ნაკრების გული (თავი 8)
*** ცხოვრების ყველაზე უჩვეულო მომენტია, როცა დრო შენს გარეშე გადის. თითქოს, საკუთარი ჩარჩოებიდან გათავისუფლებს და მერე, ისევ გაბრუნებს და გაიძულებს იმ კონკრეტულს მოერგო. თვალებს, საავადმყოფოში ვახელ. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან ამ ცივი კედლების ხშირი სტუმარი ვიყავი, აქაურობას , თვალის გახელისთანავე ზუსტად ვცნობ. პალატაა. გამოდის, სერიოზული არაფერი მჭირს. ან, მთავარმა უკვე გადაიარა. - ალე, ალე, როგორ ხარ? - ყრუდ ჩამესმის ვაკოს ხმა და ვცდილობ, თავი მივატრიალო, მაგრამ მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ყელზე ფიქსატორი მაქვს და ეს, არ შემიძლია. - თვალები გაახილა, მადლობა ღმერთს, შვილო. - ახლა დედას ცრემლნარევი ხმა მწვდება მეორე მხრიდან. - ალე, ჩვენი გესმის ხო? რამე გვითხარი. ანუკიც აქაა? რა საშინელებაა თავს რომ ვერ ვანძრევ. - შვილო, როგორ ხარ, გტკივა რამე? - კარგად ვარ... - ვცდილობ, მყარად ვუპასუხო, მაგრამ მხოლოდ ჩურჩული გამომდის. - რა მოხდა? - რომ არ გამაფრთხილე და სახლიდან ისე წახვედი, ის მოხდა! - თავზე მადგება ანუკი და მის გაბრაზებულ მზერასაც, წამში ვეჩეხები. - რომ გაეფრთხილებინე, უშველიდი?! - მაშინვე ეპასუხება კვაშილავა. - აუ, მოკეტე რა. შენ რომ არ დაგერეკა, ყურადღება არ გაეფანტებოდა! - ტონი აკონტროლე, გოგო ხარ და არაფერს გეუბნები. - გოგო ხარ და არაფერს გეუბნები. - მისი ხმით აჯავრებს და უკვე ზუსტად ვიცი, ამას რაც მოჰყვება, თუმცა დროულად ერევა დედა. - ბავშვებო, ბავშვებო, ნუ ჩხუბობთ, ძალიან გთხოვთ. ყველაფერმა ჩაიარა, ხომ ხედავთ, ალე კარგადაა. თქვენ არცერთი არაფერში არ ხართ დამნაშავე. - მე არც არაფერში ვადანაშაულებდი, მანანა დეიდა. - სუნთქვას აყოლებს კვაშილავა. - აბა რატომ გამომიწვიე? ტყუილად გეძახდი მე შენ დის გულს. - მასე მხოლოდ მაშინ მეძახი, როცა რამე გჭირდება. დიახ, მაშინ ხდება ყველა შენი ძმა და მეგობარი. - ერთი ამ თავხედს შეხედეთ თავში როგორ ავარდნია. - ანუკი, ვაკო, რა გემართებათ. - დიდი ძალისხმევით ვწევ ხელებს მაღლა, რომ როგორმე გავაჩერო. - ალე, კარგად ხარ?- მაშინვე ჩემზე გადმოაქვს ორივეს ყურადღება. - თუ ასე გააგრძელებთ, აღარ ვიქნები... - გეყოფათ, გაჩერდით უკვე. ორი ზრდასრული ადამიანი ხართ. ეს რა ქცევაა? თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, გარეთ გადით. საპასუხოდ, ორივე ოხრავს. იმის მიუხედავად, რომ ბაღიდან მოყოლებული სულ კინკლაობენ და ჩხუბობენ, ამის შემყურემ, პირველად ვიგრძენი მათ ჩხუბში რაღაც სხვა. თითქოს, ვაკომ მართლაც განგებ გამოიწვია, მაგრამ რატომ გააკეთა ეს? არა, შეუძლებელია, ნამდვილად რაღაც მეჩვენება. ნელ-ნელა,.მთელს სხეულში იღვიძებს ტკივილი და გამორიცხული არაა, ამასაც ეთამაშა რაღაც როლი ჩემი ფიქრების არევაში. - ფეხი ხომ არ გტკივა დედა? საწოლის კიდეზე ჯდება მანანა და მკლავზე მადებს ხელს. - არა, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს. - ალე, დედიკო, არ შეგეშინდეს, მაგრამ... - ვაკოზე გადააქვს მზერა, თითქოს მისგან ელოდება დასტურს, მითხრას თუ არა. - მაგრამ? რა ხდება, დედა? - ცუდის მოლოდინში მაშინვე მიჩქარდება გული. - ექიმმა თქვა, რომ მოტეხილი გაქვს დედა... - რაა?! - თავისით მეყვირება. არა, ჯანდაბა. რა აღარ დამმართნია, რისთვის აღარ გამიძლია. ნუთუ, საკმარისი არ იყო. რატომ, რატომ ასეთი რა დავაშავე. ცრემლები მაწვება. ამ ბოლო დროს, საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებ ემოციებს. - არ ინერვიულო, ერთნაირი ყავარჯნებით ვივლით. - თავზე მადგება და ისე მიკრავს თვალს კვაშილავა - მთავარია, უფრო სერიოზული არაფერი გჭირს. - ვაკო მართალია შვილო, ღმერთს მადლობა უფრო სერიოზული არაფერი გჭირს. - ესეც სერიოზულია. - ხმადაბლა ამბობს ანუკი, თუმცა მაინც მესმის. - და... ის ვინც დამეჯახა? - მხოლოდ ახლა მახსენდება. - პოლიციაში გდია! - უხეშად მპასუხობს კვაშილავა - დაბოლილებ.ი დადიან, ყველაფერი მაგის ბრალია! თუ უჩივლებ... - არა, ვაკო. - ხელის აწევითაც ვანიშნებ. - ჩემი ბრალი უფრო იყო, ტელეფონზე მქონდა მთელი ყურადღება და ვერ დავინახე. - ეგ ტელეფონი უნდა გადააგდო! - თითის ქნევით მემუქრება ანუკი. - შენ თუ არა, მას უნდა გამოეჩინა ყურადღება, შვილო. უფრო სერიოზული რომ დაგმართნოდა რამე? ცოცხალი რომ ვერ გადარჩენილიყავი? - დედა, გთხოვ. ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. არ მინდა, რომ ვუჩივლო და პრობლემები შეექმნას. - იცი, რომ მოტეხილი ფეხით წელიწადი შეგექმნება სიარულში პრობლემა?! - ანუკი... მას განგებ ხომ არ უქნია, მაგრამ მე თუ გავაკეთებ, განგებ გავაკეთებ. არავინ არ იმსახურებს ცუდს. - არც შენ იმსახურებდი. - დედა, გთხოვ რა... მე ხომ ვიცი, რომ ეს შემთხვევა ჩემი ბრალი უფრო იყო. - კარგი. - ოდნავ მიქნევს თავს. - წავალ პოლიციაში და ვეტყვი, რომ არ გინდა საჩივრის დაწერა, კმაყოფილი ხარ?! - დედა, ძალიან გთხოვ. ნუ გაქვს ასეთი ტონი რა... მე მართლა კარგად ვარ. საპასუხოდ, უბრალოდ ოხრავს და ჩანთას იღებს სკამიდან. - ნუციკო დაძინებული დავტოვე, რომ გაეღვიძოს, ბებიამისი ვერც მიხედავს. სახლშიც შევივლი და გვიან დავბრუნდები დედა, კარგი? - არა დედა, ბავშვთან დარჩი, მე კარგად ვარ. - ალე მართალია, ბავშვს ნუ დატოვებთ. თან ჩვენც აქ ვიქნებით, მანანა დეიდა. - არა, ვერ მოვისვენებ... - დედა, ნუციკოზე იფიქრე. მე ბავშვი აღარ ვარ. უკმაყოფილოდ ოხრავს და მერე, შუბლზე ისვამს ხელს. - კარგი... დაგირეკავ - ხოლმე დედა და დილას მოვალ მაშინ. - კარგი. ოდნავ მიღიმის და გასასვლელისკენ იღებს გეზს. ღმერთო... ჩემს ცხოვრებაში სიურპრიზები არ მთავრდება. *** დედას წასვლის შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტ წუთში, ექიმი შემოდის და ჩემს მდგომარეობას ამოწმებს. მერე, უნდა გაგსინჯოო და ვაკოს და ანუკის, ერთმანეთის მიყოლებით უშვებს გარეთ. განსაკუთრებული არაფერი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მოტეხილობასთან ერთად, მსუბუქი ტვინის შერყევაც მქონია. დიდი მონდომებით მაფრთხილებს, რომ სტრესს და ნერვიულობას უნდა მოვერიდო. (ჰაჰ, თითქოს ეს შემიძლია) გასვლამდე კი ექთანს, რაღაც მითითებას აძლევს და ეს უკანასკნელიც, ნემსს აჩენს არსაიდან. ჩვეულებრივ ამ პატარა შპრიცის ძალიან მეშინია, მაგრამ ვინაიდან კათეტერი უკვე ხელში მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ არ მეტკინება ოდნავ ვმშვიდდები. ტკივილგამაყუჩებელიაო - მაფრთხილებს, თუმცა ისე მეძინება, საერთოდ აღარ მესმის, ამ სიტყვის მერე, რას მელაპარაკება. მგონი, ცხოვრებაში პირველად არაფერზე არ ვფიქრობ ძილის გარდა და ჰო, ეს კარგი შეგრძნებაა. სასაცილოა, უბრალოდ. მაინც და მაინც მანქანას უნდა დაერტყა, ფიქრებს რომ მივეტოვებინე?! *** არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, თუმცა თვალის გახელისთანავე ფანჯრისკენ ვაპარებ თვალს და იქ, მხოლოდ სიბნელეს ვეჩეხები. ანუ დაღამდა. პალატაში არსებული დაბალი განათება, თითქოს, რაღაც მყუდრო გარემოს ქმნის და ვერაფრით ვხვდები, ეს მართლა ასეა თუ ტვინის შერყევის გამო ჰალუცინაციები დამეწყო. ნეტავ ანუკი და ვაკო სად არიან. მარჯვენა ხელით ვწვდები ტუმბოზე მყოფ ტელეფონს და ეკრანს ვანთებ. რა? ამდენი გამოტოვებული ზარი ბოლოს როდის მქონდა აღარც მახსოვს. ' დედა' , 'დეიდა' , 'ბიძია' , 'ნიკა' , ' ბიძია ნომერი 2 - შალვა' პირველი რომელს გადავურეკო? ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანს მაინც ნიკაზე ვაჩერებ და ვრეკავ, თუმცა ყურთან მიტანასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე მპასუხობს. - დეიდაშვილო, არ გრცხვენია? გავთავდი, შენზე ნერვიულობით. ლამის ფეხით ჩამოვედი თბილისში. ჰო, სანამ დამავიწყდა. ნიკა გიდია და თავისი პროფესიის გადამკიდე, ყოველ დილას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იღვიძებს. - დეიდამ რომ მითხრა, გონს მოვიდაო, იქიდან მოყოლებული ათასჯერ გირეკავ, სად გაქვს ტელეფონი? ოხ, დედა. მაშინვე მთელს სანათესავოში გაავრცელა. - კარგად ვარ, ნიკა. უხმოზე მქონდა და მეძინა. - გეძინა? შუადღეს გეძინა? რატომ, რამე ხდება? - არა, არ ვიცი. მეძინებოდა და დავიძინე, რამდენ კითხვას მისვამ? - ხო, რავი ტოო. ავნერვიულდი, შენ და დღე ძილი? - შენ რაშვები? - მე რავშვები? გოგო, ფეხი გაქვს მოტეხილი და შენ ჩემზე ფიქრობ? - ვაიმეე, ფეხი მაქვს მოტეხილი, წელში კი არ ვარ გადამტყდარი და სიკვდილს კი არ ვებრძვი. კარგი წავედი, შენ გარდა კიდევ ათასგან მაქვს გადასარეკი. - მომწერე მერე. - კაი, მიდი. სწრაფად ვუთიშავ და ახლა, დედასთან ვრეკავ. ჩვეულებრივი, ტიპური საუბარი. მერე დეიდა, ბიძია, მეორე ბიძია, ანუ შალვა. ყველა მპირდება, რომ ხვალ მოვა ჩემს სანახავად. მათ სიყვარულს, სითბოს ვგრძნობ, მაგრამ... მაგრამ მაინც არ მშორდება შეგრძნება, რომ ცარიელი ვარ. სრულიად ცარიელი, მის გარეშე. ნეტავ როგორ ჩაფრინდა, ან ახლა რას აკეთებს... მენატრება. საშინლად მენატრება. ნელ-ნელა, თავისით იწყებს ფიქრები მის გარშემო ტრიალს და გუშინდელი საუბარი მიდგება თვალწინ. მერე ჩახუტება. ჩვენი პირველი ჩახუტება, რომელიც მისთვის საერთოდ არაფერი არ იყო, ჩემთვის კი მთელი სამყარო. ღმერთო... ნეტავ სწორად მოვიქეცი მეგობრობაზე რომ დავთანხმდი? უკვე მიჭირს. უკვე ძალიან მიჭირს... კარის გაღების ხმა მესმის და სწრაფად ვიწმენდ თვალზე მომდგარ ცრემლებს. ვაკოა. ყავარჯნით ვცნობ და არც ვცდები. აშკარად არ ელოდა, რომ მეღვიძა და კარგად შესამჩნევი გაკვირვებაც ესახება სახეზე. - ალე, როდის გაიღვიძე? მოსაწევად გავედი და... - სკამს სწევს და სახე დამანჭული მიჯდება გვერდით. - ძნელია? - რა? - ყავრჯნით სიარული. - თვალითაც ვანიშნებ. - იმასთან შეგუება უფრო ძნელია, რომ ვერ ვითამაშებ. თავს ხრის და კისერზე ისვამს ხელს. ჩემი პრობლემების გადამკიდე, ნორმალურად ვერც კი დავუდექი გვერდით. - მე რანაირი მეგობარი ვარ.- თითქოს გავიფიქრე, მაგრამ წამსვე რომ მისწორებს დაბნეულ მზერას, ვრწმუნდები, რომ ხმამაღლა მომივიდა. - ვერგავიგე? - არაფერი, ვაკო. უბრალოდ... - ვერ ვწყვეტ, ვუთხრა თუ არა, მაგრამ რომ არ ვუთხრა, მაინც არ მომეშვება - ისე ვარ საკუთარ პრობლემებში ჩაძირული, გვერდით ვერ გიდგავარ მაშინ, როცა ეს გჭირდება. კარგი მეგობარი არ ვარ, შენგან განსხვავებით. - აბა რას ამბობ, ალე. შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ. - მკლავზე მადებს ხელს. არ ვიცი რა ვუპასუხო და უბრალოდ ვუღიმი, ისიც იმავეს აკეთებს და მერე, სკამის საზურგეს ეყრდნობა. ისევ სიჩუმე ისადგურებს. ვერ ვიტან ასეთ მომენტებს. ყოველთვის, ყველა მე მელოდება, რომ საუბარი გავაგრძელო ან წამოვიწყო. მე კი ეს, არასოდეს გამომდის ნორმალურად. - კარგად ხარ? - ფრთხილად ვაპარებ. არ მიყურებს, თითქოს ვერც გაიგოო. უკვე ვფიქრობ, რომ ზედმეტად ხმადაბლა მომივიდა და გამეორებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად მაშინ მპასუხობს. - არა... შენ? - არა. - ღრმად ვსუნთქავ. - ვაკო ეს დასასრული არაა, პოლონეთთან თუ არა, ესპანეთთან მაინც შეძლებ თამაშს. - იმედია, ალე. თუ ვერ შევძლებ, ჩემი ბიჭების იმედი მაქვს. ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ... შევცდი. ამას არ გულისხმობდა, როცა 'არა' მიპასუხა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ესეც ანადგურებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა. - ტაბას ელაპარაკე? მოვიდა? - სანამ მე ფიქრებში ვარ ჩაძირული, სწრაფად მიცვლის თემას. მხოლოდ ახლა მკრავს თავში ჩემი და ვაკოს საუბარი მანქანაში. ისიც ხომ უნდა დალაპარაკებოდა, ვუთხარი არა - მეთქი და არა, მაგას ნუ მთხოვო. საინტერესოა რა უთხრა. - შენ ელაპარაკე? - კითხვას ვუბრუნებ. - ვერ გეტყვი, რომ მაინც და მაინც შედეგიანი მეჩვენა. საერთოდ... მასთან საუბარი ყოველთვის რთულია. რაღაცას რომ ვეუბნები, 5 წუთი ფიქრობს, თითქოს ორაზროვნად ვეუბნებოდე და შინაარს ვერ ხვდებოდეს, მარტო ამის შემდეგ მპასუხობს - ხოლმე, ან უბრალოდ თავს მიქნევს. - ოდნავ ეღიმება - თორდია იძახის, ლაპარაკი არ არის მაგის ძლიერი მხარეო და გეფიცები მართალია. - არ ინერვიულო, ყველაფერმა ჩაიარა, მოვგვარდით. - ბოდიში მოგიხადა? - წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე. - მეც დამნაშავე ვიყავი, რაღაც მხრივ. ზედმეტი მოგვივიდა ერთმანეთთან და ეს ორივემ გავიაზრეთ, მთავარი ესაა. აღარ გვინდა ამაზე. - მიხარია, თუ მოგვარდით. - მხრებს იჩეჩავს და კვლავ არ მაშორებს უცნაურ მზერას. დამეფიცება, ახლა მეც მსგავსი მზერა მაქვს მის თვალში. ოხ, როგორ ვერ ვიტან ასეთ მომენტებს. ორივეს გვაქვს რაღაც, რასაც ერთმანეთს არ ვეუბნებით და ორივემ ვიცით, რომ ეს ასეა. ჰო, მე არ ვეუბნები ჩემი სიყვარულის შესახებ, რადგან... არ ვიცი, არ მაქვს გამბედაობა. ამის აღიარება, თქმა, ძალიან ძნელია. მითუმეტეს მის მკაცრ მზერასთან, მაგრამ ახლა, როცა ერეკლემაც კი იცის, მასაც უნდა ვუთხრა. ჰო, უნდა ვუთხრა და მასაც უნდა ვათქმევინო ის, რასაც მიმალავს და ასე ეტყობა. თუ ჩუმად ყოფნას გავაგრძელებთ, უფრო დავშორდებით ერთმანეთს. ვინ იცის, ზუსტად ამ სიჩუმის დამსახურებაა ის, რომ არ მიყვება. მეც ხომ გავჩუმდი, მეც არ ვუთხარი... უფროსწორად ვერ. ღრმად ვსუნთქავ და მთელს გამბედაობას ვიკრებ. - შენი აზრით, მეგობრობა რთულია? - გააჩნია, ვისთან... - ისევ მხრებს იჩეჩავს. ვისთანო? და მერე კიდევ იტყვის, მე ორაზროვნად არ ვლაპარაკობო. - არ ვიცი, მაგალითად იმ ადამიანთან, ვის მიმართაც სხვა გრძნობები გაქვს... - ცოცხლად სიკვდილის პონტია, რა. - წამში მპასუხობს და თან, ოდნავ ეღიმება. - ვის გულისხმობ?! - მაშინვე მიმკაცრდება ხმა. - და შენ ვის გულისხმობ?! - წამსვე სერიოზულდება ისიც. ღმერთო, ცალმხრივად შეყვარებული საკუთარი თავი არ მეყოფოდა? აი, მივიყვანე თუ არა თემა იქამდე, თავისით შეეცვალა მზერა. ეს მზერა... რატომ, ვაკო. ამ გრძნობისთვის, მტერი არ მემეტება, შენ ხომ საერთოდ... ღრმად ვოხრავ. ისიც იმავეს აკეთებს. აღიარების დროა და როგორც ყოველთვის, ჯენტლმენურად მითმობს. - მე ერეკლე მიყვარს. - ხმადაბლა ვამბობ. - ხო, ვიცი. - ოდნავ მიქნევს თავს. - რაა? საიდან? როგორ? ანუკიმ გითხრა, ხო? - ყველა კითხვას ერთად ვაყრი. - არა, ერეკლემ. თვითონ ერეკლემ გითხრა, არა? მოვკლავ. - დაწყნარდი, არავის არაფერი უთქვამს. ან საერთოდ რად მინდოდა თქმა, ყველაფერი სახეზე გაწერია. მის სახელს რომ ვახსენებ, თვალები გიციმციმებს და როგორ ცუდ განწყობაზეც არ უნდა იყო, მაშინვე გეღიმება. შენ მე რა უნდა დამიმალო, ოღონდაც. ამდენი წელია გიცნობ, რომც დამიმალო, მაინც მივხვდები. უცნაური გრძნობა მაწვება. მიხვდა. მას თქმაც არ დასჭირდა, ისე მიხვდა. მე კი მხოლოდ დღეს ვიეჭვე რაღაც. ამდენად უყურადღებო ვარ? - და მე რატომ ვერ ვხვდები?! - ისე ვუბრაზდები, თითქოს მისი ბრალი იყოს. - რას? - იმას, შენ ვინ გიყვარს. ღრმად ოხრავს. - საიდან მოიტანე, რომ ვინმე მიყვარს. - ვაკო, კარგი რა. აღარ გვინდა ეს საიდუმლოებები, ვინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი. ვიცი, არასწორად მოვიქეცი, რომ თავიდანვე არ გითხარი, მაგრამ... - ნუ მიხსნი, ალე. მესმის და არ გიბრაზდები. ადვილი არაა ამაზე ლაპარაკი და შენგანაც იმას ვითხოვ, რომ გამიგო. - მაგრამ მე ვერ ვხვდები შენ ვინ გიყვარს. შენ მიხვდი და ჰო, გასაგებია. არც მე ჩაგეძიები ზედმეტად, უბრალოდ სახელი მითხარი, ვიცნობ? ისევ არაფერს არ მპასუხობს. ასე იგი, ვიცნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელს მაინც მეტყოდა. ღრმად ვსუნთქავ და შუბლზე ვისვამ ხელს. - ისე, ანუკი სადაა ამ გახსენებაზე? - მხოლოდ ახლა მკრავს თავში, რომ მას შემდეგ არ მინახავს, რაც ექიმმა გაუშვა პალატიდან. - სახლში... ანუ, სახლში წავიდა გამოვიცვლიო და მოვა. წესით, უკვე მალე. - ისე მპასუხობს, საერთოდ არ მიყურებს თვალებში და ამის გადასაფარად, ტელეფონს იღებს ვითომ საათის შესამოწმებლად. მაგრამ საათი ხომ კედელზეცაა. დაიცადე... მეჩვენება, თუ ანუკის ხსენებაზე დაიბნა. - ერთი წუთი შემომხედე, რა. ისეთი შეწუხებული ხმით ვეუბნები, აშკარად ჰგონია, რომ რაღაც მაწუხებს და მაშინვე მისწორებს თვალს. - ანუკი... - რა ანუკი? თვალწინ, მათი ჩხუბი მიდგება. მაშინაც იყო რაღაც. რაღაც სხვა, როცა მეგონა, რომ მომეჩვენა. - ჯანდაბა. შენ რა, ანუკი გიყვარს?! - თვალები მიფართოვდება. მაშინვე დამნაშავესავით ხრის თავს. - ვაკო, ახლა არ გავაფრინო. თქვენ ხომ... და-ძმასავით... - რა და-ძმასავით? როდის დამიძახია მისთვის და? თვითონ მეძახის დის გულს. არ უარყო. ღმერთო, ჭკუიდან გადავალ. ამდენი ხანი. ამდენი ხანი თვალწინ მყავდნენ და ვერაფერს ვერ მივხვდი. - ეს... ეს, როგორ... - კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან. - დაივიწყე რა, ალე. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - გოგო ძმასავით გიყურებს, რამხელა დარტყმა იქნება, ეს რომ გაიგოს, ღმერთო... - იცოდე თუ რამეს ეტყვი, არასდროს გაპატიებ. გეფიცები, მართლა. - ხმა უმკაცრდება. - კარგი რა, ვაკო. ასე მიცნობ? რა უნდა ვუთხრა... - ღრმად ვსუნთქავ. აღარაფერს მპასუხობს. თვალწინ, ისევ მათი ჩხუბი მიდგება. - თუ ასეა, რატომ გამოიწვიე წეღან? ძალიან გინდოდა, რომ ნერვებმოშლილიზე გაელანძღე? - კი. - ისევ არ მიყურებს. - რა კი, ვაკო? - მინდოდა, ხო, ალე. მინდა, რომ მეტკინოს მისი სიტყვები. მინდა, რომ გადამიყვარდეს, შემძულდეს, არ ვიცი! აღარ შემიძლია, გესმის?! აღარ შემიძლია ასე! - მაშინვე ყავარჯენს ავლებს ხელს და ფეხზე დგება. - მინდა, რომ შორს იყოს, მაგრამ როცა შორსაა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავ. ახლოსაა და შიგნიდან მეწვის რაღაც. ეს გრძნობა ნელ-ნელა მანადგურებს. მე კი ვერაფერს ვერ ვაკეთებ! - უთხარი, ვაკო... - არ შემიძლია! ეს უარესია, ალე. მისი თვალები... ხო, მისთვის ძმა ვარ. წარმოიდგინე, მე რომ შენ გითხრა ახლა, სხვანაირად მიყვარხარ - მეთქი. - გული დამარტყამს... - ხო. ჩემგან გაიქცევა, მე კი მისგან შორს ყოფნა არ მინდა... - ვისგან შორს ყოფნა არ გინდა? - მოულოდნელად გვადგება თავზე ანუკი და ჩვენი საუბარიც, წამში წყდება. იმდენად ვიყავი ჩართული, ვერც გავიგე როდის შემოვიდა. მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს კვაშილავა და მერე, ვითომც არაფერი, სკამს ასწორებს. - დიდი ხანია მოხვედი? - სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ. - არა, ამ წამს. რას განიხილავდით, არ გამანდობთ? - რამდენიმე ნაბიჯით გვიახლოვდება და ინტერესით გვაკვირდება ორივეს. - ისეთი არაფერი, რაც არ იცი. - ისევ მე ვპასუხობ - უბრალოდ ვაკო ამბობდა, რომ ფეხბურთისგან შორს ყოფნა არ უნდა. ოდნავ კრავს წარბებს და მერე, კვაშილავაზე გადააქვს მზერა. - კაი რა, ყველაფერი გაივლის. რა იყო, ისევ არ მელაპარაკები? ბოდიში ხომ მოგიხადე გარეთ. არაფერს არ პასუხობს, რასაც ანუკის ოხვრა მოჰყვება. სწრაფად მირბის მასთან და ლოყაზე კოცნის. ამ წამს, ისე მიჩქარდება გული, თითქოს მე ვიყო ვაკოს ადგილას. - მაპატიე, რაღა იყო და ნუ ხარ ასეთ განწყობაზე. - მხარზე ეკიდება და მე მიკრავს თვალს. - ხასიათზე უნდა მოვიყვანო. - კარგი, ან. დამანებე თავი. - მის მოშორებას ცდილობს, მაგრამ ანუკის მოშორება მაშინ, როცა თავად არ უნდა ეს, გამორიცხულია. - შეხედე როგორ გავალამაზე ტუჩსაცხით? - ოდნავ ეღიმება - მოდი მოგაშორო... - ანუკი. - მაჯაში ჰკიდებს ხელს, თუმცა ამჯერად მეორე ხელით ეხება ლოყაზე და ვაკოს, წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ არ შეუძლია. - დის გული. - ახლა კისერზე ეკიდება. ღმერთო, როგორ უძლებ ვაკო... ლამის ავღრიალდე. - ერთი წუთით, მომისმინეთ! - ხმამაღლა თქმა მინდოდა, მაგრამ მგონი ყვირილი გამომდის. წამსვე უშვებს ხელებს ანუკი და ჩემს საწოლთან მორბის. კვაშილავა არ ინძრევა. სახეზეც კი არ აქვს ემოცია, რა თქმა უნდა, ზუსტად მიხვდა რატომაც გავაკეთე. - რა გჭირს, ალე? კარგად ხარ? რამე გტკივა? ექიმს დავუძახო? - ყველა კითხვას ერთად მაყრის. - კარგად ვარ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, სახლში წადით - მეთქი. მეც დავიძინებ, დილას დედაც მოვა. - ღადაობ? მაგისთვის დაიყვირე? - დამეყვირა, ანუკი. - არანორმალურო, გული გამისკდა. - თვალებს ატრიალებს. - მართლა ვამბობ, აქ ტყუილად უნდა იყოთ. თან მეძინება უკვე... - დარწმუნებული ხარ? - კი, ანუკი. წადით... უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და ფეხზე დგება. - მიმიყვან ჩვენო უუმაგრესო კაპიტანო? - მაცდურად უღიმის კვაშილავას - თუ ტაქსით წავიდე? - მიგიყვან. - მოკლედ პასუხობს და თვალებით მემშვიდობება. - თუ რამე დაგჭირდება, მაშინვე დამირეკე. რა დროც არ უნდა იყოს. - ხვალ ისევ მოვალთ. - კარგი, დროებით. - ოდნავ ვუღიმი და გასასვლელისკენ მიმავალთ, თვალს ვაყოლებ. ღმერთო... აი ახლა ნამდვილად დავმარცხდები ძილთან. ეს ემოციები გამათენებინებს. *** მას შემდეგ, რაც მარტო ვრჩები, მოუსვენრობა მიპყრობს. თითქოს, საკუთარ თავში ვეღარ ვეტევი. ძალიან მინდა ავდგე და აქეთ-იქით მაინც ვიარო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ შემიძლია. როგორ აღარ ვცდილობ ყურადღების გადატანას, მაგრამ არაფერი გამომდის. გონება, გაფუჭებული კასეტასავით მხოლოდ ვაკოს სიტყვებს მიტრიალებს და მაიძულებს, მარტო ამაზე ვიფიქრო. ჯანდაბა. რა ძნელია, როცა ზუსტად იცი, რა გრძნობაა და როგორ ტანჯავს ადამიანს. შინაგანად ანგრევს და ანადგურებს. ბოლომდე გესმის და ვერაფერს ვერ აკეთებ დასახმარებლად. ღმერთო... რატომ არის ჩემს გარშემო ამდენი ცალმხრივი სიყვარული? როგორც ჩანს, ცხოვრებამ გადაწყვიტა, რომ დამცინოს. ნერვებმოშლილი ვიღებ ტელეფონს და ინსტაგრამს ვხსნი, თან გულში ვიმეორებ, რომ 'ყურადღება უნდა გადავიტანო'. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხერხიც ფუჭია, თუმცა ახალ შეტყობინებებში ისეთი რამ მხვდება, ჭკუიდან გადავდივარ. 'Taba21 - started following you' რაა? - გამომიწერა. ერეკლემ ინსტაგრამზე გამომიწერა. გული მიჩქარდება, ხელები მიკანკალებს, მთელი სხეული მიხურს. ასეთი შეგრძნება, ცხოვრებაში არ მქონია. მან... მე გამომიწერა. ანუ ჩემს გვერდზე გადმოვიდა? მან ჩემი გვერდი ნახა. ღმერთო, ვერ ვიჯერებ. ეს რა ხდება. ხელებში ძალა მეცლება და ტელეფონი გულზე მივარდება. მაშინვე ვიღებ და ისევ შეტყობინებებში შევდივარ. არა, ცოტა ხანს უნდა ვუყურო, რომ როგორმე დავიჯერო. ნამდვილად, ამის გარდა სხვას არაფერს ვაპირებ, თუმცა ისევ მომდის შეტყობინება და წამში მავიწყდება ის, რასაც ვაპირებდი. ჯერ ისევ მიკანკალებს ხელები, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ გახსნას და... ვაიმე, მომწერა. ჯანდაბა. 15 წლის თინეიჯერივით ვიქცევი ახლა. მომწერა, ხო. რა მოხდა მერე. თვითონ არ მითხრა მოგწერო? ღრმად ვსუნთქავ, მთელს გამბედაობას ვიკრებ და შეტყობინებას ვხსნი. 'როგორ ხარ?' ტიპური კითხვა. ხო, აბა სხვას რას ველოდებოდი?! 'კარგად, შენ? - სწრაფად ვუბრუნებ პასუხს. წერს. რას წერს ამდენი ხანი? ღმერთო უნდა დავმშვიდდე, 1 წუთიც არ გასულა ჯერ. 'რავიცი, გადაღლილი.' 'რატო არ გძინავს?' მეორე შეტყობინებასაც აყოლებს. ინსტიქტურად, საათზე ვიყურები. პირველი ხდება. რა, ძალიან გვიანია? არ შეიძლება რომ არ მეძინოს? 'შენ რატომ არ გძინავს?' - თუ ადვილია, თვითონ მიპასუხოს. 'ადრეა ჯერ, ჩემთან' - თან ღიმილის ემოჯებსაც აყოლებს. არა, ჯანდაბა. ესპანეთის დრო... ეს როგორ არ გამახსენდა? რა დრო ახლა ესპანეთში? სწრაფად შევდივარ ჩემს გადამრჩენელ გუგლში და საძიებო ველში 'ესპანეთის დროს' ვწერ. დიდი არაფერი. დაახლოებით 2 საათით ყოფილა უკან. ანუ სადღაც 11 საათი იქნება. ისევ ინსტაგრამს ვუბრუნდები და ახალი შეტყობინებაც მხვდება. 'სად გაქრი?' 'აქ ვარ' 'მუღამზე ვარ, რაღაც. ახლოს რომ ვიყო, ნერვებს მოგიშლიდი :დ' რაო? დავიჯერო, ისევ ძველი ერეკლე დააბრუნა? ვერ ვიგებ, რატომ უყვარს საკუთარი თავის ეს ვერსია ასე ძალიან. 'და მანდედან რა გიშლის ხელს?' აღარაფერს მწერს. რა, გადაიფიქრა? უკვე ნერვები მეშლება. საერთოდ რამ მიმაწერინა ეს. რაღაც მზაკვრულს ფიქრობს ახლა. თითებს ტელეფონზე ვათამაშებ და გონებაში, ვარიანტების განხილვას ვიწყებ, მაგრამ რა ხდება. არა, ჯანდაბა. ვიდეო ზარით რეკავს. ვაიმე, მართლა რეკავს. ახლა რა გავაკეთო, საშინლად გამოვიყურები ამ ფიქსატორში მაინც. ვაიმე, გული ამომივარდება ახლა. ერთ ხელს, კამერას ვაფარებ, მეორეთი ვპასუხობ და სწრაფადვე ვთიშავ კამერას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კამერა ჩართული აქვს, მხოლოდ მუქი ფერის ჭერს ვხედავ და ჭაღს. სადღაც უდევს ტელეფონი, მაგრამ... დაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე ხელში იღებს და ჩვეული ქარიზმით იწევს თმას. რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს ელაპარაკება ვიღაც ესპანურად და თავადაც იგივე ენაზე უბრუნებს პასუხს. მერე კიდევ რაღაც ეუბნება, თუმცა უბრალოდ ხელს იქნევს და შედარებით ხმადაბლა, ქართულად პასუხობს. - ოო, ნახუ.ი რა. რა თქმა უნდა, ქართველების შეუცვლელი ტაქტიკა. არ ესმის და ყველაფრის თქმა მოსულა. - ნერვები მომიშალა. აფსუს, ჩემი ნაკრების ბიჭები. კამერა რატომ გაქ გამორთული? - ისე. - რა ისე, ჩართე რა, ფოტოს ველაპარაკო? - თვალებს ატრიალებს. ღმერთო, რატომ მჭირდება უარის სათქმელად ამხელა ძალისხმევის მოკრება?! - ვერა, საწოლში ვარ. - მერე რაა, შიშველი ხარ საწოლში? თუ გეშინია, რომ უმაკიაჟოდ არ მომეწონები? - ისევ ეს ირონია. არა, ისე აქვს სისხლში გამჯდარი, სუნთქვა არ შეუძლია ამის გარეშე. - ნუ სარგებლობ იმით, რომ შორს ხარ და ვერ შემოგარტყამ. - ოო, რას ბაზრობ ახლა. თითქოს მანდ რომ ვიყო, ეგ შეგიძლია - სიცილით ჯდება საწოლზე და ბალიშებს ასწორებს. - სადაც იმ იდიოტს გავუტეხე ცხვირი... - არა, ვიცი, რომ ძალა გერჩის. მაგრამ ჩვეულებრივ, ჩემს წინ კარგავ - ხოლმე. - ერეკლე! - კაი, ვჩუმდები. მარა აღიარე, ჩემზე ბრწყინვალედ ვერავინ გიშლის ნერვებს. - ნელა წვება საწოლზე და ისევ თმას ისწორებს. ნარცისი. დღეში, რომ დათვალო ალბათ ასჯერ მაინც ისვამს თმაზე ხელს. - სერიოზულად მოქცევა, სტადიონის გარდა არსად არ შეგიძლია, ხო? - დიდი ძალისხმევა მჭირდება. აი, გუშინ შენ რომ გელაპარაკე, მთელი ძალ-ღონე გამომეცალა და დღეს იმდენჯერ მივქარე ვარჯიშისას, მწვრთნელი სერიოზულად ფიქრობს უკვე ჩემს რეზერვში გადაყვანას.- ღრმად ოხრავს და იმდენად ეცვლება სახე, ირონიის ნატამალიც აღარ აქვს არსად. - სერიოზულად?! - არა, დაგაბოლე.- ისევ სიცილს იწყებს და ოდნავ ხრის ტელეფონს. - დეგენერატი ხარ! - შეგეშინდა? აღარაფერს ვპასუხობ. მართლა გამიხეთქა გული. - კაი, ჩართე რა კამერა. მინდა დაგინახო... - ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა - ხოლმე. - იცოდე, მაგრად გამიტყდება. - რა შეიცვლება იმით, თუ დამინახავ? - არ ვიცი, უბრალოდ მინდა, რომ დაგინახო. მაინტერესებს, უმაკიაჟო ალე... ფოტოებში ძაან კაი ხარ, მარა ფოტოებში ყველა კაია, ხო იცი. რაო? ღმერთო, ახლა მართლა გული დამარტყამს. მან ჩემი ფოტოები დაათვალიერა? ეს მართლა გააკეთა? შოკიდან ვერ გამოვდივარ. - კაი, რა. მეგობრები არ ვართ? ასეთი რა ფორმაში ხარ, ნიღაბი გისვია სახეზე? არ დაგცინებ, გპირდები. წყლის ჭიქას იღებს და ტუჩებთან მიაქვს. მგონი, ახლა საუკეთესო მომენტია. აბა ვნახოთ, თუ გადასცდება. კამერას ვრთავ და კათეტერიან ხელსაც ვუფრიალებ. თვალები უფართოვდება, თუმცა გადაცდენით, არაფერი სცდება. (როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ფილმებში ხდება - ხოლმე) სწრაფად დებს ჭიქას გვერდით და წარბშეკრული მაკვირდება. - საავდმყოფოში ხარ? რა გჭირს ყელზე? - ავარია... - ვოთ? მეღადავები? ამდენი ხანი ჩემ ბოდიალს რა გასმენინებს მერე, ვერ მითხარი? - რა მეთქვა, ერეკლე. გამარჯობა, იცი, ავარიაში მოვყევი. - ხოო. აუ... გაფიცებ, მაგარი უცნაური გოგო ხარ, რა. - ღრმად სუნთქავს - კარგად ხარ? რამე სერიოზული ხო არაა? - არა, ფეხი მაქვს მოტეხილი უბრალოდ. - ეუფ. ვეღარ გაძელი და ვაკოს კომოპანიონობა გაუწიე? ვაკოს ხსენებაზე, ყველაფერი ერთად მახსენდება და თვალებს ვხრი. - ალე? - რომ ხვდება, აღარ ვუსმენ ხელს მიფრიალებს. - ჰო. - მანქანაც მიალეწე? - არა, მანქანით არ ვყოფილვარ. - ეგ როგორ, ისე დაგეჯახა? რაზე ფიქრობდი ასე ღრმად, რომ ვერ შეამჩნიე... - ოდნავ ეღიმება. - დაივიწყე. - შენს სანახავად მოვიდოდი, მარაა... კიდევ კაი ხანი სამშობლოში ფეხის დადგმა არ მიწერია. შალვას ველაპარაკებოდი შენს წინ, გაგანდო ძირითადი გუნდის შემადგენლობა? - თვალს მიკრავს. - უკვე? - ნუ, თუ რომელიმემ ტრამვა არ აიკიდა. რაღა დარჩა, 2 კვირა. მთლად ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მონახაზია რა. - არ მინდა, არ მითხრა. ოფიციალურ განცხადებას დაველოდები, ასე მირჩევნია. - პოლონეთს თავზე უნდა დავამხო პოლონეთი, რა. მარა ჯერ შტურმს სჭირდება ცენტრალური შემტევი. - ფრთხილად იყავი... - შედარებით ხმადაბლა ვეუბნები. ოდნავ ეღიმება. - კაი შეგრძნებაა, ვიღაც შენზე რომ ფიქრობს. - ჰო... - აუ, თიკა რეკავს. - ოდნავ ეცვლება სახე - რომ გაგითიშო ხო არ გაგიტყდება? თან გვიანია უკვე. - ა.არაა. - მაინც მებმის ენა. - კაი, ძვირფასო მეგობარო. ხვალ ძაან დატვირთული დღე მაქვს, მერე მატჩებია უკვე. თუ დრო ვიპოვე, შეგეხმიანები. - კარგად... - იმდენად ხმადაბლა ვეუბნები, მეც ძლივს მესმის. ტელეფონს ვთიშავ და ღრმად ვსუნთქავ. თიკა. არადა თიკა არ არის ის გოგო, რომელიც უყვარს, მაგრამ მაინც თიკა... __________________________________________________________ სიყვარულებოო, დრო ვიპოვე და თქვენთან ვარ. გელით, მოუთმენლად. სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.