ფსიქოზი (თავი II)
მაინც შემომათენდა.. უცნაურია, ამდენი ხანია წესივრად არ მიძინია, მაგრამ უძილობას მაინც ვერ ვგრძნობ. სხეული, როგორც მანქანა, ავტომატზე მუშაობს. ზუსტად იცის ყველა კუნთმა, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოს, ზოგჯერ ყველაფერს იმ დონეზე ავტომატიზირებულად, „ავტოპილოტზე“ ვაკეთებ, რომ არც კი მახსოვს როდის გავაკეთე. გონება სხეულიდან შორს არის, მიტოვებული მყავს ჩემი სხეული. სამსახურში, სკამზე ზის, კომპიუტერთან და თავის სამეს აკეთებს, მე კი, ამ დროს მისგან „გამოსული“ ვარ, სადღაც შორს, ძალიან შორს ვარ, ზოგჯერ ვხედავ კიდეც ჩემს „მიტოვებულ“ სხეულს, ჩემს მიტოვებულ თავს. მაშინებს, მაგრამ მივეჩვიე. ერთ რამეში ნამდვილად მართლები არიან ადამიანები. ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო, რომ ამბობენ. დღეს მისი დაბადების დღეა. ახლა ოცდა ცხრა წლის გახდებოდა. სამსახურს შემდეგ საფლავზე უნდა ავიდე, მაგრამ რაც შეიძლება გვიან, ალბათ მზე რომ ჩასვლას დაიწყებს მაგ დროს მივალ. არ მიყავრს ის რაც საფლავებზე ხდება ხოლმე ასეთ დროს. გაშლიან მოგრძო მაგიდაზე საჭმელ-სასმელს, ასხავენ საფლავში ღვინოს, ჭამენ, სვამენ და ზოგჯერ თვრებიან კიდეც. ძალიან მაღიზიანებს ეგეთი მომენტები. ეგეთი „მეგობრები“. ალბათ, როც ამოვკვდები აუცილებლად დავტოვებ ანდერძს, საფლავი, რომ არ გამაჩნდეს. არ მინდა ჩემს საფლავზე იგივე ხდებოდეს. ანდაც სულ ერთია, მერე ნამდვილად სულ ერთი იქნენა ჩემთვის.. როგორც თვით „მეფე მზე“ ამბობდა - ჩემს მერე ყველაფერი წყალსაც წაუღიაო.. რა საინტერესო არიან ადამიანები, გამუდმებით ფუსფუსებენ, აქეთ-იქეთ დადიან, რაღაცის შექმნას ცდილობენ, თავისი კვალის დატოვებაზე ზრუნავენ.. როგორი მეამიტები და უცნაურები არიან. ქმნიან, რომ დაანგრიონ. ზოგჯერ მგონია, კაცობრიობა, ადამიანთა ეს რასა, ჰომო საპიენსი, ანუ „გონიერი ადამიანი“, ყველაზე უტვინო არსებაა რაც კი ევოლუციას შეუქმნია. არცერთი სხვა რასა არ ცდილობს ისე დედამიწაზე საკუთარი თავის განადგურებას, როგორც ადამიანთა რასა. კაცობრიობის ისტორიაში ის დრო, ძალა, გონება, ტექნოლოგია, რაც ომებისთვის და ისევ ადამიანთა განადგურებისთვის დაიხარჯა, რომ ადამიანთა კეთილდღეობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას მოხმარებოდა, წარმოგიდგენიათ მაინც რა საინტერესო იქნებოდა ეს პლანეტა, აქ ცხოვრება?! და ამ ყვეოლაფრის მერე, კიდევ ჩემი უკვირთ, რომ არ მსურს ამ რელობით ცხოვრება, გვურბივარ ყველგან და ყოველთვის. ძალიან საინტერესოები არიან ადამიანები. ძალიან მეცოდება მათი მოდგმა, მეცოდება რადგან ვიცი განწირულები არიან. ავტოპილოტი გამოირთო, დამთავრდა სამსახურის დრო. ახლა დროა თავად წარვუძღვე ისევ საკუთარ სხეულს. გარეთ საშინლად ცხელა და ხმაურია. ქალაქი ფუტკრის სკას გავს, თუ ოდესმე, ერთხელ მაინც, გინახავთ სკაში ფუკრები როგორ მოძრაობენ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. მოწესრიგებული ქაოსია ქაურობა. ყველა სადღაც გარბის, მიდი -მოდიან, ყველას სადღაც ეჩქარება, მანქანებით, ფეხით, ველოსიპედით, ყველა სადღაც აგვიანებს, საგიჟეთს გავს. მე კიდევ ამ საგიჟეთში ერთადერთი გიჟი ვარ, რომელიც ამ ყველაფრის შუაგულში, გაუნრევლად დგას, ტროტოარის ერთ ერთ ხესთან, ფოთლებს უყურებს და იღიმის. რა უცნაური მომენტია იცით? ასეთ დროს ხალხი, დიახ, ის ხალხი, რომლებიც გიჟივით სულ სადღაც დარბიან, მე ისე მიყურებენ, თითქოს გიჟი ვიყო. უცნაურები არიან ადამიანები, ძალიან უცნაურები. უკვე მზეც გადავიდა, ტაქსი გავაჩერე და საფლავისკენ ავიღეთ გეზი. ამაღამაც არ მიწერია ძილი. მთელი ღამე იმ საბედისწერო დღეზე ვიფიქრებ, რომელმაც დაღუპა ერთი და დასაღუპად გაწირა მეორე სიცოცხლე. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რომ მივიდოდი რას ვეტყოდი, ან რას მოვუყვებოდი ახალს. ბანალურია, მაგრამ მასთან ისე ვსაუბრობ, როგორც ადრე, როცა გვერდით მეჯდა ხოლმე. ლუდს ვსვავდით, ვისხედით და ვსაუბრობდით. ცხოვრების ოცდასამი წელი გავატარეთ ისე, რომ ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში, ბოლოს სამსახურში, ამიტომაც, შეუძლებელი რამაა, მასთან ემოციების გაზიარების გარეშე მისვლა. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის კი არა, მე მოვკვდი იმ ღამეს. ან მერჩივნა, რომ ეგრე ყოფილიყო და ასე ამის გამო ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღის შემდეგ და მანამდე, ორი სხვადასხვა ადამიანი ცოხვრობდა. ის, რომელიც მანამდე იყო, იმ დღეს მასთან ერთად დაიღუპა. ხოლო ის, რომელიც მერე დარჩა, ის რადიკალურად სხვა ვინმეა, არანაირი მსგავსებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.