შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე


6-11-2021, 06:28
ავტორი iamnotreal
ნანახია 2 937

თავი 1
თეთრ ჩუქურთმებიან კაბაში და მჭიდროდ მოჭერილ კორსეტში სუნთქვა მიჭირდა. ვგრძნობდი როგორ დაფარფატებდა ჰაერში ჩემი კაბა და გრძელი შავი თმები. მჭიდროდ ვეჭიდებოდი საქანელის თოკებს და ვუყურებდი ჩემს წინ აღმართულ გიგანტურ ლაბირინთს რომლის ბოლოც ჩემთვის უცნობი იყო. ლოდინისგან სადაციყო ჭკუიდან გადავიდოდი, რომ მოულოდნელად ზურგიდან ნაბიჯების ხმა მომესმა…
-ბუუუ!!!
მთელ ტანში სიცივემ დამიარა და შიშისგან საქანელიდან გადავხტი. საბედნიერიდ ეს მხოლოდ ჩემი ძმის, იკას ოინებია.
მომიახლოვდა და ამაყენა.
-როგორი ჯელტმენური საქციელია შენი მხრიდან.
-როგორი სარკაზმია ჩემო პატარა ფერიავ.
ჩემმა ძმამ ზუსტად იცის როგორ უნდა ითამაშოს ჩემს ნერვებზე, ისევე როგორც მე ვიცი მისი გონების არევა. ამ სახელს ბავშვობიდან მეძახის, თუმცა იცის რომ არ მიყვარს როცა ასე მომმართავს.
-აქ რას აკეთებ? ხალხი გველოდება.
-ისინი შენ გელოდებიან იკა. ჩემი ადგილი კი აქ ამ შადრევანთან არის.
- მარტოობაში აპირებ სიკვდილს ?
-იმ გაბღენძილი, მდიდარი და თავშიავარდნილი ხალხიდან ერთერთთან სჯობს მაშ სიკვდილი ?- მივუხვდი ჩანაფიქრს და ისიც განვსაზღვრე თუ შემდეგ რას მეტყოდა ან რა თემას შემომაპარებდა.
-დედა უკვე ერთისაათია პოტენციურ საცოლეებს მაცნობს. იქნებ მიშველო და ამარიდო თავიდან ეს ტანჯვა როგორც ჩემმა დამ და თანამოაზრემ?- იცის გონების თამაშები,თუმცა მე ვჯობნი.
-შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც ცოლზე და ბავშვებზე ოცნებობს 7 წლის ასაკიდან?
-მე გარიგებით ქორწინებაზე კიარა სიყვარულზე ვოცნებობ. ის ქალიშვილები კი უბრალო მარიონეტები არიან, რომლებიც მამის კისერზე ზიან იქამდე სანამ საქმროს არ უპოვიან. შემდეგ კი პარაზიტები ცხოვრებას საქმროს კისერზე გააგრძელებენ, საბოლოოდ კი შვილების კისერზე აღმოჩნდებიან.
-სისულელეა სიყვარული ამ ქვეყნად. ჩვენს დროში მამაკაცებიც და ქალებიც მხოლოდ ფულზე, სახელზე ან ლამაზ მეუღლეზე ფიქრობენ რომ შემდგომ საზოგადოებაში გასვლა სიამაყით შეძლონ.
-ჩემო პატარა დაიკო, ყველა მაგ მიზეზების გამო არ ქორწინდება.
თბილად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, წამოდი გველოდებიან. მამამ შენი დისთვის და ჩემთვის ყველა გასათხოვარი გოგო და უცოლო ვაჟი დაპატიჟა ჩვენს ბალზე. იქნებ შენც იპოვო შენი სიყვარული?
იკას მიმზიდველი ღიმილი ყველა გოგოს ატყვევებდა ჩვენს ქალაქში. მასზე მრავალი ახალგაზრდა თუ ზრდასრული ქალბატონი ოცნებობდა და მაინც ელაიჯა სიყვარულს ეძებდა როგორც უსინათლო კაცი ნემსს თივის ზვინში. წინ მიმიძღვოდა, პატარა ბილიკზე შეჩერდა და გვერდით მდგარ ტირიფის ხეს შეხედა. მივხვდი რომ ბავშვობის მოგონებები გაახსენდა და ღიმილით მომიბრუნდა. შუბლზე მაკოცა და მითხრა - იყავი ისეთი ლაღი და ოპტიმისტი როგორიც ბავშვობაში იყავი, და ისეთი სიყვარული გეწვევა რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ იოცნებებს.
სახლიდან ისმოდა ხალხის ჟრიამული, სიცილი, ზუზუნი და რაც მთავარია მუსიკის ხმა.
მისაღებში შესვლამდე, კარებთან შევჩერდი და იკას ხელი მჭიდროდ ჩავავლე.
- იქნებ მათ ჩემი კიარა, შენი და ჩვენი დის, მარის ნახვა უნდათ მხოლოდ?
- ნუ სულელობ პატარა ფერიავ! მჯერა დღეს შენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდები.
მისი თავდაჯერებულება ათასგვარ იმედს აძლევდა ადამიანებს თუმცა მე ისევ უიმედოდ ვიყავი.
ვერვხვდებოდი ამ ფრომალობის მიზანს. ვერც იმას ვხვდებიდი საერთოდ რა საჭირო იყო გარიგება ან ქორწინება ან სიყვარული… ეს ხომ აღარ იყო შუა საუკუნეები. სრულიად უიმედოდ ვიყავი და ირგვლივ ყველაფერი არასწორად მიმაჩნდა. შევაბიჯე თუარა ჩემი ძმა თვალთახედვიდან წამებში გაქრა და მის დადევნებასაც აზრი აღარ ქონდა. ვფიქრობ სასმლის მოსაძებნად გაეშურა ან ამ ქალბატონების დასამალად რომელიმე ოთახში ჩასაკეტად გაიქცა. ვხუმრობ… ის არასდროს გარბის ქალბატონებისგან, უბრალოდ ამ ბოლო დროს კრიზისი აქვს … სიყვარულს ელის. ჩემთვის სასაცილოზე კიდევ უფრო სასაცილოა ეს ყველაფერი მაგრამ რას ვიზამთ. ირგვლივ რომ მიმოვიხედე უამრავი ახალგაზრდა ყმაწვილი შევნიშნე მეტად სიმპატიური გარეგნობით, ერთერთ მათგანს საერთოდაც არ ქონდა მდიდარი მამიკოს ბიჭის გარეგნობა,და მაინც ზუსტად ვიცი არცერთმა მათგანმა არ იცის სიყვარულის ფასი. ზუსტად ისეთივე პარაზიტები არიან როგორებიც გაუთხოვარი გოგოები,ლამაზ გოგონას ცოლად მოიყვანენ, ისევ მამის ფულებს აიღებენ და ღამით სადმე ბარში ამოყოფენ თავს სრულიად უცხო ქალთან ერთად, ცოლი მხოლოდ სილამაზისთვისა და ფორმალობისთვის უნდათ. არ იფიქროთ რომ ეს ყველაფერი შუა საუკუნეების პერიოდში ხდება. არა ჩემო კარგებო ყველაფერი დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება. გაგიკვირდათ არა?! ჩვენი ოჯახი ერთერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ოჯახია თბილისში. ერთადერთი მინუსი რაც ამ ოჯახს შეიძლებოდა ქონოდა ის იყო რომ ზედმეტად ბევრი ფული გვაქვს. თუმცა არა. მსგავს ოჯახებში ყოველთვის არის უამრავი საიდუმლო, რაც არავინ იცის და ყველა ცდილობს რომ დამალული დარჩეს. მე ოჯახის სრულუფლებიანი წევრი არვარ ასე რომ ამ ფულზე წვდომა არ გამაჩნია. თუმცა ის ციფრი რაც ჩემს ანგარიშზეა ხანდახან მეც კი მაოცებს. ნუ დაგავიწყდებათ რომ თითოეული ცენტი ბებიის ანდერძით მერგო. საოჯახო ბანკში არსებული თანხა კი ყველა ოჯახის წევრის არის, ჩემს გარდა… ახლა იკითხავთ თუ რატომ რისთვის და როგორ მაგრამ მთავარი ის კი არ არის თუ რატომ მაქვს მე უფრო მეტი და ოჯახს უფრო ცოტა, არამედ ის არის თუ რატომ არვარ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ შეკითხვაზე კი პასუხს მალე გაიგებთ… მანამდე ისევ დიდებულ წვეულებას მივუბრუნდეთ. მოკლედ აქ არიან ცნობილი მწერლები მუსიკოსები და მხატვრები, ბიზნესმენები, ცნობილი ფირმების შემქმნელები ქართველი სელებრითსბი და ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ მათი გაუმაძღარი შვილებიც თან ახლავთ. ყური მოვკარი რომ იმ შეუსაბამოდ ჩაცმულ ბიჭს მოსაწვევი მანქანაში დარჩა და ამის გამო გარეთ გაგდებას უპირებდნენ თუმცა კოსტუმის შიგნიდან “the stokes”ის მაისური დავლანდე და გავიფიქრე-“დარწმუნებული ვარ აზრზე არ არის ამ ბენდის”
მივედი და დაცვას ვთხოვე რომ ყურადღება არ მიექცია ჩემი მეგობროსთვის, ისიც დავაყოლე რომ თუ ვინმე იკითხავდა ყველასთვის უნდა ეთქვა რომ ის ჩემი დაპატიჟებულიიყო ბილეთის გარეშე. ასე და ამგვარად პრობლემა მოვაგვარე თუმცა ამ თავხედმა მადლობის თქმითაც კიარ შეიწუხა თავი პირდაპირ დასალევს მიახტა. არა, არ მიკვირს. საქმე ასეთ პირუტყვებთან არუნდა დაიჭიროთ. მითუმეტეს თუ crackheadივით თავი გადაპარსული აქვს და შრამებით სავსე. ვერც მისი ტატუები გამოეპარებოდა კაცს.
-არვიცოდი სტუმრებს სხვების შემოპარვაც თუ შეეძლოთ.
მეტად დამცინავად მითხრა. მართლა სტუმარი ვეგონე?
-სტუმარს ბევრი რამ შეუძლია სანამ ამის ნებას მასპინძსლი აძლევს.
ამ სიტყვებით ვცადე მიმეხვედრებინა რომ შეცდა და არვარ სტუმარი, თუმცა ჯანდაბას.ერთი ამისიც. დღეს ნამდვილად მინდა რომ დავივიწყო რა ოჯახიდანაც მოვდივარ. ეს ყმაწვილი კი ნერვებზე მოქმედებს და გულის რევის შეგრძნებას მგვრის.
-50 ლარს ვდებ რომ შენც ერთერთი მათთაგანი ხარ, დამჯერი ლამაზი გოგონა რომელიც საქმროს ლოდინში კვდება.
-ჩემი ვალი პირველივე ნახვისას? მაგ 50ლარს ერთ გასეირნებაში გამოგიქვითავდი, ოღონდ აქედან ისე უნდა გამაქრო რომ ვერავინ შემამჩნიოს…

რისკი ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ ამჯერად ვიღაც უცხოს ვანდე ჩემი თავი. სიგიჟეების სიაში ნამდვილად ვერ დაიკავებდა ეს ქმედება პირველ ადგილს მაგრამ არც ჩამორჩებოდა. ოჯახს ისედაც არასდროს არ ვასახელებხოლმე, ასერომ ავდექი და ჩემი ოთახისკენ წავიყვანე. ოთახიდან აივანზე გავედით საიდანაც დიდი წვალების შემდეგ ძვლივს ჩაძვრა უცნობი უკანა ეზოში. შემდეგ მეც მივყევი და ასე აღმოვჩნდი ჩემი ეზოს გარეთ ვიღაც ბიჭის მანქანაში ღამის 12 საათზე.
-ახლა საით?
მკითხა ისე თითქოს ვიცოდი საით მივდიოდი
-მისმინე ტვინიკოსო.ოღონდ აქედან წამიყვანე და სადაც გინდა იქ წადი.
ჯერ ისევ ვერ ვხვდებოდი ადრენალინის ბრალიიყო თუ მართლა ეს ბიჭი მირევდა გულს. ისეთი გამოხედვა და მანერები ქონდა აი ხომ იცით კლასში უეჭველად გეყოლებოდათ ეგეთი აბეზარა. ყველას რომ უმწარებდა სიცოცხლეს დასცინოდა, ფულს და საჭმელს რომ ახევდა. დავალებებს აწერინებდა და საბოლოოდ პანჩურსაც არტყამდა უკანალში.
მოკლედ ზიზღის გამო მერეოდა გული. მოსახვევებში სამჯერ მაინც ისე შეაბუქსავა რომ თითქმის მანქანიდან გადავფრინდი. როცა საბოლოოდ ქალაქამდე ჩავედით და შუა შუქნიშნიდან გადავხტი, არც სახელი მითქვამს არც ნახვამდის და რაც მთავარია კარმა დავუბრუნე და არც მადლობა ვუთხარი. ბოლოს მახსოვს რომ რომელიღაც კლუბში შევედი გავილეშე და საბოლოოდ იკას დავურეკე რომ წავეყვანე.
(მეორე თავი მალე დაიდება)



№1 სტუმარი Daldinidaldoni

ოჰოო გიჟური თავგადასავალი გველის ძალიან კარგი და საინტერესო დასაწყისია..

 


№2  offline წევრი OKI ME

ჰოო, საინტერესო იყო. იმედია მეორე თავი უახლოეს მომავალში იქნება heart_eyes heart_eyes

წარმატებები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent