შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მეათე თავი)


23-11-2021, 10:11
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 1 728

ზემოთ ავედი და მოვწესრიგდი.მერე ისევ დაბლა ჩამოვედი.ალექსანდრე ისევ მპასუხობდა.ვერ გამეგო რა დაემართა ასე რატომ გავარდა სახლიდან . ქურთუკი ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე.
-თაია რა გჭირს სად მიდიხარ?-გაოცებული მიყურებდა კარში შემოსული ცოტნე.
-ალექსანდრე უნდა მოვძებნო არ ვიცი სად წავიდა.
-თბილისში წავიდა.დამირეკა.
-რა?-შევიცხადე ნუთუ იმის ღირსად არ ჩათვალა რომ ჩემთვის დაერეკა.-მე რატომ არაფერი მითხრა.
-არ ვიცი თაია ,საშინელ ხასიათზე,არ ვიცი რა დაემართა ვიფიქრე ისევ იჩხუბეთ თქო .
-არა ცოტნე ,ხმა არ ამოუღია ისე გავიდა დილას ოთახიდან.
-მაშინ არ ვიცი.შენ რას აპირებ?
-თბილიაში დავბრუნდები.რამეს გავყვები აქიდან?
-კი ტაქსი წაგიყვას მაგრამ აი თუ გინდა ჩემი მანქანის გასაღები გამომართვი ჩვენ წამოვალთ ტაქსით.
-არა ასე საჭესთან ვერ დავჯდები თან ამ გზებზე.გავალ და ტაქსს გავაჩერებ.
-კარგი მაშინ აი ნომერი , ერთი მეზობელი მუშაობს აუცილებლად გიპასუხებს და წაგიყვანს.
-კარგი თუ რამე გაიგო სანდროზე მეც გამაგებინე.-სწრაფად გავიხურე სახლის კარი და გზისკენ წავედი.

-ადგილმდებარეობა ისევ იგივეა ბატონო ლაშა.ჯიპიესს თუ დავუჯერებთ სახლიდან გამოვიდა . სავარაუდოდ თბილისისკენ წავა.
-კარგი მე მივხედავ გადადი მანქანიდან.-გაღიზიანებულმა მიაძახა .მერე კი თავზე ქუდი მოირგო სათვალე გაიკეთა და კაშნე ბოლომდე კარგად შემოიხვია.-მოვდივარ თაია დამელოდე.-გაზს ბოლომდე მიაჭირა.გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა გზას და გოგონას ეძებდა.როგორც კი დაინახა მანქანა ფეხებთან გაუჩერა.

თაია:
ტელეფონი მოვიმარჯვე რომ მითითებულ ნომერზე დამერეკა თუმცა ამ დროს ვიღაცამ მანქანა ფეხებთან გამიჩერა.შიშიშგან ვიწივლე .
-ბოდიში თუ შეგაშინე.-სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა საჭესთან მაგრამ კარგად ვერ გავარჩიე.თუმცა ნაცნობი ხმა ქონდა.
-ვინ ხართ?
-აქვე ვცხოვრობ,თბილისისკენ მიდიხართ?-ხმის წვალებით მელაპარაკებოდა.საოცრად დამძაბა ამ სიტუაციამ.
-არა მადლობა.-ვიუარე რადგან მეშინოდა მისი.
-არ ინერვიულო არაფერს დაგიშავებ.წამოდი ჩაგიყვან.
-არ მინდა ტაქსს დავურეკავ.-ისევ არ ვთმობდი ჩემს პოზიციას.მისი შეხედვა კი შიშს იწვევდა ჩემში.
-ახლა დილაა,ყველას საქმე ექნება არამგონია ვინმეს ეცალოს.-არც ის ნებდებოდა.წამით ვიფიქრე დავთანხმდებოდი მანქანისკენ წავედი თუმცა მისი ხმა იმდენად საშინელი იყო უკან დავიხიე.
-მადლობა ,ჩემით გავაგნებ გზას თუ არადა აქვე ვცხოვრობ არაა პრობლემა.კარგად ბრძანდებოდეთ.-ოდნავ გავუღიმე ზრდილობის ნიშნად და გზა გავაგრძელე.მოულოდნელად აჩქარებული სუნთქვის და სირბილის ხმა მომესმა უკან მივიხედე და ის უცნობი მოსდევდა.ნაბიჯს მოვუჩქარე .ვერ გამეგო რატომ ან ვინ იყო.სიარულს მოვუჩქარე.არ ვიცოდი სად მივდიოდი .სირბილისგან ძალა გამოცლილი სადღაც ტყეში აღმოვჩნდი.ხეს მიყრდნობილი აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქადი.ფეხის ხმამ ისევ შემაშინა.გარშემო მიმოვიხედე და უკან სვლით წავედი .თვალებს ვაცეცებდი დაბნეული.მოულოდნელად რაღაცას დავეჯახე.მკვრივს მაგრამ მივხვდი რომ ეს რაღაც, ვიღაც იყო.უკან მივბრუნდი და ისევ ის იდიოტი დამხვდა.მინდიდა გამელანძღა.ამდენად ავადმყოფი როგორ იყო .მაგრა შიშისგან ხმა არ ამომდიოდა.
-გეგეონა გამექცეოდი?-საზიზღარი ხმით ამოილაპარაკა.
-ვინ ჯანდაბა ხარ?-მივახალე და უკან დავიხიე.გვერდით დაგდებული ხის ტოტისკენ.
-ახლავე განახებ ვინც ვარ-გამოსცრა კბილებში და ქუდის მოიხსნა ამ დროს ტოტისკენ დავიხარე ხელი ვსტაცე მაგრამ ადგილზე გავქვავდი როცა უცნობის მიღმა თურმე ნაცნობი ყოფილა.
-ლაშა!
-კარგია რომ მიცანი,ეგ დააგდე ვერაფერი გადაგარჩენს ჩემგან.-ირონიით წარმოთქვა სიტყვები და ჩემსკენ წამოვიდა.
-არ გაბედო და არ შემეხო გესმის?!
-არაფერი გამოგივა,საბოლოოდ მაინც მოგიშორებ .კომპანიის აქციებს შენით მივიღებ. მერე კი შენი არსებობის ნიშანწყალიც გაქრება.
-მაგას ვერ ეღირსები,იმ ავარიისთვისაც დაისჯები და საკადრის მიიღებ .
-ანუ გაიგე უკვე ხომ?ცოტა ჩამაფლავეს იმ იდიოტებმა თორემ უკვე მკვდარი იქნებოდი.
-ვერ მოესწრები მაგას.ალექსანდრე თავიდან მოგიშორებს.
-გგონია შენ ძაღლით შემაშინებ?ტყუილად გეშავ ჩემზე.ფეხებსაც ვერ მომჭამს ეს ნაძირალა .
-სიტყვები შეარჩიე.
-მოკეტე გოგო .შენნაირი ძუკნა არავის ჭირდება .ხელს ტყუილად მიშლი ჩემსას მივიღებ და თავიდან მოგიშორებ.-ჩემსკენ წამოვიდა ,ხელი კიბისკენ წაიღო და რაღაც ცხვირსახოცი ამოიღო.შეშინებულმა გაქცევა ვცადე მაგრამ დამიჭირა მერე კი სრულიად სიბნელეში გადავინაცვლე.

ალექსანდრე:
გიჟივით მიმყავდა მანქანა ,განადგურებული ვიყავი მისი ასეთი საქციელის გამო.ზარებზე არ ვპასუხობდი.სახლში მივედი არავის ნახვა არ მინდოდა ამიტომ ტანსაცმელი ჩავალაგე და ჩემს სახლში წავედი.რომელიც ჩვენ ორისთვის ვიყიდე ,მეგონა იქ იმ ღამის მერე ერთად ვიცხოვრებდით.მთელი დღე მარტომ გავატარე.დილის მერე მისი ზარები შეწყდა.თითქოს უცნაური იყო მაგრამ მაინც არ გამკვირვებია დიდად.ფიქრისთვის საკმაოდ გრძელი ღამე მქონდა წინ.ყველანაირი ფიქრი მხოლოდ მას უკავშირდებოდა.მასთან გატარებული ყოველი წუთი მახსენდებოდა.გულში სიცარიელის შეგრძნება მქონდა , ამავდროულად ძალიან უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს. თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა რომელიც აუცილებლად გამართდებოდა. შუაღამისას ცოტნემ დამირეკა.დაფეთებულმა ვუპასუხე.
-რა ხდება მშვიდობა გაქვს. ამ შუაღამისას რომ მირეკავ?
-ალექსანდრე თაია ხომ არ იცი სადაა?
-მე რა ვიცი,მანდ დავტოვე მე.-ვუპასუხე გაბრაზებულმა.
-დილას უკან გამოგყვა, ტაქსით წამოვიდა მთელი დღეა ლილე ვერ უკავშირდება.
-არ მაინტერესებს ცოტნე მასზე არაფერი.-განრისხებულმა გავუთიშე ტელეფონი.ალბათ ტკბება თავისი ახდენილი ოცნებებით და მეგობრები სულ არ ადარდებს.გავიფიქრე წამიერად თუმცა გული მაინც იმ აზრისკენ მიდიოდა რომ თაია ასეთი გოგო არაა და ასე ვერ მოიქცეოდა.მთელი ღამე თეთრად გავათენე.მასზე ფიქრებს თავს ვერ ვაღწევდი.დარეკვაც მინდოდა მაგრამ პრინციპებმა თავისი გაიტანა და არ დამირეკავს.დილას მოვწესრიგდი და კომპანიაში წავედი.

თაია:
საშინელი ნესტის სუნი ცხვირში უხეშად მიღიტინებდა.თვალებს ძლივს ვახელ. და არემარეს ვათვალიერებ.უცნობ ადგილზე ვარ.ოდნავ განათებულ ოთახში .ან ვინ იცის იქნებ სარდაფშიც .იმ ჭკუთავადმყოფისგან არაფერია გასაკვირი.ხელები და ფეხები მჭიდროდ მქონდა შეკრული სიცივისგან სულ კანკალმა ამიტანა.ცოტახანში კარები გაიღო და ვიღაც ახმახი შემოვიდა.
-მიდი ეს შეჭამე.ხელებს გაგიხნითი ოღონდ ჭკვიანად იყავით გთხოვ.-სრულებით არ ჩანდა ისეთი საშიში განწყობის როგორიც შეხედულება ქონდა.
-არ მინდა.-ვიუარე მაგრამ საშინლად მშიერი ვიყავი.
-არ გინდათ სიჯიუტე ბატონი ლაშა არაფერს მოგცემთ ამიტომ სანამ შესაძლებელია მიირთვით .-ხელები შემიხსნა და უკან დაიხია.-მალე დავბრუნდები.-მომაძახა და კარი გაიხურა.სულ ცოტა შევჭამე .ფეხებიც გავითავისუფლე ჩვილი ხბოსავით მერეოდა ფეხი სიარულის დროს .
-ამდენის უფლება არ მაქვს ქალბატონო თაია.-ოთახში შემოვიდა ისევ ის ახმახი.
-ეგ რას ნიშნავს.?
-არ მინდა ამის გაკეთება მაგრამ ხელები ისევ უნდა შეგიკრათ ბატონი ლაშა მომკლავს რომ მოვა და ასე დავინახავთ.
-რატომ მუშაობ მასთან-საკმაოდ გავუშინაურდი.
-სხვა გზა არ მაქ ,მამაჩემს დიდი ვალი დაუფარა ახლა კი მე მიწევს მასთან მუშაობა...ძალიან არ მოვუჭერ-ფრთხილად შეკრა თოკები.
-ის მაინც მითხარი სად ვართ?
-მცხეთაში ვართ .მეტს ნურაფერს მკითხავთ.-მორიდებით გადმომხედა მერე კი კარში გაუჩინარდა.

ალექსანდრე:
კომპანიაში მივედი იმის მიუხედავად რომ ახლა მუშაობის თავი სულაც არ მქონდა.მთელი დღე კაბინეტში საბუთებში ჩაფლულმა ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა . წასასვლელად ვემზადებოდი კაბინეტში ცოტნე რომ შემოვიდა.
-ალექსანდრე უნდა გელაპარაკო.
-რა ხდება ცოტნე?
-თაიას ეხება.მეორე დღეა არავინ იცის სადაა.არც ქალაქში ჩამოსულა.
-არ მაინტერესებს გაიგე .მიხედავს თავისთავს.-ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-არ გეკითხები რა მოხდათქო.უბრალოდ გამაგებინე სადაა და მერე თქვენი საქმე თავად მოაგვარეთ ყველა ნერვიულობს უკვე.
-გამაგებინე მე რატომ უნდა ვინერვიულო მასზე მისთვის არავინ ვარ.გამოჩნდება.-კაბინეტი დავტოვე ისე რომ არაფრის თქმა არ ვაცადე.სახლისკენ წავედი.გზაში კი არჩილმა დამირეკა რაც საკმაოდ გამიკვირდა.
-გისმენთ ბატონო არჩილ.
-ალექსანდრე შვილო თათიას ვერ ვუკავშირებით .ხომ მშვიდობაა გამაგებინეთ.
-მე..არ ვიცი ,სადაა გავარკვევ და ვეტყვი დაგირეკოთ.
-კარგი დაველოდები შენს ზარს.-ტელეფონი გავუთიშე და ახლა მეც ავნერვიულდი . სახლამდე რამდენჯერმე ვცადე მასთან დაკავშირება.თუმცა ამაოდ.უკვე ძალიან ვღელავდი.

თაია:
მთელი დღე ამ სიცივეში გავატარე .ნეტავ ალექსანდრეს თუ ვადარდებ.ან თუ მეძებს საერთოდ.მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემზე ფიქრობს მას ხომ ვუყვარვარ.მან ეს მითხრა და მე მისი მჯერა.ახლა ამ წამს საშინლად მენატრება.მისი შეხებაც,მისი კოცნაც მისი ხმაც კი.როგორ მინდა ახლა მის მკლავებში ვიყო .იქ ხომ ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს.ცრემლები მომაწვა .მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე.გონს კარის ხმამ მომიყვანა.
-ოოო ქალბატონო თაია.აბა როგორ გიკითხოთ.
-მეზიზღები არამზადა მიმიფურთხებია შენნაირი კაცისთვის .-ზიზღით ვუყურებდი თავზე მდგომს.
-ენა აკონტროლე.-იღრიალა გაღიზიანებულმა.
-არა კაცი ხარ,ბოლო დონის არამზადა.
-გააჩიმე ენათქო.
-თორემ რა...რას იზავ ?-ყვირილს არ ვწყვეტდი.-შენნაირი ვირი არ მინახავს არასდროს.იდიოტი ხარ თუ გგონია რომ ამ ყველაფრით რამეს შეცვლი არაფერი შეგრჩება .
-გაჩუმდითქო-იღრიალა და ვიგრძენი მარჯვენა ლოყა როგორ ამეწვა.სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა.ყელში მოწოლილი მძიმე ბურთი ძლივს გადავყლაპე .ტკივილისგან ყვირილი მინდოდა.-ხმას აღარ ამოიღებ ამის შემდეგ.-აშკარად კმაყოფილმა ამოილაპარაკა.
-არაფერი შეგრჩება -მივაძახე და სისხლის გემო დავაიგნორე რომელიც ყელში მქონდა .
-ქალბატონო თაია, კარგად ხართ?-კარში თავი შემოყო იმ ახმახმა.
-კარგად ვარ-ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები თუმცა სიამაყე დანებების საშუალებას მაინც არ მაძლევდა.
-ჯაბა მანდ რას აკეთებ?-იღრიალა ლაშამ.
-არაფერს კარი ღია იყო და უნდა მომეხურა.
-ფეხებში ნუ მედები.ტელეფონი მომეცი ჩემი გაითიშება .ბატონ ალექსანდრეს გავაგებინოთ მისი საყვარელი ცოლის ბედი.-ბოროტულად გაიცინა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.შიშმა ამიტანა .ემოციურად და ფიზიკურად ძალაგამოცლილი გავხდი.ერთადერთი იმედი სანდრო იყო.რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანდა.

ალექსანდრე:
სახლში მივედი თუ არა ჩემი ტელეფონიც აზუზუნდა.უცხო ნომერი იყო.თავიდან ვიფიქრე არ ვუპასუხებდი რომელიმე ინვესტორი იქნებათქო თუმცა თაია გამახსენდა და მაშინვე ვუპასუხე.
-გისმეთ.!
-როგორ მშვიდად მპასუხობ ბატონო ალექსანდრე.
-რომელია ხარ?
-შენი ღამის მოჩვენება.-ახითხითდა ტელეფონში და ხმაც მეცნო.
-ლაშა ხაჩიძე რა სიკვდილი გინდა.?-გავღიზიანდი საშინლად.
-დამშვიდდი თუ გინდა რომ შენი გოგო იხსნა მშვიდად იყავი.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ .
-გარიგრბა მაქ,აქციებს მომცემ ან პარტნიორობა დაითხოვ და მარტო ჩემთან დადებ შეთანხმებას.მე კი შენს გოგოს გავუფრთხილდები.მაგრამ ვერ დაგპირდები რომ კარგად.
-მოგკლავ შენი...ამოღერღე სად ხარ არამზადა.
-გგონია გეტყვი სად ვარ.
-მაინც მოგაგნებ.
-თვეები დაგჭირდა გაგეგო რომ ავარია მე მოვაწყვე და გგონია ახლა მიპოვი? ძალიან ცდები.
-შენ მოაწყვე?.
-ნუ გიკვირს...ჩემს წინადადებაზე იფიქრე გულედანო.-ისე გათიშა ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘ ვეღარაფერი ვუთხარი.გონს მოვედი თუ არა მაშინვე ჩემს ადვოკატს დავურეკე
-ბაჩო ავარიის საქმეზე რა ხდება ამიხსენი.-ცოგებს ვყრიდი გაღიზიანებული.
-ბატონო ალექსანდრე,რამდენიმე დღის წინ სასამართლოდან დაგირეკეთ მაგრამ არ უპასუხეთ თუ გაითიშა არ ვიცი.მერე მე დამირეკეს ვერც მე დაგიკავშირდით.ამიტომ ქალბატონ თაიას დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი.
-რა აუხსენი.
-გამოძიება ლაშა ხაჩიძის კვალზე გავიდა სწორედ მისი დაკვეთით მოხდა ავარია.სავარაულოდ სამიზნე ქალბატონი თაია.
-ამის დედაც...ახლა მისმინე თაია გაიტაცა მაგ არამზადამ ყველაფერი გააკეთე რომ იპივვო სადაა და გამაგებინე.
-დაახლოებითი ადგილმდებარეობა გვაქვს , მცხეთაში მაგრამ ქალბატონი თაია თუ ყავს გატაცებული არ ვიცი . გავარკვევ და ზუსტ მონაცემებს მოგაწვდით .
-დროულად იმოქმედეთ.-ტელეფონი გავუთიშე თუ არა ცოტნეს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე .მალევე მოვიდა ყველაფერი ავუხსენი.
- რამდენს ბედავს.ახლა რა უნდა ვქნათ.
-არ ვიცი ,ველოდები და ეს ლოდინი ჭკუიდან მშლის .
-დაწყნარდი ვიპოვით.-ცდილობდა სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო.

თაია:
მალევე ისევ ოთახში შემოვიდა.ისევ კმაყოფილი სახე ჰქონდა.
-შენს პრინცს ველაპარაკე.იმედია ჭკვიანად მოიქცევა. თუ არადა იცი რაც მოგივა.
-შენი არ მეშინია.-ვუპასუხე გულმოსულმა.
-ცდები.უნდა გეშინოდეს.შენ აზრზეც არ ხარ რისი გაკეთება შემიძლია.-ჩემსკენ დაიხარა და თავისი ბინძური ხელები სახეზე ჩამოისვა.
-ნუ მეხები-თავი გვერდით გავწიე.
-თუ მინდა შეგეხები და თუ მომინდა მეტსაც გავაკეთებ გესმის.ამას ვერ ამიკრძალავ თან საკმაოდ მადიანად გამოიყურები დარწმუნებული ვარ საწოლში ბევრად უკეთესი ხარ.
-არც გაბედო მომეკარო გესმის .-არ ვიცი საიდან ასეთი სითამამე მაგრამ ალბათ თავდაცვის ინსტიქტმა თავისი გაიტანა.
-ბოლოს ჩემი გახდები დაიმახსოვრე.-ისებ თავისი ბინძური ხელებით მეხებოდა სახეზე.
-შენი არასდროს გავხდები გვიანია უკვე ყველაფერი.
-მაგასაც ვნახავთ თაია დორეულო მაგასაც ვნახავთ-საზიზღარი დამმცინავი სახით მომშორდა და კარი ძლიერად გაიხურა.იმდენად იმოქმედა მისმა სიტყვებმა გონება დანები და შიშისგან.ხელები და ფეხები საშინლად მტკიოდა თვალებს ძლივს ვახელდი.მთელი ღამე თეთრად გავათენე არავინ შემოსულა და არც არანაირი ხმა არ ისმოდა .
დილა უარესი იყო უძილო, მშიერი, მწყურვალი და ხახუნისგან გადატყავრბული ხელებით ძლივს ვცდილობდი გონს ვყოფილიყავი და გონება არ დამეკარგა.სავარაულოდ შუადღემდე ასე გავატანე მერე სრული სიბნელე იყო.
-ბაჩო გონს მოიყვანეს და წყალი მიეცი.არ დავუშვებ ასე ადვილად მოკვდეს.-ბუნდოვნად ჩამესმოდა ლაშას სიტყვები.მერე კი ძლიერად გაიხურა კარი.
-ქალბატონო თაია...გონს მოდით -გამწარებული სწრაფად მაგრამ ფრთხილად მირტყამდა სახეში ხელს.თვალები ზლაზვნით გავახილე-როგორც იქნა -აღმოხდა გახარებულს.-წამოჯექით ხელებს შეგიხსნით.და წყალი დალიეთ.-თოკები სწრაფად მომხსნა და წყალი მომაწოდა.ცოტა გონს მოვედი.კარისკენ წავიდა .გაიხედა და როცა დარწმუნდა რომ არავინ იყო ისევ ჩემთან მოვიდა .
-რატომ მეხმარები?-ამოვხედე დაბნეულმა.
-არ ვიცი,იქნებ იმიტომ რომ მინდა ლაშას ვიღაცამ საკადრისი პასუხი აგებინოს იმაზე რასაც აკეთებს.
-და გგონია მე ამას შევძლებ?
-თქვენ არ ვიცი მაგრამ თქვენი ქმარი ნამდვილად გააკეთებს ამას-დამაჯერებლად გადმომხედა .
-მან არც კი იცის სად ვარ.-ამოვილაპარაკე ნაწყენმა.აქამდე აუცილებლად მოვიდოდა რომ ცოდნოდა სადაც ვარ.
-მაგას მე მოვაგვარებ.გუშინ ჩემი ტელეფონით დაურეკა ლაშამ ბატონ ალექსანდრეს.აი გამომართვი მგონი ეს ნომერია.-ტელეფონი გამომიწოდა.-როგორც გითხარი მცხეთაში ვართ.ქალაქში არა შესასვლელში ტყესთან ახლოს მიტოვებულ სახლში.მეტი არაფერი ვიცი დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.
-რამდემად კარგი ადამიანი ხარ?უნდა გენდო?-დაეჭვებულმა ავხედე.
-თუ აქიდან თავის დაღწევა გვსურს უნდა მენდოთ.-ძალიან გულწრფელი ჩანდა ტელეფონი გამოვართვი.-გარეთ ვიქნები.-მომაძახა და კარისკენ წავიდა.სწრაფად დავრეკე მითითებულ ნომერზე.მისი ნომერი მართლა არ ვიცოდი ზეპირად.ამიტომ ბედს მივენდე.რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ ახლა რაღა გინდა ხომ იცი მაინც გიპოვი ლაშა ხაჩიძე.-საოცრად გაღიზიანებული ხმა ქონდა.სიტყვას ვერ ვამბობდი.მისი ხმის გაგონებისას ცრემლებმა მძლია .ამდენ დღიანი სისუსტე ერთიანად მომაწვა.
-ჩუმად რატომ ხარ ?ისეთი ხარ შენი ე დაგებულ მახეში გაემბევი იცოდე და....
-სანდრო...-ამოვთქვი ტირილით.
-თაია შენ ხარ?..თაია სად ხარ მითხარი..-სწრაფად მისვამდა კითხვებს.-თაია ხან გამეცი.
-მცხეთაში ვართ სანდრო... გთხოვ წამიყვანე აქიდან..
-დამშვიდდი არ იტირო გთხოვ ,გიპოვი თაია აუცილებლად გიხსნი მაგ იდიოტის ხელიდან.
-ცუდად ვარ ძალიან,მეტს ვეღარ ვუძლებ.
-არა არ დანებდე შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ.
-მე,სადღაც ტყეში ვარ,მიტოვებულ სახლში.ქალქთან ახლოს.
-კარგი ჩემო პატარა გიპოვი მალე ჩემთან იქნები.
-ძალიან გთხოვ მალე მოდი .-ამოვისლუკუნე.
-არ იტირო გთხოვ.ძლიერი ხარ ხომ იცი.
-ძალიან მიყვარხარ ალექსანდრე.
-მეც ძალიან მიყვარხარ თაია-ოდნავ გაეღიმა ხმაზე შევატყე.
-ქალბატონო თაია ლაშა მოვიდა.უნდა გათიშოთ.-ოთახში შემოვიდა ბაჩო.
-სანდრო უნდა გავთიშო,მოვიდა.
-მშვიდად იყავი გთხოვ.მალე შენთან ვიქნები.
-მჯერა სანდრო.-ტელეფონი გავუთიშე და ჩემს ადგილას დავუბრუნდი.
-ბაჩო სად ჯანდაბაში ხარ.-იღრიალა ლაშამ.
-აქ ვარ-გამოეპასუხა და კარისკენ წავიდა.
-როგორ არის.?-გადმომხედა ამრეზით.
-ძალიან სუსტად.ვერაფერს ჭამს.
-არაუშავს მტანჯველი სიკვდილი დიდი პრივილეგიაა-გადაიხარხარა და ოთახი დატოვეს.

ალექსანდრე:
როგორც კი თაიას გავუთიშე მაშინვე მისკენ წავედი.არ ვიცოდი ზუსტად სად მივდიოდი მაგრამ გული მიგრძნობდა რომ სწორ გზას ვადექი.გზაში პოლიციას შევატყობინე ყველაფერი.საღამო იყო ტყისკენ გზას მივიკვლევდი.მანქანა დავტოვე და გზა ფეხით გავაგრძელე.რაღაც შენობას მივადექი.წინ მანქანა იყო გაჩერებული.დარწმუნებული ვიყავი რომ თაია იქ იყო .ახლოს მივედი თუ არა,ფეხქვეში მიწა გამომეცალა გასროლის ხმამ ადგილზე გამაქვავა.


-----------
ცოტა პატარა თავია ბოდიშს გიხდით.სიტუაცია მეტის საშუალებას არ მაძლევდა.გპირდებით მალე იქნება ახალიც.



№1 სტუმარი ნი-კე

კი პატარა თავი იყო და ასევთქვათ დაუმთავრებელი აზრით...მაინც საინტერესოდ წავიკითხე... მალე დადე ხოლმე შემდეგი თორემ ეს ლოდინი ძალიან მოსაბეზრებელია..წარმატებები

 


№2 სტუმარი ნი-კე

აბა გელოდები შემდეგი თავი სადაა????

 


№3  offline წევრი lamazi tvalebi

დღეს იქნება აუცილებლად ♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ასე უცაბედად რამ ფაგუჟა ბატონი ალექსანდრე,ძალიან კარგი თავი იყო მომეწონა მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent