ცასა და მიწას შორის ( 7 )
- გეყოფა ანა, დაწყნარდი, დამშვიდდი და დაიძინე, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, -დანიელმა ლამის ძალით ჩამაწვინა საწოლში თხელი საბანი გადამაფარა და საბანს ორივე ხელით დააწვა ზემოდან რომ ჩემთვის წამოდგომის საშუალება არ მოეცა, სიცილი ძლივს შეიკავა როცა დაინახა როგორ მოვიღუშე და შევკარი წარბები. - გამიშვი რა, არ მეძინება, ცოტა ხანს კიდევ ვისაუბროთ, -დავიწუწუნე, ახლა მართლა არ შემეძლო ძილი, გული ჯერ კიდევ ისე სწრაფად მიცემდა მეგონა გამისკდებოდა, თვალებს დავხუჭავდი თუ არა მისი უზარმაზარი ფრთები მიდგებოდა თვალწინ და დაუოკებელი სურვილი მიპყრობდა ისევ და ისევ განმეცადა ის საოცარი შეგრძნება რაც ცოტა ხნის წინ ცაში ყოფნისას განვიცადე. - ასეთი ფრთებისთვის ყველაფერს მივცემდი, -ამოვიოხრე და შევეცადე მოვდუნებულიყავი რადგან მივხვდი დანიელი ადგომის საშუალებას არ მომცემდა, ეშმაკური ღიმილით დაიხარა ჩემსკენ შუბლზე მაკოცა და ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილი თმები გამისწორა. - ფრთები ძალიან იშვიათია, საუკუნეებია ჩვენს სამყაროში აღარ დაბადებულა ვინმე ვისაც ფრთები ექნებოდა, ამიტომაც ვყავდი აზადს ყოველთვის ახლოს, ცდილობდა გაეგო როგორ მოხდა და მე ერთ არაფრით გამორჩეულ ბავშვს შემეძლო მეფრინა, სურვილი კლავს თვითონაც შეეძლოს ფრენა ავადმყოფურად აქვს აკვიატებული, თუმცა აქამდე ვერ შეძლო რამის გარკვევა, თუმცა მე და შენ მეწყვილეები ვართ და შენ ისეთი უნარები გაქვს გამორიცხული არაფერია... - დანარჩენებსაც აქვთ ფრთები? კრის, ლევინს... - არა მათ არ აქვთ, მხოლოდ მე თუმცა ვფიქრობ რომ შესაძლებელია შენ... - ანუ შენ ფიქრობ რომ შეიძლება ოდესმე მეც შევძლო ფრენა? -შევაწყვეტინე და მოუთმენლად აცახცახებული მივაჩერდი თვალებში. - გამორიცხული არაფერია, როცა ყველაფერი დალაგდება და ჩვენი ერთობლივი ძალების განვითარებას დროს დავუთმობთ, სრულიად შესაძლებელია შენც ჩემთან ერთად ფრენა შეძლო, პარტნიორები ვართ, მეწყვილეები და შეგვიძლია ერთმანეთის უნარების გამოყენება ვისწავლოთ, ასე ხშირად ხდება, ეს სრულიად ბუნებრივია. - მაგარი იქნება, -იმის წარმოდგენისას როგორ დავქროდი ცაში სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა, თავი ვეღარ შევიკავე წამოვხტი და საწოლში ხტუნაობა დავიწყე. - და ამის მერე კიდევ გწყინს რომ გეუბნები რომ ბავშვივით იქცევი, -ღიმილით გადააქნია თავი, წამოდგა ფეხზე გაიხადა და მაისური გადაიძრო. - რას აკეთებ? -მისი შიშველი სხეულის დანახვისას თვალები დავჭყიტე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. - აბა ჩაცმულმა დავიძინო? -ისე საყვარლად გაიკვირვა რომ ღიმილი ვერ შევიკავე. - აქ აპირებ დაძინებას? - აქ მხოლოდ ერთი საძინებელია, მაგრამ შემიძლია იმ ხმელ დივანზე დავწვე მისაღებში რომ დგას, თუ კი რათქმაუნდა იმისთვის გამიმეტებ რომ მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭო, -თვალები აახამხამა და ისე საცოდავად შემომხედა რომ თავი სადისტად ვიგრძენი სხვა ადამიანების საცოდაობით რომ სიამოვნებას იღებს ისეთ პიროვნებად, კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი უზადო სხეული და ეშმაკურად მოციმციმე თვალები, ისე ვიქცევი თითქოს ერთი სული არ მქონდეს როდის მომიწვება გვერდით და როდის ჩამეხუტება, საბანში ჩავძვერი ნაპირისკენ მივიწიე და ჩემს გვერდით გათავისუფლებულ ადგილზე ვანიშნე ხელით, აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაიღიმა, საბანი ასწია და დაწვა, მკლავები თავქვეშ ამოიდო და გაყუჩდა, რაღაცნაირად გული დამწყდა რომ არც კი ცდილობდა ჩემთან მოახლოებას და ჩახუტებას, გაბრაზებულმა ამოვიქშინე, ზურგი შევაქციე და ვეცადე დამეძინა, ვერ მოვახერხე, რამდენიმე წუთს გაუჩერებლად ვწრიალებდი. - რატომ ვერ ისვენებ, ხომ გითხარი რომ ხვალ დილით ადრე უნდა ავდგეთ, -სიცილნარევი ხმით მითხრა. - ვერ ვიძინებ, -დავიწუწუნე და ოდნავ მივჩოჩდი მისკენ, შეუმჩნევლად შევამცირე ადგილი ჩვენს შორის, შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა, მკლავი გაშალა და მანიშნა მოდიო, რათქმაუნდა უარი არ მითქვამს, ჩავეხუტე მისი სითბო და რიტმული გულისცემა და ჩემს თმაში ახლართული თითები ვიგრძენი თუ არა მაშინვე მოვითენთე, მთელი დღის დაღლილობამ ერთბაშად შემომიტია და ვერც მივხვდი ისე ჩავიძირე სიზმრების საუფლოში, იმ ღამით ჩემი წინა ცხოვრება აღარ დამსიზმრებია, ჩემს სიზმრებში მხოლოდ მე და დანიელი ვიყავით, მეც მისნაირი ფრთები მქონდა, ერთად დავფრინავდით ღრუბლებს ზემოთ და ჩემზე ბედნიერი არსება არ იყო არც ამ და არც სხვა სამყაროში. - - - - - - - - - - - არ მჯერა მართლა ამით უნდა წავიდეთ? -აღფრთოვანებული ავყურებდი ჰაერში ჩვენგან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე მოლივლივე ხომალდს. - რათქმაუნდა დროსა და სივრცეში გადაადგილების სხვა გზებიც არსებობს მაგრამ ამ ეტაპზე ეს შენთვის ყველაზე უსაფრთხოა და თან ვიფიქრე რომ ხომალდით მგზავრობა უფრო მოგეწონებოდა ვიდრე სივრცითი ხვრელების გამოყენება, ჯერ შეუჩვეველი ხარ და მერე რამდენიმე საათი მაინც ძალიან ცუდად იგრძნობდი თავს, მახსოვს როცა პირველად სივრცეში გადავაადგილდი ისე ცუდად გავხდი მთელი დღე გული მერეოდა, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი მაგრამ დამიჯერე საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, -დანიელმა ღიმილით გადააქნია თავი მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელი. - მაგრად მომეჭიდე და მოემზადე, -ჩამჩურჩულა და მაჯაზე დამაგრებულ უცნაურ მოწყობილობას დააწვა, ხომალდიდან უცნაური სინათლე გადმოიფრქვა და ვერცხლისფრად მოციმციმე რგოლებად დაეშვა ჩვენს გარშემო, ვიგრძენი როგორ მოვწყდით მიწას და მთელი ძალით შემოვხვიე მკლავები დანიელს, რამდენიმე წამში უკვე ხომალდის შიგნით ვიყავით, აღფრთოვანებული და გაოცებული ვათვალიერებდი ყველაფერს, დანიელმა პირდაპირ სამართავი განყოფილებისკენ წამიყვანა გამჭვირვალე კედელთან ორი იდენტური სავარძელი იდგა, სავარძლების წინ მოთავსებულ სამართავ პანელზე კი უამრავი სხვადასხვა ხელსაწყო, ღილაკი და ეკრანი იყო მოთავსებული, - დაჯექი და ღვედები გადაიჭირე, -მიმითითა ერთ-ერთ სავარძელზე დაპროგრამებული რობოტივით მივედი და დავჯექი, თვალს ვერ ვაშორებდი, საქმიანი სახით დაჰყურებდა ჩემთვის გაუგებარ აპარატურას, ღილაკებზე გრძელ თითებს დაასრიალებდა... ტუჩები მოვილოკე და მისი თითებიდან მზერა სახეზე გადავიტანე, მომღიმარ თვალებს რომ შევეჩეხე ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე სირცხვილისგან. - ღვედი, -კიდევ ერთხელ მანიშნა. - რა? სად? -მთლად დავიბენი, მომიახლოვდა, ჩემს წინ გაჩერდა და სავარძელს ორივე ხელით დაეყრდნო, სახე ისე ახლოს მომიტანა რომ ვგრძნობდი როგორ მეფრქვეოდა ტუჩებზე მისი თბილი სუნთქვა, დაიხარა და მსუბუქად შემეხო ტუჩებით მხარზე, მერე ყელზე მაკოცა და ნელ-ნელა ამოუყვა ზევით, ტუჩებზე რომ ვიგრძენი შეხება, მთლიანად დავდნი, ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი მეგონა სული განვუტევე და ახლა ღრუბლებში დავნარნარებდი... - მზად ხარ? წასვლის დროა, -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა და გამოვფხიზლდი, დანიელი უკვე თავის სავარძელში იჯდა მე კი საიმედოდ ვიყავი დაბმული ღვედებით. - კი მაგრამ როგორ? მე ... შენ... -ენა დამება და რატომღაც საშინლად გამაბრაზა მისმა თვითკმაყოფილმა გამომეტყველებამ. - ბევრს ნუ იფიქრებ, ჯობია მგზავრობით დატკბე, -თვალი ჩამიკრა და სამართავ პანელს მიუბრუნდა. - აქ კიდევ დავბრუნდებით? -მე თვითონაც ძლივს გავიგონე ჩემი გაბზარული ხმა. - რათქმაუნდა დავბრუნდებით, -მიპასუხა ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს და ღრმად ამოისუნთქა. - - - - - - - - - მეგონა ნიუ იორკში მივდიოდით, -გაკვირვებული ვათვალიერებდი ჩემს წინ აღმართულ სამსართულიან აშკარად უძველეს შენობას რომლის კედლებსაც ძველისძველი ჩუქურთმები და მწვანე ხვიარა მცენარეები ამშვენებდა და მის ირგვლივ ულამაზესი მწვანე ბაღი იყო გადაშლილი. - იტალიაში ვართ რომში, შეგიძლია დატკბე აქაურობით, -ხელები თეატრალურად გაშალა და სახე გაუბრწყინდა როცა დაინახა როგორ გამოცვივდნენ სახლიდან სანი, სონია, კრისი და ლევინი, მათთან სრულიად სხვაგვარი იყო დანიელი, ხალისიანი, მხიარული ბედნიერი და მე ძალიან მომწონდა მისი ასეთის ყურება. - როგორ ხარ? -სონია გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა. - ჩვენც მიგვიშვი, -კრისმა უხეშად მოიცილა სონია და ახლა თვითონ ჩამეხუტა. - მეც მინდა ჩახუტება, -ამჯერად ლევინის უზარმაზარ მკლავებში აღმოვჩნდი, ჰაერში ამაფრიალა და ერთ ადგილზე დამატრიალა, ცალი თვალით გავხედე მხიარულად მომღიმარ დანიელს, რომელსაც რატომღაც უცბად შეეცვალა გამომეტყველება. - რა გჭირს, -მოიღუშა როცა ლევინის ლოყაზე საკმაოდ ღრმა ჭრილობა დაინახა. - ეს ისეთი არაფერია, -მხრები აიჩეჩა ლევინმა და გაიღიმა. - ამას არაფერს ეძახი? რა მოხდა? -ხმას აუწია და ახლა კრისს გადახედა გაცოფებულმა. - კარგი ჰო, კაილის ბრალია მაგრამ ისიც არ არის კარგ დღეში, საკადრისი მიიღო, -ჩაიბურტყუნა კრისმა. - უკვე ყველამ ყველაფერი იცის ძმაო, აზადი გაცოფებულია, იციან რომ ანა შენთან ერთადაა და ამდენი წელი ჩვენ გვეხმარებოდი, ასე რომ დღეიდან შენც ჩვენთან ერთად ხარ ოფიციალური ძებნილი, -სანიმ მხარზე ხელი დაჰკრა და ყველანაირად ეცადა უდარდელად გაეღიმა მაგრამ აშკარად ვატყობდი როგორ ნერვიულობდა. - ასეც უნდა ყოფილიყო, ამას ველოდით აქ არაფერია უცნაური, -ჩემდა გასაკვირად ეს ყველაფერი საოცრად მშვიდად მიიღო დანიელმა, ახლა კი მოვრჩეთ ამ ყველაფერზე საუბარს ანას აქაურობა უნდა დავათვალიერებინო, ჩემსკენ გამოემართა და ხელში ისე ამიტაცა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვყოფილიყავი. - რას აკეთებ დამსვი, -წამოვიკივლე უნებურად. - დამშვიდდი, ვიცი რასაც ვაკეთებ, -ჩამჩურჩულა ღიმილით და შესასვლელისკენ წავიდა, ხელები კისერზე შემოვხვიე და აწითლებული სახით მივეკარი მხარზე, სახლში შემიყვანა მაგრამ ხელი არ გაუშვია ასე პატარა ბავშვივით ხელში ატატებული წამიყვანა მეორე სართულზე ასასვლელი ფართო ქვის კიბისკენ რომელიც გრძელი და საკმაოდ ხალვათი დერეფნის ბოლოში მდებარეობდა, გაოცებული ვათვალიერებდი სპილოსძვლისფერი ნათალი ქვისგან აგებულ კედლებს, ძველისძველ ხალიჩებს და მოოქროულ ჩარჩოებში ჩასმულ ნახატებს, მეორე სართულის დერეფანიც პირველი სართულისას ჰგავდა, დანიელი მუქი წითელი ხისგან გამოთლილი კარის წინ გაჩერდა და ჩამომსვა, კარი გააღო და გზა დამითმო, როგორც კი შევედი აღფრთოვანების შეძახილი აღმომხდა, საკმაოდ ფართო ოთახის ერთ კედელთან უზარმაზარი ბალდახინიანი საწოლი იდგა, ქვის კედელში ჩაშენებული მუქი ხისფერი კარადები, ძველებური სტილის საწერი მაგიდა, ანტიკვარული ხალიჩები და ძველებური ჭაღი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თავი შუა საუკუნეების სასახლის სამეფო პალატაში მეგონა, მთლიანი მინის კედელში დატანებული კარი რომ არა რომელიც აივანზე გადიოდა მართლაც ასე ვიფიქრებდი. - ეს შენი საძინებელია, მოგწონს? - ჩემი? მეგონა ერთ საძინებელში დავიძინებდით, -ტუჩებზე ხელი მივიფარე და თავი დავხარე როცა მივხვდი რომ ეს სიტყვები ხმამაღლა წამომცდა. - ამ სახლში უამრავი საძინებელია, -უდარდელად თქვა, მხრები აიჩეჩა და საწოლზე ჩამოჯდა, თითქოს საერთოდ არ აინტერესებდა რა ვთქვი ცოტა ხნის წინ. - ნამდვილი სულელი ხარ ანა, -ჩავიბურტყუნე, როგორმე სხვა რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება, კარს მივუახლოვდი, ბოლომდე გადავწიე მძიმე ბორდოსფერი ფარდები და აივანზე გავედი, ჩემს თვალწინ საოცარი ხედი გადაიშალა, ხელები გავშალე თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე რაღაც უცნაური მოტკბო სურნელით გაჯერებული ჰაერი. - მოგწონს აქაურობა? -ზუსტად ყურთან მომესმა მისი ხმა და მერე როცა მისი ხელებიც ვიგრძენი წელზე, უნებურად ავეკარი მკერდზე და თავი მხარზე დავადე. - ძალიან მომწონს. - კარგია იმიტომ რომ დიდხანს მოგვიწევს აქ დარჩენა. - მოიცა შენ რა გინდა თქვა რომ ნიუ იორკში აღარ დავბრუნდებით? -ახლაღა გამახსენდა ჩემი მოცუცქნული ბინა, სამსახური და სოფი, უსიამოვნოდ შევიშმუშნე, იმდენად გავერთე ბოლოდროინდელი მოვლენებით ვერც კი მივხვდი როგორ დავკარგე კონტროლი ყველაფერზე, ახლა ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას ის იღებდა მე კი უბრალოდ თავს ვუქნევდი და ეს არც თუ ისე სასიამოვნო იყო. თითქოს ჩემი ხასიათის ცვლილება იგრძნოო ხელი გამიშვა, თავისკენ შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა, მე კი მზერა ავარიდე. - მენდობი? -უცნაური, თითქოს გაბზარული ხმით მკითხა. - რატომ მეკითხები? - უბრალოდ მითხარი მენდობი თუ არა. - გენდობი, -არც კი მიყოყმანია ისე ვუპასუხე. - მაშინ იცოდე რომ ყველა გადაწყვეტილება რასაც ვიღებ მხოლოდ შენს სასიკეთოდაა, შენს დასაცავად, მაპატიე ეგოისტურად ვიქცევი როცა არაფერს გეუბნები, არაფერს გეკითხები და ისე ვიღებ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრე მარტო, მიჩვეული ვარ რომ არასდროს არავის არაფერს ვეკითხები და ვუთანხმებ... - მაგრამ ახლა მარტო აღარ ხარ, -სიტყვებს ლამის გული ამოვაყოლე და ძლივს ვაიძულე თავი რომ მისთვის თვალი გამესწორებინა, გაეღიმა, ფრთხილად მომეფერა ლოყაზე და თმაში შემიცურა თითები. - ახლა ჩვენ ვართ და აღარაფერი იქნება ძველებურად, ყველაფერს გამოვასწორებ, გპირდები ამ ყველაფერს ერთად მივეჩვევით, მე შენ არასდროს გაწყენინებ და ყოველთვის დაგიცავ, მეორე შანსი მომეცა და აღარ დავუშვებ რომ დაგკარგო, შეუძლებელს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემთან ერთად იყო, ახლა როცა ჩემს წინ დგახარ და თვალებში გიყურებ ვხვდები რომ ამდენი ხანი არ მიცხოვრია უბრალოდ ვარსებობდი და შენ გელოდი, ხანდახან სანის და სონიას მოკვლა მინდება ხოლმე როცა იმაზე ვფიქრობ რომ შეიძლება თუნდაც ცოტა ხნით ადრე მქონოდა შესაძლებლობა დამებრუნებინე... თვალებმინაბული ვუსმენდი და გული აქამდე ის იყო, ნამდვილად ის იყო, ის ერთადერთი ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი, მას უსიტყვოდ ესმოდა ჩემი და მე ის მინდოდა, ისე როგორც არასდროს, თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე მის ხელებს რომლებსაც ჩემს თმაში და სახეზე დააცურებდა, სხეულზე ავეკარი და უფლება მივეცი ჩემი სხეულის შესწავლა განეგრძო, ციებიანივით გამაცახცახა როცა ჯერ ყელში, შემდეგ მხარზე და მკერდზე ვიგრძენი მისი ტუჩები, პირველად ვგრძნობდი მის მიმართ ასეთ ლტოლვას, აცახცახებული თითებით ჩავებღაუჭე მაისურს და გადავაძვრე, თვალები გაუფართოვდა აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ სითამამეს, ერთხანს გაშეშდა მაგრამ როცა თითისწვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს წავეტანე, თავის შეკავება ვეღარ შეძლო, ხელი მომხვია, დამშეულივით დამაცხრა ტუჩებზე და უფრო მაგრად მიმიკრა სხეულზე, ვხვდებოდი რომ სიგიჟემდე ვუნდოდი, მის ერექციას ვგრძნობდი, ერთხანს სახეს, ტუჩებს და ყელს მიკოცნიდა, მერე ხელში ამიტაცა და საწოლისკენ წამიყვანა... - - - - - - - მთლიანად შიშველი მის მკერდზე მისვენებული ვიწექი და რატომღაც საერთოდ არ მრცხვენოდა ჩემი სიშიშვლის, დანიელი ჩემს ზურგზე დააცურებდა თითებს და ღიმილს ვერ იკავებდა როცა გრძნობდა როგორ ვთრთოდი. - ძალიან მგრძნობიარე ხარ და ეს მაგიჟებს, შენით ვერ ვძღები არ მყოფნი, -ზემოდან მომექცა და ანთებული თვალები მომავლო შიშველ სხეულზე. - იცი რომ დღიდან ჩვენს შორის კავშირი გამძაფრდება? -ეშმაკური ხმით მითხრა და გულაღმა გადაწვა ბალიშებზე. - არ მეტყვი რას გულისხმობ ინტრიგანო, -უკმაყოფილოდ ჩავიღრინე და ახლა მე მოვექეცი ზემოდან. - რატომ ბრაზობ, იმიტომ რომ კავშირზე არ განგიმარტე თუ იმიტომ რომ შენი მოფერება შევწყვიტე? -აშკარა იყო რომ ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა. - ნამდვილი ქალღმერთი ხარ, -შიშველ მკერდზე ჩამოყრილი ჩემი თმები ხელზე დაიხვია და დამქაჩა, დახრა მაიძულა რომ ჩემთვის ეკოცნა, მერე წამოჯდა, ხელში ამიყვანა და ასე ხელში აყვანილი შემიყვანა სააბაზანოში, თბილი წყლით სავზე ჯაკუზში ჩამსვა და უკან მომიჯდა, სიამოვნებისგან ამოვიგმინე, წყალში ჩავცურდი, მკერდზე მივეყრდენი და თვალები მივლულე. - აბა, მომიყვები ბოლოს და ბოლოს? -ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე. - ორჯერ მივიღე მონაწილეობა დაწყვილების ცერემონიალში, პირველად ჩემი ნებით მეორედ კი აზადმა მაიძულა რადგან მიაჩნდა რომ თუკი მეწყვილეს ვიპოვიდი ჩემი ძალები გაიზრდებოდა და ამას სათავისოდ გამოიყენებდა, თუმცა ჩემი მეწყვილე არ გამოჩენილა, რაც დრო გადიოდა ვფიქრობდი რომ ჩემში იყო პრობლემა თუმცა როცა იმ წვეულებაზე პირველად დაგინახე გეფიცები გიგრძენი, ვიგრძენი რომ რაღაც გვაკავშირებდა თუმცა მალევე აღმოჩნდა რომ კაილის მეწყვილე იყავი, ვერ აგიხსნი რა ვიგრძენი როცა ამის შესახებ გავიგე, ეს რათქმაუნდა ხელს არ გვიშლიდა რომ ერთმანეთი გვყვარებოდა თუმცა ეს არ იყო სრულყოფილი ურთიერთობა. - თუკი მეწყვილე შენი მეორე ნახევარი არ აღმოჩნდება, ეს რატომ არის ხელისშემშლელი? - წყვილებს შორის სხვანაირი კავშირია, უბრალოდ წარმოიდგინე, სანი და სონია და კრისი და ლევინი მეწყვილეები არიან, ახლა ერთად არიან მაგრამ მოვა დრო და თავიანთ მეორე ნახევრებს იპოვიან, მერე რა მოხდება მთელი ცხოვრება ორად გახლეჩილებმა უნდა გაატარონ? მათ ყოველთვის დასჭირდებათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა რომ თავი სრულყოფილად იგრძნონ, ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი იღბლიანი წყვილი ვართ, ერთად ვართ როგორც შეყვარებულები და როგორც მეწყვილეები... - და რა მოხდება ახლა? -უკვე თითქმის ძილბურანში მყოფმა ვკითხე. - ჩვენი კავშირი გაძლიერდება, სადაც და როგორც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთს ვიგრძნობთ, ერთმანეთის ტკივილს, სიხარულს, გასაჭირს, ბედნიერებას, ჩვენი ძალები გაძლიერდება და ახალ შესაძლებლობებს აღმოვაჩენთ... - - - - - - თვალები გაჭირვებით გავახილე, საწოლში ვიწექი დანიელის მაისური მეცვა და თავი მის მკერდზე მედო, არადა მხოლოდ ის მახსოვს როგორ ვიწექით ერთად ჯაკუზში. - გაიღვიძე? -შუბლზე მაკოცა, ფრთხილად წამოიწია და საწოლთან მდგარი ტუმბოს თავზე მიმაგრებული სანათები აანთო, თვალები მოვჭუტე და მზერა ავარიდე, გაეღიმა და მსუბუქად, ნაზად დამისვა ლოყაზე გრილი თითები. - უკვე გვიანი საღამოა, სონიამ ტანსაცმელი დაგიტოვა, სანამ საყიდლებზე წახვალთ გამოგადგება, მიდი გამოიცვალე და სავახშმოდ ჩავიდეთ, დამყურებდა გაბრწყინებული სახით, მის უძირო შავ თვალებში ჩემს თავს ვხედავდი და უბედნიერესი ვიყავი იმით რომ მას ასე ვაბედნიერებდი. - რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ, -აღმომხდა ჩემდა უნებურად, შვებით ამოისუნთქა თითქოს ამდენი ხანი ამ სიტყვებს ელოდაო, წამოხტა ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა. სონიას შორტები მაისური და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი მშვენივრად მომერგო, თმა უბრალოდ ავიწიე და უკან ცხენისკუდად შევიკარი. - მშვენივრად გამოიყურები, -დანიელმა ხელი გამომიწოდა, მეც მაშინვე შევაგებე თითები, ერთად ჩავედით პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში შემიძღვა რომელსაც ალბათ სასადილოდ იყენებდნენ, ოთახის შუაგულში უამრავი სხვადასხვა საჭმლით სავსე მაგიდა იყო გაშლილი, დანარჩენები უკვე ისხდნენ და ჩვენ გველოდნენ, დანიელმა სკამი გამომიწია და თვითონაც გვერდით მომიჯდა, გაკვირვებულმა გადავხედე სუფრას. - ეს ყველაფერი თქვენ მოამზადეთ თუ მზარეული გყავთ. - რიგრიგობით ვამზადებთ ხოლმე დღეს სანის და ლევინის რიგი იყო, შენთვის მოინდომეს ასე ძალიან თორემ ისეთი ზარმაცები არიან უბრალო ტოსტი სანატრელი გვაქვს ხოლმე, -კრისმა ღუმელში შემწვარი, ბოსტნეულის ფარშით გამოტენილი კარტოფილი გადმომაწოდა. - ერთი ვნახავ ხვალ რას გააკეთებ, იმედია არ მოგვწამლავ, -ირონიულად ჩაიღიმა ლევინმა. - მე და კრისი თქვენზე კარგი მზარეულები რომ ვართ ამას რად უნდა ლაპარაკი, სონიამ კრისს თვალი ჩაუკრა და ახლა მან მომაწოდა საჭმლით სავსე თეფში. - სხვათაშორის აქამდე დანიელი საჭმლის მომზადებაში არ მონაწილეობდა ხოლმე მაგრამ ახლა რაკი მეწყვილე ჰყავს ზეგ თქვენ მოამზადეთ რამე, რას იტყვი? -სანიმ ისე რომ ჩემთვის არც კი უკითხავს თეფშზე უცნაური ფორმის ცომის ხვეულა გადმომიღო, ღიმილით შევხედე დანიელს რომელიც რატომღაც ჩემს თეფშს უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა, ახლაღა დავხედე და გულიანად გამეცინა. - კარგით რა ეს საჭმელი ალბათ ორი კვირა მეყოფა, -თეფშზე ფაქტიურად ადგილი აღარ იყო. - კარგად უნდა გკვებოთ, საშინლად გამხდარი ხარ, იცოდე ყველაფერი უნდა შეჭამო, -ლევინმა მუქარით დამიქნია თითი. - დანიელ ხედავ მემუქრება? -პატარა ბავშვივით დავიწუწუნე. - შეგვიძლია ვახშმის შემდეგ სახლის უკან სავარჯიშო მოედანზე გავიტყუოთ და ბოლო მოვუღოთ, -შეთქმულივით ჩამჩურჩულა ყურში და ძლივსშეკავებული ღიმილით გახედა ლევინს რომელიც ყურებდაცქვეტილი გვიყურებდა და ცდილობდა გაეგო რას ვგეგმავდით მის წინააღმდეგ, თვალებმოჭუტულმა შევუბღვირე, ხორცის დასაჭრელი დანა აათამაშა ხელში და თვალი ჩამიკრა, ვხვდებოდი როგორ ართობდა ჩემთან პაექრობა. - ესე იგი სავარჯიშო მოედანიც გაქვთ? -ისევ დანიელზე გადავიტანე ყურადღება, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ვარჯიშს. - სავარჯიშო მოედანი გვაქვს, -შემისწორა ღიმილით, -თანაც ძალიან დიდი და ისეთი რომ აუცილებლად მოგეწონება, გამოგვადგება როცა შენი ძალების შესწავლას დავიწყებთ, ალბათ ერთი სული გაქვს როდის მიბეგვავ ლევინს. - დარწმუნებული ხარ რომ აზრების კითხვა არ შეგიძლია? -დაეჭვებულმა ავხედე. - აჰ, ესე იგი მართლა ამაზე ფიქრობდი? -გულიანად გაიცინა, წამოდი მოედანს გაჩვენებ და თან რაღაცას მოგიყვები, წამოვდექით თუ არა დანარჩენებიც წამოიშალნენ, - თქვენ გააგრძელეთ ვახშმობა, მე და ანას სალაპარაკო გვაქვს, -დანიელმა სასადილო ოთახიდან ვერანდაზე გამიყვანა რომელიც პირდაპირ ბაღში გადიოდა, ნელი ნაბიჯით გავუყევით, ნაცრისფერი კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს. - მკითხე რაც გინდა, ყველაფერზე გიპასუხებ, -მისმა თითებმა ჩემი თითები იპოვნა და მაგრად მომიჭირა თითოს ჩემს გამხნევებას ცდილობსო. - ეს რა ადგილია? აქ რატომ ცხოვრობთ, რატომ მაინცდამაინც რომი და რატომ დედამიწა? -ერთ კითხვაში რამდენიმე კითხვას მოვუყარე თავი. - დედამიწა მამაშენის საყვარელი პლანეტა იყო, არსებობს უამრავი დასახლებული პლანეტა მაგრამ დედამიწისნაირი არა. - და რა აქცევს დედამიწას განსაკუთრებულად? - ადამიანები, ჰო ასეა, მამაშენი შეყვარებული იყო, დედამიწაზე, საკუთარ ქმნილებებზე ადამიანებზე და ადამიანურ ყოფაზე, მისი დამსახურებაა რომ ამ პლანეტაზე ხალხი ჯერ კიდევ ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობს. - იმ ყველაფერს რაც დედამიწაზე ხდება ბედნიერებას და თავისუფლებას ეძახი? -ირონიულად ჩავიცინე. - რომ იცოდე რა ხდება სხვა პლანეტებზე აღარ გაგეცინებოდა, მითუმეტეს ახლა როცა ყველაფერს აზადი მართავს, თავისუფლება ნელ-ნელა ეძლევა დავიწყებას და მხოლოდ მონათა კოლონიები რჩება, -აი მოვედით კიდეც -უზარმაზარი მოედნისკენ გაიშვირა ხელი რომელიც სხვადასხვა ჩემთვის გაუგებარი სავარჯიშო მოწყობილობებით იყო სავსე. - მაგარია, -რბილ ხელოვნურ ხალიჩაზე ფეხმორთხმით მოვკალათდი და დანიელსაც ვანიშნე რომ დამჯდარიყო, -გავაგრძელოთ? გამიღიმა და უბრალოდ თავი დამიქნია. - ყველა პლანეტა, ყველა სამყარო ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ჩვენ კი უბრალოდ ამ ყველაფერს ვმართავთ რომ თავიდან ქაოსი ავირიდოთ, ყოველ შემთხვევაში აზადს ასე სწამს არადა პირიქით თვითონ ქმნის ქაოსს, გაუმაძღარია, ყველა მონად აქცია ამიტომაც აუმხედრდნენ, ახლა კი ზუსტად იგივე უნდა რომ დედამიწას გაუკეთოს, არადა ვერ ხვდება რომ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი,. - რას გულისხმობ? - იმისთვის რომ ჩვენმა სამყარომ იარსებოს ადამიანები სჭირდება, ხოლო თუ ჩვენი სამყარო არ იარსებებს ადამიანები გადაშენდებიან, ხომ გაინტერესებდა რატომ ვართ აქ, რატომ მაინცდამაინც რომი, როგორც კი ამისთვის მზად იქნები მაშინვე ვატიკანში წავალთ, იქ შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება, ახლა ვერაფერს გეტყვი, რადგან აზრი არ აქვს არაფრის ახსნას თუკი ყველაფერს შენი თვალით არ ნახავ - ესე იგი ვატიკანი არა? -თვალები დავხუჭე და გონება დავძაბე რომ ყველაფერი გამეხსენებინა, -იცი რა, როცა მონასტერში ვიყავი გავიგე რომ ჩემს იქ ყოფნას ვიღაც აფინანსებდა და ჩემი ვატიკანში წაყვანა უნდოდა, უბრალოდ სანიმ და სონიამ მოასწრეს და იქიდან გამომაპარეს, შენი აზრით ეს ვინ უნდა ყოფილიყო? - არ ვიცი ალბათ... - ბევრი ფიქრით თავს ნუ შეიწუხებ მეგობარო, მე შემიძლია მაგ კითხვაზე გიპასუხოთ, -ნაცნობი ხმის გაგონებისას ფეხზე წამოვიჭერი, დანიელიც მაშინვე ამომიდგა გვერდით და წელზე ხელი მომხვია. - შეგიძლია მითხრა აქ რას აკეთებ კაილ? -ცივი ხმით ჰკითხა, კაილმა ალმაცერად შეავლო თვალი ჩემს წელზე მოხვეულ მის ხელს და გაიღიმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.