შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო ჭიამაია! (თავი მეორე)


19-04-2022, 20:01
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 327

დრო მალე გარბოდა,მთელი დღე ოთახში ვიყავი და ვხატავდი,ვხატავდი იმას რაზეც ვფიქრობდი,რასაც ვგრძნობდი მაგრამ ბოლოს რომ ვუყურებდი ამ სურათებს ერთი დიდი არეულობა იყო,რა თქმა უნდა,სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ჩემი ცხოვრებაც ისეთივე არეულია როგორც ამ ოთახში ყველაფერი.კიდევ კარგი ბებია და ბაბუა ახლა თურქეთში იყვნენ წასულები დასასვენებლად,მეც ავდექი და მათ სახლში დავრჩი,მობილურიც გამოვრთე რათა თავი სრულ სიმშვიდეში მეგრძნო.ბევრი რამ მქონდა გასაანალიზებელი ამიტომ,მარტო ყოფნა ახლა სწორედ ის იყო რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ალბათ ჩემებმა იცოდნენ აქ რომ ვიყავი და პანიკა არ აუტეხიათ.ერთ საღამოს მეორე სართულის აივანზე ჩაის ვსვავდი,როცა ეზოში მანქანის ფარებმა შემოანათა,ცოტა დავიძაბე,მაგრამ არ დავპანიკებულვარ,რადგან მალევე ჩაქვრა სინათლე.ყველაზე მეტად აივანზე მიყვარდა ხატვა,გაზაფხულის მშვიდი საღამო,ჩიტების ჭიკჭიკი,ქარის ქროლვის ხმა,ამ ფონზე ხატვას არაფერი მერჩივნა.ხანდახან ცხოვრებში დგება ისეთი მომენტები,როცა ადამიანები გზის გასაყარზე დგანან,ვერ ირჩევენ რომელ მხარეს უნდა წავიდნენ და იმისთვის რომ გადაწყვიტონ დიდი დრო სჭირდებათ,ახლა ზუსტად ამ ეტაპზე ვარ,ვფიქრობ..თან მოლბერტზე ხაზებს ვავლებ და ვხატავ რაღაცას,რაღაცას არა ვიღაცას,მწვანე თვალებით და შავი თმით ახალგაზრდა ბიჭს,რომელსაც ღიმილსგან ლოყა ეჩხვლიტება.
-პატარა შეყვარებული გოგო,ისევ ეს ნაცნობი და საშინელი ხმა ზურგს უკან,აღარ დავაყოვნე და ამჯერად უკვე გამბედავად შევბრუნი უკან.
-შენ
-დიახ მე,ბოდიშის მოხდით ხელს ვერ ჩამოგართმევ რადგნ შენმა ორუჯრედიანმა ძმება,ნუ ასეც შეიძლება ითქვას,დანა გამიყარეს მუცელში და ახლა ხელი სულ სისხლიანი მაქვს.
-ალბათ დაიმსახურე და იმიტომ
-ისე ქართველებს კი გვაქვს ერთი კარგი გამოთქმა ხარი ხართან დააბიო ან ზნეს იცვლის ან ფერსაო,არა პატარა? შენი ძმების ალი კვალი ხარ,გილოცავ.გიჟივით გაიღმა და და ხელები განზე გაწია.
-როგორ მიპოვე? გულწრფელად დავუსვი ეს კითხვა და ფუნჯი სკამზე დავდე
-ოჰ კარგი რა,რამე უფრო რთული კითხვა დამისვი ან საინტერესო,გაიღმა ბიჭმა და დივანზე ჩამოჯდა
-მოდი,მოდი,ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ,რამის დაშავება რომ მდომოდა აქამდე გავაკეთებდი ამას.
-ჩემთან რატომ მოხვედი?
