შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღმოსავლეთის მზე (სრულად)


31-10-2021, 00:04
ავტორი Katerina.
ნანახია 16 835

2016 წელი
15 მარტი.
ავღანეთი.

-გამოიქეცით ბიჭო! გამოიქეცით!
მტვერსა და ტყვიების ზუზუნში არათუ თავისუფლად სუნთქვა, სმენაც ჭირდა. ყუმბარების აფეთქების მძიმე ხმა და თანამებრძოლების ყვირილი მოდუნების საშუალებას წამითაც არ აძლევდა სისხლით, მტვერითა და ჭრილობებით სავსეს. კეფა მწარედ ეწვოდა. გამოჟონილი სისხლი უსიამოდ ჩასდიოდა ბეჭებში და გაოფლილ ზურგს უქავებდა. თუმცა თავის მდგომარეობას არაფრად აგდებდა მზის სიცხისგან სახეამწვარი. ტყვიებისა და სისხლის ქარტეხილში ჯიუტად მიიწევდა წინ, იქ, სადაც წუთის წინ დაჭრილი მეგობარი ეგულებოდა.
-აზა, გიბრძანებ დაბრუნდე!- ყურსასმენში მჭახე ყვირილმა ყური აატკია. პასუხი უნდა დაებრუნებინა, ბლოკს ამოფარებულმა ათიოდე მეტრში თანამებრძოლის მწვანე უნიფორმა რომ შენიშნა და ხელში უფრო ძლიერად ჩაიბღუჯა ავტომატი. ღრმად ჩაისუნთქა მტვრით, სისხლითა და ბრძოლის სუნით გაჟღენთილი ცხელი ჰაერი, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, მიდამო დაზვერა. არავინ ჩანდა. არავინ ჩანდა, მაგრამ სიფრთხილე საჭირო იყო. ნელ-ნელა გასროლის ხმაც იკლებდა.
-აზა!-კვლავ განმეორდა ყურსასმენში და თითქოს ბიძგი ყოფილიყოს, საკუთარი სახელის გაგონებაზე წამში მოსწყდა ადგილს და სწრაფად წინ გაჭრილი ნახევრად მონგრეულ ბლოკს ამოეფარა. წამიერი სიზუსტით გადაურჩა გასროლილ ტყვიებს, და ეს უკანასკნელნიც მაშინვე ჩაწყნარდნენ როცა სამიზნე თვალს მიეფარა. თავის მარცხენა მხარე სასტიკად აეწვა. მეგობრის უგონო სხეულამდე სამიოდე ნაბიჯი აშორებდა. კარგად გაარჩია მის გულ-მკერდზე დიდი წითელი ლაქა და ცივად გასცრა სხეულში. ამის მიუხედავად მიზანმიმართულად გაიქცა ახალი თავშესაფრიდან და სხეულთან მიახლოებული მაშინვე მუხლებით დავარდა ქვიშნარზე.
-ბართლომე! ბართლომე! გესმის ჩემი?!- ყბაზე ხელი მოუჭირა თვალდახუჭულს და ერთიანად მტვერში ამოგანგლულს. ზურგზე ხელი შეუცურა და ოდნავ ზემოთ წამოწია, რათა მისი თავი მუხლებზე დაედო, თუმცა ღონემოცელილივით გადაუვარდა უკან. საძილე არტერია შეუმოწმა და კვნესანარევი ოხვრა აღმოხდა, როცა სუსტი ფეთქვა მოხვდა თითებზე. დაჭრილმა ბინდგადაკრული თვალები სუსტად გაახილა.
-ბართლომე!- კაცის აცმაცუნებულ, დამსკდარ ტუჩებისკენ დაიხარა აზა.
-ნოე...- ერთადერთი, ჩურჩულითა და ვედრებით აღმოხდილი სიტყვა შეატოვა სიკვდილის გზისკენ მიმავალმა ცრემლმორეულ მეგობარს. თვალები დაეხუჭა. შერჩენილი ცოტაოდენი ძალაც გამოეცალა.
ყველანაირი ემოციისგან დაიშრიტა აზა. ღრიალისთვის გამეტებული ხმა ჩაუწყდა, რადგან მიხვდა, რომ დახმარება, რომლის აღმოჩენაც ასე გამალებით ეწადა, ახლა უკვე არაფერს ემსახურებოდა. როგორც მეგობრის სხეულს, ისე მოედო და გაბატონდა მასში სიცივე.
ახალკაცი გმირი გამხდარიყო.


2018 წელი.
20 ივნისი.
17:50
ავღანეთი. ქალაქ ყანდაარის პროვინცია.
საქართველოს სამხედრო ბაზა.


    ჭაღარაშერეულმა პოლკოვნიკმა სურათს რომ დახედა, წარბები შეკრა. იგრძნო, როგორ ფეხაკრეფით შეეპარა რაღაც გაურკვეველი შეგრძნება მის სხეულს. კითხვით სავსე მზერით ახედა თავის მაგიდასთან აწურულ უმცროს ახალკაცს.
-ეს რა ფოტოა?- მრისხანება გარეოდა მის გაოცებით სავსე ხმას.
-პოლკოვნიკო-ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა-ერთი საათის წინ უფროსმა სერჟანტმა მიქაბერიძემ ელექტრონულად გამოაგზავნა ქაბულის ცენტრიდან. ხარვეზები იყო, ამიტომ გვიან მოვიდა...
მომწვანო ფერის კარავში დაძაბულობა იდგამდა ფესვებს.
     მეთაურს ცივმა ოფლმა დაასხა. გაფართოებული თვალებით დააკვირდა ფოტოს, სადაც თავსაბურავშემოხვეული მისი ქალიშვილი იყო გამოსახული, და იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა. ფოტოს უკანა ფონზე დანგრეული, ჭუჭყიანი კედლები იკვეთებოდა.
ტელეფონს დასწვდა, ზარი გაუშვა:
-საქართველოში ელიზაბეტ ადამიასთან გადამამისამართეთ! ახლავე!-შეკავებული მოთმინებით ელოდა შვილის ხმას. -მიქაბერიძე სადაა? ეს ქალი სად ნახა? დაუკავშირდით, იპოვოს!-ანთებული თვალები მიაპყრო ნოეს. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ელიზაბეტი უსაფრთხოდ არ იყო.
-მეთაურო...-თვალი-თვალში გაუყარა კაცს-ნახევარი საათის წინ ცენტრში აფეთქება მოხდა. სერჟანტ მიქაბერიძესთან კავშირი დავკარგეთ...-სინანულით სავსე იყო მისი ხმა.
პოლკოვნიკს ეგონა ყელზე უხილავმა ხელებმა წაუჭირეს.
-პოლკოვნიკო, ელიზაბეტ ადამიასთან კავშირი არაა.-ამასობაში ტელეფონში ქალის  წვირილი ხმა გაისმა. კაცმა სიმწრისგან მოუჭირა ხელი ყურმილს. ამოიღრინა. ზარი გათიშა და აკანკალებული ხელით კვლავ ფოტო აიღო. იქნებ რამე განსხვავება ეპოვა, იქნებ რაიმე ნიშანი მოეძებნა, მაგრამ ფოტოზე ასახული ადამიანი, რომელიც დაჭრილს ეხმარებოდა, მისი შვილის ზუსტი ასლი იყო. მერე გაახსენდა, ელიზაბეტიც ხომ ექიმი იყო? თანაც მეორე დღე იყო, ვერ დაკავშირებოდა. აქ წამოსვლის წინაც იჩხუბეს. მამა ქალიშვილს ავღანეთში გამგზავრებას, გოგონას დიდი სურვილის მიუხედავად, კატეგორიულად უკრძალავდა.
ცივად დაუარა ჟრუნტელმა.
თვალები მოისრისა.
-ისაა.-მძიმედ ამოიჩურჩულა სერჟანტმა.
-ისაა.-დაუდასტურა ხვნეშით-ნოე! სასწრაფოდ შეამოწმე ბოლო ერთკვირიანი რეისები საქართველოდან!-ამოიღრინა და ბრძანების გაცემისთანავე, როგორც კი კაცი სამხედრო წესით დაემშვიდობა და ოთახში მარტო დატოვა, თავი ხელებში ოხვრით ჩარგო.
-ღმერთო...

20 ივნისი.
17:50
საქართველო.
დედაქალაქი თბილისი.


      სიცხისგან შეწუხებულმა აივნის კარი დახურა და მზის სხივებს ოთახში რომ არ შემოეღწიათ, ფანჯრებს მუქი ფარდები ჩამოაფარა. მაცივრიდან გამოღებული ცივი წყალი რამდენიმე ყლუპით ბოთლიდანვე მოსვა და უკან შეაბრუნა. სააბაზანოში შესულმა მაისური გაიხადა. სარკეში თავს თვალი შეავლო. ეხამუშა მოშვებული წვერი. მერე მარჯვენა ლავიწიდან დაწყებულ ყველაზე დიდ იარაზე გაუშეშდა მზერა და ზურგით შეტრიალებულმა შეეცადა სხეულის უკანა ნაწილს დაკვირვებოდა. შეხორცებული, მაგრამ შრამად დარჩენილი დიდი იარა მთელ მარჯვენა მხარს მიუყვებოდა, ბოლოს კი ბეჭების შუაში, ხერხემალთან წყდებოდა. უემოციო მზერა მოაშორა საკუთარ სხეულს და ის-ის იყო შხაპი მოუშვა, ტელეფონის ხმა მოესმა. დინჯად გააბიჯა საძინებელში.
-უფროს ლეიტენანტ აზა საფარელს ვესაუბრები?- ზარის პასუხისთანავე შეეკითხა მამაკაცის ცივი ბარიტონი.
-დიახ, მე გახლავართ!- ასეთივე ტონით უპასუხა. უკვე იცოდა საიდან რეკავდნენ. არანაირი ემოცია. არ აღელვებულა, არ შეშინებია. კვლავ სააბაზანოში გაბრუნდა და ნიჟარას ცალი ხელით დაეყრდნო.
-პირადად პოლკოვნიკი ერეკლე ადამია გიბარებთ ავღანეთში, ყანდაარის გარეუბანში. საქართველოს სამხედრო ბაზაზე. მდებარეობას დაგიკონკრეტებთ. დავალებას ჩამოსვლის შემდეგ გაეცნობით. ხვალ დილისთვის აქ უნდა იყოთ...
       აზამ საკუთარ თვალებს ჩახედა. იგრძნო, როგორ აბობოქრდნენ სხეულის შიგნით ტკივილისმომგვრელი, აზვირთებული ტალღები და ეგონა მალე თავისი გიშრისფერებიდან გადმოეღვრებოდა, ამიტომ თვალები დახუჭა. თავი ჩაქინდრა.
-გასაგებია, ხვალ დილით მანდ ვიქნები!- სიმტკიცე არ დაუკარგავს მის ხმას. თუმცა ზარის გაწყვეტისთანავე ყელში მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
ყურში კიდევ ერთხელ ჩაესმა მეგობრის ჩურჩულით აღმოხდენილი უკანასკნელი სიტყვები.
ონკანი მოუშვა. ხელებში წყალი დაიგუბა და სახეზე შეისხა გამოსაფხიზლებლად.
შემდეგ სარკიანი კარადა გააღო. საპარსი ქაფი გადმოიღო და გულმოდგინედ დაიწყო მოშვებულ წვერზე გადანაწილება.
სამხედრო პირებს სუფთად გაპარსული წვერი უნდა ჰქონოდეთ.
ასეთია წესი...
მერე, ოდნავ წამოზრდილ შავ თმას მიხედა. როგორც სჩვეოდა, დაუნანებლად გადაიპარსა თმის საკრეჭით.  ლამაზი ფორმის თავზე მარცხენა ყურის ზემოთაც გამოუჩნდა იარა. თვალიც არ შეავლო, ისე მოასუფთავა დანაგვიანებული სააბაზანო და საბოლოოდ შეაბიჯა კაბინაში. სწრაფად გადაივლო წყალი.
იარაღი უნდა გაეწმინდა.



21 ივნისი.
06:00
ავღანეთი.
ყანდაარი.


-მშვიდობიანი იყოს შენი მოსვლა, აზა.- ამომავალი მზე მიდამოს ასხივებდა, როცა უმცროსმა სერჟანტმა ახალკაცმა სამხედრო ფორმაში შემოსილ მეგობარს გადაუჩურჩულა და მარცხენა მკლავზე ხელი დაჰკრა.
-ღმერთმა გისმინოს, ნოე-გაუღიმა და წინ წასულს დამძიმებული აედევნა. აქ კიდევ დიდხანს არ უნდა ყოფილიყო...
-ჯერ გაგარკვევთ, რაშია საქმე, შემდეგ შედი პოლკოვნიკთან.-თვალი ჩაუკრა.
ერთ-ერთ მწვანე კარავში შეიყვანა, სადაც კომპიუტერული მოწყობილობები ჩაემწკრივებინათ. მაგიდასთან დადგნენ რომელზეც ავღანეთის რუკა იყო გაშლილი.
-გუშინ, აქაური დროით, დაახლოებით ოთხის ნახევარზე შეტყობინება მოვიდა სერჟანტ იოანე მიქაბერიძისგან, რომელიც საიდუმლო მისიით იმყოფებოდა ქაბულის ცენტრში. -უთხრა და ფოტო წინ დაუდო. თავსაბურავიანი ქალი დაჭრილს ეხმარებოდა.
-ეს ქალი პოლკოვნიკის შვილია.
-პოლკოვნიკის?- წარბები შეკრა აზამ.
-დიახ, სამი დღე საქართველოში ვერ ვუკავშირდებოდით, ბოლოს გავიგეთ რომ აქ გამოფრენილა. ექიმია.-დაამატა, როცა  კითხვით სავსე მზერა დააფიქსირა.
-და გამოვიცნო, მე მევალება მისი პოვნა?
-დიახ, აზა.- გაეღიმა ახალკაცს-სერჟანტი მიქაბერიძისთვის ეს დავალება გვინდოდა მიგვეცა, მაგრამ ფოტოს გამოგზავნიდან ნახევარ საათში თავისი მისიაც ჩაეშალა-აფეთქება მოხდა. ცოტა ხანში გადმოასვენებენ.-თვალებში უყურებდა აზას. ნათლად დაინახა მასში აკიაფებული ალები, ირგვლივ ყველას დაწვას რომ უქადდა.
-მეთაურო-თავი ჩახარა ნოემ.- პოლკოვნიკი გელოდებათ. -გაიწმინდა გაბზარული ხმა.
აზამ გოგონას ფოტო აიღო. დააკვირდა.
-ქაბული?
-დიახ.
-დრო?
-პოლკოვნიკი გელოდება აზა!- კუშტი გაუხდა მზერა ახალკაცს.
-ბართლომეს გავხარ-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა კაცს, მერე თვალებამღვრეულს ზურგი შეაქცია, კარავიდან გავიდა და პოლკოვნიკის ადგილსამყოფელისკენ აიღო გეზი. რუკამომარჯვებულო ნოე უკან გაჰყვა.
     კარავის  შესასვლელთან დადგნენ. რიგითი მათი მოსვლის საუწყებლად პოლკოვნიკს ეახლა. ბოლოს დართეს ნება უფროსთან შესვლის.
-პოლკოვნიკო!- ჯარისკაცები მხრებში გაიმართნენ. მარჯვენა ხელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაუსწორეს საფეთქელს.
-თავისუფლად! -აღელვებული ადამია ფეხზე წამომდგარიყო,
ადგილს ვერ პოულობდა.-მშვიდობიანი იყოს შენი მოსვლა ლეიტენანტო!-მიესალმა აზას.
-მადლობა მეთაურო.-დაუკრა კვერი.
-ბიჭები უკვე შეგიკრიბე, ერთ საათში ქაბულში მიემგზავრებით.-მაშინვე ბრძანებაზე გადავიდა ერეკლე-ნოე ასე თუ ისე გაგაცნობდა სიტუაციას. როგორც გაარკვიეს ელიზაბეტი შეიხ ზაიედის სახელობის საავადმყოფოში უნდა იყოს.
-აფეთქებას როგორ გადაურჩა?- შეაწყვეტინა აზამ, რომელიც მოსმენილს მთელი თავისი გონებით ისრუტავდა.
-სასწაულით!- თვალი თვალში გაუყარა პოლკოვნიკმა და ნოეს რუკაზე მიანიშნა. უმცროსმა ლეიტენანტმა უსიტყვოდ გაშალა ავღანეთის რუკა გრძელ მაგიდაზე.
-ქაბული.- ხელი დაადო დედაქალაქს-ცენტრისგან ჩრდილოეთით შეიხ ზაიედის სახელობის საავადმყოფოა, მაგრამ გასათვალისწინებელი ორი ფაქტია: უახლოეს ორ დღეში თავდასხმას ველოდებით თალიბებისგან ტერიტორიაზე, რადგან საავადმყოფოსთან ორმოცდაათ-სამოც მეტრში ამერიკის სამხედრო ბაზაა და ამასთანავე...
-შეიძლება იციან უცხო ქვეყნის სამხედრო პირის ქალიშვილის შესახებ.-დაასრულა აზამ. სიმწრისგან ტუჩის კუთხე შეერხა. მძიმედ დაუქნია პოლკოვნიკმა თავი.-ოპერაციაც არაოფიციალურია. გოგონა გატაცებული რომ იყოს, მაშინ დამალვა საჭირო არ იქნებოდა...-პოლკოვნიკის ქალიშვილის სახელის ხსენება ვერ შეძლო.
-საქმე ჩემი შვილის სიცოცხლეს ეხება! ბიჭებსაც ვერ დავტოვებ, აზა...- სახეზე ერთიანად გადაწითლებულიყო ჭაღარაშერეული პოლკოვნიკი.-ქვეითთა ჯგუფი წახვალთ, გევალებათ ელიზაბეტი მოძებნოთ და აქ უსაფრთხოდ მოიყვანოთ! გუნდს შენ უხელმძღვანელებ, აქ ამიტომაც ხარ. შენი იმედი მაქვს, იცოდე!- ვედრება შეამჩნია აზამ პოლკოვნიკის თვალებში.
-დიახ მეთაურო!
-კერძო თვითმფრინავი ქალაქ ღაზნისთან ჩამოგსვამთ. იქ ჩვენები გაფრთხილებულები იქნებიან-ტრანსპორტს დაგახვედრებენ.
-გასაგებია პოლკოვნიკო.
-ახლა წადი, გაემზადე. ნახევარ საათში ბიჭებს შეხვდი. დრო არ ითმენს საფარელო!
აზა კვლავ მხრებში გასწორდა. ადამიას დაემშვიდობა და კარავი თავისთვის ჩვეული მძიმე, სამხედრო ნაბიჯებით დატოვა.
-წადი, შენც გაემზადე, -თავი დაუქნია პოლკოვნიკმა სერჟანტს. ახალკაცმა რუკა კვლავ აკეცა, მეთაურს დაემშვიდობა და კარავიდან გავიდა. აზასთვის კიდევ ერთი ამბავი ჰქონდა შესატყობინებელი.

21 ივნისი.
06:00
ავღანეთი.
დედაქალაქი ქაბული.
შეიხ ზაიედის სახელობის საავადმყოფო.

-ელიზა'აბეტ...
საწოლზე მიწოლილმა რომ ამოიკვნესა, ქალი მაშინვე მასთან გაჩნდა. ხელის ზურგით შუბლი შეუმოწმა. ახალგაზრდა ბიჭი სიცხისგან იწვოდა.
-ალი...-ტუჩებთან თეთრი, პატარა აბი მიუტანა-წამალი. დალევა.- სპარსული იცოდა ალიმ. თავად ცარიელი სიტყვებით ანიშნა ავადმყოფს, რა უნდა გაეკეთებინა. საბედნიეროდ შერჩენოდა ფიქრის უნარი, ექიმის მინიშნება რომ გაეგო და უსიტყვოდ გააღო პირი. ელიზაბეტმა ბიჭს წამალი დაალევინა.
-ძილი, ალი. ძილი.-შავტუხას წამოზრდილ თმაზე გადაუსვა ხელი. გამზადებული წამალი ნემსით შეუყვანა ვენაში.
-ექიმო-კარი შემოაღო ახალგაზრდა, ბიჭის ასაკის გოგონამ, რომელმაც თვალცრემლიანმა შეხედა საწოლზე მწოლარეს-როგორაა?-თურქულად ჰკითხა ერთიანად მტვრიანმა.
-ჭრილობაზე საფენი გამოვუცვალე. ამ მდგომარეობაში დიდხანს არამგონია გაძლოს. ტყვია ამოვუღე, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი ილევა. ძალიან ცოტა დარჩა.-პაციენტებით გადავსებული პალატიდამ გაიყვანა ქაოსამტყდარ დერეფანში.
-ალაჰ...-გოგონამ თავი ხელებში ჩარგო. ელიზაბეტმა უსიტყვოდ მიიკრა გულზე.
-ღმერთის იმედი გქონდეს, არიადნა-მტვრით სავსე თმაზე ხელი გადაუსვა გულამოსკვნით მტირალს-ყველაფერი კარგად იქნება.-კედელს მიეყრდნო ცრემლებჩამდგარი. თავადაც არ იყო დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში.
-მისმინე-თავი ააწევინა და დიდ, ამღვრეულ შავ თვალებში ჩახედა-მეორე დღეა ჭუჭყში ხარ ჩამჯდარი. წადი საპირფარეშოში, სახე მოიბანე. გამოფხიზლდი, ძლიერი უნდა იყო. შენს ალის გვერდში უნდა ედგე-მხრებით შეანჯღია მობუზული.
-მის გარეშე მოკვვდები ექიმო...-ამოიქვითინა კიდევ ერთხელ.
-ელიზა'აბეტ! ელიზა'აბეტ!- შემოსასვლელიდან ქალი ყვიროდა. სამი ადამიანი შემოჰყავდათ  საკაცეთი. ელიზაბეტმა გოგონა სკამზე ჩამოსვა და სასწრაფოდ მათკენ გაიქცა.
-ტკივილგამაყუჩებლები აღარაა!- იყვირა მაშინვე ინგლისურად, ამავედროულად ხალხის მასა გაარღვია.
-ტყვიით არიან დაჭრილები- სამოციოდე წლის ქალმა დანანებით შეხედა აფორიაქებულს.
-ოთხი დღე რამენაირად უნდა გაუძლონ! იქნებ მოგვაწოდონ-თავი ჯიუტად გააქნია ცრემლმორეულმა და ექთნებს გზა სირბილით გაუკვალა შედარებით თავისუფალი პალატისკენ. საავადმყოფო წინა დღინდელი აფეთქების შემდეგ პაციენტებით გავსებულიყო. მესამე დღე იწყებოდა, არ დაესვენა, არათუ თვალი მოეხუჭა ძილისთვის. კარგად ჰქონდა გააზრებული თუ  სად მოდიოდა. მაგრამ თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენით, ეგონა დედამისის ხსოვნას ათასი დღით ახანგრძლივებდა. ისიც კარგად ესმოდა, რომ არაფერი იყო მისი და საავადმყოფოს ახლანდელი ყოფა, იმ მდგომარეობასთან შედარებით, რაც შეიძლება მომავალში ჰქონოდათ. მაინც ჯიუტი შემართებით იბრძოდა რომ სხვებს სხეულის ტკივილი შემცირებოდათ, რომ გადარჩენილიყვნენ.
ის ხომ ექიმიც იყო...


21 ივნისი.
06:30
ავღანეთი.
ყანდაარი.


    ფართო, შავი შარვლითა და შავი, გრძელმკლავიანი, ფართო პერანგით შემოსილი ჯარისკაცი პოლკოვნიკის კარავში რომ შევიდა გაშრა. სამ კაცს ელოდებოდა, მაგრამ თუ მათ შორის ნოეც იქნებოდა, არ ეგონა. ორ უცნობს კვერი დაუკრა. შემდეგ ნოეს შეხედა.
-შენ აქ რა გინდა!- დაიღრინა თვალებანთებულმა. პოლკოვნიკი კარავში არ იმყოფებოდა.
-მეთაურო!- მიესალმა მხრებში გამართული-პოლკოვნიკი ერეკლეს ბრძანებაა რომ მეც თქვენთან ერთად წამოვიდე.-ღიმილით ჩაუკრა თვალი.
-შენ არ უნდა მოდიოდე!- სიბრაზეს იკავებდა აზა.
-მესმის რომ შენთვის რთულია ნოეს წამოსვლა. ისიც ვიცი რომ წესით არც შენ უნდა მიდიოდე, მაგრამ აზა, იქ ჩემი შვილია გესმის? მე მამაც ვარ, არათუ თქვენი უფროსი! თან ელიზაბეტი ასე თუ ისე  ნოეს იცნობს.- ოთახში შემოსულიყო პოლკოვნიკი. აზას მზერა მოარიდა და საწერ მაგიდასთან დადგა.
-მზად ხართ?
-დიახ მეთაურო-ბეჭებში გამართულიყო აზა. -გეგმა მზადაა, თვითმფრინავიც.
-სერჟანტები შიო თორდავა და იაგო სივსივაძე შენს განკარგულებაში არიან! შიომ კარგად იცის გზები...
-დიახ, პოლკოვნიკო!- თავი დაუკრა კაცმა.
პოლკოვნიკმა უჯრიდან ამოღებული სურათი გაუწოდა აზას.
-შვილი დამიბრუნე. ძალის გამოყენებაც რომ დაგჭირდეთ, საღსალამათი მომიყვანეთ... და თქვენც მშვიდობით დამიბრუნდით!- სათითაოდ ჩახედა ჯარისკაცებს თვალებში.
აზამ ფოტო გამოართვა. ქალი ქარისგან აწეწილი წითელი თმებითა და მწვანე, მოელვარე თვალებით უღიმოდა. ელიზაბეტი იყო. მზერა შეეცვალა.
-ჩვენი იმედი გქონდეთ მეთაურო!
-ღმერთი გფარავდეთ, აზა. -მხრებში გასწორებულმა პოლკოვნიკმა საფეთქელს მარჯვენა ხელი დახრილ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაუსწორა. სწრაფად უნდა წასულიყვნენ. ავღანეთში დრო არ ითმენდა.
უხმოდ გაიმეორა ოთხეულმაც იგივე. მერე უკან გაბრუნდნენ. როცა უმცროსებმა კარავი დატოვეს, აზა გასასვლელთან შედგა.  ცალი მხარით მოტრიალდა.
-თქვენ მე, როგორც მამას ვერ გაგიგებთ პოლკოვნიკო. მაგრამ როგორც კაცს, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით ავსებულს, მესმის თქვენი.
პოლკოვნიკს მადლიერების ცრემლით გადაედღაბნა მზერა. აღელვებულმა გაყოლა თვალი კაცს, რომელმაც კარავი დატოვა. ჯვარი გადასწერა.
-ღმერთს ებარებოდეთ!
მერე მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.



***

თვითმფრინავი მიწას მოსწყდა.
-საათსა და ოცდახუთ წუთში ღაზნიში ვიქნებით.- წრე შეეკრათ ოთხეულს-აეროპორტშივე დაგვახვედრებენ ორ ჯიპს, რითაც ქაბულში ჩავალთ. ტერორისტების თავდასხმისთვის მზად უნდა ვიყოთ, ვინაიდან არავინ არ ვიცით დაზუზტებით, იციან თუ არა პოლკოვნიკის შვილის შესახებ. არავინ იცის რა მოხდება. შეიძლება სულაც ნახევარ საათში დაესხან თავს შენობას, ქალის გატაცების მიზნით. ჩვენ მათი ხელწერა არ გვესწავლება... ზაიედის საავადმყოფოსთან რამდენიმე მეტრში კი ამერიკის სამხედრო ბაზაა. -რუკაზე წითელი მარკერით მონიშნა აზამ.-ესეც გასათვალისწინებელია.
-აღსანიშნავია რომ არ ვიცით ელიზაბეტის ზუსტი ადგილმდებარეობა. -განაგრძო მსჯელობა იაგომ. სერჟანტები ყურადღებით უსმენდნენ- როგორც ვიცით იგი სწორედ ამ საავადმყოფოში ჩაეწერა მოხალისედ. აეროპორტიდან ჯერ ქალაქის ცენტრში მისულა, იქ, აფეთქების შემდეგ დასახმარებლად, საბოლოოდ კი კლინიკაში გადავიდა. ახლა არ ვიცით ისევ იქაა თუ არა.
-შიო, გზა გაგვაცანი.
-დიახ მეთაურო. რუკაზე ყველა შესაძლებლობა განვსაზღვრე, რაც ქაბულში ჩაგვიყვანს. როგორც იცით ავალ ჰეილის შემდეგ დურანი უნდა ჩამოვიტოვოთ, და რადგან შემოვლითი გზით წასვლა უფრო უსაფრთხოა, ნიშნავს რომ დურანის შემდეგ ღაზნი-ქაბულის გზას უნდა გადავუხვიოთ და ქალაქს დასავლეთის მაგივრად, სამხრეთიდან ვესტუმრებით-რუკაზე წითლად აღნიშნავდა და თან თანამებრძოლებს უხსნიდა-  ასე მოგვიწევს დაახლოდბით სამი საათის დათმობა და საბოლოოდ დედაქალაქში "გულბაგის" ხიდით შევალთ. მართალია, საკმაო დროს გვაკარგვინებს, თუმცა მთავარი შესასვლელით სარგებლობისგან განსხვავებით, უსაფრთხოების გარანტია 20-30 პროცენტით გვემატება. არ დაგვავიწყდეს, ოთხი უცნობი კაცი შესაძლებელია ვინმე სახიფათოს ყურადღების ცენტრში მოექცეს... საავადმყოფომდე მისასვლელად კი დაახლოებით ოცი წუთი დაგვჭირდება, თუმცა ეს დრო დედაქალაქში არსებულ მდგომარეობაზე პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული.
- როგორც ვვარაუდობ თუ რაიმემ წინააღმდეგობა არ გაგვიწია, ხვალ საღამოსთვის უკვე ისევ ყანდაარში უნდა ვიყოთ-დაასკვნა იაგომ.
-დიახ-დაეთანხმა აზა.-ღმერთი ჩვენსკენ იქნება. -თავი მდორედ დაუქნია და ბოთლით წყალი მოსვა. -მაწყობს შენი გეგმა, თორდავა. აღჭურვილობა მზად გაქვთ? ყურსასმენები არ მოიხსნათ.
-დიახ, მეთაურო.
ფანჯრიდან ღრუბლებს გახედა. თითქოს მზისკენ მიცურავდნენ.

***

ყოველ ჯერზე პოლკოვნიკს ეგონა გული შიგნიდან ენგრეოდა, როცა იარაღით წასულებს საკაცეთი აბრუნებდნენ, უსიცოცხლოებს, ცივებსა და უფერულებს. ახლაც ასე იყო. გარეგნულად შენიღბული მეთაური შინაგანად ომს განიცდიდა. გარეგნულად გაყინული ადამიას თვალებში სიკვდილის სიძულვილის ცეცხლი გიზგიზებდა. სერჟანტი იოანე მიქაბერიძის ცხედრის წინ მდგარს ხელები უთრთოდა. სანამ ჯარისკაცები გარეთ არ გავიდნენ, ვერ ამოისუნთქა. მერე მისკენ დაიძრა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ცრემლმორეულმა დახედა კაცის გაცრეცილ სახეს.
-მადლობა სამშობლოსთვის, მადლობა თავგანწირვისთვის, მადლობა ერთგულებისთვის... და მადლობა ჩემი ქალიშვილი გამო, ჩემო მამაცო ბიჭო!-ცხედარს ყურთან დასჩურჩულა და შუბლზე აკოცა. მომწყდარი ცრემლი თითებით შეიმშრალა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
მერე საქართველოს დროშა მოწიწებით გადააფარა სხეულს.
-მეთაურო!- სახეგაცრეცილი რიგითი კარავში შევარდა. პოლკოვნიკმა გამჭოლო მზერა მიაპყრო-გამოგვიჭირეს!

***
ავღანეთი.
ღაზნი-ქაბულის გზა.
09:40

ზეცის ცენტრიკენ მიმავალი მზე მთელი ძალით აჭერდა. ბამბის ქსოვილიში შემალულ, სახეგაგრილებულ ჯარისკაცებს თავი მუქი თავსაბურავით დაეფარათ. ღია ფანრჯიდან შემომავალი ცხელი ჰაერი ტალღებად არტყამდა მანქანის სალონს. გზაზე მიმავლებს უკან მისდევდათ მტვრის ბუღი. გარემო ყავისფრად შეფერილიყო. გზას დასავლელლთით მთები გასდევდა. მთებს იქით კი სიკვდილი... მეთაური ხელებში მოქცეულ ფოტოსურათს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა. ალისფერი, გრძელი, ოდნავ ხვეული თმა ამშვენებდა პოლკოვნიკის შვილს. კადრში კარგად ჩანდა მისი გაზაფხულები, რომელიც იშვიათად დაყრილიყო მოვარდისფერო ღაწვებზე. სურათის მზერა გააწყვეტინეს, მისმა რაციის ყურსასმენმა კავშირი მიიღო. გადაკეცა და გულისჯიბეში შეინახა ფოტო.
-უფროსი ლეიტენანტ აზა საფარელი გისმენთ.
-ყანდაარის პროვინციიდან, საქართველოს სამხედრო ბაზა გატყობინებთ: ინფორმაცია მივიღეთ, ელიზაბეტ ადამიას ვინაობა თალიბანისთვის გარკვეულია. პოლკოვნიკი ერეკლე ადამია გიბრძანებთ იჩქაროთ. ოპერაციის განსხორციელებისთვის სამი საათი გრჩებათ!
-რა კრიტერიუმით?
-ტერორისტები ელიზაბეტ ადამიას ადგილმდებარეობის გარკვევას ცდილობენ.
-გასაგებია, ბრძანება მიღებულია!-კავშირი გათიშა და მაშინვე ხელის რაციით დაუკავშირდა წინ მიმავალ მანქანას-შიო, მიმართულებას ვიცვლით, ქალაქში ცენტრალური გზით მივდივართ. ელიზაბეტის ვინაობა გაარკვიეს.
-მიღებულია, მეთაურო!
-ზაიედის საავადმყოფო რომელ ქუჩაზეა?
-აეროპორტის გზაზე, მეთაურო.
-გასაგებია, სიჩქარეს მოუმატეთ, დამცავი ჟილეტები ჩაიცვით, შენიღბვა არ დაგავიწყდეთ!-გადახედა გვერდით მჯდომ იაგოს.
თავად კი უკანა  სავარძლიდან ჩანთა აიღო. იარაღის აწყობას შეუდგა.

***
    მუშაობისგან გადაღლილმა საპირფარეშოს შეაფარა თავი. ცივი წყალი შეისხა სახეზე და იისფერი თავსაბურავი დროებით მოიხსნა. გრძელი, ცეცხლისფერი თმა ტალღებად დაეყარა მხრებზე. თმაში თითები შეიცურა და თავი მსუბუქად დაიმასაჟა. ბოლოს, თვალებმილულული თავსაბურავს უკან იმაგრებდა, უცებ რაღაცის აფეთქების მძიმე ხმა რომ გაიგონა და შიშისგან შემკრთალმა მაშინვე კარი გახსნა. დერეფანში ხალხი ქაოსურად, ყვირილით ირეოდა. საავადმყოფოს შემოსასვლელი კვამლში იყო გახვეული. გაქცევა წამითაც არ უფიქრია, მაშინვე ალის პალატაში შევარდა. ახლობლებს სხვა პაციენტები გარეთ გაჰყავდათ. ერთი ორმა ძლიერად გაჰკრა მხარზე, სანამ ალის საწოლთან მივიდოდა.
-არიადნა!- შეაფხიზლა ვაჟის გულ-მკერდზე მიწოლილი გოგონა, რომელსაც ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა. -რა მოხდა?- თვალდახუჭულ, გაცრეცილ ალის საძილე არტერია შეუმოწმა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა დაზაფრულმა. არადა სულ ხუთიოდე წუთის წინ ბიჭი სუნთქავდა. თვალებში ცრემლები მოაწვა. ამასობაში კიდევ ერთხელ გაიგონა აფეთქება, რომელსაც ტყვიების გულისგამაწვრილებელი ხმაურიც მოჰვა უკან.
-მკვლელი ხარ!- შეზარა გოგონას ჩაწითლებულმა თვალებმა.
-არიადნა, ახლავე უნდა წავიდეთ, გესმის?-თურქულად იყვირა ხმაურის გამო და გოგონას მკლავზე მოქაჩა.
-გამიშვი, ალის ვერ დავტოვებ!
-ალი მკვდარია, არიადნა, გთხოვ წამოდი...
-ვერ დავტოვებ, ელიზა'აბეტ, რატომ არ გესმის?! შენს გამო მოკვდა, უნდა გადაგერჩინა! უნდა გებრძოლა!
გულმოკლულ ელიზაბეტს ფანჯრიდან სინათლემ მოსჭრა თვალი. კიდევ ერთი ასაფეთქებელი ისროლეს. ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა და თავად საწოლთან ჩამუხვლა ძლივს მოასწრო. გული კანკალისა და შიშისგან ყელში მობჯენოდა. ყურები წამიერად დაგუბებოდა.
სხვა გზა არ იყო. უნდა გაქცეულიყო. თუ გადარჩენა უნდოდა, უნდა გაქცეულიყო. პალატაშიც მათ გარდა არავინ იყო. ალის მკერდზე თავდადებული არიადნა ცრემლიანი მზერით, საზარლად უღიმოდა.
-არიადნა...წამოდი-კვლავ შეევედრა მთელი გულით. გოგონამ საპასუხოდ თვალები დახუჭა და ცივ სხეულს უფრო მიეკრა. კანკალნარევი სუნთქვა ამოუშვა ელიზაბეტმა. ბოლოჯერ შეავლო ამღვრეული მწვანეები შეყვარებულ წყვილს და ოთახში მარტო დატოვა, კარში გავარდა, გაიქცა. გარბოდა.  დასახიჩრებულ, სისხლჩამომდინარე სხეულებს შორის მირბოდა ატირებული, შეშინებული და მაინც არ ნანობდა აქ ჩამოსვლას. საავადმყოფოს მთავარი გასასვლელი კვამლში გახვეულიყო. აღმოსავლეთის კედელი მთლიანად დანგრეულიყო. ნანგრევებს და მტვერს დაეფარა მიმღებიც. მარტო იყო დაცარიელებულ შემოსასვლელში. უმწეობამ შეახსენა თავი, მაგრამ არ გაჩერებულა. ნისლისფერ სივრცეში შევარდა. თვალების არდახუჭვისა და კვამლის გამო მოგვრილი ცრემლებისგან მზერა გადღაბვნოდა. ის იყო, ნაცრისფერი ბურუსიდან გააღწია და თითქოს სამშვიდობოს გასულმა ცხელი, მტვრიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უკნიდან წელზე რომ შეუცურეს მკლავი, პირზე ხელი ძლიერად ააფარეს და მისი ფეხებიც მაშინვე მიწას მოსწყდა. ვიღაცამ მარტივად აიტაცა ხელში და სადღაც სირბილით წაიყვანა. იმ წუთს ეგონა გადარჩენის შესაძლებლობის გზა ჩაუხერგეს. გულმა ძგერისგან, ეგონა სხეული გამოანგრია. ეგონა ყველაფერი დასრულდა და სუსტი წინააღმდეგობითა და ფეხების ქნევით რომ ვერაფერს გახდა, წარმოიდგინა როგორ მიიყვანდნენ სადღაც ბნელ, უკაცრიელ ადგილას და როგორ აწამებდნენ.
თავში მხოლოდ ერთი ადამიანი უტრიალებდა.
მამა.
ფიქრებს დასრულება არ დასცალდათ. იგივე  ძალამ მიწაზე რომ დააყენა და კედელზე ზურგით აკრულს ფარად გადაეფარა, იმავე წამს მის თვალწინ რაღაც ააფეთქეს. წითელმა სინათლემ რამდენიმე წამით ნისლისფერი, მტვრიანი გარემო გაანათა. ყურები კვლავ დაუგუბდა. ძალა მძიმედ აწვებოდა სხეულზე. პირზე აფარებულ ხელზე უკბინა ძლიერად. მტევანი შეუშვეს, თუმცა მკლავებზე შემოაჭდეს, და ქალმა მომენტით ისარგებლა,  მთელი ხმით  დაიყვირა:
"მიშველეთ!"
-შენი ქართული აქ არ გამოგადგება, ლამაზო!-უცხო ბარიტონმა ავისმომასწავებლად ჩასჩურჩულა წმინდა ქართულით.
გაშრა. ორი გიშრისფერი ირისი პირდაპირ თვალებში უყურებდა. ნელ-ნელა გრძნობდა როგორ ცუდად  უმსუბუქდებოდა სხეული სტრესისგან.
-შენ?... ვინ ხარ?- წარბები სუსტად შეკრა, მზერა დაბინდვოდა და მქრალად უყურებდა მის წინ არსებულს, რომელსაც მუქი მწვანე, კუბოკრული თავსაბურავით პირ-სახე და თმა დაეფარა. მხოლოდ ორი ბნელი თვალი ჩანდა. ნელ-ნელა ეს ბნელი თვალები გაიზარდნენ, ირგვლივ ყველა გამოსახულება დაფარეს, სმენაც კი დაუხშეს. ბნელმა თვალებმა მთელი სხეული მოიცვეს, უწონადობაში გადაიყვანეს და თავადაც ვერ მიხვდა, ისე გადაისროლეს ათასი გალაქტიკის იქით, უცხო პლანეტებს შორის, სადაც დიდი, მანათობელი ვარსკვლავები სულისშემკვრელად ციმციმებდნენ.

     გულწასულის დაჭერა მოასწრო. მოცდის დრო არ იყო. მაშინვე შეუცურა მუხლებქვეშ და ზურგზე ხელი და ხელში აიტაცა. ოციოდე მეტრში მანქანა უცდიდა. სირბილში ვერც კი შემჩნია, ისე მოსძვრა ელიზაბეტს მტვრიანი, იისფერი თავსაბურავი. შორიდან გეგონებოდათ ცეცხლი მიჰქონდა კაცს. ელიზაბეტის წითელი ალები მტვერნარევ ჰაერში ლივლივებდნენ.
      მანქანასთან ხუთიოდე მეტრი აშორებდა, მარცხენა მხარზე გაუსაძლისი ტკივილი ელვისსისწრაფით რომ გაუმეფდა, და ქალი ხელიდან რომ არ გასცურებოდა, დაიჩოქა.
-მეთაურო!- ხმაურში ნოეს ყვირილი გამოიკვეთა. საფარელმა ძალა მოიკრიბა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა პირსაბურავის მიუხედავად და დაზიანებული მარცხენა ხელი ელიზაბეტს მუხლებ ქვეშ უფრო უკეთ ამოუდო. ნებისყოფას მოუხმო და ფეხზე მკვირცხლად წამომხტარმა შეძლო დაეიგნორებინა საშინელი წვა მხარზე და მანქანასთან მიირბინა. გაღებულ კარს შენიღბული შიო იჭერდა, სწრაფად შეაწვინა ქალი მანქანის უკანა სალონში და თავად მგზავრის ადგილი დაიკავა. მაშინვე დაძრა მანქანა იაგომ. სწრაფად გადაუხვია ჩრდილოეთისკენ და აკრეფილი სიჩქარით აფეთქების ეპიცენტრს გაერიდა. სარკიდან თვალი მოჰკრა აზამ უკან ადევნებულ თავისიანებს და მიხვდა რომ აქ გადარჩნენ.
აქ.

ღვედი გადაიჭირა და იაგოს მეტად აჩქარებისკენ მოუწოდა.
მძღოლმა მომავალ ტრანსპორტს გვერდი აუქცია და მანქანებით სავსე გზაზე გაიჭრა.
აზამ თავი ჩახარა. პირსაბურავი სახიდან მოიძრო და ღრმა სუნთქვას მოჰყვა. ოდნავ ჩამოწეულ ფანჯარას სალონში მტვერნარევი ქარი შემოჰქონდა.
-მეთაურო, კარგად ხართ?-შეაშფოთა აზას მდგომარეობამ იაგო. ჯარისკაცს მარცხენა მხრიდან სისხლი ღვარად სდიოდა. აზამ მოხსნილი ნაჭერით დაუნანებლად დააჭირა ხელი ჭრილობას და კბილები სიმწრისგან გააღრჭიალა.
-ტყვია მაქვს მხარში, გზას უყურე! უნდა დავრწმუნდეთ რომ არ აგვედევნებიან!
-ქალაქიდან  სხვა გზით უნდა გავიდეთ.
-აეროპორტის გზას გაუყევი და ხელმარჯვნივ შეუხვიე. რაც უფრო ხალხმრავალი ადგილას ვიმოძრავებთ, მით უკეთესი.-ამოიღრინა კაცმა. უკან გაიხედა. ელიზაბეტი გულწასული მიწოლილიყო სავარძელს.
-როგორც კი სამშვიდობოს გავალთ პოლკოვნიკს შევატყობინოთ!
-მეთაურო, ყანდაარში ჩვენს ბაზასთან კავშირი მას შემდეგ დავკარგეთ, რაც გაფრთხილება მოგვივიდა.
-ჯანდაბა!



ყანდაარი
14:30

აკანკალებულმა მაგიდას დააყრდნო ხელისგულები და მთელი სხეულით დააწვა. თვალები ამღვრეოდა. ოდნავ წამოზრდილი თმა აჩეჩვოდა. გაწითლებული, შეშლილი სახე მალევე შეცვალა სასოწარკვეთის ესოდენ მტკივნეულმა გამომეტყველებამ, რომელმაც კიდევ უფრო ააღელვა კარში მდგომი. ჭაღარათმიანს ტკივილითა და ტანჯვით სავსე კვნესა აღმოხდა. თავი ჩაეხარა.
-შვილო... ჩემო გოგონა...-თვალებს მომწყდარი ცრემლის წვეთები მაგიდაზე დაეცა. კაცს სუნთქვა შეეკრა. სიმწრისგან კბილები გააღრჭიალა.
-პოლკოვნიკო....-მის თვალწინ გადაშლილი სურათის შემხედვარეს, უნებურად აღმოხდა. არასდროს, არასდროს უნახავს ერეკლე ადამია ასეთ მდგომარეობაში. არასდროს გაუგონია, არასდროს გაფიქრებია, თუ ასეთ ძლიერ, მისაბაძ კაცს, რომელსაც მუდამ მტკიცე მზერა ამშვენებდა, შეეძლო ყოფილიყო ასეთი სუსტი. ახლა მის წინ პოლკოვნიკი გამქრალიყო და დარჩენილიყო მამა, რომელიც შვილს მისტიროდა.
     და მანაც, თითქოს მიმართვამ გამოაფხიზლაო, ღრმა ჩასუნთქვით დააგუბა ფილტვებში ჰაერი და თვალები ძლიერად დახუჭა. მტანჯველად ატკიებული საფეთქლების მიუხედავად, მაშინვე მოიკრიბა შინაგანი ძალა. მიხვდა, სასოწარკვეთის დრო არ იყო და ისე ამოიღრინა, კაპრალს შიშის ჟრუანტელმა დაუარა.
-თავდასხმა როდის მოხდა.
-დაახლოებით საათის წინ,  პოლკოვნიკო.
-ჩვენებისგან არც ზარი ან რაიმე შეტყობინება არაა შემოსული?- კიდევ ერთხელ დასვა შეკითხვა.
-არა, მეთაურო. ბოლო შეტყობინება ჩვენ გავუგზავნეთ, თავდასხმასთან დაკავშირებით გავაფრთხილეთ.
-იცოდნენ. იცოდნენ რომ იმ საავადმყოფოში იყო. იცოდნენ რომ ჩემი გოგონა იქ იყო. მიაგნეს, იმ ნაბი*ვრებმა!-მთელი ძალით დაარტყა მუშტები მაგიდას და გააფთრებულმა მიაპყრო მზერა კაპრალს.
-საფარელს დაუკავშირდით. მანამდე ეცადეთ ხაზზე გასვლას, სანამ არ გიპასუხებთ, გაიგე?!
კაპრალი უსიტყვოდ გასწორდა ბეჭებში. მეთაურს დაემშვიდობა და დავალების შესასრულებლად კარავი მალევე დატოვა.

ქაბულ-ღარდეზის გზა.
13:25

მზის სინათლემ გააღვიძა მანქანის უკანა სავარძელზე მიწოლილი და გულმა რეჩხი უყო, როდესაც სივრცის მოძრაობა შეიგრძნო. ოდნავ მოჭუტული ქუთუთოებიდან ხედავდა ორ, შავ სამოსში გამოწყობილ სხეულს. რომელთაგან ერთ-ერთს მარცხენა მხარზე ნაჭერი შემოეხვია. ორივე სხეულის ყურადღება გზაზე იყო გადატანილი. მიხვდა, მანქანით მგზავრობდნენ. ნელ-ნელა ძილ-ბურანიდან გამოფხიზლებულმა თავს შემოუძახა, რომ პანიკის დრო არ იყო, და ყური დაუგდო ბაასს. გული მთელი სისწრაფით აუძგერდა, როცა მშობლიურ ენა გაიგონა. მიხვდა, არ ყოფილა ზმანება, სრულიად უცხომ ქართულად რომ მიმართა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში. კისერი ასტკიებოდა.
-როგორ ფიქრობთ, კვალში ჩაგვიდგებიან?
-არ ვიცი იაგო, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.-ამოიოხრა მგზავრის ადგილზე მჯდომმა. ეცნო ეს ხმა ელიზაბეტს. ეს დაბალი, მძიმე, ხრიწიანი ხმა, რომლისგან გამოსული იმპულსები მთელ სხეულზე ჭიანჭველებივით მოედნენ.
"ისაა, უთუოდ ისაა"- გაიფიქრა და თვალები ძლიერად მოხუჭა როდესაც აშკარად უფროსმა, ბრძანება გასცა.
-მანქანა გააჩერე, დიდი ხანია უგონოდაა. -ხმა დასუსტებოდა კაცს.
ტრანსპორტი ცოტა ხანში მართლაც გადაიყვანეს გზის სავალი ნაწილიდან. აზამ შენიშნა, როგორ შეჩერდა მათ უკან მომავალი მანქანაც და კარი გახსნა. მსუბუქად ჩამომხტარმა, ჯერ მხარის ტკივილისგან მოწოლილი ოფლი შეიმშრალა, მერე ხელით მიანიშნა მეორე მანქანაში მჯდარ ნოეს და შიოს ყოფის მშვიდობა და უკანა სალონის კარი გამოხსნა.
ამასობაში სავარძლებზე მიწოლილმა  ელიზაბეტმა დრო იხელთა, კაცმა კარი გააღო თუარა, ორივე ფეხი მთელი ძალით მიარტყა მუცელზე. ჯარისკაცი მოულოდნელობისგან უკან გადავარდა, და ქალსაც დრო არ დაუკარგავს, მანქანიდან გადმოხტა, უკან გაჩერებულ მეორე მანქანას გვერდი აუარა და მთელი შემართებით გაიქცა. უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმოდა. არ ჩამორჩენია გონს სწრაფად მოგებული ჯარისკაცი. ტკივილისგან გაწამებულმა საფარელმა მოკრებილი ძალებით შეძლო გაქცეულ ქალს მიახლოებოდა , ზურგიდან მუცელზე შეუცურა მკლავი და ჰაერშივე მძიმედ გააკავა შიშისგან აკივლებული. ცეცხლისფერ ალებს ჰაერში განავრდების უფლება აღარ მისცა-გულ-მკერდზე მიიკრა საფარელმა.
-გამიშვი! ხელი გამიშვი!- კივილს მოჰყვა.
-მენდე პოლკოვნიკის ქალიშვილო, თუ გინდა რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდე!- სუსტად ამოიღრინეს მის ზურგსუკან. გაშრა. მერე მათკენ მორბენალი სხეული დალანდა და კივილით ფართხალი დაიწყო. ნოემ საჩქაროდ მოიხსნა პირსაბურავი და ჯარისკაცს და მის მკლავებში მოქცეულ ელიზაბეტს სირბილით  მიუახლოვდა. აზა ძალისხმევის შედეგად აკავებდა სუსტ, მაგრამ მებრძოლ სხეულს.
-ელიზაბეტ! ელიზაბეტ! მე ვარ, ნოე, დამშვიდდი, კარგი? დამშვიდდი!-ყვირილითა და ხელებით დაწყნარებისკენ მოუწოდა მიახლოებულმა ახალკაცმა.
ქალმა ბიჭის დანახვაზე ბრძოლა შეწყვიტა. ნაცნობმა სახემ და ხმამ მასში იმ წამსვე სიმშვიდე გაამეფა და ძალაგამოცლილი ზურგსუკან არსებულ სხეულს გულ-მკერდზე მიეყრდნო. არცერთ მომენტში არ უფიქრია, რომ ეს მოჩვენება იყო, იმდენად ცხადი იყო რეალობა.
-ღმერთო...-ამოიქვითინა. მუცელზე შემოხვეულ მარწუხებს მკლავები შემოხვია. ნოეს დანახვაზე მიხვდა, უსაფრთხოდ იყო.
-ახლა გაგიშვებ, და არ გაიქცევი, კარგი?- მოესმა ყურთან ძალიან ახლოს დაბალი ხმა. თავი მოუთმენლად დაუქნია და ჰაერი ჩაისუნთქა გათავისუფლებულმა. ზურგსუკან მდგომი ჯარისკაცისთვის არც შეუხედია, გათავისუფლდა თუ არა, მაშინვე ნოეს მიეჭრა და ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა.
-დამშვიდდი ძვირფასო. ყველაფერი კარგადაა-გულში იკრავდა ატირებულს ნოე.
აზა ახლა მიხვდა, თუ რატომ გამოაყოლა ოპერაციაზე ეს ბიჭი პოლკოვნიკმა.
ელიზაბეტი ნოეს ენდობოდა.
-აქ რა გინდა, აქ რას აკეთებ?- აცრემლებული თვალები მიაპყრო მომღიმარ ბიჭს.
-რა გეგონა პოლკოვნიკის ქალიშვილო, ომის სამშობლოში მარტო დაგტოვებდით?-შესცინა და მანქანებისკენ მიაბრუნა ქალი.-წამოდი, უკან დავბრუნდეთ.
-მამაჩემმა ჩემი აქ ყოფნის შესახებ გაიგო?-კითხვები აწუხება ქალს. გული ჯერ კიდევ დამშვიდებას ცდილობდა.
-ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ცენტრში შეგნიშნა, მერე პოლკოვნიკმა გადაამოწმა და საქართველოში რომ არ აღმოჩნდი, იმიტომ ვართ ჩვენ აქ ახლა.
-რა გითხრათ...-აკანკალებული თითებით ცრემლები მოიწმინდა და მაშინღა შებრუნდა საფარელისკენ. საავადმყოფოში მომხდარი კარგად ახსოვდა, თუმცა ცდილობდა მასზე არ ეფიქრა, რადგან გრძნობდა წინააღმდეგ შემთხვევაში განცდილ შიშს თავს ვერ დააღწევდა.
-უმჯობესი იქნებოდა, თუ ბოდიშით დაიწყებდი.-იყო საფარელისგან ცივი პასუხი და ქალის სხეულში დავლილი უსიამოვნო იმპულსები. მისი შავი თვალები გაახსენდა. სიმწრისგან ოფლი ასხამდა მეთაურს. თვალებში უბნელდებოდა. კაცმა მზერა მოაშორა წყლიან სმარაგდისფერებს და მანქანაში ჩაჯდომის პარალელურად, ბრძანება გასცა. ელიზაბეტს სუნთქვა შეეკრა. შეამჩნია, მარცხენა მხარი მჭიდროდ რომ შეეხვია ჯარისკაცს და ექიმის თვალი მიხვდა, კაცი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.
-ნოე, აქ ჩაჯექით, გზას ვაგრძელებთ-უსიტყვოდ იგულისხმა ელიზაბეტი.
-მხარში ხარ დაჭრილი?- გაბედულად მიუახლოვდა კარს, სანამ დახურავდნენ.
-რა?
-მხარი შეხვეული გაქვს.
-კი, ტყვია მომხვდა.
-და ამას ითმენდი?-აღშფოთებისგან აუელვარდა წყლიანი სმარაგდისფერები ქალს.-ნოე, პირველადი დახმარების ყუთი არ გაქვთ?-ექიმმა გაიღვიძა მასში.
-კი, როგორ არა. აზა, ამდენი ხანი მალავდი?!-ქალს საბარგულიდან ამოღებული  ყუთი გაუწოდა.
-უმჯობესი იქნება, უკან გადმოხვიდე-ანიშნა მეორე სავარძელზე აზას, ქალმა. ჯარისკაცი უსიტყვოდ დაემორჩილა, რადგან ტკივილი ნამდვილად აუტანელი ხდებოდა. ადამიამ მანქანას შემოუარა, ჯერ ყუთი დადო, მერე თავადაც დაიკავა ადგილი და აზასთან  ახლოს  დამჯდარმა სახვევის შეხსნა დაიწყო.
-რამდენი ხანი გჭირდება?
-გააჩნია ტყვია რამდენად ღრმადაა.-შუბლი შეკრა გახსნილი ჭრილობოს დანახვისთანავე. მაკრატლით პერანგის მარცხენა მხარე ბოლომდე გახია. თვალი არ შეუვლია კაცის გარუჯული, ძლიერი მკლავისთვის, ნოეს წყლის მოწოდება სთხოვა და გაღებული კარიდან ხელები ჯერ წყლით გადაივლო, შემდეგ კი სადეზინფექციო ხსნარით დაისველა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
-რაც შეიძლება მალე უნდა მორჩე. შეიძლება მდევარი გზაში იყოს.-ოხრავდა კაცი.
-ვერ მოვრჩები, ტყვია ღრმადაა.
ქალმა ნემსი აიღო და გამაყუჩებლისთვის მოამზადა.
-არ მინდა!-ამოიღრინა კაცმა.
-გაგიჟდი? გული წაგივა ტკივილისგან!-მაშინვე გაცხარდა.
-არ მინდა მეთქი, გეუბნები!-გაცინება მოუნდა აზას ქალის აღშფოთების გამო, მაგრამ ტკივილი სჯაბნიდა.
-კბილები დააჭირე-ქალმა გადაკეცილი, თეთრი პირსახოცი კბილებშორის ჩაუჩურთა და პინცეტი მოიმარჯვა. მზერა არ მოუშორებია აზას ქალისთვის, სანამ მტკივნეულ ოპერაციას მორჩებოდა.

ამასობაში ბიჭები მიდამოს ზვერავდნენ.
შუადღის მზე საშინლად აჭერდა.
-ჩვენებს ისევ ვერ ვუკავშირდებით? -იკითხა ნოემ.
-ვერა ნოე, კავშირი გამწყდარია.
ნოემ ამოიოხრა, მზერა მიდამოს მოავლო და როცა ჩრდილო-აღმოსავლეთით, გზაზე დიდი მტვერი დალანდა, მაშინვე დაიძაბა.
-ეს რა არის?
ჯარისკაცები გზას დააკვირდნენ. მტვერი ნელა, მაგრამ იზრდებოდა.
-მანქანისგან დაყენებული მტვერი იქნება.-დაასკვნა იაგომ.
-და გზაზე მოდის.
-მაგრამ საკითხავია ვინ ზის მასში -მრავალმნიშვნელოვნად გახედა შიომ ბიჭებს და როცა მათ მზერაშიც ამოიკითხა ეჭვი, რომელიც გულს უღრნიდა, მაშინვე საფარელისკენ გაიქცა. ელიზაბეტი აზას მხარს უხვევდა.
-მეთაურო, გზაზე მანქანა ჩანს, შეიძლება მოგვდევენ!-მძღოლის სავარძელზე მოთავსდა და მეორე მანქანაში ჩამსხდარ ჯარისკაცებს ნიშანი მისცა.
-დაძარი! სწრაფად!- ამოიღრინა აზამ, როცა მისმა მახვილმა თვალმა მტვერში მანქანის ცხვირი გაარჩია. -ყველგანმავალი... ეგენი არიან!
შიომ და ნოემ სწრაფად დაძრეს მანქანები და გზაზე გაიჭრნენ.
ელიზაბეტმა როგორც კი მხრის გადახვევა დაასრულა, დამფრთხალი მაშინვე სავარძელს აეკრო.
-პერანგი სისხლიანი გაქვს, გამოიცვალე-უთხრა აზას, რომელიც უკან იყურებოდა და მდევარს ამოწმებდა.
-ჯანდაბა!-კაცმა მაშინვე ტანზე შემოიგლიჯა სველი, გახეული პერანგი და ელიზაბეტს მის ფეხებთან დადებულ შავ ზურგჩანთაზე მიანიშნა.
-პერანგი მანდ იქნება, მომაწოდე.-ცივი ოფლი ასხამდა შუბლზე.
ქალმა უსიტყვოდ მოძებნა სამოსი და კაცს გაუწოდა. სანამ საფარელი მხრებზე გაჭირვებით შემოიცვამდა პერანგს, კარგად გაარჩია ზურგზე მისი იარები და ნაწიბურები. განსაკუთრებული ყურადღება კი მხრიდან ხერხემლის შუა ნაწილამდე გაგრძელებულმა იარამ მიიპყრო, თუმცა სანამ კარგად შეთვარიელებას მოასწრებდა, აზას უკვე ჩაცმული ჰქონდა სამოსი. გამოფხიზლდა.
-ახლა სად ვართ? ისინი  ვინ არიან?!
-ზაიდაბადს ვუახლოვდებით. შიო, სისწრაფეს მოუმატე, საწვავი გვაქვს, როგორც კი თვალს მიეფარებიან გზიდან გადაუხვიე. ქალაქში შედი.
-დიახ, მეთაურო.-ხშირად იყურებოდა უკანა ხედვის სარკეში ჯარისკაცი.
-რატომ მოგვდევენ?!- მღელვარებისგან ხმა უკანკალებდა ქალს.
-ჩვენ არა, შენ მოგდევენ პოლკოვნიკის შვილო!-სუსხნარევი იყო მისი ხმა.
თორდავამ როგორც კი გზა მტვრისგან თავისუფალი შენიშნა, უკან მომავალ ნოეს და იაგოს ნიშანი მისცა, მარცხენა მხარეს გადაუხვია და ქალაქში შესული ავტომობილები დასახლებული პუნქტის ქუჩებში გაუჩინარდნენ.
მდევარი ჩამოიტოვეს.
ამჯერადაც.

ყანდაარი .
14:05

    პოლკოვნიკი ადამია საქმეს გულს ვერ უდებდა. ცდილობდა, მაგრამ ფიქრები ქაოსურად უტრიალებდა თავში.
ღელავდა შვილზე. თავის ჯარისკაცებზე. ოთხი საათი იყო მათ შესახებ არაფერი სმენოდა. სადაც იყო ფიქრისგან თავი გაუსკდებოდა. გარეთ გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ იმ მომენტში კარავში ჯარისკაცი შემოიჭრა და მსწრაფლად მიესალმა პოლკოვნიკს.
-მეთაურო! უფროს ლეიტენანტ საფარელთან კავშირი არის!- ხელში დაჭერილი მობილური გადასცა აღელვებულს და ერთინაბიჯით უკან დაიხია.
-აზა?
-გამარჯობა პოლკოვნიკო...მამა....-ცოტა ხნის შრიალის შემდეგ საყვარელი გოგონას ხმის გაგონებამ შვება მოჰგვარა...ემოციისგან დაცლილი მიესვენა სკამს და თავი ხელში ჩარგო. ამოოხვრას მთელო ორი დღის დაძაბულობა და სიმძიმე ამოაყოლა.
-ჩემო ელი...-ხმა გაუტყდა. ცრემლები მოეძალა პოლკოვნიკს. მიხვდა რომ შვილი უსაფრთხოდ იყო და შინაგანად ახალი ენერგიით აივსო.
-მამა-იგრძნო, როგორ ატირდა ელიზაბეტი.
-ჩემო გოგონავ, ყველაფერი კარგადაა გესმის? უსაფრთხოდ ხარ. არაფერზე არ ინერვიულო კარგი? რამე ხომ არ დაგიშავდა? ყველაფერი რიგზეა?
-არა, მამა... კარგად ვარ...-ჩვეული მხიარულების ნოტები დაეკარგა შვილის ხმას-შენ? მე... მაპატიე, კარგი? რომ განერვიულე..-დაამატა ბოლოს.
-საყვარელო, ამაზე არ იფიქრო ახლა. -დაუყვავა კაცმა-მეც კარგად ვარ. თავი ხელში აიყვანე და აზას დაუჯერე. მალე ჩემთან იქნები. მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ...
არ ჰქონდა პოლკოვნიკს ძალა, შვილისთვის ჩადენილი საქციელზე მოეთხოვა პასუხი.
არც უფლება გააჩნდა ამის.
ჰქონდა მხოლოდ შესაძლებლობა, როგორც მამას, შვილზე ყველანაირად ეზრუნა.
-პოლკოვნიკო...-ტელეფონში საფარელის ხმა გაისმა.
-ყველაფერი რიგზეა აზა? სად იმყოფებით ახლა.
-ყველაფერი კარგადაა მეთაურო, ახლა ქალაქ ზაიდაბადში ვართ.
-ძალიან შორს ხართ...
-მოგვდევენ. როგორც კი თქვენი შვილის შესახებ გაიგეს, ჯერ საავადმყოფო ააფეთქეს, ახლა კვალშიც გვიდგანან...
-ჯანდაბა!- გამოსცრა კბილებში ადამიამ. თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.-სადმე თავის შეფარება მოგიწევთ. ოჯახები არ შეაწუხოთ, საფრთხეა...
-გასაგებია პოლკოვნიკო...
-მისმინე, სანამ ავღანეთის მიწაზე იქნებით დარწმუნებული იყავი რომ თავს არ დაგანებებენ, საფარელო. რამენაირად ღაზნიმდე უნდა ჩააღწიოთ, გესმის? იქიდან კი ვერტფმრენით წამოგიყვანთ... აზა? - ტელეფონი უჩვეულოდ დადუმებულიყო.
კავშირი გაწყდა.
პოლკოვნიკმა მობილურს ძლიერად მოუჭირა ხელი.
-როგორც კი მისგან ზარი შემოვა, რა საქმეც არ უნდა მქონდეს, აუცილებლად შემატყობინე!-გაუწოდა ნივთი ჯარისკაცს.
-დიახ, მეთაურო!


ქალაქი ზაიდაბადი.
დღის 03:00

დუმდნენ.
გზის განაპირას მდგარ, ნახევრად ჩამონგრეულ ძველ ფარდულში, რომელიც მჭიდროდ ჩამწკრივებულ შენობებს შორის მოქცეულიყო, სამ ადამიანს მოეყარა თავი.  უსახურავო, სქელნაჭერ გადაფარებული ჭერი სინათლისგან ოთახს ძლივს იცავდა. ირგვლივ მოლოდინისგან გამეფებული სხეულშემჭმელი აურა სუფევდა.  სხივები პირდაპირ მიწას ეცემოდნენ და მტვრის ნაწილაკების ჰაერში ფარფატს შესამჩნევს ხდიდა.
ჭიისგან შეჭმულ, დალპობაშემდგარი ხის კედლებს შორის ჩამოკიდებული გახუნებული ტილოს ფარდა გაიწია.
ფარდულში მცხოვანმა კაცმა შემოაბიჯა, რომელიც ერთი ხელით ხელჯოხს ეყრდნობოდა, მეორე ხელით კი დიდი, პლასტმასის ბოთლით ავსებული ცივი წყალი მოჰქონდა.
-რატომ შეწუხდით ძია აჰმედ-მიმართა სპარსულად შუბშეკრულმა აზამ.
-ცოდოები ხართ, გაგრილდით. ქალიც ცოდოა-უპასუხა სპარსულადვე სანდომიანი სახის მქონე ბერიკაცმა. ფარდულის ხის კედელთან მჯდარმა საფარელმა გამოწვდილი ბოთლი მადლობის გადახდის შემდეგ გამოართვა, და კუთხეში, მიწაზე მჯდარ ელიზაბეტთან მიიწია. მუხლებზე ხელებშემოხვეულ ადამიას თვალები დაეხუჭა, თავი კედლისთვის მიეყრდნო და შეღებული ბაგეებით ღრმად სუნთქავდა.
-ელიზაბეტ-მასთან ჩაიმუხლა კაცი.
თვალებგახელილმა ქალმა ჯერ ჯარისკაცს შეხედა, შემდეგ უთქმელად გამოწვდილ, თავმოხდილ ბოთლს და წყურვილმა მაშინღა შეახსენა თავი. სულმოუთქმელად დაეწაფა ცივ სითხეს.
-მადლობა-დაუბრუნა უკან ნივთი.
-იაგო-გაუწოდა აზამ ჯარისკაცს, მაგრამ ბიჭმა უარის ნიშნად გააქნია თავი-თქვენ დალიეთ მეთაურო, დაჭრილი ხართ.
-ჭრილობა როგორ გაქვს? გტკივა?-მოესმა გვერდიდან ხმა. ელიზაბეტი წამოწეულიყო. ქალი გასაგრილებლად სწორ, მაგრამ გაწეწილ თმას ზემოთ იწევდა. თეთრი ფითქინა კანი მტვრით მოსვროდა, თუმცა ჭორფლები  მაინც ემჩნეოდა ღაწვებსა და კისერზე.
-გავუძლებ. -საფარელმა მზერა მოაშორა, ორიოდე ყლუპი წყალი მოსვა. მერე ქალის გვერდით კედელს მიეყრდნო. მხრებზე მოხვეული მწვანე, კუბოკრული თავსაბურავი მოიხსნა და ქალს გაუწოდა, თან დასჩურჩულა:
-ავღანეთში კაცის მზერას უნდა ერიდო, არ იცი?
ადამიას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. ნაჭერი გამოართვა.
-შენსასაც?
კაცმა მის ხმაში სიანცე შეამჩნია.
ჯერ გაეღიმა, მაგრამ სახე მალევე მოექუფრა.
-ჩემსასაც!- თვალებში ჩახედა ელიზაბეტს. ქალმა უსიტყვოდ მოიხვია ყელსა და მხრებზე სისხლშემხმარი ნაჭერი და შიშველი ადგილები დამალა.
ბერიკაცი დიდხანს აკვირდებოდა ჯერ წყვილს, შემდეგ განმარტოებით მჯდარ ჯარისკაცს.
-შვილო, დარწმუნებული ხარ რომ მოგდევდნენ? მაგისტრალზე ბევრი მანქანა დადის.
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ძია აჰმედ-გაუღიმა აზამ სამფეხა სკამზე ჩამომჯდარ მოხუცს.-არ ვიცი მადლობა რითი გადაგიხადოთ შეფარებისთვის...
-ისეთი დროა ახლა, სიკეთე თუ ვერ დათესე, ვერც თავად გადარჩები...-ზემოთ აზიდა წარბები ბერიკაცმა, მერე უკან მიიხედა. ფარდულში ნოემ და შიომ შემოაბიჯეს. პირსაბურავები მოიხსნეს.
-რა ხდება- წამოიწია საფარელი.
ჯარისკაცები მის გვერდით ჩამწკრივდნენ, დასხდნენ.
-სიცარიელეა მეთაურო. ვერაფერი საეჭვო ვერ შევამჩნიეთ, არც გზაზე, და არც შორიახლოს.
აზამ უსიტყვოდ მიაყრდნო კედელს თავი.
-შვილო, დაისვენეთ. რამდენ ხანსაც გინდათ დარჩით-ფეხზე წამოდგა მოხუცი-საჭმელსა და წყალსაც შემოგაწოდებთ, თუ დაგჭირდებათ.
-გმადლობ ძია აჰმედ, მაგრამ მხოლოდ ერთს გთხოვ, აქ არავინ შემოუშვა...-ფეხზე წამოდგა საფარელი.-ხომ გესმის...
-მესმის!- კვერი დაუკრა მოხუცმა, ტილოს ფარდა გასწია და გარეთ გავიდა.
მზე საშინლად აჭერდა.
ჯარისკაცმა თითებით გასწია ფარდა. ირგვლივ სიწყნარე იყო. სიცხის გამო ყველა სახლებში შემალულიყვნენ.
მოხუცმა მათ მანქანებს კოჭლობით ჩაუარა და გვერდით სახლში შესული თვალს მიეფარა.
-ცოტა ხნით შევისვენოთ. -ფარდას მოშორდა აზა.-ელიზაბეტ, კარგი იქნება ცოტახნით თუ დაიძინებ, წინ დიდი გზა გვაქვს.
ქალმა თავი უსიტყვოდ დაუქნია. იაგო ფეხზე წამოხტა ფარდულის კუთხეში მიყრილი ყუთებიდან ერთ-ერთი ამოარჩია, ადამიანის სიგრძეზე დახია.
-მართალია შენი შესაფერისი არ არის...
ქალს ჩაეცინა. ფეხზე წამოდგა.
-სულ არაფერს ჯობს.-გაუღიმა ბიჭს და ყუთის ნაწილი  გამოართვა. სადაც იჯდა, კედელთან გაშალა და მასზე მოთავსდა. იმდენად დაღლილი იყო გადატანილი ოთხი დღის გამო, ძილი ყველაფერს ერჩივნა. გრძელი კაბის გახდა არც უფიქრია, მასში საკმაოდ გრილოდა. თავქვეშ ლეიტენანტის თავსაბურავი ამოიდო და თვალები დახუჭა თუ არა, მოდუნდა.
ძილისკენ მიმავალს ბუნდოვნად, ზუზუნის მსგავსად ჩაესმოდა ჯარისკაცების ხმები.
-ღაზნის შორი გზიდან ვუვლით. თითქმის მთელი ხუთასი კილომეტრის გზა გვაქვს გასავლელი ქალაქამდე-ჯარისკაცებმა წრე შეკრეს და მიწაზე რუკა გაშალეს.  თორდავა თითით ნიშნავდა ადგილებს-ღაზნიმდე დაახლოებით ხუთი საათი დაგვჭირდება.
-ახლა ოთხს ათი წუთი უკლია, დასვენება გვჭირდება, თუმცა მდევარი შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დაგვადგეს.
-ღამით რომ გავუდგეთ გზას?-ჩაფიქრდა ნოე.
-არა, ღამით უფრო სახიფათოა. -შეეწინააღმდეგა იაგო-კონტროლი,  ყაჩაღები... დროც გაგვეწელება.
-ტერორისტები...-ჩაეცინა შიოს.
-გეგონება არ გვყოფნიდეს...
-მოკლედ-გააწყვეტინა ჩაცინება ბიჭებს ჩაფიქრებულმა მეთაურმა-ორ საათში გავალთ. კარგად გამოვიძინოთ. დაღამებამდე უკვე ღაზნიში უნდა ვიყოთ.
-როგორც შენ იტყვი, მეთაურო-კვერი დაუკრა ნოემ.
-რომელიმე მანქანებში გადანაწილდით.
-მე და შიო წავალთ, აზა.-კაცს ხელი გადახვია ნოემ. ჯარისკაცები ფარდულიდან გავიდნენ.
დარჩნენ აზა, იაგო და ელიზაბეტი. ქალს თვალები დაეხუჭა, თუმცა ყველაფერი ესმოდა.
-დედაშენი როგორაა, იაგო?-აზა ჯარისკაცის გვერდით დაჯდა. კედელს მიეყრდნო.
-შედარებით უკეთ იყო წამოსვლის წინ, მეთაურო.
-კავშირი ისევ არაა?-რაციისკენ ანიშნა. ბიჭმა უსიტყვოდ ჩაუდო ხელში მოწყობილობა.
-ორჯერ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ-გააქნია თავი.
საფარელი დაკავშირებას შეეცადა. შედეგად მხოლოდ რადიომიმღების შრიალი ისმოდა.  ნივთს ხელი ძლიერად მოუჭირა და ძირს მწოლიარე ელიზაბეტისკენ გაიხედა.
-პოლკოვნიკს ადანაშაულებთ მეთაურო?
-რასთან დაკავშირებით?- აწია წარბი. ბიჭს გახედა ბრაზმორეულმა.
-ე... ელიზაბეტთან რომ გამოგვიშვა და..
-ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში რომ ჩააგდო?-ჩაეცინა საფარელს.
ისევ ქალს გახედა, რომელიც ჩუმად, გულისყურით ისმენდა საუბარს.
-არასოდეს  გაბრაზდე, არასოდეს დაადანაშაულო მამა, რომელიც შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იაგო. -ბოლოს თავდახრილ ჯარისკაცს გამჭოლი მზერა მიაპყრო-ჩვენ ვალდებულები ვართ დავეხმაროთ მამას, და დავემორჩილოთ ჩვენს მეთაურს, ყოველგვარი კითხვებისა და შეწინააღმდეგების გარეშე, გასაგებია?!
-დიახ, მეთაურო- სუსტად დაუქნია თავი.
აზამ ღრმად ამოისუნთქა და თავი კედელს მიაყრდნო.
ელიზაბეტს თვალის კუთხეში ცრემლი გაეპარა.

გარეთ მზე ძლიერად აჭერდა.

* * *

მძინარემაც კი იგრძნო, როგორ მიუახლოვდნენ. იმდენად ახლოს იყო სხვისი უცნობი სუნთქვა მის სახესთან და ყელთან, უნებურად დაიძაბა. ძილბურანში მყოფმა სიტუაცია ვერ გაანალიზა, როცა მხარზე ფრთხილად შეეხნენ, ინსტიქტურად წამოიწია, მასთან ახლოს მყოფი სხეული ხელისკვრით მიწაზე დააგდო და ყელზე ხელი წაუჭირა. ქალის ტკივილნარევი კვნესა გაიგო და თვალიდან ბურუსი წამებში გადაეფანტა. მის ქვეშ მოქცეული ელიზაბეტის ამღვრეული თვალების დანახვა, ხელის გაშვება და სხეულისგან მოშორება ერთი იყო.
-მაპატიე, მაპატიე!- ჰაერის ღრმად ჩასუნთქვით დაკავებულ ქალს ბეჭებქვეშ ხელი შეუცურა და წამოჯდომაში მიეხმარა თავადაც მშფოთვარე.
-მაპატიე, არ მინდოდა.-ყელში გასჩროდა ბრაზის დიდი გორგალი საკუთარი თავის მიმართ.
-არაუშავს-კედელს მიეყრდნო ქალი-შენ კარგად ხარ?
-ხო, მე... კი-ჯერაც ვერ გამოსულიყო საფარელი ბურანიდან-რამე გატკინე?
-არა, კარგად ვარ-სახის გამომეტყველება დაალაგა ქალმა. დამშვიდდა. მიხვდა, უნებლიე ქმედება ჯარისკაცის ინსტიქტი იყო.
-არვიცი, როგორ მომივიდა, ბოდიში-საფარელს ხელები ჯერ კიდევ უკანკალებდა. კუთხეში, ძირს მიგდებულ ბოთლს დასწვდა, თავსაფარი მოხსნა და ქალს გაუწოდა.
-გამომართვი.
-აზა, ყველაფერი რიგზეა-ააღელვა ადამია ჯარისკაცის შფოთვამ. -მესმის შენი, თავი არ დაიდანაშაულო.-არ უწყრებოდნენ სმარაგდისფერები, საფარელი ამას კარგად ხედავდა. თავადაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა.
-ასე, კარგია. კედელს მიეყუდე...
ჯარისკაცი ქალის გვერდით დაჯდა მიწაზე.
-მხარზე სისხლმა გამოჟონა, მინდოდა შემემოწმებინა, სანამ გეძინა, რათა არ გტკენოდა.
-კარგი...შეგიძლია ახლა შეამოწმო-თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და უსიტყვოდ დააკვირდა ქალის სახეს, როცა მისკენ წამოიწია, როცა მუხლებზე, მის წინ დამდგარმა ფრთხილად შეუხსნა პერანგის ღილები.
-შეგიძლია პერანგი გაიხადო?
საფარელმა მარცხენა მკლავი უსიტყვოდ გაჭირვებით გაათავისუფლა თხელი, შავი სამოსისგან, რომელზეც სისხლის ლაქა შემხმარიყო.
-გაგეხსნა...-თითებით ფრთხილად შეუმოწმა ადამიამ ჭრილობა-ხელახლა უნდა გაგიკერო...
-მანქანაშია მოწყობილობები... გავძლებ.... ბიჭები სად არიან?
-დასაზვერად გავიდგენ.-ჭრილობაზე შემოხვეული მწვანე, კუბოკრული ნაჭერი ძლიერად გაუკვანძა-ინფექცია შეგეჭრება ასე...
-მიხედავენ...
ტილოს მტვრიანი ფარდა გაიწია, ფარდულში სიცხისგან დაღლილი ჯარისკაცები შემოლაგდნენ.
-ყურადღება ხომ არ მიიქციეთ?-გასწორდა ბეჭებში უფროსი ლეიტენანტი.
-არა, აზა მანქანაში გზას და კოორდინატებს ვამოწმებდით.-უპასუხა ნოემ.
ბიჭები წყვილის გვერდით, კედელთან დასხდნენ.
-ძია აჰმედს დავემშვიდობოთ, მერე გზა განვარგძოთ...
-თქვენ ორს, ერთმანეთთან განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ, და არა ისეთი როგორც...-უცებ ხმა ამოიღო ელიზაბეტმა. ჯერ აზას, შემდეგ ნოეს მიაჩერდა.
-არა როგორც?
-არა, როგორც მეთაურსა და მის ხელქვეითს...
-ასეთი მარტივი შესამჩნევია?-საფარელს თვალი ჩაუკრა ნოემ.
-ნოე ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმაა...-წარბები აზიდან აზამ.
-ბავშვობაში თურმე საფენებს მიცვლიდა ხოლმე-გადაუჩურჩულა ქალს. ადამიას ხმამაღალ სიცილს აზამ მზერა ვერ მოაშორა. შიომ და იაგომ ჩუმად ჩაიცინეს.
-თვითონ თვლის რომ მეგობარია...მაგრამ არ მეუბნება, რა თქვა ჩემმა ძმამ უკანასკნელად-წარბები ასწია უმცროსმა სერჟანტმა.
-ნოე...-საფარელის ღრენა არაფრად ჩააგდო ბიჭმა და ელიზაბეტს თვალი ჩაუკრა.
-უკანასკნელად?
-შეტაკებისას დაიღუპა...-ხმა გაუცივდა ნოეს. მზერა ერთ წერტილზე გაუშეშდა.
-როდის?-ხმაში ნაღველი ჩაუდგა ადამიასაც. დაკვირვებულ მზერას არ აშორებდა თავის წინ მჯდომს.
-ორი წლის წინ... მარტში...
-მწვანე ზონასთან?-აწრიალდა.
-საიდან იცი?-გაუკვირდა ჯარისკაცს.
აზა მდუმარედ უსმენდა დიალოგს.
ქალმა მზერას თავი აარიდა. ჩახარა.
-ხომ იცი, დედაჩემი ექიმი იყო... ისიც იქ იყო... დაჭრილებს ეხმარებოდა-ქალს თვალები ამღვრეოდა. გაგონილისგან აზას სუნთქვა შეეკრა...
-არ ვიცოდი...-თანაგრძნობა გამეფებულიყო სერჟანტის თვალებში.
-ვწუხვართ-იაგოს თანაგრძნობით გაჟღენთოდა ხმა.
-ამიტომ წამოხვედი აქ?-აზამ შეძლო ხმის ამოღება-ამიტომ გადაწყვიტე თავი ამ საფრთხეში ჩაგეგდო?
-საფრთხე ვიცოდი რომ იქნებოდა....-აზას თვალებს უმზერდა-მინდოდა დედაჩემის გზას გავყოლოდი... მამას არც მისი გამოშვება უნდოდა, მაგრამ დედას სიტყვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა... ჩემი კი როგორც სჩანს სუსტი...
-შენ არ ხარ სუსტი ელიზაბეტ-თბილად უღიმოდა შიო-აქ წამოსვლა რომ გაბედე, მარტოდ მარტომ, ახალგაზრდამ, იცი ეს რამხელა ნაბიჯია? ეს არაა ადგილი, სადაც გადარჩენა შეგიძლია დაგეგმო, აქ საკუთარ იღბალს უნდა მიენდო... ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია, რომელიც თუ ღმერთმა არ გაიღო მოწყალება, ადრე თუ გვიან დაგიჭერს... შენ ეს იცოდი, მაგრამ ადამიანების გადარჩენის სურვილი იმდენად არის შენში გამჯდარი, არ გინდა შეისისლხორცო სისხლიანი და სასტიკი რეალობა.
მადლიერმა ცრემლებმა სახე დაუსველეს ქალს.
საფარელი კვლავ არ აშორებდა მზერას.
-თქვენ რომ არა... ბიჭებო.. -ცრემლის გორგალი გასჩროდა ყელში.
-ჩვენ რომ არა?-ცალყბად ჩაეღიმა საფარელს. მისი გიშრისფერები სითბოთი გავსებულიყო-მამაშენი რომ არა, ელიზაბეტ, ნახავდი თუ როგორია ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
მშობლის შვილისადმი სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობაა, ბრმაც რომ ბრმაა, ისიც კი დაინახავს. მე ვხედავ, იმიტომ ვარ აქ. ბიჭები ხედავენ, იმიტომ არიან აქ. და იმიტომ ხარ შენ ცოცხალი...-არ უწყრებოდნენ გიშრისფერები. ამან ცოტა დაამშვიდა. გვვერდით მჯდომი კაცისგან თვალმოუშორებლად მიაყრდნო კედელს თავი და მოკეცილ მუხლებს, რომელიც გრძელი კაბით შეემოსა, ხელები შემოხვია.
თავჩახრილ ნოეს ტუჩის კუთხეში ეშმაკურმა ღიმილმა გაჰკრა. გვერდით მჯდარ , ჩუმად მომღიმარ ბიჭებს თვალი ჩაუკრა.
სწორედ ამ დროს გარედან გასროლის ხმა  შემოესმათ. მას თან მოჰყვა ბავშვებისა და ქალების განწირული კივილი.  ყველა სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა.  მოულოდნელიბისგან აღელვებულმა ჯარისკაცებმა საქამრედან ამოღებული იარაღები მოიმარჯვეს.
-ყველამ სახე დაიფარეთ! ვინც არ უნდა იყვნენ, არ უნდა დაგვიმახსოვრონ!-გასცა ბრძანება საფარელმა და მასაც უსიტყვოდ დაემორჩილნენ.  რუხი ნაჭერით თავწაკრული და პირდაფარული ელიზაბეტი ზურგს უკან დაიყენა. დანარჩენებიც გასასვლელთან ჩამწკრივდნენ მზადყოფნაში.
ტილოს ფარდა ლულის წვერით ფრთხილად გაწია მეთაურმა და გარეთ სიტუაცია შეაფასა. შემჭიდროვებულ, დაბალსართულიან სახლებში რამდენიმე კაცი ყვირილით იჭრებოდა.
-შვიდი კაცი დავითვალე. შენიღბულები არიან.
-ისინი არიან!
-შაშხანები მანქანაშია!-ჩურჩულებდა კაცი. -ახლა წინა სახლში შევიდნენ. დრო გვაქვს, უნდა მოვასწროთ მისვლა... -მეთაურს მზერა ფარდულის გვერდით მდგარ, თავისი მანქანების წინ, ძირს მწოლარე სხეულზე გაუჩერდა. მაშინვე ინსტიქტურად შეიკავა სუნთქვა და თავს უფლება არ მისცა მომხდარზე ეფიქრა. ყველანაირი ემოცია დაბლოკა.
ძია აჰმედს მუცლიდან სისხლი ღვარად სდიოდა და სხეულის ირგვლივ წითელ ტბორს აყენებდა.
-წავედით წავედით!-ხელი აიქნია და უკან ამომდგარ, დამფრთხალ ქალს მაჯაზე მოჰკიდა მტევანი. იარაღშემართული ნოე წინ გაიჭრა, მას თან აზა, ელიზაბეტი და ბიჭები მიჰყვნენ.
და სანამ სხვები გარბოდნენ, ელიზაბეტმა თვალი მოჰკრა, მოპირდაპირე სახლთან მდგომ, ნიქაბჩამოფარებულ სხეულს. ფეხები მომენტალურად გაუშეშეს ქალის მისკენ მომზირალმა, დიდდრონმა, შავმა თვალებმა. ნაცნობის ხელში დაკავებულ იარაღმა მთელ სხეულში გაუმეფა სიცივე. აზამ თავისკენ დაქაჩა მოულოდნელად გაშეშებული და აიძულა უკან გაჰყოლოდა.
-"იშთი ბულადარან, იაქალაიან"-მოესმათ რა ქალის გამყინავი კივილი, მაშინვე მანქანის უკანა სალონში შეაგდო ელიზაბეტი მეთაურმა. და წორედ იმ წამს ტყვიების ხმამ გააყრუა მიდამო. ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლის გახსნის პარალელურად მანქანაში ადგილები დაიკავეს და ხმაურით მომწყდარი ჯიპები უბანის მტვრიან გზაზე შეაყენეს. შეუჩერებლად ჩამოიტოვეს მსროლელები, სახლები, შეშინებული ხალხი და მთავარ გზაზე გაიჭრნენ.
-ვინმე დაიჭრა? კარგად ხარ?-გვერდით მჯდარ იაგოს და უკან მწოლარე ელიზაბეტს გახედა. ქალი კვნესით გასწორდა სავარძელზე.
-კარგად ვარ...
-მეც მეთაურო.
უკან მიმავალ მანქანას აზამ წინ წასვლა ანიშნა, რადგან მის საჭეს შიო მისჯდომოდა. მან კი კარგად იცოდა გზები...
მაღალი სიჩქარით ჩამოიტოვეს გზის განაპირა ქალაქი მდევარს გამოქცეულებმა.

სავარძელს აკრობილი ელიზაბეტი  მთელი სხეულით კანკალებდა. თავსაბურავი და შემოეხსნა.  ცრემლები ღვარად სდიოდა ჯერაც აღელვებულს.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა!-კაცი უკან შეტრიალებულიყო და  გიშრისფერებით სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.-ელიზაბეტ... ჩაიარა ყველაფერმა...
-ის იქ იყო აზა...-ქალის თვალებში შიში არა, გაოცება ეუცხოვა ჯარისკაცს-ის იქ იყო და... მიყურებდა... მან დაიყვირა...
-ვინ? იცნობ? გიცნობს?-დაიძაბა კაცი. -დარწმუნებული ხარ მის ვინაობაში?
-ზუსტად ვიცი-პირზე ხელი აიფარა. მზერა საფარელზე გაუშეშდა-მისი ხმა ვიცანი, თვალები...-ამოიქვითინა მხრებაცახცახებულმა.
და ჯარისკაცს უცებ მოუნდა გულში ჩაეკრა ქალი. დაემშვიდებინა და შიში გაექარ**ლებინა მისთვის.
-ელიზაბეტ.. -საოცრად დაუთბა ხმა აზას-ვინ იყო ის გოგო? ვისი შეგეშინდა?
-არიადნა...-საფარელის თვალებს მიჩერებულმა ქალმა სახელი კანკალით ამოთქვა და ფაქტის სრულმა გაანალიზებამ სხეული ერთიანად დაუბუჟა.-ალის არიადნა...
-ქალის კივილი მეც გავიგე, მეთაურო...-წამით გადახედა აზას იაგომ.-თალიბები შანსი არაა, ქალს თავისთან არ მიიღებდნენ.
-შესაძლებელია, თუკი ზემოთ ცნობა აქვთ. და... ელიზაბეტ, მისმინე, გიცნობს ის ქალი? რამდენად გიცნობს? ნანახი ჰყავხარ?-შებრუდა გაფითრებული ქალისკენ. ადამიამ კანკანატანილი სხეული მოაბილიზა
-კი, მიცნობს, იცის ვინ ვარ... ზაიედის საავადმყოფოში მის ქმარს ვმკურნალობდი...
-და შენი აზრით რატომ უნდა ეხმარებოდეს ტერორისტებს? რამე დააშავე მასთან?- კითხვებს მთლიანად ისრუტავდა უფროსი ლეიტენანტი.
-არვიცი... მას... მას ქმარი მოუკვდა სანამ ისინი საავადმყოფოს თავს დაესხმებოდნენ და... და... წამოსვლის წინ მე დამადანაშაულა... ღმერთო...-ხელახლა აკანკალებულმა პირზე ხელებუ აიფარა მომდგარი ქვითინის შესაკავებლად.
-რა იცის შენზე ელიზაბეტ?-სიცივე ედებოდა კაცის სხეულს.
-მან... მან ჩემი პასპორტი შემთხვევით ნახა...
-ამის დედაც მო**ან!-წინ შებრუნებულმა კარის მინას მთელი ძალით მიარტყა მუშტი. დაძაბული ცოტა ხნით თვალმოუშორებლად უყურებდა წინ მიმავალ მანქანას. ცდილობდა ყველაფერი გადაეხარშა, აეწონ-დაეწონა. ამწვარი მხარი მოდუნების საშუალებას წამითაც არ აძლევდა.
რაციით წინ მიმავალ მანქანას დაუკავშირდა.
-აზა...
-უახლოეს ქალაქამდე შეუჩერებლად ვივლით, საწვავი საკმარისი გვაქვს.
-ელიზაბეტ...-ბოლოს სანახევროდ მიაბრუნა თავი ქალისკენ-ნუ გეშინია!

18:25

-მე წინ წავალ, შენ ელიზაბეტს უკან გამოჰყევი.
შიომ კვერი დაუკრა.
-არ შეგეხები, ხელს ვერ ჩაგჭიდებ, უხმოდ წამოხვალ!- რბილად უბრძანა ქალს.
-ვიცი!-შეუვალი იყო.
-ნაჭერი კარგად დაიმაგრე ყურთან, არ მოგძვრეს.
-ვიცი, აზა!
ორსაათიანი შეუსვენებელი მგზავრობის შემდეგ ჯგუფის ნახევარმა მტვერიდან შენობაში დასასვენებლად შეაბიჯეს, აქაც ცხელოდა.
ჩაიხანა ხალხით გადავსებულიყო. ჩუმი ხმაური ფუტკრების ზუზუნს მოგაგონებდათ. სიმჭიდროვის მიუხედავად მაინც გამოიძებნებოდა ერთი-ორი თავისუფალი ადგილი.
აზამ შენობაში მსხდარ ხალხს დაკვირვებული თვალი მოავლო. საფრთხე რომ ვერსაიდან დაინახა, ელიზაბეტს გაყოლა ანიშნა. უხმოდ მიჰყვა უკან შიო რუხი სამოსით შემოსილ ქალს.
კარიდან ცოტა მოშორებით, ჩაიხანის მარჯვენა კუთხეში დასხდნენ, ისე რომ, მეთაური კარგად ხედავდა ვინ შემოდიოდა შენობაში და ვინ გადიოდა.
-ჩაის მოვიტან-თვალი ჩაუკრა შიომ და ჩაიხანაში არსებული მეორე კარში გაუჩინარდა.
-მომსახურე პერსონალს არ უნდა მოეტანა?-გადაუჩურჩულა აზას ქართულად.
-აქაურობა  გადაჭედილია, მომსახურება დააგვიანდებათ, ჩვენ კი დიდხანს არსად უნდა გავრჩერდეთ. დავლევთ და წავალთ. -შეუხედევად დაუკმაყოფილა ინტერესი. ელიზაბეტმა შუბლი შეკრა. კაცის პროფილს დააკვირდა. საფარელს მოხდილი თავსაბურავი სამკუთხედად დაკეცილი მწვანე, მტვრიანი ნაჭერი მხარზე შემოეხვია. წვერი ოდნავ წამოზრდოდა. მარცხენა მხარეს მჯდომმა მის გადახოტრილ, ლამაზ თავზე ყურის ზემოთ ნეკა თითის ტოლი, მოვარდისფრო იარა აღიქვა, რომელსაც თმა არ მოჰკიდებოდა.
მოუნდა თითით შეხებოდა.
-ყურთან შრამი საიდან გაქვს?- ბეჭებში გასწორდა და ყურთან დაუჩურჩულა. აზამ გამოხედა. ზედმეტად ახლოს ეჩვენა ქალი, მისი მოელვარე სმარაგდისფერები და ბაგეები. სუნთქვა შეკრულმა უემოციო ნიღაბი მარტივად აიკრო სახეზე, ბეჭებში გასწორდა მაგიდას ხელებით დაყრდნობილი და კვლავ შენობის თვალიერება დაიწყო.
ელიზაბეტს გული ყელში მობჯენოდა. ეწყინა მისი უყურადღებობა, თავადაც ხალხს დაუწყო ყურება.
-ტყვიამ გამკრა და კაცებს თვალებში ნუ უყურებ!-გადაუჩურჩულა მცქმუტავ ქალს.
ელიზაბეტმა წარბები აწია, დამალა სიხარული, რომელმაც პასუხმა გამოიწვია.
-აბა შენ არ მაქცევ ყურადღებას რომ გიყურო!- დაიგრგვინა ჩუმად.
აზას ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია. დაიძაბა. უსიტყვო, გამჭოლი მზერა გააყოლა შენობაში შემოსულ ბიჭს, რომელსაც ალაგ-ალაგ დახეული, მტვრიანი თხელი ქურთუკი ჩაეცვა. სნაიპერის შეფარულ მზერას არც ის გამოპარვია, როგორი დამფრთხალი იყურებოდა იგი გარშემო. მერე შენობის შუაში, ცარიელ სკამზე ჩამოჯდა და გვერდით მჯდომებს დაუწყო გასაუბრება. საეჭვო იყო აზასთვის ქურთუკის ჯიბეში ჩადებული ბიჭის მარჯვენა ხელი.
-აზა, ჩემი გესმის?-კაცს არ ესმოდა. ელიზაბეტმა მის დაკვირვებულ მზერას თვალი გააყოლა და ბიჭი დაინახა.
-ორმოც გრადუსში ვინ იცმევს ქურთუკს?-გაუკვირდა ქალს.
-ტერორისტი-მოკლე და კონკრეტული იყო პასუხი.  შეკრთა, უნებურად აზას მკლავს ჩაეჭიდა.
-უნდა გავიდეთ!- გადაუჩურჩულა ქალს.
-მერე შიო?! ხალხი?-ცრემლები მოეძალა. მღელვარებამ აიტანა.
-მისმინე!-შებრუნდა ქალისკენ-ეს ხალხი თავიდანვე განწირული იყო სიკვდილისთვის, მათ ვეღარაფერს ვუშველით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ!-ჩუმად გამოსცრა კბილებში.-ბიჭს ჯიბეში ხელი უდევს. სავარაუდოდ ასაფეთქებელ ღილკს თითი დააჭირა. იცი რა მოხდება რომ აუშვას?! ჰაერში ავიწევით!
-მაგრამ შიო...-სიტყვა გაუწყდა. მეორე კარიდან შიომ შემოაბიჯა ლანგრით ხელდამშვენებულმა. როცა მაგიდას გაუსწორდა, ეუცნაურა აზას დაჟინებული მზერა. თვალებით ანიშნა, რა ხდებაო. დაძაბულმა ჯარისკაცმა საპასუხო მზერა არ მოაშორა შიოს თვალებს. უსიტყვოდ ანიშნა საფრთხის შესახებ. ფინჯნებით, რომელშიც ცხელ ჩაის ოხშივარი ასდიოდა, დატვირთული ლანგარი მაგიდაზე დადო.
-ელიზაბეტ, ადექი-ხელი გაუწონა ქალს შიომ.
-გაყევი!
-მერე შენ?
-გაყევი, ბიჭისკენ არავითარ შემთხვევაში არ გაიხედო!- დარწმუნებით უთხრა და მერე მზერა დაუთბა-მიდი, ელიზაბეტ. ფერდაკარგული ფეხზე წამოდგა და შიოს ხელს აკანკალებული ხელით დაეყრდნო. სუნთქვაშეკრულმა ჩაუარა სიკვდილს, ბიჭის სახით რომ მიმჯდარიყო მაგიდას და ყალბი ღიმილით რომ ისრუტავდა შენობაში მყოფი ადამიანების სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს, ანდა წამებს. ვინ იცის. გასასვლელთან ბიჭუნას მოჰკრა თვალი.
-შიო, იქ ბავშვია...
და პატარა, ექვსიოდე წლის, შავტუხა ბიჭთან მიახლოებული, რომელიც კართან ჩამომჯდარიყო და ქალს გაოცებით უმზერდა, მისკენ დაიხარა, თუმცა ჯარისკაცმა ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავზე. თავისკენ სწრაფად დაქაჩა და ნაბიჯებს აუჩქარა.
-არა, წამოდი!- დაიჩურჩულა.
-შიო, აზა...
-ნუ ღელავ, გამოვა, ჩვენ სასწრაფოდ მანქანასთან მივიდეთ.
ქუჩა სწრაფად გადაკვეთეს. ელიზაბეტს ყელში ბურთი მობჯენოდა.
-რა ხდება?!- სწრაფად მომავლებს მანქანიდან გადმოსული ნოე შეეგებათ. ეუცნაურა მათი სიჩქარე და აზას არყოფნა.
-მეთაური სადაა?!-ამჯერად იაგო გადმოვიდა მეორე მანქანიდან.
-ჩაიხანაში-მიუგო შიომ და დამფრთხალ ქალს მანქანის კარი გაუღო-ჩაჯექი ელიზაბეტ...
-აზა იქაა, ნოე...-სუნთქვა ეკვროდა ქალს-ჩაიხანაში ტერორისტია...
-ჯანდაბა!-ყვირილი ვერ შეიკავა.
-რა ჯანდაბას აკეთებს! გამოსულიყო თქვენთან ერთად!
-საეჭვო იქნებოდა, აგვაფეთქებდა მაშინვე-უპასუხა არანაკლებ აღელვებულმა შიომ.-ელიზაბეტ, გთხოვ მანქანაში ჩაჯექი.
-კი მაგრამ... იქ ხალხია, კართან პატარა ბავშვი იყო...ნოე...-ხმა უწყდებოდა. ხაოდა. ამოიქვითინა.
ნოეს გული მიეწურა. ქალს ხელი მოხვია და მანქანაში ჩასვა.
ამჯერად უსიტყვოდ დაემორჩილა. უკანა სალონში მოთავსებულმა სულისშემკვრელი ჩადრი, რომელიც თმას, ყელსა და ნიკაპს უფარავდა მოიგლიჯა, თავი ხელებში ჩარგო მომტირალმა. გული გამალებით უცემდა. ყოველ წამს ელოდებოდა, აფეთქების ხმა როგორ დაუგუბებდა ყურებს. თავს მაღლა ვერ წევდა, ფანჯარაში რომ გაეხედა.
-ღმერთო გთხოვ, აზა არა... ღმერთო-ჩუმად ჩურჩულებდა ცრემლებად დაღვრილი. არ იცოდა რამდენი დრო გავიდა, უცაბედად გვერდით კარი რომ გაიღო. თავი არ აუწევია, მაგრამ სალონში ნაცნობი მუხტი და აურა იგრძნო და მიხვდა, როგორ ჩაუცხრა მღელვარება, თავი ხელებიდან ასწია. აზა იყო. მას უყურებდა.
-ელიზაბეტ...
თავი ვერ შეიკავა, უსიტყვოდ, კაცისდამოულოდნელად ყელზე მკლევებით შემოეხვია და ძლიერად ჩაეხუტა.
-აზა-კანკალნარევი ოხვრა ამოუშვა. ჯარისკაცს ხელები გაუშეშდა. არ იცოდა სად წაეღო. ქალის სურნელი ცხვირში უღიტინებდა. მის თვალწინ წითელი, გრძელი თმის ტალღები გადაშლილიყო. მერე თვალები უნებურად მიენაბა, წელში ხელები შეუცურა და მჭიდროდ აიკრო ტანზე.
იმავე წამს აფეთქების საშინელი ხმა გაისმა.  მის მკლავებში შეხტა და ამოიქვითინა, უფრო მეტად შემოხვია ხელები კისერზე ელიზაბეტმა. სხეულის თრთოლვას ვერ იკავებდა ქალი.
-მორჩა ელიზაბეტ, მორჩა.-ყურთან ჩურჩულებდა მამაკაცი. გაბედა, თმის ბოლოებს შეეხო. ლარივით დაჭიმულ ელიზაბეტს მის მხარზე ედო თავი. მანქანაში სიმშვიდე სუფევდა.
გარეთ ქაოსი.

-ელიზაბეტ...- კაცმა სხეულზე აკრობილი ფრთხილად მოიშორა. დაბნეულ ქალს ფანჯრიდან გახედვისკენ ანიშნა. პოლკოვნიკის შვილი უკან შეტრიალდა.
-იქით გაიხედე.-ანიშნა ხელით.
ჯერ კვამლასული ჩაიხანა დაინახა, რომელიც სხვა შენობებს შორის იწვოდა, და თვალები ძლიერად დახუჭა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. მანქანასთან ახლოს მდგარ ჯარისკაცებს შორის ადვილად გამოარჩია პატარა სხეული.
ელიზაბეტმა ის ბიჭი იცნო, ჩაიხანაში აფეთქების წინ რომ დაინახა.
სიკვდილს გამოსწრებული შიოს ხელში აეტაცებინა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ბიჭიც კისკისებდა.
მოდუნებულმა მიაყრდნო თავი კაცის გულმკერდს.
-ისინი მოკვდნენ... მოკვდნენ... ხომ შეგეძლო გადაგერჩინა, აზა?-ცრემლისგან მოგუდულიყო წუთელთმიანის ხმა.
-ჩაიარა, კარგი? ჩაიარა... ძლიერი ხარ... შემომხედე, თვალებში შემომხედე-ეწვოდა საფარელს ქალის ცრემლიანი მზერა, რომელიც დანგრეულ შენობისკენ იყო მიმართული. ჩაიხანის შესასვლელი კედელი მთლიანად მონგრეულიყო. კვამლის ნელ ნელა გაფანტვის პარალელურად, ამჩენვდა რა ადამია უსიცოცხლო, დასახიჩრებულ სხეულებს, მით უფრო უხშირდებოდა სუნთქვა- მე შემომხედე, ელიზაბეტ. -ქალი მოატრიალა, მისი სახე გაუხეშებულ ხელებში მოიქცია. მტვრიან ღაწვებზე შეპარული ცრემლები ცერა თითებით მოსწმინდა.
-გგონია ჩვენ არ გვტკივა ცივი, დასახიჩრებული სხეულების ყურება?
გგონია ჩვენ არ ვიტანჯევით როცა ხალხის გადარჩენა არ შეგვიძლია? გგონია ჩვენ არ ვცახცახებდით შიშისგან, როცა ამ მიწაზე პირველად დავაბიჯეთ? მაგრამ ყველამ ვისწავლეთ ერთი რამ: თუ არ შეგვიძლია სხვისი სიკვდილის ჩვენს გულსა და გონებასთან ახლოს არ მიშვება, ომის ქვეყანაში ცოცხალი ვერ გადავრჩებით! ადამიანებს კი სიცოცხლე ძალიან გვიყვარს, და ეს  თითოეულ ჩვენგანზე უკეთ იცი, ელიზაბეტ...-სახე ქალის სახესთან ჰქონდა მიახლოებული. არ უწყრებოდა. წყნარი, შენარჩუნებული მშვიდი ხმით უხსნიდა სიტუაციასა და არსს.-ჩვენ უნდა გადავრჩენილიყავით, კარგი? ჩვენ არ უნდა დავღუპულიყავით მათთან ერთად...
-მეთაურო, ხაზზე არიან...-ფანჯარაზე მიუკაკუნეს.
აზა დაწყნარებულ ქალს კიდევ ერთხელ მდუმარე ღიმილით მიეალერსა, მერე კარი გახსნა და იაგოს გამოართვა ხელის რაცია.
-უფროსი ლეიტენანტი აზა საფარელი...-ელიზაბეტს რომ გარიდებოდა, მანქანიდან გადმოვიდა.
-აფეთქების შესახებ მოვიდა შეტყობინება, აზა, მშვიდობით ხართ? დარწმუნებული ხართ რომ მდევარი ჩამოიტოვეთ? სადმე გაჩერდით?-ამჯერად ადამია დაუკავშირდა პირადად...
-პოლკოვნიკო, ბარ-ალუხლელში ვიმყოფებით, გზის განაპირას. უბედური შემთხვევა იყო...
-ისინი კვალში გიდგანან აზა, წამოიყვანე ჩემი შვილი და წამოდით!-პოლკოვნიკის აწეულმა ხმამ ჩამდგარი ზღვა ხელახლა ააბობოქრა.
-ჩემს გამო მამა... ისინი ჩემს გამო მოკვდნენ?!-ამოიხავლა მანქანიდან გადმოსულმა ქალმა. აზას გამომეტყველება ეცვალა მისი სიახლოვსგან-ვინ ვარ რომ ჩემს გამო შენს ჯარისკაცებს სწირავ მამა!-იყვირა მოულოდნელად აფეთქებულმა, რათა პოლკოვნიკისთვის ხმა მიეწვდინა რაციაში-ვინ ვარ რომ ჩემს წასაყვანად ჩამოხვედით! -თვალებში ცეცხლაგიზგიზებული მზერა მოატარა ჯარისკაცებს-ვინ ვარ რომ ამდენი ხალხის მაგივრად, რომელთა გადარჩენაც შეგეძლოთ მე მინარჩუნებთ სიცოცხლეს?! ვინ ვარ რომ ჩემს გამო სწირავთ თავს?! გესმის მამა?!- ჩაჰყვირა- ვინ ვარ მე, შენს ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში რომ აგდებ ჩემს გამო?! მითხარი ვღირვარ იმად რომ შიო ოჯახმა იგლოვოს ან იაგოს დედამ შვილი?! ვღირვარ ნოეს სიცოცხლედ?! აზასი?!-ხმა ჩაუწყდა.-ვინ ვარ! ვინ?!
-ელიზაბეტო-ნოემ გამოხედა, თვალი ჩაუკრა-არ გინდა...-უღიმოდა მზერაამღვრეულს. ხეს მიყრდნობილი შიო, რომელსაც შავტუხა ბიჭუნა ეკავა ხელში მიწას არ აშორებდა თვალს. იაგო კი უსიტყვოდ მისჩერებოდა აღელვებულს. აზამ რაცია გათიშა. განრისხებული მიუახლოვდა ქალს, რომელმაც მისი მოულოდნელი საქციელით დამფრთხალმა უკან უკან გადადგა ნაბიჯები, მაგრამ კაცმა მიუსწრო, მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი და თავისკენ მძიმედ მოქაჩა.
-მეორედ ასეთი რამ აღარ გაიმეორო, არც კი გაბედო თქმა! გესმის?!
-აზა...
კაცმა ნოეს ყურიც არ ათხოვა, განაგრძო:
- შენ ჩვენთვის პოლკოვნიკის შვილი ხარ! პოლკოვნიკი კი ჩვენი მეთაურია. შენს გამო არ ვართ აქ! აქ მამაშენის გამო ვართ. შენ თუ არავინ ხარ, მამაშენია ყველაფერი. კარგად დაიმახსოვრე და გაჩუმდი!- არ უნდოდა, მაგრამ დაუნანებლად, შეუბრალებლად გამოსცრა გამძვინვარებულმა და ხელი უშვა თავის ტანზე მიკრობილ ქალს. ელიზაბეტს თითქოს გულზე ხელი მოუჭირესო, ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა. აზა გაეცალა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა მანქანებისკენ. ქალმა კი ცრემლებისგან გადღაბნილი მზერა გააყოლა მიმავალს.
-ელიზაბეტ...-ნოე ფეხზე წამოდგა. -მოდი ჩემთან, გთხოვ ყურადღება არ მიაქციო. დაწყნარდი.-აკანკალებული, თმაგაწეწილი ქალი გულში ჩაიკრა და ზურგზე ხელი მოხვია. მაშინვე იგრნო, როგორ გაუძალიანდა ადამია. ხელებიდან დაუსხლტა და სწრაფად მიმავალ აზას გაეკიდა.
-და შენ ვინ ხარ რომ მე მაჩუმებ, ჯარისკაცო?!-განრისხებულმა დაუყვირა. გამოუვიდა. აზა შედგა. მძიმედ შემობრუნდა ქალისკენ. მანქანასთან ათიოდე მეტრი აშორებდა.
უკან გამობრუნდა.
-მე ვინ ვარ?!- გამოსცრა ქალს პირისპირ გაუსწორდა გამძვინვარებული და სწორედ იმ მომენტში, ყველას სმენა დაუგუბა აფეთქების ძლიერმა ხმამ. ელიზაბეტმა სიმძიმე იგრძნო სხეულზე. აფეთქების ტალღის გამო მასთან ახლოს მდგარი ლეიტენანტი მთელი სხეულით დაეჯახა და ორივენი მიწაზე გაერთხნენ. გონს ვერ მოსულმა ცაში არტყორცნილი ცეცხლი და კვამლი დალანდა.
ძლივშესამჩნევად იგრძნო, როგორ აეცალა სიმძიმე ტანიდან და აზას ხმა მოესმა:
- კარგად ხარ?
-მეთაურო!
-ელიზაბეტ!
ქალს დაცემისგან ნატკენი ზურგის გამო, სუნთქვა შეეკრა. მერე მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი.
-კარგად ვარ.-ამოიჩურჩულა და აზას მკლავს დაეყრდნო. კაცის წელზე შეცურებულმა ხელმა ფეხზე წამოაყენა.
-კარგად ხარ?- შეშფოთებულმა ნოემ მათთან მიირბინა.
-სასწრაფოდ აქაურობას უნდა გავეცალოთ!
-რა ჯანდაბაა!-წამებში მომხდარი ვერ გაეაზრებინა ელიზაბეტს.
-სამხედროებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი ასე თავისთვის არ აფეთქდებოდა!-აუხნსა ნოემ და მათკენ მომავალ ჯარისკაცებიკენ წასვლა ანიშნა.
-სადღაც აქ არიან. ვგრძნობ!
-ელიზაბეტი დაიცავით!- გასცა ბრძანება ნოემ და შიოსთან და იაგოსთან ერთად ელიზაბეტი ზურგს უკან ამოიყენა. ქალი შუაში მოაქციეს. ზურგზე მიმაგრებული შაშხანები ხელში დაიკავეს და სროლისთვის მოემზადნენ.
-თმა დაიფარეთ!-ანიშნა იაგომ მის ცეცხლისფერ, მეტად შესამჩნევ თმაზე. ქალმა კანკალით მოიხვია რუხი თავსაბურავი.
ჯარისკაცებს იარაღი მოემარჯვებინათ. ორივე ხელში ჩაებღუჯათ და ყოველ წამს ელოდნენ თავდასხმას.
-მეორე მანქანისკენ მივდივარ, შევამოწმებ რამდენად უსაფრთხოა, მერე თქვენ ფრთხილად დაიძარით! -მიუახლოვდა აზა. მასაც ზურგზე გადაკიდებული შაშხანა უკვე დაეკავებინა ხელში.
-აზა! არ გინდა!
ნოეს არ მოუდმინა და აფეთქებულ, ცეცხლამომდინარე მანქნანის გვერდით გაჩერებულ ყველგანმავალისკენ მიადამოს ზვერით დაიძრა მთელი სხეულით დაძაბული. ჯიპთან მიახლოებულმა კვლავ დაზვერა გარემო. ირგვლივ შენობები დუმდნენ. სამხრეთით მთები მეფობდნენ. აღმოსავლეთსა და დასავლეთისკენ მხოლოდ გზა მიუყვებოდა.
კაცმა მანქანის კარი გამოხსნა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გასაღებს ხელი მოჰკიდა.
-ღმერთო, შენ დამიფარე!-ჩაიჩურჩულა და გასაღები გადაატრიალა. ათიოდე წამი მოიცადა. მერე როცა მიხვდა, რომ ტრანსპორტი უსაფრთხო იყო კანკლანარევი სუნთქვით გაათავისუფლა სხეულიდან სულისშემჭმელი დაძაბულობა და ჯარისკაცებს თავისკენ უხმო.
-ბიჭებო, სუფთაა!
ოთხეული მანქანისკენ დაიძრა. შიომ ქალს წინა კარი გამოუღო და სწრაფად ჩაჯდომისკენ ანიშნა. მერე თავად დაიკავა ადგილი ნოეს გვერდით, რომელიც მასსა და იაგოს შორის დამჯდარიყო. მეთაურმაც მანქანა სწრაფად დაძრა.
-იაგო, ჩვენებთან დარეკე!-გახედა სარკიდან ჯარისკაცს.
-ვცდი, მეთაურო!
მეორე მცდელობაზე, როცა უპასუხეს, მღელვარებისგან ამოიოხრა.
-კავშირია...
საფარელმა სწრაფად ჩართო ყურსასმენი.
-უფროსი ლეიტენანტი აზა საფარელი ვარ, ახლავე პოლკოვნოკ ადამიასთან გადამამისამართეთ!
მოწყობილობის მეორე მხარე ცოტა ხნით სიჩუმემ მოიცვა.
-გისმენთ.
-პოლკოვნიკო...
-აზა? სად ხართ.-მღელვარებისგან ხმა უკანკალებდა უფროს ადამიას.
-პოლკოვნიკო სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება. დაჯგუფება კვალში გვიდგას. ახლახანს მანქანა აგვიფეთქეს. სავარაუდოდ უკან მოგვყვებიან.
-ავია დახმარებას გამოვგზავნი. ავღანეთი სასწრაფოდ უნდა დატოვოთ, სხვაგვარად არ შეგეშვებიან!
-დასახლებულ პუნქტს ვუახლოვდებით. შიო, კოორდინაცია შეამოწმე.
-მეთაურო  ახლა ბარ ალუხლელის დასახლებული პუნქტი ჩამოვიტოვეთ და ქალაქში შევდივართ.  არზომდე შეგვიძლია გავძლოთ. მჭიდროდ დასახლებული ადგილებია უალხოეს თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე და დამალვას მოვახერხებთ.
არზოდან ღაზნიმდე დაახლოებით სამოცდაშვიდი კილომეტრია.
ღაზნი-შარანის გზით ვიმოძრავებთ. -მუხლებზე რუკა გადაეშალა კაცს.
-ვერტმფრენი სად შეგვიძლია დავსვათ!- წყობიდან გამოდიოდა მეთაური.
-სანამ ღაზნიში შევალთ ბენზინგასამართი სადგურია გზატკეცილზე. ჩრდილოეთ ნაწილში თავისუფალი მიწებია...
-გასაგებია! პოლკოვნიკო დაახლოებით ოც წუთჩვენს ადგილმდებარეობას გამოვგზავნით, სიხშირე დაიჭირეთ.
-ვერტმფრენს გამოგიგზავნით აზა. ღაზნიდან მანდამდე სულ რაღაც ათი წუთი დასჭირდება. ღმერთი გფარავდეთ.
-დროებით, პოლკოვნიკო!
სწრაფად მიმავალი მანქანა მტვერს აყენებდა გზაზე.
-ყველაფერი კარგად იქნება!- აზამ ქალს აკანკალებულ ხელზე  ხელი მოუჭირა და თბილად გაუღიმა, პარალელურად გზას არ აცილებდა თვალს.
ფერდაკარგულმა ადამიამ საპასუხოდ, შიშჩამდგარი სმარაგდისფერი შეაგება ჯარისკაცს.
-ცოტაც, პოლკოვნიკის ქალიშვილო. ცოტაც და შინ იქნები.
ელიზაბეტმა არაფერი უპასუხა ნოეს. ფანჯრიდან სწრაფად მორბენალ სახლებსა და ხეებს გახედა. საკუთარი თავის მიმართ არსებულმა დანაშაულმა ყელი და თვალები აუწვა.
მის გამო იყო, ახლა სხვების სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდა.
ადამიანების გადასარჩენად ჩამოსული, თავადვე უქმნიდა მათ საფრთხეს. თვალის კუთხეში გაპარული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
მზეს ახედა.

მზე დაისს იწყებდა.

***

გზას გვერდიგვერდ მხოლოდ გრძელი, თითქოს უსასრულო ველები გასდევდა. ველების შემდეგ კი მთები.
მანქაბანამ გზას გადაუხვია. მარჯვენა მხარეს შეატრიალა საჭე საფარელმა და ველებში ღრმად შეიჭრა.
-მეთაურო, პოლკოვნიკმა ვერტმფრენი უკვე გამოგზავნა. ათ წუთში აქ იქნება.
-კარგია, მდევარი საკმარისად ჩამოვიტოვეთ.-თავი დაუქნია და გვერდით მჯდომ ქალს გახედა.
ჯარისკაცები მანქანიდან გადასულიყვნენ.
-კიდევ გეშინია?
ელიზაბეტმა დაისს მზერა მოაშორა. რუხი თავსაბურავი ხელებში მოექცია.
-არც მეშინოდა...-მღელვარების ნოტები დაჰკრავდა მის ხმას.
საფარელს ჩაეღიმა.
-იცი, შენნაირი მამაცი ქალი არასდროს მინახავს...არასწორად არ გაიგო...-დაამატა ქალის შეკრულ წარბებზე-საკუთარი ნება სურვილით, ადამიანების დასახმარებლად აქ ცოტა თუ მოდის...
-და შენ?  შენ საკუთარი სურვილით წამოხვედი ჩემს დასახმარებლად?
მეთაური შეაკრთო ქალის შეკითხვამ. სმარაგდისფერებს მზერა მოაშორა და ჯერ მის წინ მჯდომის წითელ დალალებს გაუსწორა, შემდეგ მის უკან, სისხლისფერად დამდინარე მზის სხივებს.
-პასუხი გაქვს აზა?-ჩაეკითხა ადამია.
-არა.-უტეხი გიშრისფერები მიაპყრო მის თვალებს. -მე აქ ჩემი სურვილით არ წამოვსულვარ. მაგრამ მადლობელი ვარ რომ მამაშენმა სწორედ მე ამირჩია...
-რატომ არ გინდოდა?-შეეცადა კაცის ბოლო სიტყვები უგულებელელყო. გამოუვიდა.
საფარელმა ჩაიცინა. ბეჭებში გასწორდა. მხრები დაეძაბა.
-იცი? როცა ეს ამბავი დასრულდება, როცა შინ დაბრუნდები და ღამით დაძინებას შეეცდები, ერთადერთი რასაც სიზმრად იხილავ, მტვერსა და სისხლში ამოსვრილ ხალხი და ჯარისკაცები იქნებიან. ერთადერთი რასაც გაიგონებ ტყვიების სასტიკი ზუზუნი და აფეთქების ხმა იქნება. ერთადერთი რასაც იგრძნობ ეს არც თვითგადარჩენის ინსტიქტი და არც ბრაზი იქნება. შიშს შეიგრძნობ. შიშს, რომელიც უკითხავად მოგეპარება. იმის შიშს რომ არასოდეს დასრულდება ტანჯვა. შიშს, რომ ვეღარასდროს იხილავ ომისა და ამ ომის სულისშემხუთველი მტვრისაგან თავისუფალ, კრიალა ცას. შიში იმისა, რომ ვეღარასდროს გამოიღვიძებ.
უფროსი ლეიტენანტის მშრალი მზერა სადღაც ჰორიზონტს მიღმა უჩინარდებოდა. ქალს წყლიანი სმარაგდისფერები მიეპყრო ყინულად ქცეული ირისებისთვის.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-როდის დასრულდებიან ეს სიზმრები, აზა?
მაშინღა ინება საფარელმა ქალისთვის შეხედვა. ახლაც საუცხოოდ ლამაზი ეჩვენა პოლკოვნიკის ასული.
-როცა საკუთარ თავთან ომს დაასრულებ... იცი, მზე ხარ ცის გარეშე.
დაიჩურჩულა ბოლო სიტყვები. დაჟინებული მზერა არ მოუშორებია ღელვაატანილი ქალისთვის.
ამავე დროს კი თითქოს მოეშვა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-მეთაურო, აქ არიან... ჰორიზონტზე ჩანან-ფანჯარაზე მიუკაკუნა იაგომ. მანქანაში მსხდომნი რეალობას დაუბრუნდნენ.
-შინ წასვლის დროა...
-მაპატიე, კარგი?
-რა?
-არ მეგონა მამაჩემი ჩემთვის თუ გაწირავდა თავის ჯარისკაცებს.-ტირილის ნოტები გაერია ხმაში.
-ელიზაბეტ, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვიყავით... ასეც რომ არ იყოს, ლაჩრობაა საკუთარი სამშობლოს მოქალაქე ომში მიატოვო...
ქალს სევდიანად გაეღიმა.
მანქანიდან გადასულმა საფარელმა იარაღი მხარზე გადაიკიდა.
-შიო...
-მეთაურო გაჩერდით!
ხუთიოდე მეტრით დაშორებულმა სერჟანტმა  მაშინვე დაიყვირა, როგორც კი ჯარისკაცები მოძრავნი შენიშნა.
-რაშია საქმე?
მაგრამ კაცმა არაფერი უპასუხა. ძირს დახრილი ხელით სინჯავდა მიწას. გაფითრდა.
-მეთაურო-შებრუნდა ერთ ადგილზე გაშეშებულისკენ.-დანაღმულ ტერიტორიაზე ვართ.
საფარელს სახეზე ფერი ეცვალა.
-ღმერთო...-ხმაგატეხილს ჩურჩულად დასცდა სიტყვები. შიო ზემოდან დაჰყურებდა ტალახშემოცლილ ხელისგულისტოლა შავ მოწყობილობას, რომელიც მიწაში ჩაფლულიყო.
საფარელმა ჯერ გზისკენ გაიხედა. მთელი ორასი მეტრი აშორებდათ უსაფრთხო ადგილამდე. ჩრდილოეთს აღმოსავლეთსა და სამხრეთს მხოლოდ ველები ეკრათ. სანატრელად მოსჩანდა გზა დასავლეთით.
დანაშაულმა შეიპყრო მეთაური. ამღვრეული თვალებით ახედა ზეცას.
-რატომ ღმერთო?-ამოიხრიალა ჩუმი ბგერებით.
-აზა?-ჯერ კიდევ მანქანასთან მდგარი ქალი შიშით უმზერდა ირგვლივ მდგარ ჯარისკაცებს.
-ადგილიდან არ გაინძრე ელიზაბეტ! ადგილიდან არ გაინძრე!- ამოიღრინა და თავადაც ერთ ადგილას გაჩერებული მაშინვე მანქანაში შეხტა, მგზავრის ადგილზე გადაძვრა და ქალისკენ გადავიდა.
-მიწაზე რომ დადგი ფეხი რაიმე მყარს ხომ არ დააბიჯე? რა იგრძენი?-შეეკითხა აღელვებული, თან ფეხის წვერებითა და მახვილი მზერით მიწას ამოწმებდა რათა ქალის წინ უსაფრთხოდ დამდგარიყო.
-არა... არ მახსოვს... ჯანდაბა!-ამოიქვითინა სასოწარკვეთლმა.
-აზა, რახან მანქანამ გზიდან აქამდე მშვიდობით მოაღწია ესეიგი ეს ბილიკი უსაფრთხოა.
-ვინც ეს დაამონტაჟა, ყველაფერს გათვლიდა, რა თქმა უნდა-დაეთანხმა ნოეს იაგო, რომელიც შიოს უკან იდგა.
-მიწა მუქი ყავისფერია, ნაღმი შავი, თან მიწის ზედაპირზეა, მიუხედავად იმისა რომ გამხმარი ბალახი ეფარება, გარჩევა შესაძლებელია...-ფეხზე წამოდგა სერჟანტი. -ჩვენები  წუთი-წუთზე აქ იქნებიან, გზაზე გადასვლა უნდა მოვასწროთ...
-კარგი...-ჩაიჩურჩულა საფარელმა.-რიგ-რიგობით ვიმოძრავებთ. ერთ რიგად მოვეწყობით. წინ მე წავალ...
-როგორ მეთაურო, გზასთან მე და იაგო უფრო ახლოს ვართ... -სიმწრისგან ხმა წართმეოდა შიოს. შუბლზე ოფლის წვეთებად დადენოდა აღელვება და უტყუარი შიში. ასამდე ნაბიჯი გადათვალა უფროსმა ლეიტენანტმა ცარიელ გზამდე. მაჯის საათმა საღამოს ცხრის ნახევარი უჩვენა. მერე თავის უკან, მანქანის ცხვირთან მდგარ ნოეს მიუბრუნდა:
-შენ და ელიზაბეტი ბოლონი წამოხვალთ! მე წინ წავალ, შიო და იაგო გამომყვებიან.
-მეთაურო გზასთან მე და შიო უფრო ახლოს ვართ!- გამოსცრა კბილებში იაგომ.
-თქვენ სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ!
-აზა, დრო დაგვეკარგება!- ზურგიდან ეწინააღმდეგებოდა სერჟანტი.
საფარელმა ხუთიოდე წამით თვალები ძლიერად დახუჭა და ყველა აზრი გათიშა. მერე სანამ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგებოდა, მანამდე გასცა ბრძანება:
-წინ შიო, შემდეგ იაგო, მათ მერე მე... ბოლოს ნოე და ელიზაბეტი. ვივლით ოც-ოცი მეტრის დაშორებით... უსაფრთხო ადგილს მკვეთრად ვნიშნავთ...
თუ რაოდენ მძიმე, რთულადასატანი და სიმძაფრით გაჟღენთილი იყო ყოფა, თითოეული მათგანი გრძნობდა და ისისხლხორცებდა. ჯარისკაცების დაკვირვებული თვალი სანტიმეტრებში ზომავდა ნიადაგის სიმაღლეს. გამხმარ ბალახებს ცალი ფეხით აცლიდნენ მიწას. წამიერი შვება იყო უსაფრთხოდ დაბიჯებული ფეხი, მერე კი ყველაფერი ისევ თავიდან მეორდებოდა. არც დრო ითმენდა და არც სიკვდილი... ისინი კი მაინც ჯიუტად, შუბლზე შეუმშრალი ოფლით,
უხმოდ და დაძაბულობით მიიწევდნენ მზისკენ, სიცოცხლისკენა და გადარჩენისკენ.

-მარცხენა ფეხს ავიღებ და ნაკვალევს მარჯვენათი დააბიჯე... -მითითება მისცა ქალს და თავად ერთი ნაბიჯით წავიდა წინ. მერე თითქოს რაღაცამ გაუელვაო, დასავლეთის შორეული მთებიდან გამოტყორცნილმა მზის სხივმა მოსჭრა თვალი და შებარბაცდა. უნებურად მარცხენა ფეხი უგულისყუროდ დააბიჯა მიწას და... შედგა.
იგრძნო როგორ გამოატოვებინა გულს რამდენიმე დარტყმა ფეხქვეშ ნაგრძნობმა მტკიცე სიმყარემ. მტვრიანი ნიავისგან მონაბერერი თბილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა თვალდახუჭულმა.
-ნოე...-მხარს უკან ელიზაბეტს ხმა გაპარვოდა. ბიჭმა ხელისკანკალით ჩართო ყურის რაცია:
-აზა...
ყურსასმენში რომ მეგობრის წუხილით სავსე, დაბალი ხმა გაიგონა, გაჩერდა. ხელები გათეთრებამდე შეკრა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ყბადაჭიმულმა. არ უნდოდა შებრუნებულს ის დახვედროდა, რისიც ახლა ყველაზე მეტად ეშინოდა.
სიკვდილი.
აზა ნელა შებრუნდა უკან. სერჟანტის და  ქალის გაშეშებულ სხეულები რომ იხილა, ერთიანად მოიცვა სიცივემ. შორიდანვე ამჩნევდა ელიზაბეტის არეულ, შიშით სავსე სახეს. მისი წითელი, თმა ლალისფრად დაღვრილი სხივების ფონზე სულისშემკვრელად ლივლივებდა ჰაერში.  ყურასმენს თითი მიადო და ჩამწერი ჩართო.
-ნოე...-გაბზარული იყო მისი ხმა-არ თქვა...-შეევედრა მეგობარს.
მაგრამ უთქმელად იცოდა, გრძნობდა უფროსი ლეიტენანტი, მისი ერთ- ერთი ძვირფასი ადამიანის ფეხების ქვეშ სიკვდილი რომ სუნთქავდა. ან იქნებ ორივე იყო სასიკვდილოდ განწირული?
ამღვრეული მზერა მოატარა ხრიოკ მინდორს. მერე უკან გაიხედა, აღელვებული ბიჭები ელოდებოდნენ გზაზე.
-აზა...-კვლავ გაისმა ყურასმენში ხმა, რომელმაც გამოაფხიზლა. დაბუჟებული ხელის მტევნები გაავარჯიშა. გაშეშებული ნოე და მის გვერდით მდგარი ელზაბეტი სუნთქვას უკრავდნენ.
-რომელი?!-იკითხა საბოლოოდ, და დაელოდა როდის აეწვებოდა გულ-მუცელი პასუხის მოსმენისას. თვალები ძლიერად დახუჭა მომლოდინემ. თავი ჩახარა.
ყურსასმენში ჩუმი ფხუკუნის ხმა გაისმა. ნოე ასე მაშინ იცინოდა, როცა ნიშანს უგებდა.
-მეთაურო! -უჩვეულო სევდისა და სიმშვიდის ნაპერწკლები დაჰკრავდა მის ხმას-ბართლომე ხომ გახსოვს?
ეტკინა.
თითქოს ჯერ მოეშვა, ქალი რომ უსაფრთხოდ დაიგულა, მაგრამ ერთი ორად დაამძიმა იმის გაანალიზებამ, რომ...
რომ მალე ნოეც გმირი გახდებოდა.
მხარზე არსებული ჭრილობა აუტანლად აეწვა.
ბართლომე მართლაც მოაგონდა. კაცი, რომელმაც წლების წინ მის ხელებში დალია სული. გაახსენდა მისი უკანასკნელი სიტყვა და იმდენად ეტკინა გული, ხელი მკერდზე იტაცა.
-აზა! - შორიდან მოესმა ელიზაბეტის ცრემლიანი ხმა და თვალი გაუსწორა ადგილზე მცქმუტავ ქალს, რომელსაც მკლავს ჩაჭიდებული ნოე ხელით აკავებდა.
-ვერ გამოვუშვებ! დააბიჯებს!-ყურსასმენში კვლავ გაისმა აღელვებული ნოეს ხმა.
-წამოვალ!-მაშინვე მიწას დააკვირდა.
-ვერ წამოხვალ, ხომ იცი?!
-არა, აზა! არ მოხვიდე! გთხოვ, გაჩერდი!- იყო ელიზაბეტის ყვირილი.
ვედრებამ სუნთქვა შეუკრა.
მაგრამ სხვა გზა არ იყო.
სხვა გზა უბრალოდ არ იყო.
თუ უნდოდა ის გადაერჩინა, ბეწვის ხიდზე უნდა გაეარა, რომლის ქვეშ სიკვდილის მდინარე ბობოქრობდა და საფარელი ამისთვის სრულებით მზად იყო.
ნოეზე, რომელსაც სიკვდილი დარაჯობდა, თავს ფიქრი აუკრძალა. გაიხსენა რომელი ადგილები იყო უსაფრთხო, და ქალის ვედრების და ყვირილის მიუხედავად, დანაღმულზე გზა განაგრძო.
-აზა!-ცრემლად იღვრებოდა ელიზაბეტი.
-ფრთხილად, მეთაურო! ფრთხილად!- ყურსასმენში ეუბნეოდა ნოე.
ქვიშაზე საკუთარი ფეხსაცმლის დატოვებულ კვალს ამოწმებდა და მათი საშუალებით მიიწევდა წინ. მერე გავლილ ნაბიჯებს ფეხსაცმლის ანაბეჭდით კარგად ნიშნავდა. სხეული დაძაბვოდა. გულისძგერის სიძლიერეს საფეთქელთან გრძნობდა.
ნოემ რომ უყვირა, დიდ ლოდთან ფეხი არ დაადგაო, ელიზაბეტი ადგილზე შეხტა. აზას მარჯვენა ფეხი ჰაერში გაუშეშდა. მერე უკან გადადგა და ნაღმისგან სუფთა ადგილის მოძებნა და შემოწმება განაგრძო.
-ღმერთო, გევედრები...
-ყველაფერი კარგად იქნება, პოლკოვნიკის ქალიშვილო!- თბილად გაუღიმა ნოემ. ხელი ჩასჭიდა და თანადგომა გამოუცხადა.
-შენც გაგიყვანთ აქედან, ნოე-დაიმედებულმა დაუქნია თავი.
ნოემ არაფერი უპასუხა. მზერა მათკენ ფრთხილი ნაბიჯებით მომავალ აზას გაუსწორა და სევდანარევად ჩაეღიმა. ფეხის კანკალს მთელი ძალით აკავებდა.
-თუ ვერ გამოვძვერი...
-ნუ ამბობ ამას, გთხოვ!
-საკუთარი თავის დადანაშაულება არ გაბედო პოლკოვნიკის ქალიშვილო! - გააფრთხილა ნოემ-თუ რამე მომივა, ნუ გეწყინება. მარად შენს გვერდით ვიქნები. და ეს იცოდე.-ქალის ხელი ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან და ხელის ზურგზე აკოცა.
-ნოე ძალიან გთხოვ-მისკენ შებრუნებულმა ხელი ხელზე მოუჭირა ძლიერად-არ უნდა დანებდე!
-მისმინე, შენ ძალიან ძლიერი ხარ, აქ წამოსვლა რომ გაბედე. შენ გგონია აქ ყოფნა ადვილია? ესაა  საკუთარი თავის გაწირვა სხვისთვის.
-შენც ამას აკეთებ... ჩემს გამო...
-ეს არც გაიფიქრო, კარგი?-შეუმშრალა ღაწვებზე ჩამოცურებული ცრემლები-მე თუ მოვკვდები ეს იმის ბრალი იქნება, ვინც ეს ნაღმები დაამონტაჟა.
-არაა სასაცილო, ნოე!
-დედაშენი შენით იამაყებდა ელიზაბეტო.-ქალმა ცრემლები შეამჩნია მის თვალებში, და ტკივილი მის ხმაში. ყელში მობჯენილმა გორგალმა სუნთქვა წამიერად შეუკრა.
-არ ინანო აქ ჩამოსვლა. ომმა გაპოვნინა და გასწავლა...-გრძნობდა ნოე დასასრულს და ბოლოჯერ აკოცა ხელის მტევანზე. შუბლზე უნდოდა დაეტოვებინა ამბორი, მაგრამ ვერ შეიძლებოდა.
არ...
ოდნავი გამოძრავება და...
აზას ორიოდე ნაბიჯი აშორებდა მათგან.
კაცს შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. ხელისგულები ეწვოდა. მახვილი მზერით შეამოწმა მიწა და მერე ფეხით მოსინჯა. ადგილი სუფთა იყო. თავისუფლად დააბიჯა ფეხი და ერთ წამში ქალის გვერდით გაჩენილმა მისი გულში ჩაკვრა მოახერხა.
-აზა...-ძლიერად შემოხვია ყელზე ხელები. კაცმა ჩახუტებული მსუბუქად აიტაცა.
-ყველაფერი კარგად იქნება...-მიწას დაუბრუნა ადამია და ღაწვზე ხელის ზურგით მიუალერსა.
მხოლოდ ამის შემდეგ გახედა ნოეს.
შორიდან ვერტმფრენის ხმა მოისმა. ჩრდილოეთიდან ცაზე მათკენ მოცურავდა.
-ხომ იცით, მალე უნდა გაფრინდეთ მეთაურო. მდევარიც ცოტა ხანში აქ იქნება -თვალი ჩაუკრა კაცს.
-შენს გარეშე აქედან არ წავალთ, მოეშვი ლაყბობას!
-არის მეთაურო!- შესცინა კაცს.
აზა დაიხარა. ჯიბის დანა ამოიღო და ნოეს ახედა.
-რომელი?
-მარცხენა.
აზამ დანა გახსნა და ნოეს მარცხენა ფეხის გარშემო მიწის ამოთხრა დაიწყო, რათა შეემოწმებინა ის, რასაც ნოემ ფეხი დაადგა.
იმედი ჰქონდა რომ ეს არ იქნებოდა ნაღმი.
და როცა მყარ საგანს მიწა ფრთხილად შემოუცალა კანკალნარევი ოხვრა აღმოხდა.
-მეთაურო?
-ქვეითსაწინააღმდეგო...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ეგონა მთელი სისხლი თავისკენ დაიძრა.
ნოეს მთელი სხეული აეწვა.
-წამითაც არ შედრკე! გავანეიტრალებ, უბრალოდ ორი წუთი. მჭირდება.
-მეთაურო, მდევარი მალე აქ ინება, ვერ მოასწრებ!-სამხრეთით, გზაზე ტრანსპორტი დალანდა.
-დამაცადე ნოე!
-აზა!- გამოსცრა ბიჭმა კბილებში.
მაგრამ ქვემოდან საფარელმა ისეთი მძვინვარე თვალებით ამოხედა, ბიჭი დადუმდა.
აზა შეეცადა ნაღმის ქვემოთა მხარესთან შეხება ჰქონოდა. მიწა დანით ამოჩიჩქნა. ჰაერი ჯერ ღრმად ჩაისუნთქა. ნაღმის სახეობას ვერ არჩევდა, რადგან მიწა ძალიან ჰქონდა მიკრობილი, ხოლო ნაღმთან ზედმეტი შეხება და...
ნაღმის ქვემოთა მხარეს რომ ოდნავი სიმყარე იგრძნო, თვალებში ცრემლი და სისხლი ერთდროულად მოაწვა. მზერა დაებინდა ნოემ გაშეშებულ მეთაურს აღელვებულმა დახედა.
-აზა?
-გაუვნებლობის საწინააღმდეგო ელემენტი აქვს-ხმა ჩასწყდომოდა მეთაურს.
-გასაგებია. ანუ დამცველზე ვერ გადავა...-ჩაეცინა ნოეს. ძალა მოიკრიბა. ახლა ბოლომდე უნდა ყოფილიყო ძლიერი.
-აზა...-პირზე ხელი აიფარა ელიზაბეტამ. კაცმა კითხვას გაუგო. თავჩახრილმა თავი უარის ნიშნად გააქნია.
აზას სხეულში ყოფა მთელი სიმძაფრით გაჯერებულიყო.
-ჯანდაბაა!- დაჩოქილმა იღრიალა და ფეხზე წამოხტა შეშლილი სახით. გამოსავალს ვერსად ხედავდა. ხსნა არსად იყო.
-მეთაურო, არ იტიროთ თორემ მეწყინება.-შუბლი შეკრა ნოემ-წადით, ვერტმფრენი გელოდებათ!-მისი მშვიდი ხმა, იმხელა ტკივილს იტევდა, აზას ნაგრძნობი ემოციისგან თავი აეწვა.
ვერტმფრენი მათგან მოშორებით, გზატკეცილზე ეშვებოდა. მასთან ახლოს აღელვებული იაგო და შიო იცდიდნენ.
მეთაურის ყვირილი და სიტუაციის ფინალის არსის გაგება ერთი იყო. ჯარისკაცებს სახე გასცრეცოდათ, მათ თვალებში ცრემლი ელავდა.
-ნოე!- აზამ თავისი შუბლი ნოეს შუბლს რომ მიაბჯინა, აი მაშინღა გატყდა სერჟანტი. ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.
-მხოლოდ ფეხის აღება, მეთაურო...
-იცი რა მითხრა შენმა ძმამ სიკვდილის წინ?-ნოეს სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში. აზას სევდიანად ჩაეღიმა-შენი სახელი.
და ბიჭს თვალებში ჩახედა.
ელავდნენ ნოეს თვალები. მასაც ჩაეღიმა. სევდიანად.
-საკუთარის თავის დადანაშაულებით, მე მომაყენებთ ტკივილს, ეს ორივეს გახსოვდეთ!- ჯერ აზას, მერე ფერდაკარგულ, უხმოდ ცრემლდამდინარე ელიზაბეტს შეხედა.-მეთაურო, წადით. დრო არ ითმენს!-მზერა აარიდა აზას ამღვრეულ თვალებს.
-მაპატიე, გეხვეწები...- აზამ თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
-რა, მეთაურო?
-რომ ვერც ერთი ვერ დაგიცავით...-კაცს ეგონა სიკვდილი მასაც სწურავდა ძალას.
-მეც მაპატიე, ახლა შენთვის შემორტყმა რომ არ შემიძლია!-მოჩვენებით გაუბრაზდა, მერე ჩაეცინა. -წადით აზა!-მთელი სხეული ტკივილისგან და ლოდინისგან დაჭიმვოდა. მეტი აღარ შეეძლო, მაგრამ ამის თქმას ყველაფერი ერჩივნა. -პოლკოვნიკის ქალიშვილი აქედან გაიყვანე!
მომლოდინე ვერტმფრენის ხმა და მისგან წამოსული ქარი სივრცეს ედებოდა.
კაცი თითქოს გონს მოეგო.
-ჩემს უკან იარე, ელიზაბეტ.-უთხრა ქალს- ჩემს ნაბიჯებზე დააბიჯე ფეხი..
მდევარი ახლოს იყო.
და ბოლოჯერ გაუსწორა ჯარისკაცმა ჯარისკაცის თვალებს მზერა. უტყვი ტკივილი, თანაგრძნობა და სიყვარული გაცვალეს ძმის მეგობარმა და მეგობრის ძმამ.
მერე აზა მძიმედ შებრუნდა.
რას არ გაიღებდა, ოღონდ ნოეს ადგილას თავად ყოფილიყო.
-წადი პოლკოვნიკის ქალიშვილო!- გაუწყრა ნოე, როცა ელიზაბეტი ადგილიდან არ დაიძრა.
-ხელი ჩამჭიდე.-გაუწოდა აზამ მტევანი. ქალმა უსიტყვოდ შეაგება თავისი ხელი.
-იფიქრე იმაზე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს სამყაროში, და არ გეტკინება...-ჩურჩულად დასცდა სიტყვები ხმაგატეხილს. ცრემლი დაშროდა.-მე მიყვარხარ, ჩემო ნოე.
კაცმა გაუღიმა.
-მეც მიყვარხართ, პოლკოვნიკის ქალიშვოლო!- მსუბუქად დაუკრა თავი. აზამ ველისგან გასავლელ თავის მონიშნულ ნაბიჯებს ფეხი აუწყო და თან ფრთხილად მიმავალი ელიზაბეტი გაიყოლა.
ორივეს გული ყელში ჰქონდათ მობჯენილი.
-მეთაურო, იჩქარეთ!- ვერტმფრენთან უცდიდნენ ბიჭები. ცხადად ირჩეოდა მდევარის მანქანა, რომლეთა ფანჯარაშიც ადამიანის სილუეტი იკვეთებოდა.
ნოემ ჯერ აზას გახედა, რომელიც ბუჩქებს გასცდა და უსაფრთხო ადგილას გადავიდა, მერე თან ქალი გაიყოლა. სევდიანად გაეღიმა. ეს არ იყო ღიმილი სიმწრისა...
მათ უღიმოდა.
ვერტმფრენთან მდგარი იაგო და შიო იცდიდნენ. ნოეს უმზერდნენ. ბიჭმა შორიდან შეაგება ღიმილი. მერე მათაც წყვილისკენ გადაიტანეს მზერა.
ბოლოს დასავლეთით მომაკვდავ მზეს გაუსწორა თვალი სერჟანტმა. სისხლისფერი გორგალი ნელ-ნელა იზლაზნებოდა წყვდიადისკენ. მთებში იკარგებოდა.
ნოემ თვალები ძლიერად დახუჭა.
-ბართლომე...-დახეთქილ ბაგეებს ძმის სახელი დასცდათ და უკვე იცოდა, ეს მისი უკანასკნელი სიტყვა იყო.
და სანამ აზა და ელიზაბეტი მისკენ მოიხედებოდნენ, სუნთქვაშეკრულმა ჯარისკაცმა მარცხენა ფეხი მიწას ააცილა.
აფეთქების სიმძიმემ გადაფარა ვერტმფრენის ხმა.
მოულოდნელობისგან შეხტა წყვილი.
აზა ადგილზე გაშეშდა.
-ნოე!-ქალის კივილი თან მიჰყვა ცეცხლის ალებს, რომელიც კვამლითურთ ხმაურით აიჭრა ცაში.
-ნოე!- ძლიერად იკრავდა აზა ქალს გულში. ეგონა სუნთქვას ვერ შეძლებდა. ეგონა ცოტაც იყო და გული ტკივილისგან გაუჩერდებოდა. ცრემლიანი გიშრისფერები ელიზაბეტის წითელ ალებში შემალა. ქალმა ცრემლები იგრძნო.
-აზა, ნოე...
კაცმა გატეხილი ხმის საპასუხოდ ცხელი, დახეთქილი ბაგეები კისერზე მიაკრო შეშლილს და წელსა და ფეხებქვეშ შემოხვეული ხელებით ჰაერში აიტაცა.
"ავღანეთი სასწრაფოდ უნდა დატოვოთ, სხვაგვარად არ შეგეშვებიან!" თავში მხოლოდ გაფრთხილება უტრიალებდა ჯარისკაცს. ფიქრებს არ აძლევდა უფლებას წუთისწინანდელზე გამახვილებულიყვნენ. მომხდარის ატანა, ასე უფრო იყო მარტივი.
თავდახრილმა მძიმე ნაბიჯებით მიირბინა ასაფრენად გამზადებულ ვერტმფრენამდე. იაგომ უსიტყვოდ გამოართვა ელიზაბეტი. აზა ტრანსპორტში მკვირცხლად ახტა. მომხდარისგან შოკში ჩავარდნილი ქალი კალთაში ჩაისვა, გულში ჩაიკრა და ჩაეხუტა.
ვერტმფრენი მიწას  მოსწყდა. ზემოდანაც მოჩანდა ჯერ არ გაფანტული კვამლი. მდევარი დანებდა.
ზემოდან გზაზე გაჩერებული სამი მანქანა ნელ-ნელა დიდ ლაქებად მოსჩანდა.
აფეთქების ადგილს თვალებმოუშორებლად აკვირდებოდა საფარელი. მიწას ჩაღრმავება გაეკეთებინა. აქა იქ ადამიანის სისხლი და სხეულის ნაწილები მიმოფანტულიყო.
-ჩემი ბრალია... ჩემი ბრალია.. -მის მკერდზე ტკივილნარევად ქვითინებდა ლალისფერთმიანი ქალი.
-ელიზაბეტ...-ხმაგატეხილმა სახეწაშლილს თავი ააწევინა. მისი სახე ხელებში მოიქცია-შენ ძლიაერი ხარ!
-არ ვარ...
-ხარ! შენ ძლიერი ხარ...
-ჩემი ბრალია...
-არ არის-დასჩურჩულა ბაგეებზე. შუბლი ქალის შუბლს მიაყრდნო-არ არის... არ არის...
და მთრთოლვალე ბაგეებზე ნაზი ამბორით დაუამა მოგვრილი შფოთვა.

ვერტმფრენში ძლიერი ქარი იჭრებოდა.
ჰორიზონტში მზე.


***
-სერჟანტო სივსივაძე, სიტუაცია მომახსენე, სად ხართ?-პოლკოვნიკი ადგილს ვერ პოულობდა. ბორგავდა. მაგიდას მიყრდობილიყო და კარვის ფანჯრიდან ჩამავალ მზეს მზერას არ აშორებდა.
-მეთაურო...-ჯარისკაცის გატეხილი ბგერები ვერტმფრენის ხმას უხეშად ერწყმოდა -სერჟანტი ნოე დავკარგეთ...
პოლკოვნიკმა მაშინვე ძლიერად დახუჭა თვალები და ყურს მოაშორა ხელში  ჩაბღაუჯებული ტელეფონი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მჭიდროდ მოკუმული პირიდან ღრენისმაგვარი კვნესა გამოსცა.
ეგონა ჯარისკაცის სიტყვები სხეულში შეუძვრნენ, გულს შემოეხვივნენ და ორგანო სისხლისგან დაუწურეს. თავში ათასმა ავმა ფიქრმა ქაოსურად დაიწყო ტრიალი. კანკალატანილი მტევანი, რომლითაც მოწყობილობა დაეკავებინა კვლავ ყურთან დააბრუნა.
-სერჟანტო...-იაგოს უსიტყვოდ ევედრებოდა კაცი.
-მეთაურო, ღაზნი-შარანის გზაზე, დანაღმული ტერიტორიაა... ნოეს სხეული არ უნდა დავტოვოთ, მეთაურო...-ცრემლები ახრჩობდა იაგოს. პოლკოვნიკმა ამღვრეული მზერა ჭერს მიაპყრო.
ტელეფონს ხელში ვეღარ იმაგრებდა. გაუთიშავად დაახეთქა მაგიდაზე და სახე ხელებში ჩარგო.

თუმცა, რეალობას ვერ დაემალა...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ღმერთო ჩემო მოვკვდი ტირილით ამ დილაუთენია. საოცარრება იყო მეტის დაჭერის უფლება გადადღაბნილი მზერა არ მაძლევს. გაგრძელდება თუ სულ ეს იყო?

 


№2  offline მოდერი Katerina.

Qeti qimucadze
ღმერთო ჩემო მოვკვდი ტირილით ამ დილაუთენია. საოცარრება იყო მეტის დაჭერის უფლება გადადღაბნილი მზერა არ მაძლევს. გაგრძელდება თუ სულ ეს იყო?

სულ ეს იყო
<3

 


№3 სტუმარი სტუმარი sofi

მძიმე და სულში ჩამწვდომი ისტორიაა, საშინლად მტკივნეული

 


№4  offline წევრი ლილილი

ყელი მეტკინა შეკავებული ცრემლებისგან. ძალიან,ძალიან კარგია

 


№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ეს შენი საუკეთესო ნაწარმოები იყო, უფალმა ინებოს, უკეთესებიც შეგექმნას, მაგრამ აღმოსავლეთის მზე მზედ დარჩება შენს ისტორიაში. წარმატებები ჰებე, ამის შემდეგ ნაკლები აღარ გეკადრება, გინდა არ გინდა შუაზე უნდა გაიგლიჯო და თამასა არ დასწიო. ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი Katerina.

სტუმარი sofi
მძიმე და სულში ჩამწვდომი ისტორიაა, საშინლად მტკივნეული

<333

ლილილი
ყელი მეტკინა შეკავებული ცრემლებისგან. ძალიან,ძალიან კარგია

მადლობა<33

სტუმარი ანასტასია
ეს შენი საუკეთესო ნაწარმოები იყო, უფალმა ინებოს, უკეთესებიც შეგექმნას, მაგრამ აღმოსავლეთის მზე მზედ დარჩება შენს ისტორიაში. წარმატებები ჰებე, ამის შემდეგ ნაკლები აღარ გეკადრება, გინდა არ გინდა შუაზე უნდა გაიგლიჯო და თამასა არ დასწიო. ❤️❤️❤️❤️

მადლობა ასეთი კომენარისთვის, ძალიან გამიხარდა<3

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეს რა იყო, გავსკდი ტირილით და ახლაც მეტირება, რამდენი ამაზე დავფიქრდები ????????????არვიცი რა დავწერო, სიტყვებიც კი გამომელია????????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე ღმერთო ეს რა იყო გამეყინა სისხლი.????????ძალიან მაგარია.გაგრძელება არ იქნება?

 


№9 სტუმარი სტუმარი გვანცა

არ ვიცი ეს ემოცია რამ უნდა გადაფაროს. მადლობა თქვენ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომეწონა. იყო ემოციებით სავსე. მიყვარს ამ თემაზე ფილმებიც ისტორიებიც ეს ხომ სინამდვილეა დღევანდელობის. ეს არის ისტორია რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა შენს ისტორიებს შორის.წარმატებები

 


№11  offline მოდერი Katerina.

სტუმარი ანა
ვაიმე ღმერთო ეს რა იყო გამეყინა სისხლი.????????ძალიან მაგარია.გაგრძელება არ იქნება?

მადლობა დიდი, არა გაგრძელება არ იქნება

სტუმარი გვანცა
არ ვიცი ეს ემოცია რამ უნდა გადაფაროს. მადლობა თქვენ

მადლობა თქვენ, სასიამოვნო კომენტარისთვის
<3

სტუმარი ქეთი
ეს რა იყო, გავსკდი ტირილით და ახლაც მეტირება, რამდენი ამაზე დავფიქრდები ????????????არვიცი რა დავწერო, სიტყვებიც კი გამომელია????????????

<333

სტუმარი ნინო
ძალიან მომეწონა. იყო ემოციებით სავსე. მიყვარს ამ თემაზე ფილმებიც ისტორიებიც ეს ხომ სინამდვილეა დღევანდელობის. ეს არის ისტორია რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა შენს ისტორიებს შორის.წარმატებები

დიდი მადლობაა, მიხარია დადებითი შეფასება
<33

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

ვიტირე sob ასე არ უნდა ხდებოდეს sob

 


№13 სტუმარი ნი-კე

ეს ყველაფერი რელური შეიძლება ითქვას..მაგრამ ამავე დროს ძალიან მტკივნეული და ემოციური...გული გამისკდა ლამის სანამ დავამთავრე..არის ასეთი წიგნი,,შავი სატანა"- ქვია(სათაურმა არ შეგაშინოთ)იქაც ავღანეთის ნმბებია და მსგავსი ემოცია რაც მისი წაკითხვის შემდეგ მქონდა იყო ამ პატარა ისტორიით..ძალიან ემოციურად და საინტერესოდ წერთ წარმატებები

 


№14  offline მოდერი Katerina.

ნი-კე
ეს ყველაფერი რელური შეიძლება ითქვას..მაგრამ ამავე დროს ძალიან მტკივნეული და ემოციური...გული გამისკდა ლამის სანამ დავამთავრე..არის ასეთი წიგნი,,შავი სატანა"- ქვია(სათაურმა არ შეგაშინოთ)იქაც ავღანეთის ნმბებია და მსგავსი ემოცია რაც მისი წაკითხვის შემდეგ მქონდა იყო ამ პატარა ისტორიით..ძალიან ემოციურად და საინტერესოდ წერთ წარმატებები

მადლობა დიდიდ შეფასებისთვის და ამ წიგნნისთვის
<3

 


№15  offline წევრი ირო

ვაიმე როგორ ვიტირე.შენ არ იცი რა მაგარი ვინმე ხარ,შენ არ იცი რა მოიტანე ჩვენამდე,იმდენად რეალური ,იმდენად ემოციურია რომ არ ვიცი ნოე როგორ დამენანა მაგრამ ომი მსხვერპლის გარეშე არ არის,იმედია მეორე ნაწილი იქნება მინდა მეც მათთან ერთად ვიყო როცა ნოეს სხეულს გადმოასვენებენ.მინდა ვიცოდე როგორ გაგრძელდება აზასა და ელიზაბეტის ამბავიც.

 


№16  offline მოდერი Katerina.

ირო
ვაიმე როგორ ვიტირე.შენ არ იცი რა მაგარი ვინმე ხარ,შენ არ იცი რა მოიტანე ჩვენამდე,იმდენად რეალური ,იმდენად ემოციურია რომ არ ვიცი ნოე როგორ დამენანა მაგრამ ომი მსხვერპლის გარეშე არ არის,იმედია მეორე ნაწილი იქნება მინდა მეც მათთან ერთად ვიყო როცა ნოეს სხეულს გადმოასვენებენ.მინდა ვიცოდე როგორ გაგრძელდება აზასა და ელიზაბეტის ამბავიც.

შენ არ იცი როგორ ამატირე ამ კომენტარზე. დიდი მადლობა ძალიან,
მეორე ნაწილზე უკვე ვიწყებ ფიქრს
<3

 


№17 სტუმარი სტუმარი თაკო

რამდენი ხანია გვერდს ვუვლიდი ამ ისტორიას,ვიცოდი მძიმე იქნებოდა,ტირილით მოვკდი,ვინ იცის რა დღეში იყვნენ ჩვენი ბიჭები იქ,რამდენი დაგვეღუპა.მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის

 


№18  offline მოდერი Katerina.

სტუმარი თაკო
რამდენი ხანია გვერდს ვუვლიდი ამ ისტორიას,ვიცოდი მძიმე იქნებოდა,ტირილით მოვკდი,ვინ იცის რა დღეში იყვნენ ჩვენი ბიჭები იქ,რამდენი დაგვეღუპა.მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის

მადლობა წაკითხვისთვის
<3

 


№19  offline მოდერი sabah alkhyr

მთელი ამდენი ხანი იმის გამო მეწუწუნებოდი, რომ ბოლოს გული მტკენოდა? არ გაპატიებ ამას, ქალბატონო ჰებე.
ჩემთვის პროფესია ჯარისკაცი ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა, ვიდრე სხვა დანარჩენი. მამაჩემი ყოფილი ჯარისკაცია და ვიცი რას გრძნობენ ეს ადამიანები ომის მიმდინარეობისას, ტყვიების ზუზუნი, აფეთქების ხმა, დაჭრილის ყვირილი, გარდაცვლილების გამოყვანა საბრძოლო ველიდან, გადარჩენისთვის ბრძოლა, მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მოსვენება დაკარგული და ვერ ახერხებდა ძილს, რადგან სიზმარშიც კი იბრძოდა სამშობლოსთვის და ცდილობდა მეგობრების გადარჩენას. ვიცი რა გრძნობაა, იყო ჯარისკაცის ქალიშვილი, როცა მამას ხედავ ამ მდგომარეობაში და ვერაფერს აკეთებ მის დასახმარებლად და კიდევ უფრო უარესი, როცა ტელევიზორის მეშვეობით ისმენ, რომ ბატალიონი, რომელშიც მამაშენი იყო დაიბომბა და გარდაცვლილი ბევრია, ამდროს კი მასთან კონტაქტზე ვერ გადიხარ.
მოკლედ, ისტორია იყო არაჩვეულებრივი. ფილმის კადრებივით ვხედავდი ყველაფერ იმას რასაც ვკითხულობდი. ნოე შემეცოდა, თან ძალიან, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ აზა მოტრიალდებოდა და რამენაირად უშველიდა,თუმცა ალბათ ასეთი დასასრული იყო საჭირო, რომ მისი ვაჟკაცობა უკეთესად დაგვენახა.
ჰებე, შენ იცი, რომ მე ცუდი დასასრულები მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როცა არ მინდოდა ცუდას დასრულებულიყო. მე კიდევ ველოდები ახალს და რაც შეიძლება მალე, რადგან ერთადერთი ხარ ვის ისტორიებსაც ვკითხულობ.
წარმატებები, ჩემო საყვარელო და გელი მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№20  offline მოდერი Katerina.

sabah alkhyr
მთელი ამდენი ხანი იმის გამო მეწუწუნებოდი, რომ ბოლოს გული მტკენოდა? არ გაპატიებ ამას, ქალბატონო ჰებე.
ჩემთვის პროფესია ჯარისკაცი ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა, ვიდრე სხვა დანარჩენი. მამაჩემი ყოფილი ჯარისკაცია და ვიცი რას გრძნობენ ეს ადამიანები ომის მიმდინარეობისას, ტყვიების ზუზუნი, აფეთქების ხმა, დაჭრილის ყვირილი, გარდაცვლილების გამოყვანა საბრძოლო ველიდან, გადარჩენისთვის ბრძოლა, მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მოსვენება დაკარგული და ვერ ახერხებდა ძილს, რადგან სიზმარშიც კი იბრძოდა სამშობლოსთვის და ცდილობდა მეგობრების გადარჩენას. ვიცი რა გრძნობაა, იყო ჯარისკაცის ქალიშვილი, როცა მამას ხედავ ამ მდგომარეობაში და ვერაფერს აკეთებ მის დასახმარებლად და კიდევ უფრო უარესი, როცა ტელევიზორის მეშვეობით ისმენ, რომ ბატალიონი, რომელშიც მამაშენი იყო დაიბომბა და გარდაცვლილი ბევრია, ამდროს კი მასთან კონტაქტზე ვერ გადიხარ.
მოკლედ, ისტორია იყო არაჩვეულებრივი. ფილმის კადრებივით ვხედავდი ყველაფერ იმას რასაც ვკითხულობდი. ნოე შემეცოდა, თან ძალიან, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ აზა მოტრიალდებოდა და რამენაირად უშველიდა,თუმცა ალბათ ასეთი დასასრული იყო საჭირო, რომ მისი ვაჟკაცობა უკეთესად დაგვენახა.
ჰებე, შენ იცი, რომ მე ცუდი დასასრულები მიყვარს, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როცა არ მინდოდა ცუდას დასრულებულიყო. მე კიდევ ველოდები ახალს და რაც შეიძლება მალე, რადგან ერთადერთი ხარ ვის ისტორიებსაც ვკითხულობ.
წარმატებები, ჩემო საყვარელო და გელი მოუთმენლად ❤️❤️❤️

ძალიაან დიდი მადლობა საბაჰო, თავად გელი სულმოუთქმელად ხოლმე, როდის ჩაუჯდები ჩემებს.
მგონი ცუდი დასასრულები მეც მიყვარდება დდდდ
ბევრ დეტალს ისტორიაში ახლა ვამჩნევ, როცა უკვე გავაანალიზე მისი დასრულება და მართალი ხარ,
გმირობის უკეთ დანახვისთვის რაღაც მასშტაბური იყო საჭირო, მეტი. თორემ ყველა ჯარისკაცი თუ ადამიანი ვინც სხვისი დაცვისთვის იბრძვის, გმირია. უბრალოდ სიბნელეში სინათლის გაკრთობის თემა იყო ნოე, ყოფის უკეთ შესაცნობად და გასაანალიზებლად

 


№21 სტუმარი სტუმარი ანა

ექნება გაგრძელება?

 


№22 სტუმარი სტუმარი თამარი

ვაიმე,ღმერთო ეს რა იყო????ეს ხომ რეალურია და ნამდვილად ხდებოდა???????? არ მეგონა რომ ესეთი მძიმე წასაკითხი იქნებოდა????????
დიდი მადლობა❤

 


№23 სტუმარი სტუმარი ელა

ღმერთო ეს რაიყო რა სევდიაბი ამბავია ეს ხომ რეალირია ღმერთმა დაიფაროს ყველა ჯარისკაცი.სამწუხაროა ჩვენს რეალობაშიც რომ ხდება ეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent