ჩემი სიყვარულის ისტორია თავი:1
არვიცი საიდან ან როგორ დავიწყო, მოკლედ 17 წლის ვარ და ხო წარმოიდგინეთ და სიყვარულზე ვწერ ისტორიას, თანაც საკუთარს. ეს ყველაფერი რომ 3, 4 წლის წინ გეთქვათ ჩემთვის გავიცინებდი ისე რომ მთელს დედამიწას შევაზანზარებდი (სიცილის დროს ისე ვჭიხვინებ ცხენს შეშურდება). გავიცანი ბიჭი ჩემზე 3 წლით უფროსია მას რომ ჰკითოთ 2-ით :). თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ის არ აღიარებს მაგრამ დარწმუნებული ვარ ხშირად თავს ვაბეზრდები. ვჩხუბონდით, ვრიგდებოდით და ისევ ვჩხუბობდით. შემდეგ მივხვდი რომ მას მეგობრად არ აღვიქვამდი, უფრო მეტი იყო ჩემთვის და გავუმხილე მაგრამ მითხრა პატარა ხარ ჯერ რაიცი, გატაცება იქნება, თანაც ონლაინ მეგობარი ვარ და შეუძლებელია მეგობრობა სიყვარულში გადაზრდილიყოვო, გავჩუმდი რადგან მეწყინა მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ჩემი გრძნობების სისწორეში და შემდეგ ვიგებ რომ შეყვარებული ჰყავს, იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ვაწყენინე და 2 კვირა აღარაფერი მიგვიწერია ერთმანეთისთვის, მაგრამ ისევ მე ვერ მოვითბინე და მივწერე. აღვადგინეთ კონტაქტი და ისე დავახლოვდით რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო ხო კიდე იმას გეტყვით რომ იმ ვითომ შეყვარებულს დაშორდა, მას ვეუბნებოდი რომ ვწუხდი მაგრამ ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ისევ ხშირად ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით რამაც უფრო განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.