შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ქორწინება (თავი 2)


8-08-2021, 04:31
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 10 351

მე და საბა ჩვენს საყვარელ ადგილას ვიჯექით.
- მოდი დღეს საღამოს სადმე წავიდეთ. შემომთავაზა საბამ.
- დღეს არ შემიძლია მამას მეგობრები მოდიან და ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია.
- შენ, რომ არ გიყვარს ასეთი შეკრებები? დაეჭვებით მკითხა საბამ.
- ხო, მაგრამ დღეს აუცილებელია, მნიშვნელოვანი სტუმარი მოგვდის.
- განა ასეთი ვინაა? ჩამეძია საბა.
- კარგი რაა. უბრალოდ მამას მეგობრები არიან. ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
- არ გაბრაზე, უბრალოდ მაინტერესებს. მითხრა და წელზე შემომეხვია.
- შენ თუ გინდა წავიდეთ სადმე საღამოს ცოტას თუ დავაგვიანებ არაფერი მოხდება. ვუთხარი და გავუღიმე.
- არ მინდა პრობლემები შეგექმნას.
- ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ. ვუთხარი და მეც მოვეხვიე.

მე და საბა კარგად გავერთეთ უკვე 11 საათი იყო სტუმრები კი 10 საათზე უნდა მოსულიყვნენ. დედამ ყველაფერი აიკლო ტელეფონზე 40 ჯერ მაინც დამირეკა არც შეტყობინებები დამაკლო.
- უნდა წავიდე, თორემ კარგი ამბავი არ დატრიალდება. ვუთხარი სიცილით.
ტაქსი პირდაპირ ჩემი სახლთან გაჩერდა კარები შევაღე და მისაღები ოთახისკენ დავიძარი საიდანაც ხმები მოდიოდა.
- აჰჰ, ნილა მოხვედი. ისე მითხრა დედაჩემმა თითქოს გაბრაზებული სულაც არ ყოფილიყოს.
- მაპატიეთ, მეგობართან შევყოვნდი.
- არაფერია. მითხრა ანდრო მაჩაბელმა და ჩემსკენ წამოვიდა მაგრად გადამეხვია და შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცისკენ შებრუნდა. - გური ეს ნილაა, ხომ გახსოვს ერთად, რომ თამაშობდით ხოლმე. ახალგაზრდა კაცი ფეხზე წამოდგა საოცარი დასანახი იყო. ერთმანეთის შესაფერისი შარვალი და ამავე ფერის მაისური ეცვა. ხელზე ძვირადღირებული საათი ეკეთა. იმაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე მასზე მომზადებული სტატიების ფოტოებში.
- მახსოვს, ნილა. თითქოს ირონია ნარევი ტონით თქვა.
- მაპატიეთ, დაგვიანებისთვის. ისევ გავიმეორე და გურის გავუღიმე.
- გური მაჩაბელთან დაგვიანებას არავის ვპატიობ, თუმცა თქვენ გეპატიებათ. მითხრა და ხელზე მაკოცა. აშკარად ქედმაღალია და საკუთარი შესაძლებობლები თავში აქვს ავარდნილი, მაგრამ ესეც ძალიან უხდება.
- კარგით რაა, ერთად გაიზარდეთ თქენობით ლაპარაკი ცოტა უხერხულია. საუბარში დედა ჩაერია.
- დედაშენი მართალია. მითხრა მამაჩემმა.
სადილმა, როგორც მოსალოდნელი იყო მოსაწყენად ჩაიარა ჩემთვის გაუგებარ აქციების ფასებზე და ეკონომიკაზე საუბრობდნენ. ამ საშინელი მოწყენილობისგან საბას შეტყობინებამ მიხსნა რაზეც გამეღიმა და შეტყობინების წერა მეც დავიწყე რა დროსაც ჩემს წინ მჯდომი გურის ირონიული სახე დავინახე, რომელიც აშკარად ჩემსკენ იყო მომართული.
- ჩვენი წასვლის დროა. ფეხზე წამოდგა ანდრო მაჩაბელი და გურიც მალევე მიჰყვა.
- ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. გურიმ დედაჩემს მიმართა.
- კიდევ დარჩენილიყავით. შესთავაზა დედაჩემმა.
- არა, უკვე გვიანია. მოკლედ მოუჭრა გურიმ.
- იმ საკითხზე, ზეგ ვისაუბროთ ლექსო. ადრომ მამაჩემს მიმართა.
- არ არის პრობლემა.
სტუმრები მანქანამდე მივაცილეთ და სახლში შემოვბრუნდით.
- რაო რა გითხრეს? დედაჩემი მოუთმენლად ეკითხებოდა მამას.
- ვერ გაიგე ზეგ ვილაპარაკოთო.
- მგონი მოგვცემენ ხო? დედა არ ჩერდებოდა.
- მოგვცემენ. აბაა რაა. მამა დაიმედებული ჩანდა.

მე და საბამ შაბათ-კვირა არაჩვეულებრივად გავატარეთ მეგობრებთან ერთად წინა საღამოს სახლში გვიან დავბრუნდი ამიტომაც ჩემმა ძილმაც ცოტა დიდხანს გასტანა უკვე 2 საათი იქნებოდა როცა გავიღვიძე. მისაღებში მშობლების ლაპარაკი მესმოდა დედა მამას რაღაცას არიგებდა.
- შენ ნუ მასწავლი მე რა უნდა ვთქვა. მამა აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.
- ხო, შენ მე არ მომისმინო ბანკი ყოველდღე რეკავს. სახლს დავკარგავთ ამასაც, რომ თავი დავანებოთ მათეს სწავლის გადასახადი უკვე 1 წელია არ გადაგვიხდია. ბავშვს გამორიცხავენ და დაენგრევა მომავალი. დედა ლაპარაკს არ წყვეტდა.
- სახლს თუ გაგვიყიდიან აქ ჩამოვალთ და აქ ვიცხოვრებთ. მამამ მშვიდად უპასუხა.
- არაა, არაა ლექსო შენც მშვენივრად იცი, რომ მე თბილისში ვერ ვიცხოვრებ. და მათეს რა ვუყოთ ისიც ჩამოვიყვანოთ და აქ ვასწავლოთ? დედა ძალიან ანერვიულებული ჩანდა.
- ვთხოვ, ავუხსნი სიტუაციას და იქნებ დამეხმარნონ. თქვა და შემოსასვლელი კარისკენ წავიდა.
- მამას ვალები აქვს ? ვკითხე დედაჩემს.
- აქვს ნილა თანაც ძალიან ბევრი არ ვიცი ამ ვალებს, როგორ გადაიხდის თუ მაჩაბლები არ დაგვეხმარნენ.
- და თუ უარი უთხრეს? ვკითხე დაინტერესებულმა.
- ყველაფერს დავკარგავთ, ბანკი საფრანგეთში სახლს გაგვიყიდის, შენს ძმას სასწავლებლიდან გამოაგდებენ ამასაც, რომ თავი დავანებოთ მამაშენს ისეთი ხალხის ვალი აქვს არავინ შეარჩენს და მეშინია ძალიან.
- კარგი დამშვიდდი. ვეცადე დედა დამემშვიდებინა.

საბას დავურეკე მინდოდა ამ სტრესულ გარემოს ცოტა გავცლოდი მალევე შევხვდით.
- მუშაობა დავიწყე. მითხრა გახარებულმა.
- სად?
- ერთ-ერთ რესტორანში ანაზღაურებაც არ არის დაბალი. ბანკში ჩემი მშობლების ბინას ჩავდებ და ამ ზაფხულს ჩვენთვის ბინას შევიძენ. საბა ღრუბლებში დაფრინავდა.
- კარგია. ვუთხარი ნაძალადევი ღიმილით.
თბილისში და თანაც ბინაში ცხოვრება ეს არ ყოფილა ჩემი ოცნება, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
საღამოს სახლში დაბრუნებული ტრადიციულად მისაღებში დივანზე დავჯექი. - დედა, მამა არ მოსულა? ვკითხე დედაჩემს და ამის თქმა იყო თუ არა კარები მამაჩემმა შემოაღო. აშკარად აფორიაქებული და გაბრაზებული ჩანდა.
- რა მოხდა ლექსო? დედაჩემი შეეგება.
- რა მოხდა? რა გითხრეს? კვლავ გაუმეორა დედამ.
- არცერთი მაჩაბელი აღარ მიხსენო. დაიღრინა მამამ.
- კი, მაგრამ რა მოხდა? არ ჩერდებოდა დედაჩემი.
- ეს, უნამუსოები ეს, როგორ მაკადრეს და გამიბედეს?
- აღარ იტყვი რა მოხდა? გაბრაზდა დედაჩემი.
- 23 წლის ბავშვი რეებს მიბედავს ? მე, ალექსანდრე ცაგარელს?
- თქვი, ლექსო რა მოხდა. შედარებით წყნარი ტონით უთხრა დედაჩემმა.
- მოკლედ ყველა ვალი დავიანგარიშეთ, ასე 200 მილიონია. ამ ვალებს გადავიხდითო.
- მერე ამას რა სჯობია? გააწყვეტინა გახარებულმა დედაჩემმა.
- მომისმინე. გადაიხდიან ოღონდ სანაცვლოდ ამ პატარა გათავხედებულ ბავშვს ნილა უნდა. მამაჩემმა ეს სიტყვები საშინელი აგრესიით წარმოთქვა. ახლა ლაპარაკში უკვე მეც ჩავერიე.
- რააა?
- ხო, ნილა მომათხოვე და ვალებს დაგიფარავო.
- და რა უთხარი მერე? გაღიზიანებულმა ვკითხე.
- რას ვეტყოდი? ლამის ხელით შევეხე ეს რა შეურაცჰყოფაა.
- ასე ყველასგან უკითხავად უარი უთხარი? გაღიზიანდა დედაჩემი.
- აბაა, რა უნდა ეთქვაა დედაა? მე უფრო გავღიზიანდი.
- თქვენ არცერთი არ ფიქრობთ? მაჩაბლები თუ არ დაგვეხმარებიან რა უნდა ვქნათ?
- და ამიტომ შვილით ვივაჭრო თითქოს საახალწლო ხორცია? მამა ფეხზე წამოხტა და ხელებს იქნევდა.
- შენ მარტო ერთი შვილი არ გყავს. იმ ბავშმა რა დააშავა მთელი თავისი ნაშრომი, რომ წყალში უნდა ჩაეყაროს. მხოლოდ თქვენი სიჯიუტის გამო.
- არაა, დედა სიჯიუტის გამო არაა, არ მიყვარს ან რა სიყვარულზეა ლაპარაკი არც კი ვიცნობ.
- ოჰჰ, კარგი ერთი არ იცნობს თურმე. მთელი ბავშვობა ერთად გაატარეთ.
- მის მერე რამდენი წელი გავიდა? შევიცვალეთ, გავიზარდეთ.
- კარგი მაშინ თქვენ მოიფიქრეთ უკეთესი ვარიანტი. დედა უკმაყოფილებას ვერ მალავდა. ჩემს ოთახში გავარდი კომპიუტერთან დავჯექი და გური მაჩაბელის ნომრის ძებნას შევუდექი მამაჩემისთვის თქმას აზრი არ ქონდა ვიცოდი, რომ არ მომცემდა. ბოლოს ჩვენი საერთო მეგობრის საშუაალებით გავიგე მისი მისამართი და ნომერი. სწრაფად ავკრიფე ციფრები მობილურზე, თანაც ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
- გისმენთ. მომესმა მობილურიდან.
- გური მაჩაბელი ხართ? ვკითხე აგრესიული ტონით.
- დიახ.
- მე, ნილა ვარ. აშკარად გაიცინა.
- უცნაურია, მაგრამ ამ ზარს ველოდი.
- შეხვედრა მსურს.
- კარგი ხვალ… წინადადება არ დავასრულებინე - არაა, ახლავე. კიდევ გაიცინა ღმერთო რა აუტანელია.
- კარგი, სასტუმროში გელოდები 410 ნომერია.

თქვენი აზრი მაინტერესებს პერსონაჟების მიმართ ვინ მოგწონთ ან ვინ არ მოგწონთ ყველაზე მეტად ნილას დახასიათება მაინტერესებს …



№1 სტუმარი Srumari babi

ძალიან კარგია,ცოტა დიდი თავები რო იყოს უკეთესია ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ.ნილას დედის აზროვნება არ მომწონს ერთს წირავს მეორე შვილისთვის

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი ისტორიააა გურის და ნილას შორის თოთქოს უხილავ ძაფებს ვხედავ ძალიან კარგი წყვილი იქნებოდა ნილას რაც შეეხება ჩემი ფავორიტია რაღაცნაირი უშიშარი ადამიანის შესახედაობას ტოვებს. წარმატებები <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

კარგია და \ძალიანაც საინტერესოა მაგრამ პატარა თავებია...და კიდევ მალ მალე დადევი ახალი თავები

 


№4  offline წევრი Impermeable

პირველ რიგში, საბას და ნილას შორის არ ჩანს ქიმია, აშკარაა, რომ საბა არ უყვარს და სამწუხაროდ გამოყენება გამოუდის. აი გურისთან საკუთარ თავსაც არ უტყდება, მაგრამ აშკარად მოხიბლულია. უკვე გამოიკვეთა კიდეც სამომავლო განვითარების სიუჟეტური ხაზიც. შემდეგისთვის გაითვალისწინე სტილისტური და გრამატიკული შეცდომები გაასწორო ატვირთვამდე. წარმატებები relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent