შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (1 თავი)


14-08-2021, 18:35
ავტორი donald duck
ნანახია 5 633

ვუყურებ და მიღიმის, ღმერთო რა ლამაზია. საერთოდ არ შეცვლილა. ისევ ისეთია, ბავშვური და საყვარელი, შავი ბრიალა თვალებით, პატარა წითელი ტუჩებით, წაბლისფერი თმით და პაჭუა კნოპკა ცხვირით. მიყურებს და გულწრფელად მიღიმის პირველად ცხოვრებაში. მიღიმის და ეტყობა რომ ნამდვილად ვერ მიცნო. რამდენი წელი გავიდა მასზე ოცნებაში. თითქოს დავიწყებულიც კი მყავდა უკვე და აი დღეს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს. როგორ მომნატრებია მისი თვალები და მისი გამოხედვა.
33 წლის ვარ უკვე და ცხოვრებაში ერთადერთხელ მიყვარდა. მიყვარდა თავდავიწყებით და უანგაროდ, ის კი მხოლოდ ერთობოდა ჩემი გრძნობებით. ძალიან ადრე იყო, მაშინ პატარები ვიყავით. მე 19 წლის ის 18 წლის ულამაზესი გოგონა, რომელზეც ჩემს გარდა კიდევ ათასი ბიჭი ოცნებობდა. ამაყი და თავნება გოგონა რომელმაც მთელ უნივერსიტეტში ყველა ბიჭის გული დაიპყრო. 12 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. ამჯერად მან ვერ მიცნო, მე კი ისევ ისე პატარა ბიჭივით ამიძგერდა გული. დავინახე და რაღაც არა ამქვეყნიური ვიგრძენი. ძველმა გრძნობამ ერთიანად ამოხეთქა და მთელი ჩემი არსება მოიცვა. ერთიანად დამცხა და ოფლმა დამასხა.
გოგონა რომელიც მე მთელი ცხოვრებაა მიყვარს ერთ ერთი არქიტექტურული კომპანიის დრიექტორი და მთავარი არქიტეკტორია. რამოდენიმე დღის წინ ვესაუბრე ტელეფონით და შეხვედრაზე შევთანხმდით. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რა სურპრიზს მიმზადებდა ცხოვრება.
პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს მაშინ ერთი უბრალო ბიჭი ვიყავი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი. კავშირგაბმულობაზე ვსწავლობდი. საკმაოდ მონდომებული სტუდენტი ვიყავი, მაგრამ იცით ალბათ იმ დროში რაც ხდებოდა „გეპეი“-ში. პირველი კორპუსის წინ კიბეებზე ვისხედით ჯგუფელები სიგარეტს ვეწეოდით და ვიცინოდით. მანქანა რომ გაჩერდა კიბეებთან და ის გადმოვიდა. ყველამ მას გავხედეთ. თითქოს დრო გაჩერდა. ჯინსის კომბინიზონი, თეთრი კეტები, ნაიკის ღია ციხფერი კეპი, შავი ზურგჩანთა და ნახაზებისათვის განკუთვნილი ჩასადები გადაეკიდა მხარზე. მანქანაში მჯდომს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და პირველად მაშინ ვინატრე რომ ამ კოცნის ადრესატი მე ვყოფილიყავი. კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით აირბინა და კარებში გაუჩინარდა. წუთის მერე მივხვდით რომ ყველამ მას გავაყოლეთ თვალი და ყველასთვის საოცნებო გოგოდ იქცა. როგორც კი გამოვერკვიეთ ბიჭები მე და ჩემი ჯგუფელი წამოვხტით და უკან გავყევით მაგრამ ვერსად მოვკარით თვალი. იმ საღამოს წესივრად არც მძინებია. თვალწინ სულ ის გოგონა მედგა.
2006 წლის 19 აპრილი
დილით სასწრაფოდ გავემზადე და დილაადრიან გავიქეცი უნივერსიტეტში. პირველი კორპუსის კიბეებთან ბორიურზე ჩამოვჯექი და თვალების ცეცებას მოვყევი. სტუდენტები ბუზებივით ირეოდნენ. ზოგს გამოცდა ქონდა, ზოგს პრაქტიკა, ზოგიც უბრალოდ დროის გასაყვანად იყო მოსული. ალბათ ერთი კოლოფი მაინც მოვწიე ლოდინში ნერვიულად. უკვე იმედი მეწურებოდა კარებიდან რომ გამოვიდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. როდის შევიდა ისე შეუმჩნევლად რომ ვერ დავინახე? შავი შარვალი და ვარდისფერი მაისური ეცვა. რომელიღაცა მულტფილმის გმირი იყო გამოსახული. მხარზე სპორტული შავი ჩანთა გადაეკიდა, ნაცრისფერი კეტები ეცვა, თმა ცხენის კუდივით გამოენასკვა კეფაზე და შავი მზის სათვალე დაეკოსებინა თავზე. გამოსვლისთანავე სათვალე მოირგო და იქაურობა ინტერესით შეათვალიერა თითქოს ვიღაცას ეძებდა და აი იპოვა მგონი. ხელი დაუქნია და კიბეზე ფეხი ჩამოდგა. ერთი, ორი და მესამე კიბეზე ფეხი დაუცდა, ჰაერში რაღაც გაურკვეველი აკრობატული ილეთები გააკეთა, ბედად ახლოს ვიდექი და მალევე შევაშველე ხელი.
-რამე ხომ არ იტკინე? -ინტერესით შევათვალიერე უფრო ახლოდან და ჩანთა მივაწოდე
-არა - მოკლედ და მკაცრად მიპასუხა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს.
-აშკარად ფეხი გაქვს ნატკენი - შევნიშნე კოჭთან ოდნავ შეშუპება
-შენ რა ტრამვატოლოგი ხარ? - ძალიან მკაცრად ამომხედა
ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი და არასდრო აღარ გამეშვა. თავს ძლივს ვიკავებდი. მისი თმის სურნელი და სუნამო თავბრუს მახვევდა. დებილი ბავშვივით ვუღიმოდი. თვითონ კი გაკვირვებული მიყურებდა და კითხვაზე პასუხს ელოდებოდა. ალბათ სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას საუბარს სხვანაირად გავუგრძელებდი მაგრამ მასთან ხმა ვეღა ამოვიღე. მისი მეგობარი მოგვიახლოვდა და წაიყვანა. ისე წაიყვანა რომ სიტყვაც არ უთქვამს. მე კიდე ვიდექი და ვუყურებდი თუ როგორ მიყავდა კოჭლობით ჩემი საოცნებო გოგო.
2018 წელი 10 მარტი
ოფისის კარები ფრთხილად შევაღე, მიმღებში გოგონას კეთილი ღიმილით ვამცნე რომ შეხვედრაზე ვიყავი დაბარებული. საკონფერენციო დარბაზში შემიძღვა, ყავა შემომთავაზა და მალევე დამტოვა. ცოტახანში ისიც გამოჩნდა კარებში. თვალებს არ ვუჯერებდი, წარმოუდგენელი იყო მისი აქ ხილვა. ღმერთო რა ლამაზი იყო. ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი მწვანე მაისური ბაბუაწვერას პრინტით, თმა გაშლილი და ცალ მხარზე გადმოყრილი, ფეხზე კრემისფერი კლასიკური მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მსუბუქი მაკიაჟით და არა ამქვეყნიური არომატული სურნელით. მომღიმარი მოიწევს ჩემსკენ. გაქვავებული და გაოგნებული შევყურებ ჩემი წარსულის ზმანებას. მიღიმის და ხელს მიწვდის გამარჯობის ნიშნად. სკამზე მანიშნებს რომ ჩამოვჯდე და თვითონაც გრაციოზულად ჯდება სკამზე.
-აბა რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მიღიმის მაგიდის სიღმიდან თავისკენ აჩოცებს ნახევრად გახსნილს ლეპტოპს და რთავს - შემახსენეთ თქვენი სახელი? - ისევ მიღიმის
ჩუმად ვარ. გაოგნებული ვუყურებ, ჯერ ისევ ვერ ვიაზრებ თუ რა ხდება ჩემს თავს. ყველა მის ნაკვთს ვაკვირდები და დეტალურად ვცდილობ შევისწავლო და დავიმახსოვრო. ვცდილობ გავიაზრო რომ რეალობაა ეს ყველაფერი და არა სიზმარი.
-ხო კარგად ხართ? - შეშფოტებული მიყურებს - ნინო წყალი მოიტანე - გასძახა მიმღებში გოგონას
გამეღიმა, უფრო ჩემ თავზე და ცხოვრების ირონიაზე. მარჯვენა ხელზე ვაკვირდები, ბეჭედი არ უკეთია, ცოტას ვმშვიდდები და კიდევ მეღიმება, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, მერე ისევ მეღიმება. ჩემი ოცნების ქალთან ვარ მოსული, რომელმაც სახლის პროექტი უნდა გამიკეთოს. სახლის რომელშიც ჩემ მომავალ მეუღლესთან ერთად უნდა მეცხოვრა. ქალთან ერთად რომელსაც ორი კვირის წინ ხელი ვთხოვე და ეხლა ვხვდები თუ როგორ დამცინის ცხოვრება.
-კარგად ხართ? -კიდევ ერთხელ მიმეორებს და ხელზე ხელს მახებს.
ღმერთო რა ნაზია და რა სასიამოვნოა მისი შეხება. წამით თვალებს ვხუჭავ და ვხვდები რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, გიჟი ვეგონები. მგონი ვარ კიდევაც გიჟი. მისი სიყვარულისგან გაგიჟებული. ამ გრძნობას სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა სიგიჟეს. მთელს სხეულში მივლის და მაცხელებს, ხანაც მყინავს.
-ჰაერი არ მყოფნის - ძლივს ვამბობ და ფეხზე ვდგები, ფანჯარასთან მივდივარ და ვაღებ - ბოდიშით თქვენი შეშინება არ მინდოდა - ისე ვეუბნევი რომ მისკენ არ ვტრიალდები, უბრალოდ ქუჩას გავყურებ.
-შეგვიძლია სხვა დროისთვის გადავდოთ - მესმის მისი ხმა უფრო ახლოს ჩემთან როგორც ჩანს ისიც ფეხზე ადგა და მომიახლოვდა.
-არა, გამივლის - სივრცეს გავუღიმე და ნელა შემოვბრუნდი. სუნთქვა შემკრა ჩემს წინ იდგა და შეშფოთებული მიყურებდა. - ბოდიშით, არ მინდოდა შემეშინებინეთ. - ვცადე გამეღიმა.
-არაუშავს - გამიღიმა - მთავარი ეხლა ხომ უკეთ ხართ?
-დიახ, მადლობა - გავუღიმე და მაგიდისკენ წავედით - ზურაბ ქურდაძე -კიდევ ერთხელ გავუღიმე -დიახ - გულწრფელად გამიღიმა და ლეპტოპს მიუბრუნდა - დიდი დიღმის პროექტი ხომ?
-დიახ - თვალს ვერ ვაცილებდი
-აი ისიც - კმაყოფილმა თქვა და დიდ ეკრანზე გაუშვა ჩემი მომავალი სხლის რენდერი - ჯერ საბოლოო ვარიანტი არ არის, შეგვიძლია შევცვალოთ სურვილისამებრ.
მიხსნიდა და მიყვებოდა დეტალურად ამ სახლის პლიუსებზე და მინუსებზე. დეტალურად განიხილა ყველა ფანჯარა, კიბე თუ აივანი. ვუსმენდი მაგრამ არაფერი მესმოდა. დროდადრო გამომხედავდა რომ დარწმუნებულიყო ვხვდებოდი რასაც მეუბნეოდა და ისევ აგრძელებდა პროექტის განხილვას. ოთახების განშლა, სველი წერტილები,სამზარეულო, პირველი სართული, მეორე სართული, ვერანდა, ეზო, აუზი, გამწვანება, განათება, ჭიშკარი და ასე შემდეგ. დაასრულა საუბარი და გამიღიმა.
-აბა რას იტყვით? მოგწონთ? - გამიღიმა და ლეპტოპი დახურა
-ძალიან პრაქტიკული ჩანს - ვიცრუე ურცხვად და გავუღიმე, ერთი სიტყვაც კი არ მახსოვდა და არც პროექტი.
-შემიძლია სამშენებლო კომპანიასთან დაგაკავშიროთ, თუ უკვე არ გყავთ ნანახი, საკმაოდ მოკლე დროში და ხარისხიანად აშენებენ. თავიდან ბოლომდე 3-4 თვეში ჩაგაბარებენ სახლს თუ ამინდებმა არ შეუშალეს ხელი.
-მადლობელი დაგრჩებით - გავუღიმე და ვცადე თავი ხელში ამეყვანა რომ ისევ არ გამოვთაყვანებულიყავი მის ღიმილზე.
-ეხლავე - შემომღიმა ბავშვივით და სადღაც დარეკა, დაელოდა სანამ უპასუხებდნენ - ლევან როგორ ხარ?... მადლობა...როგორც ყოველთვის... - მხიარულად და სიცილ კისკისით ესაუბრებოდა - პროექტი მაქვს ლევან ასაშენებელი.... სრული ... დიდ დიღომშია..... ეზოს მოპირკეთებით რათქმაუნდა.... კვადრატული?... რა იშოვეთ ეგეთი?.... კარგი მადლობა... მივცემ შენ ნომერს..- სივრცეს გაუღიმა და ტელეფონი გათიშა, ისევ მე მომიბრუნდა - ერთი სიტყვით 850 დოლრად აშენებს თეთრ კარკასს თავისი მასალით. რემონტით 1100 დოლარი იქნება. ეზოს მოპირკეთება სანახავი იქნება და ცალკე დაგითვლის. ესეც ნომერი - ფერად ფურცელზე დამიწერა ნომერი და მომაწოდა.
-მადლობა - ფურცელი გამოვართვი და ჯიბეში ჩავიჩურთე - ეხლა რა ინსტანციები მექნება გასავლელი?
-პროექტი უნდა წარადგინო დასამტკიცებლად მერიაში, მიწის საბუთებთან ერთად. დრო ჭირდება. კოეფიციენტი აქვს ყველა მიწს თავისი. განიხილავენ და დაგიმტკიცებენ. შემგომ უკვე სამშენებლოს დაუკავშირდები და დაიწყებენ მშენებლობას.ეგრედწოდებული ბრიგადებს და კერძო მშენებლებს კომპანია გირჩევნია. გაუფორმებ ხელშეკრულებას და თუ რამე დარღვევა ექნება პასუხსაც მოსთხოვ. ელიავას მუშებს კი ვერაფერს მოკითხავ.
-ამდენი ბიუროკრატია და საბუთობანა ნამდვილად არ შემიძლია, თქვენ კომპანიასთასთან რომ გავაფორმო ხელშეკრულება და ყველგან ჩემი წარმომადგენელი რომ იყოთ არ შეიძლება? -უცებ გამიჩნდა გრძელვადიანი ურთიერთობის პერსპექტივის იდეა
-ზოგადად მსგავს მომსახურებას არ ვუწევთ და სამწუხაროდ უარის თქმა მომიწევს.
ალბათ ათას სისულელეზე დავუწყებდი საუბარს მისგან რომ არ წამოვსულიყავი, მაგრამ ვინ გაცადა? მიმღების გოგონამ თავი შემოყო და ამცნო რომ დამკვეთი ელოდებოდა. გულში რაღაც ჩამწყდა. თითქოს დანა გამიყარეს და სისხისგან ვიცლებოდი. მიზეზს ვერც მოვიფიქრებდი რომ დრო კიდევ გამნეწელა. შინაგანად ავფორიაქდი, ავწრიალდი. დავიჭიმე და ვიგრძენი როგორ მეტკინა ყველა კუნთი.
-სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობიოთ - ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა
-რა გაეწყობა - მეც წამოვდექი და ხელი შევაგებე - თუ არ შეგაწუხებთ დაგიკავშირდებით და პროექტს მერე წავირებ ეხლა მეც მეჩქარება.
-დროებით - გამიღიმა და წინ გამიშვა.
ცხოვრებაში ასე ძაან არ გამჭირვებია ნაბიჯების გადადგმა, ალბათ პირველი ნაბიჯებიც უფრო ადვილად გადავდგი, ვიდრე ეხლა ოფისიდან რომ გამოვდიოდი.
წამოვედი და ჩემი გული და გონება იქ დავტოვე. მასთან ვისთვისაც ყველაფერს დავთმობდი და რომელმაც ვერც კი მიცნო. მანქანაში ჩავჯექი და მის დაქოქვას ვერ ვახერხებდი, ძალა არ მქონდა. ვცდილობდი საღად მეაზროვნა და ემოციებს არ ავყოლოდი. რამდენჯერმე ვცადე კიდევაც უკან მიბრუნება მაგრამ დავიჭირე საკუთარი თავი. ანანო ამომიტივტივადა გონებაში და ძალიან შემრცხვა. გავაანალიზე რომ მასთან ვეღარ ვიქნებოდი და რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იქნებოდა. ამ წლების განმავლობაში თითქოს მივმალე და მივჩქმალე ეს სიყვარული რომელმაც დღეს ისევ იფეთქა და სრულიად წამლეკა. არ ვიქნებოდი მართალი ანანო რომ შემერთო და ფიქრებით სხვასთან ვყოფილიყავი. რაც შეიძლება მალე უნდა მომეგვარებინა ეს ამბავი. ვიცოდი ამით ანანოს ძალიან ვატკენდი გულ, მაგრამ მოტყუებაც არ შემეძლო. არც მისი და არც საკუთარი თავის.



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

საინტერესო და საყვარელი ისტორიის დასაწყისია.❤

 


№2  offline წევრი donald duck

სტუმარი თიკო
საინტერესო და საყვარელი ისტორიის დასაწყისია.❤

მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

რა საინტერესო ისტორიაა და რა რთული პერსონაჟოსათვის,დამაინტერესა ,რა იქნება შემდგომ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

ეს რა კარგი გოგო გამოჩნდი, კარგი ისტორიის დასაწყისია მომეწონა.

არ დააგვიანო ახალი თავების დადება და ბევრ მკითხველს შეიძენ.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent