შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ინტერვიუ


26-02-2022, 20:24
ავტორი ნაამა
ნანახია 1 562

"-ეს იქნება ჩემი ბოლო ინტერვიუ.ის რომელშიც ყველაფერს მოვყვები ჩემზე და ის რომელიც სკანდალად იქცევა. არ მადარდებს,ოდნავადაც კი არ ვღელავ იმაზე რომ ბევრს შევებრალები და ბევრი შემიზიზღებს.ჩემი მეტსახელი ყველამ კარგად იცით,მაგრამ სახელი?სახელი არავინ.მე კატო მქვია.ის აბავი კი ,რაც ბათუმში მოხდა,რაც მე გავაკეთე ყველას აინტერესებს.მეილები მოდის და მოდის ,ყველა კითხულობს რატომ აკოცე იმ გოგოს?რატომ გაეკიდე? უცნობს როგორ აკოცე?ლესბოსელი ხარ?
ამ კითხვებზე პასუხს ჩემი ამბის მოსმენისას მიიღებთ.
   კატო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.ჩემი სიყვარული და ჩემი იმედიც.ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდით. ერთმანეთისგან მხოლოდ 4 რამ განგვასხვავებდა.
1 გვარი.
2გარეგნობა
3 სიბრაზის დონე(მასში უფრო მეტი მრისხანება სუფევდა ვიდრე ჩემში)
და ბოლოს
4 ორიენტაცია.
არა არა!ეს არ არის ამბავი ცალმხრივ სიყვარულზე.ასე არარის!
იმ ზაფხულზე  მეზობელთან ჩხუბი მოგვივიდა ,მის შვილი არ დაგვყვავდა როცა სასეირნოდ მივდიოდით.მე კატო და ალექსი.ალექსი ჩვენი ასევე ძველის-ძველი მეგობარი იყო. მხოლოდ ის გახლდათ მოწმე ჩემი და კატოს სიყვარულის.მხოლოდ მან იცოდა რას ვწერდი გვაინობამდე.და ყველაფერი რაც ოდესმე დამიწერია მხოლოდ კატოსთვის  იყო.ალექსი კი უბრალოდ შორიდნა გვიყურებდა და გვისმენდა,რადგან მხოლოდ მას შეეძლო ამ ურთიერთობისთვის ჯანსაღად შეეხედა.შეიძლება იმიტომ ,რომ თავადაც გეი იყო.
   იმ დღეს ახალი თავი დავწერე ჩემი ახალი მოთხრობის და კატოსთვის უნდა წამეკითხა.ეს ჩვევა იყო.ჩვენ ვსეირნობდით დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის ფონზე(ძირითადად ეს   swey ან  sweter wether- იყო)და მე მას ხმაამღლა ვუკითხვადი ჩემს მითხრობებს,თუმდაც ბილწ ადგილებს.თუმდაც სიყავრულით გაჟღენთილ სიტყვებს.მოკლედ იმ  დღეს მეზობელს ვეკამათეთ იმის გამო რომ მისი შვილი არ წავიყვანეთ.
-მისმინეთ ლიკა დეიდა არც მე ,არც კატო და არც ალექსი ბავშვები არ ვართ.ახლა როცა გავიზარდეთ მეტი სასაუბრო გვაქვს ერთმანეთში ,მეტი სიახლე და თქვენი შვილი იქ არ გვჭორდება.
-როგორ ბედავ შე გაუზრდელო.
-მისმინეთ მე ვწერ ეს ყევალმ იცის.რას?ეს არავინ.მხოლოდ კატომ და ალექსმა.ეს პატარა აუდიტორია მყოფნის და არ მინდა მინმემ იცოდეს რას ვწერ.ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცოდეთ.არ მინდა ჩემი გრძნობების და სამყაროს ვიღაც 10 წლის ადამიანისთვის გადაშლა.არ მინდა რომ შიგ ყევლამ ჩაიხედოთ და ეს ასეც უნდა იყოს ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ.
-მაშინ კატოს რატომ აკითხებ?       -რაგდან კატო ყველაფერია.ის ჩემი საუკეთესო მეგოარია(გულში კი ვიმეორებდი რომ ის  თავად იყო ჩემი ნაწერი.რომ ყევლა სიტყვა კატო იყო.)
-უზრდელი ხარ კატო.თავი სამყარო გგონია მაგრამ ჩემს შვილებზე ჭკვიანი ნამდვილად არ ხარ.არც სილამაით გამოირჩევი.ჩემი შვილი შენზე ნაკლები რითია?
-არც მეტია ყოველ შემთხვევაში.და სილამაზე კი არა ისაა მთავარი რამდენად მინდა რომ კარგი ვიყო და რამდენად კარგი ვარ.თქვენს შვილებზე ამას ვერავინ იტყვის.
ქალს ენა ჩაუვარდა ,მე და კატომ კი ერთმანეთს გადავხედეთ და უსიტყვოდ გავეცალეთ იქაურობას..
ამ მცირე კონფლიქტის მერე უბანში ხმა არ ამუღიათ.არც ვიცი აქედნა რატომ დავიწყე ,ალბათ იმიტომ რომ ეს გამწარებული ქალი საჭირო ადამიანია ჩემი უბედურებისთვის.
    შემდეგ კვირას გვიან ღამით კატოსა და ჩემი სახლის ზევით არსებული არხის მოაჯირებზე ვისხედით .ცალი ფეხი ერთ მხარეს გადამედო მეორე მეორე მხარეს,ზურგით მეზობლის ზაბორს ვეყრდნობოდი(რომელიც არასოდეს ჩამოდიოდა)კატო ჩემსავით იჯდა, მაგრამ ჩემს ფეხებსშორის და თავი ჩემს მკერდზე ედო. ისევ ვუკითხავდი ,ეს ფინალი იყო ჩემი მოთხრობის.და ისიც სუნთქვაშეკრუნი ,სამარისებულად გარინდული მისმენდა..
-და აღარ იყო მისთვის სამყარო,ზეცა დაიქცა და მიწამ ჟანგივით ჩაყლაპა კაცი.თითქოს სამყარომ განძრახ წაართვა სიყვარული,რომელიც არ უნდა არსებულიყო.უყვარდა კაცი რომელმაც მშობლები მოუკლა.იცოდა ვინ იყო და მაინც უყვარდა.ახლა კი იდგა მის სამარესთან,წლების შემდეგ შავებში გამოწყობილი. იდგა და მოთქმით მას დასტიროდა. მხოლოდ ის იყო და სხვა არავინ.განა სიკვდილმა იცოდა სევდა ქალის სულში ჩაკერებული?ვაი რომ  არა!მან წაართვა ყველა ვინც ოდესმე ქალს უყვარდაა.
..და გამოვლილი ტანჯვის მერეც კი უყვარდა მკვლელი და დასტიროდა. ახენდებოდა როგორ უმოწყალოდ,ძაღლივით, მოკლეს. ასე სიკვდილს თვით ეშმკაცის არ იმსახურებს..
   კატოს თვალებზე ცრემლი მოადგა და აქვითინდა.
-პატარავ რა გჭირს?
-რატომ მოკალი?
-ბოდიში,უბრლაოდ ასე სამართლიანი იყო.
-არ იყო და ამას ხვდები.შენც ისე გტკივა გული ,როგორც ლაიას სტკიოდა როცა ედამს კლავდი.ვიცი რომ მათ ისე აღიქვამ, როგორც ცოცხლებს და გიჭირს.უფრო ჩამეხუტე რა.
-მოდი შე სულელო მოდი.აღარ იტირო რა.ვერ ვიტან შენს ცრემლებს.არ უხდება შენს თვალებს და შეფერკლილ ღაწვებს.
-რომანტიკა რეალურ ცხოვრებაში როგორ ბანალურად გამოგდის.
ორივეს გაგვეცინა.ძალიან გაგვეცინა.
შუბლზე ვაკოცე და ხელები უფრო მეტად შემოვხვიე.
-გვიანია ,მაგრამ არ მინდა სახლში შესვლა.
-არც მე.გინდა თიკა დეიდას ვუთხრათ და დარჩი ამაღამ ჩემთან?
მის წინადადებაზე თვალები ამიციმციმდა.
-კარგი მაშინ მე სახლში შევალ და დედას ვეტყვი თან  ტანსაცმელს ავიღებ.
-მიდი მე ჩემებს ვეტყვი.ჩემთან ერთად ხო დაიძინებ?
-კითხვა უნდა მაგას.
იმ ღამით კატოსთან დავრჩი. მთელი ღამე სერიალიის ყურებაში გავათენეთ.გამთენიისას ჩაგვეძინა.დიდად არ გაჰკვირვებია დედამისს როდესაც ერთმანეთზე ჩახუტებულებს გადაგვაწყდა.მოკლედ რომ გითხრათ ჩვენს სიყვარულს მეგობრობა მშვენივრად ფუთავდა,მითუმეტეს ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ. იმ ზაფხულს 19 წლისები ვიყავით.
საკუთარ ორიენტაციაში დიდი ხნის წინ გარკვეულები.კატოს ჩემამდე ორი შეყვარებული და კიდევ ერთი ქრაში ჰყავდა,ან ორი.ზუსტად არ მახსოვს.მე კი მხოლოდ ერთი ყოფილი და ისიც გოგო.ამით იმის თქმა მინდა რომ მე ჩვეულებრივ მთელი ცხოვრება მიყვარდა კატო და ამას ვაცნობიერებდი(მიუხედავად იმ ერთად-ერთი ყოფილისა),კატოს კი 3 ბიჭი და 1 გოგო დასჭირდა იმის მისახვედრად რომ მე ვუყვარდი.
   იმ ზაფხულს ყვეალფერი თავდაყირა სწორედ მაშინ დადგა ,როდესაც აგვისტოს მიწურულს კიდევე ერთხელ არ წავიყავნეთ მე და კატომ მეზობლის ბავშვი სასეირნოდ.იმ დღეს მხოლოდ ჩანახატის კითხვით და ერთმანეთთან ლაპარაკით შემოვიფარგლეთ.  ქალაქში მიტოვებულ მასიურ შენობასთან შევჩერდით და დიდხანს ვუმზერდით. ის მიტოვებულ სასახლეს ჰგავდა.
-წარმოიდგინე ჩვენ რომ მდიდრულ სასახლეში გვეცხოვრა,დიდი გაშლილი კაბებით.
-ყოველ ღამით მეჯლისებს მოვაწყობდით.
-გრძელ შენი თვალებივით ჭაობისფერ ,მაქმანებიან კაბას ჩავიცვამდი.
-მე კი მუქ წითელს,სისცლივით წითელს.გვიანობამდე შენთან ვიცეკვებდი.
-მე მარტოხელა ვიქნებოდი შენ თავად პრინცის ან დიდგვაროვანის ცოლი.
-მაშინ შენ ჩემი საყვარელი იქნებოდი.მაგრამ ამ ყველაფერს აშკარად ვერასდროს ვიზავდით
-ვერც ახლა ვაკეთებთ.
   სევდიანად შემომხედა და თავი მხარზე ჩამომადო.მისი ოქროსფერი კულულები ყოველთვის მაჯადოვებდა, მაშინაც.მთვარის შუქი ნაზად ეცემოდა და პირდაპირ ოქროს ჩანჩქერს მოგაგონებდა.მისი  წყლისფერი თვალები კი მუდამ ცნობისმოყავრეობითა და სიხარულით იყო სავსე. ირგვლივ მიმოიხედა და როცა დარწმუნდა რომ არავინ იყო ტუჩებზე მეძგერა.მის ტუჩებს მარწყვის გემო დაჰკრავდა.ხელი თლილ წელზე შევუცურე და სხეულზე უფრო მეტად ავიკარი.მთელი არსბეით მისი ვიყავი ის კი ჩემი. იმდენად ნაზი და სრულყოფილი იყო იფიქრებდი რომ თავად მოქანდაკემ შექმნა მისი უზადო სხეული და მე მისი თავი ოსტატურად მოვტაცე.ჰაერი რომ არ გვეყო მოვშორდით.ერთხანს მდუმარედ ,ჩახუტებულები ვიდექით მიტოვებულ შენობასთან მერე ქუჩას ავუყევით,ჩვენისკენ გავუხვიეთ და სახლში ჩავბრუნდით.
სიზმრებშიც კატო მესტუმრა.ის ყოველთვის ჩემთან იყო ყველა დეტალით ,ყველაფერში.ჩემ სამყაროში მტვერიც ის იყო ,სხვა არავინ
  მეორე დილას დედაჩემის წივილ კივილმა გამაღვიძა.არც კატოს სახლიდან ისმოდა ნაკლები ყვირილი.
-მითხრაი ეს მართლა გააკეთეთ?!მართლა გააკეთე შე უნამუსო და უსირცხვილო გოგოვ?.
ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, ნახევრად მეღბიძა.არასდროს უყვირა ჩემთვის დედას.მე ოჯახის "იდეალური" შვილი ვიყავი,რომელიც არასდროს არაფერს აშავებდა და ჩუმად თავდახრილი უსმენდა ყველას.მე შეცდომებს არ ვუშვებდი,მე შუათანა ვიყავი და ყველაფერს ისე ვაკეთებდი ,როგორც მოითხოვდნენ .
-რა?რა გავაკეთე?
-კატოს მართლა აკოცე შე კახ**ვ?
-საიდან მოიტანე?
ვითომ და არფერი მშვიდი ტონით ვკითხე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-ლიკამ დაგიანხათ წუხელ ორი ქუჩის მოშორებით.
-ჩვენმა მეზობელმა ლიკამ?ნეტა მაგ ქალმა გარჩევა ისწავლოს რას ხედავს.
დავცინე და ხელი ავიქნიე,მაგრამ ვაი რომ იმდენად ჭკვიანი და ბოროტი გამოდგა ფოტოც კი გადაუღია. იმ დღეს ერთი მითქმა მოთქმა იყო ,ცალკე კატოსთან ცალკე ჩემთან.მორწმუნე ოჯახში ლესბოსელი მე?ტანჯვა და ჯოჯოხეთი იყო.ისევე როგორც კატოსთან.ყვიროდნენ, მაგინებდნენ ,ცდილობდნენ გაეგოთ სად დაუშვეს შეცდომა. ვერასდროა გაიგებდნენ სად შეცდნენ,რადგან შეცდომა არ დაუშვიათ.მე უბრლაოდ დაბადებიდან ასეთი ვიყავი არც ვუარყოფდი.ყოველთვის ისეთი რამეები მომწონდა რაც "გოგოსთვის არ იყო". საღამოს კატო და მე ერთად დაგვაჯინეს.ატირებულები თვალებჩაწითლებულები და ცოტა ნაცემებიც. მას ზედაც ვერ ვუყურებდი,ან როგორ შემეხედა.ეს ჩემ გამო მოხდა,თან მის ატირებულ სახეს რომ ვხედავდი გული მიკვდებოდა.ცუდად ვხდებოდი.მინდოდა ხელები ძლიერად შემომეხვაი და ყველა სასჯელი ჩემს თავზე ამეღო.კატოც ასე იყო.
-რამდენი ხანაი ეს ამაზრზენობა გრძელდება?
-2წელი.
ჩუმად ჩაიდუდღუნა კატომ და წყლისფერი თვალები ჩემკენ გამოაპარა.
-თქვენ სულ შეიშალეთ?როგორ ბეხავთ ამის გაკეთებას?რა დავუშავე ღმერთს რომ ამდენად უწმინდური და ცოდვილი შვილი მარგუნა.
ნელ-ნელა ვბრაზდებოდი და ბოღმა  ყელში მასხავდა.კატო იმ დღეს ისეთი მშვიდი იყო ვერ ვიჯერებდი არა და გაცოფებული უნდა ყოფილიყო.ის და მისი სიბრაზე ერთიანად სადღაც გამქრალიყო

მშობლები მოთქვამდნენ და გვადანაშაულებდნენ.გაიძახოდნენ რომ ჩვენ ყევალზე დიდი ცოდვა ჩავიდინეთ ,რომ ქალი არ უნდა მყვარებოდა და როგორ დავუშვი რომ საუკეთესო მეგობრისთვის ტუჩებში მეკოცნა.კიდევ კარგი არ იცოდნენ თბილისში ყოფნისას რეები ვაკეთეთ.კიდევ კარგი იქ თავისუფლად დავაბიჯებდით და არ გვადარდებდა ზიზღით გაჟღენთილი ხალხი. ჩვენ ერთ სახლში ვცხივრობდით და ისე როგორც წყვილი.
ბოლოს ამომასხა,ძალიან ამომასხა.
-მოკეტეთ.არც ის არის დამნაშავე და არც მე.მითხრაით ყველა ჰეტერო წყვილი ბედნიერია?არა!შენ მამა გცემს,სხვას თავის ქმარი და რა მხოდა თუ მე უბრლაოდ ქალი მიყვარს, რომელსაც ვაღმერთებ.თქვენგან განსხვავებით ერთმანეთს არ ვურტყავთ ,თქვენგან განსხვავებით ჩვენ გვიყავრს ის რომ არავის ვგავართ.სიყვარული დანაშაული არაა,მე ის მჭიედება და მყავს.ისევე როგორც მას.და ეს თუ ცოდვაა,დაე აღარ დავიბადო.არ მწამს შენი ჯოჯოხეთის და არც იმის რომ სიყვარულის გამო თუმდაც ქალის სიყვარულის გამო ჯოჯოხეთში დავიწვები.არ მწამს რომ ეს ყოველივე რეალურია.მე კატო მჭირდება.ჩემუ სუნთქვა,ჩემი ცხოვრება,ჩემუ მუზა,ჩემი ყველა უჯრედი მასზეა დამოკიდებული.ის ჩემთვის ღმერთია და თუ კდიევ ვცოდავ დაე შევცოდო.არ გაბედოთ არც შენ დედა,არც თქვენ ეკა დეიდა და მას ზედმეტი არ უთხრათ.შენ კი დედა მეზიზღები,მეზიზღები რადგან შვილის მიღება არ შეგიძლია.ან ისეთი მიმიღე როგორიც ვარ და შეეგუე რომ ქლები მიყვარს ან არა და წავალ.
-წადი ბატონო სადაც გინდა იქ წასულხარ.
ცრემლიც არ ჩამომგორებია.მე მათი იდეალური შვილი ერთ წამში უარმყვეს ,პირველივე,  მათთვის შეცდომად აღიარებულ , საქციელზე უარმყვეს ,ჩემოდანი ჩავალაგე და  კატოს გარეთ მანქანასთან დაველოდე.იმ დღის შემდეგ მშობლები არცერთს გვინახავს.მხოლოდ ალექსს ვეკონტაქტებოდით დრო და დრო.
საცხოვრებლად თბილისში გადავედით.ყველაფერი გვქონდა რაც გვაბედნიერბედა, ერთამნეთი,მეგობრები.კალამი და ფურცელი.საღებავი და ტილო,საქმეეჯი რომლებსაც ის გამოიძიებდა,ყევალფერი რითიც ვცხოვრობდით.ის ჩემი იყო და მე მისი.ერთად 5 ჯადოსნური წელი ვიცხოვრეთ.იმ წელს  გადავწყვიტეთ,როგორცკი კარგად მოვეწყობოდით ბავშვი აგვეყვანა.
  ის ჩემი სამაყრო იყო.უბედნიერესი ვიყავი მასთან ერთად და ყევალფერი რასაც ვქმნიდი მხოლოდ მისთვის იყო. 3 წლის წინ ის ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.სასაცილოა მხოლოდ მაშინ,მკვდარი გაიხსენეს მშობლებმა.მაშინაც მოთქვამდნენ და გლოვობდნენ.ის ზაფხული რომ არა მშობლებთან და ერთმანეთთან მეტ დროს გავატარებდით.ის წყეული ქალი რომ არა  ჩვენები ვერასდროს გაიგებდნენ რომ ლესბოსელი და ბისქსუალი ვიაყვით.სასაცილოა როგორ უცბად დამადანაშაულა ორივეს ოაჯხმა ყევალფერში მე.თურმე მე შევაცდინე და თავგზა ავურიე,თურმე  ცოდვაში ფეხი ჩავადგმევინე და ამის გამო ღმერთმა დასაჯა.დასაჯა რადგან ქალი ვუყვარდი.იმეორებდნენ და იმეორებდნნე რომ ეს ცოდვა მე მეკუთვნოდა რომ კატო ჩემს გამო მოკვდა და რაც მეტს საუბრობდნენ და ჭორავდნენ  ჩემს საყვარელ ქალს,მას ვითვის სიკვდილის გარდა ყვეალფერი შემეძლო მითუფრო მეტად და მეტად ვიკეტებოდი ჩემს თავში.
კატომ იცოდა ყე ალფერს დავთმობდი მისთვის,მაგრმა სიკვდილი არ შემეძლო,რადგან ეს საზიზღარი ცხოვრება ძალიან მიყვარდა.ასე იყო კატოც და ამ აზრს შეგუებულებმა 7 წელი შეყვარებულებად ვიცხოვრეთ.

    კატოს სიკვდილის მერე არა თუ წიგნს ლექსსაც ვერ ვწერდი.სახელის დაწერაც კი მავიწყდებოდა.თითქოს ის იყო ყოველი სიტყვა და ყოველი სუნთქვა,ყველა ჩემი უჯრედი და ყველა აზრი.კატოს აგრეშე არარაობა ვიყავი და ამას კარგად ვიაზრებდი.აღარ იყო არავინ ვის გამოც რამეს დავწერდი,ვის გამოც თავს შევიწუხებდი.ჩემი საყვარელი ერთ წამში გაქრა და მე დავრჩი მარტო ,უღმერთოდ.მის გარეშე არც ვარსებობდი.საფლვი ჩემგან როგორც შეეძლოთ შორს გაუკეთეს.მისი თავი წამართვეს და მე დამადანაშაულეს მისი თავგზის არევაში. ჯერ ისევ საკითხავია მე დავატყვევე ის თუ მან მე.ჩვენ ერთმანეთს ძალაინ ვგავდით და ეს მსგავსება ჯოჯოხეთად გადამექცა. ყველაფერი რასაც ვაკეთებდი მის თავს მახსენებდა.წლისთავზე არ ვიცი სად ვიპოვე ჩემში ძალა მაგრამ წერა ისევ დავიწყე. სიკვდილის მერეც ერთადერთი ვისთვისაც ვწერდი კატო იყო.ჩემს ნაწერებს მუდამ ტყობა მისი ხელი მისი სუნთქვა.სიკვდილის შემდეგაც ის იყო მუზა ,რომელიც გარბოდა და მე უკან მთელი არსებით მივსდევდი.
    თქვენ კარაგდ იცით როგორ ვწერ  რას ვწერ.ვაი რომ ვერ მოესწრო ის ამ ყველაფერს.ამ ბოლო დროს ისევ გამოჩნდა ,მაშინ ბათუმში ის გოგონა მას მივამსგავსე და ჩემს მუზას უკან ავეკიდე.ახლა ვიცი,ვიცი რომ შემიძლია მისთვის მოვკვდე.
   მაშინ როცა ამ წერილს ვწერ ხიდზე წასასვლელად უკვე მზად ვარ,რას ვაპირებ თქვენც მიხვდებით.მის ლანდს ვხედავ სიბნელეში და როცა ამ წერილს წაიკითხავთ მე კატო დანელია უკვე ცივი ცხედარიღა ვიქნები.იმედი მაქვს შემდეგ ცხოვრებაშიც მსს შევიყვარებ,მაგრამ მეტი დრო მინდა რომ მისით დავტკბე ყოველი ძარღვით ,ყოველი კუნთით.



         მაპატიეთ აღსარება ,და ნუ იტყვით რომ ის რამეში დამნაშავე იყო.მას მე ვუყვარდი ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად."




ხიდის მოაჯირსა და ცარიელ სივრცეს შორის იდგა და ტალღებს შესცქეროდა.კატო ეძახდა ,წყვდიადიდან მისი სიყვარული უხმობდა.ახლა საბოლოოდ იცოდა რომ სიკვდილი მხოლოდ მისთვის შეეძლო.რომ ის მსგავსება რაც მათ გააჩნდათ სულის გახლეჩის გამო იყო.
იცოდა რომ ისინი ერთი მთლაინობა იყვენნე და როგორც იქნა გაბედა მოაჯირისთვის ხელის გაშვება. წყლის შავმა ტალღამ მისი დაპატარავებული ,სუსტი სხეული წამებში შთანთქა.მეორე დილას წერილი იმ ტელევიზიამ მიიღო ვისაც ინტერვიუზე დასთანხმდა.ეს იყო ბოლო აღაირება და ინტერვიუ.მისი ცხოვრების ცუდი  მონათხრობი. ნაჩქარევად დაწერილი ტანჯული ცხოვრება,რომელშიც მისი ტანჯვა ვერ დაიანხეს.ხალხს არ შესძულდა მაგარამ შეეცოდა.მკვდარს კი ეს არ ადარდებდა,რადგან იცოდა.... კარაგდ იცოდა მდინარესთან მდგომმა რომ ახალ ცხოვრებაში თუ იყო სამართალი ისინი დიდხანს იცხოვრებდნნე.იგივე სახით იგივე პრინციპით.მხოლოდ 4 განსხავბებით .და არავის ეცოდინებოდა დანელიამ მიისაკუთხრა და გადაიბირა კატო თუ კატომ დანელია. არავის ეცოდინებოდა რომელმა რომელი მიისაკუთრა და აიძულა შეჰყვარებოდა.
      სამწუხაროა დანელია არავის უგლოვია,მშობლებსაც კი.მკითხველმა მხოლოდ ამოიოხრა და ოდნავ დასწყდა გული,მერე კი ის მისი ნაწერებით უბრალოდ დაივიწყეს.ისე როგორც  ერთდროს ოჯახმა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent