სიძულვილიდან სიყვარულამდე (თავი ll)
(თავი მეორე) ორშაბათი რათქმაუნდა საზიზღარი დღეა, უნდა ადგე თბილი საწოლიდან და ისევ და ისევ თავიდან დაიწო კვირა, თავიდან გაუცრუო იმედები მშობლებს, ხელახლა შეიგრძნო შენი მინუსები და საბოლოოდ შედეგი ვერ დადო. იკას ძახილმა გამაღვიძა, უნივერსიტეტში გაყვანას მთხოვდა. -ისევ დაამტვრიე მანქანა? -ხო, მაგრამ ამჯერად ჩემი ბრალი არ იყო. გუშინ ესე ძაან რატო დათვერი მშვიდობა გაქვს? ისე მკითხა თითქოს ფხიზელზე მქონდა დალაგებული ცხოვრება. -დილის 8საათზე ცხოვრების განხილვა არ დამიწყო გეხვეწები. ჩაიცვი და ნახევარ საათში გავიდეთ. იკას ბავშვობიდან ერთი მინუსი ქონდა. როცა ვინმე მოწონდა და სერიოზულად უყურებდა, სისულელეების კეთებას იწყებდა. თავს ბოლომდე უძღვნის, ჩუქნის ათასნაირ სისულელეს, ეჭვიანობა გამვლელებზეც და ნერვებ მოშლილი სწრაფად ატარებს მერე. თავში დამარტყა რომ ახლაც ეგ ნიშნები ეტყობოდა. ავდექი ჩავიცვი და ყველაზემეტად რასაც ვერ ვიტან ის გავაკეთე. თავს შემოვუძახე რომ კარგად ვარ. არადა ხომ ყველა ხვდებით როგორც ვიყავი. ნაბახუსევი, უიმედო და ასევე უნივერსიტეტში შუალედურები…. მოკლედ დანარჩენი თქვენით მიხვდით. იკა ბოლო კურსზეა ასერომ მალე დაამთავრებს უნივერსიტეტს. სულ რაღაც 2 თვეც და საზღვარგარეთ რომელიმე იდიოტურ ქვეყანაში გაიქცევა მშობლებისგან შორს. მეკიდევ 3 წელი ამ ტანჯვას უნდა გავუძლო. მოკლედ რამდენიმე წესი მაქვს. პირველი: არასდროს ვთხოვნი ჩემს მოტოს არავის. მეორე: თავისტკივილის მომასწავლებელ ხალხს პირველივე წამში ვაგდებ ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ როცა შენი ძმაა, გიწევს ატანა. უკან მოვისვი და საბოლოოდ მივიყვანე დანიშნულების ადგილას. სანამ დამემშვიდობებოდა ვკითხე: -ვინარის ახალი გოგო? -აი საიდან ხვდები ხოლმე? -შემთხვევით 19 წელი ხომ არარის რაც გიცნობ? და ჩემი ერთადერთი ძმა და ყოველი დღის თავისტკივილი ხომ არ ხარ? -შენი კურსელია. მაგრამ არ გეტყვი სახელს. ვაგვიანებ მოკლედ გამომივლი მერე? -ვეცდები. დავემშვიდობე და ჩემს უნივერსიტეტში მივედი. იცით როგორი შეგრძნებაა როცა 40 კურსელიდან მხოლოდ 2თან გქონია მთელი წლის განმავლობაში დიალოგი? ასე მგონია არავის ვიცნობ. არა მართლა არავის ვიცნობ. სახელებიც კი არ ვიცი. რთული იქნება იმ გოგოს ამოცნობა როცა არც სახელი ვიცი და არც ის თუ როგორ გამოიყურება. ძნელიააა…. FBI-ის თანამშრომლოს როლი უნდა მოვირგო. თითქოს სადარდებელი მაკლდა, ახლა იკასგამო კიდევ ერთი დამემატა. ვინ არის ის იღბლიანი ამჯერად ნეტა? მოკლედ 38დან ნახევარი გოგოა. 18-19 გოგოდან ერთის ამოცნობა რამდენად შეუძლებელია? დავფიქრდი, აქამდე როგორი გოგოები მოწონდა იკას. მივხვდირო შავგრემანი ხუჭუჭები იზიდავდა. სათვალეებით და უბრალო სტილით. თუმცა მაინც ლამაზები და იდეალურები იყვნენ. 18 გოგო. 18პოტენციული საცოლე. უნდა ვიპოვო. გვყავს 3 ხუჭუჭა და 2 ნაკლებად(ტალღოვანი თმით). სამივეს გავიცნობ. უეჭველად ვიცნობ…. მოკლედ ორი მათგანი იმდენად საშინელები იყვნენ რომ გამორიცხულიიყო იკას მოწონებოდა. მერე იმაზეც დავფიქრდი ძალიან ხომარ გავუტიე, და ავადმყოფურად ხოარ ჩავაცივდითქო მაგრამ ვერ მოვისვენებ რომ არ გავიგო ვინაა. ვინ ვინ ვინ და ყველაზე მეტად ვინც გემოვმებაში ჯდება სალოა. სალო სალო… ჰმმ აბა ვნახოთ: ყავისფერი, ტალღოვანი თმა. ტატუები. სათვალეს არ ხმარობს მაგრამ სამაგიეროდ ლინზები უკეთია მხედველობოსთვის. ეტყობა რომ უყვარს ბარები-კლუბები, დიდად სტილით არ გამოირჩევა. მუსიკა მასაც ჩემსავით მოსწონს მაგრამ ძალიან ჩუმია. არამგონია იკას ის მოწონებოდა. მოკლედ სალოც გავიცანი. საინტერესო ისიყო რომ მიცნო. ნუ რა საკვირველია მისი კურსელი ვარ. მევარ ის ვინც არავის იცნობს. საბოლოოდ ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და ძალიან გავუგეთ ერთმანეთს. ყავაზე დამპატიჟა და შემომთავაზა უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. საინტერესოა მართლა. ძველმოდურია ჩემსავით. ბევრ რამეს ვერ შეატყობ გარედან. თუმცა ახლოს ყველაფერი მოგეწონება. შესაფერისია იკასთვის. ახლა მშვიდად დამეძინება. იმდენად გავერთე ამ გოგოს ძებნით რომ საბოლოოდ შუალედურზე დაბალი ქულა ავიღე. არაუშავს ხდება ხოლმე. უნივერსიტან გამოსვლისას იკას დავურეკე თუმცა არ აიღო. მარტოსული ადამიანის პრობლემა ის აროს რომ როცა რამე გაქვს მოსაყოლი დღის ბოლოს… საერთოდ არავინ არის ვინც მოგისმენს. უნივერსიტეტთან ავტობუსის გაჩერებაზე სალო დავინახე, მივედიდა შევთავაზე ახლა წავაულიყავით ყავის დასალევად. მოტოთი ჩემს საყვარელ კაფეში მივედით რუსთაველზე. ყავა დავლიეთ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა რაღაც მაკლდა. ბოლომდე მაინც არვიცოდი თუ ის იყო ვისაც ვეძებდი. მუსიკას ვაკრიტიკებდით, ზოგი მოგვწონდა. ფილმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს და გამვლელებზე ისტორიებს ვიგონებდით, ჩვენიაზრით როგორი ცხოვრება ქონდათ და არას საქმიანობდნენ. -აი იმ კაცს შეხედე. უეჭველი ტაქსაობს და შახლში ცოლშვილი ელოდება. სალომ ზუსტად 10იანში მოარტყა. კაცმა მანქანის კარი გააღო და ტაქსის ტრაფარეტი შემოდო მანქანის სახურავზე. -გოგო რო მოდის ხედავ? შეყვარებულთან პრობლემებიაქ ახლა გაჩერდება ტელეფონს შეამოწმებს და ცოტახანი დაელოდება თუ მოვა. მერე მობეზრდება და წავა. მე რათქმაუნდა შევცდი. ტელეფონს დახედა და დაელოდა კიდევაც თუმცა… ბიჭი გამოჩნდა. თვალი მარყუებდა თუ გონება ვერ მივხვდი მაგრამ ეს ის ბიჭი იყო ვინც სახლიდან გაპარვაში დამეხმარა. საერთოდ რატომ გადავძვერით ჩემი ოთახიდან იმ დღეს ვერ ვხვდები. ალბათ შემეძლო პირდაპირ კარიდან გასვლაც თუმცა დედაჩემი რომ დაინახავდა ბიჭთან ერთად გავდიოდი უეჭველად საქორწინო კაბის შეკვეთას გადაწყვეტდა იმავეწამს. ვერ მოვედი აზრზე ის იყო თუ არა. უცებ ბიჭმა ჩვენსკენ გამოიხედა და სალოზე შეაჩერა მზერა და მერე ჩემზე. ალბათ მიცნო. გოგოსთან საუბარი გააგრძელა. რაღაც მიაწოდა და ცივად დაემშვიდობა. ჩვენსკენ წამოვიდა და სალოს თბილად მიესალმა. -აი ყველას ველოდი და შენ არა…მოდი შემოგვიერთდი ცოტახნით. სალოსაც გაუხარდა მისი ნახვა. -როგორ ხარ სალ. წინა კვირას როგნახე გეჩქარებოდა და ვეღარ გკითხე რასშვები. - არაფერს ტვინი მაქვს ახდილი და ჩემი ახალი მეგობარი მეხმარება დამშვიდებაში. - საინტერესოა. არ გამაცნობ შენს მეგობარს? მე სულელს მეგონა მიცნო. - უი ბოდიში სუ გავითიშე. ეს ვიკაა გაიცანი. ვიკა ეს დიმიტრია თუმცა ასე მხოლოდ პასპრტში უწერია. ჩვენ დენიელს ვეძახით. - ვიკა ანუ ვიქტორია ხო? - მართალი ხარ. - სასიამოვნოა. თავი როგორ გაქვს? მიცნო…. -არცისე ცუდად. ყავა ყველანაირ ნაბახუსევს შველის. -იცნობთ ერთმანეთს უკვე? სალო დაიბნა. - ამას ცოდნას ვერ დავარევდი. სახელიც კიარ მითხრა ბოლოს რომ ვნახე. - არც გიკითხავს. თითქოს არაფერი მაგრამ რაღაც უცნაური იყო ასეთი სიმშვიდე მისგან. უცებ მიმტანმა ფეხი მის სკამს წამოკრა და სულ ოდნავ დენიელს გადაესხა. თან უბრალოდ წყალი იყო. ისეთი წამოფრინდა და ხელით მკერდზე მიარტყა. -წინ იყურე ბიჭო, რისთვის გიხდიან? აი ხოვთქვი ეს სიმშვიდე უცნაური იყოთქო. თავქარიანი უტაქტო და უხეში ვირია. წყლის ორ წვეთზე რა ამბავი მორთო. უცებ ჩვენ შემოგვხდა და დაგვემშვიდობა. უნდა გავიქცეო. -გამიხარდა თქვენი ნახვა და ბოდიშით ამ სიტუაციისთვის. იმედია კიდევ შევხვდებით. კარებიდან გასვლამდე ბართან მივიდა და რაღაც გადაიხადა. ჩვენი წასვლის დრო რომ მოვიდა და ანგარიში მოვითხოვეთ მიმტანმა გვითხრა რომ უკვე გადახდილი იყო.როგორი სასიამოვნოც აე უნდა ყოფილიყო ეს მობოდიშების ჟესტი მაინც ვერ გადამაფიქრებინებდა რო ვირია. კაფიდან მე და სალომ ფეხით გავისეირნეთ და გზაში დენიელზე მომიყვა. მშობლები არ ყავდა. ნუ ყოველი შემთხვევისთვის აქ არიყვნენ. ბავშვობიდან თავქარიანია სულ სადისტობებს აკეთებს და ჩხუბობს. მოკლედ კლასიკური შარიანი ბიჭია. ეხლა ის მომენტია როცა ცუდ ბიჭი უნდა მოეწონოს კარგ გოგოს მაგრამ არა. ჯერ კიდეგულს მირევს. მამა ციხეში ყავს. დედა ადრე გარდაეცვალა ძალიან. მამამისი სულ ახალ ახალ დანაშაულს ჩადის და ამიტო ვერ გამოაღწევს ალბათ დიდიხანი ციხიდან. მოკლედ სალომ მაგრაად გაჭორა თუმცა ცდილობდა დაენახებინა რო რეალური მიზეზები ქონდა დენიელს თუ რატო იქცეოდა ასე უხეშად. სახლში მისვლისას ცოტა არიყოს დავფიქრდი. თითქოს ინტერესი გამიჩინა. განა მომეწონა ან რამე. არა, საერთოდ არ მილბიბდა გულს მისი ასეთი წარსული. უბრალოდ დავინტრიგდი ჩვენთან ასეთი წყნარი რატომ იყო და იმ დღესაც ჩემთან ასეთი მშვიდი არუნდა ყოფილიყო თუ ზოგადად ვირია. დამავიწყდა მეკითხა თუ საიდან იცნობდა სალო მას. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს იმედი მაქ რო მეორეჯერ აღარ შემხვდება. ჩემს ძმას მივუჯექი რაღაცას კითხულობდა და შევაწყვეტინე. -ლამაზია. -რა? ვერმიხვდა რაზე ვსაუბრობდი. -რა კიარა ვინ, ლამაზი გოგოა. კარგი გემოვნება გაქ ნამდვილად. -ვიზე საუბრობ? -იმ საიდუმლოზე დილით რომ დამიმალე. სახელის გაგება ასეთი რთული გგონია? სხვათაშორის ბევრი ტატუაქ. -საიდან გაიგე ვინიყო? -მეწყინა… ასეთი სულელი გეგონე? იქნებ მართლც იფიქრა რომვერ გავიგებდი თუ ვინ იყო? მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს გონებაში ჯერკიდევ ერთი ვირი მყავს და ვერადა ვერ ვცემ ჩემსთავს კითხვაზე პასუხს თუ რატომ იყო ლმობიერი ჩემთან. საღამოს ბავშვები, კურსელები და უბრალოდ ნაცნობებიც პატარა საღამოს აწყობენ პირველი კურსის დამთავრების აღსანიშნავად. არადა კარგად იციან რომ ჯერ ადრეა ეს სიხარული და კიდევ 1 კვირა დარჩა. ვუყურებ გარდერობს და ვფიქრობ რა ჯანდაბა ჩავიცვა. არმინდა ზედმეტად გამოწყობილი და გადატვირთული მივიდე მითუმეტეს რომ იმდენი უცხო ხალხი იქნება და ვიღაც ამეკიდება უეჭველად ვიცი. ავიღე თეთრი უბრალობრეტელებიანი მოკლე სარაფანი და ამჯერად ტაქსით მივედი სასტუმრომდე. დღეს უნდა დავლიო და ნაღდად არ მექნება მოტოს თრევოს თავი. მერე ამ ფიქრებში გართულს უცებ ვიღაცამ მხარზე მომიკაკუნა. სალო იყო. -შენც აქ ხარ კიდევ კარგი. მეგონა არ მოხვიდოდი და მარტო მომიწევდა იქ ჯდომა… ვა, ჩემი ნახვა დიდიხანია არავის გახარებუა ასე. როგორი სასიამოვნო ყოფილა. -სახლში უსაქმურად ჯდომას ჯობს დავლიო. -წამოდი წამოდი. არავის იცნობ აქ? -შენ გიცნობ და მეტი რათ მინდა. გავუღუმე თითქოს დაქალობის დასაწყისი იყო ისე. კაბები შევუქეთ ერთმანეთს კომპლიმენტებით ავავსეთ ერთურთი და ავდეით სულ ბოლო სართულზე აუზთან, სადაც ყველა სვამდა ეწეოდა და ნუ ხომ ხვდებით ყველანაირ საზიზღრობას აკეთებდნენ. რომ დავინახე რაც ხდებოდა მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი და აქ არიყო ჩემი ადგილი. -აი არყის დამლევი ნაღდად არვარ. სალოს დალევა აშკარად არ უყვარდა. -მაგარ რაღაცას გასწავლი. არყის მეტი ვერაფერი თუ ვერ ნახე, დაჭრილი ლიმონი და შაქარი მოითხოვე ცალცალკე. მერე აიღე ერთი ნაჭერი ლიმონი და ამოსვარე ამ შაქრით ბოლომდე, გადაკარი და მიაყოლე შაქრიანი ლიმონი არაყს…. ესეც შენი ტკბილი სასმელი… მაგარი ლითივით კი ვესაუბრებოდი და თან ვაჩვენებდი როგორ უნდა დაელია, ერთი გადავკარით, ორი, სამი…. მეტი აღარ დამითვლია. დავლანდე რომ გოჰოები აუზში ჩახტნენ მეკიდე მთვრალზე მომინდა პირველად რომ სიგარეტი მომეწია. ავდექიდა სრულიად გარტყმით რომელიღაც აივანზე გავედი თავისუფალი ნომრიდან. გადავდექი და ხედს გადავხედე. ცივი მიავი მესიამოვნა. თუმცა მთვრალს რას მომეკითხებოდა ცივი იყო თუ ცხელი ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. კოდევ კარგი გათიშვამდე არ დავლიე. უცებ გვერძე აინვნიდან მესმის ვიღაცის ხმა სანთებელა ხოარგაქვსო. გავუწოდე. სიბნელეში ვერ დავინახე ვინიყო. მოუკიდა და გადმომაწოდა. მერე საუბარი გავაბით, სახელები არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მოვუყევი როგორ ავიკეწე პირველად მოპედზე, მომიყვა როგორ დაეღუპა და,მის უკან იჯდა თურმე და ავარიაში მოყვნენ. მისი და ვერ გადაარჩინეს თუმცა თვითონ გადარჩა. ბოლოს მითხრა მას ძალიან გავხარო და ყველაფერი დაბნელდა. მეტი არ მახსოვს. ცოტახანში სიმთვრალიდან გამოსვლა დავიწყე და გავაანალიზე რომ ტვალეტში იატაკზე ვზივარ და წინ სალო მიზის. უნიტაზში თავი გადაყო რესკად და დაიწყო ხელმეორედ გულის არევა. მეკიდე ვცდილობდი გამეხსენებინა ის სახე სიბნელეში რომ მელაპარაკებოდა. 2 საათი სადღაც დაიკარგა. სადღაც გაქრა. საერთოდ ვერვიხსენებ ის ორი საათი რა ხდებოდა. ღამის 2საათზე სალოს უკვე მიეძინა და იმ ოთახში დავაწვინე სადაც მე ვეწეოდი აივანზე. ცოტა რომ გამოვფხიზლებულიყავი ზემოთ აუზთან ავედი. კიდეზე დავჯექი და ფეხები წყალში ჩავყავი. მერე მიმოვიხედე და ყველა თავის სტიქიაში იყო მე არც ვჩანდი მოფარებულში ვიჯექი ამიტომ გადავწყვიტე რომ გაცურვა კარგი იდეა იქნებოდა. ჩავედი, გაყინულ წყალში და ჩავყვინთე. ამოვყვითე და კიდეზე ვიღაცის ფეხს კინაღამ ავარტყი თავი. -ჯანდაბა . ბოდიში…. დენიელი? აქ რას აკეთებს? ან მაინცდამაინც მერომ ჩავედი მაშინ რატომ ჩამოვიდა და მომიჯდა აქ? - არვიცოდი აქ თუ იჯექი. - ეგ არაფერი. მთავარია თავით არ შემასკდი. - ხო კიდევ კარგი. ფეხებს ვერ ვიტან. შეგიძლია გაწიო? - ჰმმ, მეგონა ფეხების ფეტიში გქონდა და მოგხიბლავდი. - საზიზღარი ხარ. ამის თქმა დიდად არ ესიამოვნა თუმცა თიმილი მაინც არ მოიშორა სახიდან. აუზიდან ამოსვლა რომ ვცადე ხელი გამომიწოდა მეგონა ამიყვანდა მაგრამ აყვანის მაგივრად ისევ უკან ჩამაგდო. ა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვირია. მეორე მხრიდან ავედი პირსახოცი მოვიხვიე და გაშრობა დავიწყე. მერე მომიახლოვდა სკამზე ჩამოჯდა და მითხრა- - ბოლოს რაც გითხარი…. დაივიწყე. წამიერად ზედმეტად ბევრი გაგანდე ისეთები რაც არუნდა გცოდნოდა. - რაზე მესაუბრები? ბოლო ორი საათი საერთოდ არ მახსოვს. - მთვრალი იყავი? არ გეტყობოდა. - კი, სიმთვრალეს კარგად ვმალავ. - კოკლედ ამის თქმა მინდოდა… დაუცებ გონება განათდა….. აი რატომიყო ჩემთან ასე მშვიდად. მის დას ვაგონებ. - ასე რატო იქცევი? - როგორ ასე? - ჩემთან მშვიდი ხარ და სხვებთან . - რაზე საუბრობ? მე შენთანაც ისეთივარ როფორიც სხვებთან. - სისულელეა. მაღდად ვიცი რაზეც ვსაუბრობ და გეუბნები. ან ისეთი იყავი როგორიც რეალურად ხარ ჩემთან. ან კიდე სხვებთან შეეშვი თავის მოჩვენებას ვითომ უგულო ხარ. გადაწყვიტე გინ ხარ ბოლოს და ბოლოს. ავდექი და სალოს ჩავაკითხე. ლოგინზე დაწოლისასმივხვდი რომ ტანსაცმელი ზემოთ დამრჩა. გამთენიის 4 საათია. ნომერზე კაკუნის ხმა გავიგე, ავდექი გავაღე და ჩვენი კურსელები დამხვდნენ. ორივე ბიჭი იყო. -რახდება? -ესენი ზემოთ დაგრჩა, შენია ხო? -კი ჩემებია. მადლობა ბავშვებო. -ხომარ გეძინა? -არა ვერვიძინებ. - წამოდი ჩვენთაბერთად გოგოებსაც ღვიძავთ. თან არავინ გიცნობს და გაგიცნობდით უკეთ. - კარგი იდეაა. სალოს დატოვება არმინდოდა თუმცა მას ისე ღრმად ეძინა რომ ვერც გაიგებდა ჩემს წასვლას. ნომრის კარები მივხურე და დერეფანში გავყევი ბიჭებს რომლებიც რომელიღაც ნომერში მიმიძღოდნენ …. ნელნელა სვლა შევანელე. ამდენ ბიჭს ნომერში რატომ მივყვები? რაღაც არასასიამოვნოდ მოხდა ეს ყველაფერი. ოთახის კარი გაიღო და შიგნით არცერთი გოგო არ ჩანდა. - სად არიან გოგოები? - მალე ჩამოვლენ ოთახებში არიან. - იქნებ ჯობს გარეთ დაველოდო? დერეფნის ბოლოდან ვიღაც მოდიოდა თუმცა არ გამიხედავს ვინიყო. - ნუ სულელობ მალე ჩამოვლენ, მაქამდე შემოდი დაჯექი და გოგოებიც მოვლენ. ნუღელავ… - არა იცი, მგონი ჯობია რო დაველოდო მანდ მარტო ჯდომა არმინდა. - მარტო არიქნები ჩვენ აქ რისთვის ვართ? მეორე ქერათმიანმა ამოიღო ხმა. იმდენად უსიამოვნოდ და იმდენად საშინელი ტონით მითხრა რომ სახლში წასვლა მომინდა. უცებ ვიღაცის ხელო მეხვევა მხარზე საფეთქელზე მკიცნის და მეუბნება - აი სად ყოფილხარ. ამდენი გეძებე პატარავ. მეგონა ოთახში დამხვდებოდი… (ბიჭების გასაგონად მეუბნება) წამოდი დავისვენოთ თორე ვევრი დავლიე მგონი. ცოტახანს ჩერდება, ბიჭებს უყურებს და მერე ზურგზე ჩუმად მიჩქმიტა იმის ნიშნად რომ გავყოლოდი. - ჩვენთან აპირებდა შემოსვლას ძმაო შეეშვი. - შენრა მეუბნებირო ჩემს შეყვარებულს შვეშვა? - შეყვარებულია? არვიცოდით. - რამე პრობლემა გაქვს? - არა არანაირი. აბა თქვენიცით… ბიჭებმა კარი აგრესიულად მიკეტეს და ჩვენ გზა ჩემი ნომრისკენ გავაგრძელეთ. მერე ნომერში შემომყვა და სალოს გვერძე წამოწვა. მართლა ყარდა სასმლის სუნად. თავში ხელი წამოვარტყი და მივაძახე არ მჭირდებოდა შენი დაცვა უბრალოდ შიგნით ლოდინი არ მინდოდათქო. წამოხტა და აივანზე გამათრია.კარი მიიხუეა და მხრებზე ჩამავლო. აივნის კიდეს ისე მიმაყუდა გეგონებოდა სადაცაა გადამისვრისო. -ხვდები მაინც რა უნდოდათ შენგან??? -უბრალოდ გაცნობა უნდოდათ! -უბრალოდ გაცნობაა….. სულელი ხარ თუ ვერ ხვდები რო გოგოები არ აპირებდნენ ჩამოსვლას! -შენ მეუბნები რო ჩემს შეტყუებას ცდილობდნენ ოთახში? რისთვის??? -ძაან კარაგდ ხვდები როსთვისაც. მე როარა ხვალ დილით მთელს შენს კურსს ეცოდინებოდა რო ამ ღამით შენ მათთან შეხვედი და მეტს არც არავინ დაინტერესდება ეგრევე ყველა ერთ რამეს გაუფიქრებსს!!!! -რააას???! -იმასრო შეგაცდინესსს, აი ამაას! უკვე ყვირილში გადავიდა, მეკიდე ბავშვობიდან მძულს როცა მიყვირიან და ეგრევე გულს მტკენს ოდნავი მაღალი ტონიც, მის ამ დაყვირებაზე კი ცრემლები წამომივიდა… სულელი ვარ რანაირად დავანახე როგორ ვტიროდი. -მოიცა გთხოვ, არმინდოდა… არმინდოდა გესმის? არმინდოდა ეგრე გამომსვლოდა. მაპატიე. შორს გაიწია აივანს ხელებით დაეყრდნო, დადუმდა ერთი წუთით. მერე აივნის კიდეს ფეხი მიარტყა და ოთახში შევიდა მომაძახა ბოდიშიო და ნომრის კარიც გაიჯახუნა. დილის 5 საათზე ძვლივს ჩამეძინა. მაქამდე კი მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემზე ზრუნავდა ისე როგორც შეეძლო, მართალია ცუდი გზებით მაგრამ მაინც დამიცვა. უბრალოდ იმას ვერვხვდებოდი თუ რატო ცდილობდა ეჩვენებინა ყველასთვის რომ უგულოა. (მესამე თავი მალე დაემატება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.