შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი პერანგი (სრულად)

10-08-2021, 00:25
ავტორი tasusuna
ნანახია 14 536

-მიყავთ!-ნინიას განწირულმა ყვირილმა დაგვაყენა ჭუჩა ფეხზე..
გამთენიისხანი იყო.
ვერგეტყვით ვის ეძინა..
180 წამში ყველა კარიდან გამორბოდა ნაცნობი სახე.
ერთმუშტად შეკრულებმა გადავეფარეთ ოთხად მოკუნტულ ქალს ყველა..
სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.
სამართალდამცავები კეტმოღერებულები შემოგვცქეროდნენ,თუმცა,ნაბიჯს ვეღარ დგამდნენ..
უკვე მერამდენედ გვიწევდა მისი დახსნა და არცერთს დაუჩივლია,არასდროს..
ყველას გვახსოვდა ნატალიას თითო სიკეთე,მისთვის რომ გაგვეტეხა ძილი.
-ტყუილად გაირჯებით,დატოვეთ ტერიტორია!-უბნის კოლორიტმა ჯიქურ გახედა უფროსს და ამრეზით მოათვალიერა მათი ფორმა.
არ იძროდა ჰარრი და არ იძროდნენ ისენიც..
-ერთ დღეს როგორ ვერ წაგართმევთ?!-ბოღმით სავსემ გადმოგვხედა გაბღენძილმა.
ზიზღისგან დამეღარა სახე,ყელში მომდგარი ძლივს გადავაგორე.
აღარ მითმენდა ხასიათი..
-ეგ დღე არასდროს დადგება!-გაგულისებულმა გამოვცერი და ნატალიასკენ გავბრუნდი.
მიწას აღარ აჩნდა..
ისე მიკროდა ასფალტს,მას შეზრდოდა.
ფარატინა იყო..
ფურცელივით თხელი..
მარტივად წამოვზიდე და მხარში შევუდექი..
ჩემს გვერდით ცხოვრობდა..
სულ სამ ოთახს ითვლიდა მისი ბინა..
რიგრიგობით ვულაგებდით სამმყოფელს,მაგრამ,სიძველის მწარე სუნი ვერ მოვაცილეთ დაღლილ კედლებს..
-ნუ გეშინია,ნატული,წავიდნენ!-შევაგულიანე დამფრთხალი..
დამტვერილი სამოსი სველი ხელით გავუწმინდე გამხმარ ტანზე და სავარძელზე ჩამოვსვი..
ასეთ დროს უკიდურესად ინერტული იყო ხოლმე..
ხელით სამართავი..
-თათუ!-ცარიელი თვალები მადლიერმა მომატარა..
განცდილისგან ისეთი სიძლიერით ვეჭიდებოდი მკლავზე,ხელი გაუწითლდა..
შევუშვი..
ღრმად მიესვენა რბილ მატერიას..
მასში ჩაიკარგა..
სანამ გონება თვლემაში იძირებოდა,რიგრიგობით შემოლაგდნენ მეზობლები..
გაივსო სივრცე..
ყველას სინანული გვეხატა სახეზე..
ყველას გული გვეწურებოდა..
ერთმანეთს შევყურებდით,მაგრამ,ხმა ვერ დავძარით..
რაღაცნაირად ყველა ჩვენ წილ სინდისს ვქენჯნიდით..
მოვალეობებმა რომ გვიხმეს,მაშინ გავლაგდით..
კლდესავით დამძიმებული ფეხები ძლივს გავზიდე სახლამდე..
მახსოვს,როგორი მედიდური ჰქონდა მუდამ ნაბიჯები..
ძელსკამზე ჩამომჯდარი ბავშვები ისე შევნატროდით,თითქოს ხელშეუხებელი ყოფილიყო..
ჩემს ბავშვობაში ყვაოდა მისი ახალგაზრდობა..
ჭიანჭველებივით დაჰყვებოდნენ მუდამ მამაკაცები და ის ,მაინც,იმ ერთს და,ისიც სხვისას შენატროდა..
მერე,სულ ერთი თვით გაქრა და,
კაშკაშა დღეს მოგვიიყვანეს ცოცხლად მკვდარი.
მას შემდეგ,
თითო დამჭკნარი ფოთოლი ცვიოდა მისი სიცოცხლის ხეს..
-მალხაზმა მიატოვა ორი თვის ორსული..ნერვიულობაზე ის ბრინჯის მარცვალიც მოეშალა..ზღვის ნაპირზე იპოვნეს თითქმის მკვდარი..
თავი შეუწირავს,მაგრამ,სულ ტყუილად..
არც კი გამოუხედავს იმ ნაძირალას..-ნინია ყვებოდა გამუდმებით..
ყოველ ჯერზე გული მისკდებოდა,მაგრამ,ვეღარავინ უშველა მაშინ და,ახლა ხო საერთოდ,
სარკმელთან ჩამომჯდარი ელოდა ისევ ერთადერთ სიყვარულს..
ყველას შემცდარი ეგონა ქუჩაში მოსიარულე და ამიტომ შემოგვიჩვიეს პოლიცია..
თითქოს რამეს აკლებდეს ვინმეს..
თითქოს რამეს ართმევდეს..
მხოლოდ ერთმა პატარა ჩიხმა ვიცოდით,15 წლის წინ რომ გათენდა მისთვის,აღარ დაღამებულა..
დრო ისევ ისე იყო..
ისევ ზაფხული იდგა ნატალიასთვის და ისევ პატარა მარცვალს ეფერებოდა..
-სულ გაილია..ამბოლოდროს ფერი საერთოდ აღარ აქვს..-ნინია წამომეწია სახლისკენ მიმავალს..
დილას მომხდარი ჯერკიდევ აჩნდა ასფალტს..
ჯერკიდევ ცოდვის სუნი ტრიალებდა ჰაერში..
ხელში ოხშივარავარდნილი თეფში ეკავა..
წვნიანი მიჰქონდს მასთან..
ერთი ნაჭერი ტორტი მეც მქონდა დაგულებული ჩანთაში..
ერთად დავუკაკუნეთ.
მალევე გამოიხედა..
კაშკაშებდა ბედნიერებისგან..
-მალხაზი მოვიდა ნინია!
გავშრით..
გავიყინეთ..
ფერი დაკარგა ნინიამაც.
ცრემლები სცვიოდა სიხარულის ნატალიას..
ფეხები უკან მრჩებოდა,ძლივს გავყევი..
დივანზე მართლაც იჯდა მამაკაცი,თუმცა,
ოციოდე წლის თუ იქნებოდა..
არეულ თვალებს დააცეცებდა საბრალო..
ვერ გაეგო რა ხდებოდა..
კალმით გადაქარგულს ჰგავდა ჩარჩოდი ჩასმულს ახლადმოსული..
ნატალიას მამა შვილში არეოდა..
ჩვენ წინ მალხაზის ბიეი იჯდა და,არ იცოდა სად წაეღო ათრთოლებული ხელები..
ისე ავფორიაქდი,ხელის გულები დამეცვარა..
მუდამ მოთენთილი ახლა ენერგიულად დაფარფატებდა..
თავს დატრიალებდა ახალგაზრდას.
-აი,თუარ მოვიდა!
აი,თუარ ვუყვარვარ!-ცრემლები სცვიოდა საბრალოს..
ისევ ნინიამ იმარჯვა,მე სიტყვა ვერ დავძარი..
ოთახიდან გაიყვანა აღტკინებული..
-მაპატიეთ..არ ვიცოდი,მე..-აზრი გაებნა მის ასლს..
სავარძელში ჩასვენებულმა გავხედე..
ზუსტად ის ნაკვთები ჰქონდა,ნატალია რომ აღწერდა ხოლმე..
მხოლოდ,წლებით ახალგაზრდა..
-აქ უბრალოდ არ მოხვიდოდით..-გონების მოკრებვაში დავეხმარე..
გვერდით ოთახიდან ხმაური გამოდიოდა..
ჩვენკენ იწევდა ნატალი..
-გუშინ მამა დავკრძალე..
დღეს მის ნივთებში ერთადერთი ფოტო ვნახე და,სახელმა ამ სახმალდე მომიყვანა..-უამრავ ბოდიშს იხდიდნენ მისი თვალები..
ვცახცახებდი..
სინანულისგან მოვიწურე..
ვიღას დალოდებოდა ნატალია?!
-მალხაზი გარდაიცვალა?!-ძლივს გავიგონეთ შორიდან სუსტი ხმაა..
ნეტა,მიწა გამსკდარიყო..
სახეაშლილი გაიხიდა იმწამს შემოსული ნატალია კარებში..
მიტკლის ფერი დაედო..
იქვე მოვკვდი მთლიანად..
ფეხებში ყველა ძალა გამომეცალა..
ჩემს წინ ჩაცურდა ნატალია..
-მიშველეთ!-განწირულმა შეკივლა ნინიამ..
წვრილად ჩამესმა მისი ხმა..
როგორ ვეცი მის სხეულს,ვერ გავიაზრე.
მთელი ტანით გადავემხე..
თავზარს შეჩვეული ქუჩა წამებში მოიკრიბა.
ხუთ წყეულ წუთში სასწრაფომ მომხსნა მიისი გულიდან..
-პერანგი არ გაუჭრათ,ერთადერთი აქვს..-ხელებში ვეცი ქალს,მის გათავისუფლებას სცდილობდა..
ყველამ შევენაცვლეთ,
თითოჯერ ჩავაჭირეთ გულის ფსკერს გადაჭდობილი ხელები,მაგრამ,გამსკდარ გულს ვეღარ ვუშველეთ..
ხელებში გამოგვეცალა დატანჯული სული..
ბოლო იმედის ხუთი წუთი ხუთ საუკუნედ მოგვაკლდა ყველას..
ხმამაღალი გოდებისგან გადაივსო ოთახი..
ყელი გაშროდათ შეძრულებს..
ხაოდა სიმწრისგან ნინია..
მე ერთადერთს ვფიქრობდი,
რატომ არასდროს მოგვივიდა არავის აზრად,ერთი მასავით ჭრელი,ფერადი კაბა გვესახხსოვრა შავად მოსილისთვის..
აგონიაში მყოფმა,ვერ გავიაზრე,როგორ დაიცალა ისედაც ცალად დარჩენილი ავეჯისგან ოთახი..
სასახლეში ჩასაწვენად ამზადებდნენ სხეულს,მაგრამ,გულზე ჩახეული პერანგი ყველას შემოგვეხვია ყელზე ჯაჭვივით.
-მე გადმოვიტან!-ნინია დაიძრა კარისკენ..
უკვე თენდებოდა..
თითქმის ის სათი იყო,მის წართმევას რომ გვიპირებდნენ 23 საათის წინ..
ცრემლებისგან მხოლოდ გაცრეცილ კონტურებს ვხედავდი..
ვერცერთი საღი წამით ვერ ვიაზრებდი მომხდარს..
სიზმარს გავდა დატრიალებული..
ყელში მაწვებოდა ყველა ის წამი,,რომელიც მის დასახმარებლად ვერ გავლიე..
იდენტური სუნი ტრიალებდა თითო შემოსული სხეულიდან..
ყველას უჯრედებიდან ასკდებოდა სინდისი..
ძარღვები გადახეთქვას ჰქონდა ,ვისაც მისი თითო გატანჯული დღე ახსოვდა..
-მეც მაქვს კაბა,მას რომ მოერგება!-ანიკოც დაფაცურდა..
ამწამს ყველას რაღაც აღმოგვაჩნდა,
მას რომ შეშვენოდა..
გული მომიკვდა..
ნახევარ საათში სკამზე დახვავდა უამრავი პარკი და,მათგან არცერთი იყო ნატალიასთვის..
ვგრძნობდი..
მის შემოსვას აპირებდნენ უკვე,
გონებამ რომ განგაშის ზარი შემოკრა და,
ერთიანად გამიარა ყველა სისხლძარღვში..
ერთ კუთხეში მიმწყვდეულ კარადას იმედით ვეცი და ყველა უჯრა გადმოვატრიალე..
იქ მეგულებოდა..
იქ უნდა ყოფილიყო..
ერთადერთი ზარდახშა,რომელსაც ნატალია ვერ ელეოდა,
ჩემი ხელით შევუნახე და,
გამალებით ვეძებდი..
გაფართოებული თვალებით მაჩერებდა ხანშიშესული მეზობელი,
მაგრამ,
თითქოს ლითონი ჩამესხა ხელებში..
იქამდე ვიწევდი უჯრებისკენ,სანამ ფეხებში არ ჩამივარდა ხის მოზრდილი ყუთი..
გავირინდეთ..
მეგონა წამი გაჩერდა,სანამ გავაღე.
მზრუნველ ხელებს ლამაზად ჩაეკეცად პატარა სივრცეში სიფრიფანა კაბა.
დროს ვერაფერი დაეკლო ლაჟვარდისფერი ნაჭრისთვის..
ისევ ისეთი მბზინვარე იყო მისი ნაკეცები,როგორც იმ დღეს,
უკვე სიცოცხლე წართმეული რომ დაგვიბრუნეს..
-ღმერთო!-ყველა მხრიდან ერთიანად იქუხა მოთქმამ..
ყველა თითოდ დავუბრუნდით იმ წამს..
გრძელ თმებზე დიდი ბაფთა დაემაგრებინა დედას ჩემთვის..
შუაგულდი წრეზე რბენისგან გული ამოვარდნას გვქონდა პატარებს.
მუდამ მშვენიერი ნინია აივანზე გადმოსულიყო და კისკისებდა.
მის ქვეშ თანატოლ ბიჭებს მოეყარათ თავი და თავს აწონებდნენ..
მეორე იყო სიმშვენით ნინია.
პირველობაში არც ეცილებოდა ნატალიას..
-მოყავთ!-იმ დღესაც მისმა განწირულმა ყვირილმა დაგვაყენა ყველა ფეხზე..
ცის კამარის ფერი კაბა ისე ამშვენებდა მის სხეულს,პირველი წამები გაგვიჭირდა რეალობის აღქმა..
ყველაფერიდან,აღარაფრრი დარჩენოდა ნატალიას..
უკვდავი სილამაზე სამუდამოდ შეახმა ნაკვთებზე და მას შემდეგ,დღემდე,
გაცრეცილ ნაკვთებში,ჯავრში და მოლოფინში გაწამებულ კანზე ვეღარ ჩანდა ის სხივი..
ჩავაცვით,
ისევ იქ დავაბრუნეთ,
მაგრამ,
თვალდახუჭულიც კი აღარ იყო ძველი ნატალია..
___
უსასრულობაში დავიკარგე..
დაბრუნება მიჭირს..
არც კი ვიცი,რა რატომ და,როგორ არის..
თუმცა,გული მომიკვდა..
იმედით გელით..
თქვენი:ანსტასია

