შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებით დიალოგი თავი 16


30-03-2022, 11:56
ავტორი Ana iko
ნანახია 1 211

ასე ჩქარა მგონი თავი არ დამიწერია არასდროს, ???????????? იმედია კარგია მადლობა ყურადღებისთვის???? და აქტიურობისთვის????????
............
დრომ დაძაბულობაში გასტანა ფლორასთვის მინდოდა დამერეკა თუმცა არც ნომერი მქონდა და არც ტელეფონი დერეფანში გავდიოდ- გამოვდიოდი და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, დრო იწელებოდა, გონება დაბინდული ვიჯექი და ერთ ადგილს მივშტერებოდი, პალატიდან ექიმი ალეწილი სახით გამოვიდა მართალია პირბადე ეკეთა თუმცა მისი სხეულის თრთოლვა მთელ სხეულზე ეკლად მერსობოდა, წამოვდექი და მისი სახიდან გამომდინარე უკვე მიმხვდარი მას მივუახლოვდი, ვდუმდი და უბრალოდ ექიმის სიტყვას ველოდებოდი, თუმცა ექიმმაც დუმილი არჩია ცოტახნით და მალევე ამოთქვა
" ვწუხვარ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა " თავი დახარა ცოტახნით დამელოდა და რომ არაფერი მითქვამს თავი დამიკრა კიდევ ერთხელ მითხრა რომ წუხდა და გვერდი ამიარა, და მაინც სწორი იყო ეს განგება? ალბათ უნდა დასჯილიყო, ეს ბედია? მე გადამარჩინა ბედმა და ის შეიწირა თუ ეს უბრალოდ მისი ბედი იყო? და შეეძლო კი რომ გამოესწორებინა თავისი პიროვნება? ახლა ის წავიდა, დის მგლოვიარეს მადლობა უნდა გადავუხადო? უნდა ვუთხრა რომ მისი სიტყვები ასრულდა? " თავისუფლებას გილოცავ!" რა უნდა გავაკეთო? ვერც კი მივხვდი როგორ წამომივიდა ცრემლები, არა ეს არი იყო მისი დატირება მე საკუთარი თავი დავიტირე, ვხვდებოდი რომ ჩემი ბრალი იყო, ვხვდებოდი რომ ოდესღაც მეც მომიწევს პასუხი ვაგო ამ საქციელისთვის, საავადმყოფოს დიდ დერეფანში გათეთრებული კედლები, თეთრი კარებები თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთანი რომელიც დერეფანში ფეხსაცმელზე ამოცმული ლურჯი ცელოფნით მიდის, ირგვლივ ყველაფერი უცნაურად ტრიალებდა, იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა........
...............
- ეს არის მტკიცებულებები რომლებიც აჩვენებენ რომ ეჭვმიტანილი იყო დანაშაულის ადგილას, ეს სადაც გარდაცვლილი მოკლეს
იტალიურად, საუბრობდა ჩემ გასწვრივ ფეხზე მდგომი პროკურორი, და დიდ მონიტორზე ფოტოებით გვისაბუთებდა, თავის სიტყვებს
- ეს ღილი ნაპოვნია დანაშაულის ადგილას , დამტკიცებულია, რომ თითის ანაბეჭდები და დეენემი ამ ღილზე ემთხვევა ეჭვმიტანილის დეენემს, გარდა ამისა ეს კვალი ნაპოვნია დანაშაულის ადგილას,
აგრძელებდა ისევ და ხელში პატარა პულტით მონიტორზე ფოტოებს ცვლიდა,
- როგორც ხედავთ ისინი ბრალდებულის ფეხსაცმლის დეენემს ემთხვევა, ბატონო მოსამართლე,
სიტყვა დაასრულა და მოსამართლეს გახედა, მოსამართლემაც მისი ნათქვამი გულისყურით მოისმინა და საწერი კალმით მოინიშნა,
- , ღილი რომელიც ბრალდებულის სახლში იყო, ის ნამდვილად ბრალდებულის ღილი იყო, რომელიც ბრალდებულმა დაკარგა,
ახლა წამოვდექი მე და ვეცადე ჩემი კლიენტი გამესამართლებინა როგორც ადვოკატს შეეფერებოდა,
- მან ის მკვლელობის წინა დღეს დაკარგა რომელიც 19 მაისს მოხდა, ბრალდებულმა შეკვეთა მიიტანა გარდაცვლილის სახლში, გზავნილს ხელის მოწერის გარეშე, ვერ დატოვებდა, გარდაცვლილს აშკარად ეჩქარებოდა სწრაფად მოაწერა ხელი და დაკარგული ნივთის ძებნა განაგრძო, გასვლის დროს ბრალდებულმა გარდაცვლილს კითხა დახმარება ხომ არ სჭირდებოდა მან კი დივნის აწევა სთხოვა და ერთად ასწიეს ვფიქრობ რომ დახმარების დროს შეიძლებოდა ღილის დაკარგვა
დავიწყე მოძიებული და გამოკვლეული ინფორმაციებით კლიენტის დაცვა
- ბატონო მოსამართლე ეს მხოლოდ ვარაუდია,
წამოდგა ისევ პროკურორი,
- ისიც მხოლოდ ვარაუდია, რომ მან მკვლელობის დღეს დაკარგა ღილი, როდესაც მან ვითომ მომღერალი მოკლა
ღიმილით და თავდაჯერებულად ამოვილაპარაკე, რის გამოც პროკურორმა მკვლელი მზერა მესროლა რაზეც ჩამეღიმა, და გამარჯვებული ღიმილით გავხედე მსმენელებთან მჯდომ ფლორას რომელიც იგივე სახით მიყურებდა,
........
ცოტახნიანი შესვენები შემდეგ
:
- თქვენ იყავით იმის მოწმე თუ როგორ გავიდა ადამიანი მსხვერპლის სახლიდან მკვლელობის ღამეს 20 მაისს დაახლოებით 7 საათსა და 20 წუთზე,
მოწვეულ ხანში შესულ გამხდარ ნაცრისფერ ფერში გადაღებილი უკვე ხნეობისგან დაწვრილებული თვალებით და ნაზი დანაოჭებული კანით, მოწმეს თავზე ედგა პროკურორი კამილიო
- რათქმაუნდა ეს დავინახე დარწმუნებული ვარ რადგან მთელი საღამო ფანჯარაში ვიყურებოდი....
ღიმილით თქვა ასაკოვანმა მოწმემ,
- შეგიძლიათ ის ადამიანი გვაჩვენოთ?
თქვა კამილიომ და ნიშნის მოგებით დახედა ქალს, ქალმაც წამიერად შევლებულ გარემოში სწრაფად დაასახელა ჩემს გვერდით მჯდომი ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი ბორკილებით დაბმული ეჭვმიტანილი
- მე დავასრულე პატივცემულო მოსამართლევ!
კმაყოფილი გახედა კამილიომ პროკურორს და შემდეგ მე მომაპყრო მზერა, ახლა მე წამოვდექი ფეხზე და როგორც ყოველთვის შენარჩუნებული სიწყნარით და მომღიმარი სახით მივუახლოვდი მოწმეს
- მოწმე რამდენად კარგი მხედველობა გაქვთ?
ვკითხე ისევ ღიმილით, და ქალიც ამაყად შესწორდა
- მოხუცი ვარ მაგრამ ყველა ასოს სწორად ვასახელებ,
მეც მისი სიტყვებით კმაყოფილმა დავუქნიე თავი
- მშვენიერია ანუ გადასარევი მხედველობა გაქვთ, აა თუ ასეა მინდა გთხოვოთ რომ თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით აღწეროთ ის სცენა რომელიც დაინახეთ,
- როგორ, უნდა ავღწერო?
დამისვა უცებ კითხვა თან წამოიწია,
- დიახ, შეგიძლიათ გვითხრათ ბრალდებულს რა ეცვა,
- აა კი, ის შავებში გამოწყობილი იყო შავი ქუდი ეფარა ხელთათმანებიც,
- იცით, ჩანთა არ ქონდა?
- არა
თქვა თუმცა თითქოს თან იხსენებდა
- კარგად გახსოვთ ყველაფერი?
დავუსვი ისევ კითხვა და მოსამართლეს გავხედე
- ჩემს რაიონში ჩემი კარგი მეხსიერებით ვარ ცნობილი
ისევ გაიმართა ქალი წელში და სიამაყე, შეეტყო, თბილად გავუცინე რომ ქალს, რამე შიშის ან დაბნეულობის გრძნობა არ გასჩენოდა,
- გადასარევია, იცით კიდევ მაქვს კითხვა, მის სხეულზე რას იტყვით? რადგან ზამთრის ქურთუკი ეცვა ალბათ უფრო მსუქანი ჩანდა...
- არა ისეთი გამხდარი იყო როგორც ახლაა,
არ დამასრულებინა ქალმა,
- თუ ასეა როგორ გადაჰქონდა ნივთები რომლებიც თითქოს მოიპარა?
გავხედე ისევ მოსამართლეს და შემდეგ პროკურორს მოვავლე თვალი, ქალი დადუმდა ცოტახნით ისევ ველოდე თუმცა ისევ განვაგრძე
- როგორც ოჯახში მაცხოვრებლები ამბობენ, მოიპარეს:
ხელში მოთავსებული ქაღალდები გავასწორე რათა მოპარული ნივთები დამესახელებინა,
- ნოუთბუქი, ოქროს საათები, ლინზები ძვირად ღირებული ნივთები, და დიდი ჩარჩო სადაც ოქროს ხე იყო გამოსახული,
ჩამოვასახელე და ჩემმა დამხმარე ადვოკატმა შავი დიდი ჩანთა მაგიდაზე დადო
- პატივცემულო, ეს არის ჩანთა იმ ნივთებით, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, ყველა ერთად ისეთივე დიდი იქნება როგორიც ეს ჩანთა, თუმცაა დიდი ჩარჩო ამ ჩანთაში არ ჩაეტეოდა, გამოდის რომ მოწმე რომელსაც გადასარევი მხედველობა აქვს ამოწმებს რომ ბრალდებულს არანაირი ჩანთა არ ჰქონდა, და მიუხედავად ამისა ის გამხდარი ჩანდა ანუ ის ნივთებს ტანსაცმელშიც არ მალავდა,
საუბარით გავხედე კამილიოს
- მე დავასრულე და გთხოვთ გაითვალისწინოთ ის ფაქტი რომ მსხვერპლის ჩანთა მოპარული ნივთებით ნაპოვნი ჯერ არ არის,
ვუთხარი მოსამართლეს და ის ოდნავი აღელვება რომელიც შიგნიდან მჭამდა თითქმის გავაქრე
- შეიძლება ბრალდებული უკან მიბრუნდა, შეიძლება ის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა ნივთების წასაღებად
წამოდგა კამილიო, და რაღაც ოდნავმა ღელვამ ისევ იფეთქა ჩემში, მეც გონებაში გადავხედე ჩემს გამოკვლეულ მასალებს და დამადასტურებელი საბუთის ნახვისას მის განხორციელებას შევუდექი, მაგიდაზე დადებული საწერი კალამის მსგავსი ნივთი ხელში ავიღე და მასზე მოთავსებულ ერთადერთ პნოპკას თითი დავაჭირე, ერთხელ დაიწრიპინა და დიდ სენსორულ ეკრანზე ფეხსაცმლის და იატაკის ფოტოები გამოისახა,
- ეს ბრალდებულს ეკუთვნის,
პროკურორის სიტყვებიდან გამომდინარე, თუ ბრალდებული ისევ დაბრუნდა დანაშაულის ადგილას ნაბიჯები წესით უნდა განმეორდეს,
თავდაჯერებულად ვთქვი და პროკურორს გავხედე
- არ მეთანხმებით? ბატონო კამილიო?
დავუსვი ღიმით კითხვა და მასაც მოუწია დადუმებულიყო, მისი სიბრაზის სიმხურვალე ჩემამდე აღწევდა რომელიც ბედნიერებას მგვრიდა, არ ვიცი ეს ცუდია თუ არა მაგრამ ასე იყო, ფლორას გავხედე რომელმაც გამარჯვებულად ჩაიღიმა, და ახლა ბრალდებულს რომელიც იმედის, თვალებით მიყურებდა, მოსამართლემ თავი დამიხარა და ისევ დაიწყო ჩანიშვნა,
............
ცოტახნიანი შესვენების შემდეგ:
.......
ისევ და ისევ ვერ დავაღწიე თავი ამ ყველაფერს და ახლა გარდაცვლილის დედა იჯდა მოწმეს სახით დარბაზში, და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა,
- ქალბატონო თქვენ იყავით ის ვინც შვილის გვამი იპოვა მეორე დღეს, მის საკუთარ სახლში, რაც დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა! ასეა?
ვეცადე ისევ თბილად და ღიმილით მიმემართა ახალი მოწმისთვის
- დიახ!
თქვა შეკავებული ცრემლებით, და შენარჩუნებული გაბზარული ხმით,
- ამის შემდეგ თქვენ დარეკეთ სასწრაფოში და დაუკავშირდით პოლიციას ყველანაირი ყოყმანის გარეშე
ვთქვი ისევ, ქალი წამით გაჩუმდა თვალები ძლიერად დახუჭა და წამიერი დუმილის შემდეგ მოკრებილი ძალებით თვალები მძიმედ გაახილა და მძიმე ნერწყვის გადაყლაპის შემდეგ ამოთქვა
- დიახ!
მისი პასუხის შემდეგ ჩემი მაგიდიდან საწერი კალმის მსგავსი ღილაკი ავიღე და მონიტორი ჩავრთე სადაც მოძიებული კადრები წარმოვაჩინე
- ეკრანზეა ვიდეო ჩანაწერების კადრები რომლებიც დამატებით წარმოვადგინეთ, ვინაიდან კამერა დამალულ ქუჩაზე იყო მოსაჩივრემ ეს მასალები ვერ მიიღო,
განვმარტე და ფოტოზე თეთრი ფერის მანქანის ნომერი გავადიდე,
- მანქანის ნომერი 42, 01 ეს თქვენი მანქანა არაა?
ვთქვი და ქალს გავხედე რომელიც წინ წამოწეული და დაძაბული იყო,
- დიახ!
გაუბედავად წარმოთქვა თვალებ ჩაწითლებულმა
- თარიღი და დრო ეს,
გავადიდე ფოტოზე აღნიშნული დრო,
- ეს მკვლელობის მეორე დღეს იყო 11 საათსა და 13 წუთზე, იქნებ აგვიხსნათ რას ნიშნავს ეს,
ვკითხე ქალს რომელიც ნერვიულობისგან ღრმად სუნთქავდა, ბაგეებ დაშორებული და მკერდი მძიმე სუნთქვისგან რიტმულად ადი ჩაუდიოდა, მისკენ დამაბნეველი ღიმილით წავედი
- ჩვენება მიეცით რომ დარწმუნებული ხართ მსხვერპლის სახლში პირველ საათზე რომ მიხვედით? ეს ხომ თქვენი მანქანაა?
- დიახ!
დაძაბული ქალი სკამზე შესწორდა და ქვევიდან ამომხედა,
- ეს თერთმეტ საათზე იყო თუ პირველ საათზე? თქვენი იქ მისვლის დროს გეუბნებით ქალბატონო!
ტონი გავამკაცრე და ქალში მეტი შიში და დაბნეულობა დავთესე,
- არ ვიცი
სწრაფად თქვა,
- ცოტახნის წინ კარგად გახსოვდათ დრო და ახლა აღარ გახსოვთ?
გავიცინე და ცინიკური მზერა ვესროლე ქალს
- ბატონო მოსამართლე ადვოკატი მოწმეზე ზეწოლას ახდენს! რადგან ჩვენებები მიიღოს!
მკაცრი ხმით თქვა კამილიომ
- მე უბრალოდ ვეკითხები ბატონო რადგან ეჭვი არსებობს!
სწრაფად გავიმართლე თავი
- შეგიძლიათ განაგრძოთ
თავი დამიკრა მოსამართლემ მეც ღიმილით დავუკარი თავი და ქალს მივუბრუნდი
- გთხოვთ კითხვაზე მიპასუხოთ ქალბატონო!
ხმას მეტად ავუწიე ვიდრე წეღან,
- ვთქვი გიპასუხეთ რომ არ მახსოვს,
მიყვირა ქალმა და მეც სიწყნარე მეტად შევინარჩუნე ახლა საჭირო იყო მასზე ზეწოლა მომეხდინა, რადგან ის რაღაცას მალავდა და ეს ცხადი იყო, მისი ყველა სიტყვით და ქცევით როგორც სახლში მომხდარი ამბით
- გინდათ გაგახსენოთ?
ისევ ცინიკური ღიმილით ვუთხარი და ქალმაც დაძაბულმა ამომხედა,
- სიმართლე ის არაა რომ თქვენი შვილი თქვენ მოკალით, სიმართლეა რომ მართლა თქვენ მოკალით!
ვთქვი და ისიც სუნთქვა შესწრაფებული თვალებ დასიებული, სახე დაჭიმული, შეშინებული წამოიწია ფეხზე
- ბატონო მოსამართლე!
თქვა შეშინებული ხმით,
- არა? ის თქვენ არ მოგიკლავთ?
მკაცრად ვთქვი და აკანკალებულ ქალს დავხედე
ვხვდებოდი შვილის მგლოვიარე ქალს როგორ შეუარცმყოფას ვაყენებდი, და როგორი ტკივილი იყო მისთვის თუმცა ნამდვილი ჩვენება რომ მიმეღო ცრუ ჩვენება საჭირო იყო,
- არა!
ისტერიულად გააქნია ქალმა თავი
- მიღებული მტკიცებულებების მიხედვით შეგვატყობინეს რომ ქალბატონს და მსხვერპლს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ მსხვერპლს საკმაოდ არეული სასიყვარულო ცხოვრება ჰქონდა რაც ზიანს აყენებდა მის რეპუტაციას აქედან გამომდინარე მოწმეს ეს არეულობა უნდა დაელაგებინა, თუმცა მოწმემ ვეღარ მოითმინა და საკუთარი შვილი მოკლა!
ხმამაღალი ტონით მშვიდად ვუახლოვდებოდი მოკანკალე ქალს,
- ეს სიმართლე არააა ქალბატონო!
ვუყვირე მკაცრად
- არა მეთქი!
უკვე ატირებულმა მიკივლა
- ქალბატონო!
ვუყვირე ისევ! მის მაგიდას დავეყრდენი და თვალებში გავუსწორე მკაცრი მზერა, უკვე წყნარად ვუთხარი
- გთხოვთ თქვით!
ქალს სახე დაებრიცა და ჩაწითლებული თვალებიდან მსხვილი ცრემლები გადმოყარა, პირით ჰაერის წამიერი ხმაურიანი შესუნთქვის შემდეგ ტირილისგან ხმის დახშობა შეწყვიტა და ხმით ატირდა,
ვუყურებდი და გული საშინლად მეწვოდა თუმცა ისევ ჩემს პოზიციას ვიჭერდი
- უბრალოდ კვალის დაფარვას ვცდილობდი
ტირილს ამოაყოლა ქალმა და თავი ხმაურიანი ტირილით ჩახარა
- ვცდილობდი დამემალა ჩემი შვილის საშინელი ქმედებები რომელსაც ჩადიოდა,მის ბინაში რომ მივედი ჩემი შვილი უკვე დაჭრილი იყო ტელევიზორში ჩართული იყო მისი ყველა საშინელი ქმედებები რომელსაც ჩემი შვილი ქალებთან აკეთებდა ამიტომ ვეცადე ყველა მტკიცებულება გამენადგურებინა და ისე გავაკეთე რომ, ეს ყველაფერი ქურდობას დამსგავსებოდა, მინდოდა შემენარჩუნებინა ჩემი შვილის და ოჯახის რეპუტაციის შენარჩუნება, ტირილით აგრძელებდა ქალი და უკვე თქმით გულზე მოხსნილი სიმძიმის ჩამოხსნისგან ისევ გამაგრებული, ჩხუბზე გადავიდა
- დავიჯერო იგივეს არ იზამდით ქალბატონო ანი?!
ტიროდა ისევ და თან მეჩხუბებოდა
- და ვინ შეინარჩუნებს იმ მანდილოსნების რეპუტაციას რომელიც თქვენმა ვაჟმა დაამცირა,
- გაყალბებული მტკიცებულებების გამო უდანაშაულო ადამიანს ბრალი წაუყენეს, მის უფლებებს ვინ დაიცავს?
წყნარი და თითქოს რაღაც ტკივილ გაღვიძებული გულით მივუტრიალდი მოსამართლეს, მე ვიდექი მათ წინაშე, და ვამაყობდი საკუთარი თავით, რადგან ოდესღაც დაშვებული შეცდომა დღეს უდანაშაულოს გამართლებით დავასრულე, ვამაყობდი საკუთარი თავით რადგან ეს შევძელი, ფლორას გავხედე რომელიც ბედნიერი სახით მიჩვენდა ლაიქს თითებით, თვალი მოვავლე პროკურორს რომელიც თავი საბუთებში ჩაერგო ჩემი მზერის აცილების მიზნით, და თავად ბრალდებულს შევხედე რომელიც თვალებით მადლობას მიხდიდა, შემდეგ კი ახლობელს გახედა და თითქოს თვალებით ერთმანეთს აწყნარებდნენ........
სახლში საღამოს დაღლილი დავბრუნდი, ფლორა სახლში იყო რადგან კარები მან გამიღო,
- გილოცავვვ!
იყვირა უკან კალილეომ და ჯოვანამ, ესენიც დაახლოებით ჩვენი პროფესიის ხალხი იყო მართალია თითმის ახლა გავიცანით თუმცა მეგობრობა ჩამოვაყალიბეთ, დაღლილი ვიყავი თუმცა სიტუაციამ ბაგეები გამიპო, და წინ მდგარ ფლორას მოვეხვიე,
- ძალიან მაგარი იყო!
მითხრა და მომშორდა ახლა მათ მოვეხვიე,
- ეს უნდა ავღნიშნოოთ
ჭიქა შამპანიურის ქილაზე მიარტყა ჯოვანამ.....
- დღეს შენ, გადაარჩინე ადამიანის ცხოვრება!
გესმის ეს რა გააკეთე?
უკვე ნასვამმა ფლორამ ჭიქით ხელში დაიწყო საუბარი, რომელსაც სრული გულწრფელობა ეტყობოდა
- არც ისე დიდი ხანია შენ პროფესიას მიყვები მეორე წელია დაწყებული თუ არ ვცდები, მიხარია რომ ადვოკატობა არჩიე პროკურორობას მიხარია რომ დღეს ყველაფერი გამოგივიდა, მე შენით ვამაყობ !
ჭიქა აწია აბდაუბდა მოსაუბრემ, მეც გამეღიმა მის ლაპარაკზე და ჭიქა მის ჭიქას შევაგებე
- გაგვიმარჯოსს
დააყოლა კალილეომ და ჯოვანამ და ნახევრად სავსე ჭიქები ერთმანეთს მსუბუქად მივარტყით,.....
უკვე გვიანი იყო პირველს აკლდა 15 წუთი, რომ დავწექი, ფლორას უკვე წყნარად ეძინა, მეც დავწექი და ცოტახნით ფიქრს მივეცი თავი, ეს მართალია ფლორამ მართალი თქვა მეორე წელი დაიწყო რაც მე იტალიაში ფლორასთან ერთად ვცხოვრობ, ალბათ არ ვიცი რა მოხდებოდა ფლორა რომ არ გამოჩენილიყო, ცხოვრების საოცნებო პროფესია ამარჩევინა საცხოვრებელი სახლი მომცა მეგობრობა მაგრძნობინა მარტოობა, მომიკლა, მართალია დიდი დრო დამჭირდა სამსახურის დასაწყებად, და ახალი ცხოვრების დასაწყებად თუმცა ეს გამომივიდა! არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა რომ მე დავივიწყე ყველა, უფრო სწორად ვეცადე, თავი მათთვის მკვდრად გამოვაცხადე, დავივიწყე ყველა რადგან ვიფიქრე რომ მათ გარეშე უკეთესად განვაგრძობდი ცხოვრებას, ყოველ საღამოს საკუთარ თავს ქართულად ვესაუბრები, ვლანძღავ ვაქებ, ყველაფერს ერთდროულად რადგან საუბარი არ დავივიწყო, გონებაში აზრადაც კი აღარ მიელვებს საქართველოში დაბრუნება, აქ ყველაფერი მაქვს ფული ოცნების სამსახური მეგობრები! ყველაფერი მაქვს, არარფერი არ მინდა აღარ მჭირდება არაფერი, მაქვს გახსნილი ფეისბუქის ახალი ექაუნთი, თუმცა სხვანაირი სახელით, სრულიად შევცვალე ცხოვრება, ყველაფერი შევცვალე ჩემ ცხოვრებაში! მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვგრძნობ რაღაც ტკივილს გულის არეში, თავს ვაჯერებ რომ მე ეს ყველაფერი მომწონს....
.........
ყველაფერი იცვლებოდა დრო და დრო ყველა და ყველაფერი იცვლებოდა, შეიძლება კარგისკენ შეიძლება ცუდისკენ,
- გავდივარრ თუ რამე დაგჭირდათ დამირეკეთ,
გასძახა ჯერ კიდევ შუაზე გაპობილი გულის პატრონ ქალს და გამოღებულ კარებში ასვეტებულ მამაკაცს ღიმილიანი მზერა გაუსწორა
- როგორ ხარ?
მოეხვია ქალს თემო და ლამაზი ფეხებიდან თმის ღერამდე აათვალიერა საოცრად გალამაზებული მეგი,
- კარგად, სად მივდივართ?
კითხა მეგიმ შეყვარებულს და ხელკავი გამოუდო,
- სადაც გაგიხარდება
უთხრა თემომ და ლოყაზე აკოცა ღიმილით ჩაუყვა ლამაზ ქუჩას წყვილი რომელსაც მზე თბილი სხივებით აცილებდა,.....
- ბოლოს შენ შეხვდი!
მკაცრად უთხრა სკამზე მიბმულ სახე ჩასისხლიანებულ მამაკაცს, რომელიც ტკივლისგან იმანჭებოდა,
- ხომ გითხარი არ ვიცი მეთქი!
ამოიგმინა ტკივილისგან , და წინ დაბალ მაგიდაზე ჩამომჯდარ ალექსანდრეს გახედა რომელსაც თითები მამაკაცის სისხლით დასვროდა და ხელში მოთავსებულ ოქროსფერ რკინის სანთებელას თავს ხდიდა და ისევ კეტავდა რასაც რკინის დარტყმის ხმები მოყვებოდა და სიჩუმეში ირგვლივ ექოდ ისმოდა რაც შიშის მომგვრელი იყო
- მაშინ შენც უნდა გამიგო,
ქვედა ტუჩი ჩატეხა ალექსანდრემ, და წყნარად საუბარი განაგრძო
- მამაჩემი მოკლეს, უდანაშაულო კაცი, იგივეს გავაკეთებ ისიც ხომ უდანაშაულო იყო!
თქვა და სანთებელადან შეშინებულ მამაკაცზე გადაიტანა მზერა, თან წამოდგა და წყნარი ნაბიჯებით დაიწყო კაცისკენ სვლა
- გთხოვ გამიგე!
თქვა და სანთებელას თავსახური საბოლოოოდ დაკეტა ექომ არ დააგვიანა,
- მე არ ვიცი მართლა არ ვიცი!უკვე აღელვებული ყვიროდა ეს უკანასკნელი
ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია ცივი ლულა შუბლზე მიადო
- მოიცადე ვიცი! ვიცი!
იყვირა სწრაფად!
ალექსანდრემაც წყნარად გადახარა თავი გვერძე და ინტერესით დაელოდა მამაკაცს,
- არ ვიცი ვის არ ვიცი ვინააა საუბრის დროს ხმებს იმონტაჟებსს გაურკვეველი ნომრებიდან რეკავს, თვითონ არაფერს აკეთებს!
გეფიცები არ ვიცი ვინაა!
ლაპარაკობდა სწრაფად,
- კიდევ იცი ვინმე ვისაც შენს გარდა მკვლელობას ავალებს?
დაუსვა დაბალხმაზე კითხვა
- კი, არის ერთი!......
- მოიცადე!
თქვა ალექსანდრემ და ტელეფონზე ჩუმად ხმა ჩართო
- ესეიგი შენ, მოკალი ილო იმ საღამოს!
თქვა და კამცმაც დაუდასტურა, თან ახსნა განმარტებები დაიწყო
- გადასარევი თქვენ დაპატიმრებული ხართ მკვლელობის აღიარების მიზნით,
ჩაიცინა ალექსანდრემ და უკვე გარეთ მომლოდინე პოლიციელები რომ დაინახა გამარჯვებული ღიმილით მოცილდა ადგილს, ერთი უკვე მოიშორა, თან გაარკვია დანარჩენების ადგილებიც,
....
სულ რაღაც მერვე თვე იყო რაც ალექსანდრეს მამა საქართველოში ჩასული მოკლეს, მას მერე კიდევ უფრო შეიცვალა მისი ცხოვრება მეტად დაიკიდა ადამიანები მათი აზრი მდგომარეობა უგრძნობი იყო ყველას მიმართ თუმცა ის დღე როცა შეიცვალა თითქოს დაუჯერებელი იყო მისთვის და ის არ ცდილობდა გაერკვია აღარ ცდილობდა მოეძებნა, გაუშვა, თითქმის ყველამ შეძლო იმ ყველაფრის დავიწყება და ახლა ახალ ტრაგედიას უმკლავდებოდა!
- გავიგე!
მანქანას მიაქროლებდა ალექსანდრე და თან აჩის ესაუბრებოდა,
- მისამართს მოგწერ უნდა ვიპოვოთ!
სიტყვის თქმა არ აცადა ისე გათიშა ტელეფონი....
- ალექსანდრე შე ყ*ეო!
ამოიგმინა აჩიმ და სწრაფი სვლით მოთავსდა მანქანაში მოსული შეტყობინების გახსნის შემდეგ მანქანა ადგილს მოწყვიტა, ერთ ერთ შუქნიშანზე გაჩერება მოუწია საჭეზე ნერვოზულად ათამაშებდა თითებს ნაცნობი ქალის სასურველი სხეული რომ შეამჩნია, რომელსაც ხშირად ხედავდა თუმცა სალამი მხოლოდ სიგნალი, და გამარჯობა, იყო, ხარბად შეათვალიერა მომღიმარი ქალი, და მის გვერდით მამაკაცის ათვალიერების მერე კისერი გაატკაცუნა, და მწვანე ფერზე მანქანა ადგილს მოწყვიტა, მანქანის სწრაფად წასვლისგან გამოწვეული ხმის გამო მეგიმ მანქანას გახედა და ნაცნობი მძღოლის გაქროლებულ მანქანას თვალი სევდიანად გააყოლა,........
......
კვირა დღე იყო ამიტომ ადრე ადგომა არ მომიწია, 10 ის წუთებზე მოვწესრიგდი და მანამ ფლორა გაიღვიძებდა, საჭმელი მოვამზადე, ყავაც დავდგი, ფლორამაც არ დაიგვიანა და ზეწარ მოხვეული აბურდული თმით გამოფლატუნდა,
- დილამშვიდობიის
გაწელა სიტყვები და დაამთქნარა, რაზეც თვალები აუწყლიანდა და თვალებიდან ცრემლები გადმოყარა,
- დილამშვიდობის,
ვუთხარი ღიმით და ყავა წინ დავუდგი,
- მიირთვით ცოტა რძით და ნახევარი კოვზი შაქრით,
გავიცინე და მანაც ისედაც თვალებ მოჭუტულმა რომ გაიღიმა საერთოდ აღარ უჩანდა თვალები,
- ააა თავიი მტკივაა
ამოიწუწუნა და თმაზე ხელი ისე აისვა უარესად აიბურდა
- ისეე გუშინ რა მოხდაა? გაუშვეს ხო
- რათქმაუნდააა
გავწელე სიცილით სიტყვა მანაც გაიცინა და ცოტახნით დადუმდა ღიმილიც რომელიც ცოტახნის წინ ბაგეებს უპობდა სახიდან გაუქრა , თითქოს ჩაფიქრდა ისეთ რამეზე რაც სწყინდა,
- კარგად ხარ?
ვკითხე ღიმილით და ჩემი ყავა მის წინ დავდე
- ანი იქნებ უნდა დაფიქრდე დროა,
თქვა და სევდიანი თვალებით ამომხედა,- ვერ მიგიხვდი
სიცილით ვთქვი და რეალურად რომ იმ თემაზე იწყებდა საუბარს რომელიც წლების წინ მოვუყევი და ვთხოვე რომ არ ეხსენებინა მივხვდი,
- იცი რაც! არც კი გაგიგია, როგორ არიან! ვინაა ცოცხალი ვინ როგორ შეიცვალა იქნებ გათხოვდა ან ცოლი მოიყვანეს ან შვილი ყავთ ან არ ვიცი! რამდენი ხნით დაემალები?!
გაამკაცრა ხმა და მეც სრულიად შემეცვალა ხასიათი, გულში რაღაც ისევ იწყებდა ჩხვლეტას რაც ტკივილს იწვევდა,
- ფლორა რატომ საუბრობ დღეს ამაზე?!
- იმიტომ რომ გუშინ დავფიქრდი! რაც არ უნდა იყოს ის არის შენი სამშობლო შენი ფესვები იქ არის შენი სახლი! იქ არის შენი დედა ნამდვილი მეგობრები, და ხალხი რომელიც გიყვარს! იქ არის შენი ენა და იქ არის შენი სასიცოცხლო ენერგია შენი სასიცოცხლო გარემო იქაა გესმის?!
ტონის აუწია ისე მელაპარაკებოდა, ვერ გამეგო რატომ ფიქრობდა ამაზე
- მთელი ეს დრო გაკვირდები და ვხვდები როგორ გაკლდება სიცოცხლე! ვიცი აქ ყველაფერი გაქ მაგრამ მაგ სამსახურს იქაც გადაგიტან არ არის პრობლემა უბრალოდ ორდერია საჭირო, დაბრუნდი ანი!
თქვა ისევ და ბოლოს ეცადა წყნარად ეთქვა ვხვდებოდი რომ ისევ ჩემთვის ამბობდა, რომ ჩემზე წუხდა, მაგრამ... ასე ადვილი არ იყო, ადვილი არა პირიქით, ეს ჩემთვის ყველაზე რთული ნაბიჯი იყო!
- ფლორა გთხოვ არ გვინდა ამაზე საუბარი ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე!
ვთქვი უკვე თავ ჩახრილმა და ვერარაფერს ვეუბნებოდი რადგან სიმართლეს ამბობდა, არ მინდოდა ძველი ცხოვრება, მომწონდა ის რაც ახლა მქონდა,
- ამას ერთხელაც და ორჯელაც გეტყვი! მიწერე გაიგე ვინ როგორააა! გააგებინე ხალხს რომ ცოცხალი ხარ! არ გაინტერესებს მათი რეაქციააა! თუ მათგან რამე დავიწყებას იგრძნობ თუ მათი დანახვისას არანაირი მონატრება, არანაირი ტკივილი, არანაირი ბრაზი და წუხილი არ გაგივლებს გულში, გეფიცები არაფერს გეტყვი აღარასდროს გაგახსენებ, და ცხოვრებას ისე განვაგრძობთ!
ლაპარაკობდა მკაცრად და მთელი არსებით, ტირილი მინდოდა რადგან ვერ ვეწინააღმდეგებოდი ამ ყველაფერს მათი დანახვის გარეშეც ვგრძნობდი იმ გრძნობას რაც ფლორამ ჩამოთვალა რომელსაც ხელს მთელი ძალით ვაჭერდი რომ არ გამემჟღავნებინა,
- ფლორა.....
- არა ფლორა არა, დღეს მოვძებნით მათ და დავურეკავთ!
- გთხოვ არ გვინდა ისინი უკვე დავივიწყე ბედნიერი ვარ მათი გახსენებით გული უარესად მეტკინება,
ვუთხარი ყელში შეკავებული ბურთისგან ყელ დაჭიმული,
- არა დამიჯერე მათი ნახვის მერე, სუნთქვას დაიწყებ, გაცოცხლდები, შენს თავს შეხედე! ვერც კი ხვდები როგორ იკლებ სიცოცხლეს, შენ აკვარიუმის თევზი ხარ ზღვაში, გთხოვ დამიჯერე! ჩვენ ამას შევძლებთ!
მითხრა და ჩემი სახე თბილ ხელებში მოიქცია, გული უარესად ამიჩუყდა მის თბილ საუბარზე და ხმით ავქვითინდი,.........



№1  offline წევრი Ana iko

Everyone, მხოლოდ მე ვეღარ ვწერ კომენტარებს ვერსად?

 


№2 სტუმარი სტუმარი .....

მეტი ასეთი თავი ძაან მაგარი იყო, კომენტარიი ძლივს დავწერე

 


№3  offline წევრი Ana iko

სტუმარი .....
მეტი ასეთი თავი ძაან მაგარი იყო, კომენტარიი ძლივს დავწერე

მადლობააა❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი

❤️❤️❤️❤️ იცი ვინც ვარ და ისიც იცი რომ მომეწონა ❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Ana iko

❤️❤️❤️❤️ იცი ვინც ვარ და ისიც იცი რომ მომეწონა ❤️❤️❤️❤️

მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნიკა

ცოცხალი ხარ ანი?

 


№7  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
ცოცხალი ხარ ანი?

მგონი კი, დღესს საღამოოს დაგიდებბბ აუცილებლადდ ბოდიში❤️❤️????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნიკა

Ana iko
სტუმარი ნიკა
ცოცხალი ხარ ანი?

მგონი კი, დღესს საღამოოს დაგიდებბბ აუცილებლადდ ბოდიში❤️❤️????????

არა რა ბოდიშიიი ✨????????????????????????

 


№9  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
Ana iko
სტუმარი ნიკა
ცოცხალი ხარ ანი?

მგონი კი, დღესს საღამოოს დაგიდებბბ აუცილებლადდ ბოდიში❤️❤️????????

არა რა ბოდიშიიი ✨????????????????????????

დავდეე იმედია მალე გამოქვეყნდება ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent