ერთადერთი ხარ (დასასრული)
დივანზე ვისხედით .მასზე ჩახუტებული და ჩემს თითზე მოციმციმე ბეჭედს მივშტერებიდი . -კიდევ ვერ ვიაზრებ რაც მოხდა.-ვუთხარი და ღვინის ჭიქას დავწვდი. -ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ.ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია .დანარჩენი უბრალოდ ფორმალობაა გესმის ნიტ,შენ ჩემთვის ჩემი ცოლი ხარ.ქალი რომელსაც მთელი სიცოცხლე გავუფრთხილდები და არასდროს ვატკენ გულს.-ვერ გავუძლებდი მისთვის რომ არ მეკოცნა.ძალიან ფრთხილად შევეხე მის ბაგეებს.მალევე მცირედი სურვილი მომთხოვნ კოცნაში გადაიზარდა.წამით მოსწყდა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს.მას შევხედე.მის თვალები ცეცხლი ენთო და დარწმუნებული ვარ ისიც იგივეს ხედავდა ჩემში.ეს ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო ყველაფერს დაწვავდა.ნაზად გადავატერე მის ცხელ ბაგეებს თითები.მერე კი თმაში შევუცურე.ჩემს მინიშნებას მიხვდა და მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს.სწრაფად ამიტაცა ხელში ისე რომ კოცნას არ წყვეტდა.კიბეებს აუყვა და საძინებელ ოთახში შევედით.საწოლზე დამაწვინა და ზემოდან დამყურებდა.ამჯერად გაჩერებას აღარ ვაპირებდით ოდნავ გავუღიმე და ზედით ჩემსკენ დავქაჩე .მასაც ჩაეღიმა და კოცნა განაგრძო .მის ზედას დავწვდი და წამში გადავაძრე.იმდენად მიმზიდველი სხეული ჰქონდა თვალებს მიბინდავდა.მალე ჩემი კაბაც იმავე გზას გაუყვა და სხვა ყველაფერიც.მისი ცხელი ტუჩები ჩემს სხეულზე სიამოვნების მორევში მაგდებდა.ძალიან ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს.რამაც შედეგი გამოიღო . ყველაფერი კონტროლს კარგავდა.თავს ვეღარ ვიკავებდი უეცარი ბგერებისგან.მეწვოდა ყველა ის წერტილი სადაც მეხებოდა.სიყვარუკი გვწვავდა და ამას მის ნებისმიერ მოძრაობაში ვხედავდი.ბოლოს სუნთქვა არეული მივესვენე მის მკერდზე.ხელებს ჩემს წელზე დაატარებდა რაც საოცრად მსიამოვნებდა. საოცრად მშვიდად მეძინა .დილას კი მისმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა. -რატომ მიყურებ უცნაურად?-ვკითხე სავარძელში მჯომს . -ვერ ვიჯერებ ვერაფერს რაც მოხდა-ღიმილით წამოდგა ფეხზე. გვერდით მომიჯდა და თვალებში ჩამაცქერდა. -რა არის დაუჯერებელი ,ჩვენ ხომ ისევ....-აქ კი სიტყვა გამიწყდა როცა ჩემს ხელზე მოციმციმე ბეჭედს დავხედე.მერე კი ჩემს მოშიშვლებულ მხრებზე გადავიტანე მზერა.გავწითლი,შემრცხვა , წუხანდელი ღამე გამახსენდა და ერთიანად მომეკიდა ცეცხლი.ის კი სიცილს არ წყვეტდა ჩემს დაბნეულობაზე. -როგორი სულელი მყავხარ ცხოვრება.-ცხვირზე მომიჭირა ხელი მე კი უკმაყოფილომ ამოვიკრუსუნე. -ასე ნუ აკეთებ მტკივა-ბავშვივით გავბუშტე ტუჩები.რეაქცია სწრაფი იყო,წამში მომპარა დილის კოცნა რაც ძალიან ტკბილი იყო. -როგორც კი გამებუტები ვიცი როგორ უნდა შეგირიგო ბარტყო.-ისევ ღიმილით წამოდგა ფეხზე მეც გამეღიმა .უზომოდ ბედნიერი კაცს ვუყურებდი და მეც ვბედნიერდებოდი. კიდევ გვინდოდა ამ სახლში დარჩენა მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოგვივიდა. -მე ბაბისთან დამტოვე კარგი?-საყვარლად ავუფახუნე თვალები. -რაო საჭორაო გაქვთ?იცოდე დასტოინად პატარა.-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია მაგრამ მაინც შევატყე ტუჩის კუთხეში ღიმილი. -სააღამოს სახლში იქნები?-ვკითხე და მან კი მანქანა ბაბის სახლთან გააჩერა. -სახლში ვიქნებით პატარა ჩვენ ორივე.-მაცდურად გამიღიმა -დემე,ახლა ერთად ვიცხოვრებთ?ჩვენ ხომ სულ ახლახანს გადავწყვიტეთ... -ნუ მეწინააღმდეგები ,მიდი ახლა შენს დაქალთან, საღამოს ყველაფერი დავგეგმოთ -თვალიბჩამიკრა და გამიღიმა. -კარგი-მეც გავიღიმე დაბნეულმა და კარი გამოვხსენი. -მოიცადე ასე მიშვებ?-ნაწყენმა შემაჩერა. -მე...რა უნდა გავაკეთო შენ...-ისევ გამაწყვეტინა ნაზად დამქაჩა მისკენ და ტუჩებზე ნაზად შემახო თავისი ცხელი ბაგეები. -ამის გარეშე არასდროს დამტოვო-ჩაიჩირჩულა და ისევ იგივე გაიმეორა.არ მეთმობოდა,ვერ ვტოვებდი .მაგრამ თავს ძალა დავატანე და მანქანიდან გადმოვედი. -მე მოგაკითხავ ისევ.-გამიღიმა და მანქანა ადგილიდან დაძრა . გაბმული ზარის შემდეგ თვალებ დაქაჩულმა ბაბიმ გამიღო კარი. -ერთი ორი ზარი საკმარისია მესმის არ დავყრუებულვარ ჯერ.-ადუდღუნდა და სახლში შევიდა.მეც უკან გავყევი მხიარულად. -სიძე,სალმები-მივესალმე სავარძელში მჯდომ ლუკას. -პრივეტები.-ხელი ამიწია და ისევ ლეპტოპს ჩააჩერდა. -წამოდი სამზარეულოში საქმე გვაქ- თვალები დამიბრიალა ბაბიმ.მეც უხმოდ გავყევი. -რა გჭირს რას ბურდღუნებ დილიდან? -არ ვიცი ცუდ ხასიათზე გავიღვიძე დღეს.-მობეზრებით ააატრიალა თვალები. -კარგი ყავდა გაგიკეთებ და ხასიათსაც გამოგისწორებ-გავუღიმე და მადუღარა ჩავრთე. -ჩემგან განსხვავებით შენ ძალიან აჟიტირებული ხარ.ჰააა ის მოხდა რაც მე გითხარი,ისეთი ლამაზი იყავი სახლს ვერ გაცდით ხომ-აკისკისდა მაშინვე. -ხო ეგრეც მოხდა ოღონდ სახლს გავცდით...-პირთან მიტანილი წყლის ჭიქა ჰაერში გააშეშა. -გოგო, ნორმალური ხარ?გავიაზრე რაც გააკეთე-მოყვა ქოთქოთს. -კი და სავსებით-უფრო ვთამაშობდი მის ნერვებს. -არ მჯერა,თქვენ ხომ ჯერ ეხლა დაიწყეთ,თან ჯერ ,არც ნიშნობა არც მსგავსი არ გაკავშირებთ სულ შევიშალე შენ ის კაცია გაივლის შენ ....-როცა მივხვდი რომ ტყუილად ბრაზდებოდა ბეჭდიანი თითი ავუთამაშე წინ მომღიმარმა. რამდენიმე წამიანი პაუზის მერე ისევ მოვიდა გონს. -ვაიმეეეეეეე-იმხელაზე იწივლა აღარაფერი მესმოდა.-არ მესიზმრება ხომ?-მკითხა გაფართოებული თვალებით. -არა ცხადია დაო-ვუპასუხე მომღიმარმა. -რა გაყვირებს ცოლუკა?-სამზარულოში შემოვარდა ლუკა. -აი ეს--ჩემი ხელი აუფრიალა... -ეეეე დაგადგათ საშველი ტო-სიცილს მოყვა ლუკა. -არ გეგონოს დაგინდო რადგან ჩემი სიძე ხარ.ნუ დამცინი-გამაფრხილებლად დავუქნიე თითი. -კაი კაი ნუ ხარ გველგესლა დატკბი ცოტა,მოდი მოგილიცო-ღიმილით გადამეხვია .ბაბი კი ისევ გაშეშებული იდგა. -ეეეე ცოლუკა მოდი აზრზე-სიცილით აუფრიალა ხელი სახის წინ ლუკამ და ასე მომღიმარმა დატოვა სამზარეულო.მოულოდნელად ტირილი დაიწყო ბაბიმ. -რა გატირებს გოგო-ვკითხე გაოცებულმა. -დადგა ,ეს დღეც დადგა ანიტა-გამიღიმა და მომეხვია .ვიცოდი ვხვდებოდი რასაც გულისხმობდა .იმ ყველაფრის მერე არც მე მქონდა იმედი ვინმესთან ასე კარგად თუ ვიქნებოდი.ეს სიხარულის ცრემლები იყო. -მოიცადე ბექას უნდა დავურეკო -ტელეფონი ამოიღო და ვიდეოზარით დაურეკა ძმას .მის ნამტირალევ სახეზე ბექა გაგიჟდა. -რა გატირებს გოგო?რა მოხდა?კარგად ხარ? -დამშვიდდი რომ გიპასუხო,თუ არადა გავთიშავ. -კარგი თქვი ჩქარა.-მოსვენება დაკარგა ბექამ. -ბექუშ ნახე-უთხრა და მისკენ დამქაჩა მერე კი ჩემი ხელი დაანახა . -ეს...ეს...მართლა,ვახ ვერ ვიჯერებ ... სად ხართ? -ჩემთან სახლში-ბედნიერმა უპასუხა. -მოვდივარ ახლავე-ტელეფონი გაითიშა ბექამ. საღამომდე ბაბისთან ვიყავით,ბექაც ვნახე და სესილი გავიცანი რომელიც მასთან ერთად მოვიდა.დამაეჭვა ამ შეხვედრამ მაგრამ არაფერი მითქვამს. -მოვედი ,გამოდი პაწაწინა-ტელეფონში გაისმა მისი მონატრებული ხმა. -კარგი გამოვალ-ვუპასუხრ მშვიდად მაგრამ ტელეფონი ბაბიმ ამაცალა. -სიძე,გამოვა კია არა შენ შემოხვალ აქ....არა ვერსად გაძვრები...დროზე გელოდები...-ტელეფონი გათიშა და მომაწოდა-აჰა გამომართვი გავალ კარს გავუღებ-ღიმილით წამოდგა ფეხზე. მეც გამეცინა მის ამ ქაჯობაზე მაგრამ ის სულ ასეთი იყო თავისებური.-სიძე შენ ძველოოოო შემოდი-იმხელაზე უყვირა გული მე გამისკდა შიშით.მისაღებში ერთმანეთზე ჩახუტებულები შემოვიდნენ.ყველანი რომ დაინახა არც გაკვირვებია ჩემს ბიჭს. -ოჯახს სალამი-მიესალმა და დივანზე ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -ოჯახს?რომელ ოჯახს?-გაიკვირვა ბექამ და ყველა დავიბენით.რაზეც მან სიცილი ატეხა მერე ძმაკაცს მოეხვიადა მიულოცა-მომხედე არ აწყენინებ გესმის-გამაცრთხილებლად დაუქნია თითი . -გპირდები-დემეტრემაც დამაჯერებლად უპასუხა და ისევ ჩემს გვერდით მოთავსდა.ხელი გადამხვია და თავისკენ მიმიზიდა ჟრუანტელმა დამიარა მისი შეხებისას . -მომენატრე-ყურთან ჩამჩურჩულა და იქვე მაკოცა. -მეც-ჩურჩულით ვუპასუხე და ჩავეხუტე. დიდხანს არ გავჩერებულვართ.მალევე წამოვედით. -მიდი რაც გჭირდება აიღე,დღეს ჩემთან რჩები-გადმომხედა და მანქანა გააჩერა . -დემე ასე არ შეიძლება... -ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ-პრინციპულობა იგრძნობოდა მის ხმაში. -რა?... -სიხარულით ამიბრწყინდა თვალები. -მიდი გაიქეცი გელოდები-გამიღიმა ისე მე რომ მიყვარს ჩემებურად.მეც სწრაფად ავიარე კიბეები, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ისევ მასთან ჩავედი.მანქანაში გამეფებული მისი სურნელი საოცრად მსიამოვნებდა.სახლში მივედი ვივახშმათ და წყნარი მუსიკის ფონზე იქვე დივანზე დავსხედით. -მომისმინე,არ გეგონოს რომ ვჩქარობ, უბრალოდ აღარ შემიძლია უშენოდ, მოვაგვაროთ ეს ფორმალობაც და სულ ჩემი იქნები მერე.-ღიმილით ამიკრა სხეულზე. -კარგი,ცოტა უცნაურია მაგრამ გვქონდეს გიჟური ცხოვრება -გავუღიმე და ძლიერ მოვხვიე ხელები.-ქორწილი არ მინდა ,ჩვენები ვიქნებით და ხელი მოვაწერეთ რას იტყვი. -მთავარია შენ მყავდე ბედნიერ და მე ყველაფერზე თანახმა ვარ.-გამიღიმა და წვნებიანად წვდა ჩემს ბაგეებს. -ერთ კვირაში? -გაოცებული იყვნენ ჩვენი მშობლები. -ბავშვებო ასე რატომ ჩქარობთ.? -დედა, ბილეთები ოთხივესთვის მზად არის ორ დღეში აქ იქნებით სხვა პრობლემა არაფერი გაქვთ-მშვიდად უხსნიდა დემეტრე მშობლებს იმავეს რაც მე ავუხსენი და ვერცერთი ვერ იჯერებდა.ბოლოს როგორც იქნა დავითანხმეთ და მობეზრებულმა დახურა ლეპტოპი. -ასე თუ დაიბნეოდნენ არ მეგონა-სიცილით ამეკრო ზურგზე.-მშია. -წავალ გავამზადე რამეს და მერე სახლში გამიყვანე-მის მკლავებში დავტრიალდი და მწვანე სფეროებში ჩავაცქრრდი. -მე არ მითქვამს რომ საჭმელი მინდა-მაცდურად გამომხედა.-შენი დაგემოვნება მინდა-თითები გადამისვა ტუჩებზე და მოწყვეტით მაკოცა -უნდა წავიდე.სამსახურში ვარ დილას გასასვლელი შვებულების საბუთებზე ხელი მაქ მოსაწერი-მის ვნებიან მზერას ვაიგნორებდი ,ვიცოდი ისევ მაცდურად ამიყოლებდა სურვილში და ვერ გავჩერდებოდით.ბოლოს ჩემსას მივაღწიე და საღამოს ჩემს საწოლში მშვიდად მოვთავსდი.არ მეთმობოდა ეს სახლი.მან შეიფარა მშიშარა გოგო .ახლა კი ბუდეს ტოვებს უკვე ძლიერი და სიყვარულით სავსე .ჩემს ფიქრებზე გამეღიმა და მოციმციმე ტელეფონს ვუპასუხე. -იცოდე ასე მარტივად ვეღარ გამექცევი ექვს დღეში სულ ჩემი იქნები-მისი ვნებიანი ხმა მისწვდა ჩემს ყურებს.მისი უკმაყოფილო სახის გაფიქრებაზე კი გულიანად ავკისკისდი.-ნიტა ნუ მაგიჟებ თორემ წამში მანდ გავჩნდები და მოგაჭამ მაგ ტუჩებს. -კარგი რა,ხომ იცი ეგრე თავსაც იტანჯავ და მეც მტანჯავ .ჯობს მშვიდად დაიძინო მსგავსი ფიქრობს გარეშე-უარესად ავკისკისდი. -ნიტა,მაგ საწოლიდან მშურს ,ამ წამს მას ეხები და მე არა-უფრო მეტი ემოცია იგრძნობოდა -კარგი მოუსვენარო ბიჭო,დილას მე გაღვიძების გპირდები,ერთად ვისაუზმოთ-ვეცადე მისი ფიქრები გამეფანტა. -დილამდე ვერ მოვითმენ. -დაიძინე და მალე გათენდება.მიდი გკოცნი,მიყვარხარ . -მეც მიყვარხარ.-ღიმილით გავთიშე ტელეფონი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.სადაც აღარანაირი ცუდი არ იყო იქ მხოლოდ დემეტრე იყო. დილას ადრიანად ავდექი და კრუასანებით ხელში დემეტრეს კართან გავჩნდი.ნახევრად მძინარმა გააღო კარები, როგორც კი დამინახა ღიმილმა გადაურბინა ხელში ამიტაცა და სახლში ისე შევედით -მანდ რა გაქვს-სუნი იგრძნო მსუნაგმა. -თუ დამსვა. არ გაცივდება და ერთად მივირთმევთ.-ვუთხარი სიცილით . -მაშტერებს შენი ღიმილი-წამით არ მაშორებდა თვალს მე კი დრო ვიხელთე და მის ცხელ ტუჩებს მოწყვეტით ვაკოცე. -საოცრად ტკბილი ხარ-ტუჩებზე ენა გადავისვი და მის რეაქციას დავაკვირდი.ისევ სიცილი ამიტყდა მის გაშტერებულ თვალებზე. -ამის დედაც...ძალით მაგიჟებ ხომ?-როგორც იქნა გონს მოვიდა.დაბლა დამსვა და უკმაყოფილო საძინებელში შეიკეტა.მეც დრო გამოვიყენე უგემრიელესი კრუასანები თეფშზე დავაწყვედა ჩაი და ყავა გავამზადე. -მხოლოდ ამ საოცარ სურნელს უმადლოვდე რომ შემომირიგე თორემ ვერ გადამირჩებოდი-ზურგზე ამეკრო და კისერში ხმაურიანად მაკოცა.მე კი მისკენ შევტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე. -უსიმპატიურესი მყავხარ-გავუღიმე -შენ კი უსაყვარლესი და ულამაზესი.-მამაც გამიღიმა. -ყავა გაგიცივდება-ვუთხარი და ფინჯანი მივაწოდე. -ხვალ დილას აეროპორტში უნდა დავხვდეთ ხომ გახსოვს.-მკითხა და ცხელი სითხე მოსვა.-მმმმ ძალიან გემრიელია.-საყვარლად გადმომხედა. -კი მახსოვს.დღეს სამსახურში გავივლი.მერე შენთან შემოვივლი გინახულებ და სახლში წამოვალ..-ღიმილით გავხედე . მართლაც მთელი დღე ისე უცებ გავიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.დილას აეროპორტში წავედით.კი ვთქვი არ ვიტირებ თქო მაგრამ მათი დანახვისას მაინც ავტირდი.მონატრებულ სხეულებს მოვეხვიე და სახლში წამოვედით.დღეები მზადებაში სწრაფად გავიდა .ძალიან სადა და ლამაზ თეთრი კაბაში გამოწყობილი ღიმილით ვაჭერ ხელს და ანიტა ბურდული ახლა უკვე ანიტა დევდარიანი ვხდები.უამრავი ემოციებით სავსე დღე გამოვიდა. -მაგიჟებ ნიტა.მთელი დღეა ამ კაბის სილამაზე მაბრმავებს მაგრამ ახლა მინდა შენს სილამაზეს შევხედო.-ფრთხილად ხსნის კაბას და ისიც მოწყვეტით ძირს ეცემა.აჩქარებულ სუნთქვას ვერცერთი ვაოკებთ .ერთი მოძრაობით საწოლზე ვეცემით და სიამოვნების უსაზღვრო მორევში ვვარდებით. -მიყვარხარ-მისი სიტყვები წვდება ჩემს სმენას და ცხელი ტუჩებით მკოცნის მთელს სხეულზე. საოცარი ღამის შემდეგ მასზე ჩახუტებულს მეღვიძება . ფრთხილად ვიწევი ზემოთ და მის ცხელ ტუჩებს ვეხები. -ნუ ცელქობ -მიღიმის და ზემოდან მექცევა. -დილამშვიდობისა ქმარუკა.-ღიმილით ვკოცნი და მალევე ვცილდები. -დილამშვიდობისა ცოლუკა-მასაც ღიმილი ეპარება სახეზე .მერე კი თვალებს ჩემს სხეულს აყოლებს.-ჩემი ხარ,ერთადერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში.-მეხვევა და უსაზღვრო სიყვარულს მჩუქნის. -მოდი შემოდი,აღარ შემიძლია შენი ქორწილის მერე სულ უჟმურ ხასიათზეა შენ მაინც უშველე-ღიმილით მითმიბს ლუკა გზას და თვითონ სახლს ტოვებს.ოთახში ოთხად მოკეცილი ბაბის ვხედავ და გული მისკდება. -ბაბი-მაშინვე მასთან ვჩნდები ის კი ღიმილიანი თან სევდიანი სახით მიყურებს. -როდის ჩამოხვედი?-წამში ფეხზე დგება თუმცა რაღაც ძალა უკან ხევს საწოლზე . -გიშინ საღამოს.შენ რა გჭირს? -არ ვიცი ,ეს ორი კვირაა ცუდად ვარ სულ სუსტად ხან თავბრუს მეხვევა .უმეტესად კი უჟმური ხასიათზე ვარ .გავაგიჟე ლუკაც მაგრამ ვერ ვხვდები რატომ.-აუცრემლიანდა თვალები. -დამელოდე ,მალე მოვალ-მხოლოდ ეს ვუთხარი და გახარებული გავვარდი გარეთ.მანქანა დავძარი და აფთიაქთან გავაჩერე საჭირო ნივთი ვიყიდე და ისევ ბაბისთან დავბრუნდი. -ეს გამომართვი და ჩქარა სააბაზანოში-სიხარულით წამოვაგდე ფეხზე. -გგონია რომ მე... -არ მგონია მჯერა,მაგრამ მაინც გადავამოწმოთ.-სააბაზანოსკენ ვუბიძგე.მომლოდინედ დავბორიალობდი ოთახში ერთი ორჯერ მივუკაკუნე ხომ კარგად ხარ თქო და მაცადე ქალოო იმხელა შემომიყვირა ვეღარ ვბედავდი რამისთქმას.ბოლოს მისი წივილის ხმა რომ გავიგე გული გამისკდა. კარზე გამეტებით ვურტყამდი ხელებს. -ცოცხალი ვარ ნუ ღელავ-მშვიდი სახით გააღო კარი და გამოვიდა.მე კი გავშტერდი მის მოქმედებაზე. -აბა დეიდა,პირველად რას გვიყიდი საჩუქარს-სიცილით გადმომხედა და მუცელს მოეფერა.-ჯერჯერობით დედიკოს ბევრი მჟავე და ტკბილი უნდა-გემრიელად გადაყლაპა ნერწყვი და შემომხედა. -ვერ ვიჯერებ .... ვიცოდი ... ვიცოდი ... - სიხარულისგან ადგილზე ვხტოდი და თან ცრემლებს ვიწმინდავდი. საღამოს უსაზღვრო ემოციებით დავბრუნდი სახლში . -აბა არ მეტყვი ასე რამ გაგახარა?-გვერდით მომიჯდა მეუღლე.მეც ანთებული თვალებით შევხედე. -ბაბი ორსულადაა,დეიდა ვხდები-ისევ სიხარულის მორიგმა ტალღამ გადამიარა.თუმცა მალევე დავმშვიდდი.მოვწესრიგდით და ჩვენს საყვარელ საწოლში ჩავწექით.დემეტრე მაცდურად ათამაშებდა ხელებს ჩემს სხეულზე. -პატარას მეგობარი დასჭირდება-ღიმილით მითხრა და ერთიანად დაეუფლა ჩემს სხეულს. დრო სწრაფად გადიოდა და ძალიან ბედნიერები ვაგრძელებდით ცხოვრებას.გაზაფხულის სასიამოვნო თბილი ნიავი გვეხებოდა სახეზე.ღიმილით ვუყურებდი გაბერილ ბაბის რომელიც მუცელს ეფერებოდა და რაღაცას ენით ებუტბუტებოდა.ბექამ ერთად შეგვკრიბა რაღაც უნდა გითხრათო.ბაღში ვისხედით.ნანა თავს დაფოფინებდა ორსულ შვილს .მე დემეტრეს მკლავებში განაბული თანდათან ძილი მიპყრობდა მაგრამ ეზოში გამოსულ სხეულებზე წამში ვჭყიტე თვალები. -დემე უკვე ჩამეძინა და სიზმარს ვხედავ?-თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე იმის დასაზუსტებლად რომ არ მესიზმრებოდა -არა ცხოვრება ცხადია-ღიმილით ამითამაშა თვალები და შებლზე მაკოცა.ყველასთვის შოკი იყო ბექას და სესილის ამბავი.ნანა გიჟს გავდა ,თავიდან გაბრაზდა რატომ გაიარეთ ვინმე დაგიშლიდათო მაგრამ მერე თბილად მომღიმარ რძალ რომ გახედა ამ გოგოს გამო არ გცემ თორემ ხომ იცი არ მომერიდებოდაო მიაძახა ბექას და სესილის ჩაეხუტა. -შენ იცოდი არა?-გაბრაზებულმა გავხედე დემეტრეს. -ვიცოდი-თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და გაუღიმა. -მე რატომ არ მითხარი?-ნაწყენმა ამოვილუღლუღე. -ნუ იბუსხები ახლა ხომ გაიგე.-მოწყვეტით შემეხო ტუჩებზე და მაგრად ჩამეხუტა. მთელმა აჟიტაჟმა მოიცვა სახლი და ახლა უფრო ბედნიერები ვიყავით ერთმანეთით . -ნიტ,გავდივარ და გინდა რამე?მალე მოვალ სახლში. -დემე....-თითების გრეხვით გამოვედი სამზარეულოდან -მითხარი ,ისევ სულ შეჭამე ხომ?-ღიმილით მომაწმინდა მარწყვის წვენი ტუჩებიდან. -ძალიან გემრიელი იყო,კიდევ ცოტაა ხომ მიყიდი? -გიყიდი-ძლიერად მომეხვია და სახლი დატოვა. ოთახში შევედი მოვწესრიგდი და ჩემი საეჭვო ქცევებიდან გამომდინარე ჩემს ექიმს დავურეკე და ვიზიტზე შევუთანხმდი. -ანიტაპასუხებს მოგწერ რადგან გეჩქარება კარგი? -კარგი,ნათი დაველოდები შენს პასუხს-დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი არ მინდოდა დემეს ენერვიულა.არ მინდოდა ტყუილი იმედების გამო გაეგო რატომ ვიყავი საავადმყოფოში.მოუთმენლად ველოდი ნათიას ზარს .რამაც ხასიათი გამიფუჭა. -ბოდიში სიცოცხლე,მეგონა მალე მოვიდოდი .რაღაც საქმე გაიწელა და ..-ზურგზე ამეკრო დემე.-ვახშამს ამზადებ?-მისკენ შევტრიალდი ,ვეცადე გამეღიმა .თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ისევ საქმეს მივუბრუნდი. -აი მოგიტანე-წითელი მარწყვების დანახვამ ხასიათზე მომიყვანა ცოტა სწრაფად გამოვართვი და წყალს შევუშვირე .მადიანად ჩავკბიჩე და უამრავმა სასიამოვნო გრძნობამ დაიარა ჩემში. -ბავშვი ხარ.-ჩემს ბაგეებს დასწვდა და დააგემოვნა.მერე კი სააბაზანოში გავიდა.ამ დროს დამირეკა ნათიამაც. -რა ხმა გაქვს ანიტა?-გაოცდა გოგო.მარწყვით სავსე პირით ძლივს მოვახერხე სიტყვების გადაბმა. -ძალიან ბევრ მარწყვს ვჭამ ნათი-საცოდავდ ამოვიფრუტუნე და მორიგ მარწყვს დავწვდი.მას კი გაეღიმა. -სწორედაც რომ უნდა ჭამდე,ბევრი ჭამე დედიკო.-ყბელანაირმა ემოციამ ერთიანად დამიარა .ისე გავუთიშე გონს კიდევ ვერ მოვსულიყავი.სიხარული ბედნიერება სიყვარული ამ ყველაფერმა ცრემლებიც გამოიწვია. -ნიტა, სიცოცხლე კარგად ხარ?რა გატირებს ?-გიჟივით მომვარდა დემეტრე.მე კი ღიმილით ავხედე თვალცრემლიანმა.-ისევ შენებურად მემაიმუნები პატარა-გამიღიმა და დამშვიდებული იქვე სკამზე ჩამოჯდა.წყლის ჭიქას დასწვდა და მოიყუდა. -დემე...ორსულად ვართ,უფროსწორად მე ვარ ...-ჯანდაბა ანიტა ,ბიჭი ლამის დავახრჩე წყლის დალევა მაინც აცადე.გავბრზდი თუმცა მალევე მოვედი გონს .მასთან მივედი და ვეცადე დამემშვიდებინა. -მა-მა.... -ხველებით ძლივს ამბობდა-მამა გავხდები-წარმოთქვა სასურველი სიტყვები და ღიმილით ამიტაცა ხელში .მაგრად მეხვეოდა და ბევრს მკოცნიდა.მე ის ბედნიერ კაცად ვაქციე და ეს მეც მაბედნიერებდა. -გოგო იქნება--ღიმილით ეფერებოდა მუცელს. -რატომ? -ჩემი მარწყვივით გოგო იქნება-მითხრა და იქვე საწოლთან მდგომი ტუმბოდან თეფშით მარწყვი მომაწოდა რაზეც უარი ვერ ვუთხარი. ბაბის პატარა პრინცესა ეყოლა ლილე,ულამაზესია.ერთი სული მქონდა მეც გამეგო ვინ იქნებოდა.მალევე ჩავეწერეთ ექიმთან.იქ კი გაოცებულები დავრჩით. -ანიტა ,ძაან მაგარი ამბავი მაქ-ღიმილით აკვირდებოდა ნათია მონიტორს. -ტყუპები არიან. -რა ?ანუ...-სიხარულისგან ცრემლები მდიოდა -ხო,თანაც გოგო და ბიჭი. -დარწმუნებული ხარ? -კი სავსებით..-ცრემლიანი თვალებით გავხედე იმ წამს შემოსულ დემეტრეს. -აი ეს ანალიზების პასუხები და...-სიტყვა გაუწყდა ჩემი სახის დანახვისას.-ნიტ რატომ ტირი ჩემო სიცოცხლე,ხომ ყველაფერი რიგზეა?-გაფითრებულმა გახედა ნათიას. -კი,ეს ფურცლები მე მომეცი და დაგტოვებთ თავს გაუფრთხილდი და კვირის ბოლოს გელოდები.-ღიმილით გაიხურა კარი. -მეტყვი გოგო რა ხდება-ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და გვერდით მომიჯდა. -ტყუპები დემე...-ღიმილით ვუთხარი.-თან გოგო და ბიჭი-ძლივს წარმოვთქვი და ისევ სიხარულის ცრემლები მომეძალა.სახეს მიკოცნიდა გახარებული და ემოციებს ვერ მალავდა. საკმაოდ მშვიდად ჩაიარა ცხრა თვემ, ბავშვებიც ისეთი წყნარები არიან ისეთი საყვარლები.ესაა ჩემი ბედნიერი ისტორია.დემეტრე, ალექსანდრე და ანასტასია ესაა იმ სიყვარულის სახელები რომელიც მე შევძელი.ხელი არ გავუშვი და უბედურად არ მივიჩნიე ჩემი თავი.არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და არასდროს დანებდეთ ცხოვრებას.თქვენ ყველაფერს შეძლებთ გჯეროდეთ. ---- არ მინდოდა უაზროდ გრძელი გამოსულიყო დიდხანს ვიფიქრე დამესრულებინა თუ არა,მგონი ასე ჯობდა ...აბა გიტოვებთ დასასრულს და მალე შევხვდებით ახალი ისტორიით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.