სიყვარულით, მარიამი! (II ნაწილი)
კარგი ჯაშუში ჰყოლია ლუკას. ვერ ვხვდები რას ცდილობს. ალბათ შერიგებას, მარა თუ შერიგება უნდა მაინც და მაინც ასე შორიდან და დაფარული ნომრიდან? გაურკვეველი მოქმედებებით და შეტყობინებებით? ალბათ ეშინია ჩემთან შეხვედრა, იცის ცემა არ ასცდება.. რამდენი ხანია აღარც კი დამინახავს..... გოგოებს შეტყობინებებს ვუგზავნი დედასთან და გურამთან გადავდივართქო და სევდიანად ვავლებ თვალებს ჩემი სახლის ფანჯარას. ესეც ასე ახალ სახლში გადავსახლდი. მაგარია აქაურობა. სახლი კი არა სასახლეა, ყველაფერია რაც გინდა. სავარჯიშო დარბაზიც კი არის, აი თურმე საიდან არის გურამი ასეთ მაგარ ფორმაში. მთელი ჩემი ბარგი-ბარხანა ოთახში შევყარე და საწოლზე მივესვენე, დამღალა ამდენი ტანსაცმლის ჩალაგებამ და რა ვქნა? ესეც ასე ჩემი ოცნება ასრულდა, ახლა ყველაფერი მაქვს რაც კი მინატრია, მაგარი სახლი, მანქანა მძღოლით,მხოლოდ ერთი რამ მაკლია - ლუკა! ლუკა ანუ სიყვარული. ზუსტად ვიცი, ლუკას გარდა არავინ აღარ შემიყვარდება აღარასდროს. დილით ვიღვიძებ, ეგრევე სავარჯიშო დარბაზში ჩავდივარ, სიმღერებს ვრთავ და სარბენ ბილიკზე 30 წუთი შეუსვენებლად დავრბივარ. ორი საათი შეუსვენებლად ვვარჯიშობ და როცა ვხვდები ჩემი კუნტთები ვეღარ უძლებს ძირს მოწყვეტით ვეცემი. რა კარგია, სულ მინდოდა სახლში ტრენაჟორები მქონოდა და ამიხდა. შუადღეს გურამისთან ერთად ვსადილობ. მოკლედ მომწონს ასეთი რაღაცეები, დიდ სუფრას ვუზივართ მე, დედა და გურამი.. ყველაფერი ისეა როგორც კინოებში.. დედაჩემი პატარა გოგოსავით გამოიყურება, ჯერ 42 წლისაა. აი ასე, ჯერ სულ ახალგაზრდაა და დაიწყო კიდეც ახალი ცხოვრება ძალიან მაგარ ადამიანთან.. გურამი მართლა უსაყვარლესი პიროვნებაა, და როგორც ის გიჟდება ჩემზე , ისე მე მასზე.. საღამომდე ფილმების ყურებით ვიშტერებ თავს. მერე გურამის ლექსოსთან მივყავართ.. მაინტერესებს ლექსოს სახლი, ვიცი რომ გურამი გიჟდება ლექსოზე, თავისი შვილივით ყავს გაზრდილი და ყველაზე მეტად უყვარს დიშვილებიდან.. თანაც ლექსოც ისეთი ტიპია, რომ შანსი არაა არ გიყვარდეს ადამიანს.აი, მივედით კიდეც და ისეთი საყვარელია, რომ სუფრაც კი გაუშლია ჩვენთვის. ეგრევე უფრო მეტი სიმპატით ვეწყობი ლექოსსადმი, როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფერში ასეთი დაკვირვებული იყოს. თან სიმპატიურია, ალბათ ნათესავად რომ არ მეკუთვნოდეს შემიყვარდებოდა. მეცინება. მერე მოვა ლუკა და მეც ამჩეხავს და ლექსოსაც. მისაღებში ვსხედვართ და ვსაუბრობთ.. გურამი გვიყვება ლექსოზე. -ყველაზე ნაბოლარაა ოჯახში.. -ხოდა ბიძისგან ძალიან განებივრებული, -სიცილით ამთავრებს ლექსო გურამის დაწყებულს. -22 წლის ვიყავი რომ გაჩნდა და მე ვზრდიდი რასაც ჰქვია, ფეხზე რომ გაიარა იმის მერე სულ კუდში დამსდევდა. გული, გული მეც მიკიდე, გული, გული ასე-ისე, მეტიტინებოდა და მეც მეტი რა მინდოდა ახალგაზრდა ბიჭს, ვგიჟდებოდი ამის ტიტინზე.. -აი გურამი იყო ჩემი მაგალითი ყველაფერში. მისი ხასიათები გამომყვა, ქცევებიც მისი მაქვს. ერთად რომ დავდიოდით სულ ყველას ამისი უკანონო შვილი ვეგონე. ახლა ძალიან ბევრს ვიცინით ამაზე. -ძმაკაცს ყავს ლექსოზე რამდენიმე წლით დიდი ბიჭი, მაგრამ ერთად დადიდონენ ბაღში ცოტახნით.. ერთხელ მთხოვა არ მცალია და შენ გამოიყვანე ლუკაცო,-ლუკაო , მეღადავებიან ესენი, ყველაფერი ჩემ წინააღდეგ როგორ არის, ყველას, როგორ უნდა რომ ჩემს ნერვებზე ითამაშოს,- მივდივარ ბაღში და იქიდან გამორბიან სახედალურჯებული ლექსო და ლუკა, მე თვალები მიფართოვდება და ვნერვიულობ, სულ ლურჯები არიან, მაგრად ნაცემები, ცხვირიდან სისხლი მოდის ორივეს. მანქანაში გაბრაზებული ვყრი და ვეჩხუბები, რა მოუვიდათ, ასე ვინ ცემა. ლექსო დუმს, ბოლოს ლუკა ხმას იღებს და ამბობს ლექსოს ერთი გოგო შეუყვარდა და იმ გოგოს ბიჭები აწუხებდნენ, სათამაშოებს არ აძლევდნენ,ხელს კრავდნენ და დღეს ლექსომ დაინახა რომ ტიროდა, მივიდა, რა გატირებსო ჩაეხუტა და გოგომ იმ ბიჭებისკენ გაიშვირა, თითი ამათმა თმა შემაჭრესო და ლექსოს მოჭრილი ნაწნავები მიაწოდა, ლექსო გაბრაზდა, მთხოვა ის ბიჭები მაცემინე, აი ხო გახსოვს გური და თორნიკე ბიძია რომ ამბობდნენ თუ ვინმე შენ საყვარელ გოგოს აწყენინებს უნდა მოკლა მაშინვეო, ხოდა წამოდი ახლა და მაგრად ვცემოთო.. გამეცინა , მაგრამ ისეთ დღეში იყვნენ ეს საცოდავები, რომ ძლივს ლაპარაკობდნენ. იმ დღის შემდეგ ლექსო დიდი დამცველია თიკუნასი, დღესაც ერთად არაიან თითქმის 20 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ... -ვაუ ლექსო, არ მეგონა ასეთი ერთგული თუ იყავი.-თვალები ძირს მიცვივდებიან. -თიკუნა არის ჩემი ცხოვრების სული და გული, რასმბობ!-თვალები უბრწყნდება ლექსოს. -ისე ლუკასთვის რომ დაგერეკა ცუდი არ იქნებოდა, გავაცნობდი თათუს და მარიამს.. ისიც ჩემი შვილივითაა.-ამბობს გურამი და მე უფრო ვიძაბები. -ისე ეგ კარგი გამახსენე,- ლექსო ჩემკენ იყურება და ეშმაკურად იღიმის,-მანქანა არ ყავს და გავუვლით აგერ მე და მარიკუნა და მოვიყვანთ, თანახმა ხარ მარო? -აააააა, მმმ, კაი, -ვყოყმანობ და ბოლოს მაინც ვთანხმდები. თავს გრძნობების კორიანტელი მატყდება. ბოლოსდაბოლოს ვნახავ. იმეიდია ყველაფერი კარგად იქნება და გადავიტან ამ ნახვას. მთელი გზა ჩემ თავს ვამშვიდებ, რომ დაინახავ არ იტიროთქო. მე მანქანაში ვრჩები, ლექსო სახლში შედის. 10 წუთი ველოდები როდის გამოვლენ, ჯერ ლექსო მოდის უკან ლუკა მოყვება. გული ეგრევე ბაგიბუგს მიწყებს. სადაცაა ავტირდები, ცუდად ვარ. სხეულს ვეღარ ვგრძნობ, მგონია ჰაერში ვარ გაკიდული. ლექსო საჭესთან ჯდება, ლუკა უკანა სიდენიაზე. -გამარჯობა!-ამბობ ლუკა. -გამარჯობა.-კანკალით ვამბობ, ისე რომ უკან არ ვიხედები. -გაიცანით ერთმანეთი, -ცდილობს არ გაეცინოს,- მარიკუნა ეს ლუკაა, ლუკა ეს კი მარიამი. -სასიამოვნოა ! -ჩაახველა ლუკამ და ხელი გამომიწოდა, ჩემთვისაცთქო, მივბრუნდი და ჩამოვართვი. ამდენი ხნის შემდეგ ჩემი და მისი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ვხვდები ახლა თუ არ შევბრუნდი, იმ გამობერილ ტუჩებს მოვაჭამ, არადა ხელს არ მიშვებს. ვუძალიანდები, მაინც არ მიშვებს. თვალებს ვხუჭავ. მერე ვახელ. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, მერე მრცხვენია კიდეც იმხელა ხმა ქონდა, არადა ყელში ბურთვით მაქვს რაღაც გაჩხერილი. ცოტაც და ტირილს დამაწყებინებს ლუკას მონატრებული სახის ნაკვთები, მისი ასეთი გამოხედვა. ეს ტუჩები... მაგიჟებენ. ვგრძნობ ლექსო სარკიდან გვიყურებს და ეცინება. ლუკა ისევ არ მიშვებს ხელს, პირიქით უფრო მიჭერს. ეს გზა ამხელა არ მომჩვენებია როცა მოვდიოდით, ახლა კი სამმაგად გაიწელა და გადიდდა. მინდა რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი ამ სიახლოვეს. ჰორმონები ყირაზე მიდგება. გული ისე სწრაფად და ხმამაღლა მიძგერს მეტი აღარ შემიძლია. ბოლოს ხვდება უნდა შემეშვას და ხელს მიშვებს. მეც მაშინვე თავს ვაბრუნებ და ვცდილობ თვალის უპიდან არ მომწყდეს ცხელი სითხე. ასეთი უბრალო და თან მტკივნეული არ მეგონა ლუკასთან შეხვედრა. მანქანაში საშინელი სიჩუმე სუფევს. ყველა გზას უყურებს. მე მოვიწყინე, ალბათ ლუკამც. ლექსოც აღარ იღიმის ეშმაკურად. სახლში შევდივართ. გურამი დედაჩემს ეხუტება და თბილად საუბრობენ. მეც მინდა ასეთი მშვიდი და თან ვნებიანი ურთიერთობა. ლუკასთან, რათქმაუნდა. მე მათ გვერდით ვჯდები, ლუკა და ლექსო სავარძლებში კალათდებიან. მანამდე გურამმა თათულის ლუკა გააცნო, ხელზე ნაზად ეამბორა ლუკა დედაჩემს. დედაჩემმა ერთი გადმომხედა, ვერ გავიგე რა ხდება აქო. მერე მეც მოწყენილი თვალები მივანათე და მგონი ყველაფერს მიხვდა. დაიწყო მოკითხვები და ცოტახანში სუფრასთან გადავინაცვლეთ. ლუკა ჩემ გვერდით გასპეტაკდა. არა , მართლა არ მაქვს ბედი. მომიმწყვდიეს ლუკამ და ლექსომ. მრგვალ მაგიდასთან ვიჯექით. ორივეს მოკვლა მომინდა, აი, ისე მომინდა, მანიაკებს რომ მოუნდებათ ხოლმე ადამაინი მოკვლა და მერე გატყავება, ან რამე მაგდაგვარი. აღარც მადა მქონდა. ჩემ საყვარელ ალუბლის წვენს მივირთმევდი. ეს ლექსომ ჩემს პატივსაცემად დამახვედრა. სასიამოვნოდ საუბრობენ.. რათქმაუნდა, გურამი ბიჭების ბავშვობას იხსენებს. შემდეგ დედაც იხსნება და ჩემზე ყვება. -ძალიან ცელქი იყო, ისეთი რომ შეუძლებელი იყო თვალი გედევნებინა მარიამისთვის. რომ გეგონა თავის ოთახში იყო, გარედან გესმოდა ამის ხმა, 3 წელი შეუსრულდა და მის დაბადებისდღეზე მთელი უბნის ახალგაზრდობა დამაყენა... ერთი ბიჭი იყო,-ოხ დედა მიყვარს ეს ისტორია, ღიმილმა ამიწია ტუჩის კუთხეები, ძალიან კარგი, ზუსტადაც, ეს ისტორია უნდა ლუკას, იმედია იეჭვიანებს, მერე რა რომ მაშინ 3 წლის ვიყავი მაინც,- მარიკუნა გიჟდებოდა მასზე. ხოდა ამ დღეს მთელი უბნის ბავშვები რომ მოვიდნენ და სახლი გაიტენა, მარიამს და იმ ბიჭს თვალი ვერსად მოვკარი. გამიკვირდა სად არიანთქო და ამ დროს გამოდის მარიამი იმ ბიჭთან ერთად ჩემი ოთახიდან, ტუჩებზე პომადა აქვს გადღაბნილი. ჩემი მაღალქუსლიანები აცვია და თეთრი ბალიშიპირი აქვს დამაგრებული თავზე. ამ ბიჭს ხელკავი აქვს გაკეთებული და მოდიან. ყველა ამათ უყურებს და ტაშს უკრავენ, მარიამი ცალ ხელს მისალმების ნიშნად აქეთ - იქით აქნევს და ყველას ზემოდა უყურებს. მოდიან ჩემთან და მარიამი მეუბნება დედა, იცი თედოს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა ცოლად გამოგყვებიო, ხოდა დღეს ქორწილი გვაქვს, აქამდე არ გითხარი არ მინდოდა გაბრაზებულიყავიო. პირდაღებული ვუყურებ, ჩემი დაქალები სიცილით კვდებიან. ცოტახანში ბავშვები იშლებიან და მარიამი თედოსაც აგდებს სახლიდან, შენ რანაირი ცოლი ხარ, სხვა გოგოებს უყურებო. - სუფრაზე მხიარული განწყობა სუფევს, ყველა იცინის, ლუკაც კი, არადა როგორ მეგონა იეჭვიანებდა. მერე მახსენდება რომ ამ ისტორიაში არაფერი არაა საეჭვიანო და სისულელეა ყველაფერი, ეს მხოლოდ ერთი სასაცილო ისტორიაა, რომელიც ჩემს ბედნიერ ბავშობას ყვება. დედა აგრძელებს,-იმ დღეს მარიამმა დაიფიცა ცოლად აღარავის გავყვებიო!-ამაზე ყველას სიცილი სკდება და მე კიდე ვიბოღმები.. დამცინეთ დამცინეთ. -წარმომიდგენია რა საყვარელი ბავშვი იქნებოდა, -ამბობ ლუკა. ამოგაძრობ ენას, მერე მოვხარშავ და გაჭმევ, ჯერ დამცადე ლომსაძე ლუკავ. -ხო უსაყვარლესი ვიყავი! ყველა ჩემზე გიჟდებოდა,-ვეუბნები პირადად ლუკას და ისევ წვენს ვწრუპავ. ისევ მხურული განწყობა. კარგია ოჯახური შეკრებები. ესეც კარგი იქნებოდა ლუკა რომ არ იყოს და ლუკაზე რომ არ ლაპარაკობდნენ გაუთავებლად. ისევ მისაღებში ვსხედვართ, ისევ ისეთი განლაგებით.. -ლუკაჩოს ძაან მაგრად გაუმართლა ცხოვრებაში,- საუბარში ერთვება ლექსო, ლუკა მხარს კრავს და ეცინება,-აი მიხარია ხოლმე ისეთი დებილი რომ არ დარჩა როგორიც ბავშვობაში იყო... არც ახლა აკლებს, გავიფიქრე და ინტრესით განვაგრძე ლექსოს მოსმენა. -ამისთვის არც გოგო არსებობდა, არც გართობა, სულ მეცადინეობდა. აბა როგორ , თუ გინდათ რომ ყველაზე მაგარ გოგოებს შეუყვარდეთ განათლებულები უნდა იყოთო. ხოდა, უჯდა თავის წიგნებს და მეცადინეობდა და მეცადინეობდა, ხანდახან მიკვირდა ამდენ სამეცადინოს საიდან შოულობსთქო, მარა აჰა, დადგა კაცი.. ხოდა, რომ ვამბობდი გაუმართლათქო მართალიცაა, ყველაფერს მიაღწია, კარიერა გინდა, სახლი გინდა, ფული გინდა, გოგოები გინდა. ამაზე გავჭედე, გულმა უფრო დამიწყო ფეთქვა, ოოხ, გადახრჩობთ პორივეს, დადგმულია ხო ყველაფერი?! -აი მთელ საძმაკაცოს გვეგონა რო პიდარასტი იყო,-ლუკამ ბრაზიანი თვალებით გადახედა და მერე ყველას გაეცინა ჩემ გარდა,-მერე გოგოებთან დაიწყო სიარული, არა ყველაფერს ხომ არ გვეტყოდა ახლა, მარა სერიოზული ურთი არავისთან ქონია, აბა მე კი არ მგავს მთელი ცხოვრება ერთი რომ მიყვარს... -ზედმეტებს ყვები ლექსო და ამოგაჭრი ენას... -ხო მერე კიდე შეწვავს და გაჭმევს,-ენას პირში ვეღარ ვტევ, ისევ იცინიან ჩემს ნათქვამზე, რათქმაუნდა. -მათქმევინეთ ვაა!-იბუტება ლექსო,-აი ახლა რომ ლუკაა სულ სხვანაირია, ადრე თუ მე დამცინოდა გოგოს ყვავილები როგორ უნდა აჩუქოო ახლა თვითონ ჩუქნის, თუ ადრე ამბობდა რომ სიყვარული არ არსებობდა და ლამის ყელი გამოჭრას ყველას ვინც მაგას ამბობ. -მამაშენის შვილს არ გეკადრებოდა სიყვარულზე მასეთი რაღაცეების თქმა,-იცინი გურამი.. -ხო ახლა ვიგრძენი რომ არსებობს, -ქვეშიდან გამომხედა და გაეღიმა. თავი ცუდად ვიგრძენი, სკამიდან წამოვხვტი და სამზარეულოში გავედი. ახლა ვიტირებ.. დამშიდდი მარიამ , არ გინდა ახლა ეს სენტიმენტალობები, დამშვიდდი , გაიღიმე და გადი.. ლექსო სამზარეულოში შემოდის. -ეე შენ რა ტირი?-მეუბნება ნაზად და ახლა უფრო მინდება ვიტირო. -არა, არაფერია ლექუს, -ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ გავიცინო. -აუუ ჩემი ბრალია ხო? ბოდიში რაა, სულელივით ვიქცევი , შენ გრძნობებზე ვთამაშობ მეც და ლუკაც ხო? -კარგია უთქმელად რომ ხვდები,-ისევ ვცდილობ გაღიმებას. -მოდი ჩემთან ჩაგეხუტო.-ხელებს შლის ლექსო და მეხუტება. თავს მხარზე ვადებ და ტირილს ვაგრძელებ,-კარგი ნუღა იტირებ ახლა, დამშვიდდი. ბოდიში რა, თუ გინდა ვცემ ლუკას, - მეკრიჭება ბავშვივით. -არა არ გინდა, უბრალოდ ჩუმად გამაპარე აქედან და სახლში წამიყვანე.. მისაღებიდან სიცილის ხმა ისმის, ჩვენ კი სამზარეულოს კარების მეშვეობით შეუმჩნევლად ვქრებით სახლიდან. მე ტირილს ვერ ვწყვეტ. -ეს მანქანა ბევრ რამეს მაგონებს. -ვიცი. -მომენატრა ლუკა. -ლუკასაც ძალიან მოენატრე. -არ ემჩნევა. -არ იმჩნევას. -მეთამაშება. -უბრალოდ არ იცის რა ქნას. -უბრალოდ რომ მოვიდოდეს და ჩამეხუტებოდეს კარგი იქნებოდა. -მაგდენი არ ესმის. -დეგენერატია, ის ხო ესმის რო უნდა მითვალთვალოს. -მარო, შენ არ იცი როგორ უყვარხარ მაგას. -არ ვიცი. -მასეთი ლუკა არავის უნახავს. -დიდი ხანია ლუკა საერთოდ აღარ მინახავს.. -მართლა უყვარხარ. -არ ვიცი. -კარგი ნუღა ტირი. -როგორ არ ვიტიროო? - ვსლუკუნებ. -გინდა ლუკას დაველაპარაკები. -და რას ეტყვი? მარიამს ენატრები შეურიგდიოო?ნეტა იცოდე თავზე დამაფარა მთელი კორპუსი, ძალიან მაწყენინა, უაზროდ შეიტანა ჩემში ეჭვი, ძალიან უაზროდ.. თავიდან ვამართლებდი, რათქმაუნდა, ისაა მართალითქო, მერე მივხვდი, რომ ძალიან სულელურად გამოუვიდა.. უბრალოდ ძალიან ცუდად მომექცა. -მე მითხრა ისე ვიეჭვიანე ლამის მოვკალი ორივეო. -მე კიდე ისე გამიხარდა ჩემთან რო დავინახე. მაგაზე ძალიან არავინ მჭირდებოდა იმდღეს. -მაინც ვერ ვხდები რა მოხდა. -დედამ არ იციოდა ლუკასთან რო ვიყავი, არც მინდდოა ჯერ გაეგო, თან სახლში რომ იყო თავისუფლად ვერ მოვიქცეოდი. ნახვა მეც მინდოდა, მითუმეტეს სიცხიანი ვიყავი და ცუდად ვგრძნობდი თავს. მოვატყუე სახლში არ ვართო.. ამ დროს თავზე ის საძაგელი ლევანი დამადგა, უფრო ცუდად გავხდი, დავცინოდი კიდეც გონებაში, ნეტა ლუკა მოვიდეს და გაგიგოს ფეხქვეშთქო. არადა მართლა მოვიდა, მაგრამ ის კი არა ლამის მე გამიგო ფეხქვეშ. -ძალიან ეჭვიანია, ძმაკაცებზე ეჭვიანობს ეგ და გოგოებზე რას იზავს, - ეღიმება, - თან, აი, გიჟდება შენზე. ყველაფერს გააკეთებს შენთვის. მაგრამ მართლა დეგენერატია ცოტათი. სიყვარულმა იცის მასეთი დეგენერატობები. ლექსოს ტელეფონმა დარეკა. მე იქ დამრჩა. -ხო ლუკა, -- არა მე და მარიკუნამ გავისეირნეთ, --მოიცა, ვკითხავ....-მობილური ყურიდან მოიშორა,-მარიამ ლუკამ ამოხვალთ ისევო? წამო ავიდეთ, დღეს ჩემთან დაგიტოვებ და თან ცოტა ვისაუბროთ, იქნებ ლუკასაც შეურიგდე.-ჩუმად მითხრა, მეც დავთანხმდი. ლექსო საუკეთესო მოსაუბრე და მსმენელი იყო.. რატომაც არა თან ლუკასთან შერიგების უკვე ერთადერთ გარანტად მეჩვენებოდა. -კი ლუკა მოვალთ, ცოტახანში, -- აა, წავიდნენ უკვე? კარგია, -- მალე მოვალთ. -რაო? -გურამი და თათული წავიდნენ მარტო ვარ მალე მოდითო. -ეშინია მარტოობის. -შენთან უნდა ყოფნა. -კი აბა. ცოტა დავმშვიდდი და თვალებზე სიწითლემაც გადამიარა. სახლში მარტო ლუკა იყო და თეფშებს ჭურჭლის სარეცხისმანქანაში ალაგებდა. - მოხვედით უკვე?-დაიბნა ლუკა. -კი მოვედით,-უპასუხა ლექსომ. -გადით თქვენ მე მივალაგებ აქაურობას,-გავყარე სამზარეულოდან და ლაგებას შევუდექი.. მალე მოვრჩი და მისაღებში გავედი. -მეც მოვედი. ლექსოს გვერძე ჩამოვუჯექი,-აბა რაზე საუბრობდით. -ისეთზე არაფერზე, -უარესად დაიბნა ლუკა,-კარგია რომ მოხვედი. -ხო ვიცი.-თვალები გავუსწორე. -როგორ ხარ? -მადლობა კარგად, შენ? -სამსახური იშოვე? -ვერა, ამიტომ გურამთან გადავედი. -ხო ვიცი. -რა დაგრჩებოდა გასაგები,-თითქმის გაუგებრად ჩავილაპარაკე, მაგრამ ლექსომ მაინც გაიგო და ჩაიფხუკუნა. -რა ხდება შენკენ ახალი?-ცდილობდა ჩემთან საუბარი აეწყო. -არაფერი. ლუკამ რაღაც დაიჩურჩულა. -რა თქვი? -ცუდიათქო. -არა კარგია. მშვიდად ვარ. -მე წავედი, თიკუნა უნდა ვნახო.-წამოდგა ლექსო. თვალებით ვანიშნე, ესეც ჩაწყობილიათქო? ლექსოს გაეცინა. მალე დავბრუნდებიო, გვითხრა და კარები გაიხურა. -ასე ჯობია. -ასე როგორ? -როგორ და მარტო. უფრო ადვილად ვისაუბრებთ. -მე ლექსოსთან დასამალი არაფერი მაქვს. არც შენ როგორც საქმეს ემჩნევა. -არა, პირისპირ უფრო ემოციური იქნება. -მართალია, შენ ხო გიყვარს ემოცია,-ირონიულად ვუთხარი და გვერძე გავიხედე. -მმმმ, ვინმე ხო არ გაწუხებს? -არა! -ვერც შეგაწუხებს! -ხო, რათქმაუნდა. -მართლა გეუბნები. -ხო , ვიცი.. მითვალთვალებ. -რა არ გსიამოვნებს? -სიმართლე თუ გაინტერესებს - არა. -ნაწყენი ხარ? -მეე? როგორ გეკადრება! -ანუ ხარ... -არა-მეთქი.. -ვიცი მაგ ტონით და ინტონაციით ნათქვამი არა რასაც ნიშნავს.. -შენ თავს მიხედე, შენი საქმე არაა მე როგორ ვარ. -ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა. -გეგონოს. -წესიერად მელაპარაკე, თორე.. -თორე რა? აქაურობასაც თავზე დამამხობ? -თუნდაც,-გაეცინა. -სულაც არაა სასაცილო. -შემომხედე. -არა! -შემომხედეთქო. -ლუკა, ძალიან გთხოვ შემეშვი. -არ მინდა და არ შეგეშვები. -ნუ ბავშვბობ! -შენც. -მე არ ვბავშვობ. -მაშინ არ გინდა ეგ გაბუტვები. გულიანად გამეცინა. -რა გაცინებს?? -არაფერი, სასაცილოა, ამდენიხნის შემდეგ ასე ჩვეულებრივად რომ მეუბნები ნუ ბავშვობ, არ გინდა გაბუტვებიო.. არადა მაშინ 2 წლის დებილი ბავშვივით მოიქეცი. -გეთქვა რამე, ხმა არ ამოგიღია, ხმას კი მაშინ არ იღებენ როცა დამნაშავეები არიან. -რა მეთქვა , ეს ის არ არის რაც შენ გგონიათქო? -თუნდაც. -არაფრის ახსნას არ ვაპირებ შენთვის. -აი ზუსტადაც. ამას ვამბობ,-ფეხზე წამოიჭრა ლუკა, -შენ არაფრის ახსნას არ აპირებ, მე კიდე მეტი აღარ შემიძილია. -არაუშავს , შეძლებ რამენაირად. -გოგო ნუ ხარ მასეთი უემოციო მუდმივად. -აბა რა ვქნა? ფეხებში ჩაგივარდე და ის მოგასმენინო რაც შენ გინდა? ნურას უკაცრავად. -ნუ ხარ ასეთი ჯიუტი.. უბრალოდ შეგიძლია გამარკვიო რაზე გეჩხუბე. -ჯერ მე მჭირდება გარკვევა რაზე მეჩხუბე.. და ისე, ეგ შენ ისედაც უნდა იცოდე. გვერდით მომიჯდა და თმაზე ხელი დამისვა.. მესიამოვნა , მაგრამ ამას როგორ დავუთმნობდი. -ნუ მეხები. -მარიამ! მოვითხოვ ამიხსნა ყველაფერი.-ხმა გაუმკაცრდა. -რა? -ჩემ ნერვებზე ნუ თამაშობ, არც ისე ძლიერი მაქვს როგორც შენ. მითხარი რა მოხდა მაშინ. -ვიჯექი ჩემთვის სიცხიანი სახლში, შენ ამომივარდი, მეჩხუბე, დამშორდი და წახვედი. -ის ბიჭი ვინ იყო. -საქმრო. -და რატო მატყუებდი. -რას გატყუებდი. -აი ჩემთან რო იყავი, რატომ არ დამშორდი, საქმრო მყავსო რატო არ მითხარი? -მასე მინდოდა და იმიტომ, მიყვარს ორმაგი ცხოვრების თამაში.-მხრები ავიჩეჩე და უემოციო თვალები მივანათე. -ჯანდაბა.. ახლა? -რა ახლა? -ახლა რას შვები? -ველოდები, როდის მოვა ქორწილის დღე. -ანუ თხოვდები?-დაჯდა და თავი უკან გდაააგდო. -ხო. -გიყვარს? -კი. -ძალიან? -კი. -მატყუებ ხო? -კი! -იმდენად შევიჭერი როლში, რომ ვეღარ გავიგე რა მკითხა და დაუფიქრებლად ვუპასუხე, ისე რა კარგად ჯეროდა რასაც ვეუბნეოდი. -ანუ არც საქმრო გყავს და არც თხოვდები! ვინ იყოს ის ბიჭი? -დედაჩემის დაქალის შვილი. -მარტყუებ? -შენ რომლის გაგება უფრო გაგახარებსდა დაგამშვიდებს კის თუ არას? -რათქმაუდნა არას! -მაშინ კი. -აუ, ნუ გადამიყვანე საბოლოოდ ჭკუიდან. -რატო გადადიხარ მერე? თვალები დააბრიალა, მძიმედ დახუჭა და მერე ისევ მე მომაპყრო მზერა. -გსიამოვნებს ხო რო ვიტანჯები? -არამგონია იტანჯებოდე. -ასეთი საზიზღარი როგორ ხარ? -რავიცი, მასეთი მოვევლინე დედამიწას. -აი, მეც მოვედი,-გაიღო კარები და ლუკას ხმა მოისმა,- მოვედი რა , მოვედით. ოთახში წითელთმიანი, მწვანეთვალება, საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგო შემოვიდა.. ლექსოს ხატავდა პირდაპირ. ასეთი მაგარი წყვილი არასდროს მინახია.. ოხ ამათი შვილები რა იქნებიან, გავიფიქრე და ორივენი დავლოცე გულში ახლა რომ გადამარჩინეს. -აბა რას შვებით გვრიიტე.. -ლექსო, შეგპირდი ენას ამოგაძრობთქო!-დავუბრიალე თვალები. -ეგ შენ კი არა მე შევპირდი,-გაიღიმა ლუკამ. -კაით ხო, ნუ დახოცეთ ერთმანეთი,-მარიამ, გაიცანი ეს თიკუნაა, ჩემი საცოლე. -სასიამოვნოა,-თბილად გავუცინე. ერთად დასხდნენ, ლექსო ეხუტებოდა და ისიც იშნოებდა.. გამახსენდა ლუკა რომ მეხუტებოდა ხოლმე. ახლაც ჩამეხუტებოდა მე რომ ასეთი ჯიუტი არ ვყოფილიყავი. კარგად ვისაუბრეთ. ლუკას ხმაც აღარ ამოუღია. მე მიყურებდა. სულ მე მიყურებბდა. ამაზე უფრო ვიძაბებოდი და უფრო მინდებოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მერე მისი ტუჩების გემო კვლავ მეგრძნო. მეყვირა მიყვარხართქო და მთელი ღამე მის სხეულზე აკრულს დამეძნა მშვიდად, იმაზე ფიქრში რომ დილით როცა გავიღვიძებდი ისევ მის გვერდით ვიქნებოდი. დილით ჩვენს შვილებს გავეღვიძებინეთ და ყველას ერთმანეთის სიყვარულით გვეცხოვრა ასე ტკბილად, სიცოცხლის ბოლომდე. ამ ფიქრებმა დამამუნჯა, მაშინ გამოვფხიზლდი ლექსომ თიკუნას რომ უთხრა ამათ ერთად გაუშალეო. იმდენად ვიყავი დაღლილი, ისე მეძინებოდა, რომ აღარც კი გამიპროტესტებია. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და ოთახში შევედი. ლუკა უკვე იწვა. საწოლის კიდეში იყო მოქცეული და კედლისკენ გადატრიალებული. მეც შევწექი და ზურგი მივაქციე. ერთი საბანი გვეფარა და ორივე აქეთ-იქიდან ვქაჩავდით. რამდენი ხანია ასე ახლოს არ დავრჩენილვარ მასთან. როგორ მომნენატრა მისი სხეულის სურელი. გამახსენდა პირველად რომ დარჩა ჩემთან. ჯანდაბა ლუკა შენს თავს, ასე რომ მაგიჟებ, ასე რომ გადაგყავარ ჭკუიდან, ჯანდაბა.. იმდენს ვწყევლი უეჭველი მიუვა. -მარიამ! -ჰო. -გძინავს? -აარა. -არც მე. -კარგია. -მომენატრე. -მეც. -თუ გინდა ისევ მეჩხუბე მაგრამ მთავარია შენი ხმა მესმოდეს.. -ვეღარ ვძლებ. -მომენატრე შენ რა ტირი? -ჰო. -მოდი ჩემთან,-ჩემ მხარეს გადმოიწია და ზურგიდან მომეკრო.. ჩემი პარაზიტი ბიჭი. ეგრევე დამთბა და გულმა სიმღერა დაიწყო.,-როგორ მიყვარხარ ჩემო პატარა.. -მეც... -მაპატიე კაი? -კაი! -ნუღა სლუკუნებ. -კისერში მაკოცა. მის მხარეს გადავბრუნდუ.. ოჰოჰო, როგორ ახლოს იყო მისი საყვარელი ტუჩები ჩემთან. თვალებში ვუყურებდი და მსიამოვნებდა, როგორც იქნა ისევ ჩემი იყო. ხელები შემოვხვიე და მივეხუტე. ეგრევე დავმშვიდდი. -მაინც ვინ იყო ის ბიჭი? -კაი რა ლუკა.. -აუ, სანამ არ გავარკვევ მოვკვდები. -მართლა დედაჩემის დაქალის შვილია, ბავშობიდან ვერ ვიტან.. სულ ნერვებს მიშლიდა.. იცი ?! რომ მოვიდა, როგორ მინდოდა მოსულიყავი და მაგრად გეცემა? შენ კიდე მე მეჩხუბე.. -დიდი ბოდიში ჩემო პატარა... აი აწი აღარსდროს გაწყენინებ, გპირდები.. -მპირდები? -გპირდები. დილით თვალებს სანამ გავახელდი მისი, სურნელი რომ ვიგრძენი და მის სხეულს შევეხე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. თავი მკერდზე დავადე და სახეზე შევხედე. ისევ ეძინა. რა მშვიდი და მომხიბვლელი იყო მისი სახე. ტუჩები ოდნაც გაპობოდა. ავიწიე და ვაკოცე. შეიშუშნა და თვალები გაახილა. -აუ, ტო, ამაზე ბედნიერება არაფერია შენ გვერდით რომ ვიღვიძებ. -გაგატოებ მე,-ვუთხრაი და ისევ ვაკოცე. -არ მომაჭამო ტუჩები,-გამიღიმა და ახლა თვითონ მაკოცა. -ვგიჟდები .. -ჩემზე თუ ტუჩებზე? -ჯერ ტუჩებზე და მერე შენზე. -ჩემი დედოფალი! -ჩემი მეფე. კარებზე დააკაკუნეს. -ესენი ხო არაფერს არ დააცდიან ადამიანს,-თავი გააქნია, ადგა და კარების გასაღებად მივიდა. კარებს იქით თიკუნა იყო,რომელიც მორცხვად არიდებდა თვალს ლუკას, რომელსაც მარტო ტრუსი ეცვა,-აუ ტო, ბოდიში, ლექსო მეგონა. -თიკუნა არ შეხედო შერცვა ბიჭს,-ვცადე სიტუაციის განმუხტვა და სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან.თიკუნას გაეცინა. -ლექსომ, ხო არ დახოცეს ერთმანეთიო და,-სიცილით გვითხრა. -არ ინერვიულოს მალე გამოვალთ. -გელოდებით, საუზმე გავამზადე და გაცივდება. -უსირცხვილო ხარ ამხელა ბიჭი. -ეე, ტო მართლა გამიტყდა , პირველად ვიყავი ამ გოგოსთან ერთად ასეთ პონტში და ეგრევე ტიტველი დამმინახა. -არა, არა, როგორ შეიძლება ტიტველი ბიჭების ყურება. -ამოგაძრობ ენას. -აბა კი, ჯერ დამიჭირე,-გავვარდი ოთახიდან და სამზარეულოში შევქანდი. -რა იყო, მოსაკლავად მოგდევს?-გაიცინა ლექსომ. -დილამშვიდლობისა,-გავიცინე მეც,-აუ კი და მიშველე. -რაღა გიშველო შენ უკან დგას უკვე. -დამსვი შე არაადამიანო!-ვიბრძოდი მის მხარზე მოკიდებული,-დამსვი ძალადობისთვის თუ არ დავაჭერრინო შენი თავი ნახავ... ლუკა დამსვი, დამეხვა თავბრუ, თავში წამივიდა მთელი სისხლი, აღარ შემიძლია. ბოლოს დამსვა. -არა თუ გინდა ამიყვანე კი არ ვარ წინააღმდეგი,-დავისწორე აბურძგნული თმა და სკამდე ჩამოვჯექი. ლექსო და თიკუნა საყვარლად იყურებოდნენ და ჩვენზე ეცინებოდათ.. არა, ამათზე მაგარი მართლა არავინ მინახავს, რა ლამაზები და კარგები არიან. ლექსო ხო უსაყვარლესია, სულ არ გავს ამ კრეტინს. არ ვიცი. ლუკას ჭკუიდან გადავყავარ. როცა კი ლუკას ვხედავ ეგრევე ცუდად ვხდები, არ მომწონს ასე რომ მიყვარს. ის კი მომწონს, იმას რო ვუყვარვარ. უბრალოდ რთულია გრძნობებით აღწერო ის რასაც მე განვიცდი როცა კი ლუკაზე დავიწყებ ფიქრს. ადრე მქონია სიტუაციები, როცა ვინმე მომწონებია, მაგრამ ეს, ეს რაღაც შეუძლებელია. ასეთი არავისთან არაფერი არ განმიცდია არასდროს... -მარიკუნააა,ჩვენთან ხარ?-ლექსომ ხელი ჩამიქნია სახის წინ. -ჩავფიქრდი და.. -აუ, ხო ჩემზე ფიქრობდიიი?-ბავშვივით მკითხა ლუკამ და ზურგიდან მომეხუტა. -აუ, შენ წარმოიდგინე და სხვაზე ვიზე უნდა მეფიქრა?-თავს უკან ვწევ და ქვეშდან ვიუყურებ ჩემ დებილ ბიჭს. რა მალე მოხდა ყველაფერი.. მეგონა ურთიერთობები დროს მოქონდა, ვერასდროს წარმოვიდგნენდი რომ 1 კვირაში ასე შემიყვარდებოდა , ადრე ეს შეუძლებელი მეგონა, მაგრამ თურმე, როცა მართლა გიყვარს მერე ყველაფერს აზრი ეკარგება, იმიტომ რომ წამი საუკუნედ იქცევა ხოლმე. ვისაუზმეთ და ლუკამ სახლში წამიყვანა. შევედი თუ არა სახლში რათქმაუნდა დედამ გამომკითხა რა მოხდა, ხოდა მეც მოვუყევი რაღაცრაღაცეები, ნუ ყველაფერი არა რათქმაუნდა, ვუთხარი შევრიგდითთქო და გაუხარდა. შხაპმა ერთი-ორად მომადუნა და გამახალისა.. ხალათი შემოვიცვი , საწოლზე პირდაღმა წამოვწექი და ეგრევე მარის დავურეკე. -აუ თუ იცი რა მოხდა? -ვაიმე შერიგდით? -კი , -გავინაზე. -აუ რა მაგარიააააა, გოგო გავიდეთ დღეს გოგოები კლუბში, ლუკასაც უთხარი წამოვიდეს და ჩვენ ბიჭებსაც ვეტყვით. -და ყველას გცალიათ? -აჰამ, ნინოს ვუთხარი დაერეკა მარა დაავიწყდა ალბათ, ვგეგმავდით მარტო გოგოები გავსულიყავით შენ რომ არ მოგეწყინა მარტოს, მარა ბიჭებიც წავიყვანოთ ,რომ არ იეჭვიანონ. -გადაყვნენ თან,-გავიცინეთ ორივემ და გავთიშეთ. ლუკას ნომერი ავკრიფე და ტექსტი დავწერე: -,,ფისოოო, აუ დღეს გოგოები კლუბში მიდიან და ბიჭებიც მიყავთ და ჩვენ რა ვქნათ?’’ -,,ჩვენც წავიდეთ,თუ დღეს ჩემთან დარჩები.“ -,,ეგ იდეა მეც მომწნოს.’’ -,,კაი გამოგივლის, რომელ საათზე გამოგიარო?’’ -,,10-ისთვის, კარგი?’’ -,,უყურე ერთი ამას, როგორ გვიან დადის გოგო კლუბებში!!’’ -,,აი ნახე ისეთი კარგი ვარ, რომ შენ გარეშე არ მივდივარ.’’ -,,წახვალ და..’’ -,,და?’’ -,,და ისევ მოგიტაცებ სამუდამოდ.’’ ტელეფონი საწოლზე ბედნიერმა მოვისროლე და ჩაცმას შევყევი.. ესეც ასე, ბედნიერებაა, როცა ყველაფერი კარგად გეყწობა.. დედა, გურამი, ჩემი გოგოები, ლუკა, ლექსო. რა ბედნიერებაა ეს ყველაფერი, შეუძლებელადაც კი მეჩვენება ამდენი, მთვარია მჯეროდეს, სიზმარში არ ვარ და ერთ დღესაც თვალს, რომ გავახელ ყველაფერი ზმანება არ იქნება... დღე გურამთან და დედასთან საუბარში გავიყვანე და 9საათზე უკვე გამოპრანჭული ველოდებოდი ლუკას. ლუკას მერე, ერთიორად შემიყვარდა ჩემი თავი.. კომპლექსებიც სულ მომეხსნა.. მოტმასნილი კაბა მუხლამდე ჩამოვისწორე, ტელეფონი ავიღე და სახლიდან გავკუნკულდი. -იმენა, განგსტა პარადაის-გამიღიმა ლუკამ და მაკოცა. -განგსტა ჩაპარადაის იქნება, თუ გარტყი რამე. -არა უკვე ძალადობ, ეს მომწონს,-ვნებიანად იკბინა ქვედა ტუჩზე და მადისაღმძვრელად შემოხედა. -მასე ნუ მიყურებ,-ღვედი შევიკარი და საქარე მინაში გავიხედე. -როგორ ასეე?-მანქანა დაქოქა და ეზოდან გაიყვანა. -როგორ და ცდილობ თვალებით გამაშიშვლო. -ჰმ, აი ხელებით კი სიამოვნებით ვიზავდი მაგას. -ახლა, რომ გაკოცო ავარიაში მოვყვები, ამიტო თავს შევიკავებ. კლუბამდე სიცილ-კისკისით მივედით. -აუ ლუკააა.. -ხო წიწილა. -აუ გვეხვეწები ბევრი არ დალიოო?-ზემოთ ავხედე და მის თვალებში თანხმობა, რომ ამოვიკითხე კისერში ვაკოცე. -მალე წავიდეთ ჩემთან და არ დავლევ,-აათამაშა წარბები. -ნუ ცანცარებ!-წელზე ხელი შემოვხვიე და კლუბის კარებში ამაყად შევაბიჯე. -მეღირსა საუკეთესო დაქალის ნახვა,-გამოგლიჯეს ჩემი თავი ლუკას ხელებიდან და სამივენი ერთად გადამეხვივნენ. -გეყოთ !-ვიღრიარე და სიცილით მოვშორდი გოგოებს. ბიჭებისკენ წავედით, ბართან გველოდებოდნენ. -გაიცანით ყველამ, ეს ლუკაა, ესენი კიდე ელენე, მარი, ნინო და შესაბამისად ლაშა, დათო და თორნიკე არიან. მოკლედ სასიამოვნო და აღმოჩნდა ყველას ერთად შეკრება, ამდენმა სითბომ და სიყვარულმა ნამეტანი გამათამამა და გამახალისა... 1საათი არც კი ვიყავით ერთად, ლუკამ ბოდიში მოუხადა ახალ მეგობრებს, ხელი დამავლო და მანქანაში ჩამტენა.. გოგოები სიცილით იგუდებოდნენ, რათქმაუნდა, ყველას უხარია ჩემი ბედნიერება , ისევე როგორც მე მათი.. იმაზე კარგი არაფერი არაა, როცა იცი არსებობენ ძალიან მაგარი გოგოები , რომლებიც შენი საუკეთესო დაქალები არიან და ყოველთვის შენთან იქნებიან რაც არ უნდა მოხდეს. სახლში ისევ სიცილით მივედით. მიხაროდა, რომ მეძლეოდა შანსი ლუკასთან მარტო დავრჩენილიყავი. სახლში სასიამოვნო ატმოსფერო დამხვდა, პირველად ვიყავი მასთან, საშინელი კომფორტი იყო, სასიამოვნოდ თბილოდა... მე უკვე ცუდად ვიყავი, ერთი სული მქონდა მისი ბაგეები კვლავ მეგემა. დივანზე მოწვეტით დავჯექი და გამომწვევად შევხედე ლუკას. თვალები დახუჭა, ცალყბად გაიღიმა, მერე ისევ გაახილა. -მაგიჟებ. მა-გი-ჟებ!-დამიმარცვლა, ხელი დამავლო, ზურგზე მომიგდო და ოთახისკენ წამათრია. საწოლზე ისე დამაგდო ბეჭები მეტკინა. თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა, მე თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი რას მოიმოქმედებდა. საწოლზე გადმოწვა და საროჩკის ღილების გახსნა დამიწყო, თან იწყევლებოდა რომ ვერ ხსნიდა. მეც მოვეხმარე და პირდაპირ ავიძრე. გაეცინა. თავადაც გაიხადა ზედა, ცოტახანში ორივეს ტანსაცმელი ძირს ეყარა. პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ წამითაც არ დავბნეულვარ როდესაც ტუჩები მკერდზე შემახო, ცალი ხელით კი ტრუსი გამხადა. ჰორმონები ყირაზე დამიდგა, გადამიტრიალდა, ერთი სული მქონდა პირველად მეგრძნო სიამოვნების ტკივილი, საყვარელი მამაკაცის ძლიერი სიყვარული.. მკერდზე, რომ მიკბინა სულ გადავირიე, ისეთი ამოვიკვნესე შეეშინდა და შემომხდა. მიბნედილი რომ დამინახა, ისევ განაგრძნო ჩემთვის სიამოვნების მინიჭება. -მიყვარხარ ლუკა!-დავიჩურჩულე, როცა მუცლის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ბეჭებზე მთელი ძალით მოვუჭირე ხელები. ლუკა ისევ ნაზად აგრძელებდა ჩემთვის ტკივილიანი სიამოვნების მინიჭებას. ასეთი რამ არასდროს განმიცდია. კიდევ ერთხელ ვიგრძენი როგორ ძლიერად და ამასთან ნაზად ვუყვარვარ მას. ცოტახანში კვნესის ხმა მიწყდა და მე დაღლილი მივესვენე ლუკას შიშველ მკერდს. მჭიდროდ შემომხვია ხელები და კისერში მაკოცა. დილით, რომ გავიღვიძე ლუკა საწოლში არ დამხვდა. მუცლის არეში ყველაფერი მტკიოდა და კუნთები საშინლად მქონდა დაჭიმული. -ლუკააა!-დავიძახე საზარელი ხმითდა ფართხაფურთხის ხმა გავიგონე, მერე რაღაც დაიმტვრა. -რა მოხდა წიწილავ?-დაფეთებულმა შემოყო თავი ოთახში. -მოდი ჩამეხუტე!-გადმოვყარე ღვარღვარება ცრემლები. -ჩემი დებილი წიწილა!-მომიჯდა თავთან და თმაზე ფერება დამიწყო.თავი ფეხებზე დავადე და ხელის სმა დავუწყე მუხლებზე,-რატო ტირიხაარ? -ყველაფერი მტკივა და იმიტომ,-ამოვიკვნესე და შევეცადე ცრემლები შემეკავებინა. -არაუშავს გაგივლის,-საწოლზე გადამაწვინა, მაიკა გაიძრო და საბნის ქვეშ შემომიძვრა. -რა საზიზღარი ხარ!-გავიცინე და საბანი თავზე გადავიფარე... მეორედ გადავეშვი ვნებების მორევში. შუადღეს გავემზადე და ლუკამ სახლში გამიყვანა. -საღამოს ვერ გნახავ,-გამაფრთხილა სანამ მანქანიდან გადავიდოდი. -რატო ფისოო?-მოვიწყინე. -საქმეები მაქვს,-მაკოცა და ხელის კვრით გადამაგდო მანქანიდან. გავიბუტე და გაბუსხული შევედი სახლში. გურამი და დედა წასულები დამხვდნენ.. ეხლა გოგოებს, რომ არ მოვუყვე ყველაფერი გული გამისკდება,-გავიფიქრე და სამივეს გშეტყობინებები დავუგზავნე ჩემთან გამოსულიყვნენ. არ ასულა 40 წუთი სამივენი კართან ამეტუზნენ. ყავა მოვადუღეთ და სამზარეულოში დავჯექით. -იტყვი ახლა რა მოხდა?-გაბეზრებული ამბობს ელენე. -გუშინ ერთად ვიყავით,-გამებადრა სახე. -ერთად ისედაც ხართ!-უარესაც გაბეზრებული მეუბნება. -ჰა, ათქმევინე ახლა!-უტევს ნინო. -ღამე ვიყავით ერთააად!-მწყინს რომ ვერ მიმიხვდნენ. -ოოჰ, ახლა თქვენც პირველად იყავით ერთად ღამე!-მარიც წარბებს მაღლა წევს. -ოოო მეღადავებით თუ მართლა ვერ ხვდებით რისი თქმა მინდა?-ვბრაზდები. -რაააააა?-ყვირის ნინო. -როგორც იქნა!-შუბლს ხსნის ელენე. -მოგეწონა?-ქვედა ტუჩს იკვნეტს მარი. -ფუ ამაზრზენებო!-ვიცინ მე.. -გეღირსა დაქალება!(ელენე) -მოგვესწრო ქალი!(მარი) -საერთო მხიარულებაში ვართ. -წავედი მე, თორნიკემ გავისეირნოთო.-დგება ნინო და წასასვლელად ემზადება. -ოოოოოო!-აღშფოთებულები ვყვირივართ სამივენი. -უუფ აბა რა გინდათ ახლა, ყველამ, რომ აიწყვეთ ურთიერთობები მეც მინდა. -რაღა უნდა აიწყო აწყობილი არ გაქვს?(ელენე) -არა მშობლებმა გაატრაკეს და ვიჩხუბეთ. -რა იმათი საქმეა?(მარი) -ახლა უნდა ვიგებდეთ მაგას?(მე) -გუშინ კარგად იყავით?!(ელენე) -გუშინ ვცადეთ შერიგება,-მოიწყინა ნინომ,-კარგი წავედი მე, წარმატებები მისურვეთ. სანამ გურამი და თათუ მოვიდოდნენ კიდევ ბევრი ვიცინეთ და ვიჭორავეთ გოგოებმა, ცოტა გავერთე, ღამე ისე მოვიდა არც კი შემიმჩნევია. რომ დავწექი მაშინ ვიგრძენი ლუკას მონატრება, შუადღის მერე არც კი მოუწერია, გული ამემღვრა. დაძინება ვცადე და ემოციებისგან და ახალი შეგრძნებებისგან დაღლილს მკვდარივით ჩამეძნა. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ლუკა იყო, რათქმაუნა. -დილამშვიდობის წიწილა, გძინავს? -ახლა უკვე აღარ!-შევუბღვირე ტელეფონში. -მმმ, მომენატრე! -დაგერეკა მერე გუშინ! -არ მეცალა მართლაა! -კარგი მჯერა.სად ხარ? -საავადმყოფოში. -მანდ რა გინდაა ეე? -ჩემი დიშვილი არის ძალიან ცუდად. -რომელ საავადმყოფოში ხარ? არ ვიცოდი ლუკას და თუ ყავდა, მითუმეტეს დიშვილი, მაგრამ ისეთი სევდიანი ხმა ქონდა მარტოს ვერ მივატოვებდი. ამიტომ ტაქსი გამოვიძახე, მანამდე მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. სავაადმყოფოში შევედი თუ არა დავინახე ლუკა და მამაკაცი, რომელიც ლუკას ძალიან გავდა.მაშინვე ლუკასთან მივედი, ორივეს მივესალმე და კითხვისნიშნიანი თვალები მივაპყარი. -გაიცანი მარიამ, ეს მამაჩემია. მამკაცი, რომელიც ლუკას მამა აღმოჩნდა ფეხზე წამოდგა. -თორნიკე,-ხელი გამომიწოდა და ნაძალადევად გამიღიმა, მაგრამ მივხვდი მთელი გულით შეეცადა გაღიმებას. -მა, ცოტახანი კაფეტერიაში გავალთ მე და მარიამი და ახლავე დავბრუნდებით, რამე ხო არ წამოგიყოლოთ? -მაგარი ყავა მე. ხოდა მანქანაში მაშოს თერმოსია და ის წამოიღეთ. ლუკა თავის დაქნევით შეოიფარგლა, ხელი ჩამკიდა და კაფეტერიისკენ წამიყვანა. -არ ვიცოდი და თუ გყავდა,-ვუთხარი ფრთხილად. -მაპატიე, არასდროს გამხსენებია ჩემ ოჯახზე რომ მომეყოლა.-ხელი ოდნავ მოვუჭირე ხელზე, მან განაგრძო,- თორნიკეს დედა ძალიან უყვარდა, ხოდა დედამ ჩემი და ნიას გაჩენა მოასწრო, ცოტახანში გარდაიცვალა მე რო გავჩნდი.. ნია ჩემზე დიდია. დედას სიმსივნე ქონია, მისთვის მეორე ბავშვი არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა, მაგრამ გარისკა და... ნიასაც სიმსივნე დაუდგინეს.. მაშოზე რომ იმშობიარა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო მეტასტაზებმა გამოჩენა... მაშო 3 თვის იყო ისიც რომ გარდაიცვალა. -ნეტა წუხელ დაგერეკა! -გადამავიწყდა. მარიამ,მადლობა რომ მოხვედი.-ჩამოიწია და შუბლზე მაკოცა. მხარზე თავი დავადე და ამით ვაგრძნობინე ყველაფერი კარგად იქნებათქო. სანამ ყავას ველოდებო, ლუკა გარეთ გავიდა და მაშოსთვის თერმოსით საჭმელი მოიტანა. -ძალიან ცუდი ხასიათი აქვს მაშოს,მარტო მე, თორნიკეს და მამიდაჩემს გვეკარება, ფაქტიურად მამიდაჩემი ზრდის. ძიძის აყვანა გვინდოდა, მაგრამ არცერთს არ გაუჩერდა. ჯერ ერთი ციდაა, რა ესმის უცხოობის და ყველას ხელში ტირის. შეეცადე შენც არ მიეკარო.-ნაზად გამაფრთხილა უკანა გზაზე. -რა ხნისაა? -ორწლინახევრისა,-სევდიანად ჩაილაპარაკა ლუკამ. -რა დაემართა? -არ ვიცი რაღაც ვირუსიაო, ძალიან ცუდად იყო. გული შეეხუთა ვეღარ სუნთქავდა ღამე, ძალიან შეგვაშინა. თორნიკე უკვე პალატაში შესულიყო, ჩვენც შევედით. -მაშოოდი ჩემთან,-ხელები გაუშვირა პატარას, რომელსაც სულ იმ წამს გაეღვიძა და თვალებს ისრესდა. რა ლამაზია,-გავიფიქრე და მომინდა სურვილი ხელში ამეყვანა გავთამაშებოდი, მაგრამ ლუკას გაფრთხილება გამახსენდა და სურვილი ჩავიხშე. არადა როგორ მიყვარს ბავშვები. პატარაობიდან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, მე რომ დადებითი ენერგიით და პოზიტივით მავსებენ ერთია და ისინი რომ თამაშის წყურვილს იკლავენ ეგ მეორე. -როგორ ხარ მაშოო?? გაგიარა სიცხემ? მაშიკო, ნახე ვინ უნდა გაგაცნო,-წამოიყვანა ჩემთან, მაშომ შემომიბღვირა და ნიკაპი ბიძის მხარის უკან დამალა. -არ უნდა ჩემი გაცნობა ამ პატარა ლამაზ გოგონას და რა ვქნა,-თვალებზე ხელი ავიფარე და ტირილის იმიტაცია გავაკეთე. -ალ იტილო!-ამოყო თავი მაშომ, ლუკამ თვალები დაჭყიტა. -თუ მოხვალ ჩემთან არ ვიტირებ.-პატარამ ხელები ჩემკენ წამოიღო, მეც ლუკას გამოვართვი და ხელში ავიყვანე,-რა კარგი გოგო ყოფილხარ შენ, არადა ლუკამ მითხრა ტირის ხოლმეო. გოგონამ წარბები მოჭმუხნა და ისეთი ბრაზიანი მზერით გახედა ლუკას, თორნიკესაც გაეცინა. -აი რა ყოჩაღი გოგო ხარ, სიცხესაც დაუწევია, როგორ გეძინა? გშია ხო შენ? მოდი ახლა გემრიელი ფიები ვჭამოთ. -სკამზე დავჯექი, სახით ჩემკენ დავისვი კალთაში, ლუკამ ბავშის ჩანთა მომაწოდა. ფართუკი გავუკეთე, თერმოსიდან თეფშზე ფაფა გადმოვასხი და დავიწყე მაშოს გართობა. -მაშუნა გამიღე პირი თვითფრინავი მოდის, მალე, მალე, მალეეე...-ასე თამაშ-თამაშით და სიცილ-კისკისით გაათავა მაშომ ერთი ფიალა ფაფა და მოთხუპნული ტუჩებით მაკოცა. ლუკა და თორკინე გაოგნებულები იყვნენ, მე კიდე გამარჯვებას ვზეიმობდი, როგორ შეიძლება არსებობდეს ბავშვი, რომელიც ჩემთან მოკარებაზე უარს იტყვის..ლუკა გვერდით მომიჯდა. -ცუდი გოგო ხარ მაშო!-გაუწყრა დიშვილს. -ალა მე !-ისევ კოპები შეკრა გოგონამ. -დუტ ლუკა!-საჩვენებელი თითის ქნევით გავუბრაზდი ლუკას. -მაცე,-თავის ქნევით დამეთანხმა მაშო და ხელები გულზე გადააჯვარედინა. -რა უქენი ამ ბავშვს?-მიჩურჩულა ყურში. -ბავშვებს ვუყვარვარ ფისო!-მეც გადავჩურჩულე და ყურთან ვაკოცე. ექიმი შემოვიდა. -ოჰ, ამ პატარა უკარება გოგოს გაუღვიძია. მოდი გავსინჯოთ. რამდენიმე წუთიანი შემოწმების შემდეგ გაბრაზებული მაშო ბაბუას მიუჩოჩდა და დაღლილი თავი კალთაში ჩაუდო. -სიცხემ დაუწია, ყელის აღარ აქვს ისეთი წითელი, მაგრამ თქვენც იცით, რომ ერთ დღეში ვერ გაუვლის.დღესაც დავტოვოთ და ალბათ ხვალ დილით გავწერთ. თუ რამე დაგჭირდათ გამომიძახეთ.-ექიმმა ოთახი დატოვა. -ჭავედით?-იკითხა ისე, რომ ბაბუის კალთიდან თავი არ აუწევია. -არა ბაბუ, დღესაც ვიქნებით აქ და ხვალ წავალთ, კარგი?-თავზე მოეფერა თორნიკე. -მალიააამ!-მითხრა გაბუსხული ხმით და თავი აწია,-უთქალი ამათ გაბანებონ! -მაშუნ, შენ ხო დიდი გოგო ხარ? -თავი დამიქნია,-ხოდა დიდმა გოგოებმა იციან ექიმებს უნდა დაუჯერონ. -კალქი. -აჰიპნოზებ?-დამიჩურჩულა ლუკამ -არა უბრალოდ ვიცი, როგორ ველაპარაკო პატარა, ჯიუტ გოგოებს! -თითქოს მეც ვიცი,-მეუბნება სიცილით. -არა ფისო, შენ დიდი ჯიუტი გოგოების მორჯულება უფრო გამოგდის. -აუ ლა გითქლააა?-წამოხტა ფეხზე. თორნიკეს გაეცინა. -პატარა გოგოებმა არ უნდა გაიგონ!-საჩვენებელი თითი აუქნია ლუკამ. -მალიამ, უთქალი აქლა!-წარბები ზემოთ აწია და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. -ლუკა! ბავშვს ნუ მიბრაზებ თორე ყურებს აგიწევ,-მაშო კალთაში ჩავიჯინე და თმაბზე ფერება დავუწყე. -მე წავალ, ოფისში გავივლი, დამირეკეთ თუ რამე იქნება. მაშო, ბაბუა არ გააგიჟო ეს ხალხი. -კალქაათ!-კოცნა გაუგზავნა კარებში გასულ ბაბუას და ისევ მე და ლუკას მოგვიბრუნდა. -და სენ ლუკაჩ ჩოლად უნდა გაკვე? ამას უყურეთ ერთი, რა მეტიკვნიტაა, სულ ლუკას გავს.. საიდან იცის ამდენი? თან დამაბნია კითხვამ, მე რავიცი მომიყვანს კი ლუკა ცოლად? მაგრამ ლუკა რისი ლუკაა, თავად მიხსნა უხერხული სიტუაციისგან. -კი მომყვება. -ლა კაქია!-ტაში შემოკრა პატარამ და ლოყაზე მაკოცა. -აი ხო ხედავ, ბავშვსაც კი უხარია და შენ არ გიხარია არაფერი!-მხარზე თავი დამადო. გამოგვწერეს. როგორც იქნა მაშუნას 2 დღიანი ტანჯვის და ჩემი და ლუკას ღამის თევის შემდეგ, როგორც იქნა გამოგვწერეს. თორნიკემ ტორტი შეუკვეთა და მაშოს გამოჯანმთელების აღსაღნიშნავად გური და თათული დაპატიჟა თავისთან. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა გურამის, როცა ამ ყველაფრის შესახებ გაიგებდა, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი, არ გამიბრაზდეს, რომ არაფერს არ ვეუბნებოდი აქამდე-მეთქი. თორნიკესთან ავედით სახლში, მაშო ბედნიერებისგან ხტოდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. ბოლოსდაბოლოს ლუკას მამიდაც გავიცანი.ელისაბედი, 50 წლის გასათხოვარი ქალი. თორნიკეს და ლუკას ქალის ვერსია, ასეთი მსგავსება არასდროს მინახავს. მაშინვე გამიშინაურა, ჩემი შვილიშვილი ვინმეს გაეკარა და ის ან ანგელოზია ან ეშმაკიო იცინოდა. მაშო, რომ დავაძინე სუფრის გაშლაში მივეხმარე და სანამ სტუმრები მოვიდოდნენ ლუკას მივუჯექი და დაღლილმა თავი ჩამოვადე. თორნიკეს გაეღიმა. ლუკამ თავისებურათ თმაზე ფერება დამიწყო. -დაიღალე წიწილა? -ცოტათი. -ცოტახანში უფრო დაიღლები. -რა ქენი ახლა, დამაიმედე?-წელზე ხელი გადავადე. გაეცინა და უფრო მიმიხუტა. ცოტახანში კარებზე ზარი იყო, დამხმარე ქალმა გააღო, გული ამიფანცქარდა, მაგრამ ლექსო აღმოჩნდა თიკუნათურთ და ცოტა დავმშვიდდი, ყველა მოგვიკითხეს და გვერძე მოგვისკუპდნენ. -მიხარია ასეთ ბედნიერებს, რომ გიყურებთ ახალგაზრდობას!-სევდიანად, მაგრამ დიდი სიყვარულით თქვა თორნიკემ. -შენც ახალგაზრდა ხარ, მა! -ფეხზე წამოხტა და მხარზე ხელი დაკრა მამას,-აი მგონი მოვიდნენ, მე გავაღებ თინა, იყავი შენ.-გასძახა დამხმარე ქალს და ფეხების ფრატუნით გავიდა კარებთან. მიყვარს თბილი სიტუაციები. ამდენი სითბო და სიყვარული, ამდენი მომღიმარი სახე, თითქოს არავის არაფერი არ აწუხებს, თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ პრობლემები. სიხარულით მოციმციმე თვალები. -ცოტახანში სისხლით ნათესავები გავხდებით,-შამპანიურით ხელში ფეხზე წამოხტა ლუკა, ყველამ მას შეხედა, მიხვდა უხერხულად გამოუვიდა და გამოსწორება ცადა,-არა ჯერ არა, არც 9 თვეში,-ყველას გაეცინა, მე დაძაბული ვიჯექი,-საერთოდ ვამბობ, რას ვიფიქრებდი ოდესმე გურამის თხოვნას თუ შევასრულებდი... ხოდა დაგვლოცეთ ახლა, რაც შეიძლება მალე, თორე წაუვიდა გული მარიამს. -ნუ დამცინით,-სულ ავწითლდი სახეზე. -აი ხო გითხარით!-ისევ გაიცინა ლუკამ, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია. გაბუსხული წამოვდექი მაგიდიდან და კიბეების წავედი. მაშოს მშვიდად ეძინა თავის საწოლში და ტუჩებს სასაცილოდ ათამაშებდა. ხელი საწოლის მოაჯირზე ჩამოვადე და მეორე ხელით გადასაფარებელი გავუსწორე. ულამაზესი იყო ეს პატარა გოგონა, ლამაზთან ერთად კი უსაყვარლესი, ვერც კი მივხვდი, როგორ შემაყვარა ასე უცებ თავი. -ვიცოდი აქ იქნებოდი, -შეუმჩნევლად მომიახლოვდა ლუკა და თავი მხარზე ჩამომადო, სახე შევაბრუნე და ცხვირზე ვაკოცე.მერე თავი თავზე დავადე. -ძალიან საყვარელია! ახლა რომ ვუყურებ ძალიან გგავს! -კი, მართალიხარ! მარიამ მაშო ჩემი... -გვრიტებოოო, აქ ხართ?-ოთახში ჩამოწოლილი სიმშვიდე ლექსოს ხმამ დაარღვია. -ცოტა ჩუმად, ძინაბს ბავშვს. -უკვე უთხარი ლუკა?-მხიარულად დაარტყა ხელი მხარზე. -არა!-აგრესიულად შეუღრინა ლუკამ. -რა უნდა ეთქვა?-ოთახიდან გავყარე ორივენი და კარები ზურგს უკან მივიკეტე. -მერე გეტყვი,-ლოყაზე მაკოცა ლუკამ. სამივენი კიბეებზე დავეშვით და საერთო მხიარულებას შევუერთდით. დილით როგორც ყოველთვის ლუკას ზარმა გამიფანტა სიზმრები. -მაშომაც კი მოგასწრო ადგომა, ძილისგუდავ. -როგორ არის? -კარგად არის ძალიან! გიკითხა როდის უნდა მოვიდესო. -აკოცე ჩემ მაგივრად. -ცოტახანში გამოგივლით და შენ აკოცე. -სად მივდივართ? -ჩემთან სახლში. დარჩი კაი? -შევეცდები. მოვემზადები, შეხვედრამდე. ტელეფონი გავუთიშე, საწოლიდან ავდექი და თავი მოვიწესრიგე. გამოძინება ვერ მოვასწარი, გუშინ გვიან დავიშალეთ. კარგი დრო კი გავატარეთ. ცოტა ლუკა იყო დაძაბული, ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ არც არაფერი მიკითხავს. 2 საათში გამომიარეს. მაშომ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიწია და ხელები კისერზე შემომხვია. -ჩემო პატარა!-ლოყაზე ვაკოცე. -ლუკამ მითქლა ჩვენთან დალჩებაო,-თაველბი გააფართოვა და ღრმად შეისუნთა პასუხის მომლოდინემ. -შენ გინდა რომ დავრჩე? -კი!-თავი მხარზე ჩამომადო... უკან მომიწია დაჯდომა, მაშომ არ მოინდომა მარტო ჯდომა და იმიტომ. ლუკა სარკიდან გამოაპარებდა მზერას და თბილი ღიმილით უყურებდა ჩვენს თამაშს. სახლში რომ მივედით მაშოს უკვე ძილის დრო დადგომოდა. ცოტას მივალაგებ და მერე დავიძინოთ-მეთქი, დივანზე დავსვი და სათამაშოები მიმოვუფანტე. სამზარეულოში შევედი და თითქმის 1 კვირის მანძილზე დაგროვილი ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ლუკა მაღაზიაში გავიდა. უცებ წარმოვიდგინე, უკვე ოჯახი ვიყავით, მაშო კი ჩვენი პატარა. ნებისმიერ შემთხვევაში მაშოს მე გავზრდიდი, ისე შემაყვარა თავი, უბრალოდ ბებიას ვერ წავუყვანდი გასაზრდელად...კარების ხმამ გამომაფხიზლა და ბოლო გარეცხილი თეფში დავდე საწურზე. -მაარ, ამას ჩასძინებია,-ჩუმად გამომძახა ლუკამ. ხელები გავიმშრალე და მისაღებში გავედი. ისე საყვარლად მიძინებოდა. დავიხარე ლოყაზე ვაკოცე, ლუკა ზემოთ ავაგზავნე პლედის ჩამოსატანად . ტანზე თხელი მატერიის შეხებისას ტუჩები ააცმაცუნა და გვერდი იცვალა. გამეღიმა და ლუკას შევხედე, ისიც იღიმოდა. -წამოდი სამზარეულოში, თან რამე გემრიელობებს მოვამზადებ. თან ლუკასთან ვლაქლადებდი თან ვფუსფუსებდი, ლუკა სიცილით მიყურებდა და ხანდახან თვითონაც ამოიღებდა ხმას. -წყალი დამალევინე რაა,-დავეჭყანე ლუკას, რადგან ორივე ხელი დაკავებული მქონდა. -მაშოს ბოთლით მოგიტანო? -ნუ ხარ ცუდი,-მოვინაღვლიანე სახე და უდაბნოში მყოფივით დავეწაფე ლუკას გამოწვდილ ჭიქას,-მადლობა ფისო,-კისერი დავიგრძელე და ტუჩებზე ვაკოცე. სანამ მაშომ გაიღვიძა ვახშამიც გავამზადე და ნამცხვარიც გამოვაცხვე. ლუკა სამზარეულოდან არ გასულა, სულ ჩემთან იყო და მეხმარებოდა როგორც შეეძლო. მერე მაშომ წამოიტირა და მან გახედა. ცოტახანში მაშოთი ხელდამშვენებული შემოვიდა სამზარეულოში. -მოგშივდა ჩემო პატარა?-პაჭუა ცხვირზე თითის ბალიში ნაზად ჩამოვარტყი და მერე ვაკოცე. -კი!-მითხრა ნამძინარევი ხმით და ძილისგან დასიებული თვალები ხელის ზურგით ამოისრისა. თეფშზე თავისი სარგო გადმოვუღე და ჩემი ხელით ვაჭამე. მერე მე და ლუკამ ვივახშმეთ და ასე გაილია დღე. უკვე 1 კვირა იყო ლუკასთან ვცხოვრობდი, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ისე როგორც პირველ დღეს, მაშო ჩვენი მხიარულების მთავარი მიზეზი, მოწყენისთვის დროს არ გვიტოვებდა და ორივენი მხოლოდ მასზე ვიყავით გადართულნი. დილით ლუკა რომ გავაცილეთ მე და მაშომ სამსახურში, ელენემ დამირეკა გამოგივლი, რამდენი ხანია არ მინახავხარო, მეც ძალიან გამიხარდა და ჩემებუბრად დავტრიალდი, მაშოსაც უხაროდა სტუმრის მოსვლა. მოეწონა კიდეც ელენე და ეს ძალიან გამიხარდა, კი არ მიკარებია, არ მოაფერებინა, მაგრამ ელაპარაკებოდა და ეს კარგის ნიშნად ჩავთვალე. ვისადილეთ, ვიჭორავეთ და სამზარეულოში გავედი, ყავის და ნამცხვრის გამოსატანად, მაშო ელენესთან დავტოვე, მისაღებიდან სიცილის ხმა მესმოდა და მეც მეცინებოდა, ჩვენმა უკარება მაშომ ელენეც რომ არ აითვალწუნა. მისაღებში ფოდნოსით ხელში გავედი, პირველად მაშოს შევხედე, გაყუჩებულიყო და თავის სათამაშოებში იქექებოდა, მზერა ელენეზე გადავიტანე, სახეზე ფერი არ ედო, შემეშნდა, რამე ხომ არ მოხდა სერიოზულითქო. -გოგო რა გჭირს? რა სახით ხარ?- ფოდნოსი მაგიდაზე დავდე და გვერდით მივუჯექი. -მარიამ!-ღრმად ამოისუნთქა ელენემ და ხელი ხელზე მომიჭირა,-გამაგრდი, ახლა რომ არ გითხრა, მერე მთელი ცხოვრება უნდა ვინანო! -რა ხდება ამოღერღე ნუ მაშინებ, -სერიოზულად შევშნდი და გულმა მძლავრად დამიწყო ცემა. -მაშო ლუკას დიშვილია?-მკითხა აღელვებულმა. -კი, საწყალს დედა დაბადებისას დაეღუპა,-თბილი მზერით გადავხედე ბავშვს, რომელიც თავისთვის ბარბებით თამაშობდა. -მაშომ, მამიკოს ძალიან უყვარს მარიამი და ცოლად უნდა მოიყვანოსო. თავში სისხლი ერთიანად მომაწვა და თვალები დამიბნელდა. ერთიანად დავმძიმდი, მაგრამ ეს სიმძიმე სულაც არ მიშლიდა ხელს ჰაერში ავსულიყავი, მიწას მოვშორებოდი. მთელი ჩემი ორგანიზმი ცდილობდა ელენეს ნათქვამის გაანალიზებას, გადახარშვას. ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა, ლოგიკური დასკვნა გამოეტანა. თვალიდან ცრემლი მომწყდა და სახეზე ხელი მოვისვი , ცოტა სააქაოს რომ მოვსულიყავი. -რატომ მომატყუა ელენე?-თავი მხარზე დავადე და ავქვითინდი. -დამშვიდდი ახლა და თავი ხელში აიყვანე , რომ საღად მსჯელობის უნარი არ დაკარგო. მოვა ლუკა და დაილაპარაკეთ,-დური რჩევა მომცა და თმაზე ხელი დამისვა,-მოიწმინდა ცრემლები მაშო მოდის, არ აგრნობინო არაფერი. -მალიამ, შენ ლა ტილი?-საყვარლად ამომხედა და სახეზე ხელი მომისვა. -მაშო მიდი ითამაშე!-სიმკაცრე და სიუხეშე ჩემ ხმაში, მეთვითონ არ მესიამოვნა, მაშონ განაწყენებული თვალებით შემომხედა და სლუკუნით გაემართა უკან. -მარიამ! რანაირად ელაპარაკებიი?-მკითხა ელენემ,-რა ბავშვის ბრალია... -შენ რას იზავდი ელენე? რას იზავდი რომ გაგეგო შენ სასურველ მამაკაცს შვილი ჰყავს, რომელსაც ამდენი ხანია გიმალავს.. ელენე გაჩუმდა, მიხვდა იმ მომენტში ის კი არ მიტკიოდა რომ ლუკას შვილი ჰყავდა, ამდენი ხანი რომ მიმალავდა და არ მენდობოდა, ის მტკიოდა.. მტკიოდა რომ შეეშინდა ჩემი რექაციის და არ გამიმხილა. ისე მეწყინა, რომ ტირილს ვეღარ ვიკავებდი. მაშოს სათამაშოებში ჩაეძნა, გულმოკლულმა გავხედე და კიდევ გადმოვყარე ღვარღვარება. ელენემ საძინებელში აიყვანა, დააწვინა და ისევ ჩემთან დაბრუნდა. -მე წავალ კარგი?ლაშამ მომწერა, დღეს მაგის მშობლებთან ავდივართ. თუ გინდა ნინოს და მარიამს ვეტყვი გამოგიარონ. -არა იყოს, მადლობა ელენე.-კარებამდე გავაცსილე და ლაშამაც მანქანა გააჩერა. მომიკითხა და წავიდნენ. დავრჩი მარტო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყველაფერი გადამავიწყდა. გულდამძიმებული დავაბიჯებდი სახლში და ვერაფერს ვაკეთებდი.ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და მაშოსთან ავედი. ისე საყვარლად ეძინა. პირველად მივამსგავსე მაშო ლუკას. ლუკასნაირი თვალწარბი ქონდა. მივედი და ნაზად ვაკოცე დაბუშტულ ლოყაზე. ცხელმა სითხემ დაიწყო დენა ჩემი თვალებიდან. ამასობაში დაბნელებულა. მაშოს ოთახში ვიყავი და მას დავცქეროდი, როცა კარების გაღების და დახურვის ხმა იყო. ლუკა მოვიდა-გავიფიქრე, მომინდა გავქცეულიყავი და მივგებებოდი, მაგრამ რაღაცამ შემაკავა. გული ამიჩქარდა, ცუდად გავხდი. ისევ ტირილი დავიწყე. რა ხშირად ვტირი , ამას ჩემ თავს არასდროს ვაპატიებ. ლუკამ პირველ სართულზე რომ ვერ მიპოვა მეორეზე ამოვიდა და ზუსტად განსაზღვრა სად ვიქნებოდი. -მომენატრეთ პაწაწუნწკებო,-მითხრა ხმადაბლა და კარების ჩარჩოს მიეყუდა. გავხედე,-ტირი? - სასწრაფოდ მომვარდა,-რამე მოხდა? მარიამ მიპასუხე. -არაფერი.-ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და თვალები მაგრად დავხუჭე,-არაფერი მომხდარა,-ხმა გამებზარა. -მარიამ! -მაშოს დედაც ისე გიყვარდა როგორც მე?-ეგოისტურად გამომივიდა. -არა მარიამ, ხვდები მაინც რას ამბობ?-მომიახლოვდა და მხრებში ხელი ჩამავლო,- მე ნორმალურად არც კი ვიცნობდი მის დედას. -ხო და ჰაერზე გაკეთდა ბავშვი ხო?-ვიცოდი ცუდად ვლაპარაკობდი, მაგრამ მახრჩობდა ეს სიტყვები. მითუმეტეს ვერასდროს ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს როცა გულნატკენი ან თუნდაც გაბრაზებული ვარ. -ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო. არც ძალიან პატიოსანი , არც ძალიან . ხოდა გვქონდა სექსი. დაორსულდა და არ მოვაშლევინე მუცელი.-გაბრაზდა ლუკაც. ოთახიდან გავედი. არ მინდოდა მაშო გაგვეღვიძებინა. ჭკუაზე აღარ ვიყავი, ასე არასდროს მტკენია გული, არასდროს. არ ვიცოდი რა მჭირდა, ასე მეგონა გული გამისკდებოდა, მოვკვდებოდი. ლუკასთან გატარებულმა დღეებმა თვალწინ სურათებივით ჩამირბინა...სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ, გულში ისეთი უცნაურობა ხდებოდე ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა. ჩემში ორი მხარე სასტიკად ებრძოდა ერთმანეთს. ერთი ამბობდა, რა მოხდა, დიდი ამბავი თუ არ გითხრა, ყველაფერს თავისი გამართლება აქვსო, მეორე მხარე კი ამ ყველაფერს ღალატს უწოდებდა, ტყუილს. ლუკას ტყულები არ უყვარს-ვფიქრობდი, -რატო გადაგდა ეს ნაბიჯი? რამ უბიძგა ამაზე? ხომ იცოდა რომ სიმართლის გაგებით გული მეტკინებოდა, არა იმიტომ რომ ის შვილიანი მამაკაცია, არამედ რომ მატყუებდა... -თითქოს ფიქრებს მიმხვდაო. ჩავედით თუ არა მისაღებში ამაზე დამიწყო საუბარი. -მისმინე მარიკუნა,-ვგიჟდები მარიკუნას რომ მეძახის, იცის ეს და კოზირად იყენებს. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა,-მაპატიე არ მინდოდა მომეტყებინე, მართლა.. ხო მიცნობ... -რაღააცებს ლაპარაკობდა, უკვე არ მესმოდა, არ ვუსმენდი, სადღაც ვიყავი, რაღაც მეწვოდა. ეს რაღაც ფილტვები იყო.. გული ძლიერად ურტყავდა.. ვიცანი სიმპტომები.. ვიცანი, რადგან როგორც მაშინ ახლაც პანიკაში ვიყავი და ისევ განმიმეორდა.. ვიგრძენი ჩემი სხეულის სიმძიმე და ძირს მოწყვეტით დავვარდი. -წამო მა, საჭმელი გავუკეთოთ მარიამს. -ჩუდად ალის? -მალე გაუვლის. შუბლზე პატარა ტუჩების შეხება ვიგრძენი. სუსტად ვიყავი და თვალების გახელა ვერ შევძელი. ნანემსარი მტკიოდა. კარები გაიხურეს. გამახსენდა რა მოხდა ცოტა ხნის წინ და ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.. ლუკა... თითქმის 1 წელია ვიცნობდი, მან თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ძირფესვიანად შეცვალა.. გამახსენდა, რა ცუდად ვიყავი როცა დავშორდით, როგორ მიჭირდა.. ვცადე სიტუაციისთვის ადეკვატურად შემეხედა, ობიექტურად მოვქცეულიყავი. ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ... ჩემს ტვინში არაფერი შედიოდა. ის რომ მაშო, პატარა მაშო ლუკას შვილი იყო, ბოლოს მიღებდა, საბოლოოდ მკლავდა... ამდენი ხანი, ერთხელაც არ წამოცდენია, რომ შვილი ჰყავდა, ამდენი ხანი არავის წამოსცდენია, რომ მაშო ლუკას დიშვილი კი არა შვილი იყო... დავფიქრდი... საერთოდ იყო კი რამე, რასაც არ მატყუებდა. ამდენ ფარსსა და ტყულში ვერ ვიცხო ვიცხოვრებდი. თვითონ არ ამბოდა ტყუილი არ მიყვარსო? თვითონ არ ამბობდა აღარასროს გაწყენინებო? რატომ გამიმეტა ასეთი ტყუილისთვის? შეეშნდა? შეეშინდა, რომ გოგო რომელიც უყვარდა, მას შვილიანს არ მიიღებდა? შეეშნდა რომ დაკარგავდა? როგორ გამიმეტა ამხელა ტყუილისთვის? განა ისეთი უგულო და ჩერჩეტი ვეგონე, შვილის გამო დავთმობდი? რა გახდა ამის მიზეზი? კითხვები იბადებოდა და იბადებოდა, ერთი კითხვა მეორეს იწვევდა, მეორე მესამეს და ასე უსასრულოდ. სული მეხუთებოდა.. გადაწყვეტილება უკვე მივიღებული მქონდა...ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დართული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა..... თვალები მომენტალურად გავახილე.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ისევ გამესწორებინა თვალი რეალობასთან. ისევ შემემხედა მისთვის თვალებში, ისე რომ არ შემშნებოდა. კიდე ერთხელ გადამირბინა თვალწინ ჩემი და ლუკას თანაცხოვრებამ, გაცნობიდან დღემდე. კიდევ ერთხელ შევიგრძენი ყველა ის გრძნობა, რაც მასთან მაკავშირებდა, ცუდი იყო ეს თუ კარგი... ღრმად ჩავისუნთქე და წამოდგომა შევეცადე. ჟრუანტელმა დამიარა, გული ამოვარდნას მქონდა. ცუდად ვიყავი. ზეწარს ხელიები მოვუჭირე, ისე მოვუჭირე რომ ფრჩხილები ხელისგულის კანქვეშ ვიგრძენი. ისევ უსიამოვნო შეგრძნებებით დავიტვირთე. სავსე ვიყავი ნეგატივით. როგორც იქნა წამოვდექი საწოლიდან და კარებისკენ წავედი. თითო ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო ვმძიმდებოდი, ასე მეგონა ცოტაც და სიმძიმე წამაქცევდა, ფეხებს მომკვეთდა. ნელა ჩამოვწიე კარების სახელური, უხმაუროდ ჩავედი კიბეებზე და სამზარეულოსკენ წავედი. ლუკა კრიჭაშეკრული იდგა სამზარეულოს ბართან და რაღაცას ჭრიდა, მაშო ბარზე იჯდა და მამიკოს რაღაცეებს ეჭუკჭუკებოდა. მამიკოს... უარესად დავიძაბე. -მალიამს ეგ სამწელი უკალს?-ფეხებს წინდა უკან იქნევდა. ლუკა ხმას არ იღებდა. რაღაცას მიშტერებოდა და ფანას ნელ-ნელა უსვამდა დასაჭრელ დაფაზე დაწყობილ მწვნილებს,-მაააააააა, მამააა... ლუკააა! -ფეხები გააჩერა მაშომ და მამიკოსკენ გადაიხარა,-მალიამი წავა?-ლუკამ ბავშვს შეხედა, დანა დადო და ხელში აიყვანა. -ალბათ მამიკო, ალბათ,-ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა.. ჩუმად ვუყურებდი მათ... მამაკაცს რომელზეც ვგიჟდებოდი, ჭკუა მეკეტებოდა, მამაკაცს , რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი და მის მკერდზე აკრულ პატარას, რომელიც მამიკოს მოხვედა და თავი ჩაერგო მის კისერში. მომინდა, საშინლად მომინდა, მივსულიყავი მათთან და მეც მოვხვეოდი. მაშომ შემამჩნია. -ლატო მომატკუე, ალ წაცულა, -მამის მკლავებიდან ჩამოხტა და ჩემთან გამოიქცა, ფეხებზე ხელი შემომხვია, მე მზრებზე დავადე ხელები და ოდნავშესამჩნევად გავუღიმე. ლუკა შემოტრიალდა და თვალები გამიუსწორა. ვერ გავუძელი მის მზერას და თვალები დავხარე. არც მე ვიძროდი ადგილიდან არც ის, არც მე ვამბობდი რამეს არც ის. -მმარლიააამ, ქო დალცებიი ცვენთან? მინდოდა რამე მეთქვა, მინდოდა ხმა ამომეღო, პირი გავაღე, მაგრამ ხმა ჩამიწყდა. გული უარესად ამიჩქარდა. ისევ ლუკას ვუყურებდი, რომელიც უკევ თავჩახრილი ელოდა პასუხს მაშოს კითხვაზე. -ვრჩები,-თითქმის გაურკვევლად დავიჩურჩულე და მაშოს ხელი მოვუჭურე. ლუკამ კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შემომანათა. -რცებიი?-ქვეშიდან დამრგვალებული თვალებით ამომხედა პატარა ფისუნიამ. გავუღიმე და ლოყაზე მოვეფერე,-მამიკოოო, გაიგეეეეე? ლცება, ლცებააა!-ხტუნაობა დაიწყო მაშომ, ხან მე შემასკდებოდა ხან მამამისს. ჩვენ ისევ გახევებულები ვიდექით და უაზროდ ვუყურებდით ერთმანეთს, ან აზრიანად, იმ მომენტში აზრიანად, რადგან ჩვენს მაგივრად თვალები ლაპარაკობნენ... მაშო დავაძნე. სახლი მივალაგე და ოთახისკენ გავემართე. აქამდე ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის, სასწაული უხერხულობა და გულისტკივილი იყო გაწოლილო იმ ხიდზე, რომელიც ჩვენს გულებს აერთებდა. ლუკა კედლის მხარეს გადატრიალებულიყო. მეც ზურგით შევბრუნდი და ზედა ავიძრე. პიჟამა გადავიცვი და დავწექი. ლუკა შეიშმუშნა, მაგრამ არ გადმობრუნებულა. დამნაშავე იყო და ხვდებოდა მის დანაშაულს, ამიტო ვერ იღებდა ხმას, არ იცოდა რა ეთქვა. არ იცოდა ამის მერე როგორ მოქცეულიყო ჩემთან. ახლა მე უნდა მემოქმედა. მე ვაპატიე რომ მომატყუა. მივიღე გადაწყვეტილება, მასთან დავრჩენნილიყავი, ახლა ჩემი ჯერი იყო ლუკასთვის დანაშაულის გრძნობა გამექრო. მსურდა ისევ ისეთები გავმხდარიყავით, ვიდრე ამ ამბავის გაგებამდე ვიყავით. მსურდა მისი გამობუშტული ბაგეები დამეკოცნა, მსურდა მის ალერსში დავმხვრჩალიყავი. ფეხი მისკენ გავაცურე და ცივი თითებით მის თბილ სხეულს შევეხე. -ნუ მეხები,-დავიჩურჩულე. -ბოდიში,-კიდევ უფრო გაიწია ჩემგან. დებილი. ახლა ხელი გავწუე და ოდნავ შევახე. -ნუმეხებითქო. -მე არ გეხები, შენ მეხები, -კიდევ უფრო გაიწია. ცოტაც და გადავარდებოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, ხო უნდა გადამერჩინა საწოლიდან გადავარდნისგან ჩემი მატყუარა პრინცი. მისკენ მივიჩოჩე, გულმკერდით მის ბეჭებს ავეკარი და ცალი ფეხი ტანზე შემოვახვიე. -ხო გითხარი ნუ მეხებითქო,-მის ყურთან დავიჩურჩულე და მხარსა და კისერს შორის ჩავრგე თავი. გაეცინა. მივხვდი გაეცინა. არ განძრეულა. მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანი ასე ვიწექით გატრუნულები. სიმშვიდით და შერიგებით ვტკბებოდით. მაგრამ ხო არ დაგაცდიან. ტირილის ხმას მაშოს წვრილი ხმა მოყვებოდა. -დედიკოოოოო!-ტანში სიცივემ დამიარა და უმალ ეს სიცივე სითბოთ გადაიქცა, სითბოთ არა, უფრო მწველ სიცხედ. ვიგრძენი როგორ ამჩქარდა პულსი და მზერა გამეყინა. ,,დედიკო’’ თავში ეს სიტყვა დამიტრიალდა. მაშომ დედიკო დამიძახა. ან იქნებ სულაც ჩემთვის არ დაუძახია. შანსი არ არის, მე დამიძახა. საწოლიდიდან წამოვხტი. წამის მეასედებში ლუკაც ადგა. -იყავი შენ, მე გავხედავ..-შემატყო ლუკამ აღელვება. -კი მაგრამ....- დამთავრება არ მაცადა , უკვე კარებს იქით გაუჩინარდა. არ გასულა 1 წუთი მაშოთი ხელდამშვენებული უკან დაბრუნდა. მაშომ ხელები ჩემკენ წამოღო და მეორედ დამიძახა დედა. მაშინვე გამოვართვი ლუკას და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. -რაო ჩემო პატარა, ცუდი სიზმარი ვნახეთო? -ქო!-სლუკუნით ამოთქვა და გულზე მომეკრო. თან ცერა თითი პირში ჩაიდო. შუბლზე ვაკოცე და მასთან ერთად ჩავწექი საწოლში. -ლუკაა, თუ არ გეზარება, ცოტა წყალი ამოუტანე. -მაშინვე სამზარეულოში ჩავიდა. ამასობაში მაშოს ვამშვიდებდი. -დედიკოოო, ქო ალ გაუბლაძდები ლუკააც? ალ მიმატოვო ლაა.-ცრემლები მომწყდა თვალებიდან და მაშოს თმებში გაუჩინარდა. ლუკა ოთახში მაშოს წყლის ბოთლით შემოვიდა. -რა გჭირს?-მომვარდა ატირებული რომ დამინახა. -არაფერი ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდა. წყალი დალია თუ არა მაშომ , ჩემათან ჩახუტებულს იმწამსვე დაეძინა. ლუკა ოთახში გადი გამოდიოდა.-დაწექი. გვიანია, დავიძინოთ. -რატო მექცევი ასე კარგად. ამდენი ხანი გატყუებდი, შენ კი მაინც კარგად მექცევი.. -როგორ გინდა რო მოგექცე?? -მეჩხუბო, მიყვირო, სკანდალები მომიწყო. არ ვიცი, რასაც სხვები გააკეთებდნენ შენ ადგილზე. -მე სხვა არ ვარ!-ვთქვი ამაყად და მაშოს თმებზე მოვეფერე. -იმიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.-გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა... მშვიდად გვეძინა სამივეს. ვიგრძენი რას ნიშნავს გყავდეს შენი ოჯახი. რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ოჯახის წევრი. ოჯახიი.. არ მეგონა ასეთი თბილი ოჯახი თუ მექნებოდა ოდესმე. მოსიყვარულე. ლუკა ყოველ დილით ადრე მიდიოდა სამსახურში, რათქმაუნდა, მე და მაშუნა საუზმეს ვუმზადებდით და ღიმილით ვაცილებდით სახლიდან, შემდეგ სახლს ვალაგებდით. ხანდახან ლუკას მოლოდინში ვსეირნობდით. ჩემ გოგოებს ვნახულობდით(ყველას ძალიან შეაყვარა თავი), გურამთან და თათუსთან ვერთობოდით, ხანდახან თორნიკე ბაბუას და ელისაბედ ბებიას ვნახულობდით და ასე გადიოდა დრო. უკვე თვენახევარი გავიდა რაც ასე ოჯახად ვცდოვრობთ. ძალიან მაგარია როცა დედა და ცოლი ხარ, რომელსაც უკარგესი პატარა და უსაყვარლესი ქმარი გყავს. ლუკა უაღესად მანებივრებდა. ყოველდღე საჩუქრებით ბრუნდებოდა სამსახურიდან. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა და ჩავეხუტებოდი.. რომ აგვიანებდა ლამის ვტიროდი. პატარა გოგოს ვემსგავსებოდი ნელნელა. ბევრჯერ ავსლუკუნებულვარ მის მკლავზე, როცა გვიან დაბრუნებულს გულში ჩავუკრივარ. -დღეს შენებს გააგებინე რესტორანში მივდივართ ყველა. -მმ, რამე ხდება?-მისკენ გადავბრუნდი და ტუჩებზე დავაკვდი. -არააა, უბრალოდ მინდა ყველა ერთად შევიკრიბოთ. ესეიგი ჩემი ძმები, შენი გოგოები, მამაჩემი და მამიდაჩემი გურამი და თათული. -რა ცოტანი ვიქნებიიით,-გავიცინე. -ოო ნუ წუწუნებ, თუ გეზარება შენ დარჩი სახლშ ი და ჩვენ წავალთ. მაშოს დაიტოვებ თან. -უუუ მაშო არ მიგვყავს? -არა ძიძას დავუტოვებთ, იმედია რამდენიმე საათი გააჩერებს ძიძა რამენაირად. ვისაუზმეთ თბილად, ტკბილად და ლამაზად. გოგოებს სათითაოდ დავურეკე და რესტორანში დავპატიჟე. დანარჩენის მოწვევა ლუკამ ითავა. შუდღისთვის ძიძაც მოვიდა, ლუკას ნაცნობი იყო, ამიტომ მშვიდად დავუტოვეთ ბავშვი. მე გავიპრანჭე, ლუკაც გაიპრანჭა.. მმ, რა წყვილი ვიყავით! ლუკას უფრო მოვეწონე და ძლივს წასმული ტუჩსაცხი სულ მომაშორა. დათქმულ დროზე რესტორანში, კუპეში ვიჯექით ყველანი და ვინც არ იცნობდა ერთმანეთს - ვაცნობდით. სასიამოვნო გარემო იყო , როგორც ყოველთვის, ან რატომ არა, სულ ახლობლები და კეთილისმსურველნი ვიყავით ერთმანეთის გარშემო. სიხარულისგან გული მიმდიიოდა. უბედნიერესი ვიყავი. ჩემდა გასაკვირად ლუკას წვეთი არ დაულევია და ჩემი ხელისთვის ხელი არ გაუშვია. მერე ვიცეკვეთ კიდევაც. კიდევ ერთხელ მეგონა ზღაპარში თავი. ულამაზეს ზღაპარში. ცოტახანში ლუკამ აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. ფეხზე ადგა და სახეზე წამოწითლდა. ,,აი ახლა კი დალევს’’-გავიფიქრე და გამეღიმა. -მგონი აქამდეც მითქვამს მარიამი ჩემი ცხოვრების მეგზური გახდებათქო, ყველასთვის თუ არა ლექსოსთვის, ანდროსთვის და გიორგისთვის მაინც. სულ თავიდანვე ამას ვიძახდი და იმის მიუხედავად რომ სისულელეები გავაკეთე და თავიდან ძალიან დავაფრთხე მარიამი, აი ახლა ჩემი გოგო ქვია და მიხარია რომ მანაც ისე ძლიერად და გულით მიიმღო, როგორც მე შევისისხლხორცე გოგო, რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობდი.. მოკლედ რაც მარიამი ჩემ ცხოვრებაშია, მამაც აღნიშნავს სულ შევიცვალე. მგონია მარიამსაც მოსწონს ჩემთან ცხოვრება, ჩემთან და მაშოსთან.. უკვე დიდი ხანია ერთად ვართ, ჩხუბების, კამათების და უამრავი გაუგებრობის მიუხედავად ჩვენ ოჯახი ვართ. თათული, ვიცი რომ მარიამი ჩემთვის სულაც არ გემეტება(იცინის), მაგრამ რა ვქნა, მე ეს გოგო ჩემს გარდა არავისთვის მემეტება. მინდა ყველას თანდასწრებით მარიამის ხელი გთხოვო.. თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. სასწაული დამემართა. ამ ბიჭს ჩემი სიკვდილი უნდა. ფეხებთან დამიჩოქა და მიღიმოდა, რა გაცინებს ლუკა ლომსაძე, მოვკვდი ქალი ამდენი ნერვიულობით. ყველა ბედნიერი სახით იყურებოდა. ჩემს ტვინში კი რაღაც უცნაურობები ხდებოდა... -დამდე პატივი, გამხადე უბედნიერესი კაცი და ცოლად გამომყევი. -რათქმაუნდა,-დავიჩურჩულე და მოვეხვიე,-წამოხტი ახლა ფეხზე. ხელში ამიტაცა და მაგრად მაკოცა. ქორილი დავგეგმეთ. სულ ერთ თვეში ჯვირსწერა და პატარა ქორწილი, დიდი მე არ მოვინდომე. ლუკა ყველაზე მეტად იყო ჩართული ქორწილის სამზადისში და ყველაფერს ისე აკეთებინებდა, როგორც მე ვურჩევდი. საქორწინო კაბაც ვიყიდეთ, ყველაფერი ძალიან უცბათ მოხდა, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი სამზადისის დროს.. ნინოც, მარიც და ელენეც ჩემთან ერთად იყვნენ. ნინომ თორკინესთან ურთიერთობა მოაგვარა, ოჯახთან ვერა, თორნიკემ სახლი იყიდა და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ელენე ცოტახანში საფრანგეთში აპირებდა ლაშასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას. მარის და დათოს ქორწლი რამდენიმე თვეში იგეგმებოდა. ყველას დავასწარი გათხოვება თითქმის, ნინი და ნინა უკვე დიდი ხანია გათხოვილები არიან. ნინი გერმანიაში ცხოვრობს, გერმანელი ქმარი ყავს ლუკასი, კარგი ადამიანია , იმიტომ არის ნინის ქმარი.. ფეხბურთმა დააკავშირა ერთმანეთს. ნინი როცა გერმანიაში თამაშზე ჩავიდა, სტადიონზე შენიშნა ქერა ცისფერთვალება გერმანელი ბიჭი, რომელიც თვალებით ჭამდა. ცოტახანში ეს ბიჭი მის გვერდით დაჯდა და გაიცნო ქართველო შავთმიანი მწვანეთვალება გოგონა, ნინი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ მიმოწერა გააგრძელეს, ცოტახანში ლუკასი საქართველოს ესტუმრა და ნინისთან ერთად საქართველოს გარშემო იმოგზაურა. აი, აქედან დაიწყო მათი თავდავიწყებული სიყვარულები და რამდენიმე თვეში ნინის ხელი სთხოვა... ახლა ცხოვროსბ გერმანიაში და გველოდება როდის ჩავაკითხავთ გოგოები. აი, ნინას კი თავიდან არ მოსწონდა დანიელი, კარიერა წამართვაო, მაგრამ ბოლოს ისე შეაყვარა თავი ზამთარაძემ, რომ საერთოდ უარი თქვა კარიერაზე და ამერიკაში გაჰყვა. დანიელი სრულუფლებიანი ელჩია იქ. ვაშინგტონში ცხოვრობენ. ბედნიერები არიან. პატარა გოგოც ყავთ ნიტა, ულამაზესი წითელი თმები აქვს დედიკოსავით და ლურჯი თვალები მამიკოსავით. ჯერ 2 წლისაც არაა. ელენემ მოუნათლა, მეჯვარეც ის იყო .. მე და ელენე ვიყავით მათ ქორწილში, ამერიკაც მოვინახულეთ. ახლა ბედნიერები არიან ერთთად, ბედნიერები კიდე რაღაც რეალური სიტყვაა , ისინი არარეალურს განიცდიან ერთმანეთის მიმართ.. ახლა სრული ბედნიერებისთვის ეს ორი ადმიანი მაკლდა და მერე ყველაფერი რიგზე იქნებოდა.. რათქმაუნდა, ჩემი გაბედნიერების ამბავი მათაც პირველებმა გაიგეს და ძალიან გაუხარდათ. ნინა კი ჩამოქანდებოდა ქორწილამდე 1 კვირით ადრე, აი ნინის საქმე სადაო იყო, რამდენად გამოუვიდოდა ჩამოსვლა. მაგრამ ყოველდღე ვლოცულობდი რომ ისიც ჩამოსულიყო... ლუკასთან დამაშორეს. ეს გოგოების გადაწყვეტილება იყო.. დამაშორეს კი არა მარტო ტელეფონით ველაპარაეკბოდით ერთმანეთს და ქორწილის ამბებს ვათანხმებდით. მაშო ჩვენ შორის მოყვა და ხან ერთთან იყო ხან მეორესთან. ყველაზე დაძაბული მომენტები იყო, მტკივნეულიც იმიტო რომ 1 კვირაში ლუკა სიკვდილამდე მენატრებოდა. მაგრამ რას ვიზავთ. უნდა გაგვეძლო ამ გამოცდისათვისაც. ისეთი სამზადისი იყო თითქოს მთელი დედამიწის მოსახლეობა უნდა მოსულიყო ქორწილში, ყოველდღიური აურზაური, კაბების გასინჯვა რჩევა. რესტორნების რჩევა, გაფორმება და უამრავი საშინელი ამბები. მაგრამ ბოლომდე ვუძლებდი, ვიცოდი პრიზად ჩემი საყვარელი ბიჭი შემხვდებოდა. ორი დამღლელი კვირის შემდეგ კარები გავაღე და ორი წითელთავა შევნიშნე. გავექანე და ყელზე ჩამოვეკონწლიალე ჩემ მონატრებულ დაქალს. -ნინაააა,-იმხელზე ვიწივლე ჩემი ხმის მეთვითონ შემეშნდა. ნინას თავი გავანებე და ნიტას დავეტაკე. ვუკოცნე და ვუკოცნე წითელი ლოყები. ბოლოს გამახსენდა სახლში შემეპატიჟა. -ვაიმეეე, რამხელა გოგო გაზრდილხარ ? -კალთაში მეჯდა და ვეთამაშებოდი. ბავშვმა მიცნო და ნელნელ ლაპარაკიც დაიწყო. -ვაიმეეე მარიაამ, არ მეგონა შენ თუ გათხოვდებოდიიი. -არც მე, -ვეკრიჭები და ხალათს ვისწორებ,-დანიელი რატო არ ჩამოვიდა? გული დამწყდა. -საქმეები ჰქონდა და ვერ მოახერხა, შეიძლება ჩამოვიდეს ქორწილის დღეს. -დღეს ლუკას გაგაცნობ, გოგოები არ მანახებენ , გეგონება ოქროსი იყოს. -სიმპატიური ბიჭია რაც მაჩვენე.. -უჰ, სიმპატიურზე ნუ იტყვი, ზედმეტად სიმპატიურიც კია. -შენთვის არა, ძალიან უხდებით ერთმანეთს. -რომ იცოდე როგორ მიყვარს! -თვალები გიბრწყინავს რო ლაპარაკობ.-გავიცინეთ და გოგოებს დავურეკე რომ მოსულიყვნენ ნინას სანახავად. ამ დროის განმავლობაში ჩემთან დავიტოვე. საღამოთი დედმამის სანახავად წავიდა და ნიტაც წაიყვანა.. ნინის დავურეკე სკაიპით და ჩამოსვლაზე დაველაპარაკე. გული ძალიან დამწყდებოდა ჩემ ქორწილში რო არ ყოფილიყო. თან ვნახავდი, იმდენი ხანია არ მინახავს ... მარიამმა მე და ელენე ნინოსთა ვართ და გამოგივლით ბოლო შტრიხებს ვათანხმებთო კაბისთვისო. ასე ნელნელა გადიოდა მოსამზადებელი პერიოდი. ლუკას ნახვა 4-5ჯერ შევძელი, ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ისე ავტირდი შევეცოდე გიოს და თვითონ წამიყვანა ლუკასთან. ერთი კვირა... კარგი ამბავი-ნინო ჩამოდის. ცუდი ამბავი-1 კვირაა ლუკა არ მინახავს. რესტორანი მზადაა, კაბა მზადაა, ყველაფერი მზადაა, მე არ ვარ მზად მარტო,. იმიტო რო აზზე არ ვარ რა ხდბა საერთოდ. ყველაფერს ჩემი გოგოები, ლექსო, ანდრო და გიო აკეთებდნენ. მე და ლუკას ერთმანეთისგან შორს ყოფნის გარდა არაფერს არ ვაკეთებდით. აი ასე. მაშო ბოლოს ჩემთან იყო. ეს ცოტას მშველიდა. მაგრამ მაინც ლუკა სიკვდილამდე მენატრებოდა..... ერთი დღე... კარგი ამბავი: ნინი ჩამოვიდა. ცუდი ამბავი: მეორე კვირაა ლუკა არ მინახავს. ემოციურად გადატვირთული, გაუბედურებული, გადაღლილი, ცვირჩამოშვებული და გაწეწილი ვზივარ სალონში გოგოებთან ერთად და სტილისტს ველოდები. უკვე ვეღარც ვფიქრობ, რომ მეორე დღეს ჩემი ქორწილია. არ მეგონა ასე თუ გადამღლიდა საქორწილო სამზადისი. სრულიად განადგურებული ვარ, ასე მგონია კი არ ვთხოვდები, ვკვდები. ლუკაც რამდენი ხანია უკვე არ მინახავს. ყველზე ხშირად გიოს ვხედავ . მაგრამ შვებააა ? მხოლოდ ის მესმის, რომ ლუკა კარგადაა და მასაც ძალიან ვენატრები. როგორც მე არ მაძლევენ გოგოები მისი ნახვის უფლებას, ბიჭები მას არ აძლევენ, ვნახოთ ახლა თუ გაძელით ერთმანეთის გარეშე, ესეიგი ერთმანეთი არ გყვარებიათო. კი ვერ ვძლებთ მაგრამ აზრი? მაინც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ნინი იცინის, რა დღეშია ჩემი დაქალიო, მაგრამ მე მკითხეთ მეცინება? ის-ის არის, სტილისტს სავარძელზე დავუჯექი თმები უნდა გამიკეთოს, სალონის კარები იღება და სახეზე თაიგულაფარებული ბიჭის ფეხები შემოდის. მგონია ლუკაა და გული სიხარულით მევსება. თაიგულს ქვემოთ წევს,რის შემდეგაც ის სიხარული გაბეზრებად გადაიქცევა. თაიგულის უკან ცისფერთვალება, შავგვრემანი სახე მიმზერს. -თორნიკეე, -იძახის ნინო და სიხარულით ეგებება შეყვარებულს,-ეს მე მომიტანეე?-მხარზე ხელებით ეკიდება და კოცნის. -არა,-თავს აქნევს თორნიკე და შეყვარებულს თბილად უღიმის,-ლუკამ გამოუგზავნა თავის ლამაზ და საყვარელ, მომავალ ცოლუკას. -ოოო,-ბუზღუნებს ნინო და თავის ადგილს უბრუნდება. -შენც მოგიტანენ საჩუქარს ნუ ბრაზდები,-თვალს უკრავს თორნიკე ნინოს და თაიგულს ხელში მაჩეჩებს. -ლუკას გადაეცი, რომ აღარ მივყვები ცოლად, -პატარა ბაშვივით ვიბუტები და ტუჩებს ვბუსხავ, რაზეც გოგოები სიცილით კვდებიან. -ჯერ ადრეა, იქ რომ დაუდგები საკურთხეველთან მერე განაცხადე უარი, -დამცინის თორნიკეც და ასე სიცილ ხარხარში მიკეთებს სტილისტი ჯერ ერთ ვარცხნილობას , მერე მეორეს, გოგოები გაფაციცებით მადევნებენ თვალს რომ შესწორება შეიტანონ ჩემ ვარცხნილობასა თუ მაკიაჟში. ბოლოს ბუნებრივ მაკიაჟზე და ზემოთ აწეულ თმებზე შევაჩერეთ არჩევანი, გოგოებმაც მოირგეს სასურველი სტილი და დაღლილ დაქანცულებმა დავტოვეთ სტილისტი, იმ იმედით, რომ ხვალ დილით ადრე ჩვენთან გამოცხადდებოდა თავის გოგოგოებთან ერთად, რათა არჩეული ვარცხნილობები გაეკეთებინათ. საღამოს სპა-ცენტრში ვინებივრეთ ექვსივემ. ვიგრძენი, ყველანაირად განვიტვრთე. გოგოებთან თბილად ჭორაობამაც თავისი გაიტანა და სახლში მოდუნებულები დავბრუნდით. იმ ღამეს ყველანი ერთად დავრჩით, ბოლოსდაბოლოს ჩემი გასაცილებელი საღამო იყო, ახალ ცხოვრებას ვიწყებდი. 11 საათზე მკვდრებივით გვეძინა, მისაღებში დაყრილ ლეიბებზე. 6საათზე თვალები დავაჭყიტე. ჯერ მზე ნორმალურად არც ამოსულიყო, გოგოები გავაღვიძე 7-ზე უკვე სტილისტს ველოდებოდით. ტანზე გადავივლე და პირსახოცით გავშლიგინი. მაღირსეს ჩემი ქმარუკა, სააბაზანოდან გამოსულს ლუკა შემეჩეხა. ჩემი მონატრებული ბიჭი. ტანში უცნაურად დამიარა მისი ნახვით გამოწვეულმა ჟრუანტელა. ტუჩებზე ისე დავაკვდი ვეღარ ამოვისუნთქე და ისევ ლუკამ ივაჟკაცა, მომშორდა და სუნთქვის საშუალება მომცა. -ჩემო პატარაა, როგორ მომენატრეე ... მოიცა, მოიცა არ ატირდე ახლა,-გაიცინა. -აუუ, რა ცუდები არიაან, როგორ მომანატრეს შენი თავი,-ავბუზღუნდი და მკერდზე ავეკარი. -ახლა მართლა წიწილას გავხარ, ჩემ პატარა წიწილას. -შენი პატარა წიწილა აღარ მოგყვება ცოლად,-შემოვირტყი დიონჯები. ამაზე მთელი სახლი ახარხარდა,ლუკაც. ჰმ, უყურე ერთი ამათ. ახლა ლუკა დამაცხრა ტუჩებზე. უყურე ერთი. ტუჩებიც კი მომენატრა მისი, ასეთი გამომწვევი და ტკბილი კოცნა.. ნამდვილად, - ლუკაზე მეტად მისი ტუჩები მიყვარს, დავასკვენი. მაინც მაშორებენ ლუკას და თავის ოთახში აყავთ მოსამზადებლად. ასეთია ქურდი კაცის ბედიიი.. სულ ღადაობის ხასიათზე რავა ვარ? არა ბიჯო, მე ვთხოვდები და სხვა ხო არ იქნება ღადაობის ხასიათზე. სანამ ჩემ გოგოებს ვიზაჟისტები დასტრიალებენ თავს, მე ლუკას სურათებს ვათვალიერებ სოციალურ ქსელში. რა მოცლილი ვარ ქორწილის დღეს?! შემდეგ ჩემი ჯერიც დგება და ერთ საათიანი გაუნძრევბლად ჯდომის შემდეგ სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. გოგოები სასიამოვნოდ მიღიმიან. უკვე 9 საათი ხდება. ჯერ რა ადრეა. მე კიდე მგონია მთელი დღე გავიდა.. 12 საათზე ჯვრისწერაა. მომშივდა. გოგოებს ვეუბნები და რადგან მე ოთახიდან გასვლის უფლება არ მაქვს, შეიძლება ლუკამ ეკლესიამდე დამინახოს, ნინა მიდის ჩემთვის წვენისა და ნამცხვრის მოსატანად. დანარჩენებს ჩემი ბუზღუნის მოსმენა უწევთ. 11 საათია. 1 საათი ჯვირსწერამდე. პატარა ეკლესიაში ვიწერთ ჯვარს, ქალაქიდან ცოტათი მოშორებით. ბიჭებმა დაურეკეს გოგოებს ჩვენ უკვე იქ ვართ და წამოდითო. ისე ვიყავით გართულები ჩაცმა-გამოპრანჭვაში,ვერც კი შევნიშნეთ როდის წავიდნენ. ჩვენი წაყვანა თორნიკეს უწევს. ნინო თვალებით ბრდღვნის. მასაც მოენატრა შეყვარებული. მე ჩუმად ვიცინი მათ ვნებისგან ანთებულ სახეებზე. მანქანაში ვჯდები და ვცდილობ კაბა არ დავკუჭო. -მანქანას თავი არ აარტყა,-ყვირის ნინი. -ნელა გოგო სად ეტენები, ნაზად ცოტა,-წივის ელენე. -დაგეშალა თმები,-კივის მარი. -დაგესვარა კაბა,-თვალებს ქაჩავს ნინა. -მოიცა მოგეხმარები,-გიჟივით მორბის ნინო. რა დღეში ვარ! თვალებს წრეზე ვატრიალებ და ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა. ყველაფერს ჩემ მაგივრად აკეთებენ. -მე დავრჩები და რომელიმე მიდით იქ ჩემმაგივრად დადეთ ერთგულების ფიცი, ხო არ გინდათ?-ვეკითხები გაბრაზებული, მაგრამ არავინ მისმენს. მანქანაში მდებენ. ტანსაცმელს და მაკიაჟს მისწორებენ და თორნიკე მანქანას ქოქავს. ეკლესიაში სახეგაბადრულები მიყურებენ მეგობრები, ნათესავები, დედა, გურამი, თორნიკე და კიდევ ათასი ნაცნობი და უცნობი სახე.. არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ ვკომპლექსდები. ლუკა გაღიმებული მელოდება საკურთხეველთან. ვცდილობ ჩქარა წავიდე და ფეხი არაფერს გამოვდო. ღიმილით ვუყურებ ჩემს სიმპატიურ ბიჭს, შავ შარვალ-კოსტუმში რომ გამოწყობილა და ლამაზად მეკრიჭება. გული ამიჩხრიალდა. შემაკანკალა. სუნთქვა შემეკრა. ვეღარაფერს ვამჩნევდი ლუკას გარდა. მაშოს შევხედე, გასუსული მოკალათებულიყო თორნიკე ბაბუას მკლავებში და დაჭყეტილი თვალებით მადევნებდა თვალს . გავუცინე და ლუკას გვერდით მივუდექი. -უფალმა აკურთხა თქვენი კავშირი. დღიდან ჯვარსმული წყვილი ხართ.-დაამთავრა მამაომ ცერემონია და ლუკამ ნაზად შემახო ტუჩები. -თავიდანვე ჩემი ცოლი იყავი!-მიჩურჩულა ლუკამ, ხელიც რომ მოვაწერეთ და რესტორანში სახეგაბარულები, რომ ვიჯექით გვერდიგვერდ,-ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ მსოფლიოში,შენ რომ მყავხარ გვერდით. -მე კი ყველაზე ბედნიერი ქალი მსოფლიოში სანიმუშო მამაკაცი და უსაყვარლესი შვილი რომ მყავნან გვერდში. -მიყვარხარ მარიამ! -მეც მიყვარხარ ლუკა! პროლოგი აი ასე... ჩემი წილი ბედნიერება მეც მერგო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ოცდაათი ბედნიერი წელი. ახლა 26 კი არა 56-ის ვარ. მე აღარ ვარ ის მარიამი რაც მაშინ ვიყავი. მაგრამ ვის ვატყუებ? სწორედ ის მარიამი ვარ. მერე რა, რომ პატარა გოგო აღარ ვარ? როცა ჩემი გოგოები და ლუკა ჩემ გვერდით არიან, მე ისევ 26 წლის გოგო მგონია თავი, რომელიც ხშირად აბრაზებდა ლუკას.. რომელიც ხშირად უშლიდა ნერვებს დაქალებს, ცანცარებდა, ბევრს სვავდა და ცეკვავდა. ახლაც ასე ვიქცევი... ხანდახან. მერე რა რომ მყავს 3 შვილი: 33 წლის მაშო, 30 წლის ტყუპები ონისე და ლილე. მერე რა რომ მყავს 5 შვილიშვილი, რომლებიც გიჟდებიან თავიანთ ბებიკოზე. მე მაინც ის გოგო ვარ, რომელიც ლუკას გაგიჟებდამდე შეუყვარდა და რომელსაც ლუკა გაგიჟებამდე უყვარს. ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებთ, მე და ლუკა სიცილით ვკვდებით. სიხარულით და ხანდახან ცრემლით გაგვახსენდება წარსულის ლამაზი წლები, ვიხსენებთ ჩვენს თბილსა და ბობოქარ სიყვარულს, რომელიც დღემდე არ განელებულა.. სიყვარულში ყველაზე მომხიბლავი და ლამაზი ხომ სწორედ ისაა, რომ არასდროს ცვდება და ბერდება. ბევრი ტკივილისა და ლოდინის შემდეგ, ჩვენ შევქმენით ჩვენი ბუდე სადაც სიყვარულით დავზარდეთ ჩვენი ბარტყები. ახლა კი თავიდან ვაშენებთ ამ ბუდეს, რომ არ ჩამოინგრეს და გაცვდეს. ამ შენებაში ყველაზე დიდი წვლილი ლუკას მიუძღვის: ის მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუაა და უფასდება კიდეც ეს. ყველას ასეთ სიყვარულს გისურვეთ, გისურვებთ ჩემსავით გეპოვნოთ ის ერთადერთი, რომელთანაც მოიპოვებთ წილ ბედნიერებას, რომლის მკლავებშიც თქვენ აღმოაჩენთ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.. ვისი ღიმილიც მთელ სიცოცხლეს გაგინათებთ და ვისი კოცნაც პოზიტივით აგავსებთ. მას ვინც სიცოცხლის ბოლომდე თქვენი ერთგული და მოსიყვარულე დარჩება. სიყვარულით, მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.