შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტინქტი (6 ნაწილი)

1-02-2022, 18:55
ავტორი Anastacia
ნანახია 1 723

დილის 6 საათია.მზე ანათებს,ისე როგორც არასდროს.ალექსანდრეს და ლიზას ოთახშიც აღწევს კაშკაშა სხივები,მაგრამ მაინც ბინდი ჩამოწვა გარშემო.ალექსანდრე მძინარე ლიზას უყურებს,ცდილობს ყველა მისი ნაკვთი დაიმახსოვროს,რომ ცხოვრების ბოლო წამამდე მის სახეს ხედავდეს გონებაში.
-ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის პატარა ქალბატონო!-ჩასჩურჩულა მძინარე ლიზას და შუბლზე აკოცა.არჩევანი გააკეთა და წავიდა,წავიდა იქ საიდანაც დასაბრუნებელი გზა არ იყო.
დაწყველილი სახლის წინ იდგა.სპეცრაზმს და თავის გუნდს ელოდებოდა.საბაც იქ იყო:
-სანდრო რა სახე გაქ?
-იმდენი ხანი ველოდი ამ მომენტს,რომ ყველანაირი შედეგი მქონდა წარმოდგენილი,გარდა ერთისა.ერთი რამ ვერ გავითვალისწინე!
-რა?
-ლიზა.

ყველანი ადგილზე იყვნენ.ალექსანდრესგან ბრძანებებიც მიიღეს და ყველა თავდასხმისთვის ემზადებოდა.ბოლო ნიშანიც მიიღეს და უკვე თოდუას სახლში შეიჭრნენ.ლევანი ნამდვილად არ ელოდა ამ დარტყმას,ეგონა რომ თვითონ გამოიჭირა ალრქსანდრე ფილფანი,მაგრამ თვითონ აღმოჩნდა ხაფანგში.
უამრავი პოლიციის მანქანა,უამრავი ადამიანი,ფორმებში გამოწყობილნი,უამრავი ჟურნალისტი იყო ადგილზე.ლევან თოდუას სამფლობელო მთლინად ალექსანდრე ფილფანის ხელში იყო.უკვე დილის 9 საათია.ლევანი თავის სავარჯელში მოკალათებული უყურებდა იმ იმპერიის დანგრევას,რომელსაც მთელი ცხოვრებაა აშენებს.ზურა და ლევანის ქვეშმდგომები ხელებ გადაჯვარებულნი მუხლებზე იდგნენ,დიმა კი ალექსანდრეს უმშვენებდა გვერდს.ქეთი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა და ვერ იჯერებდა გარშემო მომხდარს,ვერ იჯერებდა დიმა და ალექსანდრეს ერთად ხილვას ასეთ ფორმაში.
-თქვენ ლევან თოდუა დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკებისა და იარაღის უკანანო გასაღების ბრალდებით.-ცივი და ირონიული იყო ალექსანდრეს ტონი.თვალები ჩაწითლებული ქონდა,მხოლოდ ბრაზი ბუდობდა ამ მწვანე თვალებში,მხოლოდ შურისძიების წყურვილი,მეტს ვერაფერს ვერ ამოიკითხავდით იქ .-და ასევე დემნა ფილფანის მკვლელობის ბრალდებით!-ბოლო სიტყვები კბილებს შორის გამოსცრცა,ისე რომ მხოლოდ ლევანს გაეგო.
-შენ შეიძლება თავისუფლება წამართვი,მაგრამ მე უფრო მნიშნელოვანი რამ გამოგტაცე მაგ ხელებიდან!-საერთოდ არ შეტოკებულა ლევანი.ბოლო წინადადებაც,რაც შეიძლება მშვიდადა უთხრა ალექსანდრეს,რომელსაც გაცობებისგან თვალები აენთო.ალბათ იქვე დაუმიზნებდა იარაღს და ტვინს გაასხმევინებდა,რომ არა ლიზა.
***
ჩვენი ლიზა კი ამ დროს უამრავი ფურცლებით და ფოტოებით ხელში მუხლებზე იყო დამხობილი,სადაც ალექსანდრეს ბიოგრაფიას კითხულობდა და თვალს ვერ უჯერებდა.
ვერ იჯერებდა,რომ ალექსანდე ფილფანის ცოლი იყო და არა კანდელაკის.
ვერ იჟერებდა,რომ გამომძიებელის ცოლი იყო და არა ბიზნესმენის,რომელიც შავ სამყაროშიც მოხვაწეობდა.
ვერ იჯერებდა,რომ ასე საშინლად მოტყუეს.
ყველამ!
ალექსანდრემ.
ლევანმა.
ნანამ.
კატომ.
ყველა ატყუებდა.ყველამ ყველაფერი იცოდა,ლიზას გარდა.
ამ ფურცლებით ხელში კიბეს ჩამოუყვა და ტელევიზორის ხმა მოესმა.ლამაზი,შავგვრემანი გოგონა გადმოცემდა ახლა ამბეებს:
-დრეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და გამომძიბელმა ალექსანდრე ფილფანმა ასევე ნარკოტიკების უკანანო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა,დიმა ვეშაპიძემ,ჩაატარეს ოპერაცია,რომლის შედეგადაც იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და იარაღი.ოპერაცია ჩატარდა ცნობილი ბიზმესმენის ლევან თოდუას სახლში,რომელიც ადილზე იქნა დაკავებული.დანაშაული ითვალსიწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.......-კატო კმაყოფილი ღიმილით შეჰყურებდა ტელევიზორს,ნანას სახეზე კი ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდით.
-ყველაზე ბედნიერი წუთებია შენს ცხოვრებაში არა კატო?-წინ დაუდგა კატოს და საშინელი მზერა მიაბყრო,სადაც იმედგაცრუება იკითხებოდა.შემოტრიალდა და ნანას შეხედა.-თქვენ?...თქვენ რას გრძნობთ?გიხარიათ არა შვილის წარმატება?-ვერცერთს ვერ ამოჰქონდათ ხმა.ისევ კატოს მიუბრუნდა.-რა იყო კატო ,ენა გადაყლაპე?მთელი ერთი თვე,რომ საშინელებებს ამბობდი,მაშინ კი კარგად მეტიტინებოდი.ახლა რა მოხდა?რატო არ მეუბნები, რომ მამაჩემი ამამს იმსახურებს და რომ ღირსია იმის,რაც დაემართა?-საგრძნობლად მოუმატა ტონს.-დიახ! იმსახურებს!დიახ!ახლა იქ არის სადაც მისი ადგილია!...მაგრამ...ჯანდაბა!...მე რა დაგიშავეთ...ჩემს გარეშე ვერ დაიჭერდა შენი ძმა მამაჩემს....მე რატო გამომიყენეთ?მე სულელი მზერას ვერ გისწორებდით და თქვენ,ყოველ დღე თვალებში მიყურებდით და ისე მატყუებდით....ჯანდაბა ალექსანდრეს ნამდვილი გვარიც კი არ ვიცოდი!-სიმწრის სიცილი წასკდა ლიზას.ნანა და კატო კი გაბადრული უსმენდნენ.
-მოდი შვილო დაჯექი და დამშვიდდი.-რაც შეიძლება ჩუმად წარმოთქა ნანამ,რასაც ლიზას სიცილის მატება მოჰყვა.
-იცით რა?ხომ ამბობენ,რომ ადამიანი სხვისი უბედურების ხარჯზე ბედნიერი ვერ იქნებაო.ასეც მოხდა.მამაჩემი თქვენი უბერურების ხარჯზე ვერ გაბედნიერდა და ვერც თქვენ იქნებით ჩემ უბედურების ხარჯზე ბედნიერები!-დაასრულა და წავიდა,წავიდა იქ სადაცა ახლა მისი ადგილი იყო.
-რა იყო ახლა ეს?!-გაოგნებულმა კატომ წარმოთქვა.
-სიმართლე!-უპასუხა ნანამ.
***
დაწყვევლილი სახლის წინ იდგა.ყველაფერი გადმოტრიალებული და გატეხილი იყო,სიცარიელე სუფევდა,თითქოს აქ არასდროს არ ცხოვრობდნენ.მხოლოდ გოგონას ქვითინის ხმა ისმოდა ამხელა სახლში:
-ჩემო ქეთი არ იტირო,ყველაფერი კარგად იქნება!-მეგობარს მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
-ლიზა?
-აქ ვარ და არასდროს დაგტოვებ!-იმედიანი მზერა მიაბყრო მეგობარს,მაგრამ მანდ იმედის გარდა ყველაფერი იკითხებოდა.
-ლიზა ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერ გავაანალიზე...მერე...მერე ალექსანდრე და დიმა დავინახე ერთად,მათ ისეთი საშინელი გამოხედვა ქონდათ....ბორკილები დაადეს ყველას და წაიყვანეს....ლევანი და მამა წაიყვანეს...გესმის ლიზა...-სლუკუნებდა და ისე საუბრობდა ქეთი.
-ვიცი ქეთი რაც მოხდა.-სრული სიცარიელის განცდა ქონდა ლიზას,ხმაშიც კი არ იგრძნობოდა ემოცია.
-ლიზა რა გჭირს?
-ქეთი მომისმინე:ახლა მე წავალ,შენ კი მანამდე ბარგს ჩაალაგებ.ხვალ დილით აქ აღარ ვიქნებით.
-ლიზა რას ამბობ?ასე დავტოვებთ ყველაფერს.
-ხო პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავზე ვიფიქრებთ და წავალთ!-პირველად შეეშინდა მეგობრის სიტყვებზე.პირველად ხედავდა ასეთ გატეხილს,იმდენად გატეხილს,რომ მხოლოდ გაქცევა უნდოდა.
***
პოლიციის განყოფილებაში იყო და კაბინეტს მიუახლოვდა,საშინლად არ უნდოდა იქ მყოფი ადამიანის ნახვა.კარი შეაღო:
-ძალიან გიხდება ეს სავარძელი.-დამცინავი და ცივი ქონდა ლიზა თოდუას ტონი.-შემომხედე?რატო ვერ მისწორებ მზერას?შემომხედე მეთქი?-ბოლო ხმაზე იღრიალა.
შეხედა და ის მოხდა,რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.ლიზას თვალებში ვერაფერი ვერ დაინახა ტკივილის გარდა,ვერ დაინახა საკუთარი თავი,ვერ დაინახა ის სიყვარული,რომლითაც ყოველ დღე უმზერდა.
-მე სხვა გზა არ მქონდა ლიზა!-რაც შეიძლება მტკიცედ უთხრა.ლიზა ისევ აკისკისდა.
-ჩემზე დაქორწინება ,ჩემი მოტყუება,ჩემი გულწრფელობის და ჩემი სიყვარულის გამოყენება იყო შენი გზა?!მიპასუხე ეს იყო შენი გეგმა?
-ლიზა შენ არასდროს არ შედიოდი ჩემს გეგმებში.იმ დღეს ისე უეცრად დამადექი თავზე ვერც გავაცნობიერე რა ხდებოდა.მე დიმას უნდა გავეთავისუფლებინე,მაგრამ შენ რატომღაც გმირობის ხასიათზე მოხვედი,დიმამაც გადაწყვიტა,რომ ეს უფრო კარგი ვარიანტი იყო ვიდრე მისი ჩარევა.ასეც მოხდა დიმაში ეჭვი არავინ არ შეიტანა,რამაც გამოძიებას ყველაზე მეტად დაეხმარა.-ცდილობდა რომ ყველაფერი სწორად მიეწოდებინა.
-ჯანდაბა....მითუმეტეს მე რაში გჭირდებოდი თუ დიმა გყავდა…ის მოგაწვიდა ყველა საჭირო ინფორმაცია...რატო არ დამტოვე სახლში,შეგეძლო მანქანა წაგეყვანა და წასულიყავი.
-არ ვიცი,უბრალოდ ისეთი თვალებით მიყურებდი მეგონა,რომ თუ იქ დაგტოვებდი რაღაც საშინელებას ჩავიდენდი.მერე დიმამ დამირეკა და მითხრა,რომ სარდაფიდან ყველაფერი გაიტანეს,აქედან გამომდინარე აზრი არ ქონდა ოპერაციის ჩატარებას.მე შენი გამოყენება აზრადაც არ მომსვლია,უბრალოდ მერე,როცა დაქორწინება შემომთავაზე ეს საუკეთესო გზა იყო ლევანთან უფრო ახლოს მისასვლელად....-დასრულება არ აცალა ლიზამ ისე ჩაეჭრო საუბარში.
-და იფიქრე,რომ ეს იმაზე უკეთესი იქნებოდა ვიდრე მისი დაჭერა,რადგან ჩემზე მეტად მას ვერავინ ვერ გაანადგურებდა.ალბათ ბედნიერებისგან მეცხე ცაზე იყავი,როცა ხედავდი რა იმედგაცრუებული თვალებით მიყურებდა,როცა სახლიდან მაგდებდა.ჯანდაბა ჩემივე ინიციატივით შეგიწყვე ხელი.მე,რომ არა ასე ადვილად მას ვერ დაიჭერდი.სულ ერთი ნაბიჯით გაასწარი,მან კარგად იცოდა ვინც იყავი უბრალოდ დრეს არ ელდოებოდა შენს თავდასხმას.-ისე ბრაზობდა საკუთარ თავზე,როგორც არასსდროს.
-ადრე თუ გვიან მას მაინც დავიჭერდი!
-მაგრამ არა ჩემი დახმარებით!-ბოლო ხმაზე დაუყვირა ალექსანდრეს.
-ლიზა ისე ამბობ თითქოს დამნაშავე არ იყოს!-მაგიდაზე დაარტყა მუშტი და თვითონაც იღრიალა.
-ჯანდაბა ის ხომ მამაჩემია....რაც არ უნდა დააშავოს მაინც მეყვარება.მე რატომ არ მსვამ ციხეში,ყველაფერი ვიცოდი:სარდაფის შესახებ,ნარკოტიკეების შესახებ,ჩემ წინ რამდენჯერ გაუტანიათ გვამი.მეც თანამონაწილე ვარ!იცი რა?მამაჩემი შენგან განსხვავებით მკვლელია,მაგრამ არა მატყუარა.მას არასდროს არ დაუმალავს სიმართლე,არც ის დაუმალავს რომ მკვლელია.შენ რამდენი თამაში მეთამაშე ერთად?ორმაგ და სამაგ თამაშს ატრიალებდი,დედაშენიც კი მოატყუე.
-ხედავ ლიზა!შენ თვითონ აღიარე,რომ მან რაც არ უნდა დააშავოს მაინც გეყვარება,მე კი იმ ტყიულს ვერ მპატიობ, რომელიც დამსახურებულად ვთქვი.ამას მოითხოვდა ჩემი სამსახური და ასეც მოვიქეცი!
-დიახ ვერ გპატიობ და არც გაპატიებ,რადგან შენ ერთადერთი ხარ ვისაც თვალ დახუჭული ვენდობოდი,მიუხედავად იმისა რომ ყველა მტკიცებულება წინ მქონდა მაინც ვერ მივხვდი,რომ მატყუებდი.თავი გავისულელე.თინეიჯერი გოგონებივით დამაბრმავა სიყვარულმა.ანდა როდის შეგიყვარე ეგეც არ ვიცი.იქნებ საერთოდაც არ მიყვარხარ.-და სიტყვები რომელმაც დაუფიქრებლად გაანადგურა ალექსანდრე ფილფანი.ლიზას ხმაში სინანული გაჟღერდა.ალექსანდრეს კი სასტიკად არ უნდოდა,რომ ლიზას თვალებში სინანული დაენახა,არ უნდოდა რომ მასთან გატარებული დრო ენანა.ქეთის სიტყვები ამოუტივტივდა გოენაბიში:’’-ისე გაგანადგურებს,რომ ხელსაც არ დაგაკარებს,ნუ უყურებ იმას რომ ყველგან სიკეთეს აფრქვევს თუ ატკენ,ორმაგად გატკენს!’’.
-შენგან პატიებას არც ვითხოვ.ჩვენ მაინც ვერ ვიქნებოდით ერთად!-გამტყდარი იყო ალექსანდრე,მაგრამ ამას არასდოს რა აჩვენებდა და ახლაც შესანიშნავად ფარავდა ყველა ემოციას ცივი ტონის უკან.
-მამაჩემის ნახვა მინდა!სასწრაფოდ!-ალექსანდრეს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია,ეს ისე ალექსანდრეს დასანახად,თორე გულში თითოეული მისი სიტყვა ანადგურებდა.ალექსანდრემ ტელეფონი აიღო:
-ლევან თოდუა დაკითხვის ოთახში შეიყვანეთ!-უბრძანა ვიღაცს თავისი მკაცრი ბარიტონით.
ბოლოჯერ ნახავდა მამას,არ უნდოდა,რომ ზედმეტად ემოციური ყოფილყო,მიუხედავად იმ სიტყვებისა,რომლებიც ალექსანდრეს უთხრა ვერც მამას პატიობდა ამდენ დანაშაულს.
კარი გააღო.ლევანის ბორკილებით დანახვა ძალიან მტკივნეული იყო.ცრემლების შესაჩერებლად თავი გააქნია.მიუხედავად იმისა, რომ ის მტკიცედ იყო,ლიზა მაინც ხედავდა თუ რამდენად განადგურებული იყო ეს კაცი.პატარა ბავშვივით იჯდა თავ ჩახრილი და თითქოს განაჩენს ელოდებოდა.ლიზა მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა:
-ჩემი პრინცესა მოსულა.-გაუღიმა ქალიშვილს,მაგრამ იმდენად უძლური იყო,რომ ლიზას გული შეეკუმშა წამიერად.
-მოვედი მა.-თვითონაც გაუღიმა.
-მაპატიებ?-
-რას?
-ყველაფერს.
-უკვე გაპატიე.შენ ხომ მითხარი,რომ მშობლები შვილებს ყველაფერს პატიობენ.ჩვენ,შვილებიც ყველაფერს ვპატიობთ მშობლებს!
-მეგონა მას აირჩევდი.-ისე გაეღიმა.
-მე შენც არ ამირჩევიხარ!-თავისი ნაზი თითებით მოეფერა მამას სახეზე.
-აბა რას ირჩევ ლიზა?-უკვე იცოდა ქალიშვილის პასუხი,მაგრამ,რაც უფრო მეტხანს მოისმენდა მის ხმას მით უფრო ბედნიერი იქნებოდა.
-სიმართლეს!
-შენ,რომ სტრასბურგში გემუშავა,დედამიწაზე მხოლოდ სამართლიანობა ისადგურებდა.-ამის გაგონებაზე აკისკისდა ლიზა.
-კარგი რა მა,ამ სიტუაციაშიც უნდა მეხუმრებოდე.-მაინც ცრემლებით აევსო თვალები.
-ლიზა მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო,მაგრამ შენ თუ იქნები იქ სადაც შენი ადგილია?
-და სად არის მამა ჩემი ადგილი?-სახე გაასწორა და მომლოდინე მზერა მიაბყრო მამას.
-ალექსანდრესთან.-აი ალექსანდრე კი გაოგნებული უსმენდა ლევანს მეორე ოთხიდან.-დღეს ვუთხარი,რომ შენი თავი წავართვი,მის თვალებში კი ის დავინახე რასაც არ ველოდი.
-რა დაინახე მამა?-ლიზა გაუნძრევლად უსმენდა.
-მას ჩემი მოკვლა მოუნდა,იმიტომ კი არა,რომ მამა წავართვი,არამედ იმიტომ რომ შენ დაგკარგა.ჩემმა სიტყვებმა იმდენად გააცოფა,რომ მზად იყო,იქვე უამრავი პოლიციის თანამშრომლის წინ დაემიზნა იარაღი.-ლიზა რამდენიმე წამს ჩაფიქრდა,ალექსანდრე კი გვერდითი ოთახოდან მოუთმენლად ელოდა ლიზას პასუხს.ლივანის სიტყვები წამითაც არ გაუპროტესტებია,რადგან მართალს ამბობდა.
-დიახ შენ მას მამა წაართვი და ეს უპატიებელია.საერთოდ,როგორ აკონტროლებდა შენს გვერდით თავს ვერ ვხვდები.მე მისი მესმის,მაგრამ პირადად მე მისთვის არაფერი არ დამიშავებია,გარდა იმისა,რომ შენი შვილი ვარ.მან საკუთარი თავი წამართვა,მასთან ყოფნის შანსი წამართვა,ოცნება წამართვა,სიყვარულის ინსტინქტი წამართვა,ყველაფერი წამართვა,რაც მასთან იყო დაკავშირებული.ეს კი იმეზე დიდი დანაშაულია,ჩემ წინაშე,ვიდრე მას წარმოუდგენია!-არანაირი ემოცია არ გამოუხატავს გარდა იმედგაცრუებისა.ალექსანდრემ კი ბოლო იმედიც დაკარგა და საკუთარ თავზე გაცოფებული გავარდა პოლიციის განყოფილებიდან
-ყველაზე მეტად მაინც შენ გეტკინა არა.
-მას 15 წელია ტკივა,ალბათ ჩემს ტკივილთან შედარებით ეს არაფერია,მაგრამ მე...
-პატიება არ შეგიძლია რადგან,გიყვარს!იმაზე მეტად ვიდრე მას წარმოუდგენია არა?
-შეიძლება.-დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი ლიზამ.ალბათ ბედის ირონიაა,რომ ეს სიტყვები ალექსანდრეს აღარ ესმოდა და გაცოფებული ბოლო სიჩქარეზე მიაქროლებდა მანქანას.
-შენი წასვლის დროა ლიზა!ჩემზე არ ინერვიულო,მე კარგად ვარ და ვიქნები კიდეც.-გაუღიმა გოგონას,წამოდგა და შუბლზე აკოცა.
-ყოველთვის გახსოვდეს,რომ მიყვარხარ მამა.-ლიზამაც გაუღიმა,როგორღაც ჩაეხუტა,ძლიერ შეიგრძნო მამის სურნელი და წავიდა.
***
ალექსანდრემ სახლის კარი შეაღო და მაშინვე გამოვარდა კატო.
-სანდრო როგორ ხარ?-შეშინებული სახე ქონდა,რადგან ბედნეირი ალექსანდრეს მაგივრად საშინელ მდგომარეობაში მყოფილი ალექსანდრე შერჩა.
-როგორც ხედავ ძალიან კარგად!-ჩაეცინა.მაგრამ ნამდვილად რა იყო სიხარულის გამომხატველი.მისახებში გადაინაცლა სადაც ნანა დახვდა.
-ვერ გრძნობ არა იმ კმაყოფილებას,რომელსაც ელოდი?-ნანამაც არ დააკლო.
-დედა შენც?....დიახ ვერ ვგრძნობ,რადგან ის წავიდა და აღარ დაბრუნდება.ჯანდაბა....ამის დ*დაც ვ*ტირე,როგორ შევიყვარე ასე ძალიან.-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.ოთახში ავიდა,სადაც ისევ ლიზას სურნელი სუფევდა.იქ წამოწვა სადაც ლიზა წვებოდა და ძლიერად მიიხუტა ლიზას ბალიში.
-ლიზა მართალი იყო,მის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ავაწყობთ!-უკვე დარწმუნდა კატო ლიზას სიტყვებში.
-ამ სახლს დააკლდება მისი მნათობი თვალები.-ჩაილაპარაკა ნანამ.
-და ალექსანდრესიც მხოლოდ მის დანახვაზე,რომ უნათებოდნენ.-დაამატა კატომ.
***
ყველამ ის მიიღო,რაც უნოდათ,მაგრამ ყველა უბედური იყო.ვერ განიცადეს ის ბედნიერება,რაც მათვის იყო განკუთვნილი ან უბრალოდ ვერ შეირგეს ცხოვრების საჩუქარი.შეიძლება ითქვას უმადურბიც კი იყვნენ,რადგან ერთი ხელის მოსმით დაკარგეს ის,რასაც სხვები ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.ალექსანდრე და დიმა,ადამიანები რომლებმაც მთავარი წესი დაარღვიეს:არანაირი პირადი ურთიერთობა.ესენი კი პირიქით,უგზოუკლოდ დაიკარგნენ გრძნობებში და ახლა როცა,ყველა და ყველაფერი დაკარგეს და გრძნობების ბორკილებში მოყვნენ, მათი განმათავისუფლებლები არ ჩანდნენ:
-რა გვინდა აქ დიმა?-იკითხრა ალექსანდრემ,რომელსაც ვერ წარმოიდგენდა თუ კიდევ მოადგებოდა ამ დაწყველილი სახლის დაწყევლილ კარებს.
-არ ვიცი...დავბოდიალობ მთელს ქალაქში და ბოლოს ჩემდა უნებურად აქ ვჩნდები ხოლმე.
-აქ არ არიან ხო?
-ერთი კვირაა,რაც ყოველ დღე აქ ვარ,მაგრამ არ ჩანან,თითქოს მიწამ ჩაყლაპა.ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი.
-ალბათ ასე გვსჟიან.-თავი დახარა და ტუჩის კითხე ჩატეხა ალექსანდრემ.
-და რამდენიხანი გაგრძელდება ეს სასჯელი?-ისე იკითხრა დიმამ თითქოს პასუხ ნამდვილად გასცემდნენ.
-არ ვიცი...

№1 სტუმარი Natia

სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს...დამაწყდა ნერვები და მოვკვდი ტირილით...ანასტასია უძალიანმაგრესი გოგო ხარ❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი Salome

Aleqsandre I'm gulis amrev gogostan ar datovo ra Liza sashineli arseba misi adgili mamisis gverdita

№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

დიმას ნამდვილად არ ველოდი.

№4  offline წევრი Anastacia

Natia
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს...დამაწყდა ნერვები და მოვკვდი ტირილით...ანასტასია უძალიანმაგრესი გოგო ხარ❤❤❤

შემდეგი თავი ხვალ იქნება❤
არ ველოდი ასეთი ემოციური თუ იქნებოდა თქვენთვის❤დიდი დიდი მადლობა❤

სტუმარი Salome
Aleqsandre I'm gulis amrev gogostan ar datovo ra Liza sashineli arseba misi adgili mamisis gverdita

ვერდაგეთანხმებით იმაში,რომ ლიზა გულისამრევია.ალბათ ყველა თავისებურად აღიქვამს ამ ისტორიის გმირებს,მაგრამ ლიზას გაგებაც შეიძლება.

№5  offline წევრი Vanesa

აუუუუ ძაან კაი იყოოო მარა არ მყოფნიისა❤️❤️❤️❤️ ცოტა თუ გაზრდი თავს ძან ძან გამახარებ❤️ რაც შეეხება პერსონაჟს მინდა რომ ლიზამ აწვალოს ალექსი????

№6  offline წევრი Anastacia

Vanesa
აუუუუ ძაან კაი იყოოო მარა არ მყოფნიისა❤️❤️❤️❤️ ცოტა თუ გაზრდი თავს ძან ძან გამახარებ❤️ რაც შეეხება პერსონაჟს მინდა რომ ლიზამ აწვალოს ალექსი????

გავითვალისწინებ შენს თხოვნას და ვეცდები, რომ უფრო დიდი თავი შემოგთავაზოთ❤მადლობა,რომ აქ ხარ და კითხულობ❤

№7 სტუმარი სტუმარი სალომე

Anastacia
Natia
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს...დამაწყდა ნერვები და მოვკვდი ტირილით...ანასტასია უძალიანმაგრესი გოგო ხარ❤❤❤

შემდეგი თავი ხვალ იქნება❤
არ ველოდი ასეთი ემოციური თუ იქნებოდა თქვენთვის❤დიდი დიდი მადლობა❤

სტუმარი Salome
Aleqsandre I'm gulis amrev gogostan ar datovo ra Liza sashineli arseba misi adgili mamisis gverdita

ვერდაგეთანხმებით იმაში,რომ ლიზა გულისამრევია.ალბათ ყველა თავისებურად აღიქვამს ამ ისტორიის გმირებს,მაგრამ ლიზას გაგებაც შეიძლება.

ჩემი აზრით მამამისზე უარესია ალექსანდრეს ადგილზე მამამის მიუსვამდი გვერდით ისიც ისეთია როგორც მამა

№8  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

სტუმარი სალომე

ვკითხულობ კომენტარებს და ბრაზი იმატებს????????რატომ გაქვთ ასეთი აზროვნება მართლა ვერ ვხვდები. საიდან დაასკვენით რომ ლიზა ისეთია როგორც მამამისი? რადგან ასე დაჟინებით ამტკიცებთ თქვენს უარყოფით აზრს იქნებ ჩვენც გაგვარკვიოთ რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე????????შეგიძლიათ რაც გინდა იფიქროთ მაგრამ თუ დასაბუთება არ შეგიძლიათ ასეთი უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. ასე ავტორსაც უფუჭებთ განწყობას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ავტორი ყურადღებას არ მიაქცევს თქვენს კომენტარს რადგან თქვენს კომენტარში აზრი არ დევს✌️✌️✌️

№9  offline წევრი Anastacia

♛QâmêLêøñi♛

არ მიყვარს ხოლმე ჩემი პერსონაჟების გამართლება და მათი დაცვა რომ მიწევს,მაგრამ რას ვიზამთ,ყველას თავისი შეხუდელა აქვს მათ მიმართ.ამ ისტორიაში ყველამ დაუშვა შეცდომა,შეცდომების გამოსწორების უფლება კი ყველას აქვს.ნამდვილად არ ველოდებოდი ლიზა უარყოვით ემოციებს თუ გამოიწვევდა მკითხველში.
შენ კი დიდი დიდი მადლობა❤❤

№10 სტუმარი სტუმარი სალომე

♛QâmêLêøñi♛
სტუმარი სალომე
Anastacia
Natia
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს...დამაწყდა ნერვები და მოვკვდი ტირილით...ანასტასია უძალიანმაგრესი გოგო ხარ❤❤❤

შემდეგი თავი ხვალ იქნება❤
არ ველოდი ასეთი ემოციური თუ იქნებოდა თქვენთვის❤დიდი დიდი მადლობა❤

სტუმარი Salome
Aleqsandre I'm gulis amrev gogostan ar datovo ra Liza sashineli arseba misi adgili mamisis gverdita

ვერდაგეთანხმებით იმაში,რომ ლიზა გულისამრევია.ალბათ ყველა თავისებურად აღიქვამს ამ ისტორიის გმირებს,მაგრამ ლიზას გაგებაც შეიძლება.

ჩემი აზრით მამამისზე უარესია ალექსანდრეს ადგილზე მამამის მიუსვამდი გვერდით ისიც ისეთია როგორც მამა

ვკითხულობ კომენტარებს და ბრაზი იმატებს????????რატომ გაქვთ ასეთი აზროვნება მართლა ვერ ვხვდები. საიდან დაასკვენით რომ ლიზა ისეთია როგორც მამამისი? რადგან ასე დაჟინებით ამტკიცებთ თქვენს უარყოფით აზრს იქნებ ჩვენც გაგვარკვიოთ რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე????????შეგიძლიათ რაც გინდა იფიქროთ მაგრამ თუ დასაბუთება არ შეგიძლიათ ასეთი უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. ასე ავტორსაც უფუჭებთ განწყობას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ავტორი ყურადღებას არ მიაქცევს თქვენს კომენტარს რადგან თქვენს კომენტარში აზრი არ დევს✌️✌️✌️

ავტორი მშვენივრად წერს მაგრამ თვითონ პერსონაჟი მძულს იმიტომ რომ იცოდა მამამისის საქმიანობა მაინც მის გვერდით იყო და არაფერს აკეთებდა მის საწინააღმდეგოდ მძულს ეგ გოგო ავტორთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ყველას შეგვიძლია პერსონაჟები დადებითად ან უარყოფითად შევაფასოდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent