ღიმილის მიღმა ( თავი მეორე)
ტასო სახლში მივიდა, შარვალს დახედა და მიწის ნაკვალევი ეტყობოდა საფლავზე დაჩოქილი ჯდომისგან , ტანსაცმელი სწრაფად გაიძრო და შხაპი გადაივლო. მალევე ხალათით გამოვიდა ტელევიზორთან მჯდომ მამას მიეხუტა. - დე ყავას დამისხავ ? - რა დროს ყავაა ტასო, გაიპრანჭე გაგვიანდება - კარგი რა , ახლა აქაური რესტორნისთვის ნუ გამომპრანჭავ - მოუწესრიგებელი ფეხს ვერ გაადგამ გარეთ, ამბროლაურს ასე ნუ იგდებ ხალხი გიცნობს. - აუ დე ყავა გამიკეთე და გავემზადები - ისედაც ყველაზე ლამაზია ჩემი შვილი - ჩაერია ნუგზარი- მა არ უსმინო დედაშენს , სულ არ გჭირდება იმ რაღაცეების წატყიპვნა - ჩუმად უთხრა შვილს და მოეხვია. მალე მოწესრიგდა და ოდნავ მაღლებზე შემდგარი მწვანე შარვლითა და შავი სადა კლასიკური ოდნავ მოგრძო პიჯაკით გამოანათა ოთახში. თმები კოსად აეწია და სახეს წითელი ღაჟღაჟა ტუჩის საცხი უნათებდა. - რა ლამაზი ხარ დედი - ნამდვილი პრინცესა ხო - გაეცინა ტასოს. - მანქანით წადი მა- გადაეხვია ნუგზარი - იქნებ დალევა მოგინდეს , მამაშენმა წაგიყვანოს. - მა შენ წადი და თუ დალევ მითხარი მოგაკითხავ და წამოგიყვანთ შენც და მანქანასაც - ჩაერია ნუგზარი და ლოყაზე მაგრად ჩაკოცნა თავისი მონატრებული ქალიშვილი- წამოდი მა ჩაგაცილებ. ეზოს ჭიშკარი გააღო და შვილი გააცილა. შუქნიშანთან შეჩერდა, უნებლიედ სარკეში თმები შეისწორა და მზერა უკანა მანქანის საქარე მინისკენ გაექცა, ისევ ის ნაცნობი სილუეტი, უკვე მეორე შემთვხვევითობა , მამაკაცმა უკვე კარგად ნაცნობი მანქანს სალონში , ნაცნობი გოგოს ძებნა დაიწყო და დაჟინებით მიაცქერდა.სარკიდან უყურებდა და სურდა გოგოს მზერაც დაეჭირა თუმცა ტასის მისკენ არც კი გაუხედავს. მალევე გაიყო მათი გზები რადგან ტასომ მეგობრისთვის წინასწარ შეკვეთილი საჩუქრის ასაღებად გზიდან გადაუხვია. მამაკაცები იმ რესტორანს მიადგნენ , რომელშიც ადგილობრივ ინვესტორს მათთვის მაგიდა დაეჯავშნა და უკვე ადგილზე ელოდებოდა. მანქანები დააპარკინგეს და რესტორნის მფლობელსა და ახალ პარტნიორს მიეგებნენ, მოწევა გადაწყვიტეს და შესასვლელთან შეყოვნდნენ. მალევე რეესტორანს კვლავ ნაცნობი მანქანა მოადგა. ტასოს არავისთვის შეუხედავს ისე დააპარკინგა მანქანა, მშვიდი დინჯი მოძრაობებით გადმოვიდა მანქანიდან , და თავაწეული თავდაჯერებული ნაბიჯებით გაემართა რესტორნის მთავარი შესასვლელისკენ , ის იყო კიბეზე უნდა ასულიყო რომ ნაცნობი ხმა მოესმა - ტასოო , ტასუნა - ორჯერ გაისმა ბავშვობის მეგობრის ხმა და ტასომაც სწრაფად ხალისიანად მოიხედა - დათუნააა- გულწრფელი ღიმილით მოტრიალდა უკან და ბავშვობის მეგობრისკენ გაეშურა, გულითადად გადაეხვია და ჩაეხუტა. - ტაას , რა ლამაზი ხარ , წელზე ხელი ძალიან ფაქიზად მიადო მეგობარს და რესტორნისკენ მისცა მიმართულება. - ნამდვილი პრინცესა ვარ ხო - გაიცინა ტასომ - აი როგორ მომენატრე ვერ ავღწერ , გახდი ხო ბოლო დროს , ძალიან გიხდება ტასუნა, ხო იცოდე ჩემს გვერდით ჯდები , ყველა გულზე უნდა გავხეთქო - აუ რა სასაცილო ხარ , მიეხუტა მეგობარს ტასო. ყველა მამაკაცის მზერა კვლავ ნაცნობი სილუეტისკენ გაიქცა, გოგოსთან ერთად დათუნა გახდა ახლა ინტერესის წყარო და კარგად აკვირდებოდნენ მამაკაცს, მაღალი, ჩასხმული სიმპატიური შავგვრემანი ბიჭი, პიჯაკსა და კლასიკურ ლურჯ შარვალში გამოწყობილიყო და უდაოდ იქცევდა ყველა ქალის ყურადღებას. ბიჭი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა ტასოს და თითოეული მისი ბედნიერი გამოსახულებითა და თვალებში აციმციმებული ვარკვლავებით ტკბებოდა, საოცრად ნაზად ეპყრობოდა გოგოს და მის მიმართ სისათუთეს ვერ მალავდა. დიტო რაღაცით გაღიზიანდა , და თვითონაც არ იცოდა რამ გააღიზიანა ასე, გაბრაზდა, რაღაცნაირად თითქოს იმედი გაუცრუვდა, ის იმედი რომელიც აქამდე არც შეემჩნია რომ სადღაც მის შინაგან სამყაროში იმალებოდა, რეალობა ის იყო რომ აქამდე ტასო არასდროს არავისთან ენახა და ვერც უშვებდა რომ შეიძლება ვიღაც ყოლოდა, ახლა კი ამ ახალგაზრდა კაცის გამოჩენამ რაღაც შეცვალა და რამდენიც არ უნდა ეცადა რომ ამ შეგრძნებას გაქცეოდა, მაინც იაზრებდა რომ საშინლად იყო იმედგაცრუებული, ძმაკაცებს მიუბრუნდა და მიხვდა რომ მხოლოდ თვითონ კი არა ბიჭებიც უცნაურად უყურებდნენ გოგოს და მის გვერდით მყოფ მამაკაცს, პირველი ირაკლი შეტრიალდა და რესტორანში წყვილს უკან მიჰყვნენ, ტასოს არცერთხელ გაუხედავს მათკენ და ვერც კი შეემჩნია მათი აქ ყოფნა. ტასო და დათუნა მეგობრებისკენ გაეშურნენ და დიტოს და ბიჭების ინტერესიანი აციმციმებული მზერაც თან მიჰყვათ. ტასოს დანახვისას პირველი იუბილარი კოკი და ბიჭები წამოიშალნენ და ყიჟინი ატყდა, - ვა ტასიკ - აუ რა ლამაზი ხარ - ტასოოო, - აუ მაცადეთ ჩავეხუტო , იუბილარი ვარ ბოლოსდაბოლოს - თქვა სიცილით კოკიმ და ტასოს გადაეხვია - ტასუნა როგორ მიხარია შენი ნახვა - გადაეხვია სანდრიკაც , მათ შემდეგ გოგოებიც წამოიშალნენ და მონატრებულ დაქალს გულითადად გადაეხვივნენ. მაგიდასთან დათუნა და ტასო კვლავ ისევ ერთად დასხდნენ. დიტო კვლავ გაბრაზდა, სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და კვლავ მოსაწევად გავიდა, ირაკლიც თან გაჰყვა - ერთი ღერი მომე რა მანქანაში დამრჩა დიტომ სიგარეტით სავსე ყუთი გაუწოდა ირაკლის , ერთი ღერის ამოცლის შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და ნელი მოძრაობით წაუკიდა, ნაპასი დაარტყა და მზერა სადღაც გააშტერა, ირაკლიმაც მიბაძა - მაგარი ამოუცნობი არსებები ვართ ადამიანები არა ?! - ღიმილით და თვალების მოჭუტვით , საუბრის წამოწყება სცადა ირაკლიმ , რომელიც დიდი ხანია ამჩნევდა დიტოს ინტერესს ტასოს მიმართ, თან იმ ინტერესს რომელსაც თავად დიტოც კი ვერ იაზრებდა რომ გოგოს მიმართ ჰქონდა. - ტასო მაინტერესებს - მოკლედ მოჭრით და თამამად წამოიძახა დიტომ და ძმაკაცს დააკვირდა - დიდი ხანია ყველამ ვიცით - ჩაიცინა ირაკლიმ- და მერე.... რას მიყურებ - აქამდეც მაინტერესებდა , თან ძალიან , სადღაც გულის სიღრმეში მეგონა რომ აზარტული ინტერესი მქონდა , როგორც ხშირად მქონია სხვა ქალების მიმართაც , ამიტომ არაფერს ვცდილობდი, დარწმუნებული ვიყავი რომ თითქოს ვიცოდი როცა გავიცნობდი მის იქით რაც დამხვდებოდა, მეგონა რომ ისიც ძალიან ჩვეულებრივ გოგოდ იქცეოდა , მოჩვენებითი თავდაჯერების და „ დასტოინობის“ მიღმა. - დღეს კი ყველაფერი შეიცვალა , და ახლა აღარ იცი რა იფიქრო, თუმცა ის კი იცი რომ მაგ მოჩვენებითი თავდაჯერების და ბედნიერების მიღმა სხვა რაღაცეების იმალება და საქმე არც ისე მარტივადაა ხო - ძმაკაცის სათქმელი განაგრძო ირაკლიმ - დღეს სიმართლე გითხრა თავდაყირა დადგა ჩემი წარმოდგენები მასზე, რაღაც შემეცვალა დამოკიდებულებაც, ინტერესიც , სურვილიც მისი გაცნობის , აქამდე თუ ვიცოდი რა შეიძლება მის მოსაპოვებლად გამეკეთებინა და როგორ მოვქცეულიყავი , ახლა მგონია რომ მეშინია რამის გაკეთების რომ რამით არ დავაფრთხო და რამე არ გავაფუჭო - თუ არ დაიწყე და სცადე არაფერი გამოვა ხომ იცი , ასე რომ უაზრო ფიქრებს მოეშვი და სცადე - არ ვიცი - აი არ ვიცი , ვინმეს რომ ეთქვა დიტოს ასეთს ნახავ და ასე ისაუბრებს ვინმეზეო, სიზმარშიც ვერ დავიჯერებდი მაგრამ მგონი ტასომ დაგაჰიპნოზა - ჩვეულებრივი გოგოა, შენც იიცი მეც და სხვებმაც , ვიზუალურად არაფერი გოგო არ არის , და პირველად მომწონს და მაინტერესებს ქალი , ვიზუალს მიღმა - და ხომ ხვდები ეგ რასაც ნიშნავს - ვხვდები- დაჟინებით და სიცილით დახარა ძმაკაცმა თავი და სიცილი აუვარდა- ასე მგონია მეჯვარეობისთვის უნდა მოვემზადო - მეც მგონია რომ მეჯვარეობისთვის უნდა მოემზადო- გაიცინა დიტომ . - და დათუნა ? - სიცილით წარმოთქვა ტასოს მეგობრის სახელი ირაკლიმ - კარგად დაგიმახსოვრებია , - ნუ რავი თუ უყვარს, დავრჩენილვარ უცოლოდ - გაიცინა დიტომ და ნაპასი კვლავ წამოიღო - ისე ხუმრობის გარეშე - ვერასდროს წარმოვიდგენდი როგორი გოგო შეიძლება გყოლოდა გვერდით , ყველა ვინც აქამდე გყოლია რავი ძაან მაგარი ქალები იყვნენ და გიხდებოდნენ, მაგრამ აი შენ და ტასო მგონია რომ ერთმანეთს დააკვდებით რა , უდასტოინესი წყვილი იქნებოდით, რა დათუნა რის დათუნა - მეც ეგრე მგონია გაიცინა დიტომ . - სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ურნაში ჩააგდო და რესტორანში შებრუნდა. - რაო გქონდათ სიყვარულზე დეპრესიული საუბრები ?- სიცილით კითხა ძმაკაცებს რატიმ - შენ რა იცი - რავი მთელი დღეა ტასომ დააშტერა ყველა , გასვლა არ იყო საჭირო აქაც ტასოზე ვლაპარაკობდით - დაანებეთ მაგ ბავშვს თავი - ჩაერია საუბარში დათო , შემდეგ დიტოს გახედა - მოიცა , ანუ სერიოზნად გაინტერესებს ეგ გოგო ? - ეჭვნარევად კითხა ძმაკაცს - შენ მართლა გამო***ირდი ? - კითხა ირაკლიმ , ყველა ვხვდებით უკვე ერთი თვეა რომ გოგოზე ფეტიში აქვს - რა ტასოზე საუბარს შევეშვათ, მე მაგრად მევასება ეგ გოგო სარძლოდ , რაშიც დაგჭირდება ჩემი დახმარება შენს გვერდით ვარ - მხარზე ხელი მოუთათუნა ირაკლიმ დიტოს - ბაზარი არაა, მეც მაგრად მევასება ეგ გოგო შორიდან , თან რაღაც დღესაც უფრო რაღაცეები გადავახარისხე აი წმინდა ადამიანურად, უბრალოდ დიტოს ლავ სთორები ყველამ ვიცით , ბეზრდება მალე გოგო რომ ინაღდებს და არის მერე ისე , ეს გოგო კიდევ არ არის მაგის ღირსი, მოკლედ ეგ გოგო ჩვენნაირი კაცებისთვის ცოდოა, ეგეთ გოგოს გაფრთხილება სჭირდება, ეგეთი ქალი თუ გყავს უნდა გააბედნიერო რა , და დიტო კიდევ სხვანაირა რა არ არის ეგ ტიპი გოგოს ვარდებით კუდში ზდიოს . ანუ ცოტა რალობას ვამბობ რა . - ვამბობ მაინტერესებს მეთქი , მგონია რომ რომ გავიცნო შეიძლება შემიყვარდეს , შეიძლება არ შემიყვარდეს, და მაგის გამო არ უნდა ვცადო ?- გაღიზიანდა დიტო - უნდა სცადო მაგრამ შენებურად არა , და არც გაგივა მაგ ბავშვთან ეგეთები , პროსტა რავი ჯერ შენს თავში ჩამოყალიბდი რა, თორემ მაზიანს დავდებ შენნაირ კაცს , ეგეთ ბავშვზე თავის შეყვარება წამით არ გაუჭირდება. ძაან მაგარი გოგოა ორი აზრი არ არის მაგრამ , აი ეგეთ გოგოებს პლატონურად და მალე უყვარდებათ , ერთ კვირაში შეაყვარებ თავს რომ მოინდომო , უბრალოდ გინდა ? რომ შეგიყვაროს მერე ? შენ გეყვარება ? და გინდა არ გინდა ატკენ გულს ხვდები ? - ვაბშემ ჯერ ის გაიგგეთ ის დათუნა ვინ არის, სახით ანიშნა მოცეკვავე წყვილისკენ რატიმ ბიჭებს და ყველამ ტასო და დათუნა შენიშნა საცეკვაო მოედანზე. - ოოო, თავს დავდებ მეგობარია თან დიდი ხნის , დააკვირდით მანერებს , უფროსი ძმის როლი აქვს ტიპს მორგებული. - აღნიშნა დათომ - თუ ძმა ხარ როდის მერე გჯერა კაცის და ქალის მეგობრობის - არიან პატიოსანი კაცებიც , და არის გარემოებებიც რაც ხელს უწყობს მეგობრობას. - გაიცინა დათომ- თუ დათუნაა პრობლემა , ჩათვალე რომ პრობლემა არ გაქვს - შეხედა დიტოს. - იტოკში , მაქსიმუმ სამ თვეში , ტასო ჩემი ცოლი იქნება , - ვისკი მოსვა დიტომ - მაგაში ეჭვი არ მეპარება , - ისევ პოლემიკაში შესვლა სცადა დიტომ - ეჭვი არავის გვეპარება რომ სამი თვეც არ გჭირდება ყველა ქალი ვინც მოგწონს შენი იყოს მაგრამ გინდა ეგ ? აზარტის გამო ნუ დაუმახინჯებ მაგ გოგოს მომავალს, რაღაცნაირად მევასება ტასო და მომწონს ეგ ბავშვი, ცვეტში მიხარია რომ არსებობენ ესეთი გოგოები ისევ, ჰოდა შენი აზარტის და ხოშის გამო , ისე ნუ იზამ რა რომ უბრალოდ გული ეტკინოს - აუ ატ**კებ რა - საუბარში ჩაერთო ირაკლი - ანუ რა გამოდის არ სცადოს კაცმა , დიტო თუ არა სხვა გამო***ვებული დაუმახინჯებს ცხოვრებას, ან არ დაუმახინჯებს მაგრამ , ნუ სხვა იქნება ვინც ისარგებლებს ტასოთი რა , და შენც იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ეგ გოგო ყველას გვევასება და დავიცავთ ყოველთვის. და მოდი შევეშვათ ამ თემას ახლა ცოტა ხანს რა - ჩაერია ირაკლი. - აუ პროსტა გოგოს პირველად მივესალმეთ და აი არც დაესიზმრება მასზე ამდენს რომ ვბაზრობთ - სიცილი აუვარდა რატის. - აუ რავი მე ხო იცით პირველი ვამბობდი , ასეთი გოგოები მაგ იმიჯს ამოფარებულები არიან მეთქი , მაგრამ დღეს ვაბშე სხვა ტიპშა გაიჩითა რა, თან დღეს ხომ მოდაშია ზოგადად მოწყენილი დეპრესიული გოგოები, სევდა რამე რუმე, სენტიმენტები და აი ტიპებს რომ აჩვენებენ აუ ეს გადავიტანე ის გადავიტანე და აი ცუდად ვარ და აი რა ძლიერი ვარ ვსუნთქავ ხალხოო როჟები რა, და აი ტასოზე კიდევ სულ მეგონა რომ აი მაგრად გათამამებული ხელის გულზე გაზრდილი , სამყაროს რეალობას მოწყვეტილი ერთი გოგოშკა იყო და ანუ დღედაღამე იმაზე ფიქრობდა დრო სად გაეყვანა , დღეს იმენა თავდაყირა დადგა რა ჩემი აზრები , ამიტომ არავინ უნდა შეაფასო ცვეტში ეგრე რა, აი რავი ალბათ მართლა არსებობს რაღაც და მართლა რაღაც ბედი იყო რომ დღეს მაგ სიტოაციაში ვნახეთ, ახლა აქაც აი როგორ ვიდზეა ნახე თითქოს არაფერი ადარდებს, და აი ვუყურებ გოგოს და დღეს სასაფლაოზე ნანახი ტასო არ ამომდის თვალებიდან , ეგ არის სიძლიერე რა და ეგ არის ადამიანობა, ვაბშე სხვა ტიპშა ჩაბს და ვაბშე სხვაა ცხოვრებაში , ხოდა ამ ჭიქით აი ტასუნას თამადობით ყველა ძლიერ ქალს გაუმარჯოს , და რაც მთავარია დიტო , იცოდე რომ მე პირადად რაც არ უნდა იყოს შენს გვერდით ვარ, ამაზე მაგარ გოგოს არც მგონია რომ სადმე კიდევ შეხვდები. - პირველად ჩაერთო ტასოზე საუაბრში ნიკოლოზი და დიტოს ჭიქა მიუჭახუნა. - გაუმარჯოს - აყიჟინდნენ ბიჭებიც. -------------------------------------------------------------------------------- ძალიან მიხარია ის შეფასებები რაც პირველ თავს ჰქონდა, მეორე თავზეც რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი , ბანალური ხომ არ არის ? მოვლენები როგორ ვითარდება ? მოგწონთ ? გავაგრძელო ? უზომოდ გამახარა იმ კომენტარებმა რაც პირველ თავს მოყვა , მადლობა და მიყვარხაააააართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.