სიყვარულის შვიდი საიდუმლო (თავი 5)
-მაგ კაცისგან თავი შორს დაიჭირე-სიტყვა დამაწია .. ადამიანს გამუდმებული ომი აქვს საკუთარ თავთან და სხვებთან,რადგან არასდროს იცის ვინ არის რეალურად თავად და ვინ არიან სხვები. ქამელეონს გვანან,ყოველ ნაბიჯზე სხვა და სხვა იერ-სახითა და ქმედებებით. ომი რომელიც ადამიანის გარშემოა უხმოდ ანგრევს ყველა კედელსა და გზას,ამას ადამიანის ფსიქოლოგიისა და ნერვული სისტემის დაზიანებას ეძახიან ექიმები,მე კი დილოსოფიურ ბრუნვას. შენ ცოცხლობ,ანდაც არსებობ, შენს ირგვლივ კი ისინი არიან ვინებიც მზად არიან დანა ჩაგცენ გულში პირველივე შეცდომის დაშვებისთანავე. იცით რა არის საინტერესო? ის რომ,ზოგჯერ ჩვენც შეგვიძლია დანის აქნევა,ტკენა და დაზიანება სხვების. ცხოვრება საინტერესო სპეკტაკლია,ვინ დაწერა სცენარი კაცმა არ უწყის,მაგრამ მთავარი ისაა რომ ამ სპეკტაკლში უკლებლივ ყველა მთავარი პერსონაჟია და არ არსებობს მეორე ხარისხოვანი მსახიობი. “მაშ… ომია ? ომი იყოს ! “ ეუბნები საკუთარ თავს და ძალებს იკრებ, ხვდები რომ დანებების დრო აღარ არის და თუ არ ჩაებმევი საზიზღარ ცვლილებებს აუცილებლად ზედ გადაგივლის ყველა მოვლენა. დღითი დღე სხვანაირი ხდები,სარკეში უყურებ საკუთარ თავს და ვეღარ ცნობ,შენს წინ უცხო ადამიანს ხედავ. აღარ არის ისეთი ლაღი და უდარდელი,თითქოს უპეებიც ჩაბინდებია და დარდისაგან მთლად განახევრებულა. გეღიმება.. გეცოდება შენს წინ მდგარი. ცდილობ შეეხო, გაამხნევო. მეტად გამხდარსა და დაზიანებულს, ამჩნევ ხასიათიც შეცვლია , დაბნეულია და თვალები ეჭუტება, რაც უნდა მხოლოდ ისაა,რომ დაუბრუნდეს თავის სხეულს. “და მაინც.. როდის მოვასწარით ასე შეცვლა” ახლიდან უბრუნდები ფიქრებს.. შემოდგომის ყველაზე ლამაზი სურათი ყვითელი ფოთლების სცენაა. თუმცა მიფიქრია,სისტიკე არაა ეს ყოველივე ? რომ ადამიანი ზიხარ და უყურებ როგორ შიშვლდება სიცივისგან ბუნების ნაწილი,შენ კი მაინც გგონია რომ ლამაზი პროცესია.. ზედაპირულია ადამიანის ბუნება,თვალებით უყვარს მხოლოდ, მეც ასეთი ვიყავი ხშირად და მრცხვენოდა კიდეც საკუთარი თავის. ფანჯარასთან მდგარი ცხელ ჩაის ვსვამდი როცა კაბინეტში ნინო შემოვიდა -როგორ გგონია .. ამ კაცს რა უნდა უნდოდეს შენგან? -ძლივს გასაგონად იკითხა და ჩემს გვერდით დადგა. ცოტა ხანს ჩვენს წინ მდგარ შენობას მივჩერებოდით -მაშინებს -უემოციოდ ვაღიარე -მეც მეშინია.. ნათიას რომ რამე დაუშავოს ? -საკუთარი სიტყვების თვითონაც შერცხვაო თითქოს ისე ჩაქინდრა თავი -რომ სდომოდა აქამდე დაუშავებდა.რაში სჭირდება მისი დაზიანება, საბაბი არ აქვს .. -მგონია დავითის ნახელავია ეს ყველაფერი -ფიქრობ? -მაგიდას მივეყრდენი და მძიმედ ამოვისუნთქე- ასეც რომ იყოს მაშინ რისთვის? -დავითთან ცხრა წელი იცხოვრე,მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ ადამიანის გასაცნობად მთელი ცხოვრებაც არ გეყოფა -ჭკვიანურად ჟღერდა მისი სიტყვები. მაშინ ამომიტივტივდა გონებაში ახალი ამბები,რომელშიც საუბრობდნენ მისი და მისი მეუღლის ამბის შესახებ. რა იქნებოდა თუ ნამდვილად ის აღმოჩნდებოდა მოძალადე და რეალურად დიანა მსხვერპლი? ამაზე ფიქრიც კი მზარავდა, მაშინებდა ის ფაქტი,რომ ჩემთვის ნაცნობი ადამიანები ნელ-ნელა სულ სხვა სახით მევლინებოდნენ. -რაღაც უნდა მოვიფიქრო,ეს საქმე უნდა მოგვარდეს -შეწუხებულმა ბოლომდე ჩავცალე უკვე შეგრილებული ფინჯანი ჩაი. ჯერ არ ვიცოდი ყველაფერი მაგრამ ნახევარი ინფორმაციის ცოდნა ნახევარი საქმის მოგვარებას ნიშნავდა. ვიცოდი ის,რომ ლადო არსაიდან გამოჩნდა და ჩემს ნივთებში იქექებოდა. მეგონა ვიცნობდი , მაგრამ უკვე ისიც არ ვიცოდი სიმარლე იყო თუ არა მისი ცოლის შესახებ ნაამბობი ისტორია. იქნებ ეს ამბავიც მისი მოგონილი ფანტაზიის ბინძური ნაწილი იყო იმისათვის რომ შემბრალებოდა ? ზედმეტად ჩახლართული იყო მთელი ეს პროცესი, ვცხოცრობდი და უცბად აღმოვაჩინე რომ კი არ უნდა მწცლო,არამედ უნდა გავქცეულიყავი. -ეს სათვალთვალო კამერებიც ჩემს გამოა ალბად -ავღნიშნე და სკამზე ისე დავჯექი,რომ თვალი არ მომიცილებია მათთვის. მთელი დღე დაძაბული ვიჯექი,საქმეს გაჭირვებით ვაკეთებდი და რამდენჯერმე შეცდომაც დავუშვი. ოხვრით და მობეზრებით ტუჩებს ვბერცდი და ისე ვასწორებდი ჩემივე ჩაფუშულ დავალებას. უკვე აღარ შემეძლო ასე,მინდოდა მალე დასრულებულიყო დღე მაგრამ ჩემდასაუბედუროდ პირიქით,იწელებოდა. -გამარჯობა-კაბინეტში ლადო შემოვიდა. არცერთ ჩვენგანს ამოუღია ხმა. ბიჭები დაკვირვებით იყვნენ,ცდილობდნენ არაფერი გამოპარვოდათ. ნათია კი ისევ უხმოდ და ურეაქციოდ თავის მაგიდასთან იჯდა -ნათია ჩემთან შემოდი თუ შეიძლება-წარბები ასწია და კიდევ ერთხელ მოგვავლო თვალი. მისი გასვლისთანავე ფეხზე წამოხტა ნათია,ძალიან მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ ვაითუ ლადო ამას შეამჩნევდა და მერე შავ დღეს დააყრიდა ქალს .. საბრალო სახით გამომხედა,დამშვიდდიო თვალებით მანიშნა და გავიდა. -რა უნდა ნათიასგან ახლა-ნიკოლოზმა ძალიან ხმადაბლა დაიწყო -სალომე.. შენ გამო ხდება ეს ყველაფერი, შენ კი ზიხარ და ხმას არ იღებ -ლევანის ნათქვამმა შემძრა -რას ამბობ ლევან?-ნინოს ძალიან უნდოდა ეკივლა მაგრამ ეცადა ხმადავლა ექნა ეს -რა,ვრყუი? -ლევან ხვდები რომ ორი ადამიანია საფრთხეში? -ნიკოლოზს სახე აელეწა-მარტო ნათიას კი არა სალომესაც პრობლემები აქვს. შენ მარტო ნათია გადარდებს ? და ყ***ას ამბობ ხვდები? -მე იმას ვამბობ რომ რამე უნდა გააკეთოს -და რა უნდა გავაკეთო თუ ისიც არ ვიცი ვინაა ? -ბრაზისგან ხელის გულები გამეყინა -შენ რა გგონია, მე მსიამოვნებს ახლა რაც ხდება ? აქ ნათია კი არა მე ვარ საფრთხეში, რეალურ საფრთხეს ვგულისხმობ. ნათია მისთვის მესაიდუმლეა რომელსაც არაფერს დაუშავებს,თუ დაუშავებს იცის რომ პრობლემებს ვერ აირიდებს თავიდან და მე ? -ფეხზე წამოვდექი- იქნებ წარმოიდგინო როგორია როცა აცნობიერებ რომ ეს კაცი შენს სახლში იყო? იქნებ მოვეკალი? -სალომე საწყენად არ მითქვამს -აბა რისთვის თქვი? სტიმულს მმატებდი? თუ ჭკვიანური არაფრის თქმა შეგიძლია,ენა უნდა ჩაიგდო. შენთვის არავის უთხოვია ამ საქმეში ჩაბმა-ყველას მოვავლე თვალი-და საერთოდაც, დღეიდან არცერთი თქვენგანი ჩაერევა ჩემს სააქმებში, არც ნიკა, არც ნინო და ლილე, შენ განააკუთრბით.. მეცხვენია შენს გამო არ ვიცი შემდეგ რაზე ისაუბრეს,კაბინეტიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი, თავი მძიმედ ვიგრძენი. ლევანის ვერ გავამტყუნებდი,ვიცოდი ჩემი ბრალი იყო ის რაც ნათიას სჭირდა,ვიცოდი მხოლოდ მე შემეძლო ამ ყველაფრისთვის წერტილის დასმა.. ვეღარ მივცემდი უფლებას მეგობრებს,რომ ჩარეულიყვნენ ჩემს აურზაურში.. Message from ნინო: მე შენს გვერდით ვიქნები მაშინაც კი, თუ შენ ამას არ მოისურვებ —— შუა ღამით, დაახლოებით პირველ საათზე ლადოს სახლის წინ ვიდექი და ვფიქრობდი,უნდა გამერისკა თუ არა . მერე გამახსენდა რაც მის გამო ხდებოდა,თითქოს ნათიაზე ფიქრი ძალებს მმატებდა. ბუჩქს ამოფარებულმა ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და ფრთხილი ნაბიჯებით გავემართე მისი სახლისკენ. დადებითი ის იყო,რომ გამხდარი ვიყავი და მისი ეზოს ჭიშკარზე მარტივად ავძვერი ხის დახმარებით,ცუდი კი ის იყო,რომ ეზოში ძაღლი ჰყავდა. წვალებით მივიწევდი ჭიშკარზე შემომჯდარი მარჯვენა მხარეს, რომ ძაღლისთვის შეუმჩნევლად ამევლო გვერდი, ცოტაც და უკანალი ნაწილებად დამეყოფოდა უსიამოვნო განცდის გამო. ჩამოხტომას ვერ გავბედავდი,ამიტომ ვეცადე ხელებით მოვჭიდებოდი ყველაფერს რაც ახლო-მახლო იყო და მიწვდომას მოვახერხებდი თუმცა წონასწორობის შენარჩუნება ჩემი ძლიერი მხარე არ ღმოჩნდა,პირდაპირ სველ ბალახზე დავენარცხე მუცლით. გავიგონე როგორ წამოხტა ლადოს ძაღლი და ჯაჭვებს აქეთ-იქით არწევდა , მაშინვე ხოხვით მივიპარე დარგულ ყვავილებამდე და ამოვეფარე. ცოტა ხანში ჯაჭვების წრიალის ხმა შეწყდა,წელში მოხრილი სახლის კარებამდე კი მივედი მაგრამ თავის დროზე შევნიშნე კამერები “ამ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს” თქო ჩავიჩურჩულე და ადგილს მოვწყდი. სახლს მეორე მხრიდან მოვუარე, აღმოვაჩინე რომ ფანჯრები არც თუ ისე მაღლა ჰქონდა და თვალით ვეცადე გამეზომა სიგრძეც და სიგანეც . -მიდი სალომე, მიდი-გამბედაობა მოვიკრიბე და მთელი ძალით გავექანე,მადლობას უნდა ვუხდიდე ღმერთს სიმაღლისთვის რადგან პირველივე ცდაზე ჰაერში დავეკიდე. ნახევრად გამოღებულ ფანჯარაში ხელი შევყავი, აგერ კიდევ მეორე მადლობა სიგამხდრისთვის თუმცა შეუძლებელი იყო სახელურის დახმარებით დანჯრის გარედან გახსნა, ამიტომ ვეცადე მთელი სხეულით შევტენილიყავი. ვერც კი დაიჯერებთ,ბოლომდე ვერ შევეტიე მაგრამ მეორე ფანჯრის სახელურს მაინც მივწვდი,ხელის ერთი მოძრაობით ჩამოვქაჩე და უალა,ფანჯარა ღია იყო. თავი სამზარელოში ამოვყავი,სიბნელეთა შორის ყველაზე მწველი სიბნელე იდგა და ტელეფონის სანათი ჩავრთე. ლადოს ოთახი არ მჭირდებოდა,რაც მინდოდა მისი სამუშაო კაბინეტი იყო. გამიგია საინტერესო საბუთებს ოთახში კი არა სამუშაო ადგილზე ინახავენო, მაგრამ ვიფიქრე იქნებ სამსახურში ინახავს ეს თქო? ასეა თუ ისე ნახევარი გზა გავლილი მქონდა,უკან ვეღარ დავბრუნდებოდი პირველი სართულის სამი ოთახი შევათვალიერე,განსაკუთრებული არცერთი მათგანი ყოფილა და მეოთხე ოთახის კარამდე მისულმა ერთი ხოშიანად შევიგინე . -გენიოსი ხარ ! -მინდოდა ბედნიერებისგან მეყვირა. კარი შიგნიდან გადავკეტე, რა იცი რა ხდება ? კაბინეტში ორი ფანჯრიდან ერთი გამოვხსენი, ვინმე რომ მოსული პირდაპირ ფანჯრიდან ვიკსკუპებდი. შუა გულში მდგარ მაგიდას მივუახლოვდი,უჯრები დაკეტილი არ ჰქონია, —ამ კაცს ყველაფერი მეტისმეტად მარტივად მოწყობილი აქვს.. ჯერ ტელეფონი ახლა კაბინეტი. -დალოცვილი იყოს ეს სკამი ამის შემდეგ-ვთქვი და დავჯექი. პატარა უჯდრა გამოვხსენი, შიგნით ფურცლები ელაგა -არა. არა . არა . არა. კი-მისი დაბადების მოწმობას წავაწყდი -.. ლადო … დაიბადა… დედა ლარისა…., მამა სოლომონ…. დაბადების ადგილი თბილისი.. მის დაბადების მოწმობას სურათი გადავუღე,კაცმა არ იცის რაში გამომადგებოდა, საჭიროდ ჩავთვალე.. -განვაგრძოთ ძებნა… -უჯრებში ბევრი ხელის ფათურის შედეგად ტელეფონსაც გამოვკარი ხელი. საკმაოდ ძველი გამოშვება თუმცა მუშა მდგომარეობაში იყო, არ ვიცოდი რას ვეძებდი მაგრამ რაღაც საინტერესო მჭირდებოდა.. ტელეფონის ფოტო სურათებში შესვლა პირველივე იდეა იყო, კინოებში მქონდა ასე ნანახი.. რაღაც ხეებსა და ყვავილებს უღებდა თურმე სურათებს, მაშინ გავიგე რამხელა პატივს სცემდა ბუნებას ლადო.. სასაცილოდ არ მეყო. უეცრად ქალის ფოტო შევნიშნე, იგივე ქალი იყო რაც ლადოს ტელეფონში,აქ სახე უჩანდა, ვერც კი წარმოიდგენთ გაჭრილი ვაშლივით მგავდა, რათქმა უნდა ამასაც სურათი გადავუღე.. შეტყობინებები ჯერ კიდევ არ წაეშალა ჩემი სიყვარული: სალომე მალე მოხვალ სახლში? -სალომე? -მოულოდნელობისგან დამცხა ჩემი სიყვარული:ძალიან მენატრები… მივხვდი რომ ტელეფონი ქალს ეკუთვნოდა,დიდი ალბათობით მისი გარდაცვლილი ცოლის იქნებოდა. როგორც ჩანს ბოლო რამდენიმე წელი უმისამართლოდ წერდა ქალს, ხოდა.. ტელეფონიდან ნომერი ამოვიღე, მომავალში გამომადგებოდა ! კარგად ჩავიდე ბიუზჰალტერში, მახსოვა ბებიაჩემი ფულს ინახავდა ხოლმე ასე , სულ მინდოდა მეც მეცადა იგივე. ტელეფონი ისევ გამოვრთე და თავის ადგილზე დავდე,თანაც ისე რომ ვერავინ იფიქრებდა მე რომ ვიყავი ოთახში .. უჯრებში საძებნი აღარაფერი იყი, მაგიდაზე ეწყო ყველაზე საინტერესო ! -რაც ყველაზე საინტერესოა რატომაა ასე მარტივი? დიდი კონვერტი გავხსენი და შიგნიდან სურათები ამოვაძვრინე, რომელშიც ვიყავი მე ? -მე -გაოცებისგან შოკში ვიყავი, მაშინვე დამავიწყდა მიცემული პირობა და ნინოს მივწერე მოკლედ “ლადოს ჩემი ფოტოები აქვს” თქო. ფოტოები ძალიან ძველი იყო,დროს რომ დავაკვირდი ამოვიკითზე “ 2015 წ. 2016წ. 2017წ” -ღმერთო ჩემო მითვალთვალებდა? -შიშს ვგრძნობდი თუ ზიზღს ვეღარ ვერკვეოდი. ფოტოებს თან ვერ წავიღებდი მეტისმეტად შესამჩნევი იქნებოდა, მაგიდაზე დავალაგე და სურათი ისე გადავუღე,მაგიდაც რომ გამოჩენილიყო, მერე ისევ კონვერტში მოვათავსე და ისე დავდე როგორც აღებამდე იდო. თავს დაწყევლილად ვგრძნობდი, იქვე მოვკვდები იმ წყეული სახლიდან მალევე რომ არ გავქმრალიყავი.. კარის საკეტი გადავხსენი ისევ, ფანჯრიდან გადავხტი და როგორც მოსვლით გავახარე მასპინძელი,ისევე წასვლითაც, ოღონდ ძაღლმა ნამდვილად იგრძნო მაშინ ჩემი იქ ყოფნა და ყეფა ატეხა. თუმცა უკვე კაი დროსი იყო… -შეტყობინება რომ წავიკითხე თავზარი დამეცა, ეს რა ჯანდაბაა ? -ტელეფონის ეკრანს თვალს ვეღარ წყვეტდა ნინო -მანახე აბა ამ შუა ღამით რის გამო გამაღვიძეთ -ხელებიდან გამოსტაცა ლილემ ტელეფონი -ამ ყველაფერში თქვენ არ გაერიოთ, უბრალოდ ვინმესთვის უნდა მომეყოლა რაც ვნახე, სხვა შემთხვევაში ალბათ გავგიჟდებოდი! -სავარძელში ჩავესვენე -ეს ამ კაცის ცოლია? -იკითხა ლილემ -როგორც ჩანს , მე ასე მგონია არ ვიცი -ძალიან გგავს -ხო არა ? -გეგონება დები ხართ -მხრები გააქნია ნინომ -ტელეფონიდან ნომრის კარტა ამოვიღე,არ ვიცი რატომ მაგრამ დამჭირდება ვგრძნობ -რას აპირებ ახლა? -ლილემ ტელეფონი მაგიდაზე დადო -ჯერ ისიც არ ვიცი სამსახურში როგორ უნდა მივიდე დღეს,ლადოს დანახვა ჩემთვის ხუმრობა აღარაა -მარტო არ უნდა უმკლავდებოდე ამას, ნება მოგვეცი დაგეხმაროთ-ერთმანეთს გადახედეს გოგოებმა. ვიცოდი გულწრფელად სურდათ ჩემი დახმარება, მაგრამ საკუთარ თავს ამის ფუფუნებას ვერ მივცემდი -გოგოებო.. ისიც მეყოფა თუ ჩემს ცხოვრებაში იქნებით, ამაში ნუ გაერევით .. ნათიასაც დახმარება სჭირდება , არაფრის გამო წამოიკიდა ლადო -რამდენ სისულელეს ვფიქრობდი არადა მასზე-ნინოს გაეღიმა -მისგან მოშორებით იყავით,ეჭვს ნუ გამოიწვევთ -და შემდეგ ნაბიჯზე თუ გიფიქრია ? -იკითხეს ერთხმად -ამ წამს მომაფიქრდა რაღაც… იმ ღამით თვალი ვერაფრით მოვხუჭე. მხოლოდ ჩემს გეგმაზე ვფიქრობდი, პირველი ნაბიჯის გადადგმის ასე ჯერ არ შემშინებია, თავს გალიაში გამომწყვდეულად ვგრძნობდი. სამახურში მისულმა თანამშრომლების საუბარს მოვკარი ყური,იმ დილით ლადო გამორჩეულად ცუდ ხასიათზე ყოფილა.. იმედი მაქვს ვერაფერი შენიშნა თქო გავიფიქრე, ვეცადე შეუმჩნეველი ვყოფილიყავი და ჩემს საქმეს მთელი ენერგიით შევუდექი. ალბად არასდროს მიმუშავია ისე მონდომებით როგორც იმ წამს . შუა დღისით როდესაც დიდი დასვენება იყო, ტელეფონი ჩანთიდან ამოვაძვრინე მე: პასუხს არ გამცემთ ? ლადოს ნომერზე გავაგზავნე შეტყობინება. კამერებისკენ იმ დღისით საერთოდ არ შემიხედავს,ეს კაცი ძალიან გონიერი მეჩვენა. ლადო: შუადღე მშვიდობისა, ჩემო საყვარელო -ჩემო საყვარელო..-ჩამეცინა ლადო:პასუხის დაბრუნება დამვიწყებია მე:გულმავიწყი ყოფილხართ .. მაინც საიდან გაქვთ ჩემი ნომერი? ლადო:თვლით რომ ნომერი არ შემშლია? მე:ორჯერ, არ მგონია ლადო:შეიძლება ითქვას.. ნომრის გაგება ყველაზე მარტივი რამაა მე:საშიში ჩანხართ ლადო:ასე ფიქრობ? მე: ყველას ნომერს ასე იგებთ ? ლადო: ასე ? მე:ხო .. შავი გზების მეშვეობით ლადო:რა იცი! იქნებ მიკარნახეს მე:ძალიან ახლობელი იქნებოდა ვინც გიკარნახა ლადო:შეიძლება კი შეიძლება არა მე:რატომ მომწერეთ? პასუხი აღარ დაუბრუნებია.. -ბავშვებოო-კაბინეტში ლევანი შემოვარდა-დღეს არაფერი გავაფუჭოთ? -იკითხა და ხელები დაიტკაცუნა . მისი დანახვის სურვილი არ მქონია, სიმართლე კი იყო მისი სიტყვები რაც მითხრა,მაგრამ მაინც ნახევრად.. თანაც რომ დავფიქრდი,რამდენჯერმე გონებაში რომ გავამეორე მისი სიტყვები მივხვდი,რომ უსიამოვნოდ მომმართა,თანაც რატომღაც აგრესიას მივამსგავსე -მაგალითად? -იკითხა ნიკამ -რავი რა.. სადმე წავიდეთ ? -სადმე სად -ნინოც აჰყვა საუბარში -ამინდები აღარ გვიწყობს ხელს-ნიკოლოზმა დაიწუწუნა -ამინდების გამო მთელი ზამთარი სახლებში ვისხდეთ? -ლევანიმ ტუჩები მოკუმა -ეგეცაა,მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? -რავი რა.. რამე მოვიფიქროთ- მხიარულად წამოიყვირა, შენიშნა ჩემი სიჩუმეც..-არაფერს იტყვი? -მკითხა და მაშინვე სამივე გაჩუმდა -რასთან დაკავშირებით ? -რაზე ვსაუბრობდით, არ გვისმენ? -კი.. მაგრამ მე გეგმები მაქვს -ასეა? .. მე კი მგონია რაღაცას არ ამბობ და უბრალოდ არ გინდა -შეიძლება ეგეც იყოს -გავუღიმე და წერა განვაგრძე -რატომ? -ალბად იმიტომ,რომ არც შენი მეგობარი ვარ და არც შენი მრჩეველი -რა? სალომე ? -წინა შენი საუბარი-შეახსენა ნიკამ.. ლევანიმ სირცხვილი იგრძნო,ლოყები აუჭარხლდა. პასუხის გაცემა აღარ სდომებია.. -ესეც ჩვენი გართობა-დავამატე მე. ცოტა ხანში ლადომ შემოხსნა კარი -სალომე, ჩემთან კაბინეტში-მითხრა და მაშინვე გავიდა. მე და ნინომ ერთმანეთს შევხედეთ, ნათია შეშინებული იჯდა , თუმცა არ იცოდა არცერთი ჩემი აღმოჩენის შესახებ, ვიცოდი მისთვის რომ მეთქვა მეტად დაიზაფრებოდა . ლადოს მოპირდაპირედ დავჯექი, გული მთელი სიძლიერიდ მიცემდა და ცოტაც,საგულედან ამომივარდებოდა -აღელვებული ჩანხარ-სიგარეტი ჩაწვა -ასეც რომ იყოს,რამე პრობლემას წარმოადგენს ? -ჩემთვის არა.. შენთვის წარმოადგენს,კონცეტრაციაში შეგიშლის ხელს -მადლობა,ძალიან მზრუნველი ხართ -ხართ? -გაეცინა- როგორი ოფიციალურობაა, როდის მერე? -ჩემი უფროსი ხართ -საინტერესოა .. -რის გამო დამიძახეთ ? -ბოლო ჩვენს საუბარზე ვიფიქრე ბევრი.. მინდა ბოდიში მოგიხადო,ავღელვდი -არაუშავს,ხდება ხოლმე.. -შენი მესმის კიდეც.. მარტივი არაა ალბათ -ხო,ასეა -მინდა გამოვისყიდო დანაშაული -საჭირო არაა -დღეს სამსახურის მერე,ყავაზე გეპატიჟები.. უარი არ მიიღება- მითხრა და ხელით მანიშნა რომ გავსულიყავი-ცხრა საათზე მანქანასთან დაგელოდები. რათქმა უნდა ჩემი ჭკვიანი გონებით , გადავწყვიტე არ მენახა. ცხრას აკლდა წუთები შენობიდან შეუმჩნევლად რომ გავიპარე,თანაც ისე რომ უკან აღარც მიმიხედია. ამის სანაცვლოდ ლილესთან სახლში დარჩენა გადავწყვიტე. პლედში გახვეული სავარძელში ვიჯექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი, ჩემდა გასაკვირად ლილეს შემოსვლა ვერ შევნიშნე -ყველაფერი რიგზეა? -ფეხზე შემახო ხელი და ჩემს წინ დაჯდა -კი -ვიღაც გირეკავდა-იატაკზე დადებულ ტელეფონს ცალი ხელით გადავწვდი -უცხო ნომერია- ვერაფრით გავიხსენე ბომრის პატრონი. გადავრეკე,ყურმილის მეორე მხრიდან სუნთქვის ხმა მომესმა -მირეკავდით.. -სალომე-ძალიან ნაცნობი ხმა ვერ გავარჩიე სამწუხაროდ -კი მე ვარ -დიანა ვარ -ტელეფონი მაღალი ხმის რეჟიმხე დავაყენე -ვინაა?-ჩურჩულით მკითხა ლილემ და თითით ვანიშნე გაჩუმებულიყო -ხო დიანა, რისთვის რეკავ? -დიანა? - კინაღამ წამოიყვირა ლილემ -არ ვიცი. მე და დავითი ვშორდებით -დიდად არც გამკვირვებია , მე რა შუაში ვარ მერე ? -შენს გამო მშორდება -აი რაში ყოფილა საქმე -სიცილი ვეღარ შევიკავე-და ჩემი ნომერი საიდან გაქვს ? -დავითის ტელეფონიდან ამოვიწერე.. რა მნიშვნელობა აქვს ? -მე რა შუაში ვარ დიანა ? მე გაგაფრთხილე თუ გახსოვს . -რამე გააკეთე -იცი? უთავმოყვარეო რომ იყავი ვიცოდი.. მაგრამ ამდენსაც არ ველოდი შენგან -თავმოყვარეობაზე საფიქრალი დრო არ მაქვს -ჩემგან რას მოითხოვ? ჩემს ყოფილ ქმარს ველაპარაკო? -დამცინავად ავღნიშნე -არ ვიცი რამე გააკეთე, შვილი გვყავს, გთხოვ ნუ მისცემ ამის უფლებას -და შენ თუ ფიქრობდი ჩემს ოჯახზე, როცა ანგრევდი? არ მაინტერესებ არც შენ და არც შენი შვილი, ნახვამდის- ყურმილი დავკიდე.. -რა გა*****ულია, სულ გააფრინა? -მეც შოკში ვარ -შენს გამო შორდება ბიჭი თურმე.. ახლა გაახსენდა სალომე ? -ამ ხალხის არ მესმის, ძალიან მომბეზრდა -ნუ დაიზაფრავ თავს.. შენთვის კარგი ამბებიც მაქვს-ეშმაკურად გამიღიმა -რა ამბები? -მე და ნიკა შეყვარებულები ვართ -წამოხტა და ცეკვა დაიწყო -სერიოზულად ? -დიახ დიახ -როდის მოასწარით ამაზე საიბარი? -დღეს დილით ! -არაფერი უთქვამს და… -მე ვთხოვეეე - სიცილი წასკდა- ნინოსთვისაც მინდოდს თქმა მაგრამ დღეს არ მოვიდა, ამიტომ ხვალ ვეტყვი -გამიხარდა თქვენი ამბავი, იმედი მაქვს ჭკუაზე მოხვალთ- ფეხი ავუქნიე -ოხ ოხ -ლადომ შეხვედრა მთხოვა -მერე ? -გამოვიპარე -კარგი გიქნია…-გამამხნევა ლილემ.. ——— მას შემდეგ რაც ლადომ შეხვედრა მთხოვა რამდენიმე დღე გავიდა,იმ დღის შემდეგ უცნაურად იქცეოდა. რამდენჯერმე შევნიშნე სწორედ იქ რომ ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი ხოლმე და ვცდილობდი თავი ამერიდებინა. ჩემთვის აქამდე რომ ეთქვა ვინმეს მანიაკი გადაგეკიდებაო დავცინებდი,თუმცა სასაცოლო საერთოდ არ ყოფილა რეალურ ცხოვრებაში. მე და ნიკოლოზი ბუფეტში ვისხედით,გაავებული ლევანიზე მელაპარაკებოდა , უნდოდა მასთან მესაურა და მომეგვარებიმა პრობლემა. სწორედ ამ დროს ლადო გამოჩნდა და ჩვენს გასაკვირად მესამე მდგარ თავისუფას სკამზე ჩამოჯდა -ნიკა და სალომე -დიახ ბატონო ლადო-გაუღიმა ნიკამ -სალომე და ნიკა -რამე მოხდა? -დავინტერესდი მე -მაინტერესებს ერთი რამ -დიახ? -ხვდებით ერთმანეთს? -ნიკოლოზს გაოცებულმა გავხედე -უკაცრავად? -თვალები მოვჭუტე და მისკენ შევტრიალდი -მეგობრები ვართ-დაამატა ნიკამ -ააა… დიდი ხანია? -საკმაოდ -მაინც რამდენი ხანია? -თითქმის ათი წელია -ააჰ-ხელები მუხლებზე დაილაგა -კარგი მეგობრობა უნდა გქონდეთ -არაფერს ვუჩივით-უხეშად ვუპასუხე-იცით,საქმეები გვაქვს -წადით წადით , სააქმები ქონიათ თურმე .. ადამიანის ყველაზე კარგი თვისება პატიების უნარია. ძალიან რთულია აპატიო როდესაც მეტისმეტად შეურაცხყოფილი რჩები,თუმცა გულის დამძიმება მეტად საშინელი რამ არის. ზოგჯერ ამბობენ “ვაპატიე მაგრამ არ დამვიწყებიაო” მე ამ სიტყვებზე მეცინება.. როგორ შეიძლება გახსოვდეს წყენა თუ პატიობ? ან აპატიო თუ ისევ ნაწყენი ხარ.. ასეთ შენდობას მადლი არ აქვს. ღამის თორმეტი საათი იყო როდესაც ჩემს სახლის კარს ლევანი მოადგა,მისი გამოჩენა ჩემთვის უცნაური იყო,თანაც ვერ ვიტყვი ბედნიერებისგან ფრთები გამომესხა თქო. თავაზიანობა ოხერი რამ არის,მითუმეტეს თუ ბებია ბავშვობიდანვე გინერგავს. სამზარეულოში მივიწვიე და ფინჯანი ყავა მივართვი, კარგა ხანს ჩუმად იჯდა,მერე ეტყობა მობეზრდა დუმილი და დიდი გაჭირვებით დაიწყო საუბარი -მადლობა ყავისთვის -არაფერია.. აბა,რამ მოგიყვანა ამ დროს აქ ? -მინდა ბოდიში მოგიხადო, ხომ გესმის.. -სიმართლე გითხრა არ მესმის-ძალიან დიდი დრო გვქონდა გატარებული ერთად, მართალია ნაწყენი ვიყავი თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი მაინც ვაღიარებდი მის მრავალწლიან თავდადებას. -ვიცი უხეშად გამომივიდა-წარბები შეკრა და საბრალო სახე მიიღო, ეს ხერხი წლების წინ ჭრიდა როდესაც მანაწყენებდა ხოლმე. თუმცა ოცდა რვა წლის ასაკში რთულია მსგავსმა მანევრმა გაგაოცოს -ნათიასთან რამე სახის კავშირი გაქვს? -არა, საიდან მოიტანე? -მაშინ რატომ განგვასხვავე? -რა სისულელეს ამბობ? ხომ იცი ყველა ძვირფასი ხართ ჩემთვის.. -უკვე არ ვიცი.. შენ რომ გესმოდეს რამდენად რთულ სიტუაციაში ვარ, მსგავსს სიტყვებს არ მეტყოდი .. მესმის, ღელავ მასზე მაგრამ ჩემი ბრალი არ ყოფილა ის რაც მოხდა, არა ჩემი ბრალი არის მაგრამ,მე არ გამომიწვევია პრობლემები-გულწეფელად დავიწყე საუბარი-თანადგომას ველოდი თქვენგან,განსაკუთრებით კი შენგან. მხოლოდ შენ იყავი მაშინ როდესაც დიანა და მე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით, ის დღე პირველი და მნიშვნელოვანი იყო, მართალია არაფერი გაგიკეთებია მაგრამ არც გაგიფუჭებია.. ჩემთვის ყველა განურჩეველნი ხართ, განსხვავება მხოლოდ სქესშია და ისიც,მახსოვს რამდენჯერ გამქრალა ეს სხვაობაც ჩვენს შორის -მესმის -არა არ გესმის.. რატომ არ შეიძლებოდა გეფიქრა? რატომ მაინც და მაინც ის? გგონია მე არ ვღელავდი? -ვიცი რომ არ ხარ მასეთი, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი უსიამოვნებაში გაეხვა.. მთავარი ფიგურა შენ ხარ, წარმოიდგინე მის ადგილზე თავი. საერთოდ არაფერ შუაში იყო, უბრალოდ შეუსწრო და მანაც თითზე დაიხვია -მერე ამისგან რა ? ჩემი ბრალია რომ შეუსწრო? მე მივაგზავნე ? -შთაბეჭდილება მრჩება,რომ ნათიასთან რაღაც პირადი უსიამოვნება გაქვს -ოირადი უასიამოვნებები მაშინ ჩნდება როდესაც ერთი ადამიანი ბრმავდება,მეორე კი არა. ჩვენ შორის კი ასეთი მხოლოდ შენ ხარ. შენც იცი რამდენი რამ გავიარე ბოლო ერთი წლის მანძილზე, და საერთოდაც ათი წლის განმავლობაში პრობლემები არ შემიქმნია არავისთთვის. ახლა როდესაც უსიამოვნებაა , შენ ერთ-ერთ ჩვენთაგანს ირჩევ,მეორეს კი კიცხავ , სად არის მეგობრობა ? მაშინ ქრება როცა მიჭირს ? -არა, მე.. -შენ რა ? იცი ვინ იყვნენ მთელი ეს დრო ჩემს გვერდში? ნიკა,ლილე და ნინო-თავი ვეღარ შევიკავე და წამოვიყვირე-სად იყავი შენ? ა რ ს ა დ ! ხან გეძინა,ხან საქმეები გქონდა, თუ ჩვენთან ერთად იყავი ვერაფერს იგებდი, მხოლოდ მე კი არა სხვებსაც დასცილდი, შენ არასდროს ხარ როცა გვტკივა,გვწყინს და ვიტანჯებით -რა ? -სად იყავი როცა ნიკოლოზს გრძნობები ლილესადმი გაუჩნდა ? -ჩემთვის არაფერი უთქვამს -არ თვლი რომ სწორედ ესაა პრობლემა ? შენთვის არ უთქვამს ! მესმის მე,ნინოს და ნათიას რატომაც დაგვიმალა, მაგრამ შენ? -ცოტა ხანს დაფიქრდა,ფინჯანი ყავა მოსვა და უხერხულად შეიშმუშნა -რას გულისხმობ სალომე ? -რასაც ვგულისხმობ გარკვევით გითხარი -თვლი რომ ცუდი მეგობარი ვარ ? -ვთვლი,რომ არასწორი ხარ. ცუდი ადამიანი არ ხარ მაგრამ დაფიქრდი, თითქმის არასდროს იცი რა ხდება ჩვენს გარშემო, რას ელოდები ჩვენ რომ წერილობით მოგიყვებით ? ზოგჯერ უნდა იკითხო,დაინტერესდე და შეამჩნიო, ბოლოს და ბოლოს თითქმის ათი წელია ერთად ვართ ! უნდა ხვდებოდე , ხმის ამოუღებლადაც უნდა გესმოდეს ჩვენი. გამომეცხადე და მომაძახე “მოაგვარეო” რა მოვაგვარო? ნათიას წინ გადავუდგე და ვუთხრა მე მომკალი ლადო თქო? რეალურად არც მას უპირებს რაიმეს,გონება რომ გაგენძრია მიხვდებოდი კიდეც და ახლოს რომ ყოფილიყავი დაინახავდი რასაც ვაკეთებდი მის გამო. ეს მე ვიყავი ვინც ნათიას ესაუბრა, როცა მაშინვე ხელი კარით შემჩნევისთანავე რომ ქრებოდა, ეს მე ავალაპარაკე და არა შენ ან რომელიმე სხვამ -არ მეგონა ამდენ ღვარძლს თუ იტევდი -სიმართლე ღვარძლიანად გეჩვენა? მე კი მჭირდებოდი შენც,სხვებთან ერთად, შენ კი უპასუხისმგებლო ხარ .. რადგან მე გამკიცხე მაშინ რატომ ნათიასთვის არ გააკეთე რამე, ჰა ? მე კარგი , არაფერს ვმოქმედებ , შენ პრეტენზია გიჩნდება და თან გაუნძრევლად ზიხარ, რატომ არ მივარდი მაშინ ლადოს ? ხელი რსტომ არ მოკიდე ნათიას ? რატომ არ აიძულე უფროსს შეშვებოდა ? იმიტომ რომ მშიშარა ხარ, რაც შეგიძლია მითითებების მიცემაა. აი მე კი მჭირდებოდი და ვწუხვარ ! ჩემი სიყვარული შენდამი ისეთივეა როგორც უწინ,გპატიობ კიდეც,მაგრამ რა აზრი ექნება ჩემს პატიებას თუ ღვარძლიანს დამიძახებ? მინდა გაიგო როგორ გვჭირდები,არამარტო მე არამედ ყველას , თანაბრად .. გაოგნებული სკამს მიეკრა,ხმის ამოღება უჭირდა თუმცა მესმოდა მისი,სათქმელი ვუთხარი და ვიგრძენი გულიდან როგორ მომეშვა ტვირთი.. -თუ გჭირდებით, გვაჩვენე ეს -დავამატე მე-შენი ბოდიში არ მინდა, მინდა რომ გამამხნევო, გესმის ? იმიტომ რომ არავინ მყავს თქვენს მეტი,იმიტომ რომ არავის ვჭირდები თქვენს გარდა და მარტო ვარ გესმის? მარტო, დაღლილი ვარ , აღარ მინდა და აღარც შემიძლია.. ძალიან მტკივა და ვწუხვარ, მეშინია ლევან-ცრემლების შეკავება რთული იყო.. წელიწადის მანძილზე პირველად მივეცი ნება საკუთარ თავს,რომ ჩემი ცრემლები ვინმე სხვისთვის მეჩვენებინა. გრძნობები რომელიც ერთმანეთში მქონდა არეული,თითქოს დაეწყო და დალაგდა იმ წუთს . -ძალიან ვწუხვარ სალომე, არ ვიცოდი გეფიცები-სკამიდან წამოდგა,ჩემს ფეხებთან მუხლებზე დაეცა და ხელები გაშალა. ბავშვივით ტირილს ავყევი,ისე ვეცი თითქოს იმ წამს ჩემი გადარჩენა მხოლოდ მას შეეძლო, თითქოს ეს ჩახუტება სიკვდილისგან მიხსნიდა. -გპირდები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები -ხელებს თავზე მისვამდა,მე კი გულამობსკვნილი მის მკერდს მეტად ვეკრობოდი -გესმის? აღარასდროს დაგტოვებ მარტოს, გეფიცები ჩემს კაცობას ! თქვენთან ვიქნები სულ,ძალიან დამნაშავე ვარ , ვიცი სალომე , ვიცი -ძალიან მჭირდებით.. ძალიან მჭირდებით -ვიმეორებდი გაუჩერებლად -ძალიან მჭირდები, არ დამტოვოთ გთხოვ , არასდროს .. -არ დაგტოვებთ -არასდროს დამტოვოთ .. -დამშვიდდი -მეტს ვერ გავუძლებ,თუ არ იქნებით ვერ გავუმკლავდები-ცრემლება ხელის გულებით მწმენდდა -დამშვიდდი, მორჩა.. აქ ვარ, მეორედ არასდროს.. გესმის? -თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. ემოციები…. რამდენად რთულია,რამდენ ღრმაა.. ადამიანი იმეცოდიებსგან ივსები,ივსები და ივსები. თუ არ გამოხატავ,თუ არ მისცემ საკუთარ თავს გამოვლენის ნებას,გაქრები და გაიფანტები.. -ეს რა გადასაღები იყო-ტელევიზორის წინ მჯდარი პოპკორნს ვჭამდი,სასიყვარულო დრამას ისე მივჩერებოდი თითქოს კომედია ყოფილიყო - ასე ვინ იქცევა ? დაღლილს და დაქანცულს არაფერი მგვრიდა სიამოვნებას,სულ ცოტაც და ფილმი დასასრულს მიახლოვდებოდა და მეც დასაძინებლად გავემართებოდი, თუმცა კარებზე შემაშფოთებელმა ბრანუხის ხმამ გამომაფხიზლა. შეშინებული სავარძლიდან წამოვხტი და კარებისკენ გავიქეცი,უკითხავად გავხსენი, ხელებში ლადო შემრჩა -ლადო? -მივიხედ-მოვიხედე, თითქოს ქვეყანა არ ინგრეოდა. დაუკითხავად შემოვიდა და მისაღებ ოთახში გრძელ მდივანზე დაჯდა -ვერ გავიგე ? -რატომ არ გამომყევი ყავის დასალევად ? -მეხუმრები? საუკუნე გავიდა მას შემდეგ -დღეს მოვიცალე საკითხავად -არ მინდოდა , ა რ მ ი ნ დ ო დ ა , გესმის? ა რ ა -კარგი… მაშინ რატომ მარიდებ თავს? -რადგან არც არასდროს ვყოფილვართ ახლობლები -მე კი მეგონა იმ ღამით დავვახლოვდით -ზოგადად გვიან-გვიან იაზრებ ხოლმე რაღაცეებს,თუ? -არა, დრო მოგეცი უბრალოდ-თვალები დახუჭა და წარბები ასწია -დღეს გეკითხები -რომელი საათია იცი? -ათის ნახევარი -უცბად მიპასუხა -მზადყოფნაში ხარ… ვერ გავიგე რა გინდა ? -რომ მიპასუხო -უკვე გიპასუხე .. თანაც, შენი თამაში ჩემთვის უინტერესო იყო- ვუთხარი და წელში გავიმართე. ისიც წამოდგა მდივნიდან,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ზუსტად იმ სიტუაციაში აღმოვჩნდით,რომელშიც იმ საშინელ ღამით ვიყავით -რომელი თამაში? -მკითხა და მეტად მომიახლოვდა -მინდა-არ გინდა-ორი ნაბიჯით უკან დავიხიე- საბრალო ქალი ხარ სალომე, მეცოდები-რაც კი მახსენდებოდა ყველაფერს ვამბობდი, მთავარი ის იყო ,რომ რეალური მიზეზი არ უნდა წამომცდენოდა -როგორ გაბედე… და ასე შემდეგ -აი რაშია თურმე საქმე -თავი ასწია და ცოტა ხანს ჭერს მიაჩერდა -საინტერესოც კია-შემომხედა და გაიცინა. ისევ მომიახლოვდა, წელზე მომხვია ხელები და ძლიერად მიმიკრა მკერდზე. სუნთქვა მიჭირდა,იმიტომ არა რომ სიყვარულისგან ვიფერფლებოდი,არამედ იმიტომ,რომ ძალა ვერ განსაზღვრა -მინდა-არ გინდაო იძახი -აჰაა -კიდევ? -მტკენ -მისგან თავის დახსნა ვცადე მაგრამ უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა-გამიშვი, მტკენ -ცოტაც და ისტერიკას გავმართავდი . ხელები გამიშვა და ამოსუნთქვა შევძელი,საშინელ ზიზღს ვგრძნობდი მისადმი, ყელში ბურთი მეჩხირებოდა . მოულოდნელად,ისევ მომხვია წელზე ხელები და მაკოცა .. მაკოცა. გავშეშდი. თვალებგახელილი და ხელებგაშლილი სახლში გაზრდილ ტოტებიან მცენარეს ვგავდი -მინდაო, ხომ მითხარი- მითხრა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. უსამართლობისგან,ტანჯვისგან და ზიზღისგან ცრემლები მომადგა თვალებზე -მაშინებ-ვუთხარი და ხელის გულებით მოვიწმინდე ტუჩები -შენი მეშინია, ავადმყოფი ხარ -მეორედ სხვის სახლში ნუ შეიპარები-მშვიდად თქვა-შეიძლება ამის გამო გიჩივლონ.. ჯერ ახალგაზრდა ხარ საამისოდ. ———- სამსახურში ერთი კვირა არ მივლია,იცით რა არის გამწარებულ ქალზე უარესი? შეურაცხყოფილი! მზად ვიყავი გამენადგურებინა და მიწასთან გამესწორებინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი იმ ღამეს როდესაც სახლში შემოსვლის უფლება პირველად მივეცი, და ვერც იმ დაწყევლილ სიტყვა “მინდას” არცერთი ჩემი მეგობრისთვის მომიყოლია საშინელი ინციდენტის შესახებ. ფრთხილი და დაფიქრებული უნდა ვყოფილიყავი,რადგან იცოდა ჩემი მის სახლში ვიზიტის შესახებ. რამდენიმე დღიანი დეპრესიისა და საკუთარი თავის ქილიკის შემდეგ,სამსახურში მივედი და საქმეს დავუბრუნდი. -ყველაფერი კარგადაა? -ნათიამ კითხვებით ამავსო -კი, შენ როგორ ხარ ? -ვერ წარმოიდგენ… იმ ტირანმა თავი გამანება-ბედნიერებისგან ლამის დაფრინავდა, ცოტაც და ფრთებს მოისხამდა. -მიხარია.. მაგრამ ასე უცბად და მოულოდნელად რატომ? -ასე უთხრა აღარაფერში მჭირდებიო-პასუხი ლევანმა გამცა -შენ სად იყავი მთელი ეს დრო? -დაინტერესდა ნინო -შეუძლოდ ვიყავი ხომ გაგაფრთხილეთ -მეც გამიკვირდა..აღარ მჭირდებიო უცნაურად თქვა-ნათიას ჯერ კიდევ არ სჯეროდა. რომ სცოდნოდათ რაც მოხდა…. ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა,ეკრანს დავხედე თუარა შევშფოთდი დავითი: დღეს საღამოს გცალია? არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა,თუმცა რამდენიმე წუთიანი საკუტარ თავთან მსჯელობის შემდეგ საპასუხო შეტყობინება მეც გავაგზავნე მე: რაშია საქმე? დავითი: გცალია ? მე:კი დავითი:ცხრა საათზე სამსახურთან დაგელოდები. მაშინღა გამახსენდა დიანა,მისი ზარი დავიწყებული მქონდა და დავითის გამოჩენამ გამახსენა. ცხრა საათზე როდესაც კომპანიის შენობას ვტოვებდი,კარებში ყოფილი ქმარი დამხვდა -სალო, როგორ ხარ ? -გადამკოცნა და მომღიმარი სახით მომაჩერდა -პირი არ გაგერღვას,ფრთხილად.. რა გინდოდა? -აქ ვილაპარაკოთ? იქნებ სადმე წავსულიყავით -უკვე ნერვებს მიშლიდა -შენთან ერთად სიარულს არ ვაპირებ , შეგიძლია აქ ილაპარაკო -ძალიან მომენატრე-ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია. ცხოვრებაში პირველად არაფერი მიგრძვნია მისდამი. -რა ქენი? -მომენატრე -იმბეცილი ხარ ? -რა ? რატომ? -რომელ მონატრებაზე მელაპარაკები,საერთოდ არც კი მახსოვდი უკვე -არ გინდა ძალიან გთხოვ. ვაღიარებ შეცდომა რომ დავუშვი -რას მელაპარაკები,მართლა? შენ ვერ წარმოიდგენ შენმა შეცდომამ როგორ გამაბედნიერა -მისმინე-ჩემთან მოახლოება სცადა მაგრამ მაშინვე უკან დავიხიე -დისტანცია დაიცავი -დიდი შეცდომა იყო .. ძალიან მიყვარხარ და მენატრები, ხელს ნუ მკრავ -ნაკრავი არ ხარ უკვე ? ვის რაში სჭირდები შენი გრძნობებით? გრძნობებიც შენნაირი გაცრეცილი და უხარისხო გაქვს . რა იყო ბავშვის ტირილის ხმა არ გაძინებს? -სიცილი ვერ შევიკავე -მაპატიებ , ძალიან მალე ! ყველაფერს დავაბრუმებ რაც ჩვენს შორის იყო -ხო… დიანასაც ? ისე სადაა, სახლში გელოდება ? -განვქორწინდით -ააა.. გული დამწყდა,კარგი წყვილი იყავით .. ალიმენტებს იხდი? -სალომე შეწყვიტე -და რას ელოდი? ხელებ გაშლილი დაგელოდებოდი, გეტყოდი “როგორც იქნა გონს მოხვედი” დაუბრუმდი ოჯახს თქო? შენ ტვინში დალაგებული კი არა, არეულიც არ გაქვს. ცოლს დაუბრუნდი,შემს შვილთან წადი -ცხრა წელი… ცხრა წელი ერთად გავატარეთ, შენი ყველა ჩვევა ზეპირად ვიცი, რის ჩაცმა გიყვარს და რომელი საჭმელი, რაზე ბრაზდები, რა გიხარია.. -უდიდესი მიღწევაა,რა იყო საზეპიროდ გქონდა? -ტაში დავუკარი -რომ იცოდე სარაფნებს უპირატესობას აღარ ვანიჭებ -ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად- მითხრა და გადამეხვია. -ოჰ რა ხალხი-ლადოს ხმამ შეაწყვეტინა დავითს თვითნუგეში. მისი დანახვისთანავე სახე დამემანჭა და მზერა სხვა მხარეს მივაბყრე -დავით ცოლი საით გყავს? -გვერდით დამიდგა და ხელი ჩამოართვა -განვქორწინდით -რას ამბობ? მეწყინა.. - ჩემკენ გამოიხედა, მთელი სხეულით ვგრძნობდი მის მზერას -რატომ დაშორდით ? -იყო რაღაც მიზეზები -ახლა ყოფილ ცოლს ირიგებდი? -დამცინავად ჰკითხა -რამე პრობლემა გაქვს შენ? -დავითი დაიძაბა -მე ? არა , პრობლემები შენ გქონია დავით, ორი ცოლი გაგექცა თუ.. მეორეც შენ მიატოვე ? -გაოცებულმა გავხედე ლადოს, რომელსაც სახეზე დიდი ასოებით ეწერა “დავით გაიქეცი” თორემ შეგჭამო -საკმარისია - ჩავერიე მე -ჩახუტებები კარგია, კოცნა აჯობებდა,უყვართ ქალებს-თვალი ჩაუკრა ლადომ -სახლისკენ ხოარ მიდიხარ სალომე,გაგიყოლებდი -ნელი მაბიჯებით გაემართ მანქანისკენ -მადლობა ლადო, არ მინდა -მოკლედ..-განაგრძო დათომ-დაფიქრდი ყველაფერზე..-ცოტა ხანს გაჩუმდა- ლადოსთან რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? -არანაირი - სალო მოდიხარ ? -მომესმა ისევ ლადოს ხმა , შოკისგან ცოტაც და დავიკრუნჩხებოდი -დათო მოდი შემეშვი, ღამემშვიდობისა-უცბად დავემშვიდობე დავითს, ლადოსკენ სწრაფი ნაბიჯებით გავემართე და მის მანქანაში ისე ჩავჯექი,თითქოს ვინმე მომსდევდა . კმაყოფილი სახით დაძრა მანქანა, ხმა მთელი გზა არ ამოუღია -აქ გააჩერე-წამოვიყვირე. მანქანიდან კი არ გადავედი, გადავხტი. უკან გამომყვა ლადოც -შენ არამდგრადო ნაბ****არო-შევტრიალდი მისკენ -ავადმყოფო ! -ემოციების ზღვა მოდის- სიცილით აღნიშნა -ემოციების ზღვა ? -მივირბინე და რაც ძალი და ღონე მქონდა სილა გავაწანი. თავი გადახარა,ხელი მოისვა ლოყაზე და ღრმად ჩაისუნთქა. -გივარჯიშია -რა გინდა? რა ?? გამაგებინე რას გადამეკიდე ? რას დამსდევ მთელი ცხოვრება ? ვინ ხარ ? -ბევრი რამ ამოგიქექია -მხრები აიჩეჩა -გავგიჟდები ახლა-ხელები თმაში შევიცურე-გავაფრენ -დამშვიდდი, მანიაკი არ ვარ თუ ამაზე ფიქრობდი -აბა ვინ ხარ ? 2016 წლიდან მოყოლებული ჩემი ფოტოები საიდან გაქვს ? -აა ეგ .. გრძელი ისტორიაა, როცა დრო მოვა მოგიყვები გპირდები -რა ? რას მპირდები? შენ.. შენ .. ღმერთი მიშველე-აღარ ვიცოდი რა მეთქვა -ამდენს ნუ იფიქრებ ფოტოებზე სალომე -ლადო,საიდან მოხვედი? ვინ მოგაგზავნა ? -არავის მოვუგზანივარ -აღიარე ნაბ****არო, აღიარე ! -ტირილი ამიტყდა, საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი -რა გინდა ? -სალომე -მითხარი ვინ ხარ -დამშვიდდი თქო -მითხარი თორემ გეფიცები არ გაცოცხლებ - აღარ ვხუმრობდი, მზად ვიყავი ყველაფრისთვის -რეებს ამბობ გააფრინე? -ამბობ? -თორემ რას იზამ ? -მკითხა და ხელები გადააჯვარედინა . -კარგი ჩემკენ წამოვიდა, ნელი ნაბიჯებით ჯერ უკან-უკან დავიხიე, მერე სირბილით გავვარდი. ძალიან მალე დამეწია და მკლავებში მტაცა ხელები -დროზე მანქანაში! -მიყვირა და ძალით მიმიყვანა მანქანამდე, გაჭირვებით ჩამსვა და კარი მომიხურა. ისტერიული ტირილი მოვრთე, არ ვიცოდი რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში -დამშვიდდი სალომე -დავმშვიდდე? გთხოვ გამიშვი-ვედრებას ჰგავდა -ამ ღამით სად გაგიშვა ? -გხოვ -მოდი სახლში წავიდეთ, კარგი? -მთელი სხეულით შემოტრიალდა ჩემკენ -ახლა წაგიყვან სახლში, შენ დაიძინებ და როცა აზრზე მოხვალ აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე .. -კარგია-თქვა და მანქანა დაძრა.. თვალები ჩემთვის უცხო ოთახში გავახილე,გაჭირვებით წამოვწიე თავი საწოლიდან და ირგვლივ მიმოვიხედე. სახეზე დაჭიმულობასა და ტკივილს ვგრძნობდი -ლადო? -საბანი მჭიდროდ ავიკარი სხეულზე -აჰ.. გაგიღვიძია -ოთახის კარი ლადომ გახსნა,შიგნით შემოვიდა და ჩემს წინ საწოლზე დაჯდა -როგორ გრძნობ თავს ? -როგორც ჩემს სიტუაციას შეეფერება -კარგი.. ეს ფოტოებია რაც შენ ნახე-ჩემს წინ უკვე ნაცნობი კონვერტი დადო -ესაა -ფოტოები კონვერტიდან ამოიღო -შენმა ქმარმა დავითმა დამავალა -ვერ გავიგე -ფოტოებს კიდევ ერთხელ დავაკვირდი -2016 წელს პირველად დამიკავშირდა -მატყუებ -თავი გავაქნიე -გინდა თუ არა გაგება ? -მკითხა და სახე შეეცვალა -კარგი.. რაში სჭირდებოდა ? -რისთვის უნდოდა ეგ დავითს უნდა კითხო, მე იმას გეტყვი რომ ორმაგი ცხოვრება ჰქონდა მაშინაც -ეს რას ნიშნავს ? -იმას რომ შვილიც ჰყავდა და კიდევ ერთი ქალი -მეხუმრები? -თუ არ გჯერა შემიძლია დაგიმტკიცო, მარტივია შემთვის, ალბათ მიხვდი უკვე -დამაჯერებელი იყო საკმაოდ.. თვალი გადავვავლე განვლილ წლებს, თუმცა საეჭვო ვერაფერი გავიხსენე -ვერ ვხვდები.. რისთვის ? -კონფიდენციალურია , მაგას მხოლოდ დავითისგან გაიგებ -მთელი ეს წლები დამდევდი? -არ დაგდევდი.. ყოველ დღე არა -აბა რამდენჯერ ? -თვეში ორჯერ -ღმერთო ჩემო.. -მესმის შენი-გაეცინა ლადოს -და .. ჩემი ნომერიც დათომ მოგცა,სახლის მისამართიც და სამსახურისაც ალბად - დავინტერესი მეტად -ნომერი და სახლის მისამართი კი, როცა გასცილდი მაშინ დამიკავშირდა, უნდოდა ახლოს ვყოფილიყავი და ყველაფერი სცოდნოდა შენზე -ალბად ესეც არ იცი რისთვის.. და სამსახური? -ჩემი ნებით მოვძებნე -აღარ გკითხავ რატომ.. -აჯობებს -ჩემს ჩანთაში რას ეძებდი? -არაფერს ვეძებდი, პირიქით გიდებდი ჩანთაში წერილს -რა წერილს? -ახლა უმნიშვნელოა. -ნათიას რისთვის ემუქრებოდი-სახეზე ფერი წაუვიდა -ვემუქრებოდი? საიდან მოიტანე ? -არ ემუქრებოდი? -არა რაში მჭირდებოდა ? -მითხრა რომ ზეწოლის ქვეშ გყავდა, რომ არ ეთქვა როგორ იქექებოდი ჩემს ჩანთაში -ზეწოლის ქვეშ არ ყოფილა,თავისი ნებით არ გითხრა .. -დაბადების დღეზე შენ დაპატიჟე -კი და თან თავაზიანად -და დაბადების დღეზე, ნიკას დაბადების დღეზე.. -მითხრა რომ მოვწონდი -გაოგნებისგან ენა ჩამივარდა -და ის კლუბის ღამე ? დავითმა გითხრა ჩემს ცოლს აკოცეო? -ბალიშზე დავდე თავი -არა რათქმა უნდა -ახარხარდა გულიანად -რა სისულელეა? -რა იყო შეგიყვარდი? -სასაცილო ქალი ხარ სალომე -ჰა ? თან ბოლოს მომაძახე საბრალო ხარო, ეჭვიანობდი? -კარგი, დღეისთვის საკმარისია.. ბევრი ინფორმაცია წყენს- მითხრა და ფეხზე წამოდგა -მითხარი.. შეგიყვარდი, ხომ ასეა -კარებთან გაჩერდა და გამომხედა, თუმცა პასუხი აღარ გაუცია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.