შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (სრულად)


6-11-2021, 02:20
ავტორი tasusuna
ნანახია 18 957

სამ ახოვან,თითქოს აბჯარასხმულ მამაკაცს უემოციო მიმიკებით მივყავდი მათკენ..
მეგონა კილომეტრობით გრძელდებოდა ყოველი ნაბიჯისას გზა..
აღარ უჩანდა ბოლო მოვარაყებულ ბილიკს..
უსახო მსახურებს ქვაფენილზე უღიმღამოდ ჩაელაგებინათ დაბალი სამფეხები და ,ატოტვილ ხეებზე თეთრი ლენტები დაემაგრებინათ,დღესასწაულის აღსაღნიშნად.
დაბალ კოინდარზე მწკრივად გაეშალათ ხის მაგიდებიდა,ნადიმისთვის შეემზადებინათ სუფრა..
თითქოს განწყობის შექმნას სცდილობდნენო,რიტმულ მუსიკას უკრავდნენ საკრავები,თუმცა,არცერთ დამსწრეს სახე არ ეცვლებოდა..
ფერმკრთალ კანზე გულგრილობა შეყინვოდათ და გრამით არ სურდათ,თანაგრძნობა გამოეჩინათ..
ვგრძნობდი,მათი შემყურე ცუდად ვხდებოდი,თუმცა,ვერც ერთი მისხალი ვერ ვნახე თვალის საამო..
საკუთარ დაკრძალვაზე მეგონა თავი..
-მოუჩქარე!-ქვისგან ნათალმა სხეულმა ბოხი ხმით ჩამძახა და სამსჯავროსკენ მიბიძგა.
ხის შემაღლებულზე მოეწყოთ გვარის თავკაცებს ყრილობა..
დაბალ ტაბლაზე შემოწყობილ ხილს უხეშად შეექცეოდა სერინე.
მარჯვენა მხარს ცინიკურად მომზირალი გვარის პირველი რძალი უმაგრებდა.
დამცინავი ტუჩები ავად მოეკუმა რენას.
ნაკვერჩხალს ყრიდა თვალებიდან.
-შიში არ დაიტყო!-სულიდან ამომძახა საკუთარმა უსუსურობამ..
ინსტიქტურად გავუსწორე მას ცივი მზერა..
არ ესიამვნა.
სახე ამარიდა..
ზიზღისგან გაქვავებული სხეულს ძლივსღა მივათრევდი მეც..
ის იყო,ფარულ პაექტობას მოვრჩით,
თვალმა ფუძის უფროსს რომ მოჰკრა მზერა..
მხრებში გაშლილი არბი ომანი ყინულის კანით სიამაყეს აფრქვევდა.
შუაში,საშუალოდ განცალკევებულ ტახტრევანზე მოკალათებულს მუქი წარბები შეეყარა და რისხვისგან აკიაფებულ თვალებს გარშემო აკვესებდა..
არცერთი წამით არ გადაეყარა ჩვენი მზერა ერთმანეთს,ყველა ზიზღი რომ მისთვის გამეგზავნა..
ისე ამაცილეს ჯალათებმა,მისი ოდნავი ინტერესიც კი ვერ ვიგრძენი,
ალბათ,ომანისთვის კიდევ უფრო ჩალისფასი ჰქონდა მომდევნო ცოლს..
-გვარისღებას გილოცავ,რძალო!-სერინე მეგება.
ხელში მოქცეული ოქროს ასხმა მისივე ხელით დამიმაგრა ყელსა და ხელზე და ყალბი ღიმილით მიმითითა არბის გვერდით,სავარძელზე.
თითქოს გვარი არ მქონოდა,
თითქოს ოჯახი არ მყოლოდა,
მათი გადაჭარბებული თვითკმაყოფილება სისხლს მიქცევდა..
არცერთი ნაბიჯი არ ჰგავდა თემის რძლობით აღფრთოვანებული გოგოსას.
ალბათ რენა,ამავე დღეს,ცას სწვდებოდა..
მე კი,ვერ ვხვდებოდი,რომელ კუთხეში მეძებნა საშველი..
ამაო იყო ყველა იმედის ძებნა,ვხვდებოდი..
მხრებზე ტონობით ვალდებულებები მაწვა,რომელიც,არ მაძლევდა საშუალებას,თავგადარჩენა ფიქრებს იქეთ მეცადა..
-დაე ნაყოფიერი ყოფილიყოს შენი მობრძანება !-ღიმილს მიღმა ამოფარებული გესლი გულს მირევდა.
რენა მზერით მაჩვენებდა მის პოზიციას ოჯახში.
ის პირველი იყო.
მიუხედავად თითქმის არარსებული თავისუფლებისა,
უფლებებისა,
მას ჩემზე გაცილებით მეტი პრივილეგია ჰქონდა.
უფრო ზუსტად,ალბათ,ერთით მეტი.
სხვა შემთხვევაში,ყველაფერს თემის თავკაცი წყვეტდა.
მუდამ გოროზი არბის ხელებზე იდგა ასობით კაცის კეთილდღეობა და,ჩემი გაუბედურება..
მის სინდისზე იყო ყველა ზიზღისგან დაღვრილი ცრემლი და,
ამოუღებელი სიტყვები..
იმაზე ფიქრის დროც არ მქონდა,
რაში დასჭირდა ომანს უბრალოდ გლეხის ქმრობა..
თავს ძალას ვატანდი,რაც შემეძლო.
მათ საცქერად შეწირული თვალები გადაღლილობისგან მიკვდებოდნენ..
სანამ ბოლო სტუმარი არ დატოვებდა მდელოს,მანამ ვერ დავიძვრებოდი ადგილიდან..
მანამ ვუცქერდი ცისფერ ჰორიზონტს,სანამ მხოლოდ ჩვენ არ დავრჩით..
არბის ნაკვთებს არცერთი დაღლა არ ემჩნეოდა.
ამაყად ეჭირათ თავი მის მეუღლესა და დედასაც.
რაღაც წამს,მომეჩვენა,ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი..
ყველას უშნოდ დაეღარათ სახე და,
ერთროულად გადმომხედეს..
დამაცივა..
არ მიყურებდა მხოლოდ არბი..
-იმედია მშვიდობას მოიტან,რძალო.- სერინე ტემბრს არ სცვლიდა.
არ მსურდა და არც შემეძლო პასუხის გაცემა.
ცივად ავარიდე სახე და ინსტიქტურად ზურგშექცეულს გავხედე..
მხრებიდანაც კი მარტივი იყო მისი ძალის დანახვა..
ჰაერშიც იგრძნობოდა უმძიმესი ავტორიტეტი.
კლდესავით შეუვალი იყო მისი პიროვნება..
ათას ავკარგს ყვებოდნენ მასზე..
ათას მადლს სწირავდნენ,
მაგრამ,ვერაფერი გადაწონიდა ჩემს ჯვარს..
არც კი ვიცოდი,აქ რა როლი მქონდა,
თუმცა,მის სიტყვას ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო..
რომ არა არბი,არც კი დამიდგებოდა ეს დღე.
ერთადერთი,ვისზეც ჩემი გაურკვევლობის მხრებზე აკიდება შემეძლო,ის იყო..
-ნუ გეშინია!-ისე დავრჩენილვართ მარტო,ვერც გამიგია..
შემოტრიალებულიყო,თუმცა,მისი თვალები ისევ ჰორიზონტს ჭვრეტდნენ.
ერთიანად ვკანკალებდი..
ყველა განცდილი ემოცია მათი წასვლისთანავე შემომასკდა გაყინულ კანზე და ერთბაშად მამცივნებდა..
პასუხიც ვერ გავეცი.
მეშინოდა ყელში მოწოლილი ზიზღი მის ფეხებთან არ დამეღვარა..
გაურკვევლობა და ბნელი მომავალი სულს მიხუთავდა გრილ საღამოს.
ერთ დღეში შეცვლილი თითქოს რუტინული ყოველდთიურობა უღმერთოდ მაშინებდა და არცერთი წამით მსურდა,რეალობას შევგუებოდი..
-დედას უნდა ვესაუბრო..-ათას ნაწილად დამსხვრეული ხმა ძლივს გაისმა სიბნელეში..
მომეჩვენა,თითქოს არც გაკვირვებია..
კუთხეში მიჩქმალული მსახური მის მოკლე ჟესტურმითითებაზე წინ გამიძღვა..
დაურსულებელ ბაღს წინ ხედად ორსართულიანი ქვით ნაშენი სახლი ერტყა..
საკუთარის გახსენებაზე რთული იყო მისთვის ჩარჩო ჩასმული ითახები მეწოდა.
უზარმაზარ სივრცეს ეტყობოდა დიასახლისისა და ხელოვანის ხელი.
რამდენიმე ნივთმა ჩემი ყურადღება შესვლისთანავე მიიბყრო,თუმცა,გარემოება ხელს არ მიწყობდა სრულად აღმექვა სილამაზე.
სხვა დროს,სხვა ამპლუაში ალბათ აღფრთოვანებას ვერ დავმალავდი,
ახლა კი,ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა..
-ანარა!-ქათქათა ოთახის კუთხიდან ჩემმა სურვილმა გამომძახა..
ფეხები მომეკვეთა..
როგორ ჩავესკვენი მის ამოვარდნილ გულს,არ მახსოვს..
დაღლილი ხელები მწმენდნენ სახეზე ცხელ ცრემლებს..
არცერთ მნიშვნელოვან დღეს არ ჰქონდა უფლება დედას დასწრებოდა შვილის ქორწილს.
ავს მოასწავებსო,ხშირად იტყოდნენ ხნიერები.
თითქოს,სულ ვარდის ფურცლები მოეფინა ჩემთვის ბედს..
-დედა,აქედან წამიყვანე,გევედრები..-ძლივს მოვცილდი..
შევატყვე,თვალებში ვეღარ მიყურებდა..
ერთ წამში გამოიცვალა მისი მზერა..
გავიყინე..
-რომ შემძლებოდა,აქ თავიდანვე არ იქნებოდი ანარა..- შეეცადა გულგრილად ეპასუხა,მაგრამ მაინც სჩანდა მის ხმაში სინანული და უთქმელი სიტყვებ.
იმედგაცრუებისგან გამიშრა ყელი,ჩემდაუნებურად..
განვცალკევდი..
ოთახის ყრუ კუთხეში ისე მივიკუჭე,გაქრობა მომინდა.
-პასუხები არბისთან უნდა იპოვო..-მომიბრუნდა,თუმცა,აღარ მივიღე.
მისი თუარა,ვისი იმედი უნდა მქონოდა უთვისტომოდ დარჩენილს?!
მას თუ არა,ვინ უნდა დავეხსენი?!
როცა შვილს უჭირს,რატომ მაინცდამაინც მაშინ ჩნდება ღობედ წესები?!
გული მომიკვდა..
ერთი პასუხი მაინც მქონოდა იმედად..
ასე ერთბაშად გარდატეხილ ცხოვრებას მარტოდ როგორ შევგუებოდი?!
-დღეს ის შენთან მოვა და მზად უნდა დახვდე...-თითქოს არაფერი,ისევ მიახლოვდება..გულის რევა კისერში მაწვება..
ისე. ვივსები ზიზღით,ვერ ვაკონტროლებ..
უკან იხევს ინსტუქტურად.
-მას შენი შეხების უფლება აქვს და არუნდა უარყო..-მონოტონურად აგრძელებს..გული იოგებთან მიცემდა..-შეხება გეტკინება,მაგრამ უნდა მოითმინო..
მხოლოდ რამოდენიმე წუთით იგრძნობ ზეწოლას,
მუცელთან მწარედ გაგწვავს,მაგრამ გაგივლის..
როდესაც სისხლი წამოვა,გაჩერდება..
შეეცადე ხმა არ გამოსცე..
თვალებში არ უყურო..
როდესაც მორჩება,იგრძნობ ცხელი სითხე როგორ შემოვა შენს სხეულში და ამ დროს,ფეხები მაღლა უნდა ასწიო..
მანამ არ ადგე,სანამ არ დარწმუნდები,რომ არ გადმოიღვრება შენგან..
როცა ის გავა,
შეგიძლია დაიბანო..
-ჩუმდება..
ისე ვკანკალებ,სკუთარი ძვლების ხმა მესმის..
-დედა,ეს არ მინდა..-ბოლო იმედს ვებღაუჭები..
ხოხვით ვუახლოვდები..
არაადამიანის სახეაქვს..
მგონია,ჩემთვალწინ კვდება ცოცხლად..
-ნეტავ,ჩვენს სურვილებზე ვცხოვროვდეთ,ანარა..-აღარ შემოუხედავს,
ისე გავიდა..
ვიგრძენი,როგორ დავკარგე მშობელი..
მის ნაბიჯებს ვითვლიდი სანამ სულ მიწყდებოდა ხმა..
სრული კატასტროფა ხდებოდა გონებაში..
ვეღარცერთ ფიქრს ვეღარ ვაწყობდი..
-არბი გთხოულობს-იდან -მის გასვლამდე ყოველი გავლილი საათი მტკენდა.
დილიდან ჩამოღამებამდე,ვიგრძენი როგორ დავკარგე ყველაზე დიდი ძალა და ბურუსით სავსე საბურველში გავეხვიე..
იმ წამამდე,თითზე ჩამოსათვლელად თუ მყავდა შენამჩნევი ომანები..
უზარმაზარ გალავანს იშვიათად ტოვებდა ფეხითმოსიარულე..
კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენი იყო მათი ხალხში ხილვა..
მუდამ სიამაყით მოცულებს მხოლოდ ცივსისხლიანებთან ჰქონდათ კავშირი..
მხოლოდ არბი იყო თითქოს მნათობი..
მხოლოდ ის აკეთებდა ყველა წვრილმანს ყველასთვის,
მაგრამ,ახლა,ამასაც აღარ ჰქონდა აზრი..
ზუსტად მესამედ ვუყურებდი მას უკვე პირისპირ..
პირველად წლის წინ..
სრული თემის შეკრებისას..
მეორედ სულ რამოდენიმე საათის წინ,
როცა მასთან მიმმგვარეს და,
ამწამს,როცა კარის ჩარჩოში გახიდულიყო..
ისევ მისი ჩვენამდე მოღწეული ელექტროენერგიის ფონზე,
მარტივი გასარჩევი იყო შეუვალი სახე..
განცდა მიჩნდებოდა,რომ ლითონისგან იყო მისი ნაკვთები ჩამოსხმული,იმდენად არაფრის მთქმელი იყო..
ისევ არ მიყურებდა..
არც ველოდი..
იშვიათად თუ გაუსწორებდა დედა მამას თვალს,გარდაუვალ შემთხვევებში..
ყელი მეწვოდა,ისე მინდოდა უამრავი კითხვა დამესვა,
მაგრამ,რაღაც მაჩერებდა და ეს ალბათ ფესვებგადგმული მორჩილება იყო..
ბობოქარი ვნებათაღელვა ხელებში გამელია,
სულ მარტო რომ შემოვრჩი,სიმართლესთან..
რეალიბას მაღალი ტანი,
მკვრივი სხეული და ყინულივით ცივიი,მუქი მზერა ჰქონდა..
ტანზე სამოსად მოხვეული გვარის გერბით ამოქარგული პერანგი ნახევრად შეეხსნა და,
მომეჩვენა,თითქოს დაღლაც შევატყვე..
მის წინ გადმოდგმულ ყოველ ნაბიჯზე კუთხეში კიდევ უფრო ვპატარავდებოდი..
გამიპირისპირდა..
ჩაიმუხლა..
სული შემეხუთა..
ყელში მოვარდნილ სიტყვებს ვეღარ ვაკავებდი,რომ შემომხედა..
კუპრივით შავი თვალები ჰქონდა..
უზარმაზარი ვალდებულებებით სავსე..
ალაგალაგ შემომეცალა გასაცოდავებული გამბედაობა..
-გამიშვით,გევედრებით..-ძლივს ამოვიძახე ხორხიდან..
წამში შეეცვალა სახე,
კიდევ უფრო ჩამუქდა მისი სიშავეები..
-რომ შემეძლოს,არც დავფიქრდებოდი,ანარა!
-ისევ იგივე,უკვე მეორედ..
ნუთუ მართლა არსებობდა რამე,რაც ომანს არ შეეძლო?!
ეს ზღაპარს გავდა..
ჩემი გათხოვებაც,
მისი ქმრობა,
ავად მოცქერალი მისი ცოლი და,
დედას შეცვლილი ქმედებები..
ავიხლართე..
საკუთარმა ბედის ირონიამ დიდ ქსელში გამაბა და,
ჩემი ყველა საღი აზრი წაიღო..
შემეძლო დამეფიცა,მისი თვალები მის სიტყვებს ამტკიცებდნენ..
არბის მეჯერა,მაგრამ,ეს არ ამშვიდებდა წართმეულ თავისუფლებას..
დედას გაფრთხილებებიც ჰაერს გაყვა,ისე,როგორც მისი სხეული..
არბი ომანი ჩემში სარეცელის გამყოფს არ ეძებდა..
ჩემი ამ სახლი მოსვლა,სულ სხვა იდეით იყო გამოწვეული,
ამას კი,ამ ეტაპზე,როცა სრულიად უცხოზე მიმათხოვეს,ვერ ვხვდებოდი..
___
საყვირის ცივი,გულისგამწვრილებელი ხმა აგონიიდან მაფხიზლებს..
შემოთენებულიყო..
კუთხეში უძრავად ჯდომისგან კიდურები დამჭიმვოდა და საათი გავიდა,სანამ სრულად დავიბრუნე მოძრაობის უნარი..
მციოდა..
სუსხი ფართედ შეღებული სარკმლებიდან დაუდევრად შემოდიოდა და,მთელ ოთახს ყინავდა..
გაჭირვებით შემოვხურე ხის დარაბები..
მჭიდროდ შემოვეხვიე საკუთარ მკლავებს,სანამ წინდაუკან მოსიარულე მსახურებს ვუთვალთვალებდი,
მალულად..
ალბათ შვიდიც არ იქნებოდა..
მზეს ჯერკიდევ ნამძინარევი სხივეში არ ამოეშალა,
ეზო რომ ხმაურმა მოიცვა..
ყოველი კუთხიდან შემცივნებული სხეულები დადიოდნენ და,უფროსების მისაღებად ამზადებდნენ კარმიდამოს..
გაღვიძებას იწყებდა ბუნებაც..
კარს უკან უკვე აქტიური ხმაური ისმოდა..
კედლებიც კი ჩურჩულს იწყებდნენ..
ომანები ფხიზლდებოდნენ..
ძილად მივარდნილი სისასტიკე მათში დილის შუქთან ერთად იწყებდა ზრდას..
სამყაროს მოსაწამლად ილესავდნენ ენებს..
ალბათ,გულის რევას ვეღარ შევიკავებდი,კაფანდარა,14 წლამდე გოგონას რომ არ გამოვეფხიზლე სრულად..
ლოყებაწითლებული დამდგარიყო კართან და თითქოს ჩემს დასტურს ელოდა..
ხელებზე რუხი ტანისამოსი გადაეკიდა სიფრთხილით და საკუთარ ფეხებს არ აშორებდა თვალს..
გული მომეწურა..
ჯერ სამყაროსაც არ აჩნდა და უკვე ბრძანებებისთვის გაეწირა ბუნებას..
გული ამომისკდა...
-ქალბატონმა სერინემ თქვენთან ტანისამოსი გამომატანა და,საუზმეზე გიხმოთ..-სიკვდილი გაათავა,სანამ წინადადება დაასრულა..
ფრთხილად ჩამოვართვი ძღვენი და მკრთალად გავუღიმე..
მომეჩვენა,თითქოს კეთილგანწყობამ დააფრთხო,ფერი ეცვალა სახეზე..
თავდახრილი უკანა სვლით გავიდა და ისევ მიმატოვა შიშით სავსე ოთახში..
რომელ საუზმეზე იყო საუბარი,მათი სახეების ხილვაც კი არ შემეძლო,არათუ ჭამა.
ვიცოდი,ლუკმა არ გადამივიდოდა სანამ მცირედ მაინც არ გამოირკვეოდა ჩემი ბედი ოთხ კედელში..
რომ არა გუშინდელი ცოდვით დაჟღენთილი განაცრიფერებული კაბა,ალბათ,არც ახალ სამოსს მივიღებდი,
მაგრამ,უკვე სული მეკვროდა საკუთარი სხეულის მათში ხილვისას..
იატაკზე გრძლივად დადებულ,კედელზე მიყრდნობილ სარკეში ადამიანობა წართმეული სხეული უემოციოდ შემცქეროდა..
გამხმარ სხეულზე ისე შემომწებებოდა კაბა,საკუთარი კანი შემძულდა..
თითქოს მის ქსოვილებს დაყვებოდა ოქროკინძად ჩემი წართმეული ცხოვრება..
ცხოველივით შემოვიხიე ყველა ნაჭერი,
მაგრამ,
რეალობა არ შეცვლილა..
ისევ ანარა ვიყავი..
ისევ არბის კლანჭებში მოქცეული,
ანარა ომანი.
ცრემლები ისე წამსკდა,დიდხანს ვერ ვიგრძენი..
მტკიოდა,
სულის ყველა ნაწილი მგლეჯდა არსებულისგან..
რაღაც მცირე,სულ იოტისოდენა იმედი მჭირდებოდა,რომ გამეძლო და,ყველაფერს მიღმა არსებული სიმართლისთვის მებრძოლა..
განა რა უნდა ყოფილიყო,ჩემს გასაწირად რომ ღირდეს?
ნუთუ კაცობრიობას არჩენს ჩემი ცოცხლად დამარხვა?!
არ ვიცოდი..
გაუკრვევლობა კი,ისედაც დასრულებულ არსებობას კიდევ უფრო მიმახინჯებდა..
არ მინდოდა აქ..
-ანარა!-ფრთხილმა კაკუნმა მაიძულა ჩამეცვა..
აღარც დამიხედავს ანარეკლისთვის,
ხმაზე ვიცანი,კართან არბი იდგა..
მძიმე ნაბიჯებმა ოთახი აახმაურა..
გუშინდელისგან განსხვავებით,
ტანს თავისუფალი ტანისამოსი ფარავდა,თუმცა,ომანების გერბი აქაც აჩნდა თხელ პერანგს..
გულისმკერდზე ამოქარგულიყო ლომის ხახადაფჩენილი თავი..
თვალი არ გაუსწორებია,მე კი,მის მზერას დავეძებდი პასუხებისთვის..
-არ მინდა ვიფიქრო,რომ სურეიმ არ აგღზარდა..-ხმა იმდენად ცივი ჰქონდა,გამაკანკალა..
ვიგრძენი,როგორ გავფითრდი..
-არ დავუშვებ უპატივცემულოდ მოექცე გვარს!-სულ წამით გამომხედა,თუმცა,მასში იმდენი უთქმელი სიტყვები აგორდა,ხმა ვეღარ გავიღე..
-ტკივილი უფლებას არ გაძლევს ადათს ზურგი აქციო და კეთილგანწყობით ისარგებლო..-ძლიერად მოკუმული ტუჩებიდან ცივად გამოსცრა..
რომარა გაყინული სუნთქვაც კი,ალბათ გულიანად გამეცინებოდა.
რომელ კეთილგანწყობაზე მესაუბნებოდა?!
ნუთუ,გუშინდელი მისი გულწრფელი მზერა მხოლოდ ნიღაბი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო სრულიად ქვად ქცეულ ომანთან?!
გამაკანკალა.
პასუხი ისევ ვერ დავუბრუნე..
სრულიად ინერტული გამხადა მისმა ენერგიამ..
ისე გავიდა,მეორედ აღარც შწმოუხედავს..
მისმა ლაკონურმა სიტყვებმა ბოღმით გამივსო ისედაც გასახეთქი გული..
სულ რომ მქონოდა პასუხები,
უფლება არ მქონდა მის ნებას შევწინააღმდეგებოდი და,
საპასუხო რეაგირება მქონოდა..
მეზიზღებოდა ის დღე, ქალად რომ გავჩნდი და,პირველი ტირილიდანვე საჩუქრად დამაბერტყა ღმერთმა განაჩენი..
წამოწითლებულ სახეზე იმდენი სიძულვილი მქონდა,თვალებს მიბნელებდა..
ფეხები უკან მრჩებოდა,მაგრამ,
თითქოს,
ძაფებს მივნდობოდი,
ხმაურს ინსტიქტურად გავყევი..
სუფრას თავში მოქცეოდა არბი ომანი და,
მარჯვნიდან იწყებდნენ იერარქიულად მათი ადგილის დაკავებას სუფრის დანარჩენი წევრები..
ერთადერთ თავისუფალ,არბის ნარცხნივ,ბოლო ადგილს დავეუფლე მეც,ძალაწართმეული..
წინ გვარის დიასახლისს მოეკუმა პირი და არწივის მზერით მაჯილდოებდა.
მის გვერდით რენა დამჯდარიყო უკვე თვინიერი ნაკვთებით..
მათ მიჰყვებოდა საგვარეულოს სხვა მნიშვნელოვანი წევრებიც,რომელთა ვინაობაც ჯერ უცნობი იყო და,
უკანასკნელ რგოლად,
მე შევმატებოდი მათ..
მიუხედავად იმისა,ყველა ვისხედით,
მანამ არ გვქონდა უფლება საუზმობის,სანამ ბოლო
მამაკაცი არ მორჩებოდა ჭამას..
გულხელდაკრეფილი,თავჩახრილი მალულად ვადევნებდი თვალს გაღორებულ ნადიმს და გული მერეოდა,
იმდენად ხელოვნური იყო ყველა მოძრაობა..
დაძაბულობისგან ოფლი მასკდებოდა შუბლზე..
თავს ძლივს ვიკავებდი..
გახევებულ ნაკვთებზე არცერთი ემოცია არ ემჩნეოდა ომანსაც..
მხოლოდ მისი თვალები იყო სავსე უთქმელი რისხვით..
დატოვა თუარა ოთახი,წამითაც აღარ გავჩერდი..
ჩემს ნაბიჯებს ისევ უკან მივყევი და,
გულამოვარდნილმა გადავკეტე კარი,თითქოს მის შემოლეწვას ლამობდნენ..
საკუთარი უსუსურობისგან გამწარებული იქვე ჩავიკეცე და უსასრულო გოდებას მივეცი საშუალება,
საბოლოოდ გამოეცალა ჩემი სხეულიდან ძალა..
გამოვიფიტე..
აღარცერთი წუთით აღარ მინდოდა ბრძოლაზე ფიქრი,იმდენად დამღალა,არც კი დაღამებულ
ერთ ღამეში,საკუთარმა ცოდვამ..
ისე ჩამომაღამდა,
ხის იატაკზე გართხმულს,
ვეღარც გავიგე..
ყველა ნაკვთი მტკიოდა,საიდანაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო..
თვალებიდან რომ
ბინდი გადავიდა,
მხოლოდ მაშინ დავინახე,
სარკმელთან მდგარი მაღალი,
ახოვანი,ძლიერი სხეული..
ალბათ,სულ ახლახანს მოსულიყო,
ჯერკიდევ იგრძნობოდა იატაკიდან მისი ნაბიჯების ვიბრაციები..
ვარსკვლავებით მოვარაყებული ცისთვის სახე ისე მიეშვირა,თითქოს მათგან გებულობდეს ცნობებს..
ინტერესით ბურღაცდა მზერით ცის კამარას,ვატყობდი..
-მჭირდები ანარა!-ისე მოულოდნელი იყო მისი სიტყვები,ერთიანად გამოვფხიზლდი..
ფრთხილად წამოვდექი..
ისევ ზურგშექცევით იდგა..
ისევ სიძლიერისგან სკდებოდნენ მის მხრებზე კაპილარები..
-თემს საფრთხე ემუქრება..-ვიგრძენი,როგორ გაუჭირდა აღიარება..
თითქოს სიმტკიცე მოაკლდა მის ხმას..
მაგრამ,ისევ შეუვალი იყო მისი სხეული..
ახალმა თავსატეხმა კიდევუფრო ამრია..
რას გულისხმობდა მისი სიტყვები?!-მინდოდა მეკითხა,მაგრამ,ისიც ვიცოდი,ამაზე მეტს,ამ წამს ვერ იტყოდა..
-პირველივე შესაძლებლობისას გაგიშვებ,ოღონდ,მანამდე, უნდა დამეხმარო!-ბრძანებას გავდა კილო,მაგრამ,გამოტრიალდა თუარა,დავინახე..
ზუსტად იცოდა მისი ძლიერი მხარე..
თვალები სულ სხვას ყვებოდნენ.
შავად მოციალე ირისები გულწრფელ შველას ითხოვდა და,
სრულიად განმაიარაღა..
აბსოლუტურად სხვა პასუხი გავეცი,ათასჯერ დალაგებული სიტყვების ნაცვლად..
-რა შემიძლია თემისთვის გავაკეთო?!-თითქოს ამას ელოდაო,ისევ შეიმოსა მისი უფსკრულისფერი თვალები ყინულებით..
-ამ წამს,მხოლოდ ის,რომ ღირსეული არბი ომანის ცოლი გახდე და,როცა დრო დადგება,თავად მიხვდები,როდის შეძლებ საკუთარ თავს დაუბრუნდე...-ეკლებად დამიარა მისმა ყოველმა ბგერამ უმოძრაო სხეულზე..
წარმოუდგენელი იყო როგორ შეეძლო წამებში გარდაქმნილიყო და,
დილის არბიდან,
საღამოს,შველის საძებნელად გზაზე დამდგარი ომანი ეჩვენებინა..
მთვარის მკრთალ შუქზე ანათებული მისი სახე უკიდეგანო საიდუმლოებებით იყო დაღარული..
თითზე ჩამოვითვლიდი თვალთან გაჩენილ ნაოჭებს,იმდენად შეეყარა წარბები..
რაღაც დიდს,
გადაუტანელ,
ალბათ,
სისხლიან მომავალს ხედავდნენ მისი თვალები,
თუმცა,
არცერთი კადრის წაკითხვა არ შემეძლო..
ჩემს წინ,გვარის თავკაცს,სრულიად გამოცლოდა ძალა და ისე დაეძებდა მას ჩემში,
თითქოს,ვენებიდან მასკდებოდეს გამბედაობა..
ვგრძნობდი,
ღამის,
მთვარის,
ცისკრის არბი ომანი სრულიად განსხვავდებოდა დილის გვარის წევრისგან და მას,მთელი გულწრფელოდით ვჭირდებოდი,
თუმცა რაში?!
ამის პასუხებს ალბათ მხოლოდ ხეობა მომცემდა..
___

სარკმლის შემოხეთქვას ლამობდა წვიმის თქორი,ისეთი წარღვნა დადგა..
მუდამ დედის კალთას ამოფარებულს,ჭექა-ქუხილის ისე მეშინოდა,გული ხელში მეკავა..
ყურის წამღები გრუხუნი დატყდომოდა თავს კოკას.
ადგილს ვეღარ ვიკავებდი..
სამი უბადრუკი საათი გასულიყო არბის გამოჩენიდან და,
მისი აორთქლებაც ამდენს ითვლიდა..
თითქოს,მის ნაბიჯებს დაყვებოდნენ ვარსკვლავები..
თითქოს,მხოლოდ მასთან ერთად კიაფობდნენ ცხრა ქიმიანები..
სხვაგვარად როგორ ამეხსნა,
ერთი გაელვებით დამტყდარი ნამქერი?!
ბუნება გლოვისთვის ამზადებდა მიწას..
მდუმარებით მოცულ ქვის კედლებს მხოლოდ ბიძგები თუ ახმაურებდა..
საზარელი უძრაობა იდგა ომანების საუფლოში..
თითქოს,დროც გაჩერებულიყო და,
მხოლოდ მე თუ ვფხიზლობდი,დაზაფრული..
უპასუხო ფიქრებისგან განსადევნად და,
ალბათ,გულის გასამაგრებლად,
ფრთხილად გამოვაღე ოთახის კარი და სამზარეულოს საძებნად გავედი..
ორ დღიან უჭმელობას თავისი გაეტანა და ისე მეწვოდა მუცელი,
აღარ მასვემებდა.
მხოლოდ წყალს თუ დავლევდი,
გულის გასაგრილებლად..
გარე თვალისთვის აღუქმელი იყო სიდიადე და,სიდიდე თითო ოთახის.
ახლა,როცა ორმა სიმწარემ განვლო,თითქოს უფრო მეტი ინტერესით დავუყევი მათ მოვარაყებულ კედლებს.
არ მინახავს სხვაგან უფრო მეტი ხელოვნება,ვიდრე თითო გამოძერწილ ფიგურაში,სამყოფელში რომ მოეყარათ თავი..
უფორმო სხეულებში,დაკვირვებულ თვალს მარტივად შეეძლო მათში ღრმა შინააარსის დანახვა..
ამ კედლებში მოსიარულე ბოროტება რომ არა,იქნებ,მართლაც მეხარა ყოფით?!
საკვირველი იყო,
ერთი ხილვით,
როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან თითო წევრი..
თითქოს ერთ ყალიბში გამოწრთობილებს,
თვალები სხვაგვარად უელავდათ..
თითო ავსულობა ჩასახლოდათ ირისებში და,
გაზაფხულივით განსზვავდებოდა მათგან არბისი..
ალბათ,მხოლოდ ეს მაძლევდა მცირე იმედს,რომ მისი სიტყვების მეწამა..
სხვა რომ არა,
სურიემ მიმაბარა მას..
დედამიწაზე კი,არარსებობდა მოკვდავი,რომელიც დედას შეეშლებოდა..
უცნაურად შეეძლო ავში კარგი განესხვავებინა და ალბათ,მცირედ მეც დამყვა მისგან თვისება..
მასზე ფიქრში გართული,მალევე გამოვერკვიე ოთახებში..
იქ,სადაც დილით თავყრა მოეწყოთ ომანებს,კედელში ორი კარი გაჭრილიყო..
მხოლოდ ბჟუტავი შუქი ანათებდა მათ,
თუმცა,
ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან გამოსული შუქი მაინც თვალში მეცა..
გავირინდე..
ინსტიქტურად კედელს ავეწურე და,თითქოს ლანდად ვიქეცი..
სუნთქვა შემიწყდა..
ორ ნაბიჯში გავუპირისპირდი ჭრილს და,სიბნელეს შევაფარე თავი..
რენა დამდგარიყო ოთახის შუაგულში..
რუხი ბალახონი ტანზე მოერგო და, მუქი,წელამდე გაშლილი თმა მხრებზე ჩამოეყარა..
ზურგით იდგა..
ბორროტი ენერგიით შევიცანი მასში პიროვნება..
თითქოს მთელი ქვესკნელის ენერგიას იზიდავსო,
გაურჩეველ სიტყვებს ერთი მეორის მიყოლებით ბუტბუტებდა ვერგასაგონად და რიტმულად ირხეოდა..
გამაცივა..
სხეულში დავლილმა შიშმა ადგილზე გამაქვავა..
უჩვეულოდ იქცეოდა..
საიდუმლოში ზიარმა კიდევ ერთი ნაბიჯით შევიმალე..
უკვე,გვერდულად ვხედავდი მის სხეულს..
სანახევროდ უჩანდა სახე,თუმცა,საკმარისი იყო მასში ავხორცობა წამეკითხა..
თვალები ხელებში მოქცეული ციცქნა თოჯინისთვის მიეყინა და თითქოს მას ეჩურჩულებაო,
სიტყვას არ წყვეტდა.
ეალერსებოდა..
თითქოს ეფერებაო,
სახის მაგვარს თითებს წრიულად ატარებდა და,
გულთან ჩერდებოდა..
დავიტანჯე..
შუბლზე სიმწრის ოფლი დამცვაროდა და,
ყელი ისე გამიშრა,
მომდგარი სპაზმი გაჭირვებით შევიკავე..
დედა ხშირად იხსენებდა გულთმისან ელგას..
ურჩობისგან დასასჯელად მის ისტორიას აბუქებდა ხოლმე და,
გულს მიწვრილებდა,
სასიკვდილოდ შეწირული მომავლის მხილავი ქალის ამბით..
კოცონზე დაწვესო-დაასრულებდა და,ატირებულს დიდხანს მიკრავდა..
ის,რასაც ახლა ვუყურებდი,ახლოს იყო ელგასთან,თუმცა,ეს მომავლის ჭვრეტა არ იყო..
რენა ავ სულებს ახვევდა თავზე თოჯინას და,გულის პირზე ძაფის სიმსხო ნემსებს არგებდა..
სასიკვდილოდ წირავდა ჩაფიქრებულს..
გული გამიჩერდა..
ადგილზე მოვკვდი..
როგორ გავიარე დაწყევლილი დერეფანი სიმწრით,არ მახსოვს..
თავსხმა წვიმაში მდგარმა მხოლოდ მერე ამოვისუნთქე გაჭირვებით..
ფოლაქებივით ცვიოდა ციდან ღრუბლის ნაცოდვილარები..
ეკლებივით მაყრიდა კანზე სისველე..
ხილულმა მთლიანად დამიხშო რაციონალური აზროვნება..
აგონიას გავდა თითო ამოსუნთქვა..
-ღმერთო..-სიმწრით ავძახე ჩურჩულით ცას...
მოშავებულ კამარას არაფერი ეწერა სასიკეთო..
ავად შეეკრა წარბები კაბადონს..
ვიღაცას სასიკვდილოდ იმეტებდა განგება..
-ღმერთო გადაარჩინე..-ისევ ამოვისუნთქე მთლიანად სველმა,თუმცა,
ვერ დავიჯერებდი,
ესმოდეს ვინმეს..
წყევლა იყო ჩემი ომანად წოდებაც და,
მისი უსულგულო ბოდვაც..
რენა შეურაცხადი იყო..
ამის გააზრებამ კიდევ უფრო დამიფრთხო მომავლის იმედი..
რა მექნა?!
რა შემეძლო?!
იმას ხომ დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა,ვისზე იყო მიმართული ყველა ავი..
არბი ომანს სამარეს ზუსტად იქ უთხრიდნენ,სადაც თავი უსაფრთხოდ ეგულებოდა..
გულით შემებრალა..
მჯეროდა,ამ ყველაფერს არ იმსახურებდნენ მისი თვალები..
აღარაფერი აღარ მესმოდა,
ვეღარც ვგრძნობდი და,აღარც ჩანდა სიბნელეში ჩრდილები და,
ალბათ ამიტომ გამომრჩა მოახლოებული ნაბიჯების ხმა..
უკან ამომდგარმა სხეულმა აცახცახებულ ტუჩებზე ძლიერი ხელი მოულოდნელად ამაკრა და ,
ჰაერში ამიტაცა..
ყელიდან ამოსული კივილი მორიგმა გრუხუნმა ჩაახშო უბატონოდ..
სულს ვეღარ ვიმაგრებდი,
ისევ მიწაზე რომ დამსვეს და,
გამიპირისპირდა უცნობი..
წამით განათებულ ცაზე შევამჩნიეთ ერთმანეთი..
მომენტალურად ჩადგა გული საგულეს..
წინ არბი მედგა,ომანი..
წვიმას მთლიანად დაესველა მისი ანფასი..
შავი პერანგი კანზე მიკვროდა და,
ღაწვებზე ჩამოდიოდა ყველა წვიმის წვეთი..
ქარიშხალი ჩადგა მის თვალებშიც.
მისი ცოცხლად ხილვამ წეღანდელი შემახსენა..
-სულ ერთი წამიც და..-ვეღარ დაასრულა..
ძალაგამოცლილი ხელის გულებით დავეყრდენი მის გულს..
ძლიერად ფეთქავდა..
ისე,რომ ჭექა-ქუხილსაც ფარავდა..
ჰაერს ამოყოლილი სასოწარკვეთა და შიში შემომეფანტა და ამოვისუნთქე..
-აქ რაღაცები ხდება..თქვენ საფრთხე გემუქრებათ..-არც და,ვერც ვუთხარი სრულად სიმართლე..
თვალები აუციალდა,თუმცა,არ გაკვირვებია..
მის სახეზე აკრულმა ირონიულმა ღიმილმა მხოლოდ მე ჩამითრია ფიქრებში..
-აქ არაფერი ხდება ისე ანარა,როგორც წესია..
საფრთხე კი,უკვე შენც გემუქრება თუ ეს შეამჩნიე..-ყინულივით ცივმა ხმამ ისევ დამიბრუნა შიში..
ალბათ,ბევრი წუთი ვცდილობდი მის თვალებში პასუხების პოვნას..
იმდენი ემოცია ტრიალებდა ყორნისფერ სფეროებში,ვერცერთს მოვეჭიდე..
ეს გაურკვევლობა უკვე სულს მიხუთავდა..
-თუმცა,ნუ შეგეშინდება.. აქ ვარ!-ომანის სიტყვებმა დააბრუნეს დრო თავის რადიუსზე..
მის ქვასავით მაგარ მკერდზე მისვენებული მტევნები უღონოდ დავუშვი ძირს..
ჯერკიდევ მიხურდა კანი..
თითქოს ყველა უარყოფითი ენერგია გამოეწოვათ მათ არბის გულიდან..
საკუთარი გამბედაობით შერცხვენილმა
მხოლოდ ახლა ავარიდე მზერა..
წუთები არ ქონდა მოშორებული მზერა მასაც..
თითქოს ჩვეულება დაარღვია..
თითქოს მის თავს გამოექცა რამოდენიმე წუთით..
ისე დავუბრუნდი ოთახს,
თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი..
მხოლოდ წამით გამექცა მზერა,
კარი ამოქოლილი ჰქონდა რენას.
სულივით გაუჩინარდა არბიც..
უკვე აღარც მიკვირდა,
დღის შუქთან ერთად მოდიოდა მასში თემის თავკაცის სახე..
არვიცი,
ვერცერთი საღი უჯრედი მომავალს ვერ მიხატავდა..
ის,რაც ოთხ კედელში ხდებოდა,
იმაზე მეტი იყო,
ვიდრე არბისგან მოსმენილი საფრთხე და,
საკუთარი თვალით დანახული ეშმაკის სახე..
გავუძლებდი?!
და რისთვის?!
ისე,როგორც გუშინ და,მის წინ,
ახლაც არ მქონდა თუნდაც ერთ კითხვაზე პასუხი.
___
ისე გაეშალა მზეს ცხელი მკლავები,თითქოს,მთელი ღამე ცა არ ჩამოსულიყო მიწად.
ენერგიისგან დაცლილმა სხეულმა რომ აიკრიბა ძალა,
ალბათ უკვე შუადღე იქნებოდა..
გამიკვირდა,დილას რომ არ მიხმეს..
ღამე ნათევსა და განერვიულებულს,ისე ჩამძინებოდა
დილით,
არცერთი სულიერის ხმა არ ჩამესმა..
ალბათ,კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა დასვენება,
იმ პატარა,ცზოვრებისგან დაღლილ გოგონას ფრთხილი კაკუნით რომ არ შევეფხიზლე..
-დღეს ფუძის დედის დღეობაა,ქალბატონო,გვარი ემზადება,მალე ალბათ თქვენც გიხმობენ. -მამცნო.
ახლა გასაგები იყო,რატომ არავის გაახსენდა ოჯახის ახალი წევრი..
ეს დღე კარგად მახსოვს,
ზუსტად წლის წინ..
ხეობა დიდი ზარზეიმით ემზადებოდა გვაროვნების შესახვედრად..
ისე გამომკმაზა სურიემ,თოთქოს მხოლოდ ჩემს ირგვლივ დატრიალდებოდა თემი..
თეთრ ულაყზე ამხედრებული ყელმოღერებული ომანი იმ წელს პირველად გამოჩნდა კრებაზე როგორც თავკაცი..
ყელი ისე შეემართა,თითქოს სალი კლდე ყოფილიყო..
არწივის მზერას დროდადრო ავლებდა ირგვლივ ხალხს და,
თავდაჭერილი ტაშისკვრით აჯილდოვებდა წარმოდგენაში გამარჯვებულებს..
ერთი სანახაობა იყო მისი ჯირითიც..
არბის მუდამ ჰორიზონტზე მიბჯენილი მზერა ქორივით ჭრიდა ჰაერს და,ცეცხლივით აელვებდა ათქვირულ ცხენს ფერდობზე.
ტოლი ვერავინ დაუდო მაშინ..
ღირსეული შთამომავალიაო,ჩურჩულებდნენ მდედრები..
ალბათ,ამიტომ ჩამრჩა მისი პიროვნება გონებაში მაშინ..
დედა ხშირად იხსენებდა ხოლმე უფროს ომანს,მაგრამ,მაშინ,ვერასდროა ვიდიქრებდი,თუ წლის თავზე,იგივე თავყრაზე,უკვე ჩემთვისაც გაირჯებოდა ხალხი.
ბევრი აღარმიფიქრია.
განვლილის ხარჯზე,მხოლოდ იმისთვისაც წავიდოდი,დედასთვის რომ მეკრა თვალი..
მიუხედავად მისდამი დაგროვილი წყენისა,მხოლოდ მას შეეძლო,ჩემი გულის კარი ბოლომდე გაეხსნა..
-დაგეხმარებით.-ისევ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი.
ხელში სათლი და ცხელი წყლით სავსე თუნგი ეჭირა.
ვიუარე,თუმცა,
აღარ დავუტოვებივარ..
ნაზად მიწნიდნენ გრძელ თმას მისი პატარა თითები..
მებრალებოდა,გული ტკივილით მეწურებოდა,მაგრამ,ვერ ვშველოდი..
თითქოს,ორივე განგებას გოვემწყვდიეთ ოთხ კედელში..
მე შემწევდა ძალა,მებრძოლა..
მის პატარა მხრებს კი,ციცქნა ტკივილის ატანაც კი არ შეეძლოთ..
-დიდი მადლობა..-ვფრთხილობდი..
მისკენ გადადგმული თავაზიანი ნაბიჯები აფრთხობდა და,მოვერიდე..
მხოლოდ თითისტოლა მინები ჩამიდო ხელებში და,
დამტოვა..
ნელსაცხებლებს იმდენად საოცარი სურნელი ჰქონდათ,
ოთახი ერთიანად გაივსო.
საგვარეულო გერბით ნაქარგ გულისპირს მხოლოდ ერთი წვეთი ფორთოხლის ზეთი ვაპკურე და,
გავედი..
ეზოში რიგრიგობით იყრიდნენ თავს თემის უხუცესები..
რენას დანახვისას გულმა მწარედ გამკრა,თუმცა,თავი შევიმაგრე..
იმისთვის,რომ რაღაც მეპოვნა,იმაზე ძლიერად უნდა წარმომეჩინა თავი,ვიდრე ვიყავი..
მის ქურციკის მზერას ერთი სისუსტეც კი არ გამორჩებოდათ..
შეკრებილებს სერინე აკლდა..
თითქოს იგრძნოო,
ხელჯოხით მომარჯვებულმა,პირველი რძლის მხარი დაიკავა და ისე გადმომხედა,საკუთარი თავი შემზიზღდა..
ორ ერთ ძალას დაპირისპირებული ჩემი სუსტი ენერგია ჰაერში უგზოუკლვლოდ გაიფანტა და,სრულიად არაფერი დავრჩი..
დავიკარგე..
მათ არ ვეკუთვნოდი..
ომანი არ ვიყავი..
ამას სული ისე ყვიროდა,მეგონა ირგვლივ ჩავლილ ყველა სულიერს ესმოდა..
მათი ნაძალადევი მორჩილება გულის ამრევი იყო..
ვერ გავყვებოდი მათ ნაბიჯებს..
ისე ჩამოვრჩი,არც ვინმეს უგრძვნია,
ახალი რძალის არყოფნა..
სიძულვილისგან თავისუფალი ჰაერი მესიამოვნა..
ოთახში გამოკეტილს,
ჰაერს დანატრებულს,
ერთანად მედებოდა მისი სუსხი ენები კანზე..
უკვე კარგა ჩამოვრჩებოდი მათ,
უკნიდან ცხენის თქარუნი რომ მომესმა..
ზუსტად ის კადრი დამიდგა თვალწინ,რომ
მივიხედე,
წლის წინანდელი..
თეთრ ფაფარაშლილ რაშს მთელი ვნებით მოაგელვებდა გვარის თავკაცი..
მისი თვალისფერ პერანგზე ხახადაფჩენილი ლომი საზარლად აკვესებდა გაცხოვეებულ თვალებს..
ქარს სწორი ცხვირი მთელი ძალით ჭრიდა და ჰორიზონტს ვნებით არღვევდა..
ნაბიჯიც ვერ გადავდგი..
არც კი მომაფიქრდა გზაზე ჩამოვცილებოდი,
გამიპირისპირდა თუარა,
წამებში ამიტაცა მისმა მკლავმა და,
ინსტიქტურად მთელი ძალით მოვეჭიდე მას..
ძლიერმა ხელმა მარტივად მომათავსა უნაგირზე და,
ერთად გავცურეთ დიდ ტალღებში..
თითქოს სუნთქვა შევწყვიტე,
გული უჰაერობისგან მეკუმშებოდა..
უნაგირს ჩავფრენოდი,
მასზე ხელის შეხებას ვერ ბედავდა ვერცერთი ცხადი აზრი..
ის,რაც ამწამს ხდებოდა,არცერთ წესს არ ამართლებდა..
თუმცა,
მარტო დარჩენილს,მალამოსავით მომედო მისი უცაბედი ხილვა..
-ანარა,მომეჭიდე!-თითქოს იგრძნო ორჭოფობა,
ჰაერს გამოაყოლა სიტყვები..
განცდებისგან აკანკალებული ხელი თვალდახუჭულმა შემოვხვიე გაჭიმულ წელს..
მეგონა ერთ სხეულად ვიქეცით,
ქარის სიჩქარით გააქროლა ბედაური ომანმა..
ცხენის კისრისკენ მთელი სისწორით გადახრილ ანფასს ზურგზე ფარად გადავკროდი..
ფლოქვების ხმა ისე შეზრდოდა ბუნების გუგუნს,
აეც კი განირჩეოდა ქარის სისინისგან.
თითქოს,
დავფრინავდით..
თითქოს მიწას არც კი ვეკუთვნოდით..
თითქოს,
არც არავინ იყო მეტი..
ეს სასწაული იყო..
ტყვეობაში გამსკდარ გულს თითქოს ელექსირად მოედო თავისუფლების ჭარბი გაცდა..
ეს იმაზე მეტი იყო,ვიდრე არბის მიმართ გულში დაგროვილი ბოღმა..
უპატიებელი უბედურება იმ წამს გაქრა,
თუმცა,
შეანელა თუარა ცხენმა ჭენება,
ერთიანად დაბრუნდა ყველა ის განცდა,
რამაც სულ წამით დატოვა სული..
მოშორებით ჩამოვქვეითდით,
თუმცა,
თითო წყვილი თვალი ადევნებდა ჩვენს თითო ნაბიჯს თვალს..
ყველა წესის დამრღვეველს,
თვალანთებული მიეგება ხალხი..
ომანების გვარი მდელოს თავში განლაგებულიყვნენ და ყელმოღერებით იღებდნენ პატივს..
არ მაცილებდა თვალს რენაც..
თითქოს,მიწის გახეთქვას ლამობდა,ისე დაესო მზერა ჩემი ნაბიჯებისთვის..
თითქოს,ჩემი სისხლი წყუროდა,ისე მოეკუმა საზარელი ბაგები..
მისი ავხორცი ბუნება ირგვლივ გაფანტულ სიხარულს ერთიანად ახშობდა და,
ყველა ძალას მაცლიდა.
მიუხედავად განცდილი არაერთგვაროვანი განცდებისა,ათას სახეში მხოლოდ მისას ვეძებდი..
დედა არ ჩანდა..
აქ არ იყო..
-მოვა!-ისეთი ჩუმი იყო მისი ხმა,თითქოს არ სურდა,გაეგო ვინმეს..
ერთმანეთისგან დისტანციით მიმავლებს,
ძლივს დავიჭირე მისი ერთი სიტყვა..
გული მომეცა..
წრედ მოყრილ ხალხში,
სახელდახელოდ დამზადებულ სავარძლებზე დასხდნენ ომანები..
თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდაო,
ორად გაიყო ჩვენი გზები..
შუაში,მხრებ გადაშლილი,არწივის მზერით მოკალათდა არბი..
იერარქიად მიჰყვნენ გვერდიგვერდს,
მარჯვნის მამაკაცები და,
მარცხნიდან პირველი,
სერინე,
რენა და,
გვარის ბოლო,
ანარა..
წარმოდგენა იწყებოდა..
მოხალისეების მაყურებლის რანგიდან ყურება, ცალკე სანახაობა იყო..
ფუძის დედისთვის თაყვანსაცემი ძღვენები ხონჩებად აეკინძათ ოჯახის უფროსებს და,
ფერდის შემაღლებულ ადგილზე,
პატარა ქვით ნაგები ქანდაკებისკენ მადლიერებით მიჰქონდათ..
ქრისტიანული მრწამსის მიუხედავად,
ძველთაგან წამოსული ტრადიცია ფესვს ვერ იშლიდა..
პატარა წილი მოჰქონდათ ომანთანაც..
თითქოს მისთვის ელოცათო,
ციცქნა სარწეველა აკვანში გაკრულ ხელით ნაკერ თოჯინებს თავისდაკვრით აძლევდნენ და,
ფუძის ვაჟს უსურვებდნენ..
ყინულივით ცივი იყო მისი მზერა..
კიდევ უფრო ცოდვით სავსე რენასი..
სისხლით სავსე თვალები ქანდაკებოსთვის მიეყინა და ვინ იცის,
რამდენ წყევლას იქსოვდა გულში..
გამაცივა..
გულში მწარედ გამკრა მობერილმა ფიქრებმა...
ღრმად შემებრალა არბი ომანი..
არცერთ აკვანს მისთვის ვაჟი არ მოუტანია წლებია..
ალბათ,როგორ გააბოროტა ამან რენაც..
გული მომეწურა..
სუნთქვა შემეკრა..
მისკენ გახედვა ვეღარ გავბედე..
მაინც,რამდენი ტკივილის მიჩქმალვა შეეძლოთ მის თვალებს?!
-სატანა ნუ ჩაგისახლდება ანარა,განგება არც შენ გაღირსებს ჩემზე მეტს..-მოკუმული ტუჩებიდან ჩურჩულით გამოსცრა ტკივილისგან შეშლილმა რენამ..
აღარ ვუპასუხე..
წინ უფრო მეტი ხდებოდა..
წამებში გაიყინა სუნთქვა თემში..
მზერა წამოეშალა ომანსაც.
თითქოს გერბი გაცოცხლდა მასში.
ხახა დაფჩენილ ლომს ეშვები ცივად აუალდა.
წამოიფაფრა მშვიდად მჯდომი..
ეგო ცას სწვდებოდა.
გამბედაობისგან ხელებზე შემოასკდა ძარღვები.
წინ მას ხედავდა,ვინც სასიკვდილოდ ემეტებოდა,ისე უელავდა ყვავისფერი თვალები..
ცეცხლებს აკვესებდა ირისები ცენტრში მდგომებისკენ....
დაძაბულობისგან სახეზე სიმწრის ოფლი გადაასხა თემს..
ვერ ვხვდებოდი,რა ხდებოდა..
-ომანების კვალზე გავლის უფლება წლის წინ ჩამოგერთვათ სატიელებს,ბაბა!-ელვასავით გაკვეთა ჰაერი არბის მტკიცე ხმამ..
ირონიისგან ისე დაეღარა სახე,
არცერთი ნაკვთი უგავდა წინას.
მათკენ გაჭრილიყო,
ფარად აფარვოდა გვარსა და ხალხს..
როგორ წავედი მისკენ ვერ გავიაზრე..
შემამჩნია თუარა,ზურგსუკან მომიქცია მეც,
თუმცა,
არ მიუარა..
-დედა ფუძისა მხოლოდ ომანებს არ გყავთ, არბი!-განზრახ გაწელა სიტყვები.
კარგად იცოდა,
ხელს არ გაისვრიდა კაცი დღესასწაულზე..
საკუთარი ჟინისთვის სხვას არ ჩააგდებდა საფრთხეში..
-თაყვანსაცემად ვართ მოსულები.. -კვერი დაუკრა ბაბად წოდებულს მარჯვნივ მდგომმა მთასავით მაღალმა სხეულმა.
ავიწურე..
განაჩენის მოლოდინში ყველამ არბის გადახედა..
თითქოს სხვა გამოსავალი ჰქონოდეს,
მძიმედ გამოტრიალდა და,წამით მანიშნა,გავყოლოდი..
იქამდე იდგა,სანამ ჩემს ადგილს არ დავუბრუნდი და,
თავადაც დაჯდა..
აღარ შეცვლია სახე..
აღარ ჩადგომია ქარიშხალი..
საბრძოლოდ მოჭიმული სხეული წამით არ შეუტოკებია..
ვგრძნობდი,
აფეთქებისთვის მისხალი სჭირდებოდა.
ეს მისხალი კი მის წინ ხელში ათამაშებდა რკინის ცალლულიან დამბაჩას.
-თემის ბელადი,ბელადის წინაააღმდეგ..-ეშმაკურად აციალებული თვალები ომანს მიაბჯინა ბაბა სატიელმა..-ბავშვობა ხომარ გავიხსენოთ არბი?!-თითქოს მის გამოცდას სცდილობდა-
აზარტულად აათამაშა ხელში ლითონი და,ჰაერში აფრენილ მტრედს ცივი ტყვია დააწია ფეხდაფეხ..
საზარლად დაეცა ძირს საცოდავი ფრინველი..
მოკლული და კანგახეთქილი..
სარკასტულად ჩაეცინა არბის..
დამცინავი მზერა აააყოლა მის კუნთმაგარ მკლავებს და,
უთქმელად გაარღვია ხალხის მასა.
არ მინახავს ამაზე მეტად შიშნაჭამი სერინე..
თითქოს შხამი გადაეყლაპოს,სახეზე ფერი წასვლოდა და,
ყბა უცახცახებდა დამფრთხალს..
სუნთქვა შეეწყვიტა თემის უხუცესებსაც..
არეულ მზერებს ერთმანეთში დაატარებდნენ,
თუმცა,
ვერცერთს ვკითხულობდი..
გაურკვევლობისგან ადჰილს ვერ ვპოულობდი..
კიდევ უფრო ჩრდილს ფენდა რეალობას არბის ქმედებები..
სატიელების ძღვენიდან ამორჩეული სამი ბრინჯაოს მონეტა ჰაერი ერთდროულად აისროლა და,
ერთი მეორის მიყოლებით გახვრიტა მათი გულები მონეტისოდენა ტყვიამ..
აღფრთოვანების ყიჟინამ დაუარა თემს..
სახე შეეეეცვალა ბაბასაც.
ჟინმოცემული ენაცვლებოდა ერთმანეთს საფანტის წვრილი ბურთულები..
თანაბარ ორთაბრძოლას ბოლო არუჩანდა,
სამიზნეს სანტიმეტრითაც არ აცილებდა ორი ფალავანი მიზანში სროლაში..
სანახაობა პიკს აღწევდა,
არბის ნასროლმა ცენტრში რომ აააცილა ხეს ქერქი და,
ბაბას ტყვიამ,
მიწაც ვერ მოთხარა..
ერთიანად იქუხა კოკამ..
ყელიდან წამოსული ენერგია ვერ დავაცხრე მეც..
გამარჯვების ხალისი არ ეტყობოდა მხოლოდ არბის..
მოშორებულ სატიელს ყველასგანჩუმად ორიოდე სიტყვა უწილა და მანამ არ დაიძრა ადგილიდან,
სანამ ჰაერმა მათი სუნიც არ გაფანტა..
მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვის შემდეგ გამეხსნა ფილტვები მეც..
დაძაბულობა ოდნავ მოეხსნა მხრებიდან..
თუმცა,სახე ისევ შეუვალი ჰქონდა..
რისხვისგან სულ მთლად ჩასისხლოდა თვალები..
ეს სულ სხვა არბი იყო..
მტერთან მტრული..
იქამდე გასტანა დღესასწაულმა,
სანამ უკანასკნელმა არ დატოვა ტრიალი მინდორი..
რომ მოვიხედე,
ადგილზე მხოლოდ მე,არბი ომანი,რენა,სერინე და ,მათი თანხმლები სახლიკაცები იყვნენ..
-დედა არ მოსულა..-დანანებით ამოვილაპარაკე..
წასასვლელად ემზადებოდნენ გვარის ქალები..
უკვე გზას ადგნენ..
მარტო ვრჩებოდით მოსაღამოვებული ცის ქვეშ მე და არბი ომანი..
-სურიე და სატიელები ერთდროულად მოვიდნენ,მათი წასვლისთანავე გაეცალა ხეობას ისიც..-ცხენს კაზმავდა,
მხოლოდ წამით გამისწორა მზერა,
როგორც დაჩემდა..
საკუთარმა უყურადღებობამ გული მატკინა..
იმ წუთს,ისე ვიყავი მხოლოდ არბის დაცვისთვის მზად,
საკუთარი სისხლის ახლოს ყივილიც კი ვერ გავიგონე..
მეტკინა..
გულში რაღაც ძალიან მძიმედ ჩამწყდა და,ალბათ,სახეზეც დამეტყო..
-გპირდები,მოგიყვან..-მცირე წილი თანაგრძნობა მხრებზე საბნად მომახვია ომანმა..
ჩემი ატაცება აღარ დასჭირდა..
ცხენის უნაგირზე კოხტად მოვთავსდი და,
ამხედრდა თუარა,
ჰაერში გააფრინა წამსვე ბედაური..
ისევ ვერ ვეჭიდებოდი,
ისედაც ადათს ადათზე ვტეხდით ნებით თუ უბებლიეთ,
მისმა ხელმა რომ ჩემი მოიქცია ტყვედ და,
საკუთარ წელზე მიიკრო..
გავირინდე..
მასთან დამიგულა თუარა,
სიმივით გაჭიმული წელი საგრძნობლად დახარა ცხენის კისრისკენ და,
მის ზურგს ამაკრა ინერციით..
ცაში შევცურეთ..
ამწამს,
გონებას მთლიანად გაეთიშა მომხდარი..
ბაბა სატიელის სახე და არბის მტრულად აკვესებული თვალები ღამის სიშავეს შეერია და მის იდუმალებაში ჩაიკარგა..
ერთადერთი,
რაც ცხენის ჭიხვინთან ერთად,
ჰაერში ყურისწამღებად ისმოდა,
ჩემი გულის აჩქარწბული ცემა იყო,
რომელიც,
არბის რიტმს წუთიწუთზე ედროდა.
____
სარკმელთან შევხვდი საყვირის საფხიზლო ხმას..
განვლილისგან დაუძლურებული ვიყავი..
ძილი კი საერთოდ არ მეკარებოდა..
განცდა მქონდა,რომ რამე გამომრჩებოდა და,
შედეგისთვის მზად არ ვიყავი..
თითქოს რამის შეჩერება შემძლებოდა შიშველი ხელებით..
თითქოს ცას ანძრევდა ჩემი სიტყვები..
თითქოს ბედს გადავათქმევინები მზაკვრობებს და,
მხოლოდ სასიკეთოდ შემოვატრიალებდი მის ბორბალს..
ირონიით გამეღიმა..
სურიე ჩამაგონებდა ხოლმე,
იმაზე მეტად ნუ წარმოიდგენ შენ თავს,ვიდრე სხვა გხედავსო,
მე კი,ლამის კაბადონზე შემოვჯექი იმედით,
რომ სეტყვას ავარიდებდი კოკას..
სასაცილო იყო,როგორ ერთიანად ჩამომექცა ცისფერი ცა თავზე..
ერთიანად დამტყდარი მოვლენებისგან არც კი მქონდა სრულად გაცნობიერებული,
რა სტატუსი მეჭირა ომანების საუფლოში..
თითქოს არც არავინ ვყოფილიყავი,
მათი ზერელე მზერა,
სასტიკი გამოხედვა და,
ღამის საფარქვეშ შეთითხნილი ავხორცობა
მაჯერებდა,რომ მტვრად მთვლიდნენ..
გვარისა და ადათის მორიგი რგოლი..
პირველი ხომ სულ ის იქნებოდა..
სატანაზე გაყიდული რენა ომანი..
გამეცინა.
მაინც,რამდენი შეეძლო სიძულვილისგან თვალდათხრილ ადამიანს?!
მიუხედავად მისდამი სიბრალულისა,
კანი მკარნახობდა,
არ იყო ის უბრალოდ არბის პირველი ცოლი..
არ იყო ის მხოლოდ ავი სულის მოციქული.
რენას კიდევ უფრო დიდი მისია ჰქონდა ომანებში და ეს იმაზე მეტად ვიცოდი,
ვიდრე საკუთარი მეობა..
ძრწოლვოს მიუხედავად,შევეცადე თავი მომეთოკა...
მიუხედავად აბობოქრებული სულისა,
ამ კედლებში,
ნამდვილად თუ მხოლოდ თვალის ასახვევად,
არბი ომანის ცოლი ვიყავი და,
თუ რაღაც მისიიისთვის საჭირო იყო მეთამაშა,
ოღონდ გამემარჯვა,
ამწამს მზად ვიყავი მათი მჟავე სახეებისთვის ცოტა ხნით გამეძლო..
რატომღაც მჯეროდა,რომ ომანი დაპირებას შეასრულებდა და,
პირველივე შესაძლებლობისას გამიშვებდა..
თუნდაც თემს ექცია ზურგი ჩემთვის..
ტყვეობაში ყოფნას მერჩივნა,
სიცოცხლის ბოლო დღემზე ვყოფილიყავი სახე ახვეული..
გვარი,
ამჯერად,
სრულად არ იყო წარმოდგენილი..
მხოლოდ ახლა დავაკვირდი,
მაინც,რამდენს იტევდა ეს კედლები?!
მრგვალი სუფრის თავში მოქცეული დიდი მასიური ხის სავარძელი თავისუფალი იყო..
არბი საუზმეს არ ესწრებოდა.
თავქალებს მათი ადგილები დაეკავებინათ და,
მორჩილად ელოდნენ მათ დროს.
მძულდა პაპათაგან წამოსული დოგმები..
თითქოს,რამე იცვლებოდა რიგითობის დარღვევისას..
გავირინდე,
როგორც წესი იყო..
სახე მხრებში ჩავრგე..
თითებს მანამ დავყურებდი,სანამ ბოლო ლუკმა არ დაასრულა მოხუცებულმა..
რომ ამოვიხედე,
სუფრას მხოლოდ ჩვენ სამიღა დავრჩენოდით..
ცეცხლივით უელავდა რენას თვალები..
ნიშნისმოგებით წამოწითლებოდა ღაწვები და უცნაური კმაყოფილება როგორ დაემალა აღარ იცოდა..
არანაკლებ აღფრთოვანებული იყო რენაც..
გუშინდელი მისი სახე სულარ ჰგავდა ახლანდელს..
შეშინებული დედის მაგივრად წინ აღტკინებული ქალი მეჯდა..
გულმა მწარედ გამკრა..
ცივად ჩამეღიმა..
რენას პატარა თოჯინა და ,
ფუძის დედისთვის აკაშკაშებული მისი თვალები გამახსენდა,მომენტალურად..
-დედათა წესი აღარ დამიდგა..-ფიქრებს დააასწრო რენამ..
მეგონა მთელი ზიზღი გამოუშვა პირიდან,
სახე ისე შეეცვალა..
განკაცებულ ეშმაკს ჰგავდა..
თითქოს,უნდა მწყენოდა,
იმდენად გამარჯვებულის ტონი დაიკრა..
გავუღიმე..
არანაკლები თავდაჯერებით..
-ვაჟის ძეობაში!-გაზეპირებებულად მივუგე..
აღარ გამომხედა.
ღირსად არ ჩამთვალა..
სამაგიეროდ,სერინე ყრიდა თვალებიდან ცისკრის ვარსკვლავებს..
განწყობა ვერ შევარჩიე..
გულით მომინდა არბისთვის ის,რასაც რენა ამბობდა,
მაგრამ,
ვგრძნობდი,
ეს ის არ იყო..
და ეს ეჭვიანი ქალის გულისნადები არ არის..
მთელი სული ყვიროდა,რომ რეალობისგან ამცდარი იყო მისი ყველა სიტყვა..
ვეღარც იქ გავჩერდი..
უზარმაზარ სივრცეში ვერ ვპოულობდი ადგილს,სადაც საკუთარ თავს დავუბრუნდებოდი..
ყოველი კუთხე ახალი ტანჯვის დასაწყისს გავდა.
ყველა კარს თავისი ისტორია ჰქონდა და ერთ დიდ ჯოჯოხეთს გავდა..
კოცონივით გიზგიზებდა საიდუმლოებები ყველას მზერაში..
მომცრო ოთახში ისე გამოვიკეტე,
თითქოს,აქ ვერ მომაგნებდნენ ბოროტი სულები..
არ მყოფნიდა ჰაერი..
არც ეს სივრცე და არც მიზეზი,რომ მესუნთქა..
ეჭვის ჭია ისე შემომიჩნდა,
ვეღარც დამჯდარი გავჩერდი..
აქ კიდევ უფრო დიდი იყო,
ვიდრე გვარებს შორის მტრობა და,
ძალა,
რომელსაც არბი ეძებდა..
ფარსი იყო..
მისი სიტყვებიც და,
თავის მოჩვენება,რომ ვჭირდებოდი..
ომანს ქუდზე კაციც არ სჭირდებოდა მტერთან საომრად,
არათუ ქალი.
არათუ სუსტი,კაფანდარა სხეული.
განა რა უნდა მქონოდა მე,
მისი ძალა რომ გადაეფარა და მხოლოდ ჩემით ეფიქრა გამოსავალზე?!
ამწამს,
როცა,
ალბათ,
არბი ომანი 1პროცენტით შევიცანი,
გაცამტვერდა ყველა ის სიტყვა,
რაც ითქვა..
მას ანარა არ სჭირდებოდა..
იყო რაღაც,რაც ამ ყველაფრის უკან იდგა და ამან ისე შემაშინა,
ვეღარ გავთავისუფლდი მისგან..
გაუცემელი პასუხები ყელში მაწვებოდა..
თითზე ჩამოსათვლელი ფაქტების დაკავშირებას ვცდილობდი,
გული საშინლად რომ გამიხდა..
ვიგრძენი,როგორ ამოვიდა კისერთან და იქ გაიჭედა..
ისე გამალებით ფეთქავდა,
თითქოს,უკანასკნელი იყო..
მიჭირდა..
პანიკისგან კარებს ვეცი..
ვეღარ ვსუნთქავდი..
ღმერთო..
კისერში წამიჭირესთქო ხელი,
ვიფიქრე,
მაგრამ,
ცარიელი ვიდექი კარებთან და ძალაც აღარ მქონდა,გამეღო..
ვიხჩვებოდი..
გული სწრაფი ფეთქვიდან,
ძალიან ნელ,
ჩუმ,
სასიკვდილოდ განწირულ ჩურჩულზე გადავიდა..
აღარ ვრჩებოდი ადამიანად..
გონება რომ მეთიშებოდა,
ბოლო კადრი დავიჭირე მხოლოდ..
ძლივს შეღებული კარიდან,
რენა დავინახე დერეფანში..
ხელები ძლიერად გადაეჭდო ერთმანეთისთვის და,
პირს არ აჩერებდა..
თითებში პატარა,ზუსტად ის თოჯინა ეჭირა და კისერზე გამობმულ ძაფს მთელი ძალით უჭერდა ქსოვილს..
ავსული ამოუხსნელი ძალით ებღაუჭებოდა განგებას და,
თავის სურვილზე ატრიალებდა..
ის არ იყო ადამიანი..
ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული,
როგორც საკუთარ უძლურებაში..
მინდოდა მეღრიალა,
თუმცა,სასოწარკვეთა კისერში ჩაიხჩო..
გავითიშე,
სრულ სიბნელეში კი,
მისი სახე მოვიდა..
ყორნისფერი თვალები გაფართოებოდა..
რისხვისგან ნაოჭებს დაუთვლიდი ღარებთან..
ისეთი ცხადი იყო ზმანება,
ღაწვებზე მზის წვრილი კოცნებიც კი შევუმჩნიე..
მათი დათვლაც შემეძლო,იმდენად ცოტა და თვალშისაცემი იყო..
სულ ოდნავ წამოზრდილ თმაში ჭარაღაც კი ჰქონდა გაპარული..
თითქოს ვერ გადაეწყვიტა წლებს,
დაეტყოდ თუ არა მისთვის ხელი..
ნეტა,
რამდენ წელს ითვლიდა მისი სიცოცხლე?!
ნუთუ იმდენად ბევრს,რომ მის თვალებში წაკითხული ყველა სევდის გამოვლა მოესწრო?!
ნუთუ,იმდენი იცხოვრა,ყველა რისხვა აკრიფა ქვაფენილებიდან და ირისებში ჩაიქსოვა?!
ჰაერში გამეღიმა..
სუსტ,გამხმარ სახეზე წამოსული წვერი თითქოს კიდევ უფრო მეტ სიბრძნეს სძენდა მის ნაკვთებს..
უფლის სასწაულს გავდნენ მის მზერაში აცეკვებული გრძნობები..
თითქოს,როცა სამყაროს გამოვეთიშე,
უფრო გავუგე მის უთქმელ სხივებს..
კანი ამეწვა,
ისე მომინდა ხელი გამეწვდინა და შევხებოდი..
იმდენად რეალური იყო მისი კანი ხელისგულებზე,
ვიგრძენი როგორ აძგერდა გული..
მეტკინა..
გულის ფიცარს ისე არყევდნენ,
სიმწრით ყვირილი მომინდა.
გამეტებით ურტყამდნენ სიცოცხლის კარებს და მის შემოლეწვას ლამობდნენ..
სასოწარკვეთისგან ვიღრიალე..
ტკივილისკან ოთხად დავიკლაკნე,
თუმცა,
ვიგრძენი..
ვიგრძენი..
ვიგრძენი,ჰაერში აღარ ვიყავი დაკიდებული..
იქ ვიყავი..
უძალოდ მწოლიარე..
თავზე არბი ომანი მადგა შეშლილი სახით..
შუბლი სიმწრის ოფლით დაცვაროდა..
ხელები დასწითლებოდა და ჯერ კიდევ დაემუშტა..
მისი ხელები იყო,
გულის ფიცარს რომ ტეხდნენ..
მისი ძლიერი მუჭები იყვნენ,
რომ არ დამთმეს..
მისუსტებულს,აღარ მქონდა ძალა კარებთან გახიდული რენასთვის საპასუხო მზერა გამეცვალა..
სარკასტულად მომზირალს ხელები მუცელზე დაეკრიფა,თითქოს მისი დაკარგვის შიშით შეძრულიყო..
ალბათ,უკვე აცნობეს თემის თავკაცს გვარის ზიარის მოლოდინი..
თუმცა,
არაფერს იტყობდა არბი..
კიდევ ერთი ადათი შეიწმინდა დაღლილ მკერდზე ომანმა..
არცერთ მამაკაცს უფლება არ ჰქონდა,
ქალის სარეცელს შეხებოდა,
თუარ იზიარებდა მას..
დამძიმებული ჰაერით ვგრძნობდი,
არაერთი საათი გასულიყო მას შემდეგ,
რაც ბოლოჯერ ჩავისუნთქე..
ჩამოწოლილი ბინდიც მეტყველებდა დაღამებას..
მინდოდა,
თავმომწონე სახეში სიმართლე შემეხეთქა რენასთვის,
მაგრამ,
არავინ დაუჯერებდა რიგით მეორე ცოლს პირველის ავსულობას..
მითუფრო მაშინ,
როცა გვარის ზიარს ელოდებოდა..
გაჭირვებით ამოვისუნთქე..
საკუთარი უძლურებით გაბოროტებულმა,
წყენით სავსე მზერა შევანათე ომანს..
თვალი არ გამისწორა მან..
სარკმელთან გადაინაცვლა და ჰორიზონტი გახვრიტა მანამ,
სანამ უკანასკნელი სხვისი არომატი არ გავიდა ოთახიდან..
კიდევ უფრო დამძიმდა ჰაერი..
ეგოისტურად მომინდა,
დაენახა რენას ჩემს სარეცელთან მდგარი არბი ომანი,
ზუსტად ისეთი,
როგორსაც მე ვხედავდი..
არა საჭიროებით გამოწვეული დარჩენით,
არამედ,
გულწრფელი წუხილით..
წამით ისე მომიჭირა ბოღმამ კისერში,
ყველაფრის სათქმელად დავაღე პირი,
თუმცა, მისმა ჟესტმა დამადუმა..
ტუჩებზე ყინულივით ცივი მტევანი დამადო და კარისკენ მიმითითა..
გვისმენდნენ..
დავდუმდი..
-კედლებსაც ესმით ანარა!-ძლივს გავიგონე..
თვალები დაგროვილი სიბრაზისგან სულ გაშავებოდა..
კისერთან დაუთვლიდი დაჭიმულ ძარღვებს..
უთქმელი სიტყვებისგან ყველაფერს ყვებოდნენ მისი ირისები,
თუმცა,ისევ არ მესმოდა..
-ერთ კითხვაზე მაინც მჭირდება პასუხი არბი..-ფიზიკურად აღარ შემეძლო ამდენის ატანა..
ყველა გამოვლილი წუთისგან მძულდა საკუთარი თავი და ყველა,ვინც ამაში ჩამითრია..
-ეს ყველაფერი თემს არ ეხება..-თავადვე დავასწარი..
ირონიისგან გაუბრწყინდა თვალები..
დუმილით დამიდასტურდა..
სული მომეწურა..
კიდევ უფრო ავირიე,
გამიათასდა შეკითხვები,
თუმცა,ვიცოდი,
მეტს აღარ იტყოდა..
თუ ეს ერთი ადამიანის ბრძოლა იყო,
რატომ ვიყავით ჩაბმული ორნი?!
ეჭვებმა სულ გამომაცალეს ძალა..
ფიქრებში ჩავიკეტე..
არბი მტოვებდა,
ძლიერი,მედიდური ნაბიჯებით,
რომ გავხედე..
-ბიჭის ღებას გილოცავ..-ხმა ჩამიწყდა..
მწარედ ჩაეცინა ომანს..
-არანაირი ბავშვი არ არსებობს ანარა..
რენა სატიელია..
14 წლის იყო,რომ მომიყვანა მამაჩემმა ცოლად,ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი,შვილი არასდროს გვეყოლებოდა..
ომანებს მე ვასრულებ...-მეგონა,სიკვდილი ამოაყოლა სიტყვებს..
თუ ყველაფერი ფარსი იყო ამ კედლებში,
არსებობდა რამე,
რაც რეალობას უდრიდა?!
იყო რამე,
რაც ადამიანურთან კავშირში იყო?!
თითქოს გავხევდი,
უკვე აღარ ვიცოდი რაღაზე მეფიქრა..
მეძებნა სიმართლე თუ რენას გულის ძაფებს ჩავძიებოდი?!
ერთადერთი,
რაც ამწამს სუნთქვის სურვილს მიღძრავდა,
ისევ ის,მბჟუტავი თვითგადარჩენა იყო და არბი ომანის შავი,უთქმელობით გაშავებული თვალები.
___
ომანების გამაგრებულ კარიბჭეს გარს უზარმაზარი,ხშირი ტყე ეკრა..
სიმწვანეში ჩაფლულ მიდამოს იმდენად იდუმალი აურა დასდევდა,
სუნთქვას მიხშირებდა,
რომ გადავხედავდი ხოლმე..
თითქმის კვირა გასულიყო მას შემდეგ,რაც სიცოცხლე მელეოდა ხელებში..
მთელი ეს დრო სრულად დამჭირდა საკუთარ თავს დავბრუნებოდი და ძალა მეპოვნა,სიმართლის გზისკენ სავალი..
რთული იყო..
უღმერთოდ მტკივნეული იყო ყველა იმ წინააღმდეგობის გათელვა,ადათებად რომ მეღობებოდა წინ..
იყო წამი,წარმოვიდგენდი,რა იქნებოდა ცხოვრება ყველა ეს წესი რომ ქარს წაეღო..
თუმცა,შესისხლხორცებული ტრადიციების მიღმა რთული იყო მცირე მომავლის ხილვა მაინც..
ვუყურებდი როგორ უმკალვდებოდა არბი თითო პრობლემას,ისე,რომ ჩარჩოს არ სცდებოდადა,
გულწრფელად მიკვირდა,
როგორ შეეძლო ყოფილიყო ერთდროულად ორი პიროვნება..
ის,ვინც თემისთვის სულს გაყიდდა და ის,ვინც ჩემთვის გარდაიქმნებოდა ხოლმე..
სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იყო,
მაშინებდა..
სზვა ვხდებოდი მასთან მეც..
თითქოს,ვერიდებოდი..
თითქოს მოწიწებით გავხედავდი ხოლმე.
რისხვა,რომელიც გულში არ ნელდებოდა,
დროდადრო უკან იხევდა ხოლმე და,
თითქოს საღ ფიქრებს მიღძრავდა..
ვფიქრობდი..
გამუდმებით და დაუღალავად..
ოთახში გამოკეტილი ყველა თითისტოლა ფაქტს ვახვევდი ერთმანეთს და,
ბოლოს მაინც ვერ ვპოულობდი..
უკვე იმედიც მეწურებოდა,
რომ პასუხებს ვიპოვნიდი..
თუ თემი არა,
მაშინ რა იყო მიზეზი ჩემი აქ ყოფნის?!
რა ჯოჯოხეთს შეეძლო ხელებზე მწარე თასმების მოჭერა და,
მორჩილება?!
ვდუღდი..
ოტხ კედელსა და,
ორ პიროვნებას შორის მოქცეული,
დაუოკებლად ვდუღდი,
მაგრამ,
არაფერს შველოდა ზედმეტი ფორიაქი..
ვიცოდი,კანით ვგრძნობდი,
სამ პიროვნებაში იმალებოდა ყველა გასაღები,
თუმცა,
მათი გაღება ყველაზე რთული მისია იყო..
შედარებით იოლი,ისევ დედასთან მისასვლელი გზა იყო..
თუ მასთან მივიდოდი,
ციცქნა ფაქტის დაცდენას მაინც შევძლწბდი და იქნებ,
ის ამოცანაც ამომეხსნა,
მთლიანად რომ წაიღო ჩემი თავისუფლება და,
სიცოცხლის წყურვილი..
არ იყო მარტივი,სასოწარკვეთას არ დაერია ჩემთვის ხელი..
თუმცა,თვითგადარჩენის სურვილი იმდენად დიდი იყო,ვგრძნობდი,ყველა დიდ კედელს გავანგრევდი,უბრალოდ ძალა მჭირდებოდა...
ძალა და იმ სიმართლის პატარა მარცვალი,
რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა არბი ომანი,
სურიე და,
რენა..
ამ ბოლო რგოლზე ეკიდა თითქოს ჩემი დარჩენილი ცხოვრების წუთები..
მისი ზიზღით სავსე თვალები ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს მიქადდა,
მჯეროდა..
მინდოდა დამემარტოხელებინა,
მაგრამ,
ჩემზე მეტი გამჭრიახი გონება ჰქონდა..
ყველგან ან სერინესთან ან,
ოჯახის სხვა წევრთან ერთად იყო..
მაფიქრებდა მისი ყველა ქმედება და მოძრაობაც კი..
უსასრულო შიში და ცუდის მოლოდინი კი,ძალიან ციდად მოქმედებდა ისედაც ჰაერში გაფანტულ სულზე..
მთელი ეს დრო,
ორად ორჯერ ვნახე მხოლოდ არბიც..
მისი მუდამ დაძაბული იერი საშინლად მძაბავდა მეც..
ვგრძნობდი,რამდენად გაფაციცებული და,დეტალებზე ორიენტირებული იყო..
თითქოს რაღაცას უცდიდა,
სამი-ოთხჯერ შევამჩნიე,როგორ გაჰყურებდა ეზოდან მდუმარე ტყეს..
ხელებს ზურგსუკან წაიღებდა და მანამ უცქერდა ჰორიზონტს,
სანამ დღე არ დაიწყებდა გაღვიძებას..
დარაჯად გადაიქცა..
თვალები უძილობისგან სულ ამოღამვოდა და,
ჩამუქებოდა..
წინანდელი,
თუნდაც იმ პირვანდელი არბისგან მხოლოდ სახელიღა დარჩენილიყო..
აფთარს ემგვანებოდა დღითიდღე და,ეს უფრო მიმძაფრებდა განცდას,
რომ რაღაც დიდი ახლოვდებოდა და, ეს , ზუატად ის იყო,
რამაც მის საფარქვეშ მომაქცია..
მორიგი ფხიზელი ღამე იდგა ამწუთსაც..
მოძლიერებული,
თითქოს,სწორ გზაზე მდგარი,
მალულად გავყურებდი არბის გადაშლილ მხრებსა და,
ქორივით მჭრელ მზერას..
ღამის შუა გასაყარი იდგა..
ჰაერიც კი არ იძროდა,
სიჩუმე რომ გაეფანტა..
თითქოს,
საათიც და დროც მასავით დუმდა.
გაყინულიყვნენ და,
მხოლოდ ომანის ბრძანებაზე განაგრძობდნენ სუნთქვას..
მინდოდა მასთან უფრო ახლოს მივსულიყავი,
იქნებ,ფიქრები მაინც დამეჭირა,
თუმცა,მდევარის მხილება არ მინდოდა..
უკვე აღარაფრის მოლოდინი აღარ მქონდა,
მეგონა,მორიგი უსტუმრო ღამეც ჩაიწვა,
ეზო რომ მეორე პირმა გადმოკვეთა და,
მის ზურგსუკან შეჩერდა..
დავიზაფრე..
სარკმელს სახით ავეკარი,
უსინათლო ღამეში რთული იყო გარჩევა სახით,
თუმცა,ეს სილუეტი მახსოვდა..
მისი მაღალი სხეული და ძლიერი ანფასი უღმერთოდ ჰგავდა ბაბა სატიელისას..
გავიყინე..
ყელი ჩამეწვა მოწოლილი ემოციისგან..
მანაც იგრძნო..
გამოტრიალებული გაუპირისპირდა კლდესავით შემართული და,
ალბათ,ელოდა კიდეც,იმდენად მშვიდი სახე ჰქონდა ომანს..
მეშინოდა..
სულში შემომძვრალი უსაშველო გაუგებრობისგან მინდოდა მეყვირა,
მაგრამ,
ხმა ჩამწყდომოდა..
არცერთი სიტყვა არ მესმოდა,თუმცა,
კანით ვგრძნობდი სტუმრის ამღვრეულ ხასიათს..
ხელი საგულისკენ წაეღო და,
გერბზე მჯიღს იცემდა გააფთრებული..
საუბარი აღარ იყო მშვიდი..
მეც აღარ შემეძლო უმოქმედოდ ცქერა..
თითქოს ერთმანეთს დაემთხვა ყველა წამი:
ოთახში მარტო აღარ ვიყავი..
ვიღაც ზურგსუკან ამომდგომოდა..
ბაბას სასროლად გამზადებული იარაღი შეეყენებინა ფეხზე..
ომანს ირონიისგან სახე დაღარვოდა..
მინდორზე მესამე პირი გამოჩნდა..
სულგაყიდული რენა..
სიმწრისგან ვყვიროდი,
თუმცა,
პირზე აფარებულ ხელს იქით,
ბგერები აღარ გადიოდა..
ვიღაც ზურგსუკან მომკროდა და,
მთელ ძალას სცლიდა,რომ გავეჩუმებინე..
წინ ჰორიზონტი არ იცვლებოდა.
სატიელს ფაფარაშლილი მგლისთვის ცივი ლულა მიებჯინა და ცეცხლებს ჰყრიდა..
არწივივით ფრთაგაშლილი არბი ომანი მედგრად დადგომობა და წარბსაც არ ხრიდა..
ალბათ,როგორ ასხამდა მტრის ცეცხლზე ნავთს მისი შეუპოვარი გული..
რენას სხეულს სამკუთხედი შეეკრა მინდვრის შუაში და,
ისე დამდგარიყო,
თითქოს,
ბედი არ წყდებოდა არბის..
ალბათ,
სიმწრისგან კანს გავუგლეჯდი ჩემს დამდუმებელს,
გონებას სუნი რომ არ ეცნო..
გამოვიფიტე..
თითქოს,
მთლიანად გამომაცალეს ძალა..
ზურგს დედა მიმაგრებდა..
მის სუსტ ხელს ქვის ძალა ჩასხმოდა ძარღვებში,სასოწარკვეთისგან..
-არ შეგამჩნიონ,ანარა! -ძლივს გავიგონე გალეული ხმა..
მოვდუნდი..
კედელს ავეკარით..
დაძაბული სმენისგან აღარაფერი მესმოდა,
გარდა,გარედან მომავალი ფოთლების შრიალისგან..
იმის განცდაც კი დამკარგვოდა,რომ,როგორც იქნა ვნახე სურიე და,აქ იყო..
ალბათ,ჩემს დასაცავად..
-ნუ გეშინია,ანარა! კარგად იქნება!-ისე დაედო ჩემს გულზე ხელები,თითქოს,აკავებდეს ფიცრებში..
არ მესმოდა,
ვერ ვიჯერებდი..
საკუთარი თვალებით უნდა მენახა..
გავიწიე,
თუმცა,ისევ მიმალურსმნეს მისმა ხელებმა..
მოწოლილი სიბრაზისგან ავიმრიზე,
მაგრამ,მისმა შეუვალმა მზერამ ისევ ძირს დამცა..
-მოკლავენ დედა! -გამოვცერი..
-ვერავინ შეეხება გვარის წინამძღოლს ანარა!-ხმა ყინულივით ცივი გაუხდა მუდამ თბილ დედას..-
ერთადერთი,ვისაც ამ კედლებში საფრთხე ემუქრება,შენ ხარ! -ტყვიაზე მწარე იყო მოულოდნელი სიმართლე..
მოვკვდი..
მეგონა,საკუთარ თითებში გამიცურდა ნაფლეთებად დანაწევრებული გული..
ხმა სადღაც დაკარგულიყო..
მერამდენედ დავკარგე წინ მდგომი მტვრის ფერი ქალი?!
რატომ?!
გული ამომისკდა..
იატაკზე უიმედობით,ბოღმით,სიბეჩავით სავსემ,ჩავცურდი..
აცახცახებულ ხელებში ჩავრგე გაუგებრობით გაბრუებული თავი..
ზიზღისგან მაზიდებდა..
ასეთი გასაცოდაებული საკუთარი თავი არასდროს მინახავს..
ჩალისფასად ღირდა ყველა ის სიტყვა,
რომელსაც ამბობდა სურიე და,
არ მესმოდა..
სიბრაზისგან ყბები ამეწვა..
ერთად დამტყდარი ყველა განცდისგან წამოსული ცხარე ცრემლები იატაკზე ხმაურით ეხეთქებოდა..
მინდოდა გაეხვრიტათ ხის ზედაპირი და ქვესკნელში ჩავეტანე..
თუ სიმართლე იყო,
წამითაც არ მიღირდა სიცოცხლე,თუ თემს და,ომანს,საფრთხეში ჩავაგდებდი..
სიზმარს გავდა..
დედას მოულოდნელი გამოჩენაც და,
სატიელის მტრობაც..
სიზმარს ჰგავდა უემოციო რენა და,
ყველას დარღვეული სიმშვიდე,
რომ მე,ვიღაც,რაღაც,
საერთოდ არაფერი,
ცოცხლად შევენარჩუნებინე..
არ იყო ღირსი არავინ..
თუნდაც წყევლასავით ადევნებული რენა,
რომ თუნდაც წუთი მოკლებოდა მის სიცოცზლეს,
ჩემთვის..
ეს განცდა კიდევ უფრო მიგლეჯდა გულს..
წარმოდგენა არ მქონდა რა იცოდა ყველაფრიაგან მან და,
საერთოდ,
რატომ ხდებოდა ყველაფერი ისე,
რომ,მე,ნაჭუჭში ვიჯექი..
გავუცხოვდი..
მტრულად ავხედე დედას..
სულ მთლად გალეულიყო..
ასეთი არც არასდროს ყოფილა..
სათითაოდ დაუთვლისი სახის ყველა განაცრისფერებულ
კაპილარს..
სიტყვაც არ დამიძრავს,თვალებით ვითხოვდი მეტს,
მაგრამ,
უსიტყვო იყო მისი მზერა..
-მეტის თქმის უფლება არ მაქვს ანარა..
ამაში ომანიცაა გარეული..-რომელ უფლებებზე ფიარობდა,როცა თვალწინ ვულპებოდი შვილი?!
დავცეცხლდი..
უსამართო იყო ისიც და,
არბიც,ტყუილის დიდი ფარდა რომ ჩამომაფარა თვალებზე..
როგორ წამოვდექი არ მახსოვს..
დედას სწრაფი ნაბიჯებიც მესმოდა ზურგსუკან,
თუმცა,ვეღარ მაჩერებდნენ მისი ხელები..
არ მჭირდებოდა მეტი საიდუმლოს მოზიარე,
ჩუმად გავიარე სახლი,
თუმცა,
გულმა ვეღარ მითმინა უკვე ეზოში..
რენა აღარ იდგა..
აღარც სატიელის კვალი ჩანდა კოინდარზე..
თითქოს არც არაფერი მომხდარიყო..
აღარც დედა აღარ იყო..
აღარც ადათი და,
საძულველი წესი..
უკიდეგანოდ მშვიდი ჰქონდა მხოლოდ არბის სახე..
გული ამომისკდა მისი უღელვო მზერისგან..
ისე მივეჭერი,
თითქოს ტოლი და სწორი ყოფილიყო..
ისე ჩამომესხა ფეხებში უღმერთო ძალა,თითქოს,ადამიანი არ ვყოფილიყავი..
ისე დავუშინე მის ქვასავით მაგარ მკერდს მუჭები,
თითქოს,
წინ თემის ბელადი არ მდგარიყო..
აშლილი ვიყავი..
აღარცერთი საღი ნერვი აღარ მქონდა შერჩენილი..
ვიგრძენი,როგორ ეცვლებოდა სუნთქვა რისხვ ისგან ომანს და ამან უფრო დამიბინდა გონება..
-ანარა! -მომწყდარი ზვავივით დაეკიდა ჰაერს მისი სუსხიანი,მტკიცე ხმა..
არასდროს ყოფილა მისი მზერა ამაზე მეტად საშიში..
ამაზე მეტად ცივსისხლიანი..
ამაზე მეტად არაადამიანური..
უღმერთო ტუჩები სიმწრისგან მოეკუმა და ,
თვალებიდან ცეცხლის მუგუზალებს ყრიდა..
დავპატარავდი..
საკუთარი სიმართლით გასიებული გული ხელებში გამელია..
წინ ფაფარაშლილი ლომი მედგა..
განკაცებული ომანების გერბი..
გახშირებული სუნთქვისგან მკერდი უწყვეტად მოძრაობდა..
გადახეთქვას ჰქონდა ძარღვები კისერზე.
სიკვდილს შეგუებული განაჩენს ველოდი მისი თავმოყვარეუბის გათელვისთვის,
მაგრამ..
არა!
ის არბი იყო!
ომანი!
თემის თავკაცი!
ძლიერმა,
სიბრაზისგან სავსე ხელებმა ისე ჩამჭიდეს მტევანი,
სული გამიმწარდა..
ძალას ვერ ზომავდა..
მივყავდი..
სადღაც..
სახლის საჯინიბოდან სტვენით უხმო მის რაშს და,
ისე ამამხედრა,
არც კი მომცა საშუალება,
გამეაზრებინა..
ვგრძნობდი,
როგორ დადიოდა მის ძარღვებში მოწამლული სისხლი..
კანიდან ამოსკდომოდა უთქმელი სიტყვები და,
ყველა მის ზიზღს,
უღმერთოდ სწრაფი ჭენება ავლენდა..
თითქოს,
ცდილობდა ჰაერში გამოეშვა ყველაფერი და,
გონება გაეთავისუფლებინა..
ვერ ვეჭიდებოდი..
მეშინოდა..
ვერიდებოდი..
ალბათ,
ქვის კედელს შევალევდით სიცოცხლეს,
აღვირი რომ მოქაჩა არბიმ და,
კედელს გადაააფრინა მისი ბედაური..
სიკვდილს ჩავხედე თვალებში..
გულამომსკდარი დავაკვდი მის ზურგს..
სიმწრისგან ვყვიროდი და,
ცხელი ცრემლით ვუნამავდი პერანგს..
სასოწარკვეთისგან ძალა მელეოდა..
ფხვიერ მიწაზე ტეხდა ცხენის ფლოქვები ქვებს შუაზე..
დუჟმომდგარი მთელი ძალით იქნევდა გრძელ ფეხებს და სიცოცხლის წვრილ ხიდზე გავყავდით პატრონის ნებით..
მთელ ხმაზე,ლომივით ღრიალებდა არბი ომანიც..
-მიდი,ხატულა!-გავაზე ქუსლს მთელი ძალით ურტყამდა და კლდის წვერზე მიაქანებდა განწირული..
სიკვდილი არ მინდოდა.
აქ არ მინდოდა..
მეშინოდა..
სისხლი მეყინებოდა..
ფეხქვეშ გვეცლებოდა ფართო ბილიკები..
საცალფეხო გზაზე თითქმის აღარ ეხებოდა მიწას ცხენი..
თავი შეეწირა ომანის ბრძანებებისთვის..
სიცოცხლე მხოლოდ მასთან უღირდა.
ხმა აღარ მქონდა გოდებისგან..
ცრემლი დამიშრა სიმწრისგან..
ხელებს ვეღარ ვაჭდობდი უკვე არბის წელს,
სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობდი და ისე აღარ მინდოდა,
გულზე ხელი დავადე,ძლივსძლივს..
-არბი,გევედრები..-მეგონა,ვეღარც გაიგონა,
რომ შეაჩერა ფერდობის უკანასკნელ წვერზე..
ჰორიზონტზე მხოლოდ გაცრეცილი ცაღა ჩანდა..
მიწა დაგველია წინ..
ვეღარ ჩამოვქვეითდი მე..
გაჩერებისთანავე მომწყდა არბი და,
თვალდახუჭული,
ღრმად შეისუნთქა ჰაერი..
თავის ხელში აყვანას სცდილობდა..
არ გამოუვიდა..
ისევ უღმერთო სიბრაზისგან კანიდან ორთქლი ადიოდა..
-სიცოცხლე გინდა ანარა?!-თურმე,რატომ გამიყვანა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე..
პასუხი მთელი გზა გულს მიჭამდა..
არ მიპასუხია,თუმცა,
კარგად ხვდებოდა ჩემს ფიქრებს..
ცივად ჩაეღიმა..
ჩემკენ წამოვიდა..
ცხენზე ამხედრებული ერთი ხელისმოსმით ჩამომაქვეითა და,
ძალაგამოცლილს,საყრდენად დამიდგა..
სიამაყე,
უღმერთო სიძლიერე,
უკიდეგანო თვითკმაყოფილება იღვრებოდა ღამისფერი თვალებიდან..
და მაინც,
რისხვისგან ვეღარ იტევდნენ ემოციებს ირისები..
-მაშინ მაცალე,შენთვის ვიბრძოლო..
დამიჯერე,ღირხარ!-ცინიკურმა ღიმილმა გაკვეთა სახე,
მაგრამ,
ვეღარ დავაკვირდი..
არბი ომანმა საკუთარ ხელებში მოიქცია ჩემი ყველაფრისგან დაღლილი სახე და,
თავდაყირა დააყენა მთელი ჩემი არსებობა..
ყინულივით ვიცი ბაგები მხოლოდ წუთით შეეხნენ ჩემსას,თუმცა,
მთლიანად დაისაკუთრეს..
მის ზიარად მაქცია ომანმა..
მისი სულის მეწილედ..
მისი გულის მფლობელად..
იმ წამიდან,
სახლამდე,
გონებამ მთლიანად გათიშა ყველა ფაქტი და,
მომხდარი..
პირველი მამაკაცის სიახლოვისგან მიღებული ენერგია,
მთლიანად ფარავდა ჩემს აფორიაქებულ სულს და ერთ დიდ,
თვის საბურველში ხვევდა..
ჩვეულ ოთხ კედელში დაბრუნებისას გაცოცხლდა მხოლოდ განცვლილი..
გონება უწყვეტად ატრიალებდა კადრებს..
სახე-სახეს ცვლიდა და სხენა სხენას,
მანამ,
სანამ გონებამ განგაშის ზარი არ შემოჰკრა..
რენა და ბაბა..
ორი სატიელი..
ერთი და იმავე გარეგნული მახასიათებლები და სულის სიავე..
გული გამიჩერდა..
უკვე მერამდენედ..
რენა ბაბას და იყო..
სასისხლოდ გადაკიდებული ომანები,სატიელებზე,
სათავეს ვგრძნობდი,
ჩემიდან იღებდნენ და,
ამან ის,
წეღანდელი წამიერი სულის სიმშვიდე ერთიანად ჩამოამსხვრია..
ომანები კარტებს არ შლიდნენ..
ოთხ კედელთან ერთად,
ჩემს გაჭ....ტას სატიელები და,
ფარად აკრული არბი ომანი ცდილობდა..
ამის შეცნობა სიკვდილს გავდა..
ამდენი არეულობისგან,
უკვე,
სუნთქვაც აღარ შემეძლო..
რომც შევწირვოდი,
როგორღაც ფსკერამდე უნდა ჩავსულიყავი და ,
ყველაფერი გამეგო..
თუნდაც,
არბი ომანოს რისხვას ცა გაეპო..
___
ყველაფერი ერთმანეთში აირია..
დასაწყისიდან დღემდე,
თითქოს,არც არაფერი ყოფილა დაწყობილი..
რთული იყო,გადასატანად..
იმდენად,რომ საკუთარ ტყავს ვეღარ ვგრძნობდი..
მეწვოდა ყველა უჯრედი..
სული მქონდა ათას ნაწილად დანაწევრებული და დამსხვრეულ გულს ვეღარ ვაკოწიწებდი..
სიმართლე მჭირდებოდა სისხლივით..
ყოველ კუთხეში დავეძებდი გაასმაგებული ყურადღებით,თუმცა,
თითქოს,საერთოდ აღარავინ სუნთქავდა ზედმეტს, ომანების საუფლოში..
სერინემ,რომელიც,დაუფარავ უკმაყოფილებას ატარებდა,
ვიცოდი,
დეტალები არ იცოდა..
ვგრძნობდი ამას და,
ეგოისტურად მიხაროდა,რომ მხოლოდ მე არ ვიყავი გაუგებრობაში..
რენას სულივით უჩინარი სხეული თითქოს კედლებში გადიოდა,
საეერთოდ აღარ ჩანდა..
თითქოს,ყველა ქრებოდა,როცა რაღაც მჭირდებოდა..
უჯვე იმდენად მქონდა ზიზღი დაგროვილი,
ვეღარც ვიკავებდი ხოლმე..
ზიზღს,
კიდევ უფრო უკიდეგანო შიშის განცდა ცვლიდა..
მეშინოდა გარეთ გასვლისაც კი და,
გაცილებით მეტად,არბი ომანის თავდაჯერება..
მეშინოდა ქარის დაბერვისაც კი..
მეგონა,ის მოიტანდა სატიელების მტრობას და მასში გაგვხვევდა..
მეშინოდა მისი დაკარგვაც..
არ იყო მარტივი ამის გაცნობიერება..
უღმერთოდ რთული იყო მისდამი ორმაგი გრძნობები..
ორად მხლეჩდა შიში დაკარგვის და ზიზღი,უთქმელობის..
თუ აქამდე ის იბრძოდა ჩემი რაღაცისგან დასაცავად,
ახლა,მეც ვგრძნობდი გაორმაგებულ
პასუხისმგებლობას,
კიდევ უფრო დიდი საფრთხისგან გამეშორებინა ის..
ვიცოდი.
მესმოდა და,
ამას საკუთარ თავძე მეტად ვერავინ მაგრძნობინებდა,
ერთადერთი საფრთხე,რაც ომანს გარს ეკროდა,
ეს ისევ ჩემი მის გვერდით ყოფნა იყო და,
ზუსტად ეს იყო,
ცოცხლად რომ მკლავდა..
უკვე
მერამდენედ მეწვოდა ფიქრწბით გული,
რომ არავინ,
არც ერთი სულიერი ღირსი და,
მუთყმეტეს,ვალდებყლი არ იყო ჩემს გამო თავუ საფრთხეში ჩაეგდო..
რომ მცოდნოდა სიმართლე,
იქნებ,თავად მეტვურთა საკუთარი ბედი..
იქნებ,მეც შემძლებოდა მტრის სისხლი დამელია და,
აღარავის შეხმობოდა სხვას მეწამული ლაქა..
თუმცა,
ყველაფერი ისე არც არასდროს ხდებდა,
როგორც,ვაწყობთ და გვინდა..
დიდი მონდომებით ვგეგმავდი გზას,
რომ თუნდაც რამოდენიმე წუთით გამერღვია გალავანი,
სერინესთან მისასვლელად,
მაგრამ,
ციხედ გადაექცია ომანს მთელი თემი..
ყველა სორო ამოექოლა..
ყველა გასასვლელი დაეგმანა და,
სულიერიც აღარ შემოდიოდა საღზღვარს იქით,
ომანთა დინასტიის გარდა..
მათი სიძულვილით სავსე მზერა კი,
ყველაფერს ერთიორად ართულებდა..
მე მათი არ ვიყავი..
სახელს მიკერებული -ომანი-არაფერს ცვლიდა..
ზედმეტი ტვირთისგან დამძიმებულ მხრებს თვალსაჩინოდ დაატარებდნენ...
არსებობას აღარ მანდომებდა არცერთი რეალობა..
ოთხ დიდ,
საუკუნოვანი ნიმუშებით დატვურთულ კედლებში თავს ყველაზე უფუნქციო ნივთავ წარმოვიდგენდი..
აქ,
სადაც სუნთქვაც კი აღარ შეიძლებოდა,
ისე გავიხიდე,
გასასვლელი და,
გადასარჩენი ძალაც აღარსად იყო..
ალბათ,
გარდა მისი ყორნისფერი თვალებისა..
მისი სიამაყისგან გადაშლილი მხრებისა და,
გულში ჩაქსოვილი დიდი,დამღადასმული გერბისა..
მის მთლიანად ცხოვრებას რომ მის ფაფარზე იქსოვდა..
კალაპოტიდან წამითარ არ ამოდიოდა არბი..
თუმცა,
კანში ვერ ვეტეოდი მე..
ახლაც,
როცა ამდენი ფიქრისგან მხრებზე თავს ვეღარ ვგრძნობდი,
გული ამოსკდომას მქონდა..
ჩემი ნავსაყუდელი,
ჩემი ჩუმი,
ბევრის მთქმელი და ყველა გრძნობის დამტევი ღამე,
გარს შემომხვეოდა და თითქოს მის ენერგიას მიწილადებდა..
სარკმელთან უშედეგოდ გადათენებული ღამეებისგან,
ხედი მაინც არ იცვლებოდა..
უკვე მეორე დღე ჩამოიწვა,
რაც ომანს სახლი დაეტოვებინა და,
აღარ გამოჩენილა..
თითზე ჩამოსათვლელად ჩანდა ეს დღეებიც..
თითქოს,
სიკვდილის წინ არ დავეყენებინე..
თითქოს,
კოცნა არ მოეპარა და,თავგზაარ აებნია ისედაც გასაცოდავებული გონებისთვის,
ისე დაკარგულიყო..
სახლში მისი არყოფნით გამეფებული მდუნარება უფრო მზაფრავდა..
ადგილზეც ვეღარ ვჩერდებოდი..
აღარც წასასვლელი გზა აღარ იყო..
ყველას სიმშვიდისგან სახე დაღლოდა,
მეკი სად გამეღვარა ეს შიში,
არ ვიცოდი..
მის სამყოფელსაც მალავდნენ..
მუდამ მოსაუბრე სურიეც კი დადუმებულიყო და,
მხოლოდ ავ მზერას ავლებდა ჩემს სახეს..
ვერ ვითმენდი..
აღარ შემეძლო..
არ ვიცი ად,
იქნებ,სულარ იყო საფრთხეშიც,
მაგრა
,
უნდა მომეძებნა..
ღამე უკვე გუდა-ნაბადს იკრავდა,
ოთახიდან რომ გავედი..
სრულ სიმყუდროვეს მოეცვა ოთახები..
ჰაერიც კი არ იძროდა ზედმეტად,
მითუფრო ვინმე სულიერი..
იმედი არ მქონდა,
რომ გავაღწევდი,
მაგრამ,
უნდა მეცადა..
სულს ცდა ჭირდებოდა,რომ დამშვიდებულიყო და თითქოს ღმერთს ესმინოს ცხოვრებაში ერთხელ,
გრძელლულიან საბრძოლო იარაღის კონდახზე ჩამოძინებოდა სიფხიზლისგან დაღლილ გუშაგს..
სისხლი ამიდუღდა..
მეგონა ვენები დამისკდებოდა,
ისე ავღტკინდი..
სულად ვიქეცი,მეგონა,ისე გადავსერე კოინდარი..
ბეწვის ხიდზე გავდიოდი..
თუ ვინმე შემამჩნევდა,
ცოცხლად დამწვავდნენ..
არც არავინ შეხედავდა გვარსა და წოდებას,
კაცის შვილს არ შეეძლო ქურდად გასვლა ოჯახიდან და გვარის ლაფში ამოსვრა,
მითუფრო ქალს..
წელამდე ავიკარი წვივებამდე გრძელი კაბა..
მოხვეული ქამარი შემოვარტყი და,
ფრთხილად,გაჭირვებით გადავევლე ქვის გალავანს..
თურმე,არ იყო საქმე,რასაც გული არ გაგაკეთებინებდა..
ფერდობზე ქურციკივით მორბენალმა,
მხოლოდ წამი გავიფიქრე,რომ ჰორიზონტამდე სირბილი შემეძლო..
მაგრამ,
რა იყო მის იქით,რომ მომსურვოდა?!
ცხოვრება,რომელიც აქ,
ადათებსა და წესებში ითხვრებოდა,
იმაზე მეტი იყო,
ვიდრე გაქცევის სურვილი..
მთელი ძალით მობებღაუჭე შიშს..
მაგრად გავეხვიე მის საზიზღარ საბურველში და იქამდე მივრბოდი,
სანამ საკუთარმა ფეხებმა საკუთარ ალაგს არ მიმიყვანა..
პატარა ფიცრულს გავდა ომანებთან შედარებით საკუთარი კერა და მაინც,
ცხოვრებას მერჩინდა მათში გატარებული ყოველი წამი..
გამაკანკალა..
როგორ გადმომსკდა გახევებული თვალებიდან ცრემლები,
ვეღარ მივხვდი..
საკუთარი ტკივილი მატირებდა..
ერთიანად მოცილებული დედა და,
მისგან შორს მყოფი სული..
მეგლიჯებოდა გული,
მაგრამ,
ვერ მეპატიებოდა..
მეგონა,
მან გამწირათქო..
მან ჩამაგდო ყველაფერში და,
ისე მტკიოდა ეს ფიქრებიც,
გული მიჩერდებოდა..
კიდევ მეტი სიფრთხილით შევაღე კარი..
არცერთ ნივთს არ ეცვალა სახე..
დრო გაჩერდა მაშინ,რომ წავედი და ,
არც ახლა გაგრძელდა,
რომ დავბრუნდი..
ხის საწოლზე ეძინა დედას,
ალბათ,მშვიდი ძილით არა..
ალბათ როგორ უსკდება გული სიზმარშიც და ცხადშიც..
როგორ ეშინია ჩემი დაკარგვის და,
მე,როგორ ვიცილებ მას მკერდიდან..
შემზიზღდა უჯვე მერამდენედ,საკუთარი გასაცოდავებული თავი..
სასთუმალთან ისე ჩავიმუხლე,
არ მინდოდა გაღვიძებოდა..
ფრთხილად ჩამოვეყრდენი ქათქათა ზეწარს..
მშვიდი,
უშიშო ძილი ისე მენატრებოდა,
სიცოცხლესავით მინდოდა,მიმეძინა და,
გაღვიძებულს კოშმარში აღარ ვყოფილიყავი..
იდეალური სიჩუმე იდგა..
სუნთქვაც კი არ მინდოდა..
მაგრამ..
ბედის მწერალი სიცილით დაგვყურებდა დედა-შვილს..
გონებამ რომ გაიაზრა,
სურიეს გულის ცემა არ მესმოდა,
მოვკვდი..
მეგონა გული ამომგლიჯეს საგულეს..
უღმერთოდ შეშინებული მოვეჭიდე მის გრილ სხეულს..
არ სუნთქავდა..
აღარ ცოცხლობდა..
აღარ არსებობდა.
სასთუმალთან დაელია აშლილი სული და,მე ამდროს მასთან არ ვიყავი..
მე ამდროს სადღაც,
სიძულვილით სავსე კედლებში,
გული სიბრაზისგან მიცემდა,
როცა მას საერთოდ აღარ უფეთქავდა..
გავშრი..
წუთები გოდებისგან ამოსკდომას მქონდა იოგები..
ისე ჩავკროდი მის სხეულს,თითქოს მართმევდნენ..
რატომ ვერაფერი ვიგრძენი?!
რატომ არ გამიჩერდა გული მაშინ,
როცა მისმა არსებობა შეწყვიტა?!
რატომ არ ჩამოიქცა ცა სიმწრისგან,
რატომ კაშკაშებდა მთელი დღე ცხრათვალა
მზე,
როცა ყოფა დატოვა დედამ?!
რატომ მომიყვანა შეჩვენებულმა ბედმა მხოლოდ ახლა აქ,
როცა შეეძლო,
ძალა ჩაესხა კიდურებში და,
მცველებთან ჭიდილით მოვსულიყავი მასთან და მომესწრო..
ნუთუ,
ამისთვის გამომაქცია?!
ნუთუ ამისთვის გამიმეტა?!
მძულდა..
მეზიზღებოდა..
ღმერთო,
როგორ მტკიოდა ასეთი ბედის უსახო მწერალი..
გადავიცალე..
აღარ შემეძლო..
მის სხეულზე დავლიე ის მთელი ძალა,
წეღან რომ აქამდე მომიყვანა..
ირონიით სახე დამეღალა,
კანი ამეწვა ტკივილისგან,ისე არ მეთმობოდა მისი გაწამებლი სიცოცხლე..
მისი ჩემგან მიტოვებული ცალი სული..
როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი?!
იქნებ,რა ფასად დაუჯდა ჩემი ომანად ქცევა და,
როგორ ეწამებოდა,რომ ვეღარ მხედავდა..
მეზიზღებოდა..
სიკვდილივით მეჯავრებოდა ყველა ის ადათი,
დედას რომ არ განახებდა..
ყველა ის წესი,
რომ უკრძალავდა შვილის სიახლოვეს..
ყველა ის დოგმა,
ის დაღდასმული ვერდიქტი-გოგოს ძეობა და,
სარკმლებზე ჩამოფარებული შავი ფარდა,რომ,
გვარს არ ზიარდა ახალშობილი..
მწარედ ვიკბინე სიმწრისგან გადაფითრებულ მკლავებზე..
ვეღარ ვიგრძენი..
სისხლი წამსკა გახეთქილი კანიდან,
მაგრამ,
იმზე მტკივნეული არ უყო,როგორც მთლიანად მარტოდ დარჩენილი სული..
ხმა წამერთვა..
გამთენიას გაყვა ყველა იოგები..
ხავილზე გადავედი..
მამლის ყივილს და,
ომანებისგან მონაბერ საყვირის ხმას შეერწყა სასოწარკვეთილი ხავილი..
დღის შუქს ნელნელა მოყვა თანამეთემეები..
ქალებით გაივსო ოთახი..
ცხოვრება წართმეული დედებით..
სახე აჭროდა ყველას..
სახე შეცვლოდა კარებში კლდესავით შემართულ არბი ომანსაც.
გამოჩნდა..
გლოვას ფეხდაფეხ მოჰყვა..
მკვდრის ფერი ედო ღაწვებზე..
სიშმაგე სადღაც გადაკარგულიყო მის თვალებში,
ჩემი გაქცევით გააფთრებული მისი თვალები,ჩამქრალიყო და,
თვალსაჩინო ტკივილით ანთებულიყო..
თითქოს,
აზლა გაცოცხლა შიგნით ყველა დაგროვილი უბედურება..
ვეღარ შევჩერდი..
არარა მიმივაკე და,
აღარც გადმოუდგამთ ნაბიჯი..
წვიმის წვეთებივით ცვიოდა თვალებიდან მდუღარე ცრემლები და მაინც,
მზერას ვერ ვაშორებდი მას..
თითქოს ზიზღს ვუგზავნიდი,
თითქოს,მას წაეღო დედას ცხოვრება,
კეთროვანივით გავიცილე.
ვიგრძენი,როგორ ეტკინა,მაგრამ საკმარისი არ იყო,
სულს რომ წამლად მიეღო..
სიმართლე მინდოდა..
ახლა,როცა,
აღარცერთი იმედი აღარ მქონდა ძარღვებში შერჩენილი,
სიმართლე სისხლივით მწყუროდა და მივხვდი,
არბიმაც რომ იგრძნო ეს..
აღარ მოახლოებულა..
ისე ამაცალეს ხელებიდან მისი დამჭკნარი სხეული,
აღარც შემოუხედავს..
რაღაცნაირად,
სულ ერთი წამით,როცა თვალებზე დიდი ჩრდილი გადამცილდა,
მისი მხრები აღარ მეჩვენა ძველებურად შემართული..
თითქოს,სიამაყე დაეკარგა ..
თითქოს,დაპატარავებულიყო,
აღარ ზანზარებდა მიწა მისი ნაბიჯებით..
ქარის წონის გამხდარიყო..
მიწას აღარ აჩნდა..
ცოდვით დაუმძიმდა სული და,
აღარ იყო მასში ის,რაც კანიდან გამოდიოდა..
მაგრამ,
ალბათ,მხოლოდ ჩემ თვალში ჩანდა მისი სახეცვლილება..
ფარდაგად გაფენილი ხალხი თავს ევლებოდნენ და,
მის ჩუმ მიმართულებებს ასრულებდნენ..
არ მეთმობოდა სურიე,
მაგრამ,
ლეშისსუნად ამყრალებული ადათი უფლებას არ მაძლევდა,
დღეზე მეტად მეგლოვა ტკივილი..
მზის ბოლო სხივამდე მიწას უნდა მიმებარებინა მისი გატანჯული ცხოვრება და,
მხოლოდ სახლში,
ოთხ კედელში უნდა მემოსა ძაძა,
ისე,რომ სხვას თვალში არ შეჩხეროდა..
მთლიანად რომ დავიცალე,
ყვა ენერგიისგან,
მერე წამოვდექი,
გაჭირვებით..
სუდარაში გაეხვიათ დედა,
ხის ექვს ფიცარში ჩაეწვინათ და ეზოს შუაგულში,
ორ სამფეხზე მიესვენათ..
თავთან,
უკვე,ხესავით შემართულიყო არბი..
მზერა ისევ,
ძველებურად ჰორიზონტისკენ მიეყინა და,
მისი სუსხით ამძიმებდა ისედაც ცოდვით სავსე მიწას..
ბოლოჯერ მივეფერე მის სახეს.
თითქოს,სულ გამცლოდა ის დაგროვილი სიბრაზე და,
მხოლოდ მისი სიმშვიდე მინდოდა..
გამსიებოდა გული,
საგულიდან ამოხტომას ლამობდა,
მაგრამ,
ისევ დავუჩოქე წესებს..
ისევ გამოვკეტე კედლებში ტკივილი და,
მათ გარეთ,ლოდად ვიქეცი..
გავყურებდი,როგორ მიჰყავდათ დედა თემის თავკაცსა და,
ოჯახის წინამძღოლებს..
ვუყურებდი,როგორ მიეფარნენ გორაკს და,
სული მიქრებოდა ხელებში..
რომ მოვიხედე,
მხოლოდ ქალებიღა დავრჩენილიყავით ხით შემოკარებულ ეზოში..
მათ რიგებს მალევე შემოუერთდა რენა და სურიეც..
სიმწრისგან გამეცინა..
რენას სახეზე საერთოდ არაფერი ეწერა,
გარდა,
უშნო კმაყოფილებისა..
თითქოს,ცას ეწია ჩემი უბედურებით..
-ცა გახსნილიყოს მისთვის,ანარა!-პირველად ვიგრძენი სურიესგან გულწრფელობა..
მკრთალად გავუღიმე..
ამ წამს დრო არ იყო,
მაგრამ,
ისიც ვიცოდი,
ჩემი ასე გაქცევა და გვარის უკან გდება უკვალოდ არ ჩაივლიდა..
ამას სათავისოდ გამოიყენებდა მუდამ ბოროტისკენ მიმართული რენა..
თუმცა,დღეს არა!
ყველა წამი სურიეს ეკუთვნოდა..
მხოლოდ მისთვის უნდა გალეულიყო დღე..
ასე,
ხის სკამზე დამდჯარმა გამოვლიე დღე..
ვუყურებდი,როგორ იცლებოდა ირგვლივ ეზო ხალხისგან და,
როგორ დავრჩი მარტო გაცრეცილი ჰორიზონტის დადგომისთანავე..
არბის საძებრად წამოსულს,
ხელთ დედას გვამი რომ მეწილადა,
ეს მტკენდა ყველაზე მეტად გულს..
ამ განცდას კი,ვეღარ ვიშორებდი..
მითუფრო მაშინ,
როცა ჰაერი დამძიმდა და,
ომანი მოვიდა..
ღამეში,ისევ ისეთი მეჩვენა..
აღარაფერი..
უხმოდ ამიარა გვერდი და,სახლში შევიდა..
დიდი ხნის შემდეგ შევყევი მას მეც,
როცა ვიგრძენი,რომ სიმართლისთვის მზად ვიყავი..
ოთახის შუა წერტილში დამიხვდა..
თავჩახრილი..
ფრთებჩამოყრილი..
უსამართლო ვიყავი,
სჩანდა,მასაც ეტკინა და გული მომეწურა..
-ყველაფერი უსაშველოდ ადრე დაიწყო,ანარა!-პირდაპირ წამოიწყო..
დასაწყისიდან,როგორც ამას ჩემი თვალები მოითხოვდა..
-სატიელებსა და ომანებს შორის სისხლით მტრობას წლები ითვლის..
წინაპრებიდან მოგვყვება და ,
სისხლს ვიღებთ სისხლის წილად თაობები..
უმირმა ჯაჭვის გაწყვეტა სცადა 15 წლის წინ..-სისხლი გამეყინა ომანების მთავრის ხსენებისას..სახე არ შეცვლია არბის მამის მოგონებისას..
-თითის ტოლა რენა გამითვისეს სატიელებმა,მშვიდობისთვის..
ყველაფერი თითქოს ახდა,
სანამ,
ორ გვარს ორი ახალი თავკაცი არ დასჭირდა..
ლადას გზას ბაბა სატიელი მაშინ გასცდა,
ფუძის დედის დღესასწაულზე წლის წინ რომ ამოგირჩია და,
შენი წილი სთხოვა სურიეს..
-გავიყინე..
ამის შემდეგ თუ რამე სიცოცხლე არსებობდა,
აღარ მეგონა..
ავირიე..
ეს ის სიმართლე არ იყო,რასაც ველოდი..
ეს იმაზე დამახინჯებული რეალობა იყო,
ვიდრე ვამზადებდი თავს..
არბიმ შემატყო,აღარ შემეძლო,მაგრამ,
ისიც ვიცოდი,იმაზე დიდი ჰქონდა სათქმელი,ვიდრე განვლილი და,
იმაზე უღმერთო ტკივილი მელოდა,
ვიდრე აქამდე..
სრულიად ადამიანობა დაკარგული ავხედე მას..
სურიეს შეეძლო სატიელს მივეთხოვებინე,
მაგრამ,
ომანს გამატანა..
რატომ?!
თვალებით მოვძებნე მისი მზერა,
მაგრამ,
არ გამისწორა..
წარსულის ჭუჭყიანი,მტვრიანი ფურცლები გადაშალა არბი ომანმა..
-21 წლის წინ,
როცა წლისაც არ იყავი,
12 შესრულებულიც არ მქონდა,რომ დამწინდეს აკვანთან უმირმა და სურიემ..-გული გამიჩერდა..
შემზარა მოსმენილმა..
ყველა ტკივილი გაქვავდა და,
ახალმა დამამსხვრია..
-ქუდზე კაცმა არ იცოდა,ნიშნობის ამბავი,რადგან,
თემებს შორის სისხლისღვრა იყო და,
სატიელები ჩვენი მიწის წასართმევად სულს ყიდნენ ეშმაკს..
რომარა ბაბა,ეს ასე არ მოხდებოდა ანარა..
მაგრამ,ჩემ საკუთრებას ვერავის დავუთმობდი!
მითუფრო შენ!
-ჩემი ცხოვრების პირველ და უკანასკნელ ქალს!
-დადუმდა არბიც და სუსტად მფეთქავი ჩემი გულიც..
მწარედ მეღიმებოდა ირონიისგან..
იცოდა სურიემ,
თავს შევაკლავდი და,ბოლომდე საკუთარი გულის სწორს დაველოდებოდი..
იცოდა,
ყველა წესს გავთელავდი,რომ მცოდნოდა და,
მაგიტომ ვერ მიმხელდა..
მაგიტომ ჩაიდო გულში დიდი ძარღვი და ყველა ტკივილი ზედ დაიხვია..
გავმწარდი..
ტუჩებიდან სისხლი წამსკდა,ისე მწარედ მოვუჭირე კბილები,რომ სასოწარკვეთისგან ისევ არ მეღრიალა..
არბიც გარეულიაო,
ისე მითხრა,
თითქოს მთავარი წერტილი არ ყოფილიყოს..
ღმერთო,როგორ გაიტანჯა ბოლო წელი და ალბათ,როგორ ეიმედა არბი ომანი..
ამწამს,როცა ფარდა აეხადა ყველაფერს,
კიდევ უფრო დამრია ხელი ეგოისტობამ..
არბისადმი სათქმელი სიტყვები ყელში დამეკარგა,
არადა,ვიცოდი,როგორ ელოდა თუნდაც ბგერას,
მაგრამ,
არ შემეძლო.
სიმწარე იმაზე დიდი იყო ვიდრე არბი ომანი..
წარსული იმაზე შემზარავი იყო,ვიდრე დღეის იქით მოსახდენი და,
იმაზე მეტად დაბურული,
ვიდრე ჩვენი ბედი..
დავდუმდი..
საკუთარი უსუსურობით შეჭმული და გამქრალი..
უკვე,ვეღარ ვალაგებდი ფიქრებს..
რომელს უნდა დავყოლოდი,
სისხლის ღებას,გვარისას თუ,
დაწინდვის ღამეს?!
თავზე ჩამომექცა ყველა განვლილი ფიქრი და ღამე..
აქამდე მომხდარი ყველა ემოცია ერთიანად გაქრა და მისი ადგილი შავბნელმა მომავალმა დაიკავა,
სადაც,
არბი ომანი სისხლით,ხორცით,
ადათ-წესით ჩემი ქმარი იყო..
მტვერივით გაქრა მისი დაპირებაც,რომ გამიშვებდა და მას წაჰყვა ჩემი სურვილებიც..
ყველაფერი აფსურდათ გადაქცეულიყო..
-სახლიდან რატომ გაიქეცი ანარა?!-დიდი ხნის შემდეგ,როცა იგრძნო რომ სუნთქვა აღმიდგა,
გამომხედა..
აღარსად იყო ღამის არბი..
დღესთან ერთად დაბრუნებოდა მის თვალებს სიამაყე და დიდება..
-შენ გეძებდი,არბი!-ძლივს გავეცი პასუხი..
შევხედე,როგორ აემღვრა სახე..
დღეს სიმართლის დღე იყო..
მეც ის ვთქვი,რაც გულში იყო..
ამის მეტი სიყალბე აღარ შემეძლო..
ისედაც ფარსი იყო ჩემი განვლილი ცხოვრება,
თან ახლა,როცა,
აღარც დედა აღარ მყავდა..
___
წუთები გადიოდა..
ცხოვრება,აღარ..
სიკვდილი მერჩივნა იგივე კედლებს დაბრუნება,
მაგრამ,
თუ სამართალს ვეძებდი,კიდევ ცოტა უნდა გამეძლო..
უღმერთოდ რთული იყო ყველა ამოსუნთქვა..
მაშინ,როცა იცი,თითო სხვას,თითოს აკლებს..
აჩრდილად ვიქეცი..
სულების სამფლობელოდ გადაიქცა ერთ დროს მქუხარე ომანების საუფლო..
თითქოს,ყველა ვალდებულებამ ერთით უკან დაიხია და,
მთელი თემის მიზნად იქცა,
საკუთარი სისხლი,ადათი და,თავკაცი მტრის ცხელი ტყვიისგან დაეხსნა..
სიცოცხლეს გაიღებდნენ არბის კეთილდღეობისთვის..
მთელი მათი მშვიდი ძილი დათმო ყველა გუშაგმაც..
გალავანს რომ იცავდნენ და,
თვალს აღარ ხუჭავდნენ..
ხალხი გრძნობდა საფრთხეს..
დეტალები მათთვის ცნობილი არ იყო,მაგრამ,
მუდამ გოროზი სახით მოსიარულე არბი ომანი საკმარისი იყო,
ყოველ დღე,დახმარების ხელის გასაწვდენად რომ
მოსულიყვნენ კერიის უფროსები..
მაგრამ,
არცერთს იღებდა არბი..
კარგად იცოდა,
მანაც და,
ყველაფრისგან დაღლილმა მეც,
რომ
მხოლოდ ორი კაცის ომი იყო ეს და,
დანარჩენი,უკვე ტყუილად შეწირული მსხვერპლი იყო..
აბჯარი ავისხი თითქოს სიძლიერის,მაგრამ,
გამოფიტული სული არ მაძლევდა საშუალებას,
სათანადოდ მომზადებულიყავი..
განაჩენის მოლოდინი ყველაფერს ამძაფრებდა..
როგორია,იცოდე,ბოლო მოვა და ის კი არა,როდის..
ყოველი წუთი მტკივნეული იყო და,
მასზე მეტად,
უჰორიზონტო შიში..
უკვე,დღეთა თვლაც კი ამრეოდა..
თვე?!
ორი?!
იქნებ უკვე წელიც კი იყო გასული რაც ომანთა გვარი ვიღე და,
ერთ განსაცდელში მოვაქციე მთელი თემი?!
იქნებ,ყველაფერი ერთ დღეშიც კი მოხდა და,
გადამწვარ გონებას ეგონა,რომ საუკუნოდ გრძელდებოდა ტანჯვა?!
აღარ ვიცოდი..
ერთადერთი,რაზეც ამ წამებში კონცეტრირება შემეძლო,
მისი დარაჯი იყო..
ლანდათ ავდევნებოდი მთელი კვირა არბი ომანს,მას შემდეგ რაც დედა მივაბარე უფალს..
სარკმელთან ვიდექი მანამ,სანამ,პატრონს არ მიეგებებოდა სახლი..
ვუცდიდი უღმერთო მოთმინებით..
გულის კანკალით და,
შიშისგან მაკანკალებდა,თუ ჩვეულ
დროს გადააცდენდა..
ეს იგრძნო მუდამ ყურადღებიანმა არბიმ..
როგორც კი შემოვიდოდა,
ეზოს თავზე მოქცეულ ჩემს ოთახს ამოხედავდა და,
მხოლოდ წამით მიაბყრობდა მზერას..
იცოდა,ველოდი და,მაფრთხილებდა,მოვედიო..
აკეთებდა ამას ყოველი მოსვლისას და,
ოდნავ ვმშვიდდებოდი..
სული კი ისევ ისე,ნაკუწებად მქონდა ქცეული..
ამ ყველაფრის ფონზე რომ არ ვიცოდი,როგორ მემოქმედა,
ეს მკლავდა და ,ეს არ მაძლევდა უფლებას,ბოლომდე მეპოვნა გადაკარჰული საკუთარი თავი..
ყველა გახსნილი კარტი წინ მედო და,
მაინც,შავბნელით იყო მოცული მომავალი..
ბაბას ავ სულზე იყო დამოკიდებული,
ყოველი მისი ქმედება..
თემის ადათით წუთითაც აღარ ჰქონდა ქალზე ფიქრის უფლებაც კი კაცს,მას შემდეგ,რაც მას სხვა დაისაკუთრებდა,
მაგრამ,
სატიელის ეშმაკზე მიყიდულ სულს არ აინტერესებდა არცერთი წესი..
მან წლის წინ დაარღვია ყოველგვარი საზღვარი,
როცა ომანების თემში ქალის გვარი ითხოვა..
ევალებოდა გულიდან ამოეძირკვა ქალისადმი გრძნობები,მითუფრო,
რომ ის,არბი ომანს ეკუთვნოდა..
მითუფრო,
რომ მისი და,ცოლად ეკუთვნოდა სამტროდ განწირულს და,
კიდევ უამრავი დოგმა,
რასაც უნდა მიეჯაჭვა სატიელი,
მაგრამ,
ავხორცს საერთდ არაფერი აკავებდა..
სწორედ მისი უზომო შიში იყო,რომ მაკარგვინებდა თავს..
ამ ფიქრებში ჩაძირულს,
ხის ფანჯრებთან ველოდებოდი ისევ არბის გამოჩენას..
ღამის 12 იუწყებოდა საყვირის სუსტი შემოძახილი..
დასაძინელად ემზადებოდა ომანების გვარი..
კოკას თემი..
სიჩუმეს მოეცვა იდუმალი ღამე..
არსაით ხმა,
არსაით სუნთქვა..
იდეალური ღამე ჩამოწოლილიყო ბევრის მნახველ ცაზე..
ვარსკვლავები კიაფობდა მის ფარდაგზე..
მოჭედილიყო კაბადონი მოციმციმე წერტილებად..
დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული,რაც ცას ასე დაემშვენა სახე..
ვეღარ მომითმინა გულმა..
ფრთხილი ნაბიჯით გავიარე გრძელი დერეფანი და ეზოს შუაგულში გავჩერდი..
დაბალი,ერთ სიმაღლეზე წამოსული კოინდარი ნაზად მომედო შიშველ ტერფებზე..
გრილი იყო ჰაერი..
ამისუსხა კანი,მაგრამ,სასიამოვნოდ..
ღრმად ჩავისუნთქე..
ფრთხილად ჩავჯექი და,
სახით ცისკენ,
მიწაზე დავიდე ბინა..
ყვაზე მცირე სიმშვიდემ
დამფარა ისე,თითქოს ,ცა არ მექცეოდეს თავზე..
გავირინდე..
ვარკსვლავებს დავუწყე თვლა და,
ვერც გავიგე,ისე მიჰყვნენ მას თვალებიდან წამოსული სასოწარკვეთილი ცრემლები..
აღარ შემეძლო..
გულწრფელად აღარ შემეძლო გადატანილისგან მშვიდი სუნთქვა და,
მენატრებოდა ის დრო,
სადარდებელი არც არაფერი რომ არ მქონდა,გარდა,
დედის შეყრილი წარბებისა..
ნეტავ,თუ ჰპოვა ადგილი სასუფეველში?!
იქნებ მისი სული იქაც წამობდეს?!
გული მომიკვდა..
ისედაც აღარც მესმოდა მისი გასაცოდავებული ფეთქვა..
სადღაც,მკრთალად თუ ამოძრავდებოდა და ისიც კი მტკენდა გულის ფიცარს..
აღარ ვრჩებოდი..
საათი საათს მისდევდა და მას მიყვებოდა ყველა ჩემი გასავლელი დღე თითქოს..
სიცოცზლე მინდოდა,
მწყუროდა,
მაგრამ,
ყველაფერი მხოლოდ იმისთვის აგრძელებდა არსებობას,რომ ჩემი შეეწყვიტა..
მავრამ,
ბოლო იმედად გამოჩნდებოდა ხოლმე ცაზე არბი ომანი და თითქოს,
ის დაკარგული იმედიც მიბრუნდებოდა,ასე რომ მჭირდებოდა..
თითქოს მის კანს დასდევდა სიმშვიდე და,
მასულდგმულებდა..
მაგრამ,არც უკიდეგანო ბრაზი მტოვებდა..
ბრაზი იმის,რომ მიმალავდა..
ბაზი იმის,რომ ცოლად მიღო და არ ვიცოდი..
ბრაზი იმის,რომ საკუთარ თავზე იდო ჩემი სიცოცხლე და,თავს წირავდა..
ეს და კიდევ უამრავი,
რაც მისდამი ქოფაკად მაქცევდა,
მაგრამ,
ისევ ორად იყოფოდა მორიგი გრძნობები..
გონება თითქოს გამიზნულად მოაქროლებდა მისყველა დადებითს და ორ ცეცხლ შუა მშანთავდა..
ამიტომ იყო,გამუდნებით რომ ველოდი და,
შიში მჭამდა მისი დაკარგვის..
მასზე იყო გადარჩენაც და
სიკვდილიც..
თუ სატანა არ გაგვიყოფდა გზას,
იქნებ ქონოდა მომავალი ჩვენს წინდვას?!
ჩამეღიმა..
ტკივილით სავსე გულს თითქოს ვარდად მოეფინა მისი სახე..
უკვე მეორედ მეზმანა მისი ქორივით მომზირალი სუსტი,ლამაზი სახე..
ცის მოვარაყებულ საფარველზე ცისკრის ვარსკვლავივით კაშკაშებდა მისი ირისები..
ღამის ფონზე მისი თეთრი პერანგი,ლომის გერბით,
გამოკვეთდა მის ძლიერ მხრებს..
წამოზრდილი თმები შუბლზე ქაოტურად დაყროდა..
ჭენებისგან დაოთხილს გავდა..
სახეზე ჯერკიდევ შერჩენოდა ცივი ოფლი..
ღიმილს ვერ იცილებდა..
თავს ვერ უყრიდა ტუჩებს..
გრძელ წვერზე ჩამოსვამდა ხოლმე ხელს და,
მასში მალავდა სიცილს..
ისევ გამეღიმა..
უფრო ფართოდ..
თვალს ვერ ვაცილებდი,
ველოდი,წუთები,როდის გაიცრიცებოდა ლანდი,
მაგრამ,
იისევ იქ იყო..
ჩემს თავთან და ნელნელა მშვიდდებოდა..
დაუწყნარდა სახე..
დაუმშვიდდა გულიც,მაგრამ,
ჩემი ამოვარდა მკერდიდან..
ის ზმანება არ იყო,
ისევ..
-ღმერთო..-წამომცდა..
-რა რადა,ჩემთვის ასე ჯერ არავის მოუმართავს..-პირველად ვხედავ მის სახეზე ასეთ მშვიდ სიცილს..
წვება..
ჩემს გვერდით..
თითქოს,ერთმანეთის სწორი ვიყავით..
ისიც,ისე როგორც მე,ცას აჰყურებდა და,
არ ვიცოდი,რაზე ფიქრობდა..
-ოდესმე გიფიქრია,სხვა სამყაროში,სხვა დროში ცხოვრებაზე ანარა?!-არ გადმოუხედავს..
როგორ მეთქვა მხოლოდ ამას რომ შევთხოდი ღმერთს?! დაბადებიდან დღემდე,ამ ყველაფრის ფონზე,ვგრძნობდი არ ვეკუთნოდი ამ მიწას..
ვერ შევბედე,მაგრამ,თვითონ ზედმიწევნით დაიჭირა ყველა სიტყვა..
ჩაეცინა მკრთალად..
არასდროს მინახავს არბი ომანი ამაზე უფრო გაწონასწორებული,მშვიდი და,თავისუფალი..
-მთელი განვლილი ცხოვრებაა ვფიქრობ და,ზუსტად ვიცი,
გარდაცვალების შემდეგ ისევ დავბრუნდები,სხვა სხეულით და,სულ სხვა დროში..ამაზეც გიფიქრია ანარა?!
დავდუმდი..
ნეტავ,კიდევ რამდენი რამ გვექნებოდა საერთო?!
კიდევ რამდენ რამეს მალავდა ღამე და,
გაუცვლელი აზრები?!
ელვამ დამიარა ტანზე,რომ წარმოვიდგინე,როგორ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება რომარა სისხლიანი ადათები..
იქ ომანი ისევ ძალაუფლებას ასხივებდა,
მაგრამ,რისხვისგან არ ციალებდა მისი თვალები..
ზუსტად ისეთი იყო,როგორ ახლა,
მშვიდი,მაგრამ,ბობოქარი..
გაწონასწორებული,მაგრამ მჩქეფარე..
თითქოს ყველა დროში დაყვებოდა მის სახელს დიდება,
მაგრამ,უღმერთოდ ლამაზი წარმოსადგენი იყო მისი ხილვა საფრთხის გარეშე..
უნებურად გამეღიმა..
ვეცადე დამემალა,მაგრამ,მივხვდი,მაინც მოასწრო ფიქრების დაჭერა..
შემხედე,როგორ აემღვრა მზერა..
სადღაც შორს,
თემისგან მოწყვეტილ ადგილზე გადაინაცვლეს მისმა თვალებმა და,
მეც დავიჭირე ის პატარა სურათები,მისი გონება რომ აწყობდა..
ვერ დავიჩემებ,ყველა წამი დავითვალეთქო..
დაუდგომელი მომავლის ცქერაში ისე შემოგვეძარცვა ღამე,
მხოლოდ გამთენიისას თუ მოვწყდით არარეალურს..
საყვირის ჭექამდე საათი იყო დარჩენილი..
ფრთხილად წამომაყენა მისმა ძლიერმა ხელმა..
-თუ სხვა ცხოვრებაში ოდესმე გადავეყრებით,როგორ უნდა გიცნო არბი?!-არვიცი როგორ მოვძებნე გამბედაობა მეკითხა..
უკვე მოღრუბლოდა სახე..
თუმცა,თვალები მაინც გაუნათდა..
პატარა,ციცქნა ვარსკვლავებმა უკვე მის თვალებში გაიბრწყინეს..
ვერ გავიაზრე,
ისე მომხვია წელზე მოულოდნელად ხელი და,
მეორედ მიმაჯაჭვა მის ცხელ ბაგეებს..
მთელი კანი ამეწვა ღელვისგან..
სუსხივით შემოიჭრა ელვა მთლიან სხეულში და,
დაუკითხავად მომწყვიტა რეალობას..
-ამბორი მიგიყვანს მის მფლობელთან,ანარა!-ისე წავიდა,
თითქოს მთელი სული არ აეშალოს..
დიდხანს ვცდილობდი გული საგულეს ჩამეჯინა..
ყველა განვლილი ღამის სახით,
ეს ერთადერთი იყო,
ამდენი ხნის შემდეგ,როცა თავისუფლად ვსუნთქავდი და,
ეს განცდა არ მტოვებდა..
საყვირის ხმაზე შევაბიჯე სახლის საფეხურზე ბოლოს..
უკვე ხმაურს იწყებდნენ ოთხი კედლები..
ოთახისკენ უჩუმრად მივდიოდი,
ლანდივით რომ ჩამიქროლა გაცეცხლებულმა რენამ..
მისი შემჩნევა ძლივს მოვახერხე,იმდენად სწრაფი ნაბიჯით მიქროდა და,
კიდევ უფრო დავიზაფრე,
საკუთარ საძინებელში,
მისი თანმსდევი ტკბილი არომატით რომ იყო ჰაერი სავსე..
გავშრი..
დავედევნე,მაგრამ,
აღარ დამიხვდა ირგვლივ..
ფეხდაფეხ გამასწრო რენამ ისე,
მიზეზი ვეღარ ვკითხე,რა ესაქმებოდა ჩემს ოთახში..
მისი ჩვევებისგან ჩვეული,მთელი ოთახი გავჩხრიკე,მაგრამ, ავსულობას ვერსად მოვაკვლიე..