-მომენატრე,გამიღმა ბიჭმა და სისხლიანი ხელი გამომიწოდა
-ხელს ვერ მოკიდებ,მაგრამ დაგეხმარები იმ პირობით თუ დაუსრულებელ წინადადადებას დაასრულებ
-რომელს?შეიცხადა ბიჭმა და ხელი დაბლა დაუშვა
-რასაც მეუბნებოდი ბოლოს და არ მითხარი,მინდა ბოლომდე გავიგო ყველაფერი
-მოდი ასე მოვიქცეთ,ჯერ შენ ჭრილობა დამიმუშავე რამე მაჭამე,დამაძინე და მოგიყვები,დამიჯერე ისეთი სიახლე არაა რასაც ბედნიერი შეხვდები ლამაზო.
-კარგი,მოკლედ მოვუჭერი და სახლში შევბრუნდი,მთელს სხეულზე ბუსუსებმა დამიარა ვგრძნიბდი როგორ მიყურებდა ზურგიდან ის ბიჭი
-ცოტა მალე,ხმას აუწია იმ სიბნელის ბიჭმა
-ნუ მიყვირი,რაღაც სითამამე მეც შემემატა და სწრაფი ნაბიჯით იმ ოთახისკენ წავედი სადაც სამედიცინო ყუთს ინახავდნენ ჩემები.დივანზე პლედი გადავფარე,რომ არ დამესვარა იქაურობა შემდეგ ჭრილობა გავუწმინდე და დავუმუშავე,რამდენჯერმე ჩვენი მზერა გადაიკვეთა,სულ ახლაღა შევნიშნე მისი ნაცრისფერი თვალები,რომელიც დიდ დარდს ასხივდება,დიახ თვალებიდან ემოციების ამოკითხვის დიდი უნარი მაქვს.
-თუ ჩემი სხეულით და თვალებით ტკბობას მორჩი მაიკას ჩავიცვამ
-ბაბუას მაიკა მოგიტანე,სხვა შენი ზომა ამ სახლში არაფერია
-მშვენიერი,გამიღიმა და წამებში გააიცვა მაისური,დროის დაკარგვა არ მინდოდა,ერთი სული მქონდა გამეგო სიმართლე და ბოლო დარტყმაც გადამეტანა როგორმე,ამიტომ მაცივარში შემორჩენილი წვნიანი შევუთბე და მისაღებ ოთახში გავუტანე.ერთი სული მქონდა როდის შეჭამდა რომ ლაპარაკი დაეწყო,თუმცა როგორც ჩანდა სულ არ ჩქარობდა
-ესეც ასე,არ მინდა უზრდელი გეგონო ამიტომ გაგეცნობი,ლუკა დადიანი,სასიამოვნოა ელენე შენი გაცნობა,ტუჩის კუთხე ჩატეხა და პირველი ლუკმა გემრიელად გადაყლაპა
-სამწუხაროა იგივეს თქმა რომ არ შემიძლია,ძალით გავუღიმე და ბალიშს მივეყრდენი ზურგით
-კარგი რა , მასე რატომ ამბობ? შემომხედე ისეთი ცუდი ადამიანიც არ ვარ როგორიც გგონივარ.როდესაც ჩემგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო ისევ თვითონ გააგრძელა ლაპარაკი
-კარგი,მაშინ სად გავჩერდით? ხო მამაშენი თაღლითია,დედაშენი მოღალატე,შენი ძმები ბინძურ საქმეებში არიან გარეულები,კიდევ..? კიდევ რა,მაცადე დავფიქრდე...საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა,წარბები მაღლა აზიდა და რაღაც უცნაური ჟსტების გაკეთება დაიწყო
-შენთვის რა მარტივია არა,ადამიანთან მიხვიდე და მთელი მისი ცხოვრება წამში ჩამოშალო,დაანგრიო,მთელს მის ბავშობას ხაზი გადაუსვა,გაანადგურო,ფიქრები აურიო,გაურკვევლობაში დატოვო და და... სიტყვა გამიწყდა რადგან მოწოლილი ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი,აშკარად დაიბნა თვითონაც,ჩემსკენ მოიწია ხელი გადამხვია,სახე მისი სახისკენ შემატრიალებინა,ნიკაპქვეშ ორი თითი ამომიდო და საუბარი დაიწყო
-ჩემთვის იმაზე რთული არაფერი ყოფილა ცხოვრებაში რისი გაკეთებაც ერთი კვირის წინ მომიწია.ქალს მსგავსად არასდროს შევხებივარ როგორც მაშნ შენ მოგექეცი,ხმა ასე არავისთვის ამიწევია,რაც იმ დღეს გავაკეთე,როგორც მოგექეცი მაგით არ ვამაყობ,რაც გითხარი,როგორც გატკინე არც ეგ მიხარია,იმ წინადადებასაც არ დავამთავრებ,რადგან არ მინდა მეტად გატკინო,ბოდიში,თუ შეგიძლია მაპატიე,რადგან მეც რთულ მდგომარეობაში ვარ,ჩემი საქციელის მაპროვოცირებელი ქმედება ის იყო რომ შენი ძმა,ირაკლი ჩემს მომტირალ დასთან რომ დავინახე,გავცოფდი,მეგონა რამე დაუშავა,შემდეგ მამაჩემმა კიდევ დამიმატა და გონებადაბინდულმა ის სისულელე ჩავიდინე.გუშინ გავიგე რომ ირაკლის და ლიზას არანირი ურთიერთობა არ აკავშირებთ ერთმანეთთან და ჩემი საქციელი სიკვდილამდე ვინანე.იცოდე რომ ყველას ოჯახში ხდება მსგავსი რამე,ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტები რომლითაც ამაყობენ და რომლის დამალვაც უნდათ.მე არ მქონდა იმის უფლება რომ დედაშენის პირადი ცხოვრება მის დაუკითხავად გამომეზეურებინა,არ მქონდა უფლება რომ შვილსა და დედას შორის ჩავმდგარიყავი,მაგრამ თავი ვერ გავაკონტროლე,ყველაზე სუფთა ადამიანზე ვიძიე შური,შენზე.ხომ შეგიძლია რომ მაპატიო?
შუბლი შუბლზე მომადო და ობლად ჩამოსული ცრემლი სახიდან მალევე მოიშორა.გაოცებული დავრჩი,ეს ადამიანი წამში შეიცვალა,არ ვიცოდი რა მეპასუხა რა მეთქვა,დაბნეული ვუყურებდი და მხოლოდ მის ნაცრისფერ თვალებში ვიძირებოდი
-ელენე,გთხოვ მიპასუხე , თავი უკან გამოვწიე ფეხზე ავდექი,მეორე ოთახიდან მთელი კვირის მანძილზე დახატული ათასი სისულელე გამოვიტანე და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე დივანზე
-ხატვა ბავშობიდან მიყვარდა,თავს როცა ცუდად ვგრძნობდი,როცაბედნიერი ვიყავი,როცა მწყინდა,როცა აღელვებული ვიყავი ყოველთვის გადამქონდა ფურცლებზე ჩემი ემოციები.ნებისმიერ დროს ჩემი ნახატისთვის თვალი რომ შეგევლო მიხვდებოდი,ყველა ემოციას,გრძნობას რაც ჩავაქსოვა იმ ნახატში.ერთხელ სკოლაში დაგვავალეს,რომ ბედნიერება,როგორიც წარმოგვედგინა,ისე დაგვეხატა,იმწუთას ჩემი ოჯახი წარმომიდგა თვალწინ,ავდექი და პეიზაჟი დავხატე,რაც მათთან ასოცირდებოდა ჩემთვის ისინი დავხატე.ბებია და ბაბუა ცისფერ ცაზე ორ ღრუბლად,რადგან ისინი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე გულწრფელი ადამიანები იყვნენ.ლურჯი ზღვა,სადაც დედაჩემი იგულისხმებოდა კამკამა წყალივით სუფთა დავხატე,მეგონა ის ასეთი იყო,მამა მზეთ გამოვსახე რა თქმა უნდა,ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩვენს ცხოვრებაში,რომელიც ყოველთვის პატიოსნობაზე და წესიერებაზე გვესაუბრებოდა,დათა ხე იყო ჩემს სურათში,ირაკლი კიდევ ქვა.
ამ ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა,შემდეგ ჩემი ნახატები გადმოვუღე და დავუდე
-შეხედე,იმ სულელი ბავშვისგან რომელსაც ყველაფერი სჯეროდა,ყველაფერს მარტივად უყურებდა,რაღა დარჩა,არცერთ ნახატში ფერადი ფანქარი არ გამომიყენებია,ყველგან სიშავე და უბრალო ხაზებია,ცხოვრებაში ერთი რამაც კი არ დამრჩა რომელსაც იგივენაირად შევხედავ როგორც აქამდე ვუყურებდი,ჩემი ოჯახი ყველაფერს მიმალავას,არაფრად მაგდებენ,შენი წყალობით ყველაფერი გავიგე,შენ რომ არა კიდევ რამდენი ხანი უნდა მეცხოვრა ერთ დიდ საყვარელ ოჯახში,სადაც ყველა ერთმანეთს ატყუებს და ამით ყველა მაინც ბედნიერია?
აღელვებისგან ფეხზე წამოვხტი,აქეთ-იქით სიარული დავიწყე,თავს ვეღარ ვიკავებდი,ცრემლად ვიღვრებოდი,ნერვიულად ვსუნთქავდი,დავინახე რომ ლუკას რაღაც მომენტში შეშფოთება დაეტყო,ჭრილობაზე ხელი დაიდო,სავარძლიდან წამოდგა,მომიახლოვდა და ცალი ხელით მიმიხუტა.
-ბოდიში არ მინდოდა შენი ამ მდგომარეობაში ჩაყენება,შეიძლება გაგიკვირდეს,მაგრამ ზუსტად მესმის რასაც განიცდი,ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი ლიზაა,ჩემი და რომ არა...ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
ლუკას მოვშორდი და ისევ დივანზე დავჯექი,ჩემი ნახატები გადავხიე და მაგიდაზე დავყარე.სადღაც ღრმა ფიქრებში წავედი,არვიცი რამდენი ხანი ვუყურებდი კედელზე ერთ წერტილს,თუმცა ლუკას ხმამ ნამდვილად გამომაფიზლა
-გაქცევა არასდროსაა კარგი გამოავალი,კარგი იქნება თუ დაელპარაკები შენებს
-ლუკა,შენ ეს ყველაფერი საიდან იცი?
-ერთ დროს მე და შენი ძმა ირაკლი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით,მაშინ როდესაც პირველად დედათქვენზე გაიგო მე გამიზიარა,მერე ჩვენს შორის რაღაც მოხდა და დავიშალეთ
-რა მოხდა?
-ყველაფრის გაგება ერთ დღეში მოინდომე ქალბატონო? ისევ ძველებურ სარკაზმს დაუბრუნდა
-თავში რო ის რაღაც მძიმე ჩამარტყი ჯერ კი არ დამვიწყებია,ხელები გადავაჯვარედინე და გაბუტული ბავშვის სახით დავჯექი იატაკზე
-ეგ მე არ ვყოფილვარ,მასეთი ცხოველიც არ ვარ,გეფიცები
-კინოებში მაინც არ გინახიათ,რაღაც მაინც შეგესუნთქებინათ
-კარგი შეგიძლია ჩემს ბიჭებს ტრენინგი ჩაუტარო,როგორ მოვიტაცოთ ადამიანი უმტკივნეულოდ,ვფიქრობ დაინტერესდებიან,სიცილით მომიგო ბიჭმა.
-იცი რა..სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი როდესაც უკნიდან დამიანეს ხმა მომესმა
-ელენე ეს აქ რას აკეთებს? საკმაოდ მკაცრი ჩანდა,შეშინებულმა უცბად მივიხედე უკან და მივხვდი რომ მეც და ლუკასაც კარგი დღე არ გველოდა
-ვა ვა,დამიანე როგორ ხარ ? მოიცადე არ თქვა რომ შენი ძმაკაცების გარეშე დაიწყე მოძრაობა თორემ გამიკვირდება მართლა,ლუკამ ხელები მაღლა აწია და ისევ იმ ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მაგარია,ამ სახლში ყველა ისე შემოდის ვითომ კარი არ არსებობდეს,საერთოდ ვინმემ იცით რას ნიშნავს დაკაკუნება? ხელები გავშალე გაბრაზებულმა
-გაეთრიე აქედან თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,ეს სიტყვები დამიანემ ისე წარმოთქვა რომ მეც კი გამაჟრიალა
-ლუკა გთხოვ წადი,შევუბრუნდი შეშინებული ბიჭს
-მხოლოდ შენი ხათრით ლამაზი,გამიღიმა და გადამეხვია
-ბოდიში კიდევ ერთხელ,ჩამჩურჩულა და სახლი უკანმოუხედვად დატოვა.
დავინახე როგორ დაიძრა გაბრაზებული დამიანე ჩემსკენ,მოსაცმელი იქვე დივანზე ისროლა და მარჯვენა ხელზე,ხელი ძლიერად მომიჭირა
-აქ რას აკეთებდა ის ნაბი*ვარი? თან შენთან ასე ახლოს იყო შენთან
-არაფერს,მოკლედ მოვუჭერი და ხელის განთავისუფლება ვცადე
-მიპასუხე,დამიყვირა და რომ მიხვდა ზედმეტი მოსდიოდა ოდნავ გამიშვა ხელი
-კარგი გიპასუხებ,ბოდიშის მოსახდელად მოვიდა,მაგრამ ჩემი აზრით ის კი არ უნდა მიხდიდეს ბოდიშს ვინც რეალობა დამანახა არამედ ისინი ვინც ამდენ ხანს ტყუილში მაცხოვრებდნენ.მაგალითად შენ,ლუკა და დათა , ათას სიბინძურეში რომ ხართ გარეულები,ნამუსი მაინც არ გაწუხებთ?
-ელენე წყობიდან ნუ გამომიყვან,პირველად და უკანასკნელად გეუბნები ამ ბიჭს აღარ შეხვდები
-რატო? კარგი ბიჭია მე მომწონს
-ხო შენ ყველა მოგწონს,ვინც გიღმის,ხო არ შეგიყვარდა კიდევაც უკვე?
დამიანეს ამ სიტყვებმა ისე გამაღიზიანა,თავისუფალი ხელით,ფეხებს შუა ძლიერად დავარტყი და თავი გავინთავისუფლე.
-მეორედ აღარ მომეკარო,ატყობ რომ უკვე ზედმეტი მოგდის? თუ მე შენთვის არაფრით გამორჩეული ვარ სხვებისგან,ზედმეტ ყურადღებასაც ნუ გამოიჩენ ჩემს მიმართ,არ შეწუხდე,როგორმე მოვუვლი ჩემს თავს.
-უხ შენი,ეს ვირული მოქცევა იმან გასწავლა ხო
-რა გინდა დამიანე?
-შენთან ყოფნა
-ხოდა იყავი ჩუმად
-ელენეე,ხმა გაიმკაცრა ისევ
-ელენეე,გამოვაჯავრე მეც
-მომისმნე გთხოვ და როგორც დიდმა ადამინმა ისე მიიღე გადაწყვეტილება,მართალია ბავშვი ხარ ჯერ მაგრამ მაინც
-უკაცრავად? შენზე ექვსი წლით პატარა ვარ მხოლოდ
-ხო მხოლოდ,გაიღიმა და შემდეგ საუბარი განაგრძო
-დათაც და ირაკლიც განიცდიან შენს ამბავს,არ ელაპარაკები არ გინდა იმათი მხარის მოსმენა,იქნებ დაფიქრდე შენს საქციელზე? თუ იმის პრეტენზია გაქვს რომ ყველამ საქმის კურსში უნდა ჩაგაყენოს,მაშინ იმის თავიც უნდა გქონდეს რომ ფაქტებს და სიტუაციას მყარად დაუდგე და არ გაიქცე ყველასგან და ყველაფრისგან.
-დიდი მადლობა აუცილებლად დავფიქრდები ახლა შეგიძლია წახვიდე,გაბრაზებულმა მივუგე და ბალიში გავუქანე
-ბავშვი,თავისთვის ჩაილაპარკა და სამზარეულოსკენ წავიდე
-კარები სხვა მარესაა,იდიოტო , ხელი პირთან მივიტანე უცბად,გვიან გავაანალიზე რაც ვუთხარი,ვერ იტანდა დამიანე როდესაც მსგავს სიტყვებს ეუბნებოდნენ,ჩემსკენ წამოსვლა და მხარზე გადაკიდება სულ წამის მეასედის საქმე აღმოჩნდა
-დაჯექი აქ,მშვიდად იყავი,დარწმუნებულივარ შენით ვერაფერს მოიმზადებდი ეს კვირა.იშიმშილე ხო? ისედაც ძვალი და ტყავი ხარ კიდე ეგ გინდოდა?
-არაფერიც არ მიშიმშილია,მშვენივრად ვჭამე , თავი გავიმართლე,მაგრამ ახლაღა გამახსენდა რომ მთლი კვირის მანძილზე მართლა სამჯერ შევჭამე მგონი
-ხო აბა რა,მაცადე კარტოფილს შევწვავ მანამდე ყავა გააკეთე,ერთად დავლიოთ და ვიჭუკჭუკოთ ჭიამაია
-ნუ მეძახი ამ ჭიამაიას,წარბები შევკარი,შემდეგ კი ხელები გადავაჯვარედინე გაბრაზებულმა
-კარგი ბავშვო,მაშინ ადექი და გააკეთე ყავა
-ღმერთო რა დავაშავე?! ხელები მაღლა ავწიე და ყავის მოდუღებას შევუდექი.

საწოლში ვიწექი უკვე,როდესაც დამიანეზე ფიქრებმა ისევ ამირია გონება.პირველად ის ჩვენთან ირაკლიმ მოიყვანა,კლასელები იყვნენ და მასწავლებელმა საერთო პროექტზე მისცათ სამუშაო.მაშინაც სიმპატიური იყო,რაღაც საუცხოო თვალები ქონდა,ისეთი ერთხელ რომ ნახავ არსდროს დაგავიწყდება. პირველად დედამ ფოტო რომ გადაგვიღო ირაკლი და დამიანე იქ თორმეტი წლისები მე კიდევ ექვსისა ვიყავი,რაღაც სასაცილო ჭიამაიის ფორმა მეცვა,რომელიც ბებიამ და ბაბუამ ჩამომიტანეს კანარის კუნძულებიდან,მაშ ხალხი კანარის კუნძულებზე იყო და მე რაღაც სასაცილო კოსტუმი ჩამომიტანეს.ისიც უნდა ვაღიარო რომ ირაკლი,დამიანეც ორივე გოგოების მუსუსები იყვნენ,სიამოვნებდათ ლამაზი გოგოების გარემოცვაში ყოფნა.რაც უფრო ვიზრდებით მით უფრო მომწონდა დამიანე,ზუსტად ისეთი იყო,როგორი ტიპაჟის ბიჭებიც მიზიდავდნენ,მაგრამ ის ჩემში მხოლოდ ირაკლის დას ხედავდა.მახსოვს ის პერიოდი მე და ჩემი დაქალები აჟიტირებით რომ ვიკვლევდით მის თითოეულ ნაბიჯს შემდეგ კი დასკვნები გამოგვქონდა.კარგი დრო იყო,მანამ სანამ ჩემი დაქალი სოფი არ მიმაგდებდა და ესპანეთში არ წავიდოდა გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად.ისეთი მარტოსული ადამიანი მაინც არ ვარ,როგორიც დიდი ალბათობით თქვენ გგონივართ,ერთი დიდი სამეგობრო წრე მყავს რომლებიც ჩემი პრობლემების გადამკიდე სულ დავივიწყე.ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც გავაანალიზე,რომ შუქი აღარ შემოდიოდა ოთახში,მე კიდევ პანიკურად მეშინია ორი რამის სიბნელის და ზღვის.ტელეფონი გამორთული სადღაც მეგდო,ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ხელები უკვე,მაშნ როცა გავიგე ჩემი კარების ხმა და დამიანეს სიტყვები
-აქ ვარ , აქ ვარ,არ შეგეშინდეს. გულში ჩამიკრა,თვალებიდან წამოსული ცრემლები კი მომაშორა
-დამშვიდდი,ფანრის იმ ნაწილში იყურე საიდანაც შუქი ამოდის,მის რჩევას დავუჯერე,იმ მხარისთვის თვალი არ მომიცილებია,დამიანეს სუნი,ჩახუტება,მშვიდი სუნთქვა მეც მაძლევდა მოდუნების საშვალებას.ზოგჯერ ვერ ვხვდები რატომ იყო ჩმთან ასეთი თბილი,ზოგჯერ უხეში,ზოგჯერ უბრალოდ ხმასაც არ მცემდა ხოლმე,ზოგჯერ კი ასეთი მზრუნველი იყო.
-ელე , საუბარი ისევ თვითონ წამოიწყო
-ხო
-ის ბიჭი მოგწონს ? ყოყმანით მკითხა დამიანემ
-ვინ ბიჭი? თავი მოვისულელე მეც
-ის ლუკა
-არაუშავს რა,სიმპატიურია
-გასაგებია
-მაგრამ არ მომწონს , ამ სიბნელეშიც კი ვიგრძენი როგორ გაეღიმა,შემდეგ თავზე მაკოცა და საბანი კარგად გადამაფარა
-დამიანე , ამჯერად მე დავიწყე ლაპარაკი
-ხო
-ასე რატომ მექცევი ?
-ასე როგორ ? ახლა მან გაისულელა თავი
-ასე თბილად, მე ხომ არავინ ვარ შენთვის? ოდნავ ნაწყენმა მივუგე
-ეგ სიტყვები გაბრაზებულმა გითხარი,მაგრამ ცოცხალი და უვნებელი რომ არ ჩაგიყვანო თბილისში შენი ძმები თავსაც გამაცლიან
-გასაგებია , გულდაწყვეტილმა მივუგე,რა თქმა უნდა ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა რომ როგორც საზრუნავ ნივთს ისე მიყურებს.ამის შემდეგ ხმა არცერთ აღარ ამოგვიღია,ჩაძინებამდე რაც მახსოვს მხოლოდ დამიანეს სურნელია.

ჰააიი,გავზარდე თავი,იმედია მოგეწონებათ და ერთი როი სიტყვითაც შეაფასებთ მოთხრობას,პერსონაჟებს. მადლობა წინასწარ.



№1  offline წევრი Elka Popova_2

Каргиа тарматебеби

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

მომწონს დამიანე,❤️ იმედია ჭიამაია მოსწონს. ველოდებით ახალ თავს. მონწონს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგიააა მაგრამ მაინტერესებს ლუკასთან იქნება თუ დამინესთანნნ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent