წითურო მიყვარხარ! (თავი 4)
სადილის შემდეგ სხვა ბავშვებიც ჩამოვიდნენ,სულ ხუთი ბავშვი დაგვემატა ნინი,გვანცა,კატო,გიორგი და ზურა.მათგან მხოლოდ ნინის ვიცნობდი.სხვებიც გავიცანი და არდატოვა ცუდი შთაბეჭდილება არცეთმა.შემდეგ ზღვაზე ჩასვლა გადავწყვიტეთ ამიტომ გამოვიცვალეთ და წავედით.შავი საცურაო კოსტუმი მეცვა და ზემოდან თხელი სარაფანე მქონდა გადაცმული.მხოლოდ ერთხელ შევხედე ალექსანდრეს და მაშინაც ეშმაკურად გამიცინა და თვალი ჩამიკრა,ამის მერე თვალს ვარიდებდი თუმცა მზერას მაინც ვგრძნობდი.ასევე შევატყვე რომ ქალბატონი კატო საკმაოდ თამამად ესაუბრებოდა მას,აშკარად აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს.ზღვაში შევედი ცოტახანს,ცურვაც დიდად არვიცოდი ამიტომ ზაგარის მიღება გადავწყვიტე იმის მიუხედავად რომ თეთრი კანი მაქვს და ძირითადად ვიწვები.მზეს მივეფიცხე რის შემდეგაც გვერდით ალექსანდრე მომიჯდა. -წითურო კრემი წაისვი თორე დაიწვები. -მერე შენ რა დავიწვა. -ისედაც მხურვალე ხარ ლოგინში,მეტი აღარ მინდა-მითხრა და გადაიხარხარა. -საზიზღარი ხარ-ვუთხარი და სხვა მხარეს გადავედი სადაც მარტო ვიყავი.ცოტახანში კი ნიკა მომიჯდა გვერდოთ. -კარგად ხარ? -კი კი,რახდება? -არა არაფერი,უბრალოდ შევამჩნიე ალექსანდრე რომ გელაპარაკებოდა და გაგაბრაზა აშკარად. -არაფერია უბრალოდ ხანდახან ზედმეტი მოსდის. -მისმინე რაღაც მინდა გკითხო. -გისმენ მკითხე. -შენ და ალექსანდრეს შორის რამე ხდება? -რა??არა არა საიდან მოიტანე? -უბრალოდ თქვენ ორნი ისე უყურებთ ერთმანეთს რომ. -არა ჩვენ უბრალოდ მეგობრებიც კი არ ვართ. -კარგი კარგი-მითხრა ღიმილით,ამდროს შევამჩნიე თუ როგორი დაბღვერილი იყურებოდა ჩვენკენ ალექსანდრე და გამეღიმა. -ისე კი აშკარაა რომ ჩემზე ეჭვიანობს-მითხრა ნიკამ ლოყაზე მაკოცა და ზღვისკენ წავიდა. ორი დღე ისე გავიდა ისეთი არაფერი მომხდარა,რამდენჯერმე ცადა ალექსანდრემ ჩემთან მოსვლა მაგრამ ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს,დღისით ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა მაგრამ ღამე როდესაც მარტო ვრჩებოდი უნებლიედ მასზე ფიქრს ვიწყებდი. დღეს წვიმიანი ამინდია დილიდან ამიტომ გადავწყვიტეთ საღამოს პატარა წვეულება მოგვეწყო,დაგველია და ბევრი გვეცეკვა.შუადღეს ცოტა წავუძინე რომ ღამე არ გამჭირვებოდა ყოფნა,მერე ყველაფერი მოვამზადეთ,სასმელი მოვიტანეთ დინამიკები ავაწყვეთ და ცოტა საჭმელიც გავაკეთეთ, შემდეგ კი მაღლა ავედი გამოსაცლელად.ჯინსის მოკლე შორტები და შავი ტოპი ჩავიცვი,კაბის განწყობაზე რატომღაც არვიყავი და თან უხერხულად უნდა ვყოფილიყავი ცეკვის დროსაც.ყველანი დაბლა შევიკრიბეთ. -გოგონი როგორი ლამაზი ხარ-უკნიდან ლიზა მომეკრო-ვიღაც-ვიღაცეები თვალს ვერ გწყვეტენ. -ლიზი მადლობა,შენ კი როგორც ყოველთვის ბრწყინავ -ხო არა?-იცინის და თან ტრიალებს წრეზე რომ უკეთესად გამეპრანჭოს -ოხ ლიზი,შენი საშველი არიქნება -კაი კაი წამო ნახე ლუკა მელოდება-გაიცინა და ბიჭისკენ გაიქცა.მალე შუქები ჩააქვრეს,ფერადი ნათურები აანთეს და კლუბის სიტუაცია შექმნეს. -წითურო ამ შორტებში ძალიან სექსუალური ხარ,ფრთხილად იყავი ამაღამ ნასვამზე ხელებს ვერ გავაკონტროლებ-ყურში ჩამჩურჩულა და სასმლისკენ წავიდა.რამდენიმე ჭიქა მეც დავლიე და შემდეგ ცეკვა დავიწყე,მოკლედ ძალიან ვერთობოდით,მერე მშვიდი მუსიკა ჩართეს რადგან წყვილებში ეცეკვათ,უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი წელზე,მივხვდი ისიყო. -მეცეკვები წითურო?-ხმა არ გამიცია მისკენ შევბრუნდი,წელზე ხელები შემომხვია და დავიწყეთ ცეკვა,მის კისერში მქონდა თავი ჩარგული და ღმერთო რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა,ვიგრძენი თვითონაც როგორ შეისუნთქა ჩემი სურნელი და გაიეღიმა. -ეს სურნელი ჭკუიდან მშლის-მეჩურჩულებოდა ყურში-ნეტავ იცოდე როგორ ძლიერ მომწონხარ-ამის თქმა იყო და სისხლი გამეყინა ვენებში,რაო რათქვა მომწონხარ?შანსი არაა.დამშვიდი ანასტასია თორე შეამჩნევს რომ ღელავ,მე ხმის ამოღება ვერ გავბედე უბრალოდ გავუღიმე. მალე სიმღერა შეწყდა ლოყაზე მაკოცა და გამეცალა.დამტოვა ასე გაბრუებულუ,მივედი ორი ჭიქა კიდევ გადავკარი. -გოგო რაო ალექსანდრემ?დაგინახეთ რომ ცეკვავდით,ნეტა იცოდეთ როგორ უხდებით ერთმანეთს-მომვარდა უცბათ ლიზი -რაო და მომწონხარო-პირდაპირ ვუთხარი. -მართლა?მერე შენ რა უთხარი? -არაფერი რაუნდა მეთქვა -ვერახარ?რატომ არუთხარი რომ შენც მოგწონს? -იმიტომ რომ ისევ მეთამაშება და მატყუებს. -არაფერსაც არგატყუებს მართლა მოწონხარ კი არადა უყვარხარ მგონია.ლუკამ მითხრა იმდღეს მთვრალს წამოსცდა ჩემთან ანასტასია მომწონსო. -რაა?მართლა?აქამდე რატო არმითხარი? -გოგოო ვერხედავ მაინც როგორ გიყურებს ხოლმე?მიდი ახლა წადი მასთან. -კარგი კარგი-გამეცინა და ერთი ჭიქა კიდევ დავლიე და მის მოსაძებნად წავედი.ვერსად დავინახე იმ სიბნელეში -ლუკა ალექსანდრე ხომარგინახავს? -მგონი სამზარეულოსკენ მიდოდა -კაი მადლობა-გავუღიმე სამზარეულოსკენ წავედი,ალბათ ნასვამი რომარვიყო ამას ვერ გავბედავდი.კართან შევჩერდი ერთი ღრმათ ამოვისუნთქე და კარი შევაღე ღიმილით,მაგრამ ნეტავ არ შემეღო,ღმერთო ალექსანდრე და კატო ერთმანეთს კოცნიდნენ,კარის ხმაზე ჩემკენ გამოიხედეს. -ანასტასია-მხოლოდ ეს თქვა,უკან გამოვტრიალდი და სირბილით წამოვედი,გარეთ გავვარდი,წვიმდა მაგრამ მაინც გავედი ეზოში,სული მეწვოდა იმდენად რომ გარშემო ვეღარაფერს ვხედავდი,ვტიროდი ხმამაღლა და ზღვისკენ გავრბოდი.ღმერთო მე ხომ ის მიყვარდა,ასე რატომ მომექცა,მართალია ჩვენ ერთად არვიყავით მაგრამ დამაჯერა რომ მოვწონდი მასაც.რასულელი ვარ ღმერთო.ზღვასთან ახლოს ჩავიკეცე და ზღვას გავცქეროდი ძალიან აღელვებული იყო .ისიც ჩემსავით ღელავდა და ვერ წყნარდებოდა.გული სტკიოდა ზღვასაც თავისებურად,სული ეწვოდა ჩემებრ,გაცეცხლებული ტალღებს ისროდა,ბობოქრობდა და გმინავდა,მეკი წყნარად ვიჯექი და ვტიროდი,არშემეძლო მეყვირა მეღრიალა,იქნებ ეს ხმა მისადმიც კი მიეტანა ამ ზღვას.ახლოს ვიჯექი ზღვასთან თან ისე ახლოს რომ შხეფებიც კი მესხმოდა,შიში სადღაც გამქრალიყო,ვიჯექი და ვუსმენდი ზღვას რომელიც ასე უსიტყვოდ მიყვებოდა თავის ტკივილს და მეც ასე უსიტყვოდ ვუყვებოდი.იმწამს ვგრძნობდი რომ მხოლოდ მას ესმოდა ჩემი.უფრო გავთამამდი და უფრო ახლოს მივედი უკვე მუხლამდე წყალში ვიყავი,არვიცოდი რასვაკეთებდი მხოლოდ ის ვიცოდი რომ გული საშინლად მტკიოდა. -ანასტასია-უეცრად მისი ხმა მომესმა და უკან გავიხედე,მეძახდა და თან ჩემკენ მორბოდა.ამდროს მოულოდნელად ტალღა დამეჯახა თავი ვერ შევიკავე და წყალში ჩავვარდი,ტალღებმა ზღვაში შემაქანეს,ვეღარაფერს ვხედავდი,გაცურვას ვცდილობდი მაგრამ ტალღები აქეთიქით მაგდებდა და უკვე ვეღარც ვსუნთქავდი,ვყვიროდი როგორც შემეძლო,კიდევ ერთხელ გავიბრძოლე და ვცადე ნაპირისკენ გამოცურვა და ცოტა შევძელი თითქოს მიწასაც მივწვდი ფეხით მაგრამ ამდროს უკვე წყალმა სიღმისკენ წამიღო,თვალებში უკვე ვეღარ ვიყურდბოდი, და ეს იყო ჩემი დასასრული?ასე უნდა მოვმკვდარიყავი?ღმერთო გთხოვ გადამარჩინე ბოლოს ესღა გავიფქრე და საბოლოოდ გავითიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.