შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 1


2-09-2021, 23:10
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 249

შემოდგომის პირველ თვეს, როდესაც სხვა ქალაქებში ჯერ კიდევ იგრძნობა მზის სითბო და მცხუნვარება, ჩემი ქალაქი მთლიანად ყვითლდება. სექტემბრის პირველივე დღეებიდან ხუნდება ფერები და კარგავს მთავარს - სიხალისეს. შემოდგომის პირველივე დღიდან ეკრძალებათ ბავშვებს ტბებსა და მდინარეებში ცურვა, ამის მიზეზი შორეული ლეგენდებია, თუმცა მიზეზად შემდეგს მოისმენთ:
-შემოდგომა მალე გაილევა, წინ კი მკაცრი, სუსხიანი ზამთარი გველის. მოსავლის აღებაში ოჯახის ყველა წევრმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, აბსოლუტურად ყველამ!
მანქანიდან ვუმზერ პეიზაჟებს, ყვითელ-ყვითელ ხეებსა და შორეულ მთებზე ჩამოწოლილ ნისლს. ფილებით დაგებულ ვიწრო გზას მარჯვენა მხრიდან სახლები ესაზღვრება, ხოლო მარცხენა მხრიდან პატარ-პატარა მაღაზიები, ძირითადად ხორცის, რძის ნაწარმის, ბოსტნეულის, ერთი-ორი მდიდრული ტანსაცმლის, სადაც ვიტრინებში გამოკიდებული აბრეშუმის, ცისფერი კაბა მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს უხმობს, ასევე ორი სამკერვალო დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის, ხოლო ქუჩის ბოლოში სადალაქო, რომელიც ნებისმიერი ფენის ადამიანს სტუმრობს.
მიხარია ამ ქალაქის დატოვება, თითქოს მარწუხები შემომახვია და ჯერ კიდევ პატარა ასაკში დამაბერა, ამოწურა ჩემი რესურსი და გვერდზე მიმაგდო. ქალაქიდან გაგდებული კი ორმა ბიჭმა, ჯომ და ნიკმა მიპოვა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიდექი ფეხზე ისე მყარად, როგორც ახლა. სინამდვილეში, ქალაქს არაფერი დაუშავებია, მან მხოლოდ კარგი მოგონებები შემიქმნა, რომელიც ახლა ყველაზე მწარედ მახდენდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
გვიან გაზაფხულს ჩვენს ქალაქში ყოველ წელს ტარდება მეჯლისი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანების გასაცნობად, უმეტესად კი ეს არის დღე, როდესაც გოგონები და ბიჭები საკუთარ საბედოს ირჩევენ. ჩაიცმევენ საუკეთესო ტანსაცმელს, მთელი წლის ნაგროვები ფულით იქირავებენ მანქანებს და მეჯლისზე თავაწეულები შევლენ. შემდგომ აიღებენ ერთ ჭიქა შამპანურს და დარბაზს სამჯერ შემოარტყამენ წრეს, წრის შემორტყმის დროს კი თვალებით კონტაქტს ამყარებენ. მესამე წრეზე, როდესაც გოგონა დარწმუნდება, რომ თვალის კონტაქტით შერჩეულ ბიჭს მისთვის თვალი არ მოუშორებია, დარბაზის ცენტრისკენ იწევს. ვაჟი კი, რომელიც მისკენ წამოსულ გოგოს შეამჩნევს, პირველივე ნაბიჯზე უნდა წამოიმართოს და მისკენ დაიწყოს სვლა. ცენტრში, სადაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან მოზაიკით მოხატული საოცარი იატაკია, რომელზეც ქვეყნის სიყვარულის სიმბოლო - ვარდია გამოსახული. შეხვედრისას გოგოც და ბიჭიც ქვემოთ იყურება და მოზაიკით „დალოცვილები“ პირველად ეხებიან ერთმანეთს, სასახლეში გაფანტულ ნოტებს ერთად უყრიან თავს და იწყებენ ცეკვას. რა თქმა უნდა, ხდება შემთხვევები, როდესაც თვალით კონტაქტი ვერ დგება და ასეთ შემთხვევაში ეს საოცარი შეკავშირება ერთი წლით გადავადდება.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც მეჯლისზე პირველად წავედი. ვიცოდი, გათხოვებისთვის მზად არ ვიყავი, ამიტომ წრის შემოვლის დროს თვალები ძირს მქონდა დახრილი და საკუთარ ფეხებს ვუყურებდი. ყოველ ჩავლაზე კი წვას ვგრძნობდი, საიდანღაც ვიღაც მიყურებდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და დარბაზს პირველად მაშინ მოვავლე თვალი.
-აქ რატომ მოხვედი? - ზურგს უკან ხმა ჩამესმა, ნაზი, ახლადდაბოხებული ხმა.
-რატომაც ყველა - ჩავიბურტყუნე და შემოვბრუნდი. ჩემ წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა და მიღიმოდა. ჩემი ქალაქელი არ უნდა ყოფილიყო, არ მახსენდებოდა ასეთი სახის გამომეტყველება.
-მაშინ ვიცეკვოთ - ხელი გამომიწოდა და თავი ოდნავ დამიკრა.
-ჩვენ თვალებით კონტაქტი არ გვქონია, აქ კი ასეთი წესია, ნუთუ არ გსმენია და ისე წამოხვედი?- ირონიით გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
-თავნება გოგო - მომაძახა და უკან წამომყვა - სადმე წავიდეთ.
სასირნოდ მწვანე ტბა ავარჩიეთ და ფეხშველა გავუყევით მის ნაპირს. მსიამოვნებდა უცნობ მამაკაცთან საუბარი და შეგრძნება, რომ უკვე დიდი ქალი ვიყავი. ჩემთვის ხომ ეს პირველი პაემანი იყო.
-შენ იქ ბიჭის გასაცნობად არ მისულხარ, არა? - წინ დამიდგა და შემაჩერა. დიდი თაფლისფერი თვალებით ტვინის სპირალებამდე ჩავიდა.
-საიდან მიხვდი?
-ყველა გოგო ბიჭებს ათვალიერებდა, შენ კი იატაკს თვალს არ აშორებდი. პატარა ხარ, ხომ? - ეშმაკურად გამიღიმა და თავი ტბისკენ გაატრიალა - შენ თექვსმეტი წლის იქნები.
საოცარი ბრაზი ვიგრძენი. როგორ შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა შენი ასაკი გამოიცნოს? მითუმეტეს, რომ დედაჩემმა ულამაზესი კაბა მიყიდა და თმაც დამიხვია.
-აქ რას აკეთებ? აქაური არ ხარ - ვეცადე მის თვალში მეც მომეპოვებინა ავტორიტეტი ჩემი გამოცნობით.
-წისქვილთა ქალაქიდან ვარ. აქ დედაჩემის თხოვნით ჩამოვედი. ის ხუთი თვის წინ გარდაიცვალა და მთხოვა მისი და მეპოვა, რომელიც აქ ცხოვრობს, ყველაზე ფულიან მამაკაცს გაჰყოლია ცოლად და ოჯახი დაუვიწყებია. ხომ არ იცი ვინ არის თქვენს ქალაქში ყველაზე მდიდარი მამაკაცი?
-ჰაჰ - გამეცინა - როგორ შეიძლება ამ ქალაქში მცხოვრებმა არ ვიცოდე ვინ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი? შენ პიტერზე საუბრობ, მისი ცოლი კი ამ მეჯლისის ხელმძღვანელია და დიდი ალბათობით უკვე შეხვდი კიდეც. იმ მეჯლისისა, რომლიდანაც მომიტაცე და აქ მომიყვანე.
-მოგიტაცე? მე მგონია, რომ საკუთარი, საკმაოდ დიდი სურვილით წამოხვედი თავად და ჩემთან საუბარი მოინდომე. ნუთუ არ იყო ასე?
წამოვწითლდი.
- გინდა საიდუმლო გაგანდო? - ცბიერი ეშმაკები გაციმციმდა მის თვალებში - სამ თვის შემდეგ, ზუსტად ამ რიცხვში მე და შენ ისევ შევხვდებით ამ ტბის პირას.
მინდოდა მეთქვა, რომ არც კი ჰქონოდა ამის იმედი, თუმცა როგორც კი ტბას თვალი მოვაშორე ჩემ გვერდით არავინ იყო. მეჯლისის ბიჭი წასულა და მე მისი სახელიც კი არ მიკითხავს. ბიჭზე ფიქრი, პირველ თვეს ყოველ საღამოს მოდიოდა, ვფიქრობდი მის ხმაზე, თვალებზე, გრძელ თითებზე. იმ დეტალებს კი, რომლებსაც ვერ ვიხსენებდი, წარმოსახვაში ვხატავდი. მეორე თვეს თითქოს დამავიწყდა და მხოლოდ საღამოობით, მოწყენილობისგან საკუთარ საძინებელში შეყუჟული თუ გამახსენდებოდა, ხოლო მესამე თვეს საოცარი შფოთვა დამეწყო და კალენდარზე რიცხვებს დავუწყე ყურება.
***
-მგონი ძრავას რაღაც ხმა აქვს - თქვა ჯომ და მაგნიტოფონს ძლივსძლივობით ჩაუწია, საიდანაც Bill Bailey-ს Won’t you please come home ისმოდა. ეს ყველაზე ძვირადღირებული ნივთი იყო რაც ერთობლივად შევიძინეთ და სამოგზაუროდ წავედით.
-არაუშავს, როგორმე მივაღწევთ დანიშნულების ადგილზე და იქ ვნახოთ - თქვა ნიკმა და ძილი გააგრძელა.
ჯო საშუალო სიმაღლის ბიჭია, როცა გავიცანი ოცდასამი წლის იყო. მუდამ მოჩაჩული ტანსაცმლით დადიოდა და ქუჩის ლეკვებს არ წყალობდა, მათ გასაგდებად ჯიბეებში სულ ეწყო რამოდენიმე ქვა. ჩვენი პირევლი შეხვედრაც ამ თემაზე კამათს ეხებოდა, პატარა ლეკვს გამოეკიდა, შეშინებული კი ჩემს ფეხებქვეშ შეძვრა და დაიმალა. ხელში ავიყვანე, ჯოს ცხვირთან მივუყვანე და ბრძანებლური ტონით ვუთხარი მისთვის ეკოცნა. მან ჯერ გაიცინა, მერე წასვლა გადაწყვიტა, მე კი წინ დავუდექი და კიდევ უფრო ახლოს მივუტანე ლეკვიც ცხვირი, მანაც ოდნავ გამოწია ტუჩი და ლეკვის ცხვირს შეეხო, რომელმაც დაიწკმუტუნა და ენა ტუჩებზე აუსვა. ასე დაიწყო ჩემი და ჯოს მეგობრობა. ის ლეკვიც, რომელსაც ჯოჯი დავარქვით ჩვენი განუყრელი მეგობარი გახდა.
ნიკი მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ შეგვხვდა, ის ჩვენგან განსხვავებით უსახლკარო იყო და ერთი მიტოვებული სახლის სარდაფში ცხოვრობდა. სამივენი ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ჯო მშიშარაა, ხშირად არ იმჩნევს, თუმცა დროსთან ერთად ადამიანის ყველა მხარის შეცნობა შეგიძლია. ნიკს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, თითქოს მისთვის სულერთია სად და როგორ იქნება, ეს ალბათ მარტოობამ, სრულმა სიღარიბემ, მაწანწალად ცხოვრებამ გამოიწვია. მე კი, დახვეწილობის კურსებგავლილი, წერა-კითხვის მცოდნე, ძალიან წინდახედული გახლდით.
-ნიკ, გაიღვიძე რა, მართლა არ მომწონს ხმა - მუჯლუგუნი ჰკრა ჯომ და ხმამაღლა დაიყვირა.
-შენ რა იცი მანქანების - ცალი თვალი გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა - მშვენიერი ხმა აქვს, გზას უყურე და ატარე.
-თუ რაიმე საშიშია გავჩერდეთ - საუბარში ჩავერთვე მეც - წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ფულიც თავზესაყრელი არ გვაქვს.
-პრინცესა - ასე მეძახდნენ წოდების გამო, თუმცა უფრო შაყირი ერია მათ ამ ზედმეტსახელში - საჭმელი რამდენ ხანს გვეყოფა? - ნიკმა მოიფხიზლა და როგორც ჩანდა მუცელსაც გაეღვიძა.
-შემდეგ ქალაქამდე გვეყოფა, თუმცა - მოწნულ კალათს გადავწვდი და ჩემი მოქსოვილი გადასაფარებელი გადავწიე - მგონი აქ ვიღაცამ უკვე რაღაცები მოიპარა და დაისჯება.
-ჯოჯი იქნებოდა - გაიცინა ნიკმა და საკუთარი თავი გასცა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ქეთა როგორ მიხარია შენი გამოჩენა, მაგრამ რა ვქნა ახლა, დავიწყო ამ ისტორიის კითხვა თუ ამასაც გაწყვეტ, როგორც წინა ორი?
მიყვარს შენი ისტორიები და მეც ვერ განებებ თავს. მინდა შემპირდე რომ ამას გააგეძელებ და დაასრულებ კიდევაც:დდ
წარმატებები მინდა გისურვო

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
ქეთა როგორ მიხარია შენი გამოჩენა, მაგრამ რა ვქნა ახლა, დავიწყო ამ ისტორიის კითხვა თუ ამასაც გაწყვეტ, როგორც წინა ორი?
მიყვარს შენი ისტორიები და მეც ვერ განებებ თავს. მინდა შემპირდე რომ ამას გააგეძელებ და დაასრულებ კიდევაც:დდ
წარმატებები მინდა გისურვო

გპირდები, რომ ეს დასრულდება, ამის პირობას გაძლევ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent