შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rimma [სრულად]


9-02-2022, 20:46
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 6 905

- დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ.
- სიმართლე გითხრა, არ ვიცოდი - რაზე მელაპარაკა.
- ჩემთან მდუმარებაში ყოფნა არ გსიამოვნებს?
- არ ვიცი, თითქოს, მრცხვენოდა, რომ სათქმელის გარეშე მოვსულიყავი.
- სულელი ხარ და მეტი არაფერი. საკუთარ თავთან გაუცხოების მეტს ვერაფერს გრძნობ და უსარგებლო სირცხვილით გაჟღენთილ ქაღალდს მესვრი ნაჯღაბნებით სავსეს, მართლა უნდა გრცხვენოდეს.
- ვინ ხარ და რატომ შემიძლია გესაუბრო, როგორც ცალკე პიროვნებას ჩემში?!

ჰო, რიმმა არ იყო რიმმა, მაგრამ, ამავდროულად, იყო. მხოლოდ ფორმალურად, მაგრამ მაინც... ერქვა სახელი, რომელსაც ეძახდნენ. ჰქონდა გარეგნობა, რომელსაც რიმმა ერქვა და ცხოვრობდა ცოცხალ გვამად ქცეულ, დაუძლურებულ სხეულში, რომელსაც სინამდვილეში სისხლი სწყუროდა. ვისი? წარმოდგენაც არ მაქვს.
მორალურად ამორალური პიროვნება იყო, რომელსაც ცნება მორალი არ გააჩნდა და ვერ ხვდებოდა - ეს ფაქტი აწუხებდა თუ ფეხებზე ეკიდა. მორალი და რელიგია სინონიმები ეგონა, რადგან ზოგი არ სჩადის დანაშაულს, რადგან ეს ცოდვაა, ზოგს კი მორალური პრინციპები არ უშვებენ.
რიმმას საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები ყელში უჭერდა და რაც ძალზედ აღიზიანებდა იყო იმის გააზრება, რომ ზოგიერთი სტანდარტის გარეშე ფსიქიკურად შეშლილად შერაცხავდნენ და ვერასოდეს იგრძნობდა წვიმის წვეთების ალერსს სახის კანზე, იმ წვეთების, რომელთაც გატაცებით ეტრფოდა და წარმოსახვაში ისინი უფერულიდან ბორდოსფერში სინათლის სისწრაფით გადადიოდნენ, ყინულის ტემპერატურა კი სულ უფრო მაღლა იწევდა და... სასაცილო იცით რა არის? გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რათა ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეში და საკუთარ ჩრდილსაც კი გაურბოდა. მეღიმებოდა ამ სცენის დანახვისას. როგორია, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც ზაფხულის მწველი მზის ქვეშ ოფლში გახვითქული მირბის უმისამართოდ, რათა ჩრდილს გაექცეს?!

- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ ვარ ის, ვინც ვარ?
- ეს გაწუხებს?
- არ ვიცი და ეს მაწუხებს. რატომ უნდა ვიყო ის, როგორადაც მხატავენ?
- რიტორიკულ კითხვებს პასუხი არ სჭირდებათ.
- მაგრამ, ვინ ვარ სინამდვილეში?

არ იცოდა და ვერ ხვდებოდა. მასში ყოველთვის იბრძოდა თეთრი და შავი. ზოგჯერ თოვლივით თეთრი და უმანკო იყო. აი, იმ თოვლივით, რომელზეც ნაფეხურები ჯერ კიდევ არ აღბეჭდილა და მრავალმილიონიან ისტორიას ინახავდა. იმ ადამიანების ისტორიას, რომელნიც იბადებოდნენ ამ ცოდვილ მიწაზე, ცხოვრობდნენ, კვდებოდნენ, იტანჯებოდნენ, უხაროდათ და სტკიოდათ. ხანდახან ბედნიერებასაც გრძნობდნენ და ოცნებობდნენ, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. ნუთუ, შესაძლებელია მუდმივად ორ.გაზმს გრძნობდეს ორგანიზმი და არ დაიღალოს? არ მობეზრდეს?
რა სულელია არა ადამიანი? ნუთუ, ვერ ხვდება, რომ ბედნიერებაც ისეთივე ემოციაა, როგორიც დარდი, მრისხანება და სიყვარული? შეუძლებელია მუდმივად ერთსა და იმავე მდგომარეობაში იყო, რადგან ადამიანი ხარ და ძალგიძს გრძნობდე.
ვერ ვხვდები, ეს წყევლაა თუ ძღვენი. ჰა, ღმერთო? ალბათ, თუ არსებობ, ზიხარ, დაგვყურებ და იცინი, არა?
რიმმას ვერ გაურკვევია - რა არის ადამიანობა, რომელზეც ყველა საუბრობს, ვისაც არ ეზარება. იყო ადამიანური, აკეთებდე სიკეთეს, ასხივებდე ბედნიერებას და ეხმარებოდე სხვებს… რა ირონიულია. რატომ დამკვიდრდა ეს ყველაფერი ადამიანურ ხასიათის შტრიხებად, ხოლო აგრესია, შური და ბოღმა არაადამიანურად? ნუთუ, ადამიანს არ აქვს უნარი განიცადოს ეს ემოციები? რატომ გაუცხოვდნენ ისინი ამ გრძნობებთან?
ცუდი? კარგი? ნეიტრალური?

- ეშმაკმაც დალახვროს! - ჩურჩულებდა თავისთვის და აწ უკვე გაყინულ სისხლის გუბეში ხელისგულებს ათამაშებდა. თვალები იმდენად გაფართოვებოდა, რომ ლამის, ბუდეებიდან უცვიოდა სათითაოდ.
- ჰა-ჰა, ეს რა გააკეთე, ჰა-ჰა! - ესმოდა არსაიდან გულისგამაწვრილებელი ხარხარი და დაცინვა საკუთარი მისამართით. ცნობდა ამ საზიზღარ ხმას, რომელიც ბავშვობიდან თან დაჰყვებოდა და... სიცოცხლეს უმწარებდა? ვინ იცის, რიმმამ ნამდვილად არ.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - აგრძელებდა უხმო ჩურჩულს და სძულდა საკუთარი თავი, რადგან იღიმოდა. ყურებამდე იღიმოდა და ისტერიკული ნუ გეგონებათ… უაღრესი სიამოვნების,ბედნიერების ღიმილი იყო, რომელიც ერთდროულად იმდენ ემოციას გამოხატავდა, შეხედვისას გულისრევის შეგრძნებასა და შურს ვერ დაიოკებდით, რომელიც ჟრუანტელივით გავრცელდებოდა თქვენს არაცნობიერში და ღრმად გაიდგამდა ფესვებს. განა, იმიტომ დაგეუფლებოდათ შური, რომ მან ეს "უღმერთო" საქციელი ჩაიდინა?! სულაც არა.
- მაინც ჩამოიხსენი ეს წყეული ნიღაბი, არა? "მოიხსენით, მოიხსენით ეს წყეული ნიღბები, სულ მთლად ნუ გასაზიზღრდებით!" იძახდი მთელი ცხოვრება. შენს ირგვლივ მყოფთ უკიოდი განწირული ხმით, თითქოს, მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყავი, სინამდვილეში კი? საკუთარ თავს გაურბოდი სარკეში. ჰა-ჰა-ჰა!
- ეს რა გავაკეთე, ეს რა ჩავიდინე, რატომ, რაში მჭირდებოდა?! - საკუთარ თმებს ჩააფრინდა და სიმწრით ქაჩვა დაიწყო. - ეს რა ჩავიდინე, ეს… - ირწეოდა წინ და უკან და ცდილობდა საკუთარი არაცნობიერი შეეყვანა შეცდომაში. ლამის, თვითონაც დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი აფექტის ბრალი იყო და არა თავისი პიროვნების არსის.

"ვხარხარებ, აღარ შემიძლია უკვე, მუცლის კუნთებს ვეღარ ვგრძნობ! ჰო, ზოგჯერ თეთრი იყო, ზოგჯერ კი შავი. ოოჰ, როგორ ცდილობდა ეს კუპრივით შავი "მე" დაემალა არაცნობიერის ჯურღმულში, ცხრაკლიტულში გამოეკეტა და დაევიწყებინა ა-დან ჰაე-მდე მისი არსებობა, მაგრამ არა…
რაც არ უნდა დამალო შენში, ის მაინც იჩენს თავს! რამდენიც არ უნდა ეცადო, საკუთარ თავთან ბრძოლაში ყოველთვის წაგებული იქნები!"

- ნუთუ, ის ყვითელთმიანი ბიჭი არ გახსოვს, რომელმაც ბევრი რამ გასწავლა?
- ნუ ახსენებ მას, თავი დამანებე, უბრალოდ, თავი დამანებე!
- ნუთუ, არ გახსოვს როგორ მოერია იგი საკუთარ "მეს", როდესაც მასთან მეოთხე მსოფლიო ომი ჰქონდა გამართული?!
- მოკეტე! ნუღარ ახსენებ! მე არ ვარ მისნაირი, არ ვარ და ვერ ვიქნები! ის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც ყოვლისშემძლედ დახატეს!
- ნუ მატყუებ, ეგრე არ ფიქრობ და გულის სიღრმეში ძალიანაც გინდა მას ჰგავდე. გინდა, რომ მისი ძლიერი ნებისყოფა და გამძლეობა გქონდეს, მიზანდასახულობა და სისუფთავე, რომელსაც იგი ასხივებდა ყოველთვის, რაც არ უნდა შეხვედროდა ცხოვრების უსწორმასწორო საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ შენ ბინძური ხარ. ყარხარ და ამაზრზენია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს გრძნობ, მაინც დაუცველი პატარა ბავშვის როლის მორგება გირჩევნია, რათა შენზე იზრუნონ.

"რა უყვართ შენში? ვინ ხარ და რას წარმოადგენ მათთვის? რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას? რა არის რეალობა და რა ადამიანების წარმოსახვა?
ვერასოდეს გავიგებთ ერთმანეთისას. ჩვენ, უბრალოდ, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.
უბრალოდ… რა მარტივი სიტყვაა არა? როგორ აუბრალოებს იგი ყველაფერს, რისკენაც მიიღწვის ადამიანი. დღე და ღამე გასწორებული აქვს, თვალები ამოღამებული და სახე უსიცოცხლო… მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ, უბრალოდ, მიაღწიოს მიზანს, ოცნებას და შემდეგ გააუბრალოოს მისი მნიშვნელობა?
მაღალანაზღაურებადი სამსახური გაქვს? გილოცავ, შენ წარმატებას მიაღწიე, მაგრამ ისევ ისე გიხარია ხელფასის აღება, როგორც პირველად? თუ "გაგიტრუხდა"?"

დაჰყურებდა უსიცოცხლო გვამს, რომელსაც მფეთქავი გული ამოუღო და ფეთქვა საკუთარი ხელით შეიგრძნო და "მე"-მ შეაძრწუნა.
ჰო, აი, ასე. ჯერ კანი გაჭრა, შემდეგ გულმკერდის ძვალს ეჯაჯგურა და ძლივძლივობით ამოტეხა. მსხვერპლი კი ცოცხალი იყო და ყველაფერს გრძნობდა. განწირული ხმით კიოდა და შველას ითხოვდა, შებრალებას ითხოვდა… რიმმას კი ეს ხმა ეშმაკის სიმფონიასავით ეღვრებოდა ყურებში და სიამოვნებდა მისი მოსმენა.
ნუთუ, ეშმაკი კლასიკას უსმენს? ნუთუ ვიოლინო მისი საკრავია? პაგანინი და მისი ერთადერთი სიმი… და რიმმაც დასწვდა მფეთქავ ტუმბოს. აღფრთოვანებული უმზერდა მას და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ჟრუანტელმა დაუარა. გრძელი ფრჩხილები ჩაასო ორგანოს და იქამდე უჭერდა, სანამ არ გაჩერდა.
ბედნიერებისგან აკიაფებული თვალები სარკეს მიაპყრო და კიდევ ერთხელ გაიღიმა "მომხიბვლელად". მიუახლოვდა პრიალა ზედაპირს და პირველად გრძნობდა, რომ ნამდვილად ადამიანი იყო, მის წინ მდგარი სარკე კი, უბრალოდ, ირეკლავდა. აღარ ჰქონდა ანარეკლის შეგრძნება და ამის გააზრებისას უშრეტი სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. ფეხებშუა ფეთქვა იგრძნო და ლამის, ჭკუიდან შეიშალა აღგზნებისგან. სულ უფროდაუფრო აოცებდა საკუთარ თავს. უაზრო ხარხარი დაიწყო, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით მოგეჩვენებოდათ უაზრო.
შემდეგ კი სიცარიელის მჭრელმა განცდამ ყელში გამეტებით მოუჭირა, ნიანგის მდუღარე ცრემლები გადმოყარა, სუნთქვა გაუჭირდა და გული უმისამართოდ მოისროლა.
გადატყავებულ მუხლებზე დაემხო, დაცვარული შუბლი იატაკს მიახეთქა და ჩაისუნთქა. სისხლის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში და პირში ჟანგის გემო იგრძნო.

- სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
- შემეშვი.
- გინდა, მარტო დარჩე ამ შეგრძნებასთან არა?
- დიახ, თავი დამანებე.
- სულ ორი წუთი დაელოდე, სულ ორი წუთი და ისევ შემოგიტევს ძლივს მოშორებული ნიღაბი, რათა კვლავ შეეზარდოს შენს სახეს.
- ჰოდა, კვლავ მოვიხსნი.
- რა აზრი აქვს? ის უკვე ცალკე პიროვნებას იქცა, თავს არასოდეს დაგანებებს.
- რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვიხსნი.
- საჭირო? საჭირო?! მგონი, ხუმრობ. ადამიანის გული გეჭირა ხელში და ბოლო ფეთქვა შეიგრძენი. ნუთუ, ეს ყველაფერი გჭირდებოდა?
- მჭირდებოდა საკუთარი თავის ამოსაცნობად.
- შენ ისედაც იცოდი, ვინ იყავი.
- ვიცოდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი.
- სამი, ორი, ერთი…
- ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე!

- ეს რა გავაკეთე, ეს რა ჩავიდინე, რატომ, რაში მჭირდებოდა?! - საკუთარ თმებს ჩააფრინდა და სიმწრით ქაჩვა დაიწყო. - ეს რა ჩავიდინე, ეს… - ირწეოდა წინ და უკან და ცდილობდა საკუთარი არაცნობიერი შეეყვანა შეცდომაში. ლამის, თვითონაც დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი აფექტის ბრალი იყო და არა თავისი პიროვნების არსის.
დაჭრილი ლომივით ღრიალებდა და ცრემლთა უწყვეტი ნაკადი ურცხვად ჭრიდა კალაპოტს მის ღაწვებზე. შიში კანქვეშ შეუძვრა ნოემბრის სუსხივით და ძვლებს უყინავდა. ბრაზი ყელში უჭერდა და აიძულებდა საკუთარ სხეულზე ეყარა ჯავრი.
სინდისი კი… აი, როდესაც სახლში ტკბილეული არ არის და დედა გეუბნება - დაგიხატავო. ზუსტად ამგვარი ნახატი იყო მის ცხოვრებაში სინდისი.
სინანული ყოვლად უსარგებლო გრძნობაა. რა აზრი აქვს ინანო, როდესაც უკვე ჩაიდინე დანაშაული?
კედლებს ეხეთქებოდა რიმმა, სახეს იხოკავდა და ფრჩხილებს იგლეჯდა კბილებით, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
იმ ადამიანს, რომელიც რიმმას საკუთარი თავის შეცნობასა და შეგრძნებას ემსხვერპლა, ალბათ, ჰყავდა დედა, მამა, მეგობარი და ე.წ. მეორე ნახევარი. ალბათ, დაუძლურებამდე იდარდებდნენ და გულის გახეთქვამდე იტირებდნენ, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა.
რიმმამ ჰომ საკუთარი თავი იპოვა!
მერე, რა, რომ ნიღაბი ისევ შეეზარდა მის სახეს? მერე, რა, რომ კვლავ საწყის წერტილს დაუბრუნდა? ახლა უკვე იცის როგორი გრძნობაა იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ და ალბათ, ისევ და ისევ მოინდომებს დაიბრუნოს ეს მდგომარეობა.

მიმოიხედე… ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენ ირგვლივ ტრიალებენ? იცნობ მათ? დარწმუნებული ხარ ამაში?
რა გარანტია გაქვს, რომ როდესაც სამსახურში ხარ, შენ გვერდით არ ზის ადამიანი, რომელიც რიმმაა?
რა გარანტია გაქვს, რომ როდესაც ლექციაზე ხარ და ლექტორის არც ისე საინტერესო ლექციას უსმენ, ის სინამდვილეში რიმმა არაა?
რა გარანტია გაქვს, რომ შვილი, რომელსაც ესიყვარულები რიმმა არაა?
რა გარანტია გაქვს, რომ საკუთარ თავს და სამყაროს არ ატყუებ და რიმმა არ ხარ?
ჩაიხედე სარკეში, ვინ ხარ, ანარეკლი თუ "ადამიანი"?!

P.S. ყოჩაღ თუ ბოლომდე წაიკითხე. ყბების ამჟავება იგრძენი კითხვისას? მიხვდი - რატომ ჩაიდინა ეს რიმმამ?



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა ცოტამ იცის რომ საუკეთესო ისტორიკოსი რიმა იყო..
ყველა ერთად და თითოეული ცალცალკე..
საინტერესო ნიღაბი გამოვიდოდა..
აი, მე ხომ მასხარა ვარ ხანდახან..
აი, ისეთი, სახეებს, ემოციებს და სულს ნიღბებივით რომ აგროვებს..
ადამიანის ტყავით შეკერილი კაბა მოუხდება..
სისხლივით წითელი..
ყბებში მართლა მამტვრევს, ოღონდ კორონას გამო..
პერსო blush

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ლაზარე 13
რა ცოტამ იცის რომ საუკეთესო ისტორიკოსი რიმა იყო..
ყველა ერთად და თითოეული ცალცალკე..
საინტერესო ნიღაბი გამოვიდოდა..
აი, მე ხომ მასხარა ვარ ხანდახან..
აი, ისეთი, სახეებს, ემოციებს და სულს ნიღბებივით რომ აგროვებს..
ადამიანის ტყავით შეკერილი კაბა მოუხდება..
სისხლივით წითელი..
ყბებში მართლა მამტვრევს, ოღონდ კორონას გამო..
პერსო blush

ადამიანის ტყავით შეკერილი კაბა))) შემგროვებელზეც მექნება ნაწარმოები, დავიწყე, მაგრამ მუზა არ მემორჩილება. ჩვეულებრივად ჭკუა მეკეტება ამ ადამიანზე, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.
გმადლობ და გამოჯანმრთელებას გისურვებ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მივხვდი და ველი..
მე დიდი ხანია თქვენს ნაწერებს ვაკვირდები და მახარებს ბუნებრიობა..
აი, მე მხოლოდ ნიღაბიღა დავრჩი, მაგრამ ბევრზე რეალური..
დაველოდები მოუთმენლად..
გემრიელი წყვდიადია heart_eyes

 


№4  offline წევრი Life is beautiful

აქმდე წავიკითხე, მაგრამ ვერ მივხვდი რამე, რა უნდა დამეწერა. (არადა უკომენტაროდ წასვლაც არ მინდოდა.)
ერთი და იგივე სიტყვები, რომ არ ვიმეორო ამიტომ ვჩუმდები.
მუზას გისურვებ. )))

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

Life is beautiful
აქმდე წავიკითხე, მაგრამ ვერ მივხვდი რამე, რა უნდა დამეწერა. (არადა უკომენტაროდ წასვლაც არ მინდოდა.)
ერთი და იგივე სიტყვები, რომ არ ვიმეორო ამიტომ ვჩუმდები.
მუზას გისურვებ. )))

თუ ვერ მიხვდი, რიმმა არ ხარ და მიხარია. მადლობა გამოხმაურებისთვის. ^-^

 


№6  offline წევრი angry strawberry

უშენოდ აქ ძალიან უცნაურია

 


№7  offline მოდერი Catherine Di Perso

angry strawberry
უშენოდ აქ ძალიან უცნაურია

ადამიანები სამყაროს კაიფის დროს შევიქმენით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent