შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 12)


16-04-2022, 23:57
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 895

გაყიდული ღირსება

თავი 12






ვახტაგი.

მანქანაში ვიჯექი და ვუყურებდი, მეღიმებოდა, კი ნამდვილად, თითქოს 18 წლის ბავშივით მოვიქეცი, არ ელოდა, ნამდვილად არ ელოდა ამ კოცნას. ამიტომაც იყო ასე გაშეშებული რომ იდგა. ვერ აგიხსნით რა ემოცია დამეუფლა, ვცდილობ საკუთარ თავს ავუხსნა, საკუთარი თავი მივახვედრო რა იყო, რა მოხდა, ან თუ ჩემი მხრიდან ეს კოცნა კიხთხვებზე პასუხი იყო, გამოდის, რომ მის მიმართ მართლაც მაქვს რაღაც გრძნობები, თუმცა, როგორ, ამ კითხვაზე პასუხს დრეს ვერ ვიპოვიდი.
ნელი სვლით მანქანისკენ წამოვიდა, კარი გახსნა და დაჯდა. ყელზე შემოხვეული თხელი შიფონისებური კაშნე მოიხსნა და ღრმად ამოისუნთქა. ორივე ხელით თმა შეისწორა. ჩანთა აიღო და რაღაცას დაუწყო ისტერიულად ძებნა.
- რას ეძებ, კარგად ხარ?
- კი, კი.... ვიპოვე.
ჩანთდან თმის სამაგრი ამოიღო და თმა შეიკრა. ყურთან თმა ლამად გადიაწა და ჩანთა შეკრა. ვაკვირდებოდი, შეკრული თმა ნამდვილად უხდებოდა, თუმცა უწინდელ მდგომარეობაში უფრო მომწონდა. ასეთი თვვალით მისთვის არასდროს შემიხედავს. ანას დღეს როგორც ქალს ისე ვხედავდი. იქ სადაც კოცნა გავბედე, არც შემდეგი ჩემი ქმედების მომრდებია. თმაში ხელი მოვკიდე და თმისამაგრი მოვხსენი და ფანჯრიდან გადავაგდე.
- ესე ჯობია, დღეს შეიძლება!
ორივე ხელით თმას დაუწყო გასწორება, ოდნავ გაკვირვებული და ცოტა თითქოს და შეშინებული სახეც ქონდა.
- დროა სახლში წავიდეთ, რას იტყვი?
- გეთანხმებით.
ხმა, აშკარად სხვა ქონდა, მის ხმაში ნამდვილად რომ სხვა ემოცია იგრძნობოდა, ეს ის ტემბრი არ იყო რამოდენიმე წუთის წინ რომ მიწვევდა, ანა დაბნეული და აფორიაქებული იყო. ან რატომ აფორაქდა და დაიბნა ასე ვერ მივხვდი, ეს ხომ პირველად არ მომხდარა მის ცხოვრებაში, ჩამოყალიბებული ზრდასრული ქალი იდგა ჩემ წინ, რომელიც გამომწვევი და დაჟინებული მზერით მთხოვდა მისთვის მეკოცნა, და მაინც, ამ ყველაფერმა ასე დააბნია და გააოცა? ერთი სიტყვით ახალი წლელი ისე დადგა, და იმდაგვარი მოვნელბი განვითარდა, ანმდვილად არ მოველოდი.
სანამ საბურთალოზე მივედით, ტელეფონი არ გაჩერებულახან ვინ და ხან ვინ რეკავდა ახალი წლის მოსალოცად. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა ის იყო რომ ანას არავისთვის დაურეკავს, და მიტ უმეტეს არავის დაურეკავს. ბაბაუამისისთვის ხომ მაინც უნდა დაერეკა და იმ მოხუცი ქალბატონისთვის, ნუ ასე ჩუმად იჯდა სახლამდე.
მანქანა გავაჩერე და შევხედე, თავი ჩაღუნლი ქონდა, და ხშირ შემთხვევაში მარჯვნივ იყურებოდა, რაც იმას ნისნავდა რომ რაღაცა არ მოსწონდა და უგმაყოფილო იყო. დღევანდელი ღამის ასე დასრულება არ იქნებოდა კარგი, ახალი წელი იყო, ცოტა მხიარულება არ მაწყენდა.
- რას აპირებ სახლში უნდა იყო ?
- ბარში ვაპირებდი ახალი წლის შეხვედრას თუმცა ....
- არაუშავს, ბარში ახალ წელს არ უნდა შეხვედროდი, თან იმ კაცთან ერთად.
- რას გადაეკიდეთ იმ კაცს, განა რა დაგიშავათასეთი.
- კარგი რა ანა, მემგონი საუბარი იგივე თემაზე აღარ უნდა განვაგრძოთ, მე ჩემი სათქმელი ,,გაჩვენე’’ და სამარისი უნდა იყოს, თუ საკმარისი არ არის?
- საკმარისზე მეტი იყო, დღევანდელი ყველაფერი...
- ცუდი იყო მერე?
გაჩუმდა.
- მიპასუხე, რამე არ მოგეწონა?
ისევ დუმდა.
- ანა... გემის ჩემი?
- დროა სახლში ავიდე, გილოცავთ ახალ წელს.
- ავიდეთ.
- არა, თქვენ თქვენ სახლში წადით თუ შეიძლება.
- და აი ეს - თითი სახლისკენ გავიშვირე - ვისი სახლია? - ცოტა გამეცინა.
- ხომ მაგრამ, მანდ არ ცხოვრობთ, იქ წადით სადაც მეუღლე გელოდებათ.
- რატომ, გეშინია?
- რისი უნდა მეშინოდეს...
- ჩემთან ერთად მარტო დარჩენის?
- არა, უბრალოდ უსიამოვნო საუბრების გაგრძელება არ მინდა, რაც ვფიქრობ რომ გარდაუალი იქნება. ამას კი თავი მოვარიდო მირჩევნია.
- მემგონი ჩვენ შორის სიამოვნო საუბრები აღარ იქნება, არ ფიქრობ ასე?
- თქვენი საქციელები არ მაფიქრებს ამაზე, საპირისპიროს ფიქრისკენ მიბიძგებენ.
- ჩემი საქციელები ანა? განა შენ არ გადმოდგი პირველი ნაბიჯები, განა შენ არ მიყურებდი გამომწვვი მზერით? რასაც ითხოვდი ის მიიღე.
- გეშლებათ რაღაც...
- არა, არაფერი არ მეშლება, თუ შენ თავს არ უტყდები იმაში, რომ რაც მოხდა შენი მიზეზით მოხდა, ეს უკვე შენი პრობლემაა, მე ის გავაკეთე რაც გინდოდა და მოგეწონა, რატომ გრცხვენია ამს აღიარების?
- არაფრის არ მრცხვენია, მე არასდროს გამიკეთებია ის რისიც სამომავლოდ შემრცხვებოდა, ნუ ცდილობთ ჩემით მანიპულირებას ძალიან გთხოვთ.
- ანა, ნუ იძაბები.... - მისკენ გადავიხარე, და თმაზე შევეხე.
- საკმარისია ირონია..... - ხელი გამაშვებინა.
- ისე ნუ იქცევი ვითომ არ გინდა და არ გსიამოვნებს, კარგად შემიძლია მივხვდე ქალის ემოციას და ამოვიცნო რა სურს ჩემგან.
- საკმარისია......
მანქანის კარი გააღო და გაცოფებული გავარდა, ზუსტად ვიცოდი რომ ელოდა უკან გავყვებოდი, რამდენიმე წამს ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა, გავყოლოდ თუ დამეტოვებინა მარტო და მოვლენების განვითარებას დავკვირვებოდი, მაგრამ როგორც ამბობენ დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამსო, ამიტომ მანქანა გავაჩერე და გავყევი.
ლიფტთან იდგა, მივუახლობდი, არც კი გამოუხედავს, ლიფტის კარი გაიღო და ორივე შევედით. სახლის კართან გაჩერდა, ვიფიქრე გასაღები უნდა ამოეღო ჩანთიდან, აბა ამ კაბას რაც ეცვა ჯიბეები ნამდვილად არ ქონა. ერთხანს კარს უყურა და შემოტრიალდა:
- შემოსვალს აპირებთ?
- როგორ გგონია?
- არა, კითხვა დაგისვით და გამეცით პასუხი.
- კი ვაპირებ, თან ცოტა მშია კიდეც, თუ რამე გაქვს სახლში შევწამ თუ არა და გამოვიძახებ.
- მე ვინ ვარ საკუთარ სახლში შემოსვლა დაგიშალოთ. კეთილი, მობრძანდით.
პატარა ჩანთიდან გასაღები ამოიღო და კარი გაღო, პალტო იქვე კარადაში შეკიდა და ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე გაიხადა და დატოვა.
- სამზარეულო იცით სადაა, თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.
- დასაძინებლად მიდიხარ?
- არა, გამოვიცვლი და წყალს გადავივლებ.
- კი, ეგ ტანსაცმელი ნამდვილად უნდა გამოიცვალო, არ გეწყინოს თუმცა დიდად არ გიხდება, არც ის ქუსლიანი ფეხსაცმელი და მით უმეტეს მაკიაჟი.
- თქვენთვის არ მიკითხავს რა მიხდება და რა არა, არ გგონიათ, რომ დაუკრეფავში გადადიხართ?
- აზრი გამოვთქვი, იმედია გაითვალისწინებ.
- და რატომ უნდა გავითვალისწინო, ერთხელ მაკოცეთ და ამის საფუძელზე თქვენ დაკრულზე უნდა ვიარო?
- ოჰ, ანა, რა ცუდად ერკვევით მამაკაცებში, არაუშავს დრო გასწავლის რა არის და როგორ.
- სწორედ რომ მშვენივრად ვერკვევი, და ამიტომ გეუბნებით ამას, თქვენთვის არავის მოუცია უფლება ჩემი ვიზუალი აკონტროლოთ, მით უმეტეს შენიშვნები მაძლიოთ, ახლა კი ნება მიბოძეთ, თქვენის ნებართვით ბატონო ვახტანგ, საკუთარ თავს მივხედავ.
- კარგი, ძალიანაც არ დაიგვიანო, ახალი წელია, ცოტა დავლიოთ, მე რამე სასმელს დავლევ, შენ უალკოჰოლო წვენი.
მძმედ ამოისუნთქა და საძნებლისკენ წავიდა. არც თუ ისე სიმართლე ვუთხარი თუმცა, საკმაოდ დამაჯერებელიც იყო, ნამდვილად მშვენივრად გამოიყურებოდა, არც ისეთი გამომწვევი იყო როგორც დავხატე, მშვენივრად უხდებოდა შავი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელიც, გაშლილი თმა და მაკიაჟი კი საერთოდ არ იყო გადამეტებული, როგორც ქალებს ამ დროს ჩვევიათ ხოლმე. კი, ლამაზი იყო, ნამდვილად ლამაზი, არც ერთ მოვლილ და გამოპრანჭულ ქალს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა ამის აფიშირება მასთან საჭიროდ ნამდვილად არ მიმაჩნდა.
ორჯერ ორი ოთხი იყო, რაღაც გრძნობა ქონდა ჩემ მიმართ, თუმცა უკან იხევდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ირინეს ფაქტს ასე უყურადღებოდა არ დავტოვებდი, იმასაც ხვდებოდა, რომ მასთან ერთად ცხოვრებას არ განვაგრძობდი, მაგრამ მაინც უკან იხევდა. დღეს პირველი იანვრის გამთენიისას უნდა გამეგო, მის შესახებ ყველაფერი, ამიტომაც გადავდგი ნაბიჯი და ვაკოცე, ზუსტად ამიტომ რომ მაინტერესებს რამდენად შორს შეუძლია მივიდეს, იქ სადაც ფიქრობს რომ მეორე მხარესაც იგივე უნდა. რამდენად გამოცდილია ამდაგვარ სიტუაციებში, რამდენად იცის სად გაჩერდეს და სად გააგრძელოს, რას ითხოვს და რისთვის, ან თუ ითხოვს რა შედეგი შეიძლება დადგეს. აკეთებს კი ამ ყველაფერს გაცნობიერებულად? აი ეს მაინტერესებდა დღეს.
მაცივართან მივედი, ბევრი არაფერი იყო, ხილი ლამაზად ქონდა დასორტირებული და ლანგრებზე დალაგებული, რამოდენიმე იოგურტი კარებში ჩადებული, და რამდენიმე კონტეინერით სხვადასხვა ცივი კერძი. იქვე ბოსტნეულის განყოფილებაში კიტრი და პომიდორი ჰქონდა ჩალაგებული, წვენებიც მათ შორის კარებში მათთვის განკუთვნილ ადგილას და კოკა კოლა, თუნუქის ქილით, გადავთვალე და 8 ცალი.
მაგიდა გავშალე, ორი თეფში, დანა-ჩანგალი, ორი ბოკალი დავალაგე მაგიდაზე. კერძებს არ შევხებივარ. ტელევიზორი ჩავრთე და საახალწლო გაწყობის ასამაღლებლად სახასიათო სიმღერები ჩავრთე დაბალ ხმაზე. უკეთესი განწყობის შექმნის მიზნით, ჯერ არასდროს ანთებული ბუხარიც კი დავანთე.
დაახლოებით ერთ საათამდე გავიდა, ანა კი ისევ არ ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტე მომეკითხა და მისი საძნებლისკენ წავედი. რატომ ველოდებოდი რომ კარს შერებულს დატოვებდა არ ვიცი, თუმცა მოლოდინი გამიცრუვდა, კარი დახურული დამხვდა, პფრთხილად დავაკაკუნე:
- ანა მოდიხარ?
კარს მიღმა დუმილი. კიდევ დავაკაკუნე.
- ანა, კარგად ხარ?
ისევ დუმილი. კარის სახელური ჩამოვწიე, საძინებელში შევედი, საწოლის გევრდით მდგომ ტუმბოზე განთავსებული სანათი ანათებდა მხოლოდ დიდ ოთახს, მივიხედ მოვიხედე ანა არსად ჩანდა. ფარდა უცნაურად ირხეოდა, აშკარად აივანზე გასასვლელი კარი იყო ღია. კარის დასაკეტად წავედი, როცა აივნიდან ანას ხმა შემომესმა, ვირაცას ელაპარაკებოდა, თუმცა ძალიან ჩუმად:
- მერე რა თქვეს? - ცოდაოტენი პაუზა
და ანუ რა გამოდის უკეთესიაო?
დაბრუნებაზე არაფერს ამბობენ ვენერა დეიდა?
ექვსი თქვე, კი მახსოვს, მაგრამ ყველაფერი კარგად თუა, რა საჭროა არ მესმის.
ოხ, მოკლედ, არაუშავს, მთავარია ყველაფერი კარგად არის, მთავარი ესაა. ბაბუს ძნავს?
წამლებს ყველაფერს სვავს ხო?
რა ახალი წამლები ვენერა დეიდა?
როგორ, სად უნდა იყიდოთ? აბა საავადმყოფო აფინანსებს ყველაფერსო, მათ შორის რებილიტაციასო? წამლები რეაბილიტაციის ნაწილი არაა, ხომ კარგად არიან.
არ ინერვიულო ვენერა დეიდა, გამოგიგზავნით ფულს, შენ მითხარი რამდენი ჭირდება და ხომ იცი, გაუჩინარს გავაჩენ.
კარგი ვენერა დეიდა, კიდევ ერთხელ გილოცავა ახალ წელს, ბაბუ რომ გაიღვიძებს დამირეკავთ ხო?
გონება ამერია, წამიერად გამოვვარდი აივნის კარის მიღმა მდგომი, და სასტუმრო ოთახში გავედი, ვისკი გამოვიღე და ჭიქა გავავსე. ბუხრის წინ ჟურნალების მაგიდაზე დავდე და ივანზე ჩამოვჯექი.
ათას ფიქრმა გამიელვა თავში. თუმცა ამაღამ, ამ თემაზე საუბარი ანმდვილად არ ღირდა. საინტერესო იყო, კიდევ რას უნდა ველოდებოდე მისგან. რამდენად შორს წავა, როგორ და რა ფორმით ითხოვს და იშოვის ფულს, რომელიც მის ავადმყოფ ბაბუას, სავარაუდოდ ოპერაციის რეაბილიტაციისთვის ჭრდება. აქ უკვე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდებოდა. სუროგაცია, და სუროგაციის გზით აღებული ,,კონკრეტული’’ ოდენობის თანხა ბაბუის ოპერაციისთვის ჭირდებოდა და არა ახალი სახლის საყიდლად. მე კი რამდენჯერმე მომატყუა, მაშნაც კი როდესაც ვთხოვდი სიმართლე ეთქვა, თუ რაში ჭირდებოდა ეს თანხა, როგორ ვთხოვე, როგორ არ ვეხვეწე ეთქვა, დახმარება შვეთავაზე, და მაინც, იხტიბარი არ გაიტეხა და სმართლე არ მითხრა, ეს კი არა და დღესაც ტყუილს განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებს ჩემ ტყუილისადმი დამოკდიებულებას. კეთილი, დღეიდან ვითამაშებთ ანას წესებით.
ამ ფიქრებში გართული ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ლია რეკავდა
- ხო დე...
- რას შვები დედი, გილოცავა ხალ წელს, არ მოდიხარ სახლში?
- მეც გილოცავ ლია, არა ჯერ არა, დიდი ღონისძიებაა და სტუმრებიც ბევრია ხომ იც ბარში, ალბათ გამთენიისას მოვალ. ირინე სახლშია?
- არა, დედა გენაცვალოს, გოგოების სანახავად გავიდა, მეგონა მასთან ერთად იქნებოდი.
- არა, დე, არ ვარ ირინესთან, რამე თქვა ?
- არა, არა, გავდივარ გოგოებთანო, და ახალ წელს ვიფიქრე შენთან ერთდ შეხვდებოდა.
- კარგი ლია. დილისკენ მოვალ.
- ირაკლიც შენთან ერთადაა დე?
- არა, ირაკლი აქ არაა.
- კარგი დე, ვიფიქრე მივულოცავთქო, დავურეკავ მაშინ.
- არ დაურეკო ლია, ვიცი სადაცაა და არ შეაწუხო.
- უი უი, კარგი კარგი, ხვალე დავურეკავ დილით ნელის მაშინ.
- კარგი დე.
ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე დავდე, ვისკი მოვსვი
- რატომ მოატყუეთ?
- ბოდიში....
- დედათქვენი, რატომ მოატყუეთ რომ ბარში ხართ, როცა არ ხართ?
- მერე რა მოხდა ანა, ყველა ვიტყუებით ცოტ-ცოტას, ასე არ არის?
- არა, ცოტა უხერხულია ჩემი თანდასწრებით ასეთი ტყუილი.
- საერთოდ არაა უხერხული ანა, აბა რა მეთქვა ? - დივნიდან წამოვდექი და მისკენ ნელი ნაბიჯები გადავდგი - რა უნდა მეთქვა, ქალთან ერთად ვარ, რომელსაც რამდნეიმე წუთის წინ ვაკოცე და მის მიმართ მგონი რაღაც გრძნობები მაქვსთქო? - კიდევ უფრო მივუახლოვდი - თუ, ის რომ მასთან ერთად ვაპირებ ამ ღამის გატარებას დასახლში არ მოვალმეთქი? - კდიევ მუვუახლობდი და სახეზე ხელები მოვკიდე და ჩემკენ მოვწიე - თუ იც მეთქვა, რომ იგივე უნდა გავიმეორო რაც რამდენიმე წუთის წინ? - მისკენ დავიხარე და ისევ ვაკოცე.
წინააღმდეგობა მისგან არ მიგრძვნია, თუმცა კოცნაზე, საპასუხო კოცნითვე არ უპასუხია. ხელი წელზე მოვხვიე და უფრო ახლოს მოვწიე ჩემკენ, ვგრძნობდი რომ თრთოდა, ეს უფრო შიშის თრთოლვა იყო ვიდრე ვნების. ამის გარჩევა კი ნამდვილად კარგად გამომდიოდა. უცებ, ჩემთვის მოულოდნელად კი ორივე ხელი მკრა:
- გეყოფათ, თამაში, საკმარისია! წადით, წადით ძალიან გთხოვთ.
- თამაში?
- არ მინდა რამე ვთქვა ცუდად, მაქსიმალურად ვიკავებ თავს, თქვენ კიდევ ჩემი მდგომარეობით სარგებლობთ, ნუთუ არ გრცხვენიათ?
- ჩემი შენდამი გრძნობის, არა, არ მრცხვენია, და შენ?
- რა მე?
- შენ როდის უნდა გამოუტყდე ანა საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი ორმხრივია, და რომ შენც იგივეს გრძნობ რასაც მე.
- გეყოფათ ჩემ სურვილებზე და გრძნობებზე საუბარი, თქვენ არაფრი არ იცით.
- ყველაფერი ვიცი, საკმარისია, მხოლოდ თითი დაგაკარო, ნერვიულობ, კანკალებ, ეს ისაა ანა რასაც ვერ გაექცევი, აღიარე რომ შენც იგივენაირად გინდა ჩემთან ყოფნა როგორც მე
- არა! არა და არა!
- კი, ანა, კი, უკვე დიდი გოგო ხარ, რისი გრცხვენია, ან რისი გერიდება, თქვი, აღიარე.
- გეყოფათ სარკაზმი, ირონია და ეს ცირკი! თქვნნაირი მამაკაცების გავურბივარ მთელი ცხოვრება, წადით ამ სახლიდან, რატომ არ მიდიხართ წადით!!!!!
- მე არ უდნა გამირბოდე ანა, იმიტომ რომ შენ ჩემზე კარგად იცი, რა არის გინდოდეს რამე და როგორ მიიღო სასურველი.
- ვერ მივხვდი ... მ... როგორ ?
- როგორ და ჭრელად ანა - ისევ მისკენ გადავდგი ნაბიჯები - ნუ გამირბიხარ - კიდევ მივუახლოვდი - მოდუნდი, და მიეცი გრძნობებს საშუალება შენ მაგივრად ილაპარაკონ - წელზე ორივე ხელი მოვხვიე, კედელთან იყო ატუზული - ახლა ხომ ხვდები რომ ვერსად გამექცევი - ისევ ვაკოცე.
დასწყევლოს ეშმაკმა, საოცარი სურნელი ასდიოდა, საოცრად ნაზი და თეთრი კანი ჰქონდა, ხელით თმაზე მოვეფერე და მარჯვნივ ნელ-ნელა გადვაწევინე თავი, ისე რომ შემძლებოდა მისთვის კისერში ნაზად მეკოცნა. მიჭირდა საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი თამაში არ იყო, რომ მისი შეხება ჩემში წარმოუდგენელ გრძნობებს აღვიძებდა, და თუ ვინმე მკითხავდა, რა მინდოდა მისგან, სრულიად გააზრებულად ვუპასუხებდი, რომ მინდოდა ეს ქალი ჩემი გამხდარიყო, ახლა და აქვე.
მისი ათრთოლებულ სხეულს და ტუჩებს მართლაც რომ ჭკუიდან გადავყავდი, თავის კონტროლი ძალიან მიჭირდა, როცა თითქოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო, თუმცა როდესაც შევეცადე მისთვის სვიტრი გამეხადა, სახეში ისეთი სილა მითავაზა, ლამის გონება დამაკარგვინა.
- ახლავე გაეთრიეთ ამ სახლიდან! ან თქვენ წახვალთ ან მე!
- ანა დამშვიდდი გთხოვ.
- ხმას ნუ იღებთ, ვინ გგონივართ? გამაგებინეთ, რა ბინძრ თამაშს მეთამაშებით, თავი დამანებეთ გესმით, შემეშვით....
შემოსასვლელი კარისკენ წავიდა და კარი გიჟივით გააღო.
- კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, მიბრძანდით, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, გაბრძანდით ამ სახლიდან!
- ანა, კარი დახურე და დამშვიდდი.
- კარგით, მაშინ მე წავალ, იმიტომ რომ თქვენთან ერთად სუნთქვაც კი მიჭირს, ერთ ჭერქვეშ ყოფნაზე კი აღარ მაქვს ლაპარაკი! - ცრემლებს ვერ იკავებდა.
- მშიდად ანა, დამშვიდდი.
ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაცვა, ქურთუკიც მათ შორის და ლიფტისკენ წავიდა. ისტერიულად აწვებოდა ლიფტის ღილაკს. მკლავში ხელი მოვკიდე და შევეცადე სახლისკენ წამომეყვანა, თუმცა ხელი გამაშვებინა. ზეზეულად კანკალებდა და ტიროდა, მგონი მართლა ზედმეტი მომივიდა. ამ ყველაფრისთვის მზად ნამდვილად არ იყო.
- ნუ მეხებით, გესმით, არ შემიძლია, ვერ ვიტან თქვენ შეხებას, ცუდად ვხდები რატომ არ გესმით, ქართული არ გესმიით, ნუ მეხებით, ვიხრჩობი თქვენ გვერდით, რატომ არ გესმით ჩემი
ახლოს მივედი და შევეცადე ჩავხუტებოდი, თუმცა ისევ გამისხლტა ხელიდან, ლიფტს მოშორდა და კიბეებისკენ გავარდა.
- ანა ნუ გარბიხარ, სად მიდიხარ!
- არ ვიცი, სამე შორს თქვენგან.
- ანა, გეყოფა, ნუ იქცევი პატარა ბავშივით.
- თავი დამანებეთ!
ის ის იყო კიბეებზე უნდა ჩასულიყო რომ ხელი ვსტაცე იდაყვში, ვიფიქრე შევაკავებთქო, თუმცა ისევ გამისხლტა ხელიდან.
- ანა დაბრუნდი!
- არა!
კიბის თავში მდგომი ვუყურებდი როგორ ჩარბოდა კიბეებზე, როცა წამიერად თვალებში დამიბნელდა, და ვეღარ ვაცნობიერებდი რა მოხდა. კიბის ბოლოში გონებადაკარგულს ანას ვხედავდი, არ ინძრეოდა. შიშმა ამიტანა, ლამის გული გამისკდა, გიჟივით ჩავირბინე კიდეები და მის გონებადაკარგულ სხეულს თავზე ვედექი. დავუძახე, სახეში ნაზად შემოვარტყი ხელი იქნებ და გონებაზე მოსულიყო თუმცა უშედეგოდ, უგონოდ იყო. სახლში შევვარდი მანქანის გასაღები ავიღე ჯიბეში ჩავიდე და ისევ ანასთან დავბრუნდი. ხელში ავიყვანე და ლიფტის გამოვუძახე. მანქანამდე სირბილით მივედი, გონებადაკარგული წინ დავსვი ღვედი შევუკარი და გიჟივით საავადმყოფოსკენ გავვარდი. მადლობა ღმერთს ქალაქი მანქანებისგან სრულიად ცარიელი იყო, ვიღაცა ახალ წელს ზეიმობდა და მე, მგონი საგლოვოდ მექნებოდა საქმე. მას ან ჩემ შვილს რამე რომ მოსვლოდა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი.
საავადყოფოსთან როგორც კი მივედით მაშნვე მის გინეკოლოგს დავურეკე, ვუტხარი მომხდარის შესახებ და მითხრა რომ მალე მოვიდოდა. წუთები საუკუნეებად მეჩვენეოდა, მიმრებში ბოლთას ვცემდი, მისი მგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდი. გარეთ გავედი, ჯიბეები მოვიქექე, სიგარეტს ვეძებდი არ მქონდა. იქვე ახალგაზრდა მამაკცი იდგა სიგარეტს ეწეოდა, მივუახლოვდი:
- ახალ წელს გილოცავ მეგობარო.
- შენც გილოცავ, მოწევ სიგარეტს?
- დიდი სიამოვნებით, მადლობა.
სიგარეტი გამოვართვი და მოვუკიდე, თითქოს ერთმა ნაფასმა ნერვიულობა გადაიტანა.
- რა დაემართა?
- კიბეზე ფეხი გადაუბრუნდა და დაგორდა, იმედია არაფერი დაუშავდებათ.
- ,,თ’’ - ?
- ორსულადაა, რამდენიმე კვირის.
- არ ინერვიულო, ჩემო ძმაო, კარგად იქნება.
- შენ რატომ ხარ აქ?
- ჩემი და, მანქანა დაეჯახა, ის კი მიიმალა ნაბიჭვ*რი, მე საპატრულოს ეკიპაჟმა დამირეკა, ლამისაა მოვკლა სადაც ვიპოვი, ჩემ დას რამე რომ დაემართოს არ ვაცოცხლებ.
- გამომძიებელი გამოიძიებს და იპოვნიან დამნაშავეს, დამშვიდდი, მტავარია შენი და კარგად იყოს, რა თქვა ემიმმა, რამე იცი, როგორ არის?
- არ ვიცი, ემგობარო, დაბეჟლობები აღენიშნებაო, თუმცა საშიშია თუ არა არ უთქვამთ არაფერი.
- დამშვიდდი, ხვალ დილიდან სხვანაირად მოვიკითხავ შენი დის ამბავს.
- რანაირად ჩემო მეგობარო, არავინ პატრონი მე არ მყავს, მშენებლობაზე ვმუშაობ, ჩემი და კიდევ საბავშვო ბაში აღმზრდელად, ვის რა ვთხოვო, გამომძებელც გამოიძიებს, ვერაფერს მიაგნებს და ფეხებზე დაიკიდებს.
- არ იქნება ეგრე, მართალია არ მიცნობ მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს ჩემო ძმაო, მეც მყავს და, და იგივენაირად მექნებოდა სურვილი მომეკლა ის ნაბი*ვარი.
- მე ზვიადი ვარ, არევაძე, ჩემ დას ნათია ქვია.
- სასიამოვნოა, ასეთ ვითარებაშიც კი ზვიად, ვახტანგ ანდრონიკაშვილი.
ჯიბეებში საფულეს დავუწყე ძებნა, ჩემი სავიზიტ ბარათი გავუწოდე.
- აქ ჩემი პირადი ნომერი წერია, რომ გათენდება, და ყველაფერი კარგად იქნება, პირველ რიგში ნათია და ანა, იმ ნაბიჭვ*ის ძებნაში მე მოგეხმარები. დამირეკე ნებისმიე დროს.
- მადლობა დიდი. იემდია სამივე კარგად იქნება.
- მართალია, სამივე.
- შევიდეთ, ძალიან ცივა, იქნებ ექიმიც გამოვიდეს.
საავადმყოფოს შენობაში შევედით, იქვე სკამზე ჩამოვჯექით და ერთმანეთის გაცნობა დავიწყეთ, სხვა რა დაგვრჩენოდა, ალბათ არც ერთს ასეთი უბედური ახალი წელი არასდროს გვქონია, უბედურებამ და ჭირმა ორივე გაგვაერთიანა.
ექიმი გამოვიდა, რივე ფეხზე წამოვხტით.
- რა ხდება ექიმო? - მივვარდი ექიმს.
- დამშვიდდით, ყვველაფერი კარგადაა, მცირედი სისხლდენა ჰქონდა, თუმცა ნაყოფი მშვენივრადაა, ასევე დედაც. სანერვიულო არაფერი გაქვთ.
- გაიხარეთ ექიმო, ანა როგორაა გონებაზე მოვიდა?
- ნელ-ნელა გონზეც მოვა, ძლიერი დარტყმა მიიღო, ამიტომ უდნა დაველოდოთ.
- მადლობა.
- ბატონო ზვიად, თქვენი დაც კარგადაა, ის მოვიდა გონზე, თუმცა არაფერს არ ამბობს, შეშინებულია. საპატრულოს უნდა ვაცნობო მისი გონზე მოსვლის შესახებ, დასაკითხად.
- ექიმო, ახლა აუცილებელია, ისედაც შეშინებულია, ხვალამდე ვერ მოიცდის?
- თქვენ ინტერესებში უდნა შედიოდეს დანმაშავის მოძიება ბატონო ზვიად.
- თქვენი სახელი ექიმო? - საუბარში ჩვერიე.
- ზაზა კეკელია.
- ბატონო ზაზა, სასისმოვნოა, მე ვახტანგი მქვია. ნათიას დაკითხვა ამ ეტაპზე იქნება ძალიან ამაღელვებელი, დააცადეთ მოისვენოს, დაისვენოს, გონზე მოვდიეს, დამშვიდდეს. თქვენ აცნობეთ საპატრულოს და დაკითხვას რაც შეეხება მე შევეცდები დილისთვის გადავატანინო, ზვიად წინააღდეგი თუ არ ხარ.
- არა, არა , პირიქით.
- კეთილი, ზაზა ექიმო, თქვენ საქმეს მიხედეთ, პაციენტებს უმკურნალეთ და საპატრულოს შეატყობინეთ, ხოლო, დაკითხვას რაც შეეხება, ჩვენ მოგვანდეთ, შევთანხმდით.
- კი ბატონო, როგორც გნებავთ.
როგორც კი ექიმმა დაგვტოვა, წამიერად ორივემ ამოვისუნთქეთ და ისევ სკამზე ჩამოვჯექით. მგონი არც ისეთი უბედური ახალი წლის ღამე გვქონდა.
ანას ნახვა ძალიან მინდოდა, თუმცა, ცემ ახლად გაცნობილ მეგობარს უდნა დავხმარებოდი, ამიტომ ჩემ ნაცნობს, სხვა თუ არა აბა ვის, ზაქროს დავურეკე.
- ახალ წელს გილოცავ ზაქრო!
- ვა ვავა, მეც გილოცავ!, ოღონდ შენ საქმეზე არ მკითხო არაფერი, ჯერ ადრეა ხო იცი არაა
- არა, არა, მე შენ გენდობი და როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ მომიყევი, ეხლა სხვა ტემაზე გაწუხებ.
- რა ხდება?
- მოკლედ, შენი დახმარება მჭირდება.
- გამოუშვი
- ავტოავარია მოხდა, რამდენიმე წუთის წინ გლდანის მე-5 მიკროში, ზუსტი მისამართი არ ვიცი, გოგოს დაეჯახა მანქანა, ნათია არევაძეს, ხო და ცოტა ყურადღების მიქცევის ვარიანტში, მახსოვს გლდანის პოლიციაში, გყავდა ერთი გამომძებელი, ახსენებდი ხშირა, მოკლედ... - საუბარი გამაწყვეტინა
- დავურეკავ აბა რას ვიზავ, და ვთხოვ რაც საჭიროა, ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც წესი და რიგია.
- მიდი რა ზაქრო, შენი იმედი გვაქვს.
- რაზეა ლაპარაკი, ახლავე.
ზაქროს ტელეფონი გავუთიშე და ზვიადს მიუბრუნდი.
- ყველაფერი კარგად იქნება, ეს კაცი დამნაშავეს იპოვის პირობას გაძლევ.
- არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, მართლა არ ვიცი, წარმოუდგენელი გააკეთე ჩემი და ჩემი დისთვის.
- დიდი ხანია მშენებლობაზე მუშაობ?
- კი, ძმაო, ბავშვობიდან.
- მერე და შენი აღნაგობის ადამიანს დაცვად მუშაობა არ გიცდია?
- როგორ არ მიცდია, თუმცა უარს მეუბნებიან.
- ხო და წამოდი მშენებლობიდან, მე დაგაწყებინებ მუშოაბას ჩემთან დაცვაში.
- აუ, რას მეუბნები, სერიოზულად ტო?
- კი სერიოზულად, სავაჭრო ცენტრის დაცვაში დაგაწყებინებ მუშაობას, საწყის ეტაპზე 1 500 ლარი გექნება ხელფასი, დღე გამოშვებით მოგიწევს მორიგეობა, გასნაკუთრებული არაფერი, შემდეგ კი წინ და წინ წახვალ, შეიძლება რაღაც დროს ცენტრის დაცვის უფროსიც კი გახდე.
სახეში ხელები შემოირტყა და ლამის სიხარულისგან ტირილი დაიწყო. უცებ გადამეხვია და მილიონი მადლობა მომიხადა. აი ამიტომ მიყვარდა ჩემი ცხოვრება რომელიც ზუსტად ამის გამო შევქმენი, რომ სხვისი დახმარება შემძლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, შიში მაინც მქონდა ანსთან დაკავშირებით, მეშინოდა ვარდნის გამო რაიმე გართულებები არ მომხდარიყო, ამიტომ ვფიქრობდი რამდენიმე დღე ამსტან ერთად დავრჩენილიყავი და ყურადღება მიმექცია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ლამარაც არ იყო მასტან.
ექიმი გამოვიდა, და გვახარა, რომ მისი სახლში წაყვანა შემეძლო, დაბნეული ჩანდა, შეშნებულიც, ვის არ შეეშინდებოდა,თუმცა მანქანამდე მიყვანაზე უარი მიტხრა და თავად გადაწვიტა დახმარების გარეშე მისულიყო. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა მქონდა, ამ კითხვების დასმის დრო ახლა ნამდვილად არ იყო, თუმცა მომხდარზე საუბარი, ვფიქრობდი რომ მისი მხრიდან იქნებოდა განპირობებული, მე არაფრის თქმა არ ვაპირებდი, ვინაიდან რაც მოხოდა მოხდა, წინააღმდეგობა არც გაუწევია, შესაბამისად არგუმენტირებულად თავის გამართლება, უადგილოდაც კი მომეჩვეებოდა. საერთო ჯამში ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
შენობას მივუახლოვდით, ისევ ვცადე მანქანიდან გადმომეყვანა, ყოველ შემთხვევაში რისი საშუალებაც მქონდა მივხმარებოდი, თუმცა ხელი ამიქნია, დიახ, ამ სიტყვის სრული მნშვნელობით ხელი ამიქნია და გევრდით გამწია. რა თქმა უდნა უხერხულად ვიგრძენი თავი და შეურაწყოფილად, თუმცა რა გაეწყობა, მთავარია, ისიც და ბავშიც კარგად გრძნობდნენ ამ ეტაპისთვის თავს. ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა.
ლიფტს მივუახლოვდით:
- მოდიხართ? - მკაცრი ინტონაციით დამისვა კითხვა.
- აბა რა გგონია, დღეს მარტო დაგტოვებ?
- მგონი საჭირო არაა, ასე არ ფიქრობთ?
- მე რას ვფიქრობ ეს სხვა საკითხია ანა, ახლა მარტო ნამდვილად არ უნდა დარჩე.
- საკუთარ თავს ვერ მოვუვლი, თუ ?
- არა, მე მჯერა რომ საკუთარ თავს მოუვლი, მაგრამ ნუ გავიწყდება რომ ორსულად ხარ.
- ა, ბოდიში, ბავშის გამო...
- ხო ანა, ბავშის გამო.
- კარგით, ნება თქვენია.
ლიფტიდან გამოვედით და სახლში შევედით, მაშინვე საძინებლისკენ წავიდა და კარი მოაჯახუნა. აშკარად უგმაყოფილება ეტყობოდა, ალბათ ეს მინდოდა ზუსტა, და ამიტომაც ვუთხარი ეს ყველაფერი. ჯობია წინასწარ არ შეიქმნას ოცნების კოშკები, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ დაგვაინებულია.
ტელეფონი ავიღე და დივანზე ჩამოვჯექი, უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა, მათ შორის ირაკლის იყო რამდენიმე, გადავურეკე უკან.
- სად ხარ ტო, სად დაიკარგე, მთელი ღამე აგეძებ ლამის.
- რარაც საქმეები მქონდა ირაკლი, ხო მშვიდობაა?
- ღადაობ ხო, ახალ წელს გილოცავ ჩემო ძმაო
- აჰაჰა, ხოო, მეც გილოცავ, მრავალს დაგვასწროს ღმერთმა, ერთად რა თქმა უნდა.
- რა საქმეები გქონდა ე?
- არფერი, ანასთან ვარ.
- ანასთან?
- ხო.
- ანასთან და პირადული, რამეს მიმალავ?
- რაღაც რარაცების გარკვვა მინდა, და ვცდილობ გავარკვიო.
- იმაზე ამბობ?
- ხო რა, ვერ გავიგე ამ გოგოს ბოლო ბოლო რა აზრები აქვს თავში, ხან ისეა ხან ასე.... დაე ბოლომდე გაირკვეს ყველაფერი.
- შენა და, რამე უკვე ? ჰა?
- არა, არა ტო, ღადაობ.... ანასთან, შანსი არაა...
- მშვენიერი გოგოა, პროსტა რაღაც ,,პეწი’’ აკლია რა, თან ყველა სიკეთესთან ერთად, ცოტა არ იყოს ბევრი ტყუილია მის უკან.
- ზუსტად, შევეცდები პირდაპირი შემხებლობით შევძლო ამ ტყუილების გაგება. შენ რამე ხომ არ გაგიკრვევია?
- მეც მაგ გზაზე ვარ და ზაქროც, და რავი, შევიკრიბოთ რა ახალი წლები რო გადაივლის და დავალაგოთ თემები.
- მეც რაღაცას მოვკარი რამდენიმე საათის წინ ყური და ამას რომ გნახავთ მერე მოგიყვებით.
- რაზე მაინც?
- გრძელი და საინტერესო ამაბავია, თან ცოტა ჩახლართულიც რა, ბაბუამისზე.
- უეჭველი, კაი წავედი ვახო და შეემხმიანე რა, ესე ნუ იცი ტელეფონის მიგდება, ვნერვიულობ ხოლმე!
- მიდი ირა, დროებით.
ტელეფონი გავუთიშე და დივანზე მივწექი, გვიანი იყო, ლამის დილა თენდებოდა უკვე, ჩემი ოჯახის წევრებს ხვალ დილით დავურეკავთქო ვიფიქრე, ახლა უკვე გვიანი იყო. ის ის იყო ძილში ფიქრება წამიღეს, მტვრევის ხმა გავიგე, წამიერად გამოვფიზლდი და სამზარეულოსკენ გავიხედე:
- რა მოხდა ანა?
- ჭიქა გამიტყდა....
დივნიდან წამოვდექი და მისკენ წავედი. ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული რომ სამზარეულოდან ტყვიასავით გამოვარდა და საპირფარესოსკენ გაიქცა. ცოცხი და აქანდაზი მოქონდა.
- გამოიწიეთ, მოვგვი.
- ფრთხილად, რამე არ იტკინო.
- არა, არა.
- არ გეძინება?
- არა, მეძინა როგორ არა, უბრალოდ წყალი მომწყურდა და გამოვედი, არ მეგონა აქ თუ გეძინათ.
- არ მეძნა, რამდენიმე წამია ჩამეძინა, მაგრამ გამაღვიძე.
- შემტხვევით მომივდია, ძალით არ მინდოდა.
- იქნებ ძალით გატეხე ჭიქა?
- რატომ უდნა გამეტეხა ძალით, ვერ ვხვდები.
- ჩემი ყურადღების მიპრყრობის მიზნით თუნდაც, მარტივია.
- დაუკრეფავში გადადიხართ.
- რატომ?
აქანდაზი და ცოცხი ძრს დაყარა და საძინებლისკენ წავიდა.
- ეს მე ავხვეტო?
- ახვეტეთ, ამით არაფერი დააკლდება თქვენ თვითშეფასებას, და ხო, ნუ გეშინიათ არავის ვეტყვი ვახტანგ ანდრონიკაშვილი ცოცხით და აქანდაზით რომ მყავს ნანახი!
- ცინიზმი ზენიტში გაქვს ანა!
- როგორც ყოველთვის, როგორც ჩანს მოგაკლდათ ჩემი ირონია.
- რატომაც არა, მშვენეირი იყო.
- კი ბატონო, შემდეგ ცოცხი და აქანდაზი საპირფარეშოში დააბრუნეთ, და თეფშებიც შეგიძლიათ გარეცხოთ.
- ხო?
- დიახ, თუ არ შეწუხდებით, მე უნდა დვისვენო, ექიმმა თქვა ასე. წილინებისა!
მზად ვიყავი, იქვე გამეგუდა მისივე ცინიზმში და ირონიაში, საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის, არც კი გავკარებივარ ცოცხს და აქანდაზს. კეთილი ენება და თავად მოეგავა. მე კი საძინებლისკენ წავედი. პირველ იანვარს დილის ძლი ძალიან მიყვარდა.





ირინე.




ახალი წელი, კი რაოტომაც არა, ძალიან მიყვარდა, თუმცა, ამ ოჯახში დიდად ნეტარებას და სიამოვებას ახალი წლით ვერასდროს ვიღებდი, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი ვახოს დედ-მამასთან და ჩემ მულთან ერთად ახალ წელს არასდროს შევხვედროდი. გოგოებთან ერთად, მშვენეირი ღამე გავატარე, გავერთეთ ცოტა დავლიეთ კიდეც, ყოველ შემთხევაში, კაზინო და ფულის წაგება დროებით დავივიწყე.
ზოგადად საკუტარ თავეც მეშლებოდა ყოველთვის ნერვები და ამ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან ვღიზიანდებოდი, იმით რომ ვირაცა მის სასარგებლოდ მიყენებდა, ერთია როდესაც მე ვიყენებ სხვას, მაგრამ როცა საქმე მე მეხება იქ უკვე ვხვდები რომ ,,პლასტინკა’’ უნდა შეიცვალოს.
ამიტომაც, მივიღე გადაწყვეტილება, ნელ-ნელა ჩამოვშორდე დდავითსაც, მასთან ერთად წაგებული თანხები გავისტუმრო, ვითომ ,, გოგოებთან პაეზდკის ფულით’’ და განვაგრძო ცხოვრება მშვიდად. მიუხედავად იმისა რომ ვახსოგან კონტროლს ვერ ვგრძნობ და შესაბამისად არც არაფეს მეკითხება და ჩვეულებრივად სემიძლია განვაგრძო ასე ცხოვრება, ვხვდები რომ უკვე დავითთან ზედმეტია, მიყენებს, ესაა და ეს, მე კიდევ არავს მივცემ საკუთარი თავის გამოყენების შესძლებლობას. ყველა უბედურებასთან ერთად რაზეც ნამდვილად გამიჭირდება თქმა ეს ვაქოსთან სექ*ია, არაჩვეულებრივი პარტნიორია, თუმცა მჯობნზე მჯობი არ დაილევაო, ხომ გაგიგიათ, ხო და დროა სხვა პარტნიორი მეძებნა.
საახლში სიმშვიდე, იყო, ტელეფონს დავხედე და უკვე 11 საათი ხდებოდა, დავითის გამოტოვებული ზარი დამხვდა, ვიფიქრე გავატარებ არ დავურეკავთქო თუმცა მაინც დავურეკე:
- მირეკავდი?
- ხო, რას შვები აბა, რა გეგმები გაქ დღეს საღამოს.
- მგონი მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ.
- სასტუმროში დაგელოდები.
- კარგი.
ჩავიცვი, გავემზადე, ვახო არსად ჩანდა, ალბათ ისევ ბარში დააღამა და გაათენა, წუთი წუთზე მოვიდოდა. ამიტომ ჯობდა მის მოსვლამდე გავპარულიყავი სახლიდან, თუმცა ვინ გაცადა, ჩემი ,,მული’’ დილიდან მისაღებ ოთახში იჯდა.
- ოხ, პირველ იანვარს ასე უთენია სად გაგიწევია? - მკითხა ირონიით.
- რაღა უთენია მარეხ, ორი საათია უკვე.
- შენთვის უთენიაა ირინე, თორემ მე დილიდან მღვიძავს, ზოგადად კი ჩემო ძვირფასო დილას ხალხი 7-8 საათზე იწყებს შენგან განსხვავებით.
- დიდი ამბავ პირველ იანვარს თერთმეტ საათამდე თუ მეძნა.
- გეყოფათ კამათი, როგორ შეიძლება ახალ წელს ასე იწყებთ? - საუბარში ლია ჩაერთო.
- შენ შვილს კითხე.
- ირინე, შვილო, ვახომ დამირეკა, დაგირეკა შენც?
- არა, არ დაურეკავს, ვიფიქრე ბარში დარჩა.
- ხო, ღამე იქ ვიყავიო. შვილო, ხომ კარგად ხართ?
- რაზე მეკითხები?
- რა ვიცი, ის ცალკე იყო გუშნ ღამე, შენ ცალკე, რამეზე ხომ არ იკამათეთ?
- არა არა, რას ამბობ, ყველაფერი კარგააა.
- მიხარია.
- კარგი გავედი მე და დავბრუნდები სარამოსკენ.
კარი გამოვიხურე და სასრტუმროსკენ წავედ, მალვე მივედი, ქალაქი თითქმის ცარიელი იყო ავტომანქანებისგან, როგორც ყოველთვის პირველ იანვარს. სასტუმროში მივედი და ჩვენ ნომერში ავედი, დავითი იქ დამხვდა. დანახვისთანავე ჩასახუტებლად გამოიწია.
- დავით, ამისტვის არ მოვსულვარ აქ.
- აბა?
- უნდა ვილაპარაკოთ.
- რაზე ?
- იმაზე, რომ ვალებს გადავიხდით და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ.
- ოჰ, არც გაატრაკო, ღადაობ?
- სერიოზულად გეუბნები, ნამდვილად არ მინდა ამ შავი ღამეების გამო ოჯახი დამენგრეს.
- როდის მერეა ოჯახზე და ქმარზე ფიქრობ ჰა?
- დროა უკვე....
- შენ გგონია ჩვენ წარსულს და იმ ხალხს ასე მარტივად დაიკიდებ როგორც გგონია?
- დავით, მომისმინე, შენ მე ვინმე ვიგინდარა ხომ არ გგონივარ ჰა? გითხარი გასასტუმრებელს გავისტუმრებ და მერე მორჩა!
- და ის გათეთრებული ფული, წაგებული ფული, კომპანიები, რომლებიც ვითომ არსებობენ მაგრამ არ არსებობენ, ასე მოიშორებ?
- შენთვის მომინდვია, ამ ყველაფრის გასუფთავება.
- რაღაც გეშლება გოგონა, ამ წუმპეში გინდა მარტო დამტოვო?
- არა, გეუბნები ფულს მოგცემ, როგორც შევთანხმდით, თანხას საკმაოდ დიდი ოდენობით, ამით ყველა წაგებული დაიფარება, შემდგომში კი ჩემკენ აღარც კი გამოიხედო, ხომ იცი ყველაფერზე ვარ წამსვლელი საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის!
- გოგონი, მომისინე, ესე არ გამოგივა....
- ყველაფერი სიე გამომმივა როგორც მინდა გესმის! და შენ თუ გაბედავ ჩემ დაშანტაჟებას, იცოდე რომ ინანებ, ისიც იცი რა მარტივად დავარწმუნებ ჩემ ქმარს შენ ბრალეულბაში და მე, დაუცველი სუსტი გამოყენებული ქალის იერით წარვდგები მის წინაშე, ხვდები ხო ალბათ ვისთან გაქვს საქმე?
- მარტივად უყურებ და ცდები ირინე.
- არა, არ ვცდები. ამ დღეებში შეგეხმიანები, როცა თანხა ხელთ მექნება. ჩემსასა და შენსას ორივეს მოგცემ, დალშე ჩვენი გზები იყოფა!
- არც გაბედო ირინე ჩემი მიტოვება, ყველაფერს დავფქვავ იცოდე, შვი*ი ვიყო არ დაგინდობ!
- არც მე დაგინდობ, და უარესს ვიზავ დავით! ნუ მაიძულებ ძალიან გთხოვ!
- არა, ამ წუმპეში ბოლომდე ჩემთან ერთდ იქნები!
- ნება შენია, როგორც გინდა, მე ჩემი სათქმელი გითხარი!
სასტუმროს ოთახიდან მალევე წამოვედი, ბოლო სიტყვა ჩემი დავტოვე. გზაში ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა კიდევ დავითის შეშინება, და მხოლოდ ერთი აზრი მომდიოდა, მხოლოდ ერთი ადამიანი რომელიც ამ ყველაფერის გართულების შემთხვევაში დამეხმარებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი შეწუხების საჭიროება ნამდვილად არ იდგა.
ცოტა გავისეირნე, სიმშვიდე ნამდვილად მჭირებოდა, კაზინოსკენ გახედვას აღარც ვაპირებდი, შესაამისად ფიქრი იმის შესახებ, რომ იქ მივსულიყავი და ვალის დაბრუნებაზე მასუაბრა საწიროდ არ მივიჩნიე, დავითი გადაიხდიდა, თუმცა ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარებოდა, ამიტომ გადავწყვიტე დავითის გარეშე მაინც წავსულიყავი კაზინოში და ვისთვისაც ამ თემაზე რაიმე უნდა მთქვა თავად გადამედგა ეს ნაბიჯი.
კაზინოშიც მალევე მივედი, აქა იქ ნასვამი ხალხი ირეოდა, როგორც ყოევლთვს ამ დროს აქ არავინ იყო, ვინც იყო ისიც მალევე წავიდოდა, რაგან ღამე ნამდვილად აქ ქონდათ გათეული.
- ქალბატონ ირინე, გილოცავთ ახალ წელს, მარტო მობრძანდით დღეს?
- მადობა კოტე, შენც გილოცავ, კი მარტო ვარ, ალეკო სად შეიძლება ვნახო?
- ალეკო დღეს არ იქნება, რასთან დაკავშირებით?
- ხომ ხდები არა.... თუ უნდა დავაკონკრეტო.
- კეთილი მე გადავცემ, მაინც როდის მოახერხებთ?
- დავითს ექნება თანხა სრულად, მე თავად მივცემ მას, ასე რომ ის მოიტანს.
- კი ბატონო, მაშინ დავითს შევეხმიანებით.
- ძალიან კარგი, შეგიძლიათ მეც დამიკავშირდეთ რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში.
- პრობლემების დროს ქალბატონო ირინე, ხომ იცით ჩვენ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით არ ვგვარდებით, მგონი ამის ახნა-განმარტება უადგილოა.
- ვიცი, სასხვათაშორისოდ ვთქვი უბრალოდ.
- დროებით მაშინ.
- მე, თამაშსს შევეშვი კოტე, აღარ მოვალ.
- სამწუხაროა, თუმცა რა გაეწყობა, ისე შემოგვიარეთ ხოლმე, ჩვენთვის ყოველთვის საასურველი სტუმარი იქნებით.
- ნახვამდის კოტე.
კოტეს დავემშიდობე იმის იემდად, რომ დღეიდან დავითთან იქონიებდნენ საქმეს და მე შემეშვებოდნენ, თუმცა ამის იმედი ნადვილად არ მქონდა, ასე მარტივად ვერ გამოვძრებოდი, ყოველ შემთხვევაში ამ ხალხთან.
მეორე საკიტხი რაც ახალი წლის დასაწყისსშივე უნდა აგემეკეთებინა, სალონების თემის დახურვა იყო, როგორცღაც ამ ჭაობიდანაც სუფტად უნდა გამოვიძვრინო თავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში მთავარი ფიგურა მე ვიყავი და ვარ, უნდა გამოვძვრე, და ისევ მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება. ამიტომ, რიგრიგობით ყველა სალონის დახურვა გაქრობა გადავწყვიტე, რომელიც ვითომ არსებობდა, ასევე, ჩემი ანგარიშების სრული ანულირება და ახალის შექმნა. არსებულ ანგარიშზე რიცხული ტანხის გამოტანა და მისი დამალვა.
ამ ყველაფრისტვის პირველი აინვარი ა რიქნებოდა საკმარისი, ამას თავის თავად ვაცნობიერებდი, ისიც ვიცოდი, რომ რთული გზა მელოდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, და ამ ჩემი სიტყვის დასაცავად უკან არაფერზე დავიხედვი.
სახლისკენ უკანა გზაზე ვახოს დავურეკე, გამიკვრიდა ტელეფონს მალევე პასუხა:
- საით ხარ?
- სახლში მოვდივარ, შენს ად ხარ ირინე?
- მეც, გოგები ვნახე და მალე მოვალ.
- კარგი.
როგორც ყოველთვის მშრალი საუბრები ,,ქამრთან’’. არა, ზოგჯერ ვახო ძალიან მიზიდავდა, თუმცა ამავდროულად ძალიან მაღიზიანებდა კიდეც. ყველა სურვილს თუ ხუშტურს მისრულებდა, მაგრამ, ის ნელ-ნელა იცვლებოდა, ძალიან, საგრძNობლად ცივდებოდა ჩემ მიმართ, ბოლო დროს ნაყიდი ანტიჩასახვის აბების გამოყენების საჭიროებაც კი აღარ იდგა.
დღეს ღამე ეს ყველაფერი უნდა გამომესწორებინა. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე, ლიასთანს აუბარი დავიწყე:
- მოკლედ, კოჯრის სახლის გასაღები მინდა, მე და ვახო წავალთ.
- რას კითხულობ შვილო, აიღეთ და წადით, სადაც დევს ხომ იცი?
- კი, ვიცი, მაგრამ რამეს ხომ არ გეგმავდით?
- არა, არა, შილო არც არაფერს,ს ხვა დროს ავიდეთ ყველა ერთად, ჯერ მარტო წადით დაისვენეთ.
- არა, რამდენიმე დღით წავალთ.
- ძალიან აკრგ შილო, მიხარია, ვახო მალე მოვა?
- კი, კი გზაშია მელაპარაკა.
- კარგი, საჭმელს გავუმზადებ, შენ შეჭამ რამეს?
- არა, მე არ მშია. საძინებელში ვიქნები.
- რომ მოვა დაგიძახებ.
- კარგი ლია, მადლობა.
ჩემდა უნებურად, ამ ქალთანაც საუბრები დავალაგე, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ რომ ის სიძულვილი არ ჩანდეს ჩემ სიტყვებში რასაც ამ ქალის მიმართ ვგრძნობ. პრინციპში, არც თვითონ ვეხატები დიდად გულზე, დარწმუნებული ვარ ნელისთან 24 საათიანი საჭორაო ტემად ის აქვს მის სანაქებო ვაჟსს შვილს რომ ,,ვერ’’ ვუჩენ, თუმცა სიმართლე რა იციან. თან ყველა სიკეტესთან ერთად, როცა გაიგო ვახოს ცოლად მოვყავდი, კია რ დამვიწყებია რა უკანასკნელი სიტყვებით მელაპარაკებოდა. გეგონებოდა, მართლა ,,ქუჩის ქალი’’ ვიყავი! მხოლოდ ლიამ იცოდა ჩემი ,,ორსულობის ამბავი’’, ნუ, მიყვარდა ვახო, მომწონდა, მშვენიერ ქმრად ვსახავდი, ხო და სიტუაციის გამყარებისთვის ვუთხარი რომ ორსულად ვიყავი, ჩვენი ქორწინებაც ავტომატურ რეჟიმში დაჩქარდა. თუმცა, უბედური შემთხვევებიც ხდება, რა გაეწყობა. ამის შემდეგ ლია, ძალიან თბილად და ტკბილად მექცეოდა ყოველთვის, თუმცა, ის ფაქტი რომ მის შვილს ,,შევეტენე’’ დღემდე არ მავიწყდება.
ასეა თუ ისეა, დღეს რეალობა შეიცვალა, მალე მე და ვახოს შვილი გვეყოლებოდა, ხო და თავისტვის კონტროლი უნდა გამეწია, ლიასტანაც და ყველასთანაც. რაც ყველაზე მტავარი იყო, იმაზე უნდა მეზრუნა ამრტო საცხოვრებლად გადავსულიყავით. ეს ტემა კი ვახოსთვის წარმოუდგენელი იყო.
ამასობაში ვახოც მოვიდა, საძნებელში შემოვიდა, და ტანსაცმლის გახდა დაიწყო, საწოლიდან წამოვდექი და პერანგის ღილებს გახსნაში ვეხმარებოდი:
- გილოცავ ახალ წელს ძვირფასო - მივულოცე და ვაკოცე.
- მეც გილოცავ!
კისერზე ხელები მოვხვიე, თუმცა გამაწევინა და ვიუხერხულე
- ამის დრო არ არის, წყალი უნდა გადავივლო.
- მერე და შემოგიერთდები, რას იტყვი?
- ირა, დაღლილი ვარ კარგი რა
- ჩემთან ერთდ დაისვენებ, პირობას გაძლევ.
ხელი ჩავკიდე და სააბაზანოსკენ წავედით. დუშის ქვეშ, ვცდილობდი მოვფერებოდი და მასსში მიძნებული ჩემდამი ვნება გამეღვიძებინა. ასეც მოხდა, ჩემი ტემპერამენტის წინაშე ვახო ყოველთვის უძლური იყო.
ცოტა ხანს საწოლში გავატარეთ მშვენიერ დრო, შემდეგ კი მიეძინა. გმაყოფილი ვიყავი მომხდარით, ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი განელებული, ასე რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ხო და ამ კვამლის გღვივება დაწყებული იყო.
მალევე გაიღვიძა, საათს დახედა 8 საათი იყო, საწოლიდა სწრაფად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო:
- მიდიხარ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ხო, ბარში.
- რატომ?
- საქმე მაქვს ირინე, აბა გასართობად კი არ მივდივარ.
- კარგი რა ძვირფასო, არ წახვიდე, ლიას კოჯრის სახლის გასაღები გამოვართვი, ვიფიქრე მარტო წავიდოდით.
- არა, ვერ წამოვალ, შენ წადი გოგოებთან ერთად თუ გინდა.
- ოოო,,,, მე შენთან ერთად მინდოდა....
- არა, ირინე ვერ წამოვალ.
ტანსაცმელი ჩაიცვა, მაქანის გასაღებს ხელი დაავლო და საძნებლიდან გავიდა. ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი, ამიტომ მალევე წამოვდექი, უცბა ჩავიცვი და უკან გავყევი. ნაცნობ გზაზე მიდიოდა, სუპერმარკეტთან გაჩერდა, ერთ ხანს გარეთ ველდოებოდი, საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. გზა ისევ განაგრძო. ყვავილების ჯიხურთან შეჩერდა, დიდი ვარდისფერი ვარდები იყიდა და ისევ განაგრძო გზა. საბურთალოს სახლთან გაჩერდა. ანასთან მიდოდია ვარდებით? ჩემ თავს ჩემოვუქანე, ხომ არ მეძინა, მაგრამ არა, ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა. თუ ანასთან მიდოდა რატომ დამიმალა? ანუ რაღაცას მალავდა...
დაახლოებით ნახევარი საათი ველოდე პარკინგზე, არ გამოსულა, გადავწყვიტე სახლში ავსულიყავი და თავად მენახა ყველაფერი. და თუ იქ ის დამხვდებოდა რასაც ვფიქრობდი, ანას სიკვდილი არ ასცდებოდა!



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოოო, ნელ ნელა იძაბება სიტუცია,ერთი სული მაქ ირინე თავის ადგილზე როდის მოჯდება, ახალი გმირებიც გამოჩნდნენ მგონი ისტორიაში, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მიხარია რომ აგრძელებ და მოუთმენლდ ველი გაგრძელებას :)

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ქალების ასე დაკნინება პირველ რიგში შენი თავის შეურაცხყოფაა.ასეთი ტიპის მამაკაცები მეგონა ძველ დროში დავთოვეთ და განვვითარდით????????

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№4  offline წევრი თმარი.K

სტუმარი მაკო
ქალების ასე დაკნინება პირველ რიგში შენი თავის შეურაცხყოფაა.ასეთი ტიპის მამაკაცები მეგონა ძველ დროში დავთოვეთ და განვვითარდით????????


არც ერთი ქალი არ არის დაკნინებული.

მეორე, რაც შეეხბა ,,რიგში შენი თავის შეურაცხყოფაა'' - ჩემ შეურაწყოფას, დამერწმუნეთ ცდებით, არც ერთი პერონაჟ არ არის ჩემ პიროვენბასთან გაიგივებული, და თუ რომელიმე მათგანს დაკნინებულად მიიჩნევთ, ალბათ ეს ნაწარმოების შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც რალური ცხოვრების.

დღევანდელ რეალობაში ქალები დიახ რომ დაკნინებულები არიან, არ მაქვს საუბარი ყველაზე, თუმცა ბევრი ნამდვილად არის.

პ.ს

ამ ნაწარმოებით, არ მგონია რომ საკუთარ თავს შეურაწყოფას ვაყენებ, პირიქით.

 


№5 სტუმარი ნია

თმარი.K
სტუმარი მაკო
ქალების ასე დაკნინება პირველ რიგში შენი თავის შეურაცხყოფაა.ასეთი ტიპის მამაკაცები მეგონა ძველ დროში დავთოვეთ და განვვითარდით????????


არც ერთი ქალი არ არის დაკნინებული.

მეორე, რაც შეეხბა ,,რიგში შენი თავის შეურაცხყოფაა'' - ჩემ შეურაწყოფას, დამერწმუნეთ ცდებით, არც ერთი პერონაჟ არ არის ჩემ პიროვენბასთან გაიგივებული, და თუ რომელიმე მათგანს დაკნინებულად მიიჩნევთ, ალბათ ეს ნაწარმოების შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც რალური ცხოვრების.

დღევანდელ რეალობაში ქალები დიახ რომ დაკნინებულები არიან, არ მაქვს საუბარი ყველაზე, თუმცა ბევრი ნამდვილად არის.

პ.ს

ამ ნაწარმოებით, არ მგონია რომ საკუთარ თავს შეურაწყოფას ვაყენებ, პირიქით.

გეთანცმებით. არ ვფიქრობ რომ ანა დაკნინებულია ან ვახტანგია ცუდად წარმოჩენილი... ძალიან კარგად წერ და დღეში ასჯერ შემოვდივარ რომ ვნახო ახალი თავი ხომ არ დევს.

 


№6 სტუმარი სტუმარი Kkk

Agar deb ???

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

აღარ დებთ? ველოდები,გთხოვთ მალე დადოთ????????♥️♥️

 


№8 სტუმარი ნია

როგორ ფიქრობთ ახალი თავის დადებას როდის შეძლებთ? დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ რომ ვნახო ახალი თავი ხომ არ დადეთ. ❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი იაკო

რატომ არ დებ ამდენ ხანს?

 


№10  offline წევრი Elka Popova_2

Гелодебодит мотминебит да дадет шемдеги тави давигалет лодинит

 


№11 სტუმარი სტუმარი რუსკა

ამ ნოველის ავტორს რამე მოუვიდა?თუ მიჩვეულია მკითხველისთვის იმედის გაცრუებას?თუ დამთავრება არ შეგიძლიათ ნოველის,არც უნდა დაიწყოთ დაწერა და გამოქვეყნება.რა უბედურებაა ამდენხანს არ დადება ახალი თავის.

 


№12  offline წევრი Marikagogolqdze

??? ახალი თავები აღარ დაიდება

 


№13  offline წევრი თმარი.K

სტუმარი რუსკა
ამ ნოველის ავტორს რამე მოუვიდა?თუ მიჩვეულია მკითხველისთვის იმედის გაცრუებას?თუ დამთავრება არ შეგიძლიათ ნოველის,არც უნდა დაიწყოთ დაწერა და გამოქვეყნება.რა უბედურებაა ამდენხანს არ დადება ახალი თავის.



ამ ნოველის ავტორს მადლობა უფალს არაფერი მოსვლია.

ნამდვილად არ ვარ მიჩვეული საზოგადოების (მკითხველის) იმედგაცრუებას და მიუხედავად მძიმე მდგომარეობსია და დროის უქონლობისა, ყოველ დღე ვცდილობ თითო აბზაცის წერას.

ის რისი დასრულებაც არ ძალმიძს არასდროს დამიწყია, თქვენ პირადად არ მიცნობთ და გასაგებია თქვენი ამდაგვარი ჩემი შეფასება ;)

 


№14  offline წევრი Tako_elizbarashvili

თმარი.K
სტუმარი რუსკა
ამ ნოველის ავტორს რამე მოუვიდა?თუ მიჩვეულია მკითხველისთვის იმედის გაცრუებას?თუ დამთავრება არ შეგიძლიათ ნოველის,არც უნდა დაიწყოთ დაწერა და გამოქვეყნება.რა უბედურებაა ამდენხანს არ დადება ახალი თავის.



ამ ნოველის ავტორს მადლობა უფალს არაფერი მოსვლია.

ნამდვილად არ ვარ მიჩვეული საზოგადოების (მკითხველის) იმედგაცრუებას და მიუხედავად მძიმე მდგომარეობსია და დროის უქონლობისა, ყოველ დღე ვცდილობ თითო აბზაცის წერას.

ის რისი დასრულებაც არ ძალმიძს არასდროს დამიწყია, თქვენ პირადად არ მიცნობთ და გასაგებია თქვენი ამდაგვარი ჩემი შეფასება ;)

როდის ველოდოთ ახალ თავს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent