მომეცი შანსი (თავი 17)
თავი 17 - ეს რა გავაკეთე- უაზროდ მიდიოდა ტყეში თაიადა თან თავის თავს ელაპარაკებოდა- ესე როგორ უნდა დათვრე ადამიანი, რას იფიქრებენ ჩემზე… - - არაფერსაც არ იფიქებენ-აჩის ხმის გაგონებაზე შეხტა - შენ რა უკან მომყვები? - აბა რა გეგონა ტყეში მარტო გამოგიშვებდი- სიცილით გახედა - ამიერიდან ჭირშიც და ლხინშიც ერთად უნდა ვიყოთ. - კარგი ერთი! რა გგონია ერხელ თუ სიმთვრალეში...... ცოლად ამის გამო გამოგყვები? - შენი აზრით ცოლობას გთხოვ!- თაიამ გაკვირვებულმა შეხედა - არ მთხოვ?- თვალებგაფართოებულმა ჰკითხა - არა რა თქმა უნდა.ეგრე დემეტრესთანაც უნდა დამეძინა და ამ შემთხვევაში მისთვის უნდა მეთხოვა ხელი?- მის დაცინვას აგრძელებდა. - ვერაფერი გავიგე.... ამით რისი თქმა გინდა? - იმის რომ წუხელ არაფერი მომხდარა და შეწყვიტე სიარული , დავიღალე ისედაც პახმელიაზე ვარ- ხესთან ჩამოჯდა- აბა? რას იტყვი? - რა უნდა ვთქვა , მე მეგონა ... - ვიცი რაც გეგონა, მაგრამ დამიჯერე ჩემთან რომ დაწვები მარტო დილით კი არა მთელი ცხოვრება გემახსოვრება- თვალი ჩაუკრა. - შენ.... არ ხარ ნორმალური ... საერთოდ რატომ გგონია რომ შენთან დავწვები? - კი არ მგონია ზუსტად ვიცი - მერე ირგვლივ მიმოიხედა- საიდან მოვედით გახსოვს? - მე საიდან უნდა მახსოვდეს აქ პირველად ვარ!- მერე მიხვდა რაც ჰკითხა- დაიცა შენ არ იცი? - არა- თავი უდარდელად გაუქნია - ტელეფონიც არ გაქვს? - უკვე პანიკაში იყო - მაცადე? - გაბრაზებული მიუტრიალდა-გიჟივით გამოვარდი და მეც უკან გამოგეკიდე - ვაიმე დავიღუპეთ!- ხელი შემოირტყა თავში, მერე აჩის გახედა რომელიც ხარხარებდა- რა გაცინებს ? მომატყუე? - არა... მართლა არ ვიცი სად ვართ, მაგრამ როგორც შენი სუპერ გმირი გეტყვი რომ მდინარესთან ახლოს ვართ -თავი ამაყად წარადგინა გმირად - ყრუ არც მე ვარ! ხმა მეც მესმის- არ ჩამორჩა თაიაც-მერე? აქ საბანაოდ წამოვედით? - მე რას მეჩხუბები? ხომ იყავი ღირსი არ გამოგყოლოდი? - რას მომზდევდი მერე- ცხვირი ასწია - უმადური ნახე რა!-ფეხზე წამოდგა - წამოდი მდინარესთან გავიდეთ და იქიდან სახლამდე გზა ჩადის და უკანაც დავბრუნდებით- გაბრაზებული წინ წავიდა და უკან თაიაც ბურტყუნით გაყვა. კარგა ხანს იარეს და როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ.დათა და დემეტრე გარეთ დახვდათ - სად იყავი შეჩე*ა- დათომ ამოხედა აუზიდან. - მდინარეში საბანაოდ- გაბრაზებული ჩამოჯდა შეზლონგზე. - რა მდინარე აგიტყდა ამ დილა უთენია- საქმეში გართულმა დემეტრემაც ამოხედა. - არა რა, ერთი შეყვარებული მყავდა 3 წელი ნერვები მაგლიჯა. ამდენი წლის მერე გოგო მომეწონა და ისიც გიჟია!- დათოს სიცილი აუტყდა - რა მოხდა აღარ იტყვი?- დემეტრე თავის დინჯი კითხვებით ცდილიბდა გაეგო რა ხდებოდა. - გუშინ ზევით რომ ავედი თაიას ოთახის კარი ღია დამხვდა….- თავისი დილანდელი ამბავი მოუყვა მეგობრებს რომლებიც გაოცებული სახით უყურებდნენ- აბა რას იტყვით ? გიჟი არაა?- დათამ და დემეტრემ ჯერ ერთმანეთს გადახედეს და მერე ერთდროულად ახარხარდნენ- იცინეთ ხო ,აბა მე მკითხეთ ეხლა მეცინება? - ვახ ჩემი- ცრემლებს იწმენდდა დათა- ქორწილი არ გამომაპარო. - მორჩით სიცილს, თავი მისკდება ისედაც.- შეზლონგზე გადაწვა- საღამოს წავიდეთ რა . - რას წამომიწექი , მაყალთან დადგომა არ გეკადრება?- დემეტრე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. - აცადე ნავარჯიშებია კაცი… - იკრიჭე ხო-ფეხზე წამოდგა- წავედი დავიძინო არ მშია მე საღამოს აჩის ადრე მოუწია წამოსვლა, დანარჩენები ერთად წავიდნენ.მთელი გზა ებუზღუნებოდა დემეტრე სოფის მასთან გადასვლაზე - აი რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ- სოფის შეხედა- ოღონდ დროის უკან დაბრუნებას ნუ მომთხოვ!ეგ ჯერ ვერავინ შეძლო. - რა მოგივა ცოტა ხანს ცალ - ცალკე რომ ვიყოთ? - რამდენ ხანს სოფი?!- კითხვის ნიშნიანი თვალებით შეხედა-ცოტა დრო დავკარგეთ? - არ ვიცი…. არ მინდა ავჩქარდე - როგორც გინდა- ისე ჩავიდნენ თბილისამდე დემეტრეს ხმა აღარ ამოუღია, სოფიც თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.ეშინოდა კიდევ ერთხელ არ დაეშვა შეცდომა. იცოდა უყვარდა , მაგრამ ხუთი წლის წინანდელიც კარგად ახსოვდა. - მია ეხლა წავიყვანოთ თუ ჯერ სახლში წახვალ?- თბილისში შესვლისთანავე ჰკითხა - ეხლა წავიყვან…. დემე ნუ იბუტები რა - მისკენ მიტრიალდა - არ ვიბუტები, ბავშვი ხომ არ ვარ… უბრალოდ მწყინს რომ არ მენდობი- სოფის სახეს რომ შეხედა გააგრძელა - აი ეგ სახე უთქმელადაც ყველაფერს ამბობს - რა გავაკეთო? ხუთი წელი ცოტა არის? - ვიცი ეს დედა** ლი რამდენჯერ უნდა გამახსენო….- ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა- ერთ თვეს გაძლევ , ერთ თვეში უნდა მითხრა ერთად ვაგრძელებთ თუ ცალ- ცალკე. მე დავიღალე , რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე… - შენ რა ულტიმატუმს მიყენებ?- გაკვირვებული უყურებდა - რაც გინდა ის დაარქვი…. ესე თან ერთად ვართ თან არა … ესე არაფერი გამოვა . ერთი თვე ვერ მნახავ - რატომ? - გაოცებულმა შეხედა - ფირმის საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და გერმანიაში მივდივარ... - მერე მია, ხომ იცი რომ ვერ გაძლებს... - ხვალ დაველაპარაკები… - როგორც გინდა- სოფის მთელი ტანი განგაშს გამოსცემდა. - მისმინე , ვიცი რასაც ფიქრობ … მაგრამ ხომ იძახდი დრო მჭირდებაო ხოდა გაძლევ დროს... მიამდე ისე მივიდნენ ხმა არც ერთს არ ამოუღია, ორივე თავის ფიქრებში იყვნენ ჩაძირულნი. დემეტრემ დედა- შვილი სახლში მიიყვანა და მიას შეუთანხმდა საღამოს გასეირნებაზე. სოფი კი მთელი დღე გაოგნებული დააბოტებდა.გული ვერც სამუშაოს დაუდო და ვერც ბავშვმა გაამხიარულა.ყველაფერს ელოდა დემეტრეს წასვლის გარდა.საღამოს კი დემემ მია წაიყვანა . ბავშვს ბევრად ადვილად აუხსნა რომ სამუშაოს გამო უნდა წასულიყო. - ხომ მალე ჩამოხვალ?- თავის ბრიალა შავები შეანათა მამას - კი მამი- კალთაში ჩაისვა- თან ნახე რა გიყიდე - პლანშეტი დაანახა- ყოველ საღამოს დაგირეკავ და ვილაპარაკოთ. - მართლა? - მიეხუტა მამას - ხო მართლა, ეხლა დედასთან დაგტოვებ და მერე წავალ-ლოყები დაუკოცნა და სახლში წაიყვანა.მია გახარებული გაიქცა კიბეებისკე , დემეტრე კი დინჯად მიყვა უკან.სოფის კარები გაღებული არ ჰქონდა მია რომ ატიტინდა. - დე ნახე? ზ ყუთი აუფრიალა ცხვირ წინ. - მოხვედი დე- თბილად ჩაიხუტა თავის ნაწილს - ნახე რა მაქვს? - პლანშეტი დაანახა- მამამ რომ დამირეკოს - სოფი ხმას ვერ იღებდა , თან დემეტრესკენ აპარებდა თვალს. - ძალიან კარგია- სინამდვილეში ეგონა დემეტრე მასთან დარეკავდა მიასთან სალაპარაკოდ, ამიტომ ცოტა არ იყოს და იმედი გაუცრუვდა. სოფის სახეზე დემეტრეს გაეცინა, უნდოდა იქვე მოხვეოდა და ეთქვა რომ ვერასდროს, უკვე ვეღარასდროს შეძლებდა მის გარეშე ყოფნას.მერე კი მიას მიუტრიალდა. - მია მიდი ოთახში გაიქეცი ... დედასთან სალაპარაკო მაქვს?- მისაც დიდად არ გაუპროტედტებია და თავისი საჩუქრით გახარებული გაიქცა ოთახისკენ. თვალს რომ მიეფარა სოფის გახედა, ახლოს მივიდა ხელი ჩაკიდა და თავის ოთახში შეიყვანა.ისიც მორჩილი ბავშვივით გაყვა. - ნეტა დაგანახა რა სახე გაქვს - ჩვეულებრივი სახე მაქვს, თუ არ მოგწონს.... - არ დაიწყო ისევ გთხოვ- ახლოს მივიდა მისი სახე ხელებში მოიქცია- მართლა უნდა წავიდე, სამი წლის წინ გერმანიაში ყოფნის დროს სასტუმროს პროექტი წამოვიწყე, ეხლა ჩემი სიძე მართავს მაგრამ როგორც თანამეწილე აუცილებელია იქ ჩემი ჩასვლა.შენ კი ისე მიყურებ გეგონება სამუდამოდ მივდიოდე. - ჩვეულებრივად გიყურებ, არაფერი განსაკუთრებული...- სცადა გულგრილად გამოსვლოდა - ერთხელ მაინც შეგიძლია ნორმალურად დამელაპარაკო? - ხელი გაუშვა და უკან დაიწია- ისე ნუ მელაპარაკები თითქოს არავინ ვიყო და არაფერს გრძნობდე ეს დედა ნატირები. - მართლა არ ვიცი რას ითხოვ ჩემგან, გინდა გთხოვო არსად წახვიდეთქო? - ანუ გინდა რომ წავიდე? - ანუ ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რაც გინდა ის ქენი - ესე იგი ეს ერთი თვეც არ გჭირდება და გადაწყვეტილება უკვე მიიღე, - მე გითხარი , ადამიანების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული... - ადამიანების მიმართ თუ ჩემს მიმართ?!- ხმას საგრძნობლად მოუმატა- თქვი მიდი ... ისედაც ყოველ წუთს მახსენებ ჩემს ნაბიჭვრულ საქციელს , შენ არც კი იცი რას ნიშნავს როცა იგებ რომ მამაშენი შენი საყვარელი ადამიანის მამამ მოკლა... - აი ამას ვამბობ- ნერვიულად დაიწყო სიარული- შენ სულ გემახსოვრება... - დავიწყების საშუალებას მაძლევ? თუთიყუშივით მახსენებ და არც შენ არ ივიწყებ- თავზე ხელი გადაისვა - ძალა აღარ მაქვს გესმის? ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებ.მე შენ მიყვარხარ... სისხლში მყავხარ გამჯდარი, უშენოდ ვერ ვსუნთქავ .... მაგრამ.... -მაგრამ? - თუ კი შენ გადაწყვეტ რომ შანსს არ ვიმსახურებთ... უშენოდ ვისწავლი სუნთქვას , შევეცდები მაინც... - ესე ადვილია?- გაკვირვებული შეხედა - არა , ადვილი კი არა შეიძლება შეუძლებელიც იყოს მაგრამ თუ კი შენ უჩემოდ ბედნიერი იქნები ... მოკლედ , ამაღამ მივფრინავ - ახლოს მივიდა შუბლზე ნაზად აკოცა- ერთ თვეში შევხვდებით სოფი- გვერდი აუარა და ოთახი დატოვა.მერე მიასთან შევიდა , ასწავლა როგორ უნდა დაერეკა თუ რამე მოხდებოდა , ბევრი ეფერა და ისე წავიდა სოფი ჯერ კიდევ თავის ოთახში იყო . მიას დაძინება ძლივს შეძლო, თავის საჩუქრით აჟიტირებული იყო და სოფის ანახებდა რაც დემეტრემ ასწავლა, თან იმეორებდა არ დამავიწყდესო.გვიანი იყო მიას ოთახი რომ დატოვა , აბაზანაში შევიდა და გრძნობებს გასაქანი მისცა . გრძნობებს რომელიც ცრემლად დაედინებოდა მის ღაწვებზე. განა არ უნდოდა მასთან ყოფნა? განა არ სჭირდებოდა მის გვერდით ყოფილიყო? მაგრამ...იყო მის გარეშე გატარებული მისთვის მტკივნეული წლები... ბევრი კითხვები, რომლებზეც პასუხებმა უფრო დაანგრია.ახსოვდა რა უბედურიც იყო მთელი წელი, რამდენჯერ შეუქმნა საფრთხე თავის ნერვიულობის გამო მუცლად მყოფ ნაყოფს და ეს აგიჟებდა.ვერ ენდობოდა , მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ ენდობოდა..და კიდევ ერთი გათენებული ღამე დაემატა მის ცხოვრებას რომელიც დილით მოსულმა მესიჯმა დაასრულა,, ვიცი არ გძინავს, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ რაც არ უნდა გადაწყვიტო გახსოვდეს რომ მიყვარხარ.“ ერთი კვირა ისე გავიდა დემეტრეს მხოლოდ ჩაფრენის დროს მოწერილი მესიჯი ჰქონდა მოწერილი, მხოლოდ მიას ელაპარაკებოდა დემეტრე და მიაც სიამოვნებით უყვებოდა ყველაფერს. აჩი დროს ჩვეულ რეჟიმში ატარებდა, იმ დღის შემდეგ გადაწყვიტა არანაირი თაია მის ცხოვრებაში. გიჟი ჩემი თავიც მეყოფაო და ყოველ ღამე კლუბში ატარებდა ყოველ დილით კი სხვა- და სხვა გოგოსთან ერთად იღვიძებდა. იმ საღამოს თაიაც ამ კლუბის სტუმარი იყო.მისი ჯგუფელი კულინარიული კურსიდან დაბადების დღეს აღნიშნავდა .პირველად იყო კლუბში და ბოლომდე უნდოდა ამ დღით დამტკბარიყო , თუმცა ესეთი მუსიკა და ხმაური არ იზიდავდა ამიტომაც თავისთვის ჩუმად წრუპავდა წვენს.იქვე მოედანზე კი მთელი მისი ჯგუფი ცეკვით ირთობდა თავს. - არ გინდა ვიცეკვოდ?- იუბილარის ბიძაშვილი დაადგა თავზე- ნახე ყველა ერთობა - მოედანზე გასული ჯგუფელებისკენ გაახედა. დიტოს მანამდეც ოცნობდა, სასიამოვნო ადამიანი იყო ამიტომ, ბევრი არც უფიქრია საცეკვაო მოედანზე გაყვა დიტოს- უცნაური ხარ - რატომ?- გაკვირვებული შეხედა - ძალიან ნაზი ხარ- ესეა ადამიანს როცა არ იცნობ - ნაზი?- სიცილი აუტყდა- დამიჯერე აქ მყოფ გიჟებზე ბევრად უფრო გიჟი ვარ - აბა რა გჭირს, მთელი საღამოა ჩუმად ზიხარ?! - არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ - იცი მაგის გამოსწორება როგორ შეიძლება? - იქვე ბართან მიიყვანა და წვენის ჭიქით წვენი მიაწოდა- ეს დალიე , ცოტა მოგადუნებს - წვენი? - ჯადოსნურია ეგრე ნუ უყურებ- თითი სიცილით აუწია, ერთი თავისთვის აიღო - ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს- სადღეგრძელო ნათქვამი იყო და ჭიქაც დაცლილი. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და იმ საღამოს მერე არაფერი ახსოვდა გარდა დილით სასტუმროს ნომრისა , სადაც თავი გამაყრუებელმა ტკივილმა გააღვიძა.პირველი რაც შეამჩნია მის გვერდით მუცელზე მწოლი ბიჭი იყო , მერე საწოლიდან წამომდგარმა კი მისი შიშველი სხეული და ზეწარზე სისხლის ლაქა შენიშნა. გაბრუებული ისე გამოვიდა სასტუმროს ნომრიდან ერთხელაც არ უფიქრია მისი პარტნიორის ვინაობა გაეგო. - უნდა დაივიწყო, დაივიწყე... - გიჟივით იმეორებდა მთელი გზა.სახლში მისულს კი ნამტირალევი მარო ბებო შეეგება - სად იყავი ბებია, უკვე პატრულში უნდა დამერეკა- გულში ჩაიკრა თაია, რომელსაც მოხუცი საერთოდ არ გახსენებია. - აქ ვარ მოვედი, ჩემ ჯგუფელთან დავრჩი... - მერე ნენა ერთი რომ დაგერეკა არ შეგეძლო- გაბრაზებულმა მარო ბებომ გურული ფესვები გაიხსენა- ასე უნდა ანერვიულო შენი მოხუცი? - გპირდები მეტჯერ ესე აღარ მოვიქცევი- ნაოჭიანი ლოყები დაუკოცნა- ოღონდ ეხლა უნდა გადავივლო და სამსახურში წავიდე. - წაი ნენა , რაღამც კარგად გნახე მაგას დავეძებ!- თვითონაც მიეფერა. თაია იმ შვილიშვილივით ჰყავდა რომელიც მას ცხოვრებამ არ არგუნა. წყალმა ცოტა უშველა , თუმცა მუცლის ტკივილი ისევ აწუხებდა.არც სამსახურში წასვლის თავი ჰქონდა მაგრამ მის საქმეს ესე სჭირდებოდა. ამიტომ გაემზადა და სამუშაოზე წავიდა. საღამოს აჩიმაც შეიარა ობიექტზე. - როგორ ხარ?- პირდაპირ თაიასთან მივიდა- ხომ კარგად ხარ? - ცუდად რატომ უნდა ვიყო?- გაოცებული შეხედა- რამე დაგესიზმრა? - რა? ვიფიქრე.... – აჩი დაბნეული ჩანდა - თუ რამე კონკრეტული საქმე არ გაქვს იქნებ გამატარო, ნახე რამდენი ხალხია- თაიამ საკმაოდ უხეშად სცადა მისი მოშორება , გაბრაზებული იყო მთელი კვირა არ შეხმიანებია და მაშინ მოვიდა როცა წინა ღამის მერე ისედაც საშინელ ხასიათზე იყო-რამეს მიბრძანებთ ბოს? - არაფერს, შეგიძლია წახვიდე- აჩიმაც გაურია უხეში ტონი და თაიაც მაშინვე გაეცალა- გიჟიათქო ვიძახი და არ მიჯერებენ- თავისთვის ჩაიბურტყუნა და გარეთ გამოვიდა. მთელი თვე ისე გავიდა სოფის დემესთან არც კი უსაუბრია, დროის მიცემა მასთან კონტაქტის შეწყვეტას თუ ნიშნავდა არ ეგონა.საბოლოოდ მწყობრიდან მიას ნათქვამმა უფრო გამოიყვანა, როცა გაიგო რომ დემეტრეს კიდევ ორი კვირა მოუწევდა იქ დარჩენა. ამიტომ პირდაპირ ლენასთან წავიდა სამსახურში. - ჩემი ბუშტი- გადაეხვია დაქალს - რა ბუშტი გადაირიე- სიცილი აუტყდა - ჯერ სამი თვისაც არ ვარ - ხომ გაიბერები, რა მნიშვნელობა აქვს - მხრები აიჩეჩა- სახელს გაჩვევ მერე რომ არ დაიბნე- ენა გამოუყო - კარგი ხო , ყავა გინდა? - არა, დათამ მითხრა დღეს კონსულტაციაზე უნდა წავიდესო და არ გინდა შენი ქმარი შევცვალო?- წარბები აუთამაშა- თან სალაპარაკო მაქვს! - ვერ მოდის ხო? - წარბაწეულმა გახედა - ვერა - დანებდა სოფიც-, უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ და სხვა ვერ შეცვლოდა. ამ ერხელ მე რომ წამოვიდე რამე მოხდება? - არაფერი მაგრამ დღეს სქესი უნდა გაგვეგო , ხოდა არ ვეტყვი- ეშმაკურად ჩაეცინა მალევე მოწესრიგდა აჩის დაუბარა რომ გადიოდა და სოფისთან ერთად კლინიკაში წავიდა.პატარა მამის გარეშე არ აპირებდა მათთვის ეთქვა ვინ იყო.ლენას სურათი და დანიშნულება გამოატანეს და კაბინეტი დაატოვებინეს.უკვე გარეთ აპირებდნენ გასვლას თაია რომ დაინახა სკამზე დასიებული თვალებით რომ იჯდა. - თაი- გვერდით მიუჯდა- აქ რა გინდა? - ლენ .. - ტირილით გადაეხვია- ეს რა ჩავიდინე, ეხლა რაგავაკეთო.... - რა მოხდა თაია- სოფიც ჩაერია ლაპარაკში. - მე....ორსულად ვარ- სლუკუნებდა გულამომჯდარი - რა? - წამოკივლებას უფრო ჰგავდა ლენას ნათქვამი, იცოდა მის ცხოვრებაში არავინ იყო, საკმაოდ ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან- რა მოხდა არ მეტყვი? - ნეტავ ვიცოდე.... - წამო ჩემთან ავიდეთ - სოფიმ შესთავაზა- ავე ვართ და წყნარად მაიც დაილაპარაკებთ.ყველა თქვენ გიყურებთ- გარშემო ხალხზე მიანიშნა. უთქმელად მიჰყვნენ სოფის და მანქანაში ჩასხდნენ.სახლამდე ხმა არავის ამოუღია, იქ მისულებმა კი პირველად გაიხსენა ის დღე თაიამ , რომელმაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა - იმ დიტოსია?- ლენა მიუტრიალდა - არა - თავი გააქნია- დიტოს შავი თმები აქვს მე კი ვიღაც ქერასთან ვიწექი, ღმერთო- თავი ხელებში ჩარგო- მარტო წვენი დავლიე , ცოტა ალკოჰოლიც მაგრამ მთელი თვეა ვერაფერი გავიხსენე.ან რა აზრი აქვს..... ვერფერს ვეღარ შევცვლი... - მისმინე თაი- სოფიმ თავის ისტორია გაიხსენა- ეხლა შეუძლებლად გეჩვენება მაგრამ მეც მარტო ვიყავი, ლენას და დათას თუ არ ჩავთვლი, ბავშვი ყველაფერს ცვლის.....ისეთი ძლიერი ხდები.... - არა, მე არ შემიძლია... ვერ დავიტოვებ.... - აბა რას იზავ მოიშორებ? - შეიცხადა ლენამ - შენ არ გესმის....ოთხი წელი ვაგროვებდი ფულს რომ ტორტების პატარა მაღაზია გამეხსნა და როცა ესე ახლოს ვარ ჩემს მიზანთან , ვერა .... უნდა გამიგოთ - იქნებ მაინც დაფიქრებულიყავი...- სოფი ხვდებოდა რა რთული გზა უნდა გაევლოთაიას და თან სულ მარტო იყო-.ან მამამისი მოგვეძებნა, იქნებ დაგხმარებოდა.... - რომც მოვძებნო რა ვუთხრა , რაში სჭირდება ვინმეს- მუცელზე დაიხედა- ერთი ღამის შეცდომად ჩათვლის და მაქსიმუმ აბორტის ფული მომცეს- ცრემლები მოიწმინდა-ვიცი ცივსისხლიანი გგონივართ მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია უარი ვთქვა.... - ჩვენ დაგეხმარებით- სოფი ცდილობდა დაეყოლიებინა - არა თქვენ არ გესმით, მე სახლში ვერ დავჯდები, დრო არ მაქვს ....- ისეთი შეუვალი იყო მასთან ამ ეტაპზე საუბარს აზრი არ ჰქონდა - როდის ჩაეწერე?- ძლივს ამოიღო ხმა ლენამ - ხვალ უნდა მივიდე - ცრემლები მოიწმინდა- მაპატიეთ რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიეთ-ფეხზე წამოდგა- უნდა წავიდე შესვენება დამიმთავრდა და სამსახურში უნდა დავბრუნდე - გაგაცილებ- სოფიც წამოდგა, კარებთან კიდევ ერთხელ გააჩერა- იქნებ კარგად დაფიქრდე თაი, მე და ლენა დაგეხმარებით, აი ნახავ.... - არ შემიძლია, ეხლა არა - ცრემლები წამოუვიდა - მაშინ მითხრი რომელ საათზე მიდიხარ და მე წამოგყვები- ხელები მოხვია- არ მინდა მარტო იყო - ორზე ვარ ჩაწერილი- მარტო მისვლა თვითონაც არ უნდოდა, თუმცა წაყოლას ვერც ვერავის სთხოვდა.არ უნდოდა მისი ამბავი ვინმეს გაეგო. - ორზე იქ დაგხვდები - დაპირდა სოფიც , მერე დაემშვიდობა და გაოგნებულ ლენასთან დაბრუნდა. - რა უნდა ქნას?რამდენი რამე გადაიტანა ... - ლენა სერიოზულად იყო ანერვიულებული-ნუთუ პრობლემები არასდროს დაუმთავრდება.... - არვიცი ლენა რა გითხრა, ძალიან მეცოდება, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ჩვენ უბრალოდ გვერდით დგომა შეგვიძლია- წვენი დაუსხა ლენას- ეს დალიე და ხვალ მე გავყვები კლინიკაში - მეც წამოვალ.... - არა შენთვის ეს დიდი სტრესი იქნება, მე თვითონ და არ გამამეორებინო- თითი გამაფრთხილებლად აუწია - მეც წავალ - ფეხზე წამოდგა- ვიცი სალაპარაკო გვქონდა და საღამოს ვილაპარაკოთ კარგი? არ გეწყინოს ეხლა მართლა არ მაქვს არაფრის თავი - ჩემი პრობლემა ყველაზე უმნიშვნელოა ეხლა- სოფიმ გაუღიმა - ესეთი როგორ ხარ? - მეგობარს ჩაეხუტა- მიყვარხარ მე შენ სოფი დატოვა სახლში და თვითონ სამსახურში წავიდა, გული ვერაფერს დაუდო და ისევ აჩისთან შევიდა. - აჩი თუ რამე საჩქარო არ არის წავალ რა დღეს? - წადი მაგრამ ხომ მშვიდობაა რა სახე გაქვს- ფეხზე წამოდგა - კი კარგად ვარ, უბრალოდ დასვენება მინდა - გინდა მე წაგიყვან სახლში ? - არა მე თვითონ- მკრთალად გაუღიმა და სახლში წავიდა. ის ღამე თეთრად გაათენეს გოგოებმა.ლენასთვის თაი ისევ ის პატარა გოგო იყო რომელზეც ზრუნავდა და ვერ ხვდებოდა რატომ არგუნა ცხოვრებამ ამხელა განსაცდელი. არ ეძინა თაისაც რომელიც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების წინაშე იდგა თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა და იყო სოფი რომელსაც ერთი თვის თავზე მესიჯი მოუვიდატექსტით,, რა გადაწყვიტე?ერთი თვე გავიდა.“ - - - - - - - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.