ფიქრებით დიალოგი თავი 22
....... - რა დამღლელია, ორ საათიანი ლაპარაკის შემდეგ არცერთ გაზეთს არ შეუწუხებია თავი, წუწუნებდა, დათო და მინაში არეკლილ საკუთარ თავს აშტერდებოდა - სიმართლეს ყალბ იმფორმაციად ასაღებენ ვთქვი მეც იმედ გაცრუებულმა და წვენი მოვსვი, მე ალექსანდრე და დათო ბარში ვიჯექით შუშასთან და წვენს ვსვამდით, - ჩვენი მიზანი პოლიციის ან მედიის ყურადღების მიქცევა არაა, მკვლელი უნდა ვიპოვოთ, კერძოდ უსასრულობის რეალური თავჯდომარე, და დანარჩენი ჩათვალე ნაპოვნია, დაამატა წყნარად ალექსანდრემ და წყნარადვე გადმოგვხედა, - იმედია გაამართლებს, ბოროტმოქმედები ზიზღს იტანენ მაგრამ დაცინვას ვერ უძლებენ, დავამატე ისევ და კარგი მოლოდინებით დაიმედებულმა ღრმად ამოვისუნთქე, - ახლა მეტად ფრთხილად მოგიწევს ყოფნა, ყველა ვარიანტში მარტო გამოჭერისას მოკვლას შეეცდებიან, გამომხედა მე და შემდეგ მზერა ისევ შუშას მიაპყრო.... შესვენების შემდეგ მუშაობაში გალილეოს დავეხმარე და დროც სწრაფად გადიოდა, უკვე საღამოს დაღლილმა გამოვიხურე კაბინეტი და გზას დავადექი,........... ..... - ძაან არ მოგინდეს! წინ გადაუდგა კაბინეტიდან გამოსულ დათოს ალექსანდრე და ნიშნისმოგებით ცალყბად ჩაიცინა, - შემაშინე, - დაიკიდე გაგივლის! მომისმინე პატარა საქმე გამოგვიჩნდა, იქით-აქეთ მიიხედ მოიხედა და ოთახში შევიდა, - მე? და შენ? საქმე? გაოცებული იშვერდა თითს დათო ხან მისკენ ხან თავისკენ, - ხო და მომისმინე ვიდეო გადაიღე ან რაც გინდა პოსტი გააკეთე ან რაც გინდა ყურადღება უნდა მივიქციო - ანუ? - ანუ ვიდეოს ჩაწერას შეძლებ? გაუმეორა მარტივად და მოკლედ კითხვა ალექსანდრემ - კი - ხო და მისმინე, მაგ ვიდეოში უნდა თქვა სადაც მივდივარ, ახალი მკვლელობა სადაც მოხდა იქ! - ეე მემგონი მაგრად ჩამოდის შენთან წყალი დაგიცურდა აშკარად, მოგკლავენ აზრზე ხარ რას ამბობ?! მისი ნათქვამის გააზრებისას სრულიად შეეცვალა დავითს სახე, - გააკეთე რაც გითხარი! უბრალოდ გააკეთე მოსულა? წყნარად ესაუბრებოდა დავითს რაც დავთოს ალექსანდრესგან უკვირდა და უარსაც ვერ ამბობდა - დარწმუნებული ხარ? კითხა ისევ, და რაღაც შიშის გრძნობამ სხეულში დაუარა, - კი მიდი დავაი, მიახალა და მხარზე ხელი დაადო,... ...... გზაზე წყნარად მივდიოდით როგორც გვჩვევია და ნაცნობი სხეული რომ ამოგვიდგა, მეც დაღლილმა ვეცადე გამეღიმა - როგორ ხარ? მკითხა საბამ და გადამკოცნა - კარგად შენ? მოკლედ მოვიკითხე - მეც, აქვე ვიყავი და დაგინახეთ, - კარგია, მოე პასუხებს ვცემდი იმის იმედით, რომ მალე შევძლებდი წასვლას - რახდებაა გოგოო სად გაქრით განაგრძო საუბარი,..... ........ საღამოს ჩაბნელებულ ადგილს მხოლოდ რამოდენიმე ლამპიონი ანათებდა გვირაბს, ალექსანდრე კედლის მოაჯირს მიყრდნობოდა და სანთებელას თავსახურს სიწყნარეში აწვალებდა, რისი ხმაც პატარა გვირაბში ექოდ ისმოდა, თუმცა ეს ხმა მანქანის ხმამ ჩააანაცვლა და გაჩუმებული მატორის ფონზე მანქანიდან გადმოსული ოთხი შეიარაღებული პირი გადმოვიდა, რომელიც უკვე თავიდანვე მომზადებულებმა იარაღი აღმართეს და იქით-აქეთ მოწინააღმდეგეს თვალიერება დაიწყეს, - მეტს არც გელოდით, დაძაბულ სიჩუმეში გაისმა ალექსანდრეს წყნარი ხმა და შენიღბულებმაც ხმის მიმართულებით უცებ შეშინებულებმა აღმართეს იარაღი, - კარგია რომ ყველა მოხვედით, ხოჭოების დახოცვა მარტივია როცა ერთად იყრიან თავს, წყნარი ხმა დაძაბულ სიტუაციას მეტად ამძაფრებდა, ერთ ხაზზე მდგომმა შენიღბულებმა ნაბიჯი წინ გადადგეს და ოდნავ მუხლებში მოხრილებმა მყარი დგომა შეინარჩუნეს, სამი.... ორი...ერთი.... დაითვალა ალექსანდრემ და სწრაფად დამიზნების გარეშე უკვე ნახევრად გამოჩენილმა ატეხა სროლა, გვირაბიდან გამოსულები ერთ ხაზზე მდგომ მანქანებს აფარებდნენ თავს და ამოფარულები მანქანებს იცვლიდნენ რათა მიზანში ალექსანდრე კარგად ამოეღოთ, გამაყრუებელი იარაღის ხმა ერთმანეთზე მიყოლებით ისმოდა და ექოც არ წყდებოდა, ტყვიების გამოლევის გამო წამით სროლა შეწყდა, .......... - ხო აბა რა მეც არ მცალია ხოლმე.... კაფის წინ ვიჯექით მე გალილეო და საბა, და საბას ვითომ დიდ ხნიანი არნახულობის გამო ვითომ მონატრებულები ვსაუბრობდით, ერთი სული მქონდა სახლში როდის წავიდოდი რომ დამესვენა, თუმცა ამზე ფიქრი ადრე იყო რადგან საბა კითხვების დასმას აგრძელებდა, მალევე ჩემი ტელეფონის აზუზუნების შემდეგ საუბარი შევწყვიტეთ და მეც მალევე ვუპასუხე დათოს, - ანიი უბრალოდ უნდა მეთქვა ალექსანდრე გვირაბში წავიდა სიტყვის თქმა არ დამაცადა ანერვიულებული ხმითვე მან დაიწყო საუბარი და როცა გავაანალიზე მთელ სხეულში გამცრა, - რას ქვია წავიდა რატომ გაუშვი! უკვე ანერვიულებულმა გაბრაზება ვერ დავმალე, - სად წავიდა? რა ადგილას?! - ბოლო მკვლელობის ადგილას, ქვევით გვირაბისკენ, მარტო არ არის მასთან... სიტყვის გაგრძელება მიმხვდარმა აღარ ვაცადე, - გაგიჟდიიი?! აქამდე რატო არ თქვი! უარესად ავფორიაქდი და ტონსაც ავუწიე, სწრაფად წამოვდექი და დათოსაც გავუთიშე, სწრაფად წამოსვლა დავაპირე, თუმცა გამაჩერეს, - სად მიდიხარ? - ალექსანდრესთან! სასწრაფოდ! - წამო მანქანით ვარ სწრაფად მივალთ, არაფერი მითქვამს მისი შემოთავაზება მაწყობდა გალილეოს გავხედე, და ისიც აფორიაქებული იყო მეც მოვდივარო სანამ მანქანამდე მივიდოდით აჩის გადავურეკე, - აჩი ალექსანდრეს ნომერი გამომიგზავნე, ჩქარა კარგი, - რა მოხდა? მომაძახა თუმცა მერე აგიხსნი მეთქი სწრაფად ვუთხარი და გავუთიშე, - დაჯექით! სწრაფად თქვა საბამაც და მეც სწრაფად მოვთავსდი, მე მაფრთხილებდა და თვითონ რა გააკეთა! გაგიჟდა?! რამე რომ მოუვიდეს? ვფიქრობდი გზაში და შიშისგან ვგრძნობდი როგორ მიბნელდებოდა თვალებში, გამოგზავნილი ნომერი დავაკოპირე და სწრაფად გავუშვი ზარი, თუმცა ამბობდა რომ ტელეფონი გამორთული იყო, ამაზე უარესად ამიჩქარდა გული და ყელში ბურთი გამეჩხირა, თავიდან ვეცადე მასთან დაკავშირებას, თუმცა ყოველივე ჯერზე ერთი და იგივე ისმოდა "ნომერი რომელსაც უკავშირდებით დროებით გამორთულია, გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით" ეშმაკსაც წაუღიხარ, ამოვილაპარაკე და უკვე წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი, ნერვოზულად ვუშვებდი ზარს ალექსანდრესთან და ერთი და იგივე სიტყვებზე ვთიშავდი თუმცა თავიდან ვცდილობდი მასთან დაკავშირებას,.... ........... ალექსანდრემ ერთ ერთ მანქანას ამოფარებულ კაცს გააყოლა თვალი, დრო რადგან ჰქონდა მანქანასთან ჩამოჯდა და იარაღი ტყვიებით შეავსო, მანამდე შენიღბულები, სწრაფად გამოვიდნენ და წინ წინ სწრაფად წავიდნენ, ალექსანდრეს ნაბიჯების ხმა რომ მიუახლოვდა სწრაფად ამოიწია მანქანიდან და სროლისთვის მოემზადა თუმცა ვერავინ რომ ვერ დაინახა თვალებით მათი ძებნა დაიწყო, ერთ-ერთი ალექსანდრეს ფარად გამოყენებული მანქანის სახურავზე ჩუმი ნაბიჯებით მიიწია ნაპირისკენ და ალექსანდრესთვის უნდა ესროლა, ალექსანდრემ სწრაფი რეაქციით მოასწრო მისი ხელის მაღლა აწევა და ალექსანდრესთვის დამიზნებული ტყვია ჰაერში გავარდა, ამჯერად დანარჩენებმა ატეხეს სროლა, ალექსანდრემ სწრაფად ძლიერი ინერციით გადააგდო მამაკაცი, და სახურავიდან აუღწერელი ილეთით გადმოვარდა, ალექსანდრეც გადავარდნილ კაცთან გადაგორდა და დანარჩენებთან ერთად ატეხა სროლა, ცადა დავარდნილისთვის ესროლა თუმცა სწრაფად წამოწეულმა იარაღის წართმევა ცადა, ალექსანდრემ მოსაშორებლად მანქანას დააჯახა და ეცადა მოეშორებინა, შენიღბულმა ალექსანდრეს ადგილი გაუცვალა და ზევიდან მოექცა ხელის ამოგდებას ეცადა, ალექსანდრემაც ძალა მოიკრიბა და ხელი მოუგრიხა დანარჩენებმა სროლა შეწყვიტეს რადგან მათიანი არ მოეკლათ, დასახმარებლად მიუახლოვდნენ პარტნიორს ახლა ალექსანდრემ მათი უკვე დასუსტებული მოწინააღმდეგით ჩხუბი დაიწყო რადგან ის ალექსანდრეს იარაღის წართმევისთვის ისევ ბრძოლობდა ძლიერი ინერციებით უწევდა შენიღბულს თავისიანისთვის დაერტყა ალექსანდრეც წაქცეულისკენ ამიზნებდა იარაღს და ადვილად იშორებდა, მოშორებისთვის ხელზე დაკონწიალებულს იარაღი თავში ძლიერად ჩააარტყა და გათავისუფლებული მოხერხებულად მოტრიალდა უკან თუმცა დამიზნება ვერ მოასწრო ისე ეტაკა ერთ-ერთი, ინერციით ორივე მანქანის კარებს მიასკდა, და შუშების დალეწვასთან ერთად ძირს გადავარდნენ დავარდნილი იარაღისთვის არცერთს დაუწყია ძიება სწრაფად წამოდგნენ და ალექსანდრემაც მოქნეული მუშტი სწრაფად დაუჭირა, ახლა მეორე ხელზე მტკინვეულად მოგრეხილი ხელით ძლიერად დააატრიალა და უკვე ინერციით მეორე კისერში ჩავლებული ხელით მოიქნია კაცს ფეხები ძირსაც აღარ ედო ძლიერად მიასკდა მანქანას და დალეწილი ძირს დავარდა, თავისუფალი ალექსანდრე გასწორდა, და ღრმად ამოისუნთქა დაღლილმა კისერი გაატკაცუნა და ძირს დაგდებულ გათიშულ კაცს გადაუარა, ახლა შედარებით განათებული გვირაბისკენ წავიდა და მანქანებს გახედა რომელიც შუა გვირაბში იყო გაჩერებული, შემდეგ კი კაცს მიუტრიალდა რომელიც ერთადერთი იყო გონზე და ტკივილისგან გმინავდა, ფეხში მოხვედრილ ტყვიიის გამო დაჭიმული კისერით ბრუნავდა იქით-აქეთ და საშინელ ტკივილს იტანდა, ალექსანდრე მას დაადგა თავზე წყნარად და ტკივილის გრძნობისას კისერზე ჩამოსულ წითელ სითხეზე მოისვა ხელი, კაცთან ჩაიკუზა და მისი ტელეფონი ააცალა პაროლის მოსახსნელად მისი თითის ანაბეჭდი გამოიყენა და უკვე გახსნილი ტელეფონის ნომრებში შევიდა პირველივე ნომერზე ტელეფონი კაცისკენ შეატრიალა და კითხვა წყნარად დაუსვა, - მოდი მარტივად მოვგვარდეთ, შენ მეტყვი ვინ არის თავმჯდომარე, მე კი გაგიშვებ, წყნარად უთხრა და კითხვა ცალკე გაუმეორა - ვინ არის თავმჯდომარე? მამაკაცმა ალექსანდრეს შეხედა და ალექსანდრესთვის უსიამოვნო პასუხი გამჟღავნა, - არ ვიცი, მძიმე ქოშინით და ტკივილისგან დაძაბული ხმით ამოთქვა მამაკაცმა, ალექსანდრე წამით გაჩუმდა, კაცის ნატყვიარ ფეხს დახედა საიდანაც სისხლი ჯერ ისევ ჩქეფდა, და შარვალიც გაეწითლებინა, - ცუდად გამოიყურება, თუმცა.... განაგრძო წყნარად საუბარი და მუხლი დაჭრილ ადგილზე დააჭირა - გამეორება არ მიყვარს, დააყოლა და კაცის განწირულმა ღრიალმა მოიცვა არემარე, ტკივილისგან წამოიწია და ღრიალს ვერ წყვეტდა თვალები ტკივილისგან აეწვა და მთელი სხეული ტკივილისგან ჰქონდა დაჭიმული, ალექსანდრემ მუხლი აწია და თავიდან უფრო მოხერხებულად დააწვა ტყვიას უარესად აღრიალებულმა კაცმა ღრიალს სიტყვები ამოაყოლა, გვირაბში სწრაფად შემოვიდა მანქანა და მალევე იქვე გააჩერა, შუქები ჯერ ისევ ანათებდა ალექსანდრემ მანქანას გახედა, იქიდან ანი ჯერ სრულად არ გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა და ალექსანდრესკენ გამოვარდა, ალექსანდრეც იმედგაცრუებული წამოდგა ფეხზე და მათკენ შეტრიალდა, რამოდენიმე გარბენაც და ანი ალექსანდრეს აეკრო, ხელები ძლიერად მოხვია და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ისტერიული ტირილი ატეხა, ალექსანდრეს სხეულს ეკრობოდა და ცდილობდა ხმა ჩაეხშო, თუმცა არ გამოსდიოდა, ახლაღა მოხვია ალექსანდრემ ხელები ანის და რომ მიხვდა რომ ძალიან შეშინებული იყო, სინანულიც იგრძნო, - გიჟი ხარ?! მოშორდა ანი, და დაბალხმაზე ტირილითვე უთხრა, - რატომ წამოხვედი მარტო?! ან რატომ არაფერი მითხარი! ცდილობდა დაწყნარებულიყო თან დაბალხაზე ჩხუბს განაგრძობდა, თან კი მაჯებით მთლიანად დასველებულ სახეს იწმენდდა მაგრამ ახლად წამოსული ცრემლები შემშრალების საშვალებას არ აძლევდა, ალექსანდრე უყურებდა ქალს რომელიც სრულიად გაფითრებული იყო და ანერვიებული ჩხუბობდა, - კარგი, კარგი დაწყნარდი, უკვე თბილად უთხრა ალექსანდრემ უფრო მის ტირილს ვეღარ გაუძლო და ხელები სახეზე მოკიდა ცრემლების შემშრალებას ცდილობდა, და თან აწყნარებდა, - დაწყნარდი ვერ გითხარი შენი საფრთხეში ჩაგდება არ მინდოდა, მანაც დაბალხმაზე წყნარად უთხრა და თვალებზე ნაზად მოუსვა თითი, - მერე რაა! უნდა გეთქვა დაგავიწყდა?! ერთად ვმუშაობთ! ისევ განაგრძო დაბალხმაზე ჩხუბი, - დაწყნარდი ანი, ისევ წყანარად უთხრა და უკვე მყარად დადგა, - 'უსასრულობის' ნამდვილი თავმჯომარეს ვინაობა ვიცი, თქვა შედარებით ხმამაღლა და ქალმაც გაოგნებულმა ახედა, - ალექს? კითხვის ნიშნებით შეხედა ისევ - ჰო, თქვა და მზერა სხვა მიმართულებით გადაიტანა ანის მთელ სხეულში გაცრა, და დაძაბული ნელა მოტრიალდა ალექსანდრეს თვალებით ამოღებული მიზნისკენ, - რა? დაძაბულმა აფორიაქებულმა გახედა ისევ ალექსანდრეს ანიმ, - დავურეკოთ მოვიკითხოთ, გავეცნოთ! წყნარად თქვა ალექსანდრემ და დაჭრილი კაცის ტელეფონიდან ზარი გაუშვა თან წყნარი ნაბიჯებით მანქანასთან მდგომი საბასკენ წავიდა, საბამ გულის ჯიბეში ჩადებული აზუზუნებულ ტელეფონს დახედა და სხეული ერთიანად დაეჭიმა ხელი ძლიერად დააჭირა რომ ბზუილის ხმა ჩაეხშო, ალექსანდრე წყნარად მიუახლოვდა და უკვე კარგად რომ მოესმა ზუზუნის ხმა საბას შეხედა - არ უპასუხებ? წყნარად კითხა, და საბასაც სხეულში მძიმედ დააწვა ლოდები, - მე ? შეიცხადა კაცმა და ტანზე ხელები მოისვა ვითომ ტელეფონს ეძებდა, და იპოვა კიდეც შარვლის ჯიბიდან ამოაცურა მეორე ტელეფონი, და ინტერესით დახედა, - მე? არავინ მირეკავს, გაიცინია, და ისე თქვა, ალექსანდრესაც ცალყბად ჩაეცინა და ნაბიჯი უკან გადადგა, - მე პოლიციას გამოვიძახებ, თქვა სწრაფად და ტელეფონი მოიმარჯვა, - არ შეწუხდე, თავად მიხედავს, ანი წამოვიდა მისკენ ღიმილით, - არ არის საჭირო პოლიცია, ისევ გაუცინა, კაცს - როგორი პასიურია, გაიცინა ალექსანდრემ, - უინტერესოა ჩემ მოსაკლავად ხალხი გამოგზავნა და ახლა ინტერესიც არ აქვს რამდენად გაქაჩეს? ისევ გაიცინა ალექსანდრემ და ანის გახედა, - დათო ხომ შეგიძლია ამ ყველაფრის გაქრობა? გახედა ალექსანდრემ და დათომაც სწრაფად დაუქნია თავი და ტელეფონი მოიმარჯვა, - მადლობა საბა შეგიძლია სახლში წახვიდე, უთხრა ანიმ საბას ისევ ღიმილით, - დარწმუნებული ხარ? ხომ არაფერში გჭირდებით? ინტერესით იკითხა და ძმაკაცურად გადახედა ალექსანდრეს, - არა დანარჩენს თავად მივხედავ, გაცა პასუხი და კიდევ ერთხელ დაემშვიდობა, საბაც ნელა წავიდა თავის მანქანისკენ და ადგილი სწრაფად დატოვა, - გამოგიჭირე ნაბი*ვარო ამოთქვა ბედნიერი სახით ალექსანდრემ, და ახლა ანის გახედა, - კარგად ხარ? ანიმ დაასწრო კითხვა, - კი კარგად ვარ, გაცა პასუხი და შემდეგ ისევ წყნარად დააყოლა - უნდა ვისაუბროთ, მიუახლოვდა ანის და მის გაკვირვებულ თვალებს ჩახედა,...... - აააააააააა ღრიალით გადმოვიდა მანქანიდან და კარები ძლიერად მიკეტა, ისტერიულად ყვიროდა ტელეფონი გიჟივით ამოიღო და ქვაზე ძლიერად დააფშვნა, - ლამის გამომიჭირა, ნაბი*ვარი! ღრიალებდა და ისტერიულად დახტოდა,...... - იქნებ ჯერ საკუთარი თავისთვის მიგეხედა, მანქანაშივე გახედა ანიმ ალექსანდრეს - არაფერია კარგად ვარ, წყნარად გახედა საუბართან ერთად, - შეგიძლია ჩემი ტელეფონი ჩართო? კითხა და ტელეფონი გაუწოდა, ანიმაც მისი მითითება შეასრულა და ჩართვის შემდეგ 23 გამოტოვებული ზარის შემდეგ ანის თვალები გაუფართოვდა, ალექსანდრემ პაროლი უთხრა და ტელეფონი გაახსნევინა - აჩის და ნინას ზარებია, წყნარად გახედა მძღოლს, - ნინას დაურეკე ჯერ, ანიმაც სწრაფად გადაურეკა ნინას და სპიკერზე ჩართო, რამდენიმე წამის შემდეგ... - ალექსანდრე! ისტერიულად ამოშვებული ხმა გაისმა ტელეფონში, - დაწყნარდი ნინა, ხმამაღლა თქვა ალექსანდრემ - სად იყავი რატო რთავ ამ ტელეფონსს! - ყველაფერი კარგადააა ნინა, ახლა ანიმ გაცა პასუხი, - ანი? მასთან ხარ? შედარებით დაწყნარებულმა იკითხა, - კიი აქ ვარ, მასთან ვარ, - ერთად იყავით და იმიტომ გამორთო? ისევ დაუსვა კითხვა და ხმაში აღელვებაც შემცირდა, ანიმ ალექსანდრეს გახედა რომელიც თავს აქნევდა ხოო მასე უთხარიო, ანიც ცოტა დაიბნა და ალექსანდრეს მითითება შეასრულა, - კი ერთად ვიყავით, - ღმერთო როგორ ვინერვიულეე! გეთქვათ მაინც! ლამის გული გამისკდა! ახლა სად ხართ? დამშვიდებულმა ამოიხვნეშა, - გზაში ვართ, - წყნარად იაროს! უკვე მკაცრად თქვა და დემეტრეს ხმაც გაისმა, - კაი მოვალ მალე, ახლა ალექსანდრემ თქვა ხმამაღლა და ზარიც დაასრულეს, აჩისაც გადაურეკეს და მალევე გაცა პასუხი მაგრამ არც ისე მოსაწონი სიტყვებით, - სად ტრა*ში გაქ ეგ ტელეფონი! თავიდანვე ჩხუბით დაიწყო, - სად ხარ შე*ემა ცოცხალი ხარ? - ცოცხალი ვარ ხოდა მომისმინე მოგიყვებით მერე, და ჩემი სიტყვებიც გამართლდა, ბედნიერი ხმა ამოუშვა ალექსანდრემ, - ანუ? იპოვე? საბაა? დაძაბულად თქვა აჩიმ და დადუმდა, - ხო, - რა უყავი? იმედია... - არაფერი, არ შეგვიმჩნევია, - რას აპირებ? - გეტყვი, რომ მოვალ, სწრაფად მოუჭრა, - შე*ემა, თქვა ისევ აჩიმ, - რაარი? - ანის დაურეკე, ნომერი მთხოვა, ძაან შეშინებული ხმა ქონდა, - აქ არი, - მანდ არი? - ხო, - ესმის? - ხო, სიცილით გაცა პასუხი, - მერე მანდილოსანს ასმენინებ გინებას შე სი*ო?! წამოენთო აჩი და ქალსაც სიცილი აუტყდა, - ეგ არ იყო გინება აჩი, წყნარად თქვა და ისევ გაიცინა, - ეს ღირსი იყო, გაიმართლა თავი დაბალხმაზე .......... - დაჯექი, მაიკას გამოვიცვლი, მითხრა უკვე მასთან მისულებმა და ოთახში ასულს თვალი ავაყოლე, საერთოდ არაფერი შეცვლილა დივანიც ისევ იქ იდგა, რამაც გონებაში სწრაფად ამომიტივტივა ძველი დრო, ვხედავდი საკუთარ თავს და ალექსანდრეს, რომელიც სრულიად სხვანაირი იყო, თბილად მიკრავდა გულში, და მისი ცინიკურობაც კი თბილი იყო, ვუყურებდი წყვილს რომელიც ერთმანეთს პირდებოდნენ რომ გაქცევის მერე ერთად იქნებოდნენ, თუმცა ბედი სულ სხვანაირად მოტრიალდა, საპირისპიროდ, ეს ორი ჩემ თვალწინ დაცალკევდნენ მე ცალკე ვაქციე ზურგი მან კი მეორე მხარეს მჯდომმა, მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რომ შერიგებულიყვნენ თუმცა სრულიად გაქრნენ, ღრმად ამოვისუნთქე, და ნელი ნაბიჯებით წავედი, - რატომ არ ჯდები? უკვე ჩამოსულმა იკითხა და მაიკა სრულად ჩაიცვა, - ასე ჩქარა გამოიცვალე? - როგორც ჩანს გამცა პასუხი და დივანზე მოხერხებულად მოთავსდა, იქ სადაც წეღან ჩემი ძველი 'მე, იჯდა - კარგად ხარ? რატო არ ჯდები? გამომხედა, - კი გავეცი სწრაფად პასუხი და მეც მეორე ნაპირზე ჩამოვჯექი წამით ორივე ვდუმდით, იატაკს ვაშტერდებოდი და ისიც გაურკვეველი მიმართებით იყურებოდა, - მისმინე, რაღაც რიგზე არ არის, წინ გადმოიწია და იქით-აქეთ გაშლილ ფეხებზე იდაყვებით დაეყრდნო, - ვერ მივხვდი, რას გულისხმობ, - ნინა სხვა რაღაცას მიყვებოდაა რეალურად სხვანაირად იყო, იმ დღეს როცა შენ გაქრი,..... დაიწყო საუბარი ცოტა აღელვებაც კი ეტყობოდა, - იმ დღეს შენ არ მოხვედი, წყნარად ჩავერთე საუბარში, და მანაც გაოცებულმა ამომხედა, - მე გადაგაგდე? თქვენ არ გამოგზავნეთ ვიღაც ვ*იმაობთ და არ გვცალიაო?! გამოგზავნაც არ იცით რამდენი ხანი ვეგდე იმ სარდაფში აზრზეც არ ვარ, ტონს აუწია და უკვე ჩხუბობდა კიდეც თუმცა ისეთები თქვა სრულიად არეული ვიყავი, - რა სისულელეებს იძახი რა სარდაფი რა გამოგზავნა, ან საერთოდ რას ბოდავ?! უკვე მეც ავიჭერი თუმცა სიწყნარე შევინარჩუნე, - დათქმული დროის მერე ორი საათი აივანზე ვიჯექი ისევ გელოდებოდი! ათას რამეს ვფიქრობდი, მეგონა არ გეცალა ან გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა თავს ვიწყნარებდი რომ უბრალოდ რაღაცამ შეგაბრკოლა თუმცა მაინც მოხვიდოდი, შევცდი არ მოსულხარ! მეც გიჟს ვგავდი ნერვოზულად ვლეწავდი ყველაფერს საერთოდ არ ჩანდი! განვაგრძე ისევ და ვცდილობდი ხმა მეკონტეოლებინა, ალექსანდრე გაოცებული მიყურებდა და ხმასაც არ იღებდა უბრალოდ იჯდა და საოცრად გაოცებული მზერით იყურებოდა, - ასე არ იყო, სხვანაირად მოხდა, თავი ჩახარა და დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა, - ჩემთან სხვა რამ მოხდა, ვიდეოც ვნახე დასაწყისი მანამ სანამ ბავშვების კეთებას დაიწყებდით! ამომხედა და განაგრძო ისევ რაზეც უკვე რეალურად ვღიზიანდებოდი, - გეყოფა უკვე! წამოვდექი ფეხზე და ტონსაც ავუწიე, - რა?! ასე არ იყო?! "მოდი ჩემთან ლამაზო" ისიც სწრაფად წამოდგა ფეხზე და ჩხუბითვე მომიახლოვდა თან გოგას სიტყვებს იმეორებდა, - და შენც მეტი რა გინდოდა ფეხები გადაუშალე, ისევ ჩხუბობდა, და მეც მეტს ვეღარ ვუძლებდი ამდენი დამცირება უბრალოდ ზღვარს ცდებოდა, - გეყოფა! ცრემლები ჩამომცვივდა ისე ვკარი ხელი თუმცა ის მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაიწია, - რა! ასე არ იყო?! იმისთვის არ გჭირდებოდი რომ გოგასგან თავი დაგეღწია?! ჩხუბობდა ისევ თუმცა ამ ჩხუბში რაღაც უზომო სევდა და ტკივილი ყოფდა თავს, - რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ! სხვანაირად გაიგე! - არ გავიგე ვუყურე! - იდიოტი ხარ! რას უყურე! რა გაიგე! რეალურად რა მოხდა ნახე?! ნახე მანამდე როგორ მომხვდა?! ნახე მანამდე ლამის ჭიქა რომ დამაფშვნა? ნახე მანამდე როგორ ღრიალებდა რომ მეთქვა ის რაც შენ მოისმინე?! მანამდე მოისმინე სიტყვები რაც მას ვუთხარი?! ან ნახე რა მოხდა კოცნის მერე?! ვტიროდი და ისე ვჩხუბობდი ხელებს უაზროდ ვიქნევდი და ვხვდებოდი მისი ამდენი დამცირება როგორ უზომოდ მოქმედებდა ჩემზე ჩემ ძალაზე, სხეულზე ფსიქიკაზე და მთლიანად ჩემზე, - რამე იცი ნორმალურად! იცი რა?! იმ ვიდეოში რომ არ მომხდარიყო ეგ! შეგახსენებ მანამდეც თავისუფლად შემეძლო გადამეშალა ფეხები მისთვის! და არა მხოლოდ მისთვის!, გადამგდები იდიოტი ხარ! რამოხდა რეალურად?! გიკითხავს?! ვყვიროდი ისევ მის სევდიან თვალებს ვუყურებდი მის თბილ მზერას ვუყურებდი თუმცა გული უზომოდ მტკიოდა, ვხვდებოდი რომ უზომოდ მიყვარდა და მისგან წამოსული ყველა სიტყვა უზომოდ მტკიოდა, ჩუმად საოცარი მზერით მიყურებდა დამნაშავე თვალებით იყურებოდა, - ჩვენს გამო იყო! დილით გამოსულმა, გავიგე რომ ჩვენი ვიდეო ნახა! მონტენეგროში კლუბიდან ამოსულებზე, ნერვოზულად ღრიალებდა მიკვირს მას მერე რომ ცოცხალი ვარ ღრიალებდა გესმის!, ყვიროდა უნდა მეთქვა რომ ვერ გიტანდი უნდა მეთქვა რომ უბრალოდ მჭირდებოდი, და ახლა ვხვდები კაცი რატომ იდგა იქ, ვუთხარი რომ მძულდა ვერ ვიტანდი, და მას მერე მოგადექი შენ მისი მითითება კოცნასთან დაკავშირებით შევასრულე იმიტომ რომ ვიცოდი რომ არ გამეკეთებინა ქამრით გავიროზგებოდი! მას შემდეგ წავიდა მე კი შენს ლოდინში ამომხდა სული ერთი სული მქონდა როდი მოგიყვებოდი რომ მას გადავურჩი და მეთქვა რომ იძულებული გავხდი მისთვის მეკოცნა და შენ არ მოსულხარ! სამაგიეროდ ის მოვიდა სისხლიანი და მასთან ერთად მკვლელთან ერთად დავტოვე ქვეყანა! ცრემლები არ მიწყდებოდა, ისე ვჩხუბობდი, და მინდოდა ყველაფერი მოესმინა მინდოდა გაეგო, - მე არავინ გამომიგზავნია შენს დასაჭერად და შესაჩერებლად, არავისთან მიგორავია, როგორც შენ ამბობ! და რომც მეგორავა შენ რა რა შენი საქმეა! შედარებით დავწყნარდი თუმცა ბოლოს ისევ ჩხუბი დავიწყე და მისკენ ხელის კვრებით წავედი ისიც უკან უკან იხევდა, - რაც ის ჩაძაღლდა, რაც მე გავქრი ყველაფერი შეიცვალა! შეიძლება მაშინ არა თუმცა ვაღიაროთ სიამოვნების გამოცდა ყველას სურს! ესეც შენი საუბარი დასრულებულია! გიხაროდეს მიგდებას შენ ვეღარ გაბრალებ, უდანაშაულო ხარ, ვთქვი თავის ქნევით და ცრემლები მოვიწმინდე, ხელები დანებების ნიშნად მაღლა ავწიე და ამდენი სისულელის ლაპარაკის შემდეგ ვხვდებოდი რომ ამდენი არ უნდა მეთქვა, სწრაფად გამოვბრუნდი ჩანთა ავიღე და სწრაფად წამოვედი იქიდან მისგან შებრუნებულს ცრემლები უარესად წამსკდა და ცუდად მყოფმა გამოვიხურე კარები, ვეცადე ხმით არ ავტირებულიყავი და ეზოს გასასვლელ ბილიკებს უნდა გავმცდარიყავი მაჯაში მტკინვეულად ჩავლებული ხელისგან გაქაჩული ინერციით შევტრიალდი ალექსანდრესკენ, ხმის ამოუღებლად მხოლოდ რამდენიმე წამით მოვასწარი მისი სახის შევლება და ხმის ამოღება ვცადე, მაგრამ ცხელმა ბაგეებმა ხმა ჩამიხშო 'არცერთი შენი ბოლოს ნაბოდიალების არ მჯერა როგორც საკუთარის' გავიგე არსაიდან ხმა და ტირილი უარესად მომინდა, თუმცა არც ტუჩები და არც სხეულში არსებული აფორიაქებული გრძნობა არ მაძლევდა ამის საშუალებას, ჩემი სხეული უბრალოდ დნებოდა, ფეხები ხელები ორივე ერთდროულად მიკანკალებდა, თვალს გახელა არ სურდა, მონატრებული და უზომოდ სასიამოვნო სურნელი კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდიდა ჩემ ისედაც დახორკლილ დაჟრჟოლილ სხეულს, ალექსანდრეს ცალი ხელით კისერით ვყავდი ჩაბღაუჭებული ცალით კი წელზე მოხვეული ხელით სხეულზე ძლიერად მიკრავდა თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი, სუნთქვა ბოლომდე რომ გამოგველია გახშირებული სუნთქვით მოვშორდით ერთმანეთს ისევ ახლოს ჰქონდა სახე ჩემთან მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, მისი სურნელი მოქმედებდა თითქოს მათრობდა, თავი ჩავხარე და ხელები ისევ მის მხრებზე მეწყო, დახრილი თავი ლავიწზე მივადე და ხელახლა წამოსული ცრემლების შეკავება ვცადე, - მაპატიებ? წყნარი ხმა ჩაესმა ჩემს ყურთა სმენას და მეც უარესად ამიტყდა ტირილი მასზე აკრული, თავ ჩახრილი ვაქნევდი თავს არას ნიშნად და თან ვტიროდი, ხელები რომ მომხვია მეც ძლიერად მივეხუტე და უკვე თავისუფლად განვაგრძე ტირილი, ცრემლები ნამდვილად მჭირდებოდა რადგან ნეგატიური ემოციებისგან დავცლილიყავი, ალექსანდრემ მასზე მიხუტებული ამიყვანა ხელში და სახლში ნაცნობ ადგილას ჩამოჯდა ჩემიანად უკეთ მომხვია ხელი და თავზე ხელს ნაზად მისმევდა და ცდილობდა დავეწყნარებინე....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.