№1 სტუმარი Ana-maria

გვიან ღამე აუცილებლად ვათვალიერებ სიახლეს საიტზე. თანაც ველოდები მას ვინც მეც მელოდება. ახლაც ცრემლი მომდის. სევდიანი,ტკივილიანი,სიყვარულით სავსე აი,ასეთი იყო ეს ისტორია. გული მატკინა ამატირა და დამთავრდა. კარგი იყო,საკმარისი იყო მთლიანად შესაგრძნობად.

№2 სტუმარი მე

არაკაცები არ იმსახურებენ ასეთ სიყვარულს...

№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
გვიან ღამე აუცილებლად ვათვალიერებ სიახლეს საიტზე. თანაც ველოდები მას ვინც მეც მელოდება. ახლაც ცრემლი მომდის. სევდიანი,ტკივილიანი,სიყვარულით სავსე აი,ასეთი იყო ეს ისტორია. გული მატკინა ამატირა და დამთავრდა. კარგი იყო,საკმარისი იყო მთლიანად შესაგრძნობად.

გული გამითბეთ ❤️ სულ გელით და სულ აქ ხართ! ბედნიერი ვარ თქვენით! მადლობა..

მე
არაკაცები არ იმსახურებენ ასეთ სიყვარულს...

გეთანხმებით..

№4  offline წევრი tatuli)

Iseti emociuri iko dzili agar mekareba... ramdeni adamiania am dgeshi da vin icis kidev romeli chvengani aghmochndeba cxvireba ras gvimzadebs ar vicit... amitom aris rom aravis arasdros ar unda vkrat xeli... saocreba iko imdenad realuri rom gausadzlisi tkivili vigrdzeni shemdzra mudam vakvirdebi tkvens shemokmedebas mara es ragac saocreba iko...❤️

№5 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი სევდიანი იყო.ემოციური ვერ ვწერ ვერაფერს სხვას.

№6  offline წევრი salomea1992

როგორი სევდისფერი ისტორიაა disappointed_relieved

№7  offline წევრი gaomao

კარგად ვიტირე :(

№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

tatuli)
Iseti emociuri iko dzili agar mekareba... ramdeni adamiania am dgeshi da vin icis kidev romeli chvengani aghmochndeba cxvireba ras gvimzadebs ar vicit... amitom aris rom aravis arasdros ar unda vkrat xeli... saocreba iko imdenad realuri rom gausadzlisi tkivili vigrdzeni shemdzra mudam vakvirdebi tkvens shemokmedebas mara es ragac saocreba iko...❤️

თათული,გამახარე ❤️ ბევრი მსმენია და ბევრჯრრ მტკენია,როგორ სტკივათ ქალებს.. ❤️❤️❤️ უდიდესი მადლობა შენ! გაიღიმე ❤️

salomea1992
როგორი სევდისფერი ისტორიაა disappointed_relieved

სტუმარი თამო
როგორი სევდიანი იყო.ემოციური ვერ ვწერ ვერაფერს სხვას.

❤️❤️❤️❤️ ემოცია ყველაზე მნიშვნელოვანია ❤️

salomea1992
როგორი სევდისფერი ისტორიაა disappointed_relieved

❤️❤️❤️❤️❤️
gaomao
კარგად ვიტირე :(

❤️❤️❤️❤️ არ დასევდიანდე ❤️❤️

№9  offline წევრი Anittaa

იშვიათიად ვკითხულობდი ბოლო დროს საიტზე სიახლეებს, ესეც სრულიად შემთხვევით როდესაც ჩემი ისტორია გამოვაქვეყნე დღის სიახლეებში დავინახე. რაღაცნაირად სულში ჩამწვდა, ძალიან მწარე რეალობა დავინახე. ძალიან მეტკინა ნატალიას გამო, როგორ უყვარდა. ყოჩაღ ძალიან კარგი გამოვიდა♡♡♡♡♡

№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Anittaa
იშვიათიად ვკითხულობდი ბოლო დროს საიტზე სიახლეებს, ესეც სრულიად შემთხვევით როდესაც ჩემი ისტორია გამოვაქვეყნე დღის სიახლეებში დავინახე. რაღაცნაირად სულში ჩამწვდა, ძალიან მწარე რეალობა დავინახე. ძალიან მეტკინა ნატალიას გამო, როგორ უყვარდა. ყოჩაღ ძალიან კარგი გამოვიდა♡♡♡♡♡

ყოველთვის მახარებს ახსლი მკითხველის გამოჩენა! ❤️❤️❤️ ანიტა, მართლაც ტკივილიანია ნატალია..
შენ კი,მადლოვა,რომ შეაფასე!
გამუხარდება,თუ კიდევ გიხილავ ????❤️

№11 სტუმარი one

chemi gogo❤️rogor momnatrebia )))
chavikitkhe da damamunja sevdam))
sheneuli gadmocema da zghva emocia❤️
male modi raa -depicitshi khar ukve))
ese ubralod da arapompezurad getyvi rom : vgijdebi shenze❤️

№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
chemi gogo❤️rogor momnatrebia )))
chavikitkhe da damamunja sevdam))
sheneuli gadmocema da zghva emocia❤️
male modi raa -depicitshi khar ukve))
ese ubralod da arapompezurad getyvi rom : vgijdebi shenze❤️

❤️❤️❤️❤️ გელოდი,იცი?! გამიხარდი ❤️❤️❤️
მეც ვგიჟდები ჩემს უთბილეს მკითხველზე! ❤️❤️ მოგიკითხავ დიდი გულით! ❤️❤️❤️
ხომ იცი,ემოციის მკითხველამდე მოტანა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მიხარია თუ გამომივიდა ❤️❤️❤️
დავბრუნდები არბით ❤️

№13 სტუმარი სტუმარი მარია

რამდენი ვიტირე როგორი სხვანაირი იყო❤️

№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარია
რამდენი ვიტირე როგორი სხვანაირი იყო❤️

❤️❤️❤️❤️❤️

№15 სტუმარი მთვარო სვანი

ამატირე ????????????

№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მთვარო სვანი
ამატირე ????????????

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

№17  offline წევრი marita1230

სათაურმა ისე მომაჯადოვა და მიმიზიდა , არ ვიცი რა დავინახე ასეთი განსაკუთრებული მაგრამ დიდი გასაქანი მისცა ჩემს ფანტაზიას .. მერე გავხსენი და ერთიანად გადავეშვი თქვენი ნაწერში თავით ..♥ გამაბრუა , გრძნობებით ამავსო , ფერები შემმატა♥
ნატალია , ეს ქალი , ისეთი ნამდვილია , ისეთი მხოლოდ რომ უნდა იგრძნო , მისი უამრავი ფერით .. ისეთი სიტყვებში რომ ვერ მოაქცევ და თავისუფლება ჭირდება მხოლოდ .. ის იმედის ფრთები ასე რომ ეჭიდებოდა .. ღმერთო , როგორ არ იმსახურებდა .. ასე როგორ გაიმეტა?
ახლა რომ გითხრათ მიყვარხართთქო დამიჯერებთ ? არ გიცნობთ მაგრამ ის ნაწილი მიყვარს ასეთი სუფთა და წრფელი რომაა ყველა ნაწერში და თავისდაუნებურად ისე ჩანხართ თავად მაბედნიერებთ ..♥
ვიცი რომ ყველა ჩემი სიტყვა არეული იქნება , ისეთი არეული როგორც ჩემი გრძნობები ახლა და დიდი იმედი მაქვს იმის რომ თქვენ იპოვეთ თქვენი იმედები და გზა ანასტასია ♥

№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

marita1230

მარიტა ❤️❤️ისეთი სითბო წამოვიდა თქვენგან,დაძაბულება მთლიანად მომეხსნა და გამათიმეთ! ❤️❤️❤️ მიყვარს,ეს გრძნობა,როცა გესმით და თქვენამდე მოდის ის,რასაც წერისას ვგრძნობ ❤️❤️❤️
ნატალია არ იმსახურებდა,მართლაც..
❤️❤️❤️ დიდი მადლიბა რომ წაკმიკითხეთ ❤️❤️❤️

№19 სტუმარი one

tasuna rom mogvenatre?????ukve droa modi**

№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
tasuna rom mogvenatre?????ukve droa modi**

მოვალ ❤️❤️❤️❤️❤️

№21  offline წევრი likuu_s

ამეტირა.
ზოგადად, ვცდილობ ხოლმე, რომ მამაკაცების მხრიდანაც შევხედო რაღაცეებს და გავუგო, მაგრამ არის შემთხვევები როცა ეს არ გამომდის.
არ იმსახურებენ მალხაზისნაირი ადამიანები სიყვარულს, არანაირად.

როგორ ნაწილებად შლის ადამიანს სიყვარული, ამის მაგალითი სწორედ ნატალიაა. თითქოს, არც არსებობდა.

განა, რა გრძნობაა ასეთი, ეს სიყვარული? ყველაზე კარგი და ამავდროულად საშინელი, სასტიკი.

რატომ არიან ადამიანები უნამუსოები? რატომ არ აფასებენ იმ სიყვარულს, რასაც მთელი გულით უძღვნიან?

როგორ სასტიკად მეშინია ამ გრძნობის, მაგრამ იცი, როგორ მინდა ყველაფრის მიუხედავად ამის შეგრძნობა? სიყვარული, ეს რაღაც საოცრება მგონია, მაგრამ ყველანაირი წარმოდგენა მეცვლება, მსგავს რაღაცეებს რო ვხედავ. მეშინია იმ მომავლის, სადაც მეყვარება, მაგრამ ბედნიერი არ ვიქნები. არ ვიცი, ამ მხრივ ცხოვრება როგორი მექნება, მაგრამ იმედია არა ასეთი.

ნატალიას როგორ მთელი გულით უყვარდა, ამ სიყვარულმა შეშლამდეც კი მიიყვანა. ამაზე ბავშვის დაკარგვამაც იმოქმედა. როცა გგონია, რომ ყველაფერი დაკარგე და აღარაფერი დაგრჩენია ამ ქვეყნად.
წარმოდგენაც არ მინდა.

რა საშინელებაა არაკაცების გამო გოგონებს ცხოვრება რომ ენგრევათ.
ასე გაურკვევლად, უმიზეზოდ, ახსნის გარეშე წასვლა როგორ შეუძლიათ, როცა იციან, რომ მთელი გულით უყვართ და თავიანთ თავს მთლიანად მას უძღვნიან?

№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

likuu_s

ლიკუ როგორი გულწრფელი ხარ ❤️❤️ გამათბე იცი?! სიყვარული ყველანაირია მაგრამშენ,ყველაზე ლამაზი,ლაღი,სითბოთითა და ბედნიერებით სავსე შეგხვდება,მთავარია სწორი არჩევანი გააკეთო და მჯერა,ასეც იქნება!
ვგრძნობ როგორი კარგი ადამიანი ხარ ❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent