შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 1 )


4-06-2022, 20:34
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 868

- წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი სტანდარტული სასიყვარულო ისტორია, არ იქნება გაჯერებული რომანტიკით სითბოთი, სიყვარულით და ჩემი სხვა ისტორიებისთვის დამახასიათებელი თავგადასავლებით, მოდით ყველაფერს წინასწარ არ მოგიყვებით, ერთად მივყვეთ ბოლომდე და ვნახოთ რა მოხდება :)
კვირაში ორ ან სამ თავს ავტვირთავ ხოლმე.
-
-
-
-
-
დილა ნაცნობი სურნელით დაიწყო, თვალდახუჭულმა გაიღიმა და ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა, ამ სურნელს მილიონ სურნელში გამოარჩევდა, უკვე ცხრა წელი იყო მის საწოლს ეს სურნელი ასდიოდა, რატომღაც კარგი წინათგრძნობა ჰქონდა, დასვენებული და ენერგიით სავსე იყო, გვერდით თავისი არცთუ ისე ფერადი და ბედნიერი ცხოვრების ერთადერთი საყვარელი მამაკაცი ეწვა და რატომღაც დარწმუნებული იყო რომ ეს დღე მისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა.
- როდის შემომიძვერი საწოლში? ისევ არ იშლი შენსას, ხომ იცი რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და მარტო ძილს უნდა შეეჩვიო, -ჩაიბურტყუნა და საყვარლად თვალებმოჭუტულ ბიჭუნას აპრეხილ ცხვირზე აკოცა.
- აუ კარგი რა დეე ნუ მკოცნი, სასაცილოდ დამანჭა სახე, ჩაიხითხითა და აფართხალდა, მერე თხელი საბანი ასწია, შიგ ჩაძვრა, დედას მაისური აუწია და პატარა თითებით მუცელზე შეუღუტუნა.
- ნუ ცუღლუტობ ცოტნე, ადგომის დროა, -ეცადა მკაცრად გამოსვლოდა თუმცა არ გამოუვიდა, ასეთი იყო ლილია, ვერასდროს ახერხებდა თუნდაც მცირეოდენი სიმკაცრე გამოეჩინა ცოტნეს მიმართ, თხუთმეტი წლის იყო როცა მეზობლად მცხოვრები ოცდაორი წლის ბიჭისგან დაფეხმძიმდა, კახის მისთვის არაფერი დაუძალებია, უბრალოდ მისმა იდეალურმა აღნაგობამ და მწვანე თვალებმა მოხიბლა პატარა გამოუცდელი გოგო, მანაც უსინდისოდ ისარგებლა ამით, მერე როგორც კი საწადელი აისრულა, მობეზრდა, ერთ თვეში ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად საფრანგეთში წავიდნენ ოჯახით, ლილია კი სულ მარტოდმარტო დარჩა საკუთარი ოჯახის პირისპირ...

- აკი უნდა ავდგეთო? -ცოტნეს ხმამ გამოარკვია წარსულის არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებებიდან, ნაძალადევად გაიღიმა, ერთხელ კიდევ გულიანად ჩაკოცნა ბიჭუნა და საწოლიდან გადმოალაგა გამხდარი ფეხები, გრძელი წაბლისფერი თმა იქვე ტუმბოზე მიგდებული თმის სამაგრით კეფაზე შეიკრა და მთქნარებით წავიდა აბაზანისკენ, წყალი მოუშვა რომ გრილი შხაპი მიეღო, მაისურს რომ იხდიდა, ხელი ნაიარევზე მოუხვდა და ისევ ის დღე გაახსენდა რომლის დავიწყებაც უნდოდა და თან ვერ ელეოდა, ყველაზე მტკივნეული და ყველაზე დიდი სიხარულით სავსე დღე, ის დღე როდესაც ცოტნე მოევლინა ამ სამყაროს, მაშინ უკვე გაცნობიერებული ჰქონდა ყველაფერი და მთელი გულით უყვარდა საკუთარი პირმშო, მშობიარობისას გარკვეული სირთულეები შეექმნა და საკეისროს გაკეთება დასჭირდათ რომ ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ არაფერი სტკენია იმაზე მეტად ვიდრე იმის ცოდნა რომ გარეთ ცოტნეს დაბადებას არავინ ელოდა, არავინ ნინის გარდა...
- რას აკეთებ ამდენ ხანს, მალე გამოდი რა, შენთან სალაპარაკო მაქვს, -კარზე მოუბრახუნა ნინიმ, როგორც კი მისი ხმა გაიგო გაეღიმა ლილიას და მაშინვე დადებითი ემოციებით აივსო, მისი ცხოვრების ორად ორი ნათელი წერტილი, ცოტნე და ნინი, ნინი და ცოტნე...

- ხომ იცი ძალიან რომ არ მჭირდებოდე არ გთხოვდი, -ნინი საყვარლად უჟუჟუნებდა ცისფერ თვალებს და ნერვიულად აწვალებდა თითზე დახვეულ გრძელ ქერა თმას, -გთხოვ ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ ნიკოლოზს მეგობარი ჩამოუვიდა იტალიიდან, ქართველია მაგრამ წლებია იქ ცხოვრობს, დღეს დილით გაუფრთხილებლად ჩამოვიდა და ზეგ უკან ბრუნდება, დღეს გასართობად უნდათ წასვლა, უბრალოდ ჩვენთან ერთად იყავი, ნიკას არ უნდა რომ მისმა მეგობარმა თავი მარტოდ იგრძნოს...
- ჰო მაგრამ ნინი შენ იცი რომ მე...
- ჰო ვიცი, შენ შენ ხარ ლილია, მე არ მგავხარ, არ ხარ ქალი რომელსაც ერთი ღამით იყენებენ გასართობად, არ ხარ ქალი რომელსაც მხურვალე ღამეებისთვის ფულს უხდიან, -ნაძალადევად გაუღიმა, თვალი აარიდა და ნერვიულად ააკაკუნა თითები მაგიდაზე, მთელი ძალით ებრძოდა თვალზე მომდგარ ცრემლებს, თუმცა ვერაფერი გააწყო უცნაურად სენტიმენტალური გახდა ამ ბოლო დროს არაფერი აღარ მოსწონდა, ყველაფერი აღიზიანებდა, ის ცხოვრების წესიც რომელიც თვითონ არ აურჩევია და არასდროს არ სდომებია...
- რა გატირებს სულელო? -ლილია წამსვე წამოხტა ფეხზე როცა მისი აცრემლებული თვალები დაინახა, მიუახლოვდა და ზურგიდან შემოაჭდო გამხდარი მკლავები, თავზე აკოცა და მერე მხარზე ჩამოეყრდნო ნიკაპით.
- გახსოვს ეს დღე? -იქვე კომოდზე შემოდებულ ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე მიუთითა, თვალი შეავლო ნინიმ ფოტოს და გაეღიმა.
- რა დამავიწყებს, ამ დღეს შენ და ცოტნემ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ.
- ეს შენ შეცვალე ჩვენი ცხოვრება, შენ რომ არა ახლა არცერთი აღარ ვიქნებოდით, -გაეღიმა როცა წარსული გაახსენდა, უკვე რამდენიმე წელი იყო რაც იმ ყველაფრის გახსენებაზე რაც გადაიტანა ტკივილს აღარ გრძნობდა, არც სიბრაზეს, უბრალოდ ეღიმებოდა...
გვიან მიხვდა რომ ფეხმძიმედ იყო, როცა მიხვდა მაშინაც ვერაფერი გააკეთა, არ იცოდა რა უნდა ექნა, შეეშინდა, მამის, მასზე ექვსი წლით უფროსი ძმის და დედის რომლის სიტყვასაც ოჯახში არანაირი ფასი არ ჰქონდა, ოთხი თვის იყო როცა დედამ მისი ორსულობის შესახებ შეიტყო და ზუსტად მაშინ აქცია ზურგი როცა მისგან დახმარებას და მხარდაჭერას ელოდა, შუაღამისას იმ ტანსაცმლის ამარა გამოაგდეს გარეთ რაც ზედ ეცვა და ცხვირწინ მიუხურეს კარი, დღესაც არ ამოდის თვალებიდან დედას უმეტყველო სახე, მამას ბრაზისგან გვერდზე მოქცეული ყბა და ერთ დროს საყვარელი და საფიცარი ძმის ზიზღით სავსე თვალები...
- იცი იმ ღამით მე როგორ მოვხვდი იმ ხიდთან საიდანაც გადახტომას და ს აპირებდი? -ნინიმ ლილიას ხელში დაქაჩა და აიძულა ისევ მის წინ დამჯდარიყო.
- ვიცი, შენ ხომ მითხარი რომ წვეულებიდან ბრუნდებოდი და შემთხვევით დამინახე.
- ს ვაპირებდი, -მოკლედ მოჭრა, ღრმად ამოიოხრა და თვალდახუჭული მიეყრდნო საზურგეს, პირდაღებული შესცქეროდა ლილია და ხმის ამოღება უჭირდა.
- ეს როგორ? რას ამბობ? უკვე თითქმის ათი წელია ერთად ვცხოვრობთ და ეს არასოდეს გითქვამს, კი მაგრამ რატომ აპირებდი ს, ეს რამ გაიძულა?
შეშფოთებული იყო ლილია ყველაფერს ელოდა ამის გარდა, ნინი ყოველთვის მხიარული, ბედნიერი და კმაყოფილი, ყოველთვის ლილიაზე ბევრად ძლიერი, ყოველთვის ყველა საკითხში მისი დამხმარე და საყრდენი, თურმე ს აპირებდა, ის კი ვერაფერს მიხვდა, მერეც როცა უკვე ერთად დაიწყეს ცხოვრება როცა ნინის ყოველდღიურობა მისი ყოველდღიურობაც გახდა, მაშინაც ვერაფერი შეამჩნია, საიმედოდ ჰქონდა მორგებული ძლიერი და მხიარული გოგოს ნიღაბი და ლილიას უფლებას არ აძლევდა რომ ნიღბის შიგნით შეეჭვრიტა...
- ღმერთო რა ცუდი მეგობარი ვყოფილვარ, -პირზე ხელი აიფარა და ყრუდ ამოიკვნესა.
- შენ არაფერ შუაში ხარ ლილ, ისედაც უამრავი პრობლემა გქონდა ყოველთვის და ჩემი ფსიქოლოგის როლის მორგებას ნამდვილად ვერ შეძლებდი, -უგემურად გაიღიმა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა თუმცა ლილიამ არ გაუშვა.
- ახლა მაინც არ აპირებ რომ მომიყვე რა მოხდა მაშინ?
- ხომ იცი ჩემი სტანდარტული, გულისამაჩუყებელი, არაფრით გამორჩეული ისტორია, ასეთი იმდენი ისტორია არსებობს ჩვენს ქალაქში რომ შეიძლება იფიქრო სხვისას გიყვები, ლოთი მამა, დედა, ნარკომანი ძმა, ვალები, უსახლობა, უსახსრობა... ვერ გავუძელი, სხვა მრავალთა მსგავსად მეც ვერ გავუძელი, ახლა ხანდახან როცა ჩემდა უნებურად ჩემი გონება მაიძულებს იმ მოგონებებს დავუბრუნდე ვფიქრობ რისი გაკეთება შემეძლო თავის გადასარჩენად, შემეძლო კი? ერთადერთი რაც გამაჩნდა ჩემი გარეგნობა იყო, შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ ლელას მადლობელი ვარ, ის რომ არა შეიძლებოდა ახლა სადმე ქუჩაში ვმდგარიყავი, გალოთებული ან წამალზე დამოკიდებული, მან მაჩვენა რომ ამ საქმეშიც არსებობს სხვადასხვა დონეები, სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩემგან ყველაზე მოთხოვნადი ქალი შექმნა, მიცავდა, მფარველობდა, დღენიადაგ ჩამჩიჩინებდა რომ სასმელს და წამალს არ გავკარებოდი, არ ვიცი რა დაინახა ჩემში მაგრამ იმ პერიოდში ის რომ არ მყოლოდა ალბათ გავგიჟდებოდი, ჩვიდმეტი წლის ვიყავი როცა ამ მრუდე გზაზე შევდგი ფეხი და როცა ხიდზე გადაგეყარე უკვე სამი წლის სტაჟი მქონდა, მაშინ უკვე ცალკე ვცხოვრობდი ამ ბინაში რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე, მანქანაც მყავდა, არც ძვირფასი საჩუქრები მაკლდა და არც მამაკაცების ყურადღება...
- იმ ავადსახსენებელ საღამოს ერთ-ერთი კლიენტის აგარაკიდან ვბრუნდებოდი თბილისში, მაჯაზე მისი ნაჩუქარი ბრილიანტის სამაჯური მეკეთა და ანგარიშზეც ალბათ უკვე ჩარიცხული ექნებოდა რამდენიმე ათასი დოლარი, ჩემზე გიჟდებოდა, ორმოცდახუთიოდე წლის კაცი იყო საკმაოდ სიმპათიური, უმდიდრესი, ცოლ-შვილი ჰყავდა არაფერი აკლდა და მაინც ისეთი ცარიელი თვალებით შემომცქეროდა ხოლმე, ვუყურებდი და ვცდილობდი ნაცრისფრად მოელვარე სფეროებში რამე დამენახა მაგრამ ყოველთვის მხოლოდ კარგად შენიღბულ და გადამალულ სულიერ შიმშილს ვაწყდებოდი, ვაწყდებოდი და უკან ვიხევდი, ასეა, ყოველთვის ვერიდებოდი მათი გონების ბნელ ლაბირინთებში ჩაღრმავებას, არ მინდოდა ვინმე ზედმეტად ახლოს მომეშვა, ძნელად თუ ვთანხმდებოდი ვინმეს მეორე შეხვედრაზე მაგრამ ეს კაცი ძალიან ბევრს იხდიდა იმისთვის რომ ასე ადვილად მეთქვა მასზე უარი, კვირაში სამჯერ მაინც ვსტუმრობდი აგარაკზე, ხან მთელი ღამე ხან კი მთელი დღე ვრჩებოდი მასთან...
- ჰოდა იმას ვამბობდი რომ იმ დღეს ზუსტად მისი აგარაკიდან ვბრუნდებოდი თბილისში, ლელამ დამირეკა, მისუსტებული ხმა ჰქონდა ავადმყოფური, მითხრა რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, რომ ვუყვარდი, მადლობას მიხდიდა იმისთვის რომ მისი მეგობარი ვიყავი, არეული მელაპარაკებოდა, გაუგებარ სიტყვებს ჩურჩულებდა მერე საერთოდ გაითიშა ტელეფონი, გულამოვარდნილი მივედი მის ბინამდე...
- ჯანდაბა ღმერთო ჩემო ნეტავ ეს ყველაფერი არ მენახა, -ნინიმ თმაში ხელები წაივლო და შეშლილი თვალებით შეხედა ლილიას, -მისაღებში სავარძელზე იჯდა და ჯერ კიდევ სუნთქავდა, ჩემს ხელებში დალია სული, დოზის გადაჭარბების გამო დაიღუპა, მერე გავიგე რომ თურმე წლებია წამალზე იყო დამოკიდებული აი სწორედ ამიტომ მექცეოდა ასე, იცოდა როგორ ინგრევდა ორგანიზმს და იუბედურებდა ცხოვრებას, მაგრამ ვერ ეშვებოდა, სამაგიეროდ მე მაკონტროლებდა რომ არ გავკარებოდი...
- ჯერ კიდევ მის წინ ვიყავი ჩამუხლული და მისი გაცივებული ხელი მეჭირა ხელში როცა საძინებლიდან ლელას ერთ-ერთი მუდმივი საყვარელი გამობანცალდა, არ ვიცი რა ჰქონდა მიღებული მაგრამ აშკარა იყო რომ ვერ აზროვნებდა, ამ კაცს ვერ ვიტანდი, საშინლად მეზიზღებოდა, უამრავჯერ შემომთავაზა საყვარლობა თუმცა ყოველთვის ცივი უარით ვისტუმრებდი, ლელას გაყინული სხეულისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელი ჩამავლო, დივანზე დამაგდო და...
- არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, -ლილიამ მისი ხელები ხელებში მოიქცია და მაგრად მოუჭირა.
- ეს ყველაფერი შიგნიდან მჭამს და მანადგურებს, -ტირილნარევი სიცილი აუტყდა და კარგა ხანს ვეღარ დამშვიდდა, -მოვდიოდი იმ ხიდისკენ და ჩემს გადაწყვეტილებაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მერე შენ დაგინახე... იდექი კიდეზე გაშლილი თმით და ფარატინა საღამურებით, ოდნავ გეტყობოდა საყვარლად გამობზეკილი მუცელი და ზეციდან მიწაზე ადამიანთა სინდისის გამოსაცდელად ჩამოსულ ანგელოზს გავდი...
- იმ ღამით შენ იყავი ჩემთვის მოვლენილი ანგელოზი, -ლილიამ აცრემლებული თვალებით გაიხედა აივნის ღია კარისკენ, ფეხმორთხმით იჯდა ცოტნე აივანზე გაშლილ ხალიჩაზე და დიდი მონდომებით აწყობდა ლეგოს ტრანსფორმერს.
- შენ რომ არა ახლა ჩემი ცოტნე არ მეყოლებოდა, შენ გადამარჩინე, შენი წყალობით მაქვს ის ცხოვრება რომლითაც ვცხოვრობ, სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტი, სამსახური მაქვს, შენ მყავხარ, შენ იმდენი რამ გააკეთე ჩემთვის რაც ღვიძლ მშობლებს და ძმას არ გაუკეთებიათ.
- კარგი რა ლილ, ასე რომ მელაპარაკები თავს უხერხულად ვგრძნობ, ასე მგონია თითქოს იმისთვის ვაკეთებ რაღაცას რომ მერე შენი მადლობები ვისმინო, არადა პირიქით, იმ ღამით იქ რომ არ დამენახე რომ არ მეგრძნო რომ დახმარება გჭირდებოდა... ვაღიარებ გამიხარდა როცა იქ დაგინახე, არა, არასწორად არ გაიგო, შენი ისეთ მდგომარეობაში დანახვა არ გამხარებია ის გამიხარდა რომ მივხვდი იმდენად ძლიერი ვიყავი შემეძლო დაგხმარებოდი, რომ მაშინ ჩემზე უფრო მეტად გიჭირდა და შენზე უნდა მეზრუნა, რომ მე უბრალოდ უმადური ვიყავი საკუთარი ბედის...
- და საერთოდაც იცი რას გეტყვი, -ნინი ფეხზე წამოიჭრა, ხელები გაშალა და ღიმილით დატრიალდა ლილიას წინ, -არსადაც არ წავალთ ამ საღამოს, ჯანდაბაშიც წასულა ნიკოლოზი თავისი სტუმრიანად, გვეყოფა ცრემლების ღვარღვარი, შენი ერთკვირიანი შვებულებაც ხომ უნდა გამოვიყენოთ როგორმე, ადექი ჩაიცვი და შენ მე და ცოტნე საყიდლებზე წავიდეთ.
ყოველთვის აკვირვებდა ლილიას ნინის ასე მარტივად ცვალებადი ხასიათი, როგორც ყოველთვის ახლაც მასზე ზრუნვას ცდილობდა, იცოდა ამ ბოლო დროს მის ცხოვრებაში გამოჩენილი ნიკოლოზი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, არადა როცა საქმე ლილიას შეეხებოდა ნინი მზად იყო თვით ნიკოლოზიც კი ჯანდაბაში გაეგზავნა.
- საღამოს შენთან ერთად მოვდივარ, -გამოაცხადა მოკლედ და ჯერ ცოტნეს შეავლო თვალი და მერე მისი განაცხადით გაკვირვებულ ნინის, -ოღონდ ჯერ ჯულის უნდა შევუთანხმდე რომ ცოტნე დაიტოვოს და მერე მართლა მოგვიწევს მე და შენ საყიდლებზე წასვლა, ჩასაცმელი არაფერი მაქვს.
ნინის აღარაფერი უთქვამს, ერთხანს აწყლიანებული თვალებით შესცქეროდა მომღიმარ მეგობარს და მერე ისე ჩაეხუტა სუნთქვა შეუკრა და სული შეუხუთა.
- - - - - - - - - -
- ხომ გითხარი რომ ის ერთი კაბა საკმარისი იყო, მიტომ არ მიყვარს შენთან ერთად საყიდლებზე წამოსვლა, ისევ უამრავი ფული დახარჯე ჩემს გამო, -ლილია საწოლზე მიფენილ სხვადასხვა ფერის და ფორმის კაბებს დასჩერებოდა და წუწუნებდა.
- კარგი რა უკვე დამღალე, მიდი ბოლოს და ბოლოს ამოარჩიე რამე, -ნინი საცვლების ამარა გულაღმა გაწვა ფუმფულა ხალიჩაზე და მორცხვად მობუზულ ლილიას მოჭუტული თვალებით ახედა.
- მიდი გაიძრე ეგ ფარაჯა და გამოაჩინე შენი სექსუალური მკერდი და საჯდომი.
- აუ ნუ ხარ რა ასეთი, -ჩაიბურტყუნა ლილიამ და ნინის მისი აწითლებული ღაწვების დანახვისას თავშეუკავებელი სიცილი აუტყდა, უყვარდა როცა ასე აწითლებდა თუმცა მშვენივრად იცოდა რომ ჰქონდა კიდეც მორცხვობის მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ უნაკლო სხეული და დამატყვევებელი გარეგნობა ჰქონდა, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა, არადა მხოლოდ მისი უზარმაზარი ლურჯი თვალები ღირდა ერთ რამედ, იმ ერთადერთი შეცდომის გარდა რამაც ცოტნეს თავი აჩუქა მამაკაცებისკენ არასდროს გაუხედავს, თაყვანისმცემლები ყოველთვის ყავდა თუმცა სათოფეზე არ იკარებდა არავის, ნინი ზედმეტად არასდროს ჩარეულა მის პირად ცხოვრებაში უბრალოდ ელოდა როდის გამოჩნდებოდა ვინმე ვინც მის მეგობარს გონებას დააკარგვინებდა და გააბედნიერებდა.
- აი ამას ჩავიცვამ, -იისფერი გრძელმკლავიანი გულდახურული კაბა ააფრიალა.
- მონაზვნების შეკრებაზე კი არ მივდივართ, -ჩაიფხუკუნა ნინიმ და ლილიას მოღუშული სახის დანახვისას, შეეცადა სერიოზული სახე მიიღო, -არა იმას კი არ ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ შეგიძლია რამე უფრო დახვეწილი ჩაიცვა, აი მაგალითად ეს, -შავი მოკლე კაბა აიღო, გულდახურული ამოღებული ზურგით, -აი ეს ძალიან მოგიხდება თანაც თუ თმას ზემოთ აიწევ და მაგ ლამაზ ყელს კარგად გამოაჩენ.
- ძალიან მოკლე ხომ არ არის?
- კარგი რა, ამას ეძახი მოკლეს? თანაც მშვენიერი ფეხები გაქვს.
- კარგი მაშინ მაღლებს არ ჩავიცმევ, -ახალი ულტიმატუმი წამოაყენა.
- როგორც შენ გინდა, -ნინიმ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა, -ისედაც არ მოსწონს თურმე ნიკას მეგობარს სტანდარტული მაღალ ქუსლებზე შემდგარი მაკიაჟით სახედაფარული ქალები, ცოტა უცნაური კაცი ყოფილა და არ შეგეშინდეს, ერთი ღამის პარტნიორს ნამდვილად არ ეძებს, ამიტომაც მინდა რომ შენ წამომყვე თორემ მისთვის გასართობად გოგოს პოვნა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა.
- დარწმუნებული ხარ რომ ისეთს არაფერს შემომთავაზებს რის გამოც იქიდან გამოქცევა მომიწევს?
-ლილიას ხმაში ჯერ კიდევ იგრძნობოდა ყოყმანი.
- დარწმუნებული ვარ, ნიკას ველაპარაკე და მითხრა შეგიძლია მშვიდად იყოო, ხომ იცი ნიკას როგორ მოსწონხარ, ტყუილს არ გვეტყოდა.
- შეყვარებული ხარ არა? -პირდაპირ მიახალა ნინის და მისი არეული სახის დანახვაზე უცნაურად გახალისდა.
- არა, საიდან მოიტანე, მე უბრალოდ...
- ნუ ლუღლუღებ ერთი თუ ქალი ხარ, შენი სახისთვის რომ შეგახედა როცა ნიკოლოზზე საუბრობ, აღარ დაიწყებდი იმის მტკიცებას რომ არ გიყვარს.
- რომ ვამბობ რომ არ მიყვარს ესე იგი არ მიყვარს, -ჯიუტი ბავშვივით ჩაიბურდღუნა და გულზე ხელებ დაკრეფილი მიეყრდნო კარადას.
- მაშინ სხვას რატომ აღარავის ხვდები იმის მერე რაც ნიკოლოზი გაიცანი?
- იმიტომ რომ ნიკა ყველანაირად მაკმაყოფილებს ფიზიკურადაც და ფინანსურადაც.
- კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა, ახლა კი გაიწიე, -ხელით მოაშორა სარკეს და საკუთარი თვალი შეათვალიერა, არ, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, კაბა მის მრგვალ ფორმებს წვრილ წელს და გრძელ ფეხებს არაჩვეულებრივად გამოკვეთდა, ნინის რჩევის შესაბამისად თმა მაღლა აიწია და ჩანთა აიღო,
- მიდი შენც გაემზადე მე მისაღებში დაგელოდები.
- - - - - - - - -
ნიკოლოზის მძღოლმა მიაკითხათ და ბარამდე მიიყვანათ, ნიკოლოზი შესასვლელთან ელოდათ, ლილიას მიესალმა და თავაზიანად გაუღიმა ხოლო ნინი მკერდზე აიკრო და ვნებიანად დაეწაფა ბაგეებზე, უხერხული ღიმილით აარიდა ლილიამ თვალი და ბარიდან ზუსტად იმ წამს გამომავალი მამაკაცის მზერას შეეჩეხა, შეეჩეხა და წამსვე დაიკარგა მის შავ თვალებში, მაღალი იყო, გამხდარი, საფეთქლებთან ჭაღარაშერეული თმით და საოცრად თბილი მზერით, მათკენ წამოვიდა თან ლილიას მზერას არ აშორებდა, მიუახლოვდათ და თავდავიწყებაში გადავარდნილ ნიკოლოზს მხარზე მსუბუქად შეეხო.
- რომ დაგაგვიანდა შენს მოსაძებნად გამოვედი, -მშვიდი ხავერდოვანი ხმით ჩაილაპარაკა და თან მხოლოდ ლილიასთვის განკუთვნილი ღიმილი გადაეფინა მის ბაგეებს.
- ჰოო ახლა ვაპირებდით შემოსვლას, ნიკოლოზი როგორც იქნა გამოფხიზლდა და მისკენ შებრუნდა,
-გაიცანი ეს ჩემი ნინია, ეს კი მისი მეგობარი ლილიაა, გოგონებო წარმოგიდგენთ ჩემს მეგობარ ცოტნე მესხს.
- ცოტნე? ასეთი დამთხვევისგან გაკვირვებულმა ნინიმ გაიღიმა და ლილიას გადახედა.
- რატომ გაგიკვირდათ? -მამაკაცმა უხერხულად შეათამაშა მხრები.
- ცუდად არ გაიგოთ უბრალოდ ჩემს შვილსაც ცოტნე ჰქვია და... -ლილიამ თავი ჩაღუნა და მრავალჭირნახულ ქვაფენილს გაუშტერა მზერა.
- შვილი გყავთ? -თავი ასწია როცა მისი მისამართით დასმული კითხვა მოესმა, რამდენიმე წამს დაჟინებით უყურებდა თვალებში ცოტნეს და იქ ისეთი რამის პოვნას ცდილობდა რაც საშუალებას და საბაბს მისცემდა რომ მის მიმართ ბრაზი, ზიზღი ან თუნდაც მცირეოდენი უკმაყოფილება მაინც გამოემჟღავნებინა მაგრამ ასეთი ვერაფერი იპოვა, საოცრად თბილად უმზერდა მამაკაცი.
- კი შვილი მყავს, ცხრა წლისაა, -ცოტნეს გახსენებისას ბედნიერმა ღიმილმა გაუპო ბაგე და შეამჩნია როგორ აუციმციმდა მის წინ მდგარ შვილის სეხნიას თვალები.

ლილიას ასე კარგად დრო არასდროს გაუტარებია, თავიდან შებოჭილი იჯდა ცოტნეს გვერდით მაგრამ როცა მიხვდა რომ მისგან არანაირი საფრთხე არ ელოდა გათამამდა ორი ჭიქა სასმელიც დალია და საუბარშიც აყვა, ნინიმ ვერაფრით დაითანხმა ცეკვაზე თუმცა აღმოჩნდა რომ ცოტნესაც არ უყვარდა ცეკვა, ცოტნე ორმოცდაოთხი წლის იყო, მათ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ლილია მასთან ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობდა, უშუალო იყო ცოტნე, მხიარული, თბილი, ყურადღებიანი, ისე იზიდავდა ლილიას როგორც ცეცხლი იზიდავს ფარვანას და მიუხედავად ცეცხლის სიმხურვალისა მაინც ჯიუტად მიიწევს მისკენ სანამ არ დაიფერფლება, ნინი თვალებს არ უჯერებდა როცა ხედავდა, როგორ გაუჩერებლად ეტიტინებოდა ლილია მომღიმარ მამაკაცს.
- გეყოფა მისი თვალთვალი მეც მომაქციე ყურადღება, -გაბუტული ბავშვივით ტუჩებგაბუსხულმა ჩაიბურტყუნა ნიკოლოზმა და ნიკაპში ჩავლებული ხელით ძლივს აიძულა ნინის ლილიასთვის მზერა მოეშორებინა.
- მაპატიე უბრალოდ შენ ლილიას არ იცნობ, ის ძალიან სხვანაირია, ზედმეტად სუფთაა და სუსტი არ მინდა გული ეტკინოს.
- დამშვიდდი ცოტნე შენს მეგობარს გულს არ ატკენს, იქნებ ერთხელ მაინც შეეშვა სხვების ცხოვრებას, მხოლოდ შენს თავზე იფიქრო და ეს ძლიერი ქალის ნიღაბი მოიშორო.
- რას გულისხმობ?
- თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ, მოეშვი ნინი, მოეშვი და ერთხელ მაინც დატკბი ცხოვრებით, ერთელ მაინც ნუ იფიქრებ რა იქნება ხვალ.
- იმის ფუფუნება არ მაქვს რომ ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრო, -ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა და ცალყბად გაიღიმა, მშვენივრად იცოდა ნიკოლოზმა რაც იგულისხმა ნინიმ, აღარაფერი უთქვამს, გულზე მიიკრა საყვარელი ქალის სხეული და ნაზად აკოცა თავზე.

- შე პატარა მელაკუდა, -ნინი თავზე დაახტა ლილიას და ლამის საწოლიდან გადმოაგდო, -იცი რა მოხდა? დღეს ნიკამ დამირეკა, ცოტნემ იტალიაში დაბრუნება გადაიფიქრა თურმე, აქ რჩება საქართველოში, სამუდამოდ, თბილისში სახლი იყიდა და ბიზნესის გადმოტანასაც გეგმავს თურმე.
- ამისთვის გამაღვიძე ამ დილაუთენია? -ლილიამ თვალებმოჭუტულმა დახედა საათს რომელიც დილის შვიდს უჩვენებდა.
- შენ რა ვერაფერს ვერ მიხვდი? -უცნაურად აჟიტირებული ნინი ვერ ისვენებდა.
- რას უნდა მივხვდე?
- მთელი კვირა ერთად გაატარეთ, სულ რაღაც ორი დღით უნდა დარჩენილიყო და უკვე ერთი კვირაა აქ არის, მთელი დღეები სადღაც დაბოდიალობდით და მაინც ვერაფერი ვერ შეატყვე? კარგი რა.
- რა უნდა შემეტყო, იმიტომ მეპატიჟებოდა რომ იტალიაში დაბრუნებამდე აქ არაფერი საქმე ჰქონდა და მოწყენილი იყო, უბრალოდ დროის გაყვანაში ვეხმარებოდი.
- ერთად რას აკეთებდით?
- რასაც აკეთებენ ხოლმე ზოგადად ადამიანები, ვსაუბრობდით, მუსიკას ვუსმენდით, ვსეირნობდით, ნაყინს ვჭამდით, და საერთოდ რა გინდა რას გადამეკიდე, მართლა ვერ ვხვდები რას ცდილობ რომ მიმანიშნო? რისი თქმა გინდა? -გაგულისებულმა მოქაჩა თხელი პლედი რომელზეც ნინი იჯდა და თავფეხიანად გაეხვა შიგ.
- ახლა მოუსვი აქედან მეძინება, ეგ დაკითხვა კიდევ შემდეგისთვის გადავდოთ, ხვალ ან ზეგ ცოტნეც დაბრუნდება იმ იტალიაში და შენი თეორიების მოსმენისთვისაც მეტი დრო დამრჩება.
ნამდვილი ბატი ხარ რა, -თავში ისე მწარედ მოხვდა ნინის მოქნეული ბალიში რომ კვნესა ვერ შეიკავა,
-ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე არ თქვა რომ გითხარი თორემ ნიკა მომკლავს, ცოტნეს მისთვის უთქვამს რომ შეუყვარდი და შენი გულისთვის რჩება საქართველოში...



№1 სტუმარი One

Wow sainteresoa))
Aba davelodebi movlenebis ganvitarebas))
Kargi khar lila❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Wow sainteresoa))
Aba davelodebi movlenebis ganvitarebas))
Kargi khar lila❤️


მადლობა heart_eyes

 


შენთვის რაღაც განსხვავებულია blush
ჯერ მხოლოდ ეს ასაკობრივი სხვაობა მაფიქრებს დანარჩენზე თავს შევიკავებ და დაგელოდები. ისეთი წინასიტყვაობა გაუკეთე წინასწარ ვარაუდების გამოთქმისგან ჯობია თავი შევიკავო blush

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
შენთვის რაღაც განსხვავებულია blush
ჯერ მხოლოდ ეს ასაკობრივი სხვაობა მაფიქრებს დანარჩენზე თავს შევიკავებ და დაგელოდები. ისეთი წინასიტყვაობა გაუკეთე წინასწარ ვარაუდების გამოთქმისგან ჯობია თავი შევიკავო blush


მე თვითონაც რაღაცნაირად მეუცნაურება bowtie
ეს ისტორია თითქმის თავიდან ბოლომდე სიზმარში ვნახე ისე ცხადად მესიზმრა რომ არ დამეწერა არ შემეძლო

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

ლილა როგორ მიხარია შენი გამოჩენა. ნამდვილად განსხვავებული და შენთვის უჩვეულოა ეს ისტორია. პირველივე თავიდან მეტად საინტერესოდ განვითარდა სიტუაცია. ველოდები ახალ თავს

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ქეთა
ლილა როგორ მიხარია შენი გამოჩენა. ნამდვილად განსხვავებული და შენთვის უჩვეულოა ეს ისტორია. პირველივე თავიდან მეტად საინტერესოდ განვითარდა სიტუაცია. ველოდები ახალ თავს


მადლობა რომ კითხულობთ relaxed

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
შენთვის რაღაც განსხვავებულია blush
ჯერ მხოლოდ ეს ასაკობრივი სხვაობა მაფიქრებს დანარჩენზე თავს შევიკავებ და დაგელოდები. ისეთი წინასიტყვაობა გაუკეთე წინასწარ ვარაუდების გამოთქმისგან ჯობია თავი შევიკავო blush


მე თვითონაც რაღაცნაირად მეუცნაურება bowtie
ეს ისტორია თითქმის თავიდან ბოლომდე სიზმარში ვნახე ისე ცხადად მესიზმრა რომ არ დამეწერა არ შემეძლო

ამ დროს მე, რომელიც საუკუნეში ერთხელ ვნახულობ სიზმარს და ისეთ არეულს მასთან შედარებით აჯაფსანდალიც რომ დალაგებულია და თან არც მამახსოვრდება grin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent