გზაჯვარედინი {თავი 11}
,,ღამის ორის ნახევარია სანდრო, მერამდენედ მიჭერს უშენობა საცეცებს, ვერ ვითვლი. ვერ ვითვლი დღეებს, რომლებსაც უშენოდ ვატარებ და საერთოდ არ ვიცი, როგორ მოვედი აქამდე. იმ დღის მერე სესო დაიკარგა, შენთან ერთად გაქრა, სიბნელეში ჩაიკარგა. უნდა გეძებდე, ქუჩებს ფეხით უნდა ვუვლიდე, მაგრამ ვზივარ. მგონია, მოხვალ და ამის იმდენად მჯერა, რომ შენ გელოდები. იმის წარმოდგენა მკლავს, რომ ახლა გიჭირს, ვერ სუნთქავ ან... ან სხვა ისმენს შენს დარდს და მე ამ დროს... არ მინდა. ვიკოსგან ვიცი... ვიცი, მაგრამ არ მჯერა. არ შეიძლებოდა გელოვანო! ვერ ვისუნთქებ, უშენობა არ შეიძლება!"-თითები უკანკალებდა. წერა ვეღარ შეძლო და იქვე დადო კალამი. ერთი თვე გავიდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ასე მძიმედ არ ყოფილა არასდროს. სულიერად იყო ცარიელი, ახლა იმის სურვილი არ ჰქონდა თავისთვის ევნო რამე. სულის სიმახინჯისთვის უნდოდა ბოლოს მოღება. სანდრომ წაიღო აყვავებული სული და დაუტოვა ისევ ის, რაც მაშინ ჰქონდა, გაცნობამდე... გარეთ ატეხილ ჭექა-ქუხილს და ძლიერ წვიმას მოავლო მზერა. არსად არ იყო იმედის ნაპერწკალი, რომელსაც მოეხვეოდა, ჩაიხუტებდა, გაზრდიდა და კოცონად აქვევდა. საკუთარი უსუსურობა, ვერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო ურევდნენ ფიქრებს. -სესო!-დედის ხმაზე სახე დაალაგა და ქალისკენ მიბრუნდა. -ხოო დე.-მისკენ გაიწია. ყოველ გადადგმულ ნაბიჯს გულში ,,დავეცემი" ჰყვებოდა. -ვიკო მოვიდა.-ერთადერთი იმედი. ერთადერთი პიროვნება, რომელიც გელოვანთან სიახლოვეს აგრძნობინებდა. ძალა მოემატა და სწრაფად დატოვა საძინებელი. ვიბლიანი მისაღებში იდგა. სესოს ხმაზე შემობრუნდა. -ვიკო.-ხმა ებზარებოდა. -დაბრუნდა! უფრო სწორედ დაბრუნდნენ.-სიტყვები კლავენ ადამიანს. ჭკუიდან გადავიდა. ხმა ვერ ამოიღო. ვიკოს უყურებდა, მერე დედას, მერე უსასრულობას და ბოლოს გაიქცა. თავი ვერ შეიმაგრა, ვეღარ ითამაშა მაგარი გოგოს როლი. თხელ ზედასა და შარვალში იყო. გარეთ საშინელი ამინდი მზვინვარებდა. კიბეები ჩაირბინა და წვიმაში გავარდა. შვება იგრძნო, მაგრამ რამდენიმე წამიანი. ფეხებში ძალა ერთმეოდა, თუმცა მაინც მირბოდა. სად ვერ ხვდებოდა. ტკივილი ელვისსისწრაფით ვრცელდებოდა მის სხეულში და ახლა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს. ასე თვლიდა, მაგრამ ეს არ ჰგავდა სხვა ტკივილებს, ეს იყო ყველზე დიდი ტკივილი მის ცხოვრებაში. იმდენად ცუდად იგრძნო თავი, როდესაც გაიაზრა, რომ მამის დაკარგვამაც ვერ გამოიწვია მსგავსი ტკივილი, შედარებაც არ შეიძლებოდა, სულ სხვა იყო ეს ორი ტკივილი სესოსთვის, მაგრამ ნამდვილდ ფიქრობდა, რომ გელოვანმა სამუდამოდ დაასო მის გულს ხანჯალი. უკუნით სიბნელეში, თქეშ წვიმასა და ელვით განათებულ ქუჩაში მირბოდა. ცრემლი აღარ სდიოდა. ეს კიდევ უფრო ანგრევდა ორჯონიკიძეს. -ჯანდაბა!-ბოლო ხმაზე ამოიყვირა და ტროტუართან ჩაიკეცა. ყველა ემოცია გაქრა წამის მეასედში და დარჩა ქვა. უგრძნობი, უყველაფრო ქალი. უცბად ვეღარ იგრძნო ვერც ტკივილი და ვერც იმედგაცრუება. თვალები მოპირდაპირე გზაჯვარედინს გაუსწორა, იქ შეხვდა გელოვანს, იქ იჩხუბეს, იქიდან დაიწყო. მზერით მოეფერა მოგონებას. თითქოს მაყურებელი იყო და შორიდან ხედავდა, როგორ ჩხუბობდნენ შავ ქურთუკში გახვეული გოგონა და მანქანის მძღოლი, რომელსაც თვალები უელავდა. ხელი გასწია, თითქოს ეხებოდა იმ წამებს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ფეხზე წამოდგა. მთლიანად დასვრილი იყო. ტალახიანი წვიმის ნაკვალევი სახეზე ემჩნეოდა. შორს იყო წამოსული. ვერ გრძნობდა ვერაფერს, ვერც გადატყავებულ მუხლს, რომლიდანაც სისხლი ჟონავდა და ვერც ხელებს, რომელიც საშინლად ეწვოდა. თავად ვერ გრძნობდა... სახლისკენ გაუყვა გზას. დაცლილი, დაღლილი... სხეული უკანკალებდა და ჯერ კიდევ ჩაესმოდა ვიბლიანის ნათქვამი. ერთმა თვემ... ერთმა არ გაყოლამ, ერთმა ტკივილმა გელოვანი წაიყოლა და მისი ცხოვრებიდან გააქრო. უნდოდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ იმ დღეს მარტო დარჩენა ითხოვა და ეს სივრცე მისცა კაცს. ამ ყველაფერმა წერტილი დასვა იქ, სადაც მრავალწერტილი უნდა დაწერილიყო... რთულ ცხოვრებას შეჩვეული იყო და ახლა ტკივილზე მეტად დაღლას გრძნობდა, რადგან ბოლო წლებში ერთხელაც ვერ შეძლო, მშვიდად ამოესუნთქა. ფიქრებში გაიარა მანძილი სახლამდე. კიბისთავთან შედგა, ღრმად ამოისუნთქა და სვლა განაგრძო. სახლიდან ხმაური ისმოდა. წამითაც არ უფიქრია, რომ იქ შეიძლებოდა, დახვედროდა ვინმე დედის გარდა. თვალები ჩამუქებული ჰქონდა, თმები აბურდული და მთლიანად სველი. კარი შეაღო. სითბო ნაწილ-ნაწილ მიეჭრა სხეულს და ნატკენი ხელები აეწვა. მისაღებისკენ გაიწია. გვანცას მზერას ვერ გაექცა, ვერც დედისას, მაგრამ... ერთი დიდი მაგრამ ახლა მის წინ იჯდა. იჯდა და ეწეოდა. ისე, როგორც ყოველთვის. თვალებზე ბინდი გადაეკრა, არც არაფრის თქმა, არც არაფრის მოსმენის სურვილი არ ჰქონდა. ჰაერი დაძაბულობით გაიჟღინთა. გვერდი აუარა სავარძელს. -სესილი!-ქეთის ხმაზე ოდნავ შეუტოკდა სხეული. -დასვენება მჭირდება.-კიდევ ერთხელ შებრუნდა, დარწმუნდა, რომ არ ეჩვენებოდა და საძინებელში გაუჩინარდა. გელოვანი იჯდა. იჯდა და არაფერს ამბობდა. სახლში ელოდება ქალი.. ქალი,რომელიც წლების განმვლობაში უყვარდა. მერე ჯაჭვი შეწყდა, მაგრამ ახლა, დედის დაკარგვის შემდეგ ფიქრობდა, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც გადაატანინებდა მძიმე წუთებს. თეკლა მარიტასთან აკავშირებდა. აღარ იყო გრძნობა, მხოლოდ ძლიერი კავშირი, რომელსაც ებღაუჭებოდა. -შეგიძლია წახვიდე!-ბერიძე ჯიქურად უმზერდა. ყველა წუხდა სესოს გამო, მაგრამ გვანცას ესმოდა ეს ყველაფერი. -გვანცა!-ვიკომ დასწია უკან. -მართლა მაინტერესებს. რა ნამუსით მოხვედი? გგონია, დავიჯერებ, რომ სესოზე ღელავ? არა, რა თქმა უნდა. სად იყო ის ყანჩა, სესილია შენს გვერდით რომ იდგა? წაქცეული რომ წამოგაყენა. გვერდიდან რომ არ მოგშორდა და არ ვიცი. ამას დანახვა უნდოდა. არც პატივცემული ლექტორი ხარ და არავინ საერთოდ! საკუთარი პიროვნება ჩამოშალე. ახლა მეცოდები. სესო ვერ შეამჩნიე, ვერ დააფასე და ეს იმდენად ამაზრზენად გააკეთე, ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ დაგახრჩო, პატივცემულო!-რევერანსი გაუკეთა და სესილიას ოთახს მიაშურა. სიტყვები... სიტყვები არის იარაღი. კლავს ადამიანს, ახლა სანდროც სხვანაირად იყო. -ქეთი დეიდა, ბოდიშით!-ვიბლიანმა შავებში შემოსილ ქალს გაუღიმა და სანდროს მიუბრუნდა. -წავიდეთ.-ხელით ანიშნა გასასვლელისკენ. -წავიდეთ.-მირბოდა. ორჯონიკიძის სურნელს გაურბოდა. თავს ვეღარ ერეოდა. კარს შეამტვრევდა, ხელს მოჰკიდებდა და წავიდოდა. წავიდოდა, მაგრამ ახლა სხვა ქალი ელოდა. ელოდა, როგორც მარიტას დანატოვარი, როგორც დედის ბოლო სურვილი, როგორც ცოლი.... ცოლი, რომლის სხეულს ერთხელაც არ შეხებია, რომლის სურნელიც აღარ იყო სასიამოვნო. რომლის გვერდით ჰაერი იყო მძიმე, სუნთქვა უჭირდა. მიუხედავად ამისა, თავს მოვალედ თვლიდა, დედის გამო. მძიმე ნაბიჯებით გაიარა სახლი. კარი გაიხურა. ტოვებდა ყველაზე ძვირფასს, ყველზე მნიშვნელოვანს. ვერ გამოხატულ სიყვარულს ტოვებდა კარს იქით და მიდიოდა სხვა ქალთან. ,,თუ კი ცაზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, არ იდარდოთ, ქარი აუცილებლდ გადარეკს..." ოთახში იჯდა. ცხელ ჩაის ოხშივარი ამოსდიოდა, მაგრამ სესილიას ასეთი უყვარდა. გელოვანთან გასაგზავნ წერილებს კითხულობდა. ,,ვერ ვუძლებ უშენობას სანდრიკა"-ღიმილი შეეპარა. ,,როგორ მინდა, მოხვიდე და მომეხვიო"-გული აუჩუყდა. ,,ახლა ისე მენატრები, მგონია, რომ სადაცაა მოგწვდები"-ფურცლები მიმოფანტა. ჭეშმარიტი სიყვარული ერთხელ მოდის. ეს იყო ჭეშმარიტება. ამაზე დიდი სიმართლე აღარ არსებობდა. თუ სიყვარული ტანჯვაა, მაშინ დაიტანჯება. ვერ წაუვა ბედისწერას ვერსად.ეს ბოლო წელი ემძიმებოდა. თითქოს მთელი ცხოვრების სიმძიმე ამ ერთ წელში დააწვა და ვეღარ იდგა მყარად. სული უმახინჯდებოდა. მერე ახსენდებოდა გელოვანის მზერა და თბებოდა. მხოლოდ კაცის კონტურებიც საკმარისი იყო ყველაფრის შესაცვლელად. ჩაფიქრებული ჩაის სვამდა და შორეულ წერტილს გაჰყურებდა. აღარ იყო სიმშვიდე. ნამდვილი სიყვარული მაშინ იგძნო, როდესაც გაიაზრა, რომ თუ სანდრო სხვა ქალთან იყო ბედნიერი, აღარ გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ეს იყო მთავარი. მაშინ მიხვდა, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი სიყვარული და მანამდე იყო ახირება. ლეპტოპი გახსნა და მონასტერის ძებნას შეუდგა. არ იყო ცხელ გულზე მიღებული ეს ყველაფერი. თუნდაც სულ ცოტა ხნით, აუცილებელი იყო. სული სჭირდებოდა. რამდენიმე დღით წავიდოდა, განთავისუფლდებოდა ყველა ტკივილისგან, იმედგაცრუებისგან და იქიდან წამოვიდოდა რწმენითა და იმედით სავსე. ბევრი აღარ უფიქრია. არჩევანი ხელედის მონასტერზე შეაჩერა. წავიდოდა, ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც საჭირო იყო. მთავარია, თანხმობა მიეღო. ოჯახის ახლობელი გაახსენდა. დედა ბარბარა. მისი ნომერი მოიძია. სასწრაფოდ აკრიფა და დარეკა. რამდენიმე ზუმერის შემდეგ მშვიდი ხმა მოესმა. ეს სიმშვიდე მასზეც გადმოდიოდა. მოიკითხა, ამბავი გამოკითხა, და ბოლოს მორიდებით უთხრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე. თანხმობა რომ მიიღო და თანაც ერთი კვირით შეეძლო წასულიყო სიმშვიდეში, გაგიჟდა. მაშინვე გავარდა მისაღებში. -დედა.-თითქოს ახლა გაიაზრა, რომ მარტო ტოვებდა დედას. -გისმენ დედი.-ქალმა შუბლზე აკოცა და კერძის გაკეთება განაგრძო. -ერთი კვირით მივდივარ ხელედში.-პირდაპირ უთხრა. -კი მაგრამ, რატომ?-გაკვირვება გამოესახა ქალს. ჯერ კარგად ათვალიერებდა შვილს. -მონასტერში. დედა ბარბარას დავურეკე უკვე, დამთანხმდა. -სესო.-ქალის ცრემლებზე თავადაც მოიბუზა. -მჭირდება დე, გეფიცები, ისე მჭირდება როგორც არასდროს.-ქალს მოეხვია. -შენ უკეთ იცი დედიკო.-ხელები შეიმშრალა და გულში ჩაიხუტა შვილი. ეს კიდევ სხვა ეტაპი იყო. არავისთვის უთქვამს, დედაც გააფრხილა არსად ეთქვა. დილით ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. თბილისში ტოვებდა ყველა იმედგაცრუებას, ყველა ტკივილს და ერთი კვირით მიდიოდა სამოთხეში. --- პატარა თავით დავბრუნდი. უცბად დაწერილია! იმედია წაიკითხავთ კიდევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.