შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ჩემი სიცოცხლე


20-08-2021, 21:06
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 039

გაფრთხილება - ისტორია ეხება სუიციდს.

1


ბოლო გამოცდა დავწერე და აუდიტორიიდან გამოვედი. როგორც იქნა ზაფხულს შევირგებდი, ესე ძალიან დიდი ხანია არ დავღლილვარ. უნივერსიტეტის მოსაცდელში დავჯექი და ჩემს მეგობრებს დავუწყე ლოდინი, რომლებიც ჯერ კიდევ თავს ამტვრევდნენ საერთაშორისო საჯარო სამართალს. „ესეც მეორე კურსი“ - გავიფიქრე ჩემთვის და სალომესაც მოვკარი თვალი, რომელიც აშკარად მე მეძებდა.
- სალო, აქ ვარ! - ხელი დავუქნიე ჩემს მეგობარს და ორ წამში სალომე წინ გამეჭიმა.
- ეს რა იყო, ღმერთო ჩემო! - იძახის სალომე და საფეთქლებს იზელს - ცხოვრებაში გამოცდა ესე ძალიან არ გამჭირვებია. ეს ლექტორი ჩაჭრაზეა, ყველაფერს ვფიცავ.
მე მეცინება, მაგრამ თან თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ. ეჭვის თვალით მიყურებს და თან მესიჯს უგზავნის ლანას, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა.
- შენ არ გაგიჭირდებოდა ქალბატონო, - მომახსენა ბოლოს მაინც სალომემ თავისი ფიქრები - მე რო ჯერ მესამე კითხვას ვწერდი, უკვე გადიოდი.
- რა ვიცი სალო, არ გამჭირვებია, ყველაფერი მეცნო, რაც მოიტანა - საჩქაროდ თავს ვიმართლებ - მაგრამ, მარტივი მართლა არ იყო, თან ხო იცი მე თავი დავაკალი ამ საგანს, ეგრევე ჯიპიეის ურტყავდა.
- რომელს არ დააკალი ჯერ ეგ მითხარი და - ერთად ვიცინით და ლანაც უერთდება ამასობაში დიალოგს.
- რა გაცინებთ, გიჟები ხართ? - წუწუნებს ლანა - ამ გამოცდის მერე ნორმალური ადამიანი უნდა ტიროდეს.
ფეხზე ვდგები და ჩანთას ვიკიდებ. რაც იყო, იყო მთავარია დასრულდა ეს სემესტრიც. ოღონდ ეხლა ამ შენობიდან გავიდე და მეტი არაფერი არ მინდა. როგორც იქნა გარეთ გავედით და საჩქაროდ გეზი ჩემი მანქანისკენ ავიღე.
- სად მირბიხარ, არ ავღნიშნოთ დასრულება? - მეკითხება ლანა და მაჯაზე მებღაუჯება.
- აი ეხლა აღნიშვნის თავი ნამდვილად არ მაქვს - ჩქარა ვპასუხობ - წამოდით, სახლებში დაგარიგებთ, კარგად გამოვიძინოთ და ხვალ აღვნიშნოთ, მე გპატიჟებთ.
გოგოები თავიდან უკმაყოფილოდ მიყურებენ, მაგრამ აშკარაა, რომ სამივენი ძალიან დავიღალეთ, ამიტომ უსიტყვოდ მომყვებიან.
- წინ მე ვჯდები - წივის სალო და ჯერ კიდევ ჩაკეტილი მანქანის სახელურს ეჭიდება.
- კაი, გოგო ნუ მოგლიჯე კარები, დამაცადე გავაღო - ღიმილით ვაწყნარებ სალომეს და კარებს ვუღებ.
- რა წესია, რაა... სულ შენ ზიხარ წინ, ერთხელ მეც მაღირსე - ეჭიდავება სალომეს ლანა და ჩაჯდომას არ უშვებს.
- ნორმალურ სიმღერებს რო მასმენინებდე ჩაგსვამდი - ამ ნათქვამს პასუხად სიჩუმე მოყვა და გამარჯვებული სალომე წინ გამოიწკიპა.
გოგოები სახლებში მივაბრძანე და საღამოს ცხრა ხდებოდა ჩემი კორპუსის წინ რომ გავაჩერე მანქანა. ჩანთას უნდა ამეღო, როდესაც ტელეფონში შეტყობინების ხმა გაისმა. კლასის ჩატში იწერებოდა გოგა.
- ბოლოს როდის დაიწერა ამ ჩატში, რა გაახსენდა - ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ჩატი გავხსენი. ნეტა არ გამეხსნა. სამჯერ წავიკითხე გოგას მოწერილი და ჯერ კიდევ არ მჯერა. სანამ მე მოწერილს ვაანალიზებდი ამასობაში ჩატი აფეთქდა.
„ გიორგი მეტონიძე გარდაიცვალა, თავი მოუკლავს დღეს დილით“ - წერს გოგა. ხელები ამიკანკალდა. თავი მოუკლავს?! არ მჯერა, გიორგი თავს არ მოიკლავდა.
„ ვიცოდი, რო ეგ ბავშვი რაღაცას გაიჩალიჩებდა“ - იწერება ვიღაცა, თვალები დანისლული მაქვს და ვეღარც ვატან აზრს მესიჯებს.
„ ეგ ხო ვენებს ისერავდა ხოლმე?“ - წერს ანა.
„აუუ, როგორ შემეცოდა“...
ჩატის ბოლოში ჩავედი და ტელეფონი ჩავაქრე. გიორგი ვენებს ისერავდა? როდის, რატომ, მე როგორ ვერ შევამჩნიე? გულს ბაგაბუგი გაუდის და სუნთქვა მიჭირს. 2 წელი ერთად ვისხედით, სულ იცინოდა. ვენებს როდის ისრდა, რაღაც ეშლებათ, შანსი არააა... ათასმა ფიქრმა ერთად გამიელვა და ტირილი წამსკდა. 12 წელი ერთად ვიჯექი კლასელთან, რომელიც ვენებს ისერდა და მე არაფერი ვიცოდი? საკუთარ კლასელს ვერ დავეხმარე და ვთვლიდი რო სკოლის წლები ბედნიერად გავატარე?
თითქოს მთელი ცხოვრება თავზე დამენგრა, სასწრაფოდ ავრბივარ კიბეებზე. ცრემლები ისევ ჩამომდის და კარებისთვის გასაღები ვერ გამიკეთებია, რომ როგორმე ბინაში შევიდე. სახლში შესული იქვე ჩავჯექი და ყველანაირად დაცარიელებულმა, რამდენ ხანს ვიტირე ისიც არ ვიცი.
აზრზე რომ მოვეგე, სასწრაფოდ წყალი გადავივლე და მობილური მეორედ გავხსენი. თან აღარც მინდოდა არაფრის წაკითხვა, როგორც ჩანდა, ჩემს გარდა ყველა კლასელს ძალიან ბუნებრივად მოეჩვენა ეს ამბავი. სასწრაფოდ მესიჯი დავწერე და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
„გოგა, სად არის სამძიმარი ხომ არ იცი? ან რომელზე??“
„ვაჟაზე ცხოვრობენ, ზუსტ მისამართს მერე მოგწერ, ხვალ უკვე იქნება სამძიმარიო“ მწერს გოგა.
„კარგი, არ დაგავიწყდეს ჩაგდება“ ვუბრუნებ პასუხს და საერთოდ ვუთიშავ მობილურს ინტერნეტს. საძინებელში შევდივარ და საათს ვუყურებ. 23:31 წითლად ციმციმებს ელექტრონულ ციფერბლატზე და მეც ვიძინებ.

დილით ზარმა გამაღვიძა.
- გისმენთ? - ჩახრინწული ხმით ვპასუხობ და თვალებს ვისრეს.
- სად ხარ გოგო, სად გაქრი? გუშინ რამდენჯერ მოგწერეთ?! - მახლის სალომე კითხვებს.
- ადრე დავწექი, მეძინებოდა - ვეუბნები მე და ვფიქრობ, ვუთხრა თუ არა ჩემს კლასელზე.]
- რამე მოხდა? ბოლოს ეგრე ადრე როდის დაიძინე ვერც ვიხსენებ - მეკითხევა სალომე და მეც ვხვნეში.
- კლასელი გარდამეცვალა, თავი მოუკლავს - ძლივს ვლუღლუღებ და ვცდილობ მეათასედ არ წამსკდეს ცრემლები.
- უი, რას ამბობ - ვერაფერს მეუბნება სხვას სალომე და ორივე ჩუმად ვართ.
- დღეს სამძიმარზე უნდა წავიდე და ვერ გამოვა რა შეხვედრა, - ისევ მე ვიღებ ხმას ბოლოს.
- რას ამბობ რა შეხვედრა, წადი ხო და მერე შევიკრიბოთ, რა გვეჩქარება - სწრაფად მპასუხობს სალო.
- კაი მიდი, ლანასაც აუხსენი რა... - ვეუბნები სალომეს და საუბარიც სრულდება.
მთელმა დღემ ისე გაიარა ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვიჯექი და ვფიქრობდი. ათასჯერ გავიხსენე გიორგი, რომელიც ხან გვერდზე მეჯდა და მელაპარაკებოდა, ხანაც სხვებთან ერთად იცინოდა. მათემატიკა გამოსდიოდა მაგრად და დაფასთან სულ ის იყვანდა ამოცანებს. ვიხსენებ ამ ყველაფერს და ყელში ბურთი მეჩხირება. ამასობაშიც გახდა ექვსი საათი და სასწრაფოდ გავედი სახლიდან. შავი მაისური და შარვალი ჩავიცვი, კლასიდან არავინ არ შემეხმიანა, გასვენებაზე აპირებდნენ ისინი მისვლას. მანქანით წასვლა ვერ გავბედე, ჩემ თავს ვერ ვენდე და ტაქსით მივედი დანიშნულების ადგილას.
ტაქსისტმა კორპუსს ძლივს მიაგნო. ლიფტი გამოვიძახე და ვიგრძენი თუ როგორ ამტკივდა თავი. ლიფტში შესული ისე ავნერვიულდი, კარები რომ არ დახურულიყო გავიქცეოდი უკან მოუხედავად. მეშვიდე სართულამდე ასვლას თითქოს ერთი საუკუნე მოვანდომე და კარები რომ გაიღო, პირველი რაც თვალში მომხვდა, კედელზე აყუდებული კუბოს თავსახური იყო. „ვაიმე ღმერთო, მართლა მოკვდა,“ გავიფიქრე და ავტომატურად შევაბიჯე ღია კარებში.
ზუსტად რას ველოდი არ ვიცი, მაგრამ რა სურათიც გადამეშალა იმას ნამდვილად არ მოველოდი. მისაღებ ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა მხოლოდ ერთი ქალი დამხვდა - გიორგის დედა. მივუსამძიმრე და სკამზე დავესვენე.
- გიცანი და ვერ გიცანი იქნებ შემახსენო, რომელი ხარ? - მეკითხება ნონა დეიდა და თვალებში მიყურებს.
- გიორგის კლასელი ვარ, ეთო ჯაყელი, - რაც შეიძლება ჩუმად ვპასუხობ და აღარ ვიცი სად დავიწყო ყურება. ვგრძნობ, რომ სადაცაა ტირილს დავიწყებ.
- სიმართლე გითხრა არ მეგონა, ვინმე თუ მოვიდოდა - აგრძელებს საუბარს ნონა. რამის თვალები გადმომცვივდეს, ვერ ვუჯერებ რაც მესმის - სიცოცხლე ისე დაასრულა, ნორმალურად გამარჯობა არავისთვის უთქვამს.
არც კი ვიცი, რა შეიძლება ვუპასუხო მსგავს სიტყვებზე და ხმას არ ვიღებ. მერე ავხედე და დავაკვირდი ნონა დეიდას. რო შევხედე შევცბი. არც ნამტირალევს ჰგავდა და ქუჩაში, რომ შემხვედროდა, ვერც მივხვდებოდი რომ შვილი გარდაეცვალა.
„ალბათ შოკშია,“ თვითონვე ვამართლებ კლასელის დედას და წასასვლელად ვემზადები.
- აჰ, მიდიხარ უკვე? - მეკითხება ნონა და უემოციოდ მიყურებს - იცი, პირველი ხარ დღეს ვინც სამძიმარზე მოვიდა. ალბათ ხვალაც არავინ მოვა. ნათესავებმა სიკვდილის მიზეზი რომ გაიგეს, საერთოდ გაქრნენ.
- მე... კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ნახვამდის, - გაშტერებული ვუყურებ ნონას და სიტყვებს ვეღარ ვპოულობ.
- მადლობა, ეთო. მაგრამ ვაი, რომ დიდად დამწუხრებული არც ვარ.
ეს სიტყვები თითქმის მომაძახა გარდაცვლილის ჭირისუფალმა, ისე ჩქარა გამოვვარდი ოთახიდან. კიბეებზე დავეშვი ლიფტთან აღარც მივსულვარ. მივრბოდი და ერთადერთ რამეს ვფიქრობდი „საკუთარ დედას არ აწუხებს შვილის სიკდვილი, თავს მოიკლავდა აბა რას იზავდა.“
სახლში მეტროთი გავედი, ვიჯექი დაცარიელებულ ვაგონში და ფიქრის თავიც აღარ მქონდა. სახლში მისულმა კი ტანსაცმელიც არ გავიხადე, ისე მივესვენე საწოლზე. გიორგი, რომ შემძლებოდა, გიშველიდი?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent