შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი! (I ნაწილი)


13-12-2021, 15:25
ავტორი Mæra
ნანახია 2 858

,,სიყვარულით, მარიამი!'' ძალიან ძველი ისტორიაა, 7-8 წლის წინ სხვა ნიკით რომ ვწერდი ამ საიტზე, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა ატვირთული. ძალიან ბავშვური და ბანალური ისტორიაა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ.



-გავისეირნებ და მოვალ, - შევძახე დედას სამზარეულოში, ჟაკეტი მოვიცვი და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას. ისეთი ჩახუთულობა ვიგრძენი სახლში, ვეღარ გავძელი და გამოვიქეცი,თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა სახლში მოტრიალე ჰაერს. ხვალ სამსახურში უნდა წავიდე, ვფიქრობდი ჩემთვის, რა უაზრობა იქნება, ისევ ყავა, ჩაი, ჭორაობა, არანაირი სამუშაო, მხოლიდ უშნო ყბედობა..
ფიქრში გართულმა უცბათ გავიგე მანქანის მკვეთრი დამუხრუჭება და ვერც კი შევნიშნე, როგორ აღვმოჩნდი უცხო მანქანაში, უცხო ადამიანთან და გააზრებაც ვერ მოვახერხე, რატომ ვიყავი ასეთ სიტუაციაში.
-უკაცრავად!-ძალიან მშვიდად მივმართე საჭესთან მჯდარ პიროვნებას, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი,-შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება?
-მოგიტაცე, -ასევე მშვიდად გაისმა ძლიერი, ყელისმიერი, დამჯდარი ბგერები.
,,ამას რომ გავუძალიანდე, რა აზრი აქვს, მხარ-ბეჭი სკამის საზურგეზე განიერი აქვს,- შევათვალიერე უცხო მამაკაცი და ჩემ გაფიქრებულზე გამეცინა. ახლა რომ დავუწყო ლაპარაკი არ მომისმენს, გაღიზიანდება და ავარიაში უნდა მოვყვე, ჩამიყვანს ალბათ სადმე და მერე დაველაპარაკები,-ვუხსნიდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გაღიზიანება, გაბრაზება და შიში ჩამეცხრო.
ესეც ასე, ოცდამეერთე საუკუნეში, 25 წლის გოგონა გამიტაცეს, არადა სამსახურში წასვლას გადამარჩინა ამ უცნობმა , მხოლოდ ამიტომ ვიყავი მისი მადლიერი.
-სახელი მაინც გეთქვა, -გავუშინაურდი გამტაცებელს.
-ა, ისა, ხო სულ დამავიწყდა -ლუკა, ლომსაძე-მითხრა დაბნეულმა და ჩემი ტონით შეცბუნებულმა, სარკეში დავინახე, როგორ თრთოდა მისი დიდი წითელი ბაგეები...
გვარიც კი არ მეცნობა, რატომ მომიტაცა, ვინაა საერთოდ?-ნერვები მეშლებოდა და თან მეცინებოდა...
მანქანა საკმაოდ ნელა მიჰყავდა, თითქმის სულ გზას უყურებდა, მხოლოდ ხანდახან გამომხედავდა სარკედან და მეც მაშინვე მშვიდ მზერას ვუსწორებდი.
უცებ მანქანა გზიდან გადაიყევანაა და გააჩერა.
-დიდი მოძრაობაა, მე კიდე მეძნება, ახლა ვერ ვივლი, -მითხრა და მომიტრიალდა, მანქანაში ანთებულ მკრთალ შუქზე ვარჩევდი მის მამაკაცურ ნაკვთებს. წითლად მოელვარე მსხვილი ტუჩები ოდნავ შესამჩნევლად გაპობოდა, გამჭირვალე ღია ყაავისფერი თვალებით, რომელიც ღრმად იჯდა თავის ქალაში გამომცდელად და გამომწვევად მიყურებდა, ოდნავ გამოწეული ცხვირი და წვერი ხაზს უსვამდნენ მის კაცურ სახეს. ამას უეჭველი შევეშალე, გავიფიქრე გონებაში და გავაანალიზე, რომ არასდროს არ მოვწონებივარ კარგი შესახედავ ბიჭებს, იყვნენ რამდენიმე მაგრამ ეს ნამეტანია, არა არა აუცილებლად შევეშლებოდი. გამეცინა
-რა გაცინებს?
-არაფერი!-დავუსერიოზულე და თაფლისფერი თვალები პირველად შეხვდა მის ყავისფერ თვალებს. დაიწყო სენტიმტალური ტრიოლეტები, თავი გადავაქნიე. ისე რამდენი ხანია მამაკაცი არ მყოოლია? 1, არა 2, 3 წელია, ვის ვატყუებ საერთოდ არ მყოლია მამაკაცი. ისევ გამეცინა და თან ჩემ თავზე გავბრაზდი..
-მიანც არ მეტყვი რატომ იცინი? ან რანაირი რეაქცია გაქვს?
-ადეკვატური, ხელ-ფეხის ქნევას ვერ დავიწყებდი, გავიზარდე მაგისთვის.
-გეწივლა მაინც..
-რისთვის? პირი რომ აგეკრა და მთელი დღე პირაკრული ვმჯდარიყავი?
-არ გეშინია?
-ტაქსებში ყოველთვის უცხო მამაკაცთან ერთად ვმგზავრობ, მაგრამ არ მეშნია, თან აქეთ მხარეს არასდროს ვყოფილვარ და პატარა ექსკურსია გამოვიდა..
-იქნებ შენ მოკვლას ვაპირებ.
მხრები ავიჩეჩე.
-მაშინ ახლა აქ არ ვიქნებოდი, მკველელები მხოლოდ იმათ აწამებენ დიდხანს გატაცებით ვინც უძალიანდებათ.
-ის მაინც გეკითხა ვინ ვარ.
-ეგ გკითხე, ლუკა, ლომ-ლომსაძე.
-არ გიკითხავს რას წარმოვადგენ.
-ეგ არც მაინტერსებს.
-არ გაინეტერსებს რას წარმოადგენს შენი ქმარი?-მითხრა ძალიან სერიოზულად.
-არადა მანიაკს არ გავხარ!-ვუთხარი და წარბები ზემოთ ავზიდე.
-არც ვარ, მე იმას გეუბნები რაც სინამდვილეშია.
-შენ არ ხარ ჩემი ქმარი!
-სამაგიეროდ მალე ვიქნები,-მითხრა და თვალი ჩამიკრა, მანქანიდან გადმოვიდა, ჩემ გვვერდით დაჯდა,- შენ კი ჩემი ცოლი იქნები. მთელი ღამე ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, მანქანის ტარება მაინც მცოდნოდა, მოვპარავდი გასაღებს და... არადა კარგი ბიჭია და ასე რამ გაამწარა.. რა გატაცებები მოიგონა.
დილით რომ გავიღვიძე, ვიგრძენი თავი მაგარ საგანზე მედო, ეს საგანი კი ლუკას მხარი აღმოჩნდა.
-დილა მშვიდობისა!
-ასეთი მშვიდობიანი დილა არასდროს გამთენებია, უცხო მამაკაცის მხარზე,-გავაქნიე თავი უკმაყოფილოდ და სასწრაფოდ მოვშორდი.
დამიჭირა და ჩამიხუტა..
რა ბანალურია,-კინაღამ ვიყვირე.
-კინოს იღებენ? სად არიან კამერები? იქნებ ნორმალლურად ამიხსნა რა ხდება?
-რაღა აგიხსნა, ცოლად უნდა მოგიყვანო, ამიტომ წამოგიყვანე ჩემთან ერთად.
-ვაფშე აზრზე არ ვარ ვინხარ, ციდან ჩამოვარდი ასე უცბათ?
-ხო იცი ვინ ვარ, ლუკა ლომსაძე და დანარჩენი შენ არ გაინტერსებს.
-სახლში დამაბრუნე, მორჩი ამ სულელურ თამაშს.
-რა ვქნა, უცბათ მოხდა ყველაფერი, სახლში ვერ დაგაბრუნებ, არამგონია კონცერტები მოაწყო, მაგრამ რომც მოაწყო მაინც ვერ დაგაბრუნებ.
-ხისთავიანი ხარ!
-მადლობა! - წინა სავარძელზე მოთავსდა და მანქანა დაძრა.
-ბიჭო გამოვედით, ხოდა შენ მოამზადე ხო მანდაურობა? კაი ძმა, მოვალთ ერთი-ორ საათში.
ისევ წყნარად გავყურებდი ფანჯრიდან გარემოს, ხეთა რიგს მივყვებოდით უსასრულად და უსასრულო, უსასრულოდ და უსასრულად..
რომ გამეღვიძა საწოლში ვიწექი,თავი მტკიოდა და დაღლილობის შეგრძნება მაწუხებდა ხმა არ ამომიღია, ვცადე ძილი შემებრუნებინა, ფიქრებმა
გამიტაცა და ისევ ძილს მივეცი თავი. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ძილ-ბურანში გავიგონე ორი შეშფოთებული ხმა:
-ბიჭო რაც ჩამოვედით სულ ძინავს.
-მოგიტაცონ და ნახავ საერთოდ თუ მოგინდება გაღვიძება,-ცდილობდა ეხუმრა ჩემთვის უცხო ხმას.
-მოიცა რაა, აუუ რა სჭირს? ჩემი ბრალია რაა, რო იტაცებ რას იტაცებ, გაუსკდა მგონი გული...
-აუუ ექიმი ხო არ ამოვუყვანო ტოო, ან ხო არ ჩავუყვანო ექიმს?
-ეე რა გაახურე რაა, გაიღვიძებს აბა რას იზავს, დაღალა მგზავრობამ.
-საჭმელი არის?
-კი, აბა მშივრებს ხო არ დაგტოვებდით შეჩ.
-ააუუუ გაჩუმდით, ფარდები გააფარეთ და მაცადეთ ძილი, ამოვიკვნესე და მხარი ვიბრუნე.
-ცოცხალია, ტოო!
-აუ გცემ ანდრო უნამუსო ვიყო! გაეთრიე დროზე.
-ლუკააა!
-ხოოოო,- ვიგრძენი საწოლზე დაჯდა და თმებზე დამიწყო ფერება.
-ხო გითხარი გაჩუმდით და ძილი მაცადეთთქოოო!
-აუ რა ბუზღუნა ცოლი მყავს ტოო,-გაეცინა მას და ჩემს ლოყაზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები.
-ცოლს გაჩვენებ მე შენ,- ავიქნიე ხელი, თითქოს ამხელა კაცს ჩემი ხელი დააფრთხობდა.
-აუ სულ ნუ ბუზღუნებ რაა, ბოლოსდაბოლოს მესამე დღეა რაც ჩემი ცოლი ხარ.
-მერამდენე?-სრულიად გამოვფხიზლდი და საწოლში წამოვჯექი.
-2 ღამეა გადაბმულად გძინავს გული გამიხეთქე რა აღარ ვიფიქრე.
-მაგარია,-გავიზმორე, -ასე ვიცი ჰაერს რო შევიცვლი ხოლმე.
-ეეე, გეთქვა რაა, მეთქი ,,გავისწროკე'' და ეგაა.
-მაინც მოგიწევს სროკზე წასვლა, გატაცებისთვის.
-არ გშია?
-აუუ, კი, რაა.-დავმანჭე სახე.
-სადმე გავიდეთ და წავიხემსოთ გინდა?
-ლუკა, არ გინდა სახლში დამაბრუნო?-ვკითხე კაფეში მაგიდასთან რომ დავსხედით
-არა!-მითხრა სერიოზულად და მიმტანს ანიშნა მენიუ მოეტანა,-რას შეჭამ?-მკითხა და კერძების ჩამონათვალს თვალი გადაავლო.
-აღარ მშია, მადლობა,-მკვახედ ვუთხარი და მაგიდას დავაშტერდი.
-2 დღის უჭმელი ხარ.
-არაუშავს 30 დღე უძლებს ადამიანი უჭმელობას,-ვუთხარი ირონიულად.
-არ დაიწყო რა ძალიან გთხოვ, რომ გითხარი ჩემი ცოლი უნდა გახდე, ესეიგი გახდები კიდეც და ეს საიკითხი მეორედ აღარ განიხილება.
-და მე რატო არაფერს მეკითხები?
-ვიცი შენი პასუხი რაც იქნება და იმიტომ. ძალიან გთხოვ სახლში არაფერი გითქვამს და აქ ნუ გამართავ კონცერტებს.
-არც ვაპირებ,-გავღიზიანდი, - მანქანაში დაგელოდები,-წამოვიწიე ასადგომად, მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა.
-აქ იქნები ჩემ გევრდით და საჭმელს შეჭამ.
ჯიური მზერა გავუსწორე მაგრამ ამან არ გაჭრა და მეც მორჩილად დავესვენე სავარძელში.
მადა სულ დამეკარგა, მაგრამ რომ არ მეჭამა საბოლოოდ დავკარგავდი ძალებს, ამიტომ ლუკას დავემორჩილე და ცოტა, მაგრამ მაინც მივიღე საკვები.
-ასე თუ ჭამე გახდები, მე კი არ მინდა გამხდარი ცოლი,-მითხრა და უსირცხვილოდ ამათვალიერა.
დავუბღვირე და მანქანაში უსიტყვოდ ჩავჯექი.
-აუუუ ცოტა მიიწიე რაა,-თავზე წამადგა ტრუსიკისამარა ლუკა თავისი ბალიშით,-იცი რა მოუხერხებელია იმ დივანზე წოლა? მითუმეტეს, თუ იცი რომ გვერდით ოთახში შენნაირი ქალი წევს, თან კომფორტულ საწოლზე.
-თუ არ ვცდები ეს საწოლლი ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი,-ნახევრად მძინარე თვალები გავუსწორე და დარცხვენილმა თვალები დავხარე, მისი ასეთი ფორმაში დანახვისას. ჩემი ლოყების სიღაჟღაჟე არ გამოპარვია და საყვარლად ჩაეღიმა.
-მიიწიე, მიიწიე, მე და შენ აქ თავისუფლად დავეტევით.
-არა იყოს, შენ აქ დაიძინე, მე შენს ,,საწოლში’’ დავწვები.
-ოოო, დაეტიე რა სადაც წევხარ, ხელით გადამაგორა კედლის მხარეს და გვერდით მომიწვა. ტანში სირცხვილისგან და შიშსგან ერთიანად ამახურა, პირველად ვიყავი მამაკაცთან ასე ახლოს, ასეთ სიტუაციაში, კიდევ კარგი ის ვერ ხედავდა ჩემს ერთიანად გადაწითლებულ სახეს. სისხლში ჰორმონებმა საგრძნობლად მოიმატა, მას შემდეგ, რაც ჩემს წელზე მისი მძიმე ხელი დაეშვა. ვცადე გადამეწია, მაგრამ ძალიან მაგრად მიჭერდა, კედლისკენ მივიკუჭე და თვალები მაგრად დავხუჭე. ცოტახანში ისევ გავიბრძოლე.
-ტყუილად ფართხალებ, ანკესს ძლიერად ყავხარ დამაგრებული.- ყელში ვიგრენი მისი ტუჩების სითბო და ამაზე ღრმად ამოვისუნთქე.
ოღონც ახლა გადავრჩე,-ვამბობდი გულში,-ოღონდ ახლა არაფერი მოხდეს..
ძალიან მალე ყელთან ახლოს ლუკას სუნთქვა დამშვიდდა, მივხვდი დაეძინა, მეც ჩამთვლიმა.
დილით ვიგრძენი, რომ ბალიში საგრძნობლად გამაგრებულიყო და იმის აღმოჩენამ რომ ლუკას შიშველ მკერძე მედო თავი და ცალი ფეხით მის ფეხში გავხლართულიყავი, ხოლო ერთი ხელი მის წელზე გადამედო, ისეთი საშინელი სირცხვილი და შეშფოთება მოჰგვარა ჩემს სხეულს და სულს, ლამის ცუდად გავხდი. ლუკას თითები ნაზად ეფერებოდა ჩემს თმას.
-გაიღვიძა ქალბატონმა,-სიცილით მითხრა,როცა საწოლში დაფეთებული წამოვჯექი.
-გადი, უნდა ჩავიცვა,-ვუთხარი დაბნეულმა და ვეცადე საწოლიდან გადამეგდო.
-ჩემს გარემოცვაშიც კარგად გამოიცვლი,-მითხრა და ისე ვნებიანად შემომხედა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე,-კარგი ხო გავალ,-საწოლიდან ადგა და კარებისკენ გაემართა, კარებში მისულმა კიდევ ერთხელ გაიბძოლა,-თუ მაინც დავრჩე?-მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და კარებს იქით გაუჩინარდა, მაშინვე კარებს მივვარდი და გასაღებით გადავკეტე, მასვე მივეყუდე და დაწყნარება ვცადე გული საგულედან რომ არ ამომვარდნოდა.
-ცოტაც გაუძელი, -ვბუტბუტებდი, -სულ ცოტაც და სახლში იქნები. მალე მობეზრდები აი ნახავ, მიხვდება რომ შენთან არაფერი გამოუვა და საკუთარი სურვილით დაგაბრუნებს საიდანაც წამოგიყვანა.-ვამშვიდებდი ჩემს თავს. ისევ საწოლში ჩავეშვი, არ მქონდა ადგომის სურვილი, არ მინდოდა გავსულიყავი და ლუკას კმაყოფილ ღიმილს გადავყროდი, კყმაყოფილს იმით რომ ღამე მასზე გადახლართულს მეძნა.
მთელი დღე ხმა არ გამიცია ლუკასთვის, ან რა უნდა მეთქვა, ისიც დუმდა, სადილი მოვამზადე, შიმშილით თავს ვერ მოვიკლავდი, როგორც ჩანს ლუკას მოეწონა, ერთ ჭამაზე შეჭამა ერთი ქვაბი. სააბაზანოში რომ შევიდა, დრო ვიხელთე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, თან ჩემთვის ვღიღინებდი რაღაც მელოდიას. წელზე სველი ხელების შეხებამ უკიდურესობამდე შემაშინა, დანას, რომელსაც ვრეცხავდი ხელი დავავლე და უკან სწრაფად შევბრუნდი.
-ჰო ჰო ჰო, არ გინდა ახლა ნუ მომკლავ, -უკან გაიწია ლუკა.
-ფრთხილად იყავი, პირსახოცი არ შემოგეხსნას,-დავუბღვირე მე და დანა ხელში შევათამაშე.
-ფრთხილად შენ იყავი, რომ არ შემომეხსნას, მერე კი ვეღარსაც დამიძვრები. ყურადღება აღარ მიმიქცევია ისევ ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე.
დავწექი, ის იყო დაძნებას ვაპირევბდი, ლუკა საწოლზე დაეპერტყა და მხარ-თეძოზე წამოკოტრიალდა.
-ბავშვი მინდა ტო.
თვალები არ გამიხელია ისე ვუპასუხე.
-მერე მე რა ვქნა.
-ეეე, ბავშვი მარტო არ კეთდება.
-მერე მე რა ვქნა?-გავუმეორე კითხვა.
-რა უნდა ქნა და,-მითხრა ვნებიანად, - უნდა დამეხმარო გაკეთებაში,-ლოყაზე მაკოცა და საჩვენებელი თითი ჩააყოლა ჩემს სხეულზე.
-ლუკა შემეშვი რაა, ბევრის უფლებას აძლებ შენ თავს.-ხელი ვკარი.
-აუ, ვერ გავიგე რა გინდა რაა, -წამოვარდა ყვირილით.
-მე ჩემს სახლში მინდა. მინდა, როგორც ყოველთვის მარტოს მეძინოს ჩემ საწოლში და არა ვიღაც უხცო მამაკაცთან. მინდა ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს,-მეც ყვირილზე გადავედი,-შენ თავს უნდა ჰკითხო რა გინდა, მე დიდი ხანია გავერკვიე ჩემს
,,მინდაებში’’.
-მე შენთან მინდა!-მითხრა სრული სერიოზულობით და საწოლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.
-არც გაბედო, არ გაბედო მოხვიდე, მომიწვე გვერდით და შემეხო. ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედო, ხმის გაცემაც კი!-ვყვიროდი ბოლო ხმაზე. ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით წავიდა და კარები მოუჯახუნა.
გულმა უცნაური ხინჯი მიყო, სული შემეხუთა, ვეღარ ვსუნთქავდი, მეგონა ფილტვებიდან მთელი ჟანგბადი ამოტუმბეს, ვცდილობდი პირით მესუნთქა, არაფერი გამოდიოდა, გულის მხარე მეწვოდა, ფილტვებიც მეწვოდნენ, ასეთი რამ არასდროს დამმართნია.
დამშვიდდი, უბრალოდ სპაზმია, არაფერი მოგივა დამშიდდი და გადაგივლის, მთავარია დამშვიდდე, ეს იმიტომ დაგემართა ამხელა სტრესი რომ მიიღე ამ ამბებისგან. დამშვიდდი,- შთავაგონებდი ჩემს თავს და გულზე მწარედ ვიჭერდი ხელებს, მინდოდა ამომეგლიჯა მკერდიდან, მინდოდა აღარ მეგრძნო ის ტკივილი, რასაც ვგრძნობდი. ვერანაირად ვეღარ ვსუნთქავდი, თვალებში დამიბნელდა, რაღაც დამაბრმავებელ ნათებებს ვხედავდი, ყურები მიწუოდა. ორგანიზმს ვეღარ ვგრძნობდი, ვეღარ ვაკონტროლებდი, ტვინიც მეთიშებოდა, შევეცადე ავმდგარიყავი, რომ ლუკასთვის დამეძახა, მაგრამ ავდექი თუ არა საშინელი ტკივილი ვიგრენი მთელს სხეულში და გონებადაბინდული ხმაურიანად დავეცი ძირს.
-ლუკა, გონზე მოდის, -სადღაც შორიდან მესმოდა უცნობის ხმა,-ნუღა ნერვიულობთ, ხომ გითხრაით შიშის მომენტი გადავლილია უკვე.
-დიდი მადლობა ექიმო,-შორიდანაც კი ვარჩევდი შეშფოთებას მის ხმაში.
-ეს წამლები მიეცი, თუ იგრძნო რომ ისევ ეწყება შეტევა, რაც არამგონია. ჩაის მაგივრად ეს ნაყენი მიიღოს, დაამშვიდებს და უთხარით, რომ არაფერზე ინერვიულოს, ამან მდგომარეობის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. მე წავალ, თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ,-უცნობმა, რომელიც ექიმი აღმოჩდნა, მონოლოგი დაამთავრა და სავარაუდოდ წავიდა.
ხელზე სიმძიმე ვიგრძენი და თვალები, რომ გავახილე წვეთოვანის აპარატს გადავაწყდი.
-ველური ხარ!-ძლივს გასაგონად ვუთხარი ლუკას,- შეგშინებოდა მაინც და საავადმყოფოში წაგეყანე.
-ხო გაიგე ექიმმა რა თქვა , შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ნუ ამ ეტაპზე მაინც.
-ჩემზე ზრუნავს ბიჭი,-ვთქვი ირონიულად.
ლუკა ოთახიდან გავიდა, მე კი ისევ ჩათვლემა ვცადე, მაგრამ ვერანაირად მოვახერხე, ფიქრებმა გამიტაცა, მაგრამ ერთ რამეზე ვერ ვფირობდი, ხან ერთი ფიქრი გამიტაცებდა ხან მეორე..
ჩემმა ხმამ გამაღვიძა, საშინლად შემეშინდა... ფილტვებში საშინელ წვას ვგძნობდი ისევ ვერ ვსუნთავდი, მაგრამ ამჯერად გულისარეში აღარ მიგრძვნია წვა. ლუკა სასწრაფოდ წამოვარდა სავარძლიდან.
-რა მოგივიდა ?ძალიან გტკივა? რა გტკივა? მოიცა წამალს მოგცემ.-თავგზაარეული დარბოდა ოთახში,-აი ეს გამომართვი, წყალი კარგად დააყოლე, - აი ასე, კარგი გოგო ხარ. სულ არ გაგიარა? აუუუ, აუუ, თავს მოვიკლავ ტოო, ნუ მაშინებ რაა.
ხელში ამიტაცა და გულზე მიმიკრო,-აუუ ჩემი ხელით წაგიყვან ექიმთან, ოღონც მასე ნუ მექცევი, ხმა ამოიღე, ძალიან გტკივა?
-ცოტა გამიარა,-ძლივს წარმოვთქვი, რომ დამემშვიდებინა, მივხვდი მართლა ძალიან ღელავდა.
სავარძელში ჩაჯდა, ჩემიანად. მყარად ეჭირა ერთი ხელი ჩემს ხერხემალზე, მეორეთი მტკივან ადგილებს ეფერებოდა. თავი მის მკერდს მივადე და გავინაბე, მხოლიდ ტკივილის ცრემლები მომდიოდა თვალებიდან და კვნესა აღმომხდებოდა.
-კიდე ძალიან გტკივა? მოიცადე იმოქმედებს წამალი, აი ნახავ ძალიან მალე იმოქმედებს.- ბუტბუტებდა ის, მე კი სლუკუნს ვერ ვწყვეტდი, გაგიჟებამდე მეწვოდა ფილტვები, -ექიმმა თქვა სპაზმიაო, აუუ მაპატიე რაა, არ მინდოდა რამე მოგსვლოდა, ძაან გთხოვ, მაპატიე რააა, აი ვიცი მაგრად გძულვარ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემ პატიებას შეძლებ, ასე რო გატკინე,- მარჯვენა ხელის თითები მკერდზე ჩამოვუსვი და თვალები დავხუჭე, - ძალიან არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ისე მშვიდად შეხვდი ამ ყველაფერს, არ ვიცოდი ასე თუ იმოქმედებდა. მაპატიებ? - ბოლო სიტყვები მესმოდა ძალიან შორიდან, თითქოს სპეციალურად კიოდნენ რომ ჩემთვის ხმა მოეწვდინათ, თითქოს სირენების სმენასწამღები ხმები ყოფლიყოს... ჩამეძინა.
ისევ მის კალთაში ვიწექი. შევხედე მის დაღლილ თვალებს და გავიფიქრე: ო ღმერთო , რატომ ქმნი ასეთებს?!
-დღესვე უნდა დავბრუნდე სახლში.
-როგორც გინდა,-მითხრა უემოციოდ და თმაში ხელი შემიცურა, შუბლზე მაკოცა და მუხლებიდან გადამსვა,-უკეთესად ხარ?
-კი ლუკა, მადლობა!-დაღლილი თვალებით შევხედე და თმა გვერძე გადავიწიე.
-გაემზადე და წავიდეთ.
საპირფარეშოში შევედი და ცოტათი თავი მოვიწესრიგე. გამახსენდა გუშინდელი ღამე, ლუკას შეშფოთება, მზრუნველი ხმა და წამით დარჩენა მომინდა, მერე ჩემ თავს გავუბრაზდი უცნობ მამაკაცთან დარჩენაზე, რომ ვიფიქრე და ღრმად ამოვიხვნეშე.
-კიდე ცუდად ხარ?!-შემომესმა ლუკას აღვებული ხმა.
-არა, არა!


მანქანაში ვიჯექი, მის გვერძე და ფანჯარაში ვიყურებოდი..ხანდახან გვრძნობდი მის მზერას და ნერვები მეშლებოდა. ოღონც იმაზე კი არა, ჩემთავზე, ვნერვიულობდი რომ ვეღარ ვნახავდი. გათხოვება არ მინდოდა, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ეს ბიჭი ვეღარასოდეს მენახა, უცნაურად მაღელვებდა.
-ლუკაა!..-ეს რა წამომცდა! არა ძალით კი არ მინდოდა, თავისით წამომეძახა. არც კი შემოუხედავს. დავსევდიანდი. ამას ვუჩვენებ სეირს. გამეღიმა.
-აუ ლუკა ძალიან ამტკივდა! - რაც შემეძლო სახე დავმანჭე და გულზე ხელი მივიჭირე. დაბნეულმა გამომხედა და მანქანა დაატორმუზა.
-დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე.
-ვაიმე ლუკა, ვეღარ ვსუნთქავ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ! თვალები არ დახუჭო მარიამ.. მარიამ გესმის ჩემი? მარიამ როგორ ხარ?! გოგო, ამოიღე ხმა.
-შენ არ მითხარი ბევრი არ ილაპარაკოო?!-ვეუბნები ვითომ გაბრაზებული და ტკივილიანი ხმით.
-აუ როგორ შემაშინე ტო! - ეგრევე ჩამწვა და გაბრაზებული თვალებით შემომხედა.
-კარგი ხო ბოდიში,-თვალები დავხარე და ჩამეღიმა.
-ნუ ცდილობ ჩემით მანიპულირებას.
გზა გავაგრძელეთ, ისევ უხმოდ მივდიოდით, გზა ერთო-ირად გაიწელა, უკვე ცუდად ვიყავი, დამღალა ამდენმა ემოციებმა. ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ჩემს ლოგინზე დამეძინა. ერთი სული მქონდა დედა მენახა.
ლუკა მერე? ისე მოვიწყინე ლამის ცრემლები ჩამომიგორდა ლოყაზე.
რომ გავიღვიზე კორპუსის წინ ვიყავით გაჩერებულები, ლუკა მე მიყურებდა. მეც შევხედე. თვალებში ვუყურებდი. მომენატრება!- გავიფიქრე, - რა მიქნა ამ ბიჭმა? ჯადო გამიკეთა? თვითონაა მგონი ჯადო! ზედმეტად სიმპატიური ჯადო.
-უი!-აღმომხდა და მზერა ავარიდე,-მოვსულვართ.
-ხო უკვე დიდი ხანია! - თქვა უფრო თავისთვის
-მერე ვერ გამაღვიძე?
-ვერ!
მანქანის კარი გამოვაღე, უნდა გადავსულიყავი, მაგრამ მისი სახე გამახსენდა, მისი ცხელი, წითელი ტუჩები და შემოვბრუნდი. ვიცოდი არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ახლა ეს რომ არ მექნა, მოვკვდებოდი, გული წამივიდოდა, მთელი ცხოვრება ვინანებდი. მისკენ გადავიწიე და ტუჩებს დავწვდი. ისე მესიამოვნა მისი ცხელი ბაგეები, იმ წამსვე თვალები დამეხუჭა. თმაში ხელი შემიცურა და ამყვა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია, მისმა კოცნამ რაღაცნაირად გამაბედნიერა. ახლა თუნდაც მომკვდარიყავი. არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდი, მერე გონს მოვეგე და სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან.
სახლში ავედი თუ არა დედას მოვეხვიე. ისე მენატრებოდა, თან ამდენი ემოცია სად უნდა წამეღო და ჩავეხუტე თუ არა ეგრევე ავტირდი.
-სად იყავი დეე?! - თვითონაც მომხვია ხელები და შეშინებული თვალებით ამათვალიერა, - იმდენჯერ დაგირეკე!
-ვაიმე, დედა დაჯექი. -მეც სავარძელში დავჯექი, ფეხები მოვკეცე, პლედი მოვიხვიე და მოყოლა დავიწყე.
რომ დავამთავრე დედაჩემმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა და ლამის გული წაუვიდა.
-კარგი დე დამშვიდდი რაა, იცი რა საყვარელი ბიჭი იყო? აი, გაგიჟდებოდი რომ გენახა.
-გოგო, ახლა შენ ნუ გამაგიჟე! ვინ იყო საყვარელი, ვიინ? - აღშფოთებულმა ამოიყვირა.
-დამშვიდდი დე,- ჩამეღიმა, - რომ იცოდე ცუდად რომ გავხდი როგორ მომიარა... გადავიდა ყირაზე.
-ცუდად გახდი? - უარესად შეშფოთდა დედაჩემი, - რა მოგივიდა?
-სპაზმი მქონდა, ახლა ვყვები ასე მხიარულად, თორემ იმდენი გრძნობა ირეოდა ჩემში.. თან მეშინოდა, თან აღტაცებული ვიყავი, - გადავიხარხარე.
-რა გაცინებს გოგო?-შემომიღრინა დედაჩემმა.
-სასაცილოა, აბა რა არის?! რომ დაგანახა, ერთი თვალით მაინც რომ დაგანახა რანაირია...- უცნებებმა გამიტაცა

-შენ მგონი სტოჯქოლმის სინდრომი დაგემართა, - დანანებით გადაქინდრა თავი და დამკვირვებლურად შემომხედა, - წადი დაიძინე და რო გამოიძინებ გადაგივლის ეგ აღფრთოვანება, -ადგა სკამიდან და სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა...
სააბაზანოში გავიქეცი და შხაპის ქვეშ დავდექი. როგორ მესიამოვნა ცხელი წყლის წვეთები. ფიქრებში ჩავიძირე და ლუკა ამომიტივტივდა.
საშინლად მაგარი კოცნა ცოდნია, ეს რომ მცოდნოდა აქამდეც ვაკოცებდი და არა მარტო. რა გარყვნილი და ბინძური აზრები მაწუხებს. ყველაფერს დავთმობდი, ახლა მის ძლიერ მკლავებში დაძნების საშუალება, რომ მომეცეს. რა საშინელი აზრები მომდის თავში. ოჰ, ლუკა, რატომ ამიწეწე ჩემი დალაგებული ცხოვრება.
დილით ადრე ავდექი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, მსუბუქად გამოვიპრანჭე და ვცდილობდი ტვინში გადამეხარშა რას ვეტყოდი ჩემს გაუჩინარებაზე. სადარბაზოს კიბეები ჩავირბინე და ჰოი საოცრებავ.
-შენ აქ საიდან გაჩნდი?-მივუკაკუნე ფანჯარაზე.. ლუკამ საჭედან თავი აწია და გაიზმორა.
-ახლა მკითხე წავსულვარ აქედან?-ფანჯარა ჩაწია და თავი გამოყო,-საით მიიწევ?
-სამსახურში.
-მოდი გაგიყვან, თუ წინააღმდეგი არ ხარ..-სიტყვა დამთავრებული არ ქონდა მანქანას შემოვურბინე და ლუკას გვერდით გავსპეტაკდი. კმაყოფილმა ამომხედა და მანქანა დაქოქა.
გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ჯანდაბა ლუკა შენ თავს, რომ ასეთი სიმპატიური და საყვარელი ხარ!
-ხო აი მოვედით, -ვუხარი მანქანა რო გააჩერა. უცნაურია, ცოდნია სადაც ვმუშაობ,-დიდი მადლობა!
-მუდამ შენს სამსახურში მიგულე,-თბილად გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
საძაგელი, როგორ უნდა საბოლოოდ გადამიყვანოს ჭკუიდან. მანქანიდან გადმოვხტი და სამსახურში ავკუნკულდი. კიბეებზე ჩემი საყვარელი უფროსი შემხვდა და ვნებიანად ამათვალიერა. როგორ ოცნებობს, რომ ერთ დღეს მის გვერდით შიშველი აღმოვჩნდე. ფიქრებისგან ჩამეღიმა და კარგ გუნებაზე მყოფმა შევაბიჯე სამუშაო ოთახში.
-ოხ მარიამ, გვიკადრე?
-ხო გოგოებო, ცოტა დავისვენე, მაინც არ მქონდა სამუშაო..
-ახლა ხო გაქვს რაა,-ამბობს ნანუკა.
-ვაიმე ლან, რო დაისვენო არ გინდა შეენ? საერთოდ არ გასულხარ შვებულებაში.
-მე არა და ნანუკა გელოდებოდა როდის გამოხვიდოდი, რომ მას დაესვენა..
-ისე გაგვაფრთხილე ხოლმე, კი არ მოკვდები.
-ოო გოგოებო, შემთხვევით გამომივიდა ბოდიშიით.. ყავას არ დალევთ?
აი ესეც ჩემი სამსახური და ასე ყოველდღე.. სამუშაო, რომ მქონდეს რა მოხდებოდა... ბედი უნდა ყველაფერს.. 5სთმდე ვზივართ და მერე სამუშაო, რომ აღარაფერი გვაქვს( არა დილით ხო გვქონდა) სამსახურიდან პაკუნით გავდივართ..
ვაიმეე ეს ბიჭი გამაგიჟებს. ლუკას ვუყურებ, რომელიც იმ წამს მიჩერებს მანქანას ფეხებთან. რა საყვარელია, მარა ასე თავს მომაბეზრებს.
-დაჯექი გაგიყვან, - ფანჯარას წევს და მომხიბვლელად მიღიმის.
-ჰმ, უარს არ ვიტყოდი.-გოგოებს ვემშიდობები და მანქანაში, უკვე ჩემს ადგილზე ვსკუპდები.
-მოიცა პერანგის გამოცვლა მოსწარი?-მეცინება.
-ხო, შენ რა გეგონა სამსახურთან გელოდებოდი როდის გამოხვიდოდი?
-არა, არ გამიკვირდებოდა..
-ისე აწი მომიწევს მასე გაკეთება.
-ვითომ რატომ?
-მე თუ მოგიტაცე რა ვიცი, იქნებ სხვამაც მოგიტაცოს და აღარ დაგაბრუნოს, ამიტომ სულ უნდა ვაკონტროლებდე სიტუაციას.
-სადაც 25 წლის განმავლობაში მარტო შენ გაბედე ჩემი მოტაცება, არამგონია სხვაც შენნაირი მოფიქრებული იყოს, - ვცდილობ გახუმრებას.
-რავიცი, რავიცი, - მიღიმის.
-არა, არამგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც შენ გემსგავსება, - ჩაფიქრებული ვეუბნები.
-ჩამოხტი ახლა მანქანიდან, ხვალ შაბათია და სამსახური არ გაქვს, ასე რომ თავს არ მოგაბეზრებ და მთელი დღე მეძნება. გაკუნკულდი სახლში, - ლოყაზე კოცნით მაჯილდოვებს და მანამდე ვგრძნობ მის მწველ მზერას, სანამ სადარბაზოს კედლებს არ მოვეფარები.
მთელი დღე ძილი, უსასრულოდ გაგრძელდა. უცნაური ბიჭია, ადამიანმა მოგიტაცოს, გამოგიშვას, დაგპირდეს შეგეხმიანებიო და ისევე უეცრად გაქრეს, როგორც გამოჩნდა.. ასეთი რამ, მხოლოდ მე თუ შეიძლება დამემართოს.
სამსახურშიც უკვე გაუსაძლისია. ჩემი უფროსი საერთოდ გადაირია, კვირას რესტორანში დამპატიჟა. ვიცი ამისი რესტორანი, არადა რომ არ წავყვე უეჭველი გამომიშვებს სამსახურიდან, მე კიდე ამაზე მაგარ სამსახურს ვერსად ვიშოვი, არ ვშრომობ და ფულს ვიღებ, მეტი რა მინდა, ამ ერთხელ წავალ პაემანზე და შევეცდები მასთან დაწოლას გადავურჩე. ისე არაა ცუდი ბიჭი, სიმპატიური მამაკაცია. ქერა მწვანეთთვალება, აი ბარბის მეგობარ კენის გავს, ცოტა ნაზია და სექსზე გიჟდება.. სინამდვილეში, ლუკას ჯინახე ვთანხმდები მასთან ერთად პაემანზე წასვლას. 8 დღე გავიდა რაც ლუკას ,,ძინავს'' და არ მეხმიანება, მე კიდე
ვზივარ ,,კენთან’’ ერთად რესტორანში და წითელ ღვინოს ვაგემოვნებ.. საშინად მინდა ამ იდიოტის მაგივრად ლუკა იჯდეს ჩემ წინ...
რაზე ვისაუბრო ახლა ამასთან. როცა ფეხით ჩემს ფეხს ეხება ვცდილობ სიცილი შევიკავო და საპირფარეში გავდივარ.
-ცხვირს გავიპუდრავ და მოვალ.-ვეუბნები კინოებიდან ცნობილ ფრაზას და საპირფარეშოს ნაცვლად უკანა გასასვლელიდან გავდივარ. 
გარეთ საშინლად ცივა, მთელ ტანში უსიამოვნოდ მივლის სიცივე და მჭიდროდ ვიხვევ მოსაცმელს. ტაქსის ვაჩერებ, ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები და უდარდელად მივდივარ სახლში..
დღეიდან ჯობია ახალი სამსახურის ძებნა დავიწყო.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. მიშუნა მირეკავს. არა ძვირფასო, ეგღა მაკლია გიპასუხო. ბოლოს მესიჯს მიგზავნის:
,,შეგიძლია ხვალ სამსახურში აღარ მოხვიდე'' და კოცნის ემოცია.. საშნელი და საზიზღარი ადამიანია. მის ნომერს ვშლი კონტაქტებიდან და საერთოდ ვასუფთავებ inbox-ს და missed call-ს..
ჩემდა უნებურად, ლუკაზე ვიწყებ ფიქრს. ნეტავ ახლა სად არის?
ტაქსისტს ფულს ვუხდი და ნელა მივპაკუნებ სადარბაზოს კიბეებზე.
დედაჩემის წერილი მხვდება დაქალთან ვრჩებიო. ეჰ, დედი, ვიცი მე შენი დაქალი ,
გურამი, სიმპატიური კაცია, თან მდიდარი და კარგი მანქანა ყავს.. არა დედა-შვილს აშკარად გვაქვს ბედი მამაკაცებში. ძალიან კარგი, სახლში მარტო ვარ, როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ჩემი დაქალები მშობლების ხარჯზე ისვენებენ ერთად, მე კიდე იმდენი ფული ვერ მოვაგროვე მათთან ერთად წავსულიყავი დასასვენებლად, ხოდა ახლა მიწევს რომ სახლში ვიყო.
მახსენდება სამსახური აღარ მაქვს და ნერვები მეშლება. მგონი სჯობდა მასთან დავრჩენილიყავი, ცოლობას დავთანხმებოდი, ფინანსური პრობლემები თავისით მომიგვარდებოდა. უაზროდ მეცინება.
ჩაის ვიკეთებ ყველაზე დიდ ჭიქაში. ტელევიზორთან ვკალათდები. არხიდან არხზე ვრთავ და რომ ვერაფერს ვნახულობ ვთიშავ.
ესეც ასე. ახლა რა მეშველე?! ბაუმუშევარი ვარ, სიმპატიური ბიჭისგან გადაგდებული... სრულიად მარტო. რას მოვრბოდი, რომ მოვრბოდი ლუკასგან, ვიქნებოდი ახლა მშვიდად მის მკლავებში და ის მაინც მეცოდინებოდა, რომ გაცდენებისთვის არ გამომიშვებდნენ სამსახურიდან. არა, ლუკა უეჭველი ჯადოს მიკეთებს.
ტელეფონი მირეკავს. საშინლად მეზარება ჩემს ოთახში გასვლა.თუმცა ინტერესი მიჩნდება, ვინ მირეკავს 10 წუთი განუწყვეტლად და მივლასლასებ ოთახისკენ..უცხო ნომერია, ნეტავი ვისთვის შევიწუხე თავი?!
-მარიამი გისმენთ!-სულ მინდოდა ასე მეპასუხა.
-ხო, მისმინე კარგად. ამოვალ რა შენთან თორე გავიყინე.
-ჰმ, დედაჩემი სად წავიყვანო უკაცრავად?-ეგვერე ვცრუობ, მაგრამ არ გამომდის.
-მაგ ტყუილისთვის ენას ამოგაძრობ, -იცინის.
-უუიიჰ, საიდან ამდენი აგრესია? არა არ ამოხვალ! მეშინია შენი, რა ვიცი რო არ მაწამებ, არ გამატყავებ და ჩემს ხორცს ვახშამზე მიირთმევ?
-არა, ჭირიანი ქათმების ხორცი არ მიზიდავს.
-რა გინდა?- ცოტა აგრესია მეპარება ხმაში.
-შენთან ამოსვლა, - მპასუხობს თავდაჯერებულად.
-კაი, ხო, ჯანდაბას შენი თავი... -ჩხუბის ხასიათზე მოვდივარ და მთელ ჩემს სხეულს უნდება მასთან ჩხუბი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ოთახში შევრბივარ, სპორტულებს ვიხდი, სარაფანას ვიცმევ, ფლოსტებს საწოლის ქვეშ ვმალავ და ფეხშიშველი მივტანტალებ კარის გასაღებად. ბოლო შტრიხი დამავიწყდა, თმებს ვიშლი და გვერდზე ვიყრი.
-ჯარიმა შენ, დაგვიანებისთვის, - მომხიბვლელად მიღიმის.
-ჯარიმა და ჯანდაბა კიდე! - გეუბნები გაღიზიანებული.
-შემომიშვი.
-შემოდი, - ვუღიმი ირონიულად.
-კარებიდან თუ გამეცლები შემოვალ.
-ა ხო..-გვერძე ვიწევი, შემოდის, კარებს ვკეტავ.
-ყავა დამალევინე და საჭმელი მაჭამე რაა..
-ნასკიც ხო არ გაგხადო?! - საიდან მომაქვს ამდენი ცინიზმი, ვოცდები.
-ნასკი არადა, თუ გინდა შარვალი გამხადე. ან არა,- ფეხის თითებიდან თმებამდე მათვალიერებს, - მე გაგხდი მაგ კაბას!
-ზედმეტები ნუ მოგდის ვაჟბატონო, - საჩვენებელ თითს სასაცილოდ ვუქნევ და წარბებს ვწკიპავ.
-ეეე მომენატრეე გოგო, შენ კიდე ეგრევე შეტევაზე გადმოდიხარ.
-ღირსი ხარ!-ვეუბნები გამომწვევად და თურქული ყავის მომზადებას ვიწყებ.
-აუ სულ მეჩხუბები, მე კიდე რაღაც მოგიტანე..
-სახლში არაფერი შემოგიტანია დაა...-ვეუბნები დაინტრიგებული..
-მაკოცე და ამოგიტან.
-გაკოცო არა გადაგყვები თან რა, მომინდომა ბიჭმა..
-რავიცი რავიცი იმდღეს კი მეტაკე და..
-იმდღეს აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,-ვცდილობ თავის დაძვრენას.
-ოოო ლოყაზე მაინც..
-ჭირსაც წაუღიხარ!-მივდივარ და წვერიან ლოყაზე ვკოცნი,-კარგი სუნამო გასხია, - ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს.
-ოოხ , შემაქო გოგომ! დიდება შენდა ღმერთო, კარგი სიტყვები გავიგონე მარიამის ბაგეთაგან, - ხელებს შლის და ჭერისკენ იყურება.
-ჩახვალ თუ? ძალიან მაინტერესებს საჩუქარი, - პატარა ბავშვივით ვეკრიჭები.
ეცინება, სახლიდან გადის და 2 წუთში უკან ბრუნდება (საათს ვინიშნავს, ერთი სული მაქვს ერთ ჰაერს ვსუნთქავდეთ). ხელში დიდი მოწნული კალათი უჭირავს.
-ვაიმეეე,- თვალები მიფართოვდება, ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ვეხუტები,- აი ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ! რა იცოდო რომ მიყვარს? თან რამდენია, ვაიმეე ლუკააა! -კისერზე ვკიდივარ , ის კიდე წინ მიიწევს და ერთი სიტყვით მიმათრევს. საყვარელი, ვგიდები მასზე, ერთი კალათი ნაირნაირი შოკოლადი მომიტანა. აი, ხომ არაფერი და ასეთი მაგარი საჩუქარი არავის გაუკეთებია ჩემთვის.
-არა, ისე ასეთ გემოვნებიან გოგოს ეს ვითომ შოკოლადი როგორ გიყვარს და მე არ გიყვარვარ?!- მიცინის და კალათს მიწოდებს.
-ყავა დალიე გაგიცივდა!-ვუმკაცრდები და ყავას წინ ვუდგამ. კალათიდან ერთ ფილას ვიღებ, ვხსნი და გემრიელად ვკბეჩ. სამსახური არ მაქვს და დეპრესიიდან ეს გამომიყვანს სწორედაც.
ლუკა მიყურებს და დამცინის.
-ყავა არ გადაგცდეს ბიჭი!-ვეუბნები და ტუჩებს ვილოკავ.. ისევ ვწვდები ახალ ფილას და ის ისაა უნდა გავხსნა, მისი კომენტარი მესმის.
-შაქარი დაგემართება, იმისთვის კიარ მიყიდია სულ დღეს ჭამო, მერე რამე დაგემართოს, ჩემ სინდისსზე გადმოვიდეს და მოგიარო.. არა შენ სიამოვნებით მოგივლი მაგრამ, რატო უნდა გაიხადო თავი მოსავლელად?
-აუუუ, ბიჭიიი, ბევრს ლაპარაკობ და თავს მატკიებ. ულვაშებში გაგაცინებ მე! დამპალო.
-ეჰ, -დანანებით გადაიქნია თავი გვერდით,-მეთქი თუ კარგი გოგო იქნება კიდე რაღაცას ვაჩუქებთქო..
-შენი საყვარელი კი არ ვარ , რას მასაჩუქრებ! - ვეუბნები დაუფიქრებლად.
-ეგ რომ შენზე ჩემთვის ვინმეს ეთქვა მაგრად ვცემდი,- გაღიზიანდა უცბათ და ფეხზე წამოიჭრა,-ვახ ტოო, შენთვის როდესმე მიკადრებია საყვარელი გახდი ჩემითქო?-კისერზე ძარღვები დაებერა. რაღაცნაირად დავიძაბე. მის ხასიათში კიდევ ერთი თვისების აღმოჩენამ დამაბნია. საოცრად ფეთქებადი ყოფილა.
-კაი ხო, ვიხუმრე, რა იყო,-თავი დავხარე და ჩემი სიჯიუტე სადღაც ჩავახშე.
-აუ მარიამ! ყველაზე დებილი გოგო ხარ რაა! - რაღაცნაირი თვალებით მიყურებს, ვერ ვხვდები რას გრძნობს ან ფიქრობს იმ წუთში.
-ბოდიში!- ვეუბნები მშვიდად და შოკოლადს უკან ვაბრუნებ.
-შენ ჩემი საყვარელი არასდროს იქნები, სხვისი მითუმეტეს, ეს დაიმახსოვრე!-მკაცრად მითხრა, ზურგი შემაქცია და სააბაზანოში შევიდა.
სანამ გამოვიდოდა, მე ჩამეძინა. დილით, რომ გავიღვიძე ჩემს საწოლში ვიწექი, ტანსაცმელი გახდილი მქონდა და პიჟამას ზედა და ტრუსი მეცვა მარტო. ღმერთო ჩემო, ლიფიც კი გაუხდია. სირცხვილისგან გავწითლდი. არა, მაინც საინტერესოა, ისე როგორ გამაშიშვლა, რომ ვერაფერი გავიგე. 
 ტუმბოზე ვერცხლის ნაზი სამაჯური დამხვდა და წერილი:
,, დილით სახლიდან გავიქეცი, არ მინდოდა შენ გაბრაზებულ მზერას წავწყდომოდი, რომ გაიგებდი გაგხადე და ჩაგაცვი, არა არ ჩაგაცმევდი მარა შემეცოდე არ გაცივდეს-მეთქი( აი როგორი მზრუნველი ვარ!) მოკლედ, ვგიჟდები შენზე!! ეს დღეს შენს ხელზე დავინახო, თორემ განანებ იმ ბარბის შეყვარებულ მიშიკოს რომ შეხვდი იმდღეს. ხოდა კიდე, ძალიან ბევრი შოკოლადი არ ჭამო, მერე ძალიან დატკბები და მე შემომეჭმევი. გითხარი რომ მიყვარხარ ხო? გკოცნი’’

უკანასკნელი სიტყვების წაკითხვისას რაღაც სასიამომვნო ჭრუანტელმა დამიარა და გამეცინა. გადარეული. გემოვნება კი ჰქონია, სამაჯური ძალიან მომეწონა, მაგრად მოუხდება ჩემს ახალ ზედას. ვგიჟდები ამ ბიჭზე. თუ ასე გააგრძელა მე მოვიყვან ცოლად. მეღიმება. ამ ბოლო დროს ლუკას საქციელები ყოველთვის ღიმილს მგვგვრის. ქრთამი ჯოჯოხეთს აანათებს-იცის ეს ბიჭმა და ცდილობს მომისყიდოს. ნურას უკაცრავად. აგერ ნახავ ლუკა ლომსაძე, ისე გაწვალებ, თავ-ბედს იწყევლიდე ჩემი გაცნობის გამო.
George Ezra - Listen to the Man ჩავრთე და ავცანცარდი. საოცრად კარგ ხასიათზე ვარ. ლუკა ძალიან სწრაფად შემოიჭრა ჩემს გულში. არ ვიცი ამან გამახაროს თუ მეწყინოს. ძალიან არ მსურს ამ უცნაურ ბიჭზე თავდავიწყებით შეყვარებული გოგონა გავხდე. თანაც, ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია, საიდან მიცნობს, ვინაა, რატომ მომიტაცა, რამ გადაადგმევინა ეს საოცრად მოძველებული, ბანალური ხერხი, გოგოსთან დასაახლოვებლად.
ღიღინით შევედი სააბაზანოში, შხაპი მივიღე, ჩემ ოთახში გამოვშლიგინდი, ახალი ზედა, გაშლილი კაბა და კლასიკური, ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ლუკუნკულას ნაჩუქარი სამაჯური გავიკეთე და სახლიდან გავკუნკულდი. ნეტა ლუკას თუ მოვეწონები ასეთ ფორმაში? რა შტერივარ, რატომ მიჩნდება ასეთი კითხვები, როდის აქეთ მაინტერესებდა სხვისი აზრი ჩემს ჩაცმულოვაზე, ისედაც ვიცი რომ კარგი გემოვნება მაქვს.
ბავშვობაში მაგარი კომპლექსიანი ვიყავი. ხო მსუქანი არა, მაგრამ სრული ვიყავი და ყოველთვის მრცხვენოდა ჩემი სრული ფორმების.. მერე კი მივხვდი, რომ ძვლებს მარტო ძაღლები ეთამაშებიან, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველა მამაკაცი ძაღლი აღმოჩნდა. მერე გამოჩნდა ლუკა, რომელმაც მთელი კალათა შოკოლადები მომიტანა გასასუქებლად. მგონი სურს, ძალიან გავსუქდე და მის იქით სხვა ყველა გზა მოჭრილი მქონდეს. ან კიდევ, ეს ბიჭი ჩემთვის არის დაბადებული და შექმნილი, აი რო დაიბადა ეს მარიამ ფალავანდიშვილი, ლუკა ლომსაძეს დაებედა. არა რაც ლუკა გამოჩნდა ძალიან ავცანცარდი. ცოტა დაწყნარება მჭირდება. პირველ რიგში, რაც ფული მაქვს უნდა დავხარჯო, არაუშავს მერე ან სამსახურს ვიშოვი, ან დედიკოს გამოვცინცლავ.
ხოდა ასე გავკუნკულდი მაღაზიაში, ტაქსით რათქმაუნდა, აბა ლუკა ალბათ სამსახურში ზის და ჩემზე ფიქრობს.
ვგიჟდები ახალ კაბაზე და კიდე მუხლამდე მანტოზე, რომელშიც ჩემი უკანასკნელი 500 ლარი მივეცი. ასე და ამდაგვარად. მალე სუსხიანი ზამთარი მოვა და ხო მჭირდება რამე, მარტო ლუკა რას გამათბობს.
საღამოს როგორც მოსალოდნელი იყო სახლში ამომაკითხა და რესტორანში დამპატიჟა.

-თუ ფეხების ჩემს ფეხებზე თათუნს არ დაიწყებ თანახმა ვარ!-განვუცხადე და ჩემს ოთახში შევედი გამოსაცვლელად. ისე გამოვიპრანჭე, ასე ოსკარის დაჯილდოვებისთვის არ ემზადებიან. სუნამო დავისხი იმდენი, რომ მეგონა ლუკას გავგუდავდი. ლამაზი კაბა ჩავიცვი და რაც მთავარია, მისი ნაჩუქარი სამაჯური გავიკეთე, ქუსლებზე შევსკუპდი და მასთან გავედი...
-ჩემი გაგიჟება გინდა შენ!-გააქნია თავი, წელზე ხელი შემომხვია და სახლი დავტოვეთ.
რესტორანში ვისხედით. შამპანურს ვსვავდი, ისიც. თვალებში მიყურებდა, მეც. მის ნაკვთებს ვათვალიერებდი, მინდოდა სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში მისი საოცრად მამაკაცური სახე.
-რა გაცინებს?
-არაფერი.
-სულ არაფერი, როგორ გაცინებს შენ კიდე.
-ოო რა ვქნააა!
-ჩემზე გეცინება ხო?
-არა რა შუაშია.
-ალბათ მართლა ჩემზე გეცინება... ნუ არაუშავს, სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი!
-შენისთანა კი არ იყო, ჭკუა იყო ცარიელი!!
-ანუ რა გინდა მითხრა!-გაეცინა..
-ნუ ხო, ახლა შენ დაიწყე, რომ რაც დამინახე...არა ისე საიდან მოგელანდე?
-ანუ გაინტერესებს როდის გაგიცანი?!
-ხო, როდის ჩაგივარდი გულში.-ორივეს გაგვეცინა.
-როდის და შენს სამსახურში, შენს მიშიკოსთან მქონდა საქმიანი შეხვედრა და იქ დაგინახე შემთხვევით. მერე გავარკვიე რაღაცეები შენზე და რავიცი რა, მომეწონე,-გაწითლდა ლუკა და ხელი კისერზე ნერვიულად შემოიტარა
-მაჩო ხარ!
-გოგო ამოგაძრობ მაგ წუნკალ ენას.
-აუ წავიდეთ რა ლუკა, მოსაწყენია ააქ, - კნუტის თვალებით ავხედე.
-კარგი რა ფისოო, რა დროს წასვლაა, ახლა არ მოვედით? - გამფაქტა და დამცინა.
-ეე, რაანაირი ცუდი ხარ, ფისოს მასე უნდა მოექცე?- ვაგრძელებდი აფერისტობას.
-აუ მასე ნუ მიყურებ , თორე ..-დახუჭა თვალები.
-თორე რაა?-ცალყბად გავიღიმე.
-თორე მოვალ და გაკოცებ.
-მიდი გაბედე.-ფეხზე წამოვხტი და სწრაფი ნაბიჯებით გავედი რესტოორნიდან.

მანქანის გასაღები მოვპარე, გავაღე და ჩავჯექი. ტარება არ ვიცი, არც არასდროს დავჯდები კიდე საჭესთან, რა საჭიროა, როცა ასეთი მამაკაცის ასეთი მანდილოსანი ხარ, მამაკაცი ვალდებულია სადაც მოისურვებ უპრეტენზიოდ გატაროს. ლუკაც მალე გამოვიდა გვერდით მომიჯდა და წავედით... ჩემთან, რა თქმა უნდა.
ჩემს ოთახში ვზივართ, ჩემს ხალიჩაზე. ვზივართ რაა, მე ვზივარ და მას თავი ჩემს კალთაშ უდევს, ანუ წევს...ვლაპარაკობთ
-ასე ჯობია რაა, არ მიყვარს რესტორნები და მასეთი სიტუაციები, ვიწყენ ეგრევე.
-ლიჟბი შენთან ერთად ვიყო და აზრი არ აქვს..-მეუბნევა დაქანცული ხმით და კრუტუნებს თავზე ხელს რომ ვუსმევ (აბა თმები არ აქვს და).
-ზღარბოოო!!
-აბა ზღარბოო?-დაბნეული კითხულობს.
-აი ზღარბო!-და კიდე ერთხელ ვუსმევ მოკლედ მოხოტრილ თავზე ხელს.
-ეხლა რომ ამოვიწიო და გაკოცო რას იზავ?
-ეხლა რომ ამოგეწია და გეკოცნა არაფერს ვიზავდი და ახლა რომ მითხარი აღარ გაკოცებ.
-აი რატომ არ უნდა გქონდეს გრძელი ენა მამაკაცს, - იცინის და ისეთი საოცარია იმ მომენტში გონება მებინდება.
-გამოყე, მოგაჭრი!
-ოხ, უყურე, როგორ ნდომებია კოცნა!
-ნუ ხარ შენ საძაგელი..-თავში მსუბუქად წავუთაქე. წამოვდექი და მისმა თავმა ჩემი კალთიდან ხალიჩაზე გაადინა ბრახვანი, იმხელა ხმა ქონდა გული გამისკდა, შემეშინდა რამე არ მოუვიდესთქო.
-ვაიმე კარგად ხარ?-ჩავიმუხლე თავი დავუჭირე და ვკითხე. ერთი ამომხედა, მტკივანი მზერით და იმისთანა მეცა ტუჩებზე, მეგონა ტუჩები არ ენახა მთელი საუკუნეა
საზიზღარი, თავისი გაისწორა, აი რატომ არ მიყვარს ეს ბიჭი, სულ ნერვებს მიშლის და ლიჟბი თავის გაისწოროს.. ,,ლიჟბი’’ -ოხ ლუკა შენ კი გაგიხმეს ეგ გასიებული თავი!
-ახლა მართლა გაგიხმობ მაგ ენას და ილანძღე მერე.
ნუთუ ეს ხმამმაღლა ვთქვი? გაოგნებული ვუყურებდი. სანამ მე ჩაფიქრებული ვიდექი, ლუკამ ხელში ამიყვანა და საწოლზე მისროლა, რასაც ქვია.
ოღონდ ახლა არა, ოღონც ახლა არ გვინდა... გვერძე მომიწვა და თავი მუცელზე დამადო.
-ჰმ , შენი აზრით რომელი უფრო ადვილია შენი გატიტვლება თუ შენი გატყავება?
-უფრო გატყავება. რა ვიცი შენში ცხოველმა გაიღვიძოს და ტიტველს მეცე?
-შე მართლა ცხოველო,-მეძგერა ისევ ტუჩებზე.
დავიძაბე, ხელი მკერდისკენ გააცურა. პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში და იმის მიუხედავად, რომ საოცრა მომწონდა მისი თითოეული შეხება, მაინც დავუძვერი მკლავებიდან.
-გთხოვ წადი, - თითქმის შევეხვეწე.
-ასადაც არ წავალ, -ფეხზე უცებ გაიძრო, შარვალი და ზედაც გაიხადა და ტრუსის ამარა შეწვა ჩემს თეთრი აბრეშუმის ლოგინში.
-ღმერთო ჩემო, შენ სულ გაგიჟდი? - შევხედე გაოგნებულმა, - გინდა სული ამომხადო ამ ახალგაზრდობისას?- ვუყვიროდი ბოლო ხმაზე, მაგრამ, როგორც ჩანს ჩემი ხმა იავნანასავით ჩაესმოდა.. ბოლოს დავნებდი, შევწექი, ცოტახანი ჩემთვის ვიწექი, მერე ვიფიქრე ეს მომენტი სანატრელი არ გამიხდეს-მეთქი და ხელი წელზე გადავხვიე.. არ სძინებია, ხელი აიცალა, ჩემკენ გადმობრუნდა და მკერდზე მიმიკრა.
-საზიზღარი ადამიანი ხარ! -კიდევ ერთხელ გავიბრძოლე და სასურველ სურნელში, სასურველ მამაკაცთან ჩახუტებულს, ტკბილად ჩამეძინა.




დედიკო როგორც იქნა ,,დაქალისგან’’ დაბრუნდა, მშვიდი ჩანდა, მკითხა შენი ლუკაჩკა როგორ არისო. მოკლედ დედა შეყვარებულია, ძალიან კარგი, გათხოვდებოდეს, მომშორდებოდეს თავიდან(არადა სინამდვილეში მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ)..
1 თვეა ლუკაჩკას ვხვდები, უსაყვარლესია, უსექსუალურესი, უსიმპატიურესი. მოკლედ გარეთ რომ გავდივართ ყველა ჩვენ გვიყურებს, ცუდი წყვილი არ ვართ მგონი. მაბედნიერებს რაღაცნაირად. უკვე ღრმად შემოაღწია ჩემს გულში. თითქოს მის სიველურესაც შევეჩვიე.
მირეკავს საღმოს შენთან ამოვალო, არადა ცუდად ვარ ძალიან და არ მინდა ამოვიდეს. თან დედაც სახლშია და ვფიქრობ ჯერ არ დამდგარა მათი გაცნობის დრო. სიცხემ ამიწია, 40 მაქვს მგონი, ეგ რომ ვუთხრა სულ აღარ წავა ჩემი სახლიდან, ამიტომ ვატყუებ დედას დაქალთან მივყვებითქო და მგონია მისი მარწუხებიდან თავს ვიხსნი. არადა ძალიან მესიამოვნება მისი აქ ყოფნა..
მთელი დღე ლუკას გარეშე გამოკეტილი ვზივარ სახლში და დედას მოხარშულ ქათმის ბულიონს ვხვრეპ.. ცხვირი აწითლებული მაქვს და ძლივს ვსუნთქავ, მთელ ტანში მაკანკალებს, ვიცი ლუკა რომ ჩამეხუტოს ყველაფერი გამივლის, მაგრამ მაინც არ ვურეკავ. უბრალოდ არ მინდა დედამ გაიგოს ასეთი სერიოზული ურთიერთობა რომ გვაქვს. დედას თანდასწრებით სახლში არასდროს ამოუკითხავს. ლუკაზე ფიქრში მეძინება, ის ისაა სიზმრად უნდა ვნახო, როგორ მკოცნის და კარებზე ზარია. დედა გასაღებად მიდის , მე თვალს ვახელ, იქნებ ლუკა მაინც მოვიდათქო და სამაგიეროდ ვის ვხედავ? ჩემს ტვინის ბურღ ლევანჩოს.. დედას თბილად ესალმება და ჩემკენ მოდის(მე სავარძელში ვარ მოკუნტული). გადამკოცნის და გაკვირვებული მეკითხევა რა მჭირს.
-როგორ ხარ პატარა?
პატარაო? ღმერთმანი, როგორ მინდა ამოვაპანღურო და სახლიდან გავაგდო, მაგრამ დედიკოს დაქალის ვაჟიშვილია, არ ვიცი მზიას ასეთი შვილი როგორ ყავს
-შენი პატარა არ ვარ!-სწერვულად ვუღიმი და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ იჭეჭყება ლევანი ჩემი ლუკუნცულას ხელებში.
-სიცხე გაქვს?-ყურადღებას არ აქცევს ჩემს ნათქვამს. რაც გინდა ხო კარგად გესმის. ნეტავი ლუკა მომასმენინებდეს შენი ძვლების ტკაცა-ტკუცს.
-ყავას ხო დალევ ლევან?-სამზარეულოდან ყვირის დედაჩემი. ყავას კი არ დალევს, თავზე დავაქცევ თუ ახლავე არ მომწყდება თავიდან,-თან იმდენი შოკოლადი გვაქვს არ ვიცი სად წავიღოთ.
-დედა, ჩემს შოკოლადს ერთი ნამცეცი არ მოაკლდეს თორე არავის გაპატიებთ!-სრული სერიოზულობით ვამბობ. ( ხო ის გავათავე და ლუკამ მეორე კალათი მაჩუქა) ეგღა მაკლია ჩემი ბიჭის ნაჩუქარი შოკოლადები ამ დებილს გავუნაწილო.
-მადლობა თათული, უშოკოლადოთ დავლევ, როგორც ჩანს მარიამი ჩემს ხასიათზე არ არის!- რაც შუძლია თავაზიანად იცინის ლევანიკო..
ხო, შენ ხასიათზე ჩემი მტერი იყოს, აბა ლუკას ხასიათზე სულ ვარ მე. ლუკას გახსენებაზე მე ჩემი მემართება. მოკლედ, ვლაპარაკობთ-ვლაპარაკობთ და დავიღალე კიდეც, რომ კარზე ზარია. დედა ისევ გასაღებად მიდის,, მაინცდამაინც დღეს არ მაძლევენ მოსვენებას.
კარი იღება და პირდაპირ ვეჩეხები ლუკას გაბრაზებულ თვალებს. ვაიმეე, ამ თვალების მრისხანება თუ მე დავიმსახურე ალბათ ცოცხალი ვერ გადავურჩები, იმედია ჩემი აზრები წაიკითხა და ლევანიკოს უყურებს ასე. დედაჩემს სხვათაშორისოდ ესალმება და ჩემკენ მძიმე ნაბიჯით მოიწევს.. არა, აშკარათ ჩემზეა გაბრაზებული, გაიგო რომ მოვატყე და ეს ხომ ტყუილებს ვერ იტანს, თან როგორ უნდოდა ჩემი ნახვა.

ყველაფერი ლევანის ბრალია, როგორ მძლს, ნეტავი იცოდეს! სანამ ლუკა საბოლოოდ მიახლლოვდება, ეს დებილი შუბლზე მკოცნის, მე მისი მოშორების თავიც არ მაქვს, რადგან ლუკას ბრაზით სავსე თვალებს ვუყურებ. ჯანდაბა, უფრო ბრაზდება...
-მარიამ სალაპარაკო გვაქვს!-მეუბნება და ცდილობს ხმა ბოლომდე აკონტროლოს,-თუ შეიძლება შენს ოთახში გავიდეთ.. -მე ასადგომად ვიწევი, ამ დროს კი ლევანი კაჩაობას უწყებს ლუკას.
-თუ საქმე გაქვს აქ უთხარი, რა ცალკე გაგყავს, -ლუკა ისეთი თვალებით უყურებს, მართალია კი ვერ ვიტან, მაგრამ მაინც მეცოდება და ლუკას ვთხოვ მე გამომყვეს...
ოთახში შევდივართ, კარებს საკეტით კეტავს, კომპიუტერში მუსიკას ბოლო ხმაზე წევს და ვხვდები რომ საჩხუბრად ემზადება
-აზრზე ხარ? მე მატყუებ სახლში არ ვიქნები, არ ამოხვიდეო და ვიღაც გამოსირებულს აძლევ კოცნის უფლებას? აი, პროსტა ჩემ თავზე, ხო ვბრზადები რომ არ გენდე და ამოვედი და მერე შენ თავზე ვბრაზდები, იმედი მართლა რომ გამიცრუე!-ღრიალებს და მეშინია მუსიკის ხმა არ გადაფაროს...
ასეთი გაცოფებული არასდროს მინახავს... ხმას არ ვიღებ, ვიცი უფრო გავაღიზიანებ, ამ თვეში ასე თუ ისე შევისწავლე მისი ბუნება. საწოლზე ვზივარ, თავი დახრილი მაქვს და ფეხებს დავცქერი. დანმაშავე ვარ. რა მინდოდა , რას ვატყუებდი. ტყუილს ჩემზე მოკლე ფეხები ქონია. რა დროს ესაა. მგონი ლუკას ვკარგავ..
-აუ არ მინდა რა, რო ტყუილზე ვაგებდეთ ჩვენს ურთიერთობას, მე არაფერს გატყუებ და არც მე მინდა მოტყუებული დავრჩე. არ ვიცი ორმაგ თამაშს აწვები. ისე მექავება ხელები, ცოტას და გავუვარდები. დაიმახსოვრე მე ,,ზაპასნოი’’ ვარიანტი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები! იმ ბიჭს ხო მაგრად დაერხა, უთხარი არსად გადამეყაროს და შენ სულ კარგად მეყოლე. -კარებს აღებს ოთახიდან გადის და მაგრად აჯახუნებს. მე შიშისგან ვხტები და უნებურად ცრელები იწყებს დენას. ესეც ასე, ჩემი წამოწყებით და ლევანიკოს დიდი შემწეობით, ლუკა ჩემგან მიდის..
ზღაპრის დასასრული... ლევანი ცოტახანში შემოდის.
-რამე დაგიშავა იმ ახვარმა?-მუსიკას თიშავს და ცრემლებს მწმენდს.
-წადი ჩემი სახლიდან და აქ მოსული არ დაგინახო, აქ არავის სჭირდები განსაკუთრებით მე, ახვარი ის კი არა შენ ხარ! და დღეს შენ გარდა არავის დაუშავებია!დროზე გაეთრიე ჩემი ოთახიდან და მეორედ ჩემთან მოკარებული არ დაგინახო, გეყოს რაც 25 წელიწადი გითმინე და გიტანე, ეგეც დედას და მზიკოს ხათრით თორე აქამდე გექნებოდა დახვეული. აღარასდროს მომეკარო, გამარჯობის თქმას და 100 მეტრის რადიუსით დაახლოებას გიკრძალავ! -ვყვირი ბოლო ხმაზე და თითით ვანიშნებს ლევანს, რომ ოთახიდან გავიდეს. დედაჩემი გაგიჟებულია, მაინც ვერ ხვდება რა მოხდა. ლევანი თავაწეული მიდის.
საოცრად გაბრაზებული ვარ მასზე, თვალებიდან ალბათ ცეცხლს ვაფრქვევ. მის გამო ლუკამ მიმატოვა...
მიმატოვა , რამდენჯერმე დატრიალდა თავში და აი, მაშინ მივხვდი ვინ დავკარგე ლუკას სახით..
-რა მოხდა ამიხსნი?-გვერდით მომიჯდა დედა.
-ყველაფერი ლევანმა გააფუჭა, მისი ბრალია!-ვეხუტები დედას და ბოლო ხმაზე მოვთქვამ..
დედა ჩუმადაა, ანუ მზადაა ბოლომდე მომისმინოს და მეც დაწვრილებით, სლუკუნ-სლუკუნით ვუყვები ყველაფერს. დედაჩემი არაფერს მეუბნება ოთახიდან გადის და ჩაი შემოაქვს. მერე ისევ გადის.


თვალებს რომ ვახელ მარჯვნივ ელენე მიზს, მარცხნივ მარი და ფეხებთან ნინო. ყველა მე მიყურებს. გოგოების დანახვაზე უფრო ვნაღვლიანდები და ერთი-ორად მემატება გულის დარდი. მარი თავზე მეფერება.
-ხელი გაწიე, მგონია ლუკა ხარ,-წყნარად ვეუბნები მარის, ისიც მიჯერებს, არ დამიჯერებს და...
-რა მოხდა?-კითხულობს ნინო.
დაწვრილებით ვუყვები რაც მოხდა.
-თუ მართლა უყვარხარ, დაბრუნდება!-ამბობს ელენე.
-თუ არც დაბრუნდება!-ვამბობ, საწოლიდან ვდგები, სამზარეულოში გავდივარ, ლუკას ნაჩუქარ შოკოლადების კალათს ვიღებ და მერვე სართულის ფანჯრიდან ვისვრი.. შოკოლადები ძირს ცვივიან მე კი ისევ ტირილს ვიწყებ.
-აი ასე გოგოებო, 1 თვის წინ ,,თითქმის’’ ლუკას გამო სამსახური დაკვარგე, ახლა 1 თვის თავზე ლუკა! ბედიც ამას ქვია!
-მე ვიცი შენ რაც გჭირდება,-ამბობს ელენე. გარდერობიდან ტანსაცმელს ალაგებს და ჩემთან მოაქვს, მარი თმებს მიკეთებს , ნინო მაკიაჟს და კლუბისკენ მივიწევთ. ფეხები უკან მრჩება, ლუკამ, რომ დამინახოს, ვიცი ძალიან გაბრაზდება. მომენატრა უკვე, რომ ვიცი ნაჩხუბრები ვართ და ვეღარ ვნახავ უფრო მენატრება. თან ზუსტად ვიცი, არ მნახავს, მანამდე მაინც სანამ ბრაზი არ გადაუვლის, ანუ არასდროს. ან შეიძლება მაშინ, როცა გაიგებს მარიამი სიკვდილის პირას არისო. ხო, ალბათ მარტო მაგ შემთხვევაში, მე კი ლუკას კი არა ჯონის რომ დავშორდე დეპს, იმის გამო არ მოვკვდები.
იმის მიუხედავად რომ ლუკამ თავზე დამამხო სახლი და ძალიან ნაწყენი უნდა ვიყო, ჩემს თავზე ვბრაზობ ასეთი შეცდომა რომ დავუშვი. რაღაცნაირად ლუკას ვამართლებ კიდევაც. ალბათ იმიტომ, რომ ლუკა ჩემი ანალოგია, ოღონც ჩემი კაცი ანალოგი, კაცი რომ ვიყო ზუსტად მისნაირი ვიქნებოდი. თან ტყულს, რომ კარგი არაფერი მოაქვს წესით უნდა ვიცოდე 25 წლის ადამიანმა, მითუმეტეს რამდენიმე თვეში 26-ისი ვხდები. ნერვები მეშლება როცა ვფიქრობ ჩემი დაბადებისდღე მისგარეშე უნდა ჩავატარო. ამასობაში ელენე მანქანას კლუბის წინ აჩერებს.
-ეგ სახე გაისწორე თორე არ ვიცი რას გიზამ.-ამბობს გაბრაზებული ნინო და ხელკავს მიკეთებს. მეც გასწორებული სახით და დაღრეჯილი ხასიათით შევდივარ კლუბში. ბევრი ხალხი არააა, ძალიან კარგი. იმედია მეტი არც მოვა. შუაღამის 3 საათია, ასეთი წყნარი სიტუაცია კლუბში არასდროს მინახავს. მოკლედ, ვსხედვართ გოგოები ბართან და ვწრუპავთ მარტინის კოტეილებს. მსიამოვნებს სასმელის ზემოქმედება, უკვე 15 ჭიქა მაინც მაქვს დალეული, მე კიდე პატარა ბავშვივით მეკიდება ალკოჰოლი. აი ისაა გავხურდი და ამ დროს ლუკას გაცოფებულ მზერას ვაწყდები და ელენეს ზურგს უკან ვიმალები. ვიღაც 2 გოგოსთან ერთად მაგიდასთან ზის და მე მიყურებს, მე მას ვუყურებ. ჯანდაბა, ამდენი ბარია ამ ქალაქში და მაინცდამაინც აქ რატო შემოვიდა. სპეციალურად მიკეთებს ალბათ, უნდა გამომიწვიოს, მივიდე იმ ორ ქერა გოგოს ვწვდე თმებში და სულ სახით მოვახეხინო კლუბის გაცვეთილი იატაკი. ეს იდია მოსწონს ჩემს ალკოჰოლგამჯდარ გონებას, ბარის სკამიდან ვდგები, მოკლე კაბას ვისწორებ და როცა ნაბიჯი უნდა გადავდგა წინ, ელენე მაჩერებს, ვწყევლი ამ გოგოს რომ ასე კარგად მიცნობს.
-მგონი უმჯობესია წავიდეთ,-ამბობს მარი, ფულს ბარის მაგიდაზე ტოვებს და ძალით მიმათრევენ კლუბიდან. ცრემლები ჩანჩქერივით მომდის, წარმომიდგენია რას ვგავარ, შავი ლაინერი ალბათ სულ ლოყებზე მისვია. გოგოებს ხელიდან ვუსხლტები და რაც ძალი და ღონე მაქვს ხელებს და ფეხებს ვუშენ ლუკას მანქანას. სიგნალიზაცია ირთვება. გოგოები ელენეს მანქანაში მტენიან, სანამ ლუკა გამოდის და მე გაქანებული მანქანიდან ვხედავ ნაცნობ სილუეტს, რომელიც მანქანას უახლოვდება და სიგნალიზაციას ურთავს.


ნინოს საწოლზე მეღვიძება, ამას იქიდან ვხვდები რომ ყველაგან ნინოს სუნამოს სუნი დგას. გვერდით ნინო მიწევს, ნინოს გვერდზე მარი წევს და ელენე ძირს გდია ლეიბზე. პახმელიაზე ვარ, თავი მისკდება.
-გოგო ნაბეღლაბი გააქვს ან ბორჯომი?-ზმულით ვეკითხები ნინოს და თან ფეხით ვარყევ, რომ გამოვაფხიზლო.
-აუ რავიცი, თუ ნიკა არ დალევდა იქნება საადმე მაცივარში.
ნინოს ხალათს ვიცმევ და სამზარეულოში გავლასლასებ. ერთი სული მაქვს გაზიანმა მინერალურმა გამომაფხიზლოს, რომ სარკეში ჩემი ჩადღაპნილი სახე დავინახო და კარგად დავცინო..
მაგიდასთან ნიკა ზის, აშკარად ეშინია, რომ მხედავს და თავისი ხელით მაწვდის ლამის მოყუდებულ ბორჯომის ბოთლს. ვახ ნიკა განვვითარდით? ასე არ ჯობია?
-აუ გაგხარებს ღმერთი,-ერთ მოსმაზე ვსვავ მთელ ბოთლს...-აუ თუ გიყვარვარ ჩადი რა მაღაზიაში ამოიტანე რამდენიმე კიდე, -ვეხვეწები ნიკას და ლოყებს ვუჩმეტ.
-თუ იყოთ ამხელა გოგოები ნორმალურები რაა!! რამ დაგალევინათ მაგდენი, იოცნებოს ნინომ რომ სადმე გავუშვებ კიდევ..
-უუფ ნიკა, რამდენს ლაპარაკობ გოგოსავით, ნუ ამხადე ტვინი, რაც გთხოვე ის გააკეთე თუ ძმა ხარ... და როდის იყო ნინო შენგან იღებდა ნებართვას სახლიდან გასვლაზე.
ნიკა მაცივართან მივიდა და გამოაღო... ბორჯომის გარდა არაფერი იდო!
-აი მასე არ ჯობია? -მივდივარ მეც მაცივართან, კიდე 4 ბოთლ ბორჯომს ვიღებ, ნიკას ლოყაზე ვკოცნი და ოთახში შემაქვს გოგოებისთვის.
-ყველაზე ჯიგარი ძმა გყავს, ნიი!-ვყვირი რომ იმანაც გაიგონოს სამზარეულოში და მერე საყვარლად ჩაიცინოს...
-რა გაყვირებს, გასკდა თავი-ზმუის მარი.
-თუ დალევის ერთი ადგილი არ გქონდა არ უნდა დაგელია, -ვაჯავრებ მე.
-აუ შენ ვინზე ლაპარაკობ, ლამის მანქანა დაუმტვრიე ლუკას,-იცინის ნინო,-უფს წამომცდა.
წამით სევდა მეუფლება, მაგრამ მერე მახსენდება რომ ჩემს გოგოებთან ვარ და მოწყენა არ შეიძლება, ან ვინ მომაწყენს ძალიანაც რომ მინდოდეს.
-დაიკიდე, ვეუნები და ვკოცნდი.
ნიკა კარებში დგას და გაბეზრებული გვიყურებს.
-რა გინდა ბიჭო?-ეკითხება ნინო.
-თქვენი ყურება მწადია!-სიცილით კვდება ნიკა, თვალს მიკრავს და ოთახს შორდება..
აი ასე და ამდაგვარად წარიმართა ლუკასთან დაშორების საღამო.

იმ ღამეს, ყველას შეყვარებულთან ჰქონდა პაემანი და მე სახლში უნდა ვმჯდარიყავი. მერე სიცხე გავიზომე დედაჩემის დაჟინებული თხოვნით და მაღალი მქონდა. ასე მომესაჯა 1 კვირა სახლში ყოფნა. ყველგვარი ტკბილეულის გარეშე. მარტო სუპებზე და ტირილზე ვიყვი, ცრემლი არ მელეოდა, ალბათ ამ სუპის ბრალია, ხო წვნიანია და... ხუმრობის ხალისი არასდროს კვდება ჩემში.
ნეტა ლუკა როგორ არის?
ასე იდიოტურად გავიდა შემოდგომა.. სამსახური ვერ ვიშოვე, რათქმაუნდა. ამ კრიზისის დროს რომელ სამსახურზეა ლაპარაკი, ჯანდაბა ყველაფრის თავს.
ბოლოსდაბოლოს დედამ გურამი გამაცნო. საოცარი კაცი აღმოჩნდა, მხიარული, მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი.
ახალი წელი მოდის, სახლში არ ვხვდებით, გურამმა რესტორანში დაგვპატიჯა, ნათესავები უნდა გაგვაცნოს. 31 საღამოა უკვე, მე და დედა სალონიდან ამოვედით და ვცდილობთ კაბები ისე ჩავიცვათ თმა და მაკიაჟი არ გავიფუჭოთ.
ბოლო ხელფასზე რომ კაბა და მანტო ვიყიდე იმათ ჩაცმას ვაპირებ, ვცდილობ სამკაულების ყუთში მოვძებნო აქსესუარი, რის გაკეთებასაც შეძლებ და ლუკას ნაჩუქარ სამაჯურს ვაწყდები.
ლუკა.
იშვიათად ვფიქრიბ მასზე. ალბათ იმიტომ რომ გადავეჩვიე...
ვის ვატყუებ, ყოველი ღამე მასზე ფიქრით იწყება.. ბედიერი ვიყავი მასთან ერთად, ნეტა ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ბედნიერება, რა იქნებოდა ბედი უნდა ყველაფერს. თუმცა, ალბათ ცოტა მეტხანს რომ ვყოფილიყავით ერთად მერე უფრო გამიჭირდებოდა მასთან განშორება.
-მარიამ, იქნებ მალე ქნა, მოგვაკითხა უკვე.
ფიქრებიდან გამოვყავარ დედას ხმას. მის ნაჩუქარ სამაჯურს ვიკეთებ, მახსენდება რომ სპეციალურად შევურჩიე ეს კაბა და ლუკაზე ფიქრებით მივიწევ რესტორნისკენ..


სასიამოვნო ხალხი ჩანს, არ მიგვრძნია, რომ ძალიან მდიდრების კომპანიაში მოვხვდი. განათლებულები არიან, რათქმაუნდა, მეც არ მაკლია განათლება, ხოდა თავისუფლად ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩემი ტოლი დიშვილი აღმოაჩნდა, ლექსო ქვია, საყვარელი ტიპია, ბიძას გავს. მის გვერდით ვზივარ და სულ მე და ის ვსაუბრობთ, სხვებს ყურადღებასაც არ ვაქცევთ გავერთეთ საუბარში და ლექსოს მხარზე ხელს უტყაპუნებენ.
-ბატონო ალექს!-ლექსო სახით უკან ტრიალდება, მერე დგება. იწყებენ გულმხურვალე საუბარს. მართალია, ხმა ძალიან მეცნობა, არავითარ შემთხვევაში მიტრიალებას არ ვაპირებ. ბედი უნდა ამასაც! მთელ ტანში მაჟრიალებს და ვგრძნობ, რომ ახლა თუ ამას მივაქციე ყურადღება, გადავყვები ამ ამბავს. დედასკენ ოდნავ ვიხრები და უფროსების საუბარში ვერთვები. ვიცინი, რაღაც სასაცილოზე საუბრობენ. არ მეცინება, მაგრამ ხო არ ვიტირებ, სანამ დედას არავინ უყურებს, დროს ვუხელთებ და ყურში შეუმჩნევლად ვჩურჩულებ, აქ არისთქო და ისიც უსიტყვოდ ხვდება ვინ არის აქ..
ხოტახანში ლუკა ჩემგან 2 ადამიანის მოშორებით დგას, გურამს ელაპარაკება. ჩემკენ თვალსაც არ აპარებს, ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ძალიან. გურამი დაჟინებით სთხოვს სუფრაზე დაილოცოს. თავიდან ყოყმანობს და მერე თანხმდება.
- გურამი ბიძიას თანხმობით და ქალბატონი თათულის თამადობით მინდა ამ სუფრაზე მყოფი ყველა მანდილოსანის სადღეგრძელო დავლიო,-განსხვავებულს იღებს, ცოტახანს ფიქრობს, მერე თვალებს მისწორებს და იწყებს - ნეკნს გაუმარჯოს! იმ ნეკნს, რომელიც ყოველთვის გვტკივა და თან გვსიამოვნებს. იმ ნეკნს გაუმარჯოს, რომელიც გვაკლია და ყოველთვის ჩვენს გვერდითა. მანდილოსნებს გაგიმარჯოთ. სულ ლამაზები და გახარებულები გვენახეთ. ჩვენი გაძლება გქონოდეთ.-თვალები დახუჭა და სასმისი ბოლომდე დაცალა. სუფრაზე მყოფი ყველა მამკაცი ფეხზე იდგა და იმათმაც გაუმარჯოსო დასჭექეს და ღვინო მუცელში ჩაისხეს..

ახლა გული ამერვა -გავიფიქრე, მაგიდიდან წამოვდექი და საპირფარეშოში გავედი.. რა დრო გასულა, 1 საათი დარჩა ახალწლამდე. ნუ განწყობა მაქვს საოცარი. იმედია ლუკას გვერდით არ მომიჯენენ. რა უნდა საერთოდ აქ?!
15 წუთი საპირფარეშოს სარკესთან ვდგავარ და ჩემს თავს ვუყურებ. ცოტაც და ტირილს დავიწყებ. პირველი დღიდან მივეჩვიე, რომ მას უნდა ვეხუტებოდე და ახლა ვდგავარ ასე მარტო, გაცინებული, არადა მის სუფრაზე უნდა ვიჯდე და ეს სადღეგრძელო მარტო მე და მას უნდა გვეკუთვნოდეს.. ლევანს კიდევ ერთხელ ვწყევლი გონებაში, ძალას ვიკრებ, რომ გავიცინო და წელში გამართული ვუბრუნდები კომპანიას. ლუკა წასულია. დედაჩემი გამამხნევებელი თვალებით მიყურებს და იქით მანიშნებს. ჩვენი მაგიდის წინა მაგიდათან ზის ის და თავისი საძმაკაცო. გოგოებთან არ არის, ეს რაღაც იმედს მაძლევს. მაგრამ ის რომ ზუსტად ჩემ წინ ზის- ნერვებს მიშლის, ასე მთელი საღამო ვერ ამოვიგდებ თავიდან. დავიღალე, აქეთ ესენი ჭყიპინებენ, იქით როილი გაჭყივის, წინ ლუკა ბურდღუნებს( კი არ მესმის მარა ტუჩებს რომ ამოძრავებს გაუჩერებლად ვხედავ, იმიტომ, რომ სულ მას ვუყურებ).
-შესამჩნევად უყურებ!-მეუბნება ჩუმად დედაჩემი.
ვკვნესივარ და უფრო ვიწყენ. ლექსოც იმათ მაგიდაზე გადავიდა ცოტახანი. ძმაკაცები აღმოჩნდნენ. მიხარია, რომ საკმაოდ მალე ბრუნდება, იცის ბიძამისი გაუჯავრდება,
მითუმეტეს 20 წუთი რჩება ახალი წლის დადგომამდე.
-მეც მოვედი,-ჯდება ლექსო ჩემ გვერდით და ცბიერად მიცინის, ლუკამ მოახსენა ალბათ ყველაფერი, იმდენს ტყუილა არ იქაქანებდა,-ხო არ მოიწყინე.
-არა პირიქით ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ, მგონი ასე მხიარულად არასდროს შევხვედრივარ ახალწელს,-უემოციოდ ვატყუებ.
-რა ხდებოდა სანამ მე იქით ვიყავი?
-ისეთი არაფერი, სიმშვიდე იყო.. ბევრი სვევს საკმაოდ.
-ხო ბიძაჩემს უყვარს დალვა და ამბები, სუფთა ქართველი მამაკაცია.
-შენც იმას გავხარ!-ვეუბნები ხუმრობით.
-სმით ვსვავ, მაგრამ ძალიან იშვიათად, არ მიყვარს ასეთი სიტუაციები, მირჩევნია სიმშვიდეში ვიჯდე ბიჭებან ერთად და ლუდს ვსვავდე
-მეც მირჩევნია სიმშვიდე, სიმშიდე რა, მუსიკა მიყვარს ხმაურიანი, როცა პონტია, ქართულ სუფრებს ვერ ვიტან, კაცები რომ თვრებიან, ითიშებიან, ქალების სათრევები რომ ხდებიან და ა.შ.
-ხო გემჩნევა რომ სმა არ გიყვარს, არც კი მოგიწრუპავს ღვინო.
-არ მიყვარს თეთრი ღვინო, შავი მირჩევნია, შავს შამპანიური და შამპანიურს გაზიანი სასმელი..
-აი გაზიან სასმელს კი ნატურალური წვენი გირჩევნია,-სიცილით ამბობს ლექსო.
-მართალია!-ვუცინი მეც.
-გინდა მოვატანინებ?
-ძალიან მაგრად გამახარებ.
ლექსო სუფრიდან ადგა და ბარისკენ წავიდა..
-დიდი მადლობა, -გამომიწოდა ალუბლის წვენი, -ვაუ,საიდან იცოდი რომ ალუბლის მიყვარს?- გამოვართვი და საწრუპით მოვსვი.
-მივხვდი,-გამეკრიჭა და დაჯდა.
-საიდაან?-სიამოვნებისგან თვალები ავბლიტე, დიდი ხანია არ დამელია ალუბლის წვენი.
-ალუბალივით გოგო ხარ,-ორივეს გაგვეცინა.


00:00-ზე რესტორანში მყოფი ყოველი ადამიანი ფეხზე იდგა და სასმისით ხელში ახალიწლის დადგომას ულოცავდა ერთმანეთს. ჩვენც ეგრედწოდებული ,,ბუჩქი’’ ვაკაკეთეთ და შემდეგ ყველამ დავლიეთ, მეც კი! ყველა საკმაოდ შეზარხოშებული იყო, მარტო მე ვიყავი ფხიზლად, ამიტომ ყველა მხიარულობდა ჩემ გარდა, მე მოვიწყინე და დავიღალე, ლუკაზე ფიქრის თავიც კი აღარ მქონდა.. ავდექი და გურამთან და დედასთან მოვედი, კიდევ მივულოცე ახალი წლის ასე ბედნიერად დადგომა, მოვუბოდიშე დავიღალე ძალიან და უნდა წავიდეთქო.
-ცოტახანი დაიცადე, მძღოლს დავურეკავ და გაგიყვანს.
-არა დიდი მადლობა გურამ, არ მინდა შეგაწუხო, თან ამ ახალი წლის ღამეს ცოდოა ის კაცი. ტაქსები დგას აქ და გავყვები სახლამდე. დიდი მადლობა ყველას, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ბედნიერ ახალწლებს გისურვებთ! ნახვამდის..!-დავემშვიდობე ყველას და გასასვლელისკენ გავკუნკულდი. ლუკას მზერამ ამიწვა სხეული.
სახლში მივედი თუ არა გოგოებს დავურეკე გამოდით ჩემთანქთო, რა პრეობლემააო ყველამ, 30 წუთში ჩემთან იყვნენ და გოზინაყს მიირთმევდნენ.
-ანუ ვაჟბატონიც იქ ბრძანდებოდა?(ელენე)
-და არც მოგესალმაა?(მარი)
-ფუ არ გოიმია!(ნინო)
-რა პატარაა ეს ქვეყანა, 4 მილიონი კაციდან იმას მოეწონე ვინც შენს მომავალ ოჯახთან ახლოსაა.(მარი)
-კაი ნუღა გრუზავ!-ფეხევს იქნევს ელენე,-დავლიოთ რა, არაფერი გაქვს მარიამ?
-აუ კი სარდაფში იყო ღვინო წითელი ღვინო.
-ჩადი მერე ამოიტანე.
ძლივს ვპოულობ ღვინოს და გაყინული ავრბივარ გოგოებთან.
დათომ ხელი მთხოვა, -ხარხარებს მარი, უკვე ძალიან დათვრა და გამოშტერდა, ჩვენც გვეცინება , მერე ვიაზრებთ ნათქმავს და ვსერიოზულდებით.
რა ქნა?(ნინო)
მერე შენ რა უთხარი?(ელენე)
-გოგო ახლა უნდა გვითხრა ეეგ?-ვკივივართ გამწარებულები და მარის ვიჭერთ რომ არ ჩაბჟირდეს.
-რათქმაუნდა უარი ვუთხარი!-ისევ იცინის მარი.
-რა ქენიიი ? -თვალები მიფართოვდება, - მე რო უარი ვუთხარი ხო ვარ ბედნიერი და 5 წლის შეყვარებულს როგორ უთხარი უარი?
-კაი ხო გატყუებთ,-დასერიოზულდა მარი,- გოგოებო ზაფხულში ვთხოვდები,-ზემოთ აატრიალა თვალებიი.
-ვაიმეეე!-შევყვირეთ ერთხმად და ჩავეხუტეთ.
-ეეე რა მაგარია მაროც გაგვითხოვდა!(ნინო)
-აბა გოგოო,მეგონა გასათხოვარი დარჩებოდა.(ელენე)
-ესეიგი ბოლომდე ვსვავთ!-სასმისებს ვავსებ და მეოთხე ბოთლს ვცლით.


აბა ვის გქონიათ ასეთი ახალი წელი როგორიც მარის ქონდა წელს? აი ასე ადგა და გათხოვდა, უკვე დათოსთან ერთად ცხოვრობს, შემშურდა თეთრი შურით, ყველას შეგვშურდა. არა, დავცინოდით კიდეც. ცუდები ვართ და იმიტომ.
ასე გავიდა ახალი წელი და შობა.
1 დღე რჩებოდა ჩემს დაბადებისდღემდე. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი 26 წლის ვხდებოდი, ბოლოსდაბოლოს. დღეს კარგად გამოვიძნებ და ხვალ 11 რიცხვამდე თავზე დავიმხობ კლუბს.
დედა გურამისთან გადავიდა, მარტო დავრჩი და ნერვები მეშლება, თან მეშინია, არ ვმუშაობ არაფერი, იშვიათად თუ გავალ გარეთ, მეხათრება გურამის ყოფაზე ცხოვრება მარა სხვა გზა არ მაქვს, გურამი შემპირდა, რამე იქნებ გაგიხერხოო..

მოკლედ, 9 იანვარია, გარეთ ყინავს, სახლში თბილა.რადიატორს ვეხუტები და ჩემი საყვარელი ჭიქიდან ჩაის ვსვავ, თან კომპიუტერში კინოს ვუყურებ, ,,უფრო მეტი ვიდრე სიყვარული’’ ასე ქვია.. მინდა ლუკა და ის მთავარი გმირი ბიჭი ცოტა მაინც შევადარო, მაგრამ ლუკა სულ სხვანაირია, ასეთი საყვარელი მაინც იყოს, აქამდე შემირიგდებოდა. ეს კინო სულაც არ გაქვს ჩემს ცხოვრებას, ეს არავის ცხოვრებას არ გავს, ნუ იმიტო რომ კინოა. ეს რომანტიკა გადამიყოლებს. ლუკაზე ჩავფიქრდი და კინოს რაღაც მონაკვეთი გამოვტოვე, მერე დამეზარა ყურება და შემდეგისთვის გადავდე. ჩემი ოთახისკენ გავეშურე და საწოლში შევწექი. ტელეფონი გამოვრთე-სახლისაც და მობილურიც და წავედი სიზმრების სამყაროში.
ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ. მეზიზღება მძულს.. მინდება ის აუტანელი ადამიანი დავახრჩო, მოვკლა. წიხლებს ვიქნევ და ვზმუი, ვცდილობ არ გავიღვიძო, მაგრამ მე ხომ ბედის ნატამალი არ მაქვს. თვალებს ძლივს ვახელ, შუქი არ ანთია და ვერაფერს ვერ ვხედავ.
-აუ რომელი ხარ?! გამანებე თავი რაა, ნინო შენ იქნები და გადი ოთახიდან ან შუქი მაინც აანთე. გოგო ხმა მაინც ამოიღე, შე იდიოტიო. აუ ნინოოო, ის დებილი ვნახე სიზმარში, იცი როგორ საყვარელი იყო? ნეტა მართლა მასეთი საყვარელი იყოს რაა როგორ მომენატრააა, იმდღეს რო ვნახე იმის მერე აღარც კი მომიკრავს თვალი უუფ, რაა! წავიდეს ჯან...-შუქი ინთება და..
-რაო სად წავიდესო?
სახეზე ვწითლდები და ნერვები მეშლება, ვნერვიულობ ძალიან, რა მაყრანტალებდა..
-ჯანდაბაშითქო!-თავს ბალიშში ვრგავ, კბილებს ერთმანეთს ძალიან ვუჭერ რომ არ ვიტირო, არადა მაგის გარდა არც არაფერი არ მინდა ამ ომენტში
-ესეიგი, მოგენატრე!
-არა!
-აბა მომენატრაო?
-შენზე არ ვამბობდი.
-ხოო? აბა ვისზე?
-ძალიან გადამეტებული წარმოდგენა გაქვს შენს თავზე!
-ზუსტად ვიცი რომ მე გენატრები..
-მერე რა!
-მეც მენატრები.
-წადი გთხოვ!
-რომ წავიდე ინანებ, ხო იცი ეგ?
-ძალიან დარწმუნებული ხარ შენ შესაძლებლობებში.
-ამაში შენ მარწმუნებ..
-მეე? ჰმ.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-დიახ შენ.. ახლაც მახსოვს შენი თვალები კლუბში რომ დამინახე გოგოებთან ერთად.. შენი სახე რესტორანში რომ გნახე..
-გაჩუმდი!-ამოვიკვნესი თითქმის გაუგებრად.
-შეგიყვარდი! ზუსტადაც შეგიყვარდი... იმიტომ გენატრები, ჩემთან ყოფნა გენატრება..
-გაჩუმდიმეთქი!-უკვე ტირილზე გადავედი..
-გენატრება ჩემი ჩახუტება, ყველაფერი გენატრება... ამას მაშინვე მივხვდი შენ თვალებში რომ ჩავიხედე.
-გაჩუმდი! წადი! გაეთრიე!- ყვირილზე გადავედი,-გაეთრიე აქედან, არ მინდა გნახო,-ვყვიროდი და თან ვსლუკუნებდი,-არ მსურს შენი მოსმენა... თავი ვინ გგონია ამდენი ხნის მერე რომ მოდიხარ და ვითომ არაფერი ისე მეცხადები... დაუკითხავად შემოდიხარ ჩემს სახლში, ჩემს ოთახში და ნოტაციებს მიკითხავ, ჩემს გრძნობებზე მელაპარაკები.. ვინ ხარ საერთოდ, როგორ მიბედავ მაგდენს? რას წარმოადგენ? ვინ გგონია შენი თავი?... შემეშვი, თავი გამანებე, რატომ მიწეწავ ცხოვრებას?? რატომ? ჭირსაც წაუღიხართ შენც და ჩემი გრძნობებიც! ამდენი ხნის შემდგე მოდიხარ ჩემთან და თან ბედავ მითხრა რომ წახვიდე ვინანებ.. ვინანებ? არაფერიც, მარტო იმიტომ არ ვინანებ შენ რომ მითხარი! აი ასე... ახლა კი გთხოვ გახვიდე ჩემი ოთახიდან, ჩემი სახლიდან, ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი გონებიდან, გულიდან... საერთოდ როგორ მიბედავ, როგორ?-ნელნელა ჩემი ხმა მშვიდდებოდა მე კი თავი მტკიოდა და გონება მებინდებოდა.
გავიდა ჩემი ოთახიდან, კარები დაკეტა და გავიდა. ძალიან კარგი წავიდა. ასე დაწყნარების საშუალება მაინც მომეცემოდა, დავწყნარდებოდი და ცოტას მოვეშვებოდი. მერე გოგოებს დავურეკავდი, ბევრს დავლევდი. ბალიში ავიღე და მთელი ძალით მოვიქნიე კარებისკენ, რომელიც მოულოდნელად გაიღო და გასროლილი ბალიში ლუკას თავში მოხვდა.
-არსადაც არ წავალ!-ძირს დავარდნილი ბალიში აიღო და საწოლზე დამიდო.. გვერდიდან ჩამომიჯდა და ხელი ჩემკენ გამოაცურა. მე მეორე მხარეს გავწიე, რომ მისი შეხება თავიდან ამერიდებინა.
-მე გავიგე რა იყო სინამდვილეში.
-ლუკა გთხოვ წადი!
-ბოდიში! სულელურად მოვიქეცი.
-წადი ლუკა!
-უბრალოდ შენ არ იცი მე რა განვიცადე რომ გავინახე ვიღაც გეხებო....
-წადი! წადი ! არ მინდა შენი მოსმენა!-მუხლებზე ხელები შემოვხვიე და ნერვიულად დავიწყე წინ და უკან ქანაობა.
-დამამთავრებინე, ამისი დედაც!-დაიღრიალა, ფეხზე წამოვარდა და ტუმბოზე მდგარი ღამის სანათი კედელზე შემოამტვრია.
ტირილს ვუმატე, ღმერთო, ეს ნამდვილად ველურია, მხეცია... გაშტერებული
მივჩერებოდი ერთ წერტილს და უაზროდ ჩამომდიოდა ცრემლები. მეორედ მიყვირის არადა არავის, მამაჩემსაც კი არ დაუყვრია ჩემთვის ასე. ვინ მიგდია, რა უნდა, რას წარმოადგენს. ცრემლები მოვიწმინდე და ჯიუტად შევხედე თვალებში.
-ნეტა ახლა ვინმე გისმენდეს, პოლიციას გამოუძახებდეს და ძალადობაზე დაგიჭერდეს.
-ნუ მიყურებ მასე!-ძარღვები დაეჭიმა.
-როგორ ასე?-უარეს ჯიქურ შევხედე.
-როგორ და მასე უემოციო, არაფრისმთქმელი თვალებით.. მაგას ჯობია იცინო, ან იტირო, ან არ ვიცი , რამე გამოხატონ შენმა თვალებმა, ნუ არიან მასეთი ცივები.. მარიამ, ჯანდაბა ! ჯანდაბა! რა გინდა, რატო გადაგყავარ ჭკუიდან, რატომ ცდილობ უარესად გამაგიჟო? არა მე ვერ მომატყუებ, მე დავინახე შენი ეჭვიანობისგან გაგიჟებული თვალები, მზად იყავი თმებით გეთრია ის გოგოები! არა, შეუძლებელია ახლა მასეთი თვალებით მიყურებდე. არა, არა, არ მოგცემ საშუალებას ის ცეცხლი გააქრო შენი თვალებიდან! არა, არა, არა ! - ყვიროდა. მერე გაჩუმდა, კისერი უკან გადააგდო,თვალები დახუჭა და პირველად დავინახე მის თვალებზე ცრემლი... თოვლივით თეთრი უპეები სულ გაუწითლდა, თვალებში, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბრაზი და სიმხეცე იდგა, ახლა ცრემლები ჩამდგარიყო... პირველად მენახა ბიჭი ტიროდა, და თან ლუკა. ლუკა. ჯანდაბა! ჯიუტი, სარკასტული, ხანდახან უგრძნობიც კი ვარ, მაგრამ ასეთი, რომ ამას გაუვძლო არა. ისევ ცრემლები წამსკდა თვალებიდან და სლუკუნი დავიწყე. რატომ მიყვარს ასე ძალიან? აი რატომ? ხო შეიძლება არ მიყვარდეს, ასე მაინც არ მიყვარდეს..
-კარგი პატარა ნუ ტირი! არ გინდა. ბოდიში. ბოდიში ჩემო პატარა, ჩემო ფისო! ყველაფერი მაპატიე... -მოვიდა და ზურგიდან ჩამეხუტა. თავი მხარზე გადავადე და უფრო ავსლუკუნდი.. როგორ მომენატრა ეს სურნელი. ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას!
სახით მისკენ შევბრუნდი, კალთაში ჩავუჯექი, ფეხები წელზე შემოვხვიე, თავი მის განიერ კისერში ჩავრგე და ისევ ტირილი დავიწყე... ჩვეულად თმაზე დამიწყო ფერება. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მიყვარხარ ლუკა...-ამოვილუღლუღე და ტანზე მივესვენე..-ძალიან მიყვარხარ!


თვალები რომ გავახილე მივხვდი ყველაფერი სიზმარი იყო, ასეთი მონატრებული და საყვარელი სახე პირველად ვნახე ასე ცხადად სიზმარში. ნეტა ახლა მართლა მოვიდეს და ჩამეხუტოს მაგრამ რასაც ვამბობთ და ვფიქრობთ ის არასდროს არ ხდება, ყოველთვის ის აზრი ახდება ხოლმე, რომელიც ჩვენს გონებაში არასდროს გამოიკვანძება.
საათს დავხედე და 3ის ნახევარი იყო ახლა ლუკასთან რომ ვიყო დავურეკავდი და ჩემთან ამოვიდოდა, ხოდა მეც დროს გავიყვანდი. ჯანდაბა, რამდენი ხანია ლუკაზე ასე აღარ მიფიქრია. მეთქი ნელნელა დავივიწყებ და უფრო მომენატრა, ახლა რომ დამესიზმრა. ისე, ალბათ ჩემზე ფიქრობს თორე, რატო დამესიზმრებოდა. გამეცინა, რა სულელი ვარ, როგორ შეიძლება ლუკა კიდე ჩემზე ფიქრობდეს. დეგენერატია! რა ჯანდაბა ვაკეთო ახლა.. აღარც დაბადებისდღის ხასიათზე ვარ, არ დამსიზმრებოდა მაინც...
ასე როგორ შემაყვარა თავი, როგორ შეიძლება, ადამიანი ასე შეგიყვარდეს, რომ სულ მასზე გეფიქრებოდეს, ყველაფერს მას უკავშირებდე და ყველაფერზე ის გახსენდებოდეს. როგორ შეიძლება, ადამიანი ყველაფერზე მეტად გიყვარდეს? აი, როგორ? რატომ არის ცხოვრებაში ყველაფერი ასეთი რთული? ხომ შეიძლება, ეს ცხოვრება ცოტა მეტი სიკეთით იყოს მოცული ერთხელ ცოცხლობს ადამიანი და ისიც იმისთვის რომ ცხოვრების ბოლომდე იტანჯოს და სიკვდილის წინ თვალი გადაავლოს, როგორ ტანჯვა-წამებით მოვიდა აქამდე. ჩემი ცხოვრება დანგრევის პირას მივიდა. არა კარიერა, არა საყვარელი ადამიანი. როგორ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და გადაება მოკლედ რთულია,რომ ბედნიერი იყო ამ ცხოვრებაში, ალბათ რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს უნდა ფლობდე რომ ბედნიერებას მიაღწიო... რთულია ერთი წამით მაინც იყო ბედნიერი, ისე როგორც შენ გინდა...
ცრემლები წამომივიდა...

სიგარეტი კარგი ანტიდეპრესანტიაო, ხოდა ვიცოდი დედაჩემს სადღაც ქონდა გადანახული და მის ოთახში ძებნა დავუწყე. ვიპოვე კიდეც და ერთი ღერი ამოვაძრე, პალტო მოვიცვი, ბათინკები ამოვიცვი და გარეთ გავვარდი.. თოვდა ... სულ ოდნავ თოვდა.. არც ძალიან ციოდა, მოკლედ სასიამოვნო ამინდი იყო, ამ გაქანებულ ზამთარში. იქვე სკამზე ჩამოვჯექი, სიგარეტს მოვუკიდე და მეორედ ცხოვრებაში გავაბოლე.. ხველება დამაწყებინა, ნერვები ამეშალა, რომ მოვწიე და ნაგვის ურნაში გავაქანე..
პირველად ნინომ მოგვაწევინა გოგოებს, პატარები კი აღარ ვიყავით ამ რამდენიმე წლის წინ მოხდა. ხანდახან ეწევიან ხოლმე გოგოები, მე თავიდანვე ვერ ავუღე ალღო. ახლა ლუკას რომ დავენახე ვეწეოდი საშინლად გაბრაზდებოდა. ვერ იტანს გოგოები რომ ეწევიან, სიგარეტს ვერ იტანს, მავნეა ჯანმრთელობისთვისო, მართალიცაა. ტელეფონმა დაიბჟუილა და ჯიბიდან ამოვაცურე.
,,დაგაძრობ ტუჩებს მაგისთვის’’-sms უცხო ნომრიდან. აქეთ-იქით გავიხედე, ვერავინ შევამჩნიე, არადა ვიღაც უეჭველი მითვალთვალებს. ნუთუ ლუკაა? ხელწერა მისია, სხვა ასე დამუქრებას ვერავინ შეძლებდა. თაყვანისმცემლები არც მყავს. ნუ მე არავის ვიცნობ მასეთს. რომც მყავდეს ასეთი რაღაცის მოწერას ვერავინ გამიბედავდა. რჩება მარტო ლუკა. ხო, სხვას ვის მოუვა თავში აზრად, გოგოს მიწეროს ტუჩებს დაგაძრობო. წარმოვადგინე, როგორ მაძრობს ლუკა ტუჩებს ბრტყელტუჩათი და ტანში გაამაჟრიალა.
ჭირსაც წაუღიხარ ლუკა ლომსაძე, ჭირსაც წაუღიხართ შენც და შენზე ფიქრებიც. ღრმად ამოვისუნთქე და სადარბაზოს კიბეებს ავუყევი.
ბედნიერებაა თბილ სახლში შესვლა, როცა იცი რომ იქ შენი საყვარელი ადამიანი გელოდება. მაგრამ, როგორია შეხვიდე სახლში სადაც სიბნელე და სიცარიელეა , სადაც იცი, რომ არავინ გაგიმაგრებს ზურგს, დაგიცავს, როცა შეგაშინებენ და ცხოვრების ბოლომდე შენთან ერთად გაინაწილებს ცხოვრების მძიმე ტვირთს. გულდამძიმებული შევდივარ სახლში და შუქს ვანთებ.
-მოვედი საყვარელო!-ვყვირივარ სივრცეში და სამზარეულოსკენ მივიწევ. რა სიცარიელე და სიჩუმეა. როგორ მომბეზრდა. ჩაის ვიკეთებ ფანჯარასთან მივდივარ და ვუყურები, ლამპოინის შუქზე ჩანს თოვლის პირველი ფიფქები.
სავარძელში ვჯდები, მუხლებზე ლეპტოპს ვიდებ და სოციალურ ქსელში შევდივარ.. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გადავდივარ ლუკას გვერდზე და მის სურათებს ვათვალიერებ.
ჯანდაბა ეს გოგო ვინაა? პანიკა მემართება.. აი კიდევ, მეორე... მესამე... რა უბედურებაა, ყველაზე ვეჭვიანობ და დასაძინებლად ვწვები...
გათენდა ჩემი დაბადებისდღე... ღამე არავის დაურეკავს და მოუწერავს. 4საათამდე მეძინა, მერე კარზე ზარი იყო და გამეღვიძა. სანამ მე გამოვფხიზლდი ავდექი და კარების გასაღებად გავედი კართან არავინ დამხვდა, მაგრამ მაინც გავაღე და შოკოლადებით სავსე კალათი აღმოვაჩინე.
ოჰ, ლუკა.. ადრე რომ მივსულიყავი იქნებ დამხვედროდა? მაგრამ თუ ჩემი ნახვა უნდოდა დარჩებოდა და ამას აქ არ დატოვებდა. ნერვები ამეშალა, სახლამდე მოვიდა და შიგ არ შემოვიდა. ხოდა ავიღე ეს ამდენი შოკოლადი და როგორც მაშინ, ფანჯრიდან გადავყარე. ფანჯარა დავხურე თუ არა ისევ დაფარული ნომრიდან სიცილის ემოციები მომივიდა შეტყობინებად.
გახარხარებ მე შენ, ლუკა. დაფარა ბიჭმა ნომერი, თითქოს დავურეკავდი ან მივწერდი. იყოს მასე თუ არ ვჭირდები და ასე ეთამაშოს ვისაც უნდა...
ვემზადები და 6-ზე გოგოებიც მოდიან.. მერე კლუბში მივდივართ. საღამოსთვის ნაცნობები, ამხანაგები და რამდენიმე ნათესავიც მილოცავს ტელეფონის მეშვეობით და 12 საათზე უკვე კარგი დაღლილი ვზივარ ბარის სკამზე. დღეს არ დამილევია. ასე ვერ გავილოთებ თავს. თან ცუდად მოქმედებს ჩემზე სასმელი.
-ლუკამ არ მოგილოცა?-გვერდით მიჯდება ცეკვით დაღლილი ნინო.
-კი.
-მართლა?შეირგდით?-მოდის მარიც.
-არა.
-აბა?-კითხულობს გაკვირვებული ელენე.
-უბრალოდ შოკოლადების კალათა დამახვედრა.
-ვაა, ეგ ბიჭი მაგარი კრეატიულია ხო იცი.-წვენს წრუპავს ელენე და იცინის,-წავედი მე, მომაკითხა უკვე ლაშამ, რაც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა ძალიან მბოჭავს და არ მსიამოვნებს.
-არაუშავს, ეგ ბიჭი მოგარჯულებს შენ,-იცინის მარი. ელენე გოგოებს გვკოცნის და ლაშასთან გარბის.
-აი ნახეთ,-ვეუბნები გოგოებს,-ელენეც მალე გათხოვდება.
-და მე და შენ შენ რა ვქნათ?-მეკითხება ნინო.
-ჩვენ მილიონერ მოხუცებზე ვიჩალიჩოთ.
-დათომ, მეც მოვდივარო და ბარეღამ დავიშალოთ, დათო დაგარიგებთ სახლებში.-ტელეფონს წყდება მარი.
-აუუ მეც მინდა გათხოვებააა,-დავიწყე წუწუნი.
-თხოვდებოდი და ვერ შეიშნოვე, ასე რო ხმა ნუ მესმის შენი, -მოჩვენებითი სიმკაცრით მეუბნება ნინო და სიცილის შეკავებას ცდილობს.


დათომ სახლთან ჩამომსვა და მეც გაყინული ავკუნკულდი სადარბაზოს კიბეებზე. ოჰოჰოჰ, რაამბავი ვარდებია.. მომეწონა, ჩემი ბინის კარების წინ ვარდების უაზარმაზარი თაიგული იყო აყუდებული... მაგრამ, მაინც რა ბანალურია ღმერთო ჩემო, მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა, ყველა ამასაც ვერ მოიფიქრებდა, ეჭვმა გამკრა რომ ლუკასგან იყო , ტუჩის კუთხეები ღიმილმა გამიპო, თაიგული ხელში ავიღე და სახლში შევედი. ამათაც კი გადავყრიდი ფანჯრიდან, მაგრამ ძალიან მომეწონა და დიდ ვაზაში ჩავაწყე. ესეც ასე, ,,კანეც მაიეი დნი რაჟდენიი''. ქუსლიანები გავიძრე და კაბაც, მერე მივალაგებდი, ახლა შხაპის გარდა არაფერი არ მინდოდა. სულ სიმღერ-სიმღერით და ცეკვა-ცეკვით ვიბანავე და 2 საათიანი ჭყუმპალაობის შემდეგ ტკბილად ჩამეძინა. ისევ ლუკა დამესიზმრა...

შუადღეს გამეღვიძა, მოვემზადე და დედასთან გავედი. გურამიც სახლში დამხვდა და ლექსოსაც შემოევლო. გულით გამიხარდა.
-ვა ვა, როგორ ხარ მარიკუნა?-გადამეხვია ლექსო. მიყვარს ასეთი ტიპები, ერთხელ ვყავარ ნანანხი და მაინც თბილად და თავისუფლად რომ არის..
-შენ როგორ ხარ ლექუს?
-ვაა ეს ახალი სახელია?-სახე გაებარდა.
-დიახ პირადად შენთვის.-გაგვეცინა.
-მოიცა ყავას მოგიტან, ხო დალევ?
-კი, დიდ ჭიქაში გამიკეთე ოღონც.
-როგორ ხარ დე?
-კარგად თათუ, თქვენ როგორ ხართ?
-დედაშენი ცოტა მაბრაზებს,-გაეცინა გურამს.
-მართლა დეე? არაუშავს მიეჩვევი, მეც მაბრაზებდა ხოლმე.-გავუცინე მეც.
-იცი მარიამ , გურამმა ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლადო.
-ხო, ვიფიქრე ახალგაზრდა გოგოა, მარტო რატო უნდა იცხოვროსთქო, თან ამხელა სახლია, თათუც აქ არის და ... არა კი არ გაძალებ, თუ არ გიდნა ნუ გადმოხვალ.
-აუ ისე მარტოობა მეც მაწუხებს.. დავიღალე უკვე მარტოობით, თან ჩემი გოგოებიც სულ მუშაობენ, თუ არ მუშაობენ ჩემთვის აღარ ცალიათ თითქმის, ყველას თავიისი პირადული და რამე... არ მიფიქრია თქვენთან გადმოსვლაზე, მაგრამ მხიბლავს ეს აზრი..
-ძალიან კი გამახარებ თუ გადმოხვალ!-გაუხარდა გურამს, - თუ გინდა ლექსო გაგყვება და ბარეღამ ბარგი გადმოიტანე.
-აუ ხო, თან მანქანით ვარ.
-კარგი, ყავას დავლევ და წავიდეთ, -მეც გახარებული ვპასუხობ ლექსოს და მდუღარე ყავას პირში ვისხავ.
მე და ლექსო სახლიდან გავდივართ და მანქანაში ვჯდებით. ლუკასნაირი მანქანა ყავს, ჯანდაბა. უიმეე.. ერთად იყიდეს თუ რა არის. ისევ ლუკა მახსენდება და ცრემლებს ძლივს ვიკავებ ამჯერად.
-მოგწონს?-მეუბნება ლექსო ეშმაკურად.
-რაა?-ცრემლებს უკან ვისტუმრებ.
-მანქანა!
-არის რა.
-ძალიან მაგარია, ძმაკაცისგან ვითხოვე.
-კარგია.-ნაძალადევად ვუღიმი.. ესეიგი ლუკას მანქანისნაირი კი არაა, ლუკას მანქანაა, რამდენი რამ მაკავშირებს ამ მანქანასთან...
სახლდამდე უცებ მივდივართ. ლექსო ტანსაცმლის ჩალაგებაშიც კი მეხმარება. პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რადგან ყველაფერს ვამზადებ წასაღებად. ჩემი საყვარელი ჭიქაც კი მიმაქვს, აბა უმისოდ რა გაძლებს.
-ვაუ რა მაგარი თაიგულია.-ამბობს ლექსო.
-ხო გუშინ უცნობმა თაყვანისმცემელმა დამიტოვა კართან,- ვეუბნები და ახლა მახსენდება რომ ამ საჩუქარს ასე უპატრონოდ ვერ მივაგდებ, ძალიან მომწონს.
-და არ იცი ვინ მოგართვა?
-არა, საიდან უნდა ვიცოდე.
-კი მაგრამ, არ იცი ვინ არიან შენი თაყვანისმცემელები?
-არა!
ოხ ლექსო, გეგონება არ იცოდე რომ ლუკას გამოგზავნილია ეს თაიგული. იქნებ მართლა არ არის ლუკას გამოგზავნილი. ალბათ მართლა არ არის, თორე ამას ასე არ გაუკვირდებოდა. ლექსოს ბარგი ჩააქვს მანქანაში ჩასადებად. ამასობაში შეტყობინება მომდის დაფარული ნომრიდან.
,,ესეიგი არ იცი ვინ მოგართვა თაიგული ხო?’’ და სიცილის ემოციები.



№1 სტუმარი Lucien Vanserra

მომეწონა, მსუბუქია, სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ უკვე ჩვევად მექცა რაღაცეების შესწორება და ბარემ თქვენც შეგისწორებთ relaxed
''გვერძე'' აღარ გამოიყენოთ, სწორია ''გვერდზე''
ასევე ''ხო'' ც ცოტა არ იყოს ცუდად ჟღერს.

 


№2  offline წევრი Mæra

გმადლობთ გამომხმაურებისთვის, როგორც ავღნიშნე, ძველი დაწერილია და დასარედაქტირებელია. აუცილებლად გავითვალისწინებ სხვა ისტორიებში. heart_eyes
Lucien Vanserra
მომეწონა, მსუბუქია, სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ უკვე ჩვევად მექცა რაღაცეების შესწორება და ბარემ თქვენც შეგისწორებთ relaxed
''გვერძე'' აღარ გამოიყენოთ, სწორია ''გვერდზე''
ასევე ''ხო'' ც ცოტა არ იყოს ცუდად ჟღერს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ვიმხიარულე მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent