ტიტე(თავი2)
შემოვიდნენ თუ არა ოთახში, მაშინვე მათი დაკვირვება დავიწყე. გაფაციცებით ცდილობდი ჯერ სანდროს სახეზე ამომეკითხა რამე და როცა იქ ბრაზის მეტს ვერაფერს წავაწყდი, უცნობზე გადავიტანე მზერა. უკვე ნათლად შემეძლო მისი სხეულისა თუ სახის გარჩევა. როგორც უკვე ვთქვი, მაღალი იყო, შავი თმებითა და მუქი ყავისფერი, თითქმის შავი ფერის თვალებით(ეს მხოლოდ დღის ბოლო აღვიქვი). როგორი იყო იცით? სუნთქვა შემეკრა, არა იმიტომ რომ ღმერთკაცს ჰგავდა ან პირველად ვხედავდი მსგავსი გარეგნობის მამრს. პირიქით, არასდროს მომწონდნენ მსგავსი კაცები. სიმპათიური იყო, ძალიანაც კი, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ იყო. უბრალოდ რაღაცნაირი შარმი ჰქონდა, მინდოდა მივსულიყავი და ახლოდან ქანდაკებასავით შემესწავლა. სავარძელზე ჩამოჯდა, ძალიან მშვიდად და აღრენილი სანდროდან თვალები უკვე გარშემო შემოკრებილ მათეზე, გიგაზე და ლუკაზე გადაიტანა. ხმას კი არავინ იღებდა. სამარისებური სიჩუმე იყო, გოგოები ხომ საერთოდ გაყურსულები ვიყავით, აზრზეც არ ვიყავით რა ხდებოდა. სულ რამდენიმე წამით გაგრძელდა ასე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უკვეე საათი მაინც გავატარეთ ამ მდგომარეობაში. ეს სიჩუმე ვინ, თუ არა გიგამ დაარღვია, მუდამ ცანცარას ახლა ვერ იცნობდი ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა. თითქოს სრულიად სხვა გიგა იდგა ჩემს წინ -აღარ არის საშიში შენი გამოჩენა? -ექოსავით ხმამაღლა გაისმა მისი ხმა. -არა -და შენც ისევ უნამუსოდ აქ მოსვლა გადაწყვიტე არა ტიტე? სუნთქვა უნებურად ისევ შემეკრა, ტიტე. თურმე ტიტე ჰქვია. -გეწყინა ჩემი ნახვა გიგა? -ირონიული ხმით დაუბრუნა პასუხი -კიდევ რამდენჯერ უნდა მოვხვდეთ მსგავს სიტუაციაში? ახლა ხელები ისე მექავება, ისე, რომ ვერც კი წარმოიდგენ. თავს ძლივს ვიკავებ რომ ეგ დამპალი სახე არ გაგიერთიანო. ჯანდაბა ტიტე, ჩვენ რანაირი შენი ძმაკაცები ვართ, საერთოდ რამედ გვთვლიი? გამეცი პასუხი -თქვენზე ახლობელი რომ არავინ მყავს ჩემზე უკეთ იცი -მაშინ რატომ იქცევი ასე ტიტე? როდემდე, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს კიდევ ასე. როცა გადაწყვეტ რამდენიმე თვეში და წელში ერთხელ უნდა გხედავდეთ მარტო?. -რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რით ვერ დაიღალე? -ხოო მეც ეგ კითხვა მაწუხებს, რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, როცა მაინც არაფრის შეცვლას არ ეცდები. მაგ შენს დედამოტყნულ ტვინში, კაციშვილმა არიცის რა ტრიალებს. გასაგებია, არ გინდა ამაში გაგვრიო მაგრამ თავს ინადგურებ ტიტე. ხანდახან, იმაზე ვფიქრობ საერთოდ ცოცხალი თუ ხარ, იქნებ ჩაგაძაღლეს სადმე და ჩვენ ....ებივით აზრზეც არ ვიქნებით არაფრის. ასე შიშით უნდა ველოდოთ შენს ყოველ გამოჩენას? ამაზე ლაპარაკსაც კი ვერ ვბედავთ, არცერთმა არ ვიცით იქნებ ახლა ბოლოჯერ გხედავთ. შვებას უნდა მგვრიდეს ყოველ ნახვაზე მხოლოდ იმის გააზრება რომ ცოცხალი ხარ? ასე გინდა ცხოვრება შე სირო? არასდროს არ მინახავს გიგა მსგავს მდგომარეობაში. მთლიანად დაჭიმული ქონდა სხეული. აშკარა იყო, თავს ძლივს იკავებდა ყველაფერი რომ არ დაელეწა გარშემო. ამ დროს კი, მზერა ტიტესკენ გამექცა. შესაშურად მშვიდად იყო, წარბი არ შეტოკებია გიგას ყვირილზე, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. და ალბათ ყველაფერს ველოდი იმის გარდა რაც მოხდა. ერთი ის აღვიქვი ტიტე რაღაცნაირად რომ იღიმებოდა, თითქოს სითბო ჩასდგომიაო თვალებში, მაგრამ ამასაც ვერ იტყოდი დაზუსტებით კაცი. რადგან რთული იყო მის სახეზე საერთოდ რაიმეს ამოკითხვა. მერე კი ის გავიგე მეც მომენატრეთო რომ თქვა და წამის მეასედში თვალი ვეღარ მოვკარი ისე გაექანა გიგა ტიტესკენ, რომელიც უკვე წამომდგარიყო და ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ თითქოს წლები იყო გასული მათი ბოლო ნახვიდან, თითქოს ცდილობდნენ ის დრო აენაზღაურებინათ ერთმანეთის გარეშე რომ გაატარეს. გაოცებული მივშტერებოდი ამ სცენას, როცა ჩემი ყურადღება მათეს და ლუკას ლაპარაკმა მიიქცია -მგონი დეჟავუ მაქვს საწყლად, დაცინვით დაბრიცა ტუჩები მათემ -მერამდენერ უნდა ვნახოთ ეს სცენა, ყოველ ჯერზე მაინც რომ არ ეზარებათ წამი არ იყო გასული ამის თქმიდან ხარხარი რომ ატეხეს. გეფიცებით, ასეთი ბედნიერი და გულახდილად მოცინარი სახეებით მაშინ ისინი პირველად ვნახე. ამის შემდეგ, არც არაფერი მომხდარა ისეთი, სანდრომ დაგვავალა გოგონებს სუფრა გააწყეთო -ოღონდ იმ ნამცხვარს შეეშვით და რამე ადამიანური გააკეთეთ კაი? -თქვა საცოდავი ხმით ლუკამ, რომლის კომენტარის გამოც სულ სიცილით გავემართეთ სამზარეულოსკენ. *** აივანზე ვიჯექი და ვისვენებდი. ორი საათი მაინც გასულიყო იმ ამბიდან, გავამზადეთ საჭმელები, სუფრა გავაწყეთ და ცოტახანში გოგონებიც წავიდნენ. არივედეჩი მაგრად გვეძინება და სამსახურებში ვართ ხვალო. ნუ, ლეკა ისე წავიდა, გოგონების სახლამდე დატოვების მიზნით, თან ჩემი ბიძაშვილებიც სახლში მყავს და სირცხვილია რომ არ მივიდეო. მეც ვაპირებდი ცოტა ხნის წინ წასვლას, მართლა ძალიან დავიღალე. რაც თავი მახსოვს სულ ასე ვიყავი. ბავშვობიდანვე სიახლეები საშინლად მღლიდა და ახლა ეს სიახლე ტიტე იყო. ხოლო, რაც შეეხება წასვლას, წავიდოდი კიდეც, ლუკას რომ არ გავეჩერებინე -არ წახვიდე რა კატო, მარტო ხოარ ივლი, გაგიყვანთ ცოტახანში რომელიმე, კაი? ღმერთო, რა საყვარელია ხოლმე ეს ჯამბაზი. განსხვავებულად ვგიჟდებოდი ლუკაზე, რაღაცნაირი თბილი და მზურნველი იყო და ამით შემაყვარა თავიდანვე თავი. -კაი, ოღონდ დაღლილი ვარ და მალე ქენით ხო? -ხო, აი ნახევარი საათიც მოითმინე შუბლზე მაკოცა, მომეხვია და ბიჭებისკენ დაიძრა, რაღაცას გაცხარებით რომ განიხილავდნენ. აი ასე შემოვრჩი აქ. შიგნით ჯდომას და უაზროდ ლოდინს აივანზე გამოსვლა ვამჯობინე. თანაც მათეს აივნიდან ისეთი ლამაზია ღამე,რომ ერთი ნეტარებაა აქ ყოფნა. მალევე, აივნის კარი გაიღო და ტიტე გამოვიდა. პირველად ვიყავით ასე ახლოს ერთმანეთთან და მიუხედავად იმისა რომ გამოფიტული და საშინლად დაღლილი ვიყავი, მაინც, იმ წამსვე, რაღაცნაირი განსაკუთრებული გრძნობა გამიჯდა სხეულში. თითქოს იქ არც ვიყავი, არც კი გამომხედა, სიგარეტს მოუკიდა და აივნის მოაჯირს დაეყრდო. რაღაცნაირი სიჩუმე იყო გაბატონებული, აი ისეთი სასიამოვნო რომაა და არა უხერხული. მერე უცებ მოტრიალდა ტიტე, სკამზე მჯდომს ზემოდან დამაცქერდა და თვალი თვალში გამიყარა. გეგონება რაღაცას ეძებდა ან კითხულობდა. გვერდით გახედვა არ მინდოდა, მაგრამ ვერ ავიტანე ამდენი ხნით მის თვალებში ყურება. ვერ გავძელი, ისეთი შერგძნება მქონდა თითქოს არაფერი მეცვა, თითქოს სრულიად შიშველი ვიყავი იმ წამს. ეს გრძნობა, მერეც, მუდმივად მიჩნდებოდა ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში -რა ლამაზი ხარ კატო გამიკვირდა. გამიკვირდა კიარა თითქოს დრო გაჩერდა და მე ენა ჩავყლაპე. სიტყვებს თავი ვერ მოვაბი რამე რომ მეთქვა, ამიტომ მხოლოდ მადლობის ამოჩურჩულება მოვახერხე და ისევ ქალაქის ხედზე გადავიტანე მზერა. მერე კი ჩემდა გაუაზრებლად წამოვაყრანტალე -ისევ უნდა წახვიდე? -გინდა რომ დავრჩე? -რაღაცნაირი მზერით ჩამეკითხა. -ბიჭების გამო გითხარი. ამდენი ხანია ვიცნობ ყველას და ასეთები არასდროს მინახავს. ჩემი ძმაც კი, პირველად ვნახე ასეთი ბედნიერი. თითქოს, შენ აკლდი ამისთვის და შენ მაინც მიდიხარ -სხვა გზა არ მაქვს თავი გადახარა და ფილტვებში ჩაუშვა ბოლი. მერე ტელეფონზე დაურეკეს. ჯიბიდან ამოიღო, ნომერს დახედა, ერთი ღრმად ამოისუნთქა, ტელეფონი უკან დააბრუნა და ჩემკენ გადმოიხარა. ისე ახლოს იყო, ჯანდაბა ჩემი გულის ცემა იმხელა ხმაზე ისმოდა რომ ტიტემაც კი გაიგო და პირი ღიმილისგან გაეხა. -კარგი გოგო ხარ შენ კატო, მეცოდები ჩემთვის. მერე მაკოცა, მისი გამაგიჟებელი სურნელი დამიტოვა ბაგეებზე და წავიდა. ჩემი გულისცემა იმდღეს არანორმალურ დღეში იყო. რამდენიმე წუთში ძლივს დამშვიდდა და მერეც დაძინებამდე, ყოველი გახსენებისას, უამრავჯერ შემახსენა თავი. ჰო მართლა, იმ ღამეს მათემ დაგვტოვა სახლებში და გზაში ასჯერ მაინც მკითხეს თუ რა მჭირდა. ტიტე მჭირდა, ახლა, ამ მომენტში, დაზუსტებით ვიცოდი ეს, მაგრამ ამის შესახებ ნამდვილად არაფერი მითქვამს. მხოლოდ მხრებს ვიჩეჩდი პასუხის ნიშნად. ამ ამბის მერე ერთი თვე მაინც გასულიყო. ტიტე აღარ ჩანდა. არა, არ წასულა. ბიჭები ხშირად ამბობდნენ რომ ტიტესთან ერთად იქნებოდნენ რომელიმეს სახლში, მაგრამ, მე აღარ მინახავს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძალით არ ჩნდებოდა, მაგრამ რა მიზნით უკვე აღარ ვიცი. მინდოდა მენახა, ძალიან მინდოდა ერთერთ კვირას მაინც რომ მოსულიყო და თავისებური სურნელი შემოეტანა. მაგრამ არ ყოფილა მსგავსი რამ, მას მერე სულ ორჯერ შევიკრიბეთ. ერთ კვირას კი ბიჭებმა განაცხადეს დღეს არ გვცალიაო და მიუხედავად იმისა რომ მე ხმა არ ამომიღია. გოგოები რიგისდა მიხედვით წუწუნებდნენ. ლეკამ ჩემდა გასაკვირად ბევრი ლაპარაკის გარეშე შეუთვალა -ამ ჩემ ფეხებს თუ არ გცალიათ. ისედაც არ მეხალისებოდა თქვენი მახინჯი სახეების ყურება დღესო მაგრამ ლეკას ბევრი ლაპარაკი იმ დღეს სალომემ იკისრა და სულ სათითაოდ გამოლანძღა ყველა, მატყუარები, გამყიდველები და ბომჟები ეძახა, ბოლო საიდან მოვიდა არვიცით. მერე კიდევ სულ დაუკიდა ყურმილი. ისეთი სასაცილო იყო გაცხარებული მეტი რომ არ შეიძლება. ჩემთან იყვნენ იმ დღეს და მიუხედავად იმისა რომ ბიჭებმა დაგვაღალატეს მაინც არ ჩავაგდეთ ის დღე მაგათ ჯინაზე. ჩემი თამროს გახსენებაზე კიდევ ახლაც მეცინება. ხელმეორედ დარეკა, არ ვიცი რა ბზიკმა უკბინა იმ დღეს, მაგრამ ბიჭები ლამის ტელეფონიდან გადმოვიდნენ მისი განცხადების მერე -ძალიანაც კარგი, დღეს მაინც ბიჭების ნახვას ვაპირებდით და ვერ მოვიდოდით, გაერთეთ თქვენ ნუ უსმენთ ლეკას -რაო? ერთიანად გაისმა რამდენიმე შეშფოთებული ხმა და სიცილისგან ვინ რას ვეჯახებოდით არ ვიცოდით, თამრო კიდევ იქიდან თვითონაც სულ მთლად გაწითლებული სახეზე სიცილის შეკავებისგან, ძლივს გვანიშნებდა ცოტა ჩუმადო -რა გაგიკვირდათ, რა მოხდა მერე, თქვენი შიშით ბიჭები ვეღარ უნდა ვნახოთ? -ვინ ბიჭები გოგო თქვენ ცუდად ხოარ ხართ - გაისმა სანდროს ხმა -არაა, პირიქით გადასარევ განწყობაზე ვართ -კატო, კატუშაა - დამთბარი ხმით გააგრძელა სანდრომ საუბარი, მთელი ბავშვობა ამ ხმით მკერავდა ყველაფერზე ეს დამპალი და ახლაც იცის როგორ უნდა იმანიპულიროს -ხო - სიცილისგან ძლივს გავეცი ხმა -მართლა აპირებთ ვიღაც სირების ნახვას? -სირები რატომ, გადასარევი ბიჭები იყვნენ, რეებს კადრულობ სანდრო ამაზე უარესად აჭიხვინდნენ გოგოები და მუცელზე მიჭერილი ხელებით მანიშნებდა სალომე, რომ ცუდად ვარ გეყოფაო. ლეკა და თამრო კიდევ ერთმანეთზე იყვნენ მიყრილები და ისე იხოცებოდნენ -კატო - დამპალი ასეთი ხმით რომ მელაპარაკება ვეღარ ვეწინააღმდეგები -არა სანდრო არავის ნახვას არ ვაპირებთ, უბრალოდ იხუმრა თამრიკომ -აუ კარგი რააა, გვეცინა ცოტა კიდევ, რას ეუბნებოდიიი გაბრაზებული ბავშვივით წამოიყვირა მოსულიერებულმა სალომემ, რომელიც წეღან მეხვეწებოდა გეყოფა ვკვდებიო -თქვენი ხუმრობებით შეგვიწირავთ ერთხელაც იქნება - გავიგე მეორე ხაზიდან ლუკას ხმა, რომელსაც თან მათეს ხმა მოჰყვა -ან ხუმრობები ან ის საშინელება რომ აცხობენ. იმ დღეს ქუჩის ძაღლს გაუტანეს და რომ დაუდეს, გაიქცა -ნუ ხარ დამპალი მათე- გამეცინა მე -მოკლედ წავედით ეხა ჩვენ და ჭკვიანად იყავით- ლუკა მოკლედ იმ დღეს კიდევ ბევრჯერ ვიცინეთ ამ ამბავზე და კარგადაც გავერთეთ. მაგრამ წავიდნენ თუ არა გოგოები ცოტახანში ისევ ტიტეზე დავიწყე ფიქრი. მგონი სულ გამოვშტერდი, სულ ერთხელ ვნახე, რა ჯანდაბა და დოზანა მეტაკა. იმის მერე არც კი ჩნდება და ამ ყველაფრის შემდეგ მე საერთოდ კიდევ რატომ უნდა ვფიქრობდე ტიტეზე? გეყოფა კატო, თორემ ასე ჭკუიდან გადახვალ, შემოვუძახე ჩემს თავს. არადა, ჩემზე უკეთ არავინ იცოდა როგორიც ვიყავი. მე მჯეროდა რომ სიყვარული, შენი ადამიანი, მხოლოდ ერთხელ ჩნდება. ვიცოდი რომ მაშინვე ვიგრძნობდი მის გამოჩენას, შემდეგ კი უბრალოდ შეპყრობილი გავხდებოდი, გავაღმერთებდი მას და ახლა ტიტეს გამოჩენის მერე, მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ სწორედ ტიტე იყო ჩემი ადამიანი, ეს კი კარგს არაფერს მოასწავლებდა. მთელი კვირა ვცდილობდი ტიტეზე ნაკლები მეფიქრა და კვლავ ძველი ცხოვრების რელსებზე გადავსულიყავი. მშვიდად და უშფოთველად რომ მქონდა მოწყობილი. ისევ სამსახურზე ვეცადე ყურადღების გადატანას. ჩემს სამსახურს რაც შეეხება, დიდი არაფერი. იმ დროისათვის ერთერთ ნორმალურ კომპანიაში პიარის მხრივ ვმუშაობდი და ასე თუ ისე ჩემი ხელფასი მყოფნიდა, თანაც სამუშაო საათებიც ნორმალური იყო დილის ათიდან 8მდე. საქმე კი იყო ბევრი და კარგადაც კი ვიღლებოდი, მაგრამ რას ვიზამთ. ხუთშაბათი დღე იყო, სამსახურიდან გვიან გამოვედი. ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, რაღაც ახალი პროექტი გამოჩნდა და ყველა წელზე ფეხებს ვიდგამდით, თავის დროზე რომ მოგვესწრო საქმის დამთავრება. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და დავისვენო. ცხელი შხაპი წამალივით იქნებოდა ახლა. ამის გაფიქრებაზე უფრო ავუჩქარე ნაბიჯებს და 10წუთში ჩემი კორპუსიც გამოჩნდა. ყველაფერი ალბათ გეგმის მიხედვით წავიდოდა, სადარბაზოსთან მისულს, ტიტე რომ არ დამხვედროდა. აჩქარებით ეწეოდა სიგარეტს და დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა. მომიახლოვდა და ჩამეხუტა, თავი კი ჩემს კისერში ჩაასვენა. თითქოს მთელიდღის დაღლილობა ჯანდაბაში წასულიყო. ნათლად ვიგრძენი, ტიტემ თავი რომ დამადო კინაღამ იქვე დავეცი. ტვირთი რომელსაც ის ატარებდა, ძალიან მძიმე იყო, ამას ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი და ჩემზე გადმოსულმა ლამის ჩამიტანა. რაღაც შეცდომა გამეპატარა მთავარი გმირის სახელთან დაკავშირებით და ამიტომაც ხელახლა ვდებ მეორე თავს. იმედია მოგწონთ ტიტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.