შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი თუ სიხარული ( ნაწილი 1 )


6-11-2021, 15:22
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 270

„წერილი თუ სიხარული“

დამიჯერეთ, ყველა ადამიანი იპოვის თავის წილ სიყვარულს ამ ქვეყნად. არავინ დარჩება უსიყვარულოდ, ზოგი მიხვდება რომ ის არის და ჩაკიდებს ხელს მაგრად არსად გაუშვებს, ზოგი კი პირიქით- ზურგს შეაქცევს და მისგან შორს გაიქცევა, რადგან ამ გრძნობის შეეშინდება, მერე როცა დაკარგავს მთელი ცხოვრება მარადიულ ძიებაშია გადაშვებული, ფიქრობს რომ მისთვის სიყვარული ვერ გაიმეტა ბედმა.

-მილა თუ ახლავე არ ადგები ისევ დაგაგვიანდება! -დედაჩემის ხმა ჩამესმის ყურში და თვალებს ნელა ვახელ.
-ერთხელ მაინც შეიძლება, ადრე გავიღვიძო და არსად მაგვიანდებოდეს?! -ბოლო ხმაზე ვღრიალებ და ტანსაცმელს ვიცმევ.
უნივერსიტეტამდე კისრისტეხით მივდივარ და გამოცდის ლოდინისგან ვიღლები, რვეულზე უაზროდ ჯღაბნისგანაც რომ ვიღლები, აღარ ვიცი რა ვაკეთო. ტელეფონზე შეტყობინება მომდის, ჩემი დაქალი იაა:
*სამსახურს ისევ ეძებ? ))
*კი, თორემ ამ უაზრობისგან გავაფრენ. ((
*საშენო სამსახური გიშოვე, სიმპათიური უფროსი გეყოლება რაც მთავარია. ))
*გრაფიკი ხელს ხომ არ შემიშლის?
*გნახავ და აგიხსნი. :**
*ბოროტი ხარ!
*მეც მიყვარხარ ))
მთელი დღე მომავალ სამსახურზე ფიქრში გავატარე, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი იას რომ მოეყოლა ჩემთვის რა სამსახური მიშოვნა. როგორც იქნა გამოცდას მოვრჩი და ეგრევე იასთან გავვარდი, არც კი მივსალმებივარ ისე მივაყარე კითხვები.
-რა სამსახურია? სად არის? რომელი საათიდან ვიწყებ? გასაუბრება როდის მაქვს? -იამ ლომონიანი ჩაი დამიდო წინ და მშვიდი მზერით შემომხედა.
-მე კარგად ვარ, ძალიან დავიღალე და მეც მომენატრე.
-ხო კარგი, მეც ძალიან დავიღალე, ამ უაზრობამ დამღალა რამე ახალი მჭირდება.
-მოკლედ შენი ახალი სამსახური ძალიან სახალისოა, შენ იქნები ათ კაციანი ჯგუფის წევრი სადაც გეგმავენ “ივენთებს” მაგრამ არა ჩვეულებრივ წვეულებებს, აქ გეგმავენ საღამოებს რომლებზეც ეხმარებიან ხალხს.
-ცოტა გაუგებარია.
-შენი სფეროა, განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ, რასაც ითხოვენ ეს სითბო, სიკეთე და ხალხის სიყვარულია. რაც მთავარია უსიმპათიურესი უფროსი გყავს, ნუ ცოტა უჟმურია, მაგრამ ისეთია დაეცემი.
-მაშინ შენ რატომ არ იწყებ მუშაობას?
-დაკავებული ვარ, ვსწავლობ და თან საქმრო მყავს.
-ანუ შენ იმიტომ მიშოვე ეგ სამსახური რომ სიმპათიური უფროსი მეყოლება?
-ეს სამსახური იმიტომ აგირჩიე რომ ეხმარები ხალხს, შენი სფეროა, დამიჯერე მოგეწონება.
-ვნახოთ, ახლა გავიქეცი საქმეები მაქვს და მისამართი მომწერე.
-მხოლოდ სამსახურის გამო მოხვედი?
-სასწავლი მაქვს, თან ბევრი გამოცდები გვაქვს, თორემ ხომ იცი როგორ მიყვარს შენთან ყოფნა.
-ამ ერთხელ გპატიობ. -იასგან გამოსვლის შემდეგ ნახევარ საათზე მეტი ქუჩაში ვხეტიალობდი, ტელეფონში მუსიკის არჩევით იმდენად გავერთე რომ ვიღაცასთან ერთად ძირს აღმოვჩნდი, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღიმართა ჩემს წინ მთა, ხო კარგი ცოტას ვაზვიადებ ბიჭი იყო, თან რა ბიჭი, ხორბლისფერი კანი და თაფლისფერი თვალები ქონდა, საშუალო ზომის ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი, წვერიც ისე საოცრად უხდებოდა, იმდენად დამატყვევა რომ მის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ხო, იდეალურ მომენტებში იღვიძებს ჩემში ქალი, ბიჭი გაოცებული მიყურებდა ალბათ ეგონა რაღაც მომტეხა, ან სულ ცოტა ტვინის შერყევა მაინც მიმაღებინა... მისი ყურებით იმდენად გავერთე რომ რას მეკითხებოდა არ მესმოდა.
-გოგონა კარგად ხარ? -ღმერთო რა ხმის ტემბრი აქვს.
-კი... კი კარგად ვარ. -ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ორი სიტყვა ამოვიბურტყუნე.
-სახლამდე გაგიყვან ავტომობილით ვარ, იქნებ ჯობია საავადმყოფოში წაგიყვანო. -თავი ისე სწრაფად გავაქნიე რომ კისერი მეტკინა.
-გმადლობთ არ მინდა უკვე სახლთან ვარ. -ბიჭმა გამიღიმა და ისევ გავშტერდი.
სახლში სულ ფრენით მივედი, რა მიხაროდა არ ვიცოდი. ალბათ, სამსახური მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი წინ მქონდა, მშობლებისთვის უნდა ამეხსნა ჩემი სამუშაო და რადგან არ ვიცოდი რა მევალებოდა, გადავწყვიტე მშობლებს გასაუბრების შემდეგ დაველაპარაკები. მთელი დღე ოთახში შევიკეტე და განა ვმეცადინეობდი, ვიჯექი და ჩემს მთა ბიჭზე ვფიქრობდი. ღმერთო მგონი პლატონური სიყვარული მეწვია. დაწყნარდი მილა რა დღეში ხარ, ამხელა გოგო როგორ იქცევი.
დილით ისე ადრე გამეღვიძა რომ მთელი ოჯახი გაოცებული მიყურებდა, განსაკუთრებით მამაჩემი.
-მილა სადმე გეჩქარება?
-კი მამა დღეს გამოცდა მაქვს. -თითქოს დაიჯერა მაგრამ მაინც უცნაურად მათვალიერებდა. მე კიდე არავინ მადარდებდა ჩემი გასაუბრების და პლატონური სიყვარულის გარდა. იას მოწერილ მისამართზე მივედი და ლიფტის კარს ვხურავდი ვიღაცამ ისევ რომ გააღო და ჰოი საოცრებავ, ისევ ის მთა ბიჭი... გულმა საშინელი ძალით დამიწყო ფეთქვა, მგონი მთელ ლიფტში ისმოდა მისი ხმა.
-მეორედ შევხვდით ერთმანეთს ისევ უცნაურ სიტუაციაში. -მე ვერაფერი ვუპასუხე მხოლოდ ვიღიმოდი. ბიჭიც უცნაურად მაკვირდებოდა.. –მე მათე მქვია.
-მილა, სასიამოვნოა. -ხელი ჩამოვართვი და ისეთი თბილი ხელი ქონდა გაშვება აღარ მინდოდა.
-გასაუბრებაზე ხარ მილა?
-კი, შენც?
-მე აქ ვმუშაობ.
-ცოტა უცნაურია ათ სართულიან კორპუსში ოფისი.
-ოფისი არ არის უფროსის ბინაა. -ღმერთო არა, ოღონდ ეს არა, ლიფტი შეჩერდა და ცივმა ოფლმა დამასხა. -დახურული სივრცის შიში ხომ არ გაქვს?
-არა.. პირველად არ გავჭედილვარ ლიფტში. -სიცილი დავიწყე ჩემი პირველი გაჭედვა რომ გამახსენდა.
-იქნებ მეც მომიყვე რატომ იცინი.
-ჩემი პირველი გაჭედვა გამახსენდა. -მათემ ფურცლები ამოიღო ლეპტოპის ჩანთიდან და ძირს დააფინა. -დაბრძანდი.
-ისე მოემზადე მგონი დიდი ხანი ვაპირებთ აქ ჯდომას.
-წინა გაჭედვისას ორი საათი ველოდი ვინმეს გამოჩენას, მაშინ მარტო გავიჭედე და ახლა აქ ხარ, ამიტომ გავერთობით მაინც, ან ერთმანეთს გავიცნობთ, თან მალე თანამშრომლები ვიქნებით.
-გასაუბრებაზე რომ ვერ მივედი?
-მე ვარ კადრების განყოფილება და აქვე გაგესაუბრები, მაგრამ ჯერ შენი გაჭედვის ამბავი მომიყევი.
-მასწავლებელთან მივდიოდი და მესამე და მეოთხე სართულებს შორის გავიჭედე, თავიდან მეცინებოდა მაგრამ მერე ისტერიკა დამემართა, ლიფტში გაჭედვაზე უფრო იმაზე ვდარდობდი რომ მასწავლებელთან დამაგვიანდა.
-ხუმრობ ხო?
-არა მართლა მაგაზე ვდარდობდი. -ისეთ ხმაზე დაიწყო სიცილი რომ შემეშინდა, ის კიდე სიცილს აგრძელებდა, რაღაცნაირად მეწყინა თითქოს. -მეც ვიდარდე წინა ლიფტში გაჭედვისას, იმიტომ რომ ბავშვები მელოდნენ ძაღლების თავშესაფარში წაყვანას დავპირდი.
-ბავშვები გყავს?
-კი, 3 ძმიშვილი მყავს. -თითქოს გულზე მომეშვა როცა ძმიშვილები ახსენა ბეჭედი არ უკეთია მაგრამ ვინმე მაინც ეყოლება ასეთ სიმპატიურ ბიჭს, ღმერთო რაზე ვფიქრობ ხომ შეიძლება ერთხელ ნორმალური ადამიანივით ვიფიქრო და უცხო ბიჭზე პლატონური გრძნობები არ გამიჩნდეს. -ეი, რაზე ჩაფიქრდი?
-ძაღლებზე, მეც მინდა მათთან წასვლა მაგრამ ვერასდროს მოვახერხე.
-მაშინ ხვალ თუ გცალია ერთად წავიდეთ, მე, შენ და ჩემი ძმიშვილები.
-თუ მეცლება წამოვალ. -უცებ მისი ტელეფონი აწკრიალდა, გამახარა იმან რომ იჭერდა და ვინმე გვიპოვნიდა ამ ლიფტში.
-რძალო მიშველე. -ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო.
-ვცდილობ, ყველა ხელოსანს დავურეკე რომ ეგ ლიფტი ჩართონ.
-მიშველე და ყველაფერს შეგისრულებ.
-შაბათ-კვირას ბავშვები დაიტოვე, ისევ მარტო ხარ მანდ გაჭედილი?
-არა, მილასთან ერთად.
-ლამაზია?
-თათია აქედან გამომიყვანე თორემ არ ვიცი რას გიზამ.
-ნუ ფსიხდები მაზლო, ეგ მარტო მე შემიძლია. -მთელი მათი საუბრის მანძილზე ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან.
-თათია ამ გოგოს ხათრით მაინც დაურეკე ვინმეს თორემ ჩემი წამება რომ გსიამოვნებს ვიცი.
-გამომყავხარ. -ლიფტის კარი გაიღო და ჩვენს წინ საყვარელი გოგონა იდგა რომელიც ინტერესით მაკვირდებოდა. -ახალია?
-კი თათია ჩვენი ახალი თანამშრომელია მილა. -მერე მე მომიტრიალდა. -მილა გაიცანი ეს ჩემი რძალია თათია.
-სასიამოვნოა. -მათემ წინ გამატარა და საოცარ გარემოში მოვხვდი, მიუხედავად იმისა რომ ახალი წელი დიდიხანია გავიდა აქ მაინც იდგა საახალწლო განწყობა.
-ჩემს კაბინეტში შევიდეთ. -პატარა, გემოვნებით მოწყობილ კაბინეტში აღმოვჩნდი. -კარგი მოდი ოფიციალური გაცნობით დავიწყოთ. -მე მათე გოგუა ვარ, ამ დაწესებულების უფროსი.
-უფროსი? -ისე წარმოვთქვი რომ გაოცება ვერ დავმალე. მან კი არც შეიმჩნია და გააგრძელა საუბარი. -ჩემთან ერთად აქ ცხრა ადამიანი მუშაობს, შენ მეათე იქნები, ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ იმ საღამოებს რომელიც ემსახურება ქველმოქმედებას, ვმუშაობთ მხოლოდ იმ ხალხთან რომლებიც სხვის დასახმარებლად შეგროვილ ფულს მართლა კეთილ საქმეში იყენებენ.
-მე რა მევალება?
-რაც ყველას, კრეატიული იდეა, ყველა თავის იდეას გვიზიარებს, აქედან სამს ვარჩევ და კლიენტს წარვუდგენ, თუ ამ სამიდან შენი იქნება ერთ-ერთი, ბოლომდე უნდა დაიხარჯო რომ კლიენტი დაარწმუნო, შენ საუკეთესოდ დაუგეგმავ საღამოს.
-სამუშაო გრაფიკი?
-მთავარია დაესწრო თათბირს სადაც კლიენტის სურვილს ვიტყვი მერე სახლში შეგიძლია იმუშავო, მაგრამ ვალდებული ხარ დაგეგმილ საღამოს დაესწრო და ყველა დეტალი გაითვალისწინო, მოგიწევს მუშაობა ისეთ ხალხთან რომლებიც ზემოდან შემოგხედავენ და თავი არ დაუხარო არასოდეს.
-ეგ კარგად გამომივა.
-ყველაზე მთავარი, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და აქ ერთმანეთის წარმატება საკუთარივით გვიხარია. ის უკვე ვიცი ყველასთან კარგი დამოკიდებულება გექნება, შენი გამოცდა წარმატებით ჩააბარე.
-რა გამოცდა?
-ლიფტში, ყველა თანამშრომელი სხვადასხვა სიტუაციაში მოხვდა ჩემთან ერთად და ყველა შენნაირი უშუალო იყო და როცა ვუთხარი რომ აქ ვმუშაობდი არცერთს თავის მოწონება არ დაუწყია, სწორედ ამიტომ ავიყვანე. -უცებ საქმიანი იერი და სერიოზული მზერა შეეცვალა. -აბა მოდიხარ ხვალ თავშესაფარში?
-ესეც გამოცდაა?
-არა უბრალოდ სამი ბავშვის წაყვანა მარტოს მეზარება და ვიფიქრე გამიწევდი კომპანიონობას.
-იქნებ შენს მეგობარ გოგოს არ მოეწონოს ჩემი წამოსვლა. -ღმერთო როდის ვისწავლი ენაზე კბილის დაჭერას.
-მაგაზე არ იდარდო, არ არსებული ადამიანები არ უნდა გაწუხებდეს. -კარებისკენ გაიხედა და სახეზე ღიმილი შეაშრა როგორც იტყვიან.
-ვფიქრობ შენი ფილოსოფოსობა უადგილო იყო, უბრალოდ რომ გეთქვა არ მყავს შეყვარებული უფრო მარტივი არ იქნებოდა? -გოგონას ხმაზე შევკრთი.
-თათია რა კარგ დროს იცი ხოლმე გამოჩენა.
-გამოჩენა თუ შენი გამწარება?
-უხერხულია, ჯერ არ გვიცნობს კარგად ეს გოგო. -თათია ჩემსკენ შემოტრიალდა და გამიღიმა.
-ხომ უნდა გაგვიცნოს, თან ხვალ ჩემი შვილები უნდა წაიყვანოს შენთან ერთად.
-ეგ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, აქაურობა აჩვენე ოღონდ შენებურები არ დაიწყო. -მერე ფურცელი მომაწოდა და წამოდგა. -ეს ჩემი ნომერია საღამოს მომწერე რას გადაწყვეტ, ახლა გავდივარ და ხვალამდე.
-ნეტა ვიცოდე შენნაირ უსაქმურს სულ სად ეჩქარება რა საქმეზე.
-პირველი უსაქმური არ ვარ და მეორე შენ შაბათ-კვირას გულაობა გინდა ჩემს ძმასთან ერთად ხომ არ დაგავიწყდა?
-შენ ახალი ძმიშვილი ხომ არ დაგავიწყდა? -მათეს პასუხი არ გაუცია, თვალები გადაატრიალა და გავიდა. მათეს გავაყოლე თვალი და ვერც კი შევნიშნე რომ თათია მესაუბრებოდა... თვალებთან რომ ამიფრიალა ხელი გონს მოვედი.
-ეი, მილა, გესმის ჩემი? ნეტა მერამდენე ხარ ვინც დღეს დაატყვევა?
-მე გუშინ დამატყვევა. -უცებ ვიკბინე ენაზე მაგრამ უკვე გვიანი იყო, თათია ჩემზე იცინოდა.
-არაუშავს, პირველი არ ხარ მაგრამ მე ვიცნობ ჩემს მაზლს და თუ სამსახურის გარეთ არ გააგრძელებ მასთან ურთიერთობას აქ დარჩება შენი მოწონება და მალე გამოხვალ ამ დატყვევებიდან. სივი არ გქონდა?
-მათემ გამომართვა ლიფტში მგონი.
-აჰამ, მაშინ წამოდი აქაურობას გაჩვენებ, დამიჯერე აქ არ მოიწყენ ჯერ იმიტომ რომ კარგი გარემოა და მეგობრებს შეიძენ. მერე კიდე მე და ჩემი მაზლი ვართ აქ, ერთ საიდუმლოს გეტყვი შენს წინ ვინც მუშაობდა ის გოგო აქედან იმის გამო გაუშვეს რომ ბიჭებს ეფლირტავებოდა, ნუ სანამ ჩემს ქმარს არ შეეხო არ მაწუხებდა. შენ კიდე შეგიძლია ჩემი მაზლი დაატყვევო, მაგრამ იცოდე ხელებში თუ ჩაადნები არაფერი არ გამოვა. -გაოცებული ვუყურებ და არ ვიცი რა ვუპასუხო, თანამშრომლებს მაცნობს და თავის მაგიდასთან მსვამს. -ყავას დალევ თუ ჩაის?
-ჩაი.
-რომელი? ხილის, მწვანე თუ ლიმონის?
-ხილის. -სანამ თათიამ მარტო დამტოვა დრო ვიხელთე და იას შეტყობინება მივწერე.
*სასწაული გარემოა.
*უფროსი? ))
*ნუ, ვერაფერს დაუწუნებ.
*საღამოს ვიჭორაოთ.
-შეყვარებულს წერ? -ვიღაცის ხმა მაფხიზლებს, ვაკვირდები და ჩემი ერთერთ თანამშრომელია, მიშო.
-დაქალს, ვინც ეს სამსახური მიშოვნა.
-ააა, იაკოს?
-იას საიდან იცნობ?
-საერთო ნაცნობი გვყავს, მე ვუთხარი სამსახურზე.
-ანუ შენ ხარ ჩემი გმირი.
-ეგრე გამოდის. -თათია მე და მიშოს გვაკვირდება თანაც უცნაურად, უცებ მივხვდი რაც იფიქრა და ვცდილობ სიტუაცია გამოვასწორო, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდა იფიქროს რომ მიშოს ვეფლირტავები.
-მიშო საქმე არაფერი გაქვს?
-თათ, ჩემი მოყვანილი თანამშრომელი ხო შეილება რომ ვიკითხო როგორ არის?
-ააა, მეგობრები ხართ?
-პოტენციური სასიძო ვარ თუ მისი დაქალი მარი მაღირსებს და ერთხელ მაინც შემხვდება რომ ავუხსნა რა ხდებოდა.
-ეხლა გასაგებია, ქრაშის დაქალებს კერავ ბიჭო?
-გზა გოგონას გულზე მის დაქალებზე გადის, არ იცოდი თათ?
-არა ხარ შენ ნორმალური, სულ ამას ვამბობ და არავინ მიჯერებს.
-მე ხო მჯერა თათ. -მიშო თათიას ლოყაზე კოცნის და გარბის.
-მართლა ვფიქრობ რომ არ არის ეს ბიჭი ნორმალური.
-ანუ არ მომეწონოს ჩემი დაქალისთვის?
-თუ გიჟი გოგოა კიი. ჩაი დავლიოთ და შეიძლია წახვიდე დღეს თავისუფალი ხარ, გახსოვდეს რაც გითხარი. -ნაჩქარევად ვსვამ ჩაის, მინდა სახლში სწრაფად მივიდე და დედას მოვუყვე ჩემს სამსახურზე... იმდენად მომწონს აქაური გარემო რომ ძალიან მინდა ბევრი დრო გავატარო აქ. თათიას ვემშვიდობები და ბედნიერი მივაბიჯებ სადარბაზოდან გამოსვლისას ისევ ვიღაცას ვეჯახები მთელი ძალით და ძლიერი ხელებიც სწრაფად ახერხებს ჩემს დაჭერას.
-ისევ მილა, მგონი თვალდახუჭული დადიხარ. -მათეს ხმაზე ვფხიზლდები და სირცხვილისგან ლოყები მიწითლდება. არ ვიცი რა ვუპასუხო და ვჩუმდები, გონებაში კი ჩემს თავს მეათასედ ვლანძღავ.
-ბოდიში, უბრალოდ ისე ჩამოვრბოდი თავი ვერ შევიკავე.
-ვიხუმრე მილა, გინდა გაგიყვანო? -გონება განგაშის სიგნალს რთავს.
-არ მინდა მოგაცდინო.
-თათიამ არ გითხრა რომ თანამშრომლების პირადი მძღოლიც ვარ? მინდა რომ დარწმუნებული ვიყო უსაფრთხოდ იმგზავრეს სახლამდე.
-თუ ასე დაჟინებით მთხოვ წამიყვანე. -ჩემს ნათქვამზე სახე ეცვლება და წარბს წევს.
-წაგიყვან, მაგრამ გზად ერთ ადგილზე უნდა შევიარო ბავშვი უნდა გამოვიყვანო სკოლიდან, იმედია არ გეჩქარება. -იქვე ახლოს აჩერებს სკოლასთან და პატარა გოგონა გამოყავს, მასწავლებელი ისე აყოლებს თვალს მათეს რომ ლამისაა იქვე შეჭამოს, გოგონას საქციელზე და გამოხედვაზე უცნაური შეგრძნება მეუფლება. პატარა გოგონა ინტერესით მაკვირდება და თვალს არ მაშორებს.
-ელი ეს მილაა, ჩვენი ახალი თანამშრომელი.
-ლამაზი გოგოა, მომწონს. -გოგონას ნათქვამზე მეღიმება.
-ვსო მილა, ჩათვალე გასაუბრება გავლილი გაქვს, დედა-შვილს მოეწონე, თუ არ აგიყვან სახლში არ მიმიშვებენ.
-მადლობა პატარა ქალბატონო.
-რომ გავიზრდები შენნაირი ლამაზი ვიქნები.
-შენ უფრო ლამაზი ხარ.
-ოხ ეს ქალური ამბები არ შემიძლია. -მათეს კომენტარზე მე და ბავშვი ერთ დროულად ვიწყებთ სიცილს. უცებ ელი თემას ცვლის და მეც ისევ იგივე გრძნობა მეუფლება.
-შენ აღარ მომაკითხო სკოლაში.
-რატომ?
-ჩემი მასწავლებელი, სულ შენზე ლაპარაკობს და მერე ბავშვები იცინიან.
-ვეთანხმები, წეღან თვალებით გჭამდა. -ღმერთო ენას როდის გააჩერებ მილა.
-რა ჩემი ბრალია რომ სიმპათიური ვარ?
-აუუ, კარგი რა ბიძია, არ შეიძლება ესე ლაპარაკი. შენ არ მასწავლი არ შეილება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონდესო? თავმდაბალი უნდა იყოო?
-დედაშენივით ენაგატლეკილი ხარ, შვიდი წლის ბავშვი ამდენს არ უნდა ლაპარაკობდე. -მათეს თითქოს არ ესიამოვნა ბავშვმა რომ გააჩუმა, მაგრამ ეს ბავშვი უკვე მომწონს.
-დედა ამბობს როცა რაღაც არ მოწონს შეტევაზე გამოდისო.
-ელის გაჩუმდი თორემ მშობელთა კრებაზეც მე მოვალ. -ელისი ბრაზდება და მათეს აღარც კი ესაუბრება, მათეს ჩემს სახლთან მივყავარ, მიკვირს კიდეც საიდან იცის ჩემი მისმართი და გაოცებული ვუყურებ. -სივში ეწერა. -უთქმელად ხვდება და მეც ღიმილით ვპასუხობ.
-მადლობა და დროებით.
-ხვალამდე მილა. -იმდენად თავდაჯერებული მეუბნება რომ თითქმის მოფიქრებული წასვლა გადავიფიქრე... ბედნიერი მივაბიჯებ სახლში, ჩემდა გასაკვირად მამაც სახლშია და თავს ვიმხნევებ რომ სამსახურზე მოვუყვე.
მაგიდის გარშემო ვზივართ მე, დედა და მამა, ჩემი ძმა კი მხარზე ხელის დაკვრით მამხნევებს. მთელ ძალას ვიკრებ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს რომ დავმშვიდდე. თვალებს ვხუჭავ და სწრაფად ვამბობ სათქმელს.
-მოკლედ, მუშაობას ვიწყებ. -თვალებს ვახელ და ჩემი მშობლების სახეებს ვაკვირდები. რატომღაც ორივეს მშვიდი გამომეტყველება აქვს ამიტომ მეც მშვიდად ვაგრძელებ საუბარს... -მოკლედ ძალიან კარგი შემოთავაზებაა, ათ კაციან ჯგუფში ვიმუშავებ, საქველმოქმედო საღამოებს გეგმავენ, მაგრამ უფროსს მკაცრი მოთხოვნა აქვს აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილად საქველმოქმედო და არა ხალხისთვის დადგმული ფარსი. ბევრი სამუშაო არ მექნება მევალება დავესწრო შეხვედრას კლიენტთან და მერე შემეძლება სახლშიც ვიმუშაო, სწავლაში ხელი არ შემეშლება. -საუბარს რომ ვამთავრებ და სუნთქვას ვაგრძელებ წვას ვგრძნობ, რადგან ნერვიულობისგან სუნთქვაც კი დამავიწყდა, მამაჩემი ცოტახანს ეჭვისთვალით მაკვირდება.
-სად იშოვე ეგ სამსახური?
-იამ მიშოვნა.
-თვითონ რატომ არ დაიწყო მანდ მუშაობა? -ახლა უკვე დედა ერთვება საუბარში.
-უკვე აქვს სამსახური და მე უფრო მჭირდებოდა მუშაობა. -დედა და მამა ერთმანეთს უყურებენ და თვალებით საუბრობენ, მერე მამა მე მაკვირდება.
-შანსს გაძლევ თუ შევნიშნავ რომ ეგ სამსახური ხელს გიშლის სწავლაში იცოდე მუშაობას თავს დაანებებ.
-გპირდები. -გახარებული ვეხვევი ჩემს ძმას და ჩემს ოთახში ვიკეტები, მთელ დღეს სწავლას ვუთმობ ახალი მიზანი მაქვს, მინდა კარგად ვისწავლო და დავუმტკიცო მშობლებს რომ სამსახური ხელს არ შემიშლის სწავლაში. უკვე ბინდდება როცა ქსეროქსებიდან თავს ვიღებ და ფანჯარაში ვიხედები. დედას ლიმონის ჩაი შემოაქვს და გვერდით მიჯდება.
-ვამაყობ შენით მილა, მჯერა რომ ყველაფერი გამოგივა, ვიცოდი შენს სამსახურზე იამ მითხრა და მამაშენი შევამზადე, ჩემთვის უნდა გეთქვა.
-დედა, არ გითხარი იმიტომ რომ მინდოდა ჯერ იქაური გარემო მენახა, ისე მომეწონა იქ ყოფნა წამოსვლა არ მინდოდა.
-ხომ იცი რას დაპირდი მამაშენს. -თავზე მკოცნის ჩაის მიტოვებს და გადის, ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას გონს მოვყავარ.

*შარფს ყველგან ესე ტოვებ?

ვიხსენებ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს შეტყობინება და მახსენდება რომ ბოლოს მათეს მანქანაში მეკეთა შარფი.

*ალბათ დამივარდა, ზოგადად უყურადღებო არ ვარ.

*ხვალ დაგიბრუნებ ნუ ნერვიულობ, არ მიყვარს სხვისი ნივთების მითვისება.

*ხვალ რომ ვერ გნახო? მე ჯერ არ მომიფიქრებია.

*სიგიჟეების კეთება გიყვარს?

სიტყვას ბანზე რომ მიგდებს ეს მაღიზიანებს კიდეც.

*მიყვარს.

*ხო და ხვალს შევხვდებით.

*მე ჯერ ვფიქრობ.

*ბევრს ფიქრობ, სიგიჟეებს კი ფიქრი არ უყვარს, სიგიჟე სპონტანურად უნდა გააკეთო.

ცოტახანს პასუხს არ ვწერ, უფრო სწორად არ ვიცი რა მივწერო ამიტომ უპასუხოდ ვტოვებ, გარეთ გავდივარ რომ ჩაის ჭიქა დავაბრუნო და რამე ვჭამო თორემ უკვე ჩემი კუჭი გადაიწვება, ნახევარი საათის შემდეგ უკან რომ ვბრუნდები ჩემს ტელეფონზე ისევ შეტყობინებაა მოსული.

*ხვალ გამოგივლი 2 საათზე იმედია მზად იქნები.

მისი თავდაჯერებულობა მაგიჟებს, თან მინდა გავამწარო და არ გავყვე მაგრამ ჩემს ქალურ ქვეცნობიერ მოწონს ეს მთა კაცი და არ უნდა მასთან ერთად დროის გატარების შანსი ხელიდან გაუშვას, თან სასიამოვნო მოსაუბრეა. პასუხს არ ვწერ ისევ, ველოდები კიდევ რამეს როდის მომწერს, ია რომ გლიჯავს ჩემი ოთახის კარს მარისთან ერთად უნებურად ტელეფონს ვმალავ და ყურადღება მათზე გადამაქვს.
-მოგწონს შენი სამსახური? -მარი წარბებს მითამაშებს.
-კიი, ძალიან კარგი ადგილია და ძალიან თბილი თანამშრომლები მეყოლება, განსაკუთრებით ერთი მომეწონა.
-ვინ შენი უფროსი? გავიგე ძაან სექსუალურია.
-მარიამ, სულ კაცებზე და მათ სექსუალურობაზე საუბარი არ გბეზრდება? არა, ჩემი უფროსი არა, მიშო მომეწონა ძალიან ყურადღებიანი ბიჭია, არც სექსუალურობა აკლია. თან როგორც გავიგე წინა გოგო მაგას ეტმასნებოდა და იმიტო გაუშვეს, ბიჭი შეუწუხებია, თათიამ მითხრა. -მარიამს მიშოს ხსენებაზე ფერი ეცვლება და იას უბღვერს.
-ისე რა, ბიჭია ეგ მიშო, დიდი ვერაფერი.
-მარიამ მართლა ეგრე ფიქრობ?
-კი ერთი ჩვეულებრივი ტიპია. სამსახურში მოგაკითხავ რა შენი უფროსის დანახვა მინდა. -უცებ კიდევ ერთი შეტყობინება მომდის ამ ჯერად ფეისბუქზე მეგობრობის დამატება, ფანჯარას ვხსნი და მათეს პროფილს რომ ვხედავ თვალებს სწრაფად ვახამხამებ.
-აჰა, ძაღლი ახსენეო და გამომიგზავნა მეგობრობა. -მარი პროფილს ხსნის და მათეს ფოტოებს ათვალიერებს, თან შიგადაშიგ წამოიყვირებს ხოლმე.
-უფ რა ბიჭია, ნახე, ნახე რა სახის ნაკვთები აქ. -ტელეფონს ვგლიჯავ ხელიდან და მარიამს მკაცრად ვუყურებ.
-მარიამ მიშო მოგწონს?
-არა, რატომ გაინტერესებს?
-მარიამ, თუ არ მოგწონს ნუ ეთამაშები, ძალიან კარგი ბიჭია და გული არ ატკინო.
-მე რომ მატკინა? რომ კითხო ჩემზე გიჟდება, ჩემი სიყვარულით იწვის და იმ ვიღაც ვიკასთან ერთად კი იყო კაფეში.
-თანამშრომელი იყო მარიამ, თან ვიკა იმის გამო გააგდეს რომ უფროსთან რომ არაფერი გამოუვიდა მის ცოლიან ძმას დაუწყო ლაქუცი, თანამშრომელ ბიჭებსაც არ ასვენებდა... ასე რომ მიშოს ბრალი არ იქნებოდა. კაფეში მე რომ ყავა დავლიო რომელიმე თანამშრომელთან ერთად უნდა გაგიჟდეს მისი შეყვარებული?
-შენ სხვა ხარ იმაზე კი სულ ვაფრთხილებდი იმ ვაჟბატონს.
-დარწმუნებული ვარ უმიზეზოდ არ იქნებოდა იქ. -ამდენხანს ჩუმად მჯდომი ია ხმას იღებს როგორც იქნა.
-მარიამ, ღალატი რომ ნდომებოდა როცა დაურეკე არ გეტყოდა სად იყო და ვისთან ერთად და არ დაგპატიჟებდა გაგაცნობო.
-ანუ მის მხარეს ხართ? -მარიამი პასუხის თქმას არ გვაცდის ისე გარბის ჩვენგან.
-ხვალ რამე გეგმები თუ არ გაქვს გნახავ.
-ძაღლების თავშესაფარში მინდა წასვლა, თათიას ბავშვები მიყავს და მთხოვა თუ საქმე არ გაქვს წამოდიო. -არ ვიცი რატომ მაგრამ მათეს ამბავს ვუმალავ.
-მომავალი მაზლის ცოლის და შვილების გულს იგებ?
-ია, კარგი რა.
-მიდი კარგად გაერთე, ხომ იცი ბიჭის გულზე გზა მის ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე გადის, მეც გიო მისი დის გულის მოგებით ჩავიგდე ხელში. -იას ვაცილებ და ჩემს ტელეფონს ვაკვირდები, 37 ახალი შეტყობინება მაქვს ფეისბუქზე ვხსნი და ყველა მათეს მიერ მოწონებული ჩემი ფოტოებია, ღმერთო ყველა უნახავს, გული მიქანდება და ბედნიერებისგან რა გავაკეთო აღარ ვიცი. მინდა ვინმეს გავუზიარო მაგრამ ვიცი რომ ჩემი ესეთი გაზვიადებებისა და ბიჭის მიმართ გამოჩენილი ინტერესი ცუდად მიბრუნდება ამიტომ ვცდილობ თავი შევიკავო და აღარც კი ვიფიქრო მათეზე გარეთ გავდივარ და დედასთან ვჯდები სამზარეულოში.
-რამის თქმა გინდა?
-ხვალ ძაღლების თავშესაფარში მივდივარ.
-ვისთან ერთად? -დედა ეჭვისთვალით მაკვიდება.
-თათიასთან ერთად.
-ვინ არის?
- ერთ-ერთი უფროსის ცოლია, ბავშვები მიყავს და შემომთავაზა მეც გავყოლოდი.
-მამაშენის მოსვლამდე დაბრუნდი.
-კარგი. -დედას ბედნიერი ვეხვევი ლოყაზე ვკოცნი და ოთახში გავრბივარ. ტელეფონს ვიღებ და ამჯერად ფეისბუქზე მხვდება მათეს შეტყობინება.

*აბა მართლა არ მოდიხარ?

*კი, მოვდივარ.

*ფსიქოლოგიურად მოემზადე სამი ბავშვისთვის პატარა ორი წლის არის.

*არ მიჭირს მათთან ურთიერთობა, თან ელის უკვე მოვწონვარ.

*ტკბილი ძილი მილა.

*შენც ასევე.

დილით ისევ დედაჩემის ხმა ჩამესმის, საათს ვუყურებ და თვალები მიფართოვდება, პირველი ხდება, თითქმის ერთი საათი მაქვს... აბაზანის კარს ვქაჩავ და ჩემი ძმის ღიღინი მესმის.
-ალექსანდრე მალე გამოდი ვაგვიანებ.
-მთხოვე მილაჩკა და გამოვალ, ხომ იცი როცა მბრძანებლობ როგორ მეშლება ნერვები. -ტონს ვარბილებ და თხოვნაზე გადავდივარ.
-ლექსო გთხოვ გამოდი. -ჩემი ძმაც გამარჯვებული ღიმილით მიღებს კარს და გამოდის.
-ისე იპრანჭები თითქოს ძაღლები დასაბანი თავით არ მიგიღებენ. -ჩუსტს ვესვრი, ენას ვუგდებ და აბაზანაში ვიკეტები. კარის ხმით ვხვდები რომ ლექსო წავიდა და მშვიდად გამოვდივარ, ჩაცმას და თმის გაშრობას რომ მოვრჩი ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა. , მთა კაცი ‘ რომ დაეწერა გული შემიქანდა.
-გისმენ.
-ქვევით გელოდებით. -ქურთუკი ავიღე და ისე გავვარდი ტუჩსაცხის წასმაც კი ვერ მოვასწარი, ფიქრებში მეათასედ გავლანძღე ჩემი თავი იმისთვის რომ მაღვიძარა არ დავაყენე, ავტომობილს მიყრდნობილი მელოდებოდა, ინსტიქტურად ავიხედე დედა ან რომელიმე მეზობელი ხომ არ მიყურებდა, ჩემდა საბედნიეროდ არავინ ჩანდა, ჯენტლმენური ჟესტი გამოიჩინა და კარი გამიღო. უკან მივტრიალდი და ბავშვებს გადავხედე.
- ელის როგორ ხარ?
- კარგად მილა შენ? ჩემი და-ძმა უნდა გაგაცნო, ეს ნოაა, ეს ევა. - ბიჭი ინტერესით მაკვირდებოდა, მერე ცოტა დაიმორცხვა, მათეს ხმაზე მისკენ შევტრიალდი.
-მოეწონე და შენი შერცხვა.
-სიმპათიური ბიჭია მეც მომწონს.
-ბიძას ჰგავს. -ფიქრებში დავეთანხმე მაგრამ აღარაფერი მითქვამს. -დუმილი თანხმობის ნიშანია ანუ ეთანხმები იმას რომ ეს პატარა კაცი ბიძას გავს და ბიძაც სიმპათიურია?
-შენ არ გგავს და მე მის სხვა ბიძას არ ვიცნობ. -გაიცინა და გზაზე გადაიტანა ყურადღება. -დუმილი თანხმობის ნიშანია. -ნიშნის მოგებით ვუთხარი მათეს და საკუთარი თავი შევაქე. ბავშვები რომ გადმოგვყავდა ნოას ხელი მოვკიდე მან კი ისევ დაიმორცხვა.
-არა, არ მგავს მეორე მამამისია რა.
-ნოა შეიძლება ლოყაზე გაკოცო?
-გთხოვ ეგ არ ქნა პირს აღარ დაიბანს მერე. -ნოას პირისპირ ჩავიმუხლე და თვალებში შევხედე, რომ გამიღიმა მივხვდი მართლა როგორ ჰგავდა მათეს. ლოყაზე ვაკოცე და ბიჭს ლოყები შეეფაკლა. -დაგვღუპე ეხლა შენ. -მათემ ევა მომიყვანა და საბარგულიდან საჭმელი ამოიღო ძაღლებისთვის, თავშესაფრის თანამშრომლები დიდი ხნის ნაცნობებივით დახვდნენ.
-ყველას წავიყვან სახლში მშობლები უფლებას რომ მომცემდნენ.
-მე თათია, ისე ეშინა რომ დანახვაზეც კი ისტერიკა ეწყება. -ევას აკვირდება და მერე მე მიყურებს. - ჩემი რძლის და ძმიშვილების გული უკვე მოიგე, აქედან მთაწმინდაზე მივდივართ წამოხვალ?
-კი მაგრამ დრო შვიდის ნახევრამდე მაქვს მერე გოგოები უნდა ვნახო.
-ერთ-ერთი მიშოს სატრფოა?
-დიახ.
-ბავშვებო აბა წავედით პარკში, თქვენს დედიკოს თუ დაკერავთ ლეკვი ჩემზე იყოს.
-რა ბოროტი ხარ ხომ თქვი ეშინია თათიასო? -ბავშვებს მეორედ განმეორება არც კი სჭირდებათ ისე უცებ სხდებიან... ნახევარ გზას ისე გავდივართ ხმას არ იღებს.
-პატარა საიდუმლოს გეტყვი მე და თათიას ომი გვაქვს სახლში.
-მე და ჩემს ძმასაც.
-მე უმცირესობაში ვარ, რძალი, და, ძმიშვილი, ხომ ხედავ როგორი გატლეკილია.
-ეხლა უნდა შემეცოდო? -გაოცებული სახით მიყურებს, მერე სახეს იცვლის ვითომ ტირილს აპირებს.
-ნუ უნდა თანამიგრძნო მაინც.
-სამწუხაროდ ვერაფერს ვგრძნობ. -პარკში შევდივართ და საუბარს ნოა გვაწყვეტინებს.
-მილა შეგიძლია ჩემსკენ დაიხარო რაღაც უნდა გითხრა. -მის წინ ვიხრები და ინტერესით ვუყურებ.
-წერილი გინდა თუ სიხარული?
-სიხარული.
-რომელი თვალიდან?
-მარჯვენა. -წამწამს უკმაყოფილო სახით მაცლის.
-ბამბის ნაყინი გიყვარს?
-მიყვარს. -მათესკენ ტრიალდება და ხელს უწვდის.
-ბიძიას ფულით გოგოს დაპატიჟება არასწორია მაგრამ რახან ბავშვი ხარ გაპატიებ.
-მასესხე სახლში მისვლამდე.
-იცოდე დამიბრუნებ. -ნოას ბედნიერი სახით ბრუნდება უკან და ნაყინს მაწვდის, მეორე ლოყაზეც ვკოცნი და უფრო წითლდება.
-მადლობა, რომ ასე მალე მომიტანე სიხარული. -მათე ბავშვებს მატარებელში სვამს და ჩემს გვერდით დგება.
-ოდესმე გიფიქრია შენს თავში რამე შეგეცვალა? -მისი კითხვა ცოტა მაბნევს.
-ყოველ ახალ დღეს მაგ ფიქრით და მიზნით ვიწყებ.
-რამის შეცვლა მოახერხე?
-მხოლოდ იმის რომ მუშაობა დავიწყე.
-ეგ უკვე ნაბიჯია ცვლილებებისკენ, კიდევ რისი შეცვლა გინდა?
-ყველაფრის, მინდა ძლიერი და დამოუკიდებელი ვიყო. შენ გიფიქრია?
-უკვე იმდენი რამე შევცვალე რომ ზოგჯერ ჩემს თავს ვერ ვცნობ, ადრე სულ ჩუმად ვიყავი, ჩემი მიზნებისკენ მეჭირა თვალი, ვიბრძოდი, მერე ერთს მეორე მიზნის მიღწევა მოყვა და მეც შევიცვალე... მხოლოდ ერთი მიზანი დამრჩა მაგრამ მაგ მიზნამდე მისვლა ძნელია.
-რა მიზანი, თუ საიდუმლო არ არის?
-ჩემი ოცნების პროფესია და მერე ბოლო მიზანს რომ მივაღწევ გემრიელ საჭმელს მოგიმზადებ.
-მზარეულობაზე ოცნებობ?
-პროფესიონალი ვარ, შეფმზარეულადაც კი ვმუშაობდი რამდენიმე თვე.
-რესტორნის გახსნა გაქვს მიზნად დასახული?
-სულ მალე მივალ მაგ მიზნამდე ყველაფერი მზად მაქვს უკვე, უბრალოდ ადრე ვთქვი რომ 30 წლის ასაკში გავხსნიდი რესტორანს და მინდა იმ ადამიანებს ვაჩვენო ვინც დამცინოდა რომ სიტყვის კაცი ვარ, ვისაც სჯეროდა ჩემი და ბოლომდე გვერდში მიდგას თათიაა.
-იმედია მაშინ ისევ შენი თანამშრომელი ვიქნები, თუ არადა მაინც მოვალ რესტორნის გახსნაზე. აბა ძნელია მაგ მიზნამდეო?
-სპეციალური სტუმრის რანგში, ძნელია იმიტომ რომ წარმატებული რესტორანი მინდა და არა უბრალოდ რესტორანი.
-მჯერა კიდეც რომ შეძლებ. -მათემ ბევრი ატარა ბავშვები, თავადაც თამაშობდა მათთან ერთად დრო ისე შეუმჩნევლად გავიდა, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დაიწყო მოსაღამოება.
-ექვსია წავიდეთ, ჯერ ბავშვებს დავტოვებ და მერე გაგიყვან შენ. -ვეთანხმები და გული კიდევ ერთხელ მითბება როცა ვხედავ სამივეს რამხელა სიყვარულით ავლებს თვალს და ევას როგორ უკოცნის ფუმფულა ლოყებს. ბავშვებს რომ ვტოვებდით ნოა ჩემსკენ გამოიქცა.
-შეყვარებული გყავს?
-არა, არ მყავს.
-დამელოდები? -მის კითხვაზე მეღიმება.
-დაგელოდები, აბა შენნაირ სიმპათიურ ბიჭს სად ვიპოვნი მე მეტს.
-დღეიდან ჩემი შეყვარებული ხარ და სახლშიც მე უნდა გაგაცილო. -იმდენად თავდაჯერებულად ამბობს რომ უკვე მათეს აღარ ეხუმრება.
-უყურე ამ 5 წლის ღლაპს რამხელა ამბიციები აქვს, სახლში შედი თორემ დედაშენს ვეტყვი უფროსს სახელით რომ მიმართე და მოგხვდება. -ნოა ბრაზდება და მათეს უბღვერს, ღვედს ვერ ვიკრავ და მათე რომ იხრება ჩემს დასახმარებლად ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხება და წამით თითქოს დრო ჩერდება, სუნთქვაც მავიწყდება და ჰაერიც მეცოტავება, მთელს სხეულში ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობ რომ მგონია სადაცაა ცეცხლი წამეკიდება, თავს წევს უხერხულობის გასაფანტად და ღვედიც უცებ იკეტება.
-რომ არ გაიხსნას როცა მივალთ?
-ისეთი გამხდარი ხარ უცებ ამოძვრები. -მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ და სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი.
-რატო დაემუქრე ნოას? ბავშვი შეარცხვინე ჩემთან.
-მომინდომა, 5 წლის ღლაპმა აქ შეყვარებული.
-შენ რა გაწუხებს მე ველოდები. -უცებ ისეთ ხმაზე იწყებს სიცილს შიშისგან ადგილზე ვხტები.
-ვააა, ასეთი უიმედო მდგომარეობა გაქ ჩემს 5 წლის ძმიშვილს რომ ელოდები? -გავიცინო თუ ვიტირო ვეღარ ვხდები.
-არანაირი მდგომარეობა არ მაქვს უბრალოდ ბავშვს გულს ვუხარებდი.
-ტყუილი ცუდი საქციელია.
-გაიზრდება და მიხვდება რომ მე მისი ცოლი ვერ გავხდები.
-მე 15 წლამდე მჯეროდა რომ ჩემი შინაბერა ქიმიის მასწავლებელი მე მელოდა. -ახლა მე ვიწყებ უაზროდ სიცილს.
-შენ თუ სულელი იყავი რა ნოას ბრალია ახლა ეგ. -ღვედი ისევ იჭედება და მართლა ისე მიწევს გამოძრომა რომ მე და მათე ერთმანეთში ვიხლართებით, კიდევ ერთხელ მივლის ვნების ცეცხლი და ისევ ვეთიშები სამყაროს. როგორ მათავისუფლებს ღვედისგან არ ვიცი რადგან მხოლოდ მის სუნთქვაზე ვფიქრობ ყელზე რომ მეცემოდა და სხვა სამყაროში გადამისროლა, ისე გადავდივარ დამშვიდობებასაც ვერ ვახერხებ. ლიფტის სარკეში აღმოვაჩინე რომ ლოყები ვაშლივით წითელი მქონდა, ჩემს თავს ლანძღვა დავუწყე სულელი ხარ მილა, მაინცდამაინც დღეს მოგინდა დიდხანს ძილი და ვერ მოასწარი მაკიაჟი, ტონალური ცოტას ხომ მაინც დაფარავდა სიწითლეს, ალბათ რა საცოდავი სანახავი ვიყავი, ლიფტიდან რომ გამოვდივარ შეტყობინება მომდის იასგან.

*შენთან ამოვდივარ და სახლში არ დამხვდე ჯობია აბა თათიასთან ერთად მიდიოდი?

*გელოდები ამოდი.

სახლში შევდივარ და ლექსო კარებთან მელოდება, ვითომ სერიოზული სახით მიყურებს მაგრამ არ გამოსდის.
-რომელი საათია? რა გინდოდა ამ დრომდე გარეთ?
-დედა, შენს შვილს უთხარი გადაშენდეს.
-სიმპათიური იყო?
-აუუ კი ლექს, იცი თან როგორი? ჭაობისფერი თვალები აქვს, დიდი ტუჩები და პატარა ცხვირი, გავგიჟდი.
-რამდენი წლისაა? მომერევა თუ ვითამაშო მაგარი ძმის როლი?
-რავი 5 წლის არის და მოგერევა? -ლექსო ბრაზდება ჩემს დაცინვაზე და ალბათ კარზე კაკუნი რომ არა იქვე მიმახრჩობდა კარებთან. იას რომ ხედავს რეპლიკას ისვრის და გადის.
-მოვიდა უბნის მთავარი ჭორიკანა, რა გამოგრჩა ნეტა.
-ამას რა ჭირს?
-ალბათ მშიერია. -ქურთუკს საკიდზე ვკიდებ და ვამჩნევ რომ შარფი ისევ არ მიკეთია. ია ოთახში მომყვება და ახსნას ელოდება. -ბავშვები რომ მივიყვანეთ თათია დარჩა სახლში და მათემ მომაცილა რა იყო?
-რას იხლართებოდით ერთმანეთში.
-ღვედი გაიჭედა.
-თან წინ რატო ჩაუსკუპდი რა იყო.
-სადაც გამიღო კარი იქ დავჯექი.
-ეჰ მოვედი, მეთქი თათიას ნაცვლად ეს „სიმპაწიური“ ბიჭი ახლდა თქო მაგრამ კიდევ კარგი მხოლოდ სახლში მოგიყვანა რადგან ვატყობ მაკიაჟის ჩანთა დაკარგე.
-მე მშია არ წამოხვალ?
-არა წავედი, ხო ხედავ სახლის ჩუსტებით მოვედი. -იას რომ ვაცილებ ტელეფონს ვიღებ და ისევ მათეს შეტყობინება მხვდება.

*თუ ასე გააგრძელებ მგონი მომიწევს სახლში უჯრა გამოვყო. თან ნოას გაეხარდება შენი შარფები.

*ზეგ გამოგართმევ.

*ხვალ რომ გნახო და მოგცე, ზეგ შეილება არ ვიყო სამსახურში.

*კარგი მომწერე სად გნახო.

*მოგიტან მაგრამ ცოტა გვიან.

*მადლობა და ბოდიში.

*ვერცერთ სიტყვას ვერ ვიტან როცა უადგილოდ და უდროოდ იყენებენ.

*საჭესთან არ ხარ?

*არა, გადავაყენე და ისე გწერ, ინერვიულე?

*არ მინდა მე დამბრალდეს შენი ავარია... ხვალამდე.



მთელი დღე უაზრობაში გადის, ლექსოს აყოლიებასაც ვერ ვახერხებ საერთოდ არ მეჩხუბება, არც სწავლა გამომდის, უაზრობისგან რომ ვიღლები სახლიდან გამოვდივარ და შარფს ცხვირზე ვიფარებ, იანვრის სიცივე მაინც მატანს სხეულში, ფიქრებში ვვარდები, ყველას ერთხელ მაინც გვქონია ცხოვრებაში დღე როცა ეს სამყარო უაზროდ დიდი გვეჩვენება, ვფიქრობ რომ ამდენი გარშემო მყოფი ადამიანის მიუხედავად მაინც სულ მარტო ვარ, ამ სამყაროში ან ძალიან ზედმეტი ვარ და აქაურობა არ არის ჩემთვის, ეს სამყარო ვერ მიტევს და თავს ყველგან ზედმეტად ვგრძნობ, ცხოვრებაში პირველად ვფიქრობ იმაზე რომ ჩემი ცხოვრების შეცვლა ან ამისთვის ბრძოლა შემიძლია, პირველად ვიკრებ ძალას გადავდგა ნაბიჯი ახალი მომავლისკენ და დავწერო ჩემი ბედისწერა. ტელეფონზე მუსიკა წყდება და მიწევს ვუპასუხო, მგონია რომ დედაჩემია მაგრამ ხმა რომელიც ყურმილის მეორე მხრიდან ისმის მაოცებს.
-მანდ ვინმეს ელოდები? -მათეს ხმაზე აქეთ-იქით ვიწყებ ყურებას და ვეძებ სადმე თუ დგას. -იმედია ვინმეს ელოდები და მტკვარში გადახტომას არ აპირებ.
-არავის არ ველოდები უბრალოდ ვსეირნობდი. -გზის მეორე მხარეს ვამჩნევ ჩემსკენ მომავალს და პირველად მიელვებს გონებაში ფიქრი რომ ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ბიჭი ჩემთვის იდეალურია. ჩემი ქვეცნობიერი განგაშის სიგნალს რთავს და თათიას სიტყვებს მახსენებს, რომ გარეთ უფრო დიდი შანსი მაქვს მასთან რამე გამომივიდეს, ახლო ნაცნობივით მკოცნის ლოყაზე მე კი უმოძრაოდ ვდგავარ და კონცენტრირება მიჭირს.
-მარტო სეირნობა გიყვარს?
-კარგ მოსაუბრესთან მირჩევნია, მაგრამ ჩემს გოგოებს არ ეცალათ შეყვარებულები უნდა ენახათ.
-შენ მართლა არ გყავს? მეგონა ნოას გული მოიგე და იმიტომ უთხარი არავინ მყავსო.
-იყო ერთი ადრე მაგრამ... კარგი არ ღირს ამაზე საუბარი.
-ყავაზე დაგპატიჟებ, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.
-მე ჩაი მიყვარს.
-ჩაი იყოს. -უკანა კარს ვაღებ და მათე სიცილს იწყებს. -შევაკეთე აღარ იჭედება, შეგიძლია წინ დაჯდე. -წინ ვჯდები და ღვედი თავისუფლად იკვრება აღარ მჭირდება მასში ავიხლართო, არა და მომეწონა. ღმერთო, მილა რაზე ფიქრობ, კაფის კარსაც თავად მიღებს და წინ მატარებს.
-შენ სულ ასეთი ჯენტლმენი ხარ?
-აი ამ კვირის ბოლოს რომ კლიენტი მოვა მაგ გოგოსთან არა.
-გეპრანჭება?
-მაგას უკვე მაზოხიზმი ქვია, გასაგებად ავუხსენი რომ არ მომწონდა.
-ვფიქრობ ცოლის მოყვანამდე თავს არ დაგანებებს. -ოფიციანტი ჩვენს საუბარს უსმენს და ცდილობს არ შეგვაწყვეტინოს.
-ოღონდ ეგ არ მითხრა, მაგაზე არ ვფიქრობ და გთხოვ დედაჩემივით არ თქვა რომ პატარა აღარ ვარ უკვე. -ოფიციანტისკენ ტრიალდება და აბნევს კიდეც გოგონას. -ერთი ჩაი, ერთი ყავა და ალუბლის ნამცხვარი. ხომ გიყვარს?
-კი, იყოს ალუბლის ნამცხვარი.
-აბა, მომიყევი შენზე რამე.
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-რატომ გადაწყვიტე მუშაობა?
-ხომ გითხარი, იმიტომ რომ ჩემი ერთფეროვანი ყოველდღიურობა შემეცვალა.
-იმედია გამოგივა, სიყვარულის გამო არ გიცდია ცხოვრების შეცვლა?
-კი 19 წლის რომ ვიყავი მეგონა რომ ის ერთი ვიპოვე, ის დრო მენატრება, ადამიანი კი არა, ის სიტუაცია მენატრება, პატარა გოგოს გაპარვები და დამალობანას თამაში, რომ ვინმე ისეთ ნაცნობს არ დავენახე ვინც მერე იჭორავებდა, ღამე დაქალთან რომ ვრჩებოდი და საათობით ვსეირნობდით ის დრო მენატრება, ის განცდები და გულის ამოვარდნამდე სირბილი რომ სადმე ისეთი ადგილი გვეპოვა სადაც ჩემი ან მისი რომელიმე ნაცნობი არ იქნებოდა. ის დრო მენატრება ბავშვური ფიქრები რომ მქონდა.
-მეც გამომიცდია ეგ განცდა... მეც მენატრება ის დრო, სიმართლე უნდა გითხრა ბავშვობას ძალიან ადრეულ ასაკში დავემშვიდობე, განა ვინმემ მაიძულა ეს მე თვითონ მინდოდა, მეგონა მალე თუ გავიზრდებოდი ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მეგონა უფროსებისთვის ყველაფერი მარტივი იყო, მათ ყველაფერი ადვილად გამოსდიოდათ, ამან კი იმ შედეგამდე მიმიყვანა რომ ბავშვობა დავკარგე.
-ყველა ბავშვს ეგრე გონია, მეც ეგრე მეგონა. სიყვარული? შენ შეგცვალა სიყვარულმა?
-სიმართლე გითხრა, ისე ძლიერ არავინ მყვარებია რომ შევეცვალე, შენ შეგცვალა იმან?
-კი გამზარდა, ვფიქრობ ყველაფერი რასაც ცხოვრება გვიგზავნის გაზრდაში გვეხმარება.
-ანუ მე და შენ არ გვიპოვნია ჯერ „ის ერთი“ რომლის არსებობისაც მე არ მჯერა.
-ძალიან პესიმისტი ხარ დღეს და რამე ხდება?
-ნუ, ცუდი დღეები ყველას გვაქვს ხოლმე.
-მეც დღეს უაზროდ ვიყავი, ჩემი ძმა ვერ ავიყოლიე რომ ეჩხუბა.
-დილიდან ევას სიცხე ქონდა, ჩემს მკერდზე ეძინა, მაისურზე მებღაუჭებოდა რომ არ გამეშვა.
-ძალიან უყვარხარ ბავშვებს.
-პირველად ელი რომ მოიყვანეს სახლში, ხელში აყვანის მეშინოდა, მეგონა რომ რამეს ვატკენდი, სახლში მეჩქარებოდა რომ მისი სურნელი მეგრძნო. სიარულს რომ სწავლობდა სულ მეშინოდა არ დაცემულიყო, იმდენად დიდი სიხარული შემოიტანა ოჯახში რომ ყველა შეგვცვალა. -ხმა დაუთბა და თვალებიც კი საოცრად უბრწყინავდა, სულს რომ გაგითბობდა ისე საუბრობდა. ღმერთო მილა, გიღირს ეს სამსახური?! ეს ბიჭი გაგაგიჟებს.
-მეც მეშინია პატარა ბავშვების დაჭერის, მაგრამ მათ სუნზე ვგიჟდები.
-ნოამ მამამისს შენზე უთხრა, ყვავილები უნდა მოგართვას ხვალ სამსახურში.
-ვაიმე, რა საყვარელი ბავშვია.
-გეუბნები, ბიძას გავს.
-გავიცნობ ახლოს და პასუხს შემდეგ გეტყვი.
-რომელი ყვავილები გიყვარს? ვერ გადავწყვიტეთ ვარდები მოგართვათ თუ მინდვრის ყვავილები.
-გიფსოფილები, ქართულად წინწკალა ქვია.
-ეგ რომელია?
-არ გაგიჭირდება გარკვევა დარწმუნებული ვარ. -მათე ანგარიშს ითხოვს და გავდივართ... სახლამდე მაცილებს და ისევ აქეთ-იქეთ ვიხედები ამჯერად იას ნაცვლად სხვა ვინმე ხომ არ გვხედავს.
-ასე მგონია ისევ 19 წლის გოგო ხარ რომელიც იმალება.
-არა უბრალოდ, ხალხი არასწორად იგებს ხომ გესმის.
-პირველი რაც შეცვლაში დაგეხმარება ის არის რომ ხალხის კი არა საკუთარი აზრი გაინტერესებდეს.
-დროებით მათე.
-ხვალამდე მილა. -უკვე ლიფტის კარს ვხურავ ფეხს რომ უდებს და აჩერებს. -შარფები გრჩებოდა. -ღიმილით ვართმევ და კარი რომ იხურება ლიფტის რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს თბილი ოთახიდან სუსხიან ამინდში აღმოვჩნდი. სახლში რომ შევდივარ სრული სიჩუმეა, წერილი მხვდება მაგიდაზე.
‘ ჩვენ მცხეთაში წავედით, გვიან ჩამოვალთ და გთხოვ ამით ნუ ისარგებლებ... იცოდე მივხვდები თუ ვინმე გყავდა. ‘
ლექსოს წერილი მამხიარულებს, ჩაის ვიკეთებ და ფანჯარაზე ვჯდები, ჩემდა გასაკვირად მათეს ავტომობილი ისევ ქვევით დგას, ტელეფონს ვიღებ და შეტყობინებას ვწერ.

*ვინმეს ელოდები?

*კი, ევაკუატორს... აღარ იქოქება.

*სანამ მოვა მანდ ხომ არ გაიყინები.

*რომელზე ცხოვრობ?

*მეშვიდეზე.

ვხედავ როგორ შემოდის სადარბაზოში და კარის გასაღებად გავდივარ.
-რატომღაც მგონია რომ შენი ავტომობილი მე მოვაჯადოვე.
-ლამაზი ბინა გაქვს, შენები არ არიან?
-მცხეთაში არიან, გვიან ჩამოვალთო, რამეს დალევ?
-ჩაის თუ შეიძლება. -სამზარეულოში გამოდის ჩემთან ერთად. -კარგი მზარეული ხარ?
-ნუ ჩვეულებრივი კრიტერიუმებით კი.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ მე შეიძლება დაგიწუნო რამე.
-შეიძლება კი, მოდი ტკბილეულით დავიწყოთ, ჩემი გაკეთებული ბანანის კექსი გასინჯე.
-გემრიელია, მართლა მომწონს.
-ტკბილეულის კეთება მიყვარს, კურსების გავლაც მინდა ნუ კონდიტერობას არ ვაპირებ, სამოყვარულო დონეზე რომ ვიცოდე.
-ჩემს პროფესიას კი ჭირდება რომ პროფესიონალურ დონეზე ვიცოდე, საიდუმლოს გეტყვი, ისეთს რაც არავინ იცის, კურსებზე დავდივარ კონდიტერის და შემიძლია გითხრა რომ თუ არ გეხერხება ისეთი საქმეა რომ ვერ ისწავლი... როგორც ადამიანი მასწავლებლად იბადება ასევეა მზარეულიც და კონდიტერიც, ეს ერთგვარი ნიჭია რომელიც როგორც შენს გამომცხვარ კექსს შევატყვე ოხრად გაქვს ასე რომ თამამად შეგიძლია იფიქრო პროფესიონალ კონდიტერობაზე, გპირდები დესერტს ჩაგაბარებ რესტორანში.
-მაცდური წინადადებაა. -მისი ტელეფონი წკრიალებს, ევაკუატორი მოვიდა და მათეს ეზომდე მივყვები არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობ.
-იფიქრე ამ წინადადებაზე.
-გპირდები დავფიქრდები. -რომ მიდის თითქოს ჩემი სიმშვიდეც მიყვება, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა ჩემი გაურკვევლობის შესახებ ვინმეს ვუამბო, მაგრამ არ ვიცი ვის. სამზარეულოს ვალაგებ და ფანჯრებს ვაღებ რომ მათეს სუნამოს სუნი გავიდეს, არავისთვის ახსნის ნერვები არ მაქვს, სახლი რომ ნიავდება ვამჩნევ რომ ამჯერად მათეს დარჩა ჩვენს საკიდზე ქურთუკი, ღმერთო როგორ ვერ შევნიშნე, ქურთუკს ვიღებ და ოთახში შემაქვს, მათესთვის წასაღებად ვამზადებ.

*იმედია ხვალ ხველას ან ცემინებას არ დაიწყებ.

*შენი ბრალია რომ დამრჩა, გონება გამიფანტე.

*მე, რას მაბრალებ? სახლში მიხვედი?

*5 წუთში იქ ვარ, ხვალ შევხვდებით.

*ხვალამდე და ტკბილი ძილი მათე.

*შენც ასევე, ფერადი სიზმრები.

ტელეფონი გადავდე და იქვე, დივანზე წამოვწექი, ისევ მათეზე ფიქრებმა გამიტაცა, ამ სამი დღის მანძილზე უფრო ახლოს გავიცანი ვიდრე ბევრი დიდი ხნის ნაცნობი. საოცარ მიზიდულობას ვგრძნობ მის მიმართ, ისევ ტელეფონს მივუბრუნდი და მათეს ფოტოებს ჩამოვუყევი, რამოდენიმე მოვიწონე კიდეც, სწორედ ამ დროს მომივიდა თათიასგან მეგობრობის თხოვნა და რომელსაც შეტყობინება მოყვა.

*როგორ ხარ?

*კარგად შენ?

*ისე რა ევა გამიცივდა, ნოა იძახის ბიძას ცოლის მოყვანა უნდა დავასწროო.

*ვაიმე, რა საყვარელი ბავშვია ეგ.

*მე კიდე ახლა ანჩხლი დედამთილი უნდა განვასახიერო და გკითხო დღეს ვისთან ერთად იყავი კაფეში?

*მათემ გითხრა?

*არა, ჩემმა მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა შენი მაზლი ნახე რა მაგარი გოგო „აუგდიაო“.

*მე ვარ ეგ გოგო? ))

*შენ ხარ აი ფოტო. -ფოტოზე მე და მათე ვზივართ და სასიამოვნოდ ვსაუბრობთ აშკარად.

*შემთხვევით შევხვდით კაფესთან და ვისაუბრეთ. -რატომღაც მომინდა თათიასთვის მომეყოლა ჩემი ფიქრები.

*მე კიდევ მგონია რომ მათეს სერიოზული საქმე შენ იყავი და ეს შემთხვევით არ იყო.

*კარგი რა შენ მაინც ნუ მაბნევ, ისეც ეს სამი დღეა შენს სიტყვებზე და მათეზე ვფიქრობ, დღეს იმასაც კი ვფიქრობდი მიღირს თუ არა ეგ სამსახური ამ გაურკვევლობის ფასად... მის გვერდით საოცარ სიმშვიდეს და სითბოს ვგრძნობდი, როგორც კი მომშორდა ჩემი სიმშვიდეც თან გაიყოლა.

*გინდა მათეს დაველაპარაკო?

*ჯერ ჩემს თავში უნდა გავერკვიო.

*ხვალ გნახავ და ერთად დავაკვირდეთ მათეს ქცევას.

*ხვალამდე და ბავშვები ჩამიკოცნე განსაკუთრებით ნოა.

კარზე ზარი გაისმა და წამოვდექი, ლექსო შემოვიდა სახლში და იმ წამსვე ცანცარი დაიწყო.
-სად გყავს?
-მოვასწარი გაცილება.
-კარგი რა დედა ხომ გითხარი მალე წავიდეთ თქო, ჩემი 5 წლის სასიძო უნდა მენახა.
-თან ბიძასთან ერთად იყო ჩემი ხელი უნდა ეთხოვა.
-ბიძა რა ასაკისაა?
-29 წლის.
-ცოლი ყავს?
-არა და არც საცოლე.
-მაშინ ბიძას მიაწექი დაო.
-ლექსოოო! ის ჩემი უფროსია.
-და როდიდან იკრძალება უცოლო უფროსის ცდუნება?
-გიჟი ხარ. -მარტო დავტოვე და ჩემს ოთახს მივაშურე, მაღვიძარა დავაყენე და ტკბილად გადავეშვი სიზმრებში.
მათესთან ერთად ხელჩაკიდებული მივდივარ და თავის საოცარ ღიმილს არ იშურებს ჩემთვის, ხელს წელზე მხვევს, მთელს სხეულში სითბო მეღვრება და ჟრუანტელი მივლის. ის არის ჩემსკენ იხრება, ტუჩის კუთხიდან თმას მიწევს და თვალებს ვხუჭავ, წამები და მისი ტუჩები შემეხება,
ერთი...
ორი...
სამი...
და მაღვიძარას ხმა მაღვიძებს, თავს ბალიშში ვრგავ და ვღრიალებ... ზლაზვნით, ვემზადები მაკიაჟს ვიკეთებ და გავდივარ... ჯერ უნივერსიტეტში მივდივარ, გამოცდას სწრაფად ვწერ რადგან ჩემდა საბედნიეროდ ყველა საკითხი ვიცი... სწრაფად გავდივარ, ჩემს ახალ სამსახურში და სადარბაზოსთან მიშოს ვხვდები.
-მიშ, როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-კარგად, ენთუზიაზმით ვარ აღსავსე.
-კლიენტიაო, თათიამ დამირეკა.
-მე რატომ არ დამირეკეს?
-ეგ გოგო ყოველთვის მე მითხოვს, ოღონდ მარისთან არ თქვა ისევ გაჭედავს, მერამდენე საღამოს გეგმავს მათეს გამო ეს უკვე აღარ ვიცი.
-ეგ ის არის, მათე რომ მოწონს, აბა კვირის ბოლოს მოვაო?
-მალე დაბრუნდა ქვეყანაში, ეხლა ტვინს გაბურღავს. -ოფისში შევდივარ და პირველი რაც თვალში მხვდება, აივანზე მათესთან მიტმასნილი ის გოგოა, სახეს ვერ ვხედავ მხოლოდ მისი ქერა თმა და გამოყვანილი სხეული მხვდება თვალში. მათეზე გადამაქვს ყურადღება და ვხედავ როგორ ცდილობს მოიშოროს, სახეზე აწერია რომ მალე იმ გოგოს აივნიდან ისვრის. თვითონაც მხედავს და თვალებით დახმარებას მთხოვს, ისეა მოაჯირს მიყრდნობილი რომ მალე გადავარდება. იმ გოგოს ხელს რომ ვხედავ მათეს ლოყას როგორ ეხება გონება მებინდება, სრულიად გაუაზრებლად მივდივარ მათკენ და აივნის კარს ვგლეჯ, გოგონა არც კი შორდება მათეს ისევ ისე მიტმასნილი მაკვირდება.
-მათე შეიძლება ვისაუბროთ? -თავს მიქნევს და შვება მოგვრილი მიყურებს, გოგონა გაბრაზებული გვტოვებს და თვალებით მანადგურებს. აივნის მოაჯირს ვეყრდნობი და მათეს ველოდები რამე მითხრას... ჩემსკენ მოდის და წინ მიდგება, თმას მიწევს და ყურისკენ იხრება, მისი ცხელი სუნთქვა რომ მეფრქვევა ყელზე ისევ ვითიშები.
-მადლობა რომ კატოსგან გამათავისუფლე. -ლოყაზე მკოცნის და დარწმუნებული ვარ მაკიაჟის მიუხედავად მთელი სახეზე მეტყობა როგორ გავწითლდი. საუბრის უნარს ვკარგავ და ვერ ვპასუხობ, აკანკალებული ხელების დამალვას ვცდილობ და მოაჯირზე ვაწყობ, ღიმილიანი სახით მიდგება ისევ წინ და თვალებში დაჟინებით მაშტერდება. -წერილი თუ სიხარული?
-სიხარული.
-რომელი თვალიდან?
-მარცხენა. -წამწამს მაცლის და თავისთვის იტოვებს.
-ამჯერად ჩემია ეს სიხარული, წავალ გაწბილებულ კატოს მივხედავ რომელიც ყველა პროექტს დაგვიწუნებს და თუ ძაან გაგვიმართლა საერთოდ დაგვტოვებს. -მათე გადის და მთელი დაძაბული სხეული ერთიანად მეცლება, იქვე მდგარ სკამში ვჯდები რომ არ დავეცე, აივნის კარი რომ იღება თათიას სუნამოთი ვცნობ.
-ჩემ მაზლს ძალიან მოწონხარ.
-ეს უბრალოდ, კატოს მოსაშორებლად იყო.
-იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე გგონია, მის ღიმილს, ამ ეშმაკურ გამოხედვას წამებში ვცნობ.
-არ ვიცი, ეს ფიქრები ისეც ჭკუიდან მშლის.
-გამოცოცხლდი და მიდი კაბინეტში თორემ, კატო ის ქალი არ არის ასე მალე დანებდეს.
-თუ მათეს მოვწონვარ კატო ვერაფერს გახდება.
-როგორი მეამიტი ხარ, ჩემი განვლილი წლების მანძილზე მივხვდი რომ თუ კატოსნაირი ქალი მიზანს ისახავს მისთვის, ჩვენნაირი გოგოები დაბრკოლებას არ წარმოადგენენ, მათ ფეხებზე შეუძლიათ დაიკიდონ ყველა და ყველანაირი გზით გადათელონ ჩვენნაირი უბრალო გოგოები.
-შენ გყავდა კატოსნაირი ქალი, დაბრკოლებად?
-ორ თვეში ისე წავამტვრიე ჩემს ქმარს რქები რომ პირველივე პაემანზე ცოლად მოვყავდი. -თათია სკამიდან მაგდებს და კარებისკენ მიბიძგებს. -მიდი, გამოცოცხლდი, აივანზე რომ გავარდი იმ შარმით შედი კაბინეტში, კარზე არ დააკაკუნო, თათბირია და იქ უნდა იყო ისეც. კაბინეტისკენ, თამამად მივემართები და კატოს პირდაპირ ვჯდები სავარძელში.
-მილა, კარგ დროს მოხვედი კატო თავის ახალ იდეას გვაცნობდა, ამ ჯერად უნდა შემოსული თანხით ცხოველთა თავშესაფარს დაეხმაროს... შეგიძლია იდეებისთვის მზადება დაიწყო, ეს შენი პირველი ცდა იქნება. -მათეს ღიმილიანი სახით ვუსწორებ თვალს და თავდაჯერებული ვსაუბრობ.
-მე უკვე მაქვს ერთი იდეა, ვფიქრობ თუ ყველანაირი წვეულების გარეშე, ცხოველთა თავშესაფარში მიიტანს ბევრ საჭმელს და მათთან დროს გაატარებს უფრო მეტ ქველმოქმედად ჩათვლის ხალხი, თან ამ ყველაფერს ერთი-ორი კარგი პაპარაციც გადაიღებს, შენც ცოტა გაიბრძოლებ რომ ამის გასაჯაროება არ გინდოდა და ქვეყნის მთავარ ქველმოქმედად და ცხოველთა დამცველად შეგრაცხავენ. -კატოს ვუსწორებ თვალს და ვხედავ მალე სიმწრისგან, კივილს დაიწყებს.
-ეგ კარგია მაგრამ პაპარაცი რომ არ გამოჩნდეს?
-სხვა არც გჭირდებათ, როგორც უკვე შევნიშნე პირადი გყავთ, რომელიც თუ არ შეაჩერებთ ცოტახანში ძალიან დიდ სკანდალს გაყიდის და გულნატკენ ქალად შეგრაცხავს. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე არ მინდა ჟურნალის პირველ გვერდზე ყოფნა, სათაურით “ვინ არის ქალი რომელმაც კატოს სიმპათიური სატრფო წაართვა.” -კატო წითლდება და ალბათ მალე აფეთქდება.
-რომელ პაპარაცზე საუბრობ? -ხმის ტონს უწევს, მე კი ისევ მშვიდად ვპასუხობ რაც უფრო აგიჟებს.
-ჩვენი აივნის მოპირდაპირე ფანჯრიდან რომ გიღებდათ შენ და მათეს, შენ მისი იქ ყოფნა იცოდი და სპეციალურად გაიყვანე მათე აივანზე.
-მე ამ შეურაწმყოფას არ ავიტან! -უკვე ყვირილზე გადადის და ფეხზე დგება, სულ მალე ყველა სიცილს დაიწყებენ კატოს გამომეტყველებაზე.
-მე შეურაწმყოფა არავისთვის მიმიყენებია, თუ არ გჯერათ წავიდეთ მე, თქვენ და მათე იმ ბინაში. -ტელეფონს იღებს მაგრამ მათე ხელიდან აცლის.
-ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე. -მკაცრად ეუბნება კატოს და მიშოსკენ ტრიალდება. -მიშო ნახე იმ ბინაში არის თუ არა ვინმე. -სანამ მიშო დაბრუნდებოდა ლამის გავგიჟდი, გვერდით თათია მომიჯდა და ჩამჩურჩულა.
-გადი მათესთან აივანზე.
-არა მგონია საჭირო იყოს.
-მილა დამიჯერე. -მათესთან გავდივარ აივანზე და მეც მოაჯირს ვეყრდნობი.
-მახვილი თვალი გქონია.
-შენ რომ შეხვედი მაშინ შევნიშნე, მე არ მინდოდა პირველივე დღეს პრობლემები შემექმნა თქვენთვის, თუ საჭირო იქნება წავალ სამსახურიდან. -მათეს სახე ეცვლება და უცნაურად მაკვირდება.
-შენ აქ რჩები! -გადაჭრით ამბობს და ქვევით იხედება, სადაც მიშო გამოდის ვიღაც, კაცთან ერთად. კაბინეტში ვბრუნდებით და კატოს გაფითრებულ სახეს ვაწყდები, მათე იმ კაცის წინ დგება და კარგად აკვირდება. -აბა ვინ ბრძანდებით ბატონო?
-არავინ. -ცინიკურად იღიმის მამაკაცი.
-ხო და ახლა შენს კამერას ნამსხვრევებად რომ ვაქცევ მაშინ მართლა არავინ იქნები. -ფერს კარგავს მამაკაცი და კატოს თვალს არ აშორებს, მათე კამერას იღებს და ფოტოებს აკვირდება. -აშკარად კარგი ფოტოგრაფი ხარ მაგრამ ცუდი სფერო აგირჩევია.
-დიდი ფული მოაქვს.
-მოყვები ყველაფერს თუ გიჩივლო?
-მე კატოს პირადი, პაპარაცი ვარ, პრობლემები არ მინდა.. წავშლი ყველაფერს, თქვენს თვალწინ და წავალ ჩემთვის მშვიდად.
-ასეთი სულელი გგონივარ, აქედან როგორც კი გახვალ ყველაფერ აღადგენ.
-მეხსიერების ბარათს დაგიტოვებთ, აღდგენა რომ ვერ შევძლო. -მეხსიერების ბარათს მათეს აწვდის და სწრაფად ტოვებს კაბინეტს, მათე კატოსკენ ტრიალდება და ცინიკური მზერით უყურებს.
-ყველა გადით, მილას გარდა. -მიკვირს მხოლოდ მე და კაროს რატომ გვიტოვებს კაბინეტში. -აბა ქალბატონო კატო, დაიწყებთ საუბარს?
-ეს გოგო რა საჭიროა ვერ ვხვდები?
-ამ გოგოს როგორც შენ უწოდებ სახელი აქვს და მილა ჰქვია, შენ მისი მომავლის დანგრევას აპირებდი რამდენიმე წუთის წინ... ის შენ არ გგავს, მისთვის ყველაფერი სულ ერთი არ არის, სხვებზეც ფიქრობს საკუთარი თავის გარდა.
-რომ მიყვარხარ უკვე ბევრჯერ გითხარი, ბევრი გავაკეთე შენთვის, თუ რამეს წარმოადგენს შენი სააგენტო ჩემი დამსახურებაა, ჩნდება ვიღაც არარსებული, არაფრის მთქმელი გოგო და მის გამო ხმას უწევ ჩემთან. -უკვე ყელში ამომდის კატოს სიტყვები და მათეს საუბარს არ ვაცდი, ჩემსკენ ვატრიალებ და საჩვენებელ თითს ცხვირწინ ვუფრიალებ.
-იცი რას გეტყვი? იმას რომ შენნაირი ვიყო, მირჩევნია არავინ ვიყო, გიფიქრია მაინც რომ გარშემო ვერავინ გიტანს? ყველას აღიზიანებ. მე არავის წართმევა არ მიფიქრია, მითუმეტეს რაც შენი არ არის ვერავინ წაგართმევს ქალბატონო კატო. -მათეს ხელს ვგრძნობ, ჩემს თითებში რომ იხლართება მისი თითები, მთელს სხეულში ისევ ის წყეული მუხტი მივლის.
-გასაგებია კატო? შენი არასოდეს ვყოფილვარ, მეგონა გასაგებად გიხსნიდი მაგრამ თურმე არ გესმოდა, ახლა კი სანამ ჩემთვის მორალური ზიანის მოყენების გამო გიჩივლე, გთხოვ დატოვე ჩემი ოფისი. -ისეთ ხმაზე აკაკუნებს ქუსლებს გასვლისას რომ მგონია მალე თავის ქალა ამეხდება. უკან ვტრიალდები მათესკენ და იმდენად ახლოს დგას რომ მის მკერდს ვეჯახები, უკან რომ არ გადავვარდე წელზე ხელს მკიდებს და უფრო მაგრად მიკრავს სხეულზე, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მალე ჩავადნები ხელებში, ფეხის ფრჩხილიდან, თმის ძირებამდე მთელს სხეულზე ცეცხლი მეკიდება და ფეხებში ძალა მეცლება, არც მათე ჩქარობს ჩემს მოშორებას და მისი სხეულის სიმხურვალე უფრო მეტად მოქმედებს ჩემზე, ხელს მიშვებს მაგრამ, დაბნეულობისგან ვბორძიკდები და ისევ მისი ხელები მიჭერს, მზერა ტუჩებზე მიჩერდება და მოზრდილ ნერწყვს ვაგორებ გამშრალ ყელში, კარზე კაკუნი მაფხიზლებს და სწრაფად ვშორდები მათეს, ოთახში მათეზე ცოტათი უფროსი მამაკაცი შემოდის და იმდენად გავს მათეს რომ მაშინვე ვხვდები მისი ძმაა.
-ჩემი სარძლოს გასაცნობად მოვედი. -იცინის და ჩემსკენ მოემართება, სიტყვა სარძლო ძალიან მაბნევს მაგრამ როგორც კი მეცნობა მაშინვე ვმშვიდდები. -ლაშა, ნოას მამა.
-მილა, სასიამოვნოა.
-ჩემს ბიჭს აშკარად კარგი გემოვნება აქვს, ესეც ნოასნაირი მორცხვია ნახე როგორ გაწითლდა?
-ლაშა ცოდოა გოგო. -თათიას ხმაზე, ვმშვიდდები. -რა უთხარით კატოს ასეთი რომ ლამის კარი ჩამოიღო ისე მოგვიჯახუნა გასვლისას?
-მილა მოგიყვება, ჩვენ ძმები საქმეზე ვილაპარაკებთ. -თათია ხელს მკიდებს და ლამის სირბილით გავყავარ ოთახიდან, საპირფარეშოში მაგდებს და სარკეში მახედებს.
-საშინლად წითელი ხარ, ლაშა ცუდ დროს შემოვიდა?
-მე... უბრალოდ.. ლამის დავეცი და დამიჭირა, მაგრამ ცეცხლი მომეკიდა. -სახეს ხელებში ვრგავ და ჩუმად ვბუტბუტებ.
-მესმის, ჩვეულებრივი რეაქციაა... კატო მოსვი თავის ადგილზე ხომ? -ისევ კატოს სახე მახსენდება და სიცილს ვიწყებ, დაწვრილებით ვუყვები ყველაფერს და თათიაც მყვება სიცილში. -აბა როგორ უთხარი, რაც შენი არ არის ვერავინ წაგართმევს ქალბატონო კატოო? ნეტა მაგის სახე მენახა მაგ დროს რა.
-ბრაზისგან გაწითლდა, მეგონა ცოტახანში გასკდებოდა, მერე მათემ ხელი ჩამკიდა ლამის, თმებით მითრია იქვე. -ისევ ბოლო ხმაზე დავიწყეთ სიცილი, საპირფარეშოს კარზე კაკუნმა გვაიძულა სიცილი შეგვეწყვიტა და გარეთ გავსულიყავით. მიშო გველოდებოდა კარებთან.
-ლაშამ მითხრა ჩემს ცოლს გადაეცი ბავშვებს მე გამოვიყვან დღესო და მილას კიდე უთხარი არ წავიდეს სანამ არ მოვალო, ხო და მეც მაინტერესებს რაზე იცინოდით?
-კაწიაზე მიშო, კაწიას გაწბილებაზე ვიცინოდით.
-უჰ ისეთი ბედნიერი ვარ ეგ რომ მოვიშორეთ უნდა ავღნიშნო და ქრაშის დაქალები დავპატიჟო რესტორანში.
-აუუ, რა მაგარია დავლევ. -შეტყობინება მომდის და ტელეფონს ვიღებ, ლამის ბოლო ხმაზე დავიწყო კივილი.

*ჩამოვფრინდი ფისო ^^

*სამსახურის მერე გნახავ, ისე ძაან გამეხარდა ეხლა კივილს დავიწყებ.

*რომელზე მორჩები? მე მეორე დაქალს შევუვლი იქამდე, ყველაზე ძალიან იმის და შენი ნახვა მეჩქარება.

*ექვსზე ალბათ, მე ვიცნობ?

*არა და გაგაცნობ მალე, დროებით ფისო ^^

*დროებით ^^

ისეთი ბედნიერი სახე მაქვს ყველას ყურადღებას ვიქცევ, თათია და მიშო საოცარი ინტერესით მაკვირდებიან.
-დაქალი ჩამოფრინდა ესპანეთიდან და ეხლა მომწერა. -მათეს ხმაზე მისკენ ვტრიალდები.
-თუ გინდა წადი მის სანახავად.
-არა, ნოას და ბატონი ლაშას მოსვლას უნდა დაველოდო.
-მილაჩკა, ლაშამ არ გაიგოს მასზე ბატონი რომ თქვი. -თათიას ნათქვამზე ვცბები.
-რატომ?
-ვერ იტანს მაგ სიტყვას, აქ არავინ არავის უფროსი არ არის, არც მე ვარ შენი უფროსი, აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ახლა კი თუ გცალია ჩემთან და ტატოსთან ერთად წამოდი, ტატოს კლიენტებთან შესახვედრად. -ტატოსკენ ტრიალდება და ბიჭიც დაბნეული ისწორებს სათვალეს. -ტატო პრობლემა ხომ არ არის?
-არა, პირით მიხარია რომ მარტო არ ვიმუშავებ.

დამღლელი დღის ბოლოს ოფისში ვბრუნდებით და მათეს კაბინეტიდან ნაცნობი ხმა მესმის, მათემ ტატოს გადახედა თანაგრძნობით.
-ტატო, თუ გინდა გაიქეცი არ მეწყინება. -მათე სიცილით, ეუბნება ტატოს და მხარზე ხელს ურტყამს.
-ხომ იცი მომწონს, კი არა და მაგიჟებს, უბრალოდ რომ მელაპარაკება თან თუ ტუჩს აწვალებს ვდუმდები და თუ მეხება, საერთოდ ყველა აზრი მეფანტება. -კარი იღება და თათიასთან ერთად გამოსულ გოგოს რომ ვხედავ მისკენ გავრბივარ, ისეთი ძალით ვეჯახები, ლამის ძირს აღმოვჩნდეთ ორივე.
-ფისოო, როგორ მომენატრე, შენ აქ საიდან გოგო?
-მე კი არა შენ საიდან?
-თათია ჩემი მეგობარია, ის უნდა მენახა შენამდე და ეხლა ორივე გნახეთ. -მათეზე და ტატოზე გადააქვს ყურადღება და მათკენ მიემართება. -მათე ბიჭო, შენ სულ ასეთ ვიდზე ხარ?
-შენი დაქალი ჯერ ვერ მერევა. -მათეს რომ ეხვევა მერე, ტატოს კოცნის ლოყაზე და ბიჭი შეშდება, ვერ მოძრაობს, მგონი სუნთქვაც კი შეწყვიტა. მათე მიდგება გვერდით და სანდრას ყურებაში გართულს, ყურში რომ მეჩურჩულება შიშისგან ვხტები. -ეს გიჟი შენი დაქალია? რანაირად უგებ? -მისკენ ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ.
-შენ ჩემს ბნელ მხარეს არ იცნობ. -თვალს ვუკრავ და თათიასთან ერთად კაბინეტისკენ მივდივარ, სანდრა რომ შემოდის კაბინეტში კარის დახურვამდე ისევ გარეთ იყურება.
-აუუ, ეს ტატო ისევ ისეთი მაგარი ტიპია რა, ვგიჟდები რომ ვეძახი ან ვეხები და შეშდება დაბნეულობისგან, სათვალესაც რა საყვარლად ისწორებს, შოკოლადია რა სულ მეშინა არ შემომეჭამოს, მოდი ნახეთ ნერვიულობისგან მეასედ გაისწორა სათვალე. -სანდრა ისევ ტატოს უყურებს, მის სიტყვებზე მე და თათია ერთდროულად ვიწყებთ სიცილს.
-აბა მომიყევით თქვენ სად გაიცანით ერთმანეთი?
-ჩვენ მცხეთაში მეზობლები ვართ ამიტომ თითქმის ბავშვობიდან ვიცნობ ამ გიჟ ქალას როგორც ჩემი ძმა ეძახის, თქვენ?
-ჩვენ ჯერ ინტერნეტით, მერე ისე დავახლოვდით რომ ჩემი მეჯვარე და ელის ნათლიაა, თან დაანათლა კიდეც თავისი სიგიჟე, ლაშა ამის წყალობით გავიცანი, თვის საქმიან შეხვედრაზე წამიყვანა.
-აბა ჩემო გოგონებო დღეს რა გავაფუჭოთ? -სანდრა როგორც იქნა გონს მოდის.
-დღეს ვერა სან, ხვალ ჩემი დედამთილი დაიტოვებს ბავშვებს, სახლს გავიმარტოვებ და ჩავწვეთ სასმელში.
-დღეს ჩემს ფისოსთან მივდივარ, ჩემი სეხნია უნდა გავაგიჟო, მოიცა შენ რომ თქვენს ახალ თანამშრომელზე მიყვებოდი ჩემი მილაა? შენ ქრაშავ გოგო ამის მაზლს? -სანდრა თავის საფირმო სიცილს იწყებს და მეშინია მინებმა მსხვრევა არ დაიწყოს.
-სანდრა, მე არ ვქრაშავ უბრალოდ, ზოგჯერ ისე მემართება როგორც ტატოს შენს შეხებაზე.
-ვიტყოდი კაი რამეს მარა მერე იტყვით უზრდელი ქალი ხარო, ხო და შენ და ტატოს რომ გჭირთ მაგას გაუმარჯოს ხვალ. -კარებს პატარა ელი გლიჯავს და სანდრას ახტება ზედ, ნოა ვარდების თაიგულით ხელში ჩემსკენ მოდის და ყვავილებს მაწვდის.
-ყველაზე, საყვარელი ბიჭი ხარ შენ. -ლოყებს ვუკოცნი და სანდრა მგლიჯავს ხელიდან.
-მოდი პატარა კაცო აქ, გოგონებზე ყვავილების ჩუქებაც დაიწყე ისე გაიზარდე? -სანდრამ ბავშვების მოფერებით გული რომ იჯერა ისევ გარეთ გავარდა და ლაშას ზურგზე შემოახტა. -ჩემო გიჟო სიძე, როგორ მომენატრე.
-ჩამოდი შე ველურო და ისე ჩამეხუტე. -ისე თბილად ეხუტებიან ერთმანეთს რომ მათე არარსებულ ცრემლებს იწმენდს.
-ამათ შეხვედრაზე სულ გული მიჩუყდება.
-ღმერთს ვთხოვ ისეთი ცოლის დაქალები შეგხვდეს რომ სულ შენს მინუსებს ეძებდნენ და არცერთს არ მოსწონდე. -მათე სანდრას ნათქვამზე სიცილს იწყებს და კიდევ უფრო უშლის ნერვებს.
სანდრა ყველას ემშვიდობება და ეზოში ჩავდივართ ლექსოს დასახვედრად. ტატოც ჩვენთან ერთად შემოდის ლიფტში და სანდრა ძალით იქცევა ისე რომ ბიჭი დააბნიოს. ვითომ შემთხვევით ეხება ხელზე და ტატოც ხელს მაგრად კიდებს, მისი ხელი ტუჩებთან მიაქვს და თითის ბალიშებს უკოცნის, ახლა უკვე სანდრა რჩება გაოცებული და არაფრის თავი აღარ აქვს, ტატო ლოყაზე კოცნის და ლიფტიდან პირველი გადის.
-სან, გამოფხიზლდი წავა ისევ ზემოთ ეს ლიფტი.
-რა გამიკეთა ჰა?
-ის რასაც შენ უკეთებ ხოლმე.
ალექსანდრე მანქანას აჩერებს და ჩვენსკენ მოდის შუა ქუჩაზე გადმოსულს სანდრა გიჟივით ეძახის.
-ვაა, სეხნიას გაუმარჯოს, ხომ ხარ ჯანზე ძმა? -ალექსი სანდრას აფრიალებს ჰაერში და ძირს რომ სვამს ატრიალებს და კარგად აკვირდება.
-მე კი ვარ ჯანზე მაგრამ შენ გამხდარხარ გიჟ ქალ არ გივლიდნენ ესპანეთში?
-ეეე, სეხნია ჩუ, კი არ გამახდუნეს ჩემით დავიყენე ეს ლამაზი ფიგურა.
-შენი სეხნია საიდან არის? -ტატო მორიდებით ერთვება საუბარში და ახლა მახსენდება მისი იქ ყოფნა, სანდრა მხარზე ხელს ადებს და ბიჭი მაშინვე იბნევა.
-მისმინე, მე ხო ვარ ალექსანდა, ეს არის ალესანდრე ხო და სეხნიები ვართ რა. -ალექსი ტატოს დაბნეულ სახეს აკვირდება და სანდრა შორს გაყავს რომ ბიჭის გაცნობა შეძლოს.
-ალექსანდრე მილას ძმა და სანდრას მეგობარი.
-ტატო, სასიამოვნოა. -ჩემი ძმა ჩემსკენ ტრიალდება და ვარდებს უყურებს.
-ეს შენ თვითონ იყიდე?
-ჰა, ჰა, ჰა, ნოამ მომართვა.
-უყურე შენ, მე ბიძა უფრო მაინტერესებს და მაჩვენე. -შენობიდან გამომავალ მათეზე ვუთითებ და ისიც ჩვენსკენ მოემართება, გვერდით მიდგება და ჩემს ძმას აკვირდება.
-ლექსო გაიცანი, ეს ჩემი უფროსია მათე. -ლექსო მათესგან შეუმჩნევლად მაჩვენებს რომ მაგარია და მინდა რომ რამე ჩავარტყა.

სანდრას და ლექსოს უკვე სათვალავიც ერევათ იმდენი ჭიქა დალიეს ჩემს ნერვებზე თამაშს კი არ წყვეტენ.
-ისე სან, ბიძა მაგარი ტიპია ხო?
-კი ძაან, სულ მომწონდა ეგ ბიჭი, მაგრამ მე მაინც ჩემი ნათლულის ძმის მხარეს ვარ.
-თავს როდის დამანებებთ?
-ნახე სან, გაბრაზდა შენი დაქალი, ფრთხილად იყავი ჩუსტების ქნევა იცის.
-შენ გატყობ მოგენატრა ჩემი ჩუსტი ზურგში.
-გეფიცები, სანდრა ამდენჯერ ჩუსტი დედაჩემისგანაც არ მიმიღია. -ლექსო სიცილს აგრძელებს და მეც ნერვები უკვე ძალიან მეშლება.
სანდრა და მე ოთახში შევდივართ და პიჟამოებს ვუდებ საწოლზე, ჩემს გვერდით ჯდება იღიმის.
-ძალიან მომწონს ტატო მაგრამ მინდა რომ თვითონ მაჩვენოს როგორ მოვწონვარ. -სანდრა მხარზე თავს მადებს და თავის თითებს აკვირდება. -ჟრუანტელმა დამიარა იცი?
-მეც, ჩემთვის არ უკოცნია მაგრამ რომ მეხება ყველაფერი ერთიანად ხდება ჩემს სხეულში, გაცნობის წამიდან ამოვიჩემე ეგ ბიჭი და მეშინა რომ ჩემი იმედები ფუჭი აღმოჩნდება, არ მინდა გულნატკენი ისევ მე დავრჩე.
-ჩემო პატარა, უფალი ისეთი ტკივილისათვის არასოდეს გაიმეტებს ადამიანს რის გადატანასაც ვერ შეძლებს, ყოველი ტკივილი გვაძლიერებს. ცხოვრებისგან მიღებული ყოველი დარტყმა გვზრდის და მომავალ დარტყმას ფეხზე მყარად მდგარი ვხვდებით, ასე რომ ცხოვრებით დატკბი და ისიამოვნე იმით რაც დღეს გაქვს. -სანდრას ტელეფონზე შემოსული ზარი საუბარს გვაწყვეტინებს. -ხო თათ, არა არ მინახავს. -სანდრა მესენჯერს რთავს და თათიას გამოგზავნილ ფოტოს მაჩვენებს, სადაც მე და მათე ვართ აივანზე, მათე თითქოს ლოყაზე მეფერება.
-ეს ფოტო საიდან? -გაოცებისგან, პირი მრჩება ღია.
-მათეს ლეპტოპში დარჩენოდა ჩართული და თათიამ ისარგებლა სანამ არ ეცალა, პირი დახურე პატარავ. -სანდრა ფოტოს უკეთესად აკვირდება. -ოუ, რა ქიმია გაქვთ.
-სანდრა მოეშვი მაგ ფოტოს და დავიძინოთ. -ვწვები მაგრამ როგორც კი თვალებს ვხუჭავ სულ ის ფოტო მიტრიალებს თვალწინ.

თვალებს ძლივს ვახელ და საათს ვუყურებ, თვალები მიფართოვდება, სამზარეულოდან სანდრას და დედაჩემის სიცილის ხმა მესმის. თავი მიბრუის, არა და პახმელია არ მჩვევია ხოლმე, საწოლიდან ლასლასით ვდგები და სამზარეულოში გავდივარ.
-ძმა შემოგევლოს, როგორ ხარ?
-ლექსო ნუ ყვირი, თავი მტკივა. რა დამალევინეთ?
-ჩვენ არაფერი შენ არ უნდა აგერია.
-მეორე დღესვე სამსახური გამაცდენინეთ, უფრო სწორად დამაგვიანებინეთ.
-უფროს ვესაუბრე და ჩემი ხათრით თანახმაა დღეს დაისვენო, თან ხომ იცი თათიასთან მივდივართ, თან იქამდე ჩემი დაბადების დღისთვის რამე მაგარი კაბა მინდა.
-იქამდე თითქმის ოცი დღეა, მერე გავიდეთ რა.
-მაშინ ჯერ ჩემთან წავიდეთ გამოვიცვლი და ავიდეთ თათიასთან.
-გავემზადები, მაგრამ იქამდე რამე ისეთი მინდა რაც გამომაფხიზლებს. -ლექსო მწნილს მაჩეჩებს ხელში და გარეთ გადის. -დე, გიყვარვარ?
-რა კითხვაა ახლა ეგ?
-მაშინ, თუ გიყვარვარ აკუსკუსდი რა, ძლიერი ყავა მინდა. -ყავა მალევე მაფხიზლებს და ისეთ ენერგიაზე მოვყავვარ რომ სანდრას საშოპინგოდ იქით მივათრევ.
-ეს კაბა მომიხდება? -შავ, ბჟღვიალა კაბას ვიღებ ხელში და ჩემს ჭკუაში სანდრას ვეკითხები, რომელიც არსად ჩანს სამაგიეროდ მოსმენილი მაოცებს.
-ზუსტად ვიცი რომ ძალიან. -ხმის გაგონებაზე ყველა გრძნობა ერთიანად მაწვება ყელში და მგონია რომ ეს ბოღმა მალე დამახრჩობს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ორი წლის შემდეგ ლუკას დანახვისას ასეთი განცდა თუ მექნებოდა, მთელ ენერგიას ვიკრებ და მშვიდად ვპასუხობ.
-გამაოცა შენმა დანახვამ თქო ვერ გეტყვი ამ ბოლო დროს ხშირად მეჩხირები თვალში.
-შემოსასვლელში დაგინახე და ყველგან გეძებდი, ნომერი გამოგიცვლია, ყველა სოციალურ ქსელში დამბლოკე, ქუჩაში მაიგნორებ, მაინცდამაინც უნდა მოგიტაცო რომ მომისმინო? -მის სიტყვებზე ჩემი ნერვების ბოლო ძაფიც წყდება და ყველა ძარღვი ერთიანად მეჭიმება.
-მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო, აუხსნელად რომ მიმატოვე იქ დასრულდა ყველაფერი.
-მე მინდა რომ ვცადოთ, ვფიქრობ ვერ დამივიწყე რადგან შენს სიახლოვეს სხვა ბიჭი არ მინახავს. -ხელი ჩემი სახისკენ მოაქვს, ზიზღისგან მაჟრჟოლებს და ვიწევი, შეხების უფლებას არ ვაძლევ, წელზე ხელის შეხებას რომ ვგრძნობ და ნაცნობი სურნელი ცხვირში მიღიტინებს, აფორიაქებული სხეული წამში მიმშვიდდება.
-მეგობარს არ გამაცნობ ძვირფასო? -ლუკას სახე ეცვლება და როგორც ყოველთვის გაქცევას ამჯობინებს.
-მე ლუკა ვარ მილას ძველი ნაცნობი, სამწუხაროდ მეჩქარება და უნდა დაგემშვიდობოთ. -როგორც კი გვშორდება, მათესკენ ვტრიალდები.
-მადლობა.
-რისთვის, ეხლა გავთანაბრდით შენ კატო მომაშორე მე ეს ტიპი, ლამაზია.
-რა?
-კაბა, ძალიან მოგიხდება. -კაბას ვაკვირდები და ისევ ის განცდა მიტრიალებს გონებაში, მათეს შეხებისას რომ დამეუფლა. -არ მოიზომებ?
-შენ აქ საიდან?
-თათია მოვიყვანე, ისევ თემას ცვლი არ იზომებ? -გამოსაცვლელი ოთახისკენ მივდივარ და კაბას ტანზე ვირგებ, საოცარი სიზუსტით მიყვება ჩემის სხეულის ფორმებს კაბა, გამოვდივარ და მათეს ვაკვირდები, იმდენად ახლოს მოდის რომ სუნთქვასაც კი ვწყვეტ, მხარზე გადავარდნილ კაბას მისწორებს და თვალებში მიყურებს. -გიყურებ და ვხვდები რომ ეს კაბა შენს გარეშე არაფერია, სრულყოფილებას მხოლოდ შენთან ერთად აღწევს. -მხარი ისე მეწვის მისი შეხებისგან თითქოს შანთით ამომწვეს, ისევ ის საოცარი ტალღა მივლის მთელს სხეულში, სარკისკენ ვტრიალდები და მათე კაბის ელვას წვდება, ბოლომდე ამოწია მაგრამ ხელს არ უშვებს, სარკეში ვაკვირდები მის მზერას და ცხოვრებაში პირველად ვნატრობ რომ ეს წამი არასოდეს დასრულდეს.
-მილა, ნახე რა მაგ... -სანდრას სიტყვა უწყდება და მათეც თითქოს გონს მოდისო სწრაფად მშორდება. -აუუ მილ, როგორ გიხდება, თათ მოდი ნახე რა ლამაზია.
-მართლა ძაან გიხდება, შენ არ წასულხარ?
-არ გითქვამს წადიო და მეც გელოდები.
-მათე, შენი ჯეელი ძმაკაციც აქ ხომ არა არის?
-არა, მუშაობს და ძალიან გთხოვ მაგ ბიჭის ვნებებზე ნუ თამაშობ.
-ჩემს თავს გეფიცები არაფერს ვაკეთებ რომ მხედავს უკვე ცუდად არის.
-სანამ არ შეეხები აზროვნებს, რომ ეხები ითიშება.
-ეს ორი წელი ხომ იყო მშვიდად უჩემობით?
-არა, ეს ქალბატონი სპეციალურად აჩვენებდა შენს ფოტოებს. -თათია გაოცებული და შეურაწყოფილი სახით უყურებს მათეს.
-ხალხი გვისმენს, სხვაგან იკამათედ, ამ კაბას გამოვიცვლი, ჩემს მოსვლამდე არ გალახოთ ერთმანეთი, გასახდელში მესმის თათიას სიტყვები და ისევ სიწითლე მირბენს სახეზე.
-ჰა, მაზლო წაგეკიდა ცეცხლი?
-თათია!
-ცოტახანში ტატოზე უარეს დღეში იქნები.
-გარეთ დაგელოდებით. -გარეთ გამოვდივარ და სანდრა და თათია უცნაურად მაკვირდებიან.
-ამასაც წაეკიდა ცეცხლი.
-გეთანხმები სან, ესენი კი დაწვავენ ერთმანეთს შენ რა გეშველება თორემ. -სალაროს, რიგი უწევს სანდრას და თათიას პასუხს ვეღარ უბრუნებს, უკვე გარეთ გამოვდივართ სანდრა საუბარს რომ იწყებს ისევ ტატოზე.
-მე უკვე დავღვენთე ჩემი ცეცხლით ტატო, ისე დადნა უკვე ქილაში მაქვს გადასატანი ეგ შოკოლადი ბიჭი.
-ერთი კვირა მოითმინე და ყაზბეგში ნამდვილად აღარ დაიღვენთება, ისეთი სიცივე იქნება.
-მათე, მეგონა ნორმალურ ზამთრის კურორტზე წავიდოდით.
-შენ ხომ ისრიალე ბავშვებთან ერთად, რა გინდა სამსახურის გუნდთან ერთად შენი დაქალიც მომყავს.
-ეგ ჩემთვის არა ტატოსთვის მოგყავს.
-შენ ხომ მოდიხარ მილა?
-რა შეკრებაა?
-ახალი წლის დღეებში დასვენებას ვერ ვახერხებთ, ამიტომ შვებულება ცოტა გვიან გვაქვს, ორ კვირიანი შვებულება ყველას, რამდენიმე დღე ერთად მივდივართ, მერე დანარჩენი დღეები ვისვენებთ ვის როგორც უნდა.
-წამოვალ ალბათ.
-როგორც ვიცი შენი დაქალიც მოდის. -სანდრას გადახედა რომელიც ღიმილით უყურებდა. -შენზე არ მითქვამს მიშოს შეყვარებული მოდის.
-კარგია მაშინ მაქსიმალურად ვეცდები წამოვიდე.
-ამაღამ სვამთ?
-იქ არ დაგინახო მათე მოსული.
-შენ არ გეკითხები მოვიდე თუ არა ჩემი ძმის სახლში და თუ ძაან გაატრ**ებ ტატოსაც მოვიყვან. -ნიშნის მოგებით უყურებს სანდრას და თვალს უკრავს.
-წინ გაიხედე ეგ ლამაზი სიფათი არ მიინგრიო და ჩვენც არ დაგვაზიანო.
-შენგან არ მესწავლება მართვა მგონი.
-ბიჭი, ძაან ხო არ მიშლი ნერვებს. -სანდრას და მათეს ჩხუბით გართულ თათიას ვეჩურჩულები.
-ესენი სულ ასე არიან?
-კიი, სულ ასე კამათობენ, მხოლოდ მაშინ რიგდებიან როცა სვამენ ეხლა თუ არ გავაჩერეთ სანდრამ შეილება ცუდი რამეები თქვას. -თათია მათეს მხარზე ურტყამს ხელს. -მაზლო, სად არის შენი ჯენტლმენობა დაუთმე სანის.

ბინაში როგორც კი შევდივართ სანდრა წუწუნს იწყებს.
-ვკვდები ხალხო, რამე ისეთი მინდა რომ გამოვფხიზლდე, ჩემი იმედი არ გქონდეთ თქვენ იფრიალეთ სამზარეულოში მე კიდე დავისვენებ.
-ვაიმე როგორ მეცოდება ტატო. -თათიას რეპლიკაზე სანდრა დივანზე წამოჯდა და გაბრაზებული შეეპასუხა
-ნეტა რატო გეცოდება?
-მეც გეთანხმები თათ ძაან მეცოდება.
-ვერ გიტანთ ვერცერთ რომ იცოდეთ, ვიღაც სექსუალური კაცი რომ გეცოდებათ და არა მე, მე არ ვარ ცოდო? მთელი ცხოვრება იმას ველოდო რომდის ამოიღებს ხმას?
-კარგი რა სან, ხომ იცი რომ მოწონხარ და აცადე მაგ ბიჭს.
-ხო და რატომ დუმს ასე, ხომ იძახით რომ მოვწონვარ მაშინ რატომ დუმს?
-დიდი წვიმა, პატარა ქუხილით იწყება, მაგრამ ძლიერ ჭექა-ქუხილს კი შხაპუნა წვიმა მოსდევს, იმის უნდა გეშინოდეს ვინც ბევრს არ ლაპარაკობს, თორემ ვინც ბევრს ლაპარაკობს მაგას თან საქმე თითქმის არასდროს ახლავს, ტატოს დუმილი უფრო მეტის მთქმელია ვიდრე სხვისი ბევრი საუბარი, ესპანეთში წასვლამდე რომ ურთიერთობა დაგენგრა ის ბიჭი ბევრს ლაპარაკობდა მაგრამ შედეგი რა იყო სან?
-არც არაფერი.
-მე კიდე მგონია რომ მაგ ბიჭს წრფელი გრძნობით უყვარხარ და ამიტომ არ უნდა სიტყვებით რამე გააფუჭოს. -მათ საუბარში ვერთვები და სანდრას თმაზე ვეფერები. -ვერ ხედავ ხოლმე როგორ გიყურებს? იქ ლიფტში, თითებზე რომ გეხებოდა თვალები საოცრად უბრწყინავდა.
-ისე სათვალეშიც კი ვამჩნევ როგორი ლამაზი თვალები აქვს ჩემს ტატოს.
-ყველაზე ლამაზი თვალები რომელია იცი?! ის თვალებია, სიყვარულის ნაპერწკლები რომ დახტიან შიგნით, ზუსტად ეგ ნაპერწკლები დახტოდნენ გუშინ ტატოს თვალებში.
-და დღეს მათეს თვალებში როცა გიყურებდა იმ კაბაში გამოწყობილს.
-გეფიცები შენთან საუბარი არ ღირს. -ხელს ვუქნევ სანდრას და თათიასთან მივდივარ სამზარეულოში, სანდრა უკან მომყვება და მაინც აგრძელებს მათეზე ლაპარაკს.
-შენს თავს გეფიცები, როგორ გიყურებდა იცი? -უკმაყოფილო სახით ვტრიალდები მისკენ.
-მაინც როგორ? -პასუხის თქმას არ ვაცდი თეფშები გამაქვს გარეთ.
-როგორ და... თათია დამეხმარე, ხომ იცი არ გამომდის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.
-როგორ გიყურებდა და როგორც მამაკაცი უყურებს სასურველ ქალს.
-ვაა, მაგრად დამეხმარე რა, მაგას მეც ხო ვიტყოდი. -სანდრა პიცის ნაჭერს იღებს და ისევ დივანზე იშოტება. -აზრზე არა ხართ არცერთი, კაცი ქალს ბევრნაირად უყურებს, აი როგორც სასურველს, როგორც საყვარელს და ასე შემდეგ, ბევრჯერ მინახავს მათე როგორ უყურებს გოგონებს, არ გახსოვს შენს ქორწილში იმ შენს ვითომ დაქალს როგორ უყურებდა? თვალებით ხდიდა და ისიც ზედ ეტმასნებოდა მაგრამ დღეს სარკეში რომ მათე დავინახე ეგეთი არასოდეს მინახავს, იცი როგორი თვალებით უყურებდა, რაღაც ძალიან ძვირფასს რომ ზედ ევლები და გეშინია არ დაკარგო.
-სანდრა რა ფანტაზიის უნარი გაქვს, წერა არ გიცდია?
-ფანტაზიის უნარი რა შუაშია? უბრალოდ კარგი მხედველობა მაქვს.
-ფანტაზიაა აბა რა არის? ხუთ დღეში როგორ უნდა გახდე ადამიანისთვის ისეთი ძვირფასი როგორც შენ ამბობ?
-იმისთვის რომ ადამიანის გულში ადგილი დაიკავო სულაც არ არის საჭირო წლები, სამი დღის გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი იცოდეს შენზე და უფრო მეტად გაგიგოს ვიდრე იმან ვინც წლებია შენს გვერდით არის, შეიძლება ის უფრო მოუშვა შენს სულთან, უფრო ახლობლად გეჩვენოს და ყველაფერი გაანდო ვიდრე იმას ვინც წლებია შენი გგონია. იციან რამე მათეს შესახებ შენმა გოგონებმა?
-არა.
-ვის ესაუბრე იმაზე პირველად რომ მათე დაიჩემე?
-თათიას.
-რატომ?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
-იმიტომ ხომ არა რომ იცოდი ორი დღის გაცნობილი უფრო გაგიგებდა? -თათია გამოდის სამზარეულოდან და სანდრას უყურებს.
-ვეთანხმები სანდრას, თან მათეს ლეპტოპში ნანახი თქვენი ფოტო.
-გთხოვთ ნუ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, ასე უფრო დავიბნევი მე კიდე ახლა ეგ ნამდვილად არ მჭირდება.


-ეს მერამდენე ჭიქაა?
-ნუ დავითვლით უბრალოდ იმდენი ვსვათ რომ ყველაფერი დაგვავიწყდეს.
-კარგი. -კარზე ზარის ხმა გვაწყვეტინებს ჩვენს „ქეიფს“, თათიასთან ერთად ოთახში მათე და ლაშა ბრუნდებიან, მათე ჩემს გვერდით ჯდება და ვგრძნობ როგორ მებინდება გონება.
-რისი სადღეგრძელო იყო?
-ოთხი „ჩ“-ს, ისე მათე დალეულს ძაან მევასები ხო იცი?
-სამი ‘ჩ’ ვიცი და ეს მეოთხე რაღაა?
-ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები.
-კარგი მაშინ ჩვენს ოთხ ‘ ჩ ‘ -ს გაუმარჯოს სანდრა. -ჭიქას მაცლის ხელიდან და ბოლომდე ცლის. -შენ არ სვამ?
-ჩემი ჭიქა გამოცალე ამ წამს. -ისევ მივსებს ჭიქას და მაწვდის.
-გაუმარჯოს. -სითხეს სწრაფად ვუშვებ ყელში და ლიმონს ვაყოლებ, მათე გაოცებული მაკვირდება.
-ჩვენ მალე მივდივართ უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი რომ ხვალ ნოას ღონისძიება აქვს ბაღში და არ დაგავიწყდეს. -თათია ქმარს უბღვერს.
-როდის დამვიწყებია? საწოლზე მიდევს ნოას ხვალ რაც უნდა ჩავაცვა ღონისძიებაზე ასე რომ ნუ ღელავ. -სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გავდივარ აივანზე, აქა-იქ ლამპიონებით განათებულ ქუჩას გავყურებ და მინდება წვიმაში ვიხეტიალო, ჩემს უკან აივნის კარი იღება და მოშიშვლებულ მხარზე ვგრძნობ ცხელი თითების შეხებას, მათე პლედს მახურავს, მხრებზე და თმას მიშლის.
-დღეს საოცარი იყავი იმ კაბაში.
-მადლობა. -მისკენ ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ, საიდანღაც მუსიკის ხმა წვდება ჩვენს სმენას და მათე იღიმის.
-ეს ნიშანია, ვიცეკვოთ? -ხელს მიწვდის და მეც თავის დაკვრით ვეთანხმები, ნელა მხვევს წელზე ხელს და ნელი მოძრაობით, რიტმში ირხევა ჩვენი სხეულები, საოცარი სიმშვიდე იპყრობს ჩემს სხეულს და პირველად ვგრძნობ რას ნიშნავს მუცელში პეპლების ფრენა, ისევ ის თბილი ტალღა მივლის სხეულში, ვცდილობ მათეს არ ვუყურო და სივრცეს ვაშტერდები, ვამჩნევ რომ წვიმის წვეთები თანდათან გადადის ფიფქებში, თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ როგორ მეცემა სახეზე ფიფქები. -ჩემი მასწავლებელი ხშირად ციტირებდა ხოლმე ფრაზას რომ „პირველი თოვლი, პირველ ნამდვილ სიყვარულს გავს მასსავით სუფთა და სპეტაკიაო.“
-ბედისწერის გჯერა? -გაუაზრებლად ვუსვამ კითხვას და თვალების გახელას არ ვჩქარობ.
-მგონია რომ ჩვენს ცხოვრებას თვითონ ვწერთ, შენ?
-მე მომწონს იდეა რომ სადღაც, ვიღაცა ჩემთვის არის დაბადებული და ჩემი მეორე ნახევარია, მერე შევხვდებით ერთმანეთს და ერთ მთლიანობად ვიქცევით, მჯერა რომ სადღაც ზის თეთრწვერა მოხუცი რომელიც ჩვენს მომავალს წერს და როცა რამე ისეთს ვგეგმავთ რაც მის წიგნში არ წერია დაგვცინის.
-შენი აზრით ახლა რას აკეთებს ის მოხუცი.
-ჩვენთან ერთად მუსიკით ტკბება. -მუსიკა მთავრდება და თვალებს ვახელ, მათე არ მიშვებს, ხელს ჩემს თმაში ასრიალებს და ცეკვას აგრძელებს, ყურთან მოაქვს ტუჩები ისე ხმადაბლა საუბრობს თითქოს უნდა რომ არავინ გაიგოს მისი ხმა, მეც კი.
-წეღან მეგონა შენი წამწამები ყველაზე ლამაზი მაშინ იყო წვიმის წვეთები რომ გეკიდა ზედ, მერე მეგონა რომ ფიფქები უფრო უხდებოდა, მაგრამ არა შენი წამწამები ყოველთვის ლამაზია და სულ სიხარულები უნდა მოჰქონდეს შენთვის. -უცებ მშორდება და ისე სწრაფად ქრება აივნიდან, თითქოს არც ყოფილა და ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო, რომ შედის მისი სხეულის სითბო სანამ მყოფნის აივანზე ვჩერდები.
-არ შემოდიხარ გაიყინები.
-ახლავე სან. -ოთახში ვბრუნდები და მათე და ლაშა არსად არიან.
-მოდი გავაგრძელოთ. -მაგიდასთან ვჯდები და გოგოებს დაბნეული ვუყურებ. -კარგად ხარ?
-არ ვიცი.
-აივანზე რამე მოხდა? მათეც უცებ შემოვარდა წავედითო.
-არაფერი, უბრალოდ ვიცეკვეთ.
-რა ქენით?
-ეზოში მუსიკა ჩართო ვიღაცამ და ვიცეკვეთ, მერე უბრალოდ წავიდა.
-დავიჯერო ერთი ჭიქა ასე მოერია?
-ნწ, ერთი ჭიქა კი არა მილა აბრუებს და რომ ვერ აკონტროლებს ქცევებს ამიტომ გარბის.
-კარგით მოვრჩეთ საუბარს და გავაგრძელოთ. -საუბარს ვაწყვეტინებ გოგონებს და ჭიქას ისევ ბოლომდე ვცლი სადღეგრძელოს გარეშე.
უკვე იმდენი გვაქვს დალეული, მაგიდას ძალიან ფრთხილად ვალაგებთ რომ არაფერი შემოგვატყდეს... თათია ოთახს მაჩვენებს და საწოლზე დალაგებულ პიჟამოებს დავყურებ.
-მათესია, მოიტანა მაგრამ ერთხელაც არ სცმია, თუ რამე მოგინდება შეგიძლია გამაღვიძო.
-მადლობა თათ, ტკბილი ძილი. -თათია ოთახიდან გადის და ჩემზე ბევრად დიდ პიჟამოებს ვირგებ, ისევ ის სითბო მეუფლება მათესთან ცეკვისას რომ ვგრძნობდი, საწოლში ვწვები და სიცივეს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ, ტელეფონზე მოსული შეტყობინება მაიძულებს რომ მოვძებნო სადღაც მიგდებული ტელეფონი.

*როგორ ხარ?

*კარგად, შენ როგორ ხარ?

*მეგონა მაგდენი სასმელისგან ცუდად იქნებოდი.

*კარგი რა მათე, მშვენივრად ვიტან სასმელს.

*არ მჯერა.

მეც ბავშვივით ვცდილობ მისთვის რაღაცის დამტკიცებას და ფოტოს ვუგზავნი.

*გიხდება.

*რა?

*ჩემი პიჟამო.

*უი, შენია? კი არ ვიცოდი.

*ისე მომეწონე რომ გადავწყვიტე ეგეთი გაჩუქო, მაგრამ პატარა ზომა.

*ვიმახსოვრებ იცოდე, ხო მართლა რატომ ვარდები?

*იმიტომ რომ გიფსოფილები შენმა საყვარელმა მამაკაცმა უნდა გაჩუქოს.

*ეგეთი რომ არ მყავს?

*ხომ გეყოლება?

*რა ვიცი, იქნებ არ მყავდეს.

*იქნებ უკვე გყავს და არ იცი?

*ეხლა ჩემივე ნათქვამს იყენებ ჩემს წინააღმდეგ, რახან გითხარი რომ ბედისწერის მჯერა და მგონია რომ ჩემთვის დაბადებული მამაკაცი მალე მიპოვნის?

*მეგონა ვერ მიხვდებოდი.

*ასეთი სულელი ვჩანვარ?

*სულელი, არ მიკადრებია. მეგონა სიმთვრალის გამო ვერ ჩაწვდებოდი ჩემი ნათქვამის არსს.

*ჯერ ერთი, მთვრალი კი არა ნასვამი ვარ და მეორე იმდენს არასდროს ვსვამ რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხი არ ვაგო, ასე რომ მახსოვს ჩემი ნათქვამი ყველაფერი.

*ახლა გამოიძინე, ხვალ შენ და ტატო კლიენტთან მიდიხართ, ფერადი სიზმრები.

*შენც ასევე.

*ეჭვიც კი არ შეგეპაროს რომ ფერადი იქნება.


დილით სასიამოვნო ჩაის სურნელი მაღვიძებს და სანდრა მიზის საწოლზე.
-რამე გინდა? -ისე მომიცუცქდა ზუსტად ვიცი რაღაც უნდა მთხოვოს.
-როგორ ფიქრობ მე და ტატოს რამე გამოგვივა?
-სან, რა ურთიერთობა გაქვს მაგ ბიჭთან?
-არანაირი, ტატო რომ გავიცანი მაშინ ილიასთან ვიყავი, ორჯერ დამპატიჟა ყავაზე მეგობრულად, ნუ მერე ილიას დავშორდი და ესპანეთში წავედი, შენც იცი როგორ ვიყავი კაცის ხსენებაც არ მინდოდა.
-ტატო იმსახურებს რომ შანსი მისცე, ვფიქრობ ყაზბეგი ბევრ რამეს შეცვლის.
-მაშინ დროს მივანდოთ.
-ახლა უნდა ავდგე, დღეს კლიენტთან მაქვს შეხვედრა და იმედია ვასწრებ სახლში შევლას.
-ჩემი ახლებიდან აიღე რამე. -სწრაფად ვემზადები და ტაქსს ვიძახებ რომ ტატო არ ვალოდინო.


-ხომ გახსოვს ხვალ დილით მივდივართ, ხო და გამოიძინე.
-სან, რაღაცნაირად ვარ თან მინდა წამოსვლა, თან არა.
-ახლა არ მითრა მათეს გამოო.
-მგონი, იმ საღამოს შემდეგ ერთი კვირაა თითქოს თავს მარიდებს.
-მომისმინე ქალბატონო, არ მაინტერესებს მე ეგ ბიჭი და არც შენ უნდა გაინტერესებდეს, თუ მოწონხარ თვითონ უნდა იაქტიუროს ასე რომ მე და შენ მივდივართ და ეგ ბიჭი არ შეიმჩნიო და თავიც კი აარიდე.
-როგორ, მის ავტომობილში უნდა ვიჯდე.
-ხო და მუსიკას მოუსმინე ან წიგნი იკითხე.
-კარგი, წავალ ბარგს ჩავალაგებ, დროებით.

დილით, ჯერ კიდევ ბინდია გარეთ ჩემი ძმა რომ მადგება თავზე.
-ადექი გაემზადე გაგიყვან სანდრასთან, არ დაგაგვიანდეს. -ცალ თვალს ვახელ და ისე ვუყურებ.
-დამაცადე ცოტახანს.
-შენ არ მითხარი ადრე გავდივართ და გამაღვიძეო?
-ხო კარგი ვდგები. -დამძიმებულ სხეულს ძლივს მივათრევ საწოლიდან და სააბაზანოს სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები, ჯერ ვუღიმი მერე აბურძგნილ თმაზე ხელს ვიკიდებ და საკუთარ თავთან საუბარს ვიწყებ. -ასეთს რომ გხედავ მილა მე არ მომწონხარ და ვის მოეწონები?! ეს ჩაცვენილი თვლები, დახეთქილი ტუჩები, სულ უფრო იკლებ წონაში, უკვე მუმიას ვემსგავსებით... ღმერთო სულ გავგიჟდი საკუთარ თავს ველაპარაკები. -თვალებს ვხუჭავ და ისევ ერთი კვირის წინანდელი სცენა მიტრიალებს გონებაში, ფიფქები მათეს სახეზე, ჩვენი ცეკვა და მისი ნათქვამი ფრაზა, ისევ სარკეს ვუბრუნდები და ჩემს წამწამებს ვუყურებ, ძალიან მომწონს ჩემი გრძელი წამწამები, მათე მართალია მათზე ჩამოკიდული წვეთები ძალიან უხდება. კარზე კაკუნი ჩემი თვით ტკბობას მაწყვეტინებს.
-მილა ხომ არ ჩაგეძინა? სანდრამ დარეკა სად ხართო.
-ხო კარგი გამოვდივარ. -სწრაფად ვემზადები და ვცდილობ არაფერი დამრჩეს, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი რაღაც მაინც დამრჩებოდა მაგრამ მეჩქარება და სწრაფად გავდივარ, ლექსო სანდრასთან მტოვებს და ისე მემშვიდობება თითქოს აღარ დავბრუნდები.
-ნახვამდის და ჭკვიანად, მომენატრები.
-ლექსო ერთ კვირაში დავბრუნდები.
-იმდენს ვლოცულობ შენს არ დაბრუნებაზე რომ წესით იქაურმა ვინმემ უნდა მოგიტაცოს, შენც გეშველება და მეც.
-ვერ გიტან.
-მეც მიყვარხარ დაიკო. -სახლში შესვლას ვერ ვასწრებ ისე ჩერდება მათეს ავტომობილი, სანდრასაც გამოაქვს თავისი ჩანთა და ტატოს აწვდის.
-დილა მშვიდობის მილა.
-დილა მშვიდობის მათე, როგორ ხარ? -ღმერთო ეს ბიჭი როგორ შეიძლება ქურთუკშიც კი ასეთი სიმპათიური იყოს?! ჩანთას საბარგულში ათავსებს და ისევ ჩემსკენ მოდის.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად. -წინა კარს მიღებს და თან უცნაურად მაკვირდება, როგორც კი ვჯდები ყურსასმენების ძებნას ვიწყებ მაგრამ არსად არის, საკუთარ თავზე ისევ ნერვები მეშლება მერამდენედ შეიძლება წამოვიდე სახლიდან ისე რომ რაღაც დამრჩეს. როგორც კი გავდივართ ქალაქიდან მათე რადიოს რთავს, სიჩუმეს სასიამოვნო მუსიკის ხმა არღვევს და უფრო მეტად ვდუნდები, სანდრას მგონი ეს სიმღერა იავნანა გონია ისე მალე ეძინება ტატოს მხარზე. სარკეში ვხედავ როგორი სიფრთხილით ეხება ტატო თმაზე და სანდრასაც ეშმაკურად ეღიმება, ვხვდები რომ არ ძინავს უბრალოდ თავს აჩვენებს, წიგნის კითხვით ვირთობ თავს რომ მათეს თავი ავარიდო.
-მალე ჩავალთ?
-რა იყო სანდრა ტატოს მხარი ცუდი ბალიშია?
-არა უბრალოდ მომშივდა, თორემ ტატო შესანიშნავი ბალიშია.
-ცოტაც და იქ ვიქნებით, შენ არ მოგშივდა?
-ცოტა. -მოკლედ ვუჭრი და ისევ ფანჯარაში ვიხედები, არც მათე ცდილობს ჩემთან საუბარს და გზას აშტერდება, სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა სასტუმროსთან მივდივართ და ერთი სული მაქვს როდის დავბინავდები. მათე მისაღებში, გასაუბრების შედეგ ნომრების გასაღებებს გვაწვდის და ჩემს ჩანთას იღებს. -არ არის საჭირო მოვერევი.
-მე კი მგონია რომ ვერ შეძლებ. -ჩემს ნომერში შემოაქვს ჩანთა და წინ მიდგება. -მეჩვენება და თუ თავს მარიდებ?
-მგონი პირველმა შენ დაიწყე.
-ვილაპარაკოთ?
-რაზე. -საწოლზე ვჯდები და ინტერესით ვაკვირდები.
-იმ დღეს, მე... ნუ -ღრმად ჩაისუნთქა თითქოს სიტყვებს არჩევდა. -მოკლედ მე იმ დღეს, თავი ვერ გავაკონტროლე, ჯერ მაღაზიაში, შემდეგ აივანზე ზედმეტი მომივიდა.
-და რა იყო ზედმეტი? ჩემთვის კომპლიმენტის თქმა?
-შენთვის ეს ყველაფერი მხოლოდ კომპლიმენტი იყო, ჩემი შეხებისას არაფერი გიგრძვნია?
-რას გულისხმობ, რა უნდა მეგრძნო? -ჩემსკენ, იხრება თვალებში მიყურებს და იღიმის.
-კარგი, მაშინ თუ მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო როგორც შენ ამბობ, მაშინ ისევ მეგობრები ვიყოთ.
-კარგი, უბრალოდ თავი აღარ ამარიდო, საუბარი ჯობია.
-დროებით მილა. -კართან მისული მოტრიალდა. -ისე იცოდე თვალები არ ტყუიან, მაგრამ შენ არც ისე გამოგდის ტყული. -როგორც კი მარტო მტოვებს სანდრას და თათიას ვწერ, რომ მათი ნახვა მინდა, სანდრას ოთახში ვიკრიბებით და ორივე მე მაშტერდება, დაწვრილებით ვუყვები ჩემსა და მათეს დიალოგს და მხოლოდ სანდრას სიცილს ვიღებს საპასუხოდ.
-რა გაცინებს სანდრა?
-ძალიან, ჭკვიანია მათე იმისთვის რომ ასე მარტივად მოატყუო თითქოს არ მოგწონს, თვითონ კი კარგი მინიშნება მოგცა.
-რა მინიშნება?
-თვალები არ ტყუიანო, თან მიგანიშნა შენი სხეულის ენა მესმისო, მის შეხებაზე დნები და ამას ხვდება.
-არაფერსაც არ ვდნები რა. -თავს ვიძვრენ გოგონებისგან და ისევ ჩემს ოთახში გავრბივარ, დასვენებას ვერც კი ვასწრებ ისევ კაკუნი მაწყვეტინებს ფიქრს. კართან მარიამი დგას და მიყურებს.
-არ ფიქრობ რომ უნდა ვილაპარაკოთ?
-შემოდი.
-მათეს და შენს შორის რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს მეგობრები ვართ.
-ეგ მოატყუე მიშოს რომელიც არ გიცნობს, ხომ არ გავიწყდება რომ შენი ბავშვობის მეგობარი ვარ და ყველა გამოხედვას ვცნობ, დავინახე როგორ უყურებდი დღეს. -მარის ნათქვამზე თითქოს ვნებდები.
-ასე ძალიან მეტყობა რომ ეგ ბიჭი მომწონს?
-კიი, ერთმანეთს რომ უყურებთ, თითქოს თვალებით საუბრობთ.
-სინამდვილეში არც სიტყვებით გვესმის ერთმანეთის. -მარი გვერდით მიჯდება და ჩემს ხელს იღებს.
-როცა გეხება რამეს გრძნობ?
-ყველაფერს, მთელი სხეულით ვგრძნობ მის შეხებას, ერთმანეთს ვიზიდავთ მაგრამ ვეწინააღმდეგებით, ახლოს რომ მივდივართ რაღაც მუხტს ვგრძნობთ რომელიც გვაშორებს ერთმანეთს თითქოს ეს მუხტი გვაფხიზლებს.
-ერთად რომ ხართ თითქოს ერთი დიდი სრულყოფილება ხართ, ერთმანეთ რომ უყურებთ უსაზღვრო ქიმია გაქვთ.
-ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
-როგორც შენ იტყვი, მაგრამ მალე მიხვდები რომ მართალი ვარ და თქვენ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები. -მიშო ურეკავს მარის და საუბარს გვაწყვეტინებს. -რესტორანში გვეძახიან. -კართან მათეს ვხვდებით.
-შენთან მოვდიოდი მაგრამ როგორც ჩანს დამასწრეს.
-მარი ჩემთან იყო, ვსაუბრობდით.
-სიმპათიურ ბიჭებზე?
-კი, ძალიან სიმპათიურზე. -მათე ისევ ღიმილით მაკვირდება და ლიფტში მატარებს, მარი მიშოს ელოდება და ჩვენთან ერთად არ შემოდის, უკვე მეორედ ირხევა ლიფტი და ჩერდება.
-მგონი მე და შენ ერთად ლიფტს ვაფუჭებთ.
-არ მომწონს ეს სიტუაცია.
-რატომ? -ძალიან ახლოს მოდის ჩემთან და თვალებში მიყურებს. -აბა ლიფტში გაჭედვის არ მეშინიაო? რატომ კანკალებ? -ხმას ვერ ვიღებ და ისევ უაზროდ ვაჩერდები. -ჩემი სიახლოვე განერვიულებს? -ქვედა ტუჩს კბილებში იქცევს და თვალებში ისევ ჭინკები დაურბიან.
-ჰაერი არ მყოფნის. -ძლივს შევძელი რაღაცის თქმა.
-ჩემს გამო? -უკან იხევს და ისევ ისე მიყურებს.
-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ?
-არ ვიცი, ასე... ასე რომ მიყურებ ვიბნევი.
-ბოდიში მაგრამ ვერ გავიგე როგორ გიყურებ.
-აი... -შესაფერის სიტყვას ვეძებ და რაც პირველი მომდის თავში იმას ვისვრი. -როგორ და ეშმაკურად. -მათე შეურაცხყოფილი სახით იჩეჩავს მხრებს.
-თვით უფრთო ანგელოზს ეგ როგორ მკადრე?
-ისე ეშმაკიც ანგელოზია მაგრამ დაცემული. -ჩემდა საბედნიეროდ ლიფტი იღება და გავრბივარ, სადილზეც გვერდით მიჯდება მათე...
-საუბარი არ დაგვისრულებია. -ლუკმა მცდება და ხველა მივარდება. შეშინებული სახით მაწოდებს წყალს და თან ისევ არ წყვეტს ჩემთან საუბარს. -როდიდან გეშინია ჩემთან საუბრის?
-და რატომ უნდა მეშინოდეს? რატომ ფიქრობ ასე?
-საუბარი რომ ვახსენე ხველა დაიწყე.
-უბრალოდ ლუკმა გადამცდა.
-ჭამაც მე უნდა გასწავლო?
-კიდე რის სწავლას აპირებ ჩემთვის?
-ბევრი რამის მაგას მერე მოგიყვები, ახლა ჭამა მაცადე. -მთელ გონებას ვიყენებ რომ რამე ისეთი ვუთხრა თვითონაც ჩემს დღეში აღმოჩნდეს... -მალე ჩვენი გიდი მოვა და გავდივართ, შეგიძლიათ მოემზადოთ.
-სად მივდივართ?
-უნდა გავისეირნოთ, სასტუმროში ჯდომისთვის ხომ არ ჩამოვსულვართ.
-ვიკითხე უბრალოდ, ახსნა კი არ მითხოვია? -გაოცებული სახით მიყურებს და ვერ ხვდება რატომ ვეჩხუბები, სიმართლე რომ ვთქვა ვერც მე ვხვდები. ჭამას თავს ვანებებ და ოთახში გავრბივარ, ვერ ვხვდები რამ გამაღიზიანა ასე, რა მჭირს საერთოდ ან რას ვითხოვ მათესგან, ისევ კარზე კაკუნი. -ღმერთო შეგიძლია ფიქრისთვის მარტო დარჩენის საშუალება მომცე? -ჭერს ვესაუბრები ისე თითქოს მართლა იქ არის და გაიგებს, კარს ვაღებ და ისევ მათე მხვდება.
-შეიძლება?
-კი შემოდი.
-რამე არასწორად ვთქვი? დილიდან ჯერ თავს მარიდებდი, მერე მეჩხუბები, რა დავაშავე შეგიძლია ამიხსნა?
-არაფერი არ დაგიშავებია, უბრალოდ...
-ჩემი ბრალია, ისე გელაპარაკე რომ გამოგიყვანე მდგომარეობიდან.
-არა მათე... მე..
-შენ დაიბენი. -მიახლოვდება და ჩემს ხელს ხელებში იქცევს. -მე დაგაბნიე, როცა შენთან ახლოს ვარ რაღაცნაირ მუხტს ვგრძნობ და ეს ყველაფერი მეც მაბნევს, მაგრამ არც კი მიფიქრია შენი წყენინება, მოდი ყველაფერი დავტოვოთ ისე როგორც აივანზე ყოფნისას იყო და მივენდოთ დროს.
-მე ფიქრი მჭირდება.
-მესმის, მაგრამ ახლა სასეირნოდ მივდივართ ნამდვილ თოვლში. -ხელზე მკოცნის და ისევ მარტო მტოვებს, საწოლზე ვჯდები და სახეს ხელებში ვრგავ. ‘ ღმერთო როგორ მოვიქცე, შენც ხომ იცი რომ ეს ბიჭი მომწონს, მაგრამ მეშინია რომ ისევ უაზრო იმედებს დავამყარებ და მერე ისევ მე გავტყდები, თუმცა სანდრა მართალია იმით ტკბობა უნდა ვისწავლო რაც დღეს მაქვს.’ ვიცვლი და ქვევით ჩავდივარ, დაჩი გვერდით მიდგება.
-სამსახურში არ მომეცა ამის თქმის საშუალება და ძალიან ლამაზი გოგო ხარ.
-მადლობა, შენც არ ხარ ცუდი ბიჭი. -ჩემს პასუხზე ეცინება.
-შენს მეგობარ ბიჭს გაუმართლა.
-მოძველებული ხერხია, შეგეძლო პირდაპირ გეკითხა მყავს თუ არა შეყვარებული.
-მაშინ გკითხავ, შეყვარებული გყავს მილა?
-შეყვარებული არ მყავს მაგრამ არის ჩემს ცხოვრებაში ბიჭი რომელიც მომწონს.
-ანუ თუ მე ვცდი შეიძლება თავი მოგაწონო.
-არ გამოგივა, იმიტომ რომ იმ ბიჭმა როგორც ჩემი დაქალი ამბობს თვალი გაახილა.
-მაგრამ მე მაინც ვცდი. -მათე მე და დაჩის შუაში გვიდგება და საუბარს გვაწყვეტინებს.
-ბოდიში საუბარი შეგაწყვეტინეთ მაგრამ გავდივართ.
-კერძოდ სად მივდივართ?
-ჯუთაში მივდივართ, თინას ტბასთან.
-ჩემთვისაც რომ ეგრე გეთქვა ხომ არ ვიკამათებდით?
-მე არ მიკამათია, შენ იკამათე.
-ხო კარგი მე ვიკამათე მაგრამ შენი ბრალია, მაინც. -მასთან საუბარს ვასრულებ და ეზოსკენ მივიწევ. ფოტოებში ნანახ ულამაზეს ადგილს რომ ვხედავ, სანდრასკენ ვტრიალდები. -სან აქ ბევრი ფოტო უნდა გადავიღო.
-ტატო გადაგვიღებს ფოტოგრაფობა მისი ჰობია. -ბიჭი სანდრას უღიმის და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, სიცივე მაშინვე მიწითლებს ცხვირს და ხელებიც მეყინება, ხელებს ორთქლით ვითბობ, მათე რომ მიდგება ისევ გვერდით.
-ხელთათმანები არ გქონდა?
-კი მაგრამ არ მიყვარს გამოყენება.
-მაშინ სხვანაირად უნდა ვცადოთ ხელების გათბობა შენთვის. -ხელს მკიდებს და ხის კოტეჯისკენ მივყავვარ, იქ მყოფ ახალგაზრდა ბიჭს რაღაცას ეუბნება და ჩემთვის ჩაი მოაქვს. -ფინჯანზე ხელები გაგითბება და ჩაი კიდე სხეულს გაგითბობს არ მინდა გაცივდე, დაჩის რა უნდოდა.
-ლამაზი ხარო.
-ეგ ხო ისედაც იცოდი. -თითქოს ხმაში სიბრაზე ეპარება.
-შენ მეგობარ ბიჭს გაუმართლა გვერდით ასეთი ლამაზი გოგო რომ ყავსო.
-ინფორმაცია დაგსტყუა რომ შეყვარებული არ გყავს.
-მივხვდი სულელი კი არ ვარ.
-მერე რაო?
-რაო და ცდა ბედის მონახევრეაო. -ღიმილი სახეზე ეყინება, მათეს და გამომეტყველება ეცვლება.
-შენ რა უპასუხე?
-ამ შემთხვევაში არ არის-თქო მაგრამ ასე თქვა რომ ცდად ღირს.
-უყურე შენ დაჩის, რა შეუპოვარი ყოფილა. ეგრე სამსახურში იყოს თორემ ვატყობ მალე მოუწევს წასვლა. -არაფრის თქმას არ მაცდის ისე მიდის თათიასკენ.
-მომეჩვენა თუ მათემ ახლა იეჭვიანა?
-მგონი. -როცა კოტეჯთა მდგომი ახალგაზრდა მპასუხობს მაშინ ვხვდები რომ ჩემს თავს კითხვა ხმამაღლა დავუსვი. -რამდენად იეჭვიანა არ ვიცი მაგრამ ის ამბავი რომ ეგ ბიჭი გეპრანჭება ნამდვილად არ მოეწონა. -გავჩუმდი და შერცხვენილი გავეცალე იქაურობას, დაჩიმ როგორც კი მარტო დამიგულა მაშინვე ისევ ჩემს გვერდით აღმოჩნდა.
-მოიწყინე?
-არა, უბრალოდ შემცივდა ცოტა.
-მათე მარტო არ გტოვებს რომ შენთან საუბარი შევძლო.
-და რაზე გინდა ჩემთან საუბარი? - მისკენ ვტრიალდები და მათეს ვხედავ რომელიც ჩვენსკენ მოდის.
-იმაზე რომ ძალიან ლამაზი ხარ და მომწონხარ.
-მეგონა ეგ თემა დავხურე, გითხარი რომ სხვა მომწონს.
-მოწონება მალე გადაივლის. -უკვე ძალიან მაღიზიანებს მისი საქციელი და მინდა სახეში მაგრად გავარტყა მაგრამ მათე არ მაცდის.
-დაჩი აქ დასასვენებლად არ ხარ?
-კი დასასვენებლად ვარ.
-მაშინ დაისვენე, სანამ მშვიდად ვარ, ხომ არ დაგავიწყდა ვიკა რის გამო გავუშვი სამსახურიდან? -დაჩის ღიმილი სახეზე ეყინება და სასწრაფოდ გვშორდება.
-შენს უფროსობას ცუდად იყენებ.
-სამსახურეობრივი რომანები არ მომწონს, თუ მიზნები სერიოზული არ არის.
-სერიოზული?
-დიახ, მინიმუმ ქორწინება უნდა ქონდეთ წყვილს დასახული მიზნად.
-ამას ამბობს ბიჭი რომელიც თავის თანამშრომელს ეპრანჭებოდა ცოტა ხნის წინ.
-შეგისწორებ, კი არ ვეპრანჭებოდი ფლირტი მქონდა მსუბუქ ფორმაში, მეორეც მე უფროსი ვარ. -თვალს მიკრავს და ჩვენთან მოახლოებული ტატოსკენ მახედებს რომელიც ისე უცებ იღებს ფოტოს აზრზეც ვერ მოვდივარ.
-ანუ შენთვის შეიძლება და მისთვის არა?
-მისთვისაც შეიძლება ოღონდ არა შენთან.
-და მე რატომ ვარ განსაკუთრებული?
-მილა, თავს ისულელებ თუ პასუხის ჩემგან მოსმენა გინდა.
-ცოტა-ცოტა ორივე.
-მაშინ ვერცერთს ვერ მიიღებ.
-მაშინ ვფიქრობ დაჩი მართალია და ცდა ბედის მონახევრეა. -ხელს მკიდებს და ისევ კოტეჯისკენ მივყავვარ, შიგნით რომ შევდივართ კარებს კეტავს და ჩემსკენ ტრიალდება, არც მე ვრჩები ვალში და თვალებში ვაშტერდები.
-რის მიღწევას ცდილობ?
-არაფრის, რაღაცას ვამოწმებდი.
-და შედეგი აქვს შენს ცდას? -უფრო ახლოს მოდის და თმაზე მეფერება.
-ისევ ჩემს დაბნევას ცდილობ, ეს არასწორია.
-რა არის არასწორი?
-შენ რომ ჩემს დაბნევას ცდილობ და მე ვერ გეწინააღმდეგები. -ისევ ეშმაკური ღიმილი ეპარება სახეზე და ჩემსკენ იხრება, ინსტიქტურად მეხუჭება თვალები და მის ტუჩებს, ტუჩების ნაცვლად თვალებზე ვგრძნობ, უცებ მშორდება და მთელი სითბო მიყვება ჩემგან, მხოლოდ აუტანელი სიცივე მრჩება.
-მართალი ხარ, ვიეჭვიანე და ნუ გახდები მიზეზი დაჩის სამსახურიდან გაშვების.
-კარგი უფროსი ასე არ უნდა იქცეოდეს, ოჯახის წევრს ახალი წევრის გამო არ უნდა უპირისპირდებოდეს.
-ჩემივე სიტყვებს იყენებ ჩემს წინააღმდეგ?
-შენ თვითონ თქვი რომ ერთი დიდი ოჯახი ხართ, ოჯახში ხდება უკმაყოფილება მაგრამ ოჯახშივე რჩება და იქვე იჭრება პრობლემა, დაჩისთან კიდე თავად მოვაგვარებ გასაგებად ვუთხარი რომ არ მომეწონებოდა.
-ანუ არ მეშინოდეს იმის რომ დაჩი მოგეწონება?
-რატომ უნდა გეშინოდეს? ჩემს პირად სივრცეში ვის შემოვუშვებ ეს მე მეხება. -გამომეტყველება ეცვლება, ჩემი მცდელობა რომ მის წინაშე ამაყად ვიდგე აშკარად ამხიარულებს.
-იმიტომ რომ მინდა ეგ სივრცე შენთან ერთად ჩემი პირადი იყოს და არა დაჩის ან სხვა ვინმესი. -ერთიანად იპყრობს ჩემს სხეულს ბედნიერება იმის გაგებით რომ მასაც მოვწონვარ, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ რომ არაფერი გავაფუჭო.
-მეჩვენება თუ ახლა სიყვარულს მიხსნი? -მხოლოდ დუმილით მპასუხობს და ჩემთან ისევ ახლოს მოდის. -დუმილი თანხმობის ნიშანია. -ისევ არაფერს ამბობს, წელზე ხელს მხვევს და ისევ უცნაური ტალღა მივლის სხეულში, თვალებს სწრაფად ვახამხამებ და სუნთქვა შეკრული ველოდები რომ რამეს მეტყვის.
-მართალი ხარ დუმილი თანხმობის ნიშანია. -ისევ ჩემს წამწამებს აკვირდება. -წერილი თუ სიხარული?
-სიხარული.
-რომელი თვალიდან?
-მარცხენა. -წამწამს მაცლის და ისევ მე მიბრუნებს.
-სულ შენია ხოლმე სიხარულები, არასოდეს მითმობ.
-შემდეგში ვეცდები დაგითმო. -სწრაფად ვშორდები და გარეთ გავრბივარ, ჩვენს ვერცერთ თანამშრომელს ვერ ვხედავ, უკვე პანიკა მიპყრობს და მათეს ვეძახი.
-წავიდნენ.
-ეგ მეც მივხვდი, მაგრამ აქ რატომ დაგვტოვეს?
-ოხ თათია, ოხ. -გაბრაზებული ურტყამს ხელს კოტეჯის კარს. -შენი გენიოსი დაქალის და ჩემი რძლის იდეა იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
-კი მაგრამ მარიმ მაინც რატომ არ დამიძახა?
-მიშო იმ ორზე უარესია და ამიტომ.
-სამივეს ვაგებინებ პასუხს ამის გამო.
-ოღონდ ჯერ სასტუმრომდე მივაღწიოთ. -ჩვენდა საუბედუროდ თოვა ძლიერდება, კოტეჯთან მყოფი ბიჭი გვიახლოვდება.
-აქ დარჩით, გაგასწრეს?
-კი არ დავრჩით ბოროტმა მეგობრებმა დაგვტოვეს.
-თოვა ძლიერდება, ახლა უკან ვერ დაბრუნდებით, აქვე ახლოს ვცხოვრობთ მე და ჩემი ცოლი შემიძლია ჩემთან წაგიყვანოთ, დიდი სახლი არ მაქვს მაგრამ მთელი გულით გთავაზობთ.
-მადლობა, წამოვალთ და თოვა რომ გადაიღებს ჩვენებს დავუკავშირდებით.
-არა მგონია ეგ მალე მოხდეს, ორი დღე ძლიერ თოვას ველოდებით.
-არ გვინდა ძალიან შეგაწუხოთ.
-არაუშავს, მიჩვეული ვართ სტუმრებს მაგრამ წყვილი რომელსაც ბოროტად ეხუმრნენ პირველად გვყავს.
-ჩვენს მეგობრებს ბოროტი ხუმრობა უყვართ.
-თქვენი სახელებიც კი არ ვიცი.
-მე მათე მქვია, მას მილა.
-სასიამოვნოა მე გოჩა, ჩემს მეუღლეს ნინია ქვია. -საუბარში გართულებმა ისე მოვაღწიეთ სახლამდე არც კი შემიმჩნევია, ხის ორსართულიანი სახლი ქონდათ, ეზოში შავთვალებიანი გოგონა რომ შემოგვეგება მაშინვე მივხვდი რატომ ყავდათ ამდენი სტუმარი, უცხო ხალხს ოჯახის წევრებივით დაგვხვდა და წარბიც კი არ შეუხრია. -მეგობრები ცუდად ეხუმრნენ და აქ დატოვეს, ბავშვს ძინავს? -გოგონამ მხოლოდ თავის დაქნევით უპასუხა და ჩვენ მოგვიტრიალდა. -შეციებულები იქნებით, შემოდით სახლში. -ისეთი სითბოს სურნელი გამოდიოდა სახლიდან რომ ფეხებმა თავისით გადადგეს ნაბიჯი.
-მე მილა მქვია.
-მე ნინია, შენი ქმარია? -მათემ დამასწრო პასუხის გაცემა.
-ჯერ არა მაგრამ მალე ვიქნები.
-ანუ დანიშნულები ხართ?
-არაოფიციალურად. -მინდა მათეს მაგრად ჩავარტყა მინიმუმ ან მივახრჩო, ნინია ჩუსტებს გვაწვდის და ღუმელთან ვკალათდები, მათე გვერდით რომ მიჯდება.
-ცუდი საქციელი იყო, ამათ სახლის კარი გაგვიღეს შენ კი მოატყუე.
-აბა რა მეთქვა?
-სიმართლე, რომ ჩემი უფროსი ხარ.
-მხოლოდ შენი უფროსი ვარ? -ნაწყენი ხმით მეკითხება და ჩემს პასუხს ელოდება.
-არა მაგრამ... არც საქმრო ხარ.
-ვიქნები.
-ვერ ვიტან როცა ასე ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული.
-მხოლოდ ერთი დღე, მაქსიმუმ ორი მოგიწევს აქ ყოფნა, როგორც ჩემს საცოლეს.
-მაგაზე კი არა იმაზე მაქვს პრობლემა რომ ისინი მოვატყუეთ.
-აბა რა მეთქვა? ჩვენმა მეგობრებმა იციან რომ ერთმანეთი მოგვწონს და აქ იმიტომ დაგვტოვეს რომ როგორმე ეს გვეღიარებინა-თქო ანუ არ გაქვს პრობლემა რომ ჩემი საცოლე იყო?
-მაცდური წინადადებაა, მაგრამ მაინც არასწორი მგონია ეგ საქციელი. წავალ ნინიას დავეხმარები. -სამზარეულოსკენ მივდივარ ნინიასთან. -რაში დაგეხმარო?
-არა შენ დაისვენე, მარტოც მოვახერხებ.
-არ მინდა ასე უსაქმოდ ვიჯდე.
-კარგი მოდი მაშინ, პური დაჭერი.
-ძალიან კეთილები ხართ შენ და გოჩა, ასე რომ იღებთ სახლში უცხო ხალხს.
-ჩვენ ბევრი ტურისტი გვინახავს აქ გაყინული, ამიტომ ხალხს ვერ ვიმეტებთ გარეთ დასატოვებლად, კარგი წყვილი ხართ შენ და მათე უხდებით ერთმანეთს და ავსებთ.
-მადლობა, შენ და გოჩაც უხდებით ერთმანეთს.
-თბილისში რას საქმიანობთ?
-მათეს თავისი კომპანია აქვს რომელიც საქველმოქმედო საღამოებს გეგმავს, მეც მისი თანამშრომელი ვარ, თან ვსწავლობ.
-კარგია ერთად რომ მუშაობთ, ხშირად იქნებით ერთად.
-ხო, თითქმის სულ ერთად ვართ... თქვენ ჯუთაში დაიბადეთ?
-გოჩა კი, მე კახეთიდან ვარ.
-რა ბედნიერები ხართ ამ ბუნებას ყოველდღე რომ უყურებთ.
-კი მაგრამ სოფელში ახალგაზრდების ნაკლებობაა, ეს ბუნება მხოლოდ ცოტახნით უნდათ და მალევე გარბიან ქალაქში.
-ცუდია სოფლები რომ იცლება, არა და აქ უფრო მეტი რესურსია, რამდენი ბავშვი გყავთ?
-ერთი ჯერ-ჯერობით.
-გოგო თუ ბიჭი?
-გოგონა გვყავს, ჯერ 5 თვისაა, უცხო ხალხს რომ ხედავს ტირილს იწყებს. -თეფშების წმენდას ვრჩები და გარეთ რომ გავდივარ მათეს მკერდზე მოკალათებულ პატარა გოგონას რომ ვხედავ მთელი სხეული მითბება.
-მოვეწონე, თან ისე რომ ჩემს მკერდზე ძილიც კი გადაწყვიტა. -ბავშვთან მივდივარ და გამობერილ ლოყებზე თითით ვეფერები ისიც საპასუხოდ, თვალებს ახელს და მიღიმის.
-შენც მოეწონე, რაც ძალიან იშვიათად ხდება. -გოჩას ნათქვამზე მეღიმება და ბავშვს ვართმევ მათეს.
-ბავშვებს ვუყვარვართ ჩვენ, ჩემი ძმის შვილები პირველივე დღიდან შეყვარებული არიან მილაზე.
-ამბობენ ბავშვები ადამიანის სულს ხედავენ და იციან ვის უნდა გაუღიმონო, ესე იგი ჩვენმა ბაბიმ თქვენს სულში სიკეთე დაინახა. -ბავშვს მათე გულზე ვაწვენ ისევ და ნინიას დასახმარებლად ვბრუნდები.
უკვე გვარიანად არიან შემთვრალები არიან მათე და გოჩა, როცა გოჩას ფანდური და გიტარა გამოაქვს.
-რომელიმეზე დაკვრა იცი?
-არცერთზე, მაგრამ სიმღერა ვიცი.
-მე კიდევ, ორივეზე ვუკრავ მოდი ჯერ მე დავუკრავ ფანდურზე და გიმღერებთ, მერე კიდევ შენ მითხარი სიმღერა და გიტარაზე იმღერე. -მათე თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და გოჩაც ნინიას უცქერს ამღვრეული თვალებით, იმდენად სასიამოვნოა მისი ნამღერი რომ მეც მათეს თვალებში ვიკარგები, ნაწყვეტებად წვდება სიმღერის ტექსტი ჩემს სმენას და თითოეული მათგანი რაღაც მოგონებას მიღვიძებს.


შენთან სიახლოვე
როგორ მწყუროდა და
ალბათ გულმაც გიგრძნო
მხარზე მომეკარი....

მერე გარიჟრაჟზე
კიდეც ჩაგეძინა
და მხოლოდ ფიქრებში
ეგ ტუჩები ვკოცნე
ბაგე მომიწიე ძილში ისე ახლოს
მაგრამ მორიდებით
შუბლი დაგიკოცნე,
მაგრამ მორიდებით
შუბლი დაგიკოცნე...

განა არ მინდოდა
თავს ძლივს მოვერიე
გულმაც რამდენჯერმე
უკვე საყვედურით გამავსო,
მერე ნაბახუსევს
რომ არ დაგემორცხვა
გულო შარისთავი
გულო შარისთავი
არ მაქვსო.

მთელი სიმღერის მანძილზე მათესთვის თვალი არ მომიშორებია და ისიც ჯიქურ მიყურებდა, ბოლო მონაკვეთზე თვალები დავხუჭე და ჩემი და მათეს ცეკვა გამახსენდა აივანზე. გოჩა მორჩა სიმღერას და მეც ამ სამყაროს დავუბრუნდი, მაგრამ ახლა მათეს დრო იყო და ზუსტად ვიცოდი კიდევ ერთი დაბნევა და დაღვენთვა მელოდა მის წინაშე... ცოტახნიანი ბჭობის შემდეგ, გოჩამ გიტარა მოიმარჯვა და ისევ სხვა სამყაროში გადავეშვი რადგან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. ვუყურებდი მათეს და წამით არ მომიშორებია თვალი მისთვის, მის თაფლისფერ თვალებში ჩავიძირე, ისე გამიტაცა მისმა სასიამოვნო ხმამ რომ სად ვიყავი, ან ვინ ვიყავი სულ დამავიწყდა. მთელს სხეულზე შემომეხვია თითქოს სურო და თანდათან შიგნით მითრევდა მათესთან ერთად.
-მთელი გულით გიმღერის, ძალიან არის ეს ბიჭი შენზე შეყვარებული. -ნინიას სიტყვებმა ამ სამყაროში დაბრუნება მაიძულა. -შენც გეტყობა რომ ძალიან გიყვარს ერთად როცა ხართ ერთ დიდ მთლიანობას ჰქმნით. ნინია ჩემს ოთახს მაჩვენებს და მეც ბედნიერი ვწვები რბილ და თბილ საწოლში, გვერდზე ოთახიდან მათე კედელზე ხელს მიკაკუნებს.
-ტკბილი ძილი მილაჩკა. -მის ხმაზე მეღიმება და ჩემს თავს ვამჩნევ რომ ამ ბიჭის ყურადღება სიგიჟემდე მომწონს.
-შენც ასევე მათე. -გვერდითა ოთახიდან, პასუხი აღარ არს და მეც ვცდილობ დავიძინო, მაგრამ არ გამომდის, ვწრიალებ და უაზრო ფიქრები მიტრიალებს თავში, ყველაფერზე ვფიქრობ წვრილმან სისულელეზეც კი მაგრამ მთავარ საფიქრალს თავს ვარიდებ, ერთი დღისთვის ზედმეტი იყო ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ სასტუმროში მომხდარი არ მქონდა გააზრებული, ტბასთან მომხდარი რომ დაემატა, თან ისე ამაყად მიყურებს თვალებში და თავისას მიმტკიცებს რომ მინდება სახეში მაგრად ვთხლიშო. სწორედ ამ დროს იღვიძებს ჩემი დიდი ხნის მიძინებული ალტერ ეგო და მეპასუხება ‘კარგი რა ვის ატყუებ მილა?! საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდი რომ ერთი სული გაქვს როდის მოგიახლოვდება, რომ შენც ეგრევე ჩაადნე ხელებში და ბრინჯის მარცვლებივით გაიფანტო. სუფრაზე რომ გიმღეროდა და თან თვალს არ გაშორებდა, შენც ხვდები რომ უფრო მეტად აღწევს ასე შენს გულში, უფრო მეტად ითხოვს შენი მთელი არსება მის სიახლოვეს.’ ჩემს ეგოს ვუსმენ და პირველად ვაღიარებ საკუთარ თავთანაც კი რომ მარი მართალია და მე და მათეს ქიმია გვაქვს.
დაჟინებული მზერა მაიძულებს რომ ძილის სამყაროზე უარი ვთქვა და თვალები გავახილო, საწოლზე მომღიმარი მათე მიზის და თვალს არ მაშორებს.
-რა ხდება? რას გამიხეთქე გული?
-არა და ჩემი ნახვა უნდა გაბედნიერებდეს, ბოლოსდაბოლოს მთელი ცხოვრება მოგიწევს გაღვიძებისას ჩემი დანახვა.
-ფუი, ეშმაკს! -შეშინებულ სახეს ვიღებ და პირჯვარს ვიწერ, მათე ხალისდება და ჩემსკენ იწევა.
-თამაშის ხასიათზე ხარ მილა?
-რომელი თამაშის გააჩნია.
-ჩემს გრძნობებზე თამაშს ვგულისხმობ.
-ეგ რამე ახალი თამაშია? ჯერ არ მითამაშია და არ ვიცი, მასწავლი? -მისი ხელი ლოყაზე მეხება და გონება მებინდება.
-რათქმაუნდა, გაკვეთილი პირველი: ყოველთვის დააბნიე მოწინაღმდეგე. -სწრაფად დგება საწოლიდან და სიცილით გადის ოთახიდან, ისევ ისე გაშეშებული ვზივარ საწოლში თავს რომ ყოფს ისევ ოთახში. -მილაჩკა, ხო მართლა ისე დამაბნიე მთავარი დამავიწყდა, ისევ ძლიერად თოვს და დღესაც აქ ვრჩებით.
-გეფიცები მოვკლავ იმათ, ამისთვის რომ გამიმეტეს. -ტელეფონს ვიღებ და სანდრას ვურეკავ, მეხუთე ზარის შემდეგ როგორც იქნა ტელეფონს პასუხობს.
-გეფიცები არ გვეგონა ასე თუ მოხდებოდა და მანდ ჩარჩებოდით. -ზუსტად ვიცი ახლა როგორი გამომეტყველებით მეუბნება ამას და გაბრაზება სადღაც ჯანდაბაში იმალება.
-რისთვის გამიმეტე ჰა? ამან აქ სპექტაკლი დადგა და თავის საცოლედ გამასაღა, საერთოდ არ გეცოდებით?
-ანუ ყველაფერი ძალიან მაგრად არის, მაშინ არ გიხდი ბოდიშს, მიდი აბა შენ იცი, საქმროს მიხედე. -სათქმელს ასრულებს და მითიშავს რომ ვერაფრის თქმა მოვასწრო, გაბრაზებული ჩავდივარ ქვევით და ეზოში მდგომ მათეს წინ ვუდგები.
-როდის წავალთ სასტუმროში?
-ხვალ. -ჩემს გაბრაზებულ ტონს არ იმჩნევს და მშვიდი გამომეტყველებით მპასუხობს. -გაცივდები, ქურთუკი არ გაცვია.
-ხვალვე დავბრუნდები სახლში. -თავის ქურთუკს მაცმევს და მეხუტება, არ ვიცი რატომ მაგრამ ტირილი მინდება.
-მესმის მილა, ცუდად გვეხუმრნენ, არც მე მომწონს ეს ამბავი, ხვალ როგორც კი გზა გაიწმინდება დავბრუნდებით სასტუმროში და მერე ვეჩხუბები ყველას ვინც გაწყენინა ოღონდ შენ არ ინერვიულო. -ვხვდები რომ ჩემი ბავშვური საქციელი ძალიან ახალისებს მათეს და მის დაცინვაზე უფრო მეტად მიჩუყდება გული.. თვალების გახელის მეშინა რადგან ვიცი, ცრემლებს ვერ შევაკავებ. მათე სახეს მისკენ მაწევინებს და როგორც კი თვალებს ვახელ ცრემლები თავისით იკვლევს გზას ლოყებზე, ხელებიდან ვუსხლტები და ზურგს ვაქცევ. -ბოდიში მილა, არ მინდოდა რამე გწყენოდა, საუბარს მათეს აწკრიალებული ტელეფონი გვაწყვეტინებს.
-ხო ლაშა, გისმენ... კარგი ანუ საღამოს სასტუმროში ვიქნებით, მადლობა. -ტელეფონს თიშავს და ისევ მე მიყურებს. -საღამოს წავალთ, ისევ გინდა ქალაქში დაბრუნება თუ შურისძიებაზე ფიქრობ? -სახეზე ეშმაკური ღიმილი ურბენს.
-რამე გეგმა გაქვს?
-არის რაღაც რითიც შეგვიძლია ტატოზე და სანდრაზე შური ვიძიოთ.
-ეგეთი ბევრი რამეა, სანდრასთან ერთად ერთ ოთახში ჩაკეტვაც კი ტატოზე შურისძიება, მაგრამ სანდრასთვის გასართობი უფრო იქნება.
-დარწმუნებული ხარ? წარმოიდგინე მთვრალი სანდრა და ფხიზელი ტატო ერთ ოთახში მთელი ღამე.
-ეგეთი დანაშაულიც არ ჩაუდენია ტატოს, ცოტა მეცოდება კიდეც. -ჩვენსკენ მომავალი ნინია საუბარს გვაწყვეტინებს.
-ასე გიხარიათ ჩვენგან წასვლა?
-თქვენთან ძალიან მოგვწონს უბრალოდ, აღარ გვინდა შეგაწუხოთ.
-იმის სათქმელად მოვედი რომ საუზმე მზად არის. -საუბრის გარეშე ვსაუზმობთ და ნინიას ვეხმარები სუფრის ალაგებაში, მისაღებში დაბრუნებულს მათე რომ არ მხვდება უცნაური შიში მიპყრობს სულელურ ფიქრებს თავიდან ვიშორებ და ნინიასთან ვბრუნდები, სამზარეულოს ფანჯრიდან ვამჩნევ მათეს რომელსაც შეშა მოაქვს და სულში სიმშვიდე ისადგურებს. - რა უცნაურია არა სიყვარული? -ნინიას კითხვა მაბნევს და მეც კითხვითვე ვპასუხობ.
-რატომ არის უცნაური?
-იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, ყველა ფიქრს გირევს, შენი თვალები ყველგან მას დაეძებს, მთელი შენი არსება მას ეძებს და სულ მასთან ყოფნას ითხოვს, სულ შენს გვერდით არის, ოცნებები და სიზმრებიც კი მას უკავშირდება, თუ ახლოს არ გყავს გგონია რომ მის გარეშე ვერ იარსებებ, სიმშვიდე და სითბო მოაქვს მის ახლოს ყოფნას, მისი ერთი თბილი ღიმილი გირჩევნია ათასის მორთმეულ ძვირფას საჩუქრებს, შენთან უფრო ახლოს უშვებ, შენს მთელ შინაგან სამყაროს წინ უშლი და საკუთარ თავზე მეტად ენდობი, ხო და ამ ყველაფრის შემდეგ არ ფიქრობ რომ უცნაურია?
-უფრო საოცრება მგონია.
-შენ და მათე ერთმანეთს ავსებთ, თითქოს თვალებით საუბრობთ როცა უყურებთ ერთმანეთს სიტყვები სულ არ არის საჭირო.
-უკვე მეორე ხარ ვინც ამას ამბობს, მაგრამ მე და მათეს ზოგჯერ სიტყვებითაც არ გვესმის ერთმანეთის.
-ეგ ჩვეულებრივი მომენტია, ზოგჯერ სიტყვებზე უფრო მეტს სიჩუმე საუბრობს უბრალოდ ერთმანეთის სიჩუმის უნდა გესმოდეთ.
-მე ბედისწერის მჯერა, მჯერა რომ ადამიანები ერთმანეთთან ბედისწერის ძაფით არიან გადაბმული და რამდენჯერაც არ უნდა აიბნენ სულ იპოვნიან ერთმანეთს. რადგან ისინი ერთმანეთის ადამიანები არიან.
-მე ვფიქრობ რომ შენი ადამიანი მონეტის მეორე მხარეს გავს, როგორც მონეტას ჭირდება ორივე მხარე ისევეა ადამიანიც, ერთ მთლიანობად რომ იქცეს თავისი ნახევარი სჭირდება და თუ შენს ადამიანს იპოვნი არაფრის აღარ უნდა გეშინოდეს, რადგან ადამიანი მეორე ადამიანისთვის საყრდენია და თუ საყრდენი მყარი არ არის და ადამიანი შენი მაშინ სულ შეგეშინდება დანგრევის. -კარებში მდგარ მათეს და გოჩას ვამჩნევთ ინტერესით რომ გვისმენენ, მათეს თვალებში უცნაურ სხივს ვხედავ.
-როგორც ჩანს კარგად გაუგეთ ერთანეთს. -გოჩა ნინიას გვერდით დგება და ცოლს სიყვარულით სავსე მზერით ავლებს თვალს. - სხვათა შორის ნინია იშვიათად უგებს ასე კარგად ვინმეს.
-მეც, ასე რომ მე და ნინია ვგავართ ერთმანეთს.
-სასტუმროში დაბრუნების დროა, მაგრამ თუ გინდა დავრჩეთ კიდე ცოტა ხანს. -მათეს ხმაში უცნაურ ტალღებს ვიჭერ, თითქოს სულ არ უნდა აქედან წასვლა.
-ჯობია წავიდეთ უკვე ძალიან შევაწუხეთ. -ნინიამ ნაწყენი სახით შემომხედა. მომზადება დავიწყეთ და მალევე დავადექით გზას სასტუმროსკენ. -არ მეგონა ასე მალე თუ გაწმენდდნენ გზებს.
-არც მე მეგონა, მაგრამ ხომ ხედავ უკვე ვბრუნდებით. ისევ გეგმავ თბილისში წასვლას?
-ჯერ შური უნდა ვიძიო სანდრაზე, ისეთ გეგმები მაქვს რომ გაფიქრებაზეც კი სიამოვნების ღიმილს ვერ ვიკავებ.
-მაინც? -ეშმაკურ მზერას აპარებს ჩემსკენ, მისკენ ვიხრები და ჩუმად ვანდობ ჩემს გეგმებს. -მართალი ყოფილა ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრეა დაბადებული, შენი გეგმების სისრულეში მოყვანაში დაგეხმარები, მაგრამ ცოტათი მეცოდება ტატო.
-მეც მაგრამ სანდრა თუ უყვარს უნდა აიტანოს.
-ოხ, ეს შეყვარებულის დაქალები როგორი რთული შემთხვევები ხართ.
-შენ არ იცი?
-რა? -სიცილს წყვეტს და სერიოზული სახით მაკვირდება.
-გოგოს გულისკენ მიმავალი გზა მის დაქალებზე გადის. -ჯერ ძალიან მშვიდი და სერიოზული გამომეტყველება აქვს შემდეგ კი უცებ ისეთ ხმაზე იწყებს სიცილს მძღოლიც გაოცებული ტრიალდება ჩვენსკენ. საუბარს ვწყვეტთ და უცნაური სიჩუმე ისადგურებს, სასტუმროს შესასვლელთან სანდრა და თათია მხვდებიან და გაბრაზებული არც კი ვიმჩნევ მათ იქ ყოფნას.
-მილა როგორ ხარ? -ლაშას შეკითხვაზე მეღიმება.
-კარგად ლაშ, რაც გუშინ მოხდა იმის მიუხედავად ძალიან კარგად ვარ.
-გავიგე ახალი მეგობრები შეგიძენიათ.
-ჩვენდა საბედნიეროდ, კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ.
-დაღლილი იქნები დაისვენე. -სანდრა და თათია სიტყვის უთქმელად მომყვებიან ნომრამდე
ელოდებიან როდის ვეტყვი რამეს მე, კარს ვაღებ და ოთახში ვატარებ.
-გისმენთ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?
-არ გვეგონა ასე თუ გამოვიდოდა.
-როგორ სან?
-თუ გათოვდებოდა და ჩაიკეტებოდით იქ.
-მათემ მითხრა მომწონხარო. -ორივე შეშდება და მაკვირდება, ელოდებიან როდის
გავაგრძელებ საუბარს. -კოტეჯში რომ ვიყავით, დაჩიზე იეჭვიანა და მაშინ მითხრა რომ უნდა
ჩემი პირდი მასთან ერთად გავიყო და არა სხვა ვინმესთან.
-სიყვარულიც ისევე ორიგინალურად აგიხსნა როგორიც არის. -სანდრას ნათქვამზე თათია
იწყებს სიცილს.
-რაო იმ ოჯახს რა უთხრა ვინ არის ჩემიო?
-საცოლეო, არ გეგონოთ თქვენ ორი ასე მარტივად გადარჩებით.
-ჯერ საცოლე ხარ და უკვე რა დიდგულზე ხარ და ცოლი რომ გახდები უნდა გვეშინოდეს
შენი?
-თათია! ამაღამ აუცილებლად უნდა დავლიოთ, უნდა გადავხარშო ამ ორი დღის მოვლენები.
-ნოუ ფრობლემს. -სანდრა მეთანხმება და იმ ამბით გახარებული რომ ასე მარტივად
გამოძვრნენ, ორივე მარტო მტოვებს, აივანზე გავდივარ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
-მილაჩკა რაღაც ზედმეტად ბედნიერი ხარ.
-ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანა დავიწყე ამაღამ კარგად გავერთობი. -მათე ეშმაკურად მიღიმის.
-მე რა მევალება ამ გეგმაში?
-მხოლოდ ბიჭების გართობა, სანამ მე გოგონებს დავათრობ.
-ძალიან საშიში ქალი ხარ მილა.
-ყველა ქალი საშიშია როცა საქმე შურისძიებას ეხება.
-შენ ყველაზე საშიში ხარ.
-სულაც არა, შენ გეჩვენება ეგრე. -მთელი საუბრის მანძილზე სახიდან ეშმაკური ღიმილი არ მოშორებია. უკვე ოთახში ვაპირებ დაბრუნებას როცა მათე მეძახის. -მილა შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ.
-როგორ ფიქრობ ბედნიერება რა არის?
-ბედნიერება ყველაფერშია რასაც შეუძლია ცხოვრება ცოტათი მაინც გაგიხალისოს.
-კარგი მაშინ ესე გკითხავ, რამ შეიძლება გაგახალისოს?
-ყველაფერმა, მე პატარ წვრილმანიც მაბედნიერებს.
-ზედმეტად კონკრეტული პასუხი იყო. -რამოდენიმე წამით ვშეშდები და მის მომღიმარ სახეს ვაკვირდები.

უკვე ალბათ მეათე ჭიქას ცლიან სანდრა და თათია მე კი ერთიც არ მაქვს დალეული, ისე ვიპარავ სასმელს ვერც კი ხვდებიან.
-მგონი ძალიან შევთვერი.
-სან შენ რა მოგერია ? რატომღაც არ მომწონხარ.
-შენ არც კი გეტყობა რომ სვამ.
-მე უფრო მაგარი ვარ. -ნიშნის მოგებით ვუღიმი სანდრას და ორივეს თვალს ვუკრავ, სანდრას ტელეფონზე შეტყობინება მოდის და ღიმილს ვერ იშორებს სახიდან. -რა ხდება სან? ვინ მოგწერა?
-ტატომ, შენი ნახვა მინდა უნდა გელაპარაკო შენს ნომერთან გელოდებიო.
-მაშინ ამ ამბისთვის ღირს დავიშალოთ. -ვხვდები რომ არც მათეა უსაქმურად და გეგმას ზედმიწევნით ასრულებს. გოგონების ჩემი ოთახიდან წასვლის შემდეგ ველოდები როდის დაიწყება ნამდვილი წვეულება. აივანზე ველოდები მათეს როდის მეტყვის რომ ყველაფერი რიგზეა, ვერ ვისვენებ.
-ეხლა რა მოხდება? -მათე ინტერესით მაკვირდება.
-მთვრალი სანდრა და ფხიზელი ტატო ერთ ოთახში არიან ჩაკეტილი მეტი რაღა უნდა მოხდეს?
-ძალიან ცუდი გოგო ხარ, ტატო რისთვისაც გაიმეტე.
-მარტომ გავაკეთე?
-არა მაგრამ, შენ მაიძულე.
-მე? -შეურაცხყოფილი სახით შევხედე.
-დიახ, შენმა ზედმეტად მაცდურმა ღიმილმა მაიძულა.
-ფლირტის მამა ხარ მათე.
-მამობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ვარ. -თვალს მიკრავს და ოთახში ბრუნდება. მეც ოთახში ვაპირებ შესვლას აივანზე სანდრა რომ გამოდის და ტატოს მოათრევს. საწყალი ბიჭი ისეა შეშინებული წამით მეცოდება კიდეც. სანდრა თოვლს უშვერს სახეს და ხმამაღლა კისკისებს.
-სან შევიდეთ გაცივდები. -ტატოს მუდარით სავსე ხმა ყრუდ მესმის.
-არა. -სანდრა ბავშვივით იბუსხება და თავს აქნევს. -არ მინდა, აქ უნდა ვიყოთ, თოვლში ვიცეკვოთ. -ტატოს ხელებს ხვევს და ცეკვას იწყებს.
-სან შეგცივდება ჩაიცვი მაინც.
-მე არ მცივა, ასეთი ცეცხლი კაცის გვერდით როგორ შეიძლება შემცივდეს. -სანდრას რეპლიკაზე ტატო შეშდება და მე პირზე ხელს ვიფარებ რომ ჩემი ხმა არ გაიგონ.
-სანდრა გთხოვ შემოდი.
-არა, წამოდი ვიმღეროთ.
-რა ვიმღეროთ სან?
-თუმცა ბევრი რამე მქონდა,
გული შენთან ყოფნას მთხოვდა,
სხვა არაფერი მახსოვდა,
გარდა შენი ალერსიიიის! -სანდრა ბოლო ხმაზე გაჰკივის სიმღერის ტექსტ, ტატო ცდილობს როგორმე სანდრა შიგნით შეიყვანოს, მაგრამ ვერ ახერხებს რადგან სანდრა ფეხებს ჰაერში იქნევს და ისე ხვანცალებს ლამის ტატოც წააქციოს და თვითონაც დაეცეს. ტელეფონზე მოსული შეტყობინება იქცევს ჩემს ყურადღებას.

*ცირკის ყურებას თუ მორჩი გეგმა ბ-ზე გადავიდეთ.

*მოვდივარ.

*გელოდები პატარავ. -_^

*თვალებს ნუ მიპაჭუნებ შენი ჭირიმე რა.

კართან მელოდება უკვე, დაკაკუნებასაც კი ვერ ვასწრებ.
-შენთან ერთი კითხვა მაქვს მილაჩკა.
-ორი იყოს.
-რატომ არ მოგწონს თვალებს რომ გიპაჭუნებ, გიყვარდები?
-საიდან მოიგონე?
-ვცადოთ აბა? -თვალებს უაზროდ აფახურებს რაზეც სიცილს ვიწყებ.
-თუ მორჩი კლოუნობას წამოდი სასტუმროს მენეჯერთან.
-ხო კარგი მოვდივარ. -უკმაყოფილო სახით მომყვება.
სასტუმროს მენეჯერს ისე მოწონს ჩვენი იდეა რომ რამოდენიმე თანამშრომელს იმ წამსვე იბარებს და სასტუმროს მორთვას ავალებს.

ტატოს გოგონა ძლივს შეჰყავს ოთახში ისე რომ არ დაუვარდეს, სანდრა არ ნებდება ბიჭს ხან ეფერება, ხან კი ებუტება და თხოვს რომ მოშორდეს.
-ტატოოო!
-გისმენ სან.
-ეგრე ნუ მიყურებ თორემ ვდნები.
-სანდრა არ გინდა დაიძინო? -ბიჭს ხმაში მუდარა ეპარება რაც სანდრას ართობს და ცდილობს ბიჭი უფრო მეტად შეეხვეწოს, უახლოვდება და ხელებს ყელზე ხვევს ნაზ კოცნას უტოვებს ყურთან.. ტატო ცოტახანს ისევ იბნევა და ჩუმდება, მაგრამ როცა სანდრას ხელები მის მაისურს ეხება მაშინვე ფხიზლდება და გოგონას იშორებს. -არა სანდრა ეს არასწორია, შენ ეხლა მთვრალი ხარ.
-არ ვარ, ისე არასოდეს დავთვრები რომ ვინმეს საწოლში აღმოვჩნდე. -სანდრა ცდილობს თვალზე მომდგარი ცრემლები დაუმალოს ბიჭს და ზურგს აქცევს. -მგონი მართლა ჯობია დავიძინო. -ტატო სანდრას ზურგიდან ეხვევა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.
-სან, საწყენად არ მითქვამს, მე შენ მართლა ძალიან მომწონხარ და მინდიხარ მაგრამ არა აქ და ახლა, ან ამ მდგომარეობაში, მინდა ვნებამ კი არა სიყვარულმა გაიძულოს ამის გაკეთება. -ტატოს სიტყვები უცნაურ ბედნიერებას იწვევს მასში, ხვდება რომ მის ცხოვრებაში არის ვიღაც ვისაც მხოლოდ როგორც ქალი არ აინტერესებს და რაღაც მეტი უნდა მისგან, ბიჭის ხელს იღებს და ნელა ეფერება მის გრძელ და ნატიფ თითებს, ტუჩებთან მიაქვს და თითის ბალიშებს ნაზად უკოცნის. მთელი ამ დროის მანძილზე ტატო სუნთქვა შეკრული აკვირდება სანდრას მოქმედებას, გოგონას თავისკენ ატრიალებს და მის თვალებს ნაზად ახებს ტუჩებს. სანდრას ცრემლები მოსდის მაგრამ მიზეზს თავადაც ვერ ხვდება, ბიჭს აფრთხობს მისი ცრემლები. -სან, კარგად ხარ? რამე არასწორად ვთქვი?
-არა, არ ვიცი რა მჭირს... მართლა ვერ ვხვდები. -სანდრა თავს იმართლებდა და უფრო მეტად ეტირებოდა, პირველად იქცეოდა ასე იმპულსურად მამაკაცის წინაშე. -მართლა ჯობს რომ დავიძინო. -ბიჭი უხმოდ ეთანხმება და მის ყველა ქცევას ისე აკვირდება თითქოს იმახსოვრებს.
დილით სანდრა რომ იღვიძებს საშინელ სიმძიმეს გრძნობს, საწოლთან პატარა ბარათი ხვდება.
“მინერალური და გამაყუჩებელი დაგიტოვე იმედია მალევე მოხვალ გონს”
ბანაობისას ყველა თავის საქციელებს იხსენებს და საშინლად რცხვენია იმის ტატო ასე რომ აწვალა, იხსენებს როგორ ცეკვავდა და მღეროდა აივანზე... მილაზე ბრაზდება და ერთი სული აქვს როდის ნახავს.

ჩემი გუშინდელი შურისძიებით კმაყოფილი ბედნიერს მეღვიძება და შემდეგი ნაბიჯისთვის ვემზადები, კარზე გაბმულად რომ აკაკუნებს ვიღაც ვხვდები რომ სანდრაა და გაღებას არ ვჩქარობ, როგორც კი კარს ვაღებ თათია მშვიდი, სანდრა კიდე გამწარებული სახით შემოდიან.
-შენ გაგიჟდი? -სანდრა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
-რაო სან, რა ჩაიდინე ისეთი ასე რომ ხარ გაგიჟებული?
-ის არა რასაც შენ ფიქრობ, არა მე კი გავაკეთებდი უბრალოდ იმან არ მომცა უფლება. -თათია აწეული წარბით აკვირდება სანდრას.
-რაო ქორწილამდე ვერ დაგნებდებიო ?
-არა თათ, აქ ვერ დაგნებდებიო.
-სადაც დაგნებდება შენც იქ წაიყვანე მერე.
-თათია არ მეხუმრება, ბიჭს თვალს ვერ გავუსწორებ, ლამის სტრიპტიზი ვუცეკვე, ის კი სიყვარულით სავსე თვალებით შემომცქეროდა. -სანდრა ისევ ფიქრებში იკარგება და ისეთი ხმით ამბობს სათქმელს რომ მე და თათია გაოცებული ვუყურებთ ერთმანეთს. -მგონი შეყვარებული ვარ.
-შენც გაიგონე?
-კი და შენც? -თათია კითხვაზე კითხვით მპასუხობს.
-თქვენ ოღონდ საღადაო თემა მოგეცეთ და სხვა არაფერი გადარდებთ რა, მე აქ სიყვარულის ცეცხლი მწვავს ესენი კი დამცინიან.
-სიყვარულის თუ ტატოსი? -სანდრას წარბებს ვუთამაშებ ის კი ბრაზდება და გარბის.
-ამით მორჩა შენი შურისძიება? სულ ეს ხარ მაზლის საცოლევ?
-მთავარი სიურპრიზი წინ არის. -თათიას თვალს ვუკრავ და მოსულ შეტყობინებას ვკითხულობ.

*აბა პარტნიორო როგორ მიდის საქმეები?

*სრულყოფილად, ყველაფერი ისეა როგორც ვგეგმავდი.

*ანუ?

*მალე დაქალს გავათხოვებ.

*და შენ?

*რა მე?
მთელი მიმოწერის მანძილზე თათია უცნაური მზერით მათვალიერებს.
-ჩემი მაზლიკოა?
-ნწ, ჩემი პარტნიორი.
-ანუ, შენი მომავალი მეორე ნახევარი.
-არა, ჩემი პარტნიორი ამ შურისძიებაში.
-კარგი რა, მილა ბიჭმა გითხრა მომწონხარ და მინდა შენი პირადი ჩემიც იყოსო და აუცილებლად ბეჭედია საჭირო?
-ეგ რა შუაშია?
-აბა?
-არ ვიცი, ჩემს თავში ბევრი უცნაური ფიქრია.
-გეშინია რომ გული გეტკინება?
-ალბათ. -მხრებს ვიჩეჩავ და კარის გასაღაბად მივდივარ, კარში მომღიმარი მათე მხვდება. ვერაფრის თქმას ვასწრებ ისე იწყებს.
-რა შენ და შენ როდის თხოვდები თქო?
-ჯერ შესაფერისი ვარიანტი არ ჩანს.
-მე?
-რა შენ? -ვითომ გაოცებული სახით ვუყურებ.
-კარგი არაფერი. -უკმაყოფილო სახით მპასუხობს და ოთახში შესული თათიას გვერდით ჯდება. -რძალო, ეს დღეებია აღარ მგესლავ და ხომ კარგად ხარ?
-უმიზეზოდ არავის ვგესლავ, რაო ტატომ ლამის ძალადობის მსხვერპლი გავხდიო?
-ტატო ბედნიერი იყო ჩვენი შურისძიებით, მაგრამ ის არ იცის რომ უფრო დიდი ბედნიერება წინ ელოდება.
-რა საშიში წყვილი ხართ.
-შენ მარტივად გამოძვერი ვატყობ.
-არც ისე, ქმრის გარეშე რომ ჩამკეტეთ ოთახში ეგ მარტივია?
-აბა ჩემს ძმას ხომ ვერ გავიმეტებდი ძალადობისთვის?
-ეგრე მიცნობ? ვგავარ ახლა დაუკმაყოფილებელ ქალს?
-ეგრე არც სანდრა გავდა. -თათიას თვალს უკრავს და მერე მე მაშტერდება. -აბა პარტნიორო გადავდივართ მეორე ეტაპზე?
-ყველაფერი მზად არის, ახლა მთავრია მსხვერპლი აღმოჩნდეს მახესთან... ისე არ ვსაუზმობთ მომშივდა.
-ვაიმე რა უნიათო წყვილი ხართ, აი, ბურნუთა და მაყვალა ხართ რა, მაგრამ რომ გაკვირდებით ისინიც კი გჯობდნენ, არც მარტო დატოვება გშველით და არც არაფერი. -თათია სათქმელს ასრულებს და მარტო გვტოვებს.
-რა ბზიკმა უკბინა?
-არ ვიცი ალბათ ჩემი ბედნიერება უნდა.
-მერე მე რა შუაში ვარ?
-მილა ძალიან ცუდად თამაშობ.. -მიახლოვდება და ჩემს წინ დგება.
-რომელ თამაშს ვთამაშობ?
-ჩემი ნერვები ქვია მაგ თამაშს და უკვე ვატყობ ბოლო ტურში ხარ გასული... რა გინდა რომ გავაკეთო? გითხრა რომ მომწონხარ? მომწონხარ, მიზიდავ კიდევ რა გავაკეთო? -ხმას უწევს და მეც შეშინებული ვხტები.
-მათე, მე არ მითხოვია და არც დამიძალებია შენთვის რომ მითხრა ეს ყველაფერი.
-აბა რას ითხოვ მილა, მომწონხარ და ვატყობ არც შენ ხარ გულგრილი და ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი?
-ბოდიში, მე უბრალოდ... არ ვიცი... უბრალოდ ჯერ საკუთარ გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ.
-ანუ დრო გჭირდება.
-ალბათ.
-კარგი მაშინ, იქამდე სანამ შენ არ მოინდომებ ჩვენზე სიტყვას არ დავძრავ... რატომღაც მეგონა რომ უკვე გარკვეული იყავი შენს გრძნობებში, რადგან შენი ყველა გამოხედვა ან რეაქცია ჩემი მოახლოებისას ამაზე მეტყველებდა.
-მათე მე.. მეც მომწონხარ, მეც მიზიდავ მაგრამ მეშინია.
-რისი?
-იმის რომ თუ მე და შენ ვერ გავხდებით ჩვენ, მე ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს დავკარგავ, არ მინდა ჩვენს გამო სხვებმა იგრძნონ დისკომფორტი.
-გპირდები ჩემს გამო არავისთან შეგეცვლება ურთიერთობა, მაგრამ შენ თუ ფიქრი გჭირდება იფიქრე რამდენხანსაც გინდა, ახლა წამოდი ვისაუზმოთ. -სასაუზმოდ არც ტატო ჩამოდის და არც სანდრა ამიტომ ჩვენი გეგმა ცოტახნით გადაიდო.
მთელი დღე არც სანდრა და არც ტატო არ ჩანან... ორივე თავს არიდებს ერთმანეთთან შეხვედრეს.

*მგონი ძაან შევაშინეთ.

*მიდი შენ ტატო გამოიტყუე მე სანდრას გამოვიტყუბ.

*ოქეი ბეიბ.

სანდრას ვურეკავ და ველოდები როდის მიპასუხებს, რადგან ქალბატონმა არ ინება ტელეფონის აღება მასთან მივდივარ.
-სან, გამიღე რა კარი.
-ოჰ, მობრძანდა მოღალატე.
-სანდრა, ბოდიშს გიხდი... თან პირველმა შენ დაიწყე, შენ დამტოვე იქ მათესთან ერთად.
-იმიტომ რომ შენი ბედნიერება მინდოდა.
-მეც იგივე მინდა და იმიტო ჩაგკეტე.
-მაგრამ იმ განსხვავებით რომ მთვრალი ვიყავი და ბიჭს თვალს ვერ ვუსწორებ.
-კარგი, წამოდი აქ ნომერში ჩაკეტვისათვის არ ჩამოვსულვართ, თან ტატოს უყვარხარ და არ შეიმჩნევს, დარწმუნებული ვარ ესეთი სანდრა უფრო უყვარს. -კნუტის თვალებს ვიღებ და სანდრასაც ღიმილი ეპარება.
-წამოვალ და თავს ამაყად დავიჭერ. -სანდრა გამოიპრანჭა და ნომრიდან როგორც კი გავედით მაშინვე მომიტრიალდა.
-ისევ რამე ხომ არ მიწყობ?
-სანდრაა. -შეურაცხყოფილი სახე მივიღე.
-აბა რატომ არის სასტუმრო ასე მორთული გულებით და მთელი ამბებით?
-იმიტომ რომ ხვალ ვალენტინობაა.
-ვერ ვიტან.
-სან, მალე შენი დაბადების დღე მოდის.
-აუუ რა მაგარია დიდი გოგო გავხდები.
-ეხლა პატარა ხარ? -გვერდით ლაშა გვიდგება და სანდრას ხელს ხვევს.
-არა მაგრამ უფრო დიდი ვხდები.
-შენ ჩემთვის სულ ჩემი პატარა სანი იქნები. -სანდრას ცხვირზე უჭერს თითებს და სანდრაც პატარა ბავშვივით ებუტება. -ასე ნათლული ნათლიას გავდეს პირველად ვხედავ.
-ელი ჩემი გოგოა ხომ იცი.
-შენ კიდე ჩემი პატარა სანი ხარ და არ მაინტერესებს რამხელა გოგო ხდები, ხოდა ტატოს დავამტვრევ ძვლებში თუ გულს გატკენს.
-ოუ, ლაშ რა მაგარი ბიჭი ხარ... -სანდრას სიტყვა გაუწყდა ტატო რომ შენიშნა მისაღებში, ზემოთ ავიხედე და შევნიშნე რომ ფითრის ქვემოთ ვიდექით, ტატო სანდრას მოუახლოვდა მის პირისპირ დადგა, ლაშა და მე ჩამოვშორდით და მარტო დავტოვეთ.
-სან, როგორ ხარ?
-კარგად, გუშინდელისთვის ბოდიში.
-სანდრა, ზემოთ აიხედე. -სანდრა ჩემს სიტყვებზე შეკრთა და ზემოთ აიხედა, სახე მაშინვე შეეცვალა.
-მოგკლავ მილა.
-სან, ხომ იცი ეგ რას ნიშნავს?
-შანსი არ გაქვს მილა.
-ეგ ლეგენდა შენ თვითონ მიამბე, ასე რომ მიდი.
-რა ხდება?
-რა ხდება ჩემო ტატო და შენ და სანდრა ფითრის ქვეშ დგახართ ხო და ერთმანეთს უნდა აკოცოთ. იმიტომ რომ ლეგენდის თანახმად ფითრის ქვეშ მდგომი წყვილი თუ ერთმანეთს აკოცებს მათი სიყვარული მარადიული იქნება, თუ არ და ისინი ვერასდროს შეძლებენ ეთად ბედნიერად ყოფნას.
-ეს უბრალოდ ლეგენდაა მილა და ნუ აფორმებ.
-კარგი როგორც გინდა. -ტატომ ხელები სახეზე მოკიდა სანდრას და მის ტუჩებს დაეწაფა. მათი ყურება აღარ გამიგრძელებია ზურგი ვაქციე და მათესკენ გავემართე.
-ნახე როგორი თვალებით უყურებს და როგორ ნაზად ეხება მისი ხელები. -თათია სანდრას და ტატოსკენ მახედებს.
-სადაც სიტყვები უძლური ხდება, იქ საუბარს ხელები და თვალები იწყებენ.
-გეთანხმები, თვალები და ხელები უფრო მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები. -მათეს სიტყვებზე მისკენ ვტრიალდები და მის თვალებში ვიკარგები. -გამომყვები? -თავის დაქნევით ვპასუხობ და გასასვლელისკენ მივყავვარ, ქურთუკს მაწვდის და ეზოში გავდივართ.
-სად მივდივართ?
-არსად. -ყურსასმენს მაწვდის და წელზე ხელებს მხვევს. -ახლა ნამდვილ თოვლში უნდა ვიცეკვოთ.
-ის არ იყო ნამდვილი?
-ფიფქები ასე ლამაზად არ დაფარფატებდნენ აივანზე. -ჩემს ხელს ხელში იქცევს და მატრიალებს, ისევ მჭიდროდ მიკრავს სხეულზე და თვალებში მაშტერდება.
-მეჩვენება თუ ზედმეტად რომანტიული ხარ?
-გეჩვენება ალბათ.
-ალბათ? -ჩუმდება და შუბლს, შუბლზე მადებს, მისი სუნთქვა მეფრქვევა ტუჩებზე და ერთიანად მითბება მთელი სხეული, ტუჩს აწვალებს და მისი ტუჩების შემხედვარე სწრაფად ვაგორებ გამშრალ ყელში მოზრდილ ნერწყვს და ტკივილს ვგრძნობ.
-წერილი თუ სიხარული?
-სიხარული.
-რომელი?
-მარჯვენა. -წამწამს მაცლის და ორი წუთით მტოვებს.
-შენს წამწამებს ძალიან მალე მოაქვთ სიხარულები. -ხელში პატარა ქილა მომაწოდა რომელშიც გიფსოფილების თაიგული იყო, ქილა ამოატრიალა და ფიფქები აფარფატდა.
-ძალიან ლამაზია, ასეთ თოვლის ბურთებში ბევრი რამ მინახავს მაგრამ გიფსოფილები არასოდეს.
-ეს შენთვის არის, ეს თაიგული ქილაშია და არასოდეს დაჭკნება, თან ხელნაკეთია, შენთვის დამზადდა სპეციალურად.
-არ ვიცი რით დავიმსახურე ეს საჩუქარი, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ რომ ჩემთვის არის ეს სიხარული.
-უბრალოდ იცოდე რომ შენ ყველაფერს იმსახურებ, შეგცივდება წამოდი შევიდეთ. -შესასვლელში ქურთუკის გახდაში მეხმარება და თმიდან თოვლს მწმენდს როცა სანდრას და თათიას ხმა მესმის.
-გაები მილა, შენივე დაგებულ მახეში.
-რა მახეში?
-ზემოთ აიხედე. -ზემოთ ვიხედებით მე და მათე და ჩვენს თავზე მოქანავე ფითრს ვხედავთ. -აბა როგორ გვეუბნებოდი მე და ტატოს? ფითრის ქვეშ მდგომმა ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთს თუ არ აკოცეს უბედურება მოხდებაო? ხო და მიდით აკოცეთ ერთმანეთს არ მინდა რამე უბედურება მოხდეს.
-კარგი რა სან, ეგ უბრალოდ ცრუ რწმე... -საუბრის დამთავრებას ვერ ვასწრებ მათე ისე სწრაფად მკიდებს სახეზე ხელებს, მხოლოდ რამოდენიმე წამით ეხება მისი ტუჩები ჩემსას მაგრამ სხეულში ცეცხლი მენთება, სუნთქვა შეკრულს და თვალებ გაფართოებულს მშორდება.
-არ ღირს გამოცდა, იქნებ და არ არის ცრუ რწმენა. -რას მეუბნება კარგად არ მესმის, მისი წასვლის შემდეგ ისევ ისე სუნთქვა შეკრული ვდგევარ იგივე ადგილზე სადაც დამტოვა, სანდრა თვალებთან ხელს მიფრიალებს და მაფხიზლებს, მთელი ემოცია ყელში მაწვება, ქილას ხელს ვტაცებ და ჩემი ნომრისკენ გავრბივარ, არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი ემოცია ეს ხომ პირველი არ იყო, მაგრამ მათეს კოცნა სხვანაირად წარმომედგინა სხვა სიტუაციაში. პლედს ვიფარებ და ჩემი ნომრის აივანზე ვჯდები, გვერდზე აივანზე მათე ზის ყურსასმენები უკეთია და მგონია რომ ვერც კი შემამჩნია, ქილას ვათამაშებ ხელში და ყვავილებს ვაკვირდები ფიფქები როგორ ეცემა. -იცოდი, თურმე ადამიანი შინაგანად იმ ყვავილს გავს რომელიც უყვარს? -მისკენ ვტრიალდები და ვუღიმი, თავისი აივნიდან ჩემსაზე გადმოდის და გვერდით მიჯდება.
-არასდროს მსმენია.
-შენი შინაგანი სამყაროც ამ ყვავილებს გავს მათსავით ფერადი და მრავალფეროვანია, ისიც გავიგე ეს ყვავილები მალე არ ჭკნებიანო.
-ანუ მე შინაგანად ასეთი ფერადი და მებრძოლი ვარ როგორც გიფსოფილები?
-რათქმაუნდა, მე ვგავარ კაქტუსს? -ისევ იცინის.
-კი, კაქტუსივით ეკლიანი ხარ მაგრამ არა ყველასთვის, არსებობენ ადამიანები ვინც შენში სილამაზეს დაინახავენ ეკლების უკან.
-შინაგანად ალბათ გავხარ ამ ყვავილებს მაგრამ გარეგნულად მე ალუბლის ყვავილს გამსგავსებ, მათნაირი ნაზი და სათუთი ხარ, მგონია თუ შეგეხები ხელებში გამეფანტები.
-გინდა თქვა რომ საკურას ვგავარ?
-კი ისეთი ნაზი ხარ, რომ გიყურებ მგონია რომ მალე გაქრები.
-ნუ გეშინია არც ეგეთი სიფრიფანა და ნაზი ვარ როგორიც ვჩანვარ, არ შემოგეფანტები ხელებში.
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?
-კარგი... მე ფილმს ავარჩევ.
-მე სასუსნავებს მოვიტან ფილმისთვის. -მათე კარის გაღებას ცდილობს, მაგრამ ვერ აღებს. -მილა კარი შენ ჩაკეტე? ვერ ვაღებ.
-არა, გასაღები კარში დავტოვე. -ჩემი და მათეს მობილურებიც არ იჭერს, ნომრის ტელეფონიც არ მუშაობს... -გაგვაბეს.
-ჩემს ნომერში გადავალ. -მათე აივნიდან ძვრება მაგრამ მისი აივნის კარიც ჩაკეტილია და უკან ბრუნდება. -მგონი სანდრა ძაან გავაბრაზეთ.
-ანუ რა გამოვიდა რომ აქ ჩაგვკეტეს ყველაფერის გარეშე?
-რატო, შუქი ხო გვაქ.... -მათე წინადადების დასრულებასაც ვერ ასწრებს ისე ქრება შუქი ჩემს ნომერში.
-აჰა ესეც გააკეთეს, რამე ფილმი მაინც მქონდეს ლეპტოპში. -საწოლზე ვჯდები და უაზროდ ვიწყებ სიცილს.
-რა გაცინებს?
-ეს სიტუაცია, დილით ჯერ გაგაბრაზე, მერე რომანტიული მომენტი გვქონდა ვიცეკვეთ, ახლა კიდევ აქ ვართ ჩაკეტილები, ყველაფრის გარეშე მე და შენ.
-გასართობს მაინც ვიპოვით. -მის ხმაში უცნაურ ნოტებს ვიჭერ და ცოტათი ვკრთები კიდეც, მათეს ეღიმება და საუბარს აგრძელებს. -მილა ის არ მიგულისხმია რაც შენ გაიფიქრე.
-მე არაფერი გამიფიქრებია. -ლოყები მიწითლდება და იმედია ტელეფონის შუქით ვერ შეამჩნევს როგორ დავიმორცხვე.
-კარგი, მაშინ იმით გავერთოთ რომ ერთმანეთზე მოვყვეთ რამე ან აივანზე გავიდეთ იქნებ ვინმეს ხმა მივაწვდინოთ.
-ჯობია ჩვენზე ვილაპარაკოთ, თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. -მათე დივანზე წვება და იმის შემხედვარე რომ ნახევარი სხეული დივნის გარეთ რჩება თავიდან ვიწყებ სიცილს. -მათე.
-ხო, რამე გინდა?
-რავი თუ მენდობი და ჩემი არ გეშინია შეგიძლია აქ დაწვე, საკმაოდ დიდი საწოლია.
-რას მკადრებ, ქორწილამდე გოგოსთან ერთად ოთახშიც კი არ ვრჩები მარტო და შენ გინდა რომ ერთ საწოლში დავწვეთ?
-აბა ახლა რას აკეთებ? ოთახში ხარ ჩემთან ერთად.
-წარმოვიდგენ რომ ბიჭი ხარ. -ჩემს გვერდით წვება საწოლზე და ჭერს აშტერდება. -ხუმრობის გარეშე, მინდა გითხრა რომ იშვიათად არსებობენ ჩემს გვერდით ადამიანები ვინც ყველაფერი იციან ჩემზე, მხოლოდ მაშინ ვიწყებ საუბარს როცა ჩემი მეორე მე მეუბნება რომ საიდუმლოებებს ვეღარ იტევს.
-მესმის, იცი იმაზე რომ მომეწონე პირველი თათიას ველაპარაკე, არ ვიცი რატომ მაგრამ მომინდა მისთვის მომეყოლა.
-გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ თათია გეტყოდა გქონდა თუ არა შანსი და უნდა მიგეცა თუ არა შენი გრძნობებისთვის იმის უფლება რომ მე შემემჩნია, აი იქ თათიასთან აივანზე რომ ვიცეკვეთ და მე თავს ვერ მოვერიე, პირველად შემეშინდა რომ ჩემი კომფორტის ზონა დაირღვა და გულცივი ბიჭის იმიჯის უკან შენ გამოუსწორებელი რომანტიკოსი შენიშნე.
-სიმართლე გითხრა მე ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი უფრო დავინახე ვიდრე რომანტიკოსი ბიჭი. შენ ვინ დაინახე ჩემში?
-დაბნეული გოგო, რომელიც ქუჩაში დამეჯახა.
-მაგ ამბავს ნუ მახსენებ.
-იმ ბიჭზე არ მომიყვები მაღაზიაში რომ შეგვხვდა?
-ეგ წარსულია, აი ის წარსული რომ გითხარი ადამიანი კი არა დრო მენატრება თქო.
-მერე დრო შეგიძლია უკან დააბრუნო ოღონდ სწორ ადამიანთან ერთად.
-ან უკეთესი მოგონებები შევიქმნა სწორ ადამიანთან ერთად.
-იცი ბავშვობაში მეგონა რომ როცა დიდი გავიზრდებოდი ყველაზე მხიარული ადამიანი ვიქნებოდი ცხოვრებაში და არასოდეს დავიღლებოდი სხვა ადამიანებისთვის იმის ახსნით თუ რატომ უნდა იყვნენ ბედნიერები.
-ახლა?
-ახლა ისეთი პერიოდი მაქვს ვიღაცამ რომ მითრას თოვლი შავიაო დავეთანხმები მხოლოდ იმიტომ რომ უაზრო ადამიანებს არ ვეკამათო.
-მეც ეგრე ვარ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამომდის, თუნდაც კატოს მომენტი ავიღოთ, ვერ მოვითმინე მისის უსამართლო საქციელი.
-მე კიდე მეგონა იეჭვიანე და მაგრად გამისწორდა.
-ტყუილად გაგსწორებია ჩემო ძმაო.
-ეეე, რა ძმაო?
-შენ ხო თქვი წარმოვიდგენ რომ ბიჭი ხარო, ხო და მეც როლში შევიჭერი უცებ, ხო მართლა გიფსოფილებისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
-მინდა როცა შეხედავ სულ მე გაგახსენდე.
-ზედმეტად ეგოისტური განაცხადია.
-რას იზამ ზედმეტად ეგოისტი ბიჭი მოგწონს.
-სიტყვა „მოგწონს“ ეხამუშება ჩემს ყურს. -ჩემსკენ ტრიალდება და სიბნელეშიც კი ვგრძნობ როგორ ინტერესით მაკვიდება. -მე უფრო ვიტყოდი რომ ვეტრფი.
-და მე გეტყვი რომ შენი ტრფობა ორ მხრივია ამიტომ არ იქნება წამებული.
-ეხლა ეგ საიდან გაგახსენდა? -მეც მისკენ ვტრიალდები და ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი ახლა ჩემთვის, არ ვიცი რატომ მაგრამ ნაზად ვახებ თითებს ლოყაზე და მისგან წამოსული სიმხურვალე მთელ სხეულს მითბობს. ჩემს ხელს იღებს და ისე ნაზად მკოცნის ალბათ თვალები დახუჭული რომ მქონდეს ვერც კი ვიგრძნობდი... უცებ შუქი ინთება და ჩვენი უსიტყვო რომანტიკაც წამში ქრება. ფერდაკარგული თათია შემორბის ოთახში და მათეს ყველაფერი ავიწყდება.
-თათია იტყვი რა ხდება?
-ევა...
-რა მოუვიდა ევას? -ვატყობ როგორ ეპარება ხმაში შიში მათეს.
-ისევ სიცხე აქვს ვერ უწევენ, შენს სახელს ბოდავს... ბოდიში რომ შვებულებას გიფუჭებ მაგრამ შეგიძლია დაბრუნდე თბილისში ჩვენთან ერთად.
-კი, ხუთ წუთში მზად ვიქნები.. -მათე გიჟივით გავარდა თავის ოთახში, არ ვიცი რატომ მაგრამ ინსტიქტურად ვალაგებ ბარგს და ქვევით ველოდები მათეს. -შენც მოდიხარ?
-კი, აქ ვერ დავრჩები.
-კარგი. -ჩემს ჩანთასაც იღებს და კარში პირველს მატარებს.
-სანდრას დილით დავურეკოთ და სხვებსაც გააგებინებს... ბოდიში რა მათე ბოლო პერიოდია ზედმეტად მოგეჯაჭვა ევა.
-თათ, მთავარი ევას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა.
-არ უნდა დამეტოვებინა ასეთი პატარა ბავშვი. -თათიას მაგრად ვეხუტები ვცდილობ დავამშვიდო.
-თათ აი ნახავ, ევა როგორც კი დაგინახავთ მაშინვე დაუწევს სიცხე და კისკისს დაიწყებს ისევ. -მათე გიჟივით ატარებს მანქანას, ლაშას სიტყვებზე ცოტა მშვიდდება.
-მათე ჩემს შვილებს ცოცხლები ვჭირდებით. -თბილისამდე როგორღაც რომ ჩავაღწიე მახსოვს... მათეს ყველა ემოცია გამქრალი ქონდა სახეზე როცა სახლის კარი შეაღო.
-ევა.. -ისე თბილად დაუძახა ბავშვს მთელს სხეულში უცნაური ტალღა ვიგრძენი, სიცხისგან მისავათებულმა გოგონამ თვალები გაახილა და ძებნა დაუწყო, როგორც კი ხელში აიყვანა ბავშვიც თითქოს დამშვიდდა, თავისი პატარა ხელი ჩაავლო ჯვარზე და მშვიდად ამოისუნთქა.
-ეხლა მალე დაუწევს სიცხე, მოდით, ეს უცხო გოგო რას დააყენეთ კარებში. -გოგონა ვინც შემნიშნა ისე გავდა მათეს და ლაშას რომ მაშინვე მივხვდი მათი და იყო. -მარი. -ხელი გამომიწოდა.
-მილა, სასიამოვნოა..
-მოდი, დაღლილი იქნები.
-ჯობია ტაქსს გამოვიძახებ და სახლში წავალ. -გვერდით ლაშა მიდგება.
-მარიამ ოთახი გაამზადე, მილა დღეს ჩვენთან რჩება სტუმრად.
-არა ლაშა იყოს, წავალ სახლში არ შეგაწუხებთ. -მათეს მზერას გადავაწყდი და მივხვდი რომ არ ღირდა შეწინააღმდეგება და ჯობდა აქ დავრჩენილიყავი, დანებების ნიშნად მათეს გვერდით ჩამოვჯექი დივანზე. ევას გაბუშტულ ლოყაზე ფრთხილად მოვეფერე და წამით წარმოვიდგინე რა მზრუნველი მამა შეიძლება ყოფილიყო მათე და სხეულში ბედნიერება ჩამეღვარა.
-მილა შენი ოთახი მზად არის შეგიძლია დაისვენო. -ოთახისკენ მიმავალს მარიამი უცნაურად მათვალიერებდა, ოთახში შემაცილა და გასვლისას ისეთი რამ მითხრა გავოცდი.
-მე ვიცნობ მათეს ამ მზერას და მინდა გჯეროდეს რომ შენი ბედნიერებისთვის მთებს გადადგამს.

დილით სანდრას ვურეკავ რომ ჩვენი წამოსვლის მიზეზი ვუთხრა და დავამშვიდო.
-სან, როგორ ხარ?
-უბედნიერესი ვარ მილა.
-რა ხდება?
-ტატომ მასთან გადასვლა მთხოვა, ნუ ვიცი ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა მაგრამ ეს ბიჭი ის არის ვინც გამაბედნიერებს და თავს დამავიწყებს... ხო მართლა ეხლა როგორ არის ევა?
-კარგად სიცხემ გუშინვე დაუწია შენ საიდან გაიგე?
-ტატო ელაპარაკა მათეს წუხელ და ისიც ვიცი რომ მასთან დარჩი გუშინ.
-მასთან არა მის სახლში.
-რაო, მულს მოეწონე?
-სანდრააა, შენ ის მითხარი როდის ბრუნდებით.
-კიდევ ერთი კვირა ვრჩებით.
-ძალიან მინდა მუდამ ასეთი ბედნიერი ხმა გქონდეს, გაკოცე და მიდი აბა შენ იცი ნათლული მალე მინდა. -სანამ რამის თქმას მოასწრებს ტელეფონს ვუთიშავ და ოთახიდან გასვლას ვაპირებ როცა მათეს ვეჯახები, სწრაფად რეაგირებს და ჩემს დაჭერას ახერხებს რომ უკან არ გადავვარდე. რამოდენიმე წამი სუნთქვაშეკრული ვაკვირდები მის მზერას და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს.
-ღმერთო რა საოცარია ეს ბიჭი. - როგორც კი მათეს შეცვლილ მზერას ვამჩნევ მაშინვე ვხვდები რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვი და საშინელი სირცხვილის გრძნობა მეუფლება მათეს ხელებიდან თავის დახსნას ვცდილობ რომ მისი მზერა ავირიდო. -გეთანხმები.
-რაში? -თითქოს ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა.
-იმაში რომ საოცარი ვარ, კიდევ იმაში რომ ძალიან გაგიმართლა მე რომ შემხვდი.
-მე ეგ არ მითქვამს.
-სამაგიეროდ მე ტელეპატიური ნიჭი მაქვს და აზრების კითხვა შემიძლია. -მის ნათქვამზე
უკვე ისეთ ხმაზე ვიწყებ სიცილს სულ მავიწყდება წეღანდელი სირცხვილი. -არ გჯერა? -
ხელებს უფრო მაგრად მიჭერს და სუნთქვაც ისევ მავიწყდება. -აი ხომ ხედავ, ჩემი შეხებაც კი
საკმარისია რომ სუნთქვაშეკრული ელოდე ჩემს შემდეგ მოქმედებას ვიცი ახლა რაზეც
ფიქრობ მაგრამ მაგას არ ვაპირებ, ცოტახანს უნდა გაწვალო. -ხელებს მიშვებს და კარებში
მტოვებს ისე რომ ვერც ვიაზრებ როდის შემოდის თათია ოთახში.
-ეი, მილა. -ხელს თვალებთან რომ მიფრიალებს უცებ ვფხიზლდები.
-გისმენ.
-ტატოზე უარესი გემართება შენ.
-ვიცი და შენი მაზლი ამით ერთობა თან ძალიან.
-ასეთ მათეს პირველად ვხედავ მგონია რომ საკუთარი თავი აპოვნინე, მე რომ ვიცნობ ის ბიჭი ას ოთხმოცი გრადუსით შემოაბრუნე და სულ სხვა მათეს ვხედავთ, თითქოს ამ ორ კვირაში გრძნობების გამოხატვა ასწავლე, აქამდე მის მზრუნველობას და სიყვარულს მხოლოდ საქმით გვიმტკიცებდა ახლა თითქოს შეიცვალა აქედან გამოსული ამდენი ხნის შემდეგ პირველად მომეხვია და თავზე მაკოცა თან ღიღინებდა კიდეც და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, რამდენი ხანია სამზარეულოში არ უტრიალია იმასაც კი ვფიქრობდი თავისი პროფესია სულ დაივიწყა თქო.
-ზუსტად ამის გამო მეშინია, იმის მეშინია რომ ერთმანეთს დავანგრევთ თუ ისე არ გამოვა როგორც ჩვენ გვინდა.
-დინებას მიყევი მის საპირისპიროდ თუ იმოძრავებ დაიხრჩობი, ისიამოვნე დღევანდელი დღით და იცოდე რომ ჩვენ ყველა შენს გვერდით ვიქნებით ყველაფრის მიუხედავად არცერთი ჩვენგანის დაკარგვა არ მოგიწევს და ზუსტად ვიცი მათე ამას არ დაუშვებს. -თათიას ჩავეხუტე და მივხვდი რომ ვერ გადავიტანდი მათთან ურთიერთობის გაფუჭებას.

ზამთრიდან ისე მალე შევაბიჯეთ გაზაფხულში რომ უკვე ქუჩაში ყვავილები იწყებდა აყვავებას, იასამნის სურნელი ტრიალებდა ყველგან, ჩემთვის გაზაფხული მათეს გამოჩენასთან ერთად დადგა ჩემს ცხოვრებაში იმდენი ფერადი განცდა შემოიტანა რომ შემიძლია თამამად ვთქვა იანვარშივე გამიზაფხულდა. სარკეში ჩახედვა მაბედნიერებდა თითქოს უფრო ლამაზი ვიყავი, ჩემი თავი შემიყვარდა იმიტომ რომ მათეს ვუყვარდი, არა იქამდეც კი მიყვარდა მაგრამ ახლა უფრო სასურველად ვგრძნობდი თავს, ისე დავაბიჯებდი ქუჩაში თითქოს ფრთები მქონდა, მეგონა ღრუბლები იყო ჩემს ფეხქვეშ და არა ასფალტი, ბოლოს ასე ამაყად როდის დავაბიჯებდი არ მახსოვს, დილის გათენება მიხაროდა, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე მაგრამ ეს თავის დაკარგვა რაღაც კარგის საწინდარი იყო...
სარკეში ჩემი თავით ვტკბებოდი როცა დედა დამიდგა უკან.
-მიხარია შენი ეს ცვლილება, არ გინდა რამე მომიყვე? -მივხვდი დედას რაზეც უნდოდა საუბარი და დრო იყო ისტორიის რაღაც ნაწილი მეთქვა.
-დე, დამიჯერე ყველაფერი ძალიან კარგად არის, უნივერსიტეტში ვიტყოდი რომ საუკეთესოდაც კი, სამსახურშიც და პირადშიც, არის ერთი ბიჭი რომელსაც ვეპრანჭები და ძალიან მომწონს.
-თუ შენს მოციმციმე თვალებს დავუჯერებთ ისიც გეპრანჭება.
-კი ცოტა მეპრანჭება.
-სამსახურშია თუ უნივერსიტეტში... ორივეგან ისე გიხარია წასვლა რომ ვერ ვხვდები სად არის ის ჭაბუკი.
-ორივეგან, მაგრამ უფრო სამსახურში. -რომ არ გამოვეჭირე ცოტა ვიცრუე კიდეც. -კარგი დედა უნივერსიტეტში მაგვიანდება თან დღეს ახალი ლექტორი მოდის და ხომ არ გავაცდენ პირველივე ლექციას...
-ლექსო წაგიყვანს და მიასწრებ.
-მე ამის პირადი მძღოლი კი არ ვარ, რატომ უნდა წავიყვანო?
-წამიყვანე და გზაში ვიჭორაოთ.
-რაზე?
-ბიძაზე.
-ოოო, ეს უკვე მაცდური წინადადებაა. -როგორც კი სახლიდან გავდივართ ლექსო მაშინვე კითხვების დასმას იწყებს. -აბა ამოთქვი მიდი.
-ნუ მოკლედ მე და მათეს ერთმანეთი გვიყვარს და ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ ერთმანეთზე.
-ეგ ვიცოდი.
-რა? საიდან?
-შენ მე დედა ხომ არ გგონივარ? პირველივე დღეიდან დავიჭირე თქვენი თვალების ჟუჟუნი, უბრალოდ ველოდი შენ როდის მეტყოდი, ხომ იცი ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა.
-მიყვარხარ.
-სიცხე გაქვს? ხომ არ ვკვდები?
-კარგი რა, უბრალოდ გითხარი რომ მიყვარხარ.
-ხო კარგი მეც. -უნივერსიტეტთან მათეს მანქანას რომ ვამჩნევ ცოტა მიკვირს კიდეც ამიტომ მაშინვე ვურეკავ.
-გისმენთ.
-რა ოფიცალურობაა.
-შეხვედრაზე ვარ.
-ჩემს უნივერსიტეტთან?
-კი და ლექციების შემდეგ გნახავ. -ისე სწრაფად მითიშავს რამოდენიმე წამი ტელეფონს ვაკვირდები ხომ არ მომეჩვენა, გვერდით ია რომ მიდგება ვფხიზლდები.
-ვის ელაპარაკებოდი?
-დილა მშვიდობის ია? მე კარგად შენ? მათეს ველაპარაკებოდი მისი მანქანა დგას აქ და მაინტერესებდა.
-იქნებ უნივერსიტეტში სიურპრიზს გიწყობს და ხელი უნდა გთხოვოს.
-კი აბა რა, შეხვედრაზე იყო და ვერ მელაპარაკებოდა ლექციებს შემდეგ გნახავო.
-ხო და წამოდი ნინოს ნაცვლად ვინ მოდის არ გაინტერესებს?
-აუ კი, გოგოები ამბობდნენ ნინოს სტუდენტი იყო ადრე ეგ ბიჭიო.
-ბიჭიო?
-ხო რავი, ხომ იცი არ მაინტერესებს.
-ისე რანაირი საგანია ეს ბიზნეს მენეჯმენტი ვერაფერს ვიგებ.
-მე მათე მეხმარება.
-იმაზე რა ქენი?
-ხომ გითხარი ივნისამდე დრო მაქვს მაგრამ მგონია რომ არ წავალ, თან მამა ხომ იცი არ დათანხმდება.
-მთავარი მიზეზი მამაშენი კი არა ის არის რომ მათეს დატოვება არ გინდა.
-ხო არ მინდა ერთი წელი მისგან შორს... -წინადადებას ვერ ვასრულებ როცა კარში მათე შემოდის ჩვენი ფაკულტეტის დეკანთან ერთად... ალბათ ისეთი სახე მაქვს რომ იას ეშინია არ გავიშიფრო და მჩქმეტს რომ გონს მოვიდე. -მეჩვენება ხომ?
-არა არ გეჩვენება შენი მათეა. -ვცდილობ გავერკვე რა ხდება, ჩემი მთელი ყურადღება მათესკენ არის მიმართული და დეკანის არცერთი სიტყვა არ გამიგონია... ია უკვე მეორედ მკრავს ხელს და ცოტა ვფხიზლდები.
- გამარჯობათ ახალგაზრდებო, თქვენ უკვე იცით ჩემი სახელი და ახლა მინდა თქვენ გაგიცნოთ, ამიტომ ალბათ პირველი ლექცია გაცნობის იქნება შემდეგ ლექციაზე კი დავუბრუნდებით სასწავლო მასალას. -ჩემს უკან მჯდომი ვალერია ხელს იღებს რომ პირველი გაეცნოს მათეს.
-მე ვალერია ვარ, ვალერია დარჩია.
-კარგია ვალერია და რატომ აირჩიე ეს პროფესია?
-იმიტომ რომ მინდა წარმატებული ბიზნესის მენეჯერი ვიყო. -იმდენად მეჩხირება ყელში ეჭვიანობის ბუშტი როცა ვალერია იპრანჭება და მათეც უღიმის რომ შემიძლია ავდგე და ორივე გავლახო. -შეიძლება ერთი კითხვა მეც დაგისვათ?
-მკითხე.
-ცოლიანი ხართ. -მათეს გამომეტყველება ეცვლება სახიდან ღიმილი უცებ შორდება.
-პირველი, მე აქ თქვენი ლექტორი ვარ. მეორე ჩემი პირადი ცხოვრების განხილვას თქვენთან არ ვაპირებ... მაგრამ საცოლე მყავს რახან ასე ძალიან ხართ დაინტერესებული საქალბატონე ვალერია. -იმ წამს იმხელა სიამაყეს ვგრძნობ მინდა ვალერიას მივახალო რომ მე ვარ ის ვიზეც მათემ თქვა, მაგრამ მე რომ საცოლე არ ვარ?! ნუ ხო რაც არის, ისე ვარ ჩემს თავთან საუბარში გართული რომ ვერც კი ვამჩნევ მათე რომ მეძახის.
-თქვენ გოგონა? არ გაგვეცნოთ?
-მე?
-დიახ თქვენ.
-მე მილა კობიაშვილი ვარ. -მოკლედ ვპასუხობ და ვჯდები მინდა იგრძნოს რომ ნაწყენი ვარ, ლექცია რომ სრულდება ყველა გადის მათეს, ვალერიას და ჩემს გარდა... ვალერია მათეს მაგიდასთან მიდის და წინ უდგება, რას ელაპარაკება არ მესმის იმიტომ რომ ეჩურჩულება მაგრამ იმას ვამჩნევ რომ უკმაყოფილო სახით გვტოვებს მარტო, მათე უახლოვდება ჩემს მაგიდას და წინ მიდგება.
-გაბრაზებული ხარ?
-არა პატივცემულო, არაფერი დაგიშავებიათ და რატომ უნდა გავბრაზდე?
-პატივცემულო?
-ხო, აქ თქვენ ჩემი ლექტორი ხართ, თან საცოლე გყავთ და არ ღირს უბრალო სტუდენტზე დროის დაკარგვა.
-მილა...
-ბოდიშს გიხდით სხვა ლექციაზე მაგვიანდება.
-დაგელოდები, ლექციების შემდეგ.
-არ გამოვა, სამსახურში ვარ წასასვლელი, ჩემი უფროსი ვერ იტანს დაგვიანებას.
-კარგი მაშინ შენი უფროსის კაბინეტში შევხვდებით.
-ნახვამდის პატივცემულო... -მეორე ლექციაზე არაფერი მესმის, გულს ვერ ვუდებ სულ ჩემი და მათეს მომავალ საუბარზე ვფიქრობ.
-ჩხუბს აპირებ?
-კი, იმის გამო რომ ასეთი რამე დამიმალა.
-და რომ ეთქვა დათანხმდებოდი?
-არავითარ შემთხვევაში.
-აბა რატომ უბრაზდები.
-აბაკელია და კობიაშვილი იქნებ ჩვენც გვესაუბროთ ვატყობ უფრო საინტერესო თემაა. -ლექტორი შენიშვნას გვაძლევს.
-ბოდიში პატივცემულო. -მათე კარზე აკაკუნებს და ნუგზარიც ბედნიერი სახით ესალმება.
-ბარონო ნუგზარ შეიძლება კობიაშვილი გამოვიდეს?
-კი ბატონო მაინც არ არის ჩემი ლექციის განწყობაზე. -ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ამ უაზრო სიტუაციას მალე გავცლოდი, იამ ჩემი ჩანთა ძალით მომაჩეჩა ხელში. მათემ როგორ კი კარი დახურა მაშინვე შეტევაზე გადავედი.
-რატომ გამომიყვანე? რა გინდა?
-შემოდი. -ცარიელ აუდიტორიაში შემიყვანა და კართანვე დამიჭირა. -რა მინდა?! შენ მინდიხარ, შენ მჭირდები, ისე გამაგიჟე შენს გარეშე ვეღარ ვძლებ და სიგიჟეების ჩადენა დავიწყე.
-აჰ, ანუ ჩემს გამო ხარ აქ? -ღმერთო ჩემო ჩემი ცინიზმი მეც კი მაოცებს, ხელებს ჩემს გასწვრივ აწყობს კარებზე და მისი ტუჩები ყელზე რომ მეხება სხეულში ყველა ვნება ერთიანად იღვიძებს, ერთიანად მიდუნდება ყველა ნაკვთი და სულ არ მაინტერესებს სად ვარ და ორი წუთის წინ რაზე ვეკამათებოდი. ისე უცებ მშორდება ვერც კი ვიაზრებ რომ უკვე შორიდან მაკვირდება ისევ თვალდახუჭულს.
-მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთი სიგიჟეები მაკეთებინო. -ისევ მიახლოვდება და სხეულზე მიკრავს.
-არასწორი საქციელია. -ისე ჩუმად ვამბობ სათქმელს ვნებამორეული, ეჭვი მეპარება რომ მათემ რამე გაიგო.
-ვიცი, მაგრამ შენგანაც არასწორი საქციელია ასე რომ მაგიჟებ. -მკოცნის და სწრაფად მშორდება. -ახლა შეგიძლია გახვიდე.
-ამისთვის შურს ვიძიებ.
-როგორ?
-ეს მე ვიცი. -თვალს ვუკრავ და საპირფარეშოსკენ გავრბივარ რომ წყალი შევისხა იქნებ მიშველოს, სარკეში ვუყურებ ჩემს თავს და უფრო ვრწმუნდები რომ სწორად ვიქცევი და მათეს გარეშე ვერ გავძლებ, მისგან შორს ვერ ვიქნები ვერცერთი დღე.

-ბოლო ლექციაზე არ შემოდიხარ?
-არა ია, უნდა გავისეირნო, უნდა ვიფიქრო.
-მე ვფიქრობ რომ არავის გამო არ ღირს ამდენი ბრძოლა წყალში ჩაყარო უნდა დაეთანხმო.
-ჯერ წინ ერთი თვეა, ვიფიქრებ. - უნივერსიტეტთან ახლოს კაფეში ჩამოვჯექი და ფიქრებში გადავეშვი, იას სიტყვებზე ვფიქრობდი, როცა გაცვლით პროგრამაზე საბუთები შემქონდა იმის იმედიც კი არ მქონდა რომ ამ პროგრამაში მოვხვდებოდი, იმხელა სურვილი მქონდა რომ მეგონა თუ პროგრამაში მოვხვდებოდი მთებს გადავდგამდი და აუცილებლად წავიდოდი გერმანიაში, ყველას დავუპირისპირდებოდი ოღონდ ოცნება ამეხდინა და ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი რომელიც არავისზეა დამოკიდებული, მინდოდა ძლიერი და თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ვფიქრობდი და რამ გამოიწვია ჩემში ამხელა ცვლილება სიყვარულმა თუ იმის შიშმა რომ იმედებს გავუცრუებ ოჯახს და საკუთარ თავს, ვარ კი საკმარისად ძლიერი რომ შევძლო ეს ერთი წელი უცხო გარემოში ცხოვრება, მე ადამიანმა რომელსაც მარტოს ღამეც კი არ გაუტარებია სახლში, ტელეფონზე შემოსული ზარი ფიქრებს მაწყვეტინებს.
-გისმენ სანდრა?
-სად ხარ?
-უნივერსიტეტთან კაფეში და ცოტახანში სამსახურში უნდა წავიდე.
-მეც თათიასთან ვარ, რომ მოხვალ გნახავ.
-კარგი წამოვალ უკვე. -კაფის გამოსასვლელში მათე მხვდება, აშკარად მე მელოდა.
-სამსახურში მოდიხარ თუ რამე საქმე გაქვს?
-მოვდივარ. -ავტომობილის კარს თავად ვაღებ და უკან ვჯდები.
-რა საქციელია ახლა ეს?
-არ მინდა ვინმემ დაგვინახოს უნივერსიტეტს რომ მოვშორდებით გადმოვალ.
-არ ფიქრობ რომ უნდა ვისაუბროთ?
-რაზე?
-იმაზე რაც ჩვენს თავს ხდება?
-მაინც? -ისეთი სერიოზული სახე აქვს მაშინებს კიდეც მისი ხმის სიმტკიცე, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, მანქანას აჩერებს და ჩემსკენ ტრიალდება.
-რამოდენიმე დღეა მეჩვენება რომ შენი გონება სადღაც დაქრის მილა, ვგრძნობ რომ რაღაცაზე ფიქრობ და არავის უმხელ.
-ჩემი ფიქრები მხოლოდ შენს გარშემო დაფრინავს.
-მომწონს ეგ ფაქტი მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაც გღრღნის, კარგად გაგიცანი მილა და იცოდე თუ დაგჭირდი აქ ვარ მაგრამ მესმის რომ გირჩევნია მარტომ მოაგვარო ამიტომ დაველოდები როდის მოგინდება ჩემთან ამ თემაზე საუბარი. -მათეს პასუხად მხოლოდ ვუღიმი და კიდევ უფრო ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
-ვიცი რომ თუ დამჭირდა სულ აქ იქნები.
-ისვ გაბრაზებული ხარ?
-ცოტა. -ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად დაიჩურჩულა.
-ვერასოდეს ავიტან ეს ხელები სხვას რომ შეეხოს. -მისი ტუჩებიდან წამოსული ვიბრაცია გულამდე აღწევს და ისიც სწრაფად იწყებს ფეთქვას.
-თუ ასე გაგრძელდა არა მგონია დიდხანს შევძლოთ ერთად ყოფნა. -მათეს ფერი ეცვალა, სიტუაციის გამოსწორება ვცადე. -იმის თქმა მინდა რომ თუ შენი ყოველი შეხებისას ასეთი რეაქცია ექნება ჩემს გულს შეიძება ერთხელაც გამისკდეს.
-როგორ შემაშინე, ეგ მეორედ აღარ თქვა! -თითქოს მათეს ხმა გაებზარა.
-რა?
-ის რომ შეიძლება უშენოდ მომიწიოს ყოფნა.
-ხვალ რა იქნება არვინ იცის. -მათეს მთელი სხეული დაეძაბა.
-მე ვიცი, მე და შენ ვიქნებით ჩვენ. -ისე ხმამაღლა მითხრა ეს სიტყვები რომ შევხტი. -ბოდიში შენი შეშინება არ მიფიქრია.
-არაუშავს, წავიდეთ გოგონები მელოდებიან. -საჭეს მიუტრიალდა და ოფისამდე ხმა არ ამოუღია, თათიას კაბინეტთან ვიყავი მისული რომ შემაჩერა. -უჩემოდ არ წახვიდე სახლში.
-კარგი. -სანდრა და თათია რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ.
-მილა რა ფერი გადევს გოგო.
-დღეს რთული დღე მქონდა.
-შენ და მათემ იკამათედ?
-იცოდი?
-რა მილა, რა უნდა მცოდნოდა?
-მათე ორი კვირა ჩემი ლექტორი რომ იქნება.
-რა? ღადაობ?
-არა და გზაში ცოტა ვიკამათეთ. -გოგოებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ჩემს გაცვლით პროგრამაზეც და იმაზეც რაც მათემ მითხრა მანქანაში, სანდრამ ის კითხვა დასვა რაც ბოლო რამოდენიმე დღეა მესმის იასგან და ლექსოსგან.
-და რას აპირებ? წახვალ?
-არა, არ შემიძლია.
-მიზეზი მათეა? როცა გაიგებს არ დაუშვებს რომ უარი თქვა.
-არა მათე კი არა ჩემი გრძნობებია მიზეზი.
-კარგად დაფიქრდი მილა, გიღირს კი შენს ოცნებაზე უარის თქმა?
-მიღირს, მაინც ვერ გავძლებ იქ, უცხო გარემოში მარტო ყოფნა არ შემიძლია. -თათია რომელიც ამდენხანს ჩუმად მისმენდა წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-მისმინე მილა, არ გეგონოს რამეს ვნანობდე, არცერთი წამით არ მინანია ლაშას სიყვარული და რაც დღეს მაქვს ამით ძალიან ბედნიერი ვარ, ყველა დღეს უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ შენც იცი რომ ცხოვრება სულ სწორი გზა არ არის და ცუდი დღეებიც იქნება და ამ ცუდ დღეებში მეც წამით მიტაცებს სულელური ფიქრები და რა იქნებოდა ჩემს ოცნებებს ბოლომდე რომ მივყოლოდი, დამელოდებოდა კი ლაშა ამ დროს ჩემი ეგო მპასუხობს რომ დამელოდებოდა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ჩემი თავით უკმაყოფილო მეორე მე მეუბნება რომ არ ვარ ის ვიზეც ვოცნებობდი, ქალი ვარ რომელიც ქმრის გარეშე არაფერი იქნებოდა, ჩემი ოცნება რომ პატარა სკოლის მასწავლებელი ვიქნებოდი ბნელ უჯრაში ჩავკეტე , ჩემს მოსწავლეებთან ერთად რომლებთანაც ჩემი ყველა პრობლემა უნდა დამვიწყებოდა და ასეც იყო ის ოთხი ბავშვიც კი ვისთანაც მიმუშავია ჩემთვის მთელი სამყარო იყო. ახლა უცხო ადამიანი რომ მისმენდეს იფიქრებს ქმარი და შვილები არ მიყვარს და მათით დავიღალე ასე არ არის უბრალოდ ცხოვრებამ მასწავლა რომ ერთი ოცნების ასახდენად მეორეზე უარი არ უნდა ვთქვათ. -მთელი ეს დრო თათია უჯრიდან ამოღებულ ფერად წერილებსა და ნახატებს უყურებდა თითქოს აქ სულ არ იყო და ეს სიტყვები მე კი არა მათ უთხრა საბოდიშოდ. -კარგად დაფიქრდი, მე მაინც ვფიქრობ რომ მათე ღირსია რომ ეს თემა მასთან ერთად განიხილო, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მაინც გაიგებს ამ ამბავს.
-დაველაპარაკები, მაგრამ ჯერ უნდა გავერკვე ჩემს თავში, იქნებ რამოდენიმე დღე მცხეთაში წავიდე ჩემებთან და არ ვნახო მათე.
-არასწორი საქციელია მილა, ასე უფრო გაართულებ ყველაფერს. უბრალოდ ახლავე შედი და უთხარი რომ გაცვლით პროგრამაში მოხვდი მაგრამ არ გინდა წასვლა რადგან მის გარეშე ვერ გაძლებ.
-ასე თავს დამნაშავედ იგრძნობს სანდრა, მე კი ყველაზე მეტად ეგ არ მინდა და იმიტომ არ ვეუბნები.
-მე მაინც მგონია რომ დამალვა ყველაზე ცუდი საქციელია და თქვენს ურთიერთობას დაანგრევს, ვიცნობ მათეს.
-კარგი ხვალ დაველაპარაკები.
-ნუ გადადებ დღესვე ჯობია... -მთელი დღე არაფერი მიკეთებია უაზროდ დავდიოდი, ვფიქრობდი რას და როგორ ვეტყოდი მათეს, ამ ფიქრებში ვერცკი შევნიშნე როგორ დაიცალა ოფისი და მხოლოდ მე და მათე დავრჩით, კაბინეტის კარი ნელა შევაღე, მათე ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა, ხელი რომ შევახე თითქოს დაფრთხა.
-მილა შენ ხარ?
-ხომ მითხარი უჩემოდ არ წახვიდეო.
-მე მინდა რომ წაგიყვანო.
-ჟაკეტს ავიღებ და წავიდეთ. -მათე უცნაურად სევდიანი მეჩვენა, მაგრამ არ მინდოდა ჩავძიებოდი, ისე მიმიყვანა სახლამდე რომ ხმა არ ამოუღია, მაბნევდა კიდეც მისი ეს მზერა.
-ხვალამდე მილა.
-ხვალამდე. -დამშვიდობებისას არც კი უკოცნია, არც ჩემი ჩახუტება უცდია, სახლში რომ ავედი შეტყობინება დამხვდა.

*ბოდიში დღევანდელისთვის, ვიფიქრე და არ იყო სწორი საქციელი შენი ლექტორობა, ხვალვე გამოვასწორებ ამ საქციელ.

*არ ღირს ორი კვირა გაგიძლებ, მაგრამ ლექციებიდან აღარ გამომიყვანო და არც გოგოებს ეფლირტაო.

*არც შენ დაგიკლია ფლირტი იმ ბიჭთან.

*ის მხოლოდ მეგობარია.

*ეგ შენთვის.

*ეხლა ეს რა იყო ეჭვიანობის სცენებს მიმართავ?

*შენ დაიწყე, ქალბატონო.

*ხო კარგი, მე ვიეჭვიანე და უკვე მენატრები.
*ასე არ გამოვა.

*როგორ?

*თუ ასე გააგრძელე მალე სახლიც ერთი გვექნება.

*ეგ ჯერ ადრეა მაგრამ იქნებ მეზობლობით დაგვეწყო.

*მე პირველი ვარიანტი მირჩევნია მაგრამ მეორეზეც დავფიქრდები.

მათესთან მიმოწერამ ყველა უაზრო ფიქრი გამიქარწყლა, ისეთ ბედნიერს დამეძინა სულ აღარ მახსოვდა პროგრამის ამბავი.
დილით უჩვეულო სიჩუმე იყო სახლში ამიტომ გვიან გამეღვიძა და აღმოვაჩინე რომ ჩემები სახლში არ იყვნენ, წერილი დამხვდა ლექსოსგან.
‘მილა ბებია ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს ამიტომ ჩვენ ჩემი მანქანით წავედით შენ კი შეიძლია მამას მანქანა წამოიყვანო’
ლექსოს ტელეფონი ავაფეთქე და არ მპასუხობდა, ამიტომ მამასთან დავრეკე.
-მამ, რა ხდება?
-ისეთი არაფერი, მიკრო ინფარქტი ქონდა ბებიას, ახლა უკეთ არის ხვალ გამოწერენ.
-მოვდივარ.
-მილა მშვიდად ატარე იცოდე. -მამას შენიშვნაზე გამეღიმა, მათეს მოკლედ ავუხსენი რა ხდებოდა და მცხეთაში წავედი. იქ ჩასულს ბებია უკვე ისეთ ხასიათზე დამხვდა სახლში უნდოდა წამოსვლა და არავის უსმენდა.
-მილა შენ მაინც უთხარი სახლში წამიყვანონ.
-ამაღამ მე დავრჩები შენთან და ხვალ ერთად წავიდეთ კარგი?
-შენ თუ დარჩები ავიტან.
-მარტო დღეს კი არა კიდევ რამოდენიმე დღე მოგივლი.
-ასე არ გამოვა, სამსახური და უნივერსიტეტი?
-ორივეგან დავეთხოვები. -ბებია მაინც ჯიუტობდა მაგრამ მე უფრო მჭირდებოდა ახლა აქ ყოფნა რამოდენიმე დღე.
*ესე იგი გამექეცი?

*შეგიძლია ჩამოხვიდე და მინახულო.

*არ ღირს ახლა, არ მინდა არასწორად იფიქრონ.

*ახლა შენ ხარ ის 19 წლის ბიჭი მე რომ დამცინოდი.

*იცოდე მალე დაბრუნდი.

*ვეცდები.

ხუთი დღე გავჩერდი სოფელში, იმ დროის მანძილზე მათე მხოლოდ მაშინ მპასუხობდა მე თუ მივწერდი, თითქოს ჩემს გარეშე ცხოვრებას სწავლობდა, ღმერთო რეებზე ფიქრობ მილა, გამოფხიზლდი, ალბათ რესტორნის და ოფისის საქმეებს უნივერსიტეტიც რომ დაემატა ვეღარ იცლის, ყველანაირად ვცდილობდი მათეს საქციელის გამართლებას, წამითაც კი არ მინდოდა იმის დაშვება რომ მათეს შეიძლებოდა უჩემოდ ცხოვრებაზე ეფიქრა... ხვალ ჩავიდოდი და გავარკვევდი რა ხდებოდა.
დილით ადრიანად დავადექი გზას, მინდოდა უნივერსიტეტში მივსულიყავი და მათესთვის სიურპრიზი დამეხვედრებინა, თან პირველი მისი ლექცია მქონდა, რატომღაც ლექციაზე შემოსვლას აგვიანებდა, რომ შემოვიდა წამით თითქოს სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა მის თვალებში, მაგრამ მზერა მაშინვე დაუსერიოზულდა და გესლიანი ფრაზაც მესროლა.
-ოხ, ქალბატონო მილა ვატყობ გვიკადრე. -მის ნათქვამს ყურადღებას არ მივაქცევდი ვერონიკას ჩახითხითება რომ არ გამეგონა, ჩემი კურსელი ბაჩო გვერდით მეჯდა და ჯგუფურ დავალებას ერთად ვასრულებდით ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა.

*მეტი, უფრო ამოღებული ზედა არ გქონდა?

*თუ არ შემომხედავ ვერ დაინახავ ვერაფერს.

*წინ მიზიხარ.

*მაშინ ჩემს უკან მჯდომს შეხედე.

*მოგწონს ჩემს ნერვებზე თამაში?

*ხელს მიშლით სამუშაოს შესრულებაში.

*მე არა შენ უშლი ბაჩოს ხელს რომ კონცენტრაცია მოახერხოს მასალაზე.

*ყველა შენნაირი გარყვნილი ნუ გგონია.

*ხომ არ გავიწყდება ვისი შეყვარებული ხარ?

*ერთი გარყვნილი ბიჭის რომელსაც თვალი სტუდენტის მკერდისკენ ეპარება.

*დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ სტუდენტია?

*შემიძლია გარყვნილი ქმედებისთვის გიჩივლო.

*ველოდები სასამართლოს.
ლექცია რომ დამთავრდა და დავალებები ჩავაბარეთ მათემ დამიძახა.
-კობიაშვილი, შეგიძლია ლექციის შემდეგ დარჩე შენი დახმარება მჭირდება.
-რათქმაუნდა პატივცემულო, შემდეგი ერთი საათი თავისუფალი მაქვს. -როგორც კი ყველა გავიდა მათემ აუდიტორიის კარი დაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა.
-რატომ ცდილობ ჩემს გაგიჟებას?
-მეე? -გაოცებული მზერით შევხედე.
-ხო, შენ. -ხელებით მაგიდას დაეყრდნო და სახე იმდენად ახლოს მომიტანა რომ აზროვნების უნარი დავკარგე, ხელები ყელზე შემოვხვიე და ჩემსკენ უფრო მოვწიე.
-მომენატრე. -პასუხად მხოლოდ კოცნა მივიღე.
-ასე მეორედ აღარ დამიჯდე ლექციაზე, თორემ ძალიან მიჭირს თავის კონტროლი. -ხელებს ვუშვებ და სკამიდან ვდგები.
-მერე ნაშების მეტი რა არის. -თვალს ვუკრავ და გასასვლელად ვემზადები, ზურგიდან რომ მეკვრება და მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ ყელზე.
-სხვა ასე ვერასოდეს გამაგიჟებს. -ხელს მიშვებს და ჩემზე ადრე გადის გარეთ მე კი ისევ ისე ვდგავარ გაშეშებული, რამოდენიმე წუთი.

შემდეგი რამოდენიმე დღე თითქოს თანდათან ყველაფერი ლაგდებოდა, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო, მათე თითქოს თავის თავს ებრძოდა, წამით ყველაფერი კარგად იყო მერე ისევ იცვლებოდა, ვცადე ამაზე გველაპარაკა.
-მათე ეს რამოდენიმე დღეა თითქოს შეიცვალე არ გინდა ვილაპარაკოთ?
-ახლა არა მილა, ახლა არა. -გამაკვირვა კიდეც მისმა უხეშმა ტონმა, მაგრამ რესტორნის გახსნის მოახლოებას დავაბრალე.

უნივერსიტეტში მუშაობის ბოლო დღეს ყველას წარმატება უსურვა და გვითხრა რომ თავისუფალ დღეს გვაძლევდა შეგვეძლო აუდიტორია დაგვეტოვებინა, მე დავრჩი.
-მათე, გცალია?
-ახლა არა, საღამოს ჩემს ბინაში შევხვდეთ. -მათეს ნათქვამზე გულმა რეცხილიყო.

-ისევ არ გითქვამს მათესთვის?
-დღეს საღამოს მის ბინაში უნდა შევხვდეთ და ვეტყვი, მაგრამ რადგან აქამდე ვერ გაიგო იქნებ ღმერთიც მინიშნებას მაძლევს რომ არ უნდა ვუთხრა.
-ნუ სულელობ მილა.
-გული ცუდს მიგრძნობს.
-იქნებ ხელი უნდა გთხოვოს და ეს ორი კვირაა იმიტომ ჩამოგშორდა რომ უნდოდა უფრო რომანტიულად გამოსვლოდა.
-სანდრა შენ მართლა არ გინდა წერა სცადო?
-დამცინე და ნახავ ასე თუ არ იქნება.-ისე იყო რაღაც სიმართლის მარცვალი სანდრას ნათქვამში, იმდენად მომეწონა ეს იდეა რომ მთელი დღე ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან იმაზე ფიქრით რომ მათე ჩემთვის ხელი უნდა ეთხოვა. დედას შევუთანხმდი რომ სანდრასთან ვრჩებოდი და ამიტომ მშვიდად შემეძლო მათესთან წასვლა, ბინასთან მისვლამდე ფეხები მიკანკალებდა, თითქოს მთელი სხეული უკან მექაჩებოდა, ყველა უჯრედი უკან დაბრუნებას მთხოვდა. ზარი დავრეკე მათემ კარი ისეთი მშვიდი და უემოციო სახით გამიღო ლამის უკანმოუხედავად გავიქეცი.
-გთხოვ შემოდი. -ბინაში ნამდვილად არ დამხვდა ის რასაც ველოდი, თითქოს რაღაც ჩამწყდა სხეულში, მათემ მისაღებში დამსვა და ჩვენთვის ჩაი გააკეთა.
-მათე, რაზე უნდა ვისაუბროთ? -უხერხული სიჩუმის დარღვევა ვცადე და გამომივიდა კიდეც, ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ჩემი ხელები თავისსაში მოიქცია და თვალებში მომაჩერდა, იმხელა ტკივილი დავინახე რომ ვერ გავუძელი და თვალები დავხუჭე. მათე თითქოს სიტყვებს ეძებდა როგორ უნდა ეთქვა ჩემთვის, ისე მიჭერდა ხელებს რომ ტკივილს ვერ გავუძელი და გამოვგლიჯე ხელებიდან.
-მილა... არ ვიცი როგორ უნდა აგიხნა ეს ყველაფერი, ისე რომ არ გეტკინოს. -ჩემს ყურს ყველაზე მძაფრად სიტყვა ტკივილი მოხვდა. ვერაფრის თქმა მოვახერხე. -მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო და უყვარდე ისე საოცრად როგორც იმსახურებ, ყველაზე საოცარი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ, მაგრამ... -უკვე გონება მებინდებოდა, ვხვდებოდი ეს საუბარი სადამდეც მიგვიყვანდა ამიტომ მოსმენა არ მინდოდა, მინდოდა არ დაესრულებინა. -მილა, გთხოვ მაპატიე არ მინდოდა ეს მომხდარიყო მეგონა მიყვარდი, მაგრამ ეს უფრო ამოჩემება და გატაცება იყო იმიტომ რომ შენ სხვანაირი ხარ. -ყურებზე ხელი ავიფარე რომ მისი სიტყვები აღარ გამეგო, ათას ნაწილად ვიყავი დამსხვრეული ჩემი ნამცეცები ეყარა მთელ მისაღებში. მათე კი ჩემს ნამსხვრევებზე დადიოდა. ძალის მოკრებას ვცდილობდი მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა ამომივიდა ყელიდან.
-რატომ? -არ მახსოვს როგორ შევაგროვე ჩემი ნამსხვრევები და იქედან გამოვიქეცი, სხეულში საშინელ წვას ვგრძნობდი, ქუჩაში ვიდექი და ჰაერი არ მყოფნიდა, ლამპიონს მივეყრდენი რომ არ დავცემულიყავი, უკვე იმდენად არ მყოფნიდა ჰაერი რომ მეგონა ვერ ვიცოცხლებდი, მათეს ხელი რომ შემეხო, უფრო მეტად მეტკინა.
-მილა გთხოვ ბინაში ავიდეთ, დამამშვიდებელს დაგალევინებ. -გონებას ვკარგავდი ამიტომ მათემ ხელში რომ ამიყვანა შეწინააღმდგების ძალა არ მქონდა, ჯერ სააბაზანოში შემიყვანა და პირი დამბანა მერე კი საწოლზე დამაწვინა, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემეძლო.
-რატომ? რატომ? ... რატოომ? -უკვე ეს სიტყვები ყელიდან ხრიალით ამომდიოდა, დამამშვიდებელმა მალევე იმოქმედა და ჩამეძინა, სიზმარშიც იგივე სცენა მედგა თვალწინ, შუაღამისას გამეღვიძა და იქვე სავარძელში მჯდომ მათეს მივუახლოვდი.
-მინდა სამყაროში ყველაზე მეტად მძულდე, ვერ ვხვდები ასე რატომ მატკინე. -გაიღვიძა და ჩემთან მოახლოება სცადა. -არ გაბედო, არ შემეხო ! -დავუყვირე და ნაბიჯი უკან გადავდგი.
-აქ არაფერი მესაქმება, შენი დანახვა არ მინდა, მინდა ის დრო ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან რომ მეგონა შენ იყავი ის ვინც მჭირდებოდა, ჩემი თავი მძულს ასეთი სუსტი რომ ვიყავი, იმისთვის მძულს რომ მიყვარხარ.
-მილა თუ შეძლებ მაპატიე.
-შენ არა ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, ყველა იმ ღიმილს რაც შენ მოგქონდა, ყველა სიმშვიდეს, ყველა შეხებას. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ ნამდვილი მიზეზი მითხარი რატომ მშორდები. მიღალატე? -მხოლოდ დუმილი იყო მისი პასუხი, მომიახლოვდა და ჩემთან ჩახუტება სცადა, ხელები მკერდზე დავუშინე, ბოლოს თავი მივადე მკერდზე და ჩუმად ამოვიხავლე. -დუმილი თანხმობის ნიშანია, ესე იგი მართლა არ გიყვარდი. -ისევ არაფერი უთქვამს ხელები ჩამოუშვა და განზე გადგა რომ წავსულიყავი. კარებთან მისულმა ბოლოჯერ მოვხედე ალბათ იმ იმედით რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო.
-არ მიღალატია. -ხელი სახელურზე გამიშეშდა. -არასოდეს გესმის? ვერასოდეს შევძლებ გიღალატო.
-ის რაც გააკეთე ღალატზე უარესია. -ეზოში ჩასულმა ტაქსი გავაჩერე და სანდრასთან წავედი, კარი რომ გამიღო და ასეთ მდგომარეობაში დამინახა არაფერი უკითხავს უბრალოდ მაგრად მომხვია ხელები და მეორე საძინებელში შემიყვანა, თავი სანდრას მუხლებზე მედო და ცრემლები თავისით იკვლევდა გზას, სანდრა კი მხოლოდ თმაზე მეფერებოდა ისევ არაფერ ამბობდა.
-სიკვდილს ვნატრობ სან.
-ჩუ ეგ სისულელე აღარ თქვა, გადაივლის აი ნახავ მალე მზის ამოსვლა ისევ გაგაბედნიერებს, ხომ გახსოვს ღმერთი ისეთ ტკივილს არავის უგზავნის რის გადატანას ვერ შეძლებ.
-ჩემი თავი მძულს ასე რომ გავსულელდი. -წამოვდექი და ცრემლები შევიმშრალე, საკუთარი თავისგან მიკვირდა ამხელა ძალა საიდან მქონდა მიუხედავად იმისა რომ ათას ნაწილად ვიყავი დამსხვრეული. -გერმანიაში წავალ.
-მილა იქნებ რამოდენიმე დღეში ისევ ისაუბროთ, არ მჯერა რომ ასე უბრალოდ შეგიძლიათ დაშორდეთ, რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს.
-მიზეზი მე ვარ, მე რომელმაც პატარა ბავშვივით დავიჯერე ბედისწერის. მიდი ახლა დაიძინე, მე ვიბანავებ და ხვალ უნივერსიტეტში წავალ, მერე საბუთებს შევაგროვებ. -სააბაზანის საკიდან ნამსხვრევებად ქცეული გასაცოდავებული ქალი მიმზერდა, სწრაფად ვიბანავე და საწოლში შევწექი მთელი ღამე კოშმარები მაწუხებდა, ყველა სიზმარში მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი მათეს არ წასულიყო, დილით სასაუზმოდ რომ გავედი სამზარეულოს მაგიდასთან თათია და სანდრა ისხდნენ ფერდაკარგულები.
-დილა მშვიდობის გოგონებო.
-მილა... -თათიას სიტყვა გაუწყდა.
-არა თათია, არ ღირს წარსულზე საუბარი, ერთადერთი კარგი რაც ამ ურთიერთობამ მომცა შენ ხარ.
-მე დაველაპარაკები.
-არა, არ გაბედო... ჩემს გამო არ გაიფუჭო ურთიერთობა, დამპირდით რომ არაფერს აგრძნობინებთ.

სახლში რთული საუბარი გვქონდა, მამას არ მოწონდა ჩემი წასვლის ამბავი მაგრამ ისე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ მიხვდა ვერ გადამაფიქრებინებდა, მეორე დღესვე დავიწყე საბუთების შეგროვება და ბილეთიც ავიღე. ყველას გამოვემშვიდობე, სანდრას და თათიას არ ვეთმობოდი. აეროპორტშიც კი ყველა მოვიდა ჩემს გასაცილებლად.
ახლაც იგივე შეგრძნება მქონდა რაც მათეს ბინის წინ დგომისას, ბილეთი რომ ჩავაბარე და ესკალატორზე მდგომმა უკან მივიხედე თითქოს მათე დავინახე, მაგრამ მეორედ რომ მივტრიალდი იქ აღარავინ იჯდა, სანამ ყველა მგზავრი ჩასხდებოდა, ილუმინატორის მინას მიყრდნობილი ველოდი რომ მათე შემოვიდოდა შემაჩერებდა, თვალებს ჯიუტად არ ვახელდი არ მინდოდა იქამდე რამის დანახვა სანამ ჩემს ახალ ცხოვრებაში არ შევაბიჯებდი, ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცს ზუსტად ის სუნამო ესხა რასაც მათე იყენებდა თითქოს იმედი მომეცაო ბედნიერმა გავახილე თვალები და გავიხედე მაგრამ ხელში ვიღაც უცხოელი შემრჩა რომელმაც საპასუხო ღიმილით მიპასუხა...


.......

ეძღვნება თამოს, გოგონას რომელიც ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი nancho

სასწაულად კარგად წერ,.ისტორია შინაარსობრივაად ძალიან კარგია.ყველა ემოცია დავინახე და განვიცადე.იმედია მათე გონს მოვა.აააა ,!!რაღაცას მივხვდი,მგონი ჩანაფიქრი გამოვიცანი.,მაგრამ ,წინ არ გაგისწრებ,დასასრულს ,თუ ის სიტყვები უთხრა,მათემ ,მაშინ გავამხე.აბა შეხვედრამდე.მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი nancho
სასწაულად კარგად წერ,.ისტორია შინაარსობრივაად ძალიან კარგია.ყველა ემოცია დავინახე და განვიცადე.იმედია მათე გონს მოვა.აააა ,!!რაღაცას მივხვდი,მგონი ჩანაფიქრი გამოვიცანი.,მაგრამ ,წინ არ გაგისწრებ,დასასრულს ,თუ ის სიტყვები უთხრა,მათემ ,მაშინ გავამხე.აბა შეხვედრამდე.მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის.

მადლობა, ყველა ემოციისთვის რაც განიცადე ❤ მეორე ნაწიკიც უკვე დევს... იმედი მაქვს ისიც მოგეწონება...
პ.ს წერას რაც შეეხება ამისთვის არ მეყოფა არცერთი სიტყვა სამადლობელოდ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი დუ სია

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება.

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი დუ სია
ძალიან სასიამოვნოდ იკითხება.

მადლობა ❤

 


№5  offline წევრი თ. ა.

ძალიან მიხარია რომ აგრძელებ. გვიან აღმოვაჩინე მაგრამ ისე სასიამოვნოდ იკითხება ვერ მოვწყდი. მილა საოცარი გოგოა და ვგულშემატკივრობ. მიყვარს შენი თხრობის სტილი.
მიხარია რომ დაბრუნდი.

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

თ. ა.
ძალიან მიხარია რომ აგრძელებ. გვიან აღმოვაჩინე მაგრამ ისე სასიამოვნოდ იკითხება ვერ მოვწყდი. მილა საოცარი გოგოა და ვგულშემატკივრობ. მიყვარს შენი თხრობის სტილი.
მიხარია რომ დაბრუნდი.

თამ, როგორ მმატებ სტიმულს და როგორ მიყვარხარ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent