ხელი მოისვი.
-ლენა, გაა.ფსი გთხოვ.-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ბიჭები რეპეტიციაზე იყვნენ, აუზთან ჩავედი და იქცე ჩამოვჯექი. რა იქნებოდა რომ კიდევ მენახა? მომენატრა. საღამომდე სხვადასხვა საქმეს მოვედე, დედასაც ხშირად ვურეკავდი. ოთხი საათი იყო შენობის წინ რომ სამი მანქანა გაჩერდა. დაბურული შუშების მიღმა არაფერი ჩანდა. წამოსვლის წინ ნაყიდი დიორის სათვალეები გავიკეთე და გოლფის მოედნისკენ წავედი სასეირნოდ. ვიბოდიალე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და თავდახრილი გავუყევი ბილიკებს. მინდორზე დავჯექი, მერე წამოვწექი, გონებაში ვიმეორებდი მის მიერ ბოლოჯერ წარმოთქმულ “შეხვედრამდეს” და მეღიმებოდა. მისი თბილი ჩახუტება ახლაც მახსოვს, ზუსტად ისეთი მხურვალე და ემოციური იყო როგორსაც ველოდი, როგორიც ოცნებად მქონდა ქცეული, მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ჩემთვის.
-ეგ სათვალე მეც მომეწონა.-მზე დამეჩრდილა, მალე კი ნაცნობი ხმა მომესმა რომელიც გამუდმებით ისმოდა ჩემს გონებაში. ისეთი ცხადი იყო, ისეთი ნამდვილი, მინდოდა რომ ეს მხოლოდ ჩემს გონებაში არ ყოფილიყო. თვალები გავახილე, მუქი ლურჯი პიჯაკი და შარვალი ეცვა და შავი თმა ჰქონდა, ზუსტად ისე როგორც ბოლო ნახვისას. სეჰუნი იყო, ზედმეტად სიმპატიური, სეჰუნისებური სეჰუნი.
-სეჰუნ.-სათვალე მოვიხსენი და წამოვდექი, მის წინ დავდექი, შოკი მქონდა, არ შემეძლო რეალობაში დაბრუნება, თუ ეს სიზმარი იყო, დაე აღარასდროს გამღვიძებოდა. მის თვალებს ასე ცხადად ვუყურებდი, ვგრძნობდი რომ აქ იყო და მინდოდა რომ სულში შემომძვრალი სიხარულის ბომბები ამეფეთქებინა, სააშკარაოზე გამომეყვანა, მეტირა, მეყვირა, მისთვის მუშტები მერტყა, ემოციებისგან დავცლილიყავი, თუმცა მხოლოდ ვიდექი, ვერაფერს ვაკეთებდი, ვიდექი და მის თვალებს ვუყურებდი, ჯანდაბა, როგორ უხდება შავი ფერი.
-ლუჰანის წასვლის შემდეგ, შენ მეორე ადამიანი ხარ ვისმა წასვლამაც ასე მატკინა. შეყვარებული მყოლია, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ამდენად არ მტკენია. აღარ მინდა ტკივილი ვიგრძნო, თუნდაც ვიცოდე რომ კარგად ხარ, სადღაც ხარ, იცინი და შენთვის მშვიდად ხარ, ასე ცხოვრება მომბეზრდა სესილია. მინდა რომ გიყურებდე, გგრძნობდე, მინდა შენთან ვიყო თუნდაც ათასობით კილომეტრი გვაშორებდეს. რამდენი კილომეტრია სეულიდან თბილისამდე? ოთხიათასი? არ მადარდებს, მინდა ჩემი იყო, ჩემთვის იყო, ჩემთან იყო.-სახეზე ხელები მომადო, შევკრთი, ისევ მეგონა რომ მეჩვენებოდა თუმცა არა, აქ იყო, ჩემთან, ჩემს წინ იდგა, ისევ ის მოხდენილი კოსტუმი ეცვა. ბიჭი, ან უფრო კაცი, რომლის გამოც კორეაში წავედი, რომლის გამოც ჩემი სფერო შევიყვარე, რომლის გამოც სუიციდზე ფიქრები დავძლიე ჩემს წინ იდგა, თვალებში მიყურებდა და მასთან ყოფნას მთავაზობდა.
-სეჰუნ.-ავხედე, ვუყურებდი, იქ გადამწვანებულ გოლფის მინდორზე, აპრილის პირველ რიცხვებში ვიდექი და მას ვუყურებდი. 1 კვირაში დაბადების დღე აქვს, კონცერტი ხუთ დღეშია. 1 კვირაში 31 წელი უსრულდება, ის ჩემზე 10 წლით დიდია მაგრამ ვის ადარდებს? მე ის მიყვარს!-მომენატრე.-უეცრად დასცდა ბაგეებს სიტყვები, ხელები მხრებზე მოვხვიე, ფეხის თითებზე ავიწიე და მის ყელში ჩავრგე თავი. ცრემლები გადმოვუშვი თვალებიდან და მისი პიჯაკი დავსვარე ცრემლით. სლუკუნით რომ გული ვიჯერე მისი ყელიდან თავი ამოვყავი, ცრემლები უცბათ შევიშრე და თვალებში შევხედე.
-ისევ ლაწირაკი ხარ, ოღონდ ცოტა პუტკუნა, არა?-გაიცინა და ლოყაზე მომჩქმიტა. ჩემსკენ დაიხარა, აღარ იღიმოდა, თვალებში მიყურებდა, მისი ტუჩები ვიგრძენი ლოყაზე და ლოყიდან ფრთხილად გადავიდა ტუჩებამდე, გამაჟრიალა, ლამის გული წამივიდა, თავი შევიმაგრე და ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე ყელზე. ჩემი პირველი კოცნა იყო, კოცნა რომელსაც არასდროს ვინანებდი, წელზე ძლიერად მხვევდა ხელებს, თავს დაცულად ვგრძნობდი. ხელების ტყაპატყუპის ხმა მოგვესმა და ნელა მოსწყდა ჩემს ტუჩებს, ლოყაზე მაკოცა, ისევ იქ და იმ მხარეს გაიხედა საიდანაც ბიჭების ხმა და ჩანიოლის გიგანტი ხელების ტყაპატყუპი ისმოდა.
-ბავშვი გაგვეზარდა.-ქაის და დიოს გადახედა “ცრემლების” წმენდით ჩანიოლმა და ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა ახარხარდა.-გეღირსათ?-ჩვენსკენ წამოვიდა და მონატრებულ მეგობარს მთელი ძალით მოეხვია.-მომენატრე პარტნიორო.
-ჩანიოლ, უფრო აცანცარდი?--წარბი აუწია სეჰუნმა, ესეც თუ ვინმეზე რამეს იტყვის.
-წესიერად მელაპარაკე პატარავ.-თვალი ჩაუკრა.-არ იეჭვიანო.-ახლა მე გამომხედა და გამიცინა.
-რანაირად ჩამოხვედი.
-2 პროექტი გადავდე, 3 დავასრულე, კონცერტს არ გამოვაკლდები.
-სეჰუნი მუდამ აქააა.-დიომ გაიცინა და მხარზე დაარტყა ხელი.
-ლეი და ბექიონი მოდიან, ლეი ხვალ საღამოს ჩამოვა, ბექიონი დღეს ღამით.-მენეჯერი მოვიდა და მის გვერდით მდგარმა ლილიმაც თვალი ჩამიკრა.
-აბა ვერ ჩამოვალთო?
-სეჰუნს რით ჩამოვუვარდებითო.-სანამ ლილიმ ბიჭები მოიკითხა მენეჯერმა მე შემათვალიერა ეჭვით.
-მენეჯერო ლი, რამე მჭირს?-დაუფარავად ვკითხე და ისიც მორჩა ჩემს თვალიერებას.
-მიკვირს ჯერ ისევ კარგად რომ ხარ.-გაიცინა. სეჰუნს გავხედე და ჩავიცინე.
-ჩემი მანქანის გასაღები მინდა.-ქართულად მითხრა ლილიმ.-შენ რაღა გჭირს გოგო.-ლენას გახედა რომელიც ჩაფიქრებული იდგა და არაფერს ამბობდა.
-რას ნიშნავს “გოგო”?-ჩანიოლმა გაიმეორა და მე გამომხედა. ვუთარგმნე ღიმილით და ისევ ლილის გავხედე.-ოთახში მაქვს, მოგიტან, დამელოდე აქ.
-წამოვალ მეც.-ლენა ამეკიდა.
-ლილი მარტო არ დატოვო და თავს ნუ არიდებ.-შევუღრინე და ადგილზე მიეყინა. ხანდახან ომ გამოვლილი ჩემი თავი მგონია. ოთახში ავედი, მანქანის გასაღები ავიღე და ისევ ქვემოთ ჩავედი, სეჰუნი და ქაი იქ აღარ იყვნენ, მე ლილის გვერდით დავჯექი და ბიჭების საუბარს მოვუსმინე.
-ისეთ ადგილას წამიყვანე სადაც ჩემთან ერთად წასვლაზე ყოველთვის ფიქრობდი.-მისი ხმა ყურთან რომ გავიგე ოდნავ შევხტი და გავხედე, ჩურჩულებდა.
-დასვენება არ გინდა?-მის ეშმაკურ ღიმილს ჩემი ეშმაკური ღიმილი შევაგებე და წამოვდექი.
-ჩვენ წავალთ.
-ლილი, მანქანა ისევ მჭირდება.-მანქანის გასაღები ისევ ავაცალე, სეჰუნის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ყველას.
-სეჰუნ, ხვალ ცხრაზე რეპეტიციაზე იყავი!-ქაიმ გამაფრთხილებლად დაუყვირა და სეჰუნმაც სიცილით დაუქნია თავი.
-საღამოს ცხრაზე ვიქნები.-სანამ ძალიან გავშორდებოდით მანამდე გასძახა და ჩემთან ერთად გაიქცა.
-ჭირვეული ბავშვივით იქცევი.-სიცილით ვუთხარი.
-შორს მიგყავარ?-საჭესთან მჯდარს უცნაურად გადმომხედა.
-გეშინია სეჰუნ?-გვერდულად გავხედე და მანქანა სასტუმროს ტერიტორიიდან გავიყვანე.
-გენდობი, ამიტომ შენთან არ მეშინია, აქ რომ ვინმე სხვა 21 წლის ბავშვი იყოს, შემეშინდებოდა.-გაიცინა.
-მე თუ ბავშვი ვარ შენ პედოფილი ხარ?
-ტექნიკურად არ ვარ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი რაც გავაკეთე კოცნა იყო.
-იცი, შენთან ერთად წასვლა არსად მომდომებია, მე უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა მინდოდა.-გამოვუტყდი და ისე გავხედე.-ამიტომ, უბრალოდ მცხეთაში წაგიყვან.
-შორს არის?
-არა, მანამდე შეგიძლია დაისვენო და მომენდო.-ხელი ხელზე მოვკიდე და მისი თითები ჩემსაში ავხლართე.
-აქ ბევრი ფანი გვყავს?
-ჩვეულებრივი ფანკლუბი გაქვთ.-გამეცინა. ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და თითებზე მაკოცა, მთელი გზა ჩემი თითებით თამაშობდა და იღიმოდა. ტელეფონზე ლილის ზარი შემოვიდა, ვუპასუხე და სპიკერზე დავაყენე.-გისმენ.
-უკვე გაიგეს.
-რა გაიგეს.
-შენი და სეჰუნის ზედმეტად ინტიმური წამებია მედიაში. არ ვიცი როგორ და ვინ მოახერხა მაგრამ უკვე მილიონობით ადამიანმა იცის რომ ერთად ხართ.
-რაო?-სეჰუნმა გამომხედა. ავუხსენი რაც ხდებოდა და ამოიოხრა.-უთხარი რომ დამალვას არც ვაპირებდი.
-არ აპირებდი?-წარბები ავქაჩე.
-არა, რატომ დავიმალო?
-სეჰუნ, ფანების არ გეშინია?
-კონცერტზე ყველაფერს ვიტყვი.-ხელზე მაკოცა და მეც ლამის დავიღვენთე. ლილის გავუთიშე და ვუთხარი არ ენერვიულა. მანქანა გადავაყენე, სოც ქსელში შევედი, ყველაფერი აჭრელებული იყო. Დედამ და მამამაც კი დამირეკეს. არ ვუპასუხე, ახლა მზად არ ვიყავი. მცხეთაში მანქანა სასტუმროსთან დავაყენე და პირბადე ახვული სეჰუნიც მანქანიდან გადმოვაპარე.
-ერთ ნომერს აიღებთ თუ ორს?-ინგლისურად გვკითხა რეგისტრატორმა.
-ერთს და ყველაზე კარგს თუ შეიძლება.-სეჰუნმა დამასწრო თქმა.
-რა ერთს სეჰუნ?-სიმწრის სიცილით კორეულად ვკითხე.
-ჩემი შეყვარებული ხარ, რა პრობლემაა.-თავისი ჩემოდანი აიტაცა და ლიფტისკენ დაიძრა.
-გთხოვთ არ გაამჟღავნოთ.-ქართულად ვუთხარი როცა შევატყვე რომ გვიცნო და პირბადე მოვიხსენი.-გთხოვთ.
-არაფერს ვიტყვი. ბავშვობიდან მას ვუსმენ, არ მინდა რამე დაგიშავდეთ. თქვენი ერთად ნახვის დღიდან გშიფავთ.-აღტაცებული საუბრობდა გოგო.
-დიდი მადლობა.-გავუღიმე გულწრფელად და სეჰუნისკენ გავიქეცი. გვერდით დავუდექი და ხელი ჩავჭიდე. ვიცოდი, ამის შემდეგ აღარასდროს გავუშვებდი ხელს, რაც არ უნდა მომხდარიყო. ავხედე და მის თვალებს შევეჩეხე.
-ამას ხშირად ვერ გეტყვი, მაგრამ იცოდე რომ მიყვარხარ.-ჩუმად მითხრა, ისევ ეს სიმორცხვე, ასე რომ მიყვარდა მასში და მიზიდავდა.
-მე კი სულ გაგიმეორებ რომ მიყვარხარ და არასდროს გადამიყვარდები.-ფეხის თითებზე ავიწიე და ტუჩებზე ტუჩები მივაკარი. არ მადარდებდა სეჰუნის იქით აღარაფერი. ის წყვეტდა ჩემი სულის ამინდს, ის იყო ჩემი სამყარო , ის იყო ჩემი ვარსკვლავი და არასდროს გავუშვებდი. სეჰუნი იყო, მისტერ დიორი, ჩემი უცხოპლანეტელი, კაცი რომელიც მიყვარდა და კაცი რომელსაც ვუყვარდი. მისი ტუჩები ყველაზე ტკბილი იყო, მისი სურნელი კი დამათრობელი, მიუხედავსდ იმისა რომ სუნამოებზე ალერგია ჰქონდა, მაინც სხვა, უცხო, თავისებურ სუნს ატარებდა, რაღაც სეჰუნისეულს. მიყვარდა და ამას ვერაფერი შეცვლიდა ვერც ამ და ვერც იმ ქვეყნად. ეს ერტადერთი შეუცვლელი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და ბედნიერი ვიყავი იმ დღის როცა კორეაში წასვლაზე თანხმობა განვაცხადე. ოცნებები ხდება, ოღონდ რაღაცების დათმობის შემდეგ. ოცნებების ასრულებას გისურვებთ!



ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ბევრი დრო გავიდა, არა? მომენატრეთ!
მაშინ, ბოლო ისტორია რომ ავტვირთე, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ მომავალში იმ სფეროთი დავინტერესდებოდი რომელზეც ეს ისტირია დავწერე
რთული პერიოდი მაქვს, ცხოვრებაშიც და თავშიც, ეს ისტორიაც უბრალოდ გულის გადასაყოლებლად დავწერე.
არ არის ამბავი რომელიც რეალობას აღწერს და არც რაიმე სერიოზულია, არც ის ისტორიაა რომელსაც გააკრიტიკებ, უბრალოდ გულის გადასაყოლებელი ამბავია რომელიც დროებით მაინც მოგწყვეტთ რეალობას
ღამის სამი საათია, უცნაური, უბრალო, ბავშვური, გოგოშკური ისტორიაა, იმედია ამის გამო არ განმსჯით



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საყვარლობა იყო.ამ დორამებმა ისე შეგვაყვარეს კორეა. აქაც ისელამაზად გაქვს აღწერილი ურთიერთობა
ყოჩაღ. განვიტვირთე

 


№2  offline წევრი სესო

Qeti qimucadze
ძალიან საყვარლობა იყო.ამ დორამებმა ისე შეგვაყვარეს კორეა. აქაც ისელამაზად გაქვს აღწერილი ურთიერთობა
ყოჩაღ. განვიტვირთე

მადლობა დიდიი♥️????♥️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო ისტორიაა. მართალია დაუსრულებელ ისტორიას იშვიათად ვკითხულობ,მაგრამ რატომღაც დავიწყე და არც მინანია. გავოცდი,კორეულ სახელებში,სამზარეულოში კარგად ერკვევით. საინტერესოდ აღწერთ ისტორიის გმირების ემოციებს. იმედია მალე შემოგვთავაზებთ გაგრძელებას.

 


№4  offline წევრი სესო

Ana-maria
ძალიან საინტერესო ისტორიაა. მართალია დაუსრულებელ ისტორიას იშვიათად ვკითხულობ,მაგრამ რატომღაც დავიწყე და არც მინანია. გავოცდი,კორეულ სახელებში,სამზარეულოში კარგად ერკვევით. საინტერესოდ აღწერთ ისტორიის გმირების ემოციებს. იმედია მალე შემოგვთავაზებთ გაგრძელებას.

ეს პირველი ნაწილი იყო სრულად,სათაურში ჩაწერა დამავიწყდა♥️
მეორე ნაწილი არ ვიცი როდის იქნება♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent