შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამარია (სრულად)

30-09-2021, 01:44
ავტორი tasusuna
ნანახია 15 657

ხმაური მაღვიძებს..
საამოდ ჭიკჭიკებდა სარკმელთან პატარა ბეღურა..
წვრილი ნისკარტი ფართოდ გაეღო და დილის ჰანგებს აფრქვევდა ირგვლივ..
ალბათ,საინტერესო,სოფლის ჭორ-ჭირებსაც კი ჰყვებოდა,თუმცა,ჩემს ყურს მხოლოდ მისი მჟღერი,მუსიკალური ბგერები სწვდებოდა.
-ნარა,ადექი დედი,სტუმრები გვყავს-უხერხული ღიმილით აღებს კარს დედა.
საინტერესოდ უცნაური ხმა აქვს..
სანამ ვიცმევდი,მის ტემბრზე მეფიქრებოდა..
-დილა მშვიდობისა გაგვითენდა,ლამარია!-ჩემი მომცრო,ხელით ნაქარგი თოჯინა გულს მიმშვენებს..
ისე მყავს მიხუტებული,თითქოს ვინმე მართმევს..
-ჯერ წელიც არაა,რაც სისხლი წამოუვიდა,მამა,სულ ბავშვია..-დედას ქვითინი უცებ სწვდება სმენას და ვიყინები..
-ლამარია,რა ხდება?!-ცისფერ ფოლაქის თვალებს ამაოდ დავცქერი,ხმას ვერ იღებენ..ისე ვიმოსები,ცალი ყური თხელი კედლის მიღმა მაქვსთუმცა,ვეღარაფერს ვარჩევ..
-დედი!-კარს ფრთხილად ვაღებ..
პაპას ზურგი აქვს ნაქცევი და კედელზე გაკრულ მამას შავფარდაგჩამოფარებულ სახეს ჯმუხად შეყურებს..
ინსტიქტურად მივრბივარ მისკენ..
მწვანე თვალები სულ ამღვრეულიაქვს და ძაძით ძლივსღა იშრობს ღარებს..
-დედი,რატომ ტირი? -ვეღარ მითმენს გული..
მისი მზერა იმდენად მწარეა,პაპას ზურგისკენ მიბყრობილი,მაკანკალებს..
თუმცა,ბერიკაცი არც კი ირყევა..
განგაშის ზარებს სცემს ინსტიქტურად გული..
გაუაზრებლად მეტირება..
გული ეწურება დედასაც..თუმცა,ცდილობს ხმაში ყინული არ ჩაეღვაროს..
-გული რატომ აგიჩუყდა დედი?! იცი,რომ გვერდით ოთახში სტუმრები გვყავს?! აბა,ცრემლები შეიმშრალე და გავიდეთ,პაპაც მოვა მალე..-თითქოს შემაგულიანა,მაგრამ,პატარა,ციცქნა გული მაინც ცუდს მიგრძნობდა..
მესამე და,ყველაზე დიდ ოთახში,
ცოლ-ქმარსა და,კუთხეში,ახალგაზრდას მოეყარათ თავი..
კარგად ჩაცმული ქალი შემფასებლურად მათვალიერებდა და წარბაწეული დაჰყურებდა გულზე აკრულ ლამარიას..
თავი წუთითაც არ აუწევია კუთხეში მდგომს..
თუმცა,მხრები ლარივით გადაჭიმვოდა..
-ხელის გულზე ვატარებთ,სადარდო არაფერი გაქვთ..-ქალის ხმა ცივად მეხვევა მხრებზე..
წუთითაც არ გაუსწორა მზერა დედამ..
ხმაც არ გასცა..
-გევედრები,გაზრდა ადროვე..-მხოლოდ იმ უხმო,მთასავით მაღალსა და წვეროსანს შეევედრა..
გამაცივა..
ის დღე გამახსენდა,თამარის და როგორ წაიყვანეს ექვსი თვის წინ..
გათხოვდაო,გვითხრა სოფლის გოგო-ბიჭებს მეორე დღეს..-უკვე გაიზარდაო..
გაზრდა არ მინდოდა..
ის არ მინდოდა..
დედასთან მინდოდა..
გული ამომისკდა..
-დედი,არ გამზარდო,გევედრები!-ვეტაკე გამწარებულმა..
ხმაურზე პაპაც შემოვიდა..
დედას წელზე შემოხვეული ჩემი სხეული ფრთხილად ჩამოხსნა და ყინულით სავსე
მზერით დამიყვავა.
-ნარა,სირცხვილია!-საერთოდ აღარ მომესმა მისი ხმა ალერსით სავსე..
ისე გავიყინე,
გაუცნობიერებლად,
აღარცერთი ბგერა აღარ მესმოდა..
ვხედავდი,როგორ დადიოდა დედა ცრემლებით სავსე ხის,ფიცრულ ოთახებს შორის..
დაატარებდა ხელით ტყავის მამის სახსოვარ ხელჩანთან.
დებდა მასში რაც კი რამ მოჰყებოდა ხელთ და,
ვეღარ ჩერდებოდა..
-ჩვენი წასვლის დროა..-ზარივით გაისმა უცხო კაცის ხმა..
უკვე შუადღე იდგა..
გარეთ რომ გამოვედი,აღარაფრის ხმა აღარ ისმოდა..
დუმდა ჰაერიც..
ისე მიმიკრა დედამ,სულ ოდნავ დარჩენილი ძალაც გამომაცალა მხრებიდან..
ვიგრძენი,როგორ ჩაიღვარა მისი ცხელი ცრემლი თმებში..
გული საერთოდ აღარ უცემდა..
-ნუ გეშინია დე,თუ მოგენატრო,სულ ერთხელ მახსენე და შენთან გავჩნდები..-ფრთხილი ხმა ძლივსგასაგონად მეჩურჩულებოდა ყურში..
-როცა რამე მოგინდეს,ნოეს უთხარი..
რაღაც რომ აგტკივდეს,არ დამალო..
თუ კი რამე უცხო შეატყო შენ თავს,არ აღელდე,ნუ შეგეშინდება..
ყველაფერი კარგად იქნება..
მე და მამას როგორც გვიყვარდა,ისე შეგიყვარდება შენც..
მთავარია გული გაუღო..
მთავარია გაზრდა გაცალოს..
ჩვენ რაც გაგიკეთეთ დე,ოდესმე გვაპატიე,გთხოვ..
-არ მესმოდა კარგად,რას გულისხმობდნენ მისი სიტყვები,თუმცა,იმდენად გულწრფელი იყო,სული ამეწვა..
-დედი,მიყვარხარ! -მის გამოსაკეთებლად ვუპასუხე ღიმილით..
უცხო შესახედაობის ოთხთვლიან ფაიტონზე შებმულ ორ ულაყს კისრები მზისკენ მოეღერათ და ფეხებთან დაყრილ თივას მადიანად შეექცეოდნენ.
იმდენად ინსტიქტებს ვიყავი მინდობილი,
არ მახსოვს როგორ დავიკავე ადგილი..
მუხლებზე პატარა ჩემოდანი მედო და იმდენად დიდ გაურკვევლობაში ვიყავი,მხოლოდ შუა გზიდან გამახსენა გონებამ,რომ ლამარია დამრჩა..
-გევედრებით,გააჩერეთ,ლამარია დამრჩა..-სასოწარკვეთილმა გავხედე ყელმოღერებულ ქალს..
აებნა მზერა..
ვერ მიხვდა..
-ჩემი თოჯინა დამრჩა..ლამარია,წითელ თმიანი თოჯინა..-გული ამომისკდა..
მუხლებზე დავეცი..-გევედრებით..წამოვიყვანოთ..-შევთხოვე,თუმცა,წარბიც არ შეხრია..
ისე ვიმგზავრეთ გვიან ღამემდე,
საკუთარი ქვითინის მეტი აღარ მესმოდა..
დამშრალი ცრემლებისგან დაღარული სახე აღარ მიმიბრუნებია მათკენ..
მივხვდი,ნუგეშს ვეღარავისგან მივიღებდი..
ცხენებმა თქარუნი რომ შეწყვიტეს,ცაზე უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა და ჭრიჭინები ყურისწამღებად ჭრიჭინებდნენ..
ქვითნაშენ სახლს დიდი,ხილნარით სავსე ეზო ერტყა გარს..
მის შუაში ვიდექი,გაშეშებული და არ ვიცოდი,საით გადამედგა ნაბიჯი..
-ჩანთას გამოგართმევ,მძიმე იქნება..
-მაღალი სხეული წამით გამისწორდა და,მას შემდეგ მოკიდა ჩანთას ხელი,რაც ბალახზე დავდე..
ამოვისუნთქე..
მეგონა მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მომახსნეს..
თითქოს,ის მიწყვეტდა ბედს..
-შემოდი ნარა,ეს უკვე შენი სახლიცაა..-ცივა ქალმა მიმართულება მომცა..
გადაქანცულობისგან მხოლოდ ძილი მინდოდა..
არ ვიცი,როგორ შევედი ოთახში..
სხეული ტკივილისგან და განცდილისგან მთლიანად დაბუჟებული მქონდა..
არ ვიცოდი რა მექნა..
ვუყურებდი თეთრ,ბალიშზე გადადებულ პერანგს და,არ მსურდა მისი ჩაცმა..
საერთოდ არ მინდოდა გამეხადა და დედის სითბო მომეცილებინა სხეულიდან..
თხელი საბნის ქვეშ,უხეში კაბით წერტილივით მოვიკუნტე..
მაგრად შემოვაჭდე ფეხებს მკლლავები და,
რაც კი რამ ვიცოდი,
ყველა სიტყვით შევევედრე უფალს,დედა ჩემთან გაეჩინა..
ისე მწარედ,ისე მჭიდროდ ვყავდი შიშს შეპყრობილი,არ ვიცოდი,როგორ გავქცეოდი მას..
სუნთქვა მაშინ შევწყვიტე,
ოთახში ერთით მეტი გულის ცემა რომ გაისმა..
ფეხის თითებიდან წამოსული ცახცახი მთლიანად დამეპატრონა და გამფარა..
ვგრძნობდი,როგორ ჩამომდიოდა ღაწვებიდან მდუღარე ცრემლები..
ორი,შეერთებული საწოლის უკიდურეს კუთხეში მივიწიე და გავირინდე..
იქნებ,ხმას თუ არ გამოვცემდი,არც არავის შეემჩნია,საბანში შემალული უცხო სხეული..
-არ შეგეშინდეს,ნარა,მე ვარ..-ნაცნობმა ხმამ ძალიან ფრთხილად მოიარა ოთახი..
საბნიდან ცალი თვალით გამოჭყეტილმა,კარგად დავინახე,როგორ გააჩოჩეს ოთახის შუაგულიდან ნოეს ხელებმა,საწოლის მეორე ნაწილი,კედლისკენ..
ისიც,ისე,როგორც მე,მთლიანად ჩაცმული ფრთხილად გადაწვა და ხელის გულები ჩამოისვა ალბათ,ემოციებით სავსე სახეზე..
-დედამ მითხრა,თუ რამე მომინდებოდა,თქვენთვის მეთხოვა..-შორიდან მოვუარე,ხმა ჩამწყდარმა..
ვერ შემომხედა,თვალი ვერ გამისწორა,თუმცა,ინტერესით მიაბყრო ჭერს მზერა..
-შეგიძლიათ,ლამარია მომიყვანოთ?!-გულაჩქარებით შევთხოვე..-წითელთმიანი,ცისფერ ფოლაქა თოჯინაა,დედამ შემიკერა..
დავინახე,როგორ მოექცა სახე..
არ ვიცი,მომეჩვენა,თუ მართლა დატოვეს ჯებირები ერთმა ცალკე ცრემლმა მის თვალზე..
ხმა არ გაუცია..
მეც აღარ ველოდი..
ბავშვობა წართმეულმა გულმა მწარედ გამოხურა კარი და,
ადგილი დროზე ადრე დამდგარ გოგონას დაუთმო..
ვერ შევეგუე მის სახეს..
საკუთარ სულშიც კი რაღაც შეიცვალა და ეს იმდენად შემზარავი იყო,ძილი დამიფრთხო..
ის ღამე და,
13 წლიდან,
18 წლამდე,აღარცერთი ღამე აღარ დამდგარა ძველებური..
აღარასდროს ჩამიხედავს სარკეში..
აღარასდროს მითხოვია დედა..
დროდადრო,როცა ნელნელა ვიაზრებდი მომხდარს,მითუფრო მემატებოდა უსამართლობის განცდა და,
რიგებად იცვლებოდა გრძნობები დედის მიმართ..
არ მესმოდა,როგორ გამიწირა და მომიშორა მის კალთას..
ვერ ვიჯერებდი,როგორ არ გამოსტაცა ჩემი პატარა,ციცქნა სხეული კლანჭებს და მის საფარ ქვეშ არ დამაბრუნა..
ვერ ვიაზრებდი,როგორ ვერ გადაეღობა პაპას მკაცრ მზერას და როგორ ვერ დამიცვა უსისხლო ქალისგან..
მეცოდებოდა საკუთარი თავი..
წყალზე არეკლილ საკუთარ ვეღარცერთ ნაკვთში ვპოულობდი თუნდაც ერთ საამოს,რომ გული გამღვალიყო..
თითქოს,13 წლისა გავიყინე..
თითქოს,აღარ გათენებულა და ისევ იქ,იმ ღამეს ჩავრჩი,როცა ლამარიას ვითხოვდი..
-ნარა,ნოე მოდის,ვახშამი შეუთბე!-დედამთილის ხმამ ახლად წამოწყებულ ხელსაქმეს მომწყვიტა..
თეთრ ზეწარზე წითელ თმიან,ცისფერ თვალა გოგონას ვქარგავდი და თითქოს,გულს ვიახლებდი..
უემოციოდ გადავდე..
თხელი ქვედაკაბა შევისწორე და მის სიტყვას მივყევი..
ცივი შეჭამანდი ცეცხლზე შემოვდე და,მოზელილი ჭადის ცომი კეცზე კოხტად დავაჯინე..
უკვე მესმოდა მისი მძიმე ნაბიჯების ხმა..
საქმეში გართულს ჭრაქის სუსტი შუქი მისმა მაღალმა სხეულმა
რომ მომიჩრდილა,მხოლოდ მაშინ გავხედე..
აღარცერთი ღარი აღარ ჰქონდა მსგავსი იმ ბიჭის,სულ პირველად რომ ვნახე,თუმცა,ისევ ისეთი მედიდური იყო მისი მხრები..
ზუსტად მეხუთე წელს ითვლიდა განცალკევებით მდგარი საწოლები და,
არ მახსოვს,არცერთი მისი მზერა,სიტყვა ან,მცირე შეხება,რომელიც საზღვარს სცდებოდა..
ერთადერთი,რაც მიმძაფრებდა მისდამი უკიდეგანო ნდობას ეს იყო და ის ჩუმი თანაგრძნობა,რომელსაც,გამუდმებით მიგზავნიდა თვალებიდან..
-საღამომშვიდობის,ნოე!-ჩვეულებით მივესალმე,მკრთალი ღიმილით..
გონება თითქოს განზრახ,იმ დღეს მიცოცხლებდა,გაცეცხლებულ დედას როგორ აღუმაღლა ხმა..
-არაფერი არ მოხდება მანამ,სანამ არ გაიზრდება! -ზარებივით სცემდნენ მისი ბგერები კედლებს თავზარს.
მაშინ,საბოლოოდ მივენდე და,
არ არსებობდა მცირე რამ,რასაც შეეძლო ჩემთვის ტკენა მოეყენებონა,თუ ნოე ახლოს მყავდა..
ამწამს,განსაკუთრებით ციმციმებდნენ მისი თვალები..
ვერ მივუხვდი აღელვებას..
ხელები ზურგსუკან წაეღო და,
მოუთმენლობისგან ცმუკავდა..
-დაბადების დღეს გილოცავ,ნარა!-მტკიცე,ძლიერი ხმით გადმოდგა ერთი ნაბიჯი ჩემკენ და,
გამოწვდილ ხელებში ის,ძველი,გაცრეცილი,გახუნებული ლამარია ჩამიდო..
გული გამიჩერდა..
სული ამეწვა..
დროზეადრე გაჩენილ ნაოჭებში ცრემლებმა იწყეს დენა..
როგორ მივეკარი მის გულს არ მახსოვს..
ისე მძიმედ,
ისე მწარედ,
ყველა წართმეული ბედნიერების ხარჯზე და,
გალეული ბავშვობის ტკივილით მთელი გულით მივეკარი მის ძლიერ სხეულს და,
მთელი ტკივილი ამოვიღე ძარღვებიდან..
მოვთქვამდი და,აღარ ვიცოდი,რატომ..
რაღაც ეკუთვნოდა ეს ცრემლები,ვეღარ ვიაზრებდი,
იმდენად მინდოდა,გავლეულიყავი ემოციებისგან..
-ნუ,ნარა,გევედრები,გულს ნუ იტკენ..-დროდადრო დამისვამდა ხოლმე თმებზე ძლიერ ხელს ნოე..
მკერდზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიკრავდა და,
ძლიერად მხვევდა მის ფრთებ ქვეშ..
სული რომ მოვითქვი,
ოდნავ გავშორდი..
ხელებში მოქცეულ დამტვერილ ბავშვობას თითები გადავატარე და მთელი სითბო გავუგზავნე,თითქოს ,დავიბრუნებდი..
დიდხანს ვეფერებოდი მის ცისფერ,რკალისებრ ფოლაქებს..
წითელი ძაფის თმები მზრუნველ ხელებს ჩაეწნათ და,ბანტით შეეკრათ..
-რომ იცოდე,როგორ გამახარე..-სუსტად ამოვილაპარაკე..
აღარცერთი ენერგია აღარ მქონდა სხეულში..
ყველა ჯავრი გამომაცალა მისმა მკლავებმა და,სულ დავცარიელდი..
ოთახში გახიდულს,ხელები სახეზე აეფარებინა და,
ღრმად სუნთქავდა..
რომ განთავისუფლდა,
მისი ღრმა,ლურჯი თვალებიდან სულ სხვა,ამოუცნობი სხივი წამოვიდა..
წლების შემდეგ,პირველად,
მისი მზერის მიღმა სულ სხვა გრძნობები იწყებდნენ დაბადებას და ამის ისე შემეშინდა,ავიწურე..
არანაკლებ შიშს ღვრიდნენ მისი ირისებიც..
ვიგრძენი,როგორ ცდილობდა მზერა შეეცვალა,
მაგრამ,
ერთიანად წამოსული ახალი განცდები მთლიანად ფარავდნენ..
ვიფარებოდი მეც..
წვრილი,თუმცა,ძლიერი ძაფების დამალვას ვცილობდი მეც,ჩვენ შორის რომ ასე მოულოდნელად იბმებოდა და,
არ ვიცოდი,სად წამეღო მისით აციალებული თვალები..
გავირინდე..
სულ მთლად დავპატარავდი..
გულზე ახუტებული პატარა თოჯინა კიდევ უფრო მივიკარი და,
ისევ ავხედე..
მინდოდა მეთქვა თუნდაც სიტყვა,მაგრამ,ვიგრძენი,აღარცერთი ბგერა რომ აღარ იქნებოდა ძველებური და,
ის მცირე ხმაც წამერთვა..
-მეც მეშინია ნარა..-წერტილის ხელა მომეჩვენა მისი მაღალი სხეული..
თავი დანაშაულში მხელილივით ჩაეხარა და თვალს ვეღარ მისწორებდა ძველებურად..
სულ ძალით,
მახინჯი წესების გამო განადგურებული ჩვენი სულები ჰაერში გაფანტულიყვნენ და ერთმანეთს,ტკივილის საამოდ ეძებდნენ.
-ნოე..-ფრთხილად დავუძახე..მზად იყო მისი თვალები,როგორც აქამდე,ყველაფერი გაეკეთებინათ,ოღონდ,სიმშვიდე მომეპივებინა..
-დედასთან წავიდეთ..
___
ჩემი დიდი ბებიის დედა 13 წლისას გაათხოვეს..
20 წლამდე ხელიც არ ჰქონდა დაკარებული მის მეუღლეს მისთვის..
სამი წლის წინ,სადღაც,ვიღაც, გათხოვდა,მისი სურვილით 14 წლის ასაკში და,დღეს,მის შვილს
ორი წელი შეუსრულდა..
ვეღარ ვხვდები,რომელი დრო,რომელი კაცი უფრო საზიზღარია..
ეს როგორ მოვიდა,არ ვიცი..
რა განცდას და ფიქრებს დაგიტოვებთ,ალბათ,ყველაზე მეტად ეს მაინტერესბესბ..
გელით
თქვენი:ანასტასია

№1 სტუმარი Qeti qimucadze

რა მტკივნეული თემაა ტასუ. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ადრე გათხოვების. ჩვეულებრივი პედოფილია. კანონიერი სახელით შეფუთული. არააქვს მნიშვნელობა ეს ნებითაა თუ ძალით. უკანასკნელის დანგრევა შეწინააღმეგობითაც სეიძლება. ნებაყოფლობითი უფრო მძიმეა. საშინელებაა ბავშვობის წართმევა და არც 18წლამდე ქალიშვილობის დაკარგვას მივესალმები. ზრდასრულობის ასაკი ტყუილად არქვია. შემძრა ამ პატარა ნოველამ.რამდენი,. იძულებით დაქორწინებული, მცირეწლოვანი გოგონების დარდი და ვარამი. წართმეული ბავშვობის სიმბოლოა ღილებთვალება ლამარია. საშინელებაა დედისთვის ამის გადატანა. ტრადიციებს შეწირული ქალთა უფლებები. არვიცი. ასეთ დროს ისეთი განცდა მეუფლება შეიძლება მოვკლა კიდეც ვინმე. ან რა ჭკუა აქვთ დაოჯახების. როგორ უნდა დაქორწინდე, თუნდაც ნებით ბავშვზე. გული დამეწვააა. რამდენიმე აბზაცში ჩატეული ვეებერთელა პრობლემა. დღესაც აქტუალური ბევრ ქვეყანაში. ყოჳა4 ტასუ წარმატებები.

№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ღმერთო რა საშინელებაა , ბაბუა როგორ შეიძლება არ შეგძულდეს ამ წამს თავისი ტრადიციებით და სიცივით.. საშინელებაა როგორ შემეცოდა ნარა მაგრამ არანაკლებ საცოდავია ნოე,გავგიჟდი გული დამეწვა და კიდევ უფრო დიდი საშინელებაა რომ ასეთი ამბები ამ საუკუნეშიც და ჩვენ ირგვლივ ისევ ბევრია...ისევ უმახინჯებენ პატარებს ცხოვრებას,ისევ ცხოვრობენ ასეთი საშინელი ბაბუები და დედამთილები და სამწუხაროდ ბევრს არ ყავს გვერდით ნოე რომელიც დაელოდება მის გაზრდას,რომელიც არ დაამახინჯებს მის ბავშვურ სულს ...

№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze

ქეთ,როგორ გამიხარდა შენი პირველი ხილმა ❤️❤️❤️ დედა ხარ და იცი ! კედელივით აღვუდგები ჩემს შვილს და ყველა საფრთხისგან დავიცავ..
ბევრი საუკუნის ცოდვა აქ ჩვენს
წინაპრებს..
ბევრს ბავშვს დაუნგრუეს რაღაც წესწბმა ცხოვრება და სამუდამო დამღა დაასვეს სულებს..
მადლობა რომ წაიკითხე..
გამიხარდი ❤️

სტუმარი gvantsa
ღმერთო რა საშინელებაა , ბაბუა როგორ შეიძლება არ შეგძულდეს ამ წამს თავისი ტრადიციებით და სიცივით.. საშინელებაა როგორ შემეცოდა ნარა მაგრამ არანაკლებ საცოდავია ნოე,გავგიჟდი გული დამეწვა და კიდევ უფრო დიდი საშინელებაა რომ ასეთი ამბები ამ საუკუნეშიც და ჩვენ ირგვლივ ისევ ბევრია...ისევ უმახინჯებენ პატარებს ცხოვრებას,ისევ ცხოვრობენ ასეთი საშინელი ბაბუები და დედამთილები და სამწუხაროდ ბევრს არ ყავს გვერდით ნოე რომელიც დაელოდება მის გაზრდას,რომელიც არ დაამახინჯებს მის ბავშვურ სულს ...

ვინ მოთვლის,გვანცა ამდენი იყო ა რამდენია დღეს,ისევ,კიდევ და ,სამწუხაროდ,რამდენი იქნება,სანამ კიდევ უფრო მკაცრი არ იქნება კანონი..
მეშინია ხანდახან,შვილის ყოლის..
ბევრი ცუდი გვაქ დღეს ირგვლივ..

№4  offline წევრი ირო

ხანდახან სადღეგრძელოს რომ დალევენ ადა წესებისას და შეეკითხები,რა გახსოვთ სტუმარმასპინძლობის გარდა ამ ადათწესებიდან ყველაზე მეტად რომელს მიტირითთქო, ვერ გიპასუხებენ.არადა ზუსტად ესაა ერთი მანკიერი ადათწესთაგანი რაზეც ასე გემრიელად ამატირე.მთავარია ქალი მომწიფებულიყო,მიყავდა დედამთილს და არა ქმარს,რათა მორჩილი გაეზარდა,მის ჭკუაზე,ვითომ ისე როგორც საკუთარი შვილი,ხანდახან ვფიქრობ და მჯერა რომ გოგოს შვილად არავინ თვლიდა.დედა იტყოდა ხოლმე მეზობელს 6 გოგო და 1 ბიჭი ყავდა და რომ იტყოდა 6 გოგო და 1 შვილი მყავს სულ მიკვირდა და მამაჩემს ვეუბნებოდი შენც 3 შვილი და 4 გოგო გყავსო??ბაბუა შუბლს ჭმუხნიდა ხოლმე და არაფერს ამბობდაო.ვინ იცის ბაბუაც რას ფიქრობდა მაშინ.ასეთი ლამარია რამდენ გოგონას წაუყვანია მზითევში ვინ მოთვლის,მერე დიდი ხმის მერე ბებიები თავიანთ ამბებეს რომ ყვებიან გულისწყვეტით ამბობენ ასეთი დრო იყოო.ვინ იცის რამდენი ბავშვური სიყვარულია მათ გულებში ჩამკვდარი,რამდენი ვაჟია გაუბედურებული.ვინ იცის,ვინ იცის.

№5 სტუმარი სტუმარი თამო

ღმერთო როგორ გამაჟრიალა ამის წაკითხვისას.საშინელი ტრადიცია.ბავშვობის დაკარგვა და ასე ბედ შეგუებული ბავშვები.არვიცი ძალიან იმოქმედა

№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო

მაშინ,თითქმის მთელი ერი იკლავდას მასი სულს და ყველანაირი თავისუფლების განცდას.. ასე ითვლებოდა ნორმად და მიხარია,შედარებით წინ რომ წავიწიეთ,ოდნავ.. თუმცა,უკვე ნებით რომ ხდება ასეთი ფაქტები,ამას ვერ ვეგუები..
ალბათ,ყველას გვყავს ერთი ბებია მაინც,ვისაც ძალით ააცალეს გულიდან სათამაშო და ხელში ოჯახის და ქმრის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები დააჭერინეს..
მათი ფსიქოლოგია და გამძლეობა ამოუხსნელი მგონია..

სტუმარი თამო
ღმერთო როგორ გამაჟრიალა ამის წაკითხვისას.საშინელი ტრადიცია.ბავშვობის დაკარგვა და ასე ბედ შეგუებული ბავშვები.არვიცი ძალიან იმოქმედა

ხმასაც რომ ვერ იღებდნენ,რომ არ იცოდნენ რ უნდა ექნათ და,უბრალოდ ეგუებოდნენ..
რთული ნამდვილად

№7 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში გამიხარდა თქვენი ისტორიის დანახვა. გული მეტკინა პატარა ნარაზე. სამწუხაროდ ეს ჩვენი წარსულია. 12-13-14წლის გოგონებს ძალით ათხოვებდნენ. მაგრამ ნარას გაუმართლა.ნოეს შეუყვარდა ნოე დაელოდა. ლამარიათან თამაში დაასრულა ნარამ,მაგრამ ისევ ლამარიათი დაიწყო მისი და ნოეს სიყვარული.ისტორია მოცულობით პატარა იყო,მაგრამ თითქოსდა ყველაფერი თქვა,იმ ძველი ჩვენი წარსულის ფურცლები გადაშალა და კიდევ ერთხელ გაგვახსენა. მადლობა ამდენი ემოციისთვის და მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიებს.

№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria

ანამარია ❤️❤️ თქვენი გამოჩენა ყოველთვის მახარებს ❤️❤️❤️
ბევრი მსგავსი რეალუტი ისტორიები გვაქვს წარსულში.. ბევრ მოხუცს აქვს მისი ტრაგიკული ბავშვობა მოსაყოლი..

№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მშვენიერი გამოგივიდათ ისტორიით, ძლიერი ემოციებითა და ნატიფი წერის სტილით შექმნლი ჩანახატი. საკმაოდ რთულად მიმაჩნია მცირე მოცულობის ნაწამოებში ჩატიო ამდენი ემოცია და სწორად მიიტანო მკითხველამდე. იმის გარდა, რომ მხატვრულად გაქვთ გადმოცემული ჩემთვის მიუღებელი ტრადიცია, უამრავი დავიწყებული ბავშვობა და ზოგადდ დაუთვლელი ემოციები, ასევე ნათლად ჩანს თქვენი წერის სტილი, რომელიც ძალიან მსუბუქი თუმცა ამავდროულად ემოციებით დატვირთულია, არ კარგავს ნამდვილობას და არც აბნევს მკითხველს. დიდი მადლობა.

№10  offline ადმინი ენ ბლექი

ისტორიას არ შეგიფასებ.. ისიც საკმარისია გულდამძიმებული ცხოვრებას რომ მაძულებ...
იცი რატომ არ ვუვლი შენს ისტორიებს არასდროს გვერდს? ვიცი რომ იქ არ დამხვდება მასაზე გაყიდული ხელოვნება, შენს სახელთან ყოველთვის გულწრფელი, სულიდან ამოყვირებული ამბები აოცირდება, ლამაზად შეფუთული ტკივილი და ჯოჯოხეთი. ჩვენამდე მოტანილი საოცარი ამბების ნუსხა, ტას შენ ხომ იცი რომ სულ თვალს გადევნებ, სულ, სულ, ჩემი გამოჩენის წამიდან ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი შემფასებელი იყავი და ასევე გამორჩეულად საყვარელი ავტორი, ავტორი რომელიც არ მთავზობს ზღაპრებს, შენ მე რეალობას მთავაზობ, მწარეს, ტკივილიანს მაგრამ რეალურს, მიყვარხარ ტას და მიყვარს შენი ბავშობა წართმეული ლამარია

№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ენ ბლექი

ენ,მზესავით გამოანათე ❤️❤️ მთლიანად გამათბე ამ წვიმიან დღეს და გამიფერადე მთლიანი განწყობა ❤️❤️❤️ შენდამი რომ ანალოგიური გრძნობები მაქვს,არ დავკონკრეტდები! ზუსტად რომ მაგიტომ გადევნებ მეც თვალს,ის მოდის შენგან,რასაც ითხოვს გონებაა და არა,გატკეპნილი სიტყვები..
სასწაული ხარ! ❤️❤️❤️ დიი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤️❤️ დიდ მოტივაციას მაძლევს ❤️❤️❤️

№12 სტუმარი one

chemo tasuna❤️
gamikharda sheni dabruneba da shemdzra patara naras ambavma))
mware realoba chveni warsulidan))) romelsac uemociod ver chauvli)) magram ai wyvilis usityvo tanagrdznoba da urtiertgageba ghmertmanni , ise spetakad gkonda gadmocemuli, sheneburad-gavtbi)))
sul vidzakhi rom civilizaciam bevri sibindzure mogvitana, magra ai am konkretul shemtkhvevashi, gaamartla mteli sizustit))
rom gyvarob ukve ki ici ❤️
kho martla-keto mqvia) *^*

№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

nawkas12345
მშვენიერი გამოგივიდათ ისტორიით, ძლიერი ემოციებითა და ნატიფი წერის სტილით შექმნლი ჩანახატი. საკმაოდ რთულად მიმაჩნია მცირე მოცულობის ნაწამოებში ჩატიო ამდენი ემოცია და სწორად მიიტანო მკითხველამდე. იმის გარდა, რომ მხატვრულად გაქვთ გადმოცემული ჩემთვის მიუღებელი ტრადიცია, უამრავი დავიწყებული ბავშვობა და ზოგადდ დაუთვლელი ემოციები, ასევე ნათლად ჩანს თქვენი წერის სტილი, რომელიც ძალიან მსუბუქი თუმცა ამავდროულად ემოციებით დატვირთულია, არ კარგავს ნამდვილობას და არც აბნევს მკითხველს. დიდი მადლობა.

გულით გიგზავნით უდიდეს მადლობას და პატივისცემას მეც ! მიყვარს თქვენნაირი დაკვირვებყლი მკითხველი,ყველა დეტალს რომ აქცევს ყურადღებას ❤️❤️❤️ ჩემთვის ემოცია პირველია და შემდეგ ყველაფერი სზვა... მახარებს,თუ თქვენამდეც მოდის ❤️❤️❤️ მადლობა!

one
chemo tasuna❤️
gamikharda sheni dabruneba da shemdzra patara naras ambavma))
mware realoba chveni warsulidan))) romelsac uemociod ver chauvli)) magram ai wyvilis usityvo tanagrdznoba da urtiertgageba ghmertmanni , ise spetakad gkonda gadmocemuli, sheneburad-gavtbi)))
sul vidzakhi rom civilizaciam bevri sibindzure mogvitana, magra ai am konkretul shemtkhvevashi, gaamartla mteli sizustit))
rom gyvarob ukve ki ici ❤️
kho martla-keto mqvia) *^*

ქეთო,როგორ გამიხარდა,სახელ რომ დამიტოვე ❤️❤️❤️ თან ასეთი ლამაზი და ნაზი ❤️❤️ მიყვარს სახელით მიმართვა,უფრო ახლოს მივდივარ მკითხველთან თქო,ვფიქრობ ❤️❤️❤️ ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ შემოგვიტოვეს დღემდე?! თან სისხლიანი და,გამოუსწორებელი..
მადლობა რომ წაიკითხე და მომყვები სულ ❤️❤️❤️
მახარებ და სულ მახსოვხარ ❤️❤️❤️

№14  offline წევრი შამხათი

პატარა გოგონა მყავს და მე, როგორც დედას, ძალიან შემეშინდა...
რამდენი ცოდვა ტრიალებს ამ დედამიწაზე და რამდენი ბავშვობაწართმეული ბავშვია, გაზრდა რომ არ აცადეს. ყველა მათგანი მტკივა...
შენ კი, მადლობა, საჭიროა, ასეთ თემებზე წერა..

№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

შამხათი
პატარა გოგონა მყავს და მე, როგორც დედას, ძალიან შემეშინდა...
რამდენი ცოდვა ტრიალებს ამ დედამიწაზე და რამდენი ბავშვობაწართმეული ბავშვია, გაზრდა რომ არ აცადეს. ყველა მათგანი მტკივა...
შენ კი, მადლობა, საჭიროა, ასეთ თემებზე წერა..

მადლობა შენ! ❤️❤️
ძალიან ბევრი ბრძოლა,ომი და შრომა გიწევთ დედებს,რომ ყველაფერ ავს ააარიდოთ შვილები.. გმირები ხართ ❤️❤️❤️

№16 სტუმარი სტუმარი ანასტასია

აქ ყველა განიხილავს მოვლენას და მსჯელობს ფაქტზე და მე რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დამამუნჯა ავტორის ნიჭიერებამ, სულისჩამწიწკვნელმა ემოციურობამ და გულის გაგლეჯამდე მისულმა გრძნობებმა. აუ, როგორ წეეეეეეერს, აუ, როგორ არტყავს მიზანშიიიიიი, ისე, ისე, რომ საუკუნის წინ ჩადენილ სხვათა ცოდვაში დამნაშავედ გაგრძნობინებს თავს. ტას, მიყვარხარ, შენ მე შემცვალე, წინა კომენტარების ავტორების განცდები აურიე, ბრბოს სინათლით აუბრჭყვიალე თვალები. პრინციპში რაც ხარ, ის გადმოდის შენი სულიდან. სითბოდ, უბრალოებად და საოცრებად იღვრები და აფერადებს ამ დედააფექებულ ცხოვრებას. შენი ანასტასია❤️❤️❤️❤️❤️

№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ანასტასია

მართლად,რომ ჩემო ანასტასია ! ❤️❤️❤️❤️ როგორ კარგად მახსოვს შენი პირველი გამოჩენა და ისეთი კარგი ხარ, მახსოვხარ და გელოდები ხოლმე ❤️❤️❤️❤️ ეს საოცარი სიტყვები ნამდვილად მეკუთვნის?არ მჯერა,რომ ასე მახასიათებთ და ხვდებით, რა პიროვნება იმალება ამ ყველაფრის მიმართ ❤️❤️მიცნობთ და ამიტომ გაფასებ შენ და ყველანმკითხველს ❤️❤️❤️მადლობა,რომ ხარ! ❤️❤️❤️ ძალიან,ძალიან კარგი ხარ!

№18 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან სევდიანი და ემოციური იყო..მტკივნეული თემაა ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა და ყველაზე მტკივნეული როცა არავინ არაფერს გეკითხება და ისე წყვეტენ შენს ბედს :( ეს სამწუხატო რეალობა იყო და მგონი ახლაც არის :(

№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინო
ძალიან სევდიანი და ემოციური იყო..მტკივნეული თემაა ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა და ყველაზე მტკივნეული როცა არავინ არაფერს გეკითხება და ისე წყვეტენ შენს ბედს :( ეს სამწუხატო რეალობა იყო და მგონი ახლაც არის :(

ახლაცაა და,დიდი ტრაგედიაა,ხალხი რო ანორმალიზებს ყველაფერს..

№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მტკივნეული-მტკივნეულად, მაგრამ ძალიან გამათბო ბოლო ეპიზოდმა. მთელი განცდებით და ემოციებით გაქვს არწერილი პატარა გოგონას სიხარული. ყოჩაღ ტასო. გრძნობებით სავსე იყო თითოეული წინადადება

№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

murachashvili
მტკივნეული-მტკივნეულად, მაგრამ ძალიან გამათბო ბოლო ეპიზოდმა. მთელი განცდებით და ემოციებით გაქვს არწერილი პატარა გოგონას სიხარული. ყოჩაღ ტასო. გრძნობებით სავსე იყო თითოეული წინადადება

ანა ❤️ უზომოდ გამახარეთ თქვენი შეფასებით ❤️მიხარია,ემოციები რომ მოითხველამდე მიდის,ასე მგონია,რაღაცას ვაკლებთქო ..
რაღაც პატარა სხივს იმსახურებდა❤️

№22  offline წევრი ელენე (ნენე)

შენი დაწერილი თითოეული სიტყვიდან იღვრება წყალივით კამკამა და სუფთა ემოცია, გრძნობა, რომელიც გაიძულებს დაფიქრდე, შეიგრძნო თითოეული ასო და იმსჯელო ყველაფერზე, ამიტომაც შენს წერის სტილს უდიდეს პატივეს ვცემ და სულ, სულ დავეძებ ხოლმე.
ნაწარმოები მხატრულად ულამაზესადაა გაფორმებული, მაგრამ ასე ცხადად აღწერილი დღევანდელი რეალობის შესაფერისი პრობლემა კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს. კითხვა რომ დავასრულე, რაღაც სასტიკად შემაშფოთებელი და ეშმაკივით შემზარავი გრძნობა დამეუფლა. შემძულდა ყველა, ვინც ამ ტრაგედიაში მონაწილეობას იღებდა და იღებს... საზიზღრობაა, რომ დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეშიც, ჩვენ გარშემო რეალობის ასეთი მწარე სურათი იხატება. წარმატებები!

№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ელენე (ნენე)
შენი დაწერილი თითოეული სიტყვიდან იღვრება წყალივით კამკამა და სუფთა ემოცია, გრძნობა, რომელიც გაიძულებს დაფიქრდე, შეიგრძნო თითოეული ასო და იმსჯელო ყველაფერზე, ამიტომაც შენს წერის სტილს უდიდეს პატივეს ვცემ და სულ, სულ დავეძებ ხოლმე.
ნაწარმოები მხატრულად ულამაზესადაა გაფორმებული, მაგრამ ასე ცხადად აღწერილი დღევანდელი რეალობის შესაფერისი პრობლემა კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს. კითხვა რომ დავასრულე, რაღაც სასტიკად შემაშფოთებელი და ეშმაკივით შემზარავი გრძნობა დამეუფლა, შემძულდა ყველა, ვინც ამ ტრაგედიაში მონაწილეობას იღებდა და იღებს... საზიზღრობაა, რომ დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეშიც, ჩვენ გარშემო რეალობის ასეთი მწარე სურათი იხატება. წარმატებები!

არ ვიცი,რატომ გამომრჩა მხედველობიდან ამ შეფასების წაკითხვა და უამრავი მადლობის თქმა .. ელენე,ეს სიტყვები ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის ❤️❤️❤️❤️ ყ ელა მადლობას და დიდ გამთბარ ფულა
გიგზავნი .. სასწაულად მჭირდებოდა ახლა ეს სიტყვები და თურმე გამომრჩენია..
ბოდიში გვიანი პასუხისთვის და მადლობა რომ ხარ

№24  offline მოდერი guroo

შენი ემოციურობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. უწყვეტი გოდებაა მთლიანი ჩანახატი. ყოველი წინადადება ისეა გაჯერებული მძიმე განწყობით, რომ ტექსტისგან დამოუკიდებლადაც სრულქმნილი ტრგადიაა, თანაც ულამაზესად დაწერილი.
აქ შეგრძნებებიც ზეადამიანურია. აქ სხვისი გულისცემის ხმა ისმის სასოწარკვეთილი და შეშინებული გოგონას გაყურსვის დროს, რომ მხოლოდ ასეთმა პოეტურობამ გვამცნოს - ოთახში ნოე შემოვიდა.
პრობლემას არ ვეხები. უჩემოდაც არსებობს და მუდმივად იარსებებს. ვიღაცას ყოველთვის ენდომება ნაადრევად დაოჯახება და მე მიყვარს ასეთი იდიოტობების მხარდაჭერა. თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი თავისთვის ბავშვობის წართმევაზე და იმიტომ. გულიც დიდად არავისზე შემტკივა, თუ სრულიად შემთხვევით არ შემომაწვა უადგილო ემპათია.
ეს ჩანახატიც, პირადად ჩემთვის, აქცენტირებული პრობლემის გამო არ ფასობს. არამედ მთავარი, რის გამოც გულითადი და გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადო, არის შენი მცდელობა, რომ ბოლომდე გამოწურულიყავი ემოციებისგან და ამის გადმოსაცემად ლექსიკის ქაოსური, დაულაგებელი წიაღიდან სათანადო სიტყვები ამოგეთხარა. ეს არის უაღრესად ინტიმური. გმადლობ, რომ ასე ახლოს მომიშვი.

№25  offline ახალბედა მწერალი tasusuna

guroo

გურამ ❤️❤️❤️❤️გუშინ გვიანაც წავიკითხე და საპასუხოთ ვეღარ ავწიე თავი,არადა გაღიმებული დავრჩი მთელი ღამე :დდდდდ
მადლობებად როგორ დავიღვარო ისე,რომ შენმდე ზუატად ისე მოვიდეს,როგორსაც ვუშვებ?!
თავად ემოციების შემქმნელისგან ეს შწფასება კომპლომენტია..
მივიღებ და ისევ გამეღიმება ❤️❤️❤️❤️
უიუუუუუუუდიდესიიიიი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️
ძააან კაი ბიჭი ხარ შენ!

№26  offline მოდერი guroo

მიხარია, რომ გაღიმება შევძელი.
♥️!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent