შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი პირველი)


4-09-2021, 22:30
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 276

დარბაზი სადღესასწაულოდ იყო მორთული, მინიმალისტურად, თუმცა გემოვნებით, რატომაც არა, ამ დარბაზის მორთვაზე ხომ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებულმა დიზაინერებმა იზრუნეს, დღეს ცნობილი ნავთობმაგნატის, მიალიარდერ ტონი სკოტის ქალიშვილის, ოლივია სკოტის მეჩვიდმეტე დაბადების დღე იყო, დარბაზი ამერიკის ნაღები საზოგადოებით იყო სავსე, ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი წყვილები სერიოზული სახეებით მიირთმევდნენ ძვირადღირებულ შამპანურს, ხანდახან თუ გაიღიმებდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, ყველა ტონი სკოტის გამოსვლას ელოდა სცენაზე, აინტერესებდათ რა იყო ის სიურპრიზი რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა აანონსებდა სკოტების ოჯახი,
- ალბათ კიდევ რამე შეიძინა, რაიმე ცნობილი ბიზნესი, -გადაულაპარაკა გვერდით მდგომ მამაკაცს ტუჩებდაბერილმა, ხელოვნურმკერდიანმა თოჯინამ,
- ან საერთოდ გაკოტრდა, -ჩაიხითხითა მამაკაცმა ღვარძლიანად,
- ნეტავ რა ხდება?
- თანაც ქალიშვილის დაბადების დღეზე,
- არ მიყვარს ეს ოჯახი,
- ქალბატონ სკოტს თავი დედოფლად მიაჩნია როგორ ვერ ვიტან,
- შეხედე მის ოლივიას როგორი უბედური სახე აქვს,
- ოლივიას ერთხელაც კი არ გაუღიმია, თითქოს სხვის დაბადების დღეს ესწრებოდეს,
- ნეტავ ახლა რაღას ხლართავენ,
დარბაზი უამრავი ეჭვით, ჭორით, შურით და ღვარძლით იყო სავსე, ის ვითომ მეგობრები რომლებიც სკოტებს პირში უცინოდნენ, ახლა ზურგს უკან დიდი სიამოვნებით ჭორავდნენ და გულს იოხებდნენ, უმეტესობას შურდა მათი მათი უზღვავი სიმდიდრის და საზოგადოებაში მდგომარეობის გამო,
- ყურადღებას ვითხოვ, -მიკროფონთან მისტერ სკოტი იდგა, დარბაზი გაჩუმდა, გაისუსა, და მოლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა ტონი სკოტს,
სცენაზე მისტერ სკოტს გვერდით ქალიშვილი ედგა, ახლა უკვე ჩვიდმეტი წლის ოლივია, საშუალო სიმაღლის, საოცრად პროპორციული და მოხდენილი სხეულის და სახის ნაკვთების მქონე გოგონა იყო, გრძელი, უკან უბრალოდ სადად შეკრული, სწორი, ღია წაბლისფერი თმით, მუქი ხორბლისფერი კანით, დიდი თაფლისფერი თვალებით, რომლებსაც გრძელი წამწამები ამშვენებდა და ბავშვურად გაბუსხული ვარდისფერი სავსე ტუჩებით, ულამაზესი იყო, თუმცა ასაკისთვის შეუფერებლად მკაცრად და კონსერვატიულად ეცვა, კლასიკური ფეხსაცმელი, საშუალო სიმაღლის ქუსლით, ცისფერი მთლიანი ვიწრო კაბა მუხლს ქვემოთ და ნაცრისფერი პიჯაკი, ასეთი ჩაცმულობა ალბათ ორმოცდახუთი წლის ქალს მოუხდებოდა, მაგრამ არა ჩვიდმეტი წლის, სიცოცხლით სავსე ულამაზეს გოგონას, თუმცა არა, სიცოცხლით სავსე ცოტა ზედმეტად გადაჭარბებული იყო ოლივიასთვის, გოგონა არ იღიმოდა, არ საუბრობდა, ჩამქრალი მზერით უმიზნოდ ათვალიერებდა დარბაზს და არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა იმ მოვლენებისადმი რაც მის გარშემო ხდებოდა,
- მეგობრებო დღეს მნიშვნელოვანი რამ უნდა შეგატყობინოთ, -დაიწყო მისტერ სკოტმა, მაღალი ბოხი სასიამოვნო ხმით,
- როგორც იცით დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის, ოლივიას დაბადების დღეა, ის ჩვიდმეტი წლის გახდა და გადავწყვიტეთ რომ ამ დღეს გამოვაცხადოთ მისი ნიშნობა, დევიდ ფინჩერის ვაჟთან მაიკლთან, მაიკლ გთხოვ, -მისტერ სკოტმა მაიკლ ფინჩერი, ერთერთი უმდიდრესი ოჯახის 24 წლის ვაჟი რომელთაც მისტერ სკოტთან საერთო ბიზნესი ჰქონდათ, სცენაზე მოიხმო, დარბაზს გაოცების ტალღამ გადაუარა, მაიკლი ხალხს გამოეყო და სცენაზე ავიდა, შავი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი ეცვა, ქერა თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, მაღალი, დაკუნთული და საკმაოდ სიმპათიური იყო, თუმცა უნდა ითქვას რომ საკმაოდ მედიდური და ცივი გამომეტყველება ჰქონდა,
მაიკლი სცენაზე როგორც კი ავიდა, ჯიბიდან პატარა, შავხავერდგადაკრული ყუთი ამოიღო, გახსნა და ოლივიას თითზე ბეჭედი გაუკეთა, უზარმაზარი ბრილიანტის თვლით, ოლივიას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მორჩილად გაუწოდა ხელი და თვალები დახარა,
* * *
ნიშნობის გამოცხადებიდან, ორი საათის შემდეგ ოლივიას უკვე ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა, მილოცვას მილოცვაზე იღებდა და ცდილობდა ყალბ ღიმილზე ასეთივე ყალბი ღიმილით ეპასუხა, ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში და ზურგს უკან საძინებლის კარს მიიკეტავდა, არავის დანახვა აღარ უნდოდა, არც მამის, რომელსაც ის მხოლოდ ფინჩერების ოჯახთან გარიგებისთვის სჭირდებოდა, არც დედის, რომელიც ახალი ბრილიანტის სამკაულებით იწონებდა თავს და ოლივია და მისი განცდები სულაც არ აინტერესებდა და მითუმეტეს არც მაიკლის, მაიკლი ეზიზღებოდა, თვალის დასანახავად ვერ იტანდა, მაგრამ ვაი რომ ოჯახს ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას, სუსტი იყო ოლივია, ძალიან სუსტი და იძულებული იყო ყოველთვის ის ეკეთებინა, რაც მის ოჯახს მიაჩნდა სწორად,
- დაიღალე ძვირფასო? -მოესმა ხმა, - მიიხედა, გვერდით მაიკლი ედგა და უღიმოდა,
- მამაშენს ვუთხარი რომ სახლში მე წაგიყვან, წამოდი თორემ სახეზე უკვე გეტყობა რომ ძალიან დაიღალე,
ოლივიას ნამდვილად არ უნდოდა მასთან ერთად წასვლა, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო უარის თქმის თავი არ ჰქონდა, -წავიდეთ, -ჩაიჩურჩულა და თავჩაღუნული აედევნა გვერდით,
მაიკლის ძვირფასი სპორტული მანქანა შენობის დახურულ ავტოსადგომზე იდგა, როგორც კი ლიფტიდან ავტოსადგომზე გამოვიდნენ, თავაზიანი ჯენტლმენი მაშინვე შეიცვალა, მანქანას მიაშურა და ოლივია უკან მოიტოვა, საჭეს მიუჯდა და უხეშად მიუგდო,
- დაჯექი, რაღას უცდი,
ოლივიამ სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია, კარი გამოაღო და მაქანაში ჩაჯდა, ღვედი გაიკეთა და საზურგეს მიეყრდნო, ახლა მაიკლის ამ უხეშობაზე მეტად ის აფიქრებდა რომ უკვე მთელი ცხოვრება მოუწევდა ასეთი უხეშობის და დამცირების ატანა, მაიკლი თავხედი, გულცივი მექალთანე იყო და ეს ყველამ იცოდა, ოლივია სავარძელს შეშინებული ჩააფრინდა როცა მანქანა დაიძრა და საშინელი სისწრაფით გავარდა ქუჩაში,
- როცა ჩემი ცოლი გახდები იმედია ასე აღარ ჩაიცვამ ხოლმე, - მაიკლმა შემფასებლური მზერით შეათვალიერა ოლივია, -საშინლად გამოიყურები, ცოტა უფრო მეტად რომ გამოაჩინო ფეხები და მკერდი უკეთესი იქნება, გვერდით ლამაზი სექსუალური ქალი მჭირდება და არა მონაზონი, შენთვის ბევრი რამ მექნება სასწავლი, სხვა თუ არაფერი ეს მაინც იქნება სახალისო, -ჩაიცინა, ხელი მუხლზე დაადო და ზემოთ აუცურა,
- რას აკეთებ? -წამოიკივლა ოლივიამ და ხელი გააწევინა, -შენთვის ასე მოქცევის უფლება არ მომიცია,
- უფლება? -კბილებში გამოსცრა მაიკლმა, -გგონია იმის შემდეგ რაც დავინიშნეთ, შენი შეხებისთვის შენი თანხმობა მჭირდება? ან იქნებ ფიქრობ რომ ის ორი წელი რაც ქორწილამდეა დარჩენილი, საერთოდ არ შეგეხები და არანაირი ფიზიკური ურთიერთობა არ გვექნება, შენ ჩემი ხარ და როგორც მინდა ისე მოგექცევი, -იყვირა და სისწრაფეს მოუმატა, მანქანა ელვისსისწრაფით მიქროდა,
- რას აკეთებ ცოტა შეანელე, შენ რა გინდა რამეს შევასკდეთ, -იკივლა ოლივიამ, -თანაც ეს ჩემი სახლის გზა არ არის, სად მივდივართ?
- ამ ღამეს ერთად გავატარებთ პატარავ, -ჩაისისინა მაიკლმა, -ამაღამ ჩემი გახდები და ფეხებზე რას ფიქრობ შენ ამის შესახებ,
და უეცრად ოლივიას მუდამ მდორე ხასიათში ცვლილება მოხდა, ზოგჯერ ამას მოთმინების ფიალის ავსებასაც უწოდებენ, ყოველთვის იმას აკეთებდა რასაც ეუბნებოდნენ, მთელი ცხოვრება აჯერებდნენ რომ სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანი კი არა მხოლოდ და მხოლოდ მშობლების ბრძანებების შესასრულებლად გაჩენილი არსება იყო, მასაც სჯეროდა ამის და მუდმივად ცდილობდა დამჯერი გოგო ყოფილიყო, მაგრამ ახლა, მაიკლმა ამ უგულო, ბინძურმა არსებამ თვალი აუხილა და აიძულა ცხოვრებისთვის რეალურად შეეხედა და რა იყო ეს ცხოვრება ოლივიასთვის, უმეგობროდ, უსიყვარულოდ გატარებული ჩვიდმეტი წელი და სამუდამო მონობის პერსპექტივა?
- არა, ეს უკვე ზედმეტია, -ჩაიჩურჩულა გაავებულმა,
- ახლა არ მითხრა რომ ჩემთან შეწინააღმდეგებას გაბედავ, -ჩაიცინა მაიკლმა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს, ოლივიამ წამებში მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოების ღვედი გაიხსნა და საჭეს ხელი სტაცა, -გააჩერე, ახლავე გააჩერე, იყვირა მთელი ხმით,
- რას აკეთებ შეშლილო ძუკნა, იღრიალა მაიკლმა,
მერე ყველაფერი აირია, საშინელი სისწრაფით, საბურავების ღრჭიალით შევარდნენ მოსახვევში, მაიკლი ცდილობდა საჭის დამორჩილებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ავტომობილმა ბეტონის ბარიერი გაარღვია და ხევში გადაეშვა...
უკვე სამი თვე იყო ოლივია გაუნძრევლად იწვა საავადმყოფოს პალატაში, სასუნთქ აპარატზე შეერთებული, სრულიად მარტო და ეული, ავარიის შემდეგ სამაშველო ჯგუფმა მალევე ამოიყვანა მანქანა ხევიდან, მაიკლი თითქმის არ დაშავებულა, მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა, ოლივიას კი ღვედი არ ეკეთა, ჰქონდა რამდენიმე მძიმე მოტეხილობა, დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და თავის ტვინი, ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, მშობლებმა მალევე გამოიგლოვეს და მის სავარაუდო სიკვდილს შეგუებულები ყოველდღიურ საქმეებს მიუბრუნდნენ, მაიკლმაც რამდენიმე ყალბცრემლიანი მონოლოგის შემდეგ სრულიად ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება და დარჩა ოლივია პალატაში ღვთის ანაბარად, მომკითხველის და გულშემატკივარის გარეშე, ბალიშზე დაფენილი, გრძელი წაბლისფერი თმით და გაფითრებული სახით ანგელოზს გავდა, ყველასგან მივიწყებულ ანგელოზს, მშობლები ძვირადღირებული მომვლელების თანხას იხდიდნენ და მხოლოდ ხანდახან ინტერესდებოდნენ მისი მდგომარეობით, ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა მისი ტვინის სიკვდილიდან ორიოდე საათის შემდეგ, ქალბატონმა სკოტმა უსიტყვოდ და უემოციოდ მოაწერა ხელი დოკუმენტს სასუნთქი აპარატის გამორთვაზე ...
* * *
- ისევ ეს წყეული მაღვიძარა, -ლილი ჯონსი მაღვიძარას გადასწვდა, გამორთო და ცარიელ საწოლს გადახედა,
- ჰმ, ისევ ადრიანად წასულა ვაჟბატონი, -ამ ბოლო დროს უფრო და უფრო არიდებს თავს, ისედაც უკვე რამდენიმე წელია ფიზიკური სიახლოვე აღარ აქვთ, კაცმა რომ თქვას ხანდახან ლილი მადლობელიც კია ქმრის ამისთვის, არასდროს ყვარებია, არასდროს განუცდია მასთან სიახლოვისას სიამოვნება, თავიდან მშობლების, მერე შვილის, მერე კი იმის გამო იტანდა უსაქმურ და მექალთანე ალფრედოს თუ რას იტყოდნენ მეზობლები თუკი დაშორდებოდა, ახლა კი როცა აბაზანაში სარკის წინ დგას და უყურებს როგორ შემოსცქერის სარკიდან 40 წლის, გამხდარი, უშნო ყავისფრად თმაშეღებილი, დაღლილი ქალი, უბედური გამოხედვით...
- ღმერთო ჩემო რამდენი შეცდომა დავუშვი, -ჩაილაპარაკა და კბილის ჯაგრისს დასწვდა, -უკვე რამდენიმე კვირაა კბილი აწუხებდა, - თმაც უნდა შევიღებო, ახალი ტანსაცმელიც საყიდელი მაქვს და სახლისთვის ახალი ფარდები, ჩემს ბიუჯეტს უნდა გადავხედო, პოლის უნივერსიტეტის თანხას ვერაფერს მოვაკლებ, დაზღვევის თანხაც შესატანი მაქვს,
ასე თავის თავთან საუბრით ჩავიდა სამზარეულომდე, ახლა უკვე ყოველთვიური ბიუჯეტის ცენტებამდე გათვლა უწევდა ლილის, ალფრედომ მთელი დანაზოგი გაფლანგა და ლილის მშობლების დატოვებულ მთელ უძრავ ქონებასაც ბოლო მოუღო, ერთადერთი ეს სახლი დარჩათ და ალფრედო ყოველ დღე სთხოვდა მის იპოთეკით დატვირთვას, რაზეც ლილი სასტიკ უარს ეუბნებოდა, რამდენიმეჯერ იკამათეს, ალფრედომ დაარტყა კიდეც და ლილი დიდხანს ტიროდა საძინებელში ბალიშში თავჩარგული, ერთადერთი შვილი, რომლის უნივერსიტეტისთვისაც ლილი ფულს აგროვებდა, 18 წლის პოლი, მამასავით უსაქმური და უხეში იყო, დედას მუდმივად ეუხეშებოდა და მხოლოდ მაშინ როცა ფული დასჭირდებოდა, მცირეოდენ სითბოს და სიყვარულს იჩენდა მის მიმართ, სამი წლის წინ ალფრედომ ლილი აიძულა საკმაოდ დიდ თანხად დაეზღვია საკუთარი სიცოცხლე და ახლა ლილის ამ დაზღვევის გადახდაც დააწვა კისერზე,
- ჯანდაბა, სადაცაა ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდება, - ჩაილაპარაკა და ყავის აპარატი ჩართო, მაცოცხლებელმა სურნელმა წამებში გაავსო მომცრო სამზარეულო, ის იყო ყავა ჭიქაში დაასხა, ჩამოჯდა და დასალევად მოემზადა რომ კარზე ზარი გაისმა,
- ნეტავ ვინ ჯანდაბაა ამ დილაადრიან, -ჩაიბუტბუტა უკმაყოფილოდ, -კართან მეზობელი, სოფია იდგა ხელში ორცხობილებით სავსე თეფშით,
- დილამშვიდობის, გადავწყვიტე დღეს შენთან ერთად დავლიო ყავა, -მიახალა სოფიამ ღიმილით და მიპატიჟებას არც დალოდებია, ლილი უცერემონიოდ გასწია განზე და სამზარეულოსკენ წავიდა,
- ოჰ, რა კარგი სურნელია, კაცმა რომ თქვას არც მინდოდა შენთვის ამ დილით ხასიათის გაფუჭება,
ლილიმ ინტერესით შეხედა, სოფიას თვალები უციმციმებდა და ტყუილად ცდილობდა შეწუხებული სახის მიღებას, ლილიმ შეატყო, სოფიას ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ახალ ამბავს,
- კარგი, ამოღერღე ბოლოს და ბოლოს რის თქმას აპირებ, -თქვა და წინასწარ მოემზადა უსიამოვნო ამბისთვის, რადგან ასეთი იყო სოფია, არასდროს კარგი ამბავი არ მოუტანია ლილისთვის,
- გუშინ, სუზისთან ვიყავი, -დაიწყო სოფიამ, -ისეთი რაღაც გავიგე რასაც ნამდვილად არ ველოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე, უნდოდა ჩემთვის დაემალა მაგრამ ვერ მივართვი, შესასვლელშივე დავინახე ალფრედოს ფეხსაცმელი,
- რას ამბობ, ალფრედოს სუზისთან რა უნდოდა, მართალია მე და სუზი ვმეგობრობთ მაგრამ, ალფრედოსთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს,
- ჰოო, -ჩაიცინა სოფიამ, -ის იყო სუზი ჩემს გამოსტუმრებას აპირებდა რომ იმ დროს ალფრედოც სულ მთლად შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან,
ალბათ ლილის დაღლილ ტვინამდე ძალიან ნელა აღწევდა სოფიას სიტყვები, დიდხანს, დიდხანს იჯდა უაზროდ გაშეშებული, იმდენად დიდხანს რომ სოფია სერიოზულად შეშინდა,
- მოვკლავ იმ ნაბიჭვარს, - ძლივს ამოთქვა და ფეხზე წამოდგა, -აუცილებლად მოვკლავ, ოღონდ ჯერ გავეყრები, ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა,
- კარგი, მე წავალ, -სოფიაც წამოდგა, -შენ კი სანამ რამეს მოიმოქმედებდე კარგად დაფიქრდი, სისულელე არ გააკეთო, - დამოძღვრა, კარი გაიჯახუნა და კმაყოფილი ღიმილით წავიდა სახლისკენ,
ლილი დიდხანს ვერ პოულობდა ადგილს, ეს უკვე ზედმეტია, სუზანა მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ეს როგორ გაუკეთეს, ეს როგორ იკადრეს, ნეტავ რამდენი ხანია ერთად არიან, ალბათ ერთად წოლისას მას დასცინიან,
- ჯანდაბა, -იყვირა და ყვავილებიანი ვაზა კედელს შეანარცხა,
ალფრედო საღამოხანს მოვიდა სახლში, ლილის უკვე ყველაფერი მიელაგებინა და ახლა ღიღინით ურევდა სპაგეტს,
- რა გჭირს უჩვეულოდ ხალისიანი ხარ, -ალფრედომ ქვაბში ჩაიჭყიტა, -ოჰო, სპაგეტს აკეთებ? მაგარია, ხელებს დავიბან და მოვალ, -აბაზანისკენ მიმავალი ალფრედო უცაბედად შემობრუნდა, -არ მეტყვი რას უნდა მივაწერო შენი ასეთი განწყობა,
- დღეს ჩემს ცხოვრებაში მიღებულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას აღვნიშნავთ, -გაეღიმა ლილის, -გეყრები ალფრედო, ხვალ განქორწინებაზე საბუთები შემაქვს, ერთხელ და სამუდამოდ გშორდები, შენგან ვთავისუფლდები,
ალფრედოს სახე შეეცვალა, - მეხუმრები არა? -უთხრა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ,
- არ გეხუმრები, -უთხრა ლილიმ სრულიად მშვიდად, -ეს უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა, შეცდომა დავუშვი რომ აქამდე არ გაგეყარე, მაგრამ შეცდომის გამოსწორება არასდროს არაა გვიან,
- ესე იგი მეყრები არა? -ალფრედოს ხმაში ბრაზი და გაცოფება იგრძნობოდა, -ესე იგი ასე მიხდი მადლობას იმისთვის რომ ამდენი წელი შენნაირ ცივ და უემოციო ქალს ვიტანდი? ამ ბოლო დროს სარკეში თუ მაინც ჩაგიხედავს რას გავხარ, უფლება რა გაქვს ახლა მიმატოვო და ყველაფრის გარეშე ცარიელ-ტარიელი დამტოვო, მიუახლოვდა და ყელში ხელი წაუჭირა,
- რას აკეთებ გამიშვი, -ძლივს ამოიხრიალა ლილიმ,
- მირჩევნია მოგკლა ვიდრე ჩემთან გაყრის უფლება მოგცე, -ლილი პირველად ხედავდა კაცის თვალებში ასეთ ზიზღს, მთელი ძალით შეეცადა მისგან დასხლტომას, როგორც იქნა ხელი გააშვებინა და უკან დახევისას სპაგეტის გადაწურვისას დაღვრილ წყალზე ფეხი დაუცდა, ალფრედოს არც კი უცდია ხელის შეშველება, ლილი რამდენიმე წამს უმწეოდ ტორტმანებდა, მერე მოწყვეტილი ფოთოლივით გადავარდა, თავი სამზარეულოს მარმარილოს მაგიდის კიდეს ჩამოარტყა, აშკარად მოესმა როგორ გაუტყდა კისერში ძვალი, მოწყვეტით დაენარცხა იატაკზე და რამდენიმე წამში უკვე აღარ სუნთქავდა...
* * *
ისინიც კი შეიკრიბნენ ოლივიას პალატაში ვისაც ამ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ გახსენებია და არ მოუნახულებია, სანახაობა, აი რამ მიიზიდა ისინი, დღეს, სულ რაღაც რამდენიმე წუთში ექიმი აპარატს გამორთავდდა და სამი თვის წინ შეწყვეტილი სიცოცხლე ახლა ფორმალურადაც დასრულდებოდა,
ოლივიას დედ-მამა, მისტერ და მისის სკოტი, ოჯახის მოძღვარი, ოლივიას ბიძა მისის სკოტის ძმა ოცდათხუთნეტიოდე წლის ჯეიმი თერნერი, მაიკლი და მისი დედ-მამა, ოლივიას საწოლთან იდგნენ და უემოციოდ დასჩერებოდნენ გამხდარ გალეულ გოგონას, რომელსაც სიცოცხლის ნიშან წყალიც კი აღარ ეტყობოდა,
მისის ელა სკოტი თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით წამდაუწუმ იწმენდდა არარსებულ ცრემლებს და დროდადრო ოხრავდა, ტონი სკოტი კი ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებდა და მოუთმენლად იყურებოდა კარისკენ საიდანაც ექიმი უნდა შემოსულიყო,
როგორც იქნა ექიმმა კარი შემოაღო,
- მზად ხართ? -მიმართა ოთახში მყოფთ, ყველამ უხმოდ დაუქნია თავი, ექიმი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა აპარატს და ღილაკს თითი დააჭირა, უსწორმასწორო ხაზები აპარატზე რომ მოჩანდა გასწორდა, გაიჭიმა, თითქოს უსასრულოდ გაგრძელდა და ის იყო ოლივია სკოტის მკერდმა მოძრაობა შეწყვიტა რომ ლილი ჯონსმა თვალები გაახილა...



№1 სტუმარი რეიესი

ისევ ნერვებს დაგვაწყვიტავ და თავებად დადებ ხო? ????????????ძალიან საინტერესოა ახალი ისტორია. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent