შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

•აუხსნელი სიყვარული•


18-09-2021, 15:30
ავტორი Ares
ნანახია 716

***

მე ვერ აგიხსნით, როგორია აუხსნელი სიყვარულით ცხოვრება.
ეს ყველაფერი მოუშუშებელი იარით ცურვას გავს ოკეანეში;
გეწვის ეს მარილიანი წყლის შეხება,
მაგრამ ეს შეხება გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ,
რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ,
მიუხედავად ტკივილისა.
ამბობენ,
როცა ზღვასთან ან ოკეანესთან დგები,
ის ადამიანი გახსენდება ვინც გიყვარს;
მე გამოგიგონე,
ამოგიჩემე,
ამოგი-ჩემ-ე.
ღმერთო, ამ სიტყვაში მაინც ხომ ჩემ-ად გაქციე.
მე მეზღაპრე ვარ,
რეალისტი,
გამოუსწორებელი რომანტიკოსი,
სიყვარულზე შეყვარებული გულუბრყვილო ბავშვი.
მე ის პატარა გოგო ვარ, ვისაც ბაღში კიკინებზე ექაჩებოდი.
მე ის პატარა გოგო ვარ, ვისაც სკოლაში ესაიდუმლოებოდი.
მე ჯერ ის პატარა გოგო ვარ მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი შენ აღარ მიყვარს.

...

მე პატარა გოგო აღარ ვარ.
მე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ,
მე შეყვარებული ვარ სიყვარულზე.
მე მუდმივ მოლოდიში ვარ,
ოღონდ შენი აღარ,
ვეღარ გენდობი,
აღარ გენდობი.
არ ხარ სანდო.
მე მუდმივ მოლოდინში ვარ,
იმ ადამიანის...
აი, ჩემი ადამიანის,
ვინც არ მომთხოვს ჩემი ჩანახატების დაწვას,
ვისაც ეყვარება ჩემში ადამიანი, ბავშვი, ქალი და ეშმაკი ერთდროულად.
მე ყოველთვის მრავალფეროვანი ვიყავი, და არ ვაპირებ ერთფეროვანი გავხვდე.

მე ვერ აგიხსნი, როგორია ცხოვრობდე აუხსნელი სიყვარულით
და ამიტომ,
დღეს, სარკეში შევხედე ჩემ თავს და ვთქვი:
მე შენ მიყვარხარ.
და უეცრად, გულზე მომეშვა.
მე შენ აღარ მიყვარდი,
სამაგიეროდ,
მიყვარდა საკუთარი თავი,
და დამიჯერე,
ეს სიყვარული შენ სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია.



Author's Note:

აუხსნელი სიყვარული ზუსტად 7 წუთში დავწერე. მისი წინაპირობა ის იყო, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის შეყვარება მიჭირდა. საკუთარი გამოცდილების შემდეგ (კერძოდ, ცალმხრივის სიყვარულის), რომელიც აღწერილია აუხსნელ სიყვარულში, გავიდა დრო... და ის პატარა გოგონა გაიზარდა, იცხოვრა, დააგროვა ცხოვრებისეული გამოცდილება. და მიხვდა მთავარს: რომ თუ ცხოვრებაში საკუთარი თავი სათანადოდ არ გიყვარს და არ სცემ პატივს არაფერი გამოგივა. ვერც წარმატებული გახდები და ვერც ბედნიერი.

აუხსნელი სიყვარული არის პირობა საკუთარ თავთან, რომ მე არასდროს მივცემ არავის იმის საშუალებას რომ საკუთარი თავი არარაობად მაგრძნობინოს. ჩვენ დიდი გოგოები ვართ უკვე, და ცხვირსაც ვუტეხავთ არამკითხეებს, და პასუხისმგებლობასაც ვიღებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent