იასამნისფერი ომი
მუქი იისფერი საღამოა, ქუჩაშიც იისფერი ნისლი არის და იასამნის სურნელი იგრძნობა, მინდორიც იისფრად იმოსება ნელ_ნელა...პატარა მორიდებულ ბავშვივით ატუზულა მწვანე თავმომწონე ბალახის უკან და მორცხვად გვიღიმის..თითქოს ერიდება,რცხვენია ისედაც სიმორცხვით სახელგანთქმულ იებს,ასმაგად რცხვენიათ. რცხვენიათ რომ გაზაფხულის მოსვლას გვახარებენ...თითქოს დაუფიქრებლდ დათმობნდენ თავის იისფერს , დათმობდნენ ლურჯსა და ყვითელში, თითქოს უსულო მცენარეც კი განიცდის თითეულ ცრემლსა და სისხლის წვეთს... იმ ბავშვებს ,მოხუცებს,ქალებს,.....ვაჟკაცებს.... ზღვაც ღელავს ... სულ ღელავდა ... ახლა უარესად ღელავს.... წვიმაც უფრო სევდიანია, ადრე ტბორავდა ქალაქს ან თავისებური ხალისი შემოჰქონდა,ახლა მაგის თავიც არაქვს. წვიმასაც ეტყობა სევდა... ქალაქიც მძიმედ სუნთქავს.თითქოს უსულო,გახუნებულ ბეტონის ჯუნგლებსაც კი გაეყინა არარსებული ბეტონის გული, გაეყინა რა , იგრძნო რომ აქვს .. არაფერი შეცვლილა, ისევ ღამეა, ისევ იგივე სტუმარი,ისევ მე და ჩემი საბეჭდი მანქანა, ისევ ომია, ისვრიან, კვდებიან....იბადებიან :აზრები,ბავშვები და იები ... ისევ ქრებიან ...ფიქრობენ...კვდებიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.