19:19 (10 ნაწილი)
* -Სად მივდივართ ბატონო გიგი? -ჩემთან… -მე უცხო მამაკაცებს არ მივყვები სახლში..ხელები გადაიჯვარეიდან და მკაცრად გამომხედა.. -წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ ექიმო.. -ხოდა ეხლა გიწევ..სახლში დამტოვეთ.. -ასეთ მდგომარეობაში?შანსი არ გაქვთ.. -ნინი ფეხმძიმედ არის,რას იფიქრებს მის ექიმს რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახავს? Ახლა გამახსენდა,რომ ნინი ისევ ჩემი ცოლი გონია..სიცილი ძლივს შევიკავე.. -ნინი დღეს არ არის სახლში.. Ამიტომ გათამამდით ექიმო..გავხედე და თვალი ჩავუკარი.. -თქვენ მე ვინ გგონივართ? Ხმას აუწია და სიმკაცრე გაამყარა მის მზერაში.. -მთვრალი ექიმი..სიცილით ვუთხარი.. -უფრო მეტი უნდა დამელია.. -შეგვიძლია დავამატოთ.. -სახლში დამტოვეთ რა..მუდარით გამომხედა.. -საყურე იპოვეთ? Ისევ ცალი საყურე ეკეთა.. -ვერა..წერეთლის 13..ისევ მკაცრი მზერა მესროლა.. -კარგით,გნებდებით ექიმო..ოღონდ ახლა გამიღიმეთ..სახე გაუბრწყინდა და ფოსოებიც გამოხტნენ ლოყაზე.. -მადლობა.. -ჩემთვის იარების მოშუშება გმართებთ ექიმო..მივაძახე კარებში.. -ვალში არავის ვრჩები..ისევ გამიღიმა და სადარბაზოსკენ გაიქცა.. Ცოტახანი კიდევ გაწვალებ ექიმო და შემდეგ ჩემი გახდები..სამუდამოდ..უაზროდ ვიღიმოდი და დაღლილს მალევე ჩამეძინა.. * Ნინი Დილით ადრიანად წამოვხტი..დღეს ნია ექიმთან უნდა წავსულიყავი და ჩემი პატარას გულის ცემა უნდა მომესმინა..ყოველ დილას აზრი მიეცა ჩემთვის.ოთახიდან გავედი და მაგიდაზე თეთრი ვარდები დამხვდა,იქვე წერილიც იდო.. “ ძალიან მინდა ამ მნიშვნელოვან დღეს შენს გვერდით ვიყო..ილია” . სანამ სახელს წავიკითხავდი მეგონა ისევ ივა მწერდა წერილს,ისევ ივა მიგზავნიდა თეთრ ვარდებს.უცნაური შეგრძნება დამეუფლა,ცოტა გავბრაზდი,რომ ილიამ მიითვისა ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩემი ცხოვრების,რაც ახლა გავიაზრე..მანამდე ამაზე არასდროს მიფიქრია.ტელეფონი ავიღე და ილიას დავურეკე: -აღარ მინდა ვარდები მომიტანო და აღარც წერილი მომწერო!! -ნი,რა დაგემართა? Მაპატი.. -არმინდა ცუდად გაიგო,უბრალოდ ეს მხოლოდ ჩემი და ივასია და არმინდა ვინმე სხვა აკეთებდეს ამას.. Მადლობელი ვარ შენი,უბრალოდ გთხოვ.. -კარგი ნი..ანუ არ წამოგყვე დღეს? -გიგის მივყავარ,დამპირდა უკვე..არ გეწყინოს კარგი? -გიგი არა,შენ თუ არ გინდა პირდაპირ მითხარი..წყენა შევატყვე ხმაში -უბრალოდ მარტო მირჩევნია.. -ფოტო გადაუღე,მაინტერესებს როგორია..განმუხტა სიტუაცია.. -აუცილებლად..დაგირეკავ და საღამოს გაჩვენებ.. -აბა შენ იცი.. Გავთიშე თუ არა ტელეფონი გიგის ზარი შემოვიდა.. -აააბა როგორ ხარ? -კარგად გიგი,ცოტა აღელვებული.. -ჰაჰა,შენ წარმოიდგინე მეც..ერთ საათში გამოგივლი კარგი? -კი,მოვემზადები და წავიდეთ ნიასთან.. -ოქეი,დაგირეკავ.. Სარკეში ჩავიხედე და პროფილში ვათვალიერებდი ჩემს თავს..ოდნავ მეტყობოდა მუცელი..თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე,როგორ მომეხუტა ივა ზურგიდან და მუცელზე მოეფერა ჩვენს პატარას..მისი სურნელი იმდენად მძაფრად ვიგრძენი,მისი შეხება..რეალობაში დაბრუნება აღარ მინდოდა..მიჭირს ივა უშენოდ..მენატრები. * Ნია Დილით მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა.. Თავს ვგრძნობდიუბრალოდ, რომ მედო ტანზე..მეტს ვერაფერს..ასე როგორ გინდა წახვიდე ნეტა სამსახურში? Აი რა დალევა აგიტყდა ნია მესხი? Უცებ მომენტები დატრიალდა გუშინდელი საღამოდან და ბალიში თავზე დავიფარე..ღმერთოოოო! Აღმომხდა ხმა და თვალები მაგრად დავხუჭე..რა კარგი იქნებოდა არასასურველი მომენტების წაშლა რომ შეიძლებოდეს მეხსიერებიდან..უცებ გამახსენდა,რომ დღეს გიგის და ნინის ქონდა ვიზიტი ჩემთან..სასწრაფოდ საწოლიდან წამოვხტი,რაც ცუდი იდეა იყო..ყველაფერი დატრიალდა და სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი..გაწეწილი,გუშინდელი მაკიაჟით..სასწრაფოდ უნდა მოვემზადო.. Გზაში ბორჯომი ვიყიდე და დალევის მაგივრად თავზე უფრო მსიამოვნებდა ცივი..კლინიკაში შეუმჩნევლად,სათვალით შევედი და პირდაპი კაბინეტში შევიპარე..12 საათამდე ადამიანს უნდა დავმგვანებოდი.. Კარზე კაკუნი იყო.. -ექიმო შეიძლება?ნაცნობმა ხმამ გამომარკვია -მობრძანდით..ძალით გავიღიმე და გიგის უკან ნინი დავინახე.. -როგორ ხართ?გამიღიმა ნინიმ -მგონი ექიმი ნაბახუსევზეა..ჩაეჭრა გიგი..ჩემი “მკვლელი” მზერა არცერთს გამოპარვია -ასეც ხდება,ექიმებიც სვამენ ხოლმე..თავის მართლებასავით გამომივიდა..ნინი იღიმოდა და ორივეს გვიყურებდა,ცოტა მეუცნაურა ნინის რეაქცია..ამ დროს უფრო ეჭვიან მზერას ველოდი.. -აი აქ დაწექით.. Მამიკოც მოისმენს ხომ პატარას გულის ცემას? Შევმაჩნიე ნინი უხერხულად შეიშმუშნა.. -იცით.. -რა თქმა უნდა..ჩაეჭრა გიგი.. -აი ნახეთ,თქვენი პატარა..მონიტორზე მივუთითე..ნინის ცრემლები ავტომატურად მოსდიოდა,რაც ნორმალური რეაქცია იყო..გიგი ეჭვის თვალით უყურებდა ეკრანს და თავს ხან მარჯვნივ,ხანაც მარცხნივ ხრიდა..სიცილი ამიტყდა მის რეაქციაზე,რაც არ გამოპარვია.. -დამცინით ექიმო?წარბ აწევით გამომხედა.. -არა,მამები ხშირად ვერ აღიქვამენ ხოლმე პატარას..ჩვეული რეაქციაა..გავუღიმე -მშვენივრადაც აღვიქვი..ამჯერად გაბრაზებულმა გამომხედა.. -სქესი როდის გვეცოდინება ნია ექიმო? Ნინი ტირილს აგრძელებდა -2 კვირაში გვეცოდინება გოგოა თუ ბიჭი..ყველაფერი იდეალურად მიდის..სტრესს უნდა მოერიდოთ და ვიტამინების დალევა განაგრძოთ..ეცადეთ არ ანერვიულოთ ნინი..მრავლისთქმელი სახით გავხედე გიგის.. -თქვენ არ ინერვიულოთ ექიმო..ნიშნის მოგებით გადმომხედა გიგიმ..კარებში გადიოდნენ უკვე როდესაც შემობრუნდა.. -ბახუსზე გამოსვლა თუ გადაწყვიტეთ დამირეკეთ..სავიზიტო ბარათი დამიდო მაგიდაზე,თვალი ჩამიკრა და გავიდა.. -გაოცებული ვიჯექი..რა მოღალატეები არიან კაცები..ცოლის თვალწინ ხომ მეფლირტავა,ეს არ იკმარა და ნომერიც კი დამიტოვა..უზრდელი,იდიოტი..თავის ტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა და ნერვები უარესად მომეშალა. * ნიაზე მეცინებოდა,როგორი ბავშვურია..ყველა ემოცია სახეზე ეწერება,წარმომიდგენია რას ფიქრობს ეხლა ჩემზე,როგორი მოღალატე და იდიოტი კაცი ვგონივარ.. -აბა გიგი,შენი ღიმილის მიზეზი ჩვენი ექიმია ნიაა ხო? Ნინის მხიარულმა ხმამ გამომაფხიზლა.. -მოკლედ შენ ხომ ვერაფერ გამოგაპარებს კაცი.. -და რატომ ტანჯავ და ატყუებ რომ შენი ცოლი ვარ და ბავშვს ელოდები? -რა იცი რომ იტანჯება? -სახეზე ეწერა ყველაფერი..სჯობს დროულად უთხრა..არ აწვალო რაა,ჩემი პატარას ექიმია,თანაც ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. - დავფიქრდები.. -ოხ გიგიი! Არ გვაწყენინო მე და შენს მომავალ ნათლულს..Გამიბრაზდა ნინი.. -კარგი,გპირდები.. * Სასტიკად გაიწელა დღე.ნაბახუსევს პლუს ის გიგი,საშინელ ჯამს ქმნიდა..როგორც იქნა დამთავრდა სამუშაო დღე.. Ტელეფონზე მარიამი რეკავდა.. -წესით ჩემი დანახვაც კი არ უნდა გინდოდეს გუშინდელის გამო.. -კარგი მარიამ,არ დაიწყო ეხლა..კიდევ კარგი დროულად შენიშნეს..გამახსენდა გუშინდელი მომენტები და სახეზე წამომაწითლა. -შაკომ რაო? -რავიცი,სახლში დამტოვა გუშინ და მის მერე არ მოუწერია.. -დიდი ალბათობით არც მოგწერს და იმედია ოდესმე ჭკუას ისწავლი ჩერჩეტო შენ! Ვეცადე ცოტა მხიარულება შემომეტანა დიალოგში.. -ეჰ..ჩემი ბრალია სუუულ.. -ეხლა ტირილი არ დაიწყო..გუშინდელის გამო გევალება ბახუსიდან გამომიყვანო,დროზე ჩაიცვი და სახინკლეს შევაფაროტ თავი..ხმამაღლა გადავიკისკისე და თავმა შემახსენა ისევ თავი. Კლინიკიდან გამოვედი,ისევ ნაცნობმა ხმამ მომაბრუნა უკან: -ექიმო გამოხვედით ბახუსიდან თუ ისევ კვდებით? Ჩემს უკან შავებში ჩაცმული გიგი იდგა..მგონი არასდროს მითქვამს რამდენად სიმპატიური იყო,მაღალი,შავგვრემანი..შარმი მისი განუყოფელი ნაწილი იყო..საკმაოდ იდუმალი თვალები ქონდა და ლამაზი ღიმილი..რაც მტავარია ხელები..ვგიჟდებოდი,როგორ გამობერვოდა ვენები და აკვდებოდა მის მტევნებს..გრძელი,სწორი თითები ქონდა,ზედმეტად მიმზიდველი იყო და ყოველ ჯერზე უთქმელად ითხოვდა სიახლოვეს.. -რა იყო ექიმო,ჩემს თვალიერებას იმდენად შეყევი,ტუჩებიც შეიჭამე? Მომიახლოვდა და სათვალე მოიხსნა.. -საიდან მოიტანე? Ღმერთო როგორ შევრცხვი..ასე როგორ მემჩნევა ყველაფერი..ოხ ნია!ცოლიანიაააა! -ნია ექიმო,საკმაოდ დაკვირვებული ვარ,შეამჩნევდით..სად მიდიხართ? -ხინკალი უნდა ვჭამოთ მე და ჩემმა მეგობარმა.. -ძალიან კარგი,წავედით..აქვე დგას ჩემი მანქანა.. -რა? Თქვენ სად მოდიხართ უკაცრავად? -მგონი დაგავიწყდათ..წარბზე მიიდო ხელი..მანქანის კარები გამიღო და გაბრაზებული ჩავჯექი.. -მარიამს დაურეკე და უთხარი,რომ გეგმები შეგეცვალა.. -რა? Თქვენ ნორმალური ხართ? Სად მიგყავართ? -გიტაცებთ ექიმოოო..სიცილით იგუდებოდა..წარმომიდგენია რა სახე მქონდა..საშინლად გავბრაზდი და ყვირილი დავიწყე.. -რა ადამიანი ხართ? Თქვენმა მეუღლემ იცის ასეთი კაცისგან რომ აჩენს შვილს? Როგორ შეგიძლიათ ასეთი რამ ჩაიდინოთ.. -ექიმო,თუ არ გაჩუმდებით გარკვეულ ზომებს მივიღებ და მერე პრეტენზიები გვიანი იქნება..გუშინ გამექეცი და დღეს დაივიწყე.. -მანიაკი ხართ? Სახე მოვმანჭე -კი..ნახე უკან ნაჯახი მიდევს.. Უცებ უკან გავიხედე და გიგის სიცილის ტონალობა ტენორს ცდებოდა.. -პოლიციაში დავრეკავ..ტელეფონს დავხედე..შემდეგ ფანჯრიდან გავიხედე,არ იჭერდა.. -2-1 ექიმო. Თვალი ჩამიკრა და ხის პატარა სახლთან შეაჩერა მანქანა.. Სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან,უკვე შებინდებულიყო,გონზე ვერ მოვედი სად ვიყავით,ჭიშკარი რომ გააღო ნათურებით განათებული,ლამაზი ეზო იყო,საქანელებით და ჰამაკებით..სახლიც გარედან ლამაზად ანათებდა.. -ეს ვისი სახლია? -ჩემი შტაბია..ბავშვობის ოცნება.. -ანუ მსხვერპლები აქ მოგყავთ ხომ? Უკან დიდი ეზოა? -რაარი? -არა,რომ ვიცოდე სად დამმარხავთ.. -მანიაკსაც თქვენობით ელაპარაკები? Ზედმეტად ზრდილი გოგო ხარ ექიმო.. -თქვენ კი ზედმეტად ნერვებს მიშლით..ვერ გავიაზრე ისე გავუყავი ენა და დავეჭყანე.. -შეგჭამ ექიმო..ნუ მესაყვარლები -ანუ კანიბალი ხარ.. -შეიძლება ითქვას.. Შიგნით შევედი,აშკარად წინასწარ მომზადებული რომატიკული ვახშამი დამხვდა..ოთახის შუაში პატარა მაგიდა იდო,ორი სკამით..ირგვლივ სანთლებით იყო განათებული ყველაფერი..მაგიდაც გაწყობილი იყო..ხის კიბეებს მეორე სართულზე აყავდი და იქ სავარაუდოდ საძინებელი ქონდა.. Მგონი მართლა მანიაკია.. -რაო ექიმო,მანიაკისგან გაგიკვირდა რომანტიკა? Სკამი გამომიწია და დამსვა,ჩემ წინ დაჯდა და ღვინო დამისხა.. -გიგი,რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ოჰ,შენობითზე გადავედით,ეს უკვე კარგია.. Მალე გაიგებ ექიმო,მანამდე ერთ რამეს მინდა დამპირდე..დღეს ორივე გულწრფელები ვიქნებით.. -ტელეფონი არ იჭერს აქ? Თვალი ავარიდე,ვერ მივხვდი საით მიყავდა საუბარი -არა! Ვინმეს ზარს ელოდები? -დიახ! -ვინმე გყავს? Ყელზე ძარღვი დაეძაბა და ტონიც გაუმკაცრდა -რაში გაინტერესებს ვერ ვხვდები,ან საერთოდ რაგინდა ჩემგან? -არმგონია რთული გამოსაცნობი იყოს.. Ეს მითხრა თუ არა მაგიდიდან წამოვხტი და კარებამდე გიგიმ დამიჭირა.. -მაპატიე,ცუდად გამომივიდა..გთხოვ,უბრალოდ ვისაუბროთ.. Იმ წამში ისეთი გულწრფელი იყო,გაცხარებული ლომი რომ კნუტად გადაიქცევა,ზუსტად ეგ იყო.. -საყურე ისევ ვერ იპოვე? -ვერა..ჭიქას ხელი მოვკიდე და მთლიანად გადავკარი.. -და ვინ გაჩუქა არ მეტყვი? -საბამ,დაკმაყოფილდი? Იქვე შეეცვალა სახე -და საბა ვინ არის? -აი ეგ თქვენი საქმე არ არის..მკვახედ ვუთხარი და მეორე ჭიქაც გადავკარი.. -მეგონა ღვინოს მოვწრუპავდით..ჩამიცინა გვერდულად..ფეხზე წამოვდექი,სანთელი ჩავაქრე,დოინჯი შემოვირტყ და მკაცრი ტონით გავაგრძელე.. -ან ახლავე ადგები და სახლში წამიყვან,ან ფეხით წავალ და შენს ნამუსზე იყოს ჩემი დაკარგვა ან სიკვდილი,გაწყობს? Სიცილით წამოდგა,ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელებში მომიქცია.. -იცი გაბრაზებული ყველაზე ლამაზი ხარ..ეს ატმის სუნი ჭკუიდან მჭრის..და შენი კანი..სახეზე ნაზად ჩამომისვა თითები..სუნთქვა შემეკრა,ვგრძნობდი სასმელი და ვნება როგორ მიტევდა ერთიანად და მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა..თმის სამაგრი მომხსნა და თმა გამიშალა..ნაზად ეფერებოდა ჩემს თმას და ყურთან სუნთქვას განაგრძობდა..წამიერად მოვეგე გონს და ხელი ვკარი.. -აღარ გაბედოთ მომიახლოვდე და ნინი სხვა ექიმთან გადაიყვანეთ ბატონო გიგი..არც გაბედოთ უკან გამომყვეთ..კარებისკენ დავიძარი.. -ჩემს მომავალ ნათლულს სხვა ექიმს როგორ ვანდობ ნია? Უცებ გავშეშდი და სანამ გონება გადახარშავდა რა თქვა,გულმა სიხარულით ხტუნვა დაიწყო.. -რას ამბობ? -თუ გეტყვი,რომ ნინი ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის ცოლია და ახლა მის შვილს ელოდება დარჩები? Ისევ მომიახლოვდა და თმაზე გააგრძელა მოფერება? -რატო მატყუებდი? Მე კიდე თავს ვიდანაშაულებ ამდენი ხანია,როგორ.. Ძალიან მომიახლოვდა და პირზე ხელი ამაფარა.. -ამჯერად დაგინდობ,მაგრამ აწი მხოლოდ ჩემი კოცნით გაჩუმდები..ამ სიტყვებზე პეპლები თუ ტირანოზავრები დაფრინავდნენ მუცელში ვერ გავიგე.. -ახლა მითხარი,ვინ არის საბა? -ჩემი მეგობრის შვილია..ორი წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ ის და მისი ქმარი..საბა ახლა ბავშვთა სახლში ყავთ..ჩემს მეტი არავინ ყავს,მშობლის უფლებასაც ვერ მოვიპოვებ,რომ წამოვიყვანო..საბას გახსენებაზე ავტომატურად ცრემლები წამომივიდა..ეს საყურე თათას ნაჩუქარია.. -მოდი დამშვიდდი,ჩამოვჯდეთ და მომიყევი კარგი?ნაზად მომხვია ხელი წელზე და იქვე პუფში ჩავჯექით.. * Ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო,მისი ცრემლების დანახვაზე გულში რაღაც მეტკინა,სასწრაფოდ მოვწმინდე ცრემლები და იქვე ჩამოვჯექით.. -მე და თათაც ბავშვთა სახლში გავიზარდეთ,დებივით ვიყავით..მე მუდამ ექიმობაზე ვოცნებობდი,თათა მომღერლობაზე..სრულწლოვანები რომ გავხდით წამოვედით იქედან..ბარში ვმუშაობდით და ისე ვირჩენდით თავს..ძალიან ბევრი ტკივილი გამოვიარეთ,ცუდი დღეები..შემდეგ მისი სიყვარული გაიცნო,მეც წარმატებას მივაღწიე და ის იყო დავლაგდით ის ტრაგედია მოხდა..საბა 4 წლის იყო.ტირის ხოლმე და მირეკავენ,რომ მივიდე,ჩემთან ჩერდებდა და იძინებს..თათას უკანასკნელი საჩუქარი იყო ეს საყურე..ცრემლებს ვუწმენდდი და სიგიჟემდე მინდოდა ჩავხუტებოდი.. -ალბათ,თათას უნდოდა მე მეპოვა მეორე საყურე..ხელის გული გავუშალე -რა? Უცებ გაუნათდა სახე და ავტომატურად მაგრად ჩამეხუტა.. -ამდენიხანი როგორ მიმალავდი? -გთხოვ აღარ იტირო რა..ყურში ჩავჩურჩულე და უფრო მაგრად ჩავიხუტე.. -მადლობა გიგი..ცრემლები და სიცილი ერთმანეთში ერეოდა.. -ხვალ წავიდეთ საბასთან და საჩუქრები წავუღოთ.. -მართლა? Ბავშვივით გახარებული მიყურებდა.. -ნია..მისკენ მივიწიე და უცებ ტუჩებზე ამაფარა ხელი.. -გიგი მე კოცნა არ ვიცი..ისე მორცხვად მითხრა და თვალები ძირს ჩახარა იმ მომენტში მართლა შემომეჭმეოდა ეს სისაყვარლე გოგო.. -ანუ შენ გინდა მითხრა,რომ ჯერ არავისთვის გიკოცნია? Ვცდილობდი სერიოზული სახე მიმეღო..გაბუტული ბავშვივით გამიქნია თავი.. -ხოდა პირველ და უკანასკნელ კოცნასაც მე ვისაკუთრებ..წელზე ხელი მოვხვი,კალთაში გადმოვისვი და გემრიელად დავეწაფე მის ლამაზ ტუჩებს..ალბათ ამაზე მეუბნებოდა ივა..ის ვიგრძენი რაც აქამდე არცერთ ქალთან არ განმიცდია.. Პირველად მომინდა,ასე ძალიან ჩემი ყოფილიყო ქალი. -უკანასკნელობა რატომ გადამიწყვიტე? Მორცხვად აგრძელებდა ტიტინს.. -იმიტომ,რომ შანსი არ გაქვს სხვასთან.. -მატერორებ? Ამჯერად ცოტა გამითამამდა და ცხვირზე წამეთამაშა.. -პირველივე დანახვაზე ვთქვი,რომ ჩემი იქნებოდა..მოდი აქ დავსვათ წერტილი და შევთანხმდეთ.. -სხვათაშორის მომეწონა კოცნა..ლოყები აუწითლდა.. -ნუ მაგიჟებ ნია..კისერი გადავუწიე და წერტილ-წერტილ დავუკოცნე.. -მეღიტინებაა გიგიიი..კისკისებდა -რატო გადაგიწყვიტე არა უკანასკნელობა..მაგასაც ნახავ..ხელი მოვკიდე და ამჯერადაც ჰაერში ავაფირალე.. ** Ილია Ნინის აივანთან ვიდექი და ვფიქრობდი ავსულიყავი თუ არა..ბევრჯერ დავფიქრდი,რამდენად შევძლებ მისთვის ამ ტკივილის შემსუბუქებას..თუმცა დანებებასაც არ ვაპირებდი… პ.ს დაგიბრუნდით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.