შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან შენ ხარ


8-10-2021, 10:24
ავტორი ვანესა
ნანახია 9 690

შიშის მძაფრი ტონი გამოსჭვიოდა თვალებიდან, სულს რომ აგიწიოკებს და გულამდე ჩაიტანს ტკვილს, აი ასეთი, იდგა და შორს ეჭირა მზერა, თითქოს სამყაროს ყველა წვრილმანს სწავლობსო, მაგრამ არა, ის უსასრულობაში იყურებოდა, იმაზე შორს ვიდრე შეიძლება, მზერა ვერ აღიქვამდა საგნებს და უბრალოდ დაკარგული იყო, გაშტერებით მისჩერებოდა წარსულს, ღრმად ცდილობდა ჩაღწევას, თითქოს არცერთი დეტალის გამოტოვება არ უნდოდა, რამდენიმე წუთი მოსწყვეტოდა ამქვეყნიურ ხმაურს და საკუთარ ქაოსს შერწყმოდა, დუმილი მხოლოდ ზარმა დაარღვია, ფიქრებიდან გამოერკვა და მობულურს დიდი აღტაცებით დახედა, ფიქრებში არეულს დაავიწყდა მისი ამდროინდელი ყოფა და ბოლო ჟამს, როდესაც თეთრი კაბა ეცვა, ელოდა ზარს, რომელიც არ დარეკავდა...
თვალები დაახამხამა თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა  და ტუჩის კუთხეში სევდნარევად ჩაიცინა...
-გისმენ
-მზად ხარ?
-კი, კატოს ველოდები, ყვავილებზეა გასული, გუშინ ვერ მოახერხა მოტანა,  მალე მოვალთ...
-კარგი, გელოდებით. საუბარი დაასრულა და ყურმილი დაკიდა.

თითქოს ეს რთულია, ცხოვრება დაუკავშირო ნაცნობ მაგრამ "უცნობ" მამაკაცს, შენთვის რომ არ გეგულება და არ გეჩემება, ასეა, თუ ერთხელ იგრძნობ ტკივილს, მას აღარ შეუშინდები. ყველაფერი აზრს კარგავს და გაიძულებს იცხოვრო არა შენი არამედ სხვისი ცხოვრებით.
ის არავის ეკუთვნოდა, სისხლით და ხორცით უყვარდა , მაგრამ თითქოს ნაწილებად დაფლითეს,  ვაჩეს უყვარდა, მას კი შეეძლო ბედნიერება მოეტანა მისთვის, სხვა როლი აღარ დარჩენოდა. სურვილები, ვნება, სიყვარული, ცხოვრების ხალისი ფეხით გაუთელეს.

კატომ კარი გააღო და ყვავილი ღიმილნარევი სახით მიაწოდა , ნახე, დღეს შენს შემდეგ ეს ყველაზე ლამაზი ყვავილია, ლოყაზე აკოცა  და ხელი მხარზე დაადო.
-სია, არ იფიქრო წარსულზე, ვიცი რომ ახლა ათასი ფიქრი გიტრიალებს თავში, მაგრამ ვიცი, ბედნიერი იქნები, ვისაც არ სჭირდებოდი ის ვეღარ დაგიმსახურებს, ჩემს გამო, ვაჩეს გამო, ეცადე იყო ბედნიერი. ჩვენ შენ გაფასებთ. ხომ იცი ვაჩე მარტო არ დაგტოვებს, არ მოიქცევა ისე როგორც ის ნაძირალა მოიქცა. უბრალოდ ეს თემა ბევრჯერ განვიხილეთ და ბევრი საუბარი არ მინდა, არ შეგახსენებ დეტალებს, მიუხედავად იმისა რომ, ზუსტად ვიცი ახლა ისინი შენს თვალს აკრავს და სხვა ვერაფერზე ფიქრობ... ამშვიდებდა კატო სიას.
-კატო, მე მაცვია თეთრი კაბა, ვაჩე კი ტაძართან  მელოდება და ვიცი რომ მას ისე არ მოვექცევი როგორც ერთ დროს მე მომექცნენ.

-მოდი თმას შეგისწორებ, ეს ბრჭყვიალა სამაგრი დაიმაგრე, კაბა ისედაც ძალიან სადააა
-კარგი, შენ როგორც გინდა ისე გავაკეთოთ.

ყველაფერი აიღეს, გასაღებს ხელი დაავლო სიამ და გარეთ გავიდნენ
-კატო, მანქანას წაიყვან?
-აბა პატარძალი დავსვა? მომეცი სულელო და უკან დაჯექი, დღეს მე შენი მძღოლი ვარ
-მძღოლი, ოჯახი, და, მეჯვარე, ყველაფერი ხარ
-რამე არ მოგწონს?
-პირიქით
-სხვა გზა არც გაქვს
-ჰაჰ, რატომ?
-იმიტომ რომ ეკლესიამდე ფეხით ივლი
-კარგი გავჩუმდები.

წვიმა დაიწყო, სრული ბედნიერებისთვის სხვა არაფერი უნდოდა სიას.
კატომ მანქანა გააჩერა და შუშის მიღმა მომღიმარ ვაჩეს სიას მზერა შეხვდა, ისიც მასავით  იღიმოდა, როგორ შეუძლია ადამიანს ღიმილი წამში გაგიქროს სახიდან და ყველაფერი ფერფლად აქციოს. მანქანის კარი გაუღო ვაჩემ  და სწრაფი მოძრაობით ხელში აიტაცა მისი საცოლე.
-კაბა არ უნდა დავსვაროთ, დღეს შენი დღეა, ხელები წელზე მყარად მოხვია  და ტაძარში შეიყვანა. მორცხვად გაეღიმა სიას.
ორივე მხარეს  მეჯვარე ადგილზე იყო, ჯვრისწერა დაიწყო,  არც ერთი დეტალი არ დაამახსოვრდა სიას , მთელი ეს დრო მასზე ფიქრობდა , რამდენი დღე, თვე, წელი ელოდა ამ მომენტს, მთელი ცხობრება ბრჭყვიალა ფერებში წარმოიდგენდა  ხოლმე ამ დღეს, უამრავი სტუმრითა და სიყვარულით სავსე სახეებით, ეს სახეები ახლაც არის, მაგრამ ის არ არის  ის ქალი, ქორწილის დღეს რომ თავს დედოფლად გრძნობს, საბოლოოდ ფანტავს  აზრებს და ტაძარში, ჯერ საკუთარ თავს შემდეგ კი უფალს ჰპირდება  რომ აქედან სხვა გავა.

საკურთხეველი თავის  ქმართან ერთად დატოვა, პირობით:ჭირსა თუ ლხინში.
სახლის კიბეებს მშვიდად აუყვნენ, სია გრძნობდა თავისი გულის გამალებულ ფეთქვას და ვაჩეს სიყვარულით დაჟინებულ მზერას.
ვაჩე ჯიბიდან გასაღებს იღებს, საკეტს არგებს და კარი იღება, ხელის მშვიდი მოძრაობით ანიშნა სიას რომ შესულიყო და წელზე ხელი ნაზად დაახმარა, კარი გაიხურა, სიმშვიდე ჩამოვარდა...

ეს ღამე იყო მათი ახალი დასაწყისი, სიამ საბოლოოდ იგემა ტკივილი და შეეგუა ფაქტს რომ ის ვაჩესი, ხოლო ვაჩე მისი იყო...
მთელი ღამე მშვიდი წვიმით წვიმდა.

სია თვალს ფრთხილად ახელს, ვაჩეს მკერდზე სძინავს, მშვიდად წამოდგა, ქმარს ზეწარი გადააფარა და სამზარეულოსკენ დაიძრა, ორი ფინჯანი ყავა მოამზადა, ლანგარზე დააწყო და ფეხაკრეფით გაემართა საწოლისკენ.
ლანგარი ტუმბოზე დადო, მხარზე ხელის შეხებით ქმრის გაღვიძება უნდოდა როცა უეცრად ვაჩემ მისკენ მიიზიდა და თბილ ტუჩებზე მხურვალედ დაეწაფა, ხელი წვრილ წელს მთელი ძალით მოუჭირა და მკერდზე მიიხუტა
-ეს ყველაზე ბედნიერი დილაა ჩემთვის.
-ჩემთვის კი ახალი ცხოვრების დასაწყისი, შენთან ერთად...
-მოდი დაწექი, დღეს არსად გავიდეთ, ცივა, ჩამეხუტე რომ გავთბე
-ოთახში საკმალდ თბილა
-ეგ სითბო არ მაკმაყოფილებს,
მაჯაზე წაავლო ხელი და მის გვერდით მოიხელთა, ხელის გული ლოყაზე მიიბჯინა და თვალები დახუჭა.
ვაჩე გრძნობდა საყვარელი ქალის სითბოს, ცდილობდა მისი ბედნიერების მთავარი ნაწილი ყოფილიყო,მიუხედავად  იმისა, რომ იცოდა სიას ძველი ურთიერთობის ამბავი, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სია გონებით სხვაგან იყო, ის და მისი ცოლი ერთმანეთს რომში შეხვდნენ, როდესაც სია სამსახურეობრივი მიზნით იყო შვებულებაში, საქმიან შეხვედრაზე გაიცნო ვაჩე, ორი წელი ჰქონდათ სამსახურის გამო ყოველდღიური შეხება, მას თავიდანვე ჩაუვარდა სია გულში, მაგრამ საერთო წრის გადმოცემითა და სიას არათითზე განთავსებული ბეჭდის დახმარებით იცოდა, რომ ის სხვას ეკუთვნოდა, მიუხედავად ორ წლიანი განშორებისა ის სულ სამშობლოსკენ ისწრაფვოდა და დღეებს ითვლიდა, სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მას სურდა და აშენებული კოშკებიც დაინგრა.
შემდეგ იყო სიას ცხოვრებისეული პაუზა, რომელმაც სამ წელს გასტანა. სულიერად დანგრეული სია საძინებელში გამოკეტილი, ცრემლს ატანდა ტკივილს, ყოველ ღამით ბალიშში ჩარგული სახით წყევლიდა ბედს, მაგრამ კატოს უდიდესი დახმარებით ფეხზე წამოდგა, ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდებოდა და სამსახურზე კვლავ გადაერთო, გულს აყოლებდა, შემდეგ იყო ისევ ვაჩე და ბოლოს... დიდი შრომის შედეგად ვაჩემ ის ამ ცხოვრებას მოუბრუნა, სია სულ ფიქრობდა, რომ არასდროს არავის ენდობოდა და მისი ბედი ვაჩეს მიანდო, მე თუ ვერავინ გამაბედნიერა მე ვიქნები სხვისი ბედნიერების მიზეზიო.
სიას თავი ვაჩეს მკლავზე ედო და კვლავ შორს იყო ფიქრებით, ისევ ფართოდ გახელილი თვალების  ბრიალი და საკუთარ თავთან დიალოგი "-ნეტავ ახლა აქ მყავდე, მე მინდოდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება შენზე მეზრუნა,
როგორ ვერ შევძელი, ჯანდაბა, უშენოდ მე თავს ვერ ვპოულობ, უშენოდ არ მინდა, ტაძარში დადებულ ფიცსაც ნელ-ნელა ვივიწყებ, ყველგან შენ ხარ, მაგრამ ჩვენ არსად ვართ, ვკვდები..."
-სია, ძვირფასო, მოდი რაიმე ვჭამოთ
-კარგი, მაგრამ შენ მოამზადებ
-ამ ერთხელ თანახმა ვარ
-მიეჩვევი
ვაჩე საპასუხოდ მხოლოდ ყელზე კოცნის და უცებ დგება საწოლიდან, ქურასთან მაკარონის მზადებას იწყებს, უცებ სიას ტელეფონის მელოდია გაისმა და ირგვლივ გაბატონებული სიჩუმე დაარღვია.
-სია, ვიცი რომ ჯერ ახლად შეუღლებულები ხართ, მაგრამ ძალიან მოვიწყინე, არ ვარ მიჩვეული შენს გარეშე, გამოდით და სადმე წავიდეთ
-ახლა ვაპირებდით ჭამას, კარგი მაშინ დაგველოდე. ყურმილი დაკიდა.
-ვინ იყო?
-კატო, არაფერი არ გააკეთო, წამოდი გველოდება, სადმე გავიდეთ და იქ ვჭამოთ
-როგორც იტყვი ძვირფასო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent