შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ხარ (თავი 5)


25-09-2021, 13:37
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 152

საშინელი გრძნობა ,მისი შეხება , ამაზრზენი სახე.ისევ ის ტკივილი ,ისევ ტირილი .და ბოლოს ისევ შეშინებული ვყვირი და მეღვიძება.ოთახს თვალს ვავლებ ,სახლში არ ვარ .წამლები არ მაქვს .ახალ მართლა მოვკვდები.კარი იღება და დემეტრე შემოდის შეშინებული სახით.
-დემე ,წამლები არაა,მოვკვდები,გავგიჟდები სახლში წამიყვანე .-ვტირი გაუჩერებლად ვგრძნობ რომ ცუდად ვარ.
-ნიტა დამშვიდდი აქ ვარ .-ჩემთან ახლოს მოდის და მეხუტება.
-არა, წამლები მინდა,უნდა დავლიო.....-ჯიუტად ვიმეორებ ისევ.
-ნიტა შემომხედე არ გჭირდება გესმის,მე აქ ვარ ,მშვიდად ისუნთქე.- უცებ მომცილდა ფანჯარა გამოაღო წყალი მომაწოდა და მთხოვა დალიეო.მერე ისევ ჩამეხუტა.უკვე მართლა გიჟს ვგავდი.
-დემე გთხოვ უნდა დავლიო მოვკვდები გესმის-ვტიროდი გაუჩერებლად.
-არ დამტოვებ ანიტა, მჯერა,საშიში არა -თვალებში მიყურებდა,შიშს ვხედავდი მასაც ეშინოდა მაგრად მოვეხვიე.თითქოს ვინმე მართმევდა მის თავს.
-არ წახვიდე გთხოვ .
-აქ ვარ ,შენთან ვარ,მშვიდად დაიძინე.-თმაზე მეფერებოდა.მან ეს შეძლო პირველად ამ კოშმარების შემდეგ წამლების გარეშე დავიძინე თავს მშვიდად ვგრძნობდი.
დილას დაჟინებული მზერა მაღვიძებს.თვალს ვახელ და სავარძელში მჯდომ დემეტრეს ვხედავ.მიღიმის.
-დილამშვიდობისა-მეც გავუღიმე.
-კარგია რომ გაიღვიძე-ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა-დილამშვიდობისა-მსუბუქად შემახო ტუჩები შუბლზე.-ადექი სალაპარაკო გვაქვს.-გამიღიმა და ოთახი დატოვა.ვიცოდი ,დრო დადგა ყველაფერი მომეყოლა მისთვის.ავდექი იქვე მისი მაისური იყო,შხაპი მივიღე და მაისური გადავიცვი.მის თვალებში ცეცხლი აინთო როცა დამინახა.
-ნიტა რას აკეთებ.-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.გონს მოსვლას ცდილობდა.
-ტასაცმელი ჭუჭყიანია,იმედი მაქვს სახლში გამიყვან .-მეც შემრცხვა ჩემი თავის.
-მოდი ისაუზმე და მერე წავიდეთ.-გამიღიმა და დაჯექიო მანიშნა.მშვიდად ვისაუზმეთ.მივალაგეთ და წასასვლელად მოვემზადე .
-ახლა სახლში მიგიყვან გამოვიცვლი და ისევ გავდივართ გესმის-მკაცრი ტონით მაფრთხილედა.
-კარგი-პატარა ბავშვივით გავისუსე.მას გაეღიმა.
-საყვარელი ხარ ნიტა-ისევ გამიღიმა და ცხვირზე მომიჭირა ხელი.
-მეტკინა-ნაწყენმა ამოვიბურდღუნე.მან კი სიცილს უმატა.
-აქ მარჯვნივ უნდა შეუხვიო.-გზაზე ვანიშნე რომ ყურადღება გადაეტანა, სიცილი რომ გაეგრძელებინა გული წამივიდოდა.
-სწრაფად მოემზადე -საყვარლად გამიღიმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.სახლში ავედი.გამოვიცვალე მოვწესრიგდი და ისევ დაბლა ჩამოვედი.იქ არ დამხვდა ამიტომ დარეკვა გადავწყვიტე თუმცა წამში მანქანა ფეხებთან გამიჩერა.მინა ჩამოსწია
-მე მეძებ?არ დამიტოვებიხარ დაჯექი.-უზომოდ კმაყოფილი ვიკავებ ჩემს ადგილს.ქალაქს გავცდით .მანქანა ტყეში გააჩერა .ულამაზეს ადგილას .
-წამოდი სანამ გაწვიმდება ვისეირნოთ.-მანქანის კარი გამიღო და საყვარლად გამიღიმა.შემოდგომა საგრძნობლად დატყობოდა ბუნებას .მშვიდი გარემო იყო.არანაირი ხმაური.მხოლოდ ჩვენი ფეხის ნაბიჯების ხმა არღვევდა ამ სიმყუდროვეს .
-ნიტა ძალიან შემეშინდა ,როცა ხმას არ მცემდი რამდენიმე დღე , ჯოჯოხეთი გამოვიარე , ვერაფერს ვხვდებოდი.გუშინ რომ გნახე ყველაფერმა აზრი შეიძინა,სუნთქვა ისევ დავიწყე გესმის.რატომ მოემექეცი ასე?-მომლოდინე თვალები მომაპყრო და იქვე ხეს მიეყუდა.ვხვდებოდი რომ ყველაფერი უნდა მომეყოლა.
-იმ ღამეს შენს დას შემადარე,მე ვიფიქრე რომ ჩვენი ურთიერთობის ზღვარი აქ გადიოდა,ამას არ ველოდი,მეწყინა ,გეფიცები ასე თავი არავისთან მიგრძვნია და აღმოჩნდა რომ თურმე შენთვის მე დასავით ვარ...
-რა სისულელეებს ლაპარაკობ გოგო,გესმის მაინც რას ამბობ ნუ მაგიჟებ ნიტა?-გაბრაზდა ,მასაც ეწყინა.
-ასე გავიგე ის საუბარი,ყველაზე მეტად შენი სიჩუმე მაძლევდა ამის მტკიცებულებას.დამიჯერე არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა.-გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
-ხო ჩემს დას შეგადარე მაგრამ არ მითქვამს რომ მისი ადგილი გიკავია,შემომხედე,შენ ვერასდროს იქნები ჩემი და გესმის,ეს ასე არ იქნება.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში დაჟინებით მიყურებდა.-მაგიჟებ ნიტა -სახე ახლოს მოიტანა იმდენად ახლოს იყო რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი.-ჩემი სულელი გოგო ხარ იცი?-გამიღიმა
-დემე...
-გაჩუმდი გთხოვ,არაფერი თქვა -სუნთქვა აჩქარებული ცდილობდა გონს მოსულიყო.მერე მაგრად ჩამიხუტა.გული სწრაფად უცემდა და არც ჩემი იყო განსხვავებულ მდგომარეობაში.ცოტახანს ასე ვიყავით არაფერს ვამბობდით .სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
-გუშინდელი ღამე ,ნიტა ეს უკვე მეორედ მოხდა,მითხარი რატომ?-შიში ,ნერვიულობა ყველანაირი განცდა იგრძნობოდა მის ხმაში.უნდა მომეყოლა ,ცხოვრებაში პირველად ვყვებოდი ამ ამბავს სამი წლის შემდეგ .
-ერათადერთი ხარ ვისაც ამას მოვუყვები-თვალებში შევხედე სადაც ახლა ნდობას ვხედავდი.მერე კი ჰორიზონტს გავუსწორე თვალი.-სამი წლის წინ, ერთი ბიჭი იყო,გიორგი.-მის გახსენებაზე ზიზღის გრძნობა დამეუფლა.-როგორც თვითონ ირწმუნებოდა ვუყვარდი,მაგრამ დამიჯერე გიჟი იყო-ისევ მას შევხედე.თვალები ცრემლებით მევსებოდა .
-მჯერა ნიტა-საოცრად თბილი ხმით მითხრა.
-ყველანაირად ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა მისგან,ვემალებოდი კიდეც,ბოლოს როცა ვიფიქრე რომ მორჩა მაშინ დაიწყო საშინელება.სამსახურიდან სახლში მივედი კერძო სახლში ვცხოვრობდით,ზაფხული იყო,გამოვიცვალე,ბაბიმ მომწერა შენთან დავრჩები სიურპრიზი მაქვსო მას ველოდებოდი,ოთახში ვიყავი აივნის კარი ღია მქონდა ,სიო უბერავდა მხოლოდ პატარა ნათურა მენთო და მთვარეს გავყურებდი ჩემი საწოლიდან,დავინახე აივანზე ვიღაცის სილუეტი იყო,შემეშინდა ხმა ვერ ამოვიღე- წამით გავჩერდი ვხვდებოდი სუნთქვა მიჭირდა ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე.რაც მას არ გამოპარვია.
-ნიტა ,თუ ცუდად ხარ არ გინდა-მზრუნველობა იგრძნობოდა მის ხმაში.
-არა,გავაგრძელებ -ისევ ჰორიზონტს მივაშტერდი,მას ვერ ვუყურებდი,არ ვიცოდი ამ ყველაფრის მერე შემიზიზღებდა თუ არა მაგრამ ვფიქრობდი და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი უნდა ცოდნოდა. -ოთახისკენ მოიწევდა,სიბნელეში ვერ ვარჩევდი ვინ იყო,ვეცადე ტელეფონი მეპოვნა მაგრამ ამაოდ.ვერ ვინძრეოდი,საშინლად მეშინოდა .ძალიან ფრთხილად გადასწია ფარდა და ოთახში შემოვიდა ის იყო კმაყოფილი და ამაზრზენი სახით მიყურებდა.-ვგრძნობდი რომ ტირილს ვეღარ შევიკავებდი ამიტომ ცრემლებმა ჯებირები გაარღვიეს.-ხელში დანა ეჭირა ,ახლოს მოიწია ვცადე გაქცევა მაგრამ არაფერი გამომივიდა,ჩემზე ბევრად ძლიერი იყო, ერთი ხელის კვრით საწოლზე ავღმოჩნდი,შიში პანიკაში გადამეზარდა.ყვირილი მინდოდა მაგრამ თითქოს ხმა არ ამომდიოდა,შემეხო გესმის შემეხო მისი ბინძური ხელებით-მხოლოდ ახლა გავხედე დემეტრეს რომელსაც სიბრაზისგან ძარღვები სულ დაბერვოდა ,თვალებში კი ცეცხლი ენთო.მაგრამ მაინც ცდილობდა მშვიდად მოესმინა.-მთელს სხეულზე მეხებოდა,გულს მირევდა .რამდენიმეჯერ დანაც დამისვა რაზეც გიჟივით იცინოდა,ბოლოს არ ვიცი როგორ მაგრამ როცა ტანსაცმლის შემოხევა დაიწყო მთელი ძალით ვიღრიალე,ვტიროდი და ყვირილის ძალასაც ვპოულობდი.მერე ოთახის კარის შემომტვრევის ხმა ,ბექას ყვირილი და ბაბის გაყინული სახე მახსოვს. შემდეგ საავადმყოფოში გავიღვიძე.-ვუყურებდი კაცს რომელსაც ჩემი წარსული გავანდე და უფრო მეტად მიჩნდებოდა სურვილი ბოლომდე მივნდობოდი.
-და იმ ნაბიჭ...-ხელი მაგრად დაარტყა ხეს.-სად არის ახლა , გეფიცები მოვკლავ.
-ციხიდან გამოვიდა და საზღვარგარეთ არის მგონი.-თვალებში ვუყურებდი მინდოდა გამეგო რას გრძნობდა ჩემს მიმართ.
-პატარა, ძლიერი მყავხარ -გამიღიმა და მომიახლოვდა.-საოცრება ხარ ნიტა გეფიცები სასწაული ხარ.
-დემე,არ გძულვარ?...
-ეგ მეორედ აღარ მითხრა არც გაიფიქრო.ცხოვრების მწარე გამოცდა ჩააბარე გესმის, ძლიერი ხარ
-დედა მეუბნება ხოლმე არ დარჩე იმასთან ვისაც არ უნდიხარო ,არ გენდობაო,ყველანი იმას მივიღეთ რაც დავიმსახურეთო.იცი რატომ ვარ ახლა მშვიდად იმიტომ რომ კარგის მოლოდინით ვცხოვრობ,არავისთვის ცუდის გაკეთება არ მიფიქრია,ცხოვრებას არ ვეწინააღმდეგები და მან შენთან შემახვედრა.-იღიმოდა და გულს მითბობდა ჩემს სახეზე ნაზად დაატარებდა თითებს.
-ბოლომდე შეგიძლია მენდო.
-ამ ყველაფრის შემდეგ .საშინელ სიზმრებს ვხედავ ისევ მას ვხედავ და საკმაოდ ცხადად ამიტომ ვსვავ წამლებს ,გუშინ კი საოცრება ჩაიდინე წამლების გარეშე დამაძინე.ერთადერთი ხარ ვინც ეს შეძლო.
-აი ნახავ მალე სულ გადაყრი მაგ წამლებს.-გამიღიმა და ისევ გულზე მიმიხუტა.
-შემცივდა , შეიძლება წავიდეთ?-მომლოდინე თვალები ვუყურებდი მან კი მხოლოდ ღიმილით მიპასუხა.სახლამდე მიმაცილა.
-ნიტა ტელეფონს უპასუხე ხოლმე გთხოვ.არ მანერვიულო.-ამ წამს მივხვდი რომ ეს ბიჭი ჩემს გულში შემოიჭრა.მორცხვად დავუქნიე თავი და სწრაფად დავტოვე მანქანა.

--------
მგონი ცოტა პატარა თავია მაგრამ მალევე დავდებ ახალს. ველი შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან საინტერესო იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს .

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მია15
ძალიან საინტერესო იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს .

მადლობა♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ბრავო...სიტყვებიც ზედმეტია ამასთან....შემდეგ თავს ველი????????

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მარიამი
ბრავო...სიტყვებიც ზედმეტია ამასთან....შემდეგ თავს ველი????????

მადლობა ,შემდეგი მალე იქნება♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent