ბროწეულები
-თქვენზე მიამბეთ... -განა რა არის მოსაყოლი?! ისეთი, რაც აქამდე შენ, ან თუნდაც ვინმე სხვას არ გაუგია..?! -თქვენ ვიოლინოზე უკრავდით. -დიახ, ძალიან ადრე. -რატომ შეწყვიტეთ? -ცხოვრებაში, ის მომენტი დადგა, როდესაც უნდა გავჩერებულიყავი. -რას გულისხმობთ? -შენი სახელი არ ვიცი, ყმაწვილო. -მე...-ენა დაება ბიჭს.-მე...უბრალოდ დადუ...დადუ დამიძახეთ. -დადუ, თითქმის 80 წლის ვარ. ამ ხნის მანძილზე, უამრავი ცუდი და კარგი რაღაც მომხდარა. ყველაფერს თუ არა, უმეტესობას მაინც ვუყურებდი, ან ვუსმენდი. შემდეგ... შემდეგ ვიოლინოს ვუყვებოდი და ერთად ვტიროდით. -რის გამო, ბატონო ალექსანდრე? -სივრცეში გაფანტული მეგობრების, ან თუნდაც სიყვარულის გამო, დადუ. -რატომ გაიფანტნენ, ბატონო ალექსანდრე? -დროის გამო...ზოგი წავიდა, ზოგს, უბრალოდ მობეზრდა, ზოგიც...ზოგიც ღმერთმა წაიყვანა თავისთან. -რა გააკეთა დრომ? -შეგვცვალა. -და...როგორ მოახერხა? -დადუ, როგორია ბროწეული?-ცას ახედა მოხუცმა. -ბატონო?-გაუკვირდა ბიჭს. -როგორია...ბრო-წე-უ-ლი..?-დამარცვლით მიუგო მოხუცმა. -მრგვალი და შიგნიდან ძალიან ბევრი კაკალი აქვს.-აშკარად გაოცებული და გაკვირვებული იყო, დადუ. -წარმოდიგინე...დედამიწა ბროწეულია, ხოლო ადამიანები-მასში მოთავსებული კაკლები. თავიდან, სანამ ბროწეული დამწიფდება, კაკლები პატარები, უფერულები და "უხორცოები" არიან. არსებობს ისეთი ბროწეულები, რომლებიც მთელი ცხოვრება, პატარები და ერთნაირები რჩებიან, თუმცა...შემდეგ რა მოსდით იმ ბროწეულებს, რომლებიც იზრდებიან?!-ჰკითხა ყმაწვილს. -შემდეგ მწიფდებიან, წითლდებიან და დიდდებიან. -სწორია. შეგიძლია მითხრა, რა შუაში იყო ეს ყოველივე? თანაც ახლა...-გაეღიმა მოხუცს და თვალები დახუჭა. -წარმოდგენა არ მაქვს.-გულახდილად უპასუხა. -დროსთან ერთად, ვიზრდებით-როგორც ბროწეული, გვეცვლება წარმოდგენები, შეხედულებები. ის, რაც მანამდე მოგვწონდა, ან გვიყვარდა, უფერულდება, ან გვავიწყდება სრულიად. არის შემთხვევები, როცა ისეთებად ვრჩებით, როგორებიც ადრე ვიყავით. ერთ ფერში ვართ. არც ტყავს ვიცვლით ყოველდღიურად და ცხოვრების წრეს, უცვლელად გავდივართ,-ერთ ხანს შეჩერდა და ისევ განაგრძო-უამრავი ადამიანი, მიდის...მოდის... მაგრამ წასულები, უკან არ უნდა დააბრუნო. -რატომ? -ღირსი არა ხარ. რადგან წავიდა, ესე იგი, ვერ მოახერხე ისე, რომ სამუდამოდ დაგეტოვებინა შენს გვერდით. -თქვენც გაუშვით ვინმე? -ძალიან ბევრი...-ისევ ღიმილი. სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმე, რომელიც თან ყველაფერს, მაგრამ თან არაფერს ამბობდა. ყური რომ დაგეგდო, მოგიყვებოდა ერთი მოხუცის სევდიან, თუმცა ლამაზ ისტორიას. ცრემლიანს... მგზნებარეს. უამრავი თავგადასავლებითა და ემოციებით დახუნძლულს, მაგრამ ტკივილი...იმდენად დიდი და მასშტაბურია, ფარავს ყოველივეს და წურავს-სასიცოცხლო ენერგიისგან. -ბატონო ალექსანდრე, შეიძლება რომ გკითხოთ?-აუტანელი სიჩუმე დაარღვია დადუმ. -რა თქმა უნდა. -სად არის თქვენი სიყვარული? მომენტალურად, სახე ეცვალა მოხუცს. თვალებში, უდიდესი სევდა ჩაუდგა და მალე გადაკვეთდნენ ჯებირს ცრემლები. -დადუ...-ძალიან მშვიდი იყო მოხუცი. -გისმენთ... -მე ის გავუშვი. ყველა ემოცია, სახეზე შეეყინა დადუს. -მაგრამ...რატომ? -იმიტომ, რომ მიყვარდა. -თუ ეგრეა, მაშ რატომ? არ მესმის. -ავად იყო. ექიმებმა, იმედიც კი ვერ გაიმეტეს, რადგან მდგომარეობა, ძალიან მძიმე იყო. ორი წელი...ორი წელი ვიტანჯებოდით. ვუყურებდი, თუ როგორ ეკარგებოდა ფერი სამყაროს. სამყაროს, რომელსაც სიყვარული ერქვა. ვკვდებოდი... ზამთარში, უფოთლოდ დარჩენილ ხეს ვემსგავსებოდი. ფერფლად ვიქცეოდი... ბოლოს... ბოლოს მან მთხოვა. "გამიშვი"-ო... მეც გავუშვი. -როგორ? ასე მარტივად? -არა...პირიქით. სიკვდილი მერჩია, ოღონდ ისევ გვერდით მყოლოდა, თუმცა... -იცით, თქვენ არ გყვარებიათ, რადგან ასე მარტივად დასთმეთ. თქვენ....ასე მარტივად არ უნდა გაგეშვათ...-მღელვარებისგან, სხეული დაეჭიმა ყმაწვილს. -დადუ, დადუ....-ღიმილით მიმართა მოხუცმა-განა არ მიყვარდა...სიცოცხლეს მივცემდი, ოღონდაც ეცოცხლა და დილით, როდესაც თვალს გავახელდი, მისი ღრმა თაფლისფერები, ისევ დამენახა, მაგრამ იმდენად მიყვარდა, ვეღარ გავიმეტე ტანჯვისთვის. ყოველ დღე, ტკივილი ემატებოდა სულს. ყოველ დღე, ჭრილობა იხსნებოდა, როცა მის საფლავზე მივდიოდი, მაგრამ ვგრძნობდი...მის უხილავ ხელს, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი...-ხარბად შეისუნთქა ჰაერი და ყველა ემოცია, ერთ ამოსუნთქვაში ჩააქსოვა. -არ ვიცი...ვერაფერს ვამბობ.-დანანებით გააქნია თავი. -აღარაფერი დარჩა ისეთი, რაც აქამდე არ გვითქვამს, ჩემო ბიჭო. -დაგღალეთ კითხვებით, მაგრამ კიდევ უნდა გკითხოთ. -საუბრის მეტი, ისედაც აღარ შემიძლია არაფერი.-გაუღიმა მოხუცმა. -როგორ ფიქრობთ, რას ეძებდით მთელი ცხოვრება? -საინტერესოა...-დაფიქრდა. ცოტა ხანს, ჩუმად იყო და ბოლოს თქვას..-ალბათ ჩემს თავს-მის ცხოვრებაში. -ეგ რას ნიშნავს? -ჩვენს ცნობიერებას, იმ ჯურღმულებში დავსდევთ, სადაც სინათლე ვერ აღწევს. ვცდილობთ, რომ მივიღოთ ყველაზე "საშინელი" და ძნელად მოპოვებადი ნარკოტიკი...-სიყვარული. ვცდილობთ, რომ ადგილი იქ დავიმკვიდროთ, რომელიც შესაძლოა რომ სხვისი იყოს... ჩვენ...ჩვენ დრაკონებივით, ვართ, რომლებიც იმ წყალს ითვისებენ, რომელიც მათ არ ეკუთვნით, თუმცა ამას იცი რატომ აკეთებენ?! -არა... -რადგან თავს კარგად გრძნობენ. -ეს ხომ...საშინელებაა. -ზუსტად, მაგრამ როცა საკუთარი თავისთვის საუკეთესო გვინდა, ცუდი სვლებით გავდივართ გზას. გზას, რომელიც ისევ და ისევ, სხვისია. -ჩვენი გზა რომელია, ბატონო ალექსანდრე? -მე უკვე გავიარე. შენი...შენ ისევ გზაზე ხარ. ბევრჯერ გადახვალ გზიდან, მაგრამ როდესაც იგრძნობ, რომ ეს გზა შენი არ არის, აუცილებლად ეძებე შენი. ეძებე მანამ, სანამ არ იპოვი. -ძალიან რთულია. -მარტივი, ბროწეულის ჭამაც არ არის.-თბილად გაუღიმა. -მაჩვენებთ თქვენს ბაღს? -კი, როგორ არა. სწორედ ახლა ვაპირებდი წასვლას. სახლიდან, ულამაზეს ბაღში გავიდნენ, სადაც მწკვრივად განლაგებულიყო ბროწეულები. ამაყად იდგნენ და ნელი სიოს რხევებს, რიტმულად აყოლებდნენ ტოტებსა და ფოთლებს. თითქოს...თითქოს ცეკვავდნენ. გზაფხულის მზის სხივებზე, წითლად ელვარებდნენ ბროწეულები, რომლებიც ბატონი ალექსანდრეს ყველა საიდუმლოს, საგულდაგულოდ ინახავდნენ. -როგორი საოცარია...-აღფრთოვანებულმა დადუმ, ხმამაღლა წამოიძახა. -მოგეწონა? -როგორ? განა ვინმეს არ მოეწონება ასეთი მშვენიერება? -მართალი ხარ. რთულია თვალი აარიდო ამ სიწითლეს. -თან როგორი ხელუხლებელია ყველაფერი. -ბროწეულები, როცა საბოლოოდ მწიფდებიან, ისევ ისე ჭკნებიან. -მაგრამ...რატომ? ხომ შეგიძლიათ, რომ გასინჯოთ? სხვასაც გაასინჯოთ. -არ შემიძლია. ეს ბროწეულები, ის სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა, რომელიც გავუშვი. ბროწეულები... მათ ვერ ვუშვებ, რადგან მგონია, რომ თუ ამას ვიზამ, მეორედ დავკრგავ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარდა და მხოლოდ ჩემთვის მინდოდა. -არა, პირიქით. მის ადგილას, ისევ ახალი აღმოცენდება და განახლდება. უფრო კარგი იქნება. ხესთან მივიდა, მოწყვიტა ერთი ბროწეული. უყურა...ეფერა და ბოლოს... შუაზე გახლიჩა. ხელი მოუჭირა. წითელი სითხე, ნიაღვარივით გადმოვიდა ხილიდან და მიწაზე გაიფანტა. მზის სხივები, დაუკითხავად მიეჭრა და ააწითლა მიწა. -დადუ...ხედავ? -რას უნდა ვხედავდე? -ყოველი ბროწეულის მოწყვეტაზე, ზუსტად ამგვარად გაედინება სისხლი გულიდან. თითოეული ბროწეული, ჩემი გულის საზრდოა. რომელიმეს მოკლებით, ჩათვალე რომ სისხლისგან ვიცლები. იმისგან, რაც ერთ დროს ჩემგან წავიდა, ეს დამრჩა. როდესაც პირს გახსნიან ბროწეულები, მეც შევუერთდები მას და ერთად ვივლით იმ ხეივანში, რომელიც მისთვის გავაკეთე და ვუვლიდი წლების განმავლობაში...-ღიმილი, მთელ სახეზე მოედო. -ბატონო ალექსანდრე, თქვენ...მე უკან მიმაქვს სიტყვები. ოდესმე, მეც...-სიტყვებს ვერ აბამდა. უჭირდა, რადგან ვეღარ წარმოიდგინა ამაზე ძლიერი სიყვარული. ერთი ამოისუნთქა და თქვა...-იმაზე მეტად შევიყვარებ ოდესმე ვინმეს, ვიდრე თქვენ გიყვარდათ. გაეღიმა, მოხუცს. ბიჭის ამხელა ენთუზიაზმმა, ძალიან გააბედნიერა და კმაყოფილების ღიმილი, მთლიანად დაებატონა მის სახეს. -კარგი ბიჭი ხარ, დადუ.-მხოლოდ ეს უთხრა და სახლისკენ, ნელი სვლით წავიდა. უკან კი ხეივანი და ყმაწვილი დატოვა, რომელიც ისევ ბროწეულებს უყურებდა და თვალებში, უამრავი ემოცია ეხატებოდა. *** როდესაც ბროწეულები დასკდებიან, მაშინ მოვალ და ჩაგეხუტები. გეტყვი მიყვარხარ, მაგრამ აღარ გშორდები. შენ მომეხვევი, როგორც ნისლი... გამათბობ, როგორც მზე... როგორც სიბნელე, ისე მოედები ჩემს სულს და მშთანთქავ. ღრუბლები... გაფანტავ ყველას-საავდროს, წუხილით მოცულს. როდესაც ბროწეულები დასკდებიან, მე მოვალ. ახლა... ახლა კი...გთხოვ, მაპატიე სიჩუმე. აუტანელი, უტყვი... დამელოდე. ................................... აბააა, როგორ ხაართ???:დდდდ მოვედიი, როგორც იქნა:დდდ რაღაცნაირად თბილი, ცოტათი სევდიანი და წითელი ამბებით მოვედი:დდდდ ზოგადად, წითელი ფერი არ მიყვარს, მაგრამ ალუბალს და ბროწეულს, ისე უხდება......ისეეეეე.....ვერ გავექცევი ხოლმე:დდდდ ნუ, არ ვიცი რამდენად ემოციური და თბილი იქნება თქვენთვის, მაგრამ წერის მომენტში, გამაჟრიალა:დდდდ ვითომ შემცივდა??!:დდდ მოკლედ, არ ვიცი. თქვენთვის მომინდია ემოციების გარჩევა და ა.შ. ახლაც მაქვს იმედი, რომ მოგეწონებათ^_^ გელით, როგორც სულ და ყოველთვის პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.