სიყვარული უდობნოსავითაა. თავი 4.
არანაირი ფიზიკური ტკივილი არ შეიძლება შევადაროთ ფსიქიკურ ტკივილს, არცერთ წამალს არ შეუძლია განკურნოს სულის ჭრილობა. ყავის ბოლო ყლუპი გადაუშვა ყელში და ვიღაცამ კარზე უხეშად დააკაკუნა, იფიქრა მომესმაო, მაგრამ მეორედ რომ მოესმა კაკუნის ხმა საათს შეხედა. -ვინ არის ასეთ დროს. კართნ მივიდა და გააღო კარი, მის წინ უცხო მამაკაცი იდგა. -ნენე ძიძიგური თქვენ ხართ, მითხრეს რომ აქ ცხოვროსო. -დიახ მე ვარ, მაგრამ თქვენ? -მე მიწის მყიდველი ვარ, თანხას იმაზე მეტს გადავიხდი რასაც იხდის ქალაქელი მყიდველი. -ვინ მოგასწავლათ ჩემი სახლი მას გადაეცით, რომ მე მიწას არც ქალაქელზე ვყიდი და არც სოფლელზე, -რობერტიმ, რობერტი ძიძიგური ხომ...................... -დიახ ბიძაშვილები ვართ, მაგრამ რაც შეეხება მიწას, მიწა არ იყიდება. ნენეს კარი უნდა დაეკეტა, რომ უცნობმა ხელი უხეშად კრა კარს და ნენეს უკითხავად სახლში შევიდა. -ვინ ხართ, ხვდებით რომ სახლში ასე შემოჭრის უფლება არ გაქვთ. არ ვყიდი მიწას ის ჩემი საკუთრებაა და ძალის დატანებით ვერავინ ვერაფერს გახდება, ახლა კი მიბრძანდით ჩემი სახლიდან და ჩემი პასუხი სიტყვა-სიტყვით გადაეცით ვინც აქ მოგაგზავნათ. -წავალ ამჯერად და დროს გაძლევ ერთ კვირას, რომ კარგად დაფიქრდე ნენეკო. მამაკაცმა კარი ისევ უხეშად გააღო და წავიდა, ნენემ კი გაბრაზებულმა დაურეკა გიორგის და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა. -ნენე როგორ ხარ, როგორც კი გამითიშე წამოვედი რა მოხდა შეშინებული ხმა გქონდა და შემეშინდა, ნატაც ნერვიულობს. ნენემ ყველაფერი მოუყვა გიორგის და გიორგიმ ჯერ დაფიქრდა, შემდეგ კი სერიოზულად უთხრა. -ნენე ეს სერიოზული ბრალდებაა და განცხადება უნდა დაწერო, რომ იცოდეს პოლიციამ შენი პრობლემის შესახებ და შენი დაცვა მე განცხადების გარეშეც შემიძლია მეგობარო, მაგრამ როცა განაცხადს შეიტან ეს შენთვის უკეთესია რომ რამე მოხდეს. -წამოვალ და დავწერ განცხადებას. ნენემ ტელეფონი აიღო ხელში, მაგრამ გაოცებულმა და თვალებ გაფართოებულმა შეხედა გიორგის. - ,,პოლიციას არ ჩართავ საქმეში, თორემ საკუთარ სამარეს შენივე ხელით გაგათხრევინებ''. გიორგიმ ტელეფონი გამოართვა ნენეს და შეტყობინება წაიკითხა. -ეს უკვე მეტისმეტია, შენი დაშინება უნდათ და ეს შეტყობინება ორივემ კარგად ვიცით ვისგანაც არის, ახლავეს ჩემთან ერთად წამოხვალ და გააცხადებ პოლიციაში. ნენემ გიორგის შეხედა და უთხრა. -დღეს გავჩერდთ, დაველოდოთ. -არა, შენ ახლავეს დაწერე განცხადება და მე მივიტან უფროსთან. დამიჯერე, ნენე ეშმაკს არ ძინავს და არც ის იცი რომელი გვერდიდან მოგაკითხავს. -მეშინია, გიორგი გავაკეთებ როგორც მათ უნდათ გასაყიდიც არაფერი დარჩება და დაისვენებენ. -ახლა თუ დაუმობ, სულ მალე რამდენიმე წელში ამ სახლის გაყიდვასაც მოგთხოვენ და უსახლკაროდ დარჩები. არ უნდა შეგეშინდეს, ვიცი მათ მოერევი და შენივე სიძლიერით დაამარცხებ მტერს. -როგორი ბედნიერი ვიყავი მიცავდა მამა და დედა კი სულ მიღიმოდა, ცარიელი და მშრალი პურიც კი გემრიელი იყო, მაგრამ დასრულდა ჩემი ბედნიერება და მარტო დავრჩი. ყველაფერი გამიყიდეს, არაფერი დამიტოვეს მხოლოდ ეს მიწა დამრჩა და ახლა მას დაადგა თვალი გაუმაძღარმა მამა-შვილმა. დავიღალე, გიორგი ძალიან დავიღალე. ცუდი წინათგრძნობა მაქვს და სწორედ ეს მაშინებს რომ ჩემი წინათგრძნობა არასდროს არ მღალატობს. -ნენე, ნენე სახლში ხარ შვილო? ნენემ გაიხედა და გაოცებულმა შეხედა გიორგის. -ძია შალვა მოვიდა.... -ალბად ნოდარიმ მოგიგზავნა, მე წავალ ნენე. -კარგი, დაგირეკავ გიორგი. გიორგი წავიდა და ნენემ სტუმარი სახლში მიიპატიჟა, მაგრამ სტუმარი ეზოში დარჩა და სევდიანი თვალებით შეხედა ნენეს. -ნოდარი ვნახე ამ საღამოს და მისგან გავიგე რომ მიწას ყიდი შვილო, ეს სიმართლეა? ნენეს ჩაეცინა და ორივე ხელები სახეზე მოისვა, შემდეგ მდუმარე შალვას შეხედა და უთხრა. -არ ვყიდი ჩემს მიწას, არ ვყიდი, მაგრამ იმ ზომამდე მივალ კიარ გავყიდი გავაჩუქებ და დაისვენებს ორივე. -კარგს იზამ შვილო და ძალიან გამიხარდა რომ შენი აზრი უარყოფითია. -ძია შალვა.............. -მე შენსკენ ვარ და ჩვენი ყველა სამეზობლო, არ შეუშინდე მათ და შიში არ დაანახო შენს თვალებში, უკან არ დაიხიო თორემ გადაგივლიან. რამოდენიმე დღე შეჩერდა მუქარა, მაგრამ ერთ დღეს სკოლიდან ახალი მოსული იყო როცა ნასვამი რობერტი ესტუმრა ნენეს. -ჩემს წინ გინდა წახვიდე, გინდა გვაჩვენო რომ ძლიერი ხარ და არ გეშინია არავის,მაგრამ შენ ჩემს წინ ვერ წახვალ, შენ მე ვერ გადამივლი თავზე იცი რატომ, მე წაგართმევ შენს სიამაყეს და შენს სიძლიერეს. -ნასვამი ხარ და წადი სახლში. უთხრა ნენემ წყნარად და კარი მიუკეტა, მაგრამ რობერტიმ ფეხით შეანგრია კარი და ნიკაპზე ხელი მოუჭირა. -მიწას გაყიდი და ეს ხვალ მოხდება, რადგან ხელს ხვალ მოაწერ საბუთებს. -არ გავყიდი, ჩემი ქონება ჩემი უფლებაა. -ხმა ჩაიგდე და დამიჯერე ისევ და ისევ შენი სიკეთისთვის. ნენემ ხელი კრა რობერტის, მთვრალმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა, ნენემ კი კარი დაკეტა და პოლიციას დაურეკა, რობერტიმ ტელეფონი წაართვა და კედელზე მიანარცხა ხელი კი გაარტა სახეში და ენის ბორძიკით უთხრა. -ეს არაფერია იმასთან რაც გელოდება თუ ქაღალდებს ხელს არ მოაწერ. -გაეთრიე ჩემი სახლიდან, ავადმყოფი ხართ ორივე მამა-შვილი. რობერტიმ ორივე ხელებში მოიმწყვდია ნენე და ნენემ რაც შეეძლო იყვირა. -მიშველეეეეეთ. მეზობლებმა გაიგონეს ნენეს ხმა და პირველი ძია შალვა შევიდა ნენესთან, მაგრამ რობერტიმ მას ფეხი ამოარტყა, მაგრამ ორმა პოლიცილმა ხელები გადაუგრიხა და წაიყვანეს. ნენე ძია შლვასთან მივიდა და წამოაყენა. -როგორ ხარ, წყალს მოგიტან. -მე კარგად ვარ შვილო, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. -ძია შალვა მართალს ამბობს, ნენე როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თავდასხმები, ასე აარ შეიძლება მეგობარო. -ნოდარი მოვა აუცილებლად. -აქ არ უნდა დახვდე, პოლიციაში უნდა წამოხვიდე და ჩვენება მისცე. სახლში გიორგი და ზურა შევიდა, ზურამ შეხედა როგორ აიტანა ნერვიულობისგან კანკალმა ნენე. -რობერტს ჭკუა არ მოეკითხება ერთ ღამეს რომ მოვიდეს წამალში გაკეთებული ვერაფერს გააგებინებ და შესაძლებელია უბედურებაც მოხდეს. -წამოვალ და ჩვენებას მივცემ. -ჩვენ აქ ვართ შვილო. უთხრა შალვამ ნენეს და ისიც მათ გაყვა.პოლიციაში მისულებს ისეთი თვალებით შეხედა ნოდარიმ ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს შენი ბოლო არისო. ნენემ ჩვენება მისცა და კომისარს კაბინეტიდან გამოსულს ნოდარიმ წინ გადაუდგა და ჩუმად, მაგრამ ნენეს გასაგონად გაბრაზებულმა უთხრა. -საჩივარს გამოიტან თუ სიცოცხლე არ მოგბეზრდა, ისე გაგაქრობ შენს გვამსაც ვერავინ ვერ იპოვის, გესმის რას გეუბნები? -ვიცი და ეჭვიც არ მეპარება რომ ისე გამაქრობ, როგორც შენი საკუთარი ძმა გააქრე საყვარელ ადამიანთან ერთად და შემდეგ ყველაფერს დაეპატრონე. მომერიე 16 წლის დაუცველ გოგონას, მაგრამ კარგად მომისმინე მე აღარ ვარ პატარა და შემიძლია ძველი საქმეების ამოქექვაც. -რა, რა, რას გულისხმობ. რა, რა, რას ბოდავ. აჭრელდა სახეზე ნოდარი. -სულ მალე გაიგებ, ჩემგან შორს დაიჭირე თავი და ორივე მამა-შვილმა მომეშვით, გაქრით ჩემი ცხოვრებიდან. ნენემ პოლიციის შენობა დატოვა თუ არა სიძლიერე სადღაც გაქრა და მთელი სხეულით კანკალობდა, მიხვდა რომ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ნახოს ნოდარიმ და იქვე მდგარ გიორგის მანქანაში ჩაჯდა, ზურამ კი არც დაფიქრდა შაკოს დაურეკა და რაც მოხდა ყველაფერი უთხრა. -ზურა გასული ვარ საქმეზე და რამოდენიმე დღეში დავბრუნდები, ჩემი მეგობარი უკვე მუშაობს იმ საქმეზე, როგორც კი სიახლეები მექნება დაგირეკავ. გთხოვ ნენე მარტო არ დატოვოთ შენ და გიორგიმ. ზურამ ტელეფონი გათიშა და ნენეს ვეღარ მოკრა თვალი, იფიქრა სახლში იქნებაო და მასთან მივიდა. შუქები დაინახა და ნენეს ხმაც შემოესმა. -ვეღარ გაძეხი, რით ვერ ამოივსე მაგ მუცელი რომ ვერა და ვერ დაკმაყოფილდი. ძმის სიკვდილი გაგეხარდა მის ქონებას დაადგი თვალი და ყველაფერი გაყიდე, სულ დაკარგე ნამუსი? -ენა ჩაიგდე გოგო. -რატომ? სიმართლის გაგონება გიჭირს და ვერ ეგუები, დაგავიწყდა რომ სწორედ იმ მიწასთან მოკვდნენ ჩემი მშობლები და მათი სისხლით არის მორწყული ის ადგილი. არ დაგითმობ და შენსას არ გაგატანინებ. რაც უნდა დამიშავო, რაც უნდა გააკეთო მაინც არას გეტყვი. არ ვარ თანახმა, არ ვყიდი ჩემს მიწას, ის მხოლოდ ჩემი საკუთრებაა ჩემიიიი. -ეს არის შენი ბოლო სიტყვა? -მიკვირს შენი, იცი როგორ ძალიან გამაკვირვე? -რატომ? -მეკითხები რატომ? შვილი პოლიციაშია და შენ შვილზე ჯავრობდე ისევ ჩემთან მოდიხარ და ისევ მიწაზე მელაპარაკები. ეს არ უნდა გამიკვირდეს? -მე როგორც ვიტყვი ისე იქნება, ნუ გიკვირს რობერტი ხვალ სახლში იქნება. -როგორ? -საჩივარს გამოიტან, შემდეგ კი საბუთებს ხელს მოაწერ და მიწის მყიდველს თავად დაელაპარაკები რომ თანახმა ხარ თანხას იმ ანგარიშზე დასვამს რომელ ანგარიშსაც თავად ეტყვი. -ძალიან დარწმუნებული ხარ და მე კი შენს ადგილზე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი -ეს მე და შალვამ ვიცით. უთხრა და წავიდა, ნოდარი ძალიან მშვიდად საუბრობდა რაც ნენეს ძალიან გაუკვირდა და მიხვდა, რომ მას კიდევ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩაფიქრდა და რამდენიმე წუთი გაშტერებული ერთ წერტილს უყურებდა, შემდეგ ტელეფონს მოკიდა ხელი უნდოდა შაკოსთვის დაერეკა, მაგრამ გადაიფიქრა. -შაკო შენთან ერთად როცა ვარ მინდა ყველაფერი მოგიყვე და გული გადაგიშალო, იგივეს აკეთებ შენც. ნატა მართალია შენს მიმართ რასაც ვგრძნობ ამის აღწერა შეუძლებელია. ზურამ მორიდებულად დაუძახა ნენეს და კარი შეაკეთა როგორც მოახერხა იმ ღამეში, ნენენ დამღლელი დღის შემდეგ შხაპი მიიღო და დაწვა, მაგრამ შუაღამე გადასული იყო რომ გაიღვიძა და სასწრაფოდ ადგა საწოლი გადასწორა თავი მოიწესრიგა და ჩემოდანი ჩაალაგა, ხელ ჩანთაშიც საჭირო ნივთები ჩააწყო და გიორგის დაურეკა. -რა მოხდა, ისევ ვინმე მოვიდა? -კარგად ვარ, გაგაღვიძე მაგრამ უნდა მოხვიდე სასწრაფოდ, მაგრამ პოლიციის მანქანით არ მოხვიდე. -რა მოხდა, ნენე მაშინებ. -აქამდე მოდი და ყველაფერს აგიხსნი, ძილი მერე გააგრელე. -არ მძინავს, მორიგე ვარ. ნენე ხელში ჩანთით და ჩემოდნით დახვდა გიორგის და ისიც ხან ნენეს უყურებდა და ხან მის ბარგს. -არ მეტყვი რამ გიკბინა და ასეთ დროს სად მიდიხარ? -გვიან ღამით მოვიდა და მიბრძანა საჩივარი გამოვიტანო როგორც კი გათენდება, შემდეგ კი საბუთებს ხელი მოვაწერო და მიწა გავყიდო თანხა კი მყიდველმა მის ანგარიშზე დარიცხოს. მიწას არ გავყიდი, გიორგი მათ სურვილებზე ვერ ვივლი. -გავიგე, მაგრამ სად მიდიხარ და სად იქნები რომ გნახო. -ნომერს გამოვცვლი, დაგირეკავ იმ შემთხვევაში თუ არავის ეტყვი რომ იცი სადაც ვარ. -სამარე ვარ, გპირდები არავის ვეტყვი, მაგრამ არც ნატამ არ უნდა იცოდეს სიმართლე? -ნატას შენ უთხარი, ვიცი მაინც გათქმევინებს. -ნენე მოგხვდება....... -მიხარია რომ გულის თქმას მიყევი და დღეს ორივე ბედნიერი ხართ. -მინდა შენც ბედნიერი იყო და იმედია იქნები, მოვედით აქედან როგორ წახვალ. -ტაქსით წავალ. -არა, ნოდარი მელაა და გაიგებს რომ ტაქსით წადი და იმ ტაქსს მალე იპოვის. -აბა რა ვქნათ, დილამდე აქ გავჩერდე ვიღაც დამინახავს და ყველა გაიგებს რომ სოფლიდან წავედი. -მე წაგიყვან, ტაქსი ამ დროს სანდო არ არის და ნაცნობი მძღოლი კი ჩაგვიშვებს. -მორიგე ხარ, გიორგი....... -არა უშავს, როგორმე გამოვძვრები შენ კი ტელეფონი გათიშე. გიორგიმ ნენე ქალაქში ჩაიყვანა და უკან დაბრუნდა, ნენე სასტუმროში მოეწყო დილით კი ნომერი იყიდა და გიორგის დაურეკა. -როგორ ხარ, ჩემს გამო გისაყვედურეს? -არა, მეგობარმა შემცვალა. -სანდოა? -სანდოა ნუ დარდობ. შენი ამბები დრო და დრო მომწერე, ყოველ დღე არ აგიკლებ რეკვებით შენს ზარს დაველოდები. -კარგი, სოფელში რა ხდება გაიგო რომ სახლში არ ვარ? -არ ვიცი, განგებ არ გავედი შენსკენ, საღამოს მივალ და კარს გამოვცვლი რომ დაცული იყოს სახლი და შენც მშვიდად იყო. ახლა კი ვთიშავ დრო არ მაქვს და მოგვიანებით შეგეხმიანები. ნენემ ინტერნეტში ვაკანსიებს გადახედა, მას სამსახური ჭირდებოდა და ერთ ერთ სასტუმროში იპოვა ადგილი. სასტუმროში ძალიან ბევრი ისეთი რამ აღმოაჩინა გაუკვირდა, მაგრამ ფულიც არ ჰქონდა ბინა ექირავა და რამდენიმე დღე გაუსაძლის პირობებისთვის უნდა გაეძლო. გადაიღალა, ერთ დღეს ახალგაზრდა გოგონა ტელეფონზე საუბრობდა და მოულოდნელად ნერვიულად ხმამაღალი ხმით თქვა. -რა სასწაული ხარ, ბოლო წუთებში მეუბნები ყველაზე მნიშვნელოვანს და მე სად ვიშოვო რამდენიმე წუთში ჩინურის მცოდნე, ინგლისური არ იციან? -მათი მოთხოვნაა თავიანთ ენაზე ისაუბრონ, სოფო ეს ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტია არ უნდა დავკარგოთ, უნდა იპოვო თარჯიმანი. -გამორიცხულია, ეს შეხვედრა ჩაიშლება. -შეხვედრა შედგება და ამას შენ გააკეთებ. -ღმერთო შენ მიშველე რა გავაკეთო და სად ვიპოვო ჩინურის მცოდნე. ნენემ გოგონას მიუახლოვდა და მორიდებულად უთხრა. -მე დაგეხმარებით, მე შემიძლია თქვენი დახმარება. სოფო ნენესკენ მიბრუნდა და სიხარულისაგან აკანკალებული ხმით უთხრა. -თქვენ ამბობთ რომ დამეხმარებით? -ექვსი ენა ვიცი და მათ შორის ჩინურიც. -მომისმინე, კარგად გადაგიხდიან და შეხვედრაზე მეც შენს გვერდით ვიქნები, მთავარია კლიენტი არ დავკარგოთ. -მესმის, მაგრამ უნდა გამოვიცვალო. -აუცილებლად, წავიდეთ შენს სახლში. -მე აქ ვცხოვრობ. -სასტუმროში ცხოვრობ და აქ მუშაობ? -დიახ, ახლახანს ჩამოვედი სოფლიდან და ეს სამსახური ვიპოვე. -კარგი, ყველაფერი გამოსწორდება მე სოფო მქვია. -ნენე, ჩემი სახელი ნენე არის, ნენე ძიძიგური. -ნენე მოდი მაღაზიაში წავიდეთ, ჩვენ მათზე შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ. -მაგრამ მე, მე, მე... -მივხვდი და არ ინერვიულო ყველაფერს კომპანია გადაიხდის. მაღაზიაში სოფომ ყველაფერი საუკეთესო იყიდა ნენეს გემოვნებით, შემდეგ სალონში შევიდნენ და დათქმულ დროზე ორივე სასტუმროში დაბრუნდა, სასტუმროს მფლობელმა გაოცებულმა შეხედა ნენეს და უთხრა. -არ მითხრა რომ აქედან უნდა წახვიდე. -სამწუხაროდ ნენე ამიერიდან კომპანია ,,შბლ1''-ის თარჯიმანია. -ეს როგორ, თქვენ ასე იოლად აიყვანთ ადამიანს კომპანიაში სამუშაოდ? -ადამიანი ვინც თქვენს სასტუმროში თეფშების მრეცხავად აიყვანეთ და მიმტანადაც ამუშავებთ, მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და ის უცხო ენების მცოდნეა, მან ექვსი ენა იცის და ეს სრულიან საკმარისია ცოდნისთვის ვიცოდეთ როგორ ადამიანთან მოგვიწევს მუშაობა და ურთიერთობა. ნენემ გაოცებულმა შეხედა სოფოს და კითხა. -კომპანიის ხელმძღვანელი ხარ? -არა, მაგრამ დამიჯერე როგორც ვთქვი ისე იქნება. სოფოს ტელეფონმა დაურეკა და ომახიანად და ამაყად უპასუხა ტელეფონს. -გისმენ ბექა. -თარჯიმანის რა ქენი, იპოვე? -ვიპოვე და შეხვედრა შედგება. -კარგია, პრემიას მიიღებ. თარჯიმანი რამდენს ითხოვს დღეს ჩვენს გვერდით რომ იყოს გვიან ღამემდე. -რაც უფრო კარგად გადაუხდი უარს არ გეტყვის. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ, უფროსი დაბრუნდა? -არა, ვერ მოდის და სხდომაც მის გარეშე ჩატარდება. -გასაგებია, მისამართი მომწერე სად დაგეგმეთ შეხვედრა და ჩვენც იქ მოვალთ. სოფომ ნენეს ბარგი თავის მანქანაში მოათავსა და რამდენიმე წუთში მასთან ერთად უკვე დანიშნულების ადგილზე იყო, ბექა ძალიან კმაყოფილი დარჩა ნენეს მოხერხებით და საუბრით. ბექამ სოფოს უჩურჩულა. -სად იპოვე ეს გოგო, ჩვენთვისაა გამოგზავნილი. -გეთანხმები რომ ხელიდან არ უნდა გაუშვათ, მან ექვსი ენა იცის. -სად მუშაობს უთხარი ჩვენთან მოვიდს და ხელფასიც მაღალი ექნება. -რესტორანში მუშაობს მიმტანად. -საააად? ბექამ გაოცებულმა შეხედა სოფოს და შემდეგ ნენეს გახედა. -ბექა რაღაც მოვიფიქრე. -რა მოიფიქრე, აქ არ ამაყვირო სოფო. -იმედია არ გადაგიფიქრებია ბავშვებისთვის ძიძას რომ ვეძებდით. -გინდა ძიძად იმუშაოს ასეთმა ნიჭიერმა ადამიანმა? -დროებით, ბექა მივხვდი რომ პრობლემები აქვს და მოდი ჯერ ჯერობით სანამ გაგვიცნობს, გაიხსნება და მოგვენდობა ჩვენთან იყოს. -კარგი, მაგრამ დაგთანხმდება? -დარწმუნებული ვარ თანახმა იქნება. -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული. -დარწმუნებული ვარ, რადგან წასასვლელიც არსად აქვს. შეხვედრა დასრულდა და დღის ბოლოს კმაყოფილი სახით ესაუბრებოდა უფროსს ბექა და ტელეფონი გათიშა თუ არა ნენეს მორიდებულად დაელაპარაკა. -მერიდება, მაგრამ თუ თანახმა იქნები მინდა ჩემს შვილებთან იმუშაო ძიძად და უცხო ენაში ამეცადინო. -თანახმა ვარ, მაგრამ ბინა უნდა ვიშოვო. -ბინას ვიშოვით, ეს მე მომანდე. სამსახური უკვე ჰქონდა ნენეს და კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით და არა მარტო სამსახური, მას უხაროდა რომ მეგობარი გაიჩინა, მაგრამ არავინ არის ისეთი, ვისაც გულთან ახლოს მიუშვებს და შიშობს საშინელი მარტოობის გრძნობამ შიგნიდან არ დაუწყოს ჭამა. -ნენე არ მინდა რამე დაგაძალო, მინდა შენი სურვილი იყოს ძიძად მუშაობა. -რა თქმა უნდა, სოფო მე თანახმა ვარ. -მაშინ დღეს ჩემთან წამოხვალ და ჩემს შვილებს გაგაცნობ დილით ხვალ კი ბინის საკითხს მოვაგვარებთ. სოფო და ნენე ერთად წავიდნენ, ეგონა სახლში უკვე ეძინათ და ფრთხილად შევიდა, მაგრამ სამზარეულოდან ხმა მოესმა. -მოხვედით? -მოვედით, რატომ არ გძინავს? -როცა ოჯახის წევრები სახლში არ არიან შენ შეძლებ მშვიდად იყო და დაიძინო? -მართალი ხარ, ვერ შევძლებ. -შენ მითხარი ჩემი შვილი გაბრაზებს? სოფოს გაეცინა და უთხრა. -არა, არ მაბრაზებს. -თებერვალში ხომ იცი 29-ში დაბადების დღე აქვს, ხომ იცი ყოველ ოთხ წელიწადშია მისი დაბადების დღე და წელსაც უნდა ავღნიშნოთ. სოფო სტუმარი გვყავს? გაოცებულმა შეხედა მორცხვად მდგარ ნენეს. -ვერ ვიტყვი რომ სტუმარია, ჩემი მეგობარია და ბიჭების ახალი პედაგოგი. -უცხო ენების სპეციალისტი ხართ? -დიახ, უნივერსიტეტი დავამთავრე უცხო ენების განხრით. -კარგია, მომწონს მე ეს გოგონა და ის გაუშვით, სოფო შევამჩნიე რომ ბიჭებს ეჩხუბება. -დედა ბებო მართალს ამბობს. -არც თქვენ გძინავთ, აქამდე რატომ ხართ აქ. -ხვალ შაბათია და შენ ისევ დაგავიწყდა, მამა სად არის. -აქ ვარ, მეც მოვედი. ნენემ გაოცებულმა შეხედა ბექას და შემდეგ სოფოს. -დამნაშავე ვარ რომ არ გითხარი, ბექა ჩემი მეუღლეა ნენე. -მე სოფოს მეუღლე ვარ. უთხრა ბექამ სიცილით და ნენესაც გაეცინა. -კარგი, გაიცანით თქვენი ახალი მასწავლებელი ნენე ძიძიგური. ნენე ჩემი შვილები თომა და მათე. -ტყუპები არიან? -არა, ერთი წელია დაშორება მათ შორის. ნენემ ბიჭებს მიესალმა და ჩუმად თვალი ჩაუკრა მათ და ნიშანი მისცა ერთმანეთს კარგად გაუგებთო. მართალი აღმოჩნდა, ბიჭებს უხაროდათ ნენეს იქ ყოფნა რადგან ნენე მათთან მეგობრულიც იყო და მომთხოვნიც. ნენეს არ გამოჩენამ სოფელში ზურა ააღელვა, გიორგი კი დრო და დრო ურეკავდა ნენეს და გებულობდა მის ამბებს ასე მშვიდად იყო, მაგრამ სხვების დასანახად ნენეს გაუჩინარებას ნერვიულობდა. ზურამ შაკოს დაურეკა და ნენეს გაუჩინარების შესახებ უთხრა. -ზურა მეც ვრეკავ მის ნომერზე, მაგრამ გათიშულია და ვერ ვუკავშირდები. დარწმუნებული ხარ, რომ სოფელში რამდენიმე დღე არის რაც არ ყოფილა? -დარწმუნებული ვარ, სკოლაშიდაც არ მისულა სადაც ასწავლის. -კარგი, თუ რამე შეიცვალოს მომწერე, მე უკვე ქალაქში ვარ და ჩამოვალ სოფელში. შაკომ ტელეფონი გათიშა და ანერვიულებულმა ისევ დარეკა ნენეს ნომერზე საიდანაც ისევ დუმილი მიიღო და თქვა. -სად ხარ, ნენე სად წადი შენ პირობა მომეცი, რომ ერთმანეთს არაფერს დაუმალავდით. -რა მოხდა, შენს თავთან როდიდან დაიწყე საუბარი. -ლაშა ნენე გაუჩინარდა. -სად უნდა წასულიყო, პატარა გოგონა ხომ არ არის რომ დაიკარგოს. -არ ვიცი, არ ვიცი ცუდი წინათგრძნობა მაქვს. -დამშვიდდი, ასე ვერაფერს გაიგებ და ნერვიულობაც კარგს არაფერს გიზამს. -ბექამ არ იცის რომ დავბრუნდით, დაურეკავ. შაკომ ბექას დაურეკა და ილაპარაკეს, არც ნენე დავიწყებია, მაგრამ სახელი არ ახსენა მისი. -დრო თუ გაქვს ჩემთან მოდი, სერიოზულ თემაზე მაქვს შენთან სალაპარაკო. ბექას გაუკვირდა და შაკოსთან წავიდა, შაკომ კი რჩევა კითხა. -როგორ, მიწა სხვას ეკუთნის და შენ ვისგანაც ყიდულობ ის სხვაა? -ასეა, ბიძა არის და საკუთარი ბიძა ძმიშვილს უყიდის მის საკუთრებას. -დავფიქრდები, ვნახოთ რას გავაკეთებ. -გოგონას პრობლემები აქვს, ბექა უნდა დავეხმაროთ. -კარგი, შენთვის სიურპრიზი მაქვს. -რა სიურპრიზის ხასიათზე ხარ, ახლა არანაირ სიურპრიზების ხასიათზე არ ვარ. ბავშვები როგორ არიან. -წამოდი და ნახე, სიმაღლეში წავიდა ორივე სადაცაა მეც გადამისწრებენ. -დედას დაემსგავსონ უჟმურ მამასგან რა უნდა ისწავლონ. -ლაშიტო როგორ გაერთე, გაძვერი გოგოებში? -საერთოდ დავინახე კაბიანი? უთხრა ლაშამ და სამივეს გაეცინა. -წავედით, ბიჭები ერთი თვეა არ მინახავს. ბიჭები მეცადინეობდნენ, ნენე მათ ინგლისურად უხსნიდა გაკვეთილს, უეცრად მათემ ფანჯრიდან დაინახა შაკო და ორივე სიხარულით და ოვაციებით შეხვდა კართან შაკოს, მაგრამ შაკო გაოცებული იდგა და ნენეს უყურებდა, უეცრად მასში სიბრაზემ იფეთქა და ნენესკენ გაბრაზებული წავიდა. -შენ, შენ აქ ხარ და მე ვნერვიულობ, წარმოდგენა თუ გაქვს რამდენიმე დღე რომ ვერ დაგიკავშირდი რა დამემართა. ესაა შენი პირობა? რატომ დაგავიწყდი, ნენე რატომ არ მითხარი ქალაქში თუ მოდიოდი. ხმას ვერ აკონტროლებდა შაკო და გვიან შეამჩნია სოფოს და ბექას გაოცებული თვალები, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია მათ რეაქციას და თვალცრემლიან ნენეს ორივე ხელები მოხვია. თითქოს მოეშვა ნენე შაკოს მკლავებში და დაცულად იგრძნო თავი, შაკო კი გრძნობდა როგორ ცახცახებდა მის მკერდზე მიკრული ნენე და ჩურჩულით უთხრა. -უკვე აქ ხარ, ჩემთან ახლოს ხარ, მაგრამ შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ შემაშინე. -შენი ნერვიულობა არ მინდოდა..... -არსად აღარ გაგიშვებ, სულ ახლოს მეყოლები და სულ ჩემს გვერდით იქნები. არავის მივცემ შენი წყენინების უფლებას, არც ბიძაშენს, არც მის შვილს. გპირდები, რომ დაგიცავ, მხოლოდ კიდევ ცოტა დაიცადე და ყველაფერი დასრულდება. -როგორ, როგორ უნდა ჩამოვიშორო გზიდან.............. -ყველაფერს გავაკეთებ შენი სიმშვიდისთვის. -უკაცრავად, მაგრამ ჩვენც აქ ვართ. თქვა სოფომ და შაკოს შეხედა, შაკომ კი მის თვალებში წაიკითხა ,,ყველაფერს დაფქვავ''. ნენეს ხელი მოხვია და მეგობრებს მიუბრუნდა, მიხვდა რომ ყველაფრის ახსნა ითხოვდა ცოლ-ქმარი და ლაშას თვალი ჩაუკრა. -თავდასხმაა და თავდაცვისთვის მოვემზადო? -ჩვენ ვართ მზად და გისმენთ. -ყველაფერს აგიხსნით, თქვენ მითხარით შეხვედრამ როგორ ჩაიარა. -პროექტი რომელიც შენი არ ყოფნის დროს მივიღეთ, ნენეს დახმარებით უკვე ჩვენია. -როგორ, ნენეს რა საერთო ჰქონდა ჩვენს კომპანიასთან ან ჩინელებთან. სოფომ ყველაფერი უთხრა როგორ იპოვა ნენე და რომ არა ნენე პროექტს დაკარგავდნენ და კომპანიას მოუწევდა უზარმაზარი თანხის უკან დაბრუნება ჩინელებისთვის. -ჩინური ენაც იცი? -ინგლისური, ესპანური, იტალიური, ვიცი რუსულიც, მაგრამ.......... -გამოდის ჩვენი კომპანიისთვის საჭირო კადრი ხარ, მაგრამ ნენეს სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნით და ვერ გავრისკავ, უკეთესია თუ სახლიდან მოგვეხმარება. -რა ხდება, შაკო ასე რატომ გეშინია ან ვისი გეშინია. -საქმე რომელიც გთხოვე და გითხარი ერთ გოგონას დავხმარებოდი ის გოგონა ნენე არის. ნენეს არ უნდა მამის დატოვებული მიწა გაყიდოს რომელიც მას დაბადების დღეზე აჩუქა მამამ, მაგრამ პიროვნება ვისაც მე მიწის თაობაზე მოველაპარაკე და ბე გადაუხადე ის პიროვნებაა ნენე ბიძა, ვინც აიძულებს ნენეს ამ მიწის გაყიდვას და თანხაც მას უნდა აიღოს. -ვერ გავიგე, მიწის ნაკვეთი თუ ნენეს სახელზეა და მის საკუთრებაშია, ბიძაშენი რა უფლებით ყიდის ამ ნაკვეთს ნენე. -სწორად გაიგე, საქმე რომელსაც იძიებ ნენეს მშობლები არიან და უნდა დავაჩქაროთ საქმის გამოძიება, რომ ისინი დაისაჯოს ვინც დანაშაული ჩაიდინა. -საქმე ძიებაშია და ჯერ არაფლის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ კარგად დაგეგმილი მკვლელბა არის და სწორედ ამის დამტკიცებაზე ვმუშაობთ ყველა ერთად, რომ ხელთ უტყუარი საბუთი მქონდეს. ნენეს გული აუჩქარდა და ცრემლით აევსო თვალები, ბექას შეხედა და სინანულით თქვა. -გამოდის ჩემი მშობლები მოკლეს.............. -ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია რაც გითხარით. -ნენეს ქალაქში სიარული საფრთხეს შეუქმნის, არ ვიცით როდის და სად გადააწყდება ნაცნობს, ამიტომ ბინა კომპანიასთან ახლოს უნდა იყოს. ნენე შენ ჩვენ ყველას გვჭირდები, გაფორმდები კომპანიაში და ანაზღაურებაც გექნება. -მაგრამ......................... -ბიჭები გაღელვებს, ბიჭები კომპანიაში მოვლიან მათთვის ეს არ არის რთული, რადგან სკოლა ძალიან ახლოს არის კომპანიასთან და აქედან სახლში ერთად წავალთ. ბინას კომპანია გამოგიყოფს, ასე რომ ამ მხრივ უზრუნველი იქნები. -თქვენ, თქვენ..... -არ ინერვიულო, ჩვენ მეგობრები ვართ და ახლა შენც შემოგვიერთდი, ასე რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ ნენე. -მაგრამ როცა სააქმეს ეხება ჩემს ქმარს ავიწყდება ვინ ვარ მე მისთვის და რას წარმოვადგენ, მით უფრო მაშინ, როცა შაკო ადგილზე არ არის მეც მისთვის ერთი რიგითი თანამშრომელი ვარ და არა ცოლი. -საღამოს როცა ერთად აღმოჩნდებიან ერთ სპალნაში გაოცებული უყურებს სოფოს და რამდენჯერ კითხა სოფოს შენ აქ რას აკეთებო, იმდენად არის გადართული ხოლმე საქმეზე ტვინის უჯრედები ეკეტება და სოფოს არსებობა ავიწყდება. თქვა ლაშამ და გულიანად იცინა ყველამ. -თანახმა ვარ თქვენთან ერთად ვიმუშავო, მაგრამ................ -ბინას დღესვე ვნახავთ მე და ლაშა და მალე გადახვალ ბინაში. -კარგი, შენ აქ დარჩი მე დეას სანახავად წავალ, რადგან წუწუნებს ყოველთვის მისი ნახვა რომ დამაგვიანდება და დღეს მაქვს თავისუფლება მივაკითხო. შაკო ტელეფონზე ურეკავდა დეას მაგრამ დეა არ პასუხობდა და გაბრაზდა, ამიტომ მასთან წავიდა, მაგრამ დეა სახლში არ დახვდა. უკან უნდა გაბრუნებულიყო, რომ დეას ხმა გაიგონა. -,, შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ რას ფიქრობს გული, სიყვარული ჩუმად გულში იმარხება, შენ ვერასოდეს ვერ ჩამხედავ სულის სიღრმეში ჩემი სულიც ხომ ჩემს სხეულში იმალება...... -დეა, ეს მთვრალია? იდგა შაკო სიბნელეში და კიბეებზე ბრბაცით მომავალ დეას სიცილით უყურებდა, დეამ კი წვალებით გააღო კარი და შაკოც სახლში შეყვა. -ვაააა, შაკუნკუნაც მოსულაო. -ვის უმღეროდი გოგო ასე გულდამწვარ სიმღერას, არ გრცხვენია? -რისი უნდა მრცხვბენოდეს ან ვისი, შენი? -ფქიქოლოგი ქალი სიმღერ-სიმღერით მოდიხარ გზაში და ყველა შენ გიყურებს. -შენ საიდან გაჩნდი აქ, მითვალთვალებ? -რა გინდა ამ დროს გარეთ, იკითხე წიგნი და იყავი სახლში. -შენ არ გწყინდება სახლში ვირთხასავით ჯდომა? შენი არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს მუსიკა, მიყვარს სიცოცხლე და შენსავით არ ვგლოვობ წარსულს. -დეა არ მიყვარს როცა რაღაცას მახსენებენ. -არაფერს გახსენებ, რატომ მოდი გაგახსენდი რომ ვარსებობ? -გასული ვიყავი ქალაქიდან, მამიდა სად არის რატომ არ გიყურებს რას გევხარ ბასიაკი ლოთივით ყარხარ. -მამიდაშენი სოფელშია, სხვათა შორის დედაშენიც. -დაწექი და დაისვენე, დავრჩე თუ მიხედავ საკუთარ თავს. -არ მჭირდება თავდგმურები. -ვის გავხარ ასეთი უგულ-სულო და უკარება. -უგულო ვარ გეთანხმები, რადგან როცა შენი გულის ნაწილს იქ ტოვებ სადაც ვერ ამჩნევენ, რა თქმა უნდა უგულო ხარ. შაკო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და დეას უყურებდა და ცდილობდა არ გასცინებოდა, მაგრამ ვერ შეიკავა თავი და სიცილით უთხრა. -ვაჰ, შეყვარებული ვართ მამიდაშვილო? -შემეშვი, უნდა დავიძინო. -კარგი გტოვებ და დაგირეკავ. -როდის. -როცა დრო მექნება. -ისევ დაიკარგები. -მე არ ვიკარგები, მაგრამ შენმა სიტყვებმა დამაფიქრა. -რატომ? -ვინ არის ის მამაკაცი ვის გულშიც შენი გულის ნაწილი შეუმჩნევლად ჩადე, შენს გულზე არ ვდარდობ იმ ადამიანს ვდარდობ რომ მოიშხამება და შენ სამუდამოდ ციხეში მოგიწევს ყოფნა, მაგრამ ნუ გეშინია ამანათებით მოგაკითხავ და გინახულებ. -ვერ გიტან ცაგარეიშვილო. -ვერც მე გიტან ბუაძე. კარგ ხასიათზე იყო შაკო და სახლში სიმღერით შევიდა, ტელეფონზე უცხო ნომერი რომ დაფიქსირდა და დასერიოზულდა. -გისმენთ. -ლაშა ვარ და აქ ნუ დამტოვებთ, წამიყვანეთ აქედან გთხოვ შაკო. -ლაშა? სად ხარ, საიდან მირეკავ და რა გჭირს. -ბექას დაურეკე და მოდით, განყოფილებაში ვარ. -დაგაკავეს? რატომ შე თავღია, სად იყავი. გაბრაზდა შაკო და ტელეფონს ხელი მოუჭირა, რომ ისევ ლაშა ხმა გაიგონა. -მოხვალთ, ხომ მოხვალთ. -მოვალთ, მაგრამ ღირსი ხარ მანდ დაგტოვოთ. ბექას დაურეკა და ორივემ ერთდროულად მივიდა განყოფილებაში. -რატომ დააკავეს, რა მოხდა იცი რამე? -არაფერი არ ვიცი, მე დეასთან ვიყავი. -რა ჩაიდინა ამჯერად ამ მართლა თავღიამ. -რა გააკეთე, რატომ ხარ აქ შეიძლება აგვიხსნა გასაგებად? -შენგან წამოსული ბარში შევედი იქ სადაც დავდივარ ყოველთვის, ჩემთვის ვიჯექი და ისევ ის მოვიდა ცეკვა მთხოვა, არ ვცეკვავ რადგან არ მიყვარსმეთქი და მოულოდნელად ატეხა ყვირილი, რომ თითქოს მე უხამსი სიტყვები უთხარი. -როცა იქ მარტო მიდი ყოველთვის შარში გაეხვიე, რატომ მიდი მარტო. -დააცადე შაკო, მერე რა მოხდა. -წამოვედი იქედან და მანქანასთან დამხვდა, მითხრა წამეყვანა სახლამდე მეც წავიყვანე, მაგრამ სახლამდე ჩამოვსვი და მივატოვე ღამეში. -ლაშა მე მელაპარაკები ამ წუთას და არა ბექას. -მეც აქ ვარ, შენ რასაც ამბობ ყველა სიტყვა შენს წინააღმდეგ არის. -რატომ, არაფერი გამიკეთებია ცუდი თავად დამამცირა და შემარცხვინა. -შენი მხრივ მართალი ხარ, მაგრამ იცი აქ ამ ქაღალდზე რა წერია? -რაც უნდათ ის დაწერონ, რაც მთავარია მკვლელი არ ვარ. -სექსუალური შევიწროვებაა ქალების მიმართ და გასამართლდები როგორც მექალთანე თუ ლიას ბოდიშს არ მოუხდი. -ბოდიში მოუხადო? არასოდეს, არასოდეს, არასოდეეეს. ლაშა არასოდეს იხდის ბოდიშს და არ დახრის თავს როცა ის მართალია. -არასოდეს არ გახვალ გარეთ თუ ბოდიშს არ მოიხდი და აქ იქნები. -დავდნები ციხის კედლებში, მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი. -ყოველთვის მხოლოდ იმ ქალთან რატომ გაქვს პრობლემა და რატომ ხდება სულ ერთი და იგივე. -ვერ ხვდებით, უყვარვარ და მთხოვს მის გვერდით ვიყო, მაგრამ მე არ მიყვარს და უსიყვარულოდ როგორ ვიცხოვრო ქალთან, თქვენ იცხოვრებთ? -მივიდეთ და ვნახოთ, დაველაპარაკოთ და ამჯერად სერიოზულად. შაკო და ბექა ბარში მივიდა და ბარმენს წინა ღამეს მომხდარი არეულობის შესახებ შეეკითხა. -ლაშა ჩვენი ბარის ხშირი კლიენტია და არ არის დამნაშავე, ლია ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა, რადგან ფული აქვს და ფულით გააქვს თავი. -სად ვნახოთ, აქ ვერ ვხედავ. -ზემოთ არის მის ოთაქხში, ფაქტიურად აქ ცხოვრობს. შაკო წავიდა და წითლად შეღებილ კარზე ფრთხილად დააკაკუნა და თავაზიანად იკითხა. -შეიძლება შემოვიდე? -შემობრძანდით, ვიცი რატომ ხართ აქ. -ვიცი რომ იცით და მეც მინდოდა ახლოდან თქვენი ნახვა, თქვენს გამო რამდენჯერმე მოხვდა ჩემი მეგობარი განყოფილებაში. -დაიმსახურა თქვენმა მეგობარმა ის ადგილი. -გისმენთ და სხვაგვარად არ გამოდის, პირდაპირი ვიქნები თქვენთან. -რა თქმა უნდა, მინდა ვიცოდე ჩემზე რას ფიქრობთ. -არ ვიცი რატომ ჩაიციკლეთ მასზე, მაგრამ თუ ჩემი მეგობარი ხვალ თავისუფალი არ იქნება მე ვიზრუნებ ხვალვე დავხურავ ამ ბარს. ლაშას სახელი აქვს და მას აფასებენ, თქვენ კი მას ადანაშაულებთ რომ მან სექსუალურად შეგავიწროვათ. ორივემ ვიცით რომ ეს ტყუილია. ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ეს თემა უნდა დაიხუროს მშვიდად და წყნარად. -თქვენ სერიოზული ადამიანი ხართ, მაგრამ........ -მაგრამ თქვენც იცით რომ სიმართლე ლაშას მხარეს არის და ამას დაამტკიცებს ბარში მყოფი ადამიანები და ბოლოს თქვენ გამოხვალთ შერცხვენილი. -გულს რა ვუყო, გულის ხმას რომ ვერ ვახშობ. -ლაშასთან რა გინდათ, რას ითხოვთ, რას ელოდებით. ლაშა ხვალ თავისუფალი უნდა იყოს და ამას გააკეთებ. შაკო იმდენად სერიოზული იყო ლიას შეეშინდა კიდეც მისი და პასუხი ვერ დაუბრუნა, შაკომ დატოვა ლია და ბექას ანიშნა წავიდეთო. გვიანი ღამე იყო უკვე და ვერ დაურეკავდნენ ვერავის, ამიტომ საქმის მოგვარება დილისთვის გადადეს და სახლებში წავიდნენ. დილით კი შაკო პირველი კომპანიაში მივიდა და ლაშა უკვე კაბინეტში დახვდა. -არ გაგიკვირდა აქ რომ მნახე? -არა, გასაკვირი არაფერია დამნაშავემ გაიგო რაც უთხარი და შეცდომა გამოასწორა. -ვინ, ვის გულისხმობ. -მე, მე გამოვასწორე ჩემი შეცდომა და თავისუფლება გაჩუქე. -შენ, შენ, შენ აქ რას აკეთებ. შაკო................. -მოუსმინე............... -დღეს დილით მე თავად დავრეკე განყოფილებაში, შემდეგ მივედი და საჩივარი გამოვიტანე და გაგანთავისუფლე. -არ მინდა, არ მინდა, არ მინდა. ახლავეს წავალ და თავად ჩავბარდები. -რატომ ნერვიულობ, საყვარელო სიმშვიდე შეინარჩუნე. -ამ ქალისგან თავს ვერ დავიხსნი, არ არსებობს. ლაშა ადგა და კაბინეტიდან გაიქცა მას უკან ლია გაყვა ბექა და შაკო კი ერთმანეთს უყურებდა და იცინოდა, მაგრამ ბექამ დაუძახა. -ლაშატო ორი დღე გაქვს მხოლოდ თავისუფლება, ორშაბათს სამსახურში გამოცხადდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.