დღის განმავლობაში,მთელი სხეული რაღაც გაურკვეველ ძალას მკარნახობდა,მაგრამ,საიდან მოდიოდა ვეღარ გავარკვიე..
მოუსვენრობისგან ქანცი მქონდა უკვე გაწყვეტილი..
სულს სიმშვიდე წუთითაც აღარ ეღირსა..
ჰაერიც ვეღარ მყოფნიდა,რომ გონებას საღად ეაზროვნა..
ოთხ კედელში გამოკეტილი საშველს დავეძებდი ,მაგრამ,კონკრეტულად რას,არ ვიცოდი..
ვგრძნობდი..
კანი მეწვოდა..
გული მეწურებოდა..
სული ხელებში მელეოდა..
რენას შეშლილი სახე მხოლოდ რიგითი ბრაზი არ იყო..
გვიან მივხვდი..
უჯვე ეზოს რომ ჭრიდა მისი სხეული და ფანჯრიდან ვუყურებდი,
მაშინ გავაცნობიერე,
რას ხედავდა რენა,
შუა ღამით,
ჩემი ოთახის მინებიდან..
გავცეცხლდი..
ერთიანად გავეხვიე რისხვაში..
მეგონა კანი დამეწვებოდა უჯრედებიდან ამოხეთქილი ბოღმისგან,
ისე ამტკივდა..
სწრაფად გავიქეცი,
შუა ოთახში,
სერინე თვალწინ გადავეყარეთ..
არაადამიანის თვალები ჰქონდა..
ეჭვისგან გადაგვარებული მზერა..
ავხორცობისგან ლეშის სუნი ასდიოდა მის კანს..
გულყრა დამეწყო..
-რა გააკეთე რენა?!-გაქვავებულ მკლავებზე ვეცი სიმწრისგან..
გულს აშლილი ფიქრების დაჯერება არ უნდოდა..
ვიგრძენი რაც უნდა ეთქვა..
გულმა წინასწარ გამიწყვიტა ფეთქვა..
-წლებია სული მელევა მის მოლოდინში..-ხმა ყინულივით ვიცი ჰქონდა..
არარსებობდა დედამიწაზე რამე უფრო ძლიერი,ვიდრე ნაღალატები ქალი..
-წლებია კუთხე-კუთხე,სიტყვა-სიტყვა გაწამებული ვკრეფ მის სითბოს და,
არასდროს,არასდროს მიმიღია იმაზე მეტი,ვიდრე დავეძებდი..-სახე ერთიანად დაეღარა,თითქოს,დანა ჩამოესვათ მის სახეზე..
-ვიცოდი,თავიდანვე განწირული იყო ჩემი ამ სახლში შემოსვლა,მაგრამ,მაინც ვებღაუჭებოდი იმედს,რომ ვალდებულებას გადააბიჯებდა ოდესმე არბი და,ჩემში,მშვიდობის გარანტის გარდა,ქალსაც დაინახავდა..-ლახვარივით მესობოდა გავარვარებულ გულში მისი თითო სიტყვა..
აქამდე უძრავად მდგარი სერინე წამოიჭრა ფეხზე,თუმცა,ვეღარ გაბედა ჩარეულიყო..
-მაგრამ,შემოაბიჯე თუარა აქ,ბოლო იმედებიც ხელებში ჩამაკვდა.-სიმწრისგან გამოცრა..
არასდროს მიფიქრია,თუ როგორ იტანჯებოდა რენა..
თურმე,რამდენს იტანდა მისი გულიც..
თურმე,რატომ გაყიდა სული ავზე..
მოვკვდი მეგონა,ისე ამომასკდა გული კისერში..
-ესეც არ მაკმარა ომანმა და,
ცრუ ბავშვი შემომისახლა ისევ შენი ტყავის გადასარჩენად...
კიდევ მეტ გარანტიებს ელოდა,რომ ავისგან ეხსენი,
მაგრამ,
არც ასეთი მეამიტი არაა ბაბა სატიელი..-ირონიისგან სასტიკად ჩაეღიმა..
გულმა მწარედ გამკრა..
რომც არ დაესრულებინა,უკვე ვიცოდი მისი გაქრობის მიზეზი..
-მხოლოდ იმას ვერ ვხვდები,რა გაქვს შენ იმაზე მეტი,ვიდრე მე,რომ ორი გვარი ისევ გადაჰკიდე ერთმანეთს?! -ბოლო იყო ისედაც განაგდურებული სულისთვის მისი სიტყვები..
მთლიანად ჩამოვინგრიე..
მტვრად ვიქეცი..
ადამიანობა დავკარგე..
-რენა,რა გააკეთე?!-ჩემი ვერდასმული იკითხა სერინემ..
საზარლად გადაიხარხარა ავით მოცულმა..
ისე გამომხედა,
თითქოს მე გამეწიროს ბოლოსთვის გვარის თავკაცი..
-ბაბამ ყველაფერი იცის..
ბოლო ასეთია ანარა,
არბი ომანი არცერთს არ დაგვრჩა..-თითქოს სათამაშო ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე..
ჩავიკეცე უძლურებისგან..
საშველს ვერსად ვხედავდი..
ერთადერთი,რაც სატიელს ომისგან აკავებდა,
რენას მუცლადმყოფი,არარსებული ბავშვი იყო..
ახლა მივხვდი,
არბი მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდა,გამოსავლის საპოვნელად,
მაგრამ,
როგორც სჩანს,არასწორი მხარე აირჩია..
აღარ უერთგულა პირველმა
ცოლმა
ომანს.
აღარ დაიცვა მისი სისხლი და სახელი,როგორც ადათი ავალებდა..
აღარ შეეწირა ისევ ჩემთვის..
არ უღირდა არაფერი,ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მართალიც იყო..
მწარედ ჩამეღიმა..
საკუთარი უსუსურობისგან შეჭმულს..
რენამ გამოგვაცალა მიწა ფეხქვეშ..
სულ თავიდან,
სულ პირველი წამიდან იყო მასზე ჩვენი სიცოცხლე ჩამოკიდებული და,
ერთი ხელისმოსმით გაგვანადგურა..
რენა ავსულიც აღარ იყო..
უსიყვარულობით გატანჯული ცოლი იყო,
რომელსაც საწამებლად მოუვლინეს მეორე ,სახლში,ქმრის ზიარად..
მაგრამ,
არც ეს იყო ყველაფერი..
რომარა მისი ცივი,ბოროტებით სავსე გული,
იქნებ,
ომანს ბოლომდე მიეყვანა ამბავი ისე,
რომ სისხლისღვრა აერიდებინა ორი თემისთვის..
თუმცა,მოვლენები ძალიან დააჩქარა რენამ..
თან ისე,რომ უკან დასახევი გზა მოგვიჭრა ყველას..
დღეს,ამწამს,
ამ წყეულ წუთს წყდებოდა ბედი ცის სამსჯავროზე და არ ვიცოდი,
როგორ მიმეწვდინა მათთვის ხმა,რომ არბი ომანი წყაროს წყალივით სუფთა იყო ამ საქმეში..
არც დამჭირვებია მეკითხა,
სად მეძებნა არბი..
იმ მთის წვერზე,სადაც უკვე ერთხელ ვიყავით,
საზღვარი გადიოდა სატიელებსა და ომანებს შორის..
წუთიც აღარ დამიკარგავს..
-არბი დაწინდული იყო ანარა ჩემზე..
21 წლის წინ გადაწყდა უღმერთო ღამეს,რომ სიცოცხლეს დადებდა სასწორზე ჩემთვის და,
შენ არც კი იცი,რამდენს დავთმობდი,რომ შემეძლოს,დროის უკან დაწევა და,ამ ყველაფრის თავიდან აცილება..
არავინაა ღირსი,ჩემთვის იწამოს და,მხოლოდ ამაში ხარ ცამდე მართალი..
დანარჩენს კი,განგება მოგკითხავს..
-სანამ გავიდოდი,
ბოლო ძალებით მივახალე..
მტვრის ფერი დაედო სახეზე..
სინანულისგან დაიმანჭა,თუმცა,
აღარ მიხილავს უკვე მისი აღარცერთი ნაბიჯი..
მთელი ძალით,
რაც კი შემრჩენოდა ძარღვებში,
გავიქეცი..
ერთადერთი სტვენით ვუხმე იმ ერთს და,
გაოცებაც აღარ შემეძლო,
ძახილს თეთრი რაში რომ გამოჰყვა..
მისი ერთგული ბედაური არბის გვერდით არ იყო..
გავფრინდით..
ბრძანების გარეშე გადაახტა საზღვარს რაში..
ტყის საფარი ისე გავიარეთ,
გონებაში არც კი დამიშვია,მომავალზე ფიქრები..
მხოლოდ,საცალფეხო ბილიკზე გასვლისას შემაფხიზლა სიცივემ..
შემეშინდა..
გული ამეწვა..
თოხარიკზე გადასულიყო ცხენი,გავაზე რომ ვკარი ფეხი..
არ მინდოდა ასვლა..
ფეხი უკან მრჩებოდა..
ვგრძნობდი,
გაცხოველებული ინსტიქტებით ვგრძნობდი,
იქ არ დამხვდებოდაის,რაც სიცოცხლეს მომანდომებდა..
-უფრო სწრაფად! -შევაგულიანე..
წამებს ვითვლიდი და,
აღარ ილეოდა სავალი..
ვიწვოდი ზაფრისგან..
გული ყელში გამჩხეროდა და სუნთქვასაც აღარ მაცლიდა..
სასოწარკვეთამ მთლიანად გამთიშა,
როგორც იქნა გზა რომ გამოილია და,
მთის წვერზე შევაყენე ბედაური..
ჰაერი გაყინულიყო ირგვლივ..
ქუდზე კაცი არ ჰყავდა თან აები ომანს..
მარტო,
ცალკე,
ეულად მდგარიყო ფერდობზე და,
მაინც იმდენ ძალას ასხივებდა,
მაინც ისე შემართულიყო,
თითქოს ჯარი ედგა ზურგსუკან..
კაცი არ გაწირა თემიდან..
გული გამისკდა..
ადგილზე მოვკვდი..
წინ ბაბა ედგა,სატიელი,
მთელი თემით და,
მაინც ცერ გაებედა ვერაფერი..
ლაჩარივით აწურულიყო ხელოვნური გამბედაობით და,
მხოლოდ მაშინ მოაბრუნა თავი,
როცა მდელოს კიდევ ერთი დამსწრე შევუერთდი..
არ მახსოვს,როგორ ჩამოვქვეითდი და ამოუდექი გვერდით არბის,
ფარად ..
არ შემიხედავს,ვიცოდი,რისხვისგან გაშავებული ექნებოდა სამყაროში ერთაერთი სანატრელი ირისები..
არ შემიხედავს,
მაგრამ,
ვიგრძენი როგორ შემომიჭირა მისმა ძლიერმა ხელმა მაჯაზე თითები..
მთელი სიბრაზე ენერგიით გადმომცა..
არ მპატიობდა აქ ყოფნას..
ერთ წამში ამომეფარა..
უკვე თვითონ გადამეღობა ფარად..
ზურგიც კი უხურდა უთქმელი სიტყვებით..
ჰაერში გაიბნა ყველა ნაპოვნი ძალა და იმედი..
საკუთარი არაფრად მიღირდა,
მისი სიცოცხლის დაკარგვის შემეშინდა უღმერთოდ და,მთლიანად დავიშალე..
არბის ზურგსუკან დავლიე ერთი სიცოცხლე..
-არავინ გაცოცხლებს ბაბა და,
საკუთარსაც მოისპობ მალე..
არ ღირს ზედმეტ სისხლად შენი პრინციპები..-გაწყვეტილ სიტყვას დაუბრუნდა არბი..
თავდაჯერებისგან კლდესავით მაგარი იყო მისი სიტყვები..
ძლიერ ეგოს აფრქვევდა ჰაერში,მაგრამ,არ ჰყოფნიდა ავი სულით შებყრობილი სატიელის ფიქრებს..
ღმერთის სამართალს ვერასდროს მიხვდებიო,
ერთხელ სურიემ მითხრა,
მის ყოველ ნაბიჯში არის მიზეზი,რისთვისაც ეს ხდებაო,
მაგრამ,
არ ვიცი მამაზეციერს რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამ წამს,
მოულოდნელად რომ იფეთქა დენთმა სატიელის იარაღიდან..
მის ზურგს დავყურებდი..
ხელებს დავატარებდი განაცრისფერებულ პერანგზე,
მეწამულისფერი სითხის მოლოდინში და,
გული წამით ამიჩქარდა,
სისველე რომ ვერ ვიგრძენი ხელისგულებზე..
-არა!-ჩემს გულს,მისი ღრიალიც მოჰყვა პასუხად..
ღრიალს,არბი ომანის შემართული იარაღი და მიყოლებით დაცლილი მთელი მჭიდი ბაბა სატიელის გულზე..
დრო გაჩერდა..
წამი გაიყინა..
ჰაერი გამოილია..
სისხლისგან თურმე ვიცლებოდი ჯერკიდევ ფეხზე მდგომი..
სატიელს ჩემკენ უსროლია ავრორა და არა,
ომანის ყინულის მკერდზე..
გამეღიმა..
მაინც,რა ლაჩარი იყო ბაბა,
რომ ვერ შებედა მაინც ომანს სიკვდილი..
ბოლო ძალებს იკრებდა ორგანიზმი,
ისე მინდოდა მის მკლავებში გამოვლეოდი ცხოვრებას,
ხელები გავიწვდინე ცოცხლად მკვდარი ომანისკენ..
ვერ მომიახლოვდა..
ნაბიჯიც ვერ გადმოდგა..
მის სითბოს მომანატრა მაინც ბოლო წამს..
თვალები ყიდნენ..
თვალები ჭამდა გულს,რომ მოსულიყო,
მაგრამ,
კაცობამ არ გაუშვა..
მისმა თქმულმა სიტყვებმა არ გამოუშვეს ჩემკენ..
მაინც ვერ ამარიდა საფრთხეს..
არადა,მისი სიცოცზლე არაფრად უღირდა,ოღონდ მე მესუნთქა..
უკანასკნელად ჩამეღიმა,მეტის ძალა აღარ შემწევდა..
რომ მეთხოვა ღმერთისთვის,იქნებ,
კიდევ ერთი შანსი მოეცა,თუნდაც,კიდევ ერთი თვე რომ მისით მეხარა?!
იქნებ,
კიდევ ერთხელ რომ მეცოცხლა,
გამეგო,რა ჯანდაბად ღირდა ეს სიცოცხლე და ეს სისხლიანი ადათები?!
იქნებ,
რომ მეთხოვა ღმერთისთვის,
სატიელების მტრობა გაექრო და,
ეცლია ჩვენთვის თუნდაც დოგმებით გარშემოტყმულებს,
შევცნობოდით გარემოს..
ვერ გავუგე..
მაინც,
ახლაც და,
ალბათ,
ვერც ვერასდროს მივხვდებოდი,
რატომ დაგვასრულა..
უკვე,
ფეხები მეკეცებოდა და,
თვალები მებინდებოდა,
მაინც რომ მოვიდა ნანატრი სიმშვიდე ჩემთან..
სახე მკვდარი ჰქონდა..
თვალები გაყინული..
-ოდესმე მაპატიებ ანარა?!-ბროლის ნამსხვრევებად ქცეულიყო მისი ხმა..
არ ჰგავდა ზმანება რეალურს..
ვეღარ გავუღიმე..
ვეღარ ვანუგეშე..
მთლიანად მოვკვდი მისი სიმწარით გაწამებული..
გაცრეცილ იმიერში შებიჯებულმა,
მხოლოდ გვიან აღიქვა გონებამ გასროლილი ტყვია და,
გულიც საბოლოოდ გაჩერდა..
თუმცა,მხოლოდ ერთი არა..
___
დასასრული..
უღმერთოდ გამიჭირდა დასრულება და,
შეგუება,რომ სხვა გამოსავალი არ იყო..
არბი ომანმა ჩემს გულში უტა ბაბალანის გვერდით დაიკავა ძალიან დიდი, ძალიან ტკივილიანი და,გრძნობებით სავსე ადგილი..
ველი შეფასებებსა და თქვენს ჯანსაღ კრიტიკას..
მადლობებით მინდა დავიხარჯო,
იმდენად ყველაფერს მოიცავს თქვენდამი პატივიაცემა.
საოცარი მკითხველი ხართ და მიხარია,რომ აქ,თქვენთან ვარ და შემიძლია მოგიყვეთ,მათი ამბავი..
გელით,
გულის აჩქარებით..
თქვენი:ანასტასია
ბევრი მესაუბრეთ!



№1 სტუმარი one

tasso❤️
warmomidgenia weris dros ras ganicdidi(((
magram es iyo yvelaze dasasruli, saocrad shtambdchdavi, emociebma wamigho mteli simdzafrit.
saocari khar chemo sayvarelo, bravo❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

საერთოდ რატომ წავიკითხე....

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
tasso❤️
warmomidgenia weris dros ras ganicdidi(((
magram es iyo yvelaze dasasruli, saocrad shtambdchdavi, emociebma wamigho mteli simdzafrit.
saocari khar chemo sayvarelo, bravo❤️

გელოდი, უკვე მშვიდად დავიძინებ ❤️
მადლობა რომ დასაწყისიდან ბოლომდე მომყვებოდი..
უდიდეს პატივისცემას გიგზავნი ❤️❤️❤️
მომავალ შეხვედრამდე ❤️❤️❤️ სულ სულ სულ სულ დაგელოდები ხოლმე ❤️

სტუმარი ანა
საერთოდ რატომ წავიკითხე....

არ ვიცი რა იგულისხმეთ ანა,თუმცა,მადლობა,რომ მაინც წაიკითხეთ ❤️

 


№4 სტუმარი kati

ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა...ასეთ დასასრულს არ მოველოდი.იქნებ მეორე ნაწილზე გეფიქრათ?სიამოვნებით წავიკითხავდი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

kati
ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა...ასეთ დასასრულს არ მოველოდი.იქნებ მეორე ნაწილზე გეფიქრათ?სიამოვნებით წავიკითხავდი.

მომწერეთ,იქნებ დაგეხმაროთ?! დიდი სიამოვნებით გაგარკვევთ უჯეთ თუ გნებავთ ❤️
მადლობა რომ წაიკითხეთ,ბევრს ნიმნავს❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ტასო

მოვტყუვდი არუნდა წამეკითხა

 


№7  offline წევრი gogincha

საოცარი დასასრული იყო, ისეთი სწორი როგორც ამ ნაწარმოებს შეეფერებოდა და ამავედროს ტრაგიკული, მადლობა ძალიან ვისიამოვნე ♥♥

 


№8  offline წევრი EllaTriss

გოგოებო, პირველ რიგში, დასასრულს ჩვენ არ ვირჩევთ, ეს თავად ხდება, სრულიად დამოუკიდებლად. ჩემს მკითხველებთანაც ხშირად მითქვამს, რომ შემეძლოს, სხვანაირად დავწერდი, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადავაბიჯებ იმას, რასაც ვხედავ.
შეიძლება ჰეფი ენდი არ არის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ცუდია?
არანაირად.
ვიცი, რას ნიშნავს მწერლისთვის სიტყვები ,,არ უნდა წამეკითხა''. ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. ის, რაც მისი მეორე სამყაროა, რაც გულში და გონებაში ყველაზე დიდი დოზით ტრიალებს.
არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი.
თავადაც, უამრავი წიგნი წამიკითხავს და მითქვამს ,,არ მომწონს'', მაგრამ არასდროს ვნანობ იმას, რომ წავიკითხე.
საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რომ ყველაფრიდან ვსწავლობთ.
მე, ჩვენ, მწერლის გონების თანაზიარი გავხდით. იმის მიუხედავად, მოგვეწონა თუ არა, ჩვენ მის თვალით დანახული ზუსტად ''ის'' დავინახეთ, რაც არ ჩანს.
უდიდესი მადლობა ტასო ამისთვის შენ.
რომ არა შენ, ვერ ვნახავდი ანარას და არბის.
ვერ ვიგრძნობდი მათ და თუნდაც რამდენიმე წუთით, მათ სამაყაროში ვერ ვიცხოვრებდი.
წინა თავზეც გითხარი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ჰეფი ენდი იქნება თუ არა, მთავარია ,,ზე'' დასასრული იყოს - მეთქი.
ეგ არის. კი.
_
კითხვა რომ დავიწყე, თითქოს მაშინვე იგრძნო გულმა რაც იქნებოდა ბოლოში.
რა თქმა უნდა იყო იყო ის რაღაც, რაც კითხვის პროცესში გამკრავდა - ხოლმე, თუმცა მაინც...
თავიდანვე რომ იგრძნობ, იგრძნობ და მორჩა.
როგორღაც ვიკავებდი თავს.
მერე, ანარას და არბის დიალოგი, უკვე ყველაფრის პასუხი იყო.
ამეტირა.
იმის მიუხედავად, რომ დასასრულამდე არც ვიყავი ჩასული, მაინც.
როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვტირი - ხოლმე.
მაშინ ძალიან, ძალიან, ახლოს უნდა მოვიდეს ყველაფერი.
უტა გამახსენდა.
ვიცოდი, რომ არბი არა.
არ ვიცი, დამიჯერებ?
ვიგრძენი, რომ ანარას...
.
რენა რაღაცნაირად, დამხმარე ელემენტივით შემოვიდა თითქოს.
ბაბა რაც იყო, იყო. ბიძგი სჭირდებოდა და სწორედ ეს ბიძგი იყო რენა.
ვერ გეტყვი, რომ აქ ადამიანობას ვერ ვხედავ.
არა, ის ადამიანია.
აქ ტრადიციები, ადათები.
სხვა რამე რომ ყოფილიყო 'ბექგრაუნდი' (არ ვიცი რამდენად სწორად ჩაჯდა, ხომ მიხვდი)
მერე ვიტყოდი, რომ ის ადამიანი არაა, ამ შემთხვევაში არა.
ისიც შეიძლება ითქვას, რომ მისი პერსონაჟის გაგებაც შეიძლება, ისევე როგორც რენასი.
.
ჰო.
კიდევ.
მე მჯერა, რომ ანარამ და არბიმ, უკვე იპოვეს ერთმანეთი. ვიცი, რომ შენც ამის თქმა გინდოდა.
ამის ნათელი მაგალითია დიალოგი, ღია ცის ქვეშ...
ბოლოს.
ისევ შენი სიტყვებით...
,,ამბორი მიგიყვანს, მის მფლობელთან, ანარა'.''
შენ შეძელი.
მაშინ, როდესაც შენი მეორე სამყარო დახურე, მე ვხედავ.
მე მაინც ვხედავ
და ეს,
ყველაზე
და ყველაზე
მეტია.
❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მდააააა????????ასეთ დასასრულს არ ველოდი????არ ვკითხულობდი რომ სრულად წამეკითხა.დასასრულმა ცოტა იმედები გამიცრუა????წარმატებებიიი❤❤❤

 


№10 სტუმარი ანისია

იმედები გამიცრუე ძალიან :/

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ტასო
მოვტყუვდი არუნდა წამეკითხა

ცუდია,რომ ასე ფიქრობთ ❤️ მადლობა

gogincha
საოცარი დასასრული იყო, ისეთი სწორი როგორც ამ ნაწარმოებს შეეფერებოდა და ამავედროს ტრაგიკული, მადლობა ძალიან ვისიამოვნე ♥♥

მაინც ორად გაიყო აზრი, ასეთი სზვაობა არხოტის ფულზე არ ყოფილა,მიუხედავად იმისა,ორივეგან ლოგიკური დასასრულია..
მადლობა შნ ძალიან დიდი ❤️❤️❤️
გამახარე ძალიან ❤️❤️❤️

სტუმარი ხათუნა
მდააააა????????ასეთ დასასრულს არ ველოდი????არ ვკითხულობდი რომ სრულად წამეკითხა.დასასრულმა ცოტა იმედები გამიცრუა????წარმატებებიიი❤❤❤

მადლობა ხათუნა ❤️❤️❤️ ვფიქრობ ლოგიკური დასასეული იყო და არა ზღაპარი,თუმცა,ადამიანია და გემოვნება ❤️❤️ უდიდესი მადლობა რომ წაიკითხე ❤️❤️❤️

ანისია
იმედები გამიცრუე ძალიან :/

ცუდია (: თუ არ შეწუხდები,მომიყევი,როგორ დასასეულს ელოდი..
მადლობა რომ წაიკიტხე ❤️

 


№12 სტუმარი ანისია

tasusuna
სტუმარი ტასო
მოვტყუვდი არუნდა წამეკითხა

ცუდია,რომ ასე ფიქრობთ ❤️ მადლობა

gogincha
საოცარი დასასრული იყო, ისეთი სწორი როგორც ამ ნაწარმოებს შეეფერებოდა და ამავედროს ტრაგიკული, მადლობა ძალიან ვისიამოვნე ♥♥

მაინც ორად გაიყო აზრი, ასეთი სზვაობა არხოტის ფულზე არ ყოფილა,მიუხედავად იმისა,ორივეგან ლოგიკური დასასრულია..
მადლობა შნ ძალიან დიდი ❤️❤️❤️
გამახარე ძალიან ❤️❤️❤️

სტუმარი ხათუნა
მდააააა????????ასეთ დასასრულს არ ველოდი????არ ვკითხულობდი რომ სრულად წამეკითხა.დასასრულმა ცოტა იმედები გამიცრუა????წარმატებებიიი❤❤❤

მადლობა ხათუნა ❤️❤️❤️ ვფიქრობ ლოგიკური დასასეული იყო და არა ზღაპარი,თუმცა,ადამიანია და გემოვნება ❤️❤️ უდიდესი მადლობა რომ წაიკითხე ❤️❤️❤️

ანისია
იმედები გამიცრუე ძალიან :/

ცუდია (: თუ არ შეწუხდები,მომიყევი,როგორ დასასეულს ელოდი..
მადლობა რომ წაიკიტხე ❤️



თქვენი აზრით ლოგიკურია ანარას სიკვდილი და ყველანაირი ადამიანური გრძნობის მოკვლა არბიში ანარაას დაუცველობის გამო?

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

EllaTriss
გოგოებო, პირველ რიგში, დასასრულს ჩვენ არ ვირჩევთ, ეს თავად ხდება, სრულიად დამოუკიდებლად. ჩემს მკითხველებთანაც ხშირად მითქვამს, რომ შემეძლოს, სხვანაირად დავწერდი, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადავაბიჯებ იმას, რასაც ვხედავ.
შეიძლება ჰეფი ენდი არ არის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ცუდია?
არანაირად.
ვიცი, რას ნიშნავს მწერლისთვის სიტყვები ,,არ უნდა წამეკითხა''. ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. ის, რაც მისი მეორე სამყაროა, რაც გულში და გონებაში ყველაზე დიდი დოზით ტრიალებს.
არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი.
თავადაც, უამრავი წიგნი წამიკითხავს და მითქვამს ,,არ მომწონს'', მაგრამ არასდროს ვნანობ იმას, რომ წავიკითხე.
საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რომ ყველაფრიდან ვსწავლობთ.
მე, ჩვენ, მწერლის გონების თანაზიარი გავხდით. იმის მიუხედავად, მოგვეწონა თუ არა, ჩვენ მის თვალით დანახული ზუსტად ''ის'' დავინახეთ, რაც არ ჩანს.
უდიდესი მადლობა ტასო ამისთვის შენ.
რომ არა შენ, ვერ ვნახავდი ანარას და არბის.
ვერ ვიგრძნობდი მათ და თუნდაც რამდენიმე წუთით, მათ სამაყაროში ვერ ვიცხოვრებდი.
წინა თავზეც გითხარი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ჰეფი ენდი იქნება თუ არა, მთავარია ,,ზე'' დასასრული იყოს - მეთქი.
ეგ არის. კი.
_
კითხვა რომ დავიწყე, თითქოს მაშინვე იგრძნო გულმა რაც იქნებოდა ბოლოში.
რა თქმა უნდა იყო იყო ის რაღაც, რაც კითხვის პროცესში გამკრავდა - ხოლმე, თუმცა მაინც...
თავიდანვე რომ იგრძნობ, იგრძნობ და მორჩა.
როგორღაც ვიკავებდი თავს.
მერე, ანარას და არბის დიალოგი, უკვე ყველაფრის პასუხი იყო.
ამეტირა.
იმის მიუხედავად, რომ დასასრულამდე არც ვიყავი ჩასული, მაინც.
როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვტირი - ხოლმე.
მაშინ ძალიან, ძალიან, ახლოს უნდა მოვიდეს ყველაფერი.
უტა გამახსენდა.
ვიცოდი, რომ არბი არა.
არ ვიცი, დამიჯერებ?
ვიგრძენი, რომ ანარას...
.
რენა რაღაცნაირად, დამხმარე ელემენტივით შემოვიდა თითქოს.
ბაბა რაც იყო, იყო. ბიძგი სჭირდებოდა და სწორედ ეს ბიძგი იყო რენა.
ვერ გეტყვი, რომ აქ ადამიანობას ვერ ვხედავ.
არა, ის ადამიანია.
აქ ტრადიციები, ადათები.
სხვა რამე რომ ყოფილიყო 'ბექგრაუნდი' (არ ვიცი რამდენად სწორად ჩაჯდა, ხომ მიხვდი)
მერე ვიტყოდი, რომ ის ადამიანი არაა, ამ შემთხვევაში არა.
ისიც შეიძლება ითქვას, რომ მისი პერსონაჟის გაგებაც შეიძლება, ისევე როგორც რენასი.
.
ჰო.
კიდევ.
მე მჯერა, რომ ანარამ და არბიმ, უკვე იპოვეს ერთმანეთი. ვიცი, რომ შენც ამის თქმა გინდოდა.
ამის ნათელი მაგალითია დიალოგი, ღია ცის ქვეშ...
ბოლოს.
ისევ შენი სიტყვებით...
,,ამბორი მიგიყვანს, მის მფლობელთან, ანარა'.''
შენ შეძელი.
მაშინ, როდესაც შენი მეორე სამყარო დახურე, მე ვხედავ.
მე მაინც ვხედავ
და ეს,
ყველაზე
და ყველაზე
მეტია.
❤❤❤

ჩემო ელა,დამიჯერებ?! პირველად ხდება ასეთი "განხეთქილება" ჩემს ნაწარმოებზე და,ცოტა ჰული დამწყდა,ვაღიარებ.. უტაზეც კი,ერთგვაროვანი იყო შეფასება,მითუმეტეს,რომ უფრო მეტად შეეძლო მკითხველს მისი გაცნობა და შეყვარება..
ახლა იმასაც კი ვფიქრობს,რომ არა,არ მწყინსთქო,ესწც მაძლიერებს და მოტივაციას მმატებს,რომ კიდევ უფრო მეტი დავიხარჯო,მაგრამ,
ხომ იცი,გულს ვერ უბრძანებ !
რაც შეეხება ჩვენს არბის ❤️❤️❤️❤️
ხომ დაინახე?! მაგაზე მეტად არაფერი მიხარია ❤️❤️❤️❤️
სხვა დასასრულს ვერ ვხედავდი პირველი სიტყვიდანაც კი,
არ ვიცი როგორ სრულდება ტრადიციებში,დოგმებსა და სისხლში მოქცეული სიყვატული სზვაგვარად..
დააკვირდი? ერთადერთი დიალოგი იყო მგონი მათ შორის,გარდა სიმართლის თქმისა და,როგორ ყველაფერი ჩაიტია რამდენიმე სიტყვამ..
აების სჯეროდა და მეც!
სხვა ცხოვრებაში, სადაც უფრო სამართლიანი იქნება განგება,ერთმანეთს შეხვდებიან ❤️❤️❤️
გამიგრძელდა ელა,
მადლობა! ასეთი კარგი და გულისხმიერი რომ ხარ ❤️❤️❤️
ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე,ძალიან კარგი ადამიანი ხარ! მადლობა!

 


№14 სტუმარი ზოია

დაძაბული ვკითხულობდი თითქოს მეც იქ ვიყავი მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდი ხომ არ გააგრძელებდით?

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ზოია
დაძაბული ვკითხულობდი თითქოს მეც იქ ვიყავი მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდი ხომ არ გააგრძელებდით?

დიდი მადლობა ❤️ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.. მათი ისტორია აქ დასრულდა❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ქეთი

ბანალურ დასასრულს არ ველოდი.ნუ ეს თქვენი გადასაწყვეტია..

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ანისია
tasusuna
სტუმარი ტასო
მოვტყუვდი არუნდა წამეკითხა

ცუდია,რომ ასე ფიქრობთ ❤️ მადლობა

gogincha
საოცარი დასასრული იყო, ისეთი სწორი როგორც ამ ნაწარმოებს შეეფერებოდა და ამავედროს ტრაგიკული, მადლობა ძალიან ვისიამოვნე ♥♥

მაინც ორად გაიყო აზრი, ასეთი სზვაობა არხოტის ფულზე არ ყოფილა,მიუხედავად იმისა,ორივეგან ლოგიკური დასასრულია..
მადლობა შნ ძალიან დიდი ❤️❤️❤️
გამახარე ძალიან ❤️❤️❤️

სტუმარი ხათუნა
მდააააა????????ასეთ დასასრულს არ ველოდი????არ ვკითხულობდი რომ სრულად წამეკითხა.დასასრულმა ცოტა იმედები გამიცრუა????წარმატებებიიი❤❤❤

მადლობა ხათუნა ❤️❤️❤️ ვფიქრობ ლოგიკური დასასეული იყო და არა ზღაპარი,თუმცა,ადამიანია და გემოვნება ❤️❤️ უდიდესი მადლობა რომ წაიკითხე ❤️❤️❤️

ანისია
იმედები გამიცრუე ძალიან :/

ცუდია (: თუ არ შეწუხდები,მომიყევი,როგორ დასასეულს ელოდი..
მადლობა რომ წაიკიტხე ❤️



თქვენი აზრით ლოგიკურია ანარას სიკვდილი და ყველანაირი ადამიანური გრძნობის მოკვლა არბიში ანარაას დაუცველობის გამო?

ეს ორი კაცის ომი იყო..
ბაბასი და არბისი..
ბაბამ მთელი თემი დაააყენა ომანის წინააღმდეგ..
არბი ამას არ იზამდა,სხვას არ ჩარევდა,მისი სიცოცხლის გადასარჩენად და ამის საშუალებას არც ანარა მისცემდა..
მთელი ტექტსი მხოლოდ ამას იმეორებდა უწყვეტად,რომ არ იყო ღირსი სხვა,მის გამო საფრთხეში ყოფილიყო..
სასტიკ ძალას კი,სუფთა გული ამე ხელისაღებით ვერ დაუპირისპირდება..
იცით თავად როგორ განვიცადე?! მაგრამ,დამიჯერეთ,უფრო უკმაყოფილო იქნებოდით,თუ დასასრული არარეალური,ზღაპრული და ადათ-წესების შეუსაბამო იქნებოდა..
სატიელი ეშმაკი იყო.. ზურგსუკან ამომდგარი უამრავი ხალხით,რომელმაც ერთს მოუღო ბოლო და, ორის სიცოცხლე შეიწირა..
არ გამოვრიცხავ,ვფირობ,არასდროს შეიცვლით თქვენს აზრს,მაგრამ,მე სხვაგვარად ვერ დავინახე დასასრული.
გულწრფელად ვწუხვარ,რომ
დრო დაკარგეთ კითხვისას

სტუმარი ქეთი
ბანალურ დასასრულს არ ველოდი.ნუ ეს თქვენი გადასაწყვეტია..

მადლობა,რომ წაიკითხეთ ❤️

 


№18 სტუმარი ნინო გ

გელოდი სრულად დადებდი მაგრამ დღეს არ გელოდი. ძალიან მომწონს ეს ისტორია ერთ-ერთი გამორჩეულია.და კიდევ უფრო მომწონს დასასრულით. ამის ჰეფი ენდით დამთავრება იქნებოდა ტიპიური ფორ ლავური ისტორია იმიტომ რომ აქ იყო იმხელა ტრადიციები და წესები აქ იყო ემოციები და გრძნობები ერთმანეთის საპირისპირო, იმდენი ტანჯვა და სირთულეები.მოკლედ სასწაული გოგო ხარ. როცა კითხვა დავამთვარე ამოვისუნთქე ამას ვერ წაიკითხავ უემოციოდ.წარმატებები

 


№19  offline წევრი ირო

ალბათ სხვანაირი დასასრული არ მოუხდებოდა ანარა იყო მისთვის პირველი და ბოლო ასევე ომანებიც გვარიც.თუ ანარა იცოცხლებდ თავისდაუნებურად გაგრძელდებოდა ომანების გვარიც.ბევრნაირად შეიძლება დაასრულო ეს ისტორია მგრამ აი ახლა ყელში რომ ამეწვა ემოციისგან ზუსტად ის დასასრულია რაც უნდ იყოს.ასეა ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და რენამქც არ დააყოვნა ამ ციხის გტეხვა,თორემ იქ იმ სამყაროში არბი და ანარა ერთმანეთს აუცილებლად იპოვნიან და შეხვდებიან.ჩვენც ხომ ამიტომ ვცოცხლობთ აქ დედმიწზე რომ იქაური სამყარო აქიზე უკეთესია.ველი ახლის დსაწყისს.

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნინო გ
გელოდი სრულად დადებდი მაგრამ დღეს არ გელოდი. ძალიან მომწონს ეს ისტორია ერთ-ერთი გამორჩეულია.და კიდევ უფრო მომწონს დასასრულით. ამის ჰეფი ენდით დამთავრება იქნებოდა ტიპიური ფორ ლავური ისტორია იმიტომ რომ აქ იყო იმხელა ტრადიციები და წესები აქ იყო ემოციები და გრძნობები ერთმანეთის საპირისპირო, იმდენი ტანჯვა და სირთულეები.მოკლედ სასწაული გოგო ხარ. როცა კითხვა დავამთვარე ამოვისუნთქე ამას ვერ წაიკითხავ უემოციოდ.წარმატებები

ნინო,გელოდი! მიხარია,რომ მოგეწონა :დ დღეიდან მშვიდად განვაგრძობ ცხოვრებას,როცა ვიცი,რომ აღარ არის ადამიანი,ვინც გაბრაზებულია ჩემზე და დანა ალესილი მიცდის :დდდ ❤️❤️❤️❤️❤️❤️ ძალიან დამამახსოვრე თავი,უკარგესი გულის ადამიანი ხარ და ბევრ მადლობას გიგზავნი ❤️❤️❤️❤️
სხვაგვარად ვერც იქნებოდა.. მიხარია,რომ შენც მეთანხმები ❤️❤️❤️❤️

ირო
ალბათ სხვანაირი დასასრული არ მოუხდებოდა ანარა იყო მისთვის პირველი და ბოლო ასევე ომანებიც გვარიც.თუ ანარა იცოცხლებდ თავისდაუნებურად გაგრძელდებოდა ომანების გვარიც.ბევრნაირად შეიძლება დაასრულო ეს ისტორია მგრამ აი ახლა ყელში რომ ამეწვა ემოციისგან ზუსტად ის დასასრულია რაც უნდ იყოს.ასეა ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და რენამქც არ დააყოვნა ამ ციხის გტეხვა,თორემ იქ იმ სამყაროში არბი და ანარა ერთმანეთს აუცილებლად იპოვნიან და შეხვდებიან.ჩვენც ხომ ამიტომ ვცოცხლობთ აქ დედმიწზე რომ იქაური სამყარო აქიზე უკეთესია.ველი ახლის დსაწყისს.

არბი თავიდანვე აპირებდა მისი გვარის დასრულებას.. არ იყო ის ადამიანი,მიუხედავად იმისა,რომ სისხლით იცავდა ყველაფერს,ამ ტრადიციებისთვის გაეწირა მისი მომავალიც..
ანარა პირველი და უკანასკნელი იყო..
ირო, რა კარგია რომ მოგწონს ❤️❤️❤️ ისე დაიწყო დღე,ცოტა გული მქონდა გატეხილი,თუმცა გამოჩნდით და გამოვკეთდი ❤️❤️❤️
შეხვდებიან,თან აუცილებლად! სხვაგვარად არ დათმობდნენ ერთმანეთს ამ ცხოვრებაში! ❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი Ana-maria

როდესაც არბიმ იმქვეყნიური ერთად ყოფნა ახსენა,უკვე მივხვდი რომ ანარა და არბის სიყვარული დედამიწაზე დასასრულს უახლოვდებოდა.ვერ ვიტყვი რომ გული არ მეტკინა. ველოდი ალბათ შვილებით და ბედნიერებით დახუნძლულ მომავალს. მაგრამ მარადისობაში გადასული სიყვარული,რომელსაც არავინ და არაფერი ემუქრება,უფრო მომეწონა. ნეტა ამბორმა მიიყვანა მის მფლობელთან ანარა? ვფიქრობ რომ მიიყვანა!!!!!!!!

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
როდესაც არბიმ იმქვეყნიური ერთად ყოფნა ახსენა,უკვე მივხვდი რომ ანარა და არბის სიყვარული დედამიწაზე დასასრულს უახლოვდებოდა.ვერ ვიტყვი რომ გული არ მეტკინა. ველოდი ალბათ შვილებით და ბედნიერებით დახუნძლულ მომავალს. მაგრამ მარადისობაში გადასული სიყვარული,რომელსაც არავინ და არაფერი ემუქრება,უფრო მომეწონა. ნეტა ამბორმა მიიყვანა მის მფლობელთან ანარა? ვფიქრობ რომ მიიყვანა!!!!!!!!

მიიყვანა და თან იქ,ანამარია,სადაც წინ არაფერი ეღობებათ და,ცხოვრებასიწყებენ..
სადაც არავინ მალავს გრძნობებს და ადათებს არ წირავენ ცზოვრებას..
❤️❤️❤️❤️❤️
მე მჯერა რომ მიიყვანა ამბორმა ისევ ერთმანეთთან ! მადლობა,რომ მტელი ეს პერიოდი ჩემთან იყავი! ძალიან გაფასებთ ❤️❤️❤️❤️

 


№23 სტუმარი ია

ისედაც იმდენი რამე კლავს სიყვარულს,მათ გარემოში ეს მიზეზები ასჯერ უფრო მეტი იქნებოდა,ლოგიკური და მშვენიერი დასასრულია, ჰეფი ენდი კაია მაგრამ სადაა ))))) ნუ,როგორ არაა,არის აქ ისტორიები სადაც ყველაფერი ძალიან კარგად მთავრდება და ეგენი წაიკითხონ ვისაც იმედი გაუცრუე... კარგი იყო,წარმატებები

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ია
ისედაც იმდენი რამე კლავს სიყვარულს,მათ გარემოში ეს მიზეზები ასჯერ უფრო მეტი იქნებოდა,ლოგიკური და მშვენიერი დასასრულია, ჰეფი ენდი კაია მაგრამ სადაა ))))) ნუ,როგორ არაა,არის აქ ისტორიები სადაც ყველაფერი ძალიან კარგად მთავრდება და ეგენი წაიკითხონ ვისაც იმედი გაუცრუე... კარგი იყო,წარმატებები

ია ❤️❤️❤️ იქ,სადაც ლოგიკურია დასასრული,ბედნიერადაც სრულდება..
ორი მხარეა,როგორ დაინახავ..
მათ ბედნიერება სხვაგან იპოვნეს და ეს უფრო მნიშვნელივანია ჩემთვის ????❤️
შენ კი,დიდი მადლობა ქომაგობისთვის და,მოწონებისთვის ❤️❤️❤️❤️
გამახარე!

 


№25 სტუმარი სტუმარი მაკა

მე მომეწონა ძალიან მაგრამ არ მეყო ძალიან მეპატარავა ძალიან კარგათ გაამახვილეთ .მთის ადათების უარყოფითი მხარე მე თვითონ მთიელი ვარ და არ მომწონს ბევრი რამე მაგრა ეხლანდელი თაობა აღარ მისდევს მთის მკაცრ ადათებს დიდი მადლობა ❤❤❤

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მაკა
მე მომეწონა ძალიან მაგრამ არ მეყო ძალიან მეპატარავა ძალიან კარგათ გაამახვილეთ .მთის ადათების უარყოფითი მხარე მე თვითონ მთიელი ვარ და არ მომწონს ბევრი რამე მაგრა ეხლანდელი თაობა აღარ მისდევს მთის მკაცრ ადათებს დიდი მადლობა ❤❤❤

დიდი მადლობა თქვენ ❤️❤️ მიყვარს მთა..თუმცა,ვერასდროს ვეგუებოდი მის წარსულს,არადა, სასწაულად ლამაზია ყველაფერი.. დიდი მადლობა რომ მოგწონთ ❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი ლიკა

იქნებ გააგრძელო. მინდა კიდევ წავიკითხო.დაველოდები

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ლიკა
იქნებ გააგრძელო. მინდა კიდევ წავიკითხო.დაველოდები

ვერ შეგპირდებით.. მადლობა რომ წაიკითხეთ ❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან მომეწონა.რაც შეეხება დასასრულს,ყოველთვის ყველაფერი კარგად არ სრულდება.რომეო და ჯულიეტა ტრაგიკულად დასრულდა ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ცუდი ნაწარმოებია.წარმატებები,კიდევ ბევრ სიახლეს ველოდები თქვენგან.

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ხათუნა
ძალიან მომეწონა.რაც შეეხება დასასრულს,ყოველთვის ყველაფერი კარგად არ სრულდება.რომეო და ჯულიეტა ტრაგიკულად დასრულდა ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ცუდი ნაწარმოებია.წარმატებები,კიდევ ბევრ სიახლეს ველოდები თქვენგან.

ხათუნა,დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️ მართალი ხართ,რეალურ ცხოვრებაშის არ სრულდება ყველაფერი ისე,როგორც გვინდა ხოლმე ❤️❤️❤️
დაგელოდებით მეც შწმდეგ ისტორიებზე ❤️❤️❤️ მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent