შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 4)


6-08-2021, 10:10
ავტორი სესილია
ნანახია 1 926

სიჩუმეში მუშაობა მიყვარს, დილით ისეთი სიმშვიდეა სანამ სხვები ამუშავდებიან, მე წყნარად ვმუშაობ.
- HOLA, ლამაზო.
- ეს, ახალი მისალმება ვისწავლეთ?
- მე კარგად და შენ? - არ შეიმჩნია ჩემი კითხვა.
- მადლობა, მეც კარგად.
- როგორ არ მიყვარს ეს პერიოდი, თავზე უამრავი საქმე რო გვაყრია. - დაიწუწუნა, როგორც ყოველთვის.
- რას ვიზამთ, ეს ჩვენი არჩევანი და ჩვენი სამსახურია. - გავუღიმე. - ხომ იცი თავს ზემოთ ძალა არ არის და უნდა ვიმუშაოთ.
- ეგ ვინ თქვა?
- ვახტანგიმ.
- ვინ ვახტანგი?
- ნანულასი.
- ვინ ნანული, ქალო?
- გურამისი.
- ვინ გურამი, ვინ ვახტანგი, ხომ ხარ შენ კარგად? - ეჭვის თვალით შემომხედა.
- კაი, ხო ვიხუმრე. ძველი კომედის სკეტჩები გავიხსენე და გაგეთამაშე. - გამეცინა.
- დედაა, ამხელა ქალი ხარ, სადაცაა უნდა გაგათხოვო და შენ ღლაბუცობ. - თავი გადააქნია.
- აჰა, შენც მათხოვებ და რამე? არ მითხრა ახლა ნანუს შევეკარიო. - თვალები მოვწკურე.
- უიმეე, ნანუს ის ანდრია მოწონს ხოო? - სივრცეს გახედა. - არაა, არ არის ის შენი შესაფერისი. მაგაში მხარს ვერ ავუბამ.
- კაი მაშინ. - თვალი ჩავუკარი. - ახლა კი ვიმუშაოთ.

უჩვეულოდ თბილი საღამო იყო, ამიტომ სახლამდე წასვლა ფეხით გადავწყვიტე. ირგვლივ მყოფებს ვათვალიერებდი, სასიამოვნო იყო ხალხში ფეხით სიარული, თითქოს ჩემს დაღლილობას მათ ნაბიჯებს ვატნევდი და მე ენერგიით ვივსებოდი. უცებ ნაცნობი სილუეტი მოხვდა ჩემს თვალს, დავეჭვდი და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავბრუნდი - „დამიანე?“, ვუყურებდი თუ როგორ იყო მიკრული, მისი ყოფილი ცოლი და ეს კი მის ხელებს ჩაფრენილი. „მატყუარა!“ ჩავიბუტბუტე და ჩქარი ნაბიჯებით გავცილდი იქაურობას.
მდივანზე ვიყავი მიწოლილი, ფიქრებით სადღაც ვიყავი, არ ვიცი სად ან ვფიქრობდი კი? არც ეს მახსოვს, შეიძლება მითვლემილი ვიყავი, რომ მართას ხმაურზე წამოვდექი.
- მართა რა ხდება?
- ჯანდაბა ხდება, კინაღამ დავიწვი, ცხელი ქვაბი გამივარდა ხელიდან. - სახემოჭმუხნული იდგა სამზარეულოს კარებთან.
- სასწრაფოს ხო არ გამოვუძახო? - აშკარად, ალოგიკური კითხვა დავსვი.
- რისთვის? იატაკი, რომ მომიწმინდოს? - აუტყდა სიცილი. - მგონი ისევ გძინავს.
- ხო, შეიძლება. - უხასიათოდ ვუპასუხე და მივწექი ისევ.
- ნინე, - ცოტახნის მერე ფეხებში მომიწვა და შემაფხიზლა.
- ხო? - თვალები მოვიფშვნიტე.
- იცი, გუშინ ვინ ვნახე?
- ვინ?
- შენგელი.
- უი, ის შენგელი? ისევ ისეთი სუსტია? - გამეცინა.
- კი, ისევ ისეა.
- მახსოვს სიყვარული, რომ აგიხსნა, შენ კი უარი უთხარი.
- არ მიყვარდა და „ხოს“ ხომ ვერ ვეტყოდი მომავლის პერსპექტივით? მარტო სახელის გამო ღირდა უარის თქმა.
- რას ერჩი ახლა? მშვენიეირ სახელია შენ-გელი, თან შვილიშვილს გოგოსაც დაარქმევ და ბიჭსაც. უსქესო სახელია როგორც მოგელი; გელოდი და ა.შ.
- მასე თუ მოგწონს დაარქვი შენს შვილს. - ენა გადმომიტიტა.
- შვილს ვეღირსო და შენგელი არ დავარქვა ახლა. - ავიბზუე ცხვირი.
- ისე თქვი ვეღირსოო, 45 წლის ხარ თუ 48-ს?
- შინაგანად 60-ს ვუკაკუნებ. - ვთქვი ეს და მივეხუტე დაქალს. - იცი რა მაინტერესებს?
- რა აბა? - თმებზე მეთამაშებოდა მართა.
- აი, მაგალითად, სიკეთედ თუ ითვლება ვინმეს გზას, რომ მიასწავლი ან გზაზე გადაიყვან?
- ალბათ, ითვლება. არ ვიცი...
- ხო, პატარა პლიუსად ხომ მაინც ჩაიწერება იქ, სადღაც ზემოთ? არა, კი ვიცი სამოთხეში ვერ მოვხდები, მაგრამ იქნებ იმ ჯოჯოხეთში მაინც არ ჩამაგდონ ძალიან ცხელ კუპრში, ასეთი ცოტა სიკეთეების გამო, ჰა? - წამოვწიე თავი და მართას შევხედე, ის კი ეჭვნარევი მზერით მიყურებდა და ცდილობდა ამოეხსნა რატომ ვფილოსოფოსობდი ამდენს.
- დღეს, ხომ ხარ კარგად? თუ ეს წვეტიანი აზრები თავისით მოფრინდნენ?
- მეტყობა ხომ?
- კი და აღარ იტყვი? - ხელები ჩაიგრიხა გულთან.
- დამიანე დავინახე...
- და როდის მერეა, რომ დამიანეს დანახვაზე ასეთი წვეტიანი აზრები მოგდის?
- მის ყოფილ ცოლთან ერთად ვნახე, ჩახუტებული... - სევდიანი ხმით ამოვილაპარაკე, თითქოს სუნთქვას ამოვაყოლე დარდი.
- ოჰო, და არ იცის, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს, რომ ვერ დაიჭერს? - ცალი წარბი ასწია.
- საერთოდ ვერ ვხდები რატომ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში? რატომ მაფორიაქებს? რა მიზანს ემსახურება ეს ყოველივე? ისე მინდა, რომ გავლანძღო... მატყუარა ... - გაბრაზებით ჩავილაპარაკე და ორთავე ჩვენს ფიქრებში გავუჩნარდით.

- დილა მშვიდობისა, ნინე. - კარებთან იდგა დამიანე.
- შენ? - კბილებში გამოვცერი.
- რა მოხდა? - შეშფოთდა ის.
- ჰმ? - ირონიულად გავიცინე, - მე მეკითხები ამას? წესით მე უნდა გეკითხებოდა, მაგრამ არ მინდა ნერვები მოვიშალო... ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
- არა, - მაგიდას დაეყრდნო ის. - მეტყვი, თუ რა მოხდა, მითუმეტეს თუ პრეტენზიები გაქვს ჩემს მიმართ.
- არა! - ვთქვი კატეგორიული ტონით.
- მეტყვი... აა, თუ არაფერი გაქვს სათქმელი და თავის დაძვრენას ცდილობ?
- ბატონოო? მე ვცდილობ თავის დაძვრენას? კაცი, რომელიც ორ ქალს ეთამაშება, ან იქნებ მხოლოდ ერთს? ის მეუბნება არაფერი გაქვსო სათქმელი? - წამოვეგე მის ირონიულ კითხვას.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ? - უცებ დაიბნა.
- ოო, აბა რაა. - გავცეცხლდი უცებ, - მიდი, შენს ცოლუკასთან, ხელები ჩაბღუჯე კარგად და ის აგიხსნის, ან იქნებ არც მან იცის აქ მე, რომ მეარშიყები? და სიყვარულზე და ახალ ცხოვრებაზე ზღაპრებს, რომ მიყვები?
- შენ, ყველაფერი სხვანაირად გაიგე... - მშვიდად დაიწყო ახსნა, - ჩვენ მეგობრებად დავრჩით და როცა ის საქართველოში ჩამოდის ყოველთვის ვნახულობთ ერთმანეთს. ეს ცივილური ურთიერთობაა, ნინე.
- აჰა, და როცა ჩამოვა ხოლმე, ერთად დაგვპატიჟებ ყავაზე? შენ შუაში იჯდები და ჩვენ აქედან და იქედან და ცივილიზირებულები ვართ და ვდაქალობ ჩემი ქმრის ყოფილ ცოლთანთქო?
- ეს, მომწონს. - თვალებში ვარსკვლავები აუბრჭყვიალდა დამიანეს.
- რა მოგწონს?
- ბოლო წინადადება. - თბილად მიღიმოდა ის. - და როდის ვქორწინდებით?
უცებ გავჩერდი, თითქოს სუნთქვა შემეკრა, მერე გავიაზრე ჩემი ნათქვამი. შუბლზე ხელის ტკიცვა და ვაი - ვუში გვიანი იყო, როგორაა ნათქვამი? სიტყვები ბუმერანგივითააო, ხო? რომ გაისვრი უკან დაგიბრუნდებაო. ხოდა აჰა, ისე უცებ დამიბრუნდა, აბა 1 მეტრი არც ისე შორი მანძილია უკან დასაბრუნებლად.
- რატომ გაჩუმდი? - მიღიმოდა ისევ.
- ჯობია საქმეზე გადავიდეთ. - ვეცადე თემიდან გადამეხვია.
- ნწუ. - არათითი დამიქნია ცხვირთან, - უკან ვერ დაიხევ, არ მოგცემ მაგის უფლებას. რაც შეეხება, ჩემს ყოფილ ცოლს, ოღონდ შენ დამიბრუნდი და საერთოდ ავუკრძალავ საქართველოში ჩამოსვლას და ჩემი სახელის გაფიქრებასაც კი.
- ძაან, მაგარი ხარ შენ. - დავცინე, - მეტი არ მცხელა, დაგიბრუნდე, გული ავაფორიქაო და მერე იმაზე ვიფიქრო, ნეტა თუ აუკრძალა მის ყოფილ ცოლუკას მასზე ფიქრებითქო!
- Holaaa, - შემოაღო კარები ტარიელმა.
„ღმერთო, რა კარგ დროს მოვიდა. იქნებ ასე მაინც დავეხსნა დამიანეს.“ - გამიხარდა თანამშრომლის დანახვა.
- გაგიმარჯოს, ტარიელ.
- ვაიმეე, - შეიცხადა უცებ, რაზეც მე და დამიანემ ერთმენთს გადავხედეთ.
- რა მოხდა?
- რადა ე.ი ბავშვობაში სულ მე ვეუბნებოდი, ყველას „გამარჯობა, გამარჯობა“, ხოდა მინდოდა მეც მეთქვა ვინმესთვის „გაგიმარჯოს“, აი, ერთ დღეს მოდის მეზობლის კაცი და ველოდები, როდის მეტყვის „გამარჯობას“, რომ ვუთხრა „გაგიმარჯოს-თქოო“. აი, ახლა როცა გამარჯობაზე, გამარჯობით არ მპასუხობენ და გაგიმარჯოს მეუბნებიან, სულ ის წუთები მახსენდება, ჩემი ბედნიერი ბავშვობა. - გვიღიმოდა ის.
- ანუ, ახლა ბავშვობაში დაგაბრუნეთ ხო? - იკითხა ისტორიის შინაარსით არც ისე აღფრთოვანებულმა დამიანემ.
- ზუსტად, - იდიოტივით იღიმოდა ტარიელი.
- კარგი, მეცოდინება და სულ ასე მოგესალმები. - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- ძმა ხარ, ძმა. - ჩაეხუტა დამინეს ტარიელი.
- ისიყვარულეთ თქვენ, მე გავალ. - დრო ვიხელთე და კაბინეტს გავეცალე.

***
ცხოვრება ზოგჯერ მკაცრი და ზოგჯერ დაუნდობელია, ორი სიმართლიდან ვერ არჩევ ტყუილი რომელია... ან იქნებ ორი ტყუილია და ვერ არჩევ, რომელი უფრო ნაკლებად გატკენს გულს... იქნებ სიმართლესა და ტყუილს შორის დგახარ, იქნებ ერთი ტყუილია და მეორე სიმართლე? მაგრამ რომელი? რთული არჩევანის წინაშე ვარ, გულს და გონებას ერთდროულად უნდა მოვუსმინო, იქნებ სწორ გზაზე დამაყენოს...
- რაზე ჩაფიქრებულა, ჩემი გოგო? - მომესმა მართას ხმა.
- მართუ, აქ რას აკეთებ?
- აქეთ ვიყავი და მეთქი შევუვლითქო.
- წამო, კაბინეტში შევიდეთ. - ხელკავი გავუკეთე.
- გამარჯობა, ტარიელ.
- ოფ, მართუკა როგორ ხარ? რა ქარმა გადმოგაგდო?
- დიღმის ქარი იყო და იმას წამოვყევი უფასოდ. - ჩაეცინა გოგოს.
- ოო, კაია, მერე. ეცადე ხშირად ისარგებლო. - თვალი ჩაუკრა ტარიელმა.
- ტარიელი, საცოლეს ეძებს, ისე ...- წამოვროშე უცებ.
- ოჰ, მერე რაო ბატონო ტარიელ? ვერ გადააცვით ვერავის ეჟვანი?
- ეგ, საკითხავია ვინ ვის გადააცმევს. - ჩავიქირქილე.
- შენ იმხელა თავი გაქვს, ეჟვანს ვინ გადაგაცმევს? ისევ შენ უნდა ეცადო... - აგვიტყდა სიცილი.
- შეხედე ახლა ამათ, ენა მწარეებო! მაგიტომაც ხართ გაუთხოვრები. - აიბზუა ცხვირი და გაბრაზებული გავარდა ოთახიდან.

ამბობენ რომ, სიყვარული ცარიელი ფურცელია, თავისთავად იწერება და ვერ გაიგებ წამიერია თუ მარადიული, თითქოს ერთნაირია და თან თავისებურია... თითქოს მისკენ გიზიდავს და თან განგიზიდავს... თითქოს ენდობი და თან არ ენდობი... თითქოს გული გტკივა და თან არა... თითქოს ზეცად აგაფრენს ან იქნებ არა? სიყვარული, უცნაურია, ინდივიდუალურია, აღმაფრენისაა... ვისთვის ერთადერთია, ვისთვის არა... ვიღაც ბედნიერია, ვიღაც არა... სიყვარული ველური თაფლია, მწარეცაა და ტკბილიც... და მე ვერ გამიგია საით ვარ, რომელ მხარეზე? ან იქნებ არც ვარ? იქნებ სიყვარულის ლაბირინთში ვარ?
- მართა.
- ხო დამიანე.
- შეიძლება, რომ ვისაუბროთ?
- ვისაუბროთ, მაგრამ რაზე?
- ვიცი, როგორ ურთიერთობა გაქვთ შენ და ნინეს... - თმებზე გადაისვა ხელი.
- მერე? - ხელები გულთან ჩაიხვია მართამ და კედელს მიეყრდნო.
- ვიცი, შენ თუ მომისმენ და დამიჯერებ, ისიც დაიჯერებს ჩემს სიყვარულს...
- და ვითომ რატომ გგონია, რომ მე უფრო იოლად დამაჯერებ? ან იქნებ არ უნდა ნინეს, რომ დაიჯეროს ის, რასაც შენ ეუბნები? იქნებ გულისტკივილს გაურბის? თუ დაგავიწყდა როგორ მოექეცი?
- ვიცი დამნაშავე ვარ, არ ვამართლებ ჩემს თავს... - თავი დახარა.
- მაშინ რატომ მოიქეცი ასე? რატომ მოიყვანე ცოლი თუ ნინე გიყვარდა?
- როცა, საქართველოში დაბრუნდა, თავი რატომღაც ძალიან მარტოსულად ვიგრძენი და კატრინმა...
- კატრინმა შეგიმსუბუქა ეს სიმარტოვე? ჰმ! - ირონიულად ჩაეცინა მართას. - რა აუციელებლი იყო მერე ცოლად მოყვანა? ამ სტატუსის მინიჭება?
- კატრინს უნდოდა ასე...
- და იცი, როგორ იყო აქ ნინე? გოგო ბედნიერი ჩამოვიდა, თითქოს ღრუბლებს ეთამაშებოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოხვიდოდი, რომ თქვენი ერთად ყოფნის ამბავით ყველა გაეხარებინა და რა მოხდა? ან დაგერეკა, კაცურად აგეხსნა? მაგრამ თავიდან აიცილე მძიმე საუბარი და მარტივი ხერხი მოძებნე, კიდევ კარგი სოციალური ქსელი, რომ არსებობდა, თორემ ... არ მინდა იმ პერიოდის გახსენება... გული მეწურება, უჰაერობა მიპყრობს და ბრაზის ბურთი მეჩხირება, რომ შენ ადამიანმა, რომელიც ასე უყვარდა ჩემს გოგოს, გული ასე ატკინე, ისე რომ წამოდგომა დღემდე უჭირს, დღემდე ტკენ... და ახლა შენი გამოჩენებით, შენი რეპლიკებით ისევ ცდილობ მშვიდი ცხოვრების კალაპოტიდან ამოაგდო... ეს სიყვარულია? თუ ასე ძალიან გიყვარს, გაუშვი, აფარფატე...
- არ შემიძლია... მე, ის, მართლა მიყვარს... კატრინი, არ ვიცი, უბრალოდ გატაცება იყო, ჩემი შეცდომა, რომელმაც მეც კალაპოტიდან ამომაგდო, ამომისროლა და ვერა და ვერ ჩავდექი... მე და ნინე ერთ მდგომარეობაში ვართ... და მიზეზი ჩემი სულელური ნაბიჯია, რომელმაც ორივე ძირს, მწარედ, დაგვანარცხა... მაგრამ მე, არ ვარ ის, ვისთვისაც ცხოვრებაში სიყვარული ბევრჯერ მოდის, ის ჩემთან ერთხელ მოვიდა და მითხრა : ნინე ჰქვია შენს ერთდათერთ სიყვარულს და მოუფრთხილდიო... და ვიცი, ნინეც ჩემი ტიპია, მის სიყვარულსაც „დამიანე“ ჰქვია და ჩვენი გზები თუ დროებით გაიყარა, ახლა გზაჯვარედინზე ვდგავართ და მთავარია, სწორი გზა და ერთი მიმართულება ავირჩიოთ... გზა, რომელიც ჩვენს სახლამდე მიგვიყვანს...
- ცოლს რატომ გაცილდი? - ყრუდ ამოილპარაკა მართამ.
- ვერ გაუძლო, ვერ შეეგუა...
- რას?
- იმას, რომ მე ნინე მიყვარდა... რამეს თუ გააკეთებდა, ყოველთვის ვამბობდი „ნინე ასე მოიქცეოდა, ნინე ამას მეტყოდა, ნინე ასე გაიცინებდა, ნინეს არ ეწყინებოდა...“ და მითხრა ან მე ან ნინეო. და მეც აქ ვარ, ნინესთან... რადგან ჩემი გული მას ეკუთვნის, მისთვის ძგერს და აუცილებლად დავიბრუნებ.
- დიდი მიზნები გქონია... - ცადა ირონიულად ჩალაპარაკება.
- ნუ ამბობ მასე.
- იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი რა ნარცისიც ხარ. ამიტომ ფრთხილად იყავი და გული არ ატკინო ისევ, ჩემს გოგოს, თორემ არ გაგახარებ. - მუქარა გაისმა მართას ხმაში.
- არც ვაპირებ...


___________________________

მადლობა ვინც კითხულობთ, ვინც აკომენტარებთ, ვინც იწონებთ :))

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ



№1 სტუმარი ნი

დამიანეს ნაირი კაცების ატანა არ მაქვს გაიგულავებენ მერე აღმოაჩენენ რომ ვითომ ისევ ისე უყვარან, აი სხვა მიზეზი რომ ქონოდა შესაძლოა გამემართლებინაა მაგრამ ისეთი იდიოტური მიზეზი მოიყვანაა საერთოდ დამწკარგა წარმოდგენაა, ნინეს ადგილზე უკან აღარ დავუბრუნდებოდიი ისევ რა გარანტია უნდა გქონდეს რომ გულს აღარ გატკენს.

 


№2  offline წევრი სესილია

ნი
დამიანეს ნაირი კაცების ატანა არ მაქვს გაიგულავებენ მერე აღმოაჩენენ რომ ვითომ ისევ ისე უყვარან, აი სხვა მიზეზი რომ ქონოდა შესაძლოა გამემართლებინაა მაგრამ ისეთი იდიოტური მიზეზი მოიყვანაა საერთოდ დამწკარგა წარმოდგენაა, ნინეს ადგილზე უკან აღარ დავუბრუნდებოდიი ისევ რა გარანტია უნდა გქონდეს რომ გულს აღარ გატკენს.



ნამდვილად, დამიანეს ტიპაჟის მამაკაცები გვიან ხვდებიან და ბევრჯერ აგვიანდებათ კიდეც, ნარცისიზმი ღუპავთ ხოლმე... ჰგონიათ, ყველაფერი ეპატიებათ და ყველაფერს მიიღებენ, თუმცა როცა კარგავენ ძალიან განიცდიან... ნინეს ადგილას არ მივიღებდი, მაგრამ ვნახოთ რა როგორ განვითარდება...

მადლობა გამოხმაურებისათვის relaxed

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ტურფავ, ლამაააზოო, ყველა შენ გენაცვალოოს მოციმციმეე, აალმასოო :დდ
სულ ამ სიმღერას მახსენებს ეს სათაური უკვე მე4ჯერ.. :დდ
დამიანე.. რავი დიდად არ მჯერა.. და მეგობრის ამპულიდან რომ შევხედო მაინც მისი "სიფათის ახევა" მომიმდებიდა!
მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ნინეს უყვარს და უბრალიდ არ "ეტენება" შეიძლება გამოვიდეს რამე..
ყველაფერი შენზეა, რა.
მოკლედ სული გული, რა..
და ბოლოს..
ქუთაისო ჩემოო! ჩემო დედულეთო.. გული საგულედან ლამიიის ამომენთო, შენი მთადა მიწა, და რა რა რა რეროო.. დირარორა რირო დარააა დარა რირო..
:დდ

 


№4  offline წევრი სესილია

Life is beautiful
ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ტურფავ, ლამაააზოო, ყველა შენ გენაცვალოოს მოციმციმეე, აალმასოო :დდ
სულ ამ სიმღერას მახსენებს ეს სათაური უკვე მე4ჯერ.. :დდ
დამიანე.. რავი დიდად არ მჯერა.. და მეგობრის ამპულიდან რომ შევხედო მაინც მისი "სიფათის ახევა" მომიმდებიდა!
მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ნინეს უყვარს და უბრალიდ არ "ეტენება" შეიძლება გამოვიდეს რამე..
ყველაფერი შენზეა, რა.
მოკლედ სული გული, რა..
და ბოლოს..
ქუთაისო ჩემოო! ჩემო დედულეთო.. გული საგულედან ლამიიის ამომენთო, შენი მთადა მიწა, და რა რა რა რეროო.. დირარორა რირო დარააა დარა რირო..
:დდ



როგორი საყვარელი ხარ ❤ პოზიტივს აფრქვევ :)) აჰამ, ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, მეხუთე თავს ხვალ დავდებ